"სიყვარული თვით რაფლეზია"
ჩვენივე ფანტაზიების ტყვეები „ფანტაზია — ეს არის რეალობისგან გაქცევის მცდელობა, რომელიც ხშირად თავადვე იქცევა ჩვენს მთავარ ციხედ.“ (იუნგი) დრო გადიოდა, შევეცადე გარიზე არ მეფიქრა. ის არ ჩანდა და არც მე მინდოდა თავი გამეხსენებინა მისთვის. უამრავჯერ ვცადე დამერეკა, მიმეწერა, მაგრამ საკუთარ თავს არ ვაძლევდი ამის უფლებას. დრო გადიოდა, მეც სეანსებს ვაგრძელებდი... ისევ ოთხშაბათი დილა იყო, გუჯას და ლიკას ველოდი, საოცრად მინდოდა ამ ორის შერიგება და ამას მოვახერხებდი, ოღონდ ლიკა უნდა მომეყვანა გონს... - მოდით, როგორ ხართ აბა? -კარგად, არა გვიშავს... - მიპასუხა გუჯამ... - აბა, მომიყევით, ახალი არის რამე? -გიოსთან კავშირი გავწყვიტე, დავფიქრდი და ამით გუჯას ვავნებ. თუ მიყვარს, სხვასთან არ უნდა ვიარო. თუ ეს ყველაფერი ჟურნალისტების ყურამდე მივიდა... - მე გავნადგურდებოდი, ახლაც არ ვარ კარგად, მაგრამ... - ბავშვზე ხომ ფიქრობთ? ის პატარაა, ფსიქიკა კი ამ ასაკში ხომ გესმით, არა... - მერიემ, რომ მესმის, მაგიტომ არაფერს ვაკეთებ, ჩემი შვილის გამო ვარ გაჩერებული... - ვიცი, რომ დავაშავე, ვიცი, რომ ჩემი სექსუალური ფანტაზიები ვერ მოვთოკე და მისი დაკმაყოფილება სხვა კაცთან გადავწყვიტე, ეს დიდი შეცდომა იყო. მართალი ხარ, გუჯა, როცა ამბობ, რომ მოღალატე ვარ და ყველაფრის ღირსი ვარ... თავი ჩაღუნა ლიკამ, ცრემლებიც წამოვიდა. კარგია, რომ გულწრფელად ნანობს... - როდესაც მიხვედი იმ დასკვნამდე, რომ გიოსთან ურთიერთობა გაგეწყვიტა, რა გრძნობა დაგეუფლა? - ჯერ ლოდი მომეხსნასავით, მერე თავისუფლების გრძნობა და ბოლოს ზიზღი ვიგრძენი... - ზიზღი ვის მიმართ? - ჩემი და გიოს ურთიერთობის მიმართ... -აქამდე მასთან ურთიერთობის დროს ზიზღის გრძნობა არ გაგჩენია? - პირველად როდესაც მასთან სექსი მქონდა, მაშინ საკუთარი თავის მიმართ... - ოდესმე საკუთარი თავისთვის გიკითხავთ, აქამდე როგორ მიხვედით? სიჩუმე. ვერა, ვერცერთი მიხვდა. გუჯა რას უნდა მიხვედროდა, იმის გარდა, რომ ცოლმა მას იმიტომ უღალატა, რომ ვერ აკმაყოფილებდა ცოლის სექსუალურ ფანტაზიებს. აი, ლიკა კი ნამდვილად უნდა მიხვედრილიყო, რომ ღალატი უპატიო იყო. გუჯასც შეეძლო მისი სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილება, მაგრამ ქმრისთვის იმის მისახვედრად, რომ საწოლში ნაზი კი არა, ძლიერი უნდა ყოფილიყო, ღალატი არჩია ლიკამ... -ჩემი ბრალია, მერიემ. იმდენად ვიყავი ჩემს ცოლში დარწმუნებული, ვერც გავიფიქრე, რომ ღალატი შეეძლო. ამიტომ ახლა ყველაფერი კარგად ვიცი, რა როგორ უნდა გავაკეთო... - ლიკა, როგორ მიხვედი აქამდე? ლიკა ტიროდა, სლუკუნით ამოთქვამდა თითოეულ სიტყვას... - ეს იმ დღეს დაიწყო, როცა გუჯა მივლინებით იყო იტალიაში ერთი კვირით. ჩემმა მეგობრებმა დალევა გადაწყვიტეს და მეც გავყევი. ბარში ვიჯექით, ვსამდით და ვსაუბრობდით, მზერა რომ დავიჭირე, უცნობი ბიჭი როგორ მიყურებდა, თითქოს თვალებით მაშიშვლებდა, თითქოს უკვე ხედავდა, ტანსაცმლის შიგნით რა დახვდებოდა. მადისაღმძვრელი იყო მისი ტუჩები, რომელიც გამომწვევი იყო. ზომაზე მეტი დავლიე, მეც ის უცნობი თვალებით გავაშიშვლე თითქოს, წარმოსახვითი სექსი გვქონდა. მერე ჩემმა მეგობრებმა ნელ-ნელა დაშლა დაიწყეს. მე ვთქვი, რომ მძღოლს დაველოდებოდი, არადა მძღოლი გაშვებული მყავდა. საპირფარეშოში გავედი, ცოტა ხანში ისიც გამოჩნდა, კარებთან იდგა და მიყურებდა, მერე ნელი ნაბიჯით შემოვიდა, კარი მიხურა და მომიახლოვდა. სიტყვა არ უთქვია, ტუჩებში მეძგერა, იქვე ერთ-ერთ საპირფარეშოში სექსი გვქონდა. ორგაზმი იმდენად სასიამოვნო იყო, მაგრამ... გაჩერდა, თითქოს სიტყვა ვერ მოძებნა. გუჯა საუბრის მომენტში იჯდა და იატაკისკენ იყურებოდა, ერთ წერტილს უსასრულოდ უყურებდა. გუჯა ასეთი არასოდეს მენახა, ის ისეთი უმწეო იყო, ისეთი დაუცველი, საშინლად გამოიყურებოდა... - რა მაგრამ, ლიკა? -სექსის შემდეგ, როცა ვიცვამდი, ზიზღის გრძნობა დამეუფლა საკუთარი თავის მიმართ. ვთქვი, რომ ამას არასოდეს გავაკეთებდი, გუჯა კი ამ ამბავს ვერ გაიგებდა... - ეს უცნობი ვინ იყო? - გიო... - ამოისლუკუნა... -მის მერე რამდენჯერ იყავი მასთან? - ძალიან ბევრჯერ... - მითხრა, თითქოს ვითომც არაფერიო... -რა დაგაკელი, ლიკა, რომ აქამდე მიიყვანე საკუთარი თავი? გახედა გუჯას, ცრემლები მოწმინდა, ჩაიცინა... -ორგაზმი... გუჯამ თავი ხელებში ჩარგო. საკუთარმა ცოლმა, რომელსაც აღმერთებდა, ღალატის მოტივად ორგაზმი დაასახელა. როგორი რეაქცია ექნებათ ასეთ ქმრებს, თქვენი აზრით? - შენ ისეთი ნაზი ხარ და სუსტი, ხომ გესმით, არა... გუჯამ გახედა, თავი გაიქნია და ისევ იატაკისკენ, უსასრულობის ერთ წერტილს უყურებდა... - ისე მინდა მომექცე, როგორც მაშინ, შხაპის ქვეშ... მეცოდებოდა ლიკა იმის გამო, რომ საკუთარი ქმარი აქამდე ვერ გაიცნო... -იცი, მერიემ, რა ნაზი იყო? სიფრიფანა. ხელის შეხება მეშინოდა, მეშინოდა, რამე არ მეტკინა. ახლა კი ზის აქ და მეუბნება, უხეში მინდა იყოო... - ლიკა, რას გრძნობ გუჯას მიმართ? დაფიქრდა, თითქოს სიტყვებს ეძებდა, როგორ გადმოეცა მისდამი გრძნობები. ლიკას თვალებში ვხედავდი, როგორ უყვარდა გუჯა, მაგრამ ვერაფრით იაზრებდა, აქამდე როგორ მივიდა. ღალატი მისთვის რომ გეკითხა, უპატიო იყო, მაგრამ ახლა რომ ვკითხოთ, ნეტავ რას გვიპასუხებდა? ჩუმად იჯდა და ვერაფერს ამბობდა, ან რა აზრი ჰქონდა ეთქვა რამე ბანალური, რაც ნამდვილად არ ღირდა. იჯდა და რაღაცაზე ფიქრობდა. ალბათ ვერ ჩამოყალიბდა, გრძნობები როგორ გადმოეცა. ვუმზერდი ლიკას და ვერაფერს ვგრძნობდი, გარდა სიბრალულისა. როგორ შეიძლება ჩაგვძიროს ჩვენივე ფანტაზიებმა, როგორ შეიძლება ჩვენივე სექსუალურმა პერიფერიამ ფსკერამდე მიგვიყვანოს. ადრე რომ არასწორად ვთვლიდით, ახლა ეს ყველაფერი სწორი გვგონია. არ ვიცი, ლიკა რას ფიქრობდა ახლა, მაგრამ როცა ეს ნაბიჯი გადადგა, მაშინ ვერ იაზრებდა, რას ჩადიოდა, შემდეგ კი ეს ყოველივე ყოველდღიურობად იქცა, უბრალოდ ამ ყველაფერს შეეჩვია და გახდა ის, რაც ახლაა - მოღალატე, და ეს ყველაფერი მასში ზიზღს იწვევდა. - ვგრძნობ, როგორ მიყვარს, ვგრძნობ, როგორ მავსებს მასთან ყოფნა. ვგრძნობ, მიყვარს, მთელი არსებით მიყვარს მასთან ყოფნა, საუბრით, ყველა მისი საქციელი