"სიყვარული თვით რაფლეზია" (+18)
შიში, როგორც გაქცევის მიზეზი „ყველაზე დიდი შიში სამყაროში არის სხვისი აზრი, ხოლო იმ მომენტში, როდესაც შიშის გარეშე მოქმედებ, შენ ხდები თავისუფალი და შეგიძლია შეიყვარო.“ (ოშო) ცენტრში წავედი. დატვირთული გრაფიკი მქონდა: კაბინეტში შევედი, საბუთები გადავახარისხე, ონლაინ თათბირი ჩავატარე ჩემს თანამშრომლებთან... ცეკვის თერაპია - საოცარი თერაპიაა, ხშირად არ ვაკეთებ, მაგრამ როცა ვატარებ ცეკვის თერაპიებს, ძალიან ბევრი მსურველია. საღამოს რვა საათზე მოვრჩი სამსახურებრივ საქმეებს. კაბინეტში ვიჯექი, როცა ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. არც დამიხედია ეკრანზე, ისე გადავუსვი სენსორს საჩვენებელი თითი... - გისმენთ. - მერიემ, სად ხარ? ხმა, რომელიც ამ ხნის მანძილზე ძალიან მენატრებოდა; ხმა, რომელიც ყურში ისე სასიამოვნოდ ჩამესმოდა; ხმა, რომლის პატრონიც მიყვარდა... ხმა ვერ ამოვიღე, უცებ დავდუმდი... - მერიემ, გესმის ჩემი? - კი, მესმის, ცენტრში ვარ. - აჰა, კარგი. და გათიშა. გარი ასეთი იყო. რამდენიმე წუთში კი ჩემი კაბინეტის კარიც შემოაღო. სერიოზული იყო, ასეთი არასოდეს მენახა. სასწაულად არ ჰგავდა ეს გარის საკუთარ თავს. რა შეიცვალა მასში?.. - გამარჯობა, მერიემ, როგორ ხარ? -კარგად, შენ როგორ ხარ? - არამიშავს. შეიძლება სეანსი ჩამიტარო? - ჩემი მეილი არ გინახავს, სავარაუდოდ... - ვნახე, მაგრამ მშვენივრად იცი, რომ სხვასთან არ წავალ თერაპიისთვის, როცა შენ არსებობ... - მე ვალდებულება აღარ მაქვს თერაპია ჩაგიტარო, ასე რომ, შეგიძლია წახვიდე... - არ შემიძლია, იმიტომ რომ ახლა რაც ვარ, შენი ბრალია... - რა არის ჩემი ბრალი? - ის, რომ ორგაზმი აღარაა სასიამოვნო... - რა ჩემი ბრალია, თუ შენთვის ორგაზმი აღარაა სიამოვნება?.. - შენ გარდა ყველა ქალი მეზიზღება. ამ ხნის მანძილზე რატომ არ ვჩანდი, კითხვა არ დაგბადებია? - არა, გარი, იმიტომ რომ შეჩვეული ვარ შენს გაქრობებს... - ამ ხნის მანძილზე ვცდილობდი ორგაზმით სიამოვნება მიმეღო, ვცდილობდი მაქსიმალურად ჩემი სექსუალური ფანტაზიები გამომეყენებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ზოგჯერ არ მიდგებოდა, ზოგჯერ შუა სექსის დროს ვათავებდი, ზოგჯერ კოცნის დროს სურვილი მიქრებოდა... ყოველ ღამე კი ვსვამდი და შენი სახე მედგა წინ. სულ ჩემთან იყავი, შუა თათბირის დროს მახსენდებოდი და გონება მერეოდა. რა გამიკეთე ასეთი? -ჯადო, - სიცილი ამიტყდა, რა უნდა გამეკეთებინა... - მერიემ, მეცინება, შენი აზრით? - რა სჭირს შენს თვალებს? -უძილობის ბრალია... - გარი, არაფერი გამიკეთებია შენთვის, შენც იცი ეს... -მე თვითონ გავუკეთე საკუთარ თავს... - რას გულისხმობ? - არაფერს ისეთს, დაივიწყე... - აქამდე სად იყავი? - საზღვარგარეთ, სამსახურებრივი საქმის გამო... - რატომ ჩამოხვედი? - დრო იყო უკვე... - დაბრუნების, ხო? - შენი ნახვის. - გარი, თერაპიებს აღარ ჩაგიტარებ. -მერიემ, მე შენ მჭირდები და არა თერაპიები. ამ სიტყვებმა დამაფიქრა, მაგრამ ახლა მეცხადება და სიყვარულში მიტყდება... ასე ადვილად არ დავიჯერებდი. ან ეს გაქრობები... კიდევ რომ დაეწყო? მე სტაბილური ურთიერთობა მინდოდა და არა ასეთი ავარდნილი, გაუთვალისწინებელი გაქრობებით გაჟღენთილი. - გარი, წადი... - მერიემ, შენ არ გესმის, შენ გარეშე არ შემიძლია... - ამ ხნის მანძილზე როგორც შეგეძლო, ისე გააგრძელე... - შენს სიძეს დაველაპარაკები... - არც გაბედო მასთან მისვლა და რამის თქმა... - მე მასთან საუბარი მჭირდება, ის ჩემი ახლო მეგობარია, ჩემი ძმაკაცია, გამიგებს... - გაგებით გაგიგებს, მაგრამ არ გინდა... - მომენატრე... - გარი, გაუაზრებლად მოქმედებ. დაფიქრდი, რატომ აკეთებ იმ ყველაფერს, რასაც შენი გაუაზრებელი ნაბიჯები ჰქვია, იქნებ მერე მაინც გაგიგო... - რას გულისხმობ? -შენი გაქრობა იმან განაპირობა, რომ შეგიყვარდი, ხომ სწორად გავიგე? ჩუმად იჯდა, თითქოს ამ კითხვით სიმართლეს ჩავახედე თვალებში, თითქოს აქამდე გაუაზრებლად მესაუბრებოდა და მისი არცერთი სიტყვა არ ჰქონდა გააზრებული... - გარი, მე არასტაბილური ურთიერთობების მოყვარული არ ვარ. მე არ შემიძლია შენს გაქრობებს მივესალმო. მე უნდა ვიცოდე ჩემი მეორე ნახევარი სად არის, როგორ არის, რას აკეთებს. ეს ჩვეულებრივი მომენტია. მე არ ვგავარ ისეთ ქალებს, რომლებიც თავისუფალი ცხოვრების მოყვარულები არიან და არასტაბილური ურთიერთობები მათი სტიქიაა. მე მჭირდება ჩამოყალიბებული, სტაბილური და გააზრებული ურთიერთობა. ახლა კი რეალურად დავანახე ყველაფერი. შევეცადე მის ენაზე ამეხსნა ის, რაც მჭირდებოდა, რაც ნორმალური ცხოვრების მოყვარულ ქალებს სჭირდებათ. ეს მისთვის არ ვიცი მწარე რეალობა იყო თუ ტკბილი, მაგრამ მე პაციენტს ვესაუბრებოდი, რომელიც შემიყვარდა. მე წესები დავარღვიე და თუ ურთიერთობა უნდოდა, ეს გააზრებული და სტაბილური, ჩამოყალიბებული უნდა ყოფილიყო. მე მჭირდებოდა ძლიერი, მყარი ურთიერთობა... - თუ ამისთვის მზად არ ხარ, გარი, შეგიძლია წახვიდე და აღარ დაბრუნდე. იჯდა გაუნძრევლად და არაფერს ამბობდა. უბრალოდ იჯდა და მიყურებდა, თითქოს ჩემი ყოველი ნაკვთის შესწავლით იყო გართული. შიგადაშიგ მიღიმოდა. მეც გავჩერდი და ხმას არ ვიღებდი, უბრალოდ მის საქციელზე ვფიქრობდი. ზუსტად ვიცოდი, ეშინოდა შეყვარების და ამიტომაც ქრებოდა, ამიტომაც წავიდა, ამიტომაც გაქცევა ამჯობინა... - გეშინია, არა? თავი უსიტყვოდ დამიქნია... - იცი, ადრე მეც მეშინოდა, რომ ისევ მატკენდნენ, რომ ისევ იმედებს გამიცრუებდნენ, რომ ისევ გამაგდებდნენ, რომ ისევ იგივე გზას გავივლიდი, მაგრამ მერე ვისწავლე, რომ ძლიერი უნდა ვიყო და არა მშიშარა. თუ მოსახდენია მოხდება და ამას ჩვენ ხელს ვერ შევუშლით. ანდა, თუ გიყვარს და ამ გრძნობების დაცვა იცი, არავინ გაგიცრუებს იმედებს და არ გატკენენ... - მეშინია, რადგან მის მერე არ მყვარებია. მის მერე დღემდე მაქვს ტკივილი, რომელიც იმედგაცრუებამ გამოიწვია. მეშინია, რომ ისევ იმედები გამიცრუვდება... - შიში შენში უნდა ჩაკლა, მასთან გამკლავება უნდა ისწავლო. შიში სიძლიერით უნდა ჩაანაცვლო და შენ მიხვდები, რომ ყველაფერი შეგიძლია. ისევ მისცემ საკუთარ თავს უფლებას, რომ გიყვარდეს იმედგაცრუებების გარეშე. ისე უნდა ჩასჭიდო მაგ სიყვარულს ხელი, რომ სიყვარულის ჯაჭვი არავინ არასოდეს გაწყვიტოს და შენ იპოვი ბედნიერებას... ისევ მიყურებდა. ნამდვილად ძალიან არეული იყო და თან სიტყვებს ვერ პოულობდა, რომ ეს ყველაფერი გადმოეცა, ვერ ამბობდა, თუ რას გრძნობდა... - საზღვარგარეთ სამსახურებრივ საქმეზე წავედი. იმ ღამესვე ამორალური სექსით მინდოდა დავკავებულიყავი. კლუბში წავედი, ცოტა დავლიე, შევარჩიე პარტნიორი და წავიყვანე სასტუმროში. ჯერ ვეფერებოდი, როდესაც უკვე ის უნდა მიმეღო, რაც მინდოდა, აღმოვაჩინე, რომ სულაც არ მინდოდა, ერექციაც კი არ მქონდა... ყოველ ღამე მიმყავდა ქალები სასტუმროში, ყოველ ღამე ერთი და იგივეს ვცდილობდი და არ გამომდიოდა, სექსამდე ვერ მივდიოდი. მერე კი თათბირებზე დამეწყო გაშტერებები - შენი სახე მიდგებოდა წინ და მასში ვიძირებოდი. ვცდილობდი გამეთავისუფლებინა საკუთარი თავი, მაგრამ არ გამომდიოდა. მესიზრებოდი, მელანდებოდი და ფიქრებშიც სულ შენ იყავი... - ამ ხნის მანძილზე რატომ არ ჩამოხვედი? -მეშინოდა... - რეალობის დანახვის გეშინოდა, არა?.. ისევ მიყურებდა, ისევ ყოველ ნათქვამს სწავლობდა და ისევ შიგადაშიგ მიღიმოდა... -არა... - რეალობას სწორად აფასებ? -კი, მერიემ, მესმის, რა ხდება ჩემს ირგვლივ... - კარგი, გარი... წავიდა. თითქოს რაღაც გამომაცალეს მისი წასვლით. ვიცოდი, დაბრუნდებოდა, მაგრამ როდის - ეს ნამდვილად არ ვიცოდი. მისი ხასიათიდან გამომდინარე ვერ განსაზღვრავდი, როდის მოვიდოდა. სახლში წავედი, მოვწესრიგდი და საჭმლის გაკეთებას შევუდექი. მიყვარდა სამზარეულო, მიყვარდა საჭმლის მომზადება. ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ რაც ჩემთვის საყვარელი კერძები იყო, ყველა ვიცოდი. მოვემზადე თუ არა, ლეპტოპს ჩავუჯექი, მეილი გადავამოწმე, შევეცადე დრო გამეყვანა ჩემი დის მოსვლამდე. სოციალურ ქსელში შევიხედე და, აი, სასწაულიც: გარის ინტერვიუ ამომიხტა. რომელიღაც ინტერნეტ-ჟურნალს აძლევდა ინტერვიუს. გადავხედე და ერთი ჩემთვის საინტერესო კითხვა შევამჩნიე: - ბატონო გარი, გყავთ გვერდით მეორე ნახევარი? - ვფიქრობ, რომ მყავს... აი, გარი მისი ორაზროვანი პასუხებით! ჟურნალისტს კითხვა აღარ შეუბრუნებია. ორაზროვანი გარი და მისი ირონია. - პუსკი, მოვედი! როგორ არ მიყვარდა ეს ზედმეტსახელები! ან საიდან მოჰქონდა ეს ვითომ მოფერებითი სახელები, მაგიჟებდა. - ოხ, თაია მოსულა... - რას შვები, პუსკი, როგორი დღე გქონდა? -მეკრიჭებოდა. - კარგი დღე მქონდა. შენ, თაიკო? - აი, თაიკოსაც ძალიან კარგი დღე ჰქონდა: ჩემმა სიყვარულმა დამირეკა, ზეგ ჩამოვალო... -აი, თურმე ასე რატომ მეკრიჭები! რაო, კიდევ რა გითხრა ჩემმა სიძემ? - რადგან უიქენდები მოდის, ბავშვებს ბებოსთან და ბაბუსთან ტოვებს და ჩვენ რაჭაში მივდივართ. აი, ასეთი მაგარი ამბები გვაქვს! ხომ წარმოგიდგენია, რა მაგარ დროს გავატარებთ... - ორი გიჟი რაჭაში... თან ფილმის სახელი აქვეა და თქვენს სიყვარულზე ერთ კარგ ფილმს კი გადაიღებდა კარგი რეჟისორი, მაგრამ სადაა, თაიკო, აბა... - აუუ, ისე, რა მაგარი იქნებოდა... - თაიკო, ბავშვო, ოცნებები დატოვე და მოდი, შეჭამე საჭმელი... - მერიემ, ცხელ შოკოლადს გააკეთებ? - კი, თაიკო, გავაკეთებ... თაია ჩემი მთელი ბავშვობა იყო, ის ჩემი ყველაფერი იყო. აი, როგორი ადამიანია, იცით? უფროსი დები რომ არიან, სულ ჭკუას რომ გარიგებენ, ასე იყო - სულ, აი, სულ. შეყვარებულს რომ დავშორდი, მითხრა: მაინც არ მომწონდაო... მერე არც კი უკითხავს. მე ვიყავი ასეთი, არაფერს ვამბობდი. ფსიქოლოგი რომ გავხდი, მაშინ მივახვედრე, რომ ნამდვილად მიყვარდა და მისი შესახედაობა კი არ მომწონდა, არამედ მისი სული მიყვარდა. როცა ადამიანის შინაგანი სამყარო გიყვარს, თავისთავად მისი შესახედაობაც გიყვარს. იშვიათად ვაფასებ ადამიანებს ვიზუალით. შეიძლება ძალიანაც ლამაზი იყოს, მაგრამ სული და შინაგანი სამყარო ბინძური ჰქონდეს. -თაია, იცი... - რა ვიცი? - დღეს გარი იყო... - რაო, რა გითხრა? - მგონი შეუყვარდი... სიყვარულში გამომიტყდა... - რაააა? - აუ, არ ვიცი, თაია, რა გამოვა. მერე ინტერვიუ ვნახე... - ხოო, ეგ ინტერვიუ მეც ვნახე, კი... - რას ფიქრობ, ჩემზე თქვა? - მე მეკითხები? შენ არ იცი, ვინ ჰყავს და ვინ არა... - არ ვიცი, ალბათ... ფსიქოლოგიც შეიძლება იყოს დაბნეული... - ზოგჯერ მართლა სისულელეს აბრეხვებ ხოლმე, ადამიანი ხარ, ყველაფერი კი არ იცი... - კარგი ხო, კარგი. დაბნეული ვარ, ვერ ვიაზრებ ახლა, რა ხდება ჩემს გარშემო. იქნებ ბუბი მართალია და ეთიკის კოდექსი უნდა დავარღვიო და ჩემი ბედნიერებისთვის უნდა ვიბრძოლო... - მეც ვეთანხმები ბუბის... - თაია, იცი, ვერ ვიაზრებ, ვერ ვხვდები, მაინცდამაინც გარი რატომ? გონება არ მიმუშავებს, მის დანახვაზე გული ამოვარდნაზე მაქვს. მეცინება, იცი? პეპლები მიჩნდება მუცელში, თითქოს თავისუფლება წყურიათ, მე კიდევ იქ მყავს გამოკეტილი და სამყაროს ნახვის უფლებას არ ვაძლევ... პატარა ბავშვივით ვარ, თითქოს პატარა ოთახში ვზივარ მოკუნტული და მეშინია ნაბიჯის გადადგმის. არ ვიცი, რა მემართება, სულ ავირიე... - არ ვიცი მე შენი ფსიქოლოგია, მე ადამიანური ენით აგიხსნი, რა გჭირს: შეყვარებული ხარ და გულს მოუსმინე. იცოდე, არც გაბედო, რომ გონების კარნახს მიჰყვე! გახსოვს, რამდენი რამ დაგაკარგვინა სიყვარულში გონებამ? არსებობენ ადამიანები, ვინც გონებას უჯერებენ და ეს კარგადაც მოქმედებს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისაც გულის მოსმენა აძლიერებს და ბედნიერების პოვნაში ეხმარება. გახსოვდეს, გული ბოლოს იქ მიგიყვანს, სადაც სიყვარულია და ეს შენ გაგაძლიერებს, დაგანახებს, რომ სიყვარული ბედნიერებაა… მასკარადის მიღმა დარჩენილი ფერები „ფერადი ნიღბები და მასკარადი საოცრად ლამაზად ჟღერს, არა? მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ნამდვილ მეჯლისს ეხება... ცხოვრებისეული მასკარადი კი იმდენად ბნელია, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. სიბნელე კი, თავის მხრივ, მიზიდულობის ყველაზე დიდი ცენტრია.“ უმისამართოდ გადაკარგვა მომინდა. ისე დამღალა გარემომ, რომელშიც ჩავიძირე, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი თითქოს. ყველაფერმა ირგვლივაც ფერები დაკარგა, თითქოს ღიმილითაც ყალბად ვიღიმი. სად გაქრა მერიემი, რომელიც პოზიტივს ასხივებდა და ბედნიერებას ყოველ დეტალში ნახულობდა?.. - მერიემ, მერიემ... - ჰო, ნინუ... - რა გჭირს, ქალო, გამაგებინე? - ეჰ, ნინუ, მეც არ ვიცი. სადღაც ჩემს ფიქრებში ვიკარგები ხოლმე. მიდი, წადი, სამუშაო საათები დასრულდა... - და შენ? - ცოტა ხანში გავალ... აი, ახლა მართლა ვერ ვცნობდი საკუთარ თავს. უნდა დამესვენა - გარისგანაც და ყველასგან... გარი აღარ გამოჩენილა, თითქოს არც არსებობდა... გეზი პირდაპირ ჩემი კიკეთის აგარაკისკენ ავიღე. ზუსტად ვიცოდი, რომ იქაურობა ამ არეული სიტუაციიდან გამომიყვანდა. გზიდან ნინუს დავურეკე: - ნინუ, ერთი კვირა არ ვიქნები. ყველა სეანსი გადამიტანე მომდევნო კვირისთვის... -კარგი, მერიემ... კიკეთი - ჩემი მყუდრო სიმშვიდის ადგილი, სადაც უსასრულოდ შემეძლო დარჩენა. იქაურობა ზუსტად ისე მქონდა მოწყობილი, როგორც ჩემს ხასიათს შეეფერებოდა. სასწაული, საოცარი გარემო იყო... სახლის კარი გავაღე, პროდუქტები მაცივარში შევაწყვე, წყნარი მუსიკა ჩავრთე, სპორტულები ჩავიცვი, მოვშინაურდი და ცეკვა-ცეკვით სამზარეულოს მივაშურე - საჭმლის გაკეთებას შევუდექი. ჩემი კიკეთის აგარაკი საოცრად ლამაზი იყო, ჩემებურად ლამაზი... საღამოს გარეთ, ჩემი სახლის აივანს მივაშურე. ვფიქრობდი ყველაფერზე, ვფიქრობდი გარიზე, ვფიქრობდი იმაზე, თუ რატომ მინდოდა ასე ძალიან გავქცეოდი რეალობას, რატომ მინდოდა ყველაფრის პასუხი ასე მალე მეპოვნა. ასეთი გაურკვევლობა კარგა ხანია არ მქონია. ვიჯექი და ვცდილობდი ამ ყველაფრის გააზრებას. არ მიყვარდა ეს მდგომარეობა, არ მიყვარდა, როდესაც მარტოობაში ვიყავი, არ მიყვარდა ცხოვრების ეს ეტაპი... მახსენდება ფროიდის სიტყვები: „საუბედუროდ, დათრგუნული ემოციები არ კვდებიან, მათ გაჩუმებას აიძულებენ და ისინი შიგნიდან აგრძელებენ ადამიანზე გავლენის მოხდენას“. ფსიქოლოგიური რეალობა სწორედ ესაა. დიახ, ჩემივე დათრგუნული ემოციები შიგნიდან ჩემზე გავლენას ახდენენ და თქვენც ხედავთ, სადამდე მივედი. გარშემო ფერებმა დაკარგეს თავიანთი ფერადოვნება, ნათელი ტონები სადღაც გადაიკარგა და ჩემთან აღარაა ყველაფერი ისეთი ფერადი და ნათელი... ჩემს ღიმილშიც კი სიყალბეა, თითქოს მეც ნიღაბი მოვირგე და იმ მასკარადში ჩავები, რომელიც ასე ძალიან არ მიყვარს. ჩემი ცხოვრების რიტმი კი ნელ-ნელა დიდ მასკარადს ემსგავსებოდა, რაც ყველაზე დიდი შეცდომა იყო და ამის უფლება საკუთარი თავისთვის არ უნდა მიმეცა. იცით, როცა შემიყვარდა, გარშემო თითქმის ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო. არავის მოსწონდა ჩემი არჩევანი, რადგან ვიზუალით ადამიანებს არ ვაფასებდი და ჩემი სიყვარულიც ვიზუალით არ შემოიფარგლებოდა. მისი შინაგანი სამყარო მის ვიზუალზე ათასჯერ უკეთესი და ლამაზი იყო... იცი, რა არის მთავარი მეორე ნახევარში? ის, რომ სრულიად გემთხვეოდეს. ის ზუსტად ასეთი იყო - სრულიად მემთხვეოდა და ეს ჩემთვის სრული ბედნიერება იყო. ის მე ვიზუალურადაც მომწონდა. თუნდაც გარშემო არავის მოსწონებოდა, ის მე მომწონდა და ის ჩემი იყო, ჩემი არჩევანი. მიიღებდნენ თუ არა მას სხვები, დიდად არ მადარდებდა... ზუსტად მიხვდით, ყველა ჩვენს დაშორებაზე იყო მოტივირებული, საუკეთესო დაქალიც კი და ეს მოახერხა კიდეც. ჩვენივე ბავშვური შეცდომით გაამძაფრა ყველაფერი და ჩვენი სიყვარული ერთი ხელის მოსმით გაანადგურა. „ჩვენ“ აღარ არსებობდა, არსებობდა „მე“ და „შენ“, ან „მე“ და „ის“. მნიშვნელობა არ ჰქონდა სიტყვებს, მთავარი ის იყო, რომ სრული მთლიანობა აღარ ვიყავით და ჩვენი გზები გაიყარა... ახლა რომ ვიხსენებ, რას გავუძელი დაშორების შემდეგ, თავი რკინის მგონია... ერთი დიდი მასკარადის ნაწილი ვიყავით, ერთი დიდი „მყრალი საზოგადოების“ ნაწილი... იცით, თუ გიყვარს, ყველაფერს უნდა გაუძლო. მე ძალიან ბევრს გავუძელი და მართლა არ ვიცი, სად მქონდა ამდენი ძალა, რომ იმ ბრძოლისთვის გამეძლო, რომელიც ჩემს მეხსიერებას არასოდეს დაავიწყდება... მის მერე უბრალოდ ნათქვამი მაქვს: თუ ოდესმე შემიყვარდება, სანამ არ გავყვები, მანამდე სიტყვას არ ამოვიღებ; მანამდე, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ის ურთიერთობა მყარია და დანგრევა არ უწერია... მის მერე სერიოზული ურთიერთობა არ მქონია. ახლა კი არის გარი, რომელზეც საუბარი არ მინდა, რადგან მეც კი არ ვიცი, რა ხდება ჩვენს შორის. დაბნეულობის პიკი მაქვს, როგორ გადმოვცე, არ ვიცი... გარი ჩემი ცხოვრების ის ნაწილია, რომელზეც პასუხი არ მაქვს... კიკეთში ვისვენებ სულიერად. აქ ყველაფერი ისეთი მშვიდი და სასიამოვნოა. დავდივარ ფეხით, ვუსმენ მუსიკას, ვკითხულობ წიგნებს, ვუყურებ ფილმებს. ასე ვატარებ იმ დღეებს, როცა კიკეთში ვარ - თითქმის ყველაფრით, რაც სამუშაო პროცესში მაკლია... ზედმეტი ფიქრის გარეშე გავატარე ერთი კვირა კიკეთში… წესების მსხვრევა ჩამოფარებულ ფარდებს მიღმა „კაბინეტის ჩამოფარებული ფარდები ჩვენს საიდუმლოებებს ინახავდნენ... იქ, სადაც ერთმანეთს მკაცრი წესები და უკონტროლო ვნება ეჯახებოდა.“ თბილისში დაბრუნების მეორე დღესვე ისევ შევუდექი ჩემს საქმეს. ცენტრში სხვადასხვა საქმეები მქონდა: დასაგეგმი პრაქტიკები, ტრენინგები, პროექტები და ათასი საღელვებელი... სადღაც საღამოს 6 საათი იყო. „ალბათ ცენტრში დამათენდებოდა დღეს,“ გავიფიქრე... ჩემი კაბინეტი არ ამიწერია თქვენთვის. ძალიან მყუდრო, ჩემი გემოვნებით იყო ყველაფერი მოწყობილი. აღწერა დიდად არ გამომდის, მაგრამ შევეცდები მაინც დაგანახოთ ჩემი სამუშაო სივრცე: შემოსვლისთანავე თვალში ჩემი მაგიდა მოგხვდებათ, სადაც წიგნები და ლეპტოპი მუდმივად დევს. მაგიდის წინ, კარის გვერდით, პაციენტებისთვის განკუთვნილი დივანია, დივნის წინ კი ჩემთვის განკუთვნილი სავარძელი - ღია ყავისფერ ფერში. მხოლოდ ერთი დიდი ფანჯარა მაქვს, ფარდებიც ღია ყავისფერია. ფარდები სულ ჩამოფარებულია, როცა სეანსს ვატარებ, მაგრამ როცა მარტო ვარ კაბინეტში, მუდმივად გადაწეული მაქვს - მიყვარს, როცა ოთახი მზის სხივებითაა განათებული. კედლების ფერზე ბევრი ფიქრის შემდეგ, ძალიან ღია ყავისფერი გადავწყვიტე. აი, ჩემს კაბინეტში კიდევ ორი კარია, გვერდიგვერდ: ერთი პატარა სააბაზანოა, მეორე კი - მოსასვენებელი ოთახი. როდესაც ცენტრში ვათენებ, იმ ოთახში მძინავს. ძილი თუ ჰქვია... ერთ საათზე მეტი ალბათ არც მძინებია ხოლმე... სააბაზანოში ცისფერი ფერები ჭარბობს, რადგან ჩემთვის ცისფერი ყველაზე საყვარელი ფერია, აი, მოსასვენებელ ოთახში კი - ღია ყავისფერი. მგონია, რომ მყუდრო ფერია და ჩემთვის ეს დასვენების ფერთან ასოცირდება... ფსიქოლოგიის ფერებთან არაფერ შუაშია ეს ყველაფერი, უბრალოდ ჩემი არჩევანია. საღამოს ექსი საათი იყო. ფარდები ჩამოვაფარე და სააბაზანოს მივაშურე. უკვე ყველა თანამშრომელს სამუშაო საათები ამოწურული ჰქონდა. მე კი პროექტი მქონდა გასაკეთებელი და გადავწყვიტე, ეს დღესვე დამესრულებინა. მაგრამ ჯერ აბაზანაში შევედი. ვიბანავე და ხალათი ჩავიცვი - ხალათი ღია ცისფერი და თხელი იყო, ძალიან მომწონდა... სააბაზანოდან გამოვედი და ყავას ვიკეთებდი, როცა ვიღაცამ კარი შემოაღო... თვალებს არ ვუჯერებდი. თითქმის სამი კვირა არ გამოჩენილა, ისევ უგზო-უკვლოდ გაქრა და ახლა რატომ მოვიდა? ვერაფრით გავიგე, რა უნდა, რატომ ცდილობს ჩემს არევას? რატომ ცდილობს, რომ შევეჩვიო? რატომ ცდილობს ფანტაზიები გამიღვიძოს?.. - გამარჯობა, მერიემ... - გარი... - სეანსისთვის მოვედი... თავიდან ბოლომდე ამათვალიერა. თვალებში უკვე ჭინკები აენთო. ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემკენ. ნელა მოდიოდა, სანამ სულ რაღაც ორი ნაბიჯი არ დარჩა ჩვენს შორის. შემომხედა თვალებში - მისი თვალები ჭაობისფერი იყო. ისე ახლოს მოვიდა, მის ცხელ სუნთქვას უკვე სახეზე ვგრძნობდი. მიყურებდა, თითქოს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატი ვყოფილიყავი... ძალიან ნელი მოძრაობით ხალათის ქამარი გამიხსნა. მკერდი ნახევრად გამომიჩნდა. ზურგიდან დამიდგა და ძალიან ნაზად მხარზე მაკოცა. თითქოს ეს მჭირდებოდა - თავისუფლად დავიწყე სუნთქვა. ნელი მოძრაობით, კოცნის თანხლებით, გადამიწია ხალათის მარჯვენა მხარე, მარჯვენა ხელი წელზე შემოხვია, მერე წინ გადმოინაცვლა და ერთი ხელის მოსმით ხალათი ჩაასრიალა ფეხებთან... იატაკზე დავარდა. ლავიწიდან კისრამდე, კისრიდან მკერდამდე მხეცივით მკოცნიდა. ერთ მკერდზე მკბენდა ან წოვდა, მეორეს კი ხელს უჭერდა. მუცელთან მკოცნიდა ნაზად და თან თვალებში მიყურებდა. ტრუსს ხელი მოჰკიდა და მერე უცებ ტუჩებში მეძგერა. მხეცივით დამიწყო კოცნა, რაც ძალიან მესიამოვნა, არც მე ვაკლებდი... ოდნავ დამშვიდდა და დაიწყო ისევ: ლავიწიდან კისრამდე, კისრიდან მკერდამდე. მკერდთან არ გაჩერებულა, ნელ-ნელა მუცლამდე ჩავიდა ნაზი კოცნით, ალაგ-ალაგ კი ენას დასრიალებდა. ერთი ხელის მოსმით ჩემი ტრუსიც ჩემს ფეხებთან ეგდო. სრულიად შიშველი ვიყავი მის წინ, თვალებში... აღარ ვუყურებდით ერთმანეთს. ძალიან ნელა მკოცნიდა სასირცხვილო ადგილას... ენას თავისუფლად ასრიალებდა ჩემი სასირცხვილო ადგილის ტუჩებთან. ხელი თმაში შევუცურე... თავი უკან გადავწიე და კვნესა წამსკდა. მკოცნიდა, ენას ასრიალებდა... დიახ, ორგაზმიც მოდიოდა ნელ-ნელა, წამებში კი ისევ ტრუსი ჩემს სხეულზე აღმოჩნდა... მუცელს მოუყვებოდა კოცნით, ტუჩებში მხეცივით მეძგერა, ერთი ხელით მკერდზე მიჭერდა, მეორეთი კი საჯდომს მთელი ძალით მიმსრესდა. მის ერექციას მკაფიოდ ვგრძნობდი... წამებში დამშვიდდა და სველი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე... ხალათიც სწრაფად მომაცვა. რა ეგონა, ამას შევარჩენდი? ამიტომაც ის გავაკეთე, რაც ამ წამს სამართლიანად მიმაჩნდა... ვეძგერე ტუჩებში, ვკოცნიდი მთელი გრძნობით და ნელი ნაბიჯით მოსასვენებელი ოთახისკენ მიმყავდა... დავაჯინე საწოლზე და ზემოდან დავაჯექი. ხალათი ერთი ხელის მოსმით ისევ იატაკზე აღმოჩნდა. მხოლოდ ტრუსის ამარა ვიყავი მასზე. მკოცნიდა კისერზე, მის ერექციას ვგრძნობდი. მსუბუქი ბიძგი განვახორციელე, მერე ტუჩებში მეძგერა. თითქოს ჩემს თავს მართმევდნენ, ისე მიჭერდა ხელს ხელზე. რაღაც უცნაურმა ძალამ დამიარა და მაისური ერთი ხელის მოსმით გავაძრე. საწოლზე გადავაწვინე. კისრიდან რომ დავიწყე სველი კოცნები, ასე მუცლამდე ჩავედი, ენას ნაზად ვასრიალებდი მის სხეულზე... მერე ზემოდან ისევ გადავაწექი, ტუჩებში ვაკოცე. მის ერექციას მისი შარვლის გარედანაც ვგრძნობდი, მსუბუქ ბიძგებს გაძლიერებული ბიძგები მოჰყვებოდა... სუნთქვაგახშირებული გვქონდა. ნელ-ნელა სუნთქვა დავარეგულირეთ და ტუჩებზე ნაზად ვაკოცე. ავიღე იატაკიდან ჩემი ხალათი და ისევ კაბინეტში დავბრუნდი. გამოვიდა ისიც მალევე. ჩემს სავარძელში მოვთავსდი, ის კი წინ, მისთვის განკუთვნილ დივანზე ჩამოჯდა... - ასე არა, მერიემ... ავხედე ზემოდან, ტუჩზე ვიკბინე და გავუღიმე... - ეგრე ნუ აკეთებ. - როგორ? - აი, ტუჩს ნუ კბენ... გამეღიმა... - რატომ იღიმი? - შენში დომინანტმა გრეიმ გაიღვიძა?.. - ოხ, მერიემ... - კარგი, დავიწყოთ სეანსი... - მომენატრე... - მონატრება რა გრძნობაა? - არ ვიცი, რაღაც ტკივილის მაგვარს განვიცდი... - მონატრება სიყვარულისგან გამოწვეული გრძნობაა... ჩაფიქრდა. თითქოს სიტყვებს ვერ უყრიდა თავს, უყურებდა იატაკს და ხმას არ იღებდა... - გენატრებოდეს უმიზეზოდ, გენატრებოდეს ადამიანი, რომლის მიმართ თითქმის არაფერს გრძნობ, ჩემში რაღაც ახალ გრძნობას ბადებს, მაგრამ ეს გრძნობა რისი მომასწავლებელია, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა ძალიან მინდა ის სურვილების შეგრძნება და შეხება, რაც წარმოსახვით იბადება... ოჰ, რა იყო ეს, გარი? მასში სრულიად ახალი გრძნობა იბადებოდა. ყველაფრის მიუხედავად, პოეტური სამყაროც ჰქონია... - ახალ გრძნობას? - მეც არ ვიცი, რა გრძნობაა ეს, მერიემ... - კარგი, რა ხდება შენს ირგვლივ, როგორ მიდის შენი ცხოვრება? - მშვენივრად. ბიზნესში ყველაფერი რიგზეა, აი, სექსი კი ისევ არ გამომდის... - რა ვიცი, ერექცია მშვენივრად გაქვს... - ეგ შენთან... -მე შენთვის არაფერი გამიკეთებია... - ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ შენს გარდა არავინ მინდა, რა... - სეანსებზე ისევ არ დადიხარ. ქრები თითქოს არც არსებობდი ისე. რა ვიფიქრო, აღარ ვიცი. ჩამოყალიბდი, გარი გრეი, რა გინდა, გაიზარდე... - ჩემი საქმე ასეთია, ქვეყანაში თითქმის არ ვარ და როცა აქეთ ვარ, შენთან გამორბივარ. პატარა ბავშვივით შენთან მოვდივარ, თითქოს როცა მოვალ, მგონია, რომ ის რაღაც ტკივილის მაგვარი გაქრება... - მერე, ქრება? - კი, როცა შენს მკლავებში ვარ, ყველანაირი ტკივილი ქრება და მხოლოდ შენს სურნელს ხარბად ვისუნთქავ, რომ იქამდე გამყვეს, სანამ არ ჩამოვალ ისევ და ისევ შენთან არ გამოვიქცევი... - შენც ხომ იცი, ასე ვერ გაგრძელდება... - შენც ხომ იცი, ჯერ მაინც ვერაფერს შევცვლი... - მაშინ მხოლოდ სეანსები, სხვა დანარჩენი არ იქნება... - ანუ ასე ადვილად მიშვებ? - გარი, სჯობს დავასრულოთ. სჯობს გაიაზრო ყველაფერი. გინდა ჩემთან ყოფნა? მაშინ ნორმალური წყვილივით უნდა მოვიქცეთ. არ გინდა? მაშინ დავასრულოთ... - არ შემიძლია ასე ადვილად დავასრულო, გესმის? უბრალოდ მინდა შენთან. მენატრები ხოლმე, ზოგჯერ სუნთქვაც მეკვრის, ისე მინდა შეგეხო, მერიემ. დრო მომეცი, ვეცდები ის პრობლემები, რაც გარშემო მაქვს, მოვაგვარო... - რამდენი? - არ ვიცი, ალბათ ერთი-ორი თვე... - დავიჯერო, ამ დროის მანძილზე ჩვენი ურთიერთობის გააზრებას მოასწრებ? მე არ მინდა არასრულფასოვანი ურთიერთობა. მე არ მინდა არასრულყოფილი, მე მყარი ურთიერთობა მინდა, გესმის? არ მინდა, ერთ დღესაც გამომიცხადო, მომბეზრდიო... - მაგას არასოდეს გეტყვი. ზოგჯერ ისეთს ნუ იტყვი, რაც არ იცი, მერიემ... - შენგან არ გამიკვირდება, თუ ისეთი ჩამოუყალიბებელი იქნები, როგორიც ახლა ხარ. გთხოვ, გაიზარდე, მე არ მჭირდება არაფრის მომტანი ურთიერთობა... - ყველანაირად ვეცდები, იმედები არ გაგიცრუო... - მინდა მჯეროდეს მაგის... - აუცილებლად დაგაჯერებ მაგას... -ახლა როდემდე გიწევს გაქრობა? - არ ვიცი ზუსტად. პარიზისკენ მაქვს გეზი... - აჰა, კარგია... - მოდი, ახლა წავალ. უნდა მოვემზადო, დილით მივფრინავ... -იმედია, გააზრებული ჩამოხვალ და ჩამოყალიბებული... - მე გპირდები, რომ ერთ დღეს ყველაფერს შევცვლი... ნაზი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე და წავიდა. უკვე მენატრებოდა... არ ვიცი, რა მემართებოდა მას როცა ვხედავდი, არ ვიცი, რატომ ვფორიაქობდი, მაგრამ ეს ფორიაქი კი მასთან ყოფნის მომასწავლებელი იყო... მოულოდნელი ზარი “ზარი რომელიც იმედგაცრუებით სავსეა” დღეები დღეებს ანაცვლებდა, უკვე თვენახევარი გავიდა, რაც ჩემი რაფლეზია არ გამოჩენილა. ღამით ხშირად მონატრებას განვიცდიდი, მონატრება მართლაც ტკივილნარევი გრძნობაა... ჩემთვის დაღლილი სახლში მივდიოდი, ჩემი ტელეფონი რომ აწკრიალდა. გადავაყენე მანქანა და გავაჩერე. მობილურის ეკრანს რომ დავხედე... - დეიდას სიყვარულო... - დეი, შეიძლება შენთან მოვიდე? -დეი, რატომ ტირი, რა ხდება? - ბაბუ წავიდა... - სად წავიდა? -არ ვიცი, სახლში მოგვიყვანა, მარტო ვართ... - დედიკო და მამიკო სად არიან? - ჯერ სამუშაო საათები არ დამთავრებულა... -კარგი, დეი, ნუ ტირი, მოვალ მალე... მამაჩემმა ბავშვები სახლში მარტო დატოვა? ამას არაფრის დიდებით გააკეთებდა. არა, ჩემს დისშვილებს მარტო დარჩენის შიში არ აქვთ, დიდები არიან და დამოუკიდებლები, რაღაც სხვა ამბავი იყო, მაგრამ რა... ახლა გავიგებდი. დავურეკე მამაჩემს... - გამაგებინე, სად ხარ, ბავშვები მარტო რატომ დატოვე? - გამარჯობა, საყვარელო... - შენ რა ჯანდაბა გინდა მამაჩემის ტელეფონთან?.. - შენი მამიკო სააბაზანოშია, როცა გამოვა, გადავცემ, რომ დაურეკე... გამითიშა, სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი. დავქოქე მანქანა და დისშვილების მაგივრად იმ ქალის სახლში გავეშურე… თაიას ესემესი მივწერე:„თაიკო, სახლში მიდი სასწრაფოდ, ბავშვები მარტო არიან. მერე აგიხსნი ყველაფერს, შეეცადე არ დამირეკო, მოვალ მალე შენთან...“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



