ხუთი წამი (თავი 8)
... გვიანი იყო, ფანჯრიდან ბნელი შუქი გამოკრთოდა, ოთახს კი პატარა სანათი ანათებდა, საათი 2:25 უჩვენებდა, ნიტას ისევ ეღვიძა, საწოლზე ჩამომჯდარს უზგერდა გული გამალებით დასჩერებოდა მის ბრილიანტის ბეჭედს და ფიქრობდა მომავალზე, რომელიც ნეტარებასა და შიშს ერთობლივად იწვევდა მასში, ფიქრობდა თუ რა იქნებოდა მას შემდეგ... რა იქნებოდა დაოჯახების მერე. უყვარდა ეს კაცი, არ აწყნარებდა ეს ორ კვირიანი თანაცხოვრება, მოსწონდა თითოეული დღე, დილა, როცა უტა ნიტას აფრთხილებდა და ისე გადიოდა სამსახურში, მოსული როცა სამზარეულოში ეხმარებოდა ქებაძეს, დილა როცა ერთად ისხდნენ მაგიდასთან, საღამოს ისევ ერთად ასრულებდნენ, დაღლილები ერთმანეთის გვერდით მაინც რუდუნებით ისმენდნენ ერთმანეთის განვლილ დღეს, ანუგეშებდნენ ერთმანეთს აძლიერებდნენ და შემდეგ ფილმსაც ერთად უყურებდნენ განტვირთვისთვის, მაგრამ რა იქნებოდა დაოჯახების მერე? მოხდებოდა ისე, როგორც ბევრის ოჯახში? შეჩვევის ფაქტორი... ადრე: მოვედი ჩემო ცხოვრება... სად ხარ? – სახლში შესული თუ ჯერ ნიტასთან მიდიოდა, სახეს დაუკოცნიდა და ეხუტებოდა, ეშინოდა არ ჩაენაცვლებინა დაღლილ მობეზრებულ სახეს და სიტყვებს - მოვედი... — და შემდეგ ოთახში შესულს არც გამოეხედა მისთვის... თუ კი სავახშმო სამზადისში მიეშველებოდა ალავიძე ახლა, ან კი მოხვევდა ხელებს ჩვეულად და მოუსვენრად მიეალერსებოდა ქებაძეს, არ ჩაენაცვლებინა ფაქტს — გაწყობილ მაგიდასთან ჩამომდგარი ქებაძე, ელოდა ალავიძის მოსვლას, მაგრამ როდესაც ის ოთახიდან გამოვა არ მცალიაო დასძინებს და სამსახურში გაეშურება, დარჩება ნიტა მის მომზადებულ ვახშამთან. თუკი ღამე მიეკრობოდა ალავიძეს გაყინული და დილასაც მასზე ჩახუტებული იღვიძებდა ეშინოდა, ახლა დაწოლილს ტელეფონით არ გაეყვანა დრო შემდეგ კი ზურგი ექცია და დაეძინა... უტას ენდობოდა, მაგრამ ვერ ამბობდა "არასდროს" ვერ ამბობდა სიტყვებს:" ეს არასდროს მოხდება". ეს ხომ შეუძლებელია... შეუძლებელია იცოდე თუ რას გიმზადებს ცხოვრება, ვერც ამას წარმოიდგენდა ნიტა ერთი თვის წინათ, რომ ახლა უკვე დანიშნული იქნებოდა, რომ ახლა უკვე შეძლებდა ეფიქრა ოჯახზე და არა კარიერაზე... ეშინოდა ახალი ეტაპის, მაგრამ მის გრძნობებში ეჭვი წამით არ ეპარებოდა... .... ღამე სწორედ განმარტოებისაა, ღამის მელანქოლია განსხვავებულია, დაწოლის დროს ერთჟამიერად მოგაწვება ყველა ფიქრი, ყველა ტკივილი თუ განცდა, ირგვლივ ყველაფერი ჩუმდება და უცებ წარსულის დღეები, ძველი სირთულეები, მოგონებები, ადამიანები, მომენტები — ერთმანეთის მიყოლებით ამოტივტივდება, თითქოს დღისით არ ჰყოფნის ჩვენს გონებას დატვირთულობა, ღამითაც არ გვაძლევს ეს ფიქრები დასვენების საშუალებას, სწორედ მსგავსი ღამის რუმინაცია განევლო ქებაძეს მაგრამ დილას სრულიად სხვა ხასიათითა თუ ფიქრით წამოდგა, ადგომაც დაეზარა, ღამე ნათევი ზანტად წამოდგა საწოლიდან, მხოლოდ იმიტომ რომ უტა ენახა, რომ მასთან ერთად ევახშმა და სანამ ალავიძე გაიღვიძებდა, მზად ყოფილიყო ყველაფერი... სამზარეულოში მთქნარებით მდორედ განარნარდა, ხმაურზე უკეთ წამოახილა თვალები და თავად დახვდა ყველაფერი მზად... - დილამშვიდობისა — გაეღიმა ალავიძეს აბურდული თმით ქებაძის ნახვისას, ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯანი ჩამოდგა მაგიდაზე და თვალებ დასიებულს მიუახლოვდა, ძლივს რომ ახელდა ღამენათევ ირისებს - არ გეძინა არა?! - შენ საიდან იცი? - შენი თვალები შენსას არ გავს — ფრთხილად აკოცა შუბლზე - გადამივლის... ძალიან კარგად გამოიყურება... — ანიშნა ღიმილით მაგიდისკენ და კმაყოფილმა მოავლო თვალი ყველაფერს, - ეს რუტინა სულ ასე იქნება? — გაეკრიჭა კმაყოფილი და ნასიამოვნები - ამმმმ, ვერ დაგპირდები, მაგრამ როცა ძალიან მოგენატრება გპირდები... — აკოცა მოწყვეტით ბაგეებზე, - არც ძაან მომანატრო ხოლმე — ჩამოჯდა ახლოს, -რამდენიმე საათში დედა ჩამოვა, - შემიძლია გაგიყვანო, - ქუთაისში? — გაეღიმა წამით, - შენ თუ გინდა დავხვდეთ ქუთაისში, - ნუ სულელობ... — ჩაილაპარაკა ღიმილით და მოსვა შოკოლადი, უცებ თვალები გაუბრწყინა მისი არომატულობით, – სიგიჟეა...უგემრიელესია — გაუცისკროვანდა თვალები, თუმცა უტა სხვა რამეზე ფიქრობდა იმ წამს, თითქოს ნიტას ჩაღიმებამ ახალი იდეა ჩაუნერგა, რომელიც მეტად მოეწონა, - მართალია, დავხვდეთ ნიტა დედაშენს — წამოენთო უეცრად და საქმიანად ჩამოჯდა ქებაძეს წინ - რას ლაპარაკობ? ამხელა გზაზე? - ჰო, მე შენ ჩემთან უნდა წაგიყვანო ხომ ასეა? - ჰო მაგრამ რა შუაშია? - ჩავიდეთ ქუთაისში, წამოვიყვანოთ დედაშენი და ერთად წავიდეთ ჩვენთან... - ჩვენთან დარჩეს? — გაუფართოვდა თვალები წამით - ჰო, ხომ არ მიცნობს, უკეთ გამიცნობს თანაცხოვრების დროს, რამდენი ხნითაც ენდომება დარჩეს და მერე ქორწილისთვის ჩამოგიყვანთ ისევ... - ვგიჟდები ასე მარტივად რომ ლაპარაკობ ხოლმე... ასე მგონია იდიოტი ვარ და ტყულად ვნერვიულობ და აღვიქვამ რთულად ყველაფერს — გაეცინა დაყარა ხელები მაგიდაზე - ძალიან მარტივია და ამიტომ, ყველაფერზე ხოარ ვინერვიულებთ - კარგი რა ამხელა გზაზე სიარული, უცნობის სახლში დარჩენა, მერე არც კი იცის როგორი ხარ ვინ ხარ და ის უკვე ეჩვევა, რომ მე მალე მისი სახლიდან წავალ, - ეგ ხომ ჩვეუელბრივია? სრულწლოვანი დამოუკიდებელი ქალი ხარ, დარწმუნებული ვარ შინაბერას უფრო ვერ აგიტანდა, — გაეცინა, შეხედა მოჭუტული მზერით - ყველანაირადაც მიტანს, — წაეცინიზმა, დაეჯღანა ბავშვურად... .... შეთანხმების შემდეგ იდგა ნიტა კარადასთან გადაშლილი ბარგის წინ და წუწუნითა და უკმაყოფილოდ ათვალიერებდა ტანსაცმელს - რა ჩავალაგო? — არჩევნის წინაშე დადგა თუ არა ჩაფიქრებული აკვირდებოდა მის გარდერობს... - თბილი ტანსაცმელი, რომ არ გაცივდე... - შენ სადმე მიდიხარ? — გახედა ნიშნის მოგებით, ვერაგული მზერით და მამაკაცის ჩაცინებაზე ააფახურა წამწამები - მე შენთან ვიქნები... — მიუახლოვდა მოჰხვია ხელები ზურგიდან, – მაგრამ, დამატებითი გჭირდება, რა იცი რა დროს დაგჭირდეს.... — მიაკრო ტუჩები ყვრიმალზე მოეხვია მეტად, რომ შეეგრძნო სრულად მისი სითბო სინაზე და სისპეტაკე - მაინც არ ვიცი რა ჩავდო, დიდად ძვირფასი ტანსაცმელები, არ დამჭირდება, - რატომ არ დაგჭირდება? ჩადე, გამოგადგება... - არ გინდა რომ დამეხმარო? - ჰო? დარწმუნებული ხარ რომ გინდა ჩემი არჩეულის ჩაცმა ეს დღეები? — აწკიპა წარბები, სასიამოვნო ამბის მოსმენისგან და შეუშვა ქალს ხელები, ინტერესით გადაავლო თვალი გარდერობს და პირველივე თეთრი კაბა გადმოაცურა, გრძელი წელსზევითა და წელზე გამოყვანილი შემდეგ კი ტრაპეცია, როგორი ქალური და დახვეწილი იყო... .... დედამთლითან შეხვედრა ყოველთვის ანერვიულებდა ქებაძეს, მაგრამ იცოდა იდესღაც მოუწევდა, თუმცა არა ისე როგორც ახლა... ჯერ ისევ ქალაქში იყვნენ, ნიტასათვის უცხო ქუჩები გაევლო ალავიძეს, ნიტაც უხმოდ ინტერესით აკვირდებოდა გზებს გახედავდა ხოლმე უტას ინტერესით, თითქოს მის მზერაში ამოიკითხავდა რას აპირებდა, ან კი რატომ მოძრაობდა უცნაური მიმართულებებით, იქ სადაც წესით არაფერი ესაქმებოდათ. - თუ გინდა დამელოდე, თუ გინდა გადმომყევი.. - სად ვართ? — შეიხსნა ღვედი გაკვირვებულმა ინტერესიანად მოავლო წინ ლამაზი ღია სახლის განოჩენილ ნახევარს თვალი, რომლის ეზოსაც დიდი დახვეწილი თუნუქის ღობე და მასთან ახლოს დარგული გამწვანება ფარავდა, ღობეზე რომ გადმოშლოდა დალალებივით, წვრილი და უამრავი ვარდისფერი ყვავილი, - დედამთილთან მოგიყვანე — გაეცინა და ნიტას გაფართოებულ თვალებს ღიმილით ჩააჩერდა - რა?! — შეკივლა მგზნებარედ. სწრაფად მოიშორა ქამარი და უკეთ შეუტრიალდა უტას. საჩხუბრად მოემზადა ერთბაშად - გაგიჟდი?!. აქამდე რატომ არ მითხარი რომ აქ მოვდიოდით? - ალბათ იმიტომ რომ რამის ყიდვას მოინდომებდი და დრო დაგვეკარგებოდა... - შენ ნორმალური ხარ?! ასე როგორ შემოვიდე?! და თან ხელცარიელი?! — დახედა სამოსს, სპორტულებით წამოსულიყო გარედან კი თავად ალავიძის სპორტული, მასზე ბევრად დიდი ზომის შავი ჟაკეტი მოეცვა, - მშვენიერად ხარ! — შეჭმუხნა წარბები - ასე არა?! — აღარც დაფიქრებულა ისე მოუქნია ხელი მხარში... - ასე როგორ მომექეციი?!... რა სირცხვილია!.. - პირველად ხომ არ გხედავს?! - მართალია! ამდენი ხნის მერე სასტუმროს მაცხოვრებელი, მის რძლად უნდა წარმოუდგეს, ხელცარიელი. შესანიშნავია! — გაიცინა ნერვოზული ირონიულობით და უკმაყოფილოდ შეხედა დაუდევრად მომღიმარს - ხომ არ გეშინია? — აჰკრა სიცილით თითები ნიკაპქვეშ - უტა! ეს სასაცილოა? — უხეშად მოიშორა მისი ხელი, აღელვებას ვერაფერი მოუხერხა, ჩარგო ხელებში თავი... - წამოდი მე მოვუტანე ლამაზი ფარდები, არ ვართ ხელცარიელები, გამომართვი და გადადი, — შეუბღვირა ნიტამ, ბრაზისგან ალი მოსდებოდა... ისე შეეშინდა ახლა ირმას რეაქციისა და ამ საჩოთირო მომენტის, ერთბაშად ისურვა გაქრობა - თუ გინდა არ გადმოხვიდე... - ეგ ხომ უფრო სირცხვილია?! - მაშინ წამოდი! - ასე ხელცარიელი და ამ სამოსით?! სირცხვილია! - ღმერთო ჩემო! — ამოგმინა ალავიძემ და მანქანიდან გადავიდა, გადაყვა ნიტაც წუწუნით, ბრაზით, ტიტინითა და მოთქმით... მიაჩეჩა უტამ ხელში ლამაზად გახვეული პარკი სახლის კარამდე ხმა არ გაუჩუმებია ამ უკანასკნელს, ბუზღუნით დაღალა უტა... - გაჩუმდები? — გადახედა უკვე კარებთან რომ ჩამოდგნენ, წარბებ შეკრულმა შეხედა, - როგორ გავჩუმდე?! — წამოიწყო ხელახლად - ნუ წუწუნებ ყველაფერზე! გითხარი რომ ლამაზი ხარ... და საჩუქარიც გაქვს ,რადგან საღამოს კაბით არ წარსდგები დედაჩემის წინაშე დაგიწუნებს? თუ არ მოეწონები? - რა შუაშია?! - ხმა!.. — კარის სახელურისკენ ხელი არ ჰქონდა წაღებული კარები თავად გაიღო, ერთბაშად გახედეს ერთმანეთზე დაბღვერილმა წყვილმა კარებში მდგარ ირმას, იმავე ბღვერითა და წარბშეკვრით, როგორც ერთმანეთს უმზერდნენ წამის წინ - უტა?— ამ გაოგნებულ ხმას ღიმილი შეეპარა ბაგეებზე შეხედა ნიტას ერთბაშად რომ ეცვალა დაბღვერილი სახე შიშისა და კდემამოსილებისგან - ნიტა? — შეხედა ახლა ღიმილით... ისე დაიბნა ქებაძე იმ წამს, მიწაში ჩაძვრებოდა ისე ღრმად თავად ალავიძესაც ვერ ამოეთხარა... - ბავშვებო... — დაიბნა მოულოდნელობისგან ირმაც... - როგორ ხარ დედა? — მოეხვია ალავიძე და უბიძგა ნიტას რა უნდა გაეკეთებინა პირველად... მოეხვია ნიტაც, მაგრამ მისი ღელვა და შიში ისე მძაფრი იყო, თითქოს ჰაერშიც კი იგრძნობოდა შიშის სუნი... ირმამაც კი იგრძნო მისი გულის არაორდინალური ჩქროლვა, გაკვირვებულმა შეხედა მის გაკვირვებულსა და გასახტებულ სახეს, მცირედი გაოგნების ღიმილიც თან დაჰყვებოდა - დედა შეგიძლია უკეთ გაიცნო შენი რძალი... - რძალი? — მეხივით დაეცა ირმას, წამით ისე ეცვალა სახე, მუხლებიც კი მოეკვეთა ნიტას... თვალსაჩინოებისთვის ასწია უტამ ნიტას ხელში ჩაჭიდებული ხელი, ბეჭედიც ისე აბრწყინდა თვალიც მოსჭრა ქალს... კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს ნიტამ ლამის დაცვივდა ერთბაშად, მალულად წაავლო უტას წელს ხელები და ისე უჩქმიტა ხელში შეირჩინა უტას ხორცი, მაგრამ ის ისევე ურეაქციო იყო როგორც მანამდე - არ შემოგვიშვებ? — სიცილით განმუხტა სიტუაცია, დედის რეაქციაზე, ისეთი დაუდევარი და აუღელვებელი იყო უტა, შურდა კიდეც ნიტას მისი, თავად თითების რბილებშიც კი დინამიკებივით გრძნობდა გულისცემას. ირმა უმალ მოეგო გონს, ნაჩქარევად გადაიწია გვერდზე და შეუშვა წყვილი სახლში... - დაჯექით, ბავშვებს დავუძახებ, რამეს დალევთ? — გონება დაბინდული წამოენთო უმალ, აღელვებული დადიოდა აქეთ-იქით, შოკისგან არც თავად იცოდა რას აკეთებდა - მოიცადე... მოიცადე... მოდი, დაჯექი! — ჩაავლო მხრებში ხელი უტამ, შემდეგ იგრძნო როგორ ცახცახებდა დედამისი, - დედა კარგად ხარ? — ჩამოსვა დივანზე და ჩაიმუხლა მის წინ, - მე? კი, კარგად ვარ – დიდი ნერწყვი გადააგორა ყელში გაჭირვებით და უტას თვალებს არ აშორებდა მზერას - შენ?.. ცოლი მოგყვას უტა? - ლოგიკურია! რატომ გაქვს ასეთი რეაქცია? გოგოს მიბნევ და მიშინებ დედა — გაეცინა, ახედა ადგილზე შეყინულ ქებაძეს შორს, რომ იდგა დამრგვალებული თვალებით იმზირებოდა საცოდავი, სასოწარკვეთილი თვალებით - არა!.. არა! — ალუღლუღდა ირმა, ნიტამ დიდი ნერწყვი ძლივს გადააგორა ყელში და ნაბიჯით უკან დაიხია, ევედრებოდა ღმერთს ფეხქვეშ ნიადაგი გამოსცლოდა და შიდ ღრმად ჩაკარგულიყო.... - დედა რა გჭირს?! — წამოდგა გამწყრალი ალავიძე და დედის გვერდით ჩამოჯდა, - უტა! შოკში ვარ! სახლში მოდიხარ, მოულოდნელად გაუფრთხილებლად საცოლესთან ერთად და მეუბნები რომ ქორწინდები! მას მერე რაც რამდენიმე თვის წინ ვიჩხუბეთ! რადგან მეუღლე არ გინდოდა!.. შენ არ იყავი ის ვინც იძახდა რომ ცოლს არ მოიყვანდა?! ასე არ იყო?! და ახლა მოდიხარ იმ გოგოსთან ერთად, რომელსაც მევე დავადგი თვალი სარძლოდ! მაგრამ ვერ შეგბედე! ვერ გაკადრე გარიგება ან კი შენს პირადში შემოჭრა ისევ შენ მოგანდე შენი საქმე, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს უტა მოულოდნელობისგან? ან სახლში მაინც გეთქვა რომ გრძნობდი ნიტას მიმართ რამეს, შეგემზადებინე! გეთქვა მცირედი მაინც!... ღმერთო, წნევამ ამიწია!.. წამალი მოიტანეთ!... ლიკა! — დაჰკივლა ბოლოს — წნევის წამალი მომიტანე ახლავე! - ღმერთო ჩემო!.. — ამოიგმინა ალავიძემ, გადაისვა თავზე ხელი ნერვოზულად და დაბნეულ ქებაძეს შეაჩერდა, სიცილი მოუნდა მის სახეხე, მაგრამ თავი საოცრებრივად შეიკავა - ნიტა! — დაუძახა ანაზდეულად, მკაცრად ჟღერდა ირმას ტონი, გააჟრიალა კიდეც ქებაძეს ქალის ხმაზე, მავედრებელი თვალებით შეხედა უტას, თითქოს სთხოვა შველა, შეამჩნია ირმამ, მისი ღელვა, რიდი შიში, ყველა მისი ემოცია განიცადა ერთბაშად და დაბნეულის დანახვისას სიცილი აუტყდა - მოდი... ჩემთან მოდი... — დაუტყაპუნა გვერდით დივანს ხელი, ანიშნა რომ მის გვერდით ჩამომჯდარიყო, მდორედ წავიდა მისკენ და ერთბაშად გულ აჩქროლებული ჩამოუჯდა გვერდით - როგორ შეგაშინე — ახარხარდა ირმა - მაპატიე... გეფიცები შოკია! მეშინოდა რომ მართლა უცოლოდ დარჩებოდა... მართლა მეგონა, რომ არასდროს არავის შეიყვარებდა და მეშინოდა რომ ოდესღაც მეც აღარ ვეყოლებოდი და შემდეგ მარტო დარჩებოდა.., გეფიცები უზომოდ მეშინოდა. ვირივით ჯიუტია და მეც სწორედ ამის სიჯიუტის მეშინოდა... ვერ ვიჯერებ რომ მასზე ჯიუტი აღმოჩნდი! ან უბრალოდ შეუდარებელი ხარ! რა გაუკეთე ჩემ შვილს?.. აშკარად მოაჯადოვე არა? — ეფერებოდა მის გაყინულ თითებს ირმა და ნიტაც კიდევ მეტად დაებნია, აეღელვებინა და ქებაძესაც სამეტყველო ლექსიკონი სრულად დავიწყებოდა, აფახურებდა მხოლოდ წამწამებს და ისიც კიარ იცოდა რა უნდა ეთქვა ირმასთვის, რომლიც უტას გადაწყვეტილებას არათუ გაგებით მოეკიდა არამედ აღიარა ისიც, რომ ნიტა თვითონაც ძალიან მოსწონდა, - ნიტა? — ხმაზე ერთჟამიერად გახედეს ოთახიდან გამოსულ ლიკას ხელში წნევის აპარატითა და ვალოსედით მდგარი მზად იყო დედას მომსახურებოდა, გაკვირვებული და სახე გაბრწყინებული ღიმილითვე მიუახლოვდა გოგოს, დედას მიაწოდა წამლის ყუთი და ისე მოეხვია ნიტას თითქოს საუკუნე მისი მონატრებით იწვოდა... შემდეგ თიკოს კივილმა მოიცვა ოთახი, წამოდგა ნიტაც გაბადრული სახით ახლოს რომ მისულიყო მასთან, კარიდანვე მოსწყდა ადგილს თიკო და ერთიანად შეაფრინდა გოგოს სხეულზე, ვეღარ გაუძლო დატვირთვას, ვერ მოერია ნიტა საკუთარ თავსაც და ერთბაშად თიკოიანად გადაქანდა უკან, ნიტას უკან ჩამომდგრიყო უტაც. დაჰკივლა ერთი ირმამ და ძლიერი ხმაურის შემდეგ სამი ადამიანი იატაკზე გაშხლართული ერთმანეთზე მწოლიარე მტკინვეულად გაფენილიყო. ერთი ამოიგმინა უტამ ზედ რომ ნიტა დასცემოდა ნიტას კი თიკო მისწებებოდა ტკიპასავით... - ჰიი! ღმერთო... უტა... — დაიწუწუნა ნიტამ და ეცადა წამოდგომას, - გოგო! — იღრიალა ირმამ ისე ხმამაღლა მიაწვდინა ხმა სამეზობლოს, – ქაჯი ხარ?!.. გადი ახლა აქედან სანამ ლამაზი ხარ! — წამოიჭრა ირმა, ცქვიტად მოსწყდა თიკო ნიტას და გახტა გვერდით ბავშვური, ცელქური ღიმილით, სადაც დანაშაულის გრძნობაც მკაფიოდ იკვეთებოდა - კარგად ხარ? — წამოჯდა ცქვიტად და შეუტრიალდა მაშინვე სახე დამანჭულ ალავიძეს - მემგონი წელს ქვემოთ მოვწყდი — იმდენად სერიოზულად დახედა ალავიძემ საკუთარ ფეხებს, რომელსაც საერთოდ ვერ გრძნობდა რომ გააჟრჟოლა ნიტას, - მოდი ადექი, მოგეხმარებით — დასწვდა ირმა შვილს, მაგრამ თვალებგაფართოებულმა შეხედა უტამ, გულწრფელი იყო იმ წამს, ისე ცუდად მოჰყვა ფეხები, რომ სიმძიმემ ერთიანად გაუჟლიტა - მართლა გეუბნებით! ფეხებს ვერ ვამოძრავებ, - უტა გეყოფა! ადექი სანამ შენი და შემომაკვდა... — გააღრჭიალა კბილები ირმამ და ნიტას შეხედა ნიშნად მოხმარებოდა მის წამოყენებაში, - უტა, ნუ გვაშინებ, გეყოფა, რა საჭიროა ოინები? — გადაყლაპა მძიმედ ნერწყვი და ხელში ჩაკიდა ხელი, წამოდგომაში მოსახმარებლად, - ხალხი არ ხართ?.. ვერ ვგრძნობ ფეხებს-მეთქი! — შეეკრა კოპები ბრაზის ნიშნად, ამასობაში ეცვალა თიკოს სახე, ეცვალა ირმას ფერები სახეზე და გადაურბინა შიშის ტალღამ - უტა!.. - არანაირი! - ღმერთო შენ მიშველე!.. თიკო გაქრი! არ დამენახო!.. სასწრაფოში უნდა დავრეკო! - დედა დაწყნარდი!.. და ნუ უყვირი! — შეეპუა უტა - ჭკუიდან გადავალ!.. — დაებრიცა სახე და ტელეფონის ძებნას მოჰყვა, - უტა ეს თუ შენი ოინებია! მოგკლავ იცოდე... — ჩააჩერდა თვალებში ქებაძე, მხოლოდ მის გასაგონად, - ვერ ვამოძრავებ ნიტა! შეხედე!.. — ანიშნა ფეხებზე თავად და თითები რომ გააქნია, ნიტას აალებული თვალები ზურგიდანვე იგრძნო, თვითონაც გაუფართოვდა თვალები და ისევ გააქნია ფეხით თითები, მოულოდნელი იყო მისთვისაც - შენ სიკვდილი მოგინდა?! — გამოუცრა კბილებში, ავის მომასწავლებლად ჩაიმუხლა მის წინ - გეფიცები წეღან!.. — ყურზე მიდებული ტელეფონით გამოვიდა ოთახიდან ირმა... გაუწყდა უტას სიტყვა დედის აღელვებული ხმა რომ გაიგო უპასუხეს თუ არა, ეცვალათ მზერა წყვილს და სინქრონულად გააქნიეს ხელები უარის ნიშნად, რომ გაეთიშა, - დედა კარგად ვარ! - ფეხებს ამოძრავებს!.. იყვირეს ერთბაშად - 1. 1. 2. გისმენთ... - ააამმმ... — ირმას დაბნეული ხმა გაჟღერდა მაშინვე... აკვირდებოდა ხან ერთსა და ხან მეორეს, რომ გაცხარებით უქნევდნენ ხელებს, - მე... აღარ მესაჭიროება დახმარება... - ქალბატონო კარგად ხართ? - დიახ დიახ, უკვე კარგად ვარ, უკაცრავად... - ხომ არ გჭირდებათ ჩვენი დახმარება? - არა, ყველაფერი კარგადაა, - კეთილი, მაშინ დაგემშვიდობებით... - მადლობა... — დასძინა და ელდანაკრავივით გათიშა... ისე აკივლდა შეხტა ოჯახი, - თქვენ გინდათ ინფარქტმა დამარტყას?! — აყვირდა თვალებ დახუჭული და თავად ილიაც გასუსული მიეხუტა ძირს გადაწოლილ ძმას, - ოოო, ჩემი ლომი მოსულაა — აიტაცა ხელში მაშინვე, და დედის გაცხარებული ხასიათი და გუნება პროფესიონალურად დააიგნორა - ფაშავ, დედა გავაბრაზეთ... შენ თუ გადაგვარჩენ მისი რისხვისგან, — ვითომ ჩასჩურჩულა წამოწეულმა და სიცილით შეხედა დივანში ჩაშვებულ დედას... - ნიტა! შენ გინდა ამ საგიჟეთში მოსვლა შვილო?.. დაფიქრდი!... დაფიქრდი რომ ნერვოზი არ გაგიჩინონ ამ ახალგაზრდა გოგოს... — მოისვა შუბლზე ხელი, მოიწმინდა ვირტუალურად არარსებული ოფლი - მამათქვენი რომ მოვა, სახლიდან წავალ იცოდე! - დედა! შენ ასე აშინებ ხოლმე ბავშვებს? - აბა რა ვქნა?! სხვანაირად შეუძლიათ სახლი თავზე დაიმხონ... - გოგო! ასე აბრაზებთ დედას? ნახე თმა გაუთეთრდა... გინდა რომ მალე დაბერდეს? — გაუწყრა ახლა თიკოს უტა, ცელქობის დედოფალი ხომ ის იყო, წამოდგა უტაც ილიასთან ერთად - ზუსტად! უნდა რომ თმა გამითეთრდეს, ნაოჭები გამიჩნდეს მალე დავბერდე და რომ მოვკვდები და აღარ ვეყოლები ნახოს მერე! — წყრობით გააპარა შვილისკენ თვალი ირმამ, მხოლოდ სურდა დანაშაული ეგრძნო თიკოს, მაგრამ მას სახე ეცვალა ერთბაშად, დაინახა უტამ მისი გადიდებული აცრემლიანებული თვალები, - კარგით! ნუ ეჩხუბებით ჩემს გოგოს, მოდი ჩემთან... — შეამჩნია თუ არა, დაითბო უტამ ხმა, მოსიყვარულედ გახედა კუთხეში ატუზულს და თბილად მიიხმო თავისკენ, თიკოსაც ერთბაშად ამოუჯდა გული, დამთბარ ტონზე და ხმამაღლა წასკდა ტირილი... წამოიწია უტა მაშინვე, - რა გატირებს გოგო? ხომ იცი შენი სიცელქე როგორ გვიყვარს? მოდი ჩემთან... — ჩაიკრა გულში ატირებული, მიეფერა ნაზად, მიეალერსა სახეზე, თუმცა თიკო ისე ხმით ტიროდა თითქოს არც არასდროს აპირებდა გაჩუმებასო, - დედა არრ დაბერდეეე... არ დაბერდე დედაააა — ყვიროდა ტირილით, ერთი შეხედვით კი სასაცილოდ ჟღერდა, ერთბაშად მოჰყვნენ ხმამაღალ სიცილს, მაგრამ სინანულის ჭვალი დაადგა ირმას, ინანა მისი სიტყვები, რომელმაც ასე იმოქმედა პატარა ბავშვზე, თავისთან მიიხმო, ახლა მან მოხვია ხელები და მის დაწყნარებას ეცადა, - არ დაბერდეეე... — შეაჩერდა დამნაშავე თვალებით - რას ამბობ! აბა ახლაგზრდა გინდა რომ მოვკვდე? — გაეცინა ხმამაღლა - მერე დიდი გოგო იქნები შენ, ახლა ეგ რა შუაშია, იმიტომ ვთქვი, რომ გამებრაზებინე, შენ რომ მაბრაზებ ხოლმე? მეც მასე მინდა ხოლმე ტირილი მაგრამ დიდი რომ ვარ ვერ ვტირი... ნახე ახლა გოგო მოვიდა ჩვენთან, პირველად ოჯახში და ჩვენი ნამდვილი სახეც პირველივე დღესვე გაიგო, უტას და ნიტას ერთმანეთი უყვართ, ერთად უნდა იცხოვრონ, მაგრამ ისე ცუდად დავხვდით, წავა ახლა ნიტა და აღარც მოიხედება უკან... ჯერ ხომ სტუმარია, სტუმრებს კიდევ როგორ ვხვდებით ხოლმე ჩვენ თიკო? დიდი სიყვარულით, დინჯად და პატივისცემით, ვიცი რომ ძალიან მოგენატრა დე... მაგრამ გაგეფრთხილებინა მაინც რომ ასე უნდა შეფრენოდი ზედ... წარმოიდგინე როგორ ქვებივით დალაგდით წეღან... უტას რამე რომ მართლა ეტკინა? მერე შეიძლება შენ ძმას ვეღარც გაევლო ფეხზე, ეს ხომ არ გინდა შენ? რა გითხრა უტამ? სანამ რამეს გააკეთებ ან იტყვი მანამ დაფიქრდიო! ასე ითვალისწინებ მის რჩევებს?... ჰა?.. - დამავიწყდა — ძლივს გასაგონად ჩაიდუდღუნა და ცრემლები, მორცხვად შეიმშრალა, - არასდროს არ უნდა დაგვიწყდეს, შენ რომ კარგი გოგო ხარ სულ უნდა გამოაჩინო ეგ, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ცელქობ, ცელქობას ხომ არ გიშლი? მაგრამ ზომიერად თიკო... ისე რომ სხვას არ ატკინო და არც შენ იტკინო დე... შევთანხმდით? — გაუწოდა ხელი და თიკომაც შეაგება დედის ხელს ხელი, - შევთანხმდით... - კარგი მაშინ შევრიგდით უკვე, მეც გაპატიე, წეღანდელი ახლა თავიდან დაიწყე ყველაფერი კარგი? — ხმა აღარ ამოუღია თიკოს, ოთახიდან უხმოდ გავიდა... - მგონი ეწყინა, — დაიჩურჩულა ნიტამ და უტას შეხედა წამით, შემდეგ ხმაურიანად გაიღო კარები... თიკოს ისევ ბედნიერი თვალები ჰქონდა, გაიქცა ნიტასკენ ხელებ გაშლილი, მიუახლოვდა და სანამ ნიტა არ დაიხარა მანამ არ შეხებია, - ჩემი გიჟი გოგო ხარ! — მოეხვია ნიტა სიცილ-კისკისით და აღარც გაუშვია მისთვის ხელი. წაეთამაშა სიცილით თავზე უტა დას... ..... - რამდენი ხნით მიდიხართ? — მოსვა ირმამ ყავა, მას შემდეგ რაც უტა ყველა მის გეგმას დაწვრილებით მოჰყვა, - არ ვიცი, მინდა რომ ნიტამ უკეთ გამიცნოს, იქაურობა ნახოს, თავად მოუნდეს იქ დარჩენა - და თუ დარჩენას არ მოინდომებს? მას ყველაფერი აქ აქვს უტა! აქ შექმნა ყველაფერი, მისთვისაც რთული იქნება შეცვალოს ყველაფერი,... მერე რა იქნება თუ ვერ შეელევა თავის პროფესიას? - იქაც შეგვიძლია დიდი ანსამბლი შევქმნათ, ხომ იცი უამრავი მსურველი იყო, მაგრამ მასწავლებელი ვერ ნახეს და ჩაშალეს ეგ პროექტიც - და ნიტას ენდომება ახალი ბავშვების მიღება? - დედა!.. გონებას მირევ... - ამაზე არ გილაპარაკიათ? - კინაღამ ვიკამათეთ... - ასეც ვიცოდი! — დაარტყა მაგიდას ხელი უკმაყოფილოდ და ჩარგო ხელებში თავი, - მაგრამ არ მითქვამს, რომ ძროხებს არ ვუვლი, არც ის მითქვამს, რომ ქოხში არ ვცხოვრობ, არ მითქვამს, რომ სახლში შესვლისას ბოსლის სუნი არ მექნება, ყანებში არ ვივლი და შეხვედრები მექნება, არც ის, რომ თითქმის ორი ჰექტარი ვენახი მაქვს უშუალოდ ჩემს სახლთან, არაფერი მითქვამს... მისთვის ერთი კალოშიანი გლეხი ვარ დედა, რომელიც ყოველ დილას საქონელს წველის, აცილებს, ყანაში დადის და რთულ ალალ და პატიოსან სამუშაო საქმეებს ეწევა, არაფერი იცის, ისიც კი არ იცის, რომ საჭმლის კეთებაც კი არ მოუწევს... - მოსაწყენიც კი იქნება მისთვის ასეთი ცხოვრება რამდენიმე დღის შემდეგ, თუ მას ცხოვრება უყვარს, თუ ის ამბიციური და ენერგიულია გგონია, უმაქნისად დასვამ?... - იცი რა? წინასწარ ფიქრს რა აზრი აქვს?.. ხომ ჩავალთ, თავად გაიგოს, მან უკვე ამირჩია, მან თავისი ნებით გაიკეთა ბეჭედი... აღარსად წავა და... - არ გეშინია რომ მიგატოვებს? - ვინ? ნიტა?.. — წამით დაიბნა და შემდეგ ახარხარდა ალავიძე... - დედა შენ მას არ იცნობ, საკუთარ თავში მეტად მეპარება ეჭვი ვიდრე მასში, ძალიან უშუალოა, ძალიან ალალი და უბრალოა და ამასთანავე ყველაზე ძვირფასია დედა... მინდა რომ მალე გაიცნო, მინდა რომ ზუსტად ისე გაიცნო, როგორც მე ვიცნობ... - ბავშვო, შენ არ იცნობ ცხოვრებას და პეპელასავით დაფრინავ ბრიალა ცეცხლის გარშემო , მე კი, ვაი რომ კარგად ვიცნობ ამ სამყაროს. - არა, ასე არ მოხდება — არაფერი უთქვამს ირმას, ღიმილით მიეფერა სახეზე შვილს.... .... - მათთან რატომ არ ხარ? — ააწყო თიკომ სასახლე კუბიკებით, მაგრამ მაინც დასვა ის კითხვა ამდენი ხნით რომ არ ასვენებდა, - შენ ხომ მოგენატრე არა? — წამით უშვა ხელი დომინოს ქვებს ნიტამ და შეხედა საქმიანად მომუშავესა და მოთამაშეს - კი, მე შენ მომენატრე ... — მშვიდი ნაზი და წკრიალა ხმით სცემდა თიკო პასუხებს, ყოველ მის სიტყვაზე სიგიჟემდე უჩენდა ქებაძეს სურვილს, რომ პატარა ალავიძის ლოყები ძლიერად დაეკოცნა, - მეც ძალიან მომენატრე ამიტომ ვარ შენს გვერდით.... - ჩემი ძმის ცოლი უნდა გახდე? - ჰო, ასე გამოვიდა, — კდემამოსილს აუწითლდა ლოყები ჩახარა თავი მორცხვად - ანუ ერთმანეთს ხშირად ვნახავთ ხოლმე... - კი, მართალია, იმაზე ხშირად ვიდრე შეიძლება, თან ერთადაც კი ვიცხოვრებთ - მართლა?.. სად?.. აქ? მოავლო თითი ოთახს, - სადაც უტა ცხოვრობს იქ ხომ ჩამოდიხართ ხოლმე? - კი არდადაგებზე მივდივართ ხოლმე, არ გვინდა ხოლმე იქიდან წამოსვლა მაგრამ, არც გვტოვებენ, — მოიწყინა და სათამაშო ბარბი მიაწოდა ქებაძეს, - რომ გაიზრდები შენ როგორც მოგინდება ისე დარჩი ხოლმე... - ჰო, ხვალ ჩვენ ისედაც უნდა ჩამოვიდეთ და მერე ვთხოვ დედას, რომ დაგვტოვოს ცოტახანს, — გადაიწია ყურს უკან თმა, როგორ მშვიდად საუბრობდა ალავიძე, დინჯად და კონცენტრირებული იყო მის იმჟამინდელ საქმეზე - ხვალ?.. დღესვე წავიდეთ ერთად - არა, ხვალ სიურპრიზისთვის ჩამოვიდეთ უნდა, - ვაო, ეგ ხომ ძალიან კარგია? - ხვალ უტას დაბადების დღეა, ისევ მარტო მოინდომებს გადახდას, იცი ნიტა? ტორტსაც კი არ ყიდულობს ხოლმე არასდროს... არ იხდის ხოლმე არავინ ყავს ხოლმე არასდროს, მხოლოდ მამა და უტა დალევენ ხოლმე საფერავს, ამბობენ ჭიქა წამალიაო, — გაკვირვებული ჩაფიქრებულიყო ქებაძე, თუ რა მიზეზით არ იხდიდა უტა დაბადებისდღეს და გარდა ამისა, რა მოხდა და რა ბედი მოევლინა თიკოს სახით რომ გაიგო ეს ყოველივე. მათი საუბარი სასიამოვნო გაგრძელდა გვერდზე ოთახში დაბნეული დედა-შვილის საპირისპიროდ, განაგრძეს გოგონებმა თამაში და ილიაც აიყოლიეს მათ, საინტერესო მშენებლობასა და ბარბის თოჯინასათვის ახალი ლუქის შექმნაში... ..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