აღმაფრთოვანებს. მე ამ ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, გიოსთან სიარულს, გაუაზრებლად ჩავდიოდი. მე თვითონაც არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, ვერ ვხვდებოდი, ამით გუჯას როგორ ვტკენდი. არ ვიცი, ახლა არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ სიგიჟემდე მიყვარს გუჯა და მის გარეშე არ შემიძლია... საათს დახედა გუჯამ და თქვა: -დრო ამოიწურა... დიახ, სეანსის დრო ამოიწურა, მაგრამ ლიკასთვის არც კი შეუხედია, ისე დატოვა გუჯამ ჩემი კაბინეტი და მერე — ლიკამ... არ ვიცი, როგორ შეიცვლება ამ წყვილის ურთიერთობა, მაგრამ სიყვარული ყველაფერს უძლებს, ყველა დაბრკოლებას, თუნდაც ღალატს. თუ სიყვარული ძლიერია, ღალატიც არ იქნება სიყვარულის დასრულების მოტივაცია... არის სიყვარული, რომელსაც ღალატის მოტივაციაც არ სჭირდება... ერთ წყვილს სიგიჟემდე უყვარდა ერთმანეთი, ისე, რომ სუნთქვაც უჭირდათ ერთმანეთის გარეშე. ზოგჯერ ჟანგბადიც კი არ ჰყოფნიდათ. იყო მომენტები, როცა ერთმანეთისგან ძალიან შორს იყვნენ, მათი შეხვედრა კი ყველა სხვა სილამაზის მსგავსი იყო. შორიდანვე მირბოდნენ ერთმანეთთან და ეხუტებოდნენ, ხარბად ისუნთქავდნენ ერთმანეთის სურნელს, თითქოს ამით იკვებებოდნენო. ერთი დიდი სანახაობა იყო მათი შეხვედრა, მაგრამ მათმა სიყვარულმა ვერ გაუძლო - ვერ გაუძლო იმ გარშემომყოფ საზოგადოებას, ვერ გაუძლეს მათ ქცევებს, მითქმა-მოთქმებს და ერთხელაც ის მოხდა, რისიც გოგოს ასე ძალიან ეშინოდა. გადაწყვეტილებაც წამებში მიიღო და მისი სიყვარული თვითონ მიატოვა. ეს გახდა მოტივაცია იმის, რომ ბიჭი უმისამართოდ გადაიკარგა მის ფიქრებში და შემდეგ მოირგო ნიღაბი, რომლის მეშვეობითაც ყველას ტკენდა, იმ გოგოსაც, ვინც ერთ დროს სიგიჟემდე უყვარდა. ამ ნიღბის მეშვეობით ფარავდა სიყვარულს მის მიმართ და მხოლოდ ზიზღი იყო მისი მამოძრავებელი ძალა. გოგომ ერთხელ, როდესაც მას შეხვდა დაშორებიდან რამდენიმე ხანში, გოგოს მიმართ საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა და ტუჩებში აკოცა, მხეცივით ეძგერა. მაშინ გოგომ მას რაფლეზია უწოდა და ამის შემდეგ მისი ნახვის სურვილი აღარ ჰქონდა. იმიტომ კი არა, რომ არ უყვარდა, არა, სიგიჟემდე უყვარდა, უბრალოდ მის საწინააღმდეგოდ წასვლა ვერ აპატია. ეს მერამდენე იყო, არც ახსოვდა... მათმა სიყვარულმა, როგორც უცებ დაიწყო, ისე უცებ დაასრულა ერთმანეთი. ენატრებოდათ, მაგრამ არცერთი არ დგამდა ნაბიჯს ერთმანეთის მოსაპოვებლად… სიყვარული ყველაფერს უძლებს „სიყვარული ყველაფერს უძლებს — დროსაც, მანძილსაც და ყველაზე დიდ იმედგაცრუებასაც კი.“ (მარკესი) ვიჯექი სახლის აივანზე და ვფიქრობდი, როგორ მოახერხა მან ჩემს გულში შეაღწია. მე ხომ ჩემი გული დიდი ხნის წინ ამოვქოლე ისე, რომ მასში ვერავის უნდა შეეღწია, მაგრამ მან მოახერხა და შემოაღწია. მან მხოლოდ ჩემი გული კი არა, გონებაც დაიპყრო. ვცდილობდი დამელაგებინა ის, რაც ჩემი ნებით ავრიე, მაგრამ ვერა და ვერ ვახერხებდი. ვიჯექი და ვფიქრობდი. უსასრულოდ მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაც უნდა შემეცვალა და ასეც მოვიქეცი... ავიღე ლეპტოპი და დავიწყე მეილის წერა. გარიზე იყო მეილი განკუთვნილი... „გამარჯობა, გარი, ჩვენი თანამშრომლობა დასრულდა. მე შენი ფსიქოთერაპევტი ვარ. ბევრჯერ გითხარი, თუ გინდა რაფლეზია დაამარცხო შენში, უნდა იარო თერაპიებზე-მეთქი, არ მომისმინე. ახლა მე თვითონ ვიხსნი ვალდებულებას იმისა, რომ აღარ იყო ჩემი პაციენტი. გიგზავნი ჩემი კოლეგის საკონტაქტოს და იქნებ მან მაინც ეცადოს დაგამარცხებინოს რაფლეზია... მე ვერ შევძელი რაფლეზიისგან გამეთავისუფლებინე. მაპატიე, რომ იმედები გაგიცრუე. მინდა წარმატებები გისურვო... მშვიდობით, გარი.“ მის მერე ერთი კვირა გავიდა. გარიმ არც მეილზე მიპასუხა, სოციალური ქსელიდანაც გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო... გარის ამბები ერთი დიდი სამყაროა... ოთხშაბათი დილა იყო, ისევ გიჟური ამბების დილა იყო... - გამარჯობა, მერიემ... - გამიღიმეს. თუ მჯეროდეს, ესენი ერთად, ჩემთან იღიმიან. - რამე შეიცვალა? - ასე თუ ისე, კი... - და რა? - გადავწყვიტეთ ჩვენ ორნი სადმე წავიდეთ, სადაც ვიქნებით მხოლოდ ჩვენ ორნი... რაღაც მართლა შეცვლილიყო ამ ორში, თითქოს ისევ ერთი მთლიანობა იყვნენ. -ძალიან, ძალიან კარგია. სად აპირებთ წასვლას? - ჯერ დუბაიში და მერე ვნახოთ, მოვიფიქრებთ... - დიდი ხნით? - ალბათ ერთი თვე, მერე გავაგრძელებთ ისევ თერაპიებს... - მიხარია, რომ ისევ ერთად ხართ, ასე კარგად... - შენი დამსახურებაა, მერიემ. გვასწავლე რაღაცების თვალებში ჩახედვა, გვასწავლე პატიება, გვასწავლე, რომ სიყვარულს ბევრი შეუძლია. საუკეთესო ხარ... გავიღიმე. ძალიან მომწონდა, რომ ადამიანებს ვაბედნიერებდი. დიახ, ეს მე ძალას და ენერგიას მაძლევდა, რომ კიდევ უამრავი ადამიანი გამეღიმებინა. ლიკა და გუჯა გავაცილე. ეს ის იყო, რაც მაბედნიერებდა. ხომ გითხარით, სიყვარულს ყველანაირი სირთულის გადალახვა შეუძლია-მეთქი. ღალატიც არ ამარცხებს, დიახ, ეს წყვილი სიყვარულის მაგალითი იყო… ცხელი შოკოლადი და ძველი ჭრილობები „ზოგჯერ ყველაზე დიდი ციხე, რომელსაც საკუთარი თავისთვის ვაშენებთ, არის გადაწყვეტილება — აღარასოდეს შევიყვაროთ.“ თითქოს საქმე აღარ მქონდა, ვერაფერს ვაკეთებდი, გამუდმებით გარიზე მეფიქრებოდა. ნუთუ დრო იყო დამებლოკა ყველა გრძნობა, რაც მის მიმართ მქონდა? დაბლოკვა ხომ გამომდის, არა? ჩვეულებრივად აგრძელებ ცხოვრებას, აღარ ფიქრობ მასზე და ამას ნელ-ნელა ეჩვევი. ათასში ერთხელ გახსენდება, ოდნავ „ბწკენას“ გრძნობ გულთან და მორჩა, ყველაფერი უბრუნდება ჩვეულებრივ რიტმს. აი, ასეთი უნდა გამეხადა ისევ ჩემი ცხოვრება - დიახ, მე კვლავ დავბლოკავდი სიყვარულს... საღამოს ჩემი და მოვიდა ჩემთან. ჩემი სიძე და ბავშვები გურიაში წასულან, ჩემი და კი ვერ წავიდა ხვალ სამსახურის გამო. - მე ვარ, მერიემ. - მოდი, თაია, ახლავე ჩამოვალ! - მეორე სართულიდან ჩამოვძახე... - ოჰ, მოსულა თაია ქალი... - რას შვები, ქალბატონო მერიემ? - არაფერს, ხომ იცი, ეს დღეები არ ვმუშაობდი. შენ რას შვები? - რავი, ძველებურად: სამსახური, სახლი... ათასში ერთხელ თუ მოვიწყობთ გასვლებს შენი სიძე და მე. აბა, მომიყევი, რა ხდება შენკენ? - ჩემი საყვარელი ცხელი შოკოლადი, ჩვენი საყვარელი მუსიკა და ვისაუბროთ, ჰა, რას ფიქრობ? - აუუფ, მიყვარს შენთან ყოფნა, დაო ჩემო. რა დროც არ უნდა იყოს, სეზონს არა აქვს დიდი მნიშვნელობა, შეგვიძლია სულ ვისიამოვნოთ ჩვენი ცხელი შოკოლადით. მიყვარს ბავშვობიდან, გვიყვარდა ორივეს... - ჩემი ტკბილები როგორ არიან? -კარგად, გკითხულობენ. როგორც ვიცი, გწერენ სულ. მე არ მესაუბრებიან იმდენს, რამდენსაც შენ. შენი დისშვილების ფსიქოლოგი გახდი? - არა, რა ფსიქოლოგი, კაი რა, რეებს ამბობ. ხომ იცი, უბრალოდ მე უფრო მიყვებიან რაღაცებს, ვიდრე შენ. გახსოვს, ასე ვიყავით ჩვენც... - ხო, ხო, კარგი... მერიემ. - რა, თაია? - არავინ გყავს? - გთხოვ, არ გვინდა ეს თემა... - მერიემ, შენც ხომ იცი, რომ უკვე დროა? ეს ცხოვრება მარტო პროფესია არ არის, გვერდით გვჭირდება ძლიერი მეორე ნახევარი. ვიცი, რომ გაქვს რაღაც გარკვეული ტკივილები, მაგრამ ეს ხომ წარსულია, არა? შენ შენს პაციენტებს იმ წარსული ტკივილების დავიწყებაში ეხმარები, არა? შენ კიდევ დღემდე ვერ დაივიწყე ის წარსული, თითქოს დღემდე მასთან ცხოვრობ... - თაია, იცი, ის წარსული ჩემთვის რამდენს ნიშნავს? მის მერე, ფაქტობრივად, არავინ მყოლია. უამრავი შეცდომა დავუშვი, მაგრამ მისი დაკარგვა, მასზე უარის თქმა არ იყო გააზრებული ნაბიჯი და ზუსტად ამ გაუაზრებელმა ნაბიჯმა შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. იცი, თაია, მარტო უკეთ ვარ. ერთხელ მან მითხრა: შეეგუე იმ აზრს, რასაც მე შევეგუე უკვე - ბოლოს მაინც მარტო დავრჩებით, არავინ იქნება ჩვენთანო... ახლა რომ ვუკვირდები, მართალი იყო. წლებია მარტო ვარ და წლებია ვერ ვნახე ის, ვინც ბედნიერებას მომანიჭებდა... - მერიემ, შენ თვითონ იცი, რომ ეგ ყველაზე დიდი სისულელეა. შენ არ იყავი ის, ვინც შვილებზე ოცნებობდა? შენ არ იყავი ის, დიდ და ლამაზ ოჯახზე რომ ოცნებობდა? რამ შეგცვალა? - თაია, შენც ხომ იცი, ეგ მაშინ დავივიწყე, როცა ყველაფერი შეიცვალა... - შენ იცი, როგორ ფიქრობენ მშობლები შენს ქორწინებაზე? არა, კი არ ფიქრობენ, უკვე ოცნებობენ... - კაი, თაია, 22 წლის რომ ვიყავი, მაშინაც ეგრე იყო... - მართლა არ ფიქრობ, რომ უკვე დროა ოჯახი შექმნა? - თაია, ახლა იმდენად არეულია ჩემი პირადი, ვერ გადმოვცემ... - რას გულისხმობ? ღრმად ჩავისუნთქე და გააზრებულად, ერთ წერტილს მიშტერებულმა ვუთხარი: - მგონი, შეყვარებული ვარ... ხმას არ იღებდა, განცვიფრებული მიყურებდა, ცდილობდა გაეაზრებინა, რა ვუთხარი. - ვინ? - გარი... - ვინ გარი, მერიემ? -ჩემი პაციენტი... უსასრულოდ მივშტერებოდი ერთ წერტილს. არ ვიცი, როგორ შემიყვარდა გარი, მაგრამ ახლახან მივხვდი, რომ ეს სიყვარული უნდა დამეცვა. მაგრამ როგორ? ის ხომ ხან ქრებოდა, ხან გამოჩნდებოდა, ვითომც არაფერი, ისე... ნუთუ... ხო, ნუთუ იგივეს არ გავივლი, ამის უფლებას აღარ მივცემ საკუთარ თავს, დავბლოკავ ამ გრძნობას... - მომიყვები? - თითქოს შემოპარვით მკითხა. არ ვიცოდი, რა მომეყოლა, არა... -იცი კიდევ, ეს გარი ვინ არის? - ვინ? - თქვენი ქმრის ძმაკაცი... - მოიცა, გრეი? - მისტერ გრეი, - ჩავილაპარაკე ჩემთვის. - აი, თურმე მოულოდნელად რატომ ტოვებდი ხევსურეთს... აქამდე რატომ არ მითხარი? - მეგონა, უბრალო გატაცება იყო... - არა, გრეი ხომ ვიცით, არა... - გრეიზე შენზე მეტი ვიცი... - მომიყევი? - მას რაფლეზიის სინდრომი აქვს. ვცდილობდი დავხმარებოდი, მაგრამ არაფერი გამოვა. ის თითქმის არ დადის თერაპიებზე. მეც მეილი გავუგზავნე, რომ ვალდებულებას ვიხსნი. საკონტაქტო დავუტოვე ჩემი კოლეგის, იქნებ მასთან მაინც იაროს თერაპიებზე. დიდი ხანია არ გამოჩენილა, არც მეილზე უპასუხია... - საქართველოში არ არის... - რატომ? - არ ვიცი, რაღაც ბიზნესის ამბებზეა წასული... - რაც უნდა იყოს, მე მასზე პასუხისმგებლობა აღარ მაქვს... - რა ხდებოდა ხევსურეთში? -მაშინ მხოლოდ ლტოლვა მქონდა მის მიმართ, ამიტომაც საკუთარ თავს ვაიძულებდი, რომ გავქცეოდი მას. ვცდილობდი, მასთან მარტო არ დავრჩენილიყავი. ვიცოდი, რომ ჩემს ლტოლვას ვერ მოვთოკავდი. ხომ გესმის, არა? მეც მაქვს გარკვეული მოთხოვნილებები. გასაკვირია, ხო, ჩემგან? - გამეცინა. თითქოს მე არ მქონია ადამიანური მოთხოვნილებები, აი, სექსუალურ მოთხოვნილებებზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი... სამედიტაციოდ რომ ვიყავი წასული, იქ მოვიდა და ის მოხდა, რასაც მანამდე გავურბოდი. როდესაც ის მითხრა, რამაც შემაშინა, გამოვიქეცი... - რა გითხრა? - ფერების მომენტში მან მითხრა: „მინდა, რომ შენში ღრმად შემოვაღწიოო“. მაშინვე გამოვიქეცი, უკნიდან მესმოდა, როგორ მიძახდა, მაგრამ არც მიმიხედავს უკან, ხომ იცი, არა... - კი, ვიცი. მის მერე მოხდა რამე? - სეანსებზე დადიოდა, სანამ შემეძლო, ვბლოკავდი მის მიმართ ლტოლვას, მაგრამ სანამ ბუბისთან წავიდოდი, წინა დღეს ვერ მოვთოკე... - რა მოხდა? - სიმართლე რომ გითხრა, ისეთი არაფერი, სექსი არ გვქონია... გაეცინა. თაიასი ზუსტად ვიცოდი, ასეთი რეაქცია რატომ ექნებოდა. მისი ყველა დეტალი კარგად ვიცოდი, მისი რეფლექსები ზედმიწევნით მქონდა შესწავლილი... - ხო, რა იყო, 28 წლის ქალიშვილი არ გინახავს? -არა, მერიემ, არა... -თავი გაიქნია... - იცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, გარის დიდი ხანია ვიცნობ... - გამორიცხულია. შენც ხომ იცი, საქართველოში წესიერად არ უცხოვრია. ზოგადად, ალბათ, ბავშვობის შემდეგ არც... ზუსტად არც მე ვიცი, ვიკითხო, გინდა? -არა, ჩემს სიძესთან სიტყვა არ დაძრა, გაიგე! - კარგი, ხო, კარგი... -ხშირად ვფიქრობ მასზე. იცი, ზოგჯერ მგონია, რომ რამე გამოგვივა, ზოგჯერ მგონია, არაფერიც არ გამოგვივა და ეს ჩემივე ილუზიის ნაწილია... - მერიემ, თუ წარსულს არ გაუშვებ, არაფერიც არ გამოვა... -წარსული ჩემი ცხოვრების ნაწილია, ასე ვერ გავუშვებ იმ დროს, როცა ბედნიერი ვიყავი... - მასზე ამ ხნის მანძილზე გსმენია რამე? -არა, ხომ იცი, არა. მასზე არ მინდოდა არაფრის გაგება. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემგან გამეშვა. მე თვითონ მივატოვე, მე თვითონ გადავდგი ეს ნაბიჯი, რომელსაც ახლაც ვნანობ. მე მისგან გაუაზრებლად წამოვედი. მე ის დავტოვე, ვატკინე და მერე რაც მოხდა, ისედაც იცი და ვფიქრობ, ამის ღირსი ვიყავი... - ღირსი არ იყავი! ის იყო , ვერ დაინახა, როგორ ნანობდი, არ მოგისმინა და ერთი სულელური ნაბიჯის გამო დაგკარგა. მე სულ გეუბნებოდი, რომ ის არ იყო შენი მამაკაცი. მაშინაც მეგონა და ახლაც იქნება. მომბეზრდა იმის გამეორება შენთვის, რომ დაანებე თავი ამ გამოსირებულ ნაბიჭვარს... - ნუ ეძახი ეგრე! ნუ, ბოლო-ბოლო მიყვარდა. ბევრჯერ გითხარი, ეცი პატივი ჩემს არჩევანს-მეთქი. - მე შენს არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ მასთან ვერ იქნებოდი ბედნიერი და ეს თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ შენ ხომ არავის უსმენდი, არა... - ვერ ვიტანდი, როცა ლანძღავდი და ახლაც არ მომწონს ასე რომ მოიხსენიებ. ჩემთვის ის ბევრს ნიშნავდა, იქნებ ახლაც ნიშნავს... ვიჯექი გაშტერებული, ერთ წერტილს უსასრულოდ ვუყურებდი და ვფიქრობდი იმ წარსულზე, რომელიც დიდი ხანია უნდა დამვიწყებოდა. არ ვიცი, რატომ გვახსოვს ასე დიდხანს ის პირველი სიყვარული, მაგრამ რაც წლები გადის და რაც მას ვიხსენებ, გულში ისევ სითბო იღვრება. მიყვარდა უსასრულოდ, მასთან გატარებული ყოველი წუთი ახლაც მახსოვს. ვფიქრობ და ვერაფრით წარმომიდგენია, აქამდე ქვეცნობიერმა ეს დეტალები როგორ არ ჩალექა... და აი, აი ის კადრიც, რომლის დავიწყებასაც დიდი ხანია ვცდილობდი, ისევ ამომიტივტივდა, ისევ... მაშინ, დაშორების შემდეგ, პირველად ვნახე. შეხვედრისას მხოლოდ გადავკოცნე. ზუსტად ვიცოდი, რომ არ უნდა შევხვედროდი, ვიცოდი, რომ ძლიერ მეტკინებოდა, მაგრამ მაინც წავედი და ვნახე. იმ დღეს მონატრება დავიკმაყოფილე, მისი სურნელი ხარბად ვისუნთქავდი ჩახუტების დროს. მაკოცა კიდეც - დიახ, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. განა არ მინდოდა? მინდოდა, უბრალოდ, არა ასე. ჩვენ კოცნას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით, მაშინ კი მეტკინა, მივხვდი, რომ ჩემს გრძნობებზე თამაშობდა. მის მერეც ვნახე, მაგრამ ეს კადრები არასოდეს ამომივა, ალბათ, თვალებიდან. არასოდეს ამომივა ის მომენტი, როგორ მაწვალა იმ დღეს, ბევრჯერ გავიქეცი, მაგრამ მაინც დავბრუნდი. მერე ისე დავშორდი, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა იქ დამთავრდებოდა, ასეც მოხდა. მის მერე ბევრჯერ მომიწია მისი ნახვა, მაგრამ ისეთი არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ თამაშობდა გრძნობებზე მისი წესებით... - მერიემ, აქ ვარ... - ხელს მიფრიალებდა თაია. - ხოო, თაია... - რა გჭირს? -არაფერი, რაღაც გამახსენდა... - ისევ ის, ხომ... - თაია, მელაპარაკებოდი და აბა, რა გეგონა. თითქმის ყველა დეტალი მახსოვს მასთან გატარებული და ნერვებს მიშლის ამის გახსენება, წარმოდგენა ხომ საერთოდ. ქვეცნობიერიც არადა არ ლექავს ამ მოგონებებს. რატომ ვიყავი ასეთი უჭკუო, რატომ ვიყავი ასეთი რიდიანი, რატომ? - თავს ვაქნევდი და ნერვიულად ვისრესდი თითებს... - შენ ისეთი არაფერი გაგიკეთებია, გესმის? ამდენი წელი გავიდა და თავს ისევ იდანაშაულებ. კარგი რა, მერიემ, კარგი რა... - სიყვარული ორივეს უნდა დაგვეცვა, მე კიდე ავდექი და მივატოვე... - მას შეეძლო შენი დაბრუნება, მაგრამ ამის მაგივრად შენს გრძნობებზე თამაში დაიწყო... - მას ეგონა, ამით დამსჯიდა... - მისგან ეგ გაუმართლებელია, გესმის? არ უნდა ითამაშო იმის გრძნობებზე, ვინც გიყვარს... - მას ეგონა, რომ მართალი იყო. ასე თუ მომექცეოდა, ამით სიამოვნებას მიიღებდა. ხომ იცი, არა, მამაკაცების კატეგორიას არ უყვარს საკუთარი გრძნობების გამოვლენა. თან მას მიზეზი ჰქონდა - არა გრძნობები გამოევლინა, არამედ ჩემს გრძნობებზე ეთამაშა. - გარიში რას ხედავ? - გარი ორგაზმითაა შეპყრობილი. ეგ გაუვლის, ზოგჯერ მარტოხელა მამაკაცებს აქვთ ეს პერიოდი - ორგაზმზე ხდებიან დამოკიდებულები. მაგრამ გარი კარგი ადამიანია... - კი, ბევრი მსმენია მასზე... - გარის ერთ დროს სიგიჟემდე უყვარდა, მის დავიწყებას დღემდე ცდილობს. კი მეჩხუბება ხოლმე, როცა ვეუბნები, რომ დღემდე უყვარს, მაგრამ მას ემოციებში, ხმაში, ქცევებსა და თვალებში ეტყობა, რომ დღესაც გრძნობს მის მიმართ სიყვარულს. უბრალოდ, ამას ხმამაღლა ვერ ამბობს, საკუთარ თავსაც ვერ უტყდება ამ ყოველივეში... - როგორც შენ გიყვარს ის, არა... - ჩემი სიყვარული სულ სხვაა, ნუ გიყვარს ეს შედარებები. - ჰმ, ერთმანეთისთვის საუკეთესოები ხართ, თითქმის ერთნაირი ტკივილით. ჩემი დის ამ ნათქვამმა დამაფიქრა - შეიძლება თითქმის ერთნაირმა ტკივილმა გაგვაერთიანოს მე და გარი? ეს ნამდვილად არ ვიცი. თაიას მალევე დაეძინა. მე ისევ პაციენტების საბუთებს გადავხედე, შევეცადე სხვადასხვა საქმეები გამეკეთებინა. სადღაც ღამის ორი საათი იყო, საწოლში რომ შევწექი. გადავათვალიერე სოციალური ქსელი, გარის ფოტო ამომიხტა ისევ. ახლა მარტო იყო, ლოკაცია კი - მილანი. ისეთი სიმპატიური, ისეთი მიმზიდველი, საოცარი მამაკაცი იყო. მისი თვალებიც მკაფიოდ ჩანდა, მიყვარდა მისი მწვანე თვალები. სადღაც ათი წუთი ვიყავი, ალბათ, მიშტერებული გარის სურათზე. სასწაულად მინდოდა აქ ჩემს გვერდით ყოფილიყო, ძლიერად ჩავხუტებოდი, მისი სურნელი ხარბად შემესუნთქა და მეკოცნა... დავდე მობილური და გარიზე ფიქრში მალე დამეძინა. დილით თაიას ხმამ გამაღვიძა. - მერიემ, გაიღვიძე, დაგაგვიანდება... თვალები გავახილე, თაია გაწეწილი დავინახე და დილიდან სიცილით დავიწყე დღე... - რა გაცინებს, გოგო? - ასეთი ბოლოს ბავშვობაში გნახე, ჩემო გაწეწილო დაიკო... ბალიში ვესროლე და აი, ზუსტად აქ შევცდი, რადგან ბალიშების ბრძოლა დაიწყო. ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდით, ალბათ თქვენც გითამაშიათ, საოცარი იყო. მთელი სახლი არეული იყო, ბოლოს ჩვენ ვალაგებდით ჩვენივე არეულს. - თაია, გეყოფა! - შენ გეყოფა, მერიემ! ორივე საწოლზე დავარდით. - გიჟი ხარ, მერიემ! -მე, თაია? - ისე გავიკვირვე, ვითომ მე არ დამიწყია. - ოჰ, ოჰ, მერიემ, ადექი, ადექი, მოვემზადოთ! მოვემზადეთ, ვისაუზმეთ და სახლიდან ერთდროულად გავედით. - ამ საღამოსაც უნდა შემიფარო, დაო! -მოისაწყლა თავი. - ხუმარა, აფერისტი! გაკოცე, მიდი, საღამომდე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



