შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი მოლოდინები (+18) II ნაწილი


დღეს, 02:52
ავტორი zuzikooo
ნანახია 2

იმ დღიდან ლუკას გვერდით ყოფნა აღარ იყო უბრალოდ სურვილი.
ეს უკვე არჩევანი იყო.არჩევანი, რომელიც ვიცოდი, რომ მარტივი არ იქნებოდა.რამდენიმე დღე თითქოს ჩვეულებრივად გავიდა. ისევ ვხვდებოდით ერთმანეთს, ისევ ვსაუბრობდით საათობით, ისევ ვკამათობდით იმაზე, ვინ უფრო ჯიუტი იყო, მაგრამ ლუკას თვალებში რაღაც შევამჩნიე - სიჩუმე.
ისეთი სიჩუმე, რომელიც სიტყვებს წინ უსწრებს.
ერთ საღამოს მასთან სახლში ვიყავით. ქალაქის განათებები ფანჯრებზე ირეკლებოდა. ლუკა საჭეს ორივე ხელით ეჭიდებოდა და აშკარად რაღაცას ფიქრობდა.
— რა ხდება? — ვკითხე ბოლოს.
— რამდენიმე დღით უნდა წავიდე.
გული მაშინვე შემეკუმშა.
— სად?
— საზღვარგარეთ.
ჩუმად შევხედე.
— რამდენი დღით?
— ზუსტად არ ვიცი. შეიძლება ოთხი, შეიძლება ერთი კვირა.
— და რატომ?
ლუკამ ამოისუნთქა.
— რაღაცები მაქვს დასალაგებელი. აქ რომ დავრჩე, შეიძლება უფრო გართულდეს.
— ლუკა…
ხელი ჩემსას დაადო.
— ელი, მისმინე. მე შენგან გაქცევას არ ვაპირებ.
— ვიცი, მაგრამ…
— არა, არ იცი. — გამიღიმა სუსტად. — ამიტომ გეუბნები. რამდენიმე დღით მივდივარ და დავბრუნდები. აუცილებლად.
თვალებში შევხედე
და როცა მოგვიანებით მის მკერდზე თავი მედო, მისი გულისცემა მესმოდა.
— ლუკა…
— ჰო?
— დაბრუნდები?
ხელი ჩემს თმაში ჰქონდა.
რამდენიმე წამი ჩუმად იყო.
შემდეგ მითხრა:
— შენთან ყოველთვის დავბრუნდები.
— ეს დაპირებაა?
— არა. - შემომხედა.
— ეს ერთადერთი რამეა, რაშიც დარწმუნებული ვარ.
— შენ ჩემ გამო მიდიხარ?
— შენს გამო მინდა დავბრუნდე. იმიტომ, რომ პირველად მაქვს მიზეზი, ვის გამოც დაბრუნება მინდა. მინდა ამოვიდე ამ ჭაობიდან, ელი.
მაკოცა.
დიდხანს.
ისეთი კოცნა იყო, თითქოს ერთმანეთს სამუდამოდ ვემშვიდობებოდით…

და
წავიდა…

იმ საღამოს მივხვდი, რომ ლოდინის ჭეშმარიტება ისაა, როცა იცი, ვის ელოდები. იცი, სადაა, რას აკეთებს, მაგრამ შენ მაინც ყველაში ეძებ მას, რომ იქნებ დაბრუნდა.

უკვე 2 კვირა იყო გასული მისი წასვლიდან. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მამშვიდებდა და მაიმედებდა, რომ კარგად იყო, მე მაინც ძალიან ვნერვიულობდი. ერთ დღეს მომწერა:
“ელი, ჩემი ნათლია და მისი მეუღლე ჩამოვიდნენ ცოტა ხნით, ძალიან უნდათ შენი გაცნობა, იქნებ ესტუმრო?”
ცოტახანს ვფიქრობდი. სიმართლე გითხრათ, არსად წასვლა არ მინდოდა, მაგრამ რატომღაც მისი თხოვნა ძალიან ახლოს მივიტანე გულთან და მივწერე
“შენზე თუ მომიყვებიან რაღაცეებს, წავალ ;)”
მალევე მიპასუხა.
“მენატრები, წუწუნა, მალე ჩამოვალ, გავიქეცი ახლა. დაგირეკავს ნიკა თვითონ და წაგიყვანს.”
ტელეფონს გულზე ვიხუტებ და რამდენიმე ხანში გამზადებას ვიწყებ.
მე და ნიკა შევთანხმდით სად და რომელ საათზე უნდა ნოსულიყო და მალევე შევხვდით ერთმანეთს.

პირველი შთაბეჭდილება უცნაური იყო.
ნიკას ისეთი სახე ჰქონდა, რომელიც ერთდროულად სიმკაცრესაც ატარებდა და სითბოსაც. თითქოს ბევრი რამ ჰქონდა ნანახი, მაგრამ ადამიანებში კარგი მაინც არ დაეკარგა.
როგორც კი დამინახა, გამიღიმა.
— ასე რომ, შენ ხარ ელი.
— როგორც ჩანს.
— ლუკა ბევრს არ ლაპარაკობს.
გამეღიმა.
— ვიცი.
— მაგრამ შენზე ლაპარაკობს.
გული უცნაურად ამიჩქარდა.
- წავიდეთ, ნინა გველოდება, გემრიელობები მოამზადა - მიღიმის.
კარი ნინამ გააღო.
ლამაზი, მშვიდი ქალი იყო. ისეთი თვალებით, რომლებიც ადამიანს პირველივე წუთში ამშვიდებდა.
— შენ ელი ხარ, ხომ?
— დიახ.
— მოდი, ჩემო გოგო.
ჩამეხუტა.
იმდენად თბილად, თითქოს პირველად კი არა მნახა, წლებია მიცნობდა.
საღამო ძალიან თბილი აღმოჩნდა.
მაგიდასთან ვისხედით, ვსაუბრობდით, ვიცინოდით.
ნიკა ხშირად იხსენებდა ლუკას ბავშვობის ამბებს.
როგორ დადიოდა მასთან ერთად პატარა ასაკში.
როგორ ცდილობდა ყოველთვის დიდივით მოქცევას.
მე ვუსმენდი და უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ლუკა ის არ იყო, რასაც გარედან ხედავდნენ.
ცოტა მოგვიანებით მე და ნინა სამზარეულოში მარტო დავრჩით.
ჭიქებს ალაგებდა.
შემომხედა.
— ელი, რაღაც უნდა გითხრა.
— გისმენ.
— შენ ლუკა გიყვარს.
ეს კითხვა არ ყოფილა.
თავი დავხარე.
— ძალიან.
ნინას გაეღიმა.
— მაშინ რაღაც უნდა იცოდე.
მის გვერდით დავჯექი.
— ნიკასთან ცხოვრება ყოველთვის მარტივი არ ყოფილა.
გამიკვირდა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ზოგიერთ კაცს თავისი წარსული სახლში მოჰყვება.
ჩუმად ვუსმენდი.
— როცა ნიკა გავიცანი, ბევრს ჰქონდა მის შესახებ აზრი. ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი. მაგრამ მე ვიცოდი, რომ იმ ყველაფრის უკან ადამიანი იდგა. ადამიანი, რომელსაც თავისი ხალხის დაცვა სურდა.
შეჩერდა.
— ერთხელ, წლების წინ, ნიკა მთელი ღამით არ დაბრუნებულა სახლში. ტელეფონი გამორთული ჰქონდა. დილის ხუთი იყო, როცა კარი გაიღო.
თვალებში შევხედე.
— შემოვიდა დაღლილი, ტანსაცმელი დასვრილი ჰქონდა. მე კი ისე გავბრაზდი, არაფერი ვკითხე. უბრალოდ ვუთხარი, რომ აღარ შემეძლო.
ნინას გაეღიმა სევდიანად.
— მაშინ მითხრა: „თუ ოდესმე დაგაკარგვინებ სიმშვიდეს, შემიძულე. მაგრამ არასდროს იფიქრო, რომ შენზე მეტად ეს ცხოვრება მინდა.“
გაჩუმდა.
— მეორე დღეს გავიგე, რომ მთელი ღამე მეგობრის ოჯახს ეხმარებოდა. იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშე იყვნენ.
თვალები ამიწყლიანდა.
— იმ დღეს მივხვდი რაღაცას, — განაგრძო ნინამ. — რთულია ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა. იმიტომ, რომ ხანდახან მისი წარსული შენს ცხოვრებაშიც შემოდის. ხანდახან გეშინია. ხანდახან ბრაზდები. ხანდახან გინდა, უბრალოდ ჩვეულებრივი ცხოვრება გქონდეს.
ჩუმად ვიყავი.
— მაგრამ თუ მას ნამდვილად უყვარხარ, — ნინამ ხელი ჩემს ხელზე დამადო, — შენ ხდები ის ადგილი, სადაც დაბრუნება უნდა.
სუნთქვა შემეკრა.
— და ლუკა?
ნინამ გამიღიმა.
— ლუკა ზუსტად ასეთია.
— მაგრამ ძალიან რთულია.
— ვიცი.
— ხანდახან მეშინია.
— ეგ ნორმალურია.
— მაგრამ მაინც მინდა მასთან ყოფნა.
ნინამ თავი დამიქნია.
— მაშინ ნუ შეგეშინდება იმის, რომ გიყვარს. უბრალოდ ერთი რამ დაიმახსოვრე: არ ეცადო მის გადარჩენას. ეცადე, მის გვერდით იყო, სანამ თვითონ ირჩევს სწორ გზას.
თვალებიდან ცრემლი ჩამომივიდა.
ნინამ მომხვია ხელი.
— იცი, რა მითხრა ნიკამ ერთხელ?
თავი გავაქნიე.
— მითხრა: „ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება იბრძოდეს სამყაროს წინააღმდეგ, მაგრამ ბოლოს მაინც ერთი სახლი უნდა ჰქონდეს, სადაც ხმაურის შემდეგ სიჩუმეს იპოვის.“
გავიღიმე ცრემლებით.
ლუკა გამახსენდა.
მისი მანქანა.
მისი სიგარეტი.
მისი თვალები.
ის ღამეც, როცა მითხრა:
„მე უკვე შემიყვარდი.“
და პირველად მივხვდი, რომ მისი სიყვარული ჩემთვის მხოლოდ ბედნიერება აღარ იყო.
ის პასუხისმგებლობაც გახდა.
მე არ ვიცოდი, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მისი ბრძოლა.
არ ვიცოდი, რამდენჯერ მომიწევდა მოლოდინი.
არ ვიცოდი, რამდენჯერ შემეშინდებოდა.
მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი.
მე ლუკას მხოლოდ იმ დღეებისთვის არ შევიყვარებდი, როცა ყველაფერი კარგად იქნებოდა.
მიყვარდა მისი რთული დღეებიც.
მისი დუმილიც.
მისი წარსულიც.
მისი შიშიც.
და ის ნაწილიც, რომელსაც თვითონაც ვერ უყურებდა თვალებში.
იმ ღამეს სახლში რომ დავბრუნდი, ლუკას მივწერე:
„ნიკას და ნინას შევხვდი.“
პასუხი მალევე მოვიდა.
„რა თქვეს ჩემზე?“
გამეღიმა.
„ძალიან ბევრი.“
„ცუდი?“
„არა.“
რამდენიმე წამი გავიდა.
შემდეგ მივწერე:
„ნინამ მითხრა, რომ შენს გვერდით ყოფნა რთული იქნება.“
პასუხი მაშინვე არ მოსულა.
მერე:
„და შეგაშინა?“
თვალები დავხუჭე.
„არა.“
„რატომ?“
დიდხანს ვუყურებდი ეკრანს.
შემდეგ მივწერე:
„იმიტომ, რომ მე უკვე გადავწყვიტე. მინდა შენი ყოველი დღე ვიცოდე. კარგიც და ცუდიც. უბრალოდ მინდა, დაბრუნდე.“
რამდენიმე წუთი დუმილი იყო.
შემდეგ ეკრანი აინთო.
„ელი…“
„ჰო?“
„მიყვარხარ.“
ტელეფონი გულზე მივიკარი.
და პირველად აღარ შემშინებია იმ გზის, რომელიც წინ გველოდა.
იმიტომ, რომ მივხვდი:
ზოგჯერ სიყვარული ის არ არის, როცა ადამიანს მხოლოდ ნათელ დღეებში ირჩევ.
სიყვარული ის არის, როცა იცი, რომ მის ცაზე შეიძლება ისევ გაჩნდეს ქარიშხალი…
და მაინც რჩები.
ელოდები.
და როცა დაბრუნდება,
კარს უღებ
და ეუბნები—
„მოდი.
სახლში ხარ.“

თუ ადრე ჩემი ცხოვრება წყნარ, მდორე ტბას ჰგავდა, რომლიდანაც წყალი არასდროს იძვროდა, შენმა გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. შენს გამო მე უბრალოდ კი არ გადმოვაბიჯე, არამედ უფსკრულისკენ მიმავალ ბობოქარ, დაუოკებელ ოკეანეში გადავეშვი.
შენს გვერდით ვგრძნობდი, როგორ ცოცხლდებოდა ჩემში თითოეული უჯრედი, როგორ ვანადგურებდი ძველ შიშებს და ვსწავლობდი სიყვარულს ისეთს, როგორიც სინამდვილეში უნდა იყოს - დაუფარავს, მძაფრს და ნამდვილს…


ზამთარმა ისე ჩუმად შემოაბიჯა ჩვენს ცხოვრებაში, ვერც კი გავიგე.
ერთ დილას გავიღვიძე და ფანჯრის მიღმა ყველაფერი თეთრი დამხვდა.
ქალაქს თითქოს სხვა სახე ჰქონდა.
სახურავებზე თოვლი იდო, ქუჩის ლამპიონები ცივ ჰაერში იფანტებოდნენ და ადამიანები აჩქარებული ნაბიჯებით მიიჩქაროდნენ სადღაც — ალბათ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ახალი წლის შეხვედრა უნდოდათ.
მე კი მხოლოდ ერთი ადამიანის დაბრუნებას ველოდი..

იმ დღეს ტელეფონმა ისევ დარეკა.
ლუკა იყო.
— როგორ ხარ, პატარავ.
მის ხმაზე გამეღიმა.
— შენ?
რამდენიმე წამით ორივე ჩუმად ვიყავით.
— ელი, რაღაც უნდა გითხრა.
ღიმილი სახეზე შემეყინა.
— რა მოხდა?
— აქ კიდევ რამდენიმე კვირა მომიწევს დარჩენა.
თვალები დავხარე.
— რამდენი?
— ზუსტად არ ვიცი.
— ანუ…
— ვიცი, რასაც ფიქრობ.
— ახალ წელსაც ვერ ჩამოხვალ?
დუმილი.
და ეს დუმილი საკმარისი იყო პასუხისთვის.
— მაპატიე.
თვალები ამიწყლიანდა, მაგრამ ხმა არ შემცვლია.
— არაფერია.
— არის.
— ლუკა…
— პირველად მაქვს ცხოვრებაში რაღაც, რაც ნამდვილად მინდა და სწორედ მაშინ მიწევს მისგან შორს ყოფნა.
— დაბრუნდები.
— აუცილებლად.
— მაშინ დანარჩენი არაფერია.
გაეღიმა.
— მიყვარხარ.
— მეც მიყვარხარ.
გამითიშა.
ტელეფონი ხელში შემრჩა.
ფანჯრიდან ისევ თოვლს ვუყურებდი.
გარეთ ყველა ახალი წლისთვის ემზადებოდა.
მე კი პირველად არ მინდოდა ახალი წელი.

31 დეკემბერი.
ლილი მთელი დღე ჩემს ტვინში ჩაჭედილი სევდის ამოყრას ცდილობდა.
— დღეს ჩემთან მოდიხარ და მორჩა.
— ლილი, არ მინდა.
— არც მე მინდა შენი მოწყენილი სახის ყურება.
— შენ მაინც გეყოლება ხალხი.
— და შენც მეყოლები.
საღამოს უკვე ჩემთან იყო.
მუსიკა ჩართული გვქონდა.
სამზარეულოში რაღაცებს ვამზადებდით.
მაგრამ ყოველ რამდენიმე წუთში ტელეფონს ვამოწმებდი.
ლილის არაფერი უთქვამს.
ალბათ იცოდა, ვის ველოდი.
თერთმეტის ნახევარზე უკვე მზად ვიყავი.
შავი კაბა ჩავიცვი, თმა გავიშალე და სარკეში საკუთარ თავს შევხედე.
ვერ მივხვდი, რატომ მომინდა ასე ძალიან ლამაზად ყოფნა.
ალბათ იმიტომ, რომ შინაგანად მაინც მჯეროდა, რომ რაღაც სასწაული შეიძლებოდა მომხდარიყო.
მაგრამ სასწაულებს აღარ ველოდი.
თერთმეტი სრულდებოდა უკვე , კარზე რომ დააკაკუნეს.
ორივემ ერთმანეთს შევხედეთ.
— ვინ უნდა იყოს? — ვკითხე.
ლილიმ მხრები აიჩეჩა.
— ალბათ მეზობელია.
კიდევ ერთხელ დააკაკუნეს, გული უცნაურად ამიჩქარდა.
კართან მივედი, სახელური ჩამოვწიე.
გავაღე.
და დრო გაჩერდა.
იქ იდგა.

ლუკა.

თოვლით დაფარული მხრები, დაღლილი თვალები, ხელში პატარა ჩანთა და ის ღიმილი, რომელიც ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ტელეფონის ეკრანიდან მენახა.
ვერაფერი ვთქვი.

— მოდი ჩემთან, პატარავ - ხელებს შლის.
თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.
— შენ…
მან თავი ოდნავ დახარა.
— გითხარი, რომ დავბრუნდებოდი.
ერთ წამში მისკენ გავიქეცი.
ხელები კისერზე შემოვხვიე.
ის ისე ძლიერად ჩამეხუტა, თითქოს ამ რამდენიმე კვირის მონატრებას ერთი ჩახუტება იტევდა.
სახე მის კისერში ჩავმალე
— მეგონა ვერ მოხვიდოდი…
— მეც მეგონა, ვერ მოვიდოდი.
— მატყუებდი?
— არა. ბოლო წუთამდე თვითონაც არ ვიცოდი.
სახეზე შემომხედა, თვალები ჰქონდა დაღლილი, მაგრამ ცოცხალი.

როგორ ძალიან შემაყვარე თავი, ჩემო.

— როგორ ჩამოხვედი?
— გრძელი ამბავია.
— მაშინ მომიყევი.
— ჯერ არა. - ლილისკენ ტრიალდება
— რატომ?
გამიღიმა.
— იმიტომ, რომ თორმეტამდე ცოტა დრო დარჩა.
ლილის შევხედე.
ის უკვე კარის გვერდით იდგა და ცრემლებს ძლივს იკავებდა.
— მე მგონი, აქ ჩემი ადგილი აღარ არის.
— ლილი…
— წავედი, წავედი, ჩაო გვრიტებოო.
გამეცინა ცრემლებით.
ლილიმ ლუკას გადახედა.
— თუ ისევ ატირებ, იცოდე, შენს წინააღმდეგ პირველი მე ვიქნები.
ლუკას გაეღიმა.
— არ ვაპირებ.
— კარგი.
ლილი ჩამეხუტა.
— ბედნიერი ახალი წელი, ჩემო გოგო.
— შენც, ბარტყიი!
ლუკამ ხელი გამომიწოდა.
— წავიდეთ?
— სად?
— სიურპრიზია.
მანქანაში რომ ჩავჯექით, ქუჩები უკვე განათებული იყო.
ქალაქი ახალი წლისთვის ემზადებოდა.
მე კი ლუკას გვერდით ვიჯექი და მის ხელს ვეფერებოდი
— ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ აქ ხარ.
— მეც.
— რატომ არ მითხარი?
— იმიტომ, რომ მინდოდა შენი სახე დამენახა.
— და?
გამომხედა.
— ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმოვიდგინე..

ქალაქი ნელ-ნელა უკან დარჩა.
გზა მთისკენ ადიოდა.
მე ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი, სად მივდიოდით.
ცოტა ხანში მანქანა პატარა, თოვლით დაფარულ გზაზე გადავიდა.
შემდეგ დავინახე სახლი, მთის ფერდობზე იდგა, დიდი ფანჯრებით, ხის კედლებით, თბილი ყვითელი განათებით.
ირგვლივ კი მხოლოდ თოვლი იყო.
ლუკამ მანქანა გააჩერა.
— ჩამოდი.
კარი გავაღე.
ფეხი თოვლში ჩავდგი.
თითქოს ზღაპარში მოვხვდი.
ხეები თოვლით იყო დაფარული, პატარა ნათურები კი მათ შორის ისე ანათებდა, თითქოს ცაზე ჩამოკიდებული ვარსკვლავები მიწამდე ჩამოსულიყვნენ.
— ლუკა…
— მოგწონს?
სახლს შევხედე.
მერე მას.
— ძალიან.
კართან მივედი.
შიგნით ბუხარი ენთო.
ხის იატაკი, დიდი დივანი, თბილი განათება, ფანჯრიდან კი მთელი თოვლიანი მთები ჩანდა.
სუნთქვა შემეკრა.
— ეს სახლი…
— მოგწონს?
გამეღიმა.
— მთელ ცხოვრებას გავატარებდი აქ, შენთან ერთად.
ლუკა რამდენიმე წამით გაჩერდა.
— მართლა?
— ჰო.
მომიახლოვდა.
— მაშინ დამპირდი.
— რას?
— რომ როცა ოდესმე ყველაფერი დამთავრდება, აქ დავბრუნდებით.
ხელები სახეზე მოვხვიე.
— გპირდები.
მან მაკოცა.
ჯერ ნელა.
ფრთხილად.
თითქოს ისევ თავიდან მიცნობდა.
მაგრამ რამდენიმე კვირის მონატრებას სიფრთხილე დიდხანს ვერ გაუძლებდა.
ხელები წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა.
საათი უკვე 23:59 უჩვენებდა, უცებ ცა რომ განათდა და ფერადფერადებით შეიღება თეთრი, გადაწმენდილი ღრუბლები.
- გილოცავ, პატარავ - თვალებში მიყურებს. - პირველი ახალი წელია, როცა მართლა მჯერა, რომ ახლის დასაწყისია, მადლობა, რომ ჩემთან ხარ, სულ შენს გვერდით ვიქნები, გპირდები.
- მიყვარხარ, დადეშქელიანო, თან ყველაზე ძალიან!
მისი ტუჩები ისევ ჩემსას შეეხო და იმ წამს გარესამყარო საერთოდ აღარ არსებობდა.
ორივე ხელს კისერზე მიცურებს და დივნისკენ მივყავარ. ვიწევი და კალთაში ვუჯდები, მის თავს ხელებში ვიქცევ და ძალიან ვნებიანად ვკოცნი. ისიც გააფთრებული მეცემა ტუჩებზე და მკნებენს.
შენს გვერდით ყველაზე სექსუალურად და თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს, დადეშქელიანო!
- აი ეგ შენი დაბერილი ძუძუსთავები მაგიჟებს - მიყურებს და წრიული მოძრაობით მეფერება ნაზად.
ჩემკენ იხრება და კისერში მიწყებს კოცნას უფრო მომთხოვნად და ვნებიანად.
დააცურებს თითებს ჩემს სხეულზე და მე უფრო ცუდად მხდის..
თითებით მკერდიდან მუცლისკენ ჩადის. შემდეგ საცვალში მიცურებს ხელს და ბოქვენზე მკიდებს ხელს .
- ასე ძალიან გინდივარ? - მეჩურჩულება.
- და შენ? - ანთებული თვალებით ვუყურებ.
წამებში მიტაცებს ხელში, საწოლზე მაწვენს და ზემოდან მექცევა. ჩემს ტუჩებს ეწაფება და ძალიან, ძალიან ძლიერად მიწყებს კოცნას.
ნელ-ნელა კოცნებით ქვემოთ ჩადის და თან ჩურჩულებს
- საოცნებო ქალი ხარ, ელი..
მთლიანი ტანით ვიკლაკნები, როცა ყველაზე სენსიტიურ ადგილას მეხება ენით.
ფეხებს მაშლევინებს და ჩემში შემოდის.
შენთან ყველაზე თავისუფალი, უკომპლექსო და ქალური ვარ, ლუკა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩვენი სიამოვნების ხმები ისმოდა იმ შორეულ, პატარა, ლამაზ სახლში, რომელიც უკვე ბევრ მოგონებას იტევდა ჩვენზე.
საშოს კანკალი იგრძნო მის ასოზე და მაშინ აღმოგვხვდა ღრიალი.
გულზე ვესვენები და ორგაზმი სადღაც შორს მისვრის ფიქრებით.


ფანჯრიდან თოვლს ვუყურებდი.
— ლუკა
— ჰო, პატარავ
— ახლა მართლა მჯერა, რომ დაბრუნდი.
ხელზე მაკოცა.
— ამჯერად არსად მივდივარ.

დილით ბუხარში ცეცხლი ჯერ კიდევ ენთო.
მე სამზარეულოში ყავას ვამზადებდი, როცა ლუკა უკნიდან მომეხვია.
- დილა მშვიდობისა.
- დილა მშვიდობისა.
- ბედნიერი ახალი წელი.
გამეღიმა.
- შენც, სიყვარულო, ჩემთან ერთად. - მისკენ ვტრიალდები და ტუჩებს ცხვირზე ვაკრობ.
- ადრე გაგეღვიძა?
- ჰო, აღარ გაგაღვიძე და ყავაზე გამოვედი. - ხელებს კისერზე ვხვევ.
- და ახლა იცი მე რა მინდა?
- ოჰოო! რა გინდა? - ცბიერად ვუღიმი.
უეცრად ხელში მიტაცებს და ოთახში გავყავარ. წამებში მაშიშვლებს და ხარბად მიყურებს.
- საოცრება ხარ ელი, ყურთან მეჩურჩულება.
რამდენიმე წამში ვგრძნობ, რომ ჩემი სხეული სამყაროს სწყდება და სადღაც იკარგება. კვნესის ხმას კი, ზუსტად ვიცი ჩვენს გარდა ვერავინ გაიგებს, ამიტომ არ ვიკავებ.
რამდენიმე წამში კანკალს ვგრნობ და საწოლზე ვესვენები. აჩქარებული გულისცემის ხმა მესმის. ლუკა ნაზად მეფერება სხეულზე და თვალებში მიყურებს.
- მიყვარხარ
- მეც, ყველაზე - ტუჩზე ვკოცნი.


ის დღე ძალიან თბილად გავატარეთ. სამზარეულოში ვამზადებდით რაღაცეებს, მერე ძლივს დავემთხვიეთ ერთ ფილმზე და ის ჩავრთეთ. ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ
მე მის გვერდით ვიყავი.

1 იანვარი დაღამდა და ბედობა დგებოდა, გადავწყვიტეთ ცოტა დაგველია და სუფრის გაწყობა მე ავიღე ჩემს თავზე.
ცოტახანში ოთახში ავედი, მოვემზადე და ქვემოთ ჩამოვედი.

ლუკა ფანჯარასთან იდგა მივედი და უკნიდან მოვეხვიე. ერთი ღერი მოვწიეთ და სუფრასთან დავსხედით.
— ყველაფერი მოგვარდა, — თქვა მოულოდნელად.
თავი ავწიე.
— მართლა?
— ჰო.
მის ხმაში პირველად დიდი ხნის შემდეგ სიმშვიდე იყო.
— საბოლოოდ?
— საბოლოოდ. - ამოვისუნთქე.
თითქოს მთელი ის პერიოდი, როცა მის დაბრუნებას ველოდი, ერთ ამოსუნთქვაში გამოვუშვი.
— ანუ აღარ წახვალ?
ლუკამ გამიღიმა.
— არსად.
ხელი ხელზე დამადო
— იცი, რაზე ვფიქრობდი გზაში?
— რაზე?
— განთიადზე.
გამეღიმა.
— განთიადზე?
— ჰო.
ფანჯრიდან ცას გახედა
— ყოველთვის მეგონა, რომ განთიადი უბრალოდ ღამის დასასრული იყო.
— და ახლა?
— ახლა მგონია, რომ რაღაცის დასაწყისია.
მისკენ მივტრიალდი.
— რისი?
— იმის, რასაც ადამიანი ყველაზე დიდხანს ელოდა
გული შემეკუმშა.
— იქნებ მთელი ცხოვრება რაღაცებს იმიტომ ვკარგავთ, რომ ბოლოს მივხვდეთ, რა გვინდა?
— შეიძლება.
— მე ბევრი რამ დავკარგე.
— მეც.
— მაგრამ ახლა… ახლა აღარ მინდა არაფრის დაკარგვა.
ლუკამ შემომხედა.
— არც მე.
რამდენიმე წამით ჩუმად ვიყავით.
— იცი, ელი, ბავშვობაში მეგონა, რომ ცხოვრება იმ ადამიანებს აძლევდა ყველაფერს, ვინც ამას იმსახურებდა.
გამეღიმა.
— და აღარ ფიქრობ ასე?
— არა.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ცხოვრება ზოგჯერ არაფერს გაძლევს.
პაუზა.
— უბრალოდ გაძლევს ადამიანს.
თვალები ამიწყლიანდა.
— და მერე შენ უნდა გადაწყვიტო, რას უზამ ამ საჩუქარს.
თავი მის მხარზე დავდე.
— მე უკვე გადავწყვიტე.
— რა?
— არ გაგიშვებ.
ლუკას გაეღიმა.
— მაშინ მეც ერთ რამეს გადავწყვეტ.
— რას?
— შენთან ერთად ვნახავ ყველა განთიადს, რომელიც დაგვრჩა.

საათი თითქმის თორმეტს უახლოვდებოდა.
მე ტელეფონი ავიღე.
23:58.
— მალე 2 იანვარი გახდება
— ვიცი.
— ბედობა.
— ვიცი.
— და რას უნდა ვისურვოთ?
ლუკამ შემომხედა.
— მე უკვე მაქვს ის, რაც მინდა.
გამეღიმა.
— რა?
არ მიპასუხა.
საათს დახედა.
23:59.
უცნაურად ამიჩქარდა გული.
— რატომ მიყურებ ასე?
— როგორ?
— თითქოს რაღაცას აპირებ.
— იქნებ ვაპირებ.
— ლუკა…
გაეღიმა.
საათს ისევ შევხედე.
00:00.
ზუსტად იმ წამს, როცა კალენდარზე 2 იანვარი გამოჩნდა, ლუკა ჩემ წინ დადგა.
ვიფიქრე, რომ უბრალოდ ჩამეხუტებოდა.
მაგრამ არა.
მან ჯიბეში ხელი ჩაიყო.
და პატარა, შავი კოლოფი ამოიღო.
სუნთქვა შემეკრა.
— ლუკა…
— მოიცადე.
ხელი გამომიწოდა და ფეხზე ამაყენა.
მე კი საერთოდ გავქვავდი.
კოლოფი გახსნა.
შიგნით ძალიან, ძალიან ლამაზი ბეჭედი იყი. ზუსტად ისეთი პრინცესული, დიდი თვლით, ბავშვობაში რომ ვვოცნებობდი.
ლუკა რამდენიმე წამით ბეჭედს უყურებდა.
შემდეგ თავი ასწია.
თვალებში ის ბიჭი დავინახე, რომელიც პირველად კართან იდგა.
ის ბიჭი, რომლის სახელიც სკოლაში ლეგენდასავით დადიოდა.
ის ბიჭი, რომლის ცხოვრებაშიც იმდენი სიბნელე იყო.
მაგრამ ახლა ჩემს წინ იდგა უბრალოდ ლუკა.
ჩემი ერთადერთი
— ელი…
ხმაში ოდნავი კანკალი ჰქონდა.
— მთელი ცხოვრება მეგონა, რომ რაღაცებს უნდა გავქცეოდი.
ჩემ თვალებში ცრემლები უკვე გროვდებოდა.
— ჩემი წარსულისგან, შეცდომებისგან, იმ ყველაფრისგან, რაც ჩემამდე იყო.
პაუზა.
— მერე შენ გამოჩნდი
თვალებიდან ერთი ცრემლი ჩამომივიდა.
— და პირველად ცხოვრებაში გაქცევა აღარ მომინდა.
მის ხმაში ღიმილი შეერია.
— შენთან მინდა მოვიდე.
— ყოველ დილით. ყოველ საღამოს, ყველა ცუდ დღეს, ყველა კარგ დღეს, იმ დღეებში, როცა ყველაფერი გამოგვივა, და იმ დღეებში, როცა არაფერი გამოგვივა.
ჩუმად ვტიროდი.
ლუკამ ბეჭედი ხელში დაიჭირა.
— შენ მითხარი ერთხელ, რომ ჩემთან ერთად ამ სახლში მთელ ცხოვრებას გაატარებდი
გამეღიმა ცრემლებს შორის.
— მახსოვს.
— მე კი იმ წამიდან ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ეს.
ცოტა ხნით გაჩუმდა.
— მინდა, ყოველ დილით შენი ხმა მესმოდეს.
მინდა, შენი ცუდი ხასიათი მთელი ცხოვრება მე მაწუხებდეს.
მინდა, შენთან ერთად დავბერდე.
თვალებში შემომხედა.
მინდა, რომ ყველა ჩემი განთიადი შენით იწყებოდეს.
ბეჭედი ჩემსკენ წამოსწია.
— ელი…
პაუზა.
— გახდები ჩემი ცოლი?
სამყარო გაჩერდა.
არც ბუხრის ხმა მესმოდა.
არც ქარის.
არც გარეთ ჩამოსული თოვლის.
მხოლოდ მისი ხმა.
მისი თვალები.
და ის ბეჭედი, რომელსაც თითქოს მთელი ჩვენი ისტორია ეჭირა.
პირველი შეხვედრა.
პირველი შეტყობინება.
პირველი კოცნა.
პირველი შიში.
მონატრება.
ლოდინი.
დაბრუნება.
ყველაფერი ერთ წამში მოვიდა ჩემამდე.
— ლუკა…
ხმა ვეღარ ამოვიღე.
მან ოდნავ გაიღიმა.
— თუ პასუხი გინდა, შეგიძლია უბრალოდ “კი” მითხრა.
ცრემლებს შორის გამეცინა.
— სულელი ხარ.
— ვიცი.
— როგორ შეიძლება ასე…
თავი გავაქნიე.
— ასეთ დროს როგორ უნდა ვილაპარაკო?
ხელები სახეზე მოვხვიე.
— კი.
თვალები დაეხარა.
— კი?
— კი, სიყვარულო, რა თქმა უნდა, კი, კი და კი!!
მან ბეჭედი თითზე გამიკეთა.
ისე ძლიერად ჩამეხუტა, თითქოს ამ ერთი სიტყვით მთელი ცხოვრება მოიპოვა.
სახე მის გულში ჩავრგე.
ვტიროდი.
— ბედნიერი ბედობა, ქალბატონო დადეშქელიანო.
თავი ავწიე.
— ჯერ ნუ მეძახი ასე.
— რატომ?
— იმიტომ, რომ ვერ ვიჯერებ.
— მე კი უკვე დიდი ხანია მჯერა.
მაკოცა შუბლზე.
შემდეგ თვალებზე.
ლოყებზე.
და ბოლოს ტუჩებზე.

გარეთ თოვდა.

იმ ღამეს მივხვდი, რომ ზოგჯერ ოცნებები მართლა ხდება.
უბრალოდ არა მაშინ, როცა მათ ყველაზე მეტად ელოდები.
ისინი მაშინ მოდიან, როცა უკვე გგონია, რომ ყველაფერი დაკარგე.
და იქნებ ამიტომაც ჰქვია ორ იანვარს ბედობა.
იმიტომ, რომ ზოგჯერ ბედნიერება სწორედ მაშინ გპოულობს,
როცა ახალი წელი უკვე დაიწყო,
როცა ძველი ცხოვრება უკან რჩება,
და როცა ადამიანი, რომელიც ოდესღაც მხოლოდ უცნობი ბიჭი იყო კართან,
შენს წინ დგას
და გეუბნება:
„მინდა, მთელი დარჩენილი ცხოვრება შენთან გავატარო.“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent