შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Fall Nr 22.02 საქმე 22.02 ნ'ანო (სრულად)


დღეს, 14:12
ავტორი ფეფო 0305
ნანახია 194

1***
სარკმელთან მდგომი მხოლოდ ინსტიქტით თუ აღიქვამდა გარეთ არსებულ განათებებს,წვიმისგან რომ დასველებულიყვნენ,თენდებოდა,ყოველთვის უყვარდა თუ რიჟრაჟზე გამოეღვიძებოდა,იცოდა, ჯერ კიდევ ჰქონდა ყველაზე ტკბილი ძილის ნახევარი საათი,ვიდრე მაღვიძარა გამოიწვევდა აჟიოტაჟს. თითქმის ვერაფერი შეეცვალათ, თბილისის გულში არსებულ პატარა ბინაში,ბავშვობის დროინდელივით გამოიყურებოდა,თუმცა უწინდელივით აღარ ისმოდა სახლში მხიარულება, ახლა კედლებს ნანოს ტკივილები ნესტავდნენ. სარკმლიდან შორს,ფანჯრიდან შორს,სახლიდან შორს,ძალიან შორს გაქცეოდა ფიქრები და მზერა,თითქოს იმ სიშორეში იმალებოდნენ პასუხები. მის ხორბლისფერ კანს მზის კოცნები ამშვენებდნენ,განსაკუთრებით სწორ,საშუალოზე ცოტა პატარა,არა აპრეხილ,ვიწრო ნესტოებიან ცხვირზე განლაგებულიყვნენ და ჩაცვენილ ყვრიმალებს თითქოს ავსებენო...კონტრასტულად ერწყმოდნენ, ძალიან ღია თაფლისფერ,ღრმად სევდიან თვალებს.მკვეთრი,გაბუტული, ბაცი ვარდისფერი ტუჩებიდან, ღიმილით აღარ მოუჩანდა არაბუნებრივად თეთრი,ბუნებრივი კბილები.მტირალა გამხდარიყო,მას შემდეგ რაც აღარ ეალერსებოდა ქმარი,მის ვიწრო მხრებსა და თხელ ხელებს,უყვარდა მის წვრილ თითებზე სადად მოწესრიგებული ფრჩხილები,სათითაოდ დაუკოცნიდა და მზერას ქარვისფრად მოელვარე რგოლზე აჩერებდა,რომელიც დ შ ინიციალებს ატარებდა, ეტყოდა ხოლმე:ანო არასდროს მოიხსნაო!არც იხსნიდა!!!მისი რგოლიც ატარებდა ნანო მაჭარაშვილის ინიციალებს.ვერ უძლებდა გოგონას ჩუმ,დაფიქრებულ ნაბიჯებს,აგიჟებდა გამოკვეთილი მუხლის თავები, თხელ თეძოებსა და დახვეწილ,ქალურ წვივებს შორის, საზღვრობას რომ კისრულობდა.არც თმა შეიჭრა ჩემო ანო,სულ ასე გეყაროს, დაუდევრად მხრებზეო.როცა დავბერდებით, ჩემი ხელით შეგიღებავ და ისევ შენი თაფლისფერი იქნება, არ შეიჭრა რა ანოო, ხომ არ შეიჭრიო?..
-ნუ იცი მასე აღელვება ანო,თორემ ეგ პატარა და სავსე მკერდი ისე მოძრაობს ...გინდა გულმა დამარტყას არა???ანოო იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო...
-მე უფრო,მაგაზე უფრო მეტად უყვარხარ შენს ანოს.პასუხობდა ნანო ქმარს და მასზე მეტად ბედნიერდებოდა,ამ სიტყვებს გულით რომ გრძნობდა და დაატარებდა.
-შვილო გული გამისკდება,სად გააქრე ჩემი ნანო?ვერ იტევდა დედა,შვილის დარდებს,ვერ უძლებდა ირინა,ერთადერთის,მარტოდ გაზრდილის,ატირებულ გულს.
-მან დედა,მან გამაქრო,აღარ არსებობს არც შენი ნანო და არც მისი ანო.იცი რა მითხრა აეროპორტში რომ მომაგნო?გაიქეცი ნანო,ახლა ასე სჯობს,ძალები მოიკრიბე,ჩემს დაბრუნებას იგრძნობ.შენს ტანჯვას, ჩემი სახელი ერქმევაო.დაბრუნდეს რა დეე,მინდა დაბრუნდეს.






-დედის სხეულივით ცივი დილა დადგა,მარტო შეხვდა ერთადერთის გარდაცვალებას და ჯერ კიდევ ვერ ითავისებდა უდედობას..ერთი კვირის დაბრუნებულს, არავისთვის უთქვამს რომ სახლში იყო,არ უთქვამს თუმცა ცივი კედლის მაგიერ, რეზი დუნდუა,გიორგი სულხანიშვილი და ქეთო ორდენიძე, იხუტებდნენ დაობლებულ ბავშვობას.სამარემდე შეეძლოთ ოთხი წლით უფროს ბიჭებს ჩაყოლა,თუ ვინმე გაბედავდა თქმას,რომ-არ არსებობდა მეგობრობა ქალ ვაჟური.ქეთო და ნანო, მათ ხელში გაზრდილი ახტაჯანები,მტკიცე და ურყევი მაგალითი იყო...ლაპარაკობდნენ ბეთლემის ქუჩაზე, შეუბღალავ,უღალატო და უპირობო მეგობრებზე!
ობლობას, წვიმა სახეში ულაწუნებდა, დედის ბოლო გზაზე,სამეულთან მარტოდ დარჩენილად რომ დაიგულა თავი,გადაემხო ახლად მიყრილ ნაწვიმარ მიწას,ვერ იგრძნო დედის მკერდი, ვერ გათბა...ამოხეთქა ყელში, უსაშველოდ გაბერილმა ბურთმა ცრემლებად. დედა დაიტირა,გამგონენი იტყოდნენ:ისე იტირა,როგორც მარტოხელა დედას,უღალატო ირინა ტუღუშს ეკადრებოდაო. ნანოსთან შედარებით ოდნავ დაბალი იყო,ასე საკუთრად შენთვის რომ გამაჩინე ,შენნაირი მწვანე თვალები მეც მინდოდაო,ხუმრობით საყვედურობდა ხოლმე ერთადერთი შვილი.თხელი,ლამაზი სხეული და საოცარი ხასიათით გამოირჩეოდა ნანოს ირიშა. მიუხედავად ცხოვრებისეული სიმძიმისა მაინც შესანიშნავად გამოიყურებოდა,ბევრი მამაკაცი ეტრფოდა,თუმცა მას პირადისთვის ტაბუ დაედო და იყო დედა. არ ემეტებოდა დედა მიწისთვის და საკუთარი თავი უდედობისთვის.
იქ, უფრო მეტად ცივ გერმანიაში,მაინც ამტვრევდა ნანოს უბედურება და ზუსატდ იცოდა, ბედნიერი ვერც თვითონ იქნებოდა,საკუთარი ანოს გარეშე.

2***
ჩარტერით დაეშვა თვითმფრინავი,ბერლინი თბილისის რეისი...რამდენიმე წლით ადრე კი,ოცდაერთი წლის,წითელ დიპლომზე,ბიზნეს ადმინისტირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის კურს დამთავრებულმა ნანო მაჭარაშვილმა, შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა, წასულიყო ბერლინში, ე.წ „დალაგებებზე“-ძალიან დამეხმარება მაგისტრატურის გასაგრძელებლად გამომუშავებული თანხაო.
-დედა ახლა ასე უნდა ინერვიულო?რთულია და ვერც იმას ვამბობ:მალე გავა დრო და ისევ ერთად ვიქნებით,არ გავა მალე და მე ძალიან მომენატრები,თვითმფრინავი,რომ აფრინდება მონატრება ისე შემომიტევს წასვლას ვინანებ,უიმედოდ მომენატრებით შენ და ის სამი თავზეხელაღებული,მე ხომ თქვენს გარდა არავინ მყავს,სევდა ვერ დამალა დედისერთამ.
-გყავს ნანო,ვალდებული ვარ გითხრა, ის რაც რეალურად იყო,
-კლასიკური ამბავი უნდა მომიყვე ირიშ?
-არა,არაფერი იყო კლასიკურად...პატარა ვიყავი და ის ჩემზე პატარა.ისე გავხარ,სახელსაც კი მასავით მეძახი. როდესაც დაიბადე, მე თვრამეტის ვიყავი,ის თექვსმეტის.ჯერ კიდევ სკოლას ამთვარებდა,იყო თუ არა ეს ურთიერთობა სიგიჟემდე სიყვარული? მიყვარდა ნანო,ასაკის შესაფერისად,პირველი სიყვარულით,წრფელი განცდებით,კი სიგიჟემდე იყო ჩვენი სიყვარული. არც სტანდარტულად გამოვუგდივარ მშობლებს, ორსული.თავად გადავწყვიტე მარტო ცხოვრება ამ სახლში,თვრამეტის რომ გავხდი მამამ მაჩუქა.სამწუხაროდ,ისინი შენს დაბადებამდე გარდაიცვალნენ,ხანძარს ემსხვერპლა ორივე. ჩემს ცხოვრებაში ზურა რომ არსებობდა კი იცი,თუმცა ისიც იცი ვერ შევქმენი ოჯახი,ჩემი ოჯახი შენ ხარ და მე ყველაზე ბედნიერი დედა ვარ,არ ვიცი როგორ,მაგრამ მამაშენის დედამ გაიგო ჩემი ორსულობის შესახებ და არ უნდოდა...ხმა გაუწყდა ირინას.
-არ უნოდოდა გაეგო მის ღლაპს,რომ დაუცველი სექსი ჰქონდა და უკანონო შვილი ჩასახა,არც მე ვუნდოდი ეგრეთწოდებულ მამას და დედა მოგიგზავნა არა?!
-არა ჩემო გოგო,დარწმუნებული ვარ ენდომებოდი,ასაკის მიუხედავად არასდროს ყოფილა ღლაპი,სტანდარტული დედის ეგომ იმარჯვა,დახმარება შემომთავაზა და სანამ კოშკებს ამიგებდა,მანამ მიიღო ჩემგან პასუხი:არც მამაშენს გავაგებინებდი და არც დახმარებას მივიღებდი,უბრალოდ აღარ მოხვიდეთ ჩემთან მეთქი.ეს შენია ნანო,შენმა ბებიამ დაგიტოვა ეს უძვირფასესი ყელსაბამი.კულონის შიგნით, როგორც მითხრა ბარათი დევს,შენი გადასაწყვეტია როდის გახსნი,ბებიამ დაგიბარა:ბარათი ბევრ რამეზე გაგცემს პასუხსო.დედას სიყვარულო, ატარე ეს ნივთი გთხოვ,არ გყავს ცუდი მამა და თუ ოდესმე მოინდომებ მის ნახვას, მე მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხო.მან არ იცის შენი არსებობის შესახებ,ამიტომ ნუ დაძრახავ.
მეორე დღე ბერლინში გათენდა. ყველა გრძნობა ერთად მოერია,შიში,მონატრება,დაბნეულობა,მოუნდა უკან გაქცეულიყო,თუმცა მტკიცე და ურყევი იყო:მიიღებდა ახალ გამოწვევებს, უცხო ქვეყანას აუცილებლად იქცევდა ნაცნობად, სადაც ყოველთვის მოუნდებოდა დაბრუნება.
-დეე,მეტის თქმის საშუალება აღარ მისცა ცრემლმა,მაგრამ მალევე შეიმშრალა და ამაყად განაგრძო,დეედ კარგად ვარ,უკვე შეხვედრა გვქონდა და გაგვანცეს,ვინ,სად დავსაქმდით,იცი ძალიან გახარებული ვარ,მე სახლს უნდა მოვემსახურო,ქართველები არიან დედ,როგორც ამიხსნეს, საქმიანი, ხანგრძლივი ვიზიტით იმყოფებიან ბერლინში.
-ნანო ვიცი ყველაფერს შეძლებ,აუცილებლად დაგიფასდება. დე,შენი მონდომება და შრომა უკვალოდ არ ჩაივლის და ერთ დღეს ჩემი ნანო დიდი ქალი დადგება,მე კარგად ვიქნები დეე,ჩემზე არ იდარდო და როგორც კი მოიცლი დამირეკე ხოლმე ვიდეო ზარით,ახლა კარგად გამოიძინე და როგორც იცი მშიერი არ იყო გთხოვ.
-მიყვარხარ დედა,მეამაყები ჩემო ქალბატონო.

-ოქტომბრის ბერლინში, წვიმის წვეთები მძიმე და ერთფეროვანი რიტმით ეცემოდა ქალაქს,ისეთი სიცივე დამდგარიყო ძვალში რომ გივარდება და გრძნობებსაც ყინავს,ხეებს უკვე დაეყარათ გაყვითლებული ფოთლები და ქარი მათ შორის ისე დაქროდა,თითქოს რაღაც დავიწყებულ ისტორიას ეძებდა,სრულიად უცხო ქვეყანას, ნაცნობივით სურნელი ჰქონდა თითქოს,ტრანსპორტიდან ჩამოსულმა ნანომ ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,როგორ განსხვავდებოდა თბილისისგან,ამ დროს ჯერ კიდევ ზაფხულის ნოტები მოჰქონდა სუსხ შეპარულ ოქტომბრის სიოს თბილისში.აქ კი?ნანოს ფიქრებივით გასუსხიანებულიყო ბერლინური ამინდი,ვერ ფიქრობდა, სიცივეს აყოლილი ეძებდა მითითებულ მისამართს და კინაღამ წამოიყვირა სიხარულით,როდესაც აღმოაჩინა,რომ არც ისე შორს იყო იმ ადგილიდან სადაც თვითონ ცხოვრობდა...კარს შეხედა და თითები ოდნავ აუკანკალდა...ვერ მიხვდა,ეს სიცივე იყო...თუ ის,რაც ამ კარს მიღმა ელოდა.
მოულოდნელობისგან სუთქვა შეეკვრა,კარი ეტლით მოსარგებლემ გაუღო,ზღურბლს თითქოს მიელურსმნა,სიტყვა ვერ დაძრა,იქნებ მისამართი შეეშალა?
-გამარჯობა,მობრძანდით Medchen-(მეტხენ),არ მეგონა ასე პატარა გოგო თუ იქნებოდი,შემოდი ცივა,მე ლაშა ქორიძე ვარ,თევზივით ცივი სახე ჰქონდა თითქოსდა სიმპატიურ კაცს,თეთრი პირის სახის იყო,ქართულისთვის დამახასიათებელი კეხიანი ცხვირი და რა არ მოეწონა ყველაზე მეტად?დაფიქრებაც არ დასჭირვებია ნანოს,თვალები!სულის სარკე,საიდანაც ძალიან დიდი ცბიერება მოსჭვიოდა.
-ნანო,ნანო მაჭარაშვილი...
-რაო ნანა,ჩემს მოსავლელად გამოგიშვეს?გითხრეს,რომ ცელქი და გაზულუქებული ბიჭიაო არა?ზუსტადაც ასე იყო,გალეშილი მთვრალი დავჯექი საჭესთან და იმის მერე აი ამ დამპალ მანქანას ვმართავ,შეძლეებ?უხეში და მოურიდებელი იყო ლაშა ქორიძე.
-რაას?ძალიან დააბნია ბიჭმა ნანო
-ჩემს მოვლას,იცი მოგიწევს ჩემი აბაზანაში შეყვანა,წესრიგი ძალიან მიყვარს და დღეში ორჯერ ვბანაობ,მინიმუმ.
-ბატონო ლაშა,მე თქვენს მოსავლელად არ ვარ,მე სახლის საქმეები დამავალეს და რაც ჩემს მოვალეობაში შედის აუცილებლად გავაკეთებ,თქვენს მოვლას ვერ შევძლებ,ვერც შხაპს მიგაღებინებთ და არც საპირფარეშოში გასაყვანი ძალა მაქვს,ნუ არც სურვილი!
-მაშინ სამსახურს დაკარგავ,ნანა
-მე ნანო ვარ და რაც შეეხება სამსახურს და ჩემს მოვალეობებს კონტრაქტორთან გავარკვევ,საკმაოდ მკაცრი და შეუვალი გახდა ნანო,ვერ იტანდა ასეთ „მსუბუქ“ტიპებს და ვერც უპასუხოდ დატოვებდა.
-შენ რაც გინდა გაარკვიე, აქ კი აღარ იმუშავებ.
-მაგას მე ვწყვეტ !ლაშა, შემთხვევით ადრე რომ არ დავბრუნებულიყავი მერე?მაპატიეთ არ მოგესალმეთ,ძალიან მიხარია ქართველი რომ ხართ, დათი შარაშიძე, მისასალმებლად გაწვდილ ხელს, სახელი და გვარიც მიაყოლა,მაშინვე მოხიბლა არა ზედმეტად იდეალურმა დათიმ ნანო.მკვეთრ ნაკვთებზე,ოდნავ კუნთოვანი ყბა,მუქი, სიშავემდე ყავისფერი თვალები ცივი მზერით გამოირჩეოდნენ, სრწორი ხიდით ცხვირი და სავსე ტუჩები, სენსუალურ ელფერს მატებდა, ისედაც წარმოსადეგ დათის.იშვიათი და ირონიული ღიმილი იცოდა, კარგად მალავდა წამოზრდილ წვერში სითბოს და სენტიმენტებს, ღიმილებში რომ დაყვებოდა,მკაცრი და ცივი იერი კიდევ უფრო თავდაჯერებულს ხდიდა და თვით შეფასებაც არ ქონდა დაბალი,საკმაოდ მაღალ ეშელონებში იკითხებოდა მისი პიროვნება...მის დოსიეს ბევრგან გადააწყდებოდით,ანზორ შარაშიძის უმცროსი ვაჟი დავით შარაშიძე, ერთადერთ დასთან ერთად, ედგა ოჯახურ ბიზნეს და სწორედ მსგავსი მისიით იმყოფებოდა ბერლინში.ის არ იყო ბიზნესმენი. დავით შარშიძე,კრიმინალური გენ ინსპექციაში,უფროსი გამომძიებლის სტატუსს დამსახურებულად ატარებდა.



საქმე N17. 2014 წელს მომხდარ მკვლელობას,გამოძიებულს და დახურულს,დათის პროფესიონალიზმა კითხვის ნიშნები გაუჩინა,ძველ საქმეებში ჩახედვა ჰობად ექცა,სწორედ აქ აღმოაჩინა დეტალი,რომელმაც აჩვენა,რომ გაყალბებულია და დამნაშავე უდანაშაულო.საქმეში ქართველი ფიგურირებდა,აზარტისა და საქმის მოყვარულ დათის ჩაბარდა, მკვლელობა ბერლინში, ქართველის მიერ!? თუ დათი საქმეს აიღებს,ან გახსნის,ან ბოლომდე ჩაყვება.ეს ფრაზები ყოველთვის დაყვებოდა მის კარიერას.
-ნანო მისმნე,გააკეთებ იმას რაც გაკისრია,ლაშა შენს მოვალეობებში არ შედის,შეურბილდა ტონი დათის,
-ბატონო დათი,არ მინდა კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას,სახე მოეღუშა ნანოს
-მაგას მე მოვაგვარებ,ლაშა მართლაც კონფლიქტური და მძიმეა,მითუმეტეს რაც ასე დაემართა.ნანო რამდენიმე კითხვა მაქვს,რატომ ეს სამსახური?
-მაგისტრატურის გაგრძელება მინდა,თუ გამომივიდა და აქ დარჩენა მოვახერხე, მუშაობის პარალელურად ვისწავლი, თუ არა და საქართველოში ძალიან წამადგება დაგროვილი თანხა.
-წარმატებები ნანო,შეგიძლია საქმეს შეუდგე.
-ეს უტიფარი არ არის, მისი მამიდაშვილივით,მაგრამ ძალიან ცივი ჩანს,ნეტავ რამდენი წლისაა?თავისთვის ჩაილაპარაკა ნანომ და საქმესაც შეუდგა.
-ოცდაექვისის ჭორფლიანო,წამოზრდილ წვერში ჩამალა ღიმილი დათიმ,ნანოს კი არ გაუგია პასუხი,მან ხომ ისე თქვა დათის რომ ვერ გაეგო.
-საკუთარ ოთახს შეფარებული ლაშა, საქართველოში მამას ესაუბრებოდა-რამაზ,ჩამოვიდა,უკვე აქ არის ნანო მაჭარაშვილი ,მადლობა მამა.
-ლაშა ზედმეტი არ მოგივიდეს და პირველ ეტაპზე მაინც იყავი კარგი ბიჭი,იქნებ მოეწონო მაგ გოგოს.
-ხო,მერე შეუყვარდება ინვალიდი და იცხოვრებენ ტკბილად და ბედნიერად, სიცოცხლის ბოლომდე!ცინიზმს არ იშურებდა ლაშა
-მისმინე კარგად!შეგეძლო გეცხოვრა ტკბილად და ბედნიერად,მაგრამ შენს თავგასულობას ზღვარი არ ჰქონდა და ვატყობ არც ახლა აქვს,შენს თავს დააბრალე რაც დაგემართა და დაგემართება...მე კი სიამოვნებით ჩავისვამ შვილიშვილებს კალთაში და ბაბუის სტატუსისთვისაც მზად ვარ,მითუმეტეს დედაშენი ოცნებობს ხომ იცი?
-შვილი,ღიმილი გაკრთა ლასას სახეზე,მე შვილი... გიცნობ მამა,ნანოსთან შენი ანგარიშები გაქვს და გაწყობს ეს ამბავი,თუმცა ჯერ ვერ გავარკვიე რატომ!
-თავს გაუფრთხილდი შვილო!შეეცადე ლხინი და ფქვილი შენთან დაიტოვო,ჭირს ისედაც არ მაკლებ,არც რამაზ ქორიძე უჩიოდა ცინიზმს.


3***
-შარაშიძის ლოჯისტიკური ჰოლდინგი, მცირე სატვირთო კომპანიით დაიწყო ანზორ შარაშიძემ ძმასთან ერთად.დაუზარელმა მონდომებამ,შრომამ,კეთილსინდისიერმა აზროვნებამ, შედეგი წლების შემდეგ გამოიღო,თუ ადრე თურქეთთან და მეზობელ ქვეყნებთან ჰქონდა გადაზიდვები,დროთა განმავლობაში შევიდნენ ევროპულ ბაზარზე და ახლა ბერლინშიც ფლობდნენ ლოჯისტიკურ საწყობებს,სატრანზიტო ჰაბებს და ასევე სატვირთო ფლოტს მთელი ევროპისთვის.დიდი ნდობითა და სახელით იყო ცნობილი და მოთხოვნადი შარაშიძე ლოჯისტკი.საკმაოდ გაანაწყენა მამა და ბიძა დათიმ,როდესაც აბსოლიტურად სხვა სამყარო ირჩია,მას იურისპრუდენცია აინტერესბდა,არავის აზრი განიხილა,თუმცა ეხმარებოდა მამას ბიზნესის მართვაში.ქვეყნის გარეთ საქმეს, დათი და მისი უფროსი და ნინა აგვარებდენ.
გერმანიის დილის ნაცრისფერი სინათლე, შუშის უზარმაზარ შენობას ეცემოდა,სწორედ აქედან იმართებოდა უძლიერესი ქსელი,როგორც კი ლიფტის კარი გაიხსნა,მაშინვე შეიცვალა ჰაერი, შენობის მე-11 სართულზე მკვეთრად იგრძნობოდა:ცივი,მოწესრიგებული „ბიზნესური“სიჩუმე,შუშის კედლები,ქალაქის პანორამა,ეკრანები,სადაც ევროპის რუკაზე წითელი წერტილები მუდმივად მოძრაობს-ტვირთები,მარშრუტები,წამში გათვლილი დრო და ფული. თეთრი მაისური, ნაკლებად კლასიკურ, მუქ რუხისფერ პიჯაკზე ,მის აღანაგობას მეტ კვალს ატყობდა:არც ფართო,არც ვიწრო,ზუსტად ბალანსში მდგომი შავი შარვალი,რომელიც ოდნავ ეხებოდა ფეხსაცმელს,დათი არასდროს გადიოდა სახლიდან საათის გარეშე,დროს მისთვის ოქროს ფასი ჰქონდა.ყოველთვის ცდილობდა, ხელი შეეწყო წარჩინებული სტუდენტებისთვის,მითუმეტეს ბედნიერდებოდა,როდესაც ასეთ ქართველს გადაწყდებოდა,სწორედ დათის დამსახურებით მუშაობდა ქართველი მარიამი,მის თანაშემწედ...
-ბატონო დათი,შეიძლება?
-მოდი მარიამ...აბა გისმენ
-ქალბატონ ნინაზე მინდოდა მეკითხა
-რაც შეეხება ჩემს დას,მხოლოდ ერთი ბილეთი დაჯავშნე,მარტო იქნება,ნინას ყოფილი მეუღლე და მისი შვილი,მოკლედ მიკამ საქართველოში ყოფნა არჩია მამასთან,რაც შეეხება ნინას დაბადების დღეს,წვეულება არ იქნება,მისი სურვილი სახლში ყოფნა,ჩემთან და ლაშასთან ერთად დალევა და დროის გატარებაა,ამიტომ ვუსრულებთ ნინას ყველა სურვილს.
-დამხმარე დაგჭირდებათ ალბათ ხომ?იკითხა მარიამმა
-არა,უკვე მოდის ჩვენთან დამხმარე და ნანო მიხედავს სახლის საქმეებს,და კიდევ, იქით კვირიდან ნინა გადაიბარებს აქაურობას.დროა,ჩემს სამსახურს და მოვალეობას დავუბრუნდე,მომენატრა დაძაბულობა,თქვა და სულ ოდნავ გაეღიმა დათის.
-სწრაფად იკრებდა ძალას სიცივე ბერლინში,ემატებოდა ნაცრისფერი და წვიმებიც გახშირდა,ნანოც ეჩვეოდა იქაურობას,თუმცა მონატრებაც აატირებდა ხოლმე ღამე მარტოდ დარჩენილს,ცდილობდა ლაშასთან არ ეკონტაქტა,ვერ მოუძებნა დადებითი მხარე ამ გაბოროტებულ ბიჭს,სურდა მშვიდობიანი ურთიერთობა,თუმცა სრულიად სიჩუმე არჩია,ოდნავადაც არ მიუშვა ახლოს თავის პიროვნებასთან,ნანო კი კარგად ამჩნევდა ლაშას შეფარულ მზერას და არასასიამოვნოდ გაპარებულ თვალებს,არ გაკვირვებია,როდესაც დათას მსგავსი გამოჩნდა კარში,განსხვავება ბევრი იყო,ნინა შარაშიძეს სახე უცინოდა,სიცოცხლით სავსე იყო ეს გოგო და ნანოსაც გადასდო ეს ენერგია.
-გამარჯობა ლამაზო ნანო,მე ნინა ვარ,მიუხედავად იმისა რომ არ გვიჩივის ბერლინი ქართველების ნაკლებობას ,მაინც სიგიჟემდე მიხარია შენც ქართველი რომ ხარ.იგრძნობა კიდეც სახლში თბილი აურა,სრულიად სახლი მოიცვა ნინას ხასითმა,ლაშაც კი აღარ იყო პირქუშად.
-გამარჯობა ნინა,მეც მიხარია აქ რომ მოვხვდი და თქვენმა ჩამოსვლამ,ხალისით სავსე ენერგია შემატა აქაურობას,დაბადების დღეს გილოცავთ ნინა.
-იქით, სამზარეულოში,ძალიან ნაცნობი სუნი დგას,ახლა თუ მეტყვი,რომ ...
-დიახ ნინა,გურული ღვეზელებია,დედამ მასწავლა და მეტნაკლებად გამომდის,სუფრასთან მოგართმევთ.
-არა, თუ ახლავე ცოტას მაინც არ გამასინჯებთ გადავირევი,პატარა ბავშვივით ხტუნვა ხტუნვით შევარდა სამზარეულოში-ნანოო შანსი არაა,რანაირად გამოგივიდა ასეთი გემრიელიი?საოცრება კი არა სასწაულია,ეს ჩემი უსაყვარლესი საჭმელია,ყველანაირ და ნებისმისერი ქვეყნის კერძს მირჩევნია.
-მითხრა ბატონმა დათიმ...
-დათის საყვარელი საჭმელი იცი რა არის?ტოლმა,გაეცინა ნინას
-ჩემიც,ძალიან ჩუმად ჩაილპარაკა ნანომ,ისე რომ არავის გაუგონია
-შენ ნანო?შენ რა გიყვარს?არ ჩერდებოდა ნინა
-ტოლმა ნინა,მასაც ტოლმა ყვარებია,თქვა დათიმ და გაოცება შეატოვა ნანოს სახეზე,იმედი მაქვს კომბოსტოსი უფრო გიყვარს და ოდესმე გავსინჯავ შენს ნახელავს,ახლა მართლა მშია და იქნებ დავჯდეთ სუფრასთან,იქ გავაგრძელოთ საუბარი.
-ნანო ჩვენთან ერთად თუ არ ივახშმებ,ძალიან მეწყინება,შეუვალი იყო ნინა,თუმცა სიტყვის დასრულება დათის საქციელმა არ აცადა,რომელმაც ლაშას ხელი პირდაპირი გაგებით ჰაერში გაუკავა და ავად გამოსცრა:-ხელებს დაგამტვრევ ლაშა!რა უნდა გექნა?!!!თავისდა დამოუკიდებლად აგცდა,თორემ ხელით შეეხებოდი,რაო ლაშა?!როდიდან მოსულა?!სახლში შემოსული ქალების „თომარი“?!!მეორედ კიდევ შევამჩნევ მსგავს და ამ სახლში აღარ იქნები, პირობას გაძლევ!
-მაგ ნანას გამო მიტეხ ასეთ ამბავს?არ ნებდებოდა ლაშა,რა იცი რანაირია?
-რატომ ხარ ასეთი შეუგნებელი?არ ქვია ნანა,შენ მაინც შენსას „აწვები“,ვერ ვხვდები რამ გაგაბოროტა,ბავშვობიდან არაფერი გვაკლდა,ერთნაირად ვიზრდებოდით,რას ვერ ინელებ?ვერ წყნარდებოდა ისედაც ფეთქებადი დათი.
-შენ დათი,შენ!ერთნაირად ვიზრდებოდთ,თუმცა ერთნაირები ვერ გავიზარდეთ,შენ მამაშენს გავხარ,მე ...
-შენც მამას გავხარ ლაშა,არ თმობდა დათი,მამაშენივით შეგიძლია უდროო დროს გამოხტომა ისე, რომ ადამიანს საკუთარი დაბადების დღე ჩაუშალო,აი ნანოც მოვიდა. შენ გაგიმარჯოს ნინა,ჩემო ერთადერთო,ხომ იცი ჩემი დიდი იმედი და მეგობარი ხარ, იმაზე მეტად გენდობი,ვიდრე საკუთარ თავს,ნინა ისევ ისე,როგორც ბავშვობაში,ეგოისტურად მიყვარხარ და არავისთვის მეთმობი,ნინას გაუმარჯოს...იყო ერთხმაში შეძახილი და ერთად შესმული სასმისი.
-ნანო,პროფესია?საუბარი განმუხტა ნინამ
-ბიზნეს ადმინისტრირება და მენჯმენტი დავამთავრე,მაგისტრატურა მინდა ისევ ამ სფეროში გავაგრძელო,ყოფილი ბალერინა ვარ...
-ყოფილი რატომ?ახლა დათის გაუჩნდა კითხვა.
-წინა ზაფხულს,ზღვაზე პატარა ბიჭი დახრჩობას გადავარჩინე,ჩემთვის დატვირთვა არ შეიძლებოდა,მყესი მქონდა დაზიანებული,მაგრამ ვერ ვუყურებდი მინი იახტიდან გადმოვარდნილი ბიჭი,როგორ იხჩობოდა,როდესაც ყველაფერი მორჩა,საღამოს ფეხი ისე ამტკივდა,საავადმყოფოში აღმოვჩნდი,საბოლოოდ იმედი გერმანიის პასუხმა გადამიწურა,მყესი გაწყვეტილი იყო და თუ კიდევ გავაგრძელებდი სრულფასოვან დატვირთვას,რასაც ბალეტი ყოველდღიურად მოითხოვს,დაკოჭლება მემუქრებოდა.სანამ ნანო საუბრობდა, დათიმ დას შეატყო აღელვება და შფოთვა,-ნინა რამე მოხდა?
-დათი,ნანო,ნანოო მე გეძებდი,მართლა გეძებდი,ვერფრით გიპოვე,ის პატარა ბიჭი ჩემი მიკაა,შენ ჩემს შვილს სიცოცხლე გადაურჩინე,იქნებ არის შანსი?მოვიძიოთ საუკეთესო კლინიკები გთხოვ,აღარ იცოდა ნინამ რა ექნა.
-ნინა გთხოვთ,ნუ შემომათვაზებთ იმას,რაზეც მაშინაც უარს გეტყოდით,ალბათ ასე იყო საჭირო,მე თქვენი შვილი უნდა გადამერჩინა და ჩემი მყესიც საბოლოოდ გაწყვეტილიყო,რადგანაც უფრო მეტი ტკივილი არ განმეცადა,მიუხედავად იმისა,რომ დასის წამყვანი ბალერინა ვიყავი,ხშირად ვრჩებოდი სცენის მიღმა,როდესაც საჩვენებელი წარმოდგენა იმართებოდა,ჩემს მაგივრად ყოოველთვის ცეკვავდა სხვა,ნინა მე არ მყოლია ე.წ.“კლიშე“.ძალიან ბედნიერი ვარ და ცოტა ამაყიც,როდესაც ვფიქრობ,რომ ჩემი დახმარებით პატარა ბიჭი გადარჩა.
-მიუხედავად იმისა,რომ შოკში იყო და საუბარი უჭირდა მიკას,მაინც იმას მეუბნებოდა:დედიკო ძალიან ლამაზმა გოგომ გადამარჩინაო,აუცილებლად უნდა გაგაცნო მიკა,გადაირევა სიხარულით რომ გნახავს.
-დათის გული აუხსნელი ემოციით იბოჭებოდა,ამ კაფანდარა გოგონას მიმართ და ხვდებოდა სწორედ ეს ჭორფლიანი იქნებოდა მისი დიდი თავსატეხი და თავის ტკვილიც,ამის გაფიქრებისას გააჟრჟოლა სხეულში და წვერში ღიმილებიც გაეპარა...დაუნახა ნანომ,ღიმილიც ცოდნიაო,თავისთვის ჩაილაპარაკა და არანაკლებ ჩაეღიმა დათისაც. ნინამ მალევე გადაიბარა ოფისი და დათიც დაბრუნდა განყოფილებაში,წინ დიდი ამბები ელოდა,უამრავი ფურცელი იდო მის სამუშაო მაგიდაზე სახელით საქმე N17,და მაინც რატომ მიახალა ახლა, ამდენ საქმეში თავჩარგულმა საკუთარ თავს,რომ ნინა მართალი იყო:უყვარდა,სწორედ ამ სიფრიფანამ მოახერხა და ორ თვეში თავი შეაყვარა,ფიქრები ზარმა საქართველოდან გაუფანტა,ბავშვობის მეგობარი ურეკავდა,ადამიანი,რომელსაც საკუთარ სიცოცხლესაც კი ანდობდა.
-გისმენ ჩემო უერთგულესო მეგობარო,ომახიანად შესძახა დათიმ,შემიძლია გითხრა ჩემო ყველავ და ყველაზე ძვირფასო,მე ვგიჟდები შენზე და მეტადრე მენატრები.
-დათი,მეგობარზე და სულზე უტკბესო,შენ ახლა მე სიყვარულში გამომიტყდი?მითხარი ვინ ჩაგასო მახვილი და ვინ დაგიმტკიცა,რომ თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ?პასუხობდა მეგობარი დათის და ტელეფონს მიღმაც იგრძნობოდა,რაოდენ წრფელი და უპირობო იყო ეს მეგობრობა.
-მე ახლა გამოვტყდები,რომ შეყვარებული ვარ და ეს შენ არ ხარ...იცინოდა დათი,
-ნანო,ნანო მაჭარაშვილი არა?მეილი ნახე დათი,მე კი მუდამ თქვენს სამსახურში მიგულე-თ ზარი შეწყდა.
ფაილი ნანო მაჭარაშვილი,დაბადებული ქალაქ თბილისში,22.02.2003.საჯარო სკოლის შემდეგ,წარმატებით ასრულებს უნივერსიტეტს,წითელ დიპლომზე,ჰყავს დედა ირინე ტუღუში,ატარებს მამის გვარს და არასდროს დაფიქსირებულა მამასთან ერთად.სკოლის პერიოდიდანვე მუდამ ატარებს დროს სამ მეგობართან ერთად.კომუნიკაბელური,თუმცა თავს არიდებს ხმაურიან თავშეყრის ადგილებს.ოხ ნანო,სად დააგროვე ამდენი შენზე შეყვარებული ბიჭი?ახლა ამათ უნდა ვსდიო?ოო ეს საინტერესოა, ვინ არის ბიჭი, რომელიც წლებია დღემდე გიგზავნის ყვავილებს?თანაც ზამთარ ზაფხულ ერთსადა იმავე ტიტებს...ეს არ მომწონს,პრობლემები მაკლია ხო ?!!დათი შარაშიძე,შარში ხომ არ ხართ შემთხვევით?არა ეს ბიჭი მანიაკია და როგორ დავითანხმო აქ ჩამოსვლაზე?შესანიშნავ თანხვედრაში მოდიოდა საკუთარ თავთან დათი.
-ბატონო დათი,კაბინეტში ერთერთი გერმანელი ოფიცერი შევიდა,მოგახსენებთ რომ საქმე N17 ზე ორდერი დაიშვა,შეგვიძლია მარელა ბეკერის ვილის დათვალიერება.მზად ვართ კიდევ ერთხელ ჩავატაროთ საგამოძიებო მოკვლევა,გარდაცვლილის სახლში.
-მოკლულის,შეუსწორა დათიმ და წასასვლელად მოემზადა.
-თქვეენც?გაკვირვება ვერ დამალა ოფიცერმა
-რათქმაუნდა,მე ყველა ჩატარებულ ოპერაციას დავესწრები,ყველა დეტალსა და ნიუანს დაწვრილებით გავივლი!
-ბერლინიდან რამდენიმე კილომეტრში იდგა ქალბატონი მარელა ბეკერის ვილა,ბეკერი ადგილობრივი ბერლინელი იყო 18.03.1976 ში დაბადებული.სახლი სადაც გერმანელი ქალბატონი ცხოვრობდა,გარედან თითქმის ცივი და უემოციო ჩანდა-გვერდით ჩავლისას,ვერც კი წარმოიდგენდა სულიერი,რა დიდი ისტორია იმალებოდა გალავნის მიღმა... მაღალი,მუქი ლურჯი კარები ,რკინის მძიმე სახელურით იღებოდა,რომელიც გახსნისას ჩუმად ჭრიალებდა.ღობის გასწვრივ ძველი ვაზი იყო ასული,დატყობოდა უპატრონობა და მაინც ურჩად აგრძელებდა ზრდას.ვილაში შესვლისთანავე იგრძნობოდა ემოციური სიცივე,კრემისფერი კედლები დროს გაეყვითლებინა,დიდი ფანჯრები იატაკზე იყო დაშვებული, ფარდებს ობი მოსდებოდა,ეს ადგილი გაგრძნობინებდათ ქალბატონის მარტო სულობაზე,თითქოს თორმეტი წლის წინ მომხადრი ამბის მოყოლას აპირებსო. არ ელოდა ასეთ ჩახლართულობას გამომძიებელი შარაშიძე,ქართველი არცერთ პერიოდში ფიქსირდებოდა მოკლულის ცხოვრებაში,ვერავინ და მათ შორის ქალბატონის ორი ქალიშილი,ვერ იხენებდა დედის ცხოვრებაში ქართველებს!ის საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი იყო,უყვრადა წესრიგი და სისუსტემდე იყო შეპყრობილი, მწვანე ფოთლოვანი მცენერეებით,უამრავ ასეთ მცენარეს ნახავდით იმ პერიოდში ვილის ეზოში,თუმცა,ახლა ხავსი ფარავდა ეზოს, სადაც მოკლეს მარელა ბეკერი...რატომ?მაშინდელი დასკვნა ბათილად იცნო!მკვლელობა ძარცვის მიზნით, სრულად გამოირიცხა!კრიმინალისტ ექპერტები საქმეს ასრულებდნენ,დათი კი დინჯი,ჩაფიქრებული ნაბიჯებით მოძრაობდა ოთახიდან ოთახში,ქალბატონის პირად სივრცეში, გამოძიებისთვის საინტერესო ვითარება შენიშნა,მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ყვარებოდა ქალბატონ ბეკერს,სახლის ჩუსტიც კი მაღალი ძირით ჰქონდა,ეგრეთ წოდებულ ვიტრინაში ელაგა,მტვერს დაედო ფეხსაცმელებზე ბინა,თუმცა გამოცდილი თვალი ცალსახად ამჩნევდა წესრიგის სიყვარულს,დიასახლის ფერებისა და სტილის მიხედვით განელაგებინა საკუთარი კოლექცია,განმარტოებით იდო მხოლოდ ერთი წყვილი „ბალერინა“ სტილის ფეხსაცმელი,ხელზე თათმანები წამოიცვა,კვალი რომ არ დაეტოვებინა, წლების მიუხედავად მაინც მკვთრად ეტყობოდა ტალახი,ზომაშიც აშკარად პატარა ჩანდა,დანარჩენების ზომა 38 ზე მიუთითებდა,ბალერინები კი 36 ზომის იყო,შესაბამის ყუთში მოთავსდა ფეხსაცმელები... ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. კიდევ ერთი,ძალიან საინტერესო აღმოჩენა,დაძველებული გაცრეცილი ფურცლები და პირადი ჩანაწარები,რომელიც დათის კაბინეტში აღმოჩნდა,დარწმუნებული იყო რომ აუცილებლად ნახავდა იმას რასაც იძიებდა,მცირე ხელჩასაჭიდს მაინც მოძებნიდა აქ...ჩქარობდა,დრო მისცეს,მართალია საქმე მკვლელობას ეხებოდა და მრავალწლიანი ლიმიტით შეეძლო ესარგებლა,თუმცა სხვა ქვეყანამ ზღვარი დაუწესა,მხოლოდ ერთი წელი.



4***
ვინმეს რომ ეთქვა დათისთვის,ერთ ჭორფლიან გოგოს საათებსაც დაუთვლი და კვირის დღეებსაცო,ჩვეულ მიმიკას არ უღალატებდა და ღიმილები გაეპარებოდა წამოზრდილ წვერში,რომელსაც უკვე წლებია ატარებდა და უემოციო სახით უპასუხებდა:კი სუნთქვებს შორის ინტერვალსაცო და ახარხარდებოდა. ნანოს მისვლიდან,ძალიან მალე შეამჩნია,რომ გოგონა კვირაში სამი დღე,განსაკუთრებით ჩქარობდა,რომ საქმე რაც შეიძლება მალე დაესრულებინა და გაქცეულიყო,თუმცა არცერთხელ ყოფილა შემთხვევა იმის,რაიმე დარჩენოდა მოუწესრიგებელი,ვერაფრით მოიცილა შეჩენილი ინტერესი და საბალეტო სკოლაშიც აღმოჩნდა,სუნთქვა შეეკვრა,როდესაც ნანო პუანტებსა და სავარჯიშო ფორმით იხილა,არც კი უფიქრია თვალს მოფარებოდა,უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა იმის ხილვა,თუ როგორ ასწავლიდა,ქართველი გოგონა გერმანელებს ბალეტის მოძრაობებს,როგორი პროფესიონალიზმით უდგებოდა საქმეს.რეპეტიცია დაასრულა,დაემშვიდობა მოსწავლეებს,წყალი გადაივლო,მოწესრიგდა და ახლა ნანო უყურებდა ორმაგად გაოცებული დათის.
-ბატონო დათი?
-ნანო,მოდი მე და შენ,სადმე ვივახშმოთ,სუში გიყვარს?თვალები გაგიბრწყინდა,ესიგი გიყვარს,წავედით,ძალიან გემრიელი სუში უნდა ვჭამოთ,ოღონდ არა გერმანული გადახდით,გასაგებია?ჩაეღიმა დათის...
არც ერთი იყო აზიური კულტურის და სამზარეულოს მოყვარული,ორივეს თანამდეროვე ევროპა ერჩია,ხელმომჭირნეობის მიუხედავად,ნანოს საკმაოდ მოესწრო ევროპის ნახვა,თუმცა ჯერაც წინ ჰქონდა პარიზისა და ბარსელონას ღირსშესანიშნაობები,სულ ამბობდა: პარიზში პირველად ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად წავალო,დათის კი თითქმის მთელი მსოფილო მოევლო.
-შეიძლება გკითხოთ?ცოტა არიყოს და ღელავდა ნანო,რაც დათის არ გამოპარვია
-ნანო,მე შეგამჩნიე რომ კვირაში სამი დღე ადრე გადიოდი,ჩემს პროფესიას დავაბრალებ და თავს გავიმართლებ,იმაში რომ გამოგყევი და არ ვნანობ,თუმცა ვერ წარმოვიდგენდი ბალეტს თუ ასწავლიდი,ალღო მკარნახობს,რომ შენი ნდობა შეიძლება,მე ბიზნესმენი არ ვარ,გამომძიებელი ვარ და აქ საკმაოდ სერიოზულ ამბავს ვიძიებ.
-მადლობა,რომ მენდობით და რაც მითხარით,მხოლოდ ჩემთან დარჩება,კვირაში ორი დღე ბალეტს ვამეცადინებ,ერთი დღე კი ვცურავ იმავე შენობაში და როგორც იქაური წევრი ვსარგებლობ უფასო აბონიმენტით,არ მინდა ფორმიდან ამოვვარდე,შეიძლება აკვიატებაა,მაგრამ წონა ჩემი სისუსტეა,თუ თქვენთვის პრობლემაა შემიძლია შევეშვა დარბაზს,თანაც ერთ თვეში კონტრაქტი მიმთავრდება და დაბრუნება მომიწევს,მოიწყინა ნანომ.
-მე შემიძლია მოვითხოვო კიდევ სამი თვე და პირადად გაგიგრძელო კონტრაქტი,თუ შენ თანახმა იქნები.მთელი არსით უნდოდა ნანოს თანხმობა,უკვე ძალიან გაუჭირდებოდა მის გარეშე.
-დიახ-მინდა,ისე განაცხადა გოგონამ თანხმობა,ბოლომდე აღარც უსმენია დათისთვის და იყო:ერთმანეთში გაცვლილი მზერა,გამჩნდარი ნდობა,უსიტყვო თანხმობა,ნაჩუქარი ღიმილი,ორის ერთნაირი სურვილი.სუში გემრიელი იყო,დათი შეყვარებული,ნანო კი ძალიან დაბნეული,ვერ ბედავდა სახელი დაერქმია იმისთვის,რაც დათისგან იგრძნო. კიდევ ერთმა თვემაც განვლო და ნანოს კონტრაქტორი დავით შარაშიძე გახდა,მოუყვა დედას და მეგობრებს თავისი გრძნობების შესახებ,ის თუ რა ხდებოდა მასსა და დათის შორის.

5***
22 თებერვალი თენდებოდა,მაღვიძარამდე გაეღვიძა იუბილარს და მიხვდა ტკბილად ჩაძინების დროც ჰქონდა,თუმცა ვერაფრით შეძლო, დასევდიანდა,არც კი ახსოვდა დაბადების დღე,ქეთოს რეზის და გიოს გარეშე.ახლა?სამუშაოს გადააყოლებდა გულს,თუ გაუმართლებდა დათის და ნინასაც ნახავდა მისი პოზიტიური ენერგიითაც შეძლებდა ავსებას...პირველი დედამ მიულოცა ყველაზე წრფელი და გულიდან წამოსული სურვილებით,მხოლოდ ერთი სურდა ირინას, ბედნიერი ნანო ენახა ისეთი, ნანოს უღალატო, შინაგანი სამყარო რომ იმსახურებდა,რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ ჩუმად შეაპარა-ნანოო,ისევ გამოჩნდა ის... ისევ ტიტები გამოგიგზავნა დეე და ისევ უსახელოდ.
-სულ ერთია ჩემთვის,აგზავნოს,ოდესმე ხომ მაინც დაიღლება?და გაოცებაც აღარ ერქვა,როდესაც აღმოაჩინა რომ ბერლინშიც გამოუგზავნეს მსგავსი ყვავილები,ცოტა შეშინდა კიდეც,თუმცა სხვა ფიქრებზე გადაერთო და დაივიწყა...
-დედა შენ როგორ ხაარ?სამ თვეში ჩამოვალ,დაპირდა ნანო დედას.
-კი, სულ თავისთან თუ არ დაგიტოვა მაგ შენმა დათიმ,ეჭვნარევი იყო ირინას სიტყვები.
-არ არის ეგრე,საერთოდ აღარაფერს მეუბნება დეე,როგორ მინდა აქ იყოთ,შენ და ის გადარეულები,ჩემი ქეთო უკვე თავს დამატყდებოდა და მეტყოდა: ადექი და ვაჩვენოთ ერს,დღეს ვინ დაიბადაო,ღმერთო როგორ მენატრებით,ცრემლი ვეღარ შეიკავა და ატირდა ახლა წავალ სამსახურში დამაგვიანდება.
-ნანო ისევ უჭმელი ხარ ხომ?ბრაზობდა ირინა
-არა იქ შევჭამ,თან გამიმართლა,ლაშა საქართველოშია დროებით და უფრო გემრიელად შემერგება საჭმელი,თავს გაუფრთხილდი დედ...
თოვლში გაეხვა ბერლინის ქუჩები,ჰაერში ყინავდა და მარტოობის მიუხედავად გულში მაინც თბილი ემოციები ჰქონდა ჭორფლიან ნანოს...მივიდა, არ გაუმართლა დათი არ იყო,თუმცა ნინამ კარშივე მიაგება ღიმილი და სახეც გაუნათდა.
-ნანოო,შემპარავად წამოიწყო ნინამ
-გისმენთ ნინა
-კარგი რაა,თავს მოხუცად მაგრძნობინებ,მე კიდევ სულ ოცდარვა წლის ვარ,შენობით ნანო.გთხოვ საღამოს სადღაც უნდა გამომყვე,ეგ სადღაც რესტორანია,ერთ მომაბეზრებელ პარტნიორს უნდა შევხვდე და მარტო თავს ვერ დავაღწევ,შენ რომ იცი, სადად და გემოვნებით, ისე ჩაიცვი,მითხარი ხომ ხარ თანახმა?
-კარგი,საქმეს მალე მოვრჩები და გამოსაცვლელად წავალ,
-კარგი და მე მოგაკითხავ ვონჰაიმში (შენობა,სადაც დროებითი საცხოვრებელია,ძირითადად სტუდენტებისთვის Studentenwohnheim)
-ქალაქის შუაგულში,იქ სადაც თანამედროვე არქიტექტურა და ისტორიული ქუჩები ერთმანეთს ერწყმის,მაღალ შენობაში მდებარე რესტორანი ახლო წარსულისა და მომავლის მირაჟს ქმნიდა,პირველივე ნაბიჯზე გახვედრებს რომ სხვა სამყაროში ხარ,შესვლისთანავე იგრძნობა ფუფუნება და მომხმარებელიც შესაბამისია,რბილი განათება,მუქი ხის ინტერიერი და მინიმალისტური დიზაინი ქმნის ატმოსფეროს,სადაც ყოველი დეტალი გააზრებულია,დაბალ ტონში აჟღერებული მუსიკა, თითქოს სივრცეს არ არღვევს და მხოლოდ ამდიდრებს.სამზარეულო თანამედროვე, ევროპულ, გერმანულ ტრადიციულ სტილზეა მორგებული,სადაც კლასიკური გემოები ინოვაციურ ტექნიკას ერწყმის.თითოელი კერძი არა მხოლოდ საკვებია,არამედ ვიზუალური გამოცდილება,ფერების,ტექსტურის და არომატის ჰარმონია. ადგილი სადაც დრო ნელდება,სადაც საუბრები მშვიდდება,სადაც ყოველი ვიზიტი ცოტათი უფრო განსაკუთრებული ხდება,ვიდრე უბრალოდ ვახშამი. სხეულზე იდეალურად ერგებოდა მინიმალისტური კაბა,თხელი ხარისხიანი ქსოვილით,რომელიც თითქოს ნანოსთან ერთად სუნთქავდა,არა გადატვირთული დეტალებით,მხოლოდ სუფთა ხაზები და სილუეტი,რომელიც მის სიმშვიდესა და შინაგან სიძლიერეს უსვამდა ხაზს,გრძელ კლასიკური ჭრის პალტოში,შავი კაბის სიღრმე კიდევ უფრო იკვეთებოდა,მსუბუქსა და თავდაჯერებულს ხდიდა, წვრილ ქუსლიანი,შავი ფეხსაცმელი,თხელი ვერცხლისფერი საყურეები და პატარა საათი.არაფერი ზედმეტი...ყველაფერი ზუსტად იმდენი,რამდენიც საუკეთესო გემოვნებაზე უსვამდა ხაზს.განსაკუთრებულად არც თმა დაუვარცხნია,ბუნებრივად ეშვებოდა და მხრებს საკმოდ ცდებოდა და თვლიდა,რომ სილამაზე სიმარტივეში, სულაც არ იყო უბრალო.მუქ ტონებში ჩაცმული ნანო თითქოს საღამოს ერწყომდა...მაგრამ მისი გამოჩენა მაინც ყველას თვალს იპყრობდა.ცრემლებს ვერ იკავებდა და ყველაფრის ფასად ცდილობდა არ ეყვირა სიხარულით,როდესაც რესტორანში შესულმა:ქეთო ორდენიძე,რეზი დუნდუა და გიორგი სულხანიშვილი დაინახა,უყურებდა მისი ცხოვრების სამეულს და სად წაეღო ბედნიერება აღარ იცოდა, და იცოდა რომ: მისი ბედნიერება დათი შარაშიძეში ცხოვრობდა.მოუსვენარმა ქეთომ თავი ვეღარ შეიკავა,ისიც ნანოსავით ატირებული წამოხტა და მეგობარს ჩაეხუტა,შემდეგ ბიჭები წამოიშალნენ და თავიანთ ფართო მხარ ბეჭს შეაფარეს ახტაჯანები,უცხო თვალიც მიხვდებოდა მეგობრობის უმაღლეს მწვერვალზე იდგა ეს ოთხეული.ოდნავ გონს,რომ მოეგო ნინას მიაპყრო მადლობის მზერა და ცრემლიანი თვალები,სიტყვის თქმაც ვერ შეძლო.
-დაბადების დღეს გილოცავ ლამაზო ნანო,შენსავით ლამაზ ცხოვრებას გისურვებ,ახლა ნინა გადაეხვია გულითადად იუბილარს.
-ნინაა დიდი მადლობა, არ ვიცი რა გითხრა,ნინა ეს როგორ მოახერხე?ყველაზე დიდი საჩუქარია,ღმერთო ძალიან დავიბენი,მაინც როგორ ნინა?ძლივს ახერხებდა საუბარს ნანო.
-ნანო,მადლობა მას ეკუთვნის,შენი ბავშვები მან ჩამოიყვანა,მე უბრალოდ რესტორანში შემოგიტყუე.მუქ ნაცრისფერ პერანგსა და შარვალში,საოცარი აღნაგობითა და სიარულის მანერით,თავდაჯერებულად მოაბიჯებდა დათი შარაშიძე,ფეხზე ოდნავ ღია შავში,ტყავის ფეხსაცმელი დეტალებშიც კი არ უშვებდა შემთხვევითობას.მძიმე მეტალის საათი ერთადერთი აქცენტი იყო,რომელიც მის ხელზე მკაცრად და უხმოდ იჯდა.მისი მთლიანობა იყო მშვიდი,შეკრული და კონტროლირებადი,მაგრამ იმ საღამოს,რაღაც ამ იდეალურ სურათშიც დაირღვა... ნანოს დანახვის შემდეგ...არც მისი სტილი,არც სიმკაცრე,აღარ ჰყოფნიდა თავის დასამალად.
-გილოცავ ზომერ შპროზიგ (გერმანულად-ჭორფლიანო)
-ბატონო დათი,უღრმესი მადლობა,შეიძლება ჩაგეხუტოთ?ისევ ატირდა ნანო
-მოდი ჩემთან და ჩამეხუტე,როგორი მტირალა ხარ,ღამით აივანზეც ასე ტირი ხოლმე,მერე ყვრიმალები გიწითლდება და დილით,რომ მოდიხარ დასჯილი ბავშვის სახე გაქვს,ისევ დააბნია და გააოცა გამომძიებელმა ჭორფლიანი.იხუტებდა ნანოს და საკუთარ თავთან პირობას დებდა: სიცოცხლის ბოლომდე შეეცდებოდა მისი ბედნიერებისთვის არსებობას. მართლაც ბედნიერბით ტკობა იყო ეს საღამო, ვერ ძღებოდა მეგობრების მონატრებითა და სიყვარულით,უამრავჯერ აჩუქა დათის ჩუმად ღიმილები და გული,რომელიც უკვე დათისთვის ფეთქავდა,ნინა კი ყველაფერს ზედმიწევნით კარგად ხვდებოდა და მკვეთრად იგრძნო მონატრება ივა დავითაის მიმართ,მონატრებოდა ყოფილი ქმარი,შვილის მამა და ერთადერთი სიყვარული,მზად ყოფნა გამოუცხდა საკუთარ თავს:დაიბრუნებდა ოჯახს და განშორების შვიდ თვეს, აღარასდროს გაიხსენებდა. ნანო,მიმართა და ფეხზე წამოდგა დათი,რომელიც ნანოსა და რეზის შორის იჯდა-პირველ რიგში მინდა,რომ თქვენობითიდან შენობითზე გადმოხვიდე,კი ვარ ბატონი გამომძიებელი,მაგრამ შენთვის მინდა დათი ვიყო,ერთი შეხედვითაც მიხვდა დათი,რომ ნანოს მისი პროფესიის შესახებ არავისთვის ეთქვა და ღიმილი ვერ დამალა... ნანო,შენს მეგობრებს ვესაუბრე და ნაწილობრივ გამოვუტყდი ჩემს გრძნობებში,სასაცილოა არა?ჯერ მეგობრებს ავუხსენი და მერე შენ განდობ სიყვარულს,ხო ნანო მიყვარხარ და ბედნიერი ვარ ამას,რომ ვგრძნობ.მხოლოდ ერთ კითხვაზე მჭირდება პასუხი,ვცადოთ ნანო?ყველა გაირინდა,თითოეულის გულისცემის ხმა ისმოდა,ნანოს პირი გაუშრა,ტუჩებს ერთმანეთს ვეღარ აშორებდა,მხოლოდ ცრემლად დაედინა ემოცია,დათი მიუხვდა პასუხს,თუმცა ნათქვამი თანხმობა ჰაერივით ჭირდებოდა.
-დათი მე არა,არა არ ვცადოთ,მე ...მეც და შუბლით ლოყაზე მიებჯინა,ცრემლი კი დათის ყელში ჩაუსრიალდა,რა რთული ყოფილა საყვარელი ქალის ცრემლი,თუნდაც ბედნიერების.
-ნებას მომცემთ?ბიჭებს გადახედა ღიმილნარევად დათიმ და სინქრონში თავის დაქნევა თანხმობად მიისაკუთრა, მერე კი ... ფანჯრებს მიღმა ბერლინი თოვლში იკარგებოდა,წამით თვალი თვალს გაუტოლდა,ისე ახლოს იყო ნანოსთან, სუნთქვა ლავიწებზე სუსხავდა,მარჯვენა ხელი ლოყაზე ისე ნაზად დაუსვა თითქოს არ ეხებოდა,თითქოს ვერ უბედავდა ნანოს მიუკარებელ კანს,პირველი წამი შოკს ჰგავდა,გაყინულს უძრავს,მერე ნანოს თითები ინსტიქტურად ჩაეჭიდა დათის პიჯაკს,ძლიერ ხელს გრძნობდა წელზე და ტუჩები თითქოს დაუბუჟდა...იმ წამს ნანომ პირველად იგრძნო პირველი,დათი მას უბრალოდ არ კოცნიდა,დათის ის უღმერთოდ უყვარდა.
-მთაწმინდაზე გაზაფხული მოვიდა დათი,მოსწყდა სიტყვები ნანოს.
-შევეცდები სულ იგაზაფხულოს...ჩემო ანო, უთხრა და კიდევ ერთხელ მოპარა კოცნა.
-ოოო რას მატირებთ რაა ორივეს ჩაეხუტა ქეთო,მერე ნინაც,არც ბიჭები ჩამორჩნენ და პირველი ცეკვაც შედგა,დაბალ ხმაზე გაისმა Johann Strauss -ის Blue Danube,ვინტაჟურ განათებაში,ღვინის ჭიქების ხმა ისმოდა და ადამიანის ჩუმი საუბარი,მთელი არსით ხვდებოდა დათი,რომ ნანო ოდესღაც სცენაზე ცხოვრობდა,ვერ აღიქვამდა მის მოძრაობებს ჩვეულებრივად,თავადაც უჩვეულოდ უწყობდა რიტმს,ნანო თითქოს მუსიკას კი არ მიყვებოდა,არამედ თავად ქმნიდა მას და აცოცხლებდა ძველ ევროპულ საღამოებს.
ნანოს ღრმად სწამდა,რომ ადამიანები შეიძლება დაევიწყებინა,მაგრამ თუ მას გამორჩეული სურნელი ჰქონდა, მუდამ დარჩებოდა ვიღაცის მეხსიერებაში...ბერგამუტისა და გრეიფრუტის ზედა ნოტებს,საყვარელივით მგზნებარედ ერწყმოდა, შავი პილპილისა და ღვიას შუა სურნელი,მუხის ხავსისა და ამბერის ნაზავს კი სიმშვიდე მოჰქონდა...არასდროს დაივიწყებდა ამ სურნელს,დათის არომატს,რომელიც პირველად დარჩა მის კაბაზე.

6***
გაზაფხულდებოდა ნელ ნელა ბერლინში და ნანოს მთაწმინდის სურნელი ენატრებოდა,იქ გაზრდილს, მონატრებოდა მისი აღმართი და ფანჯრიდან მომზირალი დედა,აყვავებული ნუში და ტყემალი,რომელსაც სრულად ნაყოფიერებასაც არ აცდიდნენ,ისე შემოსკუპდებოდნენ ნანო და რეზი ხის კენწეროში, ქვევით კი ქეთო და გიორგი ელოდნენ,გაივსებდნენ ჯიბეს და სასწრაფოდ მოკურცხლავდენენ.არ ეშინოდათ ნანული ბებოსი,ერიდებოდათ,თუმცა ტყემლის სიმჟავეზე მაინც ვერ ამბობდნენ უარს, ნანული ბებია კი სიხარულით ივსებოდა,ჯერ კიდევ თამაშობდნენ და ჟრიამულით იკლებდნენ ქუჩას ბავშვები... ბერლინში საქმიანი,რთული,ჩქარი ტემპით აგრძელებდნენ საკუთარ მოვალეობებს...დათი ძირითად დროს განყოფილებაში ატარებდა,სადაც გამოძიება პირდაპირ ჩიხში იყო,ექვსი თვეც აღარ რჩებოდა საქმის დახურვამდე, მხოლოდ ვარაუდები და არცერთი რეალური ფაქტი,რაც დათის გაღიზიანებას იწვევდა და საგრძნობლად ესახებოდა ხასიათზე,ნანოც ცდილობდა ზედმეტი ემოციებისგან არ დაეტვირთა და სიჩუმეს ამჯობინებდა,საკუთარ კაბინეტში მჯოდმი დათი მარელა ბეკერის ჩანაწერს კითხულობდა... აქ,რომ მოვიდა და ეზოში შეამოაბიჯა,მაშინვე მივხვდი ახალი სიცოცხლე იწყებოდა ჩემს სახლსა და ცხოვრებაში,ისეთი მიმზიდველი იყო,თვალებიდან საოცარ ენერგიას ასხივებდა და მიუხედავად იმისა,რომ ძალიან სევდიანი იყო,სულ პატარა იმედი კრთებოდა მის სახეზე,გამიკვირდა,როდესაც სამზარეულოზე უარი განაცხადა და ეზოს მოვლაზე გამოთქვა სურვილი მე კი ისეთი მონუსხული ვიყავი მისით,მისი გარეგნობით და საოცარი ენერგეტიკით,ოღონდ აქ დარჩენილიყო და თანახმა ვიყავი არაფერი ეკეთებინა.სულ არაფერი მიკითხავს ჰყავდა თუ არა ოჯახი,საიდან იყო,შესანიშანავად საუბრობდა გერმანულად ,თუმცა მაშინვე მივხვდი,რომ გერმანელი არ იყო.მე ის შემიყვარდა,პირველი ნახვისას პირველივე წუთიდან უპირობოდ მიყვარდა და მზად ვიყავი ნებისმიერ დათმობაზე წასასვლელად,თუმცა სულ ოდნავადაც ვერ დავიმსახურე ამ ურჩის ყურადღება,ეს მანადგურებდა დრო გადიოდა,ის კი თავის საქმეს ასრულებდა და აქ სრულდებოდა ჩვენი კონტაქტი.მიყვახარ გესმის?შენ კი გატყობ სხვისით ხარ შეპყრობილი და მგონია ეს გამაბოროტებს.ისეთი გრძნობა მაქვს,სიცოცხლეც არ უნდა,ნაძალადევად ვიღაცის გამო არსებობს და სამსახურიც სხვის გამო ჭირდება,ასე რა გტკივა?ორი დღე რომ არ მოხვედი,იმაზე ფიქრმა შემშალა,რომ ვეღარ გნახავდი და სიკვდილი ვინატრე,მხოლოდ მაშინ მოვედი გონს გალავნის კარს გადმობიჯებული,რომ დაგინახე უფრო ატკიებული და გატანჯული, ჩემო ნ,მზად ვარ შენს გამო მოვკვდე. მარტომ ჩაიკითხა დეტალურად თითოეული სიტყვა და ახლა საქმეში ჩართულ რამდენიმე თანამშრომელთან ერთად განიხილავდა.
-მისმინეთ,სერიოზული და მკაცრი ტონით წამოიწყო დათიმ,99% დარწმუნებული ვარ,რომ ადამინი,რომელიც ქალბატონ ბეკერთან მუშაობდა ქართველია,თუმცა მკვლელობის მოტივი რა გახდა?!
-იქნებ სხვა ადამიანიც ფიგურირებს?გააჟღერა ერთერთმა თანამშრომელმა
-როგორც ჩვენთვის ცნობილია მას არ უყვარდა ხალხი,საკუთარ სახლში და მხოლოდ ორი ადამინი მუშაობდა,უპასუხა დათიმ
-შვილებიც იგივეს ამტკიცებენ,ჩაერთო კიდევ ერთი გამომძიებელი საუბარში,ვილაში სულ ორი ადამიანი მუშაობდა,ერთი სახლის მოვლით იყო დაკავებული,როგორც ჩანს ქალბატონი მარელა,უფრო მეტად მზარეულს ეძებდა ვიდრე მებარეს,უბრალოდ პიროვნება ნ, მართლაც შეუყვარდა და უარი არ უთხრა ეზოს მოვლაზე.
-ერთი შეხედვით არ ჩანს უცნაური ქალი,პესიმისტური ხასიათი იკვეთება,არც სასიყვარულო ისტორიებით გამოირჩეოდა,ქმრის გარდაცვალების შემდგე ხანგრძლივი დეპრესია ჰქონდა.არავის იკარებდა,მათშორის შვილებს.მხოლოდ ერთი დამხმარე ქალბატონი მუშაობდა ვილაში... „პატაკი“მოახსენა დათის, ახალგაზრდა დამწყებმა გამომძიებელმა სანდრო სარაულმა...
-ის ქალიც გარდაცვლილია,ვცოფდები ლოგიკის დონემდეც რომ ვერ მივედი,რა არის მკვლელობის მოტივი?კარგად თუ დავუკვირდებით,უცნაურობაც შეინიშნება იმაში,რომ ძალიან სპეციფიურად ხსნის ამ კაცის მიმართ სიყვარულს...კაცის?კაცის სიყვარულს...დათის გონებაში სულ სხვა აზრი დაიბადა და სულაც არ იყო ეს მხოლოდ წარმოსახვა.სანდრო !!!
-დიახ ბატონო დათი,მთელი ყურადღება დათიზე მიიტანა სანდრომ,
-და რატომ ვართ დარწმუნებულები,რომ კაცია?იქნებ ქალია???ზუსტადაც 99% ეჭვი არ მეპარება,რომ ქალი უყვარდა,ფეხსაცმელი,“ბალერინა“დაბალძირიანი ფეხსაცმელი,ეს ფეხსაცმელი მკვლელს ეკუთვნის?ან მკვლელად ქცეულს.სანდრო, იმ ადამიანის სახელი და გვარი შემახსენე,სასჯელს ვინც იხდის.
-ბრალდებულმა გიორგი კობაიძემ,სამი წლის წინ გადაკვეთა საზღვარი,ჯერ საქართველოში ჩაფრინდა რამდენიმე დღით, ამ ეტაპზე ლატვიაში,ქალაქ დაუგავპილსში ცხოვრობს,ძმასთან ნუგზარ კობაიძესთან და მის ოჯახთან ერთად.ამომწურავი იყო სანდროს პასუხი.
-Frau Nora-ქალბატონო ნორა
-Ja,Herr David-გისმენთ ბატონო დევიდ,
-გთხოვთ რაც შეიძლება მალე მოაგვაროთ,ლატვიაში გაფრენის საკითხი,ჩემთან ერთად წამოვა,ჩვენი კოლეგა ალექსანდრე სარაული,თხოვნით მიმართა თანამშრომელს დათიმ.
-გასაგებია,მივმართავ საჭირო დეპარტამენტს.მშვიდობიანი ღამე კოლეგებო,დაემშვიდობა ქალბატონი კოლეგებს და კარიც მიიხურა.

7***
-ახალი სუნთქვა გაეხსნა გამომძიებელ შარაშიძეს,როგორ უყვარდა ადრენალინის ეს შემოტევა,შებინდებას იწყებდა, ორ დღიანი არაოფიციალური სამუშაო განრიგინ რომ დაასრულა,მობილურიც ახლა გაახსენდა და ნანოს ზარი,რათქმაუნდა უპასუხო,არავისთან დაკონტაქტება გახსენებია,თავის მოსაწესრიგებლად ყველანაირი პირობა ჰქონდა განყოფილების შენობაში და ხშირადაც საგებლობდა,მანქანის საბარგულში კი მუდამივად იყო ადგილი სუფთა ტანისამოსის.შვიდი საათი სრულდებოდა,ნანოს ვეღარ მიუსწრებდა,თანაც ამ დღეს რეპეტიციას ატარებდა ხოლმე,ჩაფიქრებულმა ვერ გაიაზრა ისე მიადგა სახლს და გაბრაზებული ნინას სახემ გამოარკვია რეალობისკენ.
-ოხ,დაბრუნდა შტეფან დერიკი,ამ ბოლო დროს ძალიან დაემსგავსე,მისნაირად ჩუმად დადიხარ,ცივი და უფრო მეტად უჟმური გახდი,უსაყვედურა ნინამ ძმას.
-ხო, მაგრამ არც მე ვარ აგრესიული,ვიცი რომ უნდა მეჩხუბო,სულ ოცი წუთი ნინა,მოვწესრიგდები და მერე ვიჩხუბოთ,ცხელი შხაპი და თავისუფალი სამოსი მჭირდება,და კიდევ ყავა,ხომ გიყვარს შენი ძმა?გთხოვ ყავა გააკეთე ნინა,ჩემო ერთადერთო,მე მაპატიეთ ფროილაინ,თქვენ მხოლოდ ივა დავითაიას ქალღმერთი და სამყაროს ღერძი ხართ,მიხარია,რომ ალაგებთ ურთიერთობას და მიხვდი რომ არც ისეთი დამნაშავე იყო,როგორც შენ შერაცხე და რამ გადაგრია?როგორ დაუშვი და დაიჯერე მისი კორუფციაში გარევა,მითუმეტეს საკუთარ კომპანიაში,მაგიტომაც არ გაპატია და ციხეში მისული უკან გამოგაბრუნა.
-და როდესაც ციხიდან გამოვიდა ზედაც არ შემომხედა,მხოლოდ მიკას დასანახად მომესალმა შორიდან,ძალიან ნანობდა ნინა საკუთარ საქციელს.
-ნინაა რატომ მგონია რომ კიდევ რაღაც გაქვს სათქმელი?თვალებში მხირული კითხვის ნიშნები გაუჩნდა უმცროს ძმას,
-მართლა დერიკი ხარ რაა.დათი, ივა დავითაია,როგორც შენ ეძახი ხოლმე აქ იყო და ჩვენ შევრიგდით,სულ რამდენიმე საათით ჩამოფრინდა და მართლა მაპატია,ძალიან ბედნიერი ვარ,ხომ იცი უნდოდა შენი ნახვა,მაგრამ ავია კომპანიისთვის ბოინგი შემოყავს და სიეტლში მიფრინავს,ყველა პროცედურას თავად უნდა დაესწროს,
-სერიოზული განაცხადია,ყოჩაღ დავითაია,საერთოდაც უმაგრესი ბიჭია და ნინა ჭკვიანად,
-და საერთოდაც შენ შხაპი გაქვს მისაღები,
-ცხელი შხაპის ქვეშ ცდილობდა დაევიწყებინა დროებით საქმე ნ17,მკვლელობა და მისი მოტივები,ნანო უნდოდა,ნანოსთან უნდოდა,მისი თმისა და კანის ბუნებრივი სურნელი,ნელ ნელა დაუკოცნიდა ჭორფლებს,უსირცხვილოდ რომ წამოსკუპებულიყვნენ ნანოს ბავშვურ სახეზე,უსაშველოდ უნდოდა ჩახუტება და მისი გულის ცემა მუსიკასავით მოესმინა დათის.აბაზანიდან გამოსული ყავის სურნელმა სამზარეულოსკენ გაიტყუა-აბა ნინაკო რამ გაგაკვირვა?ჩემი უკვე ბევრ წლიანი სამსახურიდან გამომდინარე მეგონა შეეჩვიე,რომ შესაძლოა ორი დღე და მეტიც არ იცოდე ჩემი ასავალ დასავლი.
-ჯერ იმ შენმა გადარეულმა ძმად ნაფიცმა ამიკლო,ჩემს ძმას ვერ ვპოულობ ნინა რამე მიშველეო,უთხარი დაბრუნდეს საქართველოში და მეც დავბრუნდებიო,ორი ადამიანის მისამართით ბრაზობდა ნინა.
-აი ეგ გადარეული დედამისს ისე ანერვიულებს,ერთ დღესაც მოკლავს მამამისი,მილიონჯერ გააფრთხილა,მაგრამ რად გინდა? განდეგილივით ცხოვრობს და გონია მამამისმა არ იცის სად დაეხეტება.
-დათი...მე,დედას და მამას უკვე სისხლში გაგვიჯინე შენი სამსახური და ის,რომ შეიძლება ორი, სამი, ხუთი და მეტი დღე,არ ვიცოდეთ სად ხარ,მაგრამ ნანო?ის ხომ ჯერ სათანადოდ არც იცნობს შენს გიჟურ რიტმს?ისეთი მოწყენილი და სევდიანი იყო,არც მითხრა რა ჭირდა,არც ადრე წავიდა,მე კი ძალიან მერიდება,როდესაც სახლს ალაგებს,ის ხომ შენი საყვარელი ადამიანია,თვალებიც სულ ცრემლებით ევსებოდა…წასვლისას მითხრა-არ გეწყინოს ნინაკო მოგიყვები მალეო,სულ ცოტათი მაწყენინა დათიმო.სევდიანდ საუბრობდა ნინა.
-ის ჩემი ანოა,მხოლოდ და მხოლოდ ჩემი,ისეთ სიყვარულს აქსოვდა სიტყვებში დათი,ნინას უნებლიე ჟრუანტელი უვლიდა და ბედნიერდებოდა ძმის სიხარულით.
-შენი ანო ხომ სულ ლამაზია,მაგრამ სადმე იყო წვეულებაზე?ისეთი დახვეწილია ახალ ფოტოში, ულამაზესია...
-გამორიცხულია ნინა!წამოიყვირა დათიმ,დამავიწყდა,ჩემი პატარას წარდგინება დამავიწყდა,ნინა მერე აგიხსნი რაა,მანქანის გასაღებს ხელი დასტაცა და არ ახსოვს როგორ გაიჭრა ცენტრალურ გზაზე...ახლაღა გაახსენდა როგორ სთხოვა ნანომ ჩემს გვერდით იყავი,მეც მეყოლება ნამდვილად გულშემატკივარი და თუ წარმადგინეს კვალიფიციურ ქორეოგრაფად,მეც ნამდვილად დამიკრავენ ტაშსო,-იცი დათი?სცენაზე სანამ ვიდექი,ათასობით ადამიანის აპლოდისმენტში მაინც მესმოდა ირინას ტაშის ხმა,ის ორმაგად, მამის მაგივრადაც მიკრავდა ტაშს და მე ყველაზე ბედნიერი ვიყავი,როდესაც პარტერში ირინა და ჩემი მეგობრები ისხდნენ... - ახლა მე დაგიკრავ ყველაზე ძლიერად ტაშს და მე ვიამაყებ ჩემი ჭორფლიანითო, დაპირდა დათი და მერე რა ქნა?მარტო დატოვა,დაავიწყდა,მისი პირველი თხოვნა არც კი გახსენებია, გული მოეწურა ნანოს წყლიანი თვალები რომ წარმოიდგინა,პირველივე თხოვნაზე უთხრა უნებლიე უარი... რამდენჯერ მიუკითხავს ღამით,ჯერ კიდევ მაშინ,ურთიერთობის სტატუსი რომ არ ქონდათ,სულ ასე იცოდა, თუ რამეს დარდობა:ვონჰაიმის პირველ სართულზე,სადაც ცხოვრობდა,აივანი პირდაპირ მიწაზე იდგა,მოხერხებულად ჩამჯდარიყო სკამში, ყავა გაციებულიყო,სიგარეტიც მარტოობით იწვოდა, ნიკოტინი თითქოს მოწოლილი მონატრების წამიერ გაფანტვაში შველოდა,ცრემლიც მორეოდა... გაზაფხულის ჰაერი,ღამის ბერლინს თითქოს ახალ სუნთქვას უხსნიდა,დათის კი ცივად ეხლებოდა სახეზე...მაინც ვერ თბებოდა აპრილი ბერლინში... თბილისში?მთაწმინდაზე აფეთქებული ტყემალი,ნუშთან მრუშუბას ჩემულობდა...ბავშვობის სურნელი მონატრებოდა,მონატრებოდა ფანჯრიდან მომზირალი დედა,ნანოს აღმართზე ქოშინით ამორბენილი რეზი დუნდუა და გიორგი სულხანიშვილი,იცოდნენ საღამო ხანს, ქეთო და ნანო აუცილებლად იქნებოდნენ ეზოში ბიჭების მოლოდინში,იმ იმედით რომ საყვარელ ნაყინს ერთად მიირთმევდნენ... იყო ასაკობრივი პროტესტი,ბიჭები ოთხი წლით უფროსები იყვნენ და იმ პერიოდს ვერ პატიობდნენ სხვა მეგობრებსაც,რომ უთმობდნენ დროს,ისინი რომ სტუდენტები გახდნენ და გოგონები ისევ სკოლის მოსწავლეები იყვნენ...ახლა გვიანი ღამე იყო თბილისში, არ გააღვიძებდა მეგობრებს,არა და რას არ დათმობდა ახლა გიორგის მხარზე გემრიელად ტირილზე და რეზის მშვიდ ხმაზე,,,ნანუც, გინდა ეგ შენი ცრემლები ორმაგად ვადინოვო?ფიქრებში წასულ ნანოს,ცრემლთან ერთად ღიმილიც შეერია და ვერც კი მიხვდა მთელი ეს დრო,როგორი დაკვირვებით უმზერდნენ დათის თვალები.
-ანოო... დაუძახა დათიმ ჩუმად და ფრთხილად შეეხო ლოყაზე,მიუხედავად სიფრთხილისა მაინც შეეშინდა,არავის ელოდა იქ,მითუმეტეს ღამით
-დათიი...შენ....ძალიან გვიანია
-აქ მოსვლისთვის ანო? თუ ცუდმა ბიჭემბა რომ არ შემაშინონ? ბოდიშისთვის?
-მე ბოდიში არ მინდა დათი.
-მაპატიებ?უყურებდა საყვარელ ადამიანს და ხვდებოდა, როგორი ნატკენი გული ჰქონდა
-იცი გუშინ ჩემთვის რა დღე იყო?
-ვიცი ჩემო პატარა,უბრალოდ საქმე მქონდა
-გახსოვდა?დათი გულწრფელად მითხარი გაგახსენდა,რომ ნანოს აკადემიაში მნიშვნელოვანი საღამო ჰქონდა? „უბრალოდ“ მე ვარ და არა შენი სამსახური,არც მაქვს პრეტენზია,მე ძალიან მინდოდა ჩემთან ყოფილიყავი და არაფერი უბრალოდ.
-მე ჯერ ვერ ვისწავლე,როგორ არ „შეგიშალო“მასწავლე ანო,მაგრამ ეგ არ ამართლებს იმას,რომ მარტო დაგტოვე.
-იცი რამდენჯერ შევხედე კარს?სანამ ჩემს გვარს იტყოდნენ და როცა წარმადგინეს, აღარ მიხაროდა. მე არ დამიკრეს ტაში,მხოლოდ ფორმალობა იყო,ცივი და კოლეგიალური. სულ მარტო ვიყავი,შესაძლოა ისედაც ასე მომხდარიყო შენ რომ არ გამეცანი,მაგრამ მთელი გულით მინოდა გენახა რომ მხოლოდ სახლების დალაგება არ მეხერხება,ცრემლს ვერ იკავებდა,მაპატიე ჩემი ემოციურობის გამო...მოიბოდიშა ნანომ და უნებლიედ თავი ჩახარა...
-გევედრები ნანო ნუ გააგრძელებ,ისედაც იცი ჩემი აზრი მაგ თემასთან დაკავშირებით.
-რას მთავაზობ?უსამსახუროდ ვიყო და შენ ფულს მომცემ?არ მრცხვენია ამას რომ ვაკეთებ. დათი, მე მხოლოდ დედამ გამზარდა,ვერ გეტყვი მშიოდა და პური არ მქონდა მეთქი,თუმცა არასდროს მიცხოვრია ფუფუნებაში და ჩემი სურვილები, ყოველთვის შემოსავლის მიხედვით სრულდებოდა,ჩემი მეგობრების და მათი ოჯახების მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები,ისევე მითვალისწინებდნენ,როგორც საკუთარ შვილებს,მე ხშირად მინახავს როგორ ალაგებდა ირინა სხვის სახლს,ახლა მე ეს საქმე მჭირდება გესმის?მინდა შემდგარი ადამინი ვიყო და თუ ოდესმე შვილი მეყოლება არ მინდა მასაც ქონდეს ის კომპლექსები რაც მე სანამ პატარა ვიყავი,ახლა მეამაყება ჩემი ირიშა,მაგრამ ხშირად მიტირია სირცხვილისგან...მინდა სწავლა გავაგრძელო, ეს დანაზოგი კი ძალიან დამეხმარება,სულ ცოტაც მადროვე,მომავალ კონტრაქტორად სხვას მოვძებნი,როდესაც აქ დაბრუნება მომიწევს.
-ნანო მე უბრალოდ
-შენთვის ყველაფერი უბრალოდაა რაც მე მეხება, ჩემი სამსახური,ჩემი ემოციები,ალბათ გულში გეცინება არა?
-უსმართლოდ მექცევი,მგონი აზვიადებ,ახლა შენთან ყოფნა შეუძლებელია. არ უნდა ეთქვა,კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა,მას ისედაც კომპლექსი ჰქონდა,რომ არ უნდოდათ მის გვერდით,მისმა ბებიამ ხომ არ მოინდომა?არც მამას ჰქონდა მასზე წარმოდგენა,იქნებ არც მამას ნდომებოდა?მას კი მამას გოგოობა უნდოდა...
-კარგი დათი,რადგან ასეა ნუ იქნები!ახლა გასაგებია...რა იყო მიზეზი იმისა,რომ დარეკვის და გაფრთხილების ღირსადაც არ ჩამთვალე,არც ჩემს ზარზე შეიწუხე თავი,მართლაც ვეღარ აკონტროლებდა ემოციებს ნანო.
-რა ვერ გაიგე?! ვმუშაობდი და ვერ გიპასუხე,მე ასეთი სამსახური მაქვს! და დიახ! არ გამახსენდა ეგ საღამო,ამიტომ აღარ მიყვარხარ!?ასე გინდა რომ წავიდე?!აღარც დათიმ დათმო
-წადი,მინდა რომ წახვიდე!!!
-რა მძიმედ მიათრევდა ნაბიჯებს.განშორების ტკივილებს ცვლიდნენ ერთმანეთში, ერთმანეთის დამოუკიდებლად...მანქანის კარი ისეთი ხმით მიიკეტა დათიმ, ნანოს ტანში გასცრა. ვეღარ გაძლებდა! ძილიდან გამორკვევა გაუჭირდა ქეთო ორდენიძეს.
-ქეთოო მაპატიე რაა...რომ არ დაგელაპარაკო გავგიჟდები, წავიდა გესმის?ჩემი ბრალია, ბოდიშის მოსახდელად იყო და მე... მე არ მივიღე,პირველივე შეცდომა არ ვაპატიე,ქეთოო რა ვქნაა?ძალიან ამაყია,არ შემირიგდება, ქეთო მიშველე რაა,რამე მითხარი...
-ოხ ნანოო,ჯერ ცოტა დამშვიდდი,რატომ მყავხარ ასეთი ემოციური?მესმის შენი,ძალიან გეწყინა,მაგრამ რამ გადაგრია?ხომ გვასწავლა ცხოვრებამ,რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვინდა.ჩემიდან მაინც ვერ ისწავლე?მასე მოქცევით დავკარგე ნიკოლოზი და ახლა რა დამრჩა?სიამაყე და მარტოობა,გთხოვ მოუბოდიშე, იბრძოლე გესმის?ცრემლები შეიმშრალე და თავს შემოუძახე,ხომ აგრძნობინე,რომ დააშავა?ახლა შენი დანაშაულიც აღიარე, შენც მოიხადე ბოდიში.უყვარხარ გესმის?დათის შეხედვისთანავე ეტყობა როგორი დიდი გრძნობა აქვს შენს მიმართ.იცი რამდენი რამ გააკეთა? შენს დაბადების დღეზე რომ ჩამოვსულიყავით, ყოფლი სიძეც კი შეაწუხა და ჩვენთვის ბილეთები დაუშვეს,დაუგეგმავი რეისი შედგა.
-ვერ ვსუნთქავ ქეთოო,რატომ არის ასეთი კარგი?მე საშინლად,თავხედი პატარა გოგოსავით მოვიქეცი.
-ყველაფერი გააკეთე და შეირიგე შენი სიყვარული,ჩემსავით არ „ჩააჭირო“,დაღლი იცოდე
-ისე,რომ იცოდე შენც გაქვს შანსი და ისიც იცი რა უნდა ქნა...
-რა ვქნა?მოვიტაცო?
-იცი სადაც არის და ისიც იცი,რომ მარტოა, მიდი მასთან,მიხვაალ?
-მივალ ნაა,მივალ და ბოლო შანსს მივცემ საკუთარ თავს,თუ კიდევ ვერ მაპატია,მაშინ ჩავთვლი,რომ ჩვენი დასარულია!
-ნიკოლოზი მომიკითხე,სიძეა დღეიდან ჩვენი.
-ნუ აცანცარდი ახლა.
-ზუსტად ვიცი რომ სიგიჟემდე უყვარხარ,ენატრები და გელოდება.მეჯვარე მე ვარ მიყვარხარ ქეთუნ.

-იქ ყოფნის ყველაზე რთული დილა გათენდა,სხეულიც კი ეურჩებოდა,ძალიან განერვიულებულს და ღამე ნათენებს,ლაშა ქორიძეც სახლში დაუხვდა და საბოლოოდ წაუხდა ხასიათი.
-მობრძანდით,ისე არ „ტეხავს“ შარაშიძეების მიმავალი რძალი მათ ბინას რომ ალაგებს?გადაირევა მამიდაჩემი,რა სახე გაქვს?ოხ გამომძიებელმა ხომ არ გაწყენინა?არ ეშვებოდა ლაშა
-ბატონო ლაშა,ბევრი საქმე მაქვს
-ლაშა დამიძახე,ინვალიდი რომ არ ვიყო შემომხედავდი?მოგეწონებოდი?ნანო მიიპსუხე!
-არასოდეს!ისეთი ტონით უთხრა მიხვდა, ლაშა მართლა გადაიმტერა.
-ნანო, სამარეს ითხრი მაგ სიტყვებით და საკუთარი ხელით ჩაწვები!რომ შეგეხო დათის ეტყვი?ულამაზესი მუხლები გაქვს,თქვა და ამაზრზენად შეეხო,ზიზღი აღებეჭდა გოგონას,ხელი შეახო მუხლებზე,რომელსაც შავ „კოლგოტში“მალავდა,უხედბოდა მუხლს აცდენილი კაბა შავი სისადავით.
-გგონია მამცირებ?არ ვეტყვი დათის,თავად გაგიმკლავდები,არც ისეთი უსუსური ვარ.
-როცა ვეღარ გამიმკლავდები და თქმას დააპირებ გვიანი იქნება,არ გაპატიებს და სიცოცხლეს გაგიმწარებს.მე ვიცნობ დათის,ყველაზე მოსიყვარულე და ამავე დროს სასტიკია, როცა ზღვარს კვეთენ და შენ, აუცილებლად გადაკვეთ იმ ხაზს,სადაც დათის მოთმინების ფიალა ივსება.დაგემშვიდობები ნანა,აეროპორტში მაგვიანდება,ფეხზე ხომ უნდა ვიდგე,როცა დათი გამოგაგდებს მე დაგხვდები.
-არასოდეს!!!თითქმის იყვირა ნანომ
-არასოდეს თქვა არასოდეს ნანა.
-მართალი ხარ,სულ ვამბობდი არასდროს მექნება ადამინების მიმართ სიძულვილი მეთქი,აი შენ ნამდვილად მძულხარ!
-სიძულვილიდან ერთ ნაბიჯში დგას სიყვარული Auf Wiedersehen Nana
-ცრემლებს ვეღარ გაუმკლავდა,არც ძალა ჰქონდა,ძლივს მოძრაობდა ოთახიდან ოთახში და ცდილობდა როგორმე საქმით დაეკავებინა გონებაც,არც სადილის მოსამზადებლად უფიქრია ბევრი,ტოლმა გააკეთა დათის საყვარელი საჭმელი,თავადაც გიჟდებოდა ამ კერძზე,დაღლის მიუხედავად,საქმის დასრულების შემდეგ თავი მოიწესრიგა და ჩამოჯდა,ფიქრებიდან ნინას მხიარულმა თავდასხმამ გამოარკვია.
-ლამაზო ნანო მოვედიი.სევდიანი ხარ,ნამტირალევი,თვალებ ჩაცვენილი,ღამე ნათევი,მაგრამ ლამაზი ხარ მაინც,სახეს ნუ მარიდებ გთხოვ,მე მაგ პერიოდს წელიწადზე მეტ ხანს გავდიოდი და ჩემი დაუფიქრებლობით კინაღამ სამუდამოდ დავკარგე ივა.გაივლის ნანო,გაივლის.
-არ მაპატიებს,ამოიტირა განადგურებულმა ნანომ,
-გაპატიებს,წუხელ განადგურებული და გადარეული დაბრუნდა,ცოფებს ყრიდა,სულ თავხედი პატრა ბავშვი გეძახა,მაგრამ წუთი არ უძინია,ისე როგორც შენ.
-ძალიან მინდოდა დათი იქ ყოფილიყო,მაგრამ ზედმეტი მომივიდა.
-არ იტირო რაა...
-შენი აზრით მაპატიებს?
-არა!იყო პასუხი და ხმას სუსხი შეურია იმ წუთის მოსულმა დათიმ...
-ნინა,ძლივს ამოთქვა ნანომ,მე წავალ კარგი?
-არა ნანო ვერ წახვალ,დღეს შენ საერთოდ არ გიჭამია,ახლა კი ერთად ვივახშმებთ.
-ნინა თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ,ნუ დამაძალებ,ნამცეცსაც ვერ შევჭამ,ნუ მაიძულებ,ნუ ჩავუშლით დათის ვახშამს,ისედაც როგორი დაღლილია,გთხოვ გამიშვი,მუდარის თვალებით უყურებდა ნინას.
-კარგი,გიშვებ და ხვალ გელოდები... ნანო გააცილა და ისეთი ხმით დაუძახა ძმას,დათი რასაც ქვია შეხტა.
-ნინა,ასეთი პატარა გოგო და ამხელა ხმა???შემეშინდა
-ოხ გული არა გაგისკდეს... მოიწიე,კარგად მოიწიე,აი აქ ყელთან სველი მაქვს,იცი რატომ?შენი ანოს ცრემლებია,წასვლისას რომ ჩამეხუტა ცრემლი ჰქონდა სახეზე, შენს ანოს.
-აღარ უნდა ჩემობა,ასე რომ არც ანოა,და არც ჩემი.
-არ არის პრობლემა,დარწმუნებული ვარ ბევრი გაიხარებს ახალი ამბით,აქაც და საქართველოშიც,მერე სხვისი გახდება.
-ნინა, მართლა არაფერი უჭამია დღეეს?
-არც გუშინ!
-რა ვუყო ნინა?თავს იკლავს?ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლებს,თან ძალიან გახდა.
-დიდი ხანია რაც სხვის გოგოებზე დარდობ?
-ნინა რა ცუდი ენა გაქვს.
-შენ კიდევ ხასიათი ჩემო ძმაო,დათი მოიცადე ნანო მირეკავს,უთხრა ძმას და მობილური სპიკერზე ჩართო-ლამაზო ნანო მითხარი რომ მშვოდბა გაქვს…
-ნინაა,ეტირებოდა ნანოს და ძალიან აანერვიულა შარაშიძეები.ნინაა,იცი ჩემი ქეთო გათხოვდა,აპატია ნინა,ნიკოლოზმა აპატია და ახლა ისეთი ბედნიერები არიან,მეც ბედნიერი ვარ და რომ არ დამერეკა ეს სიხარული არ დამეტეოდა,მაპატიე რაა ძალინ გვიან დაგირეკე.
-ნანოო მაბრაზებ,პირიქით გამახარე ძალიან ქეთოს ამბით,შენ რამე ჭამე საერთოდ?
-კი კი,სულ ცოტა,ნინაა მძიმედ ჩაისუნთქა ნანომ და განაგრძო,მან?დათიმ ჭამა?ისეთი დაღლილი იყო...ახლა მიხვდა დათი, რას ნიშნავდა ნინას ნათქვამი გულზე მიჭერსო,როდესაც ივა დავითაიამ განქორწინება მოითხოვა.
-ჭამა ჩემო პატრავ,დაისვენე კარგი?ძალიან ხარ გადაღლილი და გამხდარი,თან ხვალ კვირაა და გამოიძინე.არ მოხვიდე...აბა დედა დაიფიცე,ნანო
-რაზე?ვერ გაერკვა ნანო,რატომ სთხოვა დაფიცება ნინამ.
-დაიფიცე რომ ჭამე,ისე არ დაგიჯერებ
-ნინაა,ვჭამე
-დაიფიცე...
-არა ნინა,ვერ დავიფიცებ
-რატომ?
-არ მშია ნინა,ვერ ვჭამ.
-არ შეეეგო დათისაც,სიგარეტს გაუკიდა და აივანს მიაშურა.აივანზე იყო ნანოც,ეწეოდა.


8***
წვიმიანი,ცივი დილა გათენდა,ვერ მაისობდა ბერლინში, დასვენებას გეგმავდა,მაგრამ ვერ გაძლო, სახლში დათის სიცივეს ვერ გაუძლო და წვიმის მიუხედავად გარეთ გავიდა,მერე რა თუ დასველდებოდა?თითქმის ნახევარი წელი სრულდებოდა მისი გერმანიაში ყოფნის,მართლაც თავისად გაიხადა ეს ქვეყანა და მეტად ქალაქი,უფრო მეტად კი დათი შარაშიძე ეთავისებოდა.ლამაზ ნანოს მკაცრი გამოძიებელი შეუყვარდა,გამომძიებელსაც უყვარდა თავის ანო და ტანჯავდა უანოობა,ვერც მან გაძლო,ვერ დაისვენა,არ ეკვირავებოდა,ერჩია კაბინეტში გამოკეტილიყო და ისევ საქმე N17 -ში გადაშვებულიყო...მანქანა ცენტრალურ გზაზე გაიყვანა შინაგანად ჩქარობდა,საად?მისი ანო არ ელოდებოდა,უნდა მისულიყო და მისი მარტოობა შეეჭამა,ერთ ლუკმად ექცია,თუმცა გაუძლებდა ეს პატარა გოგო დათის?შეძლებდა მის მიტანას?ორი ურთიერთობა სწორედ მიუტანლობამ დაუნგრია,განსხვავება ერთი იყო:აქ ბრძოლაც უნდოდა,უნდოდა ნანო მარტო არ ყოფილიყო,ახლა თავი მხოლოდ საქმისთვის ვეღარ ემეტებოდა.ანოსთან მივიდოდა და ბედნიერების წუთებს დაიყენებდნენ,კლასიკურად გაიყვანდნენ კვირა დღეს,ფილმს ჩართავდნენ,იქნებ პოპ კორნიც მოემზადებინათ და ნანოს მის მხარზე ჩაეძინებოდა,არ ყოფნიდა მხოლოდ მხარზე ჩაძინებული,ყველა ღამე და დილა უნდოდა ანოთი დაწყებულიყო...დათიმ სიჩქარეს უმატა ... ცამ წვიმას. ხალხის ჩოჩქოლი, მანქანები,პოლიციის ციმციმა,საწვიმარი ეცნო,ერთად იყიდეს,მას შავი ქონდა, ნანოს თეთრი.პირველად ისაგრებლა სამსახურებრივი ნიშანით,მაშინვე წარადგინა სამართველოს საშვი და ყვითელი ლენტი გადაკვეთა.მიიტანდა, ნანოსთან ერთად სურდა ცხოვრების სიმატკბილობის მიტანა დასასრულამდე,იქამდე ვიდრე სიკვდილი არ დააშორებდათ და სიკვდილი მითუმეტეს შორს უნდა ყოფილიყო.
-ნანოო,დაიღრიალა და შეძრა ცივი ბერლინი დათიმ...როგორ მოეშვა ნანოს,რამხელა იმედი იგრძნო,ახლა პატრონი ყავდა...მთაწმინდაზე გაზაფხულდებოდა...გული დაუმშვიდდა,ტკივილი ახლა იგრძნო,მოწყდა, სასწრაფოს მანქანაზე ჩამომჯდარმა თავი ჩაქინდარა და ექიმის ხელებს წნევის ვარდნა და გლუკოზის დაცემული ნორმა შეატოვა...
-ანო თვალი გაახილე,გადაირიე ხოო?გამოფხიზლდი,შენ უნდა ამიხსნა,ქართულად მჭირდება,ახლა გერმანული არ მესმის,მხოლოდ შენ ამიხსნი რა მოხდა,შეძრა გერმანელი ექიმი ქართულად მოსაუბრემ.
-წნევა დაუვარდა Herr,ნუ გეშინიათ,სულ მალე მოვა გონს...თითქოს მართლა აღარ ესმოდა გერმანული,სანამ ნანოს გახელილი თვალები არ დაინახა და მძიმედ ამეტყველებულის ხმა არ გაიგო...
-კარგად ვარ დათი,მართლა კარგად ვარ,გეხვეწები უთხარი ჰოსპიტალში არ წამიყვანონ და ყველაფერს შევასრულებ რასაც მეტყვიან,წამალსაც დავლევ,ვიწვები,ვონჰამში წავალ და სიტყვასიტყვით შევასრულებ მათ რჩევებს.
-აუცილებლად შეასრულებ,ოღონდ ჩემთან წამოხვალ.
-არა...
-მაშინ ჰოსპიტალში წაგიყვანენ და ხელსაც არ გავანძრევ,ახლა ცოტა ხალისობდა ნანოს შიშებზე.
-არ გამიშვა რაა,ცრემლს ცრემლები დაედინა
-უკვე მოვაგვარე,სახლში მივდივართ,ჩემთან მიმყავხარ გესმის?ხელში აყვანილი მიიყვანა მანქანამდე და ფრთხილად ჩასვა...ნანომ ვერ დაუნახა,მაგრამ დათისაც მოებჯინა გორგალი ყელში და ერთ წვეთ ცრემლად იქცა,გული ატკივდა უღონდ მყოფი ნანოს შემხედვარეს...რა მოგიხერხო?რა გაუკეთე შენს თავს?იქ რა გინდოდა?სახლში უნდა ყოფილიყავი,ამ დილაუთენია სად გეჩქარებოდა ანო?ვერ მიხვდა ისე აუწია ტონს დათიმ.
-შენთან მინოდა,ვიფიქრე ტაქსით უფრო მალე მოვიდოდი,მერე ნაწვიმარზე მოსრიალდა ჩვენსკენ მომავალი მანქანადა, ჩემს მხარეს მინა ჩაიმსხვრა,სახით მივეჯახე და
-და შუბლი გაიტეხე,ტუჩი გაქვს გახეთქილი,სახე მთლიანად დაბეჟილი,აშკარად მუხლიც გტკივა,თუმცა არ იმჩნევ ისეთი ჯიუტი ხარ!რა გინოდა?! რა გინდა ნანო???
-ბოდიში მინდოდა მომეხადა და შენთან ჩახუტება მინდოდა,კოცნა მინდა.გაიგო თუ არა ეს სიტყვები,უსწრაფესად გადაიყავნა გზიდან მანქანანა და მკვეთრი მუხრუჭით გააჩერა,ახლა უფრო შეეშინდა ისედაც დასტრესილ გოგონას,ვიდრე ავტო საგზაო შემთხვევის დროს და წამოიყვირა...დათი,გთხოვ,გთხოვ არ გინდა მეშინია დათი...
-მოდი,მოგეხმარები და მანქანიდან გადმოდი,უკან გადავჯდეთ,ნუ მიყურებ დამფრთხალი თვალებით,ჩახუტება მინდა,კოცნა მინდა,ჩემი გაზაფხულის სუნი მომენატრა,გულში იკრავდა გულით საყვარელს და ერთად მისატანი ბევრდებოდა...ნანო ყველაფერს გავუძლებ,ბევრის პატიება შემიძლია,მაგრამ უშენობას თუ შემაძლებინებ ვერ გაპატიებ,იცი როგორ მიყვარხარ ლამაზო ნანო?რა მართლად შეგარქვა ნინამ...
-მე იცი როგორ მიყვარხაარ?ბუნებრივზე მეტად ღია თაფლისფერი თვალებით შესციცინებდა დათის და ბედნიერება იღიმოდა ჰაკეშერ მარკეტის ქუჩაზე,სადაც ძველი ევროპული შენობები,პატარა ჩიხები,ქვის ქუჩები,ვინტაჟური კაფეები,თბილი განათებები და თანამედროვე კულტურა ერთ ნაზავად იყო შერწყმული და მითუმეტეს დამთვალიერებელს თვალს ჭრიდა თავისი არასტანდარტულობით. -დათიი, ეს რომ არ დამმართნოდა მაპატიებდი ჩემს სიტყვებს?
-ახლა ისე მაბრაზებ მართლა უპატიებელს ჩავიდენ,გგონია ცუდად რომ ხარ მეცოდები და გაპატიე?მე ჩემი თანამშრომელი ქალბატონი ნორაც მეცოდება,ჩემნაირის ატანა რომ უწევს,რა გავაკეთო?მოვიყვანო ცოლად?ხარხარებდა დათი,მინდა გითხრა რომ ამ კვირა დღეს არც მე მქონდა სამსახური და შუა გზიდან შენთან მოსვლა გადავწყვიტე,დანარჩენი კი თავად მიზიხარ ფაქტი,შუბლ გატეხილი და ტუჩ გახეთქილი,მიყვარხარ მე შენ და ძალიან ბევრი რამის პატიება შემიძლია,ამ ჩხუბით საერთოდ არ ჩამითვლია რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა,ასე რომ მოკუმე ეგ გახეთქილი ტუჩები, ან მაკოცე.
-კოცნა მირჩევნია,თავჩახრილს ჩაეცინა ნანოს,
- კოცნა შესრულებულია,ახლა წავიდეთ ნინა გველოდება
-მერიდება ნინასთან
-ნანო!მკაცრად მოუვიდა დათის,მაგრამ არ შეუცვლია ტონი ისე განაგრძო:ჩემთან მოდიხარ და სხვა ვერსია არც განიხილება.ნუ გერიდება, ჩემი დის თვალწინ ხელს არ დაგაკარებ, კიდევ აუტყდა სიცილი დათის და ისე ჩაიხუტა ნანო,თითქოს ართმევდნენ მის თავს,ამის გამო შეეძლო ნებისმიერს მტრად ქცეოდა,მოუწევდა მტრობა?პირველად იყო,როდესაც ნანოს ჭრილობას სულს უბერავდა და აცრემლიანებული თვალები სულამდე აღწევდა,თავის ხელებით დაუმუშავა შუბლი და ისეთი ნაზი იყო საკუთარი საქციელი აკვირვებდა. არადსროს დაივიწყებდა სიტყვებს,რომელსაც ყველა გაფიქრებაზე მოჰქონდა ნანოს სურნელი:მთაწმინდაზე გაზაფხული მოვიდა დათი,დათისთვის ნანო იყო ყველა გაზაფხული,გულის წადილი,დილის გათენება.ნანოს სუნი ასდიოდა დათის ბედნიერებას და პირობას აუცილებლად შეუსრულებდა:ანოო შენს სურნელს ისეთი სუნი აქვს,ერთ დღესაც შევძლებ ავხსნა და ამ სურნელით სუნამოს შევაქმნევინებო.
-დათიი მიყვარხააარ,კაშკაშებდა ბედნიერებით ნანო მაჭარაშვილი.
-მეც...მეინ სპროში,ვგიჟდები მაგ წინწკლებზე
-გთხოვ გავიდეთ სასეირნოდ რაა,არაფერი აღარ მაწუხებს
-ორი დღის დაგვიანებით დაიჯავშნა მისი და ალექსანდრე სარაულის სახელზე ლატვიის ბილეთები და არა დაგეგმილ დროს,პირველად ხდებოდა,როდესაც დათიმ სამსახურის საქმე პირადის გამო გადადო.მაისი სრულდებოდა და თითქოს ერთი ეტაპის დასასრულიც იყო. დათი, რიგაში მიფრინავდა და გაურკვევლი რჩებოდა შემდეგი რეისი. ნინა, მთელ ზაფხულს ქმარ შვილთან გაატარებდა და უერთმანეთო, გულ გაჩერებულ წელიწადს დაივიწყებდნენ. ნანო, საქართველოში ბრუნდებოდა და წლების წინ წასული ემიგრანტივით უცემდა გული სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრით,დანაზოგიც ქონდა,სამაგისტრო გამოცდებიც ჩააბარა და პასუხს სექტემბერში გაიგებდა,სად იქნებოდა მისი მომდევნო რეისი. ბევრი ისეირნეს,საკვირველი იყო,მაგრამ დათიმ დაიჩემა შოპინგი, მე უნდა გიყიდო კაბა,რომელსაც ქეთოს ქორწილში ჩაიცმევო... მუქი,აბრეშუმივით მოცურავე მატერია მის წელსა და თეძოებს ისე მიჰყვებოდა,თითქოს მის მოძრაობებზე იყო შქმნილი,წინიდან დახვეწილი,თხელი სამხრეები,ღია დეკოლტე და რბილად ჩამოშვებული ხაზები და ზურგი...ზურგი სხვა ისტორიას წერდა.თითქმის შიშველი ზურგი მის სიფაქიზეს და სილუეტს საოცრად გამოკვეთთდა,წითელი ფერი კი მის ღია ხორბლისფერ კანზე თბილად იწვოდა.კაბაზე ჩამოსული მსუბუქი ტალღები მოძრაობისას ცოცხლდებოდა.უნებლიედ თმა მაღლა აიკრა და იმ წამს საკუთარ ანარეკლს სუჩუმით უმზირა.კაბა არ იყო უბრალოდ ლამაზი,საშიში იყო... დათი კართან იდგა,თავიდან არაფერი უთქვამს,უბრალოდ უყურებდა იმ მზერით,როცა კაცს სიტყვები აღარ ჰყოფნის და აშკარად დაეკარგა კონტროლი,ნანოს ტუჩებზე მსუბუქი ღიმილი თარეშობდა,ისე რომ დათის სახეზე ტალღებად ეფინებოდა და უფრო მეტად აღელვებდა,გაბრაზდასავით საკუთარ თავზე,ჯერ კიდევ მომავალ ქორწილზე ეჭვიანობდა,ვაი და ვერ ყოფილიყო იქ?ყველა ნდობით ენდობოდა მის ანოს და მაინც ყველა თვალზე იეჭვიანა ვინც კი გააყოლებდა და ეგოისტურად ხარობდა. ანო მისი იყო,მხოლოდ დათის ჭორფლიანი.იმ წამს დათისთვის არ არსებობდა არც ხმაური,არც ხალხი,არც ლოკაცია...მხოლოდ წითელი კაბა,ნანოს სურნელი და ქალი რომელიც ყოველ ჯერზე თავიდან აკარგვინებდა თავს.ყველა მოთმინებამ უკან დაიხია,მილიმეტრიც აღარ დაიტია ადგილი,მისი ხელი ნანოს წელს ნელა ჩამოსცდა,თვალები თავისით დაეხუჭა ჭირფლიანს...ბაგეს ბაგე შეეხო...ღრმავდებოდა კოცნა და მეტს ითხოვდა თითქოს,ნანოს აჩქარებულ გულს ვეღარ გაუძლო -ნუ ანო ნუ,მასე ნუ შვები...
-რას დათი?გაოცებული თვალებით შესცქეროდა და სიყვარულს უფრქვევდა საკუთარ სურნელთან ერთად
-რამეზე,რომ ღელავ მკერდი ისე აგიჩამოგიდის კონტროლს ვკარგავ,ვიშლები და არაადამინურად ვეჭვიანობ,ქარიც კი არ მინდა შეგეხოს
-მგონი მართლა შეშლილი შეყვარებული მყავს,
-მე შეყვარებული არ ვარ,საქმრო ვარ
-ცოლობა მთხოვე და ...?
-ცოლობას რომ გთხოვ მერე სახლში აღარ მიგაცილებ,ჩემთან წაგიყვან,ჩვენს სახლში და დაგიმშვიდებ მაგ მღელვარე მკერდს.
-რა თავხედი გამომძიებელი ხარ,ხმით იცინოდა ნანო და დათის მკერდს არ ცილდებოდა.შენ ხომ იქნები ქეთოს ქორწილში დათი?
-ერთ პროცენტს ვუშვებ რომ არ ვიყო და უკვე წინასწარ ვცოფდები ეჭვიანობით,მხოლოდ გიოს და რეზის შეგიძლია ეცეკვო და ნიკოლოზს,სულ ოდნავ სუსხს ურევდა საუბარს დათი.

9***
დამშვიდობების დრო მოსულიყო,აღარ გაუგრძელა დათი შარაშიძემ ნანო მაჭარაშვილს კონტრაქტი,ახლა ნანო დათის სულს ალაგებდა,მხოლოდ ეს ჭირდებოდა,დაე ყოფილიყო სახლი არეული...მართალია დაპირდა არ ვიტირებო,მაგრამ მაინც ცხარე ცრემლებით ემშვიდობებოდა აეროპორტში და თავადაც საქართველოს საზღვარს გადაკვეთდა რამდენიმე სააათში,ჩაეხუტებოდა დედას და დედა უფრო მეტად ელოდა, მართლაც ერთადერთსა და ყველაზე ძვირფას,მხოლოდ ნანოს ეკავა ირინას გულში ადგილი,ნანოს მიმართ ჰქონდა სიტყვებით უთქმელი და ყოვლად უპირობო სიყვარული. მოეწონა ნანოს დათის ეგრეთწოდებული მოსწავლე,მართლაც მხრიარული და პოზიტიური იყო ალექსანდრე სარაული-არ იტირო რაა დათის ანო,თუ ძალიან გაჭიანურდა გამოძიება,მე გამოვაგდებ შენს დათის საქართველოშიო,ჯერ კიდევ გამოუცდელი იყო სანდრო,თუმცა დათი ამბობდა,ჭკვიანი გამომძიებელი დადგება მისგანო.ყველა მონატრებული ადამიანი ნახა და შეიგრძნო,თუმცა მაინც უჭირდა, ისე იყო დათის სიყვარულს და არსებობას შეჩვეული,ახარებდა ის,რომ ზაფხული წინ იყო და მეგობრებთან ერთად გაატარებდა,ისედაც ახალგაზრდა და ლამაზი ირინა უფრო მეტად გაახალგაზრდავა ნანოს დაბრუნებამ,თითქოს დარდიც აღარ აქვსო,მხოლოდ ერთი უნდოდა ახლოს გაეცნო დათი და ბოლომდე დარწმუნებულიყო,რომ მისი შვილი მართლაც ღირსეულ ადამიანთან ურთიერთობდა... განშორების ერთი თვე იწურებოდა,მონატრება მატულობდა და ხასიათსაც დაეტყო,არ უნდოდა ქეთოსთან შემჩნევა,მთლიანად მისი ქორწილის სამზადისზე იყვნენ გადართულები,არაფრით აჩვენა კაბა მეჯვარემ,მხოლოდ ის უთხრა დათიმ შემირჩიაო,თითქოს ამით ყველა სათქმელი უთხრა,აღარც ქეთო ჩააცივდა,მითუმეტეს ხვდებოდა,ნანოს თავს ძალას ატანდა და ხასიათს იქმნიდა...ღამე ძილი უჭირდა,ხშირად დასთენებია აივანზე ღერი სიგარეტით,ვერადავერ გადაეჩვია ამ მავნებლობას და ახლა უფრო მეტად ეძებდა ხსნას მასში...დათის სიგარეტის ღერებიც მრვალად იყო ხოლმე აივანზე,სამუშაო კაბინეტში,ზუსტად ისეთი კაბინეტი ჰქონდა,ნანოს როგორიც წარმოედინა,სისადავე და წესრიგი იქნება შენს კაბინეტში,ზედმეტი დეტალების გარეშე,პრიალა მაგიდა და შენი გადაკიდული პიჯაკი, მაღალ ზურგიან საოფისე სკამზე.მანქანაშიც არ ერიდებოდა მოწევას,ნანოს სურნელი დაყვებოდა და ვეღარ შველოდა მონატრებებს...გამოძიება კი წინ მიიწევდა,ღრმად ჩაეშვებოდა ხოლმე საქმე N17 ში და ცდილობდა ფიქრები ცოტა ხნით დაებლოკა... თუმცა, უკვე ივლისის დილა გათენდა და დილიდანვე აცხუნებდა თბილისს,ჯერ კიდევ დილა ითქმოდა,ღამე ნათევს ღრმად ჩასძინებოდა,არ გაკვირვებია გამოღვიძებულს სახლში მარტო ყოფნა,ირინა ხომ სულ მუშაობდა,წამოდგა, ელექტრო ჩაიდანს ხელის ერთი მოსმით ჩართვა აიძულა და ერთი ერთზე ყავაც მოიმზადა,მანამდე საყვარელ პროცედურას მიაშურა აბაზანაში,ტანი შეიმშრალა, თხელი, მოკლე, სარაფანი გადაიცვა,სარკმლიდან მთაწმინდის აღმართს გაუღიმა და გული რაღაცნაირად შეუტოკდა უმიზეზოდ.უმიზეზოდ???არც კარზე ზარის ხმა გაკვირვებია, ქეთი თუ არა ბიჭები იქნებოდნენ,უკვე 12 საათი სრულდებოდა შაბათი დღის,მთლიანი ტანით დაეკარგა ორიენტაცია,როდესაც ირინას უკან მდგარი დათი დაინახა და ...
-ვერ გავძელი შენს გარეშე ანო,მომენატრეე,მოვედი ლამაზო ნანო... ნანო კი ისევ უძრავად იდგა.
-დეე არ იტირო რააა,ნახე შენი დათი ჩამოვიდა,ამშვიდებდა ირინა,მერე კი სიტყვა გაუწყდა როდესაც ორი სხეულის ერთიანობა დაინახა,ისე იკრავდა დათი მის ანოს,სრულად ფარავდა ჭორფლიანს და ვერ ემეტებოდა,თუნდაც საკუთარი დედისთვის... ორი დღით ჩამოფრინდა,უკვე აგიჟებდა ნახვისა და მონატრების სურვილი,ირინაც გაიცნო და გაუმყარა იმედი,რომ მის შვილს ნამდვილად კარგი არჩევანი გაეკეთებინა და ეს ორი ადამიანი ერთმანეთის საიმედოდ, საერთმანეთოდ გაჩნდნენ.მეორე საღამოს უნდა გაფრენილიყო,ის შეხვედრა ელოდა,რომელიც საქმეს გახსნიდა და საბოლოო დასკვნას დადებდა ,კიდევ ერთი გახსნილი და სწორად ჩატარებული გამოძიება ჩაიწერებოდა დათის სახელზე. დაუვიწყარი დღე აჩუქეს ერთმანეთს,მარტოებმა გაატარეს მთელი დღე და საღამოს ნანოს მეგობრებთან ერთად მოილხინეს,კიდევ ერთი სურპრიზი ელოდა ნანოს,ძალიან ინერვიულა,როდესაც დათიმ უთხრა მშობლები უნდა გაგაცნოვო,თუმცა ბედნიერი წამოვიდა ანზორ შარაშიძისა და ლანა ქორიძის სახლიდან,ახარებდა სარძლოს სტატუსი და ის რომ ანზორმა სთხოვა,მალე იქორწინეთ ბავშვებო,ჩვენი იმედი კი მუდამ გქონდეთო,წრფელ სიტყვას ნადვილად ჰქონდა ძალა,გალაღდა ნანო და შედარებით ნაკლები ცრემლით გააცილა დათი, ახლა ცრემლებს რეზის და გიორგიზე მიკრული მალავდა,უფრო მეტად იმედიანი წავიდა დათი,იცოდა ბიჭები არაფერს გაუჭირვებდნენ და თუ საჭირო გახდებოდა დათისაც ჩააყენებდნენ საქმის კურსში. მელანქოლიურად თბილი იყო ლატვიის დაუგავპილსი,ევროპული,ოდნავ ნესტიანი ზაფხული საღამოობით აგრილებას იწყებდა,ქვის ქუჩები,ძველი საბჭოთა და ევროპული არქიტექტურა,ტრამვაის ხმა,მწვანე პარკები და მდინარე დაუგავა, ქალაქს საინტერსეო იერ სახეს აძლევდა.


10***
-მოგესალმებით,ბატონო გიორგი,წარმოგიდგენთ,აქაური და გერმანიის ორდერს,რის მიხედვითაც უფლებამოსილნი ვართ თქვენი დაკითხვის,გამომძიებელი დავით შარაშიძე და ასევე უმცროსი გამომძიებელი ალექსანდრე სარაული
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,მინდა გითხრათ რომ საქართველოს მოქალაქე ვარ და შემიძლა ქართული ორდერის მოთხოვნაც წაგიყენოთ,ჩაეცინა გიორგი კობაიძეს.
-ონლაინ დაშვებულია უკვე საქართველოდანაც.
-ყოჩაღ დავით,ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ,აბა გისმენთ,მზად ვარ გიპასუხო,თუმცა ვხვდები გერმანია რახან ახსენე საქმე ეხება მარელა ბეკერის მკვლელობას,მე მოვკალი და სასჯელიც მოვიხადე...
-ბატონო გიორგი, თქვენ ქალბატონ ბეკერთან ერთი დღეც არ გიმუშავიათ,ოფიცილურად მხოლოდ ერთი დამხმარე ქალი ფიქსირდება მის ვილაში მომუშავედ,თუმცა გარდაცვლილია,მე დარწმუნებული ვარ,იქ კიდევ ერთი ქალი მუშაობდა და მკვლელობის მოტივიც მის გარშემო ტრიალებს,მე საქმე უნდა დავხურო და მინდა სრული სიმართლით მოხდეს ეს,თუ არა და მაინც გამოვიძიებ.
-თანახმა ვარ,ბევრი შეცდომის გამო,რომელსაც ძალიან ვნანობ და ალბათ ცოდვების გამო ვაგე პასუხი და იცი რა მხვდა წილად?ჩემი გოგონას გარეშე ცხოვრება.დავით,წამოიწყო გიორგიმ
-დათი დამიძახეთ,ასე უფრო მარტივია,თანაც ქართველები ვართ...
-მე საქართველოში დავიბადე,თბილისში.ახალგაზრდობაში ძალიან არაკაცულად მოვიქეცი თანაც ორჯერ და ორივეჯერ ჩემი ბავშვობის ძმაკაცთან შემეშალა,თუმცა კარგად მომთხოვა პასუხი,თითები დამტვრეული მაქვს და კარგად ვერ ვხმარობ,ასევე მუხლი.ზუსტად იცოდა როგორც მესროდა და რა კვალს დამიტოვებდა, ექიმი ბავშვობიდანვე ექიმად იყო დაბადებული,თუმცა არაჩვეულებრივად ფლობდა იარაღს. მისი ბიძაშვილი მიყვარდა და მოტაცება ვცადე,როცა მივხვდი რომ ჩემმა ძმამ „ჩამიშვა“და რუსა რომც მეწამებინა ცოლად არაფრით გამომყვებოდა,ხელი კი არ დავარტყი ქალს,რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა,ქვა ღორღზე სხეულით ვაფორთხიალე და თითოეული ხელის შეხება ამინაზღაურა ექიმმა.ოცნების ქალი,ციხიდან გამოსულს გათხოვილი დამიხვდა,სპეციალურად დავხვდი მას და ჩემი ძმაკაცის საცოლეს ქუჩაში და კიდევ ერთხელ მომისწრო არაკაცობამ. რომ არა რუსას ქმარი, იმ პატარა გოგოსაც შევეხებოდი ხელით,მაშინ მისმა ქმარმა მესროლა და ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის,რომ სიარული შემძლებოდა.ბედის დაცინვა იცი რა იყო?ოპერცია ჩემმა ძმაკცმა გამიკეთა,უკვე პროფესინალმა ექიმმა.მკურნალობა ჩემი ძმის დამსახურებნით გერმანიაში გავაგრძელე და იქ გავიცანი ქართველი ექთანი გოგონა ნია პაიკიძე,არ ვიცი,რით დავიმსახურე მისი სიყვარული,თუმცა გეტყვი რომ მეც შემიყვარდა და საჩემოდ გავიმეტე.ნიამ მიმახვედრა რა იყო ადამიანობა და სინანული მასწავლა,დღემდე რომ არ არსვენებს ჩემს სულს.ეგოისტურად არ მინდოდა ამდენი მამაკაცის გარემოცვაში ემუშავა და ასე აღმოჩნდა იმ წყეულ ქალთან,თავიდანვე არ მომწონდა მარელა,არც მას მოუვედი თვალში,კიდევ ერთხელ აღარ მინდოდა სამსახურზე უარი მეთქმევინებინა ნიასთვის,თანაც ჩვენს შვილს ბევრი რამ ჭირდებოდა,ჩვენ კი შემოსავალი. მარიამი დედის გვარზეა,მთავრ სათქმელს გეტყვი, იმ საზიზღარ ქალს ნია შეუყვარდა და ვერაფრით გაითავისა ის რომ ნიასთვის ეს წარმოუდგენელი იყო,მკვლეობის დღეს ნიამ უარი უთხრა ყველაფერზე,კონტრაქტის დარღვევის გამოც უნდა გადაგვეხადა ჯარიმის სახით მისთვის თანხა,ამისთვისაც მზად ვიყავით და სულ გადაირია,მკვლელობის წინა დღეს,ფეხსაცმელები წაართვა და ფეხშიშველს მოუწია სახლამდე მოსვლა ჩემს მეუღლეს,კიდევ კარგი მარიამი საქართველოში ცხოვრობდა,მარიამს რაც შეეხება ერთი წლისაც არ იყო საქართველოში რომ დავტოვეთ,პერიოდულად ვნახულობდით,თუმცა გვერჩია ბებიასთან ყოფილიყო,გიორგის უკვირდა დათის ზედმეტი ღელვა და წარმოდგენაც არ ჰქონდა რატომ. იმ დღეს მარელამ, ნიას სექსუალურად შევიწროვება სცადა,მიუხედავად იმისა რომ ძალიან სუსტი იყო ნია,მაინც გაუწია წინააღმდეგობა და ...
-აი ახლა კვანძიც იხსნებოდა,მიხვდა დათი,რატომ იდო ამდენ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში,მხოლოდ ერთი წყვილი „ბალერინა“.
-და თქვენს მეუღლეს ქალბატონი ბეკერი შემოაკვდა,თავში საკმაოდ მძიმე,ეგრეთწოდებული „შანდალი“ ჩაარტყა,თქვენ ნიას მიაკითხეთ... გამომცდელად უმზერდა ალექსანდრე,კობაიძეს.
-მართლი ხარ ალექსანდრე,ვერ ვისვენებდი და მივაკითხე,ზუსტად იმ დროს როდესაც „შანდალი“მოუქნია და მაშინვე მოცელვით დაეცა ძირს,ნია კი სრულ ისტერიკაში ჩავარდა,დიახ შევეცადე და მოვაწყვე ისე,რომ მე დამბრალდა.ნია ჩვენს შვილს ჭირდებოდ,ვაიძულე სასამართლოს შემდეგ, აქართველოში დაბრუნება.დიდ ხანს არ იცოდა მარიამმა სიმართლე და ახლაც არ იცის ბევრი რამ,თუმცა მაინც დაენგრა პირადი ცხოვრება ჩვენს გამო. დათი, იცი რატომ ვცხოვრობ ააქ? და ჩემი შვილი სრულიად მარტო?მისი სიმშვიდის გამო და გთხოვ, მას ნუ შეაწუხებთ,არაფერი დაუშავებია,პირიქით ის მსხვერპლია,სრულიად მარტოა პატარა ქალიშვილთან ერთად,მე კი ვცდილობ სხვისი ხელით ეკონომიურად დავეხმარო,არ მპატიობს და არც მაქვს იმედი,რომ ოდესღაც კიდევ ჩავიკრავ ჩემს პატარს გულში,თუ ოდესმე მარიამს შეხვდები,მიხვდები რას გეუბნები ახლა,ის ყველაზე მართალი ადამიანია და ის რომ ოჯახი დაანგრია,მხოლოდ ჩემს გამო.როდესაც ციხე დავტოვე, მასთან ჩავფრინდი,თუმცა არ მიმიღო,ისე ვჭირდებოდი,ისე უნდოდა ვინმეს იმედად ყოფნა,მაგრამ ზურგი მაქცია და მართალიც არის,მე, მას საყვარელი ადამიანი დავაკარგინე,ყვებოდა გიორგი კობაიძე საკუთარ ამბავს და რა იცოდა,რომ მარიამს დათი იცნობდა!
-და ქალბატონი ნია?კითხა დაუსვა დათიმ
-ნია...ნია დაბრუნებიდან ორ წელში გარდაიცვალა,საკმაოდ კარგად იცოდა მანქანის მართვა,მაგრამ ნაწვიმარზე მოსრიალდა და... დამტოვა ჩემმა გოგომ,სულ იმას იძახდა,გიოო ცუდი სუნი ამდის, მარელას სისხლისო.თითქოს თავის სურნელი დანაშაულის ადგილზე დატოვა.სული აუღრიალდა ამ სიტყვებზე დათის და მიუხვდა ნათქვამს გიორგის,რომელიც ცხოვრების ორმოცდამერვე წელს ითვლიდა და მხოლოდ ერთი ნატვრა ჰქონდა, მრავალ ტრაგედია გამოვლილს,მარიამი ჩაეკრა მკერდში,შვილი ენატრებოდა მამას და როგორ მოენატრა დათის,მისი ანოს სურნელი. გამოძიების გვერდის ავლით,გამოძიებული საქმე ბევრად ერთულა,ეტკინა არაბიოლოგიური ძმის მომავალი სატკივარი და ...
-მთის დევო...იყო ზარი ლატვიიდან, აღმოსავლეთ აფრიკაში,სადაც ფირუზისფერი ოკეანე,თეთრი პლაჟები და მცხუნვარე მზე იყო მუდამ.
-დათი, ზაფხულის ხვატს გრილ ლატვიაში ემალები?ისე ბარის დევი გინახავს? დათის ძმად ნაფიცი ცდილობდა, საუბარს მსუბუქი ტონი გაჰყოლოდა.
-ბარში მე ვარ დევი,გაეცინა დათის,ახლა კარგად მისმინე მიკლუხო მაკლაი, ჩემს მეწყვილეს ბერლინში ვუშვებ,პატაკს მოამზადებს საქმის დასახურად და მერე მეც გავემგზავრები,მანამდე კი,ზანზიბარში ჩამოვფრინდები. შენ აეროპორტში დამხვდები და უკვე წლები რომ არის არ დაგვისვენია,ისე დავისვენებთ მე და შენ...მერე კი თბილისში მივფრინავთ...ჩემი ანო მეჯვარეა და პირდაპირ ქორწილში ვადგებით,ხო გავრომანტიულდი?
-მოიცა მოიცა ,ჯერ ის,საიდან იცი ზანზიბარში რომ ვარ?ოხ თქვენო უდიდებულესობავ გამომძიებლის მადლი და ძალა?თავადვე სცემდა პასუხებს ურჩი მეგობარი...დასვენებას რაც შეეხება თანახმა ვარ,ხოო და კიდევ ზუსტად ისე???
-რა ზუსტად ისე?ვერ მიხვდა დათი
-ზუტად ისე ვისვენებთ როგორც ადრე?პლაჟი,კლუბები,დალევა...
-ზუსტად ეგრე,რუჯიც მჭირდება,ქორწილში მეჯვარის საქმრო უნდა ჩანდეს,
-და ქალებიც დათი?ნანოს ღალატს კადრულობ გამომძიებელო?
-მე გითხარი ზუსტად,პლაჟი,ცურვა,კლუბი,დალევა,ქალები...ზეგ მანდ ვარ,შენ არ ხარ თანახმა?არ ეშვებოდა დათი მეგობარს.
-თანახმა ვარ ...ზუსტად ისე როგორც ადრე,დათუნა
-და შენ რას აკდრულობ?ცოლიანი კაცი...
-შეგახსნებთ,უკვე გაშორებული და თუ თბილისში არ მინდა?
-ახლა უკადრებელს მაკადრებინებ და ვერ გიშველის ეგ მთის შვილობა.უნდა დაბრუნდე,მხოლოდ ქორწილისთვის არ მიმყავხარ,მერე ბევრი სალაპარაკო და საქმე გვაქვს.უთხრა და ზარიც შეწყდა.

11***
-მართლაც ძველებურად მოილხინეს,მანამდე კი ასეულობით ადამიანი გახდა მომსწრე,ორი გადარეული მეგობრის შეხვედრას აეროპორტში,ძვლების ჩამტვრევამდე იხუტებდნენ ერთმანეთს და სულაც არ ერიდებოდათ მოზღვავებული ემოციების.
-მისმინე გადარეულო მთიულო,ხმაურობდა დათი
-ვიცი,ჯერ ჩემს აპარტამენტში მიგაბრძანებთ,მოწესრიგდი,დაგაპურებ და მერე გავირუჯოთ,ქორწილში უნდა ბრწყინავდე,დათუნააა
-მოგხვდება,მოურიდებელი იყო შარაშიძე, მათ ყველა სიტყვაში იგრძნობოდა, წრფელი სიყვარული ბავშვობიდან მოყოლებული ძმაკაცობის მიმართ,თამამად ამბობდნენ,რომ ნამდვილი ძმაკაცობით კაცობდნენ და არასდროს შეშლიათ ისე,მათ ურთიერთობას რომ შებღალავდა,ორივე პრინციპული და შეუპოვარი იყო,არ პატიებს არ განიხილავდნენ,ვერ აპატიებდნენ ერთმანეთს,ისეთს, დამდაბლებულსა და შელახულს. როდესაც ოჯახი დაენგრა,პირველი დათი იყო,ვისაც შინაგანად დალეწილი მიადგა და მხოლოდ ერთი უთხრა:დაათ კაცობაზე მენდე,დავრწმუნდი წასვლა უნდოდა და გავუშვი,თუმცა ვერ დავრწმუნდი რაც მითხრა: არ ვარ შენთან კარგად და მივდივარო,ყველაზე კარგად იყო ჩემთანო.მაშინ დათიმაც იტირა, ყველაზე კაცის ტირილი და მაშინ უფრო აეტირა გულში,როდესაც იმ კაცმა საქართველო დატოვა,მხოლოდ იმის გამო რომ ქალთან რომელიც მისი სიცოცხლეც იყო და სიკვდილიც, მართლად დარჩენილიყო...მხოლოდ ერთი დაუბარა,დავბრუნდები ჩემს შვილთანო.ბრუნდებოდა! ზუსტად ძველებურად დაისვენეს,ერთს ყოფილი ყავდა საქართველოში დატოვებული,ხოლო მეორეს მომავალი ცოლი,თუმცა ის დღეები მხოლოდ მათი იყო,იქ დატოვებდნენ და საკუთარ მოგონებებში.შესანიშნავად იცოდნენ სად გადიოდა ზღვარი ზანზიბარსა და თბილის შორისაც,დაისვენს,თითქოს ძალას იკრებდნენ ძალიან დიდთან შესახვედრად,ბევრი ელოდათ,ბევრი გათვალიწინებული და უფრო მეტი გაუთვალისწინებელი.

-10.08.2024 შინაგანი სხივი აკლდა ნანო მაჭარაშვლს,ქეთო ორდენიძის ქორწილში,მისი სხივი კი ვერ ახერხებდა ჩამოსვლას,არ უნდოდა სხვასთან ცეკვა,როგორც დაიპირა,მხოლოდ რეზის და გიოს ეცეკვევბოდა და შეეცდებოდა ქეთოს არ ეგრძნო მისი სევდა.გადარეულმა პატარძლმა განაცხადა,არ მინდა ეს სახლში შეკრება,დაგეგმილი ფოტო სესია და „დაწყობილი“სახეებიო,ყველაფერი სპონტანური მინდა იყოსო,ასე რომ თქვენით მოხვლათ, სიონის ტაძარში გელოდებით მე და ნიკოლოზიო,ნანო ბიჭებს მიყავდათ,ანათებდა დათის შეჩეულ წითელ კაბაში და ყიდვის მომენტის ყველა წამი გაახსენდა,ირინამ კარიდან შეახსენა,არ იტირო ნანო ეგ მკრთალი მაკიაჟი მაინც გაგიფუჭდებაო,ისე იყო გარუჯული,სულ ოდნავ დასჭირდა მის სახეს მუქი შინდისფერი ტუჩსაცხი,შავ წამწამებს დაგრძელება არც სჭირდებოდა,ბუნებრივად ჰქონდა,ოდნავ ეტყობოდა თბილი ყავისფერი ჩრდილი და თვალის შიდა კუთხეში მქუბუქი,ოქროსფერი ბზინვარება,ელეგანტურად სექსუალლური იყო. მობილური ატყობინებდა ბიჭების მოსვლას,ირინამ მეჯვარე ცალკე უნდა მივიდეს და არ იდარდო,წადი და ჯვრისწერაზე შევხვდებითო,ქორწილს ესწრებოდა ნინა შარაშიძე ივა დავითაიასთან ერთად და თითქოს დათის არ ყოფნას სულ ოდნავ უვსებდნენ ნანოს, ბეთლემის ქუჩაზე, ძველი თბილისის სურნელთან ერთად ნანოს სურნელი და სილამაზე იფრქვეოდა,აივნებიდან მომზირალნი ტკბებოდნენ ნანახით,ვინმე ალბათ მუზად იქცევდა ამ წუთებს და აუცილებლად დახატავდა მთაწმინდის გოგონას.რეზის ლექსუსი იცნო,ოდნავ აიკეცა კაბა და ღიმილით დაიკავა ადგილი უკანა სავარძელზე...
-ახლა არ დამიწყოთ, მეჯვარე ქალს არ შეეფერება და თქვენებური „ღლაბუცი“სიგარეტი უნდა მოვწიო,მერე გამიჩერებთ,რომ ტუჩსაცხი შევისწორო და ქეთოს ნამდვილი მეჯვარე ვიყო,სანამ მკითხავ გიო,გეტყვი დაბალძირიანი ფეხსაცმელი მომაქვს.
-დათის ანო,გამარჯობა,ახლაღა მიხვდა,რომ ნამდვილად რეზის მანქანაში იჯდა,თუმცა არც რეზი იყო იქ და არც გიო, რომ გაანალიზა დათის იქ ყოფნა ისეთი ხმით წამოიყვირა,ბიჭები შეახტუნა,დაავიწყდა კაბის კოჭებამდე სიგრძე და ფეხსაცმლის ათი სანტიმეტრი,ისე გადმოხტა მანქანიდან,უკვე დათის ფართე მხრები ფარავდა,ანოს სურნელს ისრუტავდა შარაშიძე და გაღიმებული უღებდა წყვილს ფოტოებს დათის ძმადნაფიცი. ცოტა დამშვიდდა,მანქანაში ჩაჯდომაზეც დაიყოლია დათიმ,დაგაგვიანდება ჭორფლიანო და მოგკლავს ორდენიძეების ქალიო...ახლა მისთვის უცხო ადამიანს შეანათა თავის თაფლისფერი თვალები და უკვე იცოდა:ეს უცხო ყველაზე ახლობელი ხდებოდა მისთვისაც,დიდ იმედად გაუხდებოდა,ზუსტად ის გრძნობა განიცადა,ივა დავითაია,რომ გაიცნო,არასდროს დაავიწყდებოდა მისი სიტყვები:ლამაზო ნანო, რეზის და გიოს მერე,ძმად მეც მიგულეო...თვალს არ აშორებდა დათის ბავშვობას.
-ანოო გაიცანი, სამეგობოს ყველაზე დიდი გამართლება,მთის კაცი და კაცი სიმართლე,ჩემი ილიკო ბურდული,ილუ ხომ ლამაზია ჩემი ანო?
-დათის ანო,საიდან ეს სილამაზე?მიხარია შენი გაცნობა და ამიერიდან, აი იმ ბიჭებთან ერთად ეს მანქანა რომ ჩამოართვა ამ გადარეულმა,მეც მიგულე შენს ადამიანად.
-ხომ მოდიხარ ქორწილში?გადაირევა სიხარულით ჩემი ქეთო,როგორ მიხარია აქ რომ ხაართ.დათიიიი ...მადლობა,რომ ჩამოხვედი,ყველაზე ბედნიერი ვარ ჩემო ცხოვრებავ.სიგიჟემდე მენატრებოდი.
-ჩემი ჭორფლიანი გოგო,ანოო გინდა საგიჟეთში მოვხვდე ხოო?მზერას ვერ აშორებდა დათი საყვარელ ქალს.
-მხოლოდ შენ გეცეკვები,რეზის,გიოს,ივას და ილიკოს,იღიმოდა დათის ანო და ბედნიერების სურნელს აფრქვევდა მანქანაში,დათის კი ისიც ენანებოდა ფანჯრიდან შემოსულ ქარს ნანოს სურნელი,რომ მიჰქონდა.
-ქეთო არ მაპატიებს,თუ შენ ნიკოლოზის მეჯვარეს არ ეცეკვები და დაპირებული ქართული ცეკვა არ შესრულდება
-გეჭორავებოდა არა ის თხა?
-ხო ნანო საღამოობით „ვჭორაობდით“გოგოები,თვალი ჩაუკრა დათიმ ორივეს. ქორწილი კი იყო ქართული,ტრადიციული,ევროპულთან ნაზავში,ბევრი მცდელობის მიუხედავად ,ვერ დაიმალა ანზორ შარაშიძის ვაჟი,უკვე იცოდნენ:გამომძიებელი დათი შარაშიძე, ერთ უბრალო გოგოს აღმერთებდა და მასში სწორედ უბრალოება უყვარდა უღმერთოდ.ჩუმად,თუმცა გასაგებად საუბრობდნენ ილიკო ბურდულზე,ცნობილი ოჯახის შვილი კი არ იმჩნევდა.
-მთის კაცო,დაიძახა კარგად შემთვრალმა დათიმ,ორი დღე მომეცი,ჩემს ანოსთან მინდა,ჩემებურად თუ არ ჩავეხუტე და არ გავიღჟინთე მისით,აღარ ვვარგივარ ადამიანად.
-ოთხი იყოს დათუნა,ჩაეცინა ბურდულს
-ერთმანეთი სად გაიცანით?დაინტერესდა ნანო
-მე და ნინა კლასელები ვიყავით,ნინას გამო ვიჩხუბე და თავგატეხილი მათთან სახლში მიმიყვანა ლანაკომ,შარაშიძეების დედამ,ჭრილობას რომ მიმუშავებდნენ,ანზორის მძღოლმა,ეს პატარა ბიჭი მოიყვანა სახე გალამაზებული,მასაც უჩხუბია ნინასავით გოგოსთვის.მე და ნინაკო ათი წლისები ვიყავით მაშინ,დათი რვის,აი იქიდან გვიძლებს წლები და ჩვენ წლებს გავუძელით...მერე ივა დავითაია გამოჩნდა,დიდი ავიაციის ბოსი,ივას ჩემი მარიამი შეემატა და...ერთხელ მოგიყვები ჩემი სიცოცხლის ელექსირზე.ნანო, მხოლოდ ერთი რამ მაიძულებს არსებობას,ჩემი მარიამი და ჩვენი შვილი...მარიამამდე იყო დედაჩემი და მას სულ პირველის ადგილი აქვს,რომ არა ის, მე არ ვიქნებოდი კაცი,თუმცა ძალიან ვატკინე,მისმა ილიკომ აწყენინა,დარწმუნებული ვარ უკვე იცის ჩემმა არქიტექტორმა რომ დავბრუნდი და გაცოფებულ მამაჩემს არ იმჩნევს,წვერში ღიმილები ეპარებოდა დათის,ილიკოს სიწრფელეზე.კბილებით მიცავს დედაჩემი ახლა და აბა ვინმემ ზედმეტი თქვას დედას ილიკოზე,ამხელა ვარ და მაინც ასე მიხსენიებს.თუმცა ერთი ერთზე დამიმარტოხელებს და ამიგებს აუგებელ ანდერძს.აუცილებლად გაგაცნობ ჩემი ცხოვრების ქალებს და იცი რა მაბედნიერებს?შენ რომ ხარ დათის ცხოვრების მთავარი ქალი.ახლა წავედი მე,ოჯახში მელიან.
-ნასვამიი?საჭესთაან?შეშფოთდა ნანო
-არა ჩემო ლამაზო,გაიხედე იქით,დაბურული მანქანა მიცდის,პაპაჩემი ილია ფორმაშია.ჩაეცინა ილუს და ღიმილით დაშორდა მექორწილეებს.
-დათიი,ცოტა დავიბენი,აბრჭყვიალებდა თვალებს ნანო -ილიკოზე მეუბნები?მის ოჯახს ძალიან დიდი ისტორია აქვს და ასე მოსაყალოდ არ გამოვა,გაიცნობ მათ და აუცილებალდ მოყვებიან განვლილზე,ჩემს ილიკოს ძალიან რთული პერიოდი უდგას ანო,უფრო გავურთულებ ჩემი ნაამბობით,თუმცა შენ არ იდარდო,რადგან დაბრუნდა,ეს იმას ნიშნავს რომ დალაგდება და დაალაგებს,მარიამს დაიბრუნებს.მარიამს?!თავისსავე კითხვას პასუხად ოხვრა მოაყოლა,მერე საკუთარ მკალვებ ქვეშ შეიფარა მისი ანო,მათაც ელოდათ დაბურულ მინებიანი მანქანა,ბატონი ანზორი მოსულიყო მათ წასაყვანად.
-მამა მომენატრე,უფრო მეტად დამდგარიყო გულახდილობის ხასიათზე,ნასვამი გამომძიებელი
-გადარეულო ბიჭო,ჩემი სიამაყე ხარ.ლამაზო ნანო ავუყვეთ მთაწმინდის აღმართს?მალე დამიყენეთ დრო,როდესაც ორივეს ერთ ჭერვეშ წაგიყვანთ.





12***
ცხელოდა ბერლინშიც და ცხელ საქმეს დასახურად ამზადებდა ალექსანდრე სარაული,მთავარი გამომძიებლის საბოლოო დასკნვა აკლდა და ხელმოწერა...ელოდნენ დავით შარაშიძეს,ის კი ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს მისიას ასრულებდა თბილისთან ახლოს,ოდნავ მოშორებით.
-აქ რატომ დათიი?ბევრი სიგარეტი,დასალევი,ტრიალი მინდორი,რაო გამომძიებელო რამე დავაშავე?ეცინებოდა ილიკოს და ხედავდა მეგობრის თვალებში საკუთარ დიდ ამბავს.
-დეტალურად მოუყვა საქმე ნ17.არცერთი ეპიზოდი გამორჩენია,ლატვიაში მცხოვრები გიორგი კობაიძის ჩათვლით.
-ყველაფერი გავიგე და მოსაკლავი ყოფილა ეგ კობაიძე,ღირსია არასდროს აპატიოს შვილმა,მაგრამ მე რა შუაში ვარ?
-ილუ,კარგად მისმინე,სანამ არ დავასრულებ თითს არ გაატოკებ!მხოლოდ მოწევა შეგიძლია და სასმელიც „მოსულა“
-დაიწყე,დაიძაბა ბურდული
-გიორგი კობაიძე,1976 წელს დაიბადა თბილისში და თითქმის მთელი ბავშვობა გაატარა მამისეულ სოფელ არახვეთში,ჩვიდმეტი წლის ასაკში იტაცებს,საკუთარი ძმაკაცის ბიძაშვილს რუსა გედეხაურს.არა!არ შემაწყვეტინო მეთქი!დიახ,დიმა ბურდულმა ესროლა, რუსას მოტაცების დროს და სწორედ ამ აბის გამო მოუწია მამაშენს რვა წლით ამერიკაში ყოფნა,სადაც შეეძინე შენ.წლების შემდეგ,ციხიდან გამოსული გიორგი, განზრახ ხვდება ქუჩაში,დიმას დაბადების დღეზე მიმავალ რუსას,რომელიც იმ დროს უკვე გათხოვილა და მასთან ერთად არის,დიმას საცოლე,რომელსაც კინაღამ ხელით შეეხო და აი ზუსტად მაგ დროს ზურგში დაჭრა რუსას ქმარმა,იცი ოპერაცია ვინ გაუკეთა და ინვალიდობას ვინ გადაარჩინა?მამაშენმა.
-დათი!ახლა ნამდვილი მთის კაცი სცრიდა ცივად სიტყვებს,ეგ ამბავი რომ მოხდა მე ოთხი წლის ვიყავი,მახსოვს მაგ მიზეზით დაშორა დიმა მატას და კინაღამ შეეწირა ორივე მაგ ამბავს.ეგ ნაბ***ი მოსაკლავია მეთქი!მაინც ვერ ვხვდები ასე რა კავშირშია ჩემთან!
-გიორგი კობაიძის ცოლი,ვინც ბეკერი მოკლა ნია პაიკიძეა,მათი შვილი მარიამი დედის გვარზეა,მარიამმა გაიგო სიმართლე და...
-და... რა!!?დათი რას მეუბნები?!ჩემი მარიამი,ჩემი სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ დამშორდა რომ დამპალი სულის მამა ყავს?!
-ჯერ იმას გეტყვი,რომ ეგ საქმე დაიხურება სიმართლით,ცნობადი გახდება ვინ იყო რეალურად მკვლელი და მაგით მორჩება საქმე ნ17.რაც შეეხება მარიამს ეგ გამოძიება დამოუკიდებლად,საქმის გვერდის ავლით ვაწარმოე.თუ არ გინდა რომ მარიამს და შენს შვილს უარესი დარტყმა მიაყენო, დაივიწყე გიორგი კობაიძე. მარიამმა ყველაფრთნ ერთად ვერც ის გაგიბედა რომ შენი ცოლი არ არის მარიამ პაიკიძე.ის,ნია პაიკიძის და გიორგი კობაიძის ერთადერთი ქალიშვილი,აშექალ კობაიძეა.ახლა შენ მითხარი, რამდენი ეთქვა ამ პატარა გოგოს?რომელიც ცხოვრებამაც გაიმეტა და ოჯახმაც.მხოლოდ შენ იყავი მისი ნათელი წერტილი და რომ ეგონა საკუთარი შექმნა,სწორედ მაშინ,ბებია უკვდება და სიკვდილის წინ ეუბნება რომ მისი ცხოვრება ტყულია,სახელი და გვარიც ტყუილი აქვს და იმის გამო,რომ მშვიდად ეცხოვრა ტყუილში ამყოფეს.მე არ ვამტყუნებ,მას სხვა გზა არ ჰქონდა.ვერ გაგიძლებდა ილუ,შენც ხომ იცი მაშინ ვერ მიიღებდი ჯანსაღად და ისევ შენს ცოლზე გადატყდებოდა შენი ჯოხიც,შენ მოგერიდა,შენ გაგიფრთხილდა, უოჯახომ შენც ვერ გაგიმეტა მარტო დასარჩენად და არჩევნის წინაშე არ დაგაყენა.
-მინდა რომ ჩემი ხელით დავახრჩო მამამისი,ჩემი გოგოს ასე გაწირვისთვის,უჩემოდ ყოფნისთვის გაიმეტა,აი რატომ იყო ბებიამისის პანაშვიდებზე ასე არეული,მე კი ბებიის გარდაცვალებას ვაბრალებდი,ვერ მივუხვდი ჩემ სიხარულს როგორ ტკიოდა. დათიი,იმ სირს გონია მისი გროშები ჭირდება ჩემს ცოლ შვილს?წავედი და დავიკიდე?!
-ილუ მე რას მიხსნი?მე ისიც ვიცი რას აკეთებს შენი ოჯახის თითოეული წევრი მათთვის,უნდა დამშვიდდე ილუ და მიხედო შენებს.ნუ ღრიალებ მხეცივით და ნუ მიადგები ასე მარიამს და ბავშვს.
-აშექალი არა?მაინც გაეღიმა ილიკოს,რა სულელი მყავს,მე ხომ მომკლა და თვითონ ამდენი ხანია კვდება უჩემობით და სირცხვილით,ამიტომ ცდილობს ჩემებთანაც დისტანცია ქონდეს.
-ილუ,შენი ცოლი დარწმუნებულია,რომ შენი ოჯახი მას უარყოფს სიმართლის გაგების შემდეგ,ამიტომ გარიდება არჩია.
-ეს როგორ გადავატანინო დათი?მომიკვდება გესმის?ჩემები წარბსაც არ შეიხრიან,მაგრამ ის დაიშლება ადამიანურად, უნდა შევძლო,მისი სული სხეულს დავუბრუნო და მარიამიდან აშექალამდე მივიყვანო.
-წადი მთის დევო,შენს აშესთან,შენს ქალთან წადი,რთული დღეები გელოდებათ,რთულად და ერთად გადასატანი.მე შენს გვერდით ილიკ...
-გულში ხარ დათ.
-მარიამს ვიცნობ,აშექალი გამაცანი ილუ...თითქმის შემსუბუქდა საუბარი,მაგრამ მხრებზე ისე მძიმედ აწვა საკუთარი პირადი ილუ ბურდულს,გზას კარგავდა,საიდან უნდა დაეწყო?ვისგან?ისევ ისე მართლად უნდა დარჩენილიყო,არ უნდა შეშლოდა იმ ადამინებთან,ვისთვისაც სიცოცხლე უღირდა და გზა სად იყო?ბევრი არც უფიქრია,დიმა ბურდული აჩვენებდა გზას,საიდანაც იწყებოდა სიმართლე ,სად გადიოდა ზღვარი და ეტყოდა იმასაც,რომ სიყვარული უსაზღვრო იყო,უსაზღვროდ უნდა ყვარებოდა,მხოლოდ მაშინ იქნებოდა მართალი.მამასთან უწევდა გული,დედას ილიკოს. მთაწმინდაზე,ბეთლემის ქუჩაზე,კვლავაც გაგზავნეს ტიტები,ისევ უცნობმა,ნაცნობ ადრესატთან,ღელავდა ნანო და არ უნდოდა დათის ამის შესახებ გაეგო,დათიმ კი იცოდა,თუმცა ვერ გაარკვია ვინ უგზავნიდა მის საყვარელ ქალს, წლების განმავლობაში წელიწადის ნებისმიერ დროს,ზუსტად ერთნაირ ტიტებს.ბრაზობდა დათი ნანოზეც,რომ არ უმხელდა. სძულდა ნანოს ტიტები.

13***
ბერლინის საგამოძიებო განყოფილებამ,კიდევ ერთი საქმის გახსნა ითხოვა დათი შარაშიძისგან,დათიმ კი დრო.დრო იმის გამო, რაზეც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ნანოს. საქმე ნ17 წარმატებულად დაიხურა დავით შარაშიძის მიერ.
-ივაა, სიხარულით შეეგება სიძეს დათი,ხომ ხარ ჯერ ჩემის სიძე და მერე ნინას ქმარი?
-ვარ ვაარ,რა გინდა აბა გადავკეტო ცაა? მთაწმინდის ტერიტორიაზე თუ თვითმფრინავით მოვიტაცოთ ქალი?
-არ არის ცუდი იდეა,მაგრამ მე ნაკლებსაც დავჯერდები,ეგრეთწოდებული შვეულმფრენი მჭირდება, რათქმაუნდა პილოტით.
-სად და როდის?პილოტირებას მე,ჯერ შენი შიზე და მერე ნინას ქმარი გაგიწევთ, შემდგე კი,ავიაკომპანიის ფუძემდებელი ივა დავითაია.
-გეუბნებით რაა,ეს ჯერ ჩემი სიძეაა, ოჯახს მიმართა დათიმ,იქ ჩვენ რომ ვიცით და ორ დღეში,ჩემს დაბადების დღეზე.
-დიდო გამომძიებელო,რომატიკოსი ხომ გაგხდა იმ გაკნაჭულმა და ახლა პომპეზურად გაღნიშნინებს არა ოცამეშვიდე დაბადების დღეს?უკვე ყველას ეცინებოდა დათის შეჭმუხვნილ სახეზე და ივას რეპლიკაზე.
ოცი აგვისტოს ლოკაცია ნატახტარის აეროდრომი იყო და საოცარი ნანოს განცდები,კიდევ ერთი სურვილი აუსრულა დათიმ,როდესაც შვეულმფრენით აფრინა,უდიდეს ადრენალინს განიცდიდა, წარმოუდგენელი სიმაღლიდან ტკბებოდა ხედებით, წინ უფრო მეტი ელოდა,ნატახტრის მიმდებარედ, სტუმრები ელოდნენ ვილა მოსავალში,სიმწვანეში ულამაზესი იყო ღამის ნატახტარი,თბილი განათება აუზიდან ჩრდილებს ირეკლავდა და ჩაბნელებულ, დიდ ეკრანს ეფინებოდა.ყველა, მათი საყვარელი ადამიანი იქ იყო და ერთად აღნიშნავდნენ დათის დაბადების დღეს.ილიკოსგან შეიტყო,რომ იუბილარი უკვე წლებია კალმების კოლექციონერი იყო,შავი მეტალის კალამზე,ზევიდან წამოსკუპებულიყო ოქროს ბალერინა N ინიციალით,
-ჩემო პატარავ,ეს როგოორ?
-ესპანეთში პრეზენტაცია წარვადგინეთ,რამდენიმე ქვეყანამ და როგორც გამარჯვებულს და ბალერინას,თანხასთან ერთად გადმომცეს სიმბოლურად... ეკრანის ნათებამ მხოლოდ ანოს არ მოჭრა თვალი,ყველა ხედავდა კადრზე:ნანოს სახე,ნანოს სიცილი,ნანოს ჭორფლები,მტირალა ნანო,ბალეტის აკადემიაში,ნანო ცურვის დროს,ლაგებისას,ნანოს დაბადების დღე და სიტყვად ნათქვამი მიყვარხარ.პირველი კოცნა,ჩხუბი,ცრემლები,ნანოს ავარია ,შოპინგი ქეთოს ქორწილისთვის. ბოლოს, ნანო წითელ კაბაში,კამერისკენ ზურგით მდგომი და მხოლოდ ერთი სიტყვა... -დარჩი- Bleib.
-სიტყვები ვერ ჰქონდა,ძლივს შეძლო დათისთვის შეხედვა და ცრემლიანი თვალები მოარიდა
-ჩემო ანო,არ ვიცი როგორ უნდა გთხოვო ისე რომ საკმარისი ვიყო,თვალებს ვერ აცილებდა მის ანოს,დათი
-თუ ოდესმე,სადმე უნდა დავრჩე და სახლად დავიჩემო,მხოლოდ შენთან.მიყვარხარ. უთხრა და ვერც კი მიხვდა,როგორ აღმოჩნდა,მისი მარჯვენა ხელის არა თითზე ბეჭედი.
-იმ ღამით იყო ერთობა ორის,საკუთრად გახდომა,ცოლქმრად ქცევა,ვნებად და ცრემლად დაღვრა,ტკივილი და განუზომელი ბედნიერება. ცვიოდა სამოსი და აშიშვლებდა სხეულებს...მხრებზე ამოკოსებული თხელი ძვლები დაუკოცნა დათიმ, იგრძნო როგორ გადმოაყარა ვნებამ ჭორფლებად,როდესაც ბაგე ბაგეს შეუერთდა,როდესაც საყვარელი კაცის ხელები იგრძნო დაუკარებელ მკერდზე და მერე წელზე შეუსრიალდა...გაუჭირდა ემოციების მოთოკვა,ტაო ბევრდებოდა... უკვე საერთო სარეცელზე,სრულად ენდობოდა,უპირობოდ,საყვარელი კაცის ხდებოდა და რწმენა ღრმავდებოდა,დათი ბედნიერება იყო,სულ ყველგან დათი უნდოდა,დათისთან უნდოდა, დათის ანოს.არ განუცდელი განაცდევინა და ტკივილი იმ ეიფორიათან არაფრად ეყო...დათის მკერდი სახლი იყო უკვე მისი, სადაც დილის ძილივით ჩაეძინათ.

რძის ფერი ქსოვილი ისე ბზინავდა,თითქოს დღის შუქს ირეკლავდა,თხელი ბრეტელები ნანოს მხრებს საოცარ სინაზეს მატებდა,ხოლო წელზე მოყოლებული ფორმა, სხეულს ბალერინასავით გამოკვეთილს და მსუბუქს აჩენდა,ისეთივეს,როგორიც ნანო იყო,მის შემხედვარე დათის სუნთქვა დაავიწყდა, სადა იყო ნანო,თუმცა ლა ბუტენ-ის თეთრი ფეხსაცმელი და დიორის მბზინავი კაბა სათქმელს ამობდა,უსიტყვოდა ფასობდა დათის არმანის შავი კოსწიუმი თეთრ, დაბალ საყელოიან პერანგთან, სრული სინთეზი იყო.ახლა ნანო შეაკრთო ქმრის შარმმა.
-ძალიან სიმპატიური და მიმზიდველი ბრძანდებით გამომძიებელო,პიჯაკის საყელოში ნაზად მოეჭიდა ხელით,დაე ყველამ იცოდეს,რომ ჩემი ქმარი ხარ,მე არ ვარ ეჭვიანი,თუმცა თუ ვინმე ოდესმე, არასწორად მოგიახლოვდება,ზედმეტი ხმაურის გარეშე,სწრაფად და უმტკივნეულოდ მოვუგრეხ კისერს...არასდროს წახვიდე ჩემგან დათი,გახსოვს მითხარი:უშენობის გარდა ყველაფერს გაპატიებო,მეც.
-ნუ ანო,ნუ ღელავ ასე,ეგ მკერდი დაიმშვიდე,თორემ დავაგვიანებთ ჯვისწერაზე,კი არის მამაო ჩემი ბავშვობის ძმაკაცი,მაგრამ გამიბრაზდება... დათის ცხოვრებაში კიდევ ორი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი არსებობდა:დუტა ოდიშელიძე, დათის მეგობარი სკოლის მერხიდან,რომელიც ფერმერთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი იყო და მერხიდან მეგობარი ოთარო ნადიბაიძე-მამა ანთიმოზი,დაქორწინების შემდეგ,საეკლესიო ცხოვრებას შეუდგა,ბედნიერი იყო იმ საქმით,რომელსაც ემსახურებოდა და გარემოცვით,ახლა უფრო აბედნიერებდა ფაქტი,რომ მის ბავშვობას ჯვრისწერის საიდულმოს აზიარებდა და შუამავლად დაუდგებოდა უფალთნ ამ კავშირში.ასეთი გახარებული ირინა არავის ახსოვს,არ ეტირებოდა შვილის ბედნიერებით,მხოლოდ სახე უცინოდა და უფალს სთხოვდა გულში გულით,ცხოვრების ბოლო ერთად მიეტანათ მის უკვე შვილებს და გასაძლები ყოფილიყო მათთვის ცხოვრების სირთულენი. ქორწილშიც ააფორიქა უცნობის ტიტებმა ნანო,რეზიმ და გიორგიმ უხმოდ გადაყარეს და გვარიანი გინებაც მიაყოლს გამომგზავნს,შურს და ღვარძლს ვერ იშორებდა სახიდან ლაშა ქორიძე,ვინ იცის რამდენი სიბოროტე დაქროდა მის ტვინში და მილიონობით მახინჯ აზრს შობდა,დედოფლობდა ნანო და ადედოფლებდა დათის კაცობა.


14***
-ქორწილს დაუვიწყარი ორი კვირა მოყვა და აუხდა კიდევ ერთი ოცნება,პარიზში იყო საყვარელ ადამიანთან ერთად,ორივე ერთანაირად იყო ზღვაზე შეყვარებული და ბარსელონას სანაპიროზე სრულდებოდა ნეტარი დღეები.სულ ცოტა ხანს მოუწია ქმრის გარეშე ყოფნა,მერე კი, ბერლინის ერთერთი უნივერსიტეტის დასტური მიიღო და ახლა მაგისტრის ხარისხს იცავდა,თითქმის ერთი წელი გალიეს,არ ყოფილა ამ ხნის განმავლობაში ფიქრი,რომ იქნებ შეცდომა იყო??? სად დაუშვა შეცდომა?რომელმა?...ახსნას არაფრის ფასი ჰქონდა,ნდობა გროშებად გაიყიდა და ტიტები ტიტობდა.
-დაფიცება არ მიყვარს ნანო,მაგრამ კაცობას გეფიცები იმ ტიტებს გულზე დავაწყობ,სად შემეშალა?მინდა რომ მოგკლა!გესმის?!!გავძლებ, უშენობას ისე შევჭამ ლუკმად არ მეყოფი!მირბიხარ?!გაიქეცი ლამაზო ნანო და იცოდე, ჩემს დაბრუნებას იგრძნობ შენი ტანჯვით.მიხვდები თავმოყვარეობაზე დაფურთხება ვის უკეთ გამოსდის.ხმა ამოიღე თქვი ვინ იყო და იქნებ გადამირჩე.
-არ ვიცი,ამოიხრიალა და მეტი ვეღარ შეძლო,არ მიღალატია დათი.
-ენა ჩაიგდე!!!როდის არ მიღალატე?მაშინ სიყვარულში,რომ გიტყდებოდი და ვიღაც ს**ი ტიტებს გიგზავნიდა?დაბადების დღზე,ყველა დღესასწაულზე,თბილისში,ბერლინში,ქორწილშიც გოგოო!და რა იფიქრე?!ართქმა ღალატია ნანო!ვინ არის მეთიქი თქვიი!ნიკაპთან ყბებზე ისე მოუჭირა ხელი, ძვლის ტკაცუნი გაიგო და ტკვილისგან შეფართხალდა სიფრიფანა გოგო!გეტკინა?ჯერ არ იცი ნამდვილი ტკივილი,მალე, ძალიან მალე,ისე გეტკინება სიცოცხლის სურვილს დაგაკარგავ!
-უკვე დავკარგე დათი,შენ დაგკარგე და მხოლოდ იმისთვის ვიცოცხლებ რომ ჩემი სიმართლე გაირკვეს.
-იმ სიმართლეს ლუკა თავბერიძე ქვია არა?!აბა ახლაც დამალავ?!წლებია გესმის? წლებია მაგ ნაბიჭვარს უყვარხარ და ის გიგზავნის მაგ დედა ნატირებ ყვავილებს, და შენ...შენ ამ ყველაფერს !!!“გაასწორა“კლუბში?ტუალეტში „გაგისწორდა“?გეთქვა ჩვენც გვეცადა.
-ის არ არის,ვიცი ლუკას რომ ვუყვარდი,მაგრამ
-ყველაფერი მოვიძიე გოგო, შენ გესმის?!!!ქორწილში მოგიგვარეს არა მეგობრებმა?!არა და მეც მეძმაკაცებოდნენ,მოვკითხავ გპირდები,შენს რეზის და გიოს მოვკითხავ და მაგ არაკაცულ ერთგულებას სახეზე მივახატავ ორივეს!წადი და ხმა არ დაგცდეს იმაზე,როგორ გადამიარე კაცობაზე.გაგიმართლა, ზოგჯერ მაგის გამო კვდებიან ცოლები,შენ ცოცხალი ხარ და ცოცხლად დაგგმარხავ გპირდები!
-ისინი არაფერ შუაში არიან,გთხოვ შეეშვი, ტირილს არც კი ერიდებოდა და კაკნალს ვერ იკავებდა,უფრო მეტად შეურაწყოფა და უთქმელი სიმართლე ატირებდა,რომელსაც ვერაფრით ეტყოდა,ასე ვერ გაიმეტებდა დათის.ასე ვერ ატკენდა.
-ფეხზე შენი თხოვნა გესმის?!აქედან მოშორდი და იქ მოგხედავ სულ მალე!ყოჩაღ ჩემს სიძეს,მალე უშოვნია ივას შენთვის ბილეთი,ბოლო სიტყვა მიუგდო ჯერ კიდევ ცოლს და განადგურებული გაეცალა.მე ის ხელი ნანოს რომლითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი,დიდ ხანს ურტყა კედელს,რაო ბატონო დათი?!!!ასე გაგიხდა კაცობა?სუსტს მოერიე? ხუთი საათი ისე გავიდა ვერც კი გაიგო ფიქრებში წასულმა ნანომ,რა უნდა ექნა?როგორ ეთქვა ირინასთვის,რომ ყველაზე უბედური ადამიანი იყო,დათის ანო აღარ არსებობდა.ერთი კვირის განმავლობაში გარეთ არც კი გაუხედავს,ფიქრიც არ შეეძლო,უფრო გახდა,გაიცრიცა,მხოლოდ ირინას ხათრით თუ ექნებოდა ორადორი ლუკმა ნაჭამი,ვერ უთხრა ბიჭებს დაბრუნების ამბავი,პირველად მოარიდა პრობლემები,შეეშინდა ქმრის მუქარის ბიჭების მიმართ,ვერც ქეთოს უთხრა.
-ნინამ გაბედა,ინახულა -არ მჯერავს გესმის?ლამაზო ნანო მისმენ???არ მჯერავს რასაც გაბრალებენ და არ გაბედო შემოპასუხება,რას მალავ???ნუ იკლავ თავს ნელ ნელა და ნურც ჩემს ძმას მოკლავ გემუდარები,სასტიკი იყო არა?ეგეთია, ყველაზე მოსიყვარულე და ყველაზე სასტიკიც,ნანო ცუდ რამეს გაგიკეთებს და არც საკუთარ თავს დაინდობს,იცი რატომ?შენს გარეშე აღარ უნდა საკუთარი თავი...ნანო რამე მითხარი ნუ შემშალე!
-არ მიღალატია ნინა გეფიცები,
-არ თქმა ღალატიაო გეტყოდა,იმიტომ რომ თვითონ არ დაუმალავს წარსულის შესახებ,ყველაფერი გითხრა და შენ?
-არ გესმის?ვერ ვეტყოდი 11 წელია ყვავილებს მიგზავნიან და ისიც არ ვიცი ვინ არის მეთქი.
-სამაგიეროდ მან იცის.
-ეხ ნინა,სულ ორ სიტყვაში იმდენი ტკვილი იგრძნობოდა ნანოს ხმაში,ნინასაც ეტკინა,მეტს ვეღარ გაუძლო,ჩუმად უხმოდ გაიხურა კარი. პირველად ვერ შველოდა ირინა,ყოველთვის იყოს ნანოს სიმშვიდე დედა,ახლა ვეღარ აძლევდა ნუგეშს.
-ნანო,შემომხედე და მისმინე,სულ ოდნავ სიმკაცრე გაურია ირინამ,ძლიერი ხარ გესმის?მეც კი არ მეუბნები რა მოხდა და ამ ჯოჯოხეთში მარტო იბრძვი,თუმცა არა,არ იბრძვი...დანებდი,მაგრამ გახსოვდეს გამოსავალი ყოველთვის არსებობს,რაც არუნდა მოხდეს არ დაეცე ნანო,დამპირდი,ღირსეულად გააგრძელებ ცხოვრებას და შენს მიზნებზე უარს არ იტყვი.
-დედა რაზე მელაპარაკები?რა უნდა მოხდეს კიდევ?
-დამპირდი ნანო,რომ შეძლებ და შენს თავში ძალას იპოვნი,ხელის ჩაქნევას და დანებებას არ გაპატიებ,ერთი იცოდე, მხოლოდ გარდაცვლილს ვერ გააცოცხლებ,სხვა დანარჩენი გამოსწორებადია.

-ვერ გააცოოცხლა!გაყინული დედის სხეული ვერ გაათბო, საღამოს პირობა,რომ დაადებინა და დილით აღარ დახვდა.ღირსეულად დაკრძალა და დაიტირა დედა საკუთარ თავთან ერთად,არც ერთი წამით მიუტოვებიათ ბიჭებს და ქეთოს, მას კი ისე უნდოდა მარტოობა,დაძინება უნდოდა დედასთან ერთად,უდედობისთვის ხომ ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო?ისედაც უმამოდ გაზრდილი.

15***
-ქეთო იმ ირინას თავს გეფიცები, ერთი კვირის წინ მიწა საკუთარი ხელებით რომ მივაყარე,თუ რამე დაგცდება ...
-აღარ გააგრძელო გესმის?ნანო, მე კიდევ იმ პატარას გეფიცები ჯერ რომ არ დაბადებულა და ჩემშია,თუ თავს რამეს დამართებ, ვინმეს ვეტყვი კი არა, დედამიწას შევძრავ გესმის?!!!ბიჭებს რატომ გაურბიხარ?რა გგონია რომელიმე თავს აარიდებს დათის?გგონია თავის მართლებას დაიწყებენ,ჩვენ არ ვიცოდით და არც ახლა ვიცით რა ჯოჯოხეთი ტრიალებს შენი ცოლის თავზეო,ნანოო გესმიის?კარზე ის ბიჭები გიბრახუნებენ,სულ ორი საათის წინ რომ გამოუცხადე არაფერი ხდება და თქვენს ცხოვრებას მიხედეო.
-ცუდად ვარ ქეთო...ნერვიულობისგან ხმა თითქმის აღარ ჰქონდა ნანოს
-გეტყობა ნანუც ხმაზე,უკვე სახლში შემოსულიყვნენ ბიჭები,ქეთო...მიუტრიალდა გიო მეგობარს,ნიკოლოზი გელოდება ქვევით,წადი ფიფქია და არაფერზე იდარდო,ამ პეპი გრძელი წინდას ჩვენ მოვიყვანთ აზრზე.ფიფქია და პეპი ბავშვობაში შეარქვეს ბიჭებმა,ნანოს ჭორფლების,ქეთოს კი კანის ფერის და პერსონაჟის სიყვარული გამო.
-ფიფქია მშვიდად წადი,ესეთები გადაგვიტანია?ამასაც მოვერევით,ღმერთოო რა ფსიქოლოგი დაკარგა საქართველომ ჩემი სახიით,შუბლზე ხელი მიირტყა რეზიმ და სიცილიც ვეღარ შეიკავა.
-მარტო საქართველომ რევაზ?მინიმუმ ევროპამ,გამოეპასუხა გიორგი
-იიი,გიორგიი წადი შენს აკვარიუმებს მიხედე,სუში არ შემოაკლდეს ქალაქს,გიორგის ოჯახს აკვარიუმები ჰქონდა და თევზის ბიზნეს აწარმოებდა ახლა თავადაც.
-რეზოდენტი... ნუ აჟიტირდი,რეზი ორთოდონტი, ყბა სახის ქირურგი იყო და სტომატოლგიური კლინიკის დამფუძნებელი,მას არ გაუგრძელებია ოჯახური ტრადიცია მისი მშობლები ლექტორები იყვნენ და ემერიტუს პროფესორის ხარისხს ფლობდნენ,რაც იმის დასტური იყო რომ პენსიაში გასვლის შემდეგაც ექნებოდათ ტიტული.
-რაც არ გიჭირთ „კოჭლი“იუმორია,ჩაერია ქეთო
-ფიფქია,პრინცი გიცდის,შენ გაგიმარჯოს მაგ ჯანსაღ იუმორში,არ დააკლო პასუხი გიორგიმ.
-ორი განათლებული ამბიფია,ნანოს მაგივრად თქვა რეზიმ,ეს ნანოს ცნობილი ფრაზა იყო და ამ ხნის განმავლობაში პირველად გაეცინა უიმედოდ დარჩენილ პეპის.
-ოხ გაგვიცინა, შენც აქ ხარ ნანუც?
-მე-ც,გიო, არ ვიცი სად ვარ და ცუდად ვარ.
-ქეთოო, გადაიქცა კვახად შენი ქმარი,წადი შვილო წადი,მივხედავთ ჩვენ ამას,გააცილა გიორგიმ ქეთო და დასერიოზულებული დაუბრუნდა მეგობრებს,რაო ნანუც? გეგონა გუშინ,რომ აგვიფრინე ანგელოზები და მოგვიქსიე ეშმაკები, მაგით შეგვაშინებდი?არ გვიცნოობ?ასე არ გტკენია არა?ვიცი და ისიც ვიცი ახლა შენი დათი,რომ საკუთარ თავს ებრძვის და ცდილობს მოთმინების ბოლო ნერვი არ გაუწყდეს,რომელიც ან შენამდე მოიყვანს ან ძალიან ცუდ რამეს გააკეთებინებს.მე რომ თამთას გავშორდი,დიდ ხანს გავდიოდი მაგ პერიოდს.
-შენ, თამთა ღალატში არ დაგიდანაშაულებია!
-იმიტომ,რომ არ უღალატია,ძალიან მოულოდნელი იყო რეზის პასუხი.
-მეე???მე ირინას გეფ...მეტყველების უნარიც წაერთვა ნანოს.
-ახლა რაღაცეები არ აგერიოს პეპი,პირდაპირ ღალატზე არ ვსაუბრობ,მაგრამ ჩვენ გაფრთხილებდით,მითუმეტეს ქორწილის შემდეგ,უნდა გეთქვა და ზუსტად ეგ არის შენი მხრიდან ღალატი,მოეშვი ფიცებით მტკიცებას და ის სიამაყე დაიბრუნე სულ რომ გქონდა,სად გააქრე ნანო მაჭარაშვილი?!
-მართალს გეუბნება,საწყალ გოგოს დაემსგავსე,ცდილობდა რეზი,მკაცრი და პირდაპირი საუბრით გამოეფხიზლებინათ.რომ იცოდე მაგ ცრემლების გამო მაინც იცემება ერთი სულიერი და მერე წამიყვანოს იმ თავის განყოფილებაში!
-რეზი,გიო გემუდარებით,ხომ იცით რომ მე ვარ ამ წუთას დამნაშავე და არ არის საჭირო მუშტი კრივი,ის ჩემი ქმარია და ისევ ისე მიყვარს,გესმით მიყვარს,ვერ ვარსებობ მის გარეშე,მიყვარს...მთელი ჩემი არსებით მიყვარს და ეს არსება მძულს მის გარეშე!არ მინდა რაა... ჩემი დათის გარეშე,როგორ ვიცხოვრო?მითხარით ...ორივეს გულში ყავდათ ჩაკრული და მხოლოდ სხეულს უმკლავდებოდნენ,სხეულს შიგნით იმსხვრეოდა მათი უსაყვარლესი პეპი და ვერ შველოდნენ...ყველაზე რთული რაც იყო იცოდნენ:ამ ბრძოლაში,ამ ტკივილებთან,მარტო იყო,ვერ გაინაწილბდენ მის დარდებს.მარტოს ჰქონდა საზიდი,მარტოს უნდა მიეტანა. სადამდე?დათიმდე უნდოდა ნანოს,დათისთან უნდოდა მის ანოს. ბიჭები იმედიანად გაუშვა და კარს უკან სიმარტოვე ისე დაეტაკა,თავი ვერ შეიმაგრა და კედელს მიეჯახა,მერე ხელში, ჯერ კიდევ ირინას მიერ საკიდს შეტოვებული ქურთუკი მოხვდა,სასწრაფოდ ჩაიცვა,ფეხზეც ამოიცვა,ირინა ინერვიულებსო და ქუდიც დაიფარა,ოდნავ რომ გამოერკვა უკვე დედის სასაფლაოსკენ მიიკვლევდა გზას... მცივა სახლში გესმიის?მოვალ და გამათბე,მოვდივარ ჩემო ერთადერთო,დეე...


-ცალკე იბრძოდა დათი შარაშიძეს, დაკარგვოდა ყველაფრის ხალისი, უაანოოოდ არ უნდოდა,ვერც მასთან იყო...ნანახს ვერ შლიდა გონებიდან და ის სირცხვილი და შეურაცყოფა რაც განიცადა, სხეულზე ჰქონდა აკრული და თითქოს სუნსაც გრძნობდა,რომელიც ნანოს სუნს ჯაბნიდა.
-ფხიზელია?იკითხა მისი ბავშვობის მეგობარმა და მეჯვარემ დუტა ოდიშელიძემ.
-ფხიზელი ვარ დუტი,ცოცხალიც და ...
-ცოცხალ მკვდარს უფრო გავხარ დათი,მობილური გირეკავს არ უპასუხებ?S.Sarauli-დააინფორმირა დათი,დუტამ.
-უპასუხე, უგულოდ სთხოვა დათიმ მეგობარს -ჯერ ქეთო იყო,მერე ბიჭები,არც გაუგია სანდრო სარაულს ვინ უპასუხა მობილურზე,მერე თავადაც გამოვიდა,ლანდია დათი... სპიკერიდან განაჩენივით ესმოდა დათის,სანდროს სიტყვები!
-სად არის?!!!ვერ აჯობა საკუთარს თავს,არ გაეგო სად იყო მისი ანო.
-სასაფლაოზე,აქ ვარ მეც დათი,ამ შუაღამეს მარტო ვერ დავტოვებდი
-წადი სანდრო!მტკიცე იყო და შეუვალი
-დათი რას მეუბნები?
-ალექსანდრე,რასაც გეუბნები ის გააკეთე,გთხოვ ძმურად,ნუ გადააბიჯებ ჩვენს ძმაკაცობას.
-კარგი,საბოლოოდ დაეთანხმა და თავჩახრილი გაეცალა იქაურობას.
-სასაფლაოზე მივდივართ დუტი,საჭესთან დაჯექი და სწრაფად იარე,ჯარიმები „დაიკიდე“
ძლივს ახერხებდა იმისთვის გაეძლო რასაც ნანო გადიოდა მის თვალწინ...უთქმელი ტკივილი გაუჯდა სხეულში და ხვდებოდა ბედნიერებას მარხავდა იქ,იმ სასაფლაოზე. დედის გულზე დაეჩოქა ჭორფლიანს-მაპატიე გესმის?ჩემით ნატანჯი გაგიშვი,განერვიულე და ვერ გაგიძლო მაგ სიყვარულით სავსე გულმა.დეეე მაპატიეებ?ვერ ვარსებობ, არ მინდა სიცოცხლე არ მინდა ირიშ!ცოტა ხანს შევძლებ,შენს გამო,იმის გამო რომ დავამტკიცო ჩემი ღირსება!ასე არ დავტოვებ დე, შენს სასაფლაოს...სულ რომ ხელი გავიწვდინო ქუჩაში, მაინც გაგილამაზებ აქაურობას,ჩემო სილამაზევ,აქ რომ მოვალ შენი სახე მინდა მიღიმოდეს,,,არ წავალ, სახლში არ მინდა,აქ გამათბე კარგი?არ ინერვიულო დეე,არ შემცივდება,შენი გულის სითბოს მაინც ვგრძნობ. ირიიშ, ერთი კვირა გავიდა არ მოგენატრეე?მოდი რაა, თუ არა და მე მოვალ, მალე დე,ვიცი რომ წვიმს,მაგრამ შენი ქურთუკი მაცვია და ვერაფერს დამაკლებს წვიმა,აღარც ქუხილის მეშინია,ალბათ ობლებს შიში უქრებათ...ესმოდა, ყველა ნათქვამი სიტყვა ტყვიასავით ხვდებოდა დათის,მათი შემხედვარე დუტა ადგილს მიყინვოდა და სიტყვის თქმა ვერ გაებედა,ან რა ეთქვა!არსებობდა ისეთი სიტყვა,რომელიც ამ სიტუაციას შეესაბამებოდა?-სულ მეუბნებოდი კომპლექსი ნუ გაქვს და ნუ გგონია გტოვებვენო,შენ წახვედი,შენ დამტოვე,აღარ მაქვს კომპლექსი დეე,დათიც წავიდა ჩემგან,გამომაგდო,ქუჩის ქალივით გამომაგდო ... სიცივემ ფეხის თითებიდან დაიწყო და ტერფებიც მოუყინა,სველი მიწა ხსეულამდე ატანდა,ნანოს ცრემლებით ეტირებოდა ცას და არც გაჩერებას აპირებდა,მუხლის ჩოქზე მდგარი ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა,როგორ ეწაფებოდა სიკვდილის,საუბარი გაუჭირდა,კანკალისგან ენის ბორძიკი დაეტყო,ნელ ნელა მიიწევდა სველი მიწისკენ,ეძინებოდა,გაუაზრებლად მოატარა სახე მთაწმინდას,თითქოს დათისაც მოკრა თვალი,ერთიღა ამოიხავლა ხმაწართმეულმა-წამიყვანე დე...როგორი სიმშვიდე მოვიდა...თითქოს დედამ ჩაიკრა გულში,წვიმამ გადაიღო.
-დათი,დათი შემომხედე,წამები არ დაჭირდა დუტას ისე წამოვარდა ფეხზე,ახლა შენ თუ მეტყვი,რომ არ მიეკარები და აქ,ასე დატოვებ,ჩათვალე წერტილს დავსვავ ჩემსა და შენს ძმაკაცობაზე.
-მანქანა დაქოქე დუტი,ხმა უკანკალებდა დათის
-მოგეხმარო?
-არ მინდა,ისედაც ორი კილოსავით იყო,ახლა კილონახევარიც აღარაა,მიკვდება დუტი და მე არ შემიძლია ვუშველო,ღმუოდა,ზუსტად ღმუილი ერქვა „ნაღალატევი“ ქმრის ხმას.ნაცნობ კლინიკაში მიიყვანა და დიაგნოზიც ტრადიციული აღმოჩნდა:სტრესი,გადაღლა,უჭმელობა,დავარდნილი შაქრის დონე სისხლში და რა სჭირდებოდა?ჯანსაღად კვება,ნაკლები ნიკოტინი,სიმშვიდე და საყვარელი ადამიანების გარემოცვა.მომაკვდინებელი,მტანჯველი სიმშვიდე იყო მის სახლში,აღარც საყვარელი ადამიანები იყვნენ.ექიმს დუტასთან და დათისთან ერთად,რეზი და გიორგიც უსმენდნენ,ნანოს წაიყვანდნენ.ხვალ საღამოსო,შეთანხმდენ და შეხვედრაც დაითქვა,ნანოს შესახებ,ნანოს გარეშე.სიმშვიდე ჭირდებოდა,რომელიც არა და არ იყო.

16***
ბიჭებს მეგობრულად,პატივისცემით ჩამოართვა ხელი დათიმ და თავადაც საპასუხო დაუბრუნეს,სამივე დუმდა,რთული იყო საუბრის დაწყება იმ ქალზე,რომელიც მათი ცხოვრების დიდი ნაწილი და სიყავრული იყო,ერთის ცოლი იყო,ორის კი მთელი გააზრებული ცხოვრება,სამი კაცი საუბრობდა ქალზე,რომელსაც ღირსებად თვლიდნენ.
-დათი,ისე უმძიმდა საუბარი გიორგი სულხანიშვილს,ხვდებოდა ასე რთულად დასაწყები, მისი ცხოვრების ოცადაშვიდი წლის მანძილზე არ ჰქონია,ნანო და ქეთო ჩვენი გაზრდილები არიან,მათი თითოელი მიმიკა,გამოხედვა საკუთარივით ვიცით.მაგალითად ერთმანეთს რომ გადახედავენ, ნანო მოკუმული ტუჩებით რომ გაუღიმებს და ქეთო მხრებს აიჩეჩავს იქ,ერთიც იმას ფიქრობს რასაც მეორე,ვიღაც ცუდად „გაფაქტეს“,ამას იცი რატომ ვიძახი ასე დეტალებში?ნანოს ღალატს პირველ რიგში ქეთო არ აპატიებდა,ის კი მისი მდგომარეობის მიხედავად,დედის როლს კისრულობს და ლოგინად ჩავარდნილს ისე უვლის,როგორც ირინა მოუვლიდა.
-რას ქვია ლოგინად ჩავარდნილს?!გაფითრდა დათი
-წამოდგება, ჩვენი გოგო ძლიერია,თუმცა ახლა ცუდადაა, სიცხეები აქვს და დასუსტებულს უარესი უქნა.თავს არ ვიმართლებთ,უბრალოდ გეუბნები იმას,რაც იყო:მეც და რეზიც სულ ვეუბნებოდით,რომ უნდა ეთქვა შენთვის,შენ როგორ მოიქცეოდი?ქორწილში მოტანილ ტიტებს რას უზამდი?
-იგივეს,მე თქვენ არ გადანაშაულებთ.
-აბა?ვიღაც ს**ის გამო ტანჯავ ასე შენს ცოლს?!იმ ქალს, მისი ერთი ამოსუნთქვა ყველაფრად რომ გიღირდა?მეც მყავდა ცოლი,გიოსაც,ჩვენც დავანგრიეთ ოჯახები,თუმცა ასე არ გვიტანჯია ქალები,რომლებიც ერთ დროს გვიყვარდა.ქალს რომელსაც საკუთარ ღირსებად თვლიდნენ,ასე არ ექცევიან დათი.ლუკა ჩვენი სკოლელი იყო და რაც თავი მახსოვს ნანო უყვარდა და არ უყვარდა ნანოს.იმდენად არ აქცევდა ყურდღებას,რომ ვერც კი წარმოედგინა ყვავილებს ის თუ უგზავნიდა.დათი პატივს გცემ, არ მინდა რამე ისე გითხრა მერე ურთიერთობა და სიტუაცია დავძაბოთ.არ გეუბნები და არც არასდროს გეტყვი ნანოს შეურიგდი თქო,მაგრამ ამ მიზეზით მიწასთან არ ასწორებენ ცოლებს!ცდილობდა საუბარი ტაქტიანი ჰქონოდა რეზის.
-ახლა თქვენ ორივე მე მომისმენთ,ვიტყვი მხოლოდ თქვენთან და ნახავთ მხოლოდ თქვენ!მე მალევე გავიგე ყვავილების შესახებ,თუმცა ვერ ვადგენდი ვინ უგზავნიდა.ყველა დღესასწაულზე,დაბადების დღეზე,ქორწილში,ბოლოს იცით როდის ამომასხა?ქორწინების დღეს,ჩვენი ქორწინების წლისთავზე და მაშინ მე მოვიქეცი სი**ვით,იმის გამო რომ არ ენერვიულა იცი რა ვქენი?გადავყარე,მეც თქვენსავით გადავყარე,და მისალოცი ბარათიც დავიკიდე,იცით რას წერდა ბარათში?!ბედნიერი ხარ?ჩემი იქნები ნანო!ახლა ჯერ ამაზე მიპასუხეთ,რას იზამდით?!სიბრაზეს ანთხევდა დათი და სიტყვას ვერ ძრავდნენ ბიჭები.და მაინც რა გგონია?ჩემი ანო,ჩემი ჭორფლიანი,პატარა გოგომ,რომელმაც ბერლინში,სახლში მომაკითხა და ცხოვრება დამილაგა,ბედნიერება მოიტანა ჩემთან,ყველად რომ დავიღირე, მაგ დედა მ******ი მეყვავილის გამო გამოვაგდე?მაინც ვერ გავიმეტე იმ ყველაფრის მერე და ივას ვთხოვე ბილეთი ეშოვნა,მაინც ვერ დავტოვე და აეროპორტში მივაკითხე!ლეპტოპში მეხსიერების ბარათი ჩადო და ყურებისკენ მოუწოდა ბიჭებს.ბერლინის ღამის კლუბის კამერა,გარკვევით აჩვენებდა,როგორ შედის ნანო ლუკასთან ერთად ტუალეტში,მხარზე აქვს ხელი მოხვეული ნანოზე და ლოყაზე ეფერება,სანამ შევლენ,ტუალეტის კედელთან,მთელ სხეულზე ეფერება,მერე კი კაბის ბრეტელზე ეთამაშება და კარს მიღმა ...კადრი წყდება!იმ დანარჩენს რაც კარს მიღმა იყო ვერ ვუყურე,ვერ შევძელი.ეს მხოლოდ თქვენ ნახეთ,ჩემს ილუსაც კი ვერ ვაჩვენე,ახლა მითხარით რა გავაკეთო?!!!რა ვუყო ჩემს ცოლს?გაბოროტებული ვარ გესმით?!იმ ნაბიჭვარს ასე რომ მემალება, იმ ყველა ტიტას რაც კი გამოუგზავნია ნანოსთვის,ყველას უკლებლივ კუბოში ჩავატან.უთხარით არსად გადამეყაროს თქვენი მეგობარი,თორემ ვერ დავინდობ.ქალს,რომელიც ჩემი სიცოცხელეც ვანდე და ქალმა,რომელმაც ჩემს კაცობას დააფურთხა, იმ ღამით სახლში მოვიდა.მითხარით ბიჭო,ახლა თქვენ მითხარით,ღრიალებდა დათი და დუმდა ორივე,შერცხვათ,ეს იყო სიკვდილამდე სირცხვილი,იმ გოგოს გამო,რომლის ადამიანად ჩამოყალიბებაში წვლილი ჰქონდათ.ერთდროულად წამოდგა ორივე ფეხზე და თავი ვერცერთმა აწია,ვერ შეხედეს თვალებში.
-დათი,ირინას სასაფლაოს ჩვენ დავასრულებთ!ძლივს ამოთქვა რეზიმ.
-სასაფალოს ის დაასრულებს ვინც დაიწყო!ქეთოს ქმარი ასრულებს,ასე იცის ნანომ.მიხედეთ ბიჭებო...ნანოს.
-რა ექნათ?არ სჯეროდათ,თუმცა ფაქტით ნანო მოღალატე იყო,დათი ნაღალატევი.ღალატი?მათ შორის უპატიებელი,სიმდაბლემდე დასული საქციელი,ვერც ბიჭებმა გადააბიჯეს საკუთარ სიამაყეს,ვერ მივიდნენ ნანოსთან,იმას რისი თქმის სურვილიც ჰქონდათ, არ მისვლა,არ ნახვა და უარყოფა ჯობდა.მაინც სადღაც, ბოლო იმედს იტოვებდნე,რომ ნანო ამას არ იზავდა.ბანალური იყო არა?ეს ის არ იყო რაც ნახეს.ის გოგო მათი პეპი არ იყო.წლობით,სიყვარულით,ერთგულებით,პატივისცემით,სულ ერთდა ყოფნით ნაშენები ენგრეოდათ თვალწინ და ვერაფერს შველოდნენ,ნანოც მათ თვალწინ იცრიცებოდა.მიუხვდა ბიჭეებს და არც განუკითხავს,თავისთვის ჩუმად ეწყინა,ვერ თქვა:“ესეც გაივლის“-ო,არ გაივლიდა!ვერ გაივლიდა!ისევ ქეთო დარჩა,ქეთოს ამარად და საკუთარი თავის იმედად.
-ქეთო,ახლა მაგ ფულს თუ არ აიღებ,ისე გაწყენინებ...მე, შენი არ მერიდება და გამოგართვი კიდეც,ჯერ მაქვს ის ფული და იმაზეც გთანხმდები,რომ უკან არ უნდა დაგიბრუნო,სასაფლაოც რომ გააკეთეთ,იმით დამამაშვიდე ეკუთვნის იროს ჩემგანო,მაგაზეც დაგთანხმდი,მაგრამ რეზის და გიორგის ფულს თითს არ დავაკარებ,შტერი ვარ?!რაო საწყალ ნანოს ფულს უგზავნიან და თვითონ სათოფეზე არ მეკარებიან,არ მწყინს ქეთო,მტიკვა...ვერაფრით ვხვდები სად ჯანდაბიდან აღმოჩნდა ლუკა იქ,ნახევარზე მეტი ბუნდოვნად მახსოვს,ჩემი ფეხით,ჩემი ნებით მივყვებოდი ჩემი ცხოვრების დასანგრევად და ვერაფრით ვხსნი რატომ?!გული მერევა ჩემს თავზე.ქეთო სიტყვის მასალად არ ვიძახი,დათიმ დისკი რომ მაჩვენა,მთელი გულით მხოლოდ სიკვდილი ვინატრე,ახლაც არ მინდა და სხვა გზა არ მაქვს!ეს იყო იმ ნანოს სიტყვები სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ ბედნიერებას,რომ აკოწიწებდა და ერთი ხელის მოსმით შემოუფშხვნეს.
-ნანო გაფრთხილებ...გამოსცრა ქეთომ
-არ მოვიკლავ თავს,არც მაგდენად სუსტი ვარ და არც ძლიერი,ხვალ სამსახურში მივდივარ.
-ძალიან იღლები ხო?რატომ, რატომ მოხდა ასე?რა პატარა ბიჭივით იქცევა დათი და არ ცდილობს გაერკვეს სიტუაციაში?აეტირა ქეთოს
-გთხოვ დამშვიდდი რა და თავს გაუფრთხილდი,არც ისე ვიღლები,დრო გადის,გულს ვაყოლებ,თუ ძალიან დავიღალე ძილი უფრო ადვილია,ჯერ კიდევ მიჭირს ვმოვბილიზდე და მივხედო იმას რომ ჩემი სიმართლე გავარკვიო.ქმარს და ბავშვობის მეგობრებს დავუმტკიცო,რომ არ ვარ,სიტყვებს ცრემლებს აყოლებდა და უფრო და უფრო ემწარებოდა ცხოვრების კანონზომიერება,სადაც ნანო მოღალატე იყო ქმრის თვალში,იმ ბჭების თვალშიც,რომლების თვალწინაც გაიზარდა და გაზარდეს.ოდესმე მაინც გავიხსენებ ვინ იყო საპირფარეშოში და ვინ მიხსნა იმ ნაბიჭვრებისგან.


17***
თბილისის ერთ ერთი კერძო სკოლის, კლას დამთავრებულები,დასრულების ათ წელს აღნიშნავდნენ,თითქოს დაბრუნებულიყო ის წლები და ბავშვური სილაღე,მხიარულობდა ყველა უხაროდათ ერთმანეთის ნახვა,უკვე გაზრდილებს,დაოჯახებულებს,დასაოჯახებლებსაც, ზოგს განქორწინებაც მოეწრო,ცხოვრებისეული გამცდილება კი ყველას დაეგროვებინა ტკბილ მწარე მოვლენებით.აქ მაინც უხაროდათ,ზოგს მართლა უხაროდა.მაღალი კლასის შატოს ერთი სრული კუთხე, კლასს დაეკავებინა და ჯერ კიდევ ადგილებს ინაწილებდნენ ერთმანეთის გვერდით.სამი უახლოესი მეგობრიდან არც ერთი იფიქრებდა,წლების შემდეგ:ერთი ფერმერთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გახდებოდა,მეორე მამა ანთიმოზი და მესამე,რომელსაც საკუთარი კომპანიის შექმნა სურდა,ახლა წარმატებული გამომძიებელი ერქმეოდა.
-ნანო...
-დათი, თუ ჩვენ კლასელ მანაგაძეს გულისხმობ,ნანა ქვია და არა ნანო,კარგი გოგო დამდგარა,გასცა პასუხი დუტა ოდიშელიძემ.
-ძალიან კარგად ვარჩევ ნანას და ჩემს ყოფილ ცოლს.
-რა შუაშია ნანო?პასუხი აღარ დაჭირვებია მამა ანთიმოზს,მოკრა თვალი აკურატულად გამოწყობილ ნანოს,რომელიც მომსახურე პერსონალის ფორმით იყო.დათი, სულ ოდნავ მაინც რომ არ მომეწონოს შენი დამოკიდებულება ნანოს მიმართ,ანაფორის გახდა არ დამჭირდება ისე მოგხვდება,მხოლოდ სათვალეს მოვიხსნი რომ არ გავტეხო.
-ხოო ოთარო,გვახსოვს, შენ რომ სათვალეს იხსნიდი იქ აღარ იყო ვიღაცის საქმე კარგად,ასე რომ შარაშიძე უფრთხილდი და ხო, მიეცი საშუალება იმუშაოს,ისედაც გაუძნელდება საქმის გაკეთება,,როდესაც დაგინახავს.
-დამისხით, ცოტა თუ არ დავლიე „გავჭედავ“,გამოსცრა დათიმ.
-დარწმუნებული ხარ რომ ნასვამი უფრო არ გაჭედავ?
-არაფერს ვიზავ ოთარო
-მე, მამა ანთიმოზი ვარ...
-სამსახურში მეც ვარ ბატონი დავითი და ეს, გვერდით რომ მიზის,ბატონი ვიცე პრეზიდენტი დემეტრე,ასე რომ ოთარო ხარ.
-რა დავაშავე?ამოიოხრა მამაომ,
ბევრს არ სვამდა,ატყობდა მის ანოს, ხელები როგორ უკანკალებდა და ნაბიჯებს ზოგავდა მაგიდასთან მისასვლელად,მისი დიდი სიყვარული იჯდა იქ,მაინც მოუწია,სუფრაზე სალათის პორციები დაალაგა ეტიკეტის მიხედვით.დუტა და ოთარო ფეხზე წამოუდგენ,მეგობრულად ჩაიკრეს და ყურჩი ჩაჩურჩულა მამაომ:არ იდარდო დათის ანო,ზედმეტს ვერ გეტყვის,უფალი სამართლიანია ნანო,ყველაფერი დადგება იმ ადგილას სადაც საჭიროა.სხვამ ვერ,დათიმ დაუნახა ის ცრემლი, ერთი თითით რომ შეიმშრალა და მის ჭორფლებს სევდა უფრო მეტად მოერია,აღარც დათის გაპარვია ღიმილები მოზრდილ წვერში.ნელ ნელა მოვიდა სამეგობროში ბახუსი და სითამამე,არ სვავდა მამაო,დათისაც სულ ოდნავ ეტყობოდა ალკოჰოლი და უფრო მონატრება,დარდი,ბრაზი,ბოღმა და რაც ყველაზე მეტად ასუსტებდა დანარჩენ გრძნობებს,სიყვარული.არც დუტა ეძალებოდა სასმელს,ახლა სიტუაციის კონტროლი ევალებოდა. ეცადა,ძალიან ეცადა,თუმცა ბოლომდე ვერ შეძლო,როდესაც საპირფარეშოდან გამოსულმა ნანო დაინახა,უცებ სტაცა ხელი და კედელს მიანარცხა,ხმა არ ამოუღია,იცნობდა კარგად ქმარს,ახლა სიტყვებს აზრი არ ჰქონდა,სანამ სათქმელს არ დაასრულებდა დათი,არ მოასვენებდა,ამიტომ დანებება არჩია -კედელთან ნანო?ასე მოგეწონა ის მეყვავილე ხელებს რომ გიფათურებდა?გინდა ვცადოთ?იცი ბოლომდე ვერ ვუყურე,არც წამომიღია ჩანაწერი,კარგი იყო?დაასრულა დაწყებული?!!!თქვი ნანო,დაასრულა?!!!აგისრულა და მე, შემისრულა არა?!!!ახლა სად ტ*****ა?!მოდი შევიდეთ,არ მოგენატრა ქმარი?თუ მას შემდეგ,ჩემტან აღარ „გაგისწორდება“!მხარზე ხელს ისე უჭერდა ტკივილთ გრძნობდა ნანო,როგორ ინთხეოდა დათის ბოღმა,მის სხეულზე.
-დათი,გეყოს!გააჩუმდი!!! შიგნით არაფერი მომხდარა.გთხოვ...გთხოვ დათი, მომეცი საშუალება ჩემი მოვალეობა შევასრულო,ნანოს სიტყვებზე კიდევ უფრო ერეოდა ბრაზი და უფრო მეტად უჭერდა ძლიერ მტევანს და ლავიწის ძვალთან ჩაესო თითები,ტკივილი მხოლოდ მაშინ შეიმჩნია,როდესაც გაანალიზა რომ მხარზე ამოწეულმა ძვალმა ხმა გაიღო და ტკივილისგან გააკანკალა,თვალები გაუშტერა ყოფილს და ბოლომდე შეეცადა გული არ წასვლოდა,მაინც შებარბაცდა,წამიერად დაუბნელდა თვალს და მერე ამოისუნთქა, მე... მხოლოდ ესღა თქვა,გაიბლარა დათის სახე ნანოს ცრმლებში და ვერც მან დაინახა ქმრის თვალებში ჩამდგარი სითხე,სწრაფად შეუშვა ხელი და მხოლოდ მკლავზე მოკიდა სუსტად,დარწმუნდა რა შედარებით უკეთ ყოფნაში,დამნაშავის სახით წავიდა კუთვნილი მაგიდისკენ.მოცელვით დაეშვა სკამზე,გული ნანოს დაუტოვა.თვალები იქით გაურბოდა,სადაც პირველად შენიშნა საკუთარი ანო,თუმცა აღარ გამოჩენილა.უნდოდა, თუნდაც სულ ერთხელ დაენახა და დარწმუნებულიყო მის კარგად ყოფნაში,შიგნიდან ვიღაც არაკაცულ საქციელს ახსენებდა,არ ჩუმდებოდა შინაგანი მეობა,სინდისი წრიალებდა მოუსვენარი ბავშვივით,საათზე მეტი გადიოდა და არ ჩანდა,ნელ ნელა იშლებოდა ხალხის სიმრავლე,დათი კი უფრო მეტად ღელავდა.ბრავო,ტაში გამომძიებელო!ისევ დაუმტკიცე არა რომ სუსტს ერევი!კიდევ რამდენჯერ მიაყენებ ტკივილს?!საკუთარ თავთან ჩუმად იბრძოდა დათი შარაშიძე.
-ოთარო,წამოიძახა და დუტას ყურადღებაც მიიქცია,
-გისმენ დათი,
-გთხოვ ნანო მოიკითხე,გაარკვიე როგორ არის
-რატომ?
-არაკაცი ვარ და იმიტომ,ვატკინე გესმით?
-რას ქვია ატკინე?!თვალები აენთო დუტას
-ხელი ისე მოვუჭირე,ცოტაც და ლავიწის ძვალს გავუტეხავდი თუ არ გავუბრაზე,ისე გააკანკალა ტკივილისგან,ლამის გაითშა.
-ახლა თავს გაგიტეხავ დათი და მერე იტყვიან ეს რანაირი მამაოაო,გარეთ დამელოდეთ ორივე,გავარკვევ ნანოს ამბავს და მოვალ.დუტი, ამან ფეხი არსად გადაადგას,თორემ კაცი არ ვიყო თუ სათვალე მართლა არ მოვიხსნა.ისეთი გაბრაზებული დაბრუნდა,სიმწრისგან მუშტებს კუმავდა და რისხვა ელავდა,სულ აღარ გავდა მამა ანთიმოზს. -არ ვიცი რა დააშავა იმ გოგომ,მაგრამ ჯვარს რომ გწერდი,ისეთი სიყვარულით და წრფელი თვალებით გიმზერდა,ეგ უნდა გიღირდეს მთელ ცხოვრებად,ერთხელ მაინც უყვარდი ქალს ასეთი თვალებით,არ ვიცი რა დაგიშავა,მაგრამ ულუკმაპუროდ იმ ადამიანის დატოვება,ვინც ერთ დროს შენი ცოლი იყო და ღირსებად მიგაჩნდა არაკაცობაა დათი.ასეთ დათის მე არ ვიცნობ!რა არ შეგვშლია ცხოვრებაში,მაგრამ კაცობა არასდროს!ჯერ შეურაწყოფა მიაყენე,ატკინე ყველა გაგებით და მერე ბოლომდე იზეიმე ბიჭო?სამსახურიდან როგორ გააგდებინე?!!!ყველაფერს რო ხაზი გადაუსვა,ობოლია.რა ქნას?თუ მისი სიკვდილი გინდა,პირდაპირ მოკალი,ნელ ნელა ნუუ!!!იარაღის მეტი რა გაქვს?ესროლე და მე გაძლევ პირობას ისე დაგიდგება ტყვიის წინ,წარბს არ შეიხრის.ახლა სიკვდილი ისე უნდა,შენს ანოს მაგაზე დიდ სიამოვნებას ვერ მიანიჭებ.შენ დაიკმაყოფილებ შენ კაცურ ეგოს.ახლა ეს ამბავი,მამაშენს მოუყევი და ვნახავთ ტკენა როგორ უნდა.
-დათი თქვი რომ ეს არ გიქნია!!!იღრიალა დუტამ
-რა თქვი ოთარო?!მოსმენილისგან ძლივსღა შეეძლო სუნთქვა,საკუთარი მაისურის მრგვალ საყელოს ჩაეჭიდა და ერთი მოძრაობით შემოირღვია.არა მსგავსი არაფერი ყოფილა,მის თავს გეფიცებით,დამიშავა,ჩემს თავმოყვარეობას დედა უტირა,ცხვოვრება დამინგრია!მაგრამ მიყვარს გესმით,ისევ ისე,უფრო მეტად,ვერ ვშველი ვერც ჩემ თავს და ვერც ჩემს ხელებში ჩამკვდარ ჩემს ანოს!ახლა თქვი რა მოხდა!!!თვალი გაუსწორა ოთაროს თვალებს და კბილი საწილედ უკვე იყო.
-მენეჯერმა მითხრა,რომ მისი განთავისუფლება მოითხოვეს.ვინ და რატომ არ ვფლობ ინფორმაციასო,გული დამწყდა,სამი კვირა იყო ჩვენთან და ძალიან კარგი გოგონააო,ერთი ზედმეტი ქცევა და არასწორი საქციელი არ ჰქონიაო.მე სხვა სამსახურში გადავდივარ და ვფიქრობდი ჩემს ადგილზე გავუწევდი რეკომენდაციასო,თანაც მოწონებიათ მისი გერმანული გამოცდილება,ისეთ ხარისხს ფლობდა ძალიან მარტივად შეძლებდა კარგი ლიდერი ყოფილიყოვო.
-ჩემზე იეჭვებს,დავპირდი რომ დავბრუნდები შენი ტანჯვა მაშინ დაიწყება მეთქი და ახლა გონია,რომ დანაპირებს ვასრულებ.ირინას სასაფლაოსკენ აიღეს გეზი,იცოდა იქ იქნებოდა,სრულიად მარტო დარჩენილი,დედის მიწად ქცეულ სახლთან ეძებდა ნუგეშს.
-ხომ მითხარი,ხომ მთხოვე არ დაეცე,ამაყი და მებრძოლი იყავიო,ბრძოლის ძალა აღარ მაქვს,სიამაყე?დღეს ჩემს სიამაყასეც მიაყარეს მიწა და ღრმად ჩამარხეს!ახლა არავის ჭირდება ჩემი სიმართლე,ქეთო დამრჩა მხოლოდ და მასთანაც უხერხულობის შეგრძნება მაქვს,ქმარი ყავს დეე და მერიდება,ორსულს დარდად დავაწექი,სხვას ვერაფერს ვუკეთებ.ჩემი ბიჭები გამირბიან, და კიდევ მეტყოდი ნუ გგონია და ნუ გაქვს კომპლექსი რომ გტოვებენო.იყოს ისე როგორც არის და რაც იქნება.მაინც შევეცდები,რომ არავის შევეცოდო,ამას სიკვდილი მირჩევნია,ისე სიკვდილი ახლა ყველაფერს მირჩევნია ირიშ.გაზაფხული აღარ მოვა დეე მთაწმინდაზე.ჩემი გაზაფხული ბერლინში,იმ დამპალი კლუბის კედლებში დავტოვე.ჩემი გაზაფხული დათი იყო.წავალ ახლა,სახლამდე ფეხით გავივლი,სამსახურში აღარ ვარ წასასვლელი.ესმოდა ყველა სიტყვა,ყველა ნათქვამი ქონდა გაგონილი და დედის საფლავთან ყველა ნანოს ღამე ქონდა გათენებული.სახლამდე მიაცილეს, გოგო სიფრიფანა,გოგო ჭორფლებით,ლამაზი პირსახით,გოგო რომელსაც წვიმა და ღიმილი უყვარდა,აღარ ჰქონდა საჩურჩულო ღამესთან გოგოს,ის პეპი იყო,პეპისაც ხომ ბევრი უთქმელი სევდა დაჰქონდა მართალი გულით. და კარგად ხედავდნენ, როგორ ცვიოდა ფანჯრიდან ტიტები. -მოვკლავ!თენდებოდა,გამომძიებელი ფორმას იბრუნებდა...
კიდევ ბევრჯერ არ გაუმართლა ნანო მაჭარაშვილს,რამდენიმე თვეში შეძლო და მაგისტრის ხარისხს ფლობდა,არ გაუჭირდა მისი ცოდნის პატრონს,დაერწმუნებინა გერმანელი ლექტორები,რომ სამაგასტრო ონლაინ ჩაებარებინა და საოცარი ნაშრომის მომსწრენი გახდნენ,ეს თითქოს სტიმული იყო პეპის ცხოვრებაში,ნიშანი რომ სიკეთეებიც ხდება. ქეთო ორდენიძის და ნიკოლოზ გოთუას სიკეთე,ანდრო გოთუას სახით მოევლინა ქვეყანას და ნანოს კიდევ ერთი რწმენა გაუჩნდა.კიდევ რამოდენიმეჯერ ცადა სამსახურის დაწყება და კიდევ მოუწია მისი მისამართით ნათქვამის მოსმენა:სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ,გაუთვალისწინებელი მიზეზებისდა გამო.ვეღარც ქეთოს შეძახილი ამხნევებდა გაიხსენე ირინამ რა გთხოვაო,ჩხუბითაც ეჩხუბა,ეხვეწა,მომავალ ნათლულს გაფიცებო და ანდრო მისთვის მართლა სიკეთე იყო,კიდევ ერთხელ დააძალა საკუთარ თავს.აღარ გამოუშვიათ სამსახურიდან,მუშაობის ორი თვე იწურებოდა და განშორების ხუთი,კმაყოფილი იყო სამსახურით,კომპანია საკმაოდ ფართოდ აწარმობდა ამანათებს და ასევე წარმოადგენდა ქოლ ცენტრს,სადაც ნანოს მოვალეობა, მონაცემთა დამუშავება და ოფისის შიდა სერვისის მომსახურება იყო.ყველაფრის მიუხედავად მაინც ლამაზი იყო ნანო. ლამაზი ნათლია ყავდა ანდროს და გიორგის შვილს,მიას.სიყვარულით ჩაიკრა გულში დიდი ხნის უნახავი ბავშვი და გული გაუთბა,გიორგის სუნი ქონდა,მონატრებისგან ცოტაც და შეიშლებოდა,უყურებდა რეზის და გიორგის და ვეღარ მოითმინა,მივიდა ორივეს თვალი გაუსწორა და სათქმელი პირდაპირ მიახალა:-ხვალ,თუ იოტისოდენა პატივისცემა შეგრჩენიათ,იმ სიყვარულის ხათრით მე რომ მიყვარხართ,ხვალ ორივე მოხვალთ,სახლში ვარ,ვისვენებ და ისევე ღიაა კარი,როგორც იყო.დღის ნებისმიერ მონაკვეთში გელოდებით,ძილს ვეღარ დამიფრთხობთ,დიდი ხანია აღარ მძინავს.თუ არა და დავასრულოთ! უთხრა და ნათლობამ ისე ჩაიარა მზერაც აღარ გაუპარებია ბიჭებისკენ.უთქმელად გაიპარა,გამთენიას კიდევ ერთხელ წაიღო დასუფთავების სამსახურის მანქანამ, გადაყრილი ნარინჯისფერი ველური ტიტები.

18***
კმაყოფილები იყვნენ ნანოს მუშაობით,აფასებდნენ მის პასუხისმგებლობასა და განათლებას,რაც საკმაოდ მაღალი რეიტინგით აისახა კომპანიაზე.
-არ გავუშვებ,ვერ გავუშვებ ნანო მაჭარაშვილს, რეკომენდაციას და მფარველობას ისეთი ადამიანი უწევს,როგორიცაა ილია,ილუ ბურდული და ეს კომანიის დამაარსებელთან არის შეთამხმებული,ასე რომ უნდა მაპატიოთ ბატონო რამ ... გაუთიშეს.მიხვდა კომპანიის დირექტორი,ავთანდილ გიორგაძე,რომ ნანო პაიკი იყო და უფრო მეტად ძალაუფლების მატარებელი ადამიანების მსხვერპლი,თუმცა უარის თქმის სულაც არ შეშინებია,მას ზურგს ისეთი ადამიანი უმაგრებდა,როგორიც იყო ირაკლი მაჭარაშვილი.გაარკვია,რომ ნანოს არანაირი კავშირი ჰქონდა კომპანიის ფლობელთან,მიხვდა არც იმაზე წარმოედინა რამე რომ მფარველობას უწევდნენ საოცრად ძლიერი ადამიანები.ეს უფრო მეტად მოეწონა მასში,საქმიანობა განაგრძო,მეტად გამოცდილი და ღირსეული კაცი, გრძნობდა ნანოს სისუფთავეს,მხოლოდ ერთი ვერ ამოხსნა?რა შუაში იყო ნანო ამ ადამიანების დაპირისპირებაში?დრო,დრო გაარკვევდა,ახლა საქმე იხმობდა.
არც ნანოსთვის ყოფილა საღამო მშვიდი.
-შენი ნებით წამოხვალ!ბრძანებლობდა ნანოსთვის ყველაზე საძულველი ხმა.
-არ წამოვალ,ეს სამსახური ჩემი შანსია,შენ კიდევ მეორედ აღარ გნახო ჩემს სიახლოვეს,ნუ სარგებლობ იმითი რომ ხმას ვერ ვიღებ და დათის ვერ ვიმეტებ.
-შენი ბისთვის ხომ გაიმეტე?!აიშვა უმანკო ნანამ, უნივერსიტეტის მეგობრებთან ერთად.
-აქედან მოშორდი!გიორგი და რეზი უნდა მოვიდნენ და არ მგონია კარგად დასრულდეს თქვენი შეხვედრა.
-ბოლოჯერ გეკითხები,ავად გამოსცრა,თავად ავად სახსენებელმა
-არ არის კითხვა საჭირო,არ წამოვალ,გადავწყვიტე ვიბრძოლო,იქნებ ოდესმე ისიც გაიგონ რა სატანა ხარ!
-დღევანდელი დღე დაიმახსოვრე და შენ თავს დააბრალე რაც დაგემართება.
-გაეთრიე!!!
-გასვლაში მომეხმარე,უბრძანა დამხმარეს და ნანოს სახლი დატოვა.
კიდევ ერთი იმედი და ურთიერთობა წყვეტდა არსებობას ნანოში,თითქმის ბნელოდა მისი ბიჭები კი არ ჩანდნენ,ისევ ცარიელი კედლები ითავისებდნენ მის მწუხრებს,რა პატარა იყო ამდენი ტკივილისთვის,რა პატარა იყო ობლობისთვის და მარტოობისთვის,როგორ გაზარდა ცხოვრების უკუღმართობამ,რამდენ გამოცდას აძლებინებდა,სიძულვილიც ასწავლა,უცნობი გრძნობა ახლა კარგი ნაცნობივით მოადგა სახლში და მოუწამლა სხეული და სული,ყველა ფანჯარა გამოაღო არ ეყო,თითქოს ისევ ტრიალაებდა მისი შხამი სახლში, კარებს ეცა,გამოგლიჯა და დათქმულივით აესვეტა ორი სხეული.სიხარულისგან შეაჟრჟოლა,თითქოს ნიშანი იყო, ავდრობას გამოდარება მოყვებოდა.ჩვეულად შევიდნენ,ის რაც ცხოვრებისეულად ჰქონდათ გამჯდარი,ტრადიციასავით მოყვებოდათ,სამზარეულოს მაგიდასთან დასხდნენ,ისე როგორც ყოველთვის,თავიანთ ადგილებზე,ნანომაც ჩვეულად გააკეთა ყავა,ერთი ერთზე,მაგიდაზე დაალაგა,გამხდარ,გრძელ თითებში სიგარეტი მოიქცია და ნაფაზიც ნერვიული იყო,ირინასგან ნებადართული გახდა,სამზარეულოში მოწევა,არ დავიწყებია გიოს,წამოდგა და ისე როგორც ირინამ დაავალათ,ფანჯარა გამოაღო. პირველად დუმდნენ ასე უხერხულად.
რატომ გერთულებათ? ის მითხრათ რასაც განიცდით?ვეღარ მოთმინა ნანომ.
-ის უფრო რთულია რასაც ვფიქრობ ნანო,ის უფრო რთულია ახლა აქ რომ ვზივარ და თვალს ვერ გისწორებ,არასდროს არჩევდა სიტყვებს რეზი,ახლა კი ყველანაირად ცდილობდა ძალიან არ ეტკინა პეპისთვის.
-შენ?შენ რა გერთულება გიო?
-მე?ის ის მერთულება,მინდა პასუხი გაგებინო შენს საქციელზე და ვერ გიმეტებ!
-რა დაგიმტკიცოთ?ის არ არის რაც ნახეთ მეთქი?საკუთარი ფეხით მივყვებოდი ლუკას და ვერ ვხსნიდი, როგორ ახდენდა ჩემზე ზეგავლენას,გგონიათ თავს ვიმართლებ?მაგრამ რაღაცეები არ მახსოვს,ლუკას გამოჩენა მახსოვს,გამიკვირდა და გამიხარდა,მისი დანახვა როგორც ნაცნობის,სულ ორი წუთით მოვიკითხეთ ერთმანეთი,მერე ჩემს კურსელებს დავუბრუნდი,ვსაუბრობდი და
-დანარჩენი ვიცით!დაუნდობლად უპასუხა რეზიმ.
-ყველაფერი გასაგებია,არ გჯერათ და არც გაიძულებთ დაჯერებას,ალბათ მეც მსგავსად მოვიქცეოდი,მართალი მითხრა დათიმ,ჩემს დაბრუნებას შენი ტანჯვით იგრძნობო,ვგრძნობ და თანაც როგორ,თქვენთანაც მომწვდა,თუ ოდესმე სიმართლე გაირკვევა,მინდა რომ არ მქონდეს ბრაზის,ღალატის განცდა,არ მინდა დავიჯერო,რომ ის რაც ჩვენს შორის არსებობს,ერთ დღეს აღარ იქნება.
-ნანო,
-არაფერი მითხრა გიო,გთხოვ,გემუდარები ასე დარჩეს როგორც არის,უბრალოდ შეეცადეთ რომ ჩვენი სიტუაცია ქეთოს არ შეეხოს,მას ისედაც მძიმე ტვირთად ვაწევარ.
მიდიოდნენ და ნანოს სახლიდან ადევნებულ დანაშაულის შეგრძნებას ვერაფერს უშვებოდნენ,იმდენად რთული იყო ერთმანეთის ყურებაც ეძნელათ,ვაი და მართლაც არ ყოფილიყო ისე?!
-გიოო,ხმაში კანკალი ერეოდა რეზის,გიო ხომ იცი ქეთო როგორია?მიუხედავად იმისა რომ ნანო მისთვის ყველაფერია,ღალატს არ აპატიებდა,მაშინ რატომ არაფერს ამბობს?რატომ?არც ჩვენ გვეუბნება საყვედურს,თუმცა ვხედავ მის თვალებს და მგონია ერთ დღეს იფეთქებს.
-და ჩვენ გვფეთქავს! პირდაპირი გაგებით,სიმწრით თუმცა გაეცინა ორივეს რეზის სიტყვებზე,ახლა დათისი ისე მესმის,ძალიან ძნელია ამ ყველაფერს უყურო და გადარჩე ან გადაგირჩეს.
-და რომელიმეს ხედავ გადარჩენილს გიო?თუ ამ ამბავში ნანო მართალია,ბიჭოო ვისზე ვლაპარაკობთ ხვდები?ჩვენს პეპიზე ვიძახით მოღალატეაო?თავს „დავიბრიდავ“ ბავშს გეფიცები,ასე თუ მივქარე და მე ნანო შემეშალა.
-ოღონდ „ძმურად“ თუ ეგ მოხდა და პეპისთან „ჩავისვარეთ“ჯერ მე „დამბრიდე“ და შენი თავიც მომაყოლე.ქეთოს ფული გამოატანა უკან,იმანაც ფაქტიურად სახეში მომაყარა,რაღაც ხდება.
შურისძიების წყურვილი უტევდა ხოლმე დათის,არ მოუტანა სიმშვიდე ნანოს ცუდად ყოფნამ,აღარ უნდოდა იმაზე ფიქრი,თუ რა მოხდა! რატომ გაუჩინარდა ლუკა თავბერიძე?!ვერაფრით ჩაიგდო ხელში,მზად იყო სიკვდილამდე ეცემა და თუ რატომ?ამაზე პასუხი ცუდის ჩადენისკენ უბიძგებდა,ადამიანობას ართმევდა,ისევ მეორდებოდა კადრები... ნასვამი იყო ემოციებს და ბრაზს აყოლილი,ახლა მხოლოდ მოღალატე ცოლის ქმრად თვლიდა თავს,თითქოს შეძლებდა და შურს იძიებდა,დრო იყო...
-გისმენ ნინაკო,გაისმა ილუს სასიამოვნოდ ბოხი ხმა,
-ილუ,მთვრალია ვერაფრით შევაჩერე,არც ივაა სახლში,ნანოსთან წავიდა,ილუ გადაარჩინე გთხოვ,რამე ისეთი არ ქნას,მერე რომ მოუნდეს.
-მშვიდად ნინა,მივდივარ უკვე,თუმცა არაფერს ჩაიდენს ისეთს,რაც კაცობაში არ ჯდება,ერთი წამით არ დაუშვია რომ დათი უპატიებელს ჩაიდენდა,სულ ოდნავ ჩქარობდა. ძველი ბინის კარზე გარკვევით იკითხებოდა: ი.ტუღუში. გეგმის სიმყარე ღიად დარჩენილმა კარმა შეარყია,შიგნიდან ეძახდა სინდისი:იქნებ რა უჭირსო?იქნებ ჭირდებიო?როგორ მონატრებოდა,რას არ დათმობდა ახლა მის მკერდს ჩახუტებულს ჩაძინებოდა და ნანოსეული გაღიმება დაენახა ძილში რომ იცოდა,ძალიან გამხდარიყო მისი საკუთარი ანო,ისევ დასცდა ჩუმად:ნუ ანო, ნუ ღელავ მასე,მაგ მკერდით,ჭკუიდან ვიშლები ჭორფლიანო.რატომ?რატომ ვერ გიმეტებ იმ ტანჯვისთვის როგორც მე გამიმეტე?და მაინც მისი გული გრძნობდა ნანოს გაუყუჩებელ ტკივილებს,თითქმის შეეხო,ხელის გულზე გრძნობდა იმ ქალის სუნთქვას,ვისი ჰაერიც აცოცხლებდა... ღამე იყო ფიქრთა მესაიდუმლე,და ილუმაც გაიგო ის რაც ღამემ იცოდა.ამპარტავნობამდე ამაყობდა დათის დიდი კაცობით,სულის ტკივილიც ვერ მიიყვანდა დათის უღირსობამდე.წავიდა ფართე მხარბეჭით და გრაციოზული მიხვრა მოხვრით ილიკო ბურდული!ღამეს შეატოვა ორი დაკარგული სული და იცოდა:იქ სადღაც, ნანო მაჭარაშვილის და დათი შარაშიძის ბედნიერება იცდიდა. ისევ დაერღვა სუნთქვა,იგრძნო მისმა გულმა დათის ყოფნა,თითქოს გაზაფხული თრთოდა მთაწმინდაზე,აღელდა,შფოთავდა და თვალის გახელა არ უნდოდა,რომ ვეღარ ეგრძნო?იქნებ ძილში მოვიდა?კარებთნ მისულს დაეწია ხმა სანატრელი,არ წახვიდე რაა...ისეთი სუფთა და ნამდვილი იყო ნაბიჯი გაუქვავდა. თვალ გახელილ ნანოს კანკალი აუტყდა,ის ნამდვილი იყო,ნამდვილად იქ იყო.
არ წახვიდე გევედრები...
-ვერ მივდივარ ნანო!გაინტერესებს რატომ?!ის ქალი მენატრება,ჩემს სახლში რომ დაფარფატებდა და სახით მზე დაქონდა,ის გოგო მომენატრა ჩემმა სიყვარულმა, გაზაფხული რომ მოუყვანა მთაწმინდაზე.ჩემი საკუთარი ანო მენატრება, გესმის?მისი ღიმილი,მისი შეხება მინდა,მინდა შევიგრძნო ის გოგო,დათი შარაშიძით რომ ებედნიერებოდა ცხოვრება.
-გაზაფხული აღარ მოდის დათი,მზეებიც გაქრა,ღიმილი? მხოლოდ ნიღბად,თავის გადასარჩენად და ეს გადარჩენაც აღარ ჭირდება იმ გოგოს,დათის სიყვარული რომ აბედნიერებდა და მის სიცოცხლეს აზრს აძლევდა,ის გოგო ბერლინში,ცივ საღამოს,ერთ ერთ კლუბში მოკლეს და იქვე დაიმარხა!შენი ანო ცოცხლად მოკლეს.იცი?დაძინება მინდა,მხოლოდ იქამდე ჩამეხუტე,ჩაძინებამდე.სადამდე ჩაეხუტა?... მინდიხარ ანო,ახლა ჩემი ანო ხარ,არ შემიძლია გესმის?შენთან მინდა... თვალებში შემომხედე!მიყურე ანო,შენთან მინდა,არც უფიქრია მისი თანხმობის გარეშე ოდნავადაც შეხებოდა.
-მეც!ახლა ანო ვარ,შენი ანო,რომელსაც შენთან უნდა,გახელებით უკოცნიდა სხეულს და სიყვარულში ბრაზსაც ანთხევდა გამომძიებელი.ნებდებოდა მის დიდ სიყვარულს ჭორფლიანი და გრძნობდა ტკივილს,უხაროდა მის მკლავებში ჩამალვა და ვერ ეგუებოდა აგრესიას,ვერაფერი უთხრა სიუხეშეზე,კანით იგრძნო ნანოს ცრემლები და ზუსტად იცოდა რატომ ტიროდა მისი ერთ დროს სიცოცხლით სავსე ანო.მაინც არ შეჩერდა,უხეში ალერსით შეიგრძნო ბოლომდე. ძილში კი, ისევ ისე იკრავდა მის სხეულს,ნაზად და დათისებურად,როგორც დათის უყვარდა საკუთარი ანოს სურნელი. ზამთრის მზიანმა დილამ სულაც ვერ გაათბო,სარკე კარგს ვერაფერს უქადდა,იქიდან ყვრიმალებ ჩაცვენილი, ფერმკრთალი გოგო უმზერდა,დაჩნეოდა დათის ტკივილი,ბოღმად შეატოვა მისს კანს შარაშიძემ ბრაზი. წყალი გადაივლო,საკმაოდ მოძველებულიყო აბაზანა ბინასავით,თუმცა წესრიგს არ აკლებდა ირინა ტუღუშის ქალიშვილი,დედასავით პეწიანი იყო,არც ძვირფასი სამოსი ეცვა,თუმცა მუდამ გემოვნებით.დედის შარფით დამალა ღამისეული ნაფერები და კარი გაიხურა,იქ სახლში ყველაზე ძვირფასს ტოვებდა და იცოდა მისულს აღარ დახვდებოდა,იმ მტკივნეულმა ღამემ მაინც შთაბერა სიცოცხლის აზრი,მაინც გათბა დათის სუსხით. -ვერ მაპატიებ დათი,დავრწმუნდი რომ ვერ მაპატიებ და არ მაპატიო. ასე იწყებოდა სიტყვები,პატარა ფურცელზე,რომელიც სამზარეულოს ძველ მაგიდაზე,არომატული ყავის ჭიქასთან ერთად დაეტოვებინათ.დრო შეპარული, ირინასეული ფარდა უფრო ბინდავდა დათის გუნებას,ნანოს ბავშვობის დროინდელ სკამზე მყარად იჯდა,თუმცა სიტყვები ურყევდა ყველა იმ ძალას,რაც ღამით მოიკრიბა.შენთვის გარყვნილი ქალი ვარ,ასე ექცევიან უღირს ქალებს?შენ რომ ყველაზე მეტად გიყვარდა იმ ხალს კოცნები არ აქვს,უკვე სილურჯედ მემჩნევა,არ ვბარზობ,ვერ...ანოს გარეშე გაგრძელდი რაა დათ,მიყვარხარ. ოცდარვა წლის განმავლობაში ბევრი გაეარა გამომძიებელს,ბევრი მკვლელი უნახავს,მოძალადე,ქურდი,საკუთარ თავზეც უგემია დამნაშავისგან ფიზიკური ტკივილი,ტყვიაც მხარში,ოჯახშიც შექმნია პირადი პრობლემები,სამეგობროშიც ბევრჯერ უჩხუბიათ,თუმცა არასდროს უთქვამთ დათი ზღვარს გაცდაო,ახლა კი, საკუთარ თავს ვერ პატიობდა,კაცობა აყრილივით გამოასვენა საკუთარი სხეული და მზემ გაყინა,თვალი ვერ გაუსწორა ქუჩას და მანქანამდე ისე მივიდა,თავჩახრილმა და თვალგაუხელელმა რამდენჯერმე წაიბორძიკა,ნეტავ დაცემულიყო და გათიშულიყო,ნეტავ შეძლებოდა!
-ნინამ ის მთის დევი დამადევნა,შენ საიდან გაჩნდი მამაო?!თავისი მუშტისთვის ვერ გამიმეტა და შენ გამოგიშვა?მაინც სტატუს ვერ გადაახტები და გადაგირჩები არა?ის კი სახეს გამიერთიანებდა.საკუთარ სიტყვებზე ირონიულად ეცინებოდა დათის და ტკივილები უფრო და უფრო მოდიოდნენ.
-რა გააკეთე?!ნანო დავინახე,თუმცა ვერ ვნახე,ვერ მივედი,ვერ გავუბედე,ცხოვრებაში პირველად მქონდა შეგრძნება,ვიგრძენი მთელი ჩემი სულით და სხეულით,როგორი ღიმილი ჰქონდა აკრული და გული უტიროდა.დათისთვის ქურთუკის საყელოში ჩაევლო ხელი ოთარო ნადიბაიძეს და არ ადარდებდა მის ანაფორას რომ აკვირდებოდნენ გამვლელები,რა დაუშავე?!ხმა ამოიღე და სახით ნუ მიყურებ!
-მისი სურვილის საწინააღმდეგოდ თითიც არ დამიკარებია,თუმცა სხვა ვიყავი გესმის?!ჩემი ბოღმა, დამპალ ვნებაში ავურიე და ნანოზე ვანთხიე.შენ, ნუ მიყურებ ახლა ნამდვილი მამა ანთიმოზის სახით,ძალა კი არ მიხმარია,ძალას ვერ მოვერიე.არ გაკვირვებია დათის,თუმცა უკვირადათ მნახველებს. ალბათ მოყვებოდნენ აღშფოთებით,როგორ მოხვდა მამაოს ხელი „ვიღაც“ბიჭს.
-უუუფ მომეშვა,ნატკენი ხელი დაიქნია მამაომ და მშვიდად დაძრა მანქანა,მრევლი ელოდა.მხოლოდ ორისთვის ილოცებდა ტაძარში,ნანო მაჭარაშვილისა და დათი შარაშიძის სიმშვიდეს ეთხოვებოდა უფალს,საოცარი დასანახი იყო ზეცად ხელ აპყრობილი მამა ანთიმოზი,მზის სხივი დანათოდა საკმეველის კვამლს და ღმერთს მისი ესმოდა.ადრე თუ გვიან სიმშვიდე მოვიდოდა,ერთად თუ ცალ ცალკე,მათი არსება სიმშვიდეს პოვებდა.


19***
გარეთ გამოსულს,მაგრად მოხვია ძლიერი მკლავები კისერზე და უფრო ძლიერი გული აგრძნობინა,გულ გადახლეჩილს. შებარბაცდა წონასწორობა დაკარგული გამომძიებელი,ნანახს ვერც ილიკოს გონება წვდებოდა. ქალაქის მთავარი საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი, ეკიპაჟს ელოდა დამნაშავესთან ერთად. პატრულის თანამშრომელს,ხელბორკილით მორჩილად მოყვებოდა ნანო,ხმები ესმოდა გაცვლილი ინფორმაციების:კრიმინალისტები მორჩნენ,ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.მაჭარაშვილი დაკითხვაზეა გადაყვანილი!-გამოაფხიზლეს,იცოდა რაზეც რეკავდა ალექსანდრე სარაული.
-დაიწყე სანდრო!
-ნარკოტიკები,დათი... მკვდარია,ნანოს სახლში მკვდარი ნახეს ლუკა თავბერიძე.
-წამლით?!-ღმუოდა ნანოს ტკივილით მისი ყოფილი.
-დანით დათი... უკვე განაჩენი იყო!მრავალწლიანი ტანჯვის განაჩენი,იმ ტანჯვის,რომელსაც არასდროს დაპირებია,ცოცხლად კი ნამდვილად იმარხებოდა დათის ანო.
-რა ბიჭო?!მე მეღადავებით?!!!იმხელაზე იღრიალა შარაშიძემ,ჯერ კიდევ მანქანაში მჯდომი ნანო შეხტა და დათის თვალებს გადააწყდა, მისი ძალიან ღია თაფლისფერები.კითხულობდა გამომძიებელი, ერთადერთის სულის ძახილს!ტანჯვას დათის სახელს კიდევ ერთხელ დაარქმევდა.
ქეთოს მანქანა ბოლომდე არ ყავდა გაჩერებული, დათის მიეჭრა!-შემზარავად ჩანდა გამთენიის სუსხში მოელვარე,პატრულის მანქანების ციმციმა.როგორ არ მინდა დავიჯერო ბატონო გამომძიებელო.
-არ დაიჯერო ქეთო.
-ხო გამოაგდე,ხო დამცირე? მოგეშვა დათი?!ძირს დაგდებულს ფეხით ისე გადაუარეთ,თითქოს დიდი ძალა ჩამოიშორეთ ნანოს სახით!ღირსება შეულახეთ,ყველაფრის მიუხედავად ცდილობს არ გარდაიცვალოს,ისე მკვდარია!იმ ორს შეხედე!გიორგი სულხანიშვილზე და რეზი დუნდუაზე მიუთითებდა ქეთო,შენს უკან რომ დგანან,შენი ყოფილი ცოლი ახლა ჩაილაპარაკებდა:ორი განათლებული ამბიფიააო,უფრო იდიოტები არიან!მიუხედავად იმისა,რომ მათ ოჯახებს, მათთვის არაფერი დაუკლიათ და მითუმეტეს განათლება,თუმცა მხოლოდ წვრთნამ ვერ გამოიღო შედეგი,ბუნების მადლმა უღალატა ორივეს,ისევ ნანომ მისცა იმ ურთიერთობას შანსი,ესენი კიდე შენი სოლიდარობით ისე შევიდნენ ეშხში,დაავიწყდათ ვინ არის ნანო.შენზე არა ნაკლები მორალი წაუკითხეს,იმ გოგოს თავიანთ გაზრდილს რომ ეძახდნენ და ღირსებად მიაჩნდათ ჩემი და ნანოს არსებობა.მიმიფურთხებია მორალისთვის,სადაც ნანო მოღალატე და ნარკო დანაშაულში მონაწილეა,საუბარს საერთოდ არ ერიდებოდა ქეთო და მეუღლეს ადვოკატის დროულად მოყვანას სთხოვდა.-ნიკოლოზ,სთხოვე ძალიან მალე მოვიდეს,მარტოა ნიკოლოზ,მე ხომ ზუსტად ვიცი ახლა როგორ ეშინია და თან როგორ მშვიდდება დასასრულის მოლოდინში.
-ქეთო,შეაჩერა დათიმ,ყავს უკვე ადვოკატი
-მართალაა??სახაზინო დათი?ცინიკურად უთხრა ქეთომ
-არა საუკეთესო.საუბარში ილუ ჩაერია და ქეთო გვერდით იხმო, -ჩვენში უნდა დარჩეს და არც დათიმ უნდა გაიგოს,რომ შენ იცი და მითუმეტეს ნანომ,თუ ვინ არის ადვოკატი.ივას კომპანიის ადვოკატია, ეკატერინე ჟურავლიოვა,საქმის დედაა ეკა და მამაც.მეორე კი...ლევან ღვინიაშვილი.
-მეორე?გაუკვირდა ქეთოს
-ხო ორი ადვოკატი წარმართავს ამ საქმეს,ის ანზორის ადვოკატია,დათის მამის.
-ნანო უარს იტყვის იცოდე.
-ხო და ვერ გაიგებს ნანო.მე ამყავს ადვოკატები.
-გავგიჟდები ილიკო,ასე ვინ გაწირა ჩემი პეპი?
-დამშვიდდი ქეთო,ვისაც არ უნდა ჩაბარდეს ნანოს საქმე,ყველა მაინც ამ განყოფილებაში იქნება და დათის კონტროლით,მიუხედავად იმისა რომ დათის აცილებას მისცემენ,როგორც ქმარს,ხომ იცი, ის არ არის ხელწამოსაკრავი,მას საკამაო წონა აქვს ამ სფეროში და გავლენა.წუთით არ დაუშვა ქეთო იმაზე ფიქრი,რომ დათი სულ ოდნავ მაინც არის გარეული,ის ბოლომდე ჩაყვება ამ საქმეს და შეიძლება გადაყვეს კიდეც,აი ბევრს რომ გააყოლებს ნაგვის ურნას,მაგაში დარწმუნებული ვარ.ის ახლა ბომბს გავს და მტერს როცა აფეთქდება.ბევრს მოიყოლებს ქეთო,ბევრს.
-მიხედეთ მეთქი ბიჭო!!!მოკლით თქო არ მითქვამს!წაუსისინა დათიმ,გიორგის და რეზის და ცივად აუარა გვერდი.

საქმე ნ22. მთავარი საგამოძიებო სამსახური. გამომძიებელი ანდრია ინწკირველი. ბრალდებული ნანო მაჭარაშვილი.დაბადებული ქ თბილისი-22.02.2003.ბრალად ედება,დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციაში მონაწილეობა და დოკუმენტზე ხელის მოწერა.მოქალაქე ლუკა თავბერიძის მკვლელობა დანით,რომელზეც ექპერტიზის მიხედვით,აღინიშნება მისი ანაბეჭდი.საეჭვო ფაქტი იკვეთება,ის რომ დანაზე მხოლდ ერთ ადგილას,პლასტმასის ტარის მცირედ ნაწილზე ფიქსირდება,ნ.მ-ს თითის ანაბეჭდი.ლუკა თავბერიძის ორგანიზმში აღმოჩენილია დიდი დოზით ნარკოტიკული საშუალება და ასევე გალუცინატორი. ნ.მ-ს ორგანზმში დადასტურდა მიდაზოლამის და ლორაზეპამის შემცველი ნივთიერებები,რომლებიც იწვევენ:ამნეზიას,ძლიერ სედაციას,აღინიშნებიან დამამშვიდებელი ეფექტით,დაბნეულობით და მეხსიერების დაქვეითებით.მის სხეულს აღ...
-ინწკი,სერიოზული,წარმატებული და საკმაოდ შარმიანი,გამოცდილი გამომძიებლის კაბინეტში, დაუკაკუნებლად გადაკვეთა მანძილი დათი შარაშიძემ და პირდაპირ მის წინ აღიმართა.
-დათი,პირდაპირ გეუბნები,ეს გოგო ვიღაცის მსხვერპლია და უხეშად რომ ვთქვათ,ძალიან „გაუჩალიჩეს“,ცუდადაა მისი საქმე.თუმცა, ბოლომდე შედის ჩემს ინტერესებში ეს ბავშვი,ამ საწყალი გოგოს ცოდვა არავის შევარჩინო.ხუთი წლის შემდეგ დაბრუნებაც ასეთი უნდა!ასეთი საქმით,ჩაილაპარაკა ანდრიამ.არადა მეგონა შენ ჩაიბარებდი ამ საქმეს და როგორც იცი ხოლმე,მაღალ კლასზე დახურავდი.“გაკლასავდი“ რა.
-ინწკი,მე და შენ გვიმუშავია ერთად და იცი როგორც გენდობი,ყველა დეტალი უნდა ვიცოდე,ჩათვალე ჩემია ეგ საქმე,ისე მიუდექი,როგორც საკუთარს და არაფერი გამომაპარო.
-თანახმა ვარ,იცი როგორც მიყვარს შენთან ერთად მუშაობა,თუნდაც ჩუმად.არ გკითხო რატოომ?არ მეტყვი?არ არსებობს,ნანო... ლამაზი ნანოს და შენს ქორწილში მე ვერ ჩამოვედი.შენი ცოლია ბიჭო.
-ხო ჩემი ცოლია,მაგრამ ერთად აღარ ვიყავით,ის ჩემი კანონიერი ცოლია და ზუსტად მაგიტომ მოხდა ჩემი საქმიდან აცილება,თუმცა შევეწირები და ნანო აქ არ დარჩება.
-მოუწევს დათი,ხომ იცი?თავდებით მისი გაშვება გამორიცხულია.დაკითხვას დაესწარი,მოთხოვნა მაქვს რომ არავინ უნდა დამსწრებოდა და დაკვირვების ოთახში იყავი,ცალმხრივი მინიდან ჯობია გვისმინო,შენ რომ დაგინახავს,უფრო ემოციური გახდება.ხომ მენდობი?
-არ უნდა დაგესვა ეგ კითხვა.
-ერთად უნდა ვიმუშაოთ,მალულად,მაგრამ ეგეთები გვიქნია?დათი, ეს ექსპერტიზის დასკვნაა და გთხოვ,კაცურად,ცივი გონებით წაიკითხე,ნანოს ქმარზე მეტად, პროფესიონალი გამომძიებელი ჭირდება ახლა.
ნ.მ-ს სხეულზე,ყელისა და კისრის მიდამოში აღინიშნება ძალადობის კვალი,ეტყობა მოჭერისგან სისხლჩაქცევები,ასევე მკლავებზე შეინიშნება დაზიანებები,მარცხენა მუხლზე ძლიერი ნაკაწრები და სისხლნაჟღენთები,მარჯვენა ყვრიმალზე გადამსკდარი კანი და სილურჯე.სახლში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ველური ჯიშის,ნარინჯისფერი ტიტა.
-ამ ნაბიჭვირს დედა მ......ნ,კედელს მიარტყა ძლიერად მუშტი და სისხლმაც არ დააყოვნა,არ უგვრძნია,სხვა ტკივილი ტკიოდა,ეს შვება იყო.ინწკი იქნებ კიდევ რამეა ისეთი,რაც უნდა ვიცოდე?სრული დასკვნაა?!
-კი დათი სრულია და პირდაპირ გეტყვი,ნანოს გაუპატიურების მცდელობა იყო,თუმცა ვერ შეძლო,კიდევ ბევრი მოახერხა,იმხელა დოზა ქონდა მიღებული.დანა ძალიან არის აცდენილი ლოგიკას და სიტუაციას,შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ:სიკვდილი დანის დარტყმამდე დადგა და დაახლოებით 7-11 წუთის შემდეგ მოხდა ჭრილობის მიყენება.არა მხოლოდ დანით გარდაცვალება ფიქსირდება,ასევე გამსკდარია გული და ფილტვების შეშუპებაა,მარტივად რომ ვთქვათ ჩვეულებრივი „პერედოზი“ ქონდა.სერიოზულად არის აქ ამბავი დადგმული და ნანო ვერ ვხვდები რატომ ჩარიეს! იქნებ ვინმეს შენზე უნდოდა შურის ძიება?
-ეგ უკვე გამოვიძიე ინწკი და არაფერი,საერთოდ არაფერი მსგავსი.
-წამოდი,ნანო გველოდება... -ინწკი,ეს სიგარეტი შეუტანე რაა,ახლა საშინლად ენდომება მოწევა. იჯდა კიდევ უფრო გაფერმკრთალებული,ჩაცვენილი თვალებით და ჩამქრალი.სრული უიმედობა ყვიროდა ნანოს სახიდან და ვინ იცის რამდენ ფიქრში ირეოდა მისი არსება,მოვიდოდა სიმშვიდე?გახდა,თავს დატეხილმა ტანჯვამ დალია,დაძინება უნოდა... სულ ცოტა ხნით და სულ დაძინებაც უნოდა!გაღებულმა კარმა შეაკრთო,თუმცა მისი დანახვისთანავე მოეშვა,პირველად ხედავდა და გრძნობდა,ის სანდო იყო,არ უნდა შეშინებოდა,ეშინოდა?მის არსებას სრულად იმორჩილებდა შიში იმისა,რომ ციხეში წაიყვანდნენ,რსცხვენოდა... და თითქოს მოსულის სახით იმედს ხედავდა. -ნანო გამარჯობა,მე შენი საქმის გამომძიებელი,ანდრია ინწკირველი ვარ,პირველ რიგში გეტყვი,რომ მე მაქვს სრული უფლება მოთხოვნის:არ მოუსმინონ ჩვენს საუბარს.ის ფირზე იწერება და საჭიროების შემთხვევაში წარედგინება,შესაბამის ორგანოს.დათი ჩემი კოლეგა და არამარტო კოლეგაა,გთხოვ მენდე,ძალიან მინდა შენი სიმართლე დამტკიცდეს.ნანო არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის,მაგრამ ერთი დარწმუნებით შემიძლია გითხრა:რაც არუნდა მომხდარიყო,როგორი სიბინძურეც არ უნდა ჩამდგარიყო თქვენს შორის,დათის ნდობა გქონდეს,ამ საქმეში ჩართულია ასევე ჩემი უახლოესი მეგობარი ილიკო ბურდული,ასე დამაბარა შენთან:მთაწმინდაზე ისევ მოვა გაზაფხული,ლამაზო ნანო. ცრემელები გადმოსცვივდა ამ სიტყვების გამგონეს, როგორ ჭირდებოდა ახლა დათი,მისი ძლიერი მხარი და მის მხარ ქვეშ შეყუჟვა.ცალმხრივი ფანჯრის მიღმა ტყდებოდა დათი,ერთი ხელის მოსმით შეიხსნა პერანგის საყელო,სუთქვა აღარ შეეძლო,სულს უხუთავდა ფიქრი იმაზე,რომ მისი ბრაზად ნათქვამი,ზედმიწევნით უხდებოდა ნანოს,ნანოს ტანჯვას დათის სახელი გასდევდა ფონად. -ნანო განაგრძო საუბარი ანდრიამ,მინდა გადარჩე,აქედან გახვიდე და ცხოვრება გააგრძელო,ამ ყველაფრისთვის ძალიან პატარა ხარ,გიყურებ და კიდევ ერთხელ არ მატყუებს ჩემი ინტუიცია,შენ დამნაშავე არ ხარ.გთხოვ მენდე,გვენდე მე და დათის და გპირდები აქედან მალე გახვალ.დათის ისეთი საქმეები გამოუძიებია,ბევრად რთული და წარმატებით დაუსრულებია.ვილაპარაკოთ ნანო.
-ბატონო ანდრია,ხმა უკანკალებდა და მაინც მოიკრიბა ძალა,გეტყვით იმას,რაც ჩემს ადვოკატებს:ეკატერინე ჟურავლიოვას და ლევან ღვინიაშვილს ვუთხარი,ამის გამგონე ანდრიას ჩაეცინა და თავისთვის ჩაილაპარაკა:ყოჩაღ შარაშიძე,იცი ვინც უნდა ჩართო საქმეში:განაგრძე ნანო გთხოვ
-ბერლინში რაც შემემთხვა გეცოდინებათ,მე ჩემი ფეხით მივყვებიდი ლუკას და დღემდე ვერაფრით ვხსნი რატომ.მაგისტრატურის ჯგუფელებთნ ერთად,გამოცდების წარმატებით დასრულებას აღვნიშნავდით და იქ გადავეყარე იმ ნაბიჭვარს,მაპატიეთ მაგრამ ლუკა ნაბიჭვარზე უარესია და მიხარია ახლა მკვდარი რომ არის!მან ცხოვრება დამინგრია,დათი წამართვა,ღირსება წამართვა,კარიერა წამართვა,დედაჩემი ნერვიულობას შეეწირა.ხო ვამობდი იმას რომ ჩემი ნებით გავყევი,ტუალეტთან კედელს ამაკრა და ყურში საზიზღობებს მეუბნებოდა,ხელებს მიფათურებდა და ახლა ვაანალიზებ,როგორ სიამოვნებდა ჩემი უსუსურობა.მერე კაცების ტუალეტში აღმოვჩნდი და...
-რა მოხდა ნანო იქ?დაკვირვებული მზერა ჰქონდა ინწკირველს
-არ მახსოვს!მოკლე და ცივი პასუხი დაუბრუნა ნანომ.
-კარგი,გააგრძელე ...შეეცადე ყველა დეტალი გაიხსენო.სთხოვა ანდრიამ ნანოს. -მე იძულებით დავბრუნდი საქართველოში,ლუკა რამოდენიმეჯერ გამოჩნდა და მითხრა:შენი ყოფილი ძაან დამეძებს და გადაეცი:ერთი ადგილი დააყენოსო,აღმოჩნდა რომ ტიტებს ის მიგზავნიდა,პირველი შეცდომა მანდ დავუშვი,უნდა მეთქვა დათისთვის და იქნებ ამ კოშმარში არ ვყოფილიყავი.დიდ ხანს აღარ გამოჩენილა,დარწმუნდა რომ მე დათის სიახლოვესაც კი ვერ გამოჩნდებოდი. სამსახურში ვიყავი დილის 9 საათიდან 17 საათამდე,დატვირთული,ხალხმრავალი დღე იყო,მე უკვე შემოწმებულ დოკუმენტს ვაწერ ხელს,როგორც კომპანიის მენეჯერი.ჩემი სიტყვები ახლა ძალიან ბანალური და უმნიშვნელოა,მაგრამ არაფერი ვიცოდი,დედას გეფიცებით,ჩემს ირიშას გეფიცებით.მე იმ კომპანიის მადლობელი ვარ,არ გამომიშვეს სამსახურიდან და ჩემს გამო ცუდ დღეში ჩავარდნენ,მაგრამ არ ვიცოდი...უკვე ხმა მაღლა,შეუკავებლად ტიროდა ნანო.
-გთხოვ ნანო,გთხოვ დამშვიდდი,გპირდები რომ ამ ამბავს ესე არ დავტოვებთ,ნანო როგორ აღმოჩნდა შენს ორგანიზმში ნარკოტიკი?იგივე ნივთიერებები იდო იმ ამანათში,რაც შენ გქონდა მიღებული.
-სანამ წამოვიდოდი სახლში,რამდენიმე საათით ადრე,მოსაწევად გამოვედი,ყავას ვსვამდი და ტელეფონმა დარეკა,ბატონო დათი აქ შეიძლება მოწევა?
-შეიძლება ნანო
-მომაწევინეთ გთხოვთ,უბრალოდ სიტყვები თქვა და როგორი მართალი თვალები დაუნახა ანდრეამ ლამაზ ნანოს
-ეს შენია ნანო,სიგარეტის ის შეკვრა გაუწოდა,რომელსაც ეწეოდა და რომელიც დათიმ მისცა,მიხვდა ნანო.
-ყავას ვსვამდი როგორც გითხარით და წამოსვლისას რაღაცნაირად მოვეშვი,უენერგიოდ ვიყავი,დაძინებას ვაპირებდი როგორც კი მივედი,მაგრამ ლუკა თავბერიძემ კარი ფაქტიურად შემოანგრია.ძალინ იყო გაღიზიანებული,ამ საქმეს მარტო მე არ შევეწირებიო,არ ვიცი რას გულისმობდა.მერე მე მომმვარდა,მაინც მალე მოვკვდები და მთელი ცხოვრების წადის ავისრულებ,შენ გახდებიო.ყელში მომიჭირა ხელი,შენს გამო ვიღუპები და შენ არხეინად დადიხარ ყველგანო,გავუძალიანდი,მკლავებში ჩამავლო ხელი და მხოლოდ მაშინ შემიშვა ძვალმა ხმა რომ გამოსცა, აჟრჟოლებბდა დათის და ახსენდებოდა:ორჯელ,ორჯელ ატკინა ასე ძლიერად,ძვლების მტვრევამდე.ისე გადავიდა ჭკუიდან ვიღაცის სახელს მეძახდა და მერე მუშტი მომიქნია,უფრო სწორად იმას მოუქნია,ვინც ვეგონე,გაქცევა ვცადე,მუხლებით დავეცი და ჩემმა გაწყვეტილმა მყესმა მიღალატა,ვეღარ ვდგებოდი,ტკივილისგან და
-და დანა დაარტყი,ეს არიყო კითხვა,პირდაპირ უთხრა ანდრეამ!აინტერსებდა გოგონას ემოციები,ადამიანი ხომ ყოველტვის ყიდის ემოციებში სიმართლეს.
-არა,ჭიქა ჩავარტყი,საკმაოდი დიდი და სქელი,თუმცა ვერაფრით წარმოვიდგენდი,თუ მოკვდებოდა.
-ნანო ის შენი ჩარტყმული ჭიქით არ გარდაცვლილა,დანით არის მკვდარი,იმ დანით,რომელზლეც შენი ანაბეჭდია.
-ღმერთო,ღმერთო მიშველე,დეეე მიშველე რაა,შენ მაინც ხომ იცი მე არ გამიკეთებია,არ მომიკლავს!
-აქ რაღაცის ბმა წყდება სიტუაციურად და აუცილებლად გავარკვევ.შემდეგ?
-შემდგე ვუყურებდი მის მძორს და პატრულში დავრეკე.დანარჩენი თქვენც იცით.
-ნანო,შენ ბევრი ადამიანი გელოდება გარეთ და უფლება არ გაქვს გატყდე
-არა ბატონო ანდრია,მე მხოლოდ ერთი ადამიანი,ჩემი ქეთო,ჩემი ფიფქია მელოდება,მხოლოდ ის დამრჩა.შეიძლება სულელურად ჟღერს,მაგრამ მაინც მქონდა მიზანი,ონლაინ დავსრულე მაგისტრატურა და ჩემმა სამაგისტრო ნაშრომმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა,უნივერსიტეტმა სადოქტორო ხარისხის დაცვა და პარალელურ რეჟიმში ავტო კომპანიაში,მარკეტინგის სამსახურში შემომთვაზეს,რებრეიდინგის ხაზით მუშაობა,მენეჯერული მიმართულებით.თუ აქედან გავაღწიე,შევძლებ ჩემი თავისთვის,ირინასთვის,ქეთოსთვის, შევძლებ და ამ ყველაფერს მოვერევი,გავაგრძელბ ცხოვრებას,მაგრამ თუ ვერ გავედი...შევეგუები და ჩავთვლი,რომ ასე იყო საჭირო.ალბათ უფრო ადვილი იქნება,გაუსაძლისის გაძლება.
-ერთად შევძლებთ,მალე განახორციელებ შენს მიზნებს და ჩვენ ძალიან ვიამაყებთ შენით.ესაუბრებოდა ანდრია ნანოს და ნელ ნელა ერღვეოდა სიმყარე მის სიტყვებს.
-გთხოვთ ბატონო ანდრია,დათის გადაეცით:იმ დილით,მიხვდება რომელ დილაზეც ვსაუბრობ,მე განქორწინებაზე ხელი მოვუწერე,ბერლინიდან დაბრუნებულს, მალევე მომყვა განქორწინებაზე მოთხოვნის წერილიც,მაგრამ მხოლოდ ახლა მოვაწერე ხელი.უთხარით, ჩემს სახლში,ჩემს ოთახში,ტუმბოზე დევს დოკუმენტები და...
-სულ ორ წუთს გაგრძელდა და თითქმის ვერ მოასწრეს დათის სიტყვების გააზრება,სტიქიური მოვლენასავით,რომ დაატყდათ:შლეგიანივით შემოგლიჯა კარი და ისეთი ინერციით დახურა,სრულიად განყოფილება შეზანზარდა.ნანოს გონებაში კი არ ჩუმდებოდა მისი ხმა:სამუდამოდ!სამუდამოდ ჩემი ცოლი იქნები! ანო!
-სულ გადაირიე ბატონო დათი?!ახლა ინწკირველის ხმა აზანზარებდა, მთავარი საგამოძიებო სამსახურის შენობას,ახლა იცი რას ვიზამ?ზეგის მაგივრად ხვალ გადავაყვანინებ ციხეზე და მერე მოაწყე აქ დებოში.
-არ იზამ მაგას,ინწკი კაცობას გაფიცებ ერთი დღე მაჩუქე,უნდა ვნახო,სანამ წაიყვანენ უნდა ვნახო!ხო და ის განქორწინების ფურცელი,რომელიც ფიქტიურად არის შედგენილი, მაგრად ,როცა აქედან გავა და დავწრმუნდები რომ ცხოვრების გაგრძელება შუძლია, მერე გავშორდები.მერე თავისუფალი იქნება.
-ზეგ დილას,მეტს ვეღარ დავაყოვნებ!მეც ჩამხსნიან იცოდე და სხვა განყოფილებას ჩაბარდება,გაწყოობს?მკაცრობდა ანდრია ინწკირველი და უხვდებოდა დათი,რამდენად შედიოდა ნანოს მდგომარეობაში.შედი დათი,ნახე შენი ლამაზი ნანო და დააიმედე,არ ეჩხუბო,თორემ... უუხ,შარაშიძე...უუხ!!!არა და შენიც როგორ მესმის,როგორი ძნელია ნაღალატევი კაცის სტატუსი,როგორი რთულია ამ დროს გადარჩე და კაცობა შეგრჩეს!შეგრჩეს ადამიანობა და მაინც მასზე ზრუნადავდე,ავადმყოფურად გიყვარდეს და შენს სიცოცხლეზე მეტად გიღირდეს ქალი,რომელმაც ეგ სტატუსი მოგანიჭა.ეს სიტყვები უკვე აღარ ესმოდა დათი შარაშიძეს,უკან მოუხედავად მიდიოდა მისი საკუთარი ანოს სანახავად.
ისევ იქ დახვდა,იმ სკამზე მჯდომი,თითქოს არც გარხეულა,თვალსაც არ ახამხამებსო,იფიქრებდა ადამიანი,ისე ჰქონდა მზერა მიშტერებული კარზე და თითქოს იცოდა,კარს მისი დიდი სიყვარული შეხსნიდა...
-მისმენდი?აბა არავინ გვისმენსო?ბატონი ანდრია დამპირდა,თვალს არ აშორებდა ნანო ყოფილს და კარგად უხვდებოდა ნერვიულობის პიკზე იყო,მკვეთრად მოძრავი არტერია ყელთან,მარჯვენა მხარეს,სიგამხდრე და ზომაზე მეტად მოშვებული წვერი,რასაც დათი არაფრით დაუშვებდა,მაგრამ ახლა,წესრიგის მოყვარულ დათის,მეორე დღე ღამდებოდა რაც განყოფილებიდან ფეხი არ გაედგა,წყლის გადავლება და სმოსის გამოცვლა კი მოესწრო.
-არავის მოუსმენია თქვენი საუბარი.
-არც შენ დათი?ასე თავისუფლად საუბარი პირველად შეძლო,განშორების მერე.
-მგონი განსხვავებაა ჩემსა და დანარჩენებს შორის,მე შენი ქმარი ვარ.
-ყოფილი დათი,ყოფილი ქმარი,ხელი მოვაწერე და ახლა აღარც შეგრცხვება დამნაშავე ცოლის,თავისუფალი კაცი ხარ,კანონის მხრივაც.
-ჩემს სირცხვილზე ცოტა ადრე უნდა გეფიქრა!დაგაგვიანდა ნანო.მისმინე რაც ახლა ხდება ერთი სიტყვისაც არ მჯერავს,მინდა აქედან გახვიდე,ცხოვრება გააგრძელო,შენი ცოდნა გამოიყენო და მიზნები რაც გაქვს განახორციელო,არ მჯერავს შენი დანაშაულის!
-მიუხედავად იმისა,რომ შენ საერთოდ არაფერ შუაში ხარ ამ ამბავთან,ჩემი ტანჯვა გრძელდება.
-და ამას ჩემის სახელი არ დაარქვა ნანო!!!
-აბა რომელს დავარქვა?ბერლინიდან რომ გამომაგდე ქუჩის ქალივით?სასაფლაოზე რომ არ დამტოვე ცოცხალ მკვდარი და საავადმყოფოში, უპატრონო ძაღლივით შემატოვე გიოს და რეზის?გიო და რეზი რომ წამართვი?!ბავშვობა წამართვი დათი.რესტორანში კიდევ ერთხელ რომ მაგრძნობინე შენი არსებობა და ტკივილი მომაყენე?!იმავე საღამოს სამსახურიდან გამომაგდეს! გესმის?!მას შემდეგ კიდევ ბევრგან ვცადე და ორ კვირაზე მეტს არავინ მაჩერებდა,აუხსნელად მიშვებდნენ.მხოლოდ აქ დამტოვეს და ხედავ ახლა სად ვარ?!ირინა აღარ მყავს,აღარც გიო და რეზი,შენ აღარ მყავხარ და აღარც საკუთარი თავი!ახლა დავფიქრდი და იქნებ არც მინდა აქედან გასვლა?აღიარებით ჩვენებას მივცემ და მარტივად დაიხურება ეს ყველაფერი!
-ენას ამოგაძრობ!გესმის?!რამე სისულელე არ ქნა!ხო და რაც შეეხება იმ ყოველივეს,წეღან რომ საუბრობდი,მე არცერთში მიმიღია მონაწილეობა,მე ის კაცი არ ვარ ვიღაცას და მითუმეტეს ქალს,რომელიც მიყვარს,სამსახური წავართვა და უსახსროდ დავტოვო,უხეშად ცრიდა სიტყვებს დათი.ტოქსიურია არა?მიყვარხარ მაგრამ საშინლად გექცევი,თუმცა შენც ამტკიცებ ჩემს სიყვარულს,მაგრამ ვნახე,გნახეთ გესმის?იმ დამპალ მეყვავილესთან გნახე,ახლა მისი მძორი,რომ ლპება და საკუთარი დედის გარდა გულშემატკივარი არ ყავს.
-მე შენს გარეშე,სიცოცხლის გარეშე დამტოვე!
-შენ მართლა ვერ აზროვნებ?! ხვდები რა გამიკეთე?სადღაც კლუბში,ტუალეტის კართან,ვიღაც სირს კედელზე ყავხარ აკრული და ხელებს გიფათურებს,მერე საერთოდ შიგნით შეყავხარ და მე რა გავაკეთო?!მანამდე ხმა არ ამოგიღია საკუთარი მეყვავილე რომ გყავდა.რა გინდა ნანო?!!!
-წადი დათი,წადი და ჩემს გარეშე გააგრძელე შენი ცხოვრება,თუ მეღირსა აქედან გასვლა,გპირდები რომ წავალ და ვეღარასდროს მნახავ,თუ არა და ვერც ისე მნახავ,შენ ჩემზე უკეთ იცი რამდენს მომისჯიან.ვეღარ შეძლო, ძლიერი გოგოს ნიღაბი მოსძვრა,ახლა პატარა ნანო იყო,პეპის გულით,სულ იუმედოდ დარჩენილი,რომელსაც დედა უნდოდა,დედის კალთაზე ამოქოთქოთება და მერე დილის ძილივით ტკბილად ჩაძინება.
-ნანო რა გინდა?!რაში მადანაშაულებ?ცუდი ქმარი ვიყავი?რამით გზღუდავდი?პირიქით მე უფრო მინდოდა გესწავლა,შენი კარიერა გქონოდა და წარმატებული ქალი ყოფილიყავი,გადაწყვეტილებაც ერთდა მივიღეთ რომ შვილს, ორი სამი წლის შემდგე გავაჩენდით,მხოლოდ ერთი რამ ვერ შევძელი,დაგპირდი რომ შენი ბედნიერებისთვის ვოცოცხლებდი და მე მომკლეს ნანო!როდესაც ის დისკი გამომიგზავნეს,დათი შარაშიძე,როგორც ქმარი მოკვდა.რატომ ნანო?!პასუხი არც ახლა გაქვს,როგორც მაშინ!რა გინდა?ჩემგან რა გინდა?!!ხმა ჩახლეჩვოდა ნერვიულობით დათის.
-ჩამეხუტები?მეშინია დათი,სიკვდილზე მეტად,სიბნელეზე მეტად მეშინია იქაურობის,სადაც ხვალ წამიყვანენ.ეს იყო ყველა ზღვარის გადაკვეთა,ყველა ტკივილის დატირება,ყველა უერთმანეთო დღე ღამის ჩახუტება,იკრავდა მკერდში საკუთარ ანოს და ღმერთთან დებდა პირობას,რომ იქ არ მოხვდებოდა,იქ არ წავიდოდა ნანო,ნანოს ციხეში არ გაუშვებდა!-რა პატარა ხარ ნანო,ნუ გეშინია გესმის?ჩემო ცხოვრებავ,შემომხედე მაგ ლამაზი თაფლისფერებით შემოხედე ჭორფლიანო,არ შეგეშინდეს!რომც ვერ მხედავდე იცოდე,რომ იქ მე ვარ,იქ არის ილიკო და ანდრია.
-ილიკო,რომ არ მუშაობს?!სიცილ ტირილი ერეოდა ნანოს
-ღმერთო მართლა რა პატარა ხარ,ახლა დათის გაეცინა ხო არ მუშაობს, ილიკო „ბეზდელნიკი“ გვყვავს და მაინც ყველაზე ილიკოა.გაუცინა და თვალი ჩაუკრა,მოდი ჩემთან შე პატარა:არ შეგირიგდები გესმის?! იმას ვერ გაპატიებ!ერთად ვერ ვიცხოვრებთ,მაგრამ აქ არ დარჩები!გახვალ და ყველაფერს გააკეთებ იმისთვის,რომ ბედნიერი იყო! გასაგებია?!გეკითხები ნანო!
-გასაგებია,იქ მეშინია დათი...
-ნუ გეშნია მეთქი! იქ დაგხვდებიან... მარჯვენა მხარზე დაადო,მარჯვენა ლოყა,ტუჩებით კი ქმრის ყელს ეხებოდა,მის ნერვიულად მოძრავ არტერიას,არ მაპატიო,არც მე გპატიობ დათი...მაგრამ თუ სიმართლე გაირკვა და მე ნამდვილი აღმოვჩნდი ნუ მოხვალ გესმის?! შანსი მომეცი რომ არ გაპატიო.მიყვარხარ დათ
-მეც ანო.მოვალ და ყველაზე არაკაცი ვიქნები,მაგრამ მაგ შანს არ მოგცემ.ნეტავ მართალი იყო,მერე კი სიკვდილს მანატრებინებს ილიკო ბურდული,არც დუტა დამინდობს და ის მამაო ანათემას გადამცემს.
-მაშინ არ მინდა სიმართლე.
-მე მინდა,ჰაერივით მინდა შენი სიმართლე,ჩემი საკუთარი ანო მინდა.
-წადი დათი!
-ჰაერი აღარ იყო...
-წავიდა
-არც მას უნდოდა დარჩენა
-ერთი ცრემლი გაეპარა
-მისს ანოს ათასი
-ბრძოლა იწყებოდა
-გადარჩენისთვის
-თუ მოიგებდნენ?
-ერთად!
-თუ წააგებდენე?
-ის მოკვდებოდა
-ერთად მოკვდებოდნენ!
მთავარი საგამოძიებო სამსახურის ეზოდან ფეხს არ იცვლიდნენ:ქეთო ორდენიძე,რეზი დუნდუა,გიორგი სულხანიშვილი,ივა დავითაია,ნინა შარაშიძე,დუტა ოდიშელიძე,ოთარო ნადიბაიძე... ირინას მაგივრად იდგნენ,რეზის გიოს და ქეთოს დედები. ლანა ქორიძე, ნანოს დედობდა და ირინასავით დაგლეჯდა საკუთარ ტყავს,ირინასავით დაუნდობელნი იქნებოდნენ დედები.ობოლ ნანოს ოთხი დედა აძლიერებდა და მაინც ყველაზე მეტად ირინა უნდოდა.არ უსაუბრია შვილთან ანზორ შარაშიძეს,გამოცდილ მამას ეჭვის დონეზეც კი არ უფიქრია ნანოს ღალატზე,სხვის შეცდომებზე არც მას უსწავლია,ვერც დათი ისწავლიდა.შეცდომა მომკილი შვილი ჭრილობებს შეიხორცებდა,თუმცა იცოდა შრამად აუცილებლად დააჩნდებოდა,იმ ბიჭს სულ რომ ეამაყებოდა.ახლაც ეამაყებოდა გამომძიებელი დათი შარაშიძე,ნანოს ქმარი ეამაყებოდა,ეამაყებოდა კაცი,რომელსაც მართლა უყვარდა,მაინც უყვარდა.


20***
უმსხვილესი,წამყვანი სადაზღვევო კომპანიის 95 %.ორი ლიცენზირებული,ევროპული და კორეული ავტოცენტრი.სპორტ კომპლექსი- სეზონური, მაღალი აღჭურვილობითა და მომსახურებით.თბილისთან ახლოს,გასართობი ტერიტორია,შეჯიბრი კვადროციკლებით,ეგრეთწოდებული „ომობანა“,შეჯიბრი ტირში,კარტინგი,იმავე ტერიტორიაზე საკუთარი ტბა,სადაც დაშვებული იყო თევზაობა,მოსასვენებელი სივრცე და საუკეთესო ვახშამი ტბის სიახლოვეს, პირდაპირ მწვანე ბალახზე.ამ ყოველივეს ღირსეულად ფლობდა და მართავდა ირაკლი მაჭარაშვილი.ჯერ კიდევ მივლინებაში მყოფმა შეიტყო რომ მისი მეუღლის კომპანიას,პრობლემა შეექმნა და დროებით დალუქეს.მიზეზი არ უკითხავს,უკან ბრუნდებოდა!
შესაშური აღნაგობით მოაბიჯებდა.მაღალი,მოხდენილი მხარბეჭი,ოდნავ შეპარული ჭაღარა თმასა და მოვლილ წვერში,მშვიდად ელავდნენ ძალიან ღია თაფლისფრი თვალები გრძელი ჭრილით,მის ყვრიმალებთან დაუკითხავად ჩნდებოდნენ მზისგან ჭორფლები.სწორი ცხვირი,ზომიერად მსხვილი ტუჩები,შუბლზე მუდამ მოძრავი ძარღვი,არაბუნებრივად ბუნებრივი თეთრი კბილები.თავდაჯერებული და მტკიცე იყო მისი თითოეული სვლა.ქარიზმა,რომელსაც შეეძლო ყველა ასაკის ქალის ყურადღების მიქცევა,თავად სულაც არ იყო მექალთანე,არც ღამის ცხოვრება ხიბლავდა ოცდაცხრამეტი წლის კაცს,რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა მეუღლე,ულამაზესი,თხელი სიფრიფანა,შავგვრემანი გოგო ხავსისფერი თვალებით.ოცდარვა წლის ნუცა გვასალია აღმერთებდა ირაკლის და მის გამო თქვა უარი ბევრ რამეზე,ბევრ ვინმეზეც,თუმცა არასდროს უნანია.ირაკლის ყველაზე დიდი სიყვარული და სისუსტე იყო შვიდი წლის ტასია,დედასავით შავგვრემანი, მამის თვალებით.ქმრის დანახვისთანავე იგრძნო უდიდესი შვება და იმედი,ხოლო ნაგროვები ნერვიულობა ერთიანად მოაწვა და ირაკლის მკერდზე მიკრულმა ამოიტირა,გულამოსკვნით.
-ნუცი გინდა შემშალო?აბა შემომხედე ჩემო პატარავ,ღირს ამდენ ცრელმად?რა ლამაზი მყავხარ და როგორ მენატრებოდი,აი მასეთი რომ წარმოგიდგინე,იმიტომაც შევწყვიტე მივლინება,თორემ ამ საქმის მოგვარება მერეც შეიძლებოდა.მითუმეტეს ლადო აქ იყო.
-ირაკლიიი,ვერ ჩერდებოდა ნუცა, აღვარღვარებდა ხავსისფერებიდან ცხარე ცრემლებს,საკმაოდ გულჩვილი იყო,მეამბოხე და შეუპოვარი ნუცა,რომელმაც ოჯახის წინააღმდეგობა არაფრად მიიჩნია და ცოლად გაყვა მის დიდი სიყვარულს,მალევე აჩუქა ნამდვილი პრინცესა,არ არსებობდა სურვილი,რომელზეც უარს ეტყოდა ტასიას,არსებობდა ზღვარი და ეს, ჯერ კიდევ პატარა ტასიამ შესანიშნავად იცოდა.
-ახლა მაგ დღეში რომ გიყურებ,მინდა ის შუაზე გადავსხნა და ერთი ადგილით დავკიდო.
-გოგოა ის ირაკლი,გესმის?მეცოდება ის გოგო,ის ისეთი მშვიდი ჩანდა,ერთხელ ვნახე,ახალი მიღებული გვყავდა და ძალიან კარგად ართმევდა საქმეს თაავს.დაეხმარე იკა გთხოოვ,დაეხმარე იმ გოგოს.
-აი ლადო მოვიდა და გავერკვევით ყველაფერში. ლადო ანდღულაძე,ირაკლის უახლოესი მეგობარი,ადვოკატი,ტასიას ნათლია და ადამიანი,რომელსაც ანდობდა ოჯახს,ისევე როგორც ლადო ირაკლის.
-აბა ოჯახო რას თათბირობთ?მისალმების გარეშე დაიკავა ადგილი ლადომ და ნუცას ყავა სთხოვა ღიმილით.
-დაიწყე ადვოკატო,თორემ გადამერია ცოლი,გაუცინა ირაკლიმ მეგობარს.
-ირუშ,ეს საქმე ადვილად შეგვიძლია მოვაგვაროთ,კომპანიას ნუცა მართავს,თუმცა დამფუძნებელი შენ ხარ,ფაქტი გვაქვს,რომ იმ დროისთვის საქართველოში არ იყავი,ნუცაც ბათუმში იყო რასაც მარტივი დასამტკიცებელია,თუ მოუნდებათ წამში დაადგენ,რომ მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა.არანაირი ხელმოწერა არ ფიქსირდება ნუცასი,არც შენი,ასე რომ: ერთადერთი რაც შეიძლება დაგვაკისრონ ჯარიმაა 5000 ლარის ოდენობით.სხვას ვერაფერს გვიზავენ.ის ორი შპინგალეტი,ვინც პასუხისმგებელია ამ ამბავში,“მოხეულები“არიან და ერთ პატარა გოგოს „შეტენეს“ყველაფერი.დარწმუნებული ვარ არც კი იცოდა რას აწერდა ხელს,მას უკვე შემოწმებული პროდუქციის ფაქტურაზე ევალობოდა ხელმოწერა,მაგრამ „გაუჩალიჩეს“.სავარაუდოდ ყავაში ფსიქოტროპული სითხე ჩაუსხეს.კიდევ რა მოხდა არ ვიცი და ჩვენთან რა კავშირშია,მაგრამ მკვლელობას აბრალებენ გესმის?გავერკვიე მის საქმეში და აი იმდენი აცდენაა,დარწმუნებით გეტყვი რომ ძალით შეკერილი ამბავია,დამწყებიც კი მიხვდება,ვიღაცას მაგრად ებრძვიან და ეს გოგო გამოიყენეს.მოკლედ როგორ ვქნათ?ჩავერთოთ თუ ...
-ჩავერთოთ ლადუშ,ხომ იცი ახვარი არასდროს ვყოფილვარ,როგორ გავიმეტო ეს გოგო?იქნებ მე მებრძვის ვინმე?კი მე მარტივად გამოვძვრები,მაგრამ ხომ იცი,მაინც გაიჟღერებს ჩემი სახელი ნარკოტიკებთან,ეს კი ნიშნავს იმას,რომ ვიღაც მებრძვის.წარმოდგენა არ მაქვს ვიინ!მივხედოთ ამ საქმეს,შენ უნდა იყო იმ გოგოს ადვოკატიც.გაარკვიე რამე?
-ზედაპირულად ირუშ,თუმცა მივხედავ როგორც საჭიროა.
-მისიმინე,მინდა იმ გოგოს შევხვდე და გავიცნო,არ ვიცი რატომ,მაგრამ აქ რაღაცას ცუდი სუნი ასდის.ხომ შეგვიძლია ნახვა?
-ახლაა?ცოტა გაუკვირდა ადვოკატს
-გიკვიირს?რატოომ?რა არ მოგვიგვარებია საქმეები გამთენიის 4 საათზე?
-დაღლილი ხარ ირუშ,სიცილს ვეღარ იკავებდა ლადო.დავრეკავ და წავედით,ინწკირველის განყოფილება იძიებს...სულ ორ წუთს ისაუბრა ლადო ანდღულაძემ და კარგად შეამჩნია ირაკლიმ, როგორ გადაუვიდა სახეზე ფერი და აღელდა...საავადმყოფოში წავიდეთ ირაკლი.
-რა მოხდა?!!
-ვენები გადაიჭრა!
-ვერავინ აკავებდა დათი შარაშიძეს,ახლა კლდესაც ჩამოშლიდა,ვერავინ გაუბედა,ვერავინ უთხრა:არ იდარდო კარგად იქნებაო!საკუთარი ხელით მიიყვანა ვენებ გადახსნილი,საკუთარი ანო.სისხლი ებევრა გამოცდილ გამომძიებელს და უპოვა,კისერსა და კეფას შორის ღრმა ნაპრალი,სულ ოდნავ სუნთქავდა,უბრალოდ გული დარტყმებს აკეთებდა.გვიან მივიდა,ვერაფრით მოისვენა სახლში,იცოდა როგორ ეშინოდა მომდევნო დღის,მის ანოს.უნდოდა კიდევ ერთხელ შეეგულიანებინა და ეთქვა,რომ არაფრის შინებოდა,ახლა ნანოზე მეტად ეშინოდა,პატარა ბიჭივით ეშინოდა ექიმთან შეხვედრის და სულაც არ ჰქონდა ერთი სული,დროულად გამოსულიყო ექიმი,ცუდი რომ ეთქვა?!! საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ანდრია ინწკირველმა და ერთი ზედმეტი, პოლიციის თანამშრომელი არ გაკარებია კლინიკას.სრული მობილიზება,ოპერაციას ილიკოს მამა,დიმა ბურდული ჩაატარებდა და მზად იყო სრულიად მედ პერსონალი.შეუვალი იყო დათი,ვერავის ხედავდა,არავინ არსებობდა,მხოლოდ ნანო და მისი უსიცოცხლო სხეული.ანდრია ინწკირველთან საუბრობდა ირაკლი მაჭარაშვლი და უფრო მეტად უჩნდებოდა სურვილი გაერკვია სიტუაცია და გადაერჩინათ ლამაზი ნანო.
-დათი მოდი,იხმო დიმა ბურდულმა,მისმინე!პირდაპირ გეტყვი ყოჩაღ, დროულად ხარ მისული და გადახვევაც სწორად გაგიკეთებია,იცოცხლებს და გამოჯანმრთელდება,დავათვალიერე ჭრილობა,უფრო სწორედ ჭრილობები,დათი იცი რამდენჯერ მინახავს და გამიკერავს მსგავსი შემთხვევა?ეს ნანოს არ უქნია,უფრო სწორად აქნევინეს,იცი როგორი ჭრილობაა?ხელი უკანკალებდა და ზიგზაგივით მიყვება მაჯებს,ამ დროს უფრო ნაკლებ სისხლს კარგავ,მაგრამ შოკში ვარდება სხეული და ზუსტად ამან გამოიწვია მისი ვარდნა,რის გამოც გაიტეხა უკანა თხემი.ძლიერი დარტყმა მიიღო თავმა და ჭრილობაც დიდია,ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს,არ იდარდო,ხომ მენდობი?გუგა და ნიკოც აქ არიან,ასე რომ...ნებართვა მჭირდება,შენი როგორც ქმრის,მაპატიე მაგრამ თმა უნდა შევჭრათ და იმ ადგილას ავპარსოთ,სხვანაირად ვერ ვიზავთ,გპირდები,ისევ ისეთი ლამაზი გეყოლება.ყურებში ექოდ ესმოდა საკუთარი სიტყვები დათის -თმა არ შეიჭრა რა ანო,ხომ არ შეიჭრი?სულ ასე გეყაროს ბუნებრივად,როცა ჭაღარები გაგვიჩნდება,ჩემი ხელით შეგიღებავ და ისევ ისეთი თაფლისფერი გექნებაო.ხომ არ შეიჭრი ანო?არ შეუჭრია,ჭრიდნენ! მე მაქვს სისხლის ბანკში სისხლი, დიმას ხმამ დააბრუნა რეალობაში,მაგრამ მას ძალიან სპეციფიური ჯგუფი,მეოთხე რეზუს უარყოფითი აქვს,უიშვიათესი სისხლია,კარგი იქნება თუ გვექნება დამატებით,თქვა და იქ მყოფთ კითხვით მიმართა,ქონდა თუ არა ვინმეს მსგავსი ჯგუფი.
-მე მაქვს...
-ირაკლი?ხედავდა დიდი ხნის უნახავ ნაცნობს დიმა ბურდული და უხაროდა,ძალიან ახარებდა ამ ადამიანის ნახვა!
-დიმა ბურდული და მისი ძმები,ადამიანები,რომლებმაც სიცოცხლე მაჩუქეს.ერთმანეთს გულითადად გადახვიეს ხელები.
-მახსოვს მაშინაც ვეძებდით ამ ჯგუფის სისხლს,სანამ შენს ოპერაციას დავიწყებდით,მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ექიმი ვიყავი,შენ უფრო პატარა ბიჭი და არც ეს კლინიკა არსებობდა,წამოდი ჩააბარე სისხლი და თან მეტყვი აქ რატომ ხარ. მეტ ნაკლებად გაარკვიეს რატომ იყო ირაკლი კლინიკაში და ვინ იყო ნანო დიმასთვის.ამასობაში გადასხმაც დასრულდა.
-გავალ მე და გელოდებით დიმა,მჯერავს კარგად იქნება ის გოგონა.
-აუცილებლად კარგად უნდა იყოს,მათ რომ ვუყურებ არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემი და ჩემი მეუღლის წარსული მახსენდება და მჯერავს, ეს ბავშვებიც შეძლებენ,ბევრს შეძლებენ ერთმანეთისთვის.
-საოცარი კაცი ხარ დიმა.
-ირაკლი,თითქმის გასულს კარში დააწია დიმამ ხმა,გარეთ ნანოს ქმარი იცდის,ეს ნივთები გადაეცი მას.
მიდიოდა და ათასი ფიქრით ირეოდა ირაკლი,საიდან?როგორ?ვინ მისცა?მსგავსი მხოლოდ ერთი არსებობდა და ის მის სახლში უნდა ყოფილიყო,მისი გარდაცვლილი დედის ნივთებთან.
-დათი მოგესალმებით,მე ირაკლი მაჭარაშვილი ვარ,კომპანიის დამფუძნებელი,სადაც თქვენი მეუღლე მუშაობდა,ახლა არ არის ამის დრო,მაგრამ მზად ვარ დაგეხმაროთ და ერთად გავარკვიოთ რა მოხდა.ეს ჩემს ინტერესებშიც შედის.იქნებ ჩემმა და შენმა ადვოკატებმა ერთობლივად დაიცვან ნანოს და ჩემი ინტერესები,დათი აქ ჩემი სახელის დაკავშირება უნდათ ნარკოტიკებთან,იქნებ ხვალ ცალკე შევხვდეთ და ვისაუბროთ.
-მადლობა,ბატონო ირაკლი,სისხლი რომ გადაუსხით,როგორც კი ნანოს კარგად მყოფს დავიგულებ შეგხვდებით.
-შენობით ვისაუბროთ დათი.
მაჯებ შეხვეულს,თმა დამოკლებულს,კეფასთან ჭრილობით,ნაოპერაციებს,ნატანჯს,შეურაცყოფილს,მიტოვებულს,გამოგდებულს,ობოლს,ფიზიკურ და სულიერ ტკივილებთან ერთად ეძინა და მაინც ლამაზი იყო,მის ვენებში კი,კიდევ ერთი მაჭარაშვილის სისხლი მიედინებოდა.საერთოდ არ გაუგია პალატის გარეთ კამათი,მშვიდი ძილით ეძინა და არ შფოთავდა.გარეთ დათი იცავდა,ყველასგან,ყველაფრით,თუ საჭირო გახდებოდა საკუთარ სიცოცხლესაც არ დაინანებდა.
-კიდევ ერთხელ თუ მეტყვი,რომ შენმა უფროსმა გიბრძანა,ეგ შენი უფროსი იქნება სამსახურიდან რომ გაგიშვებს.მისმინე ბიჭო!კრიმინალური განყოფილების უფროსი მე ვარ,თუ დაგავიწყდა შეგახსენებ,დათი მქვია!
-ბატონი დათი ვიცი, მაგრამ ბრძანება მთავარი განყოფილებიდან გვაქვს,გთხოვთ...
-მე გავდივარ!!!თუ გავიგე,რომ ბორკილი დაადეთ კი არა და მისი პალატის სიახლოვეს არ გნახო!თორემ ხელებს ისე დაგამტვრევ ვერასდროს აგიწყობენ და ვერც შენი უფროსი გიშველის.საქმეს მიხედე!
-პალატაში,საწოლთან ახლოს მიედგა სკამი გამომძიებელს და ლამპიონის მკრთალ შუქზე,თვალს არ აშორებდა ნანოს დამდნარ სახეს,გრძნობდა ნელ ნელა ფხიზლდებოდა,აქამდე უშფოთველს,ნელ ნელა უტევდა განცდები,ღაწვები დაენამა და სხეულში ისეთი შიში გაუჯდა კანკალი დაიწყო.ისევ მარტო იყო? და როგორი შვება იგრძნო,დათის დანახვისას.
-ნუ გეშინია,მშვიდად ნანო მშვიდად,
-მტკივა დათი,თავი მტკივა
-ვენებს რომ იხსნიდი მაშინ არ გტკიოდა?!ბრაზობდა შარაშიძე
-მტკიოდა,მახსოვხარ,შენ მოხვედი,არ მომჩვენებიხარ,იქ შენ მიპოვნე,ღმერთო მტკივა ძალიან.
-ახლა ხანს გაგიკეთეს გამაყუჩებელი და მალე იმოქმედებს!რატომ ნანო?!დაგპირდი იქ დაგხვდებიან და ნურაფრის შეგეშინდება მეთქი,შენ კიდევ ადექი და ვენები გადაიხსენი,ახლა რას იზავ?!მაინც მოგიწევს იქ წასვლა,აღარ გეშინია?გამოკეთდები და აქედანვე წაგიყვანენ,უკვე შეგეფარდა ორთვიანი,წინასწარი პატიმრობა.
-აღარ მეშინია,იყოს ისე როგორც არის.შეიძლება რაღაც გთხოვო?
-მთხოვე!
-თუ შეგიძლია ქეთო და ბიჭები მანახე გემუდარები,სულ ცოტა ხნით.
-კარგი,ნახავ შენს მეგობრებს!
-დათი,დიდი მადლობა.თუ მომისაჯეს და მომისჯიან აუცილებლად,ჩემი ბინა გაყიდე,იმ სახლში სადაც ის არა ადამიანი მკვდარი ვნახე,ვეღარასდროს შევალ.გაყიდე და თანხა,არ ვიცი...
-კარგი,ახლა ცოტა დამშვიდდი და მალე შემოვლენ ქეთო და ბიჭები.
-ასე არ უნოდა,ასე მკაცრად ახლა არ უნდა მოქცეოდა,მაგრამ იქნებ გამოეტეხა,იქნებ ეთქვა ვინ ჩაადენინა?ისევ დუმდა და შლიდა დათის ჭკუიდან.დანაპირები შეუსრულა და მოახერხა მეგობრებთან საუბარი,არ ათქმევინა ბოდიში ბიჭებს,უსიტყვოდ უხვდებოდა მწარე სინანულს,თითქმის ორ მეტრამდე მიღწეულ რეზის და გიოს, ნანოს საწოლთან დაეჩოქათ და მის სისხლიან მაჯებს გულში იხუტებდნენ,ბოდიში რა მოსატნი იყო მათ ცამდე ასულ წრფელ მეგობრობასთან?!


21***
-სახლი,სადაც გემოვნება, სიმდიდრეზე ხმამაღლა ლაპარაკობდა.სიმშვიდე და სწორი არქიტექტურული ხაზები,ღია ნაცრისფერი სითეთრე შეპარული ბუნებრივი ქვა,მუქი ხის პანელები და იატაკიდან ჭერამდე გადაჭიმული პანორამული მინები,სადაც ცა ირეკლებოდა.არაფერი ზედმეტი,არც მოოქროვილი სვეტები და არც მასიური დეკორაციები.მხოლოდ სისუფთავე,სიმეტრია და დახვეწილი არქიტექტურა. თანამედროვეობას სიფრთხილით დაყვებოდა წარსულის სტილი და იქ იგრძნობოდა ირაკლი მაჭარაშვილის მშობლების კვალი...ახალ ნარემონტალ სახლში არ გაექროთ იოსებ მაჭარაშვილისა და ანასტასია წიფიანის ღვაწლი.სამუშაო კაბინეტი მთლიანად მამისეულად დაეტოვებინა,მუქი კაკლის ხის ბიბლიოთეკა,შავი მეტალის თაროები და უზარმაზარი მინის ფანჯარა,საიდანაც ზამთრის ბაღი ჩანდა,რომელიც ნუცასთვის გააკეთებინა ირაკლიმ. შესასვლელამდე მისასველ ბილიკს შავი ბაზალტის ფილები მიჰყვებოდა.ორივე მხარეს ზუსტად შეკრეჭილი ზეთისხილის ხეები და იაპონური ნეკერჩხლები იზრდებოდა,საღამოობით კი მიწაში ჩამონტაჟებული თბილი განათება მათ ჩრდილებს რბილად ხაზავდა.შიგნით შესვლსთანავე მაღალი,ორსართულიანი ჰოლი იშლებოდა.ღია ფერის ტრავერტინის იატაკი,კედლებზე თბილი ხის პანელები და მინიმალისტური ავეჯი,სივრცეს სიმშვიდეს ანიჭებდა.დიდი მისაღები ოთახი მთლიანად ბარისკენ იყო გახსნილი.კრემისფერი დივნები,ბუნებრივი ქვის ბუხარი და რამდენიმე თანამედროვე ნახატი საკმარისი იყო იმისთვის,რომ ოთახს ძვირად ღირებული,მაგრამ არადემონსტრაციული ხასიათი ჰქონოდა. ეზოში, პატარა დეკორატიული ტბორი,სწორხაზოვანი უსასრულობის აუზი და ფართო ხის ტერასა იყო მოწყობილი...ეს სახლი იყო ადგილი,სადაც სიმდიდრე არ ცდილობდა ყურადღების მიქცევას,მას უბრალოდ საკუთარი ღირსება ჰქონდა.
-მადლობა დათი სახლში რომ მესტუმრე,გულითადად უხაროდა ირაკლის დათის საქციელი,რადგანაც არ განაცხდა პრეტენზია სხვაგან შეხვედრაზე.
-სიმართლე გითხრა ირაკლი მეც ასე მერჩია,მამაჩემის წყალობით მცნობენ,ახლა ეს საქმე და შენ ხომ საერთოდ ცნობადი ფიგურა ხარ,ძალიან მივიქცევდით ყურადღებას.
-ჩემი მეუღლე ნუცა გვასალია და მამას ნებიერა ტასია,ირაკლიმ ოჯახი წარუდგინა დათის,რატომ იყო ტასიას სახე ნაცნობი?ბავშვის რომელიც პირველად ნახა,მისი თვალებით კიდევ ვიღაც უმზედა-ტასიას მამის თვალები ქონდა. -ნუცი ყავს ხომ გაგვიკეთებ? სიჩუმე ისევ ირაკლიმ დაარღვია.
-რათმაუნდა იკა,კაბინეტში მოგიტანთ,ჩვენ გავდივართ ტასია ბალეტზე მიმყავს,-საკუთარი ანო ეტკინა დათის,როგორ უყვარდა ნანოს ბალეტი და არც იქ გაუმართლა,იქაც მარცხი...
-ირაკლი,ჩვენი ადვოკატები ერთად რომ მუშაობენ გეცოდენება,ერთი თხოვნა მაქვს,ნანომ არ უნდა იცოდეს,რომ ჩემი ოჯახის ადვოკატები მუშაობენ მის საქმეზე.რაღაც მიზეზების გამო მე და ნანო ერთად არ ვართ,არც ჩვენი დაშორება ყოფილა ერთობლივად მიღებული,ცივილური გადაწყვეტილება.მიუხედავად ყველაფრისა ის ჩემი ცოლია და ყველაფერს ვიზამ მისი თავისუფლებისათვის.მე მაინტერესებს როგორ აღმოჩნდა თქვენს კომპანიაში?
-ეს კომპანია დიდი ხანია რაც არსებობს,რაღაც პერიოდი შევაჩერე მისი ფუნქციონირება,თუმცა ნუცა ძალიან ჯიუტი გოგოა,მთხოვა:მე გავაცოცხლებ ამ კომპანიას ახალი სტანდარტებითო და სამი წელია,საკმაოდ კარგად მართავს.კომპნიის ეიჩარი, მარიკა მაკალათია და ილიკო ბურდული კარგი ნაცნობები არიან,ნანომ ეს არ იცის.მარიკასთან ნანო, ჩვენი დირექტორის დამსახურებით მოხვდა,ავთო დიმას მამის მეგობარია.მას სრული უფლება მოსილება აქვს:მიიღოს, გაუშვას,ხელფასი მოუმატოს,დააკლოს, მოკლედ გადაწყევტილებას იღებს ავთო და ზუსტად ავთოს დაურეკს,რომ ნანო უნდა გაეშვათ სამსახურიდან,თუმცა ვინ არ ვიცი!ეს ყველაფერი მე მხოლოდ გუშინ საღამოს გავიგე და ცუდი იცი რა არის?ავთოს უმძიმესი ფორმის ინფარქტი აქვს და არავინ იცის მოვა თუ არა გონს.ძალიან ჩახლართული ამბავია.ნერვიულად საუბრობდა ირაკლი.
-შენ ვისგან გაიგე,რომ ნანოს გაშვება მოითხოვეს?
-მარიკამ მითხრა,მეც იქ ვიყავი რომ დაურეკესო,თუმცა ვინ არ იცის,ბატონი ავთო კატეგორიული წინააღმდეგი იყო და თქვენი სახელითაც კი ისარგებლა,ირაკლისთან შეთანხმებით მოხდა ნანოს აყვანაო.დათი ერთ ძალიან დელიკატურ თემაზე უნდა გელაპარაკო,კულონი აქ გაქვს?
-კი,დაეთანხმა დათი და ნივთი ხის მაგიდაზე დადო,განსხვავებული იყო ხელნაკეთი კულონი,უმაღლესი სინჯის ოქრო და ფიფქის ფორმა,შუაში ბრილიანტის თვალით.
-დათი,ეს კულონი აღარც კი მახსოვდა,თუმცა კარგად მახსოვს როგორ ატარებდა დედაჩემი და რამდენად ძვირფასი იყო მისთვის,მისმა ბაბუამ გააკთებინა მისთვის და დარწმუნებული ვარ შიგნით წარწერა აქვს და გინდა გითხრა რა წერია? სიმბოლოებია და განიმარტება ასე:როგორც ორი ერთნაირი ფიფქი არ არსებობს,ისე ერთადერთი ხარ შენ.დედა სულ ამბობდა, მეც გადავცემ აუცილებლად ვინმეს ვინც ერთადერთი იქნებაო.თუ ნებას მომცემ გავხსნი
-ირაკლი,შეაჩერა დათიმ,მე დეტალურად არა,მაგრამ ის ვიცი რომ კულონში ბარათი დევს,ერთხელ ვისაუბრეთ მე და ნანომ ამაზე...
-ნანოზე მომიყევი გთხოვ,მის მშობლებზე,ძალიან ღელავდა ირაკლი მაჭარაშვილი და არანაკლებ დათი.
-ნანოს მხოლოდ დედა ყავდა,ირინა ტუღუში,მართლაც კარგი დედა და ღირსეული ადამიანი,მამა არასდროს მყოლიაო,თუმცა რამდენიმე წლის წინ ირინამ, კულონი ნანოს გადასცა და უთხრა რომ როდესაც მასზე ფეხმძიმედ იყო,ერთი ქალბატონი ესტუმრა,რომელიც ნანოს ბებია,მამის დედა აღმოჩნდა,ირინამ ყველანაირ დახმარებაზე უარი განაცხადა,მერე კი კულონი დამიტოვა შენთვისო და მითხრა,თუ ოდესმე საჭიროდ ჩათვლის კულონი გახსნას,იქ ბევრ კითხვაზე იქნება პასუხიო.არასდროს გაუხსნია,სულ იმას განიცდიდა,ირინას გარდა ყველა მტოვებს,ხედავ არც ბებიას ვუნდოდი,იქნებ არც მამას ნდომებოდა ჩემი არსებობაო,მერე თითქოს შეეგუა,რაც ირინამ სთხოვა კულონი ატარეო აღარ იხსნიდა.
-სად არის ირინა?ხმა საერთოდ წაერთვა ირაკლის
-ნახევარი წელია რაც გარდაიცვალა
-დათიი,მომეცი უფლება გავხსნა კულონი
-ეგ ნანოს უნდა ექნა
-გთხოვ...მომაკვდავის თხოვნას უფრო გავდა,ვიდრე კაცის,რომელიც ირაკლი მაჭარაშვილი იყო
-კარგი...მერე კი ისევ ნანოსთან უნდა დაბრუნდეს ნივთი.
არ დაკლებია ცხოვრებისეული სირთულეები ირაკლი მაჭარაშვილს,საკმაოდ ამბიციური და ეგოისტი დედის ერთადერთ ვაჟს,თექვსმეტი წლის ასაკში მოუწია შორეულ ინგლისში გამგზავრება და სკოლაც კი იქ დაასრულა.იძულებითი წასვლა ცხოვრების კრედოდ ექცა,მიეჩვია თუმცა მანამდე ბევრი განსაცდელი,დაბრკოლება,თავგადასავლი,უამრავი ქალი,თავაშვებული, ერთი ღამის ურთიერთობები,კლუბები,სასმელი,თუმცა არანაირი ნარკოტიკი. დაუღალავი,სწავლისათვის გადათენებულ ღამეები.ბაკალავრი,მაგისტრატურა,დოქტურანტურა და ნიჭი,რომელსაც ერთეულები ფლობენ,მარკეტინგისა და მენეჯმენტის უბადლო სპეციალსიტს,ლონდონის წამყავნი კომპანიები მმართველის ადგილს სთავაზობდნენ,თუმცა მაჭარაშვილს უკვე ჰქონდა წამოწყებული უდიდესი კომპლექსის დაარსება საქართველოში და ის დაბრუნდა.ახლა თავდ იღებდა გადაწყვეტილებებს,ირმის ნახტომით მიდოდა მისი ბიზნესი და ეს საოცარ ადრენალინს განაცდევინებდა,მერე იყო ტკივილი რომელიც სულ დაყვებოდა,ავარია სადაც მამა დაკარგა,თავად კი უფალს და ძმებ ბურდულებს უმადლოდა თავიდან დაბადებას.ნუცა გვასალია ეს შავგვრემანი სიფრიფანა გოგო,დიდი სხივებით შეიჭრა მის ცხოვრებაში და ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად,ტასიას მშობლები გახდნენ,ირაკლი იყო ნუცას იმედი და კლდე,რომელთან დაჯახებაც პირდაპირ ხრამში გადავარდნას ნიშნავდა. არ მოწონდა ქალბატონ ანასტასიას,ნუცა გოგონა დიდი ბრიალა თვალებით და გასაოცარი გონება მახვილობით, ვერაფერი თქვა ამბიციურმა დედამ,ირაკლის სიტყვა გადამწყევტი იყო.ერთ დღეს აღმოაჩინა რომ ქალი, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებდა,უყვარდა და ერთადერთი იყო,დედა ანევრიზმის დიაგნოზით ხელებში ჩააკვდა და მხოლოდ პატიებას სთოხვდა.ყველა სირთულის მიუხედავად ის მაინც ირაკლი იყო,მისი შესაშური და ზოგჯერ შენიღბული სიმშვიდით.ხვდებოდა ახლა ჰქონდა ცხოვრების ურთულესი წუთები,ყველაზე რთული რაც კი გაევლო. დიახ!ის იყო!იგივე ინიციალებით და ბარათი: ირაკლი მაჭარაშვილი/23.02.1987და სახლის მისამართი,სადაც მაჭარაშვილები ცხოვობდენ,ეს მართლაც იყო ყველა კითხვაზე პასუხის გზა. დათი...ამოიხრილა ირაკლიმ,მერე კი მოკუმულ მუშტს კბილები ისე ჩააჭირა ცოტაც და სისხლი გამოუვიდოდა,ის სისხლი ნანოს ვენებს სიცოცხლე რომ დაუბრუნა.ვერ უშველა ჩუმმა ღმუილმა,გულზე ნანოს ატკიებული ოცდასამი წელი უჭერდა!ჩემი შვილია. ის,იქ, ვენებ დაჩეხილი ჩემი შვილი წევს,ჩემი გოგო რომელსაც უმძიმეს დანაშაულს კიდებენ სუსტ მხრებზე,ციხისთვის წირავენ და ობოლს ეძახიან!!!ღმერთო აქ ხაარ? შენ სად ხარ ქალბატონო ანასტასია?!მიგიღო ქმარმა სამოთხეში თუ იწვი ჯოჯოხეთის ცეცხლით და ნანოს ცოდვით?ახლა ვხდები შენს სიტყვებს სიკვდილის წინ:თუ ის მოვა,შეძელი და მაპატიე.ის არ მოვიდა,მე მიმიყვნა ცხოვრებამ მასთან,იცი როდის?სიკვდილი რომ ებრძოდა მის გალეულ სხეულს.მის შეშინებულ გულს,უდედმამოდ დარჩენილს სიკვდილი ჯაბნიდა,რაო დედა?!კმაყოფილი ხარ?შედგა შენი ირაკლი კაცად?!მის მამად ვერა და შენი ბრალია-დედა! შენმა ირაკლიმ პირველ მილიონს კიდევ ბევრი რომ მიამატა, ისეთი ამაყი იყავი,ზოგს ისე ზევიდან უყურებდი ეგ აპრეხილი ცხვირი,უფრო ზევით გეწეოდა. ქმრის მილიონებთან ერთად ჩემიც რომ მიითვალე,სულ არ შეგაწუხა ფულის სუნმა?!დედის,თვრამეტი წლის ბავშვის იმედად დარჩენილ ჩემს შვილს,იქნებ შიოდა?!რაო კუდით ქვა გასროლინა ტუღუშის ამაყმა ქალმა?მაგიტომ მიყვარდა მე ირიშა.ის მაგალითი იყო ჩემთვის,მან იცოდა რას ნიშნავდა სიამაყე და არა კუდაბზუკობა,ადამიანობის ფასი და სიყვარული მისთვის ერთგულებას ნიშნავდა.საკუთარი სიმშვიდისთვის კულონი დაუტოვე და რას ითხოვ,ქალბატონო ანასტასია?სულის ცხონებას?!და ირაკლი დედა?!დამტოვე ხომ ნანოს წარმოსახვაში,მუდამ თექვსმეტი წლის ღლაპად,რომელსაც მასზე ორი წლით უფროსი გოგო უყვარდა და მას აკიდა პრობლემების ხურჯინი,თვითონ კი ბედნიერად „დაახვია“ლონდონში.დათიი,მე იმ გოგოს მამა ვარ შენი ცოლი,რომ ქვია და მისთვის მამა ყველა სიმდაბლეზე დაბლა რომ დგას,მხოლოდ სიტყვიერი მცნებაა რომაა.მისთვის ერთი დიდი ვარ. მე ნანოს მამა ვარ.
-ირინამ უთხრა,ნანომ იცის რომ მამას არ მიუტოვებია.ირაკლი მე წავალ
-კულონი გრჩება დათი.
-შენ მიეცი,უთხარი ვინ ხარ,უთხარი ირაკლი და იმედი გაუღვივე,გულში ჩაიკარი და მისთვისაც გახდი ფარი,რომელიც ყველასგან და ყველაფრისგან დაიცავს!უთხარი რომ მამა ყავს,რომელსაც ყველაზე მეტად უნდოდა მისი არსებობა,რომ არ მიატოვებ!
-მადლობა დათი
-დადგება დღე და დარწმუნებული ვარ, მოგინდება ჩემი ძვლების სათითაოდ დამტვრევა!დაგელოდები ირაკლი,იქნებ ვიმსახურებ კიდეც.ჩემს ანოს, შენი თვალის ფერები აქვს,შენ გგავს თურმე.მიდი მასთან და ოცნება აუსრულე,ნანოს მამას გოგოობა უნდოდა.ყოფილი ბალერინაა შენი შვილი,წარმატებული მაგისტრი და შენსავით სისხლში აქვს ნიჭი.როცა გადაწყვეტ ნანოსთან მიდი,დაახლოებით სამი ოთხი დღე კიდევ კლინიკაში იქნება,მერე წაიყვანენ,იქ სადაც ყველაზე მეტად ეშინია მისვლა.იქნებ ვერც წაიყვანონ,თავისთვის ჩაილაპარაკა დათიმ და სახლი დატოვა.
ტაძრის ეზოში მძიმე წარსულის მოგონებები კადრებად დარბოდნენ,ახლა რატომ მოეძალა ეს ფიქრები?დათი შარაშიძეს და ოთარო ნადიბაიძეს დიდი გეგმები ჰქონდათ,ბიზნეს ცენტრი აშენდებოდა,სადაც განთავსებული იქნებოდა: ბრენდირებული მაღაზიები,რესტორნები,აგრო ბაზარი და რეკრეაციული ზონა,რომლის სიახლოვესაც არ იქნებოდა შესაძლებელი ტრანსპორტირება და შეიქმნებოდა ჯანსაღი გარემო,გამონაბოლქვისა და თამბაქოს აკრძალვით.ამისთვის საწყისი ეტაპი გადალახული ჰქონდათ,შვეიცარიაში გალენის უნივერსიტეტი ორ ქართველ სტუდენტს უკვე ელოდა.ოთარო ნადიბაიძემ სასულერო აკადემიაში ჩააბარა,დათი შარაშიძემ კი სამართალი აირჩია.წარმოუდგენელი წინააღმდეგობა შეხვდათ ოჯახებისგან,თუცმა ახსნა განმარტება არ ყოფილა.მძიმე წარსულიდან უფრო მძიმე და არასასურველმა ხმამ დააბრუნა.
-შენ?აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!
-არ ხარ შენ მოწოდებით მამაო.
-აქედან წადი
-აღსარება უნდა ჩაგაბარო...მაშინ იქ
-მოკეტე!!!
-რანაირი მამაო ხარ...შენ თმენის და სმენის ვალდებულება გაქვს,ასე რომ
-ასე რომ მე გეტყვი,მაშინ იქ...შენ ის ბიჭი მოკალი,შენით ვერ გაუმკლავდი,დაგლეწა ისე გცემა და ღირსი იყავი,მის შეყვარებულს ავიწროვებდი,შენ იყავი მოსაკლავი და როგორც გჩვევია არაკაცულად ზურგში დაარტყი დანა,მერე კი დაჩეხე!კვდებოდა და მომკავდავს ჩასძახოდი, შენი გოგო ჩემი ნაშა გახდებაო.ვერაფერი ვუშველეთ მე და დათიმ,გვიან მოვედით.მერე მამაშენი მოვიდა და „გაგვიპრავა“,ჩვენც არაკაცულად გავჩუმდით და იცი შვება რა იყო?იმ ბიჭივით ჩვენს ოცნებაზე ვთქვით უარი,შენ ოთხ ადამიანს წაართვი ოცნებაც და სურვილებიც.მე აქ ვარ და ვცდილობ მის სულ პატიება ვთხოვო,დათიმ კი დაიფიცა საკუთარ სისხლს და ხორცსაც კი არ დააფარებდა არასდროს ხელს და შენნაირი ნაბიჭვრების მტერი გახდებოდა.როცა მისი სული შვებას იპოვნის,მხოლოდ მაშინ გვეღირსება ჩვენც მშვიდად ცხოვრება!ყველა დარდი იგრძნობოდა მამაოს ხმაში.
-და როდის იპოვნის მისი სული შვებას?
-შენ რომ ციხეში ჩაჯდები.
-იქნებ მოესწრო მაგ დღესაც მამა ანთიმოზ,მანამდე კი მისმინე და ღმერთთან მაშინ მიშუამდგომლე,თუ ციხეში მოვხვდები.ციხეში კი იმ შემთხვევაში ჩამსვავენ... აღსარების საიდუმლოს არ გათქვავენ მამაო.მაშინ, ეგ შენი კაბა გაიხადე და ისე თქვი!ამ საიდუმლოზე ხმამაღლა ის თქვი რომ: მამო აღარ ხარ!იქნებ ბევრმა გარდაცვლილმა თუ ცოცხალმა იპოვნოს შვება. მისი სახით,ერთ დროს რომ ძმკაცს ეძახდა ახლა ეშმაკი ესაუბრებოდა,როგორი კმაყოფილი ღიმილი დაყვებოდა სახეზე და სულში ცოდვები.ეს რა გაიგო?!არ უნდოდა,არ ეთქვა...აიტანდა ამ სიმძიმეს?ისედაც უჭირდა,ძალიან ეპატარავებოდა საკუთარი მეობა ტაძრისთვის.მისი გამოცდა იყო?ჩააბარებდა?და სხვები?მათ რომ ჭრიდა ცხოვრება და აღარ იყო სხვა შანსი?უფალო სწორად შემაძლებინე.ითხოვა მამა ანთიმოზმა.
-სულ ეს იყო მამაო,აბა მაპატიებს? იკითხა მოსაუბრემ ცინიკურად.
-ვინ?შენ ვისი პატიება გინდა?
-სიმართლე რომ ვთვათ არც არავისი,მშვიდობით.
-ნახვამდის, შე !გამოსცრა ოთარო ნადიბაიძემ.


22***
-თეთრი მარმარილოს ბალერინა,მარცხენა ფეხით ცერზე იდგა ,მარჯვენა მუხლში მოეხარა და მარცხენას მუხლთან ჰქონდა მიტანილი,ნახევარ ბრუნით და გაშლილი ხელებით გედის პარტიას ასრულებდა,იმავე ხელის მტევნებზე შემოედგა,სიშავე შეპარული მარმარილოს მრგვალი მაგიდა,რომელიც დათიმ ნანოსთვის დაამზადებინა.ყველა დეტალში ნანო იყო,ეს სახლი ნანო იყო და აქ აფარებდა დათი თავს ნანოზე მარტოობას.დაკაკუნების და ყოველგავრი ოფიციალურობის გარეშე შეაღო კარი ოთარომ და ზუსტად იცოდა იქ იყვენენ:ილიკო და დუტა,დათის თავშსაფარში.
-Jack Daniels-ი?ჩაეცინა მამაოს
-არ დაგვილევ?სახე არეოდა დათის
-დავლევ,ოღონდ ეს ჯობია,თქვა და მაგიდაზე Bruichland X4 (Quadrupled Whisky) დადგა
-ჰეე მამაოო,ჩაუსტვინა დუტამ,თავს იკლავ თუ ჩვენ უნდა დაგვხოცო?ეტიკეტს მაინც თუ შეხედე?92% აქვს ალკოჰოლი.
-ეტიკეტს რომ შევხედე დუტა,მაგიტომ ვიყიდე,უნდა დავთვრე,კი არ უნდა დავლიო,უნდა დავთვრე!აი ისე ადრინდელივით,ბოლომდე პატივისცემით და დილით თავბედის წყევლით.
-ეს არ არის კარგად,ცდილობდა გაეღიმა ილიკო ბურდულს,თუმცა უჭირდა გატეხილი მეგობრის ყურება,უფრო სწორად მეგობრების და უფრო მეტად გატეხილი საკუთარი თავი უჭირდა.ეგ ბოლომდე ხო იცი როგორც იყო ხოლმე?სადღაც ვიწყებდით,მერე ვიღაცას სახლის გზა ავიწყდებოდა და იქ სულ იყვნენ ჩვენთვის ნუეგეშისმცემლები,დილით კი ვიღაცასთან ან ვიღაცაზე გვეღვიძებოდა.შენადა, გამოიცვლი თუ ეგრე წამოხვალ ანაფორით?ახლა მართლა იცინოდა ილიკო.თან როგორც მახსოვს აქ ცოლიანი ხალხი ვზივართ.
-მე არ მყავს ცოლი,ასე რომ მივდივართ ქალებში...უფრო დატყობოდა სასმელი გამომძიებელს.
-ქალებში არა დათუნა, ბოზებში წაგიყვანთ ძიას კაცი.დასცინოდა დუტა და ლოყაზე მოჩქმიტა.
-არავითარი ქალი,მხოლოდ ალკოჰოლი და სიგარეტი,ერთპიროვნული იყო ილიკოს გადაწყვეტილება.
-შენ ისე ამღერდი,რაო ბურდული შეურიგდი?მიგიღეს?
-არა ბატონო გამომძიებელო,მარტივად რომ ვთქვა,ზრდილობიანად დამახვევინა აშექალ კობაიძემ.
-მართლა გაბედა?მართლა უნდოდა?სიკვდილი უნდოდა?მტოვებდა!ამ დედა ......ლ სამყაროში მარტო მტოვებდა!ხმა ჩახლეჩვოდა და აღარ შეეძლო ღრიალი დათის... გესმით ბიჭო?!გეკითხებით!პასუხი არც ერთს ჰქონდა,არც დუმილი იყო თანხმობის ნიშანი.იყო ბოლომდე ჩაცლილი რამდენიმე ბოთლი და როგორც ადრე,იმ დილითაც დაიწყევლეს თავ ბედი.

გაურკვევლობა აგიჟებდა ყველა სიკეთესთან ერთად,მის მაგივრად იღებდნენ გადაწყვეტილებას,თითქოს თოჯინა იყო,არც უსმენდნენ,თითქოს მისი დამნაშავედ წარმოჩენა კანონზომიერი იყო.და საიდან ჰქონდა კიდევ იმედის შეგრძნება?სიცოცხლის წყურვილი ნუთუ მართლა ასეთი ტკბილი იყო?ყველაფრის მიუხედავად რომ არ ეთმობოდა რატომ?რისთვის?ვისი გულისთვის?უინტერესო და უმიზნო გახდა დღეები,არ იცოდა და აღარც აინტერესებდა კვირის რომელი დღე იყო,დასუსტებულს ჭამაც არ შეეძლო,მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად ვერ ჭამდა,მხოლოდ ძალიან ცოტას გონება რომ არ დაეკარგა.დილიდანვე აეკვიატა ფიქრი:მაინც რა შეიძლება ყოფილიყო ერთი წლის შემდეგ?სად მოუწევდა ყოფნა?იქნებ აღარც კი ყოფილიყო და მაინც ერთი წლის შემდგე უნდოდა.
აპრილის საღამოს, ნანოსავით მოეწყინა პალატის კედლებში,დასუსტებულს და ჯერ კიდევ მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ მყოფს,ხშირად ართმევდა ძილი თავს,იქაც მოდიოდნენ,იქაც ტანჯავდნენ,იქაც გადააჭრევინეს სიცოცხლის ძაფები,იქაც წვდა ყელში,ავადმყოფური აკვიატება მის სხეულს ითხოვდა:იქაც უყვიროდა:გამომიყენა იმ ნაბიჭვარმა და გონია შენ თავს დავუთმობო?!ჩემი თუ არა,არც მისი იქნები! იქნებ ჯობია მკვდარი იყო!?მერე კი თვითონ მოკვდა,არ ახსოვს როგორ მოკვდა ლუკა თავბერიძე...ისევ ჩუმი ყვირილით გაიღვიძა.ისევ მარტო იყო...
კარის შეღებისთანავე შეიგრძნო სურნელი,რომელიც მამაკაცის ელეგანტურობას,თავდაჯერებულობას და ინტელექტს დაუკავშირა,იცოდა ამ სურნელის მქონე ადამინი არ დაავიწყდებოდა არასდროს,თითქოს არომატი მამაკაცის ხასიათს ყვებოდა,რომელსაც არაფრის დამტკიცება ჭირდებოდა. მუქი ფერის,იდეალურად შეკერილი შარვალი და უბრალო შავი მაისური, მაღალ აღნაგობას უფრო კვეთავდა,შავი რბილი იტალიური ტყავის ქურთუკი,რომლის თითოელი ნაკერი ხარისხზე მეტყველებდა,არცერთი ლოგო სამოსზე,თეთრი კედი მის სტილს სიმსუბუქეს აძლევდა,მხოლოდ მაჯის საათი და ქორწინების ბეჭედი,არაფერი ზედმეტი.ეს იყო ირაკლი მაჭარაშვილი,მისთვის სტილი ჩვევა იყო და არა მცდელობა.
-გამარჯობა ნანო,მე ირაკლი ვარ,იმ კომპანიის დამაარსებელი,სადაც შენ მუშაობდი.ააკანკალა,ფერი დაკარგა,პირი გაუშრა,სისხლი თითქოს გაეყინა და კათეტერი ამოუვარდა ვენიდან...მძიმედ სუნთქავდა,ნანოს დახუჭული თვალებიდან სირცხვილი ტიროდა.
-მაპატიეთ...მეტი ვერ შეძლო
-გთხოვ არ ინერვიულო,თავს გაუფრთხილდი და უკანასკნელ სანერვიულოდაც არ დაიტოვო ჩემი კომპანია.მე მჯერავს,მართლა მჯერავს შენი და არა მარტო მე,გპირდები ყველაფერს გავაკეთებთ და შენი სიმართლე დამტკიცდება.
-დიდი მადლობა ბატონო ირაკლი... ბატონო ირაკლი,ბატონო ირაკლი,თითქოს ჩაქუჩს ურტყავდნენ თავში და ისე ეძახდნენ ამ სიტყვებს,საკუთარი შვილი მოწიწებით ეძახდა ბატონოს და სირცხვილით იწვოდა მის წინაშე...ასე პატარა და უსუსური არასდროს ყოფილა ირაკლი,რომელსაც ბატონობა არასდროს უცდია.
-ნანო,ხმა უკანკალებდა კაცს,რომელიც შინაგანად უდიდეს ძალას ფლობდა,ისევ მოუხმო სიმშვიდეს.ნანო, მე და შენ სულ სხვა ამბავზე უნდა ვისაუბროთ,გთხოვ ბოლომდე მომისმინო,რადგან ძალიან გამიჭირდება საუბარი,მე კი ყველაფერს გავიგებ და მივიღებ რა პასუხიც არ უნდა გქონდეს.ნანო ეს კულონი... ფიფქის ფორმის კულონი ყელსაბამით,ახლა როგორი ძვირფასი ეჩვენა,ახლა ის ირინას დატოვებული იყო.
-ბატონო ირაკლი,გეფიცებით დედას გეფიცებით, ეგ კულონი ჩემმა ირიშამ მომცა,მთხოვა სულ ატარეო,ბებიას რომელსაც არ ვუნდოდი და არ ვიცნობდი, მაინც დაუტოვებია ჩემთვის.
ირიშა,მასავით ირიშას ეძახდა დედას...ღიმილმა გადაკრა სახეზე ირაკლის.
-მშვიდად ნანო,მშვიდად. ვიცი,არასდროს გაგიხსნია და არ გინახავს რა იყო შიგნით,კულონი ბაბუამ შვილიშვილისთვის დაამზადებინა,მსგავსი არ არსებობს,ხელნაკეთია და საკუთარი დატვირთვა აქვს.შიგნით ინიციალებია:როგორც ორი ერთნარი ფიფქი არ არსებობს,ისე ერთადერთი ხარ შენ.ბაბუასთვის, შვილიშვილი იყო ყველაზე ძვირფასი და ერთადერთი, ბევრ შვილიშვილს შორის.მერე ეს გოგო გაიზარდა და მისთვისაც სხვანაირი დატვირთვა შეიძინა ამ ნივთმა,დარწმუნებული იყო მისთვისაც გაჩნდებოდა ერთადერთი.ოცდასამი წლის წინ, პატარა გოგონა დაიბადა და ჯერ კიდევ დაბადემაბდე დაგიტოვა შენმა ბებიამ.გარდა ამისა, ალბათ დანაშაულს ისყიდდა შენს წინაშე და თავს ინუგეშებდა.შენი ბებია,ძალიან ეგოისტი და ამპარტავანი ქალი იყო...ბარათიც იყო კულონში.
-წაიკითხეთ?მე არა,მას არ ვუნდოდი,იქნებ არც მამას ქონდა ჩემი დაბადების სურვილი.
-ბარათზე ასე გიწერს ბებია: 23.02.1987 ირაკლი მაჭარაშვილი.
-მე მამის გვარს ვატარებ,დედაჩემს უნდოდა ასე.
-არა, მან უბრალოდ თხოვნაზე უარი არ უთხრა,შენ გეტარებინა მამის გვარი. ირაკლი მაჭარაშვილი, ბებიამ გაზარდა,ის დღემდე ქალის ეტალონია მისთვის. ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის ირაკლის, ძალიან შეუყვარდა ულამაზესი,მწვანეთვალება გოგო და უთხრა:თუ გოგო ეყოლებოდა, ბებიის სახელს დავარქმევო.შენ, ირინა ტუღუშის და ირაკლი მაჭარაშვილის ქალიშვილი ხარ,ნანო ნაკაშიძის მოსახელე.შვიდი წლის ტასია, ირაკლის შვილია და ბებიის,ანასტასია წიფიანის მოსახელე. მეე???.......... მე, 23.02.1987 წელს დავიბადე.მე, ირაკლი მაჭარაშვილი ვარ...შენი მამა ვარ ნანო.ახლა თექვსმეტი წლის ირაკლის სიხარული მიხარია,რომელიც მამა გამხდარა და არ ცოდნია,რომელსაც გაგების წამიდან გააბედნიერებდა შენი მოლოდინი და ძლივს გაძლებდა ცხრა თვე შენს დაბადებამდე.ახლა ოცდაცხრამეტი წლის ირაკლი, უსაზღვროდ ბედნიერია და უსაშველოდ უბედური, დაკარგული წლების გამო.იმ წლების, მის გოგონას, მამის შვილი რომ ეგონა და ხშირად უგვრძვნია დაუცველად თავი,იმ გოგონას, დედა რომ აღარ ყავდა და ობოლი დაუძახეს.მამას გოგოობა რომ უნდოდა და უმამოდ გაიზარდა,მამასაც უნდოდა ის გოგო,ერთად რომ გაიზრდებოდნენ და ერთმანეთს გაზრდიდნენ. მამას სულ ენდომებოდი ნანო და ახლა, სიცოცხლეზე მეტად უნდა შენი მამობა.რა გავაკეთო ნანო?რით ვუშველო შენს ჭრილობებს?ვისით დავიწყო?ორივე გარდაცვლილია, ვინც ჩემს დასჯას პირველ რიგში იმსახურებს.რით შეგივსო ეგ სიცარიელე?მინდა ჩემი სიყვარული გასწავლო,მინდა იგრძნო რომ ამ გულში შენ ისეთივე ადგილი გიკავია,როგორც ტასიას,ისე უყვარხარ შენს მამას, როგორც პირველი სიხარული.გული ისე მევსება სიამაყით მგონია გამისკდება,მეშინია ნანო,მეშინია რომ შენი პატარა, გატეხილი გული,ჩემს სიყვარულს ვეღარ შეძლებს.ზუსტად ჩემნაირი თვალებით მიყურებ და მეშინია,იცი რატომ?მე ვერ ვპატიობ დედაჩემს.მე, სულ ოდნავ მართალი ვარ ალბათ და ეს იმედად მექნება,ერთ დღეს ჩემი გოგოსთვის ის მამა გავხდები სულ რომ უნდოდა.ნანო თუ ვერ მიმიღებ,თუ ვერ მოერევი,თუ აღარ დაგრჩა ძალა სიყვარულისთვის,იცოდე მხოლოდ ისე იქნება როგორც შენ გინდა,არ მოგიახლოვდები,მაგრამ იმას არ გეტყვი რომ შენი მამა არ ვიქნები,აუცილებლად ვიქნები. ნანო, არ ვიცი დამიჯერებ თუ არა,მაგრამ თექვსმეტი წლის ირაკლისაც ისე გააბედნიერებდა შენი მამობა,როგორც ტასიამ გამაბედიერა 32 წლის ასაკში.ირინამაც წამართვა შენი მამობის ბედნიერება,ქალბატონ ანასტასიაზე აღარაფერს ვამბობ. შვილის საწოლიდან, პალატის კარამდე ალბათ 7-10 ნაბიჯი თუ იქნებოდა და ისე გასიგრძეგანდა,დაღლილ ნაბიჯებს ძლივს მიათრევდა, სულს კი იქ ,იმ საწოლზე მწოლიარეს უტოვებდა.დამსგავსებია თავისი გოგონა,მასაც მამასავით ურჩი ცრემლებით ტირილი ცოდნია.
არ მოესმა...მართლა ესმოდა! რა ტკბილი იყო ნანოს ხმა.
-არ ვუნდოდი არა?ანასტასია წიფიანს, ჩემი ბებიობა არ უნდოდა.
-უნდოდა ნანო,თორემ კულონს არცერთ შემთხვევაში არ დაგიტოვებდა,ზურგ შექცევით იდგა ირაკლი და ვერ ბედავდა შვილის თვალებში შეხედვას.დედაჩემს, ჩემი მამად გახდომა არ უნდოდა,იცოდა აღარ წავიდოდი,მოკლედ რომ ვთქვათ,საკუთარი ღლაპი, ზედმეტ პასუხისმგებლობას აარიდა.თქვა და პალატის კარის სახელურს ჩაეჭიდა,თითქოს დაიჭერდა მის გაბრუებულ სხეულს.ნანოს ხმა, ირინასას აგონებდა...
-მამას გოგოობა უნდოდა პეპის,ვიცოდი ვისი ფერის თვალები მქონდა.ირიშას სულ არ ვგავდი და პატარა ნანოს იცი რა უხაროდა?იქნებ მამას ვგავარ თქო... მამას გავს ნანო,ტასიაც გგავს? მაგ ცერა თითს, მეც ზუსტად შენს მსგავსად ვმალავ ოთხივე თითით,როდესაც ვნერვიულობ,სიარულის მანერაც კი შენნაირი მქონია,ერთხელ ჩუმად თქვა ირიშამ:მასავით მხრებ გაშლილი დადიხარო,არ იცოდა მე რომ გავიგონე,არ მითქვამს და მე მიხაროდა ის რომ მასავით მხრებში გაშლილი ვიყავი,ზოგჯერ უფრო მეტადაც ვშლიდი,თითქოს უფრო დავემსგავსებოდი მამას.ჭორფლები მზეზე უფრო გიმრავლდება?მე კიი და ალბათ შენსავით. იდგა ირაკლი მაჭარაშვილი გახევებული,მხოლოდ შვილისკენ შეტრიალდა,ნაბიჯს ვერ დგავდა...ურჩი ცრემლები თარეშობდნენ მაჭარაშვილების სახეზე.მეც ირიშას ვეძახდი,ძლივს ამოთქვა და თავი ჩახარა ირაკლიმ. -ნანოს, მამასთან ჩახუტება უნდოდა,იმედ გაცრუებულს ძალა უნდოდა ეგრძნო,ვერ უნაწილებდა ირიშას თავის ღელვებს,უამრავი დარდით მხრებ დამძიმებულ დედას, თავისას ვეღარ უმატებდა.ატკიებული, იმ მამის მკერდს ეძებდა, რომელიც არ ყავდა,ეძებდა რომ მის ძლიერ მხარს იმედიანად დაყრდნობოდა,ეტირა,მისთვის გაემხილა უთქმელი სიტყვები. ახლა ყველაზე მეტად სტკივა ნანოს.ძალიან მტკივა...
-ნანოო,მომცემ უფლებას?
-ჩამეხუტები?ჩამეხუტე რაა...კეფის უკან ჭრილობამ შეახსენა თავი ნანოს. ერთ ნაბიჯად არ ეყო მანძილი მის საწოლამდე.ზურგზე შეუცურა შვილს ხელი და მთელი სხეულით ჩაიკრა ნანატრი არსება.იქ სადაც, სისხლი ყიოდა მამა შვილობით,სიტყვები ფასს კარგავდა.ორივეს გული ერთი ტემპით ცემდა.ორივე ურჩი ცრემლით ტიროდა,ორივეს უყვარდა და მშობელს უფრო... ოცდა სამი წლის შემდეგ, ერთი მამას გოგო გახდა, მეორე იმ გოგოს მამა სულ რომ ენდომებოდა.
-მადლობა ღმერთს და დედაშენს. ირაკლიიი, იცი მაინც რა ბედნიერი კაცი ხარ?საკუთარ თავს ესაუბრებოდა ირაკლი და მკერდიდან არ იცილებდა შვილს.

-ირაკლის დაგიძახებ კარგი?ჯერ კიდევ ცრემლით ჰქონდა სავსე თვალები ნანოს.
-დადგება დრო და მამასაც დამიძახებ.
-დაგიძახებ.ნანომ დაწვრილებით უამბო განვლილი ოცდასამი წელი და არც ქმართან დაშორება გამორჩენია.ირაკლიმაც დაცალა გული იმ პერიოდიდან ირინა ტუღუში რომ შეუყვარდა.ნანომ იცოდა, უკვე დაშორებულები იყვნენ ორსულობა რომ შეიტყო,აპირებდა თქმას,მერე ანასტასია წიფიანი გამოჩნდა და დანარჩენი უკვე ცნობილი იყო.
-ტასია,თქვა ნანომ და ჯერ კიდევ უცნობი დის მიმართ უცნობი თუმცა საოცარი გრძობით შეივსო.იციის?ტასიამ ჩემზე იცის?ანალოგი თვალებით უმზერდა მამას
-ტასიამ არა,ნუცამ იცის და ...
-და?... ჰაერი გაუსქელდა პასუხის მოლოდინში ნანოს
-და ძალიან უხარია ნანო,მართლა გეუბნები,იცი რამდენი იტირა რომ გაიგო და სანამ გაიგებდა,შემეხვეწა დაგხმარებოდი როგორც მის თანამშრომელს.
-ტასიას არ უთხრა,გთხოვ
-რატომ?გგონია არ გაუხარდება?გგონია ვერ გაიგებს?პირიქით გადაირევა სიხარულით.
-მჯერავს,მაგრამ ძალიან პატარაა იცოდეს ის რომ მისი და, ციხეში ზის და თან სასტიკი დანაშაულის ბრალდებით.
-მისი და, მალე მასთან იქნება!ნანო, მალე იქნები გარეთ.
-მე იმ სახლს ვყიდი,იქ ვეღარ ვიცხოვრებ,იქ ის დამპალი მოკვდა,ცხოვრება რომ დამინგრია.
-და ეგრეც რომ არ იყოს გგონია კიდევ მარტო იქნები?შენ სახლი გაქვს და იმ სახლში გელოდებიან.კარგი, ტასიას მერე ვუთხრათ და ერთად ვნახოთ, კივილით ცას და დედამიწას რომ შეძრავს ის გადარეული გოგო.დათი...
-რა დათი?ხმა წაერთვა ნანოს
-დათი დამეხმარა, ასე სწრაფად გადმომედგა ეს ნაბიჯი,მისი წყალობით მოვახერხე შენთან შემოსვლა.მან მაგრძნობინა თუ რამდენად ჭირდებოდა მამა ნანოს.
-ნანო, დათის გარეშე ვერ ძლებს,ვერ ვძლებ ვეეერ!..მგონია მისი მონატრება სხეულს მიჭამს.
-ჩემო პატარავ,გაივლის გესმის?სიყვარული არა ნანო,რთული დღეები.ის სიყვარული არ ქრება დათის რომ უყვარხარ,შენ რომ გიყვარს და მონატრება გჭამს.
-არ მაპატიებს...
-რას?
-ღალატს
-დამცინი?
-ასე გონია,ჯერავს,არ მომისმინა,გამომაგდო,თუმცა ასახსნელი რა მქონდა?ამაზრზენი საყურებელია როგორ მიფათურებს ხელებს ლუკა,ეგ .არ ვამტყუნებ.არც მე ვაპატიებდი.
-რას არ აპატიებდი ნანო?
-ღალატს
-დაიჯერებდი?ჩაეცინა ირაკლის
-არა...
-რას იზამდი?
-ახსნის საშუალებას მივცემდი
-რას გეტყოდა?
-სიმართლეს...სუნთქვა ეკვროდა დათის ანოს.
-ხო და უთხარი.
-რა ვუთხრა?
-სიმართლე.
მსუბუქად მიჰქონდა ნაბიჯები ირაკლის და აღარ მოუკუმავთ მუშტი დამალული ცერა თითით მაჭარაშვილებს.


23***
ეკატერინე ჟურავლიოვა,ლევან ღვნიაშვილი და ვლადიმერ ანდღულაძე,ბევრად რთული საქმეებით და მოგებული პროცესებით წერდნენ პროფესიულ ისტორიას.აცოფებდათ მხოლოდ უსაბუთო,დაუმტკიცებელი ვარაუდები.ორი თვის შემდეგ სასამართლო იყო და სამივემ კარგად იცოდა,რამდენად მნიშვნელოვანი იყო პირვანდელი შედეგი.სამხილების არ ქონა, ნანოს მრავალ წლიან პატიმრობას და მათ შერყეულ კარიერას გარანტირებდა.
ეკატერინე ჟურავლიოვას მოხსენება ემყარებოდა: არსებული, ექსპერტიზის ფაქტებს.ასევე გამომძიებელ ანდრია ინწკირველის მიერ ჩატარებულ გამოძიებას და ადვოკატების მხრიდან დაკითხული პიროვნებების ჩვენებებს.
თითქმის შვიდ თვეს ითვლიდა ბერლინში მომხადრი ფაქტი,რამაც დათი შარაშიძისა და ნანო მაჭარაშვილის დაშორება გამოიწვია.ნანოს თბილისში დაბრუნებას მალევე მოყვა ირინე ტუღუშის მოულოდნელი, ღამის კარდიული გარდაცვალება 41 წლის ასაკში,აღსანიშნავია რომ: ი.ტს არასდროს ჰქონია გულთან დაკავშირებული პრობლემები. თერთმეტი წლის განმავლობაში, ნარინჯისფერი ველური ტიტები,ეგზავნებოდა ნანო მაჭარაშვილს, ლუკა თავბერიძის მიერ, რომელიც მხოლოდ ბერლინის ფაქტის შემდგე გახდა ცნობილი,მთავარი საგამოძიებო სამართველოს,კრიმინალური განყოფილების უფროსის/გამომძიებელ დავით შარაშიძის გამოძიების საფუძველზე. დ.შ. დღემდე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება ნანო მაჭარაშვილთან 2004 წლიდან,ამ კავშირის გამო, დ შ აცილებულ იქნა გამოძიებას და საქმე ნ22ს ხელმძღვანელობს,ანდრია ინწკირველი.(ლ.თ.ს სკოლის პერიოდიდან უყვარს ნ.მ,თუმცა მათ შორის მეგობრულ ურთიერთობასაც გაურბის ნ.მ)თბილისში რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი,როდესაც თავბერიძე დაემუქრა ნ.მს.ამ პერიოდს ემთხვევა მაჭარაშვილის დათხოვნა ყველა დაწყებული სამსახურიდან,ახსნა განმარტების გარეშე.
კომპანია რომელიც ირაკლი მაჭარაშვილის ფლობელობაშია,ხელმძღვანელობს მისი მეუღლე,ნუცა გვასალია - ავთანდილ თოიძესთან ერთად,რომელიც კომპანიის ფინანსური დირექტორია და სარგებლობს სრული უფლებებით.ამ ეტაპზე ა.თ იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში მწვავე ინფარქტის დიაგნოზით.კომპანიის მარკეტინგულ განყოფილებაში იწყებს მუშაობას ნანო მაჭარაშვილი, ილია-ილუ ბურდულის რეკომენდაციით და ეს ფაქტი უცნობია ნ.მსთვის.ორ თვიანი მუშაობის და არ გაშვების შემდეგ, დგება ავთანდილ თოიძის კლინიკურად მძიმე მდგომარეობა და დაახლოებით ორი დღის ინტერვალით, ნანო მაჭარაშვილი ხელს აწერს ფაქტურას,რომელიც ადასტურებს კომპანიის მიერ მიღება რეალიზაციას,დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებაზე.ამავე საღამოს ნ.მს სახლში უვარდება არა ადეკვატურ,ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ლუკა თავბერიძე და ცდილობს ძალადობას ნ,მზე.უკანასკნელი ამტკიცებს რომ: სამსახურში ყოფნის დროსვე იგრძნო თავი შეუძლოდ:ვერ აღწერს როგორ მოხდა ლ.თს გარდაცვალება. მკვლელობა ცივი იარაღით, ე.წ სამზარეულოს დანით განხორციელდა. ეჭვქვეშ დგება ფაქტები,ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე:დანის ტარის მცირედ ნაწილში იკვეთება ნ.მს თითის ანაბეჭდი,რომელიც ვარაუდს აჩენს რომ:მაჭარაშვილს დანა სრულფასოვნად არ ჭერია,ამიტომაც შეუძლებელია მოეხდინა ლ.თ მკვლელობა.ჭრილობა არის საკმარისზე ღრმა,ერთი დარტყმით სასიკვდილო,დარტყმა ძლიერი,რაც დანის მყარად ჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა.ასევე ექსპერტიზის დასკვნა დებს მტკიცებულებას:ლუკა თავბერიძის გარდაცვალება დადგა გულის შეტევით და ფილტვების გადაციებით,რომელიც ნარკოტიკულმა ზედოზირებამ გამოიწვია. ლ.თ გარდაცვლილია შვიდნახევარი წუთით ადრე,ზემოთ აღნიშნული მიზეზებით,ვიდრე მოხდებოდა დანით ჭრილობის მიყენება. ნანო მაჭარაშვილის ანალიზი ადასტურებს, მის ორგანიზმში მიდაზოლამის და ლორაზეპამის არსებობას,რომელიც იწვევს გონების შენელება და დაბინდვას,მხედველობის გაუარესებას,დამყოლიანობას,ნაგვიანებ რეაქციებს,ძლიერ სედაციას.არასდროს ყოფილა ნ.მ მსგავსი ნივთიერებების მომხმარებელი,მხოლოდ ეწევა ე.წ თამბაქოს. აღნიშნულ პიროვნებას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: მაჯებზე მუქი სილურჯეები-ძლიერი ჩაჭიდებისგან. ზედა მკლავებზე- თითების ფორმის სისხლჩაქცევები. კისრის გვერდზე-ფრჩხილების ზედაპირული ნაკაწრები. ლავიწის მიდამოში-წითელი და ლურჯი შეფერილობის დაზიანებები. ზურგზე და მხრებზე- დაცემით გამოწვეული დაბეჟილობა. გადაფხეკილი მუხლები და იდაყვები. დაზიანებების განლაგება შეესაბამება თავდაცვითი წინააღმდეგობის დროს მიღებულ ტრამვებს. არსებულ საქმეში მონაწილე დამნაშავე პირების ვერ დაკავების მიზეზით,ამ გარემოებით ერთადერთ, ხილულ დამნაშავედ მიჩნეულია ნანო მაჭარაშვილი.შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა და კლინიკიდან გადაყვანილ იქნება, ქალთა პენიტეციურ დაწესებულებაში.

კლინიკის დერეფანში ისეთი უჩვეულო სიჩუმე იდგა,მონიტორებს თითქოს სიგნალი ეუხერხულებოდათ,სადღაც პერსონალის ნაბიჯებიც კვეთდა სიმშვიდეს. ფანჯარასთან მდგომს სუნთქვასთან ერთად ფიქრებიც არეოდა,ერთი ფრაგმენტიდან ხვადასხვაზე გადარბოდნენ და ერთმანეთში ირეოდა აწმყო და წარსული...მომავალი არ სურდა ნანოს,მომავალი სადაც ის მხოლოდ ქალი აღარ იქნებოდა,მუდამ გაყვებოდა პატიმარი ქალის სტატუსი. ნეტავ რამდენი წელია ასე არ უთოვია?თავის ფიქრზე გაეღიმა...მართლაც წლები გასულიყო ასეთი უთოვლობისგან,ცა მსხვილ ფიფქებს ამატებდა და ხილვადობა ჭირდა ცენტრალურ მაგისტრალზე.თითქოს ეს ედარდებოდა ნანოს.ეშინოდა და მხოლოდ უფალმა იცოდა როგორ,ალბათ ირინაც გრძნობდა შვილის მოფართხალე სულს,სხეულს რომ ასკდებოდა.საინფორმაციო მოუწოდებდა მოსახლეობას:თავი შეეკავებინათ მანქანით გადაადგილებაზე,არასაკმარისი ხილვადობის გამო...დიახ თბილისი იყო გახვეული ნისლში. ასე არასდროს ციოდა, თბილი-სში. სრულად მობილიზებული იყო სპეც დანიშნულების მანქანა,რომელიც ნანოს კლინიკიდან სულ სხვა,პატიმართა ცხოვრებაში წაიყვანდა.სასტიკი განაჩენით,იქნებ სასტიკ ქალად ექცია ცხოვრებას უდანაშაულო დამნაშავე.ვერ რეცხავდა ფიფქთა სიუხვე პეპის სახიდან შიშს და ტკივილს და პეპიც ქრებოდა,ანოც.ვერ მიყვებოდა გაჩენილი იმედები ნანოს,ახსოვდა დათის სიტყვები:ნუ გეშინია,იქ დაგხვდებიანო და მაშინვე გაქრა ეს ბოლო ხავსის ჭიდილიც,იქ დათი არ იყო.არ აცილებდა იმ გზაზე, სადაც საკუთარი ანო სრულდებოდა და იწყებოდა პატიმარი ქალი, ნანო მაჭარაშვილი.აჩნდა მაჯებს დახეული ვენების კვალი,ვერ უფარავდა ბორკილი, დალეულ ძვლებზე დაკერილ ტყავს. რას ხედავდა?მომავალ სიბნელეს!ვის ხედავდა?ქეთო ორდენიძეს ცრემლს რო იყინავდა ღაწვებზე.გიორგის და რეზის უთქმელად ნათქვამ ბოდიშს.ივა დავითაის ხელში ჩაფერფლილ ნინას,რომელსაც ნანოსთან ერთად ძმა ეტირებოდა. დათის და ახლა უკვე მის მეგობრებს:დუტას,ილიკოს და მამა ანთიმოზს არ ჰქონდათ უიმედო სახეები,პირიქით ღიმილით უმზერდნენ.ლანა ქორიძე და ანზორ შარაშიძე,დათის და ნანოს მშობლები,ნანოს გაცნობის წამიდან ის მათი შვილი იყო,შვილივით იყო და სულ დათის ანო იქნებოდა.და რას ხედავდა ყველას სახეზე?საკუთარ უდნაშაულობას. და იქ იყო ნანოს ყველაზე დიდი ფარი და იმედი.კაცი,რომელიც ყველა ნანოსკენ მოქნეულ ხელს ძვლებში დაამტვრევდა და მისგან მხოლოდ მტვერს დატოვებდა,ირაკლიმდე გაუბედეს,ახლა ნანოს ის კლდე ედგა,რომელთან დაჯახებაც ჯოჯოხეთს უქადდა ნებისმიერს.ვერავინ დადგა მის წინ,ვერანაირი სამართალ დამცველი შეუშლიდა ხელს, ნანო გულში ჩაეკრა და შვილის შიში თავად შეეშინებინა.
-მამას პატარავ,მშვიდად.შიშებს ნუ ყვები,მამა შენთანაა,ეს ის სიტყვები იყო ისევ რომ ჩააწიდა გასხლეტილ ხავსს.ჩემო ცხოვრებავ,რა ლამაზი ყავხარ მამას ნეტა იცოდე,ნეტავ ხვდებოდე როგორი ბედნიერი ვარ შენი არსებობით.მისმინე პატარავ,ბევრი დრო არ გვაქვს,რაც არ უნდა მოხდეს არ დაიბნე.ილიკომ შემოგითვალა: ტასიას მალე გაიცნობო.სახე დაუკოცნა შვილს და ურჩი ცრემლის ცოდვა,ნუცას თმაზე აკინძა,ცოლის სხეული უაღსარებოდ უხვდებოდა დარდებს.ნუცა და მისი სხეულიდან შობილი ტასია, მიტევებასავით მოუვლინა უფალმა ირაკლის.ნანო?ის გზა იყო... დიდი ზიარების. სულ ორი წუთი ითხოვა ნანომ,მკაცრი მზერით აუწყა ანდრია ინწკირველმა ბორკილის მოხსნა დაცვას. ჯერ კიდევ ცოლის თმას შეფარებულ ირაკლის წინ დაუდგა,სახე მამის ლოყას ჩამოადო და სანამ ცრემლი იფეთქებდა უთხრა:
-მიყვარხარ...ყველაზე მეტად მეიმედები მამა.
-ნანოო... არ რცხვენოდა,არც მალავდა ...ტიროდა ის მამა,ნანო რომ ეამაყებოდა.
-შევძლებ მამა.ნუცა, შენი იკა არა ამქვეყნიურად რომ გიყვარს,ჩემი მამაც შეიყვარე.ურჩი ცრემლებით,მაინც უღიმოდა ნანო,ხავსისფერ თვალება ნუცას.
-ლამაზო ნანო, მე ვაბოდებ ნანოს და ტასიას მამაზე.
და თბილისს გასცდა მისი მანქანა, გზა ციხემდე მოკლდებოდა.თოვლის ნისლში, სადაც ქალაქების მაჩვენებელი, თბილისის დასასრულს აჩვენებდა,ის იქ იდგა,იმ მანქანით რომელიც ბაბუამ აჩუქა,სკოლა რომ დაამთავრა-გარეთ გამოყოფილი ხელი,თითებს შორის თითქმის ბოლომდე დამწვარი სიგარეტი...დათის ეს ჩვევა კარგად იცოდა.ასე მხოლოდ მაშინ ეწეოდა,როცა საკუთარ ბრაზს და ტკივილს,საკუთარ თავს ვერ უმკლავდებოდა.დათი სიგარეტს ბოლომდე არასდროს ეწეოდა,ბოლო ორი ნაფაზი თითქოს მას არ ეკუთვნოდა.სიგარეტი ბოლომდე უკიდურეს შემთხვევაში იწვოდა.დაიტოვა,ოდნავ აწია ხელის მტევანი,ცერა და არა თითით კი სიგარტი მოისროლა „დაურტყმელი“ ერთი ნაფაზით. დათი აცილებდა საკუთრ ანოს,იმ გზაზე სადაც ანო სრულდებოდა.სადაც დათი და ანო... და იქნებ არ იყო დასასრული.სანდრო სარაულსაც შეენელებინა მანქანის სვლა მეორე ხარისხოვან გზაზე...არ დაიბნე ნანო,ტასიას მალე გაიცნობ!ნაცნობმა ხმამ ჯერ შეაკრთო და მერე დაბნევის შანსიც გაქრა.ვარდნა იგრძნო და სანამ შიშს მოასწრებდა, დაბინდული გონება ცისკენ მიიწევდა,სხეულთან ერთად.



24***
ნინა შარაშიძე ასე გაცოფებული მხოლოდ ერთხელ ნახეს,როდესაც ივა დავითაია ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს,ახლა თავად ივა ვერ აკავებდა მეუღლეს.
-ივა,ვიცი რომ ჩამოფრინდა.დაურეკე,დაურეკე და უთხარი აეროპორტიდან პირდაპირ აქ გაჩნდეს,თორემ მიკას გეფიცები ისეთ დღეს მოვუწყობ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენს.
-ნინაა დაწყნარდი... და ნუ ერე...
-ივა შეეშვი,აქ ვარ ნინა,პირდაპირ აეროპორტიდან,რაო აბა რა გინდა?გინდა მითხრა რომ ვარ?!მშვიდი ტონით,უფრო მეტად აღიზიანებდა ძმა, ნინას.
-არა დათი, არა,დამპალი,ნაგავი და არაკაცი ხარ!
-ნინაა,სიტყვებს დაუკვირდი...სიბრაზემ შეუტია დათის.
-შენ იყავი ის ბიჭი,ივას გამო თვეები ხმას არ მცემდი,გაგახსენო რატომ?!საკუთარ ქმარში ეჭვი როგორ შეიტანეო და განადგურებულს, შენ უარესად მაჭერდი მაზოლზე ფეხს.შენ?!საერთოდ დაიკიდე გოგო, რომელსაც საკუთარ ანოს ეძახდი,გოგო რომელსაც სულს უბერავდი.
-გოგო რომელმაც იმ სულში ჩამაფურთხა ნინაა!!!მიღალატა გესმის?ვიღაც ს**ს ტუალეტის კარებთან აყუდებული ყავდა და ჩემს ცოლს ...
-რა დათი!?რა შენს ცოლს?!! მაშინ რატომ ანგრევდი კლინიკის კედლებს? შენი ხელებით რომ მოიყვანე, შენი მომაკვდავი ცოლი?მოგეკლა,მისთვის უფრო შვება იქნებოდა.რა გულით გაფრინდი იმ დღეს ბერლინში,როცა ნანო ციხეში გადაყავდათ?ყველა იქ იყო და შენ გეძებდა,ბოლომდე გზას უყურებდა.არ მჯერავს გესმის?და როცა ნანოს სიმართლე დამტკიცდება,მე ვეტყვი პირველი,რომ მართლა ხარ და შენს გამო ტირილი არ ღირს!!!
ეგ ერთხელ ნანომაც მითხრა,ჩემი სიმართლე დამტკიცდებაო,ნეტავ ნინა...-იქნებ არც უტირია ჩემს გამო?!დათის ცინიზმი პიკს აღწევდა.
-რამ შეგცვალა ასე?!
-ღალატმა ნინა!
-მას არ უღალატია და შენ ინანებ!სად არის ნანო?იცი მაინც?თითქმის სამი კვირაა გაქრა, არც ცოცხალი ჩანს და ...
-არ დაამთავრო გესმის?!გემუდარები არ დაამთავრო.
-კარგი დათი არ დავამთავრებ,მაგრამ ახლა ზარს რომ დარეკავს და შემოვა მას გაეცი პასუხი...
ქეთო ორდენიძის ხმამ კედლებში გაიარა. -დათიი,აღარ ქონდა ძალა,მოიცელა და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელზე,დათიი დედას გაფიცებ,ყველაზე ძვირფას გაფიცებ,კაცობას გაფიცებ დათი,ჩემი ნანო მოძებნე,მომიყვანე რაა ჩემი პეპი,იცი როგორ ეშინია ახლა?თან მაგარი გოგოც არის.რატომ დათი?რა დააშავა?ის რომ სიცოცხლით სავსე იყო?ის რომ ბავშვობიდან გულ გატეხილს, ლაღი გული ქონდა მაინც?ის რომ ნამდვილი გრძნობების ჯეროდა?ის რომ ეგონა თავის ადამიანი გიპოვნა და ბედნიერებისგან საკუთარი სხეული არ ყოფნიდა?ის რომ შეუყვარდი?!
-ის რომ მიღალატა!!!
-არასოდეს გესმის?არასოდეს თქვა ჩემს ნანოზე მოღალატე!გიღალატა და მერე მოკვდა?იცი რას გაუძლო?ირინას ცივ სხეულს საკუთარით ათბობდა,თავისი თხელი,წვრილი თითებით აყრიდა მიწას,დედის და საკუთარ სიკვდილს ერთად ტიროდა და ისიც ჩუმად,ყველა რომ წავიდა.ჩემს ორსულობას მშვიდად რომ ჩაევლო და არ მენერვიულა,მატყუებდა სამსახური დავიწყეო,დილიდან საღამომდე გარეთ მჯდარა,რომ სიმართლე არ გამეგო,საღამოს ჩემს სანახავად მოსული, საჭმელს პირს არ აკარებდა,იცი რატომ?მე მშიერი არ მგონებოდა და მას შიოდა!იცი როგორ ზამთარს გაუძლო?გაზი და დენი რომ ჩაუჭრეს,მის სახლში ნამცეციც არ ეგდო,უსიგარეტოდ დარჩენილს ფრჩხილები უკვნეტია და ამ დროს შენ,გიო და რეზიც წაართვი...მე ეს ყველაფერი იცი როდის გავიგე?სახლში რომ მომივარდა გაბრაზებული,ასე რატომ აკეთებ,რატომ მამცირებო,ეგონა მე გადავიხადე მისი კომუნალურები და ირინას ქურთუკის ჯიბეში ფული დავუტოვე,ვითომ ირინას დარჩენოდა.იქ იცი რამდენი იდო?სამიათას ხუთასი ლარი,მაგდენს ფიზიკურად ვერ შეძლებდა ირო...ძლივს დავაჯერე, მე რომ არ ვყოფილვარ და მერე რამის მუხლის ჩოქზე დავუდექი,ირინას ხათრით გამოიყენე ეგ ფული მეთქი.გაფითრებული სახით მითხრა:ქეთო, გაზის და დენის თანხაც გადახდილია მთელი წლისო.გაარკვია,რეზის და გიოს გადახდილიც არ იყო,თითქოს დამშვიდდა და მერე სირცხვილი კლავდა:ქეთო ხედავ რა ხდება ჩემს თავს?ვიღაცას მათხოვარი ვგონივარ და ვეცოდებიო.გიღალატა,საყვარელი გაიჩინა და ასე უსახსროდ იყო?ყველამ ხო კარგად ვიცით ის დამპალი ლაშა მაგას არ იზამდა,საკუთარი ვენების იქით ვერ იყურებოდა,აბა ვიინ დათი???ვიინ...?არ არსებობს,შეენ??? დარწმუნებული ვარ შენ ... შენ გადაიხადე და ფულიც შენ დატოვე,ირინას სასაფლაოც შენ გააკეთე და ნიკოლოზს დააბრალე.გიჟი ხარ?ხავილს გავდა ქეთოს ხმა.
-შეშლილი...ცარცივით გაფითრებოდა სახე შარაშიძეს.
-გიყვარს,უღმერთოდ გიყვარს,დათიი...ხომ არის?იმ სიტყვის თქმას ვერ ბედავდა,რომლისკენაც გონება გაურბოდა ქეთოს.ხომ ცოცხალია?მითხარი რომ კარგად არის...იპოვნე დათი,გინდაა დაგიჩოქებ,მის მაგივრადაც მოგიხდი ბოდიშს,ოღონდ მისი ძებნა დაიწყე,მუხლი იატაკისკენ წაიღო ქეთომ,დათის ხელები რომ ჩაეჭიდა ზედა მკლავებზე,ფეხზე წამოაყენა და ჩაიხუტა ის გოგო,მის საკუთარ ანოს გულში რომ უყვარდა.
-ქეთო რას აკეთებ?მოდი ჩემთან,შენ ჩემს ცოლზე არანორმალური ხარ.ნუ ტირი რაა...შეევედრა დათი და ნინას თვალებს გაადააწყდა,ცრემლით ავსილები რომ თხოვდნენ უხმოდ პატიებას.
-ხომ კარგად იქნება?ხომ ცოცხალია?
-ცოცხალია ქეთო.მეტი არაფერი უთქვამს,დივანზე დააბრუნა და დას მიუტრიალდა -არ ინერვიულო კარგი?არ მწყენია,იცი ეგოისტურად მიხარია შენი დამოკიდებულება ნანოს მიმართ,მგონი მართლა შეშლილი ვარ.მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე და მშვიდად ნინა...ჰეე ნინაა,კარგად ხარ???შიშის ბზარებმა დასერეს დათი,შებარბაცებული ნინას სხეულზე.ნინაააა!ნინა შემომხედე,რა გჭირს?
-კარგად ვარ დათი,კარგად
-ორსულად არის,უპასუხა აქამდე ჩუმად მყოფმა ივამ.
-ნინა ჩემი სიკვდილი გინდა?რამე რომ დაგმართნოდა?რას მერჩი? ჩემო სიყვარულო,გილოცავთ და მადლობა, ამ დედა მ*****ლ სიტუაციაში, ყველაზე მაგარი ამბავი მითხარით.ისევ უნდა გაფუმფულდეს ჩემი ფარფატა?მოდი ჩემთან რაა,ჩემი ერთადერთი ხარ ნინაკო.ივა შეუტიე ამას შენებურად,თორემ ჭაღარა კი მაქვს ბლომად და მალე გამამელოტებს.თავს გაუფრთხილდით, კიდევ ერთხელ მიიკრა მკერდზე დაა,მერე ქეთოს აკოცა შუბლზე ნინასავით და კარს მიღმა გაუჩინარდა,თითქოს მათი სატკივარიც გაიყოლა საკუთართან ერთად. ნანოს თხოვნა შეასრულა,ის სახლი გაყიდა...ფული არ ვიციო,უინტერესოდ რომ უთხრა,ახლაც გრძნობდა მაშინდელ იუმედოდ ჩამქრალ ცოლს,რომელზეც ყოფილიო-არასდროს უთქვამს!სახლის გარეშე არ დარჩებიო,ნანოზე სათქმელს თავის თავს უმხელდა,მერე სახლი იყიდა,ისეთი ნანოს რომ უნდოდა,ნანოსთვის რომ უნდოდა,მოღალატე ნანო რომ იმსახურებდა,ნაღალატევი ქმრისგან...ისეთი,იმ სახლზე ბევრად დიდი,ღია ფერებში,იმ ძველისგან აბსოლიტურად განსხვავებული. ამ დღეს,არავის უნახავს და იცოდნენ არავის ნახავდა,მხოლოდ ერთს და ის არ ყავდა,დატყობოდა მარტოობის თითქმის წელიწადი,ჯერ ოცდარვა წლისასაც არა,ოცდაშვიდი წლის ასაკში ბლომად შერეოდა ჭაღარა და ბევრით ნაკლებ კილოგრამებს დაუთვლიდით,ზომაზე მეტად მოზრდილ წვერში,ვეღარ გაპარული ღიმილებით.მაინც შერჩენოდა მის სხეულს ტონუსი და ნერვიულად სიმპატიური იყო,ბევრ ქალს აუძგერებდა სხეულს და „სანუგეშოდ“ წამში დარჩებოდა სრულიად შიშველი,ბევრი ყავდა ასეთი,შემოახევდა ხოლმე სამოს და ზუსტად იცოდა:მასთან მეტად აღარასდროს იქნებოდა. უხეში,უკონტროლი ჟინის დაოკების შემდეგ... შემდეეგ?გზა.... ჯანდაბამდეც! ნანო უნოდა,რომელიც ყველა ცუდს გაუქრობდა და მხოლოდ სიმშვიდეს მოუტანდა,ის იყო მისი სიმშვიდე და გადარევაც,ყველაფრის მიუხედავად რომ უყვარდა და მისი სიყვარული სისხლისგან ცლიდა.სიცოცხლის დათმობამდე რომ უყვარდა და ვერ აპატიებდა,ვერა რადგან მერე სხვა იქნებოდა,სხვა დათი არ უნოდა იმ ანოსთვის მაინც რომ უყვარდა.თავის თავსაც რომ ვერ აპატია ის ღამე,დიდ სიყვარულს,სხეულში გამჯდარმა ბოღმამ რომ სძლია და ნანოზე ანთხია,ალერსი ჟინში რომ აურია და კოცნები ტკივილებად დააჩნია,ტკივილები სიწითლედ იქცა,მერე სილურჯეში წასულმა გაყავისფრება დაიწყო და ნელ ნელა გაქრა ნანოს სხეულიდან.სხეულში დაუტოვა დიდ კვალად,რომელიც არასდროს გაუვლიდა.ვერც დათის უვლიდა,ტანჯავდა იმაზე მეტად,ვიდრე ნანოზე მიყენებული ნატანჯი ღამე,ნანომ მაინც რომ სიყვარულად,ნანატრ ჩახუტებად,ახდენილ ოცნებად,იმ ღამედ დაიტოვა,როცა გრძნობდა დათის უყვარდა,იმ ღამით დათის მისი საკუთარი ანო უყვარდა. ოცდაორი თებერვალი რომ დამდგარიყო, სულ სხვანაირად რომ უნოდა ეს დღე საკუთარისთვის.ის მანქანა რომ ჩამოსულიყო და არც კი ენახა,არც უნოდა ნახვა და ცოდნა სად იყო,დუტამ გააჩერა თავის ავტო სადგომში,იმ იმედით რომ მალე წაუყვანდნენ პატრონს.ნანოს ელოდა Mercedes Benz GLC 300 4MATIC AMG Line.მარგალიტისფერი კლასიკად ქცეული მანქანა, მზის სხივებს უხვად ირეკლავდა.ყველა სიტყვას ამბობდა მომავალ მფობელზე,შავ ტყავის სალონში, ნანოსებურ მსუბუქ სექსუალურობას მოეყარა თავი და თითქოს დათის მზრუნველობას გამოხატავდა, ავტომობილის ხარისხი:როდესაც საჭეს მიუჯდები,შენს უსაფრთხოებას უნდა გრძნობდე,უსაფრთხოდ მიიყვანოთ ერთმანეთი სახლში.არ ყავდა მანქანა ნანოს,არც სახლი ჰქონდა,თავშესაფრად ქცეულიყო მისთვის საქართველოს ცა. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო პრინცესავ.დაბრუნდები და იცხოვრებ აქ,ამ სახლში. შენს მომავალში,მალე რომ დაიწყებ ყველაფერი გააკეთე შენი პრინცესობისთვის,მეხუთე ჭიქას ცლიდა დათი შარაშიძე და ყველა სიტყვა ნანოს ეკუთვნიდა,როგორც ყველა დათი ნანოსი იყო.შენს დაბადებას გაუმარჯოს ჭორფლიანო.
ვერ დამდგარ გაზაფხულს,აპრილის წვიმას,თვეების უნახავ ნანოს,მონატრებად ქცეულ წარსულს,ვერ ნათქვამ ბოდიშს,სხეულში აღრიალებულ სინდს,მაინც ხინჯად ჩარჩენილ რა გააკეთა?!-ს,თავიანთი ფანჯრებიდან დანახულ,ნანოს ჩამქრალ ფანჯრებს, ვეღარ წვდებოდა რეზი და გიო ამ გრძნობას, ხუთ ჭიქაში ასხამდა.
-ილიკოო,გაგიგებს შარაშიძე და მოგხვდება გამომძიებლის მარჯვენა,გააფრთხილა ღიმილით გიომ.
-ცაციაა,თან ისე გახდა,არა მგონია ჩემთან დაჯახების ერთი ადგილი ქონდეს,მე დათის როგორმე გადავიტან და აი თქვენ ორს, რა ძალიან მაგარად გაქვთ „დარხეულიიი“,მტერი დაეჯახა ქეთო ორდენიძეს,მითუმეტეს როცა ნანოზეა ლაპარაკი,გიოზე მეტად ახლა ილიკოს ეცინებოდა-ტკივილით...
-გაიხსენეს ბიჭებმა ბავშვობის ჰობი და აკეთეს სალტოები,რეზის და გიოს გულისხმობდა დუტა.
-ნუ გშურს,თუ გინდა გასწავლი...
-შპაგატიც იცი რეზიკო?
-საქმეს არ დაჭირდეს და ხიდზეც გადავალ დუუუტ,ტუჩები გამობზიკა რეზიმ.
-არა,ისე იმ ნისლში ჯერ თქვენს დაშვებაზე შემერყა ფსიკიქა და მერე პილოტმა ივამ სულ გამაჭაღარავა,რა ქნა ბიჭოო...ჰაერში ოფროუდერობდა „ტიპი“. ისევ ემოციებით ყვებოდა ნანახს დუტა.კინაღამ ჩავვარდით,რომ არა შემთხვევით გამოჩენილი ვიღაც ტიპი, რა უნოდა?თავს იკლავდა?ფაქტიურად საბურავებში შეუვარდა იმ მანქანას და რომ არ აეცილებინა და ჩვენი მანქანისკენ არ წამოსულიყო მოკლავდა,ჩვენც გვაწყობდა ეგრეთ წოდებული ბიძგი და გადავყირავდით.
-მე მაინც მგონია,რომ ყველაზე მეტად ივას აქვს დარხეული. საკუთარ ვარაუდს მტკიცედ ამბობდა ილუ. ვაი დავითაის,მეგრულად დაიტირებს გურული ნინა შარაშიძე,ისე რომ ცრემლი არ ჩამოუვარდება. „ვაი,ცოდო ჩქიმი ივა“.აი მე კი კრიმინალური დეპარტამენტის უფროსი მაზის კუდზე და ტანით ვგრძნობ ყველაფერი იცის ბატონმა გამომძიებელმა.
-არა მაინც რანაირად წავიდა იმ დღეს ბერლინში?!მაგარი გულქვაა,თუ თქვა არა!მორჩა! ვეღარ ჩამოსვავ ვირიდან და კოშმარად გიქცევს ცხოვრებას.არ ეცინებოდა მამა ანთიმოზს.
-აი მე კი მგონია რომ დათის ვირი, ირაკლი მაჭარაშვილს, ერთ ადგილზე ახატია და დათის მიახატებს საფლავის ქვაზე!თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა რეზიმ.
-შენ დათის არ იცნობ,თუ გამწარდა ქვას ვინ დაეძებს,საფლავს გახდის სანატრელს.მამა ანთიმოზის ჩუმად ნათქვამმა, ხმა მაღლა გაიჟღერა,სულხანიშვილების სახლის კედლებს ესმოდათ,ექოს ხმა გარეთ არ გასულა.



25***
წვიმისგან გაბეზრებულ თბილისს,ახლა მზის ხვატი წვავდა,შუადღის გამაყრუებელი სიჩუმე იდგა,მორიდებოდნენ ქალაქს და მზის გულს ქალაქელები და არა მარტო,თბილისი ყველას სახლი იყო...ძვირად სანახავი გახდა დათი შარაშიძე ახლობლებისთვის,გარბოდა ყველასგან შორს,ძირითად დროს სამსახურში ატარებდა და თუ სიკვდილ სიცოცხლის ბედი არ წყდებოდა,საკუთარი კაბინეტიდან ფეხს არ იცვლიდა.სხვებისთვის,მის ცხოვებაში ნანო უბრალოდ აღარ არსებობდა,არ აპატია და მორჩა!ისევ სხვებისთვის გასაკვირად არ მოხდა მასა და ირაკლის შორის უთანხმოება და ისევ სხვები უძებნიდნენ გამოსავალს:ირაკლიც მიხვდა შვილის დანაშაულს და რა ქონდა სათქმელიო?უღალატა,კიდევ კარგად აპატია ქმარმა,ხომ შეიძლებოდა,უარესი ექნა,თუნდაც მოეკლაო...სატირალია და სასაცილო საერთოდ არა! თბილისთან ახლოს,სულ რაღაც თვრამეტ კილომეტრში მდებარე სოფელი ბევრეთ სულ სხვანაირად სუნთქავს ჰაერს,ჯერ კიდევ აუთვისებელ,თითქმის დაუსახლებელ ტერიტორიაზე სულ რამდენიმე მოსახლეს თუ შეგხვდებათ და აქ მართლაც სამოთხესავით სიმშვიდეა. სიო,წმინდა თეკლას სავანეში, მოფრქვეული საკმევლის სუნად იღვრებოდა.იქ ჯერ კიდევ არ იყო ე.წ. ტრასა და არც ბუნებრივი აირი,ყველაფრისგან გადაღლილს,ემოციებისგან დაცლილს,გაბრაზებულს,მაინც შეყვარებულს,იმედ გაცრუებულს,იუმედოდ დარჩენილს,სუნთქვა შეკრულს,იქაურობა თავშესაფრად გაეხადა.მყუდრო ეზოს, საკუთარ ტანზე შეკერილივით აკვდებოდა ეკო ხის კოტეჯი. ღმუილით გაჩერდა,შავი JEEP RUBICON-ი და ეზოს კარი სრულად მტვერში ამოგანგლა.შორიდანვე იცნო მასპინძელმა, ყველაზე მეგობრის,ძმაკაცობაში ყველაზე ძმაკაცის,კაცობაში ყველაზე კაცის სახეზე დასრულებული სიმშვიდის ზღვარი,რომელიც მოთმინების რამდენიმე თვეს ითვლიდა.
-ნელა ბურდული,გაიგო სოფელმა შენი მოსვლა,მოჩვენებით სიმშვიდეს არ კარგავდა დათი.
-შენ, ნორმალური რომ არ ხარ იქიდან ვიცი,ლანაკო თავ გატეხილს სახვევს რომ მადებდა და მამაშენის მძღოლმა,უარესად თავ გაპობილი მოგათრია სახლში.მაგრამ ამჩემფეხება როდის გახდი?სად გამომეპარა დათი შვილო,რა დაგაკელი?!მოგიწყვია ბუდე და ცხოვრება,აქ გაქვს ხოლმე მშფოთვარე ღამეები?
-დღეც შემიძლია რომ იცოდე,თუ მომინდა არც ეგაა პრობლემა,გინდა შეენც?დავრეკავ და საუკეთესოდ მოგემსახურებიან,ჩემი სექსულაური ცხოვრება თუ გაინტერსებს,დაგამშვიდებ და გეტყვი რომ ფანტასტიურად ილიკო,სუპერ!
-ვაი შენს პატრონს შარაშიძე!მაგ ნიღაბს იქ ამოეფარე,შენს კაბინეტში...გამოდი დათი, გიცანით.
-აჰაა,გამოვედი... მერე?!მერე ილიკო...მერე!?
-მერე ის რომ ერთ კვირაში ნანოს სასამართლოა და ძალიან კარგად იცი რომ უზენაესი მიიღებს გადაწყვეტილებას,დანაშაულს რომელიც არ ჩაუდენია,გაქცევის ბრალდებასაც დაუმატებენ და შენ მითხარი მაინც რამდენ მიუსჯიან
-ძალიან ბევრს!
-გცემ! დათი.
-რა გინდა?მე ხომ გავეშვი?აღარ ვკითხულობ,აღარც ვინტერესდები,ინწკირველი და ადვოკატები ყველაფერს ცდილობენ,ასევე ირაკლიც.შენც მოისვენე რაა.
-ვითომ,ვითომ, დაგავიწყდა დათუნაა.
-რა ვითომ ვითომ?ვერ მიხვდა დათი
-ზღაპარს და სიზმარს როცა ყვებიან, ვითომ ვითომს უმატებენ და გამოგრჩა.
-სიმართლე გინდა?ოცდახუთ წელზე მეტიც შეიძლება მიუსაჯონ და გაქცევის გამო,საერთოდ არაფერს გაითვალისწინებს მოსამართლე და მამა ზეციერიც ვერ უშველის,არამცთუ ირაკლი მაჭარაშვილი,ვერც ადვოკატები,ვერც ინწკირველის დღე და ღამე მუშაობა და ვერც ოთაროს გაძლიერებული ლოცვები.
-და შენ ასე მშვიდად ხარ?შენ უშველე დათი.
-ახლა მე გცემ ილიკო
-რა გინდა?ხვდებოდა ილიკო,საითაც მიყავდა საუბარი,დათის.
-რა მინდა და... ხო აკეთებინე რეზის და გიოს სულის შემძვრელი ,აკრობატული ილეთები?!დავითაის ღმერთივით ეჭირა სამი კაცი და იმ თავის შვეულმფრენით რამის კისრით დადგა.უხდებოდათ ფერმერთა ვიცე პრეზიდენტს და მამაოს პოლიციის ფორმა,მაგის ცოდვაში მაინც რატო დგები?არ შევარგეთ კაცს ტაძარი და მშვიდი ცხოვრება.კარგად გივარჯიშებია პატრულის თანამშრომლების დაძინებაში, ეგ რომ გაგიგონ ილიკოო,დიდი ილია ბურდულიც ვერ გიშველის,ციხის კურორტს ისე „აგარტამენ“ როგორც გაგიბარებია. შე,მანქანის მართვაში პელე.
-მე ყიფიანი მიყვარს ხო იცი,თვალი ჩაუკრა მეგობარს და სიგარეტს ღრმა ნაფაზი გამოძალა.
-ხომ არ შეეშინდა ჩემს ცოლს?იგივენაირად ჩაუკრა თვალი დათიმ ილიკოს და არც სიგარეტზე დარჩენილა გულგრილად.
-არა, გაუხარდა!ყველას ბერლინში წასული რომ ეგონე და გზაზე დაგინახა.რა შეაშინებდა შენ იქ იყავი.ჩვენ შეგვეშინდა,მომხდარი ავარიის გამო ვფერხდებოდით.შენს ცოლს, იცი როდის შეეშინდა?გზაზე სანდრო სარაული რამის საბურავებში რომ შეგივარდა და შენ სპეციალურად წამოხვედი ჩვენსკენ,მანქანის ვარდნა რომ მოგვეხდინა.მე და შენ რამდენჯერ გვიქნია მსგავსი რამ.
-იმათმაც იციან?
-არა,შენი მანქანა მარტო მე და ნანომ ვიცანით და სიტყვა არ დაგვცდენია,ინწკირველმა იცის?
-მიხვდა,მაგრამ არ ძიობს სად არის ნანო.ილიკო, ჩამოიყვან ჩემს ცოლს თუ...
-არა!წადი და ეძებე,მანამდე კი ერთი ადგილი გაანძრიე და ქენი რამე ის გოგო ციხეს უნდა გადაურჩეს,მაგას რომ მოაგვარებ მერე მოძებნე და ჩამოიყვანე,მაინც არ გეტყვი.
-სოფელი ქვედა სიმონეთი,დემოგრაფიულადც შემიძლია აღვწერო,გეოგრაფიულად შესანიშნავი მდებარეობა აქვს,უბრალოდ ქარი არ უყვარს ჩემს ცოლს,დანარჩენ ამინდებს კარგად იტანს.ისე კარგ ადგილას გყავს, დასახლებიდან მოშორებით,ყურადღებას არ იქცევს.დედას გაფიცებ იქ საიდან აღმოჩნდი?ნუ მესმის მთაში დაგემალა,ჭიუხებში,ვლადიკავკაზიც მოსულა და შუა გულ იმერეთში?ფუტკარაძეების ოჯახში საიდან აღმოჩნდი?მანამდე მსგავსი არავინ გიხსენებია.
-მამაჩემი დათი,
-რა მამაშენი?
-დიმამ მოაგვარა სად უნდა წაგვეყვანა ნანო.
-დიმა ნახეე,გამოყვა მაინც დიდი ილიას გენია,ჭკვიანი კაცია,ზუსტი ადგილი შეგირჩიათ,ახლო მდებარე პოლიგონზე დაჯდა დავიათაია და არც ზედმეტ ყურადღება მიიქცია. დავლიოთ?სულ ოდნავ გაიპარნენ დათის ღიმილები,ოდნავზე მოზრდილ წვერში.
-რაღაცეებს ჩაავლე არა?შე სწორზე სწორო კაცო,ისე არ მეტყოდი ჩამოიყვანეო,დავლიოთ,მაინც აქ ვრჩები რა მენაღვლება.
-და აქ რატომ რჩები?
-გულის ფანცქალებზე უნდა გესაუბრო დათუუ,ხასიათზე მოსული ბურდული მოურიდებლად ხარხარებდა.
-კაი მაშინ ყავას მოგიხარშავ... იილ
-მძიმე,მაგარი,უცებ რო მოხვდეს ორგანიზმს.
-მასეთი,სულ ახალი ურო მაქვს ნაყიდი და ზუსტად ორ წამში აქვს ეფექტი,ჩაბჟირდა სიცილით დათი.
-ვისკი გააქვს?
-92% იანი,უთხრა დათიმ და ნახევრად შეავსო ჭიქები,
-ჩემი ცხოვრების გამართლება ხარ დათი შარაშიძე.
-შენ გაგიმარჯოს ილუ ბურდულო,მართლებში ყველაზე მართლო.
-მიყვარხარ რაა...
-მე უფროო იილ.ახლა ორივე ისე იცინოდა,ნამდვილად ესმოდა სოფელს და უხაროდათ,შემატებოდა იქაურობას სულიერი.

ხუთი თვე იწურებოდა,ივნისის დასაწყიში უზენაესი გამოიტანდა განაჩენს და მერე,მეტად ძნელი იქნებოდა ნანოს შველა.ისეთ სიჩუმეს მოეცვა მათ ირგვლივ ყველაფერი და მაინც,მკაფიოდ იგრძნობოდა ლეშის სუნი,ადამინებს რომ ასდიოდათ გადაჭარბებული არადამიანობის გამო.თითქოს ყველაფერი იცოდნენ და ვინ მალავდა დამნაშავეებს?!!სად არა,ვინ დამარხა ძაღლის თავი?!და ვაი მას დათიმ თუ „ჩაავლო“როგრც ილიკო ბურდული იტყოდა.სუნთქვაც ძნელი გაუხდა უდანაშაულოს,ვეღარ იჩერებდა იქ მაინც უცხოდ თავს და ვეღარც გულს აჯერებდა:მაგარი ხარ და კიდევ გაუძლებ,მის გამოვოო.ვეღარ შეძლო,სანამ გადაწყვეტილებას გადაიფიქრებდა,მანამ შევიდა დაფარული ნომრიდან ზარი,ადვოკატ ეკეტერინე ჟურავლიოვასთან,სასამართლომდე სამი დღე რჩებოდა.
-ქალბატონო ეკატერინე...
-ნა...
-მისამართს გიგზავნით,უნდა მოხვიდეთ...გთხოვთ,ბოლო სიტყვა ისეთი ნავედრები იყო,წამიც არ უფიქრია ადვოკატს,მძღოლიც ისეთივე იყო ადვოკატივით,პროფესიონალი.ფიქრი რომ დაიწყო,მისი LEXUS GX ავტო ბანზე მიქროდა,აჭარბებდა დაშვებულ სიჩქარეს და არ ნაღვლობდა. გამოიხურა ოთახის კარი,სადაც რთული დღეები თითქმის ხუთ თვედ იქცა,ნაჩქარევ წერილში მადლობაო,ნაჩქარევად მიაწერა და იმედი დაიტოვა: დაბრუნდებოდა უდიდესი მადლობის სხვანაირად სათქმელად. როგორც კი ნაცნობი სახე შენიშნა,თითქმის გაუჩერებელი მანქანის კარი გამოაღო და მძღოლის გვერდით მოთავსდა.
-ნანო...
-ქალბატონო ეკატერინე...სახე უთრთოდა ყველაფრით დაღლილს
-ეკა,გთხოვ ეკა დამიძახე,ნანო იცი რომ უკან ვეღარ მიბრუნდები?
-ვიცი,არც ვაპირებ უკან დაბრუნებას,გთხოვთ მამასთან მიმიყვანეთ,სასამართლომდე მის სახლში დავრჩები და მერე გამოვცხადდები,ასე აღარ შემიძლია,მეტს ვეღარ ვუძლებ,მოხდეს რაც მოსახდენია,მე თუ ვერ გადავურჩი ციხის კედლებს,ჩემი შვილი მაინც გაიზრდება თავისუფლი,მამასთან.დათი თუ უარს იტყვის,დარწმუნებული ვარ ირაკლი ნამდვილ ოჯახს აჩუქებს.
-ნანოო??მოიცა, ვერ მივხვდი...ღმერთო, შენ მუცელი გეტყობა.
-ხუთ თვეზე მეტის ორსული ვარ ეკა,ცრემლი დაედინა მის ფერმკრთალ სახეს,სულ ოდნავ რომ შეევსო ლოყები დათის ნაყოფს.
საპირისპირო მხარეს,თბილისისაკენ მიქროდა ნაცნობი ადვოკატის ავტომობილი და ისევ არ დარდობდა გადაჭარბებას,არა მარტო სიჩქარის,ახლა ადვოკატის უფლებებსაც აჭარბებდა და ამას უფრო მეტად არ ნაღვლობდა,ვერ დააყენა პროფესია პრიოტიტეტად იქ სადაც, პატარა ქალის დარღვეული უფლებების გამო, კიდევ ერთი სიცოცხლის ბედი წყდებოდა. შიშმა დარია ხელი ირაკლის, თუმც ზედმეტი კითხვებისა და შეფერხების გარეშე გაიღო მაჭარაშვილების ავტო სადგომის კარი,მისაღებში ლოდინად ქცეულიყო მაჭარაშვილი.
-ირაკლი მაპატიეთ,მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა
-ეკატერინე,შემაშინეთ
-სახლში კიდევ ვინ არის?
-ახლა მარტო ვარ და ... სანამ სათქმელი დაასრულა,ჯეროდა საკუთარი თვალების,ნამდვილად ნანო იყო,მასთან იყო,მამასასთან მივიდა ნანო.
-მამაა...მშობლის დანახვით მოგვრილმა სიმშვიდემ, ურჩ ცრემლებს გზა დაუთმო. გულში ჩამიკრაავ?მამა იცი როგორ მჭირდები?მომეფერე რაა,მამაა... ხუთის თვის ნაგროვებს, მამის ძლიერ მკერდზე ცლიდა,ხელში აიყვანა და მერე საკუთარ კალთაზე დაისვა მისი პატარა დიდი გოგო მამამ...ვერ შეამჩნიეს როგორ დატოვა ადვოკატმა სახლი.
-მამას პატარაავ,როგორ მომენატრე მამიკო,ჩემო სიცოცხლევ,მაპატიე რომ არ გნახე,იმდენჯერ დავაკავე ჩემი თავი შენთან წამოსული,შვილის თავი მის მხარზე მოექცია და ეფერებოდა,ახლა ის უფრო ეპატარავა,ვიდრე ტასია იყო.არ შეგეშინდეს მამა,სასამართლოზე ერთად მივალთ და და ერთად წამოვალთ.
-იქ კარგი იყო,მშვიდად ვიყავი,ისე მივლიდნენ,მაგრამ ვეღარ გავძელი,მაპატიე რაა
-არაფერი გაქვს ნანო საპატიებელი,ვიცი მამა ვიცი,იქ ჩემი გადაწყვეტილებით მოხვდი,დიმას ვთხოვე,მან უთხრა ბიჭებს.დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი შენს უსაფრთხოებაში,ამიტომ არც შენ გაგიმხილეთ სად მიდოდი.ნანოო,აქ... ხელი მოუხვდა კარგად წამოზრდილ მუცელზე,რომელსაც თხელი მოსახვევი უფარავდა.
-მანდ ჩემი შვილია მამა,მანდ დათის შვილი მყავს,რომელიც მშვიდად დაბადებას და ოჯახში გაზრდას ელოდება.დამპირდები?
-რას ჩემო პატარა?
-თუ,თუ...უჭირდა იმის თქმა და წარმოდგენა რომ დათის შეეძლო უარი ეთქვა შვილზე.
-დათი არასდროს იტყვის უარს თქვენს შვილზე.მიუხვდა შვილს,ვერ ნათქვამ სათქმელს.
-მაინც დამპირდი,თუ ეგრე იქნება შენ მიხედავ,ჩემს პატარას.
-შენს პატარას შენ მიხედავ,მე კი ყველაზე ბედნიერი ბაბუა ვიქნები,თქვენ რომ ერთად დაგინახავთ,ჩემი ნანო დედა ხდება.ირაკლი საერთოდ აზრზე თუ ხარ რამხელა ბედნიერებას გჩუქნის უფალი...ბაბუა ხდები,რა იღბლიანი კაცი ყოფილხარ მაჭარაშვილო,ასეთი გოგოს მამობა რომ გერგო.საკუთარ თავს ემოციებით სავსე,ბედნიერებით გაბერილი ესაუბრებოდა ირაკლი.
-მამა...
-რა ტკბილია შენი დაძახებული მამა...რით დაგიმსახურე ნანო?
-მე, ალბათ არ ვარ ცუდი,შენნარი მამა რომ მარგუნა ბედმა,იქ შენ მეიმედებოდი მხოლოდ,მერე ჩემი პატარას არსებობა გავიგე და დავიფიცე არ დავნებდებოდი.მამაა,აბაზანით შეიძლება ვისარგებლო?
-მოდი...ხელი ჩაკიდა და მეორე სართულისკენ გაიყოლა,ეს შენი ოთახია,მე და ნუცამ მოვაწყვეთ,უფრო ნუცამ,მას კარგი გემოვნება აქვს და მგონი მოგეწონება,ყველაფერია რაც გჭირდება,შენს პირად ოთახში შენი აბაზანაც არის,ასე რომ ...
-როგორ გითხრა მადლობა ამ ყველაფრისთვის?
-მხოლოდ კარგად იყავი,ჯანმრთელი მყავდი ნანო და მშვიდობიანდ მოავლინე ეგ პატარა.
-მე ექიმთან არ ვყოფილვარ და ძალიან ვნერვიულობ.
-მოწესრიგდი,დაისვენე,ისადილე.ორი საათიც არ დამჭირდება,აქ ჩაგიტარდება ყველა პროცედურა.
ხუთ თვე ნახევრის ორსულობა დადასტურდა,ჯანმრთელი ნაყოფით,დედას ჭირდებოდა უკეთესი კვება და ნაკლები ღელვა,მუცელიც საგრძნობლად ეტყობოდა,ოდნავ მოსუქებულიყო,განსაკუთრებით არაფერი სდომებია,უბრალოდ ყოველთვის უჭმელს,შიმშლის არანორმალური შეგრძნება ჰქონდა ხოლმე.დამშვიდდა,როდესაც მისი გულის ქვეშ მფეთქავი გული ჯანმრთელი დაიგულა,დაპირდა მამას ბევრს არ ვინერვიულებ და ვირწმუნებ რომ მალე თავისუფალი ვიქნებიო.ასე უსაფრთხოდ რა ხანი იყო თავი აღარ ეგრძნო,მამის კალთას არ წყდებოდა,მის მხარს აკვროდა ზურგით და მუცლად მყოფ შვილს ეფერებოდა,ირაკლი თავისი შვილის თმაში ჩაკარგულიყო და კარგად დაუნახა,ზურგის ზედა ნაწილზე,მხრის გაყოლებაზე თავისნაირი ლაქა,რომელსაც ღია ყავისფერი შეფერილობა ქონდა და პეპლის ფრთას მიგავდა.
-იცი პატარავ,ასეთი ფრთა,მხართან მეც მაქვს,ჩემი გამოგყოლია ნანო,ტასიასაც აქვს.
-და შენს გოგოებს შენნაირი თვალები აქვთ.
-შენ მაგალითად:ჩემნაირი სიარულის მანერა გაქვს,ნერვიულობის დროსაც თითებს ჩემნაირად კუმავ,აღნაგობა ზუსტად ირიშასნაირი გაქვს,მასავთ თხელი და ჩამოქნილი ხარ,თუმცა სიმაღლით მე დამმსგავსებიხარ.
-ლამაზი იყო?შენი... ირიშა.შენი ეუხერხულა ნანოს,სხვისი ქმარი იყო ირაკლი.
-ძალიან ლამაზი იყო ჩემი ირიშა,რომელსაც საოცარი გოგო გაუჩენია ჩემთვის.ნანო ჩვენ დაშორებულები ვიყავით,მისი გადაწყვეტილებით.
-ვიცი,მან მითხრა,სხვა გზა მქონდა და მამაშენიც სხვა მიმართულებით უნდა წასულყო,პატარა ვიყავი და ის ჩემზე პატარაო,თუმცა ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარდა და არასდროს უნანია შენი, მის ცხოვრებაში არსებობა.არ გათხოვდა,იყო ერთი ადამიანი მის პირადში,ძალიან უყვარდა ზურას,ცოლობა სთხოვა და ჩემზეც ზრუნდავდა,თუმცა ის ჩვენს სახლში არასდროს დარჩენილა,არასდროს გვქონია მე და ზურას ძალიან ახლო კონტაქტი,ერთხელ შემთხვევით მოვისმინე ირინას და ქეთოს დედის,მანანას საუბარი:ვერა მანჩი,ვერ მოვიდა გულთან და სხეულთანაც ვერ მივუშვიო.ძალიან კარგი პიროვნებაა ზურა,მაგრამ მე არ მიყვარს და არც ჩემი შვილი მემეტება გერობისთვისო.პატარაა ახლა ნანო და ზურამ,თუნდაც მცირედი შენიშვნა მისცეს და აწყენინოს,შეიძლება შემომაკვდესო.
-ისევ ისეთი გადარეული იყო არა?რამდენი გამოუვლია და ჩემამდე როგორ არ მოვიდა.
-ვაპირებდი მამაშენისთვის თქმასო და მერე...
-მერე დედაჩემი გამოჩნდა,ისიც აღარ მოვიდა ჩემთან და გვაიძულეს მე და შენ, უერთმანეთო ოცდასამი წელი.
-როგორი სიმპატიური და ახალგაზრდა მამა მყავს,და ძმას უფრო ვგავართ,ვიდრე მამა შვილს.
-არა,ყველაგნ ხმა მაღლა ვიტყვი,რომ ჩემი შვილი ხარ.
-ნუცა?
-რა ნუცა?ვერ მიუხვდა ირაკლი,შვილს
-როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში?
-ეგ ასე მოსაყოლად არ გამოვა,ნუცა ქალია,რომელსაც ვაღმერთებ,რომელიც ძალიან ჭკვიანი და ამავე დროს ძალიან ბავშვურია,არც კი მიბრაზდება ბავშვი ხარ მეთქი რომ ვეუბნები.ნუცა ქალია,რომელმაც ტასია გამიჩინა და სიცოცხლე მაიძულა,ის ნუცაა...
-ის ნუცაა ყველაზე ბედნიერი,რომ გახადა იკომ,მე ის ნუცა ვარ,ბევრ განსაცდელს რომ წაართვა იკომ ჩემი თავი.ამაზე მე და შენ მარტოებმა ვიჭორაოთ ნანო.მე ის ნუცა ვარ ძალიან კეთილი,განათლებული,ცოტა ჯუჯღუნა,ცოტა მკაცრი,სიმპატიური და ძალიან სექსუალური ქმარი რომ ყავს და ნუცა ზოგჯერ ეჭვიანობს,იკო კი დასცინის.საუბარში გართულ მაჭარაშვილებს არ გაუგიათ ნუცას მოსვლა.
-მერე იცი ნუცა რას აკეთებს?ტირის,ემოციით,გულ ამომჯდარი,ერთხელ გავეხუმრე რომ ტირი სახე შეგიშუპდა,ცოტა წონაშიც მომატებული ხარ და პუტკუნა ბავშვს გავხარ მეთქი,ხმა არ ამოუღია,ნაწყენმა,ცრემლიანი თვალებით გაიხურა ოთახის კარი და იცი რა ქნა?ჩემს ჩუმად,თურმე დიეტობს და ერთ დილას გულ წასული ვიპოვნე ოთახში. შენც მტირალა მყავხარ ნანო.
-ნუუც,ნუ მიყურებ მასე მიუხვდა ნანო, ნუცას გაფართოებულ თვალებზე,წამოზრდილმა მუცელმა მიიპყრო ყურადღება.
-ადექი რაა,ფეხზე წამოაგდო ნუცამ.ღმერთოოოო,ირაკლი გადარჩენილი ხარ,გათხოვილია უკვე,თორემ მოგიწევდა ნანოზე გადარეული,შეყვარებული ბიჭების მოგერიება.იცი რა ლამაზი ხაარ...არ იცი არა,თორემ სულ სარკესთან იდგებოდი,შენი თავი ათასჯერ მაინც რომ დაგენახა.არ ვიცი ვინ შეგარქვა,მაგრამ მართლა ლამაზი ნანო ხარ,ახლა უფრო ლამაზი.
-ნინამ,დათის დამ,იცი რა გოგოა ნინაა,აუცილებლად გაგაცნობ,მამა არასდროს გაბრაზდე,დათიზე და მის ოჯახზე.
-არა მამ,მე ყოველთვის პატივს ვცემ შენს ნათქვამს და შენს პირად ურთიერთობებში არ ჩავერევი,თუმცა დაგიცავ ნანო და ოდნავ მაინც რომ შევატყო ვინმე შენ, ცრელმად გაგიხდა...
-გთხოვ
-მანდ აღარ ჭრის თხოვნა,პირდაპირი და მკაცრი იყო ირაკლი,ეცნაური ასე მამა და თან უხაროდა,მართლაც ის მამა ყავდა სულ რომ უნოდა,მამას ნანო იყო ახლა.არავის დააჩაგვრინებდა ირაკლი,მამას გოგოს. ფიქრმა სამივეს თითქოს წუთი მოპარა და ისეთი სიჩუმე დადგა არც ერთს მოეწონა,მათი ღელვები სუნთქვად ისმოდა. ხმის ამოღება ტასიამ დაასწროთ,რომელიც ყიჟინით შემოვარდა სახლში.გაფითრდა ნანო,მისი თვალებით იყურებოდა პატარა ტასია,მასაც ქონია მზის კოცნები,ყვრიმალებზე.არ ღელავდა ნუცა,არც ტასია...ირაკლის და ნანოს მზერა დაეძაბათ...სულ ორ წუთში მოასწრეს ფიქრი:რას იზამდა?როგორ მიიღებდა დას?ირაკლის შვილს?გადალახვდა ამ ბარიერს?სტრესი რომ მიეღო?თითქოს სუნთქვა დაავიწყდა ირაკლის,ნანომ კი ინსტიქტურად დაიდო მუცელზე ხელი და თითქოს პირდებოდა მომავალ შვილს:არ ვნერვიულობ,კარგად ვარო.
-შენ...თქვა ტასიამ და უფრო მეტად დადგა - მეტი სიჩუმე.შენ ვიცი ვინც ხარ,ნანო ხარ,მართლა რა ლამაზი ხარ.შენ ის ხარ მამას ჩემნაირად რომ უყვარს ხოო?მარტო შენზე არ ვიეჭვიანებ,გპირდები.მამას გავხარ...
-შენც...ცოტა მოეშვა ნანოს.
-ტას,მამას ცხოვრებავ,შენ იცი ნანო ვინ არის?
-ვიცი,დედამ მითხრა და მთხოვა,ჯერ იკოსთან არ შეიმჩნიო,ახლა რთული პერიოდი აქვს და აანერვიულებ მამიკოსო.ოღონდ შენ არ ინევიულო მამ...
-ტასია,ნამდვილად შვიდი წლის ხარ?ამაყი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე,ორი ქალიშვილის მამას.
-შვიდის ვარ...მანდ ბავშვი გყავს?შეიძლება მოგეფერო?
-კი ბავშვი მყავს,რათქმაუნდა შეიძლება,მოდი მოეფერე...
-მაგას კი არა შენ მინდა მოგეფერო,მოსაფერებელი ახლა შენ ხარ,მერე მაგას ხელიდან ვერავინ წამართმევთ,თავიდანვე შეეგუეთ.
გათბა, მთელი სხეული გაუთბო ამ ტკბილმა ახტაჯანამ,წრფელ თვალებს რომ აბრიალებდა.შენზე კიდევ რაღაცეები მითხრა დედამ,შეიძლება ცოტა ხნით წასვლა მოგიწიოს,შეიძლება დაგაპატიმრონ,მაგრამ მე ძალიან მიხარია შენნარი და რომ მყავს და ვიამაყებ.არ შეგეშინდეს კარგი??ირაკლი არ გაუშვა რა იიქ,ბავშვები მართლაც როგორი მართლები და გულწრფელები არიან.ერთი ნახვით,სულ რამდენიმე წუთში შეიყვარა და. ეს იყო ყველაზე მართალი სიყვარული. უპირობოდ შეუყვარდა ტასიას ნანო.
-რანაირი დიდი გოგო ხარ შეენ და მადლობა ირაკლის და ნუცას შენს გამო,ხომ მიხედავ ჩემს პატარას? თუ მე, წასვლა მომიწია მოწყენის და ტირილის საშუალება არ მისცე,აქ მოდი,ნანოს და ირაკლის შუაში ჩახტა,ორივეს ჩახუტება და კოცნა დაიმსახურა.შენ ყველაზე ლამაზი ხარ იცოდე და ჩემი ცხოვრების საოცრება.აღარ ტიროდა ნანო,მადლიერი თვალებით უყურებდა ნუცას და მისი შინაგანი ამოძახლით უთხრა:ნუცა მადლობა,ამ ყველაფრისთვის.მიყვარხართ.
-აქ შენი სახლია,ჩვენ გელოდებით,შენი ოჯახი გელოდება ლამაზო ნანო.


ვერ უძლებდა შვილის ტვირთს ირაკლი,გული უკვდებოდა მის მოწყენილ სახეზე,ახლა ხომ სულ სხვანაირად იქნებოდა?მისი სურვილები უნდა ესრულებინათ,უნდა ელაღა დათისთან ერთად და მომავალი მამის თვალებში, მადლობა ნათქვამი სხივები დაენახა ნანოს...როგორ არ ემეტებოდა მარტოობისთვის,არადა ახლა შეიძლება ეწუწუნა,რომ რაღაც უნოდა,მაგრამ რა არ იცოდა,დათი კი მომართული ყოფილიყო,მისი ნებისმიერი სურვილის ახდენისთვის,თუ ვერ იშოვნიდა ნანდომ, ძალიან მწიფე, კარალიოკს ივნისის თვეში, დაერეკა ყველაგან და ყველასთან.შეძრულ ქვეყნად,სიმწრით ნაშოვნს, იმის იმის იმისგან,ნეტარებით შეექცეოდა. სურვილ დაკმაყოფილებული,დამნაშავის სახით შეხედავდა თავის სიყვარულს და ეტყოდა:დათიი რა გავაკეთო?მარტო მე ხომ არა,ამასაც უნდოდაო,მუცელზე მიანიშნებდა და მაინც აუწყლიანდებოდა ზომაზე მეტად თავლისფერი თვალები.ბედნიერ მამას ღიმილები გაეპარებოდა, ოდნავ მოზრდილ წვერში და ეტყოდა:ანოო შენ ითხოვე და გპირდები ყველაფერს შეგისრულებო,ჩემი უსასრულო სიყვარული ხარ ჭორფლიანო.ნუ ანო,ნუ ღელავ, თორემ ეგ მკერდი ახლა უფრო სავსეა, მაგიჟებს და „ცუდ“ რამეებზე მაფიქრებსო.რანაირი ცუდი ბიჭი ხარ?არც ბავშვი იცი და არც მორიდება გაქვსო,გაუღიმებდა თავის ერთადერთს და ათქმევინებდა დათის:ღმერთოო, მადლობა ამ ბედნიერებისთვისო.
რისკავდა ირაკლი,თუმცა შვილისთვის უღირდა. გაურკვეველი ბგერებით ამოიხრიალა,მისი შვილივით სიფრიფანამ,როდესაც ირაკლიმ ოთახის კარი გაუხსნა. იქ იყო მის პეპი,ორსული პეპი,უღმერთოდ ლამაზი.მშვიდად ეძინა,თითქოს არაფრის დარდი გაჰყოლოდა ძილში. -მიდი შენს ნანოსთან,მის თავს გაბარებ, სამი ოთხი საათის საქმე მაქვსო,სიხარულით ჩაიბარა ქეთომ ბავშვობა და ბავშვობის ბავშვი.მუცელზე ეფერებოდა და ელოდა როდის გაიღვიძებდა... შეიშმუშნა,ჯერ კიდევ თვალ გაუხელელმა იცნო ფიფქიას გრილი სურნელი და თვალები ჭყიტა.
-არ მესიზმრები ხოო?ცხარედ დასდიოდათ ცრემლები გიოს და რეზის გაზრდილ ბავშვებს,იმ ბავშვებს ბიჭები თავიანთ ღირსებად რომ თვლიდნენ და „უღირსს“საქციელს ვერ და მაინც უჯერებდნენ ნანოს,ნანო კი დაჯერებეულს ვერ პატიობდა,მაინც კლავდა მათი ნათქვამი: ეს რა გააკეთე?!ეს როგორ გაუკეთე?!მაგრამ მაინც ისევ ისეთი სიყვარულით უყვარდათ-ერთმანეთი. ვერ დაოკებულები იხუტებდნენ ერთმანეთს,მონატრებას დაერია ხელი მათთვის და ძნელად გადმოსაცემი იყო სიტყვებით ის განცდა,რამაც მათი ცხოვრება სხვა რელზსე შეაყენა.ერთბაშად,ერთ დღედ გაზარდა და შორს მოატოვებინა ბავშვობა,თითქოს სხვდასახვა მხარეს დააყენა უნდობლობამ გოგოები და ბიჭები.ქეთომ ყველა მიზეზის გარეშე, არჩევანი ნანოს მიანიჭა და არადანში ჩატოვა ბიჭები.ნანოს ღირსები არ ყოფილხათ!მისი ღირსების დაუნახავობისთვის ჯანდაბაშიც წასულხართო!ისე მიახალა,წამით არ უგვრძვნია სინანული.საკუთარი სხეული ააფარა და ნანოს ბევრი გათენებული ღამე დაითვალა. არ უტირია როცა პეპი ტიროდა,პირიქით გაღიმება,უემოციო,არაფრის მთქმელი, სანუგეშოდ გაღიმება ისწავლა და მერე სახლში დაბრუნებული იოხებდა გულს.მაშინ ორსულს, ბევრჯერ ამოუღია ნაღვლად, შეზიზღებული დღეები,ადამიანებთან ერთად და უნიტაზში ჩაუნთხევია,შვებას იგრძნობდა ხოლმე და ისევ მეგობარზე ფიქრით ეძინებოდა.ვერ ინელებდა და მეგობარზე მეტად სჯეროდა იმ დღეების მოსვლის,მთაწმინდაზე გაზაფხული მოვიდა-ო ნანო რომ იტყოდა,როცა ნანო მაჭარაშვილის სამართალი იზემებდა.უსამართლოებს კი მისი ღირსეული ქალობა,ადამიანობა და დედობა დააჩოქებდათ. პეპი დედა ხდებოდა,წარმოუდგენელი ძალა იყო შვილი. ქალი სუსტი სქესით და ძლიერი სტატუსით!-დედა.
-ვნახავ მალე დუნდუას და სულხანიშვილს,აღმართში ქვა მიწეულებს!ნიშნის მოგებით თქვა ქეთომ და განუსაზღვრელი სიამაყე იგრძნო იმ ქალის მიმართ,რომელიც მის წინ იჯდა,მის მომავალს ეფერებოდა და ორივემ იცოდა:ახლა მთებს შეძრავდა,კბილი კბილის წილ,თვალი თვალის წილ!-ზეც არ დაიხევდა უკან.ნებისმიერს შეაკვდებოდა და შეიკლავდა,ოღონდ მისი შვილი ყოფილიყო,ისე როგორც დედას უნდოდა.
-იცი რა ქნეს?გაუცინა ნანომ ქეთოს
-ვიინ?
-დუნდუამ და სულხანიშვილმა
-მოყევი,ხელის ზემოდან ქვევით ჩაქნევით, მიანიშნა ქეთომ და არც ღიმილი დაუშურებია.ხმას ვერაფრით იმორჩილებდა და სრულიად სხეულით გამოხატავდა ყველა განცდას,უყვებოდა ნანო,გზას კლინიკიდან...რუსთავამდე,ქალთა ციხემდე,თუ როგორ შენიშნა თბილისის გასასვლელთან დათის მანქანა,შემდეგ იყო სიტყვები,არ დაიბნე ნანო,ტასიას მალე გაიცნობ.ჯერ კიდევ გააზრებული არ ჰქონდა ილუს სიტყვები,რომელიც მანქანას მართავდა,უცებ აღმოაჩინა,რომ ხუთი პატრულის თანამშრომლიდან,რომელნიც ნანოს ზედემხედველები იყვნენ,მათ შორის ორი:დუტა და მამა ანთიმოზი აღმოჩნდნენ,ოპერატიულად განაიარაღეს დარჩენილი სამი და ღრმა ძილსაც მალევე მიეცნენ,შეაშინა ილუს სიტყვებმა:აი სად დაგვერხაო,როდესაც გზაზე მომხდარ ავტო შემთხვევას წააწყდნენ,სერიოზულ დაბრკოლებას ქმნიდა,დრო ბევრი არ ჰქონდათ,სწორედ მაშინ დაინახა როგორ უვარდებოდა საპირისპიროდ მომავალ მსუბუქ ავტომობილს ახალგაზრდა მამაკაცი,ავტომობილის მძღოლმა,მათი მანქანის მიმართულებით აიღო გეზი და მცირედ დაეჯახა,რომელმაც გამოიწვია ვარდნა,მერე ახსოვს როგორ გაუხდა სხეული უწონადი და სულ მალე შვეულმფრენში აღმოჩნდა.აბა გამოიცანი კი ქეთო, ის არის რაც იფიქრე,დუნდუამ და სულხანიშვილმა ბავშვობის დროინდელი გაიხესენეს და პროფესიონალურად დაეშვნენ. ივა, იმ ნისლში საოცრებებს ჩადიოდა,არაფერი ჩანდა და ასე უჩინრად დავეშვით იმ ტერიტორიის მახლობლად,სადაც ეს ხუთი თვე გავატარე.
-ჯობია არცერთი შემხვდეს,თორემ ცოცხალს არ დავტოვებ,ეგ მახინჯები არაადამიანები,მიყურებდნენ რა დღეშიც ვიყავი და სიტყვა არ დასცდენიათ,მხოლოდ დათიმ მითხრა კარგად არის შენი პეპიო.დათიმ არ იცოდაა???
-არ ვიცი ამ გეგმის მონაწილე რამდენად იყო,მაგრამ იცი ვინ იყო ვინც მანქანას უვარდებოდა საბურავების ქვეშ?და ვის მანქანას?სანდრო სარაული და დათი. დათი დაგვეჯახა განზრახ, თუმცა მგონია რომ უბრალოდ გამოყვა. არ გამოეპარებოდა,ილიკოს და დანარჩენების გეგმა.
-შენ ვერ წარმოიდგენ ნინამ რა უქნა დათის,სერიოზულად იჩხუბეს!ასეთი რამ გაგხადა,ნანოს ღალატი რამ დაგაჯერა თუ არაადამიანი არ ხარო.სულ არაკაცი ეძახა.ნინა ორსულადაა,დაახლოებით შენხელა იქნება.ახლა რა იქნება ნანო?შინაგანად გაჩენილ შიშს ებრძოდა ქეთო.
-აუცილებად გამოვცხადდები სასამართლოზე,რაც მოსახდენია მოხდეს,ირაკლის იმედი მაქვს,დარწმუნებილი ვარ გაარკვევს იმას თუ რა მოხდა.
-და ისიც რომ გაირკვეს რა მოხდა ბერლინში?
-არა ქეთო,არა არა და არა.
-გეფიცები არ ხარ ნორმალური!
-ახლა ჩემი თავისუფლება ბევრად მნიშვნელოვანია,ვიდრე ჩემი და დათის ურთიერთობა,რომელიც აღარ შედგება.აღარ მინდა გესმის?!აღარ მაინტერესებს დათი შარაშიძე!ის მხოლოდ ჩემი შვილის მამა იქნება,შესაძლოა არც დაიჯეროს.
-რა არ დაიჯეროს?ამ ბავშვის მამობა?მე დამცინი თუ საკუთარ თავს?
-ის ხომ დაიჯერა,მე მოღალატე ვარ და მის კაცობას გადავუარე,სულში ჩავაფურთხე,დამემუქრა ცოცხლად დამმარხავდა და თითქმის შეძლო,ყველა დამაკარგვინა,ისედაც ვინ მყავს?გიო და რეზი...
-ეგ დათის ბრალი არ არის და ზუსტად ხვდები რატომაც,ესენი რომ მიადგნენ და საქმე ურჩიეს,ის ადგა და კაცურად აუხსნა „რეალურად“ რა ხდებოდა.ამ ორმა იდიოტმა რა ქნა?!! შენ დაიჯერებდი?კითხა ქეთომ,თუმცა ზუსტად იცოდა ნანოს პასუხი.
-ქეთოო,შენ აპატიებდი გიოს და რეზის?
-კი...იმიტომ რომ,არ ვიცი რატომ მაგრამ ვაპატიებდი,
-მეც უკვე ვაპატიე,ისე მენატრებიან...სიცოცხლით გარისკეს ჩემს გამო ხვდები?მართლა რა იდიოტები არიან.
-და დათის?
-რა დათის?!თითქოს ვერ მიხვდაო,ისე გააქნია თავი ნანომ
-აპატიებ დათის?შეძლებ ამ ყველაფრის მერე?
-ალბათ ვაპატიებდი,თუ კიდევ მეყვარებოდა.აღარ მიყვარს,აღარ მინდა.
-პეპი,ეგ ამბები შენ შვილს და ჩემს ანდროს მოუყევი, ცოტა დიდები რომ იქნებიან,რომანტიული ამბავი იქნება,კი ვარ ფიფქია,მაგრამ ზღაპრების კაი ხანია აღარ მჯერავს.გიყვარს და გინდა კი არა, სული გელევა!იცი რა დღეშია?აღარ არის ის დათი,ათ კილოზე მეტი ექნება დაკლებული,მოშვებული წვერი,სულ გარბის,ცდილობს სამსახურის გარდა არავის ეკონტაქტოს,რამდენადაც ვიცი,ქალაქგარეთ ცხოვრობს.
-სულ ერთხელ დამანახა,საერთოდ არ დაგკონტაქტებია?ტირილამდე იყო ნანო
-......... არ ინერვიულო რაა,სხვა ვერაფერი უთხრა
-გასაგებია,ალბათ აღარც აინტერესებს ჩემი ბედი,ისედაც ბევრი გააკეთა,მოღალატე,ყოფილი ცოლისთვის,იცი?განქორწინების დოკუმენტს ხელი მოვაწერე.
-კი და ისიც ვიცი,ანდრია ინწკირველმა წამოიღო შენი სახლიდან და დათის გადასცა დოკუმენტი, მან კი, ყველას თვალ წინ დახია და ურნაში ჩაყარა.თუ განქორწინება უნდა შენს დაქალს,რომ გამოვა გადაეცი,განცხადება თვითონ შეიტანოს გაყრაზე და მერე ვნახოთ ხელს მოვაწერ თუ არაო.მომახალა პირდაპირ და გავარდა.
-ღმერთო,რა არაადეკვატურია.ჩემი ნივთები?ხომ არ იცი ქეთო?ქორწინების ბეჭედი?კულონი ირაკლის აქვს.სახლი?იქ აღარ მინდა ცხოვრება,ის სახლი აღარ მინდა.
-ბეჭედი დათის აქვს.საფულე,მობილური ჯერ ისევ განყოფილებაშია,სანამ არ დასრულდება ძიება,იქ იქნება.სახლზე თვითონ გესაუბროს კარგი?უბრალოდ გეტყვი რომ როგორც კი სთხოვე,მალევე გაყიდა,დანარჩენი კი შენი და მისი საქმეა.
-ხო და თუ მეღირსა გამოსვლა,ნახავს თუ არ შევიტან სარჩელს განქორწინებაზე.ეგ დამპალი.
-არ გაბოროტდე რაა,ჩემო სიყვარულო...ისეთი ლამაზი ხარ,აუცილებლად უნდა გნახოს დათიმ,როგორ ატარებ მის შვილს მუცლით და უნდა იზრუნოს შენზე.
-კი როგორ არა,ციხეში ცივს და ცხელს არ მომაკლებს,სიცილი აუტყდა ნანოს.
-სულ ასეთი ცუდი ენა გქონდა რაა,დაემანჭა სახე ქეთოს.
-მაინც ხომ გიყვარვარ ქეთუუ?
-აღარ.
-აღარც მე,ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი და გამართლება ხარ შენ,ქეთევან ორდენიძევ.
-მეცხრე ცაზე,უფრო ზევით,ღმერთამდე მიყვარხარ...და შენ ხარ ყველაზე წრფელი და ერთგული,ვიცნ ცხოვრებამ გაიმეტა ჩემთვის,შენ ნანო მაჭარაშვილო.იქ შეგხვდები მალე,ჩვენს მყუდრო ადგილას,ბეთლემის ქუჩის კაფეში,ჩვენებურად,ჩვენი ყავა დავლიოთ და ჩვენზე ვილაპარაკოთ.
-სხვებზეც,როცა შევხდებით,ფიფქია.
-მალე შევხდებით,პეპი.


26***
გული ეწვოდა თბილისს სიცხისგან და გულთან ერთად სხეულს ატკიებდა მამას,შვილის უსამართლოდ წასული ცხოვრების ეტაპი,ახლა ზუსტად იცოდა რას ნიშნავდა სიტყვები,ბოლომდე,სამარემდე ჩაყოლა.ჩაყვა და არა იმ პრინციპთ:ჩათრევას,ჩაყოლა არ ამჯობინა,გამიზნულად მიყვებოდა და სწორედ ჩაყოლამდე ... ქალაქის მთავარ, საგამოძიებო სამართველოში ირაკლი მაჭარაშვილს ელოდნენ, ანდრია და დათი,უკვირდათ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ რაზე,თუმცა ხვდებოდნენ,საქმე აუცილებლად შეეხებოდა ნანოს. ამ ორ ადამიანს, მიუხედავად სამსახურებრივად მცირე ასაკისა,საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდათ.ქვეყნის მასშატბით გახდა ცნობილი მათი საერთო გამოძიება.საოცარი ოპერატიულობით,გამჭრიახობით და წამში გათვლილი აზროვნებით გამოირჩეოდნენ,ერთობლივად სამი გახსნილი,უმძიმესი საქმე და სამივე მცირე დროში,წარმატებული პატაკით.გემოვნებითაც გავდნენ,ორივე სისადავის მომხერე იყო,ზედმეტი მოსართავების გარეშე.მათი კაბინეტი თითქმის ანალოგივით გამოიყურებოდა,სამსახურში ორივე ძვირ სიტყვიანი,კუშტი და უხასიათო იყო,მათ გამოცდილ თვალს და ყურს, ესმოდათ ყველაფერი და ამჩნევდნენ ყველას.ანდრიას კაბინეტში შედგა შხვედრა,თითქოს ირაკლიც გავდა მათ,მიუხედავად განხსვავებული საქმისა და ინტერესებისა,ირაკლისაც სისადავე და საქმის მიმართ დაუოკებელი პასუხისმგებლობა ჰქონდა,მათსავით სიმპატურს,ქარიზმატულს და უამრავი ქალისთვის სასურველს,თუმცა სამივეს გულს ჰყავდა უკვე მეპატრონეც და სამუდამოდ მესაკუთრე.
-ირაკლი მობრძანდით,ფეხზე წამოდგა ანდრია და ხელის ჩამორთმევით მიანიშნა დასაჯდომად,დათი ისედაც ფეხზე იდგა,რა მოასვენებდა,რა დააჯენდა,ხელი ჩამოართვა მანაც ირაკლის და კითხვა,რომელიც გულს უღრღნიდა მაშინვე დაუსვა:-ხო მშვიდობაა?ნანო?ირაკლი ნანო?
-ნანო კარგადაა,იყო პასუხი და არცერთი გამომძიებლის,გამოცდილ სმენას არ გამორჩენია, „ნანო კარგადაა“. ორივე ზუსტად ერთი და იგივეს ფიქრობდა:იმდენად დარწმუნებით თქვა,ნანო კარგადაა.იცის, მან იცის ნანოს შესახებ.აქვს ინფორმაცია სად არის ნანო და ზუსტად ეს იყო ირაკლის სიმშვიდის მიზეზი.
-ბიჭებო,აქ დასამალი არაფერია,როდესაც შვილს და მის მომავალს ეხება,ანდრია შვილი გყაავთ?
-დიახ,ორი ბიჭი -უკეთ მიმიხვდებით,ნანო და ტასია ჩემი ცხოვრებაა,მხოლდ მათ გამო მიღირს სიცოცხლე და სიკვდილიც,დათი მჯერავს მალე შენც გახდები მამა და ჩემი სიტყვები მეტად ნაცნობი იქნება,ვიდრე ახლაა.
-მე შვილი მხოლოდ ჩემი ანოსგან მინოდა.
-დათი,არც ისე დიდი ვარ შენზე,თუმცა სულ ოდნავ მეტი გამოცდილებით,შემიძლია გითხრა,ცხოვრებაში ხდება ისეთი რაღაცეები,ვერც კი ინატრებ და არც წარმოდგენა შეგიძლია.
-ნანოსგან მინოდა.სხვა ქალი არ მინდა ჩემი შვილების დედად,სხვა ქალი ცოლად არ მინდა,სხვა ქალს მხოლოდ ის მნიშვნელობა აქვს,ცხოველურ,ადამიანურ ჟინს რომ დააკმაყოფილებს.ირაკლი ჩვენ ვისაუბრეთ და არც დამიმალავს,მე მიყვარს ის ანო,ბერლინში რომ ჩამოვიდა,ერთი გაღიმებით რომ შემიცვალა ცხოვრებაზე შეხედულება,სიყვარული რომ მასწავლა და სამუდამოდ დატოვა ჩემში,ჩემი საკუთარი ანო.მხოლოდ ის იყო ნაოცნებარი ქალი,ნანატრი შვილების დედა.
-დამიჯერე და დაიჯერე. მე და ჩემი ადვოკატი,ლადო ანდღულაძე,რომელიც ჩემი ოჯახის წევრია,არ გავჩერებულვართ,ჩვენი ძალებით და შევძელით მოგვეპოვებინა დალუქულ ოფისში შესვლა და კამერების ნახვა,სადაც გარკვევით ჩანს,როგორ აწერს დოკუმენტს ხელს ნანო.
-ეგ ჩვენც ვნახეთ ირაკლი,თუმცა ხელ ჩასაჭ... არ..
-არის ანდრია,ხელჩასაჭიდი კი არა,ფაქტიურად სამხილია.იცით? იმ ორმა ტიპმა,სულ სამი დღით ადრე რომ დაიწო ჩვენს კომპანიაში მუშაობა,სანამ ეს ამბავი მოხდებოდა?ორივე შემოგზავნილია და სულაც არ იყო ეს ყველაფერი ნანოზე მიმართული,მიზანი მე ვიყავი და გამოიყენეს ნანო,იმ კაცმა ჩემზე დიდი ხნით ადრე გაიგო,რომ ნანო ჩემი შვილია,ხელსაყრელ დროს ელოდა და საკმაოდ დიდ ხანს.ისეთ ფაქტს წააწყდა სრულიად შემთხვევით,ვერც კი იოცნებებდა,ყველაზე მტკივნეული დარტყმა მომაყენა და ტრიუმფალურად იზეიმა გამარჯვება,თუმცა ჯერ ადრეა.ვაღიარებ, ის ომი მხოლოდ მან რომ გამომიცხადა მოიგო,თუმცა ახლა მე ბრძოლას მოვიგებ,სოცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს,კაცურ სიტყვას ვდებ:ნანო ციხეში არც ერთ წუთსაც არ გაატარებს.
-ირაკლი,საუბარში ანდრია ჩაერთო,მართალია არ მაქვს უფლება გაგიმხილოთ,მაგრამ თქვენ მამა ხართ,თანაც ასეთი შეუპოვარი,ამიტომ...არც ჩვენ ვმჯდარვართ უსაქმოდ,დათიმ შეძლო და ის ორი ადამიანი იპოვნა.ისინი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ არიან, და არა ამ განყოფილებაში,არსებობს კიდევ სხვა შენობები,შენობები,რომელზე ინფორმაციასაც მხოლოდ ჩვენ ვფლობთ.გვაქვს მათი ჩვენება,რომ დაკვეთას ასრულებდნენ,სანაცვლოდ თითოეულმა 50000 აშშ დოლარი მიიღო და საცხოვრებელი ქალაქ დორტმუნდში.დათის აქვს გარკვეული ეჭვები,თუმცა ჯერ კიდევ დაუდასტურებელ ინფორმაციას არ ვამხელთ.ჩვენ ასევე გვაქვს მათი ჩვენების ჩანაწერები,როგორც დოკუმენტალური,ასევე ფირი:დათიმ სხვა გზა არ დაუტოვა და აღიარეს,რომ ეს ყველაფერი თქვენზე შურისძიების გამო მოხდა.თუმცა არცერთი არ ამბობს ვინ დაუკვეთა.სიკვდილს მრავალწლიან პატრიმრობას ვარჩევთო.მათ ასევე ბრალს წაუყენებენ, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების საზღვარზე გადატანაში და ასევე მათ მოხმარებაზე.ჯგუფურ დანაშაულში და ადამიანის, მისი ნებართვის გარეშე,დანაშაულში განზრახ ჩართვაში.კიდევ ერთი,მათ დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული პრეპარატი ჩაუყარეს ნანოს ყავაში,ზუსტად ამან გამოიწვია ნანოს გონების დაბინდვა და ის რეაქციები,რაც ექსპერტიზის დასკვნაშია აღწერილი.ლუკა თავბერიძე გარდაცვლილია,ნარკოტიკის ზედოზირებით,ხოლო დანა,რომელიც ნანოს სამზარეულოში იყო ასევე დაქირავებულმა პირმა დაარტყა ლუკა თვაბერიძეს,ის ეგრეთწოდებული ორგანოს თანამშრომელია და ძალიან კარგად იცის როგორ ხდება სასიკვდილო ჭრილობის იმიტაცია,სწორედ ამ პიროვნების გეგმით განხორციელდა ყველაფერი,ნანოს ანაბეჭდი,არა დანაშაულის,პირიქით მისი უდანასაულობის მტკიცებულებაა.ის რომ მსგავსი დარტყმით რასაც ანაბეჭდი აჩვენებს არამცთუ ვინმეს მოკლავ ხელში დაჭერაც კი ვერ მოხერხდება,დანზე იკვეთება მარჯვენა ხელიც ცერა თითის და ხელის გულის ანაბეჭდები,ნანო კი...ცალსახად ცაციაა,ამას ამტკიცებს ექსპერტიზის ბიუროც და ეს უკვე გარანტიაა.ნანოს სასამართლოდან გაათავისუფლებენ,ეს პიროვნებას,დანარჩენი ორის მსგავსად უარს ამბობს დამკვეთის ვინაობის გამხელაზე და იგივე ფაქტს ასახელებს.სიკვდილს პატიმრობას ამჯობინებს.გვრჩება ორი მნიშვნელოვანი ფაქტი,როგორ ავხსნათ ნანოს არ ყოფნა და რა მიზეზით.
-იცით რა მიკვიირს?ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება რომ არ ცადეს.აკვირვებდა ფაქტი ირაკლის.
-ცადეს,სიმწრის ღიმილი ჰქონდა დათის,ეგ თავიდანვე დავაყენეთ პრიორიტეტად და ჩვენი ხალხი აკონტროლებდა ყველა დეტალს.
-ირაკლი,დათის დამსახურებით ბერლინიდან ჩამოვიდა სპეც სამსახურის ჯგუფი,მათი კონტროლით და მათთან ერთად ხდებოდა ნებისმიერი დეტალის კვლევა,მათ თავიდანვე ივარაუდეს თუმცა დარწმუნებით რომ ლუკა თავბერიძე ნარკოტიკით გარდაიცვალა,ეს ვუზუალურადაც შესამჩნევი იყო.ძალინ განსხვავდება გარდაცვლილის კანის ფერი,გარდაცვალების მიზეზის მიხედვით და ეს ყველაზე შესამჩნევი სახის კანის ფერით არის.სახე ძალიან ფერმკრთალი ქონდა და ტუჩები ლურჯი შეფერილობის,რადგან გული იყო გახეთქილი,რამოდენიმე საათში ძლიერ სიშავეში წავიდა.დანით,ფილტვში დარტყმით სიკვდილი აბსოლიტურად განსხვავდება არსებულისგან.თუმცა გადაუჭრელი გვრჩება პრობლემა,ნანოს არ ყოფნა და გაქცევა.
-მე 2003 წელს წავედი ლონდონში,მიუხედავად იმისა,რომ როგორც აღნიშნავდენ განსაკუთრებული ალღო მქონდა ბიზნესის და მისი საფუძვლების,პროტესტის ნიშნად დედაჩემის მიმართ, მე სულ სხვა მიმართულება ავირჩიე და აიტი პროგრამირების ფაკულტეტზე გადავედი,უფრო სწორად University Foundation Courese(უნივესიტეტისთვის მოსამზადებელი კურსი)ძალიან მარტივად გავერკვიე და სულ ცოტა ხანში,უნივერსიტეტმა ჩამრთო,ერთ ერთ პროგრამულ ქეისში,რომელიც იმ პერიოდში ჯერ კიდევ გაუმართავი იყო და ასე ვთქვათ სატესო ვერსიაზე ვმუშაობდით,თუმცა მე იმდენად ჩამითრია ამ ყოველივემ,პირადი ძიებით და ასე ვთქვათ ჰაკერული ინტერესით,ჩემს ჯგუფთან ერთად,გავტეხეთ საიტი,რომელიც ზედაპირული ჩვენებით,ქსელური მარკეტების, თანამშრომელთა ბაზას წარმოადგენდა,ყურადღება მიიქცია იმან რომ იქ დეტალურად იყო აღწერილი მათი პიროვნული იდენტობა და ცხოვრება.ამას ძალიან უარყოფითად შეხვდდა ლექტორაჟი, დილით მისულს, პოლიციის ოფიცრები დამხვდენ და წამიყვანეს განყოფილებაში.დამკითხეს და გამომძიებელმა,რომელიც ამ საქმეს კურირებდა,ჩემში ეჭვი არ შეიტანა,მიხვდა ეს ინტერესი იყო და არა მიზანი,მაგრამ მე უნებლიედ ჩავერთე უმსხვილეს გამოძიებაში,ეს ეხებოდა ყალბ პასპორტებს,ახალი ვინაობის შექმნას და ძველის გაქრობას.ასევე დაბადებისას მინიჭებული,უნიკალური პირადი ნომრების ცვილებებს და სრულად გაქრობას.ეს იცით რას ნიშნავს?ადამიანი არ არსებობს,ან სქესი არ აქვს და ეს მთელი ცხოვრების პრობლემაა,მას არაფრის უფლება არ აქვს.ვერაფერს ვერ ფლობს,ვერ ქორწინდება,ღირებულის შეძენა არ შეუძლია და მის სახელზე არ არსებობს არაფერი.მისი იდენტობა ფიქტიურია და ანულურებულია მისი არსებობა დოკუმენტალურად,მარტივად რომ გითხრათ:არსებობს,მაგრამ არ არსებობს!ასე ქრებოდა უამრავი ადამიანი და იქმნებოდა სხვა.ძალიან დიდი დაჯგუფება მუშაობდა ამ ყველაფერზე,უჭვიანესი ადამიანებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია იყო და ჰყავდა ფაქტიურად გენიოსი მმართველი,რომელმაც შექმნა ეპოქა.ეს ერთგვარი ისტორიაა და ჩემი წყალობითაც მოხდა მათი განადგურება.დაიშალა ორგანიზაცია,იმ შენობის სრული დემონტაჟი განახორციელეს.იქ მომუშავე პერსონალი დაიჭირეს,ხოლო ის პიროვნება ვინც ეს ყველაფერი დააორგანიზა ინგლისიდან დაადეპორტეს და რამდენიმე ქვეყანაში,სამუდამოდ პერსონა ნონ გრატა-დ დარჩება.საკმარისია გადაკვეთოს აკრძალული საზღვარი,მაშინვე დაიჭერენ,ინტერპოლის შავი სიის წევრია.ჩემი ასე ვთქვათ უმართავი ინტერესის გამო ცხოვრება დაენგრათ,იცით რა ცხოვრება? მილიარდებს შოულობდნენ და მათი ნაშოვნი სახელმწიფოს გადაეცა, „შავი ფული“-ს სახით.მე იძულებული გავხდი შემეცვალა უნივერსიტეტი და დავბრუნებოდი ბიზნესს,სიმართლე გითხრათ ისეთ ნაგავში აღმოვჩდი, აღარც კი მქონია სურვილი იმ საქმიანობის.ჩემი და აიტი პროგრამირების ურთიერთობა სამუდამოდ იქ დასრულდა.დღემდე მაქვს ეჭვი და თითქმის დარწმუნებით შემიძლია თქმა იმისა რომ:ამ სისტემის შემქმნელი მხოლოდ ის არ იყო,ის იყო პროგრამის ტვინი,ერთგვარი ინჟინერი,რომელმაც ეს სისტემა პროგრამულად დაწერა და ჩააშენა.სასწაულად,ხარვეზის გარეშე მუშაობდა. ცხრა წლის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და მუდამ მახსოვდა სიტყვები,რომელიც ორგანიზაციის მმართველმა მითხრა:არსად მეჩქარება!ჩემი დროც მოვა, შენთვის მოვიცლიო.დროთა განმავლობაში ეს სიტყვებიც დავივიწყე და ადამიანიც,მაგრამ... განსაკუთრებული ანტაგონისტია ბუნებით,ჩვიდმეტი წლის ბიჭს სრულებით არ მქონდა გააზრებული რამდენ ადამიანს წავართვი საქმე და შემოსავალი,ხშირად მიგვრძვნია სინანული,თუმცა წლებთან ერთდ მივხვდი რომ...გაცილებით ბევრი ადამიანი გადარჩა ამ სისტემის ჩამოშლით,თუმცა დღეს ეს ყველაფერი მაინც ხდება.მილიონების სანაცვლოდ ნებისმიერი ადამიანის ცოცხლად სიკვდილს,ზუსტად 10 წუთში ახდენდნენ.წარმოდგინეთ რამხელა წვდომა ქონდათ.ინფორმაციული პლატფორმიდან, კონკრეტული პიროვნების ანაბეჭდის გაქრობაც კი შეეძლოთ.
-ირაკლი,იცი? ამ პლატფორმას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს,ისიც გარკვეული განყოფილება და კერძოდ ამ ინფორმაციაზე მიმაგრებული ადამიანები.ეს ერთგვარი საცავია.ანუ სრულიად ქვეყნის მასშატბით ფლობდნენ ინფორმაციულ წყაროს.
-დათი,ეგ მართლა არ ვიცოდი,ახლა უფრო მეტად ვრწმუნდები რომ მათ უკან,ვიღაც ძალიან დიდი,მაღალ ეშელონებში მდგარი,კეთილი სახით იდგა და სიკეთის სახელით აქრობდნენ ადამიანებს და ‘პურის ფულს’ შოულობდნენ.რამდენიმე წლის შემდგე იყო შემოთავაზება მსგავს ოპერაციაზე მუშაობის,თუმცა კატეგორიული უარი განვაცხადე.მე მაშინ უნივერსიტეტის რექტორმა გადამარჩინა,რომელიც ფსიქოლოგიის უმაღლეს ხარისხს ფლობდა,მაშინ მიკვირდა,მაგარამ ის რაც პროგრამულად ხდება,ფსიქოლოგიური მანიპულაციის ერთ ერთი გამოვლინებაა,დიდ ფსიქოლოგიურ რესურს უნდა ფლობდე რომ ამ ყველაფერს გაუძლო.ამავე რექტორის რჩევით შევიცვალე უნივერსიტეტი,პროფესია,საცხოვრებელი და ქალაქიც კი.მითხრა, წავსულიყავი თანაც სამუდამოდ,რომ მეც ერთ დღეს იდენტობის გარეშე არ გამეღვიძა.დღეს ეს ადამიანი ძალიან ცნობილია და არა მარტო ინგლისში,დიდი გავლენები და უფრო დიდი საქველმოქმედო ასოციაცია აქვს.ინტელექტუალი და პატივსაცემი პროფესორია,მას უსმენს ყველა.მაშინ ჩვენ და პირველ რიგში მე, ოცდაშვიდი წლის კაცს,ჩემზე ბევრად გამოცდილს,ნასწავლს,უკვე დიდი სტაჟის მქონეს,კვალიფიციურს და სახელიანს კარიერა მიწასთან გავუსწორე-თ.ის მართლაც დროს ელოდა და საუკეთესო შეარჩია.რატომ ნანო!? იცით?შვილი ყველაზე ძვირფასი ადგილია,სადაც ადამიანს შეიძლება შეეხო.ყველაზე მტკივნეულ ადგილას შემეხო,როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად,მითუმეტეს მან იცოდა რომ მე ნანოს შესახებ წარმოდგენა არ მქონდა,ეს ბევრად მტკივნეული იყო და ამითი, ჩემი ღირსებაც შელახა.მე, ცნობილი ირაკლი მაჭარაშვილი,რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში წარმატებულ და კეთილსინდისიერ ბიზნესმენად ვსახელდები,ჩემი სახელი უკავშირდება არაერთ უახლეს პროექტს და ფინანსურად ვუზრუნველყოფ არაერთ სტუდენტსა და სოციალურად დაუცველ ბავშვს,ამ დროს რა ხდება?აზრზეც კი არ ვარ ჩემი ქალიშვილის შესახებ,რომელიც დედის გარეშე დარჩენილი,შიშველი ხელებით ებრძვის,სასტიკ ბრალდებას,მანამდე გასწორებული აქვს დღე და ღამე,რათა მოიპოვოს სტუდენტური გრანტი,შემდეგ სტუდენტური სტიპენდია და უფრო მთავარი,მიემგზავრება ბერლინში, რატომ?!“დალაგებებზე“,რომ როგორმე შეძლოს მაგისტრატურის ფინანსირება,საკუთარი ძალებით,პატარა გოგომ,რომელიც დიდი ირაკლი მაჭარაშვილის შვილია,ეს სიტყვები ცინიზმითა და საკუთარი თავის მიმართ აგდებით თქვა. აბა როგორია?!ხომ გამოვდივარ დედის კალთას ჩაჭიდებული პიჟონი,რომელსაც ჰორმონები მოაწვა,სურვილი დაიკმაყოფილა და მერე რა ქნა?!ადგა და წავიდა.მაგის იმუნიტეტი დიდი ხნის წინ გამოვიმუშავე,რომ ჭორის წნეხს,ორი ყურის პრინციპით ვუსმინო,მაგრამ იმას როგორ ინგრევა ჩემი ქალიშვილს ცხოვრება ჩემს გამო, მაგის იმუნიტეტი არ მაქვს.ჩემს კაცობაზე და ღირსებაზე უნდა ვთქვა უარი,რომელიც სოცოცხლესავით ძვირფასია ჩემთვის.შენი ცხოვრებაც დაინგრა დათი და მე წვლილი მიმიძღვის.
-ირაკლი,იმაში გეთანხმები რომ ჩემი ცხოვრება დაინგრა,თუმცა არა შენით.ამ შემთხვევამდე დამაფურთხეს იმ კაცობაზე და ღირსებაზე,რომელიც არა ნაკლებ მეძვირფასება,როგორც შენ.
-რამაზ ქორიძე!
-რა შუაშია რამაზი?!!!სიკვდილივით ერიდებოდა იმ პასუხის მოსმენას დათი,რაშიც დარწმუნებული იყო.
-დათი,იცი როდის მიმიხვიდი საუბარი ვისზე მქონდა?ვერ შეძლო დათისთვის თვალებში შეედხა,უჭირდა და ტკიოდა დათი,ნანოს ერთადერთი სიყავრული,ნანოს შვილის მამა და უბრალოდ კაცი,რომელიც სიმართლით,სიმართლისთვის იბრძოდა.თეთრი ფერი დასდებოდა სახეზე ანდრია ინწკირველს და თავისთვის მოკიდებული სიგარეტის ღერი,დათის გაუწოდა.
-მეც მომიკიდე ანდრია გთხოვ,ახლა დათი მეტად აღელვებდა ირაკლის,ვიდრე მომავალი სასამართლო.
-დათი,მისმინე გეხვეწები,დაბნევის და მითუმეტეს გაბრაზების გამო შეცდომის უფლება არ გვაქვს.ის რაც ლონდონში მოხდა არ უნდა გახმაურდეს.
-ვიცი ირაკლი,ვიცი.მადლობა რომ გვენდე,გპირდები ხვალ ნანო სახლში წავა,რამაზი ციხეში და ეს ამბავი ჩვენ შორის მოკვდება.უკანასკნელ ზომასაც მივმართავ და იმ ნაბიჭვრებს მაინც ვათქმევინებ რამაზის სახელს.ეს უკვე ნანოს თავისუფლების გარანტიაა.მის გაუჩინარებას კი მე ვიღებ ჩემს თავზე.შეუვალი გახდა დათი.
-არა!მაგ ამბავს მხოლოდ ერთი ადამიანი მოაგვარებს და ეს მე ვარ!ვინც დაიწყო ის დაასრულებს!ასე არ ქენი შეენც?
-რა ვქენი?ვერ მიუხვდა დათი.
-ირინას სასაფლაო შენ გააკეთე და ბიჭების შემოთავაზებაზე რომ ისინი დაასრულებდნენ მტკიცე უარი თქვი.ვინც დაიწყო ის დაასრულებსო.
-და ნანოს გაპარე...
-კი ნანოს გაპარება ჩემი იდეა იყო,მე ვუთხარი დიმას ის ადგილიც,სადაც ნანომ ხუთი თვე გაატარა და მე დავაბრუნებ ჩემს გოგოს უსაფრთხოდ.
-ანუ ხვალ იქნება ნანო? თავის სახლში მიდის?შეფარვით დაუსვა კითხვა ანდრიამ,ირაკლის.
-ნანო ჩემს სახლში იქნება,ანუ თავის სახლში!დაგემშვიდობებით ბიჭებო.ხვალ ყველა ჩევნთაგანისთვის მძიმე დღეა.დათი ბოდიშს გიხდი,ნებით თუ უნებლიედ ჩემი საქციელის გამო შენ და შენი ოჯახი დაზარალდით.სასამართლოზე მოდი დათი.როგორც ირაკლი არა,როგორც ნანოს მამა ისე გთხოვ.
-მოვალ,ნანოს უთხარი...
-ნანო სასამართლოზე იქნება?გაიკვირვა ირაკლიმ.
-დუმდა დათი,ანდრიაც!დუმილი ახლა, თანხმობას ნიშნავდა.

-ნერვიულობდა და მაინც ასე გემრიელად არასდროს ეჭამა ტოლმა,ნუცას ნახელავი საოცრად მოეწონა და არც მის მომზადებულ ხილის ტორტზე თქვა უარი,ტასიასთან ერთადნ დიდ ულუფას შეექცეოდა და მასზე მეტად ბავშვდებოდა.დანაყრებულს ნერვიულად წამოაზიდა და ცრემლად დაიღვარა.ტოკსიკოზს არ შეუწუხებია,ნერვიულობის ფონზე, ყოველთვის აწუხებდა გულის რევის შეგრძნება.მუცელს მოეფერა და ცრემლიანი თვალებით მადლობას უხდიდა ნუცას,იმედს კი ახლად მოსული ირაკლის სახეზე ეძებდა.
-ბორგავდა ტაძრის ეზოში მამა ანთიმოზი,უფალს თხოვდა ლოცვის ძალა მიეცა,მეორე დღე სრულდებოდა ლოცვა ვერ შეძლო!უფალო მაპატიე. გთხოვ, ნანოს თავისუფლება მაჩუქე და დავრწმუნდები რომ ზიარების საიდუმლო სხეულთან ერთად უნდა დავიმარხო.
-სიჩუმეში ჩაიკარგა ქეთო,უხვდებოდა ქმარი როგორ უჭირდა მომდევნო დღე,გაერიდა და ბავშვიც გაარიდა,იცოდა მისმა ცოლმა,როგორც ყოველთვის ხვალაც,ნიკოლოზი მისი ურყევი კლდე იქნებოდა,მისი თავშესაფარი,ჩასუნთქულის ამოსუნთქვა,დარდების გამყოფი,ნანოს გამო ატკიებულის ნაწილი და აკანკალებული სხეულის საყრდენი,მისი მეორე ნახევარი...პირველი ყველაგან და ყველაფერში,ცოლ ქმრობის სამ წელში,ორის ერთობა. ნიკოლოზით სრულ ქეთოს,ასეთი უნოდა, ასეთი ენახა,ასე ეგრძნო დათი ნანოსთვის.
-დაიმუქრა და აასრულა!!!ანდრია ინწკირველი ჯერ კიდევ ვერ მალავდა გაოცებას, როდის,როგორ მოხდა.უყურებდა სამ უმოწყალოდ ნაცემ კაცს და აღიარებით ჩვენებას იწერდა ფირი.არ გავდა დათი იმ კაცს,ანდრია რომ იცნობდა,მასთან ერთად რომ ისწავლა,პრაქტიკულ თეორიული ნორმატივები ჩააბარა,ერთად გაუძლეს ურთულეს, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წვრთვნას.ყველა აფექტში მაინც შესაშურ სიმშვიდეს ფლობდა შარაშიძე.ახლა?!საკუთარ ანოზე ატკიებული დათი იყო და სადღაც შორს,მთელი ძალით მოქნეული მუშტი რომ მოზომა და სახის მაგივრად მუცლის არე შეულეწა მკვლელს,ვერავინ დაიჯერებდა რომ: ის იყო გამომძიებელი რომელსაც ძალადობა არ უყვარდა.უფრო მეტად მკვლელები არ უყვარდა და მკვლელებზე მეტად,ფულზე შეყვარებული მკვლელები,მათზე მეტად ქალზე გადამბრალებლები.მკვლელებზე დაბლა ნარკომანები და ნარკო რეალიზატორები იყვნენ მისთვის,აქ დათი ყველა ზღვარს კვეთდა.არანაირი აფექტი,ყველა გააზრებული დარტყმა და დაუნდობელი,სიტყვიერი ტერორი,რომელმაც სამივე გატეხა!
-რაო აბა?უპატრონო,ყველასგან მიტოვებული,საწყალი გოგოაო?!არავინ მოიკითხავსო?დაგაიმედათ რამაზმა?!მე სად არ გამითვალისწინა მაგ ძაღლის შვილმა?იცოდა ყელს გამოვღადრავდი და საკუთარს თქვენი არჩია არა?!რით გაგაჩუმათ?აბა რაა...ოჯახი ხომ წმინდა და ხელშეუხებელია,ცოლები გყავთ,შვილები,მითუმეტს ქალიშვილები და მამის გული ძალადობას ვერ უძლებას არა!?...შეე ,შე ეშმაკის გაგდებულო,ნანოზე რომ ძალადობდა ის ძაღლი,მაშინ რატომ არ მოკალი?!!ხომ უყურებდი?!შენი შვილის ტოლაა,შენს თათიაზე პატარაა ის გოგო,შენ რომ გაწირე.თათიამ და ზუკამ იციან ნაბ****ი მამა რომ ყავთ?!მკვლელი,თან კანონის დამცველი,ყოფილი თანამშრომელი. თქვენ ორის?შენმა-კესომ?!შენს შვილებს, მამაშენის-თემურის და დედის - მერის/მეკა სახელები დაარქვი არა?!!იციან ამ პატარა ბავშვებმა ბარიგა მამები რომ ყავთ?!!ხვალ ყველაფერს იტყვით ბიჭო!!!თორემ ოცნებასაც ვეღარ შეძლებთ მამა დაგიძახონ,შვილებმა.ციხე იცით რას ნიშნავს?!იქ თქვენნაირებზე ნადირობაა,განსაკუთრებით ვერ იტანენ ბარიგებს და ორგანოს თანამშრომლებს.შენ, მიუტრიალდა მკვლელს,აუხსენი ბიჭებს ციხის სიტუაცია.ჩვენება ჩაწერილია,მაგრამ ხვალ სამივე სიტყვა სიტყვით გაიმეორებთ, იმას რაც ახლა თქვით! შენ სისხლს კი ციხეში დავლევ!!! .... შე...ყელში ჩაფრენოდა ლუკა თავბერიძის მკვლელს დათი,ძლივს გააცალა ხელიდან ანდრიამ,კარისკენ უბიძგა და სახლში წასვლა სთხოვა,დანარჩენს მიხედავდა.წასვლისას მაინც დატოვა სიტყვა „სანუგეშოდ“ ისე ბიჭებო,მაგ ყველაფერს გაბოზება ქვია.თვალი ჩაუკრა სამივეს და კარი ისე გაიჯახუნა,დიდ ხანს დარჩებოდა მათ სმენას.
-სახლში მისულმა ველური ჟინი დაიკმაყოფილა,მერე კი კარისკენ მიუთითა ჯერ კიდევ ჩაუცმელ ქალს,ქალს რომლის სახე არც კი დაუნახავს წესიერად.წყალი გადაივლო,ისევ სიგარეტი,გადაბმული უმადობა და საარსებოდ დალეული ყავა...ნანოს სახე კრთებოდა მის წინ,მისი ცრემლებით ნასველები მზის კოცნები,დაღლილ სხეულში გამომწყვდეული,უსამართლოდ ნატანჯი სული.მერე ის ღამე, ბრაზ ატანილმა ნანოს კოშმარად რომ უქცია,საკუთარ თავს ვერ რომ აპატია. გადახსნილი ვენებიდან დანთხეული სისხლი და სამედიცინო ნემსი და ძაფით დაკემსილი მაჯები.მისი, საკუთარი ანოს, ტკივილები ბორგავდნენ დათის არსებაში და ცრემლებს, გულიდან ამოძახილი, რატოოოო?!!! მოყვა.ნანოს ბალერინას მაგიდიდან, ჯერ ლარნაკი დაიმსხვრა,მერე ბალერინას ფეხი მოტყდა,გედის პარტიის შესასრულებლად გაშლილი ხელიდან მარმარილოები, დათის მოთმინებასავით იმსხვრეოდნენ.
-ბეთლემის ქუჩაზე ვერ დამდგარ გაზაფხულს,ივნისი ღრუბლებში უმალავდა,ნაუხერხულებ მზეს.
-ირაკლის სახლში
-სახლში,სადაც ნანო და დათი ცხოვრობდნენ
-ქალთა ციხეში...კვლავ გაგზავნეს,ნარინჯისფერი,ველური ტიტები.
-ველურ ცხოველს,ვეღარ აკავებდა დათი სხეულში!
-უფლის გარეშე, ვერაფერი გადაწყდებოდა.
-უფლის ნებით მოხდებოდა მოსახდენი.
-სამართალი არ დაიკარგებოდა.
-მართლაც რა დიდია შენი ძალა ღმერთო.
-უმძიმდა დედის თვალები დათის,იმ ქალის თვალები, მუდამ სიმართლით ცხოვრებაზე რომ ესაუბრებოდა.მხოლოდ ერთხელ დასაჯა მკაცრად ვაჟიშვილი,ლანა ქორიძემ,ტყუილი არ აპატია,თუნდაც ბავშვური.სამი დღე ისე გავიდა საყვარელ დედას ხმა არ გაუცია შვილისთვის და როცა ცხრა წლის დათიმ ცრემლებით იტირა,ოღონდ ასე აღარ მომექცე და არც ტყუილს ვიტყვი და აღარც დაგიმალავ,ღირსეულ სიტყვას გაძლევო,მას შემდეგ არ გაუტეხავს ღირსება.ვერ აკადრებდა,სასამართლოზე გაეგო ძმის სიმდაბლე,ღამის ორს გადაცდენოდა,საათს ისარი...ავად გასცრა ლანას გულს და ქმარმა დაასწრო ადგომა,უთქმელად გადმოსცვივდა დედას ცრემლი,შვილის სახეზე ნატკენი სული რომ დაინახა,ის ცხრა წლის დათი იდგა და უფრო დარდიანი და ჩუმად ატირებული,
-დეე...ამოთქვა შვილმა და შვება ვერ უპოვა დედამ
-დედასთან მოდი,თავი აწიე და თვალი გამისწორე დათი.
-დეე,ოღონდ არ ინერვიულო და მზად ვარ ყველა სიმართლე დაგიმალო,
-არ დამიმალო,არ მაკადრო დათი და მზად ვარ გავუძლო.
-სამზარეულოშო მოვწევ ლანაკო რაა,
-მეც მოვწიო?ღიმილი დაიტყო მაინც ლანამ
-არ დაანებე?
-ზოგჯერ კი და ზოგჯერ ვეერ...
-მაშინ მოწიე,უთხრა და უკვე სამზარეულოს სკამზე ჩამომჯდარ დედას, სიგარტის ღერზე მოუკიდა. მერე ბევრი ღერი ჩაიწვა ნერვიულად,ყავის ჭიქაზე ჩაჭიდებული ხელი უკანკალებდა,ძმის ავკაცობით შეძრულ დას,მარცხენაზე კი, ქმრის მარჯვენა ებრძოდა, საყვარელი ქალის თრთოლვებს.ხედავდა მამის ხელს და გრძნობდა როგორ შემოერღვა,მშობლებისგან განსხავებით,საკურთხეველთან,ლოცვასავით ნათქვამი ფიცი:ის არ ყოფილა ნანოსთან, ჭირსა და ლხინში.მშობლები კი, ერთი შეხედვით ხედავდნენ დათის ჭირის დღეებს,მრავლად დამდგარს.
-დათიი,როგორ უძლებ?ერთხელ მაინც დაგცდეს,ერთხელ იწუწუნე დეე,რომ გტკივა,რომ გიყვარს,რომ...რომ....
-რომ მეტს, მეტს ვეღარ ვუძლებ დეე,ჩემს თავს ვეღარ ვერევი,ნანოს სიყვარულს ვერ ვიტევ დედაა,მართალი რომ ვერ დავრჩე ამ ამბავში,როგორ გადავრჩე მერე?მამა დამეხმარე რაა...გთხოვ მამა,ხვალ რომ ანოს, მაინც პატიმრობა მიუსაჯონ მერე რა ვქნა?!ერთი წელზე მეტი გავიდა მის გარეშე და ვერ ვინელებ, მის სიყვარულს და ვერც სიძულვილს.არ მითხრათ აპატიეო,ვერ ვაპატიებ!მე ერთხელ უკვე ვიყავი მასთან არაკაცი,მეტს ვერ გავუძლებ.მეძინება დედა,ბავშვობის ოთახში,დედა დარაჯობდა შფოთვიან,თენება შეპარულ ღამეს,დედის ხელი პარავდა,დაუკითხავად დადენილ ცრემლებს და შვილის,დაღლილი სუნთქვა უყვებოდა,გაუსაძლისის გაძლებულებზე.გაღვიძებამდე უთვლიდა ჭაღარებს,ტკივილების თანაფარდობაში მოდიოდნენ. ნანოს,გარდაცვლილი დედის ლოცვას,ლანა ლოცულობდა შვილებისთვის.






27***
მუქი ღრუბლებით,მიწისკენ ჩამოწოლილიყო ცა და წვიმას ძალით აკავებდა,ვერ გადაეწყვიტა ბუნებას ამინდი,ეტირა თუ გამოედარა. რა მძიმე დილა იყო, ღამე ნათენები. სავსე დარბაზი მოსამართლეს ელოდა,სამართლიანს.
-ქალაქის მთავარი, საგამოძიებო სამსახურის უმცროს გამომძიებელს, ახლად დანიშნულ ალექსანდრე სარაულს პირველი საქმე გადაეცა.ბორკილებ დადებული რამაზ ქორიძის სამსართულიან,ფეშენებლურ ე.წ. ვილაში,ჩრეკა მიმდინარეობდა.
-შეიძლება ვნახო,ვინ აწერს ორდერის გაცემაზე ხელს?
-მოგახსენებთ ბატონო რამაზ,საგამოძიებო სამსახურის,კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი,დავით შარშიძე.ბრალს განყოფილებაში გაეცნობით,თქვენი ადვოკატის თანდასწრებით.სიტყვის თქმას ვერ ბედავდა,რამაზ ქორიძის მეუღლე,არ იყო ქმრის უდანაშაულობაში დარწმუნებული...თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა,ადვოკატთან დავრეკავო და ოთახი დატოვა.
-სად შემეშალა!ეგ მამამისის შვილი!?მაინც მოგხედავ!-თ!სიმწრით დაიმუქრა რამაზ ქორიძემ და მორჩილად გაყვა,გზას ციხისაკენ.
-სასამართლო დარბაზში იმყოფებოდნენ,ნამდვილი დამნაშავენი!
-ყველა იყო,ვინც უნდა ყოფილიყო.
-უხვი მასალით და დადასტურებული სამხილებით,სიტყვას ცვლიდნენ,პროფესიულად ჩუმად,ნანოს ადვოკატები.
-ანდრია ინწკირველის გვერდით იჯდა დათი...კარისკენ ქონდა მზერა და ომობდა,შინაგან მესთან.
-სად ჯანდაბიდან მოიტანე?ინწკირველის ხმამ შეაკრთო შარაშიძე.
-რა მოვიტანე?
-ადვოკატებთან ვისაუბრე,მთელი ღამე განვიხილავდით და ეტაპობრივად ვკინძავით ყველა სამხილს,არცერთი დეტალი ყოფილა უცნობი,მხოლოდ ერთმა გამაკვირვა,საიდან აქვს ჟურავლიოვას,ნანოს მკურნალობის ხუთ თვიანი ჩანაწერი?მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი ყოველდღიური დეტალით.
-მაგაზე ირაკლიმ ხო...
-დათი...ანდრია ვარ ინწკირველი და არა
-მე,შენ ვიღაც „ჭ“ კლასის,ვაი გამომძიებელში ხომ არ მეშლებიიი?ფხუკუნებდა დათი.
-პირველ რიგში ზის ბურდულების ბიჭი ილია,პაპას მგელი, მაგის ბიძაშვილი ლიზო,ფსიქოლოგია.
-ელიზაბედ ბურდულის მაგიერ სამედიცინო კვლევაში,ფსიქო ცენტრის, მთავარი ექიმისა და დამაარსებლის,დარია არაბულის დასკვნა და ხელმოწერაა.
-ელიზაბედი არა,ლიზო ქვია,ქალბატონი დარია კი ლიზოს დედამთილია.
-ილუ ბურდულის,ბიძაშვილის დედამთლი...შენი ბავშვობის ძმაკაცის,ბიძაშვილის,ლიზო ბურდულის...დედამთილი,სანტა ბარბარაა???!
-ეგ სერილიალი არ ვიცი ინწკი,მე უფრო Prison Break.
-კიი კი,სკოფილდსაც გავხარ,გაქცევა არა, უფრო გატაცებაა შენი ძლიერი მხარე.
-არ გრცხვენია?ამხელა გამომძიებელ კაცს?თავი ქონდა დათის ჩახრილი და ანდრიას სახის გამომეტყველებაზე ეცინებოდა.სკოფილდს შენ გავდი თუ „კაია“.
-რა კორუფციას და კომუნიზმს ატრიალებ?არც ანდრია აკლებდა,თუმცა ვერ იცინოდა და რამის იყო დათის ხარხარი აეტეხა.
-სიმამრი მყავს გამოცდილი,ღამე ცოტა მამეცადინა.
-ნანოს რა ვუყოთ?როდის ჩამოვიყავნო?დასერიოზულდა ანდრია.
-ნანო აქ არის,თავს დავდებ...ახლა არ მითხრა რომ შენს გარეშე არ წამოვიდოდა,მე ვიცნობ ნანოს და ის არ გაჩერდებოდა,არ გაექცეოდა საბოლოო გადაწყვეტილებას.სხვას მეტად აღარ გარევდა.არ ვიცი როგორ მოახერხა,მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ირაკლის სახლში იყო.
-ასეთი რა ყნოსვით ხარ?
-ძაღლის ადრუშ,ნაგაზის,თვალი ჩაუკრა დათიმ.
-ბლადჰაუნი,რამდენი დღის წინ იყნოსე?არ ჩერდებოდა ანდრია
-რომ დაბრუნდებოდა,დაახლოებით ერთი თვის წინ მივხვდი,ათი დღის წინ ვიყნოსე.
-უფრო ბელგიური მალინუა...
-რა ძაღლის ჯიშების ჩამოთვლა აგიტყდა?
-მისმინე შარაშიძე!?კურსზე ყველაზე საზრიან ტიპად ითვლებოდი და იმედია გასწავლა პატივცემულმა პროფესორმა,რომ ბლადჰაუნი, დაახლოებით 7-10 დღის შემდეგაც შესაძლებელია გაჰყვეს,ადამიანის კვალს.ბელგიურ მალინუას კი,არა მხოლოდ მაღალი ინტელექტი,არამედ გამორჩეული გამძლეობა და სამუშაო უნარებიც აქვს.
-ახლა მაქეებ?გავწითლდე?
-არა დათი კომპლიმენტად მიიღე,თვალი ჩაუკრა ინწკირველმა.
-ილო იეჭვიანებს,მაგასთან ერთად არ შემაქო...ანდრიიიი
-ღმერთო გადმოხედე რაა,
-მე ჭკუა და შენ ფული?ანდრიიი
-რაც არ გიჭირთ შარაშიძეებს ფულია,რამის ახარხარდა ანდრია.
-შენ მოგიკვდეს ჩემი თავი,ხელფას მოვამატებინებ
-ვიის?თვალები მოჭუტა ინწკიმ.
-მამაშენს ანდრია,გამოგიყოს ბიუჯეტი,წლიურად ბევრ მილიონიანი მოძრაობა რომ აქვს.ისე მაინც რა ასაკიდან აღარ ზიხარ მშობლების კისერზე?
-არ უყვარდა მამაჩემს კისერზე შემოსმა დათი... 21 წლიდან აღარ გამომირთმევია არცერთი თეთრი და მარტო გადავედი საცხოვრებლად,ისევე როგორც შეენ.
-შენ ჩემზე ცნობებს აგროვებ?მგონი ნერვიული აშლილობა მაქვს,ცალყბად,ნერვიულად გაეღიმა დათის
-ხო ცნობებს ვაგროვებ,შენი სურათები მაქვს ოთახში გამოკრული და რო გავიზრდები, შენ მინდა გამოვიდე,ახლა ანდრიას ეღიმებოდა,მსგავსად დათისა.
-რამე მოწიეთ?შეტყობინებას ილუ წერდა ბიჭებს
-დავითაიმ გვცა პატივი,მეგრულია სუფთაა, გინდა?დაუბრუნა პასუხი დათიმ.
-ენა გააჩუმე,ისმის...
-ძმაკაცი გყავს ძაღლებს შორის უძაღლესი,ნუ გეშინია ილიკო,ღიმილის ემოციაც არ აკლდა შეტყობინებას,დათისგან.
-ცოლის ძმავ და მასზე უტკბესო,ბურდული მემესიჯება და შენ დას სიმართლე გონია,ბარიგობას მტენით ბიჭო?თქვენი არასწორიი,შეტყობინებას ივა დავითაის გამოხედვა და ჩაცინება მოყვა.
-შენ ცოლი „გაჩმორებდეს“რა ჩემი ბრალია?შეუმჩნევლად აიჩეჩა მხრები დათიმ.
-ახლა, შენ მიგაჩმორებს შენი და და მერე არ თქვა რომ არ გაგაფრთხილე.ისევ ამოხტა შეტყობინება დათის და ანდრიას მობილურებში,სახელით ანდრიასთან ივა,დათისთან -მფრინავი.
-ენა ჩაიგდეთ!!!იწერებოდა მამაო.
-სიჩუმისკენ მოუწოდათ ხმამ!მოსამართლე მობრძანდებოდა.
-არ ედო ხელს ბორკილი,დაცვა მოყვებოდა,ლამაზი იყო,დედასავით ლამაზი. ღია თაფლისფერი თმა,შუაზე გადაეყო და გრძელ კუდად შეეკრა,აღარ ანათებდა თმასავით თაფლისფერი თვალები. ნაწყენები ჩანდნენ დიდი ხნის უკოცნელი მზის კოცნები. ხორბლის ფერი კანი და ზომაზე მეტად თეთრი კბილები გამოუჩნდა,სულ ოდნავ ამოსასუნთქად ტუჩ გახსნილს და ვეღარ ჩაისუნთქა დათის სახე გადაყრილმა.დაუნახა, ნაკერებ ნაშრამი მაჯები და სახისკენ გაქცეული თვალი,მკერდის დაბლა გაეყინა.იქ,ახალ სიცოცხლედ აჩნდა,გამობურცული მუცელი.სამყარო შეირყა,არ ახსოვს როგორ წამოდგა ფეხზე და ანდრიამ დასვა.
-დრო გააჩერა, სუნთქვად.
-სხვა დათი ღრიალბდა მასში - შენი ანოა ხედაავ?შენი საკუთარი ანო,საკუთარი სხეულით,შენს საკუთარ შვილს ატარებს.“მიდი... ერთხელ მაინც შეხედე“,ნუ გეშინია,ის არ გიყურებს!თითქოს შენს არსებობას გვერდს უვლის.იმ ღამეს გამომძიებელო,კიდევ ერთი ცხოვრება რომ მოუკალი ისედაც მოკლულს, სიცოცხლე დაგიტოვებია ბიჭო.ყელში გიჭერს არა?!სად არის შენი სიმართლე?!კარგად ჩაეჭიდე,ნაღალატევი ქმრის სტატუს,იქნებ გადარჩე. დათიმ მუშტი ისე ძლიერ შეკრა,ფრჩხილები ხელის გულში ჩაესო.
„მიყვარხარ...“როგორ შეუძლია ადამიანს?!!მთელი გულით უყვარდეს და იმავე გულით ვერ პატიობდეს. ეს ჩემი სასჯელია ნანო.იცი რატომ?სიძულვილს დასასრული აქვს.სიყვარულს არა,ჩემსას არა!
-დიდ ხანს გასტანდა სასამრთლო,ყველას მოავლო თვალი და შეაჟრჟოლა სიხარულით,ამდენ ხალხს ხედავდა და მათში,იმ სიმართლეს,რომლითაც უდანაშაულო იყო.
-ეკატერინე ჟურავლიოვამ წარადგინა მოხსენება და არ გამორჩენია არცერთი დეტალი,თუ როგორ იმუშავეს ადვოკატებმა,ლევან ღვინიაშვილმა და ლადო ანდღულაძემ.ანდრია ინწკირველის გადაბმული დღე ღამეები ფაქტებს დებდა და ცნობილი ხდებოდა ნანოსთვის,ვინ იდგა უკან,ვის მხრებზე გადაიარა ხუთი თვის ბრძოლამ.დაპატარავებოდა დათის,ფართე მხარბეჭზე მხრები,ნაბრძოლევს უმჩნევდა, გაჩენილ თეთრებს თმაში,დარდად დაფერთხილ კილოგრამებს და შუბლთან ნერვიულად მოძრავ ძარღვს. „მიყვარხარ“... და სიძულვილი არ შემიძლია.
-ბატონო მოსამრთლე,წარმოგიდგენთ საქმე ნ22.02ს. (მაინც შევქმნი სუნამოს,შენი სურნელით ანო,შენი 22.02 ით,გაეფიქრა დათის და გაეღიმა იმ ფაქტზე რომ სუნამოს სრულ ეფექტს,რომელსაც ქართველი,გერმანელი და ფრანგი პარფიუმერები უკვე ქმნიდნენ,მხოლოდ ერთი ინგრედიენტი აკლდა,ელოდნენ დათის) გადმოგცემთ, დანაშაულში ეჭვმიტანილის სრულ დოკუმენტაციას,სადაც დეტალურად არის აღწერილი,ნანო მაჭარაშვილის უდანაშაულობის ფაქტები,რასაც ადასტურებს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა,კრიმინალისტების მიერ გადაცემული მასალების საფუძველეზე. გამომძიებელ ანდრია ინწკირველის მიერ მოკვლეულ მასალებს და პატაკის ჩანაწერებს, დართული აქვთ:რეალური დამნაშავეების აღიარება,მათ მიერ ჩადენილი, უმძიმეს დანაშაულებში,ფსიქოტროპული საშუალების დახმარებით,ჩაითრიეს ნანო მაჭარაშვილი, ირაკლი მაჭარაშვილზე შურისძიების მიზნით.არც ერთი დანაშაულის დეტალი, არ არის ერთმანეთთან უკუ კავშირში. ასევე წარმოგიდგენთ,ფსიქო ცენტრიდან მთავარი ექიმის,დარია არაბულის სამედიცინო დასკვნას,რომელიც ნ.მს მკურნალი ექიმი იყო. ნ.მ არის პიროვნულად ჯანსაღი,დასტურად უდევს ფსიქიატრიული მონიტორინგი,ხოლო ფსიქო შეფასებით,მას აღენიშნებოდა შფოთვები,რომელიც გამოწვეულია,გადატანილი სტრესით.მისი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადნენ დაკავებისთანავე და მუდმივად იყო საფრთხის ქვეშ,ამიტომ ვალდებულ იქნა ციხის ადმინისტრაცია,ნ.მ დაეტოვებინათ სპეც დაქვემდებარებაში.
-ბატონო მოსამრთლე,სიტყვა პროკურორმა ითხოვა,რაც შეეხება სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს,იქნებ თავად ბრალდებულმა და ამ შემთხვევაში მსხვერპლმა, გვესაუბროს.
-თქვენი წინადადება მიღებულია,განაცხადა მოსამრთლემ!
-ქალბატონო ნანო,შეძლებთ ტრიბუნასთან დგომას? უნდა თქვათ მხოლდ სიმართლე,შეძლებთ?
-დიახ,ვიტყვი სიმართლეს, არაფერს სიმართლის გარდა!
-წარადგინეთ თქვენი თავი,როგორც პიროვნება,მოუხმო პროკურორმა
-(არაფერზე დაიძაბო ნანო,ზუსტად ისე თქვი როგორც არის,სიმართლე თქვი!კითხვებზე პასუხს თავი არ აარიდო.)იხსენებდა მრსჯავდებული მაჭარაშვილი.
-მაჭარაშვილი ნანო,დაბადებული: 22.02.2003.დავიბადე ქ.თბილისში.დაბადებიდან შემთხვევამდე,ვცხოვრობდი მთაწმინდაზე,ბეთლემის ქუჩაზე.დედის ირინე ტუღუშის გარდაცვალების შემდეგ,ვცხოვრობდი მარტო.მყავს მამა ირაკლი მაჭარაშვილი და და,ანასტასია.სკოლის შემდეგ დავასრულე,უმღლესი სასწავლებელი მარკეტინგისა და მენჯემენტის მართვის საფუძვლების განხრით და ამავე სპეციალობით, ვფლობ მაგისტრის ხარისხს,სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა,ბერლინის უნივერსიტეტმა მიმიწვია ერთ ერთ კომპანიაში,ჩემივე სპეციალობით,ამავე უნივერსიტეტში დავიცავი მაგისტრის ხარისხი და მომავალში ვფიქრობდი დოქტურანტურას,რაზეც უნივერსიტეტი მხოლოდ შიდა,ონლაინ გამოცდაზეც დამთანხმდა,თუმცა...
-ნანო,თავს დამნაშავედ გრძნობთ?მკაცრი იყო პროკურორი,თუმცა ჩანდა მისი მხარდაჭერა ნანოსადმი,მიუხედავად იმისა რომ ის,ნეიტრალს წამოადგენდა.
-არა!იყო მოკლე,ყოვლისმთქმელი პასუხი.
-მოგვიყევით იმ ღამის შესახებ
-საღამო ხანს,ჩემთან მოსულები იყვნენ,ჩემი ადვოკატები და ასევე გამომძიებელი,ანდრია ინწკირველი,დიდ ხანს გაგრძელდა საუბარი ჩვენს შორის,შემდეგ დამაბრუნა დაცვამ,წინასწარი დაკავების საკანში.ალბათ გვიან ღამე იქნებოდა,როდესაც ერთი პიროვნება შემოვიდა ჩემთან და ყველანაირად ცდილობდა ჩემს მორალურ გატეხვას.არც კი გამიხედავს მისკენ,თითქოს არ ვიმჩნევდი,თუმცა ვნერვიულობი და მეშინოდა,ალბათ მამჩნევდა.ჩემი საქციელით წყობიდან გამოსულმა,ფეხებთან ბასრი საგანი დამიგდო და მითხრა:რამაზ ქორიძე მოკითხვას გითვლის,არა მხოლოდ შენ,შენს ახლად გამოჩენილ მამიკოსაცო.ძლიერი გოგო ყოფილხარ ნანო,შეძლებ!მიდი და დედა ჩაგეხუტება,გულში ჩაგიკრავს და ობლობას დაგავიწყებს,აიღე ნანო და იცი რაც უნდა გააკეთო.შევეწინააღმდეგე არ ვიზამ მაგას,თუ ეგრე გინდა შენ მომკალი,ან შენი ბატონი რამაზი მოვიდეს მეთქი.ძალიან გაბრაზდა,სურვილის მიუხედავად ჩემზე ხელი არ აუწევია,უფრო მეტი ბრაზით მომმართა:რამაზ ქორიძე და ანზორ შარაშიძე შენზე ამბობენ,ნანო ის გოგოა,დათის სიცოცხლის სანაცვლოდ,თავისას რომ არ დაინანებსო.მერე... მე, მხოლოდ დათის ყვირილი მახსოვს,თვალები რომ გავახილე საავადმყოფოში ვიყავი.მე...მე,უნებურად გახედა მამამთილს და ანზიი,ერთი წამითაც არ მიფიქრია შენზე,არ ინერვიულო კარგიი?უთხრა და შებარბაცდა,თავჩახრილი,თვალებცრემლიანი დათი შეშლილივით წამოხტა,წყალი მოიტანეთ!!!იმაზე მეტი იყო მისი ხმა,ვიდრე მაშინ სისხლისგან ვენები რომ ეცლებოდა,მის საკუთარ ანოს.წამოაზიდა,ნერვიულობის გამო და ბოდიში მოიხადა.
-მაპატიეთ...
-ნანო,ექიმს დავუძახებთ,სრული თანადგომა იგრძნობოდა,პროკურორის ხმაში.
-არა,გთხოვთ,მხოლოდ წყალს დავლევ და თუ შეიძლება დავჯდები.
-ბატონო დათი,თქვენს ადგილს დაუბრუნდით,მიმართა მოსამრთლემ.
-მაპატიე...ამოიხრიალა დათიმ და ნანოს სიმძიმეებით დაეშვა,ანდრიას გვერდით.
-ნანო გააგრძელებთ?
-დიახ,წამითაც არ დამიშვია ანზორზე ის, რაც მითხრეს,რამაზ ქორიძეს არასდროს მოვწონდი და ვერაფრით ვხსნიდი მის დამოკიდებულებას,ჩემდამი.ჩვენ ძალიან იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.არასდროს მარტო.
-ვინ მოგიყვანათ კლინიკაში?
-დავით შარაშიძემ.
-ვინ არის დავით შარაშიძე?
-კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი,ქალაქის მთავრ საგამოძიებო სამართველოში.მან გადაგვარჩინა მე და ჩემი შვილი.
-ნანო ორსულად ხართ,რატომ არ თვქით ამის შესახებ დაკავების დროს?
-არ ვიცოდი,
-დაოჯახებული ხართ?გვესაუბრეთ თქვენი შვილის მამაზე.
-დიახ დაოჯახებული ვარ,ჩემი შვილის მამა არის... დავით შარაშიძე.
-თქვენ და შარაშიძე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებით?
-ვერაფერი უპასუხა,თითქოს ეშინოდა,ეშინოდა დათის რეაქციის და ჩუმად იყო...
-ეს,პირადული კითხვაა!გააპროტესტა ადვოკატმა ჟურავლიოვამ და ღვინიაშვილმა,
-განაგრძეთ ნანო,არ დააკმაყოფილა მოსამართლემ პროტესტი და ვერ ნანო აგრძელებდა.
-დიახ!სიჩუმეში ამტყდარი ჩუმი განგაში, ანდრია ინწკირველმა დაარღვია.დიახ, ბატონო მოსამართლევ,ნანო მაჭარაშვილი და დავით შარაშიძე კანონიერ ქორწინებაში იმყოფებიან,ამას თავად შარშიძეც დაადასტურებს.
-დავით,ადასტურებთ გამომძიებლის ნათქვამს?თვალს არ აშორებდა პროკურორი დათის სახეს.
-ნანო მაჭარაშვილი ჩემი ცოლია და ჩვენი მომავალი შვილის დედა,არც დათის დაუხრია თვალები,ყველაზე დიდი სიმართლით ამბობდა და გულში სიხარული ისე დაიბადა, ვეცრ კი გააცნობიერა როდის.სიხარული მამობის და ცნობიერება იმისა,რომ ნანო მისი ცოლი იყო.
-აღარ მაქვს მეტი კითხვები,ნანო შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენს ადგილს.პროკურომაც დაიკავა,კუთვნილი ადგილი
-თქვენს ადვოკატებთან დაჯექით ნანო,როგორი თანაგრძნობა სჭვიოდა სამართილიან მოსამართლეში.
დაუმძიმდა სიფრიფანა სხეული,იმის გაცნობიერებით რომ მის ზურგს უკან დათი იჯდებოდა და ვეღარ გრძნობდა დათის ზურგის სიმყარეს თავისად.
„მშვიდად პატარავ,არ აიღელვო ეგ გული,შენთან ვარ,ჩემი ზურგით გიტარებ ყველა სიმძიმეს,ახლა მხოლოდ თქვენზე ვფიქრობ.უხმოდ ესაუბრებოდა დათი ნანოს,ნანო კი მის სიჩუმეს უსმენდა,სუნთქვა დაუმშვიდდა,სხეულიც შემსუბუქდა,რაღაც აღარ იყო მძიმე,ვიღაც მის სიმძიმეს ისაკუთრებდა.


მოსამართლემ საქმე, ნ22.02 საქაღალდე ნელა დახურა. დარბაზში, მხოლოდ სიჩუმე ისმოდა. პირველად გაისმა საათის წიკწიკის ხმა.
დილის 10:00 ზე დაწყებული პროცესი.
15:37წთ-ს უჩვენებდა საათის ისარი.
-არ სურდა რამე ეგრძნო ნანოს
-დათი ნანოს გრძნობდა.
-ირაკლის მზერა შვილს არ შორდებოდა.
-ლანას და ანზორის მზერაც არ შორდებოდა, შვილებს.

მოსამრთლემ სათვალე მოიხსნა,რამდენიმე წამით დუმილი არჩია,შემდეგ კი მშვიდი,მკაფიო ხმით წარმოთქვა:
-საქართველოს სახელით...
სასამართლომ შეისწავლა საქმის ყველა მტკიცებულება,მოუსმინა მხარეთა განმარტებებს,შეაფასა წარმოდგენილი გარემოებები და მიიღო გადაწყვეტილება,რომელიც უზენაესია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლო ადგენს:ნანო, ირაკლის ასული მაჭარაშვილი,ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და სრულად გამართლდეს,წარდგენილ ბრალდბებში.განთავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან დაუყონებლივ. რაც შეეხება დამნაშავე პირებს,მათ განესაზღვრათ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა,პენიტეციურ დაწესებულებაში და სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გაყაყვანილ იქნებიან.მაჭარაშვილის ადვოკატებმა,მისივე თანხმობით უარი განაცხადეს,ცრუ ბრალდების,ფიზიკური და მორალური ზიანის გამო,ფინანსურ კომპენსაციაზე,რამაზ ქორიძის ვალდებულებით.
დუმილი,
ერთი
ორი
სამი
თითქოს ვერავინ გაიგო,რაც ახლა მოხდა,არ უტირია ნანოს,ცრემლით სავსე თვალებითაც არ უტირია.
-უძრავად,თითქოს ტვინს ჯერ კიდევ არ შეეძლო ამ სიტყვების მიღება.
„გამართლდეს“-ათასჯერ გაიმეორა,მერე ისევ-„უდანაშაულოდ“
-ირაკლიმ თავი დახარა,მხრები მოეშვა,ხელები აუკანკალდა,დიდი ლოდი გადაგორდა და სხეულის უწონადი სიმსუბუქე იგრძნო.
-იმ წუთამდე ,ეს სიმართლე უნდოდა ყველაზე მეტად,ახლა რატომ ვერ იშორებდა განცდას რომ ამ სიმართლესთან ერთად საკუთარი დანაშაულიც მიიღო. მის თვალწინ ქალი იდგა,რომელსაც ყველაზე მძიმე წუთებში მხარს უჭერდა,მასთან იყო და მისი არა. ქალი, რომელსაც უყვარდა.ქალი,რომელიც უყვარდა. ნანომ ნელა ასწია თავი,მათი თვალები პირველად შეხვდა ერთმანეთს და ამ მზერაში არ იყო გამარჯვება არც ბრაზი არც შურისძიება. მხოლოდ უსასრულოდ გადაღლილი კითხვა... ახლა მაინც გჯერავს? ნანოს უხმო კითხვას,უხმოდ პასუხობდა.
-ნეტავ,ჩვენშიც შენ იყო ასე მართალი და ვიყო მე,კაცობამდე ჩაჭრილი,შენს ქმრობაში.
-ივნისმა ამინდი გადაწყვიტა,ნაგვიანევად დამდგარ გაზაფხულს,მზე აღარ ემალებოდა ბეთლემის ქუჩაზე. და იმ დღეს,სასამართლო დარბაზში,მხოლოდ ერთი ადამიანი არ განთავისუფლებულა,თავისუფლება სიმართლემაც დაიბრუნა. მამასთან სახლში მიდოდა ის გოგო,მამას გოგოობა სულ რომ უნდოდა,ახლა მასაც ყავდა საკუთრად,მამას გოგო.
-ირაკლი მაჭარაშვილი!ახლად გამოცდენილები იყვნენ სასამართლო შენობას,ბოხმა ხმამ ყურადღება მიიქცია... -რამაზ ქორიძე მოკითხვას გითვლის!წამიც არ დასჭირდა,ისე შეუშვირა საკუთარი სხეული ირაკლისას,სულ ოდნავ მაღალი იყო მასზე. ტყვია დაიღირა ნანოს ფერებად,რა ხანი იყო აღარ ეფერებოდნენ მისი თხელი თითები,მოვლილი ფრჩხილებით...ისევ ისეთი ნაზი იყო მისი კანი და მდუღარე ცრემლი,დათის სახეზე.ჯერ კიდევ გონზე მყოფი, აანალიზებდა ნანოს მდგომარეობას.მის სხეულთნ დახრილს, მუცელი დათის ხელზე ეხებოდა,მარჯვენა ბეჭში ტყვია გაუჩერდა,მარჯვენა ხელი ნანოს მუცელზე.
-ეუფფ,ოღონდ არ თქვათ რაა,გმირიაო,ინწკი სხვა რამე მოიფიქრე, უფრო ვარ!მეე, თორემ ჯვარნაწერი მშობლების შვილი ვარ.სიმწრით ეცინებოდა
-რამე გეშველება?დუღდა ინწკირველი
-პრინციპში არ ვიცი,სახე ტკივილმა გაუკავა,მაინც შეძლო მისი ანოსთვის გაღიმება,არ იტირო რაა,მართლა გეუბნები შანსი არის გადარჩენის,ბეჭში გააჩერა იმ ოხერმა,გულში ხო არა,განქორწინების ფურცელი დავხიე და ქვრივობა შემოგკადრო?მაგრამ მაინც,მშვიდად რომ ვიყო, მეტყვიი?მუცელზე ხელს დაატარებდა,თუ რამეა უთხარი მაპატიოს,მამას აპატიოს უნახავად წასვლა.ნანო ხომ ეტყვი, ჩემს ბოდიშს...?
-გოგოა...შენი გოგოა,მამას გოგოობა უნდა!დათი, რამე ისე არ ქნა,უკან დასაბრუნებელი გზა მოიჭრა...არ გრცხვენია?ლანაკოს და ანზის რას აყურებინებ?სულ რომ უფრთხილდებოდი და არასდროს გითქვამს სულ პატარა განსაცდელიც კი,ახლა რა დღეში ხარ?ოღონდ ლანამ არ იტიროს,ლანას ცრემელბს ვერ ვუძლებო.შენი ლანაკო ტირის დათი,უძლეებ?!!დათი, ნინა?ივა დავითაიამ რომ გააბრაზოს?დათ,შვილი უმამოდ არ დამიტოვო,თორემ!!!
-მითხარი რაა... ნუ ანო,ნუ ღელავ,მაგ უფრო სავსე მკერდით,ცუდ რაღაცეებზე მეფიქრება და სირცხვილია,ჭორფლიანო...თქვი რას მიზამ?
-არ გაპატიებ!არც ჩვენს გოგოს ვეტყვი შენზე,არასდროს მოვალ და არც ბავშვს...
-ღმერთო,სხვა გზას არ მიტოვებს,გადამარჩინე რაა... თქვა და მარჯვენა ხელი ასფალტს შეატოვა,ნანოს ყურებაში დაეხუჭა თვალები.დედამ პირჯვარი გადასახა.
Nicht einmal der Tod kann dich mir nehmen.Fur immer wirst du Datis Ano sein.meine Sommersprossige. Ich liebe dich. “თვით სიკვდილიც კი ვერ წაგართმევს ჩემგან.სამუდამოდ დათის ანო დარჩები“.ჭორფლიანო მიყვარხარ.-ეს იყო ის სიტყვები,რაც მხოლოდ საკუთარ ანოს უთხრა,რაც მხოლოდ ანოსთვის იყო,რაც მხოლოდ დათის ანოს ესმოდა.
-დიმაა.....დიმაააა....კლინიკაში წადი,ნიკო და გუგაც წაიყვანე მამა,მე ეს მომყავს და ვაი ამას,ისე არ ქნას რამე მე რომ მინდა!ღრიალი ხავილში გადაუვიდა ილუს.
-კლინიკაში ვართ სამივე და მითხარი ილუ,მამა მითხარი რა ხდება,არ გინდა ცოცხალი დაგხვდე?
-ვკვდები მამა...
-ილუ,მამა არ ხაარ?შვილი ხომ გყავს?თქვი მამა რამე...
-მიკვდება მამა,
-ილიკო ბურდულო,კლინიკა სრულ მობილიზებაშია,ფეხზე ვდგევართ,დაუჯდომლად.ოპერაციას გავუკეთებ,ცოცხალს გამოვიყვან მაგ არანორმალურ კაცს და მერე შენ, არ გინდა გამასწრო?!!! გელოდებით ილუ.
-ჩემი დათი მომყავს მამა...
-ვიცი,მოდი ჩემთან,მამასთან მოდი ილუ და გადავრჩინოთ შენი დათი. წარსულში ჩაიძირა დიმა ბურდული,ეამაყებოდა შვილის ბავშვობის დროინდელი კაცი,თავისივით ეამაყებოდა.


28***
-ნუუც,გთხოვ შენ მაინც უთხარი გამიშვას,ვჭამე და არც ცუდად ვარ,გემუდარები რაა,ასე მოვკვდები,უნდა ვნახო,ჩემი თვალით უნდა დავინახო,ტირილისგან გული ყელში ჰქონდა მიბჯენილი და სუნთქვა უჭირდა.
-გთხოვ დამშვიდდი,გევდრები ნანო,დავურეკავ და ვთხოვ ... იკას
-საჭირო არ არის ნუცი...
-მამაა...უფრო მეტად ატირდა
-ნანო ბავშვივით იქცევი და საერთოდ არ ფიქრობ შენს მდგომარეობაზე!თითქმის ერთი კვირაა ძალით და საკუთარი ხელით გაჭმევ,თქვი რამდენი დღე იყავი საავადმყოფოში?იცი იქიდან როგორ მოგიყვანე?ხელში აყვანილი,სანამ გადასხმა არ გაგიკეთეს და არ გაიძულეს სახლში წასვლა,ფეხი ვერ მოგაცვლევინე.გითხრეს,შენს მდგომარეობაში მისი ნახვა არ შეიძლებაო. ნანო,ტირილს ჯობია ხილი ჭამო!ასეთი მომთხოვნი ირაკლი,პირველად იყო უფროს ქალიშვილთან,ვერ უძლებდა ასეთ შვილს და უფრო მეტად ქენჯნიდა საკუთარი სიმკაცრე.
-აღარ მაჭამო ირაკლი,არ მინდა!!!დავმძიმდი მამა შენთვის?!გაგიძნელდი?...ჩემს ტვირთს თავად ვეღარ ვზიდავ,ხელი გამიშვი თორემ უფრო დაგიმძიმდები.აღარც ხილი მინდა...ჩემს სახლში მინდა,მე მაქვს სახლი,იქ წავალ.
-შენს სახლში ხარ ნანო და ახლავე შეხვალ შენს ოთახში!მეტს აღარ ვისაუბრებ!ეგონა ასე იყო სწორი,ასე უფრო დაიცავდა ქალიშვილს და ატკინა,თვითონ უფრო სტკიოდა. ტირილისგან დაღლილმა და მომხდარისგან დასუსტებულმა,ნელი სვლით,მოაჯირს დაყრდნობილმა აიარა კიბე და მეორე სართულზე,თავის ოთახში შელასლასდა.
ვერ გაიგო, როდის დაბნელდა იმ დღისით და როგორ მოატანა მეორე დღის შებინდებამ,ვერც ის გაიგო მრავლაჯერ რომ დახედა ნუცამ და თითქმის მთელი ღამე ოთახთან გაუთია მამამ.კარაგად გამოძინებული ენერგიულად გრძნობდა თავს,თუმცა ადგომა არ უნდოდა,ისევ ტირილი აუტყდა,მამის მკაცრი ტონი რომ გაახსენდა და განაჩენივით ნათქვამი უარი,დათისთან წასვლაზე.
-იკოო,ძალიან წუხდა ნუცა,ცოდოაა,მეორე საღამოა არც კი გამოსულა,მხოლოდ წყალს სვამს,
-არ ჭამა?ანერვიულდა ახლად დაბრუნებული ირაკლი.
-არა,ხილსაც კი არ აკარებს პირს.
-ახლა ავალ და ვნახოთ როგორ არ შეჭამს!ისევ ძალით ვაჭმევ.
-გთხოვ იკო, გთხოვ...არაფერი უთხრა,ხელებში ჩაგაკვდება იცოდე.
-ნუცა,ხვდები რას მეუბნები?!გაბრაზდა მაჭარაშვილი.
-ვხვდები და მაგიტომ გეუბნები!მიუხედავად ყველაფრისა,მიუხედავად იმისა რომ დათიმ ყველაზე მეტად ატკინა,უყვარს გესმის?საკუთარზე თავზე მეტად და ჯერ კიდევ შვილზე მეტადაც ის უყვარს და შენ, ყველაზე მეტად რომ ეიმედები და ახლა ამ მდგომარეობაში ყველაზე ემოციურს,თითქმის უყვირე.ორსულად არის,იქნებ მასაც უნდა ვინმე მოეფეროს?! გაიხსენე აბა რვა წლის წინ...მეფერებოდი,თვალებში მიყურებდი და ყველა სურვილს მისრულებდი,არასდროს მტოვებდი მარტო და ყველა ჩემი ცრემლის ღიმილად იქცეოდი. და ნანო??? მასაც უნდა ეს ყოველივე და იცი ვინ უნდა?მისი ქმარი,უგონოდ მყოფი მაგრამ მაინც ის, ის კაცი უნდა სიგიჟემდე რომ უყვარს და ენატრება.რას აკეთებ იკო?
და მძაფრად იგრძნო ნუცას ყველა ნათქვამი,როდესაც ოთახში შესულმა,ნანოს სახეზე მამის მისამართით შიში რომ დაინახა,არასდროს უნახავს ეს ტასიას სახეზე და შეაძრწუნა ფაქტმა.ორივე ხელი ლოყის ქვეშ ამოედო და მუხლები მუცლამდე მოეხარა,ისევ ნამტირალევი და უსიცოცხლო იყო... გვერდით მიუწვა მამა,ძლიერი მკლავით გულზე მიიკრა და შვილის ყელში ჩაიკარგა.მამას აპატიე რაა,აწეული ტონი მაპატიე ჩემო ცხოვრებავ,შენი შეშინებული თვალები მაპატიე,სხვებივით მოქცევა და ეგოისტობა მაპატიე მამ...აღარასდროს მითხრა რომ არ გაჭამო,მე ერთი სული მაქვს,როდის აჭმევს ბაბუ მაგ პატარა გოგოს,მანამდე კი დედამისს...ირაკლის ნუ დამიძახებ რაა...შენი ნათქვამი მამა, ყველაზე ტკბილია.დამიმძიმდი?არასდროს პატარავ,ნეტავ შემეძლოს ყველა დარდი მოგაცილო და სულ ატარებს მამა,ნანოს და ტასიას სიმძიმეებს...მაპატიე ჩემო დიდო გოგოვ,მამას დიდო სიყვარულო.მოწესრიგდი,სულ ცოტა შეჭამე თორემ გადავიფიქრებ შენს წაყვანას.
-საად?ჯერ კიდევ უკანკალებდა ნიკაპი
-დათისთან წაგიყვან პატარავ,წაგიყვან და განახებ...
-შემიშვებეენ?მაჩვენებენ?მარლთა წამიყვაან?შევჭამ,გპირდები ოღონდ მაჩვენონ.
-რა გიყო ნანო?ამოიხრა ირაკლიმ
-არაფერი მამ,უბრალოდ მაჩვენე,
-და მე მაპატიებ ნანოო?
-ჩემი გული ხარ მამა...
-შენ ხარ მამას გული და ბედნიერება,კარგად მყავდი ნანო,თორემ ცუდი ირაკლი გავხდები.
-მოვრჩი,მეტს ვეღარ შევჭამ,გაბრწყინებული სახე შეანათა ნუცას,წამოდგა და ჩაეხუტა ნუუც,ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავ ჩემთვის.
-ლამაზო ნანო,მიხარია რომ გამოჩნდი და შენი სახით ის ადამიანი შევიძინე,ჩემი შვილისთვის რომ მეიმედება და ჩემი მეგობარი რომ გახდა,ისეთი მეგობარი ძალიან ცოტა რომ გვყვავს და სასიცოცხლოდ საჭირო.
-ნანო,გარეთ გელოდებიან,დიმა დაგხვდება კლინიკაში და გაჩვენებს დათის.
-შენ არ წამიყვან?
-მთხოვეს უკვე შენი წაყვანა და უარი ვერ ვუთხარი,ჩაეცინა ირაკლის და შუბლზე კოცნით მიაცილა ჭიშკარამდე,მუცელგაბზეკილი შვილი.
-ორიი განათლებული ამბიფიააა....შეკივლა სიხარულით ნანომ.როგორც ბავშვობაში,ახლაც ისე ელოდნენ,ბორდიურზე ჩამომჯდარიყვნენ გიო და რეზი,ნანოს დანახვისას სინქრონში წამოხტა ორივე და ჩაეხუტნენ მონატრებულ პეპის.
-პუკტუნა პეპი...რალამაზი ხარ იციი?მაინც თავს ხრიდა ორივე.
-მისმინეთ,ახლა თუ ისე არ იქნებით როგორც სუულ,გავიქცევი,უბრაზდებოდა ბიჭებს ნანო
-როგორც სუულ არაა?ისე მაგ წონაშიც შეგიძლია სირბილი?წყენა გამქარლი,პატიება შეგრძნობილი რეზისთვის, ისევ ისეთი გამხდარიყო ურთიერთობა.
-რეზიკოო,შეუტია გიომ,სანამ ამ ოდნავ მსუქანს,პირი მოუღია სატირლად,მანამდე შენ იტირებ მოტეხილობების ფონზე.ენას ამოგაძრობ
-რა იყო გიორგი?რამ გაგახალისა,აქაოდა შეყვარებული მყავსო...იიი გიორგიიიი,თავს მიხედე,თორემ მოტეხილობა ვის ექნება ვნახოოთ
-პატარა ბიჭი,ყველამ თავის სიყვარულს რომ მიხედოს არა???
-შანსი არააა,გიოო... თქვი,თქვი რომ შენ და იაკო
-ხოო ნანო,მე და იაკო ერთად ვართ და ... თან შარში,თაიამ არ იცის და ვნერვიულობ,არ მინდა დაისტრესოს,
-ჩემი ნათლული ჭკვიანი გოგოა და დაწრმუნებული ვარ ჯანსაღად აღიქვამს.აუუ მიხარია რაა,ცოტა დავლაგდეთ და მერე მოიყვანე ჩემთან...ეგ კაი და აბა რეზიკო დუნდუა,სანამ მე „პაბეგში“ვიყავი რა ამბებს ატრიალებდი?როდის უნდა გავიცნო ახალი სარძლო?
-ძველი
-ვიცნოობ?
-თამთას ნანო?გაეცინა რეზის,შევრიგდით,აღარ არის ყოფილი,მოქმედი ცოლია.უხაროდა პეპის,აბედნიერებდა მათი სახეები და დალაგებული პირადი ცხოვრება,მშვიდდებოდა,როცა იცოდა მის სამისთვის,მის ბავშვობისთვის სიმშვიდე მოჰქონდა სიყვარულს,თუნდაც ბევრი ბრძოლის და ბევრი დაკარგული დროის შედეგად.
-მოვედით ნანო,თავს ხომ გაუფრთხილდები?ჩაეძია რეზი
კიი,მშვიდად ვიქნები
-შერიგდით რაა,სთხოვა გიომ
-არა გიო,აღარ გამოვა,არ მაპატია, არც მე ვაპატიებ გონს თუ არ მოვა და თვალს არ გაახელს. არც მერე ვაპატიებ.
როგორ ერთულებოდა კლინიკა,სიტყვა საავადმყოფოს არც კი აღიარებდა,ტანჯავდა წამლის სუნი და ყველაზე მეტად იმაზე ფიქრი:თუ რატომ იყო იქ!გაუკვირდა როდესაც ლანა და ნინა მოსაცდელშივე შენიშნა და არა რენიმაციულ განყოფილებასთან...რამდენიმე ნაბიჯში ყველა ფიქრით იფიქრა,ყველა სიკვდილით მოკვდა და თავიდან დაიბადა....
-ნანოო,გულმა გიგრძნო?აეტირა ლანას
-დედაა....საყვედრურს ურევდა ხმაში ნინა
-ლანაკოო...ცუდი არ მითხრა რაა,ირაკლი დამპირდა გაჩვენებენო,ვერ ვნახავ?
-ნახავ დე,ნახავ...
-ნინაა...მხოლოდ ეს უთხრა და ცრემლი გადმოღვარა
-ხომ იცი ლანა როგორი ემოციურია,კარგად არის ლამაზო ნანო,კარგად.აქეთ გამოგვიშვეს,პალატაში გადმოყავთ და მერე შეგვეძლება ნახვა.
ახლა მოერია ყველა ემოცია,ყველა ცრემლმა ახლა მოიყარა თავი...სხეული მოდუნდა,ლოდმა დაშვება დაიწყო და იგრძნო სუნთქავდა,აღარ იცოდა რა ექნა,როგორ გამოეხატა სიხარული და მადლიერება უფლის მიმართ. ააკანკალა,არ უნდოდა ასე ენახათ დათის მშობლებს,იცოდა ანზორიც ახლომახლოს იყო,თავს კი ვეღარ ერეოდა,მხოლოდ ტირილი უნდოდა,სიხარული ასე უნდა გამოეხატა და ბოლომდე დაცლილიყო...ნელ ნელა უმატა ნაბიჯებს,სულ არ უქმნიდა დაბრკოლებას უკვე წამოზრდილი მუცელი,სხარტად ჩაირბინა კიბეები და უკვე აღრიალებული, გრძნობდა ხედვა უჭირდა,გააღწია როგორც იქნა ეზოში და აი იქ შეძლო...მთელი სხეულით თრთოდა...
-მოდი,მოდიი ჩემო პატარა გოგო, ჩემთან არ მოერიდო ცრემლებს,ბოლომდე დაიცალე და ისე ნახე შენი გადარეული ქმარი,ახლა აქ იტირე,დათის ანო...ისე ჩაიკარა,ისე ანუგეშა,ისე უყვარდა როგორც საკუთარი და,ისე უყვარდა როგორც სამი ძმის ნებიერა და განსაკუთრებით ილიკოს მზე,ეფემია ბურდული.
-ილიკოოო,
-უყვარხარ ილიკოს,ლამაზო ნანო.
-მე უფრო მიყვარხარ დათის ილიკო, მაჩვენებენ ილუ?წამწამებ აფახულებული, მზერას არ აშორებდა ნანო.
-იციი?თერთმეტი წლის ხარ,ისე მიყურებ,გაეცინა ილუს.-პატარებისთვის რომ არ შეიძლება დიდი ბიძიების ნახვა?
-ოცდაოთხი წლის ვარ,გაიბუტა ნანო
-თუ?ოთხის...კაი ნუ იბუტები,ნახავ გპირდები,ჩავაწყობ,კლინიკის მეპატრონეებს ვიცნობ
-მასხარა ხარ...
-ერთად უნდა გააჩინოთ შენ და ნინაამ?
-მე ნახევარი თვით ადრე...
-ნინა,ივა და დათის მშობლები დაჭრილთან შესულიყვნენ.ვერ გაუძლო პალატიდან გამოსულმა დიმამ,ნანოს ისევ სატირლად მომართულ სახეს და შვილს ანიშნა შეიყვანეო,თავად კი თმაზე მოეფერა შვილივით,მსუბუქად აკოცა საფეთქელთან და ყურში უჩურჩულა:ესეც გაივლის ნანო,ისეთებს გაუვლია-ო. ხელს არ უშვებდა ილუს,თითქოს ეს ყველა უხერხულ მომენტს გაუქრობდა,თითქოს ილუ დაუმალავდა სააშკარაოზე გამოტანილ გრძნობებს.
-მოდი ნანო,ფეხზე წამოდგა ივა და დასაჯდომად ადგილი გაუნთავისუფლა,დათის წინ ორი ქალი იჯდა, ორივეს მკერდქვეშ ახალი სიცოცხლე სუნთაქვდა,ორივეს გამო შეეძლო სიცოცხლის დათმობა.სიხარულს ვერ იტევდა...ღიმილები მრავლად ეპარებოდა წამოზრდილ წვერში.ახლოს მდგარ ილუს ახედა ნანომ და ცრემლები ჩამოუგორდა,ძლივს გადაყლაპა მომდგარი ნერწყვი.
-რაო ნანო?ჩუმად კითხა ილუმ და მისკენ დაიხრა
-მეც მინდა...წამწამებზე ეკიდნენ მარგალიტებივით ცრემლები და თითქოს დათის გულს ეცემოდნენ,ქმარს ვერ უთხრა,ქმრის ძმად ნაფიცს გაუბედა და ეს კიდევ უფრო მტკივნეული ჭრილობა იყო,ტყვიაზე მეტად.
-რა გინდა?მზად ვარ ყველა სურვილი შევასრულო,
-თონის პური,აი ისეთი მობრაწული ყუა რომ აქვს,ნინა ჭამს და მომინდა ილუ....
-გთხოვ...გთხოვ არ იტირო,ეხლავე მოგიტან,დავითაია სად იყიდე თონის პური?
-მოგშივდა ილიკო?გაეცინა ივას
-არა ივანე,უბრალოდ მაინტერესებს,ნინაკო ისე გემრიელად ჭამს,ზოგიერთები მადაზე მოვიდნენ და ეტირებათ...
-ილიკო მოუტაან?მის ანოს,მის ორსულ ანოს სურვილს ვერ უსრულებდა,ამაზე მეტად ვეღარ მოკვდებოდა,ნანოს ქმარი.
-ილუ, აზრი არ აქვს სახლთან ვიყიდე,უპასუხა ნინამ და შუაზე გატეხა პური,თუმცა... შეუმჩნევლად,უხმოდ წასულიყო დათის ანო,ისეთი დუმილი დადგა,ყველას შეზარა...ყველას დანაშაული შეუძვრა სხეულში,არ მიაქციეს ის ყურადღება როგორც ჭირდებოდა.ნანოს ადგილი დაუთმო ივამ,მერე ნინა ააყენა,თვითონ დაჯდა და კალთაში დაისვა ორი სული...უფრო მეტად ეს უნდოდა,თონის პურზე მეტად...არ ქონდა მზრუნველობა ქმრისგან,არც თონის პური შეხვდა.
-სად არის?შემოსვლა არ აცადა დათიმ ილუს.
-ქვევით,დუტა მოვიდა და მასთან არის,არ წავა ნუ ნერვიულობ,დუტა ამოიყვანს,ცოტა დამშვიდდეს,ის რატომღა ტირის?ნინაზე იკითხა ილუმ
-ნანოს გამო,ასე როგორ მოვიქეცი არ შევთავაზე,მე ხომ ვიცი როგორ უნოდაო. ივას კისერში მიემალა ნინას სახე და ამშვიდებდა ქმარი.
-არ უნდოდა პური, ნინაკო...ხმა უწყდებოდა დათის
-უნოდა,ხომ სთხოვა ილიკოს
-არა ნინ,მას ისევე უნდოდა ქმრის კალთაზე ჩამოჯდომა,როგორც შენ ჩაგისვა ივამ...
-დათი,თქვენი გადასაწყვეტია და გპირდები აღარასდროს ჩავერევი, მაგრამ ახლა დაუთმე,მოეფერე დათი...ურთულეს და უბედნიერეს პერიოდს სულ მარტო გადის,ვიცი ირაკლი და ნუცა არაფერს აკლებენ,მაგრამ ...
-არ ინერვიულო კარგი?ახლა სახლში წადი,დედა და მამაც წაიყვანე და გპირდები მივხედავ,ისე როგორც საჭიროა,ერთ ზედმეტ სიტყვას არ ვეტყვი ისეთს,რაც ანერვიულებს.შენ არ მეტყვი ვის ელოდები?სიყვარულით შესცქეროდა დას.
-ანინეს... ქმარს მიხუტებულმა დატოვა პალატა ნინამ,მშობლებთან ერთად.
დასჯილი,პატარა გოგოსავით შემოსკუპებულიყო დათის პალატაში მდგომ საწოლზე და ფეხები ჰაერში გამოეკიდა...ხმას არ იღებდა,დამშვიდებული თვალს არ აშორებდა დათის და მემილიონედ ირწმუნებდა თავს მის კარგად ყოფნაში.
-სათვალავი ამერია უკვე ნანო
-რას ითვლი?დაიბნა მართლაც პატარასავით
-მე კი არა შენ მითვლი სუნთქვას...შეეშვი ჩემზე ნერვიულობას
-ხო კარგად იქნები?
-ვიქნები,რატომ გახვედი?
-შემრცხვა დათი,ყველა შეწუხდა ჩემი გამოხტომით,
-არავინ შეწუხებულა,კიდევ ამერია სათვალავი,იმდენჯერ გაგექცა თვალი იმ პატარა მაგიდისკენ,
-იქ ატამი დევს...
-ხო ის ატამი შენ რომ გიყვარს და გაფრცქვნილია,სულ მოვაშორებინე კანი ლანას,,,
-დათიი,აქ ბევრი რაღაცეებია,სულ ისინი მე რომ მიყვარს
-სულ შენია ეგენი და მინდა რომ ჭამო,ოღონდ ტირილის გარეშე
-შენ მოატანინე? ჩემთვის???
-არა ბავშვისთვის... საუბარი დუტამ შეაწყვეტინა დათის,აღარც ნანოს უჭამია.
-გიო და რეზი მოვიდნენ,სახლში წამიყვანენ.კარგია რომ მოხვედი დუტა,მალე გამოჯანმრთელდი დათი,მოკლედ გადაღებულ თმაზე ხელით მიეფერა და კარს მიღმა გაუჩინარდა.
-აწყენინე კიდე ხო?თვალებს უბრიალებდა დუტა
-საიდან მოიტანე?
-არც გიო მოსულა და არც რეზი,ტაქსით წავიდა და მინდა გითხრა,აქ დარჩენას აპირებდა
-შენ რა იცი?
-რა უთხარი დათი?
-არაფერი...
-სადაცაა იტირებდა,აბა გიჟია?გაბრაზდა დუტა
-გიჟი არა დუტა,ორსული...ფუუ მივხვდი,მაგიდაზე რა დევს?
-ვაკუუმ კონტეინერში მარწყვის სალათი.მოხალული თხილი,გარგრის და ქლიავის ჩირი,ქინდერ ბუენო და მოკბეჩილი ატამი. რას მიხვდი?
-ჩემთვის მოატანინეო?გაუხარდა,გიჟდება ისე უყვარს,რაც მანდ დევს,არა ბავშვისთვის მეთქი
-ფუ რა სადისტი კაცი ხარ,ორსულ ბავშვს ყელში გაუჩხირე ლუკმა,საერთოდ ნუ უყიდდი,მაგის თქმას ჯობდა.გავიგეთ გამწარებული ხარ,მაგრამ ცოტა მოუთმინე ცოდოა.


30***
ვერც კი წარმოიდგენდა თუ რამდენიმე დღეში,ეზოდან გამოსულს დათი დახვდებოდა და ორ კვირას კოჯორში გაატარებდა მასთან და ნინას ოჯახთან ერთად,რთული იყო ორსულებისთვის თბილისური სიცხე,ყველა ექიმითან ვიზიტი იყო ერთობლივი,ყველა ნანოს მიზეზ უმიზეზო ცრემლის,მოწყენილობის,სიხარულის,ჭირვეულობის გამზიარებელი მისი ქმარი იყო,ქმარი რომელთან ერთადაც არ ეძინა,არ ქონდათ საერთო ოთახი,ქმარი რომლის თვალებში მაინც ხედავდა ბრაზს,არ უსაუბრიათ სახელზე,არ მიუღიათ ერთობლივი გადაწყვეტილება,გადაღლილებს,ემოცია ჩამორეცხილებს დროისთვის მიენდოთ მოსახდენი.როგორი ლამაზი და სავსე იყო დათის ანო,ვერ მოესვენა სახლში და ეზოში იჯდა მარტო,ეგოისტურად გაურბოდა ნინას და ივას,ანზორის და ლანას,ეტირებოდა როდესაც მათ,სიყვარულით აელვარებულ თვალებს ხედავდა და დათის თვალებში?მაშინაც ეტირებოდა,დათის თვალებში საკუთარი თავს რომ ხედავდა.დათისაც ვერ მოუთმინა გულმა ნანოს თვალი რომ ვერ მოკრა.
-იციი რა ლამაზი ხაარ?თმაზე მიეფერა ცოლს დათი და სარწეველა სკამზე,გვერდით ჩამოუჯდა,ფეხები ზევით ამოწიე ნანო,შეშუპებული გაქვს და ცოდო ხარ...
-ზევით რომ ამოვწიო...
-ზევით ამოწიე და დამაწყე მუხლებზე,მიდი მიდიი...უთხრა და თვითონ დააწყობინა თავის მუხლებზე ფეხები,ნუ ღელავ და თავისუფლად,არ ხარ მსუქანი და არ მამძიმებ,გაეცინა დათის და ნანოსაც აუციმციმდა სახე.
-დათიი...
-თქვი აბა რა გინდა?
-მაჭმეევ?
-რასაც მეტყვი,ოღონდ ისურვე,სიყვარულით უმზერდა ცოლს დათი.
-ნაყინს მაჭმეევ?
-ადექი,წამო მარკეტში და ვიყიდოთ ბევრი ნაყინი.
-მე,თოლიას ჩამოსასხმელი ნაყინი მინდა,კიდევ მილქ შეიკი,აუუ ჟოლოსი მინდა დათიი
-არ იტირო,შევიშლები...მიდი გამოიცვალე და წავიდეთ, ვიყიდოთ, მთაწმინდის პარკში ჩავიდეთ.
სანამ მანქანაში ჩაჯდებოდნენ, ნინაც გამობობღდა გარეთ და ივა გამოყვა
-დათ,სადმე მიდიხაართ?
-ნანოს თოლიას ჩამოსასხმელი ნაყინი და შეიკი უნდა,მთაწმინდის პარკში მიმყავს
სახლისკენ შებრუნებულმა ნინამ, ივას შეხედა და ახლა მას გადმოსცვივდა ცრემლები.
-რაო ნიინ?ჩაეღიმა დავითაიას
-ივაა,მეც მინდა ნაყინი
-ნინაა,მიუხვდა ნანო...ნიი წამო რაა,ერთად ვჭამოთ,ხინკალსაც გვაჭმევს დათი,თქვა და ისე გაუხარდა ორივეს,ვერ შეძლეს,თორემ ხტუნვა უნდოდათ.
სექტემბერი აღარ იყო გაუსაძლისად ცხელი,დათი სამსახურს დაუბრუნდა,ბევრი საქმე იყო შუა გზაზე შეჩერებული,არ მოწონდა უმოქმედოდ ყოფნა,აღარ იქნებოდა სხვაზე დამოკიდებული,ახლა დედა უნდა გამხდარიყო და მისი გოგონასთვის ღიმილიანი,წარმატებული,ლამაზი ქალი და რაც მთავარია დედა იქნებოდა. ორსულობის მეცხრე თვეში, სადოქტორო დაწერა და ბერლინის უნივერსიტეტმა განხილვაში მიიღო...გადაწყვეტილება მიღებული ქონდა,მარტო იცხოვრებდა თავის გოგონასთან ერთად,მხოლოდ ერთი პირობით დაითანხმა ირაკლი,იცხოვრებდა იმ სახლში ,რომელიც დათიმ შეიძინა მისთვის,ისევ მთაწმინდაზე,ისევ ბეთლემის ქუჩაზე,უკვე ქონდა ორი საბანკო ბარათი,დათისგან და ირაკლისგან.როცა მზად იქნებოდა კარიერას დაიწყებდა ირაკლის ოფისში...არ გაუპროტესტებია არცერთი მხარის ფინანსური უნრუნველყოფა,არც სამსახურზე იტყოდა უარს,პირიქით მისი კარიერისთვის ეს,დიდი ნაბიჯი და გამოცდილება იქნებოდა. არ განიცდიდა +17 კილოგრამს,მაინც ჩადგებოდა ფორმაში,აგიჟებდა დათის, გაბზეკილი მუცლით,შეშუპებული სახით და ამღვრეული თვალებით,უჭირდა სუნთქვა და იღლებოდა მალე,ინსომნიამაც იმატა,ხშირად უწევდა საპირფარეშოში სიარული და ზოჯერ სულ ტყუილად,ეგონა რომ უნდოდა...ყველა ემოციას, უმრავლეს შემთხვევაში ტირილით გამოხატავდა,მაშინაც ასე მოხდა,არც კი უფიქრია უარი ეთქვა ლანას და ანზორის მიპატიჟებაზე,რა თქმაუნდა ირაკლიც იყო ცოლშვილთან ერთად. ოქტომბრის დასაწყისი ოქროყანაში მეტად იგრძნობოდა, ქარვისფერი შემოდგომა, მზეს ზაფხულის სიმხურვალეს უკარგავდა და ყველაფერს ოდნავი სიგრილე ერეოდა. ძველი მუხის ტოტებზე,ვარსკვლავის ფორმის თბილი განათება, ოქროსფერში იღვრებოდა და საოცრად ერწყმოდა ღია სალბისფერ სუფრას.გრძელ მაგიდას, თეთრი ფაიფურის თეფშები და ვერცხლისფერი დანა ჩანგალი აკეთილშობილებდა,ბროლის ჭიქები კი, თითქოს მზის ბოლო სხივს ირეკლავდა. თეთრი, ჯუჯა ვარდებებისა და მწვნე ჰორტენზიების კომპოზიცია არა დიზაინერის,არამედ თვით ბუნების ქმნილებას გავდა...ჰაეროვანი და თავისუფალი იყო ყოველივე შარაშიძეების აგარაკზე.ფორტეპიანოს ჩუმი ხმა არღვევდა იქაურობას. ბევრს მოეყარა თავი და ყველას ყველასთვის, ზედმეტად ძვირფასს... წვეულება „პატარა სასწაული“ Kleines Wunder“. ომახიანად მიიქცია იქ მყოფთა ყურადღება ანზორ შარაშიძემ... ამ საღამოს მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს,პატრა გოგოსი,რომელმაც ჯერ კიდევ დაბადებამდე შეძლო,ჩვენი ოჯახების ისევ გაერთიანება.სიცოცხლე რომელიც ძალიან მალე შემატებს ჩვენს დიდ ოჯახს კიდევ ერთ გულს,საკუთარ სიცოცხლეზე მეტად გაუძვირფასდება მშობლებს. ეს ტკბილი საღამო,დათი შარაშიძისა და ნანო მაჭარაშვილის ქალიშვილს ეძღვნება,მხოლოდ მას და არავის სხვას...ცხოვრებაში, ბევრი გამარჯვება და წარმატება მინახავს,მაგრამ არც ერთი მათგანი არ ღირს იმ ერთ გულისცემად,ნანოს მკერდქვეშ რომ ფეთქავს და ორი ადამიანის დიდი სიყვარულის ნაყოფია...ირაკლი,ჩვენს პატარა სასწაულს გაუმარჯოს,ძალიან ახალგაზრდა ბაბუობას რომ გაზიარებს,ჯერ კიდევ წარმოუდგენლად რომ ეჩვენებათ მის მშობლებს,იმხელა ბედნიერებად დაატყდებათ თავს და სრულად შეცვლის მათ ცხოვრებას.უფრო მეტად რომ დააჯერებს სიყვარულში,იმ სიყვარულში,უფრო დიდი და უპრობო რომ არ არსებობს...ჩვენს პატარა გოგოს,პატარა სასწაულს გაუმარჯოს.ყველა წამოუდგა ფეხზე სასწაულს,ფეხზე იდგა ნანოც,გაბრწყინებოდა თვალები და ცრემლები ბრჭყვიალებდნენ სიხარულით,ვერც მომავალი მამა გაექცა ცრემლიან ემოციას. ყველამ წარმოთქვა სიტყვა და ყველას სიტყვაში,წრფელი გრძნობები იფრქვეოდა უხვად.
-ჩემს პატარა სასწაულს გაუარჯოს,მალე მამის სტატუს რომ მომანიჭებს და ყველაზე ბედნიერ კაცად მაქცევს,ლამაზი ნანოს და ჩემს შვილს ებედნიეროს თქვენს შვილებთან ერთად,ბედნიერება,ჯანმრთელობა და და დღეგრძელობა ყოფილიყოს მათი თანმდევი,საკუთარი აღმართ დაღმართებით.
ნანოს ჭიქა, დათისას მიეწება ხმაურიანად და სიყვარულით გაუღიმა ქმარს...დღეს წყენები გამქრალიყვნენ. -დათი, ჩვენს მომავალ გოგონას გაუმარჯოს.დაე, ყველა შენი ნასურვებით ევლოს. მაკინე შარაშიძეს გაუმარჯოს.
-ანოო,მართლაა?მთელი სხეულით თრთოდა დათი,იქნებ...
-არაფერი იქნებ დათი,მე მომწონს და მიყვარს უკვე ჩვენი შვილის სახელი,რომელიც მისი დიდი ბებიის მოსახელე იქნება და ვისურვებდი, მასავით ღირსეულად ეცხოვროს.
-ჩემო გოგონავ...სიტყვები ვერ იტყვის იმ ბედნიერებას და სიამაყეს, რასაც ახლა ვგრძნობ,როგორც შენ და დათი მეამაყებით, უთხრა და ორივესთვის ჰქონდა ადგილი მკერდთან,ანზორს.
-ანზი ძალიან მიყვარხარ, მადლობა ამ დღისთვის შენ და ლანაკოს,მადლობა ყველაფრისთვის რასაც ჩემს გამო აკეთებთ მიუხედავად ყველაფრისა.მაპატიეთ გულის ტკენისთვის,რაც არუნდა მოხდეს,თქვენ ყოველთვის ჩემი ანზი და ლანაკო იქნებით.ნინაკო ჩემო გოგოვ,ბედნიერებაა შენნაირი მეგობრის და ოჯახის წევრის ყოლა,მადლობა იმისთვის რომ გაცნობის წამიდან შენად მიმიღე და დაუნანებლად იმეტებ ჩემთვის ღიმილს,სიყვარულს,ოჯახს,ყოველთვის დამებრუნებინოს შენსავით,ყველა გრძნობა.ივა,არც კი ვიცი სიტყვებით როგორ გითხრა სამადლობელი,იმის გამო რაც ჩემთვის გიკეთებია,უბრალოდ იცოდე რომ მიყვარხარ და ისეთივე ადგილი გიკავია ნანოს გულში,როგორც ჩემს გიოს და რეზის,ბიჭებს რომლებმაც მე და ქეთო,ჩემი გულის გოგო გაგვზარდეს,სულ ერთად რომ გაგვივლია ცხოვრების ყველა საფეხური,პეპის და ფიფქიას ძმობას რომ უწევენ და ყველაზე ღირსეული ძმები რომ არიან.ქეთო, ჩემი სულის ნაწილი ხარ,ახლა უკვე ნიკოლოზთან და ანდროსთან ერთად...შენ ის ქეთო ხარ,სიცოცხლე რომ მაიძულა,მწარე სიტყვების შემდეგ,ფეხზე წამომდგარს რომ დამინახავდა და სახლში გარბოდა,ჩემთვის ცრემლები რომ დაემალა,ყველასთან ფარად რომ დამიდექი,ყველაზე მეტად რომ მენდე,სიტყვები რომ არასდროს დამჭირვებია,ისე კითხულობდი ცემს სიხარულსა და ტკივილებს.შენ ის ქეთო ხარ,ნანო წამითაც რომ არ დაიშურებს სიცოცხლეს შენთვის,ისე როგორც დათი დუტასთვის და მამა ანთიმოზითვის,მისი ილიკო ბურდულისთვის.ბიჭებისთვის,რომლებმაც დათის გამო შეუძლებელი შეძლეს,ყოველთვის ვეტყვი ჩემს გოგონას რომ თქვენ, მაგალითი ხართ თუ როგორი უნდა იყოს კაცი და მეგობარი.ჩემთვისაც რომ არ დაენანათ წრფელი ურთიერთობები და მეგობრობის ხელი ჩამჭიდეს სამუდამოდ. მაამ ჩემო გმირო,ჩემო ყველაზე დიდო იმედო,ირაკლი შენ ის მამა ხარ, ნანოს სულ რომ უნდოდა შენნაირი მამის,მამას გოგოობა.უკვე დიდ ნანოს, ბავშვობის ყველა უმამო წელი რომ დაუბრუნე,ნუცა და ტასია რომ მაჩუქე.ნუცა, რომელიც არ მაძლევდა წაქცევის უფლებას,საკუთარი ტკივილები რომ გაიხსენა,ჩემს სანუგეშოდ,ყველა წუთს რომ მიმტკიცებდა რომ ცხოვრება გრძელდება,რომ ესაც გაივლის.ნუცი, დუტასთან და რეზისთან ერთად,მაკინეს მომინათლავ?ტირი?შენც მტირალა ყოფილხარ,ძლიერო გოგოვ. ტასია, ჩემი დიდი სიყვარული ხარ,ნანოს ახდენილი ოცნება ხარ,ხომ დაიმსგავსებ მაკინეს?გული სიხარულით რამის გამისკდა,მამას რომ უთხარი:შენზე მეტად, ნანოსნაირი თვალები მაქვსო. დეეე,შენ ყველაზე დიდი მადლობა,ამოხეთქა ნანომ,ხომ იცი?ხომ ხედავ?შენი ნანო როგორი ბედნიერია,აღარ არის ნანო ობოლი,თუმცა შენგან ობოლი ვარ ირიშ,მაპატიე რომ გისაყვედურე,მაგრამ მენატრები დეე,ისე მენატრები კიდევ ბევრჯერ გისაყვედურებ ჩემგან წასვლას.ვეღარ სუნთქავდა,გულს ირაკლიზე მიკრული იოხებდა და ხვდებოდა ის გამორჩა, არ გამორჩა...ბოლოსთვის მოიტოვა,ცრემლი შეიწმინდა... დათი,მადლობა იმ ადამიანებისთვის შენ რომ მაჩუქე,შენი ოჯახი ჩემად რომ აქციე და მალე შენი შვილის დედა რომ გავხდები.ვიცი არ მპატიობ,ვერც მე გაპატიებ,მაგრამ სიყვარული ხელშეუხებელია,ბოლო სუნთქვამდე მეყვარები,ძალიან ბედნიერი იქნება ჩვენი მაკინე,შენნაირი მამა რომ ეყოლება.
-დღეს აქ დარჩი ნანო...
დავრჩები,დათი.
ცხრა ოქტომბერი რიჟრაჟს აპირებდა,ადრიანად გადმოაყარა მზემ, ცას სხივები კოცნებად.სინათლე აანთეს და ფორიაქი იყო შარაშიძეების სახლში,დათი ეხმარებოდა,უჭირდა მეორედან პირველზე ჩამოსვლა და მაინც თვლიდა ინტერვალს, ტკივილებს შორის როგორც ექიმმა უთხრა და ხვდებოდა:საათებიღა რჩებოდა დიდ შეხვედრამდე.გააღვიძეს ირაკლი და ამცნეს,ბაბუა უნდა გამხდარიყო...ღელავდა ისე როგორც არასდროს,ნანოს მისვლას მიასწრეს მან და ნუცამ,სამშობიარომდე მხნედ იყო,მერე ნელ ნელა მატულობდა ტკივილი,შიში და დათის თვალებში პოულობდა ნაძიებ ნუგეშს,წამით არ გაუშვია მისთვის ხელი,ტკივილი მოუვლიდა და ოთხად კეცავდა ნანოს,დათის კი ეგონა გულში დანას უყრიდნენ,მერე გაივლიდა და უღიმოდა,ახლა არ მტკივა,არ ინერვიულო გავუძლებო აიმედებდა და უფრო მეტს უძლებდა,უფრო ნაკლები ნაყუჩები ინტერვალებით,ვერ დაითანხმა დათი მშობიარობის არ დასწრებაზე და პატარა ბავშვზე მეტად უხაროდა,ყველა მოკლებულ წამში,აკლდებოდა ღიმილები და ცრემლები მატულობდნენ,თითქმის რვა საათს გაუძლო,მერე კი ...
-დათიი...გემუდარები,უთხარი გამიყუჩონ,ვეღარ ვუძლებ დათი.არ გაუკეთეს,აღარ შეიძლებაო,ოლიმპიური სიმშვიდით ნიღბავდა,წარმოუდენელ ნერვიულობას შარაშიძე და ნანოს ყველა უხმოდ ნაღმუვლებს,ძვლების ხმაურით კრავდა მუჭებს.ნანო ერთიც და ბოლოაო,სულ ერთხელაც დამიჯერეო ნანო...ხმა ამოუშვი ნანო,კიდევ ერთიც ძლერო გოგოვ...
ცხრა ოქტომბრის 2026 ში-17:00 ზე,მაკინე შარაშიძე დედის მკერდზე ტიროდა და მამის ძლიერი ხელიდან წამოსული სითბოთი ყუჩდებოდა,ახლა ესმოდათ თუ რას ნიშნავდა,ენით უთქმელი გრძნობა,გრძნობა,რომელსაც სიტყვები ვერ აღწერდა და არც იყო საჭირო.არ ჭირდებოდა დედა შვილობას განმარტება,არც მამაშვილობა იყო ასახსნელი.
-ნანოო მამას სიყვარულო,კარგად ხაარ?როგორ გამიწვალდი ჩემო პატარავ,რამის იყო ეტირა ირაკლის,ჯერ კიდევ გაცრეცილ,დაღლილ,კაპილარებ დაწყვეტილ, ნანოს სახეზე.
-მამიკოო...არ ინერვიულო რაა,ძალინ რთული იყო,მაგრამ იცი დათი რამხელა იმედს მაძლევდა?მაგრამ აღარ მოსულა,უფრო სწორად მაკინესთან იყო...
-ნანო...
-ვიცი მამა,ვიცი,არ მაქვს მასთან არაფრის უფლება და მაინც,ჯიუტად სულ რაღაცას ვითხოვ
-ნანოო,გთხოვ მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ,ისედაც ძალიან ვცდილობ გავუგო დათის და შენ უფრო...რატომ მგონია რომ შენს სათქმელს ბოლომდე არ იძახი?
-მოსული იყო...
-ვიინ?
-დათი იყო,ჩემთან მოვიდა...ეს დამიტოვა და ისეთი გაბრაზებული წავიდა!!!
-რატომ?ვერაფრით მიხვდა მიზეზს ირაკლი
-აი იმის გამო,გთხოვ გადაყარე...
-ისეევ?!ეს დამპალი ტიტები?გამაგებინე ვინ გიგზავნის?!ის არ მგონია მიწიდან გიგზავნიდეს!!!
-არ ვიცი
-იცი და ძალიან ცუდად იქცევი,არ ვამტყუნებ დათის,მე შეიძლება უარესიც მექნა,კარგი ახლა არ არის მაგის დროს,არ ხარ მზად იმ საუბრისთვის,რომელიც აუცილებად შედგება,ჩემსა და შენს შორის!ხვალ უკვე სახლში წაგიყვანთ
-რომელ სახლში?რამის ატირდა ნანო
-გთანხმდები ნანო,შენს სახლში იქნები მაკინესთან ერთად,მხოლოდ რამდენიმე პირობით:ამაზე მე და დათიმ ვისაუბრეთ და ყველაფერი ერთობლივად მოვაგვარეთ.ქეთოს დახმარებით, ძიძა სახლში დაგხვდება,ასევე კიდევ ერთი დამხმარე ქალი გეყოლება და არ ვიკამათებთ ამაზე.რაც შეეხება სამსახურს,შენ როცა გადაწყვეტ,კომპანიაში უკვე ველოდებით სტრატეგიული მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს.მე გავეცანი ყველა შენს ნაშრომს,დაწყებული სკოლის პროექტებიდან,სადოქტოროს ჩათვლით,არანორმალური ხარ.საიდან ამდენი საოცარი იდეა?და ყველაზე მეტად რა მომწონს იცი?თითოეულ პროექტში ჩანს რეალიზმი,პირდაპირ რწმუნდები,რომ გამოვა და უდიდეს პროცესად იქცევა.რანაირად ნანო?სად,როდის,როგორ ისწავლე?
-გენეტიკა,მამა მყავს ამ საქმის დიდოსტატი.
-შენ, მამაზე ბევრად ნიჭიერი ხარ,სრული პასუხისმგებლობით გეუბნები და კომპანიაში მჭირდებით ახალბედა დედავ.
-უფროსი როგორი მეყოლება?
-ვფიქრობ სამართლიანი...და კიდევ ეს მაკინეს,ბაბუსგან
-ვერ წარმომიდგენიხარ ამ ასაკში,ასეთი გარეგნობით ბაბუა,რამდენი წლის ბრძანდებით?ეცინებოდა ნანოს
-ორმოცის და ეგ რა არის,თექვსმეტი წლის ასაკში,ერთმა ულამაზესმა გოგომ მამა გამხადა,ახლა მისი წყალობით ბაბუაც ვარ.
-არა და ვფიქრობდი,ნუცა კიდევ ერთ შვილს გაგიჩენდა
-ნანო,ალბათ ნუცა ამ თემაზე ოდესმე გესაუბრება,მაგრამ მინდა იცოდე,ორი წლის წინ,ჩემი ნუციკო ფეხმძიმედ იყო,ხუთი თვის,სქესიც ვიცოდით,უბედნიერესი იყო ბიჭი,რომ უნდა გვყოლოდა,სიმართლე გითხრა ჩემთვის საერთოდ არ ქონდა მნიშვნელობა,მთავრია ჯანმრთელი ყოფილიყო,არ მინდა იმოქედოს ამ ამბავმა შენზე,მოკლედ რომ გითხრა მისმა ოჯახმა ძალიან ანერვიულა,არ იძახის ჩემთან,მაგრამ ვიცი რომ ძმა ხელით შეეხო და ის ხელი რომელიც დაარტყა დიდ ხანს ჰქონდა თაბაშირში,მიღებული სტრესის ფონზე სისხლდენა დაეწყო,პლაცენტა მოწყდა საშვილოსნოს,ჩვენი ბიჭი გარდაცვლილი დაბადა და ცოცხალი რომ მყოლოდა ჩემი ცხოვრება,ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე,ვერ გავრისკე ნანო და დავთანხმდი მისთვის საშვილოსნოს...მას საშვილოსნო მოკვეთეს.ვერ გავრისკავდი გესმის?მისი სიცოცხლე ისედაც, იმდენჯერ წავართვი სიკვდილს.
-შენ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღე მამა,ტასია გყავთ და ერთმანეთი.ახლა მეტად მესმის ნუცასი,მაგრამ მის სოცხლედ ნამდვილად ღირდა.
-შენ იცი რა მაგარი გოგო ხაარ...საოცარი საჩუქარი გაუკეთე,ისეთი გახარებული და ბედნიერია,მაკინეს ნათლია რომ უნდა გახდეს.
-და მაგას არ მაჩვენებ?თვალებში ციმციმები უხტოდნენ ნანოს
-რაას?
-მაგ პატრა ყუთში რომ დევს... ირაკლიიიიიი....გაოცებას ვერ მალავდა ნანო,გინგკოს ფოთოლი?
გინკო,უძველესი ხე,ულამაზესი და განსხვავებული ფოთლებით,ზუსტად მისი ფოთოლის ანალოგი იყო,თეთრი ოქროს კულონი,რომლის საკიდზეც M იყო ამოტვიფრული,ხე რომელიც სიცოცხლის,გამძლეობის,იმედის,თაობების გაგრძელების სიმბოლოა,ის ჰიროშიმაშიც გადარჩა.მაკინეს კულონსაც ჰქონდა სიმბოლოები რაც განმარტავდა:“გაიზარდე მშვიდად,იცხოვრე ღრმად.ნანოს კულონივით ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენდა.
-მამაა არც კი ვიცი მადლიერება რითი გამოვხატო
-ბედნიერი იყავი ...
-შენ კი ბებიას უნდა აპატიო
-ვაპატიე ნანო,როდესაც ამ კულონს ვაკეთებინებდი,მაშინ ვაპატიე დედაჩემს.
ფ


29***
მაკინე შარაშიძით იწყებოდა აგერ უკვე თითქმის მეოთხე თვე,გამოკვეთილად გავდა მამას,დედის მზის კოცნებით,ჩვილი მაკინე უკვე ატარებდა მამის საჩუქარს,ხელნაკეთ მუსიკალურ სამაჯურს შიდა გრავირებით: „შენი პირველი სახლი ჩემი გული იყო“.ორი კვირის შუალედით დაიბადა,ნინა შარაშიძისა და ივა დავითაიას ანინე,გოგონებსაც ხვდათ საჩუქარად ოჯახური,ოქროს მონეტა.ის ოჯახში მიღების ტრადიციად აქციეს და ყველა მონეტის მფლობელმა იცოდა,რომ ამ ოჯახში მას ყოველთვის თავისი ადგილი ექნებოდა,მონეტაზე გარკვევით იკითხებოდა - მ ა კ ი ნ ე. ა ნ ი ნ ე.
რთული იყო დათისთვის,ბრალი წაეყენებინა ბიძისთვის,მასზე არა დედაზე ღელავდა,უჭირდა ლანას ერთადერთი ძმის პატიმრობა,თუმცა რეალობას თვალს უსწორებდა და ხვდებოდა,დანაშაულის გამო პასუხი უნდა ეგო.დათის ბავშვობიდან არ უყვარდა ბიძა,არც ნინას უყვარდა,უხეში რამაზი.ლაშაც ასე აღზარდა,ბავშვობიდან ვერ ეგუებოდა მამიდაშვილებს და ტანჯავდა კომპლექსი რომ:მოპარეს ცხოვრება! სასამართლომ ათი წელი მიუსაჯა ნარკო რეალიზატორებს. ლუკა თავბერიძის მკვლელს ცამეტი,ხოლო ამ ყველაფრის ორგანიზატორს,რამაზ ქორიძეს ჩვიდმეტი.უფრო გაბორტდა ლაშა ქორიძე,მამის გარეშე უჭირდა ყოფნა,ეტლს მიჯაჭვულს არსებობაც კი წარმოუდგენლად მიაჩნდა.საბოლოოდ გადაეწურა იმედი:ყველა კლინიკის დასკვნა ერთი იყო:პარაპლეგია,ორივე ქვედა კიდურის მუდმივი დამბლა,რომელიც ზურგის ტვინის დაზიანებამ გამოიწვია,დაზიანება შეუქცევადია და კიდურების მოძრაობის შანსი უდრის ნულს.ლაშასნაირ ადამიანებს უფრო მეტად აბოროტებს ავადმყოფობა,ამაში დამნაშავედ ყველას მიიჩნევენ საკუთარი თავის გარდა და დიდი საფრთხეს წარმოადგენენ იმ სხვებისთვის.სძულდა ლაშა ქორიძეს,დათი შარაშიძე,მან ხომ არამარტო ცხოვრება მოპარა. უკვე პატიმრობაში მყოფი მამა ინახულა და მისგან რჩევა მიიღო.ხასიათზეც კი მოვიდა ისე მოეწონა მამის აზრი. ფორმაში დგებოდა ნანო მაჭარაშვილი,თითქოს დარდი გადამალა,მხოლოდ მან და მისმა მარტოობამ იცოდა როგორ ტკიოდა დანგრეული ოჯახი და დათის მრისხანე მზერა.უნდა შეეცვალა ბევრი რამ,ყველაზე მეტად მაკინეს გამო,მას ღიმილიანი,ლამაზი,ჯანმრთელი და ძლიერი დედა უნდა ყოლოდა.სულ უნოდა ნანოს დამოუკიდბლად ცხოვრება,შემდგარი წარმატებული კარიერა,ბევრი გააკეთა ამისთვის,იმ გაუსაძლის პერიოდში და პირობებში,ახლა შანსი ჰქონდა და არაფრით დაკარგავდა.
ძლივს შეიკავა თავი დათიმ ,როდესაც ქალიშვილის ნათლობის დღეს,კვლავ იხილა,ნარინჯისფერი ველური ტიტები.მეორე დღეს კი მისი მოთმენილი რისხვა ნანოს თავს დაატყდა.ისევ აუხსნელი,დაუმტკიცებელი სიტყვები,რომ არ უღალატია და ეს სიტყვები შარაშიძის შეგნებაში, დღითიდღე კარგავდა რწმენას. საერთაშორისო მრავალპროფილურ ჰოლდინგში,სტრატეგიული მარკეტინგისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტს,ახალი და ახალბედა მმართველი ყავდა.შეძლო ნანო მაჭარაშვილმა, დაამტკიცა რომ ღირსეული მმართველი იყო.მის პერსონას,უმაღლესი საბჭო უკვე განიხილავდა,როგორც აღმოჩენას.წარმოუდგენელი წარმატებით განახორციელა ბრენდის განვითარება,საერთაშორისო პარტნიორების მოძიება,ახალი პროექტების სტრატეგირება,ის უკვე წარმოადგენდა კომპანიის იმიჯს,წამით არავის გასჩენია ეჭვი, რომ მართლაც იმსახურებდა დაკავებულ თანამდებობას.უკვე საუბრობდნენ,რომ ის ახალ სიტყვას იტყოდა,რომელიც დიდ გავლენას მოახდენდა სრულიად მარკეტინგისა და მენჯეჯმენტის სფეროში.დიდ წარმატებასა ფინანსურ მოგებას მოუტანდა, ირაკლი მაჭარაშვილის კომპანიასა და კომპანიონებს საერთაშორისო მასშტაბით.უკვე იყო მასზე ნადრობა,თუ როგორმე გადაებირებინათ კონკურენტებს,რაც სრულიად გამორიცხული იყო.ამ ყველაფრის უკან კი,დაუღალავი შრომა,ნასწვალის უამრავჯერ გადამეორება,ბრძოლა საკუთარ თავთან იყო,რომ შეძლებდა,იქნებოდა ღირსეული მამის შვილი.პროტეჟეს მოყვანილი არ უნდა ეწოდებინათ,სამსახურში ნანო უნდა ყოფილიყო,მისი პიროვნება უნდა ყოფილიყო მისაბაძი და არა ირაკლის,გენერალური დირექტორის შვილი.მუდამ ეამაყებიდა მამა,ახლა მამას უნდა ეამაყა მისით.საკუთარ მესთან ჭიდილში,იმ მემ გაიმარჯვა,მუდამ შემართებით რომ იყო.ახლა ქალბატონი ნანო მაჭარაშვილის იდეები და პროექტები, დღის სინათლზე უფრო მიმზიდველი და რაც მთავარია, ჭკვიანურად მარკეტინგული სტრატეგიით იყო გათვლილი და იდიალურ სიზუსტეს უტოლდებოდა.მოგება დიდი იყო და ინტერესი სხვადასხვა ბიზნეს ცენტრებიდან უფრო დიდი.თითქმის უკონკურენტოდ მოიაზრებოდა „მაჭარაშვილი ჰოლდინგი“ სააქციო ბირჟაზე და ჰქონდა ამაში ღირსეული წვლილი ნანოს.დაუფარავად ამაყი იყო და ყველაზე ხმამაღლა ეთქმოდა რომ: ნანოს მამა იყო.სულ მალე მიაღწევდა წარმატების მწვერვალს,ამაში კი ყველაზე დიდი სტიმულს მაკინე აძლევდა,მის გამო ყველაზე მეტად უხაროდა, საკუთარი გამარჯვება. სრულიად საპირისპიროდ იყო პირადი ურთიერთობა.უკვე გრძნობდა ბევრ ჟინით,ვნებით შეპყრობილ თვალს, გაურბოდა აბსოლიტურად ყველას,არ იღებდა არანაირ მიპატიჟებას,არ გადიოდა ლანჩზე არცერთ მამაკაც თანამშრომელთან ერთად,მხოლოდ ირაკლის ჰქონდა ეს პრივილეგია,დააბრუნა ბევრი გაგზავნილი თაიგული თუ საჩუქარი...შეიძულა ყვავილები,მხოლოდ იასამანი უყვარდა,ის იასამნები ოქროყანის აღმართის.დათის ნაჩუქარი უყვარდა ყვავილები და დათი უყვარდა გაგიჟებით.არ ჩნდებოდა ჟურნალისტებთან და ყოველთვის ბიზნეს კულისებს მიღმა ისმოდა მისი სახელი,აპლოდისმენტების თანხლებით.არასდროს უსაუბრია საჯაროდ პირად ცხოვრებაზე.სრულიად გამიჯნული ჰქონდა,თითქოს ორი ცხოვრებით ცხოვრობდა,დილის ცხა საათიდან,საღამოს ხუთამდე მმართველი იყო,უდიდესი დეპარტამენტის.მერე დედა იყო,ქალი რომელსაც არ გაუმართლა სიყვარულში,უყვარდა ქმარი და არ უნდოდა მის გარდა არავინ.ის ნანო იყო ბევრჯერ რომ წაიქცა,სიკვდილს რომ ჩახედა და ჩაახედეს თვალებში,ის ნანო იყო, ფერი რომ დაუკარგეს მის სიყვარულს.წმინდა,შეუბღალავი,ერთადერთის სიყვარული რომ ვერ აპატიეს და მისი ღირსება შებღალეს,იმ ერთადერთის თვალში.დათის ანო რომ აღარ იყო და ნანოდ ცხოვრება რომ ძალიან უჭირდა,თითქოს ის ჭორფლებიც ქრებოდნენ,დათის რომ უყვარდა და სათითაოდ ჰქონდა დაკოცნილი.ძალიან ღია, თაფლისფერ თვალებს რახანი იყო სევდა ჩადგომოდა და დარდი ცრემლად ეღვრებოდა.ქალი იყო,რომელზეც თქვეს რომ სიყვარულში არ გაუმართლა.ათასჯერ გაჭორეს დათი და ათიათასჯერ გაამართლეს ნანოსთან,ის მოღალლატე იყო და მისი ქმარი,მისგან ნაღალატევი.
ყველა ცუდი ფიქრით აფიქრებინა დათის სიტყვებმა,ტელეფონს მიღმა:ნანო...ოქროყანაში გელოდები!!!მიდიოდა და სხეულის თითოეული ნაწილით დარდობდა,ისიც კი აღარ ახსოვდა,რომ ახალი მძღოლი იყო და ჯერ კიდევ ეშინოდა ავტომობილის მართვა,დასაშვები მაქსიმალური სიჩქარით აუყვა ოქროყანის აღმართს მისი ავტომობილი,რომელიც საკუთარი ხელით გამოაყენა დუტა ოდიშელიძის ფარეხიდან,რომელიც მისი დაბადებისდღისთვის ეყიდა დათის,დაგვიანებოდა საჩუქარს ადრესატამდე,გვიან და სხვა მიზეზით გახდა მისი მფლობელი.გჭირდება ნანო და მიიღებ!სულ ეს იყო დათის სიტყვები,ჭირდებოდა და მიიღო.პირველი ნივთი მანაქნისთვის დათის საყვარელი სუნამო აღმოჩნდა,იქ უნდა ეტრიალა მის სურნელს,როგორც ყველაგნ ავტომობილშიც უნდა ეგრძნო,ერთადერთის და სამუდამოს არსებობა.გაუზარებლად გააჩერა,მხოლოდ მანქანიდან გადმოსულს დაუბრუნდა ცნობიერბა,გრილმა ჰაერმა და ფიჭვის სუნმა გამოაფხიზლა,შინაგანად გრძნობდა დაუნდობელი იქნებოდა დათი.გაუძლებდა,ოღონდ ის ყოფილიყო უსაფრთხოდ.
-დაჯექი!!!გაუცივდა სხეული ნანოს,ისეთი ღვარძლი შეაფრქვია ქმარმა.
-მოვწევ კარგი?სთხოვა ნანომ
-როგორც გინდა!პირველ რიგში გაგაფრთხილებ...ხვალ მივალთ და განქორწინების დოკუმენტს ხელს მოვაწერთ და იქ დავსრულდებით!
-მე,ბერლინში დავსრულდი დათი,ახლა მაკინე მაცოცხლებს!რა გგონია?როგორც სერიალშია?ერთი წლის შემდეგ?საბრალო გოგონამ მდიდარი მამა იპოვნა,შვილი საყვარელი ადამიანისგან გააჩინა,საოცნებო სამსახური აქვს და ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად?!!და მე სად ვარ?სად დამინახე დათი?!!
-ბერლინის დედა მ*****ლ კლუბში!
-აღარ გეყო?!გავაწეროთ ხელი და შეეშვი ჩემს დამცირებას...
-ფეხი არ გადაადგა ნანო,თორემ...დაჯექი,დაჯექი და უყურე,თვალი არ მოაცილო ეკრანს! ფილმი რომ დასრულდება მირჩიე, ცოცხალი შენ დაგტოვო თუ მე მოვიკლა თავი?!!!ლეპტოპს მეხსიერების ბარათი მოარგო და იქიდან გაგრძელდა,პირველად რომ მოკლეს ნანო მაჭარაშვილი...ახლაც კლავდნენ,საყვარელი კაცის წინ მის ქალობას ასამარებდნენ, ღირსებას ულახავდნენ,ტეხდნენ მის ადამიანობას...კარგად ხედავდა საკუთარ თავს და ვერაფრით იჯერებდა, რომ თავად იყო კადრს მიღმა.ახსოვს ეს მომენტი,ახსოვს როგორ შეიზიზღა ლუკა,როგორ უნდოდა მისი ხელების დამტვრევა,ვერაფერს აკეთებდა,მხოლოდ ემორჩილებოდა,ნელ ნელა ერეოდა ბურუსი მის თვალებს,მერე?!! მერე: რომ არა პატარა მაკინეს არსებობა, დათის წინაშე მოკვდებოდა, საკუთარი ხელებით.უსულოდ დარჩენილი სხეულის ტანჯვასაც დაასრულებდა. ტუალეტში შეყვა ლაშას,იქ სადაც გარკვევით ეწერა კარზე, WC –HERREN,კაცების ტუალეტში იყო...მცირე ხარვეზი გაკრთა ეკრანზე და იქიდან გამოსულ ლუკას, კარგად ეტყობა შეხსნილი ღილი პერანგზე,ტუჩებსაც ატყვია ნანოს პომადის ფერი და თვითკმაყოფილი სახე.ნანო?ნანოც გამოდის, კედელს დაყრდნობით,არეული თმითა და გაურკვევლი სახით,შეშლილი თვალებით,მის ტუჩებს მოშორებია საყვარელი მუქი შინდისფერი,უწესრიგოთ აჩეჩილი სამოსი და ... ღიმილი,ღიმილი?დიახ, ის, იღიმოდა... საკუთარი ცხოვრების დასამარებას უღიმოდა,რა ჩანდა სხვისი თვალით?ის რომ:გოგონას სულ ახლახანს ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა. ტკივილი ცვლიდა,ნატანჯ ღიმილს,ნანოს სახეზე.იცოდა რაც ელოდა,მზად სულაც არ იყო. არც ახლა იყო მზად!
-ხვალ ხელი გავაწეროთ,მრცხვენია დათი.
-ახლა რა გიქნა ნანო?!!ხედავდა შარაშიძის მკერდში აფეთქებულ გულს.
-გამიშვი დათი,არ გიღირვარ შეცდომად.
-წადი და ღმერთმა ნუ მაკადრებინოს, რომ შენი დედობა სასამართლოს წინაშე განვიხილოთ.შვილს მიხედე და არ მაიძულო გთხოვ.
-მაკინე ამ ამბავთან წამით არ დააყენო,ყველაფერს ავიტან,ოღონდ ის არა...მას არ შეეხება დამპალი ცხოვრების მარწუხები და ყოველთვის ეყოლება ნამდვილი დედა და მამა.ის სიყავრულით გაიზრდება.მის სიყვარულში დავბერდები დათი.
-წადი აქედან...დაიღრიალა გამომძიებელმა და თითქოს ცეცხლი ამოყვაო მის ხმას,ისე მოედო ნანოს სხეულს,იწვოდა.ტკივილსგან იწვოდა...ტკივილებით ხურავდა კარს,სულ ოდნავ გაატრიალა თავი და თავისთვის ჩაილაპარაკა:შენს სიყვარულში დათი,სხვა არასდროს მინდა,შენს სიყვარულში დავბერდები...არ გაუგია დათის?არც უნდა გაეგო,აღარ აქვს აზრიო,ფიქრობდა ნანო.
-მეც ჭორფლიანო... ნანოს მართლა არ გაუგია, ჯერ კიდევ ქმრის სიტყვები,როგორ უნოდა გაეგო.


30***
-ისევ უსასრულო ბრაზი,ბოღმა,დასამტვრევი აღარაფერი დარჩენოდა სახლში,ისევ გაექცა თბილისს და ბრაზი სხვა ქალში ჩაანთხია,ვნება დაიკმაყოფილა და ტკივილს ვერ უშველა,მერე ქალიც შეიძულა და მასაც გზა, ჯანდაბამდე გადაუმისამართა.იცოდა დიდ ხანს არ გააჩერებდნენ მარტოს,ილოკო ბურდული მიუვარდებოდა და ჩაუტარებდა თავისებურს,მანამდე დუტამ არ დააკლო,სულ ვერაფერი რომ ვერ შეაგნებინა,შენ ნაირი არა ადამიანი არ იყო ჩემი ბავშვობის ძმაკაციო,დაუღრიალა და კარი ისე გამოიაჯახუნა,სახელური შერჩა ხელში.დათის მაინც ჩაეცინა და შეტყობინება დააწია:დუტიი,ხვალ ხელოსანი გამოიყოლე,კარი დაზიანდა,ვანდალიზმს ჰქოდა ადგილი-ო -ნაშებსაც ხომ ისურვებდი?!არ დაუგვიანეს პასუხი.
-თავისუფალი კაცი ვარ,დუუტ
-ახლა ნუ მათქმევინებ იმ კაცობაზე,რადაც თავს გრძნობ,შენდაწილად
-და შენდაწილად? დუტ...
-ჩემდაწილად,დათი ხარ შარაშიძე,პირველ კლასში რომ ვუწოდეთ ერთმანეთს ძმები და დღემდე,სიკვდილამდე, ჩემი ძმა ხარ დათი,ის ძმა, მესამე კლასში ვანიკო თოდუა რომ ცემა.
-დუტაა...
-რატომ ცემა იცი?ვანიკომ,ნათია ახობაძეს თმა მოქაჩა,ჩემი ფანქრები შენ მოიპარეო,დათი გამწარდა,გოგოს შეურაცყოფას აყენებ და არც კი გაგირკვევია ნამდვილად მოგპარა თუ არაო.
-მე გავარკვიე დუტ!
-ხვალ,ხელოსანი... შენ თვითონ გააკეთე ეგ კარი და იცი რაა???თუ არც გააკეთებ.იყო დუტასგან ბოლო პასუხი. ჯერ კიდევ შეუკეთებელ კარს,ილუს რისხვაც დაემატა,შეშლილივით შეიჭრა,შარაშიძის სამალავში.
-ისე,საერთოდ რომ მოხსნათ შენ და ოდიშელიძემ ეგ კარი?
-სახეს მოგხსნი დათი!
-აბა რა გინდა?თქვი...
-რაო გენიოსო?გააწერე ხელი?გეტყობა თავისუფლება,ჯერ კიდევ დგას უგემოვნო სუნამოს სურნელი და შენც ყარხარ.აბა გიკრავდა სრულიად იუსტიცია ტააშს?
-ხო ილიკო,ერი იდგა ფეხზე!ზეიმობდნენ ჩემს კაცობაზე დაფურთხებას.რა გინდათ?!გგონიათ ასე ავდექი და დავადანაშაულე?იცი რამდენჯერ ვიყავი ბერლინში?კლუბის დაცვის უფროსს ვესაუბრე,კლუბის მეპატრონესაც და რა მითხრეს!?აბა გამოიცანი:არანაირი გაყალბება,ეს ჩანაწერი,კლუბის კამერების ორიგინალია.ექსპერტსაც შევამოწმებინე,იგივეა პასუხი.
-მე, ბევრი შემშლია დათი ცხოვრებაში,მაგრამ თვალები არ მეშლება,ნანოს თვალები ისეთი სუფთაა,იცი რაზე ვდარდობ?ახლა, ალბათ მირჩევნია ნანო მოღალატე იყოს.იცი რატომ? მეშინია,როგორ გაგრძელდები თუ ეს ყველაფერი შეგეშალა.
-ნეტავ შემშლოდა.
-და თუ ეგრეა?!
-მაშინ,არ მომშორდე ილიკო!არ მომცე უფლება ვინმე შემომაკვდეს და მერე საკუთარი თავი.
-იცი როდის ინანებ?საუკეთესო მამას,მაინც რომ გისაყვედურებს მაკინე. დაკლებულ დროზე,დედამისის ცრემლებზე,რომელსაც ნანო მოარიდებს და მაინც დაინახავს...მის გატეხილ ბავშვობაზე.
-შენ?შენ ილუ?შენს ცოლს,შენს აშექალს ჩახედე თვალებში?მაგ სიმართლით დაინახე?!
-მე,იმდენად ს**ი აღმოვჩნდი გავიქეცი,სამარათლიც მოვუძებნე საკუთარ არაკაცობას,არ ჩავხედე თვალებში დათი,არც დედაჩემს მოვუსმინე,როცა მითხრა:არ გაიქცე ილიკო,ჩემსავით არ გაიქცე,თუნდაც სამარემდე მოგიწიოს სიმართლის გარკვევა,ჩაყევიო...თუ მაინც გასაქცევი გექნება,უფრო მეტად დაინახავ დასარჩენ მიზეზსო.იცი მიზეზი რა იყო?უფრო სწორად ვინ?მატასი,ჩემი შვილი,რომელიც მივატოვე და ახლა მისი თვალები მსაყვედურობენ,მის სამართლიან,ატირებულ დედას.ჩემს გარეშე გატარებულ დროს.იცი რა მითხრა შენმა ნათლულმა?მე რომ მეხუტები,დედას უფრო ძლიერად ხომ ჩაეხუტები?მე რომ მათბობ,დედაც გაათბე სცივაო...მე გავიგე რომ თქვა:შენს გარეშე შემცივდა ილუ-ო.ისიც მითხრა, შენ სულ რომ მიდიოდი და როგორც ჩემი ოჯახი წევრებისგან არ აკლდა არაფერი,ისე მისი ყველაზე მაგარი ნათლიისგან.შენს შვილსაც უმაგრესი ნათლიები ყავს და არ მოაკლებენ არაფერს,არც ირაკლი მაჭარაშვილი გაუჭირვებს რამეს და შენებიც ზედ გადაყვებიან,მე ყოველთვის მისი მეგობარი ვიქნები,მაგრამ შენ დააკლდები და მასზე მეტად შენ გეტკინება. დათი შარაშიძე იყო ის კაცი,რომელმაც ქალაქგარეთ გამიყვანა და სიმართლე მითხრა,დამანახა რომ ტ**კ*ი ვიყავი,დათი შარაშიძემ ატირა და არაერთხელ, საკუთარი და,თუ როგორ დაიჯერე ივა ფულს ათეთრებს!გაგშორდა კი არა უარესის ღირსი ხარო.ნებისმიერი ჩვენთაგანი რომ ყოფილიყო ახლა შენს ადგილას,უკვე ყველაფერი გარკვეული გექნებოდა.შენ რას იჯერებ ბიჭო?!შენი ანოს ღალატს?!შენ რომ ეგ ბოლომდე გჯეროდეს,აქამდე ვიღაც მოკლული გეყოლებოდა.ვერ ეგუებოდა ყველაზე სანდო,ძლიერი,სამართლიანი ,როგორც თვითონ იტყოდა,კაცებში ყველაზე კაცის განადგურებას,ვერ ეგუებოდა ურჩი მთიული,დათი შარაშიძის დაცემას.
-ილიკოოო...შეუყვირა დათიმ
-რა იყო?რა გაღრიალებს?
-ტელეფონი გირეკავს...
-ნანო რეკავს...უთხრა და ორივეს სიმშვიდე დაირღვა,დათიმ ბევრი ცუდი გაიფიქრა
-ლამაზო ნანო,ჯერ მითხარი რომ მშვიდობაა,მერე კი თქვენს გვედით მიგულეთ,სპიკერით ესაუბრებოდა ილიკო
-ილუუ,დათის ალბათ ჩემი ნომერი დაბლოკილი აქვს,უბრალოდ მინდა რომ იცოდეს,მაკინეს მაღალი ტემპერატურა აქვს,სავარაუდოდ გეგმიური აცრის ფონზე,კლინიკაში მყავს.
-რომელ კლინიკაში?
-დიმასთან
-მოვდივართ ნანო...
-მოვდივართო???იქნებ დათის არ გულისხმობდა?დათი უნდოდა,ეიმედებოდა ყველაზე მეტად და მითუმეტეს მაკინესთვის.კლინიკაში მისულებს,უთხრეს რომ ნანო პედიატრს ესაუბრებოდა,დათი შვილთან შევიდა,ილუმ ბიძებს მიაკითხა ჩვეული ხუმრობით და რიხით დაურღვია ნანატრი სიმშვიდე.
-აბაა ბიძები ერთად არიან და ამუშავებთ არა მამაჩემს?
-კვდება მამაშენი მუშაობით,სეიშელზე.უპასუხა უფროსმა ბიძამ,ნიკომ.
-საად?კონფერენციაზეა?გაუკვირდა ილუს.
-შენ უფრო ხშირად რომ კონტაქტობდე ნათესავებთან,უფრო სწორად,ოჯახის უფროს თაობასთან,გეცოდენებოდა რომ შენი მშობლები,მეგობრებთან შენთვის ძალიან ნაცნობ საზოგადოებასთან ერთად სეიშელზე ისვენებენ.
-და თქვეენ?
-ჩვენ ამაღამ მივფრინავთ,უთხრა და ჩაეღიმა,უმცროს ბიძას,გუგას.
-გუგაა,აი ეგ ღიმილი მიყვარს რაა,უთხარი შენს ყველაზე საყვარელ ძმისშვილს, ვის დაუსახე მზაკვრულად გეგმა?
-აბა გამოიცანი,ვის ხელში ვტოვებთ კლინიკას?
-არ არსებობს...მე ვიზეც ვფიქრობ?ჩემი ტყუპი?რომელი?დუდუ?საუბარი იყო ილიკოს ტყუპ ძმებზე.
-დუდუ, ვატო და ლიზოო იბარებენ კლინიკას.
-კიდევ კარგი მეც ექიმი არ ვარ.
-ხოო აბა,შენ უფრო პაპაშენის მხარეს ხარ...ისე ვიცით ილუ,სამედიცინო მაინც რომ დაამთვრე და წითელი დიპლომიც გაქვს,ასე რომ მალე მოხვალ შენც კლინიკაში.გაუცინა უფროსმა ბიძამ და ღიმილით დატოვა კაბინეტი,საქმე მიხმობსო.
-შვილთან დაბრუნებული ნანო,მაინც შეკრთა დათის დანახვაზე,შიში და ნერვიულობა ერთად მოეძალა,როგორი სიყვარულითა და სინაზით ეფერებოდა მაკინეს,მამა.როგორი ტკბილი იყო მისი სურნელი ყელში რომ ჰქონდა,ჩვილის და ნანოს სურნელის ნაზავით ბრუვდებოდა დათი,რომელიც ღრმად შეისრუტა და უკვე იცოდა,პასუხი ჰქონდა პარფიუმერებისთვის,თუ როგორი უნდა ყოფილიყო,სუნამოს ბოლო და უმთავრესი ტონი.
-აქ ხაარ?ხმა უკანკალებდა ნანოს.
-არ უნდა ვიყო?
-გირეკავდი დათი...
-ვიცი,მოვხსენი ბლოკი შენს ნომერს.ცოტა არ იყოს და რცხვენოდა დათის,საკუთარი ქმედების.
-გასაგებია,მე გარეთ ვიქნები.
-ნანო...მოტრიალდი
-გავალ რაა,მოწევა მინდა,სთხოვა ნანომ.
-გეუბენბი მოტრიალდი!უთხრა და უხეშად წაავლო იდაყვთან ხელი,თუმცა არც ისე უხეშად,როგორი რეაქციაც ნანოს ქონდა,არ გამოპარვია ყოფილი ქმრის გაწაფულ თვალს,ნანოს სილურჯეები მკლავებზე,ლავიწის ქვემოთ მკერდის ძვალზე და შუბლზე,ცხვირის აყოლებაზე.
-დათი,არ გეყო ჩემი ტანჯვა?
-სერიოზულად ნანო?ეს სილურჯეები საიდან?შენ რა...ნაბიჭვართან ერთად მოძალადეც არის?
-ვიინ?წარმოდგენა არ ქონდა ვის გულისხმობდა დათი.
-ვისთანც წევხარ ნანო... დაასრულა და აეწვა კიდეც მარჯვენა ლოყა,ნანოს მარჯვენა ხელი რომ შეასკდა მთელი ძალით.შეენ, მართლა ხარ,დათი შარაშიძე!ხო მოძალადეა,თუმცა იმაზე მეტად არა,შენ რომ იყავი იმ ღამით!...მაკინესთვის მადლობა,მან მომცა ძალა მომენელებინა შენი ძალადობა.მეორედ ჩემი შვილის თანდასწრებით, მსგავი აღარ გამიბედო,თორემ გაჩვენებ, ვინ არის მაკინეს დედა.უთხრა ყოფილმა ცოლმა, კარი გაიხურა და შეატოვა ამწვარი ლოყა და აღრიალებული საკუთარი ეგო,რომელიც პირდაპირ ეუბნებოდა რომ არაკაცი იყო.ფიქრები მამა ანთიმოზისკენ გაექცა,დიდი ხანი იყო არ ენახა მეგობარი,სად იყო?რატომ შეუჩნდა ის გრძნობა რომ მამა ანთიმოზი გაურბოდა?თავს არიდებდა დათის,ახლა ბევრი ეჭვი ღრღნიდა შარაშიძის სხეულს.გაარკვევდა,სამარემდე ჩაყვებოდა და თუ მაინც გასაქცევი იქნებოდა,უფრო გამოჩნდებოდა გზა დასარჩენად,მის გზას მაკინე ერქვა.არ უნდა ეტირა მაკინეს დედას...იქნებ ტყუილად?იქნებ უსამართლოდ ტიროდა მაკინეს დედა და ვისი მიზეზით?მამის და როგორ უნდა ეპატიებინა ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის?ახლა თვითმკვლელობაც არ მოეჩვენა წარმოუდგენლად.




და რა იყო სულ ცოტათი ადრე?!
31***
-აქედან მოშორდი!!!
-შენც გამარჯობა ლამაზო ნანო,მეც კარგად რა მიჭირს ?როგორც ჩემი მდგომარეობის კაცს შეეფერება,მეტნაკლებად უკეთ.
-ენა გააჩუმე და აქედან დაახვიე გაიგე!!?
-ოოხ,იმედი და გამბეოდაობა ნუ მოგიშალოს ღმერთმა,რაო მამიკო გვაძლევს ამის გარანტიას?
-თქვი რა გინდა და მოშორდი!
-უკვე არაგიშავს,საუბარს შევძლებთ...ცოლად უნდა გამომყვე ნანო
-როგორც შენ იტყვი...როდის გინდა?მწარედ ეცინებოდა ნანოს და შიში აკვდებოდა ორგანიზმში.
-ჩემთან გადმოხვალ,ჩემი ოფიციალური,კანონიერი მეუღლე გახდები და იცი რატომ?გინდა შენმა მამიკომ სიბერეს მიაღწიოს? ტასია,ჯანმრთელი და ბედნიერი გოგო გაიზარდოს?ხო კიდევ შენი საყვარელი დათი...ტყვიით ემუქრებიან,ციხიდან მოკითხვას უთვლის რამაზ ქორიძე.
-აღარ გავჩუმდები გესმის?!
-გაჩუმდები და ისე გააკეთებ ყველაფერს როგორც მე ვიტყვი,თუ არა და არც იმ ბავშვს დაინდობენ,ჯერ კიდევ დედის რძის სუნი რომ ასდის.რა ქვია?მაკინე,როგორი უცხო სახელია...დიდი ბებიის მოსახელეა არა?ვიცნობდი ქალბატონ მაკინეს და არასდროს მოვწონდი.
-გატყობდა რა დამპალი სულიც გქონდა და მაგიტომ.
-მაქსიმუმ ერთ თვეს გაძლევ,შენი ფეხით მოხვალ და ჩემს სახლს დაამშვენებ.მშვიდობით ლამაზო ნანო.დამეხმარე,დაიღრიალა და წასვლისკენ ანიშნა დამხმარეს.
-ერთი თვე,ერთი თვე რჩებოდა,როგორ უნდა მიეტოვებინა შვილი?მის ცოლობას სიკვდილი ერჩია.მასთან,შვილს არ გაზრდიდა,ალბათ ერთ დღეს,როცა დიდი გოგო იქნებოდა,შეძლებდა პატიებას,გაუგებდა დედას...თუ რატომ და რის გამო ჩაიდენდა ჩაუდენელს! თითქოს კიდევ ვიღაც იყო იქ.







32***
მთელი არსით გრძნობდა მისი სხეული,რომ ის რაც გაიარა,არ იყო ყველაზე დიდი,უფრო დიდი განსაცდელი წინ იყო და შესაძლო ვერ გადაეტანა …ძალიან ახლოს გრძნობდა,როგორ ეჯახებოდა წარსული აწმყოს და მომავალი ისეთი შორეული ეჩვენა,სასწრაფოდ ჩაუწია მანქანის მინას,თუმც არ ეყო შემოვარდნილი სუფთა ჰაერი.მასში იმდენად დაერია ცხოვრების სიბინძურეს ხელი,ჰაერიც დაუმძიმდა.თითებს შორის მოქცეული სიგარეტის ბოლო ნაფაზი, ხარბად მოწია და ცერაზე,საჩვენებელი თითის მირტყმით, მოისროლა სიგარეტის ღერი გარეთ.ნაცნობი ტრიალი მინდორი, უფრო მეტად მოასწავებდა საშინელს. დიდი ხეც გამოჩნდა,სადაც ილიკო ბურდულს,ცხოვრების უდიდესი საიდუმლო გაუმხილა. არ ცდებოდა,წინ დიდი ხრამი იყო და… წარსულში მბრბოლელი მძღოლი, მრავლად ტრამვირებული და ბევრჯერ სიცოცხლე ნაჩუქარი,ახლა სიმშვიდეს არ ღალატობდა,აღარც სპორტულ მანქანას მართავდა დუტა ოდიშელიძე და შორიდანვე შეანელა სვლა, მამა ანთიმოზისა და ილუს სიახლოვეს გააჩერა კუთვნილი Jeep Avenger 2025. ზედმეტად დაკლებულმა კილოგრამებმა და მხოლოდ ყავისა და სიგარეტის ანაბარად ყოფნამ,სისუსტე შეაპარა დათი შარაშიძეს,ამიტომ ისევ ვარჯიში დაეწყო მაინც ამაღელვებლად სიმპატიური იყო,თავადაც კი არ იცოდა,რამდენი ქალი ეტრფოდა,არც აინტერესებდა,მხოლოდ ერთი უნდოდა და არც უნდოდა.ავადმყოფურ დამოკიდებულებაში გადაზრდოდა ნანოს სიყვარული.თვალი მოკრა თუ არა ხის ძირში დაწყობილ,დიდი რაოდენობით სასმელსა და სიგარეტს,ის ერთი ბეწო შემართებაც ხმაურით დაეცა მინდორზე და მიცვალებულის ფერფლივით მიმოიფანტა,თებერვლის სუსტ ქარში.ხმაში ჯერ კიდევ შერჩენოდა რიხი-ო,ბურდული რა ნაცნობი ადგილია და სიტუაცია,სამი ერთზე?რას მიპირებთ?ვერ გაგიქაჩავთ,თან მაგარი მომჩვარული ვარ ახლა,კი დავიწყე ვარჯიში ისევ,მაგრამ...
-დათი არ გინდა გაჩუმდე?შეუტია მამაომ
-დიდება შენს გამოჩენას მამა ანთომოზ,თვეზე მეტია არ მინახიხარ,თუუ არ მეჩვენები?საუბარს შერეული ცინიზმით ცდილობდა,შეკოწიწებული მოთმინების გადარჩენას.
-სამივე დაჯექით!არასდროს ყოფილა ასეთი მკაცრი, მათი მეგობარი მამაო.ერთმანეთს მიაპყრეს კითხვით სავსე მზერა,როდესაც მამაომ,ის კაბა გაიხადა,რომლითაც წლების წინ,მამა ანთიმოზი გახდა.ახლა ოთაროსავით ეცვა,საყვარელი მუქი ლურჯი ჯინსი,მონაცისფრო კეტი და როგორც სულ უყვარდა,ჰუდი,არც დუტის ქურთუკის მოცმა დავიწყებია,რომელიც დუტას გამოართვა-რაც იყიდე მას შემდეგ მომწონს დუუტ,ეგ შენი ქურთუკი და უნდა მაჩუქოვო,თვალიც ისე ჩაუკრა იმ ბიჭივით, ბიზნეს ადმინისტრირების მაგიერ,სასულიერო აკადემიის სტუდენტი რომ გახდა.რატოომ???..... -მე ვსაუბრობ, თქვენ მისმენთ!სიგარეტს მიეძალეთ,უთხრა და თავადაც გაუკიდა,ვერც სამონზვნო ცხოვრებაში შეეშვა და იყო დღეები ეწეოდა.ერთი თვე არ გენახვებოდი დათი,რატოომ?ეს პერიოდი ტაძრიდან წამოსვლისთვის მჭირდებოდა,იქ ჩემნაირები არ უნდა იყვნენ და ამიტომაც ვარ აქ.ახლა აღარ მოგიწევთ ოთაროს თქმის შემდეგ,ეუფ ისევ დამავიწყდა,შე ჩ**მა,ახლა მამა ანთიმოზი ხარო.ოთარო ვარ დღეიდან,იყოს თქვე ჩ**აც,მომნატრებია თქვენი გულიანი ლანძღვა. ახლა კი მითხარი დათი, როგორ აღმოჩნდა ნანო ბერლინში?
-სააგენტოში მოთხოვნა მქონდა გაგზავნილი დამხმარეს შესახებ,აღარ ქონდა ხმა დათის.
-და ერთ მშვენიერ დღეს,კარი გაუღე ქართველ,ულამაზეს,ჭორფლიან გოგონას,რომელმაც თავისი გულწრფელობა და ღიმილი მოიყოლა?
-ხოო მერე?თუმცა კარი,პირველად ლაშამ გაუღო...გულწრფელობა და ღიმილი მე მომიტანა და მერე წამართვა.კბილს, კბილს არტყამდა სიმწრით ნანოს ქმარყოფილი.
-ლაშა,ეგ ნაბო***ი,წაგართვა არა?ნანოომ?არა მას წაართვეს ყველაფერი და მაინც ადამიანად დარჩა.ხელი არ გაისვარა.
-ხო როგორ არა...მაკინესთან კლინიკაში,ისე შემომარტყა კაი ხანს ვანათებდი სიმწრით...ახლა მართლა გაეპარა ღიმილები,მოზრდილ წვერში.
-უხ, შემოვევლე მარჯვენაში,გული მოიოხა ოთარომ,უცნაური არაფერი შეგიმჩნევია?არაფერი ყოფილა ისეთი,რაც არ მოგწონდა? -ნინას დაბადების დღეზე,ტრაკზე არტყმას უპირებდა ლაშა, ნანოს არ შეუნიშნავს,ცოტა დამაკლდა,რომ არ გადავამტვრიე ის ხელი.მერე კი სულ ცდილობდა ნანო, მისგან შორს ყოფნას,თავიდანვე ცუდად განეწყვნენ ერთმანეთის მიმართ,რაც გასაკვირი არავისთვის იყო,თქვენ კარგად იცით,ლაშას ხასიათი.
-ნანო,უბრალოდ არ მოხვედრილა შენთან,ის რამაზ ქორიძის მეშვეობით აღმოჩნდა თქვენს სახლში.
-ახლა ოთარო,შენ თუ იმას მეტყვი რომ ნანო,რამაზის ხელია...
-გაჩუმდი დათი!!!ნანომ დღესაც არ იცის რამაზის ეს განზრახვა,ძლივს ინარჩუნებდა სიმშვიდეს,აწ უკვე ყოფილი სულიერი მამა.აი რამაზიმ, კი მაშინაც იცოდა ვისი შვილი იყო ნანო და საუკეთესო შურისძიება დაგეგმა,ნანო გამხდარიყო რამაზ ქორიძის რძალი და მის ქმრად,შენ არ მოაზრებოდი,თქვენ გეგმები ჩაუშალეთ და სულ მალე წყვილი,მერე კი ცოლქმარი გახდით.ერთ დღეს,შენი არაკაცი ბიძაშვილი მოვიდა და აღსარება ჩამაბარა.იცოდა არ მქონდა გათქმის უფლება,ვერასდროს იტყვი და თუ ამის თქმას გადაწყვეტ,მაშინ შენს წოდებაზე თქვი უარიო.ხო და ახლა მე, ზუსტადაც რომ აღსარების საიდუმლოს გავთქვამ. ლაშა ქორიძემ,თოთხმეტი წლის ნანო და ქეთო ორდენიძე,ლამრი ქებურიას დაბადების დღეზე ნახა,მათ იმდენად არ შეუმჩნევიათ ლაშა,დღემდე არ ახსოვთ,აი შენს ბიძაშვილს კი მაშინვე შეუყვარდა გოგონა ჭორფლებით და მას შემდეგ ტანჯავდა მისდამი ინტერსეი.სეზონის მიუხედავად,ნარინჯისფერ,ველურ ტიტებს,რომლის რაოდენობაც კი უცვლელი იყო ლაშა უგზავნიდა.ხმა დათი...ხმა არ ამოიღო!ვისკი მოსვი და მისმინე.მეც მიჭირს ბიჭო,გუყურო როგორ იმტვრევი.მერე მამას სთხოვა დახმარება, ბერლინში მოხვედრილიყო ნანო.სწორდე მაშინ გაარკვია კავშირი, ირინა ტუღუშსა და ირაკლი მაჭარაშვილს შორის და აღმოაჩინა რომ მათ საერთო შვილს ,მამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა,ხვდები როგორი კოზირი ეჭირა?ერთ დროულად გაანადგურებდა ირაკლის და შვილსაც გააბედნიერებდა რაშიც, შენ ხელი შეუშალე,ამიტომ დაიგეგმა ლუკა თავბერიძის ჩარევა,ლაშა ვერ გამოჩნდებოდა,შენ მოღალატე ცოლი უნდა გენახა და ის გაგეკეთებინა რაც გააკეთე,გაანადგურე ნანო და უფრო მეტად საკუთარი თავი.ლუკა,მხოლოდ პაიკი იყო,კლუბში შემთხვევით გადაყრილი,ყოფილი სკოლელი,რომელმაც ნანოს კოქტეილში კლუბური ნარკოტიკი შეაპარა და რასაც იწვევს,კარგად მოგეხსენება...ამიტომ იყო შენი ცოლი სრულიად უემოციო და დამყოლი,უყურე არა კადრებს?იმასააც?როდესაც კაცების ტუალეტში შეყვა?ლაშა იყო შიგნით, ვეღარ საუბრობდა დათის შემხედვარე ოთაროს.
-გააგრძელე!!!არაადამიანური ხმით დაილაპარაკა დათიმ
-დათი,გთხოვ!
-ოთარო!ბოლომდე თქვი,სანამ საკუთარი ყელი გამომიჭრია,არა ჯერ იმას გამოვჭრი!მერე მამამის ვაწამებ ციხეში და მერე... ჩემი გვამი გადააგდეთ ისე შორს,ვერავინ ვერასდროს მიპოვნოს!!!ჩემს შვილს არასდროს უთხრათ,რა არაკაცი მამა ყავდა.შენ კიდევ გააგრძელე,გააგრძელე ბიჭო!!!შეუღრინა ოთაროს.
-ენის ბორძიკიც განაგრძო საუბარი ნადიბაიძემ,რა განზრახვაც ექნებოდა ლაშას კი მიხვდებით,მოდი ლამაზო ნანო,კალთაში ჩამიჯექი და მომეფერე,გაგრძნობინო რა არის ნამდვილი კაცის ალერსი,შენი ქმარი ვერ იქნება ისეთი,როგორიც მეო,მიუხედავად ჩემი ინვალიდობისა,შენს გამომძიებელ ქმარს მაინც ვაჯობებო.იცი რა მოხდა?ლუკამ ვერ აიტანა ლაშას ლაპარაკი და ახლა მან გადაწყვიტა შურის ძიება,გაყურებინებ საყვარელი ქალის ალერსს შორიდანო,კედელთან აკრულ ნანოს მიუახლოვდა და ...
-და!!! ოთაროოო...შეყვირა დათიმ და საკუთარ მუშტს ჩაასო კბილები.სიტყვას ვერ ძრავდნენ დუტა და ილუ.
-ლაშა,მაინც არაფრის თავი გაქვს,დატკბი ჩვენი ყურებით,მე ვასწავლი პეპის, ნამდვილი კაცი როგორიაო,აქ შემოსვლამდეც მოეწონა ჩემი კოცნაო და უკვე ზედმეტად ახლოს მისულს,რომ ეგონა საწადელს მიაღწია,ნანოს ზიზღისგან გული აერია,ორივეს ზედ მიარწყია,მერე კი ვიღაცას ძალიან უჭირდა დაგროვილი შარდისგან და გარედან ბრახუნი ატეხა,ასე გადარჩა ნანო,ჯერ კიდევ შოკში მყოფმა,იმდენი მოახერხა რომ გამოიქცა და სახლმდე მოაღწია.მეორე დღეს კი...
-მეორე დღეს კი, სირ დათის ჩანაწერი გამოუგზავნეს,მან რა ქნა?!ცოლი უკანასკნელი ქუჩის ქალივით გამოაგდო და ენით აღუწერელი ტანჯვა ანახა.სიკვდილი ანატრებინა,შეურაცყოფა მიაყენა,არც მის ტკივილს მორიდებია,როგორც მორალურად ისე ფიზიკურად. მე, იმ ღამით,მიუხედავად იმისა რომ მისი სურვილის წინააღმდეგ არაფერი მიქნია,ცუდად მოვექეცი,მარტო დარჩენილს,განადგურებულს, მოფერება და იმედი უნდოდა,მე კი ჩემი ჭორფლიანის თავმოყვარეობა ნაგავზე მოვისროლე,უხეში,ველური,დაუნდობელი ალლერსით. ყველაფრის მიუხედავად ეს აიტანა და არ მითხრა,იცოდა ცოცხალს არ დავტოვებდი,არც დავტოვებ!ჩემს საკუთარ ანოს გეფიცებით არ დავტოვებ!!!ნანომ უნდა იცოდეს,რომ მისი დამპალი ქმარი,იმაზე მეტად ცოცხლად მკვდარია,ვიდრე ოდესმე თვითონ ყოფილა.ჯერ კიდევ არ გაქვთ წარმოდგენა,მე რა ნაძირალა ვარ...ბოლოს იმითაც დავემუქრე რომ თუ მისი ქცევები არ მომეწონებოდა,ბავშვს წავართმევდი,როცა მის სხეულზე სილურჯეები შევნიშნე,მაკინეს პალატაში დაუნდობლად ვუთხარი:ნაბიჭვართან ერთად მოძალადესთანაც წევხარ მეთქი?ლუკა თავბერიძე არ ვაკმარე და კიდევ ერთი კაცის საყვარლობა დავწამე!
-შენ...შენ, ტკივილმა სული დაუამა თითქოს,როდესაც დუტას მუშტი იგემა სახეზე,როგორი სიამოვნება იგრძნო,იქნებ დანარჩენებსაც გაემეტებინათ თითო მუშტი,სულ ცოტა ხნით დაუჯაბნიდა ფიზიკური სულიერ ტკივილს. -რაც შეეხება მაგ სილურჯეებს,წინა დღეს რეზიმ, მაკინე წააყვანინა აცრაზე,შემდეგ სახლში დატოვა.ლაშამ მიაკითხა, მისგან ჰქონდა ეს სილურჯეები,მოასწრო და მკლავში ჩაავლო ხელი,მე ვუყურე ყველაფერს და ჩემს თავს ვაკავებდი... იმ, გონებით და სხეულით პარალიზებულს,არ უნდა დაენახა ჩემი იქ ყოფნა.ყველაფერი რაც მოვყევი,ფაქტად უნდა მქონოდა!მისი აღსარებაც და ნანოსთან ყოფნაც,ჩემს მობილურშია.დათი კიდევ არის რაღაც.ლაშამ შენს ცოლს...
-ნუ,ნუ ეძახი ჩემს ცოლს!მე, არ ვარ ღირსი მისი ქმრობის!!!
-დიახაც,შენს ცოლს პირობა წაუყენა:ერთი თვე მისცა,მერე კი მისი ცოლი უნდა გახდეს,ამაზეა დამოკიდებული,შენი,ირაკლის,ნუცას,ტასიას,მისი მეგობრების და რაც მთავარია,მაკინეს სიცოცხლე. აღარ ეგონა,თუ კიდევ რამე ჰქონდა „შიგნით“ ცოცხალი,მზემაც აკრიფა სხივები,ეუხერხულა მზეს.ქარის ანაბარად დატოვა არნაღალატევი ქმარი.დუმდა ყველა და ყველაფერი...დათი რამდენიმე წამი უძრავად იდგა,არ ყვიროდა,არც მათ უყურებდა,თავი დახარა და ჩუმი ხმით, კიდევ ერთხელ გამეორება მოსთხოვა ოთაროს!თვალებში ბრაზი არ უჩანდა,რაღაც ბევრად უარესი იყო იქ,გაყინული სიძულვილი!როგოოორ!!!?თუ იმ....უუუხ ლაშა!შენი დედას შ***ც*!ჩემი შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ?! ცოლობა მოსთხოვა...ვიის!?ჩემს ანოს?მშრალად ჩაეცინა და მისი მზერა მიწას დაეცა.ჩემს ცოლს,რომელსაც განქორწინება მოვთხოვე,იმის გამო რაც არ ჩაუდენია...ჩემი შვილის მოკვლით ემუქრებოდა,ჩემი ბიძაშვილი...მე სად ვიყავი?!!სად ჯანდაბაში ეგდო დათი შარაშიძე?!როდესაც ამ ყველაფერს ნანო მარტო ატარებდა,ხეს მუშტი დაარყტა და გადამსკდარი კანიდან სისხლმა იფეთქა.ის რომ ქმარი, არასდროს ვყოფილვარ ბევრჯერ დავამტკიცე და მამა?მე რა მამა ვარ?!!ყველაფერი დაუნახავი დავინახე და ჩემს საკუთარ ანოს,შიში ვეერ დავუნახე.ახლა,სად არის ლაშა!!!?
-დათი,სიტყვა გაურისკა ილიკომ.
-სად არის ლაშა!!!?
-დათი,ახლა დუტამ სცადა მისი სიმშვიდე
-სად არის ლაშა!!!?სად არის ის ,ხომ იცით ახლა მას თუ ვერ ვნახავ,რამაზს ისე მივწვდები ვერავინ დამაკავებს!!!
-ვერ მიწვდები!დაუსისინა ილუმ.
-ინწკირველი არა??!როდემდე?!როდემდე დამალავთ ქორიძეებს?!!
-იქამდე,სანამ ნანოს სოცოცხლე საფრთხეშია,დათი,ახლა შენ უნდა მოაგვარო,ნანოს...
-ვიცი ილუ,მე ... ვალდებული ვარ ნანოს წინაშე და ყველაფერს ვიზამ,რომ უსაფრთხოდ იყოს.დუტა,ძმურად მანქანა დამიტოვე და შენ ბიჭებს გაყევი,არაფერს ვიზამ,გამიგეთ,მარტო უნდა დავრჩე,სხვნაირად ვერ მოვინელებ ჩემს თავს!!!
-წავედით,მხარზე ხელი დაკრა დუტას,ოთარომ და ილიკოც გაიყოლა.
მარტო დარჩა,მხოლდო დათი და მისი შინაგანი მე,რომელიც მუდამ სიმართლეს უყვიროდა ჩუმად,მუდამ ეუბნებოდა რომ ცდებოდა,რამდეჯერ აღრიალდა სხეულში გამომწყვდეული და რამდეჯნერ უთხრა,ნუ იქნები არაკაციო.ყველა წამი განუახლდა ბერლინიდან მოყოლებული,იმ დროიდან,საკუთარ ცოლს ქუჩის ქალად რომ აგრძნობინა თავი,გამოაგდო და წარმოუდგენელ ტანჯვას დაპირდა,მაინც რომ ვერ მოისვენა და ივას სთხოვა,მისი მშვიდობიანი დაბრუნება საქართველოში,მაინც რომ გამოეცხადა აერპორტში და იქაც გაუნადაგურა ღირსებ,იცოდა როგორ სტკიოდა ნანოს გარდაცვლილი დედა,ერთადერთი ადამიანი ვინც გააჩნდა. დედის დაკრძალვაზე შორიდან უყურა, როგორ დაიმახრა მისი ანო,დედის სხეულთან ერთად და მაინც არ მივიდა,ხედავდა შორიდან ნანოს თვალებს,მხოლოდ დაჩის რომ ეძებდნენ,არც მაშინ მისულა,არ ჩაიკრა,არ დაატირებინა დედა ქმრის მკერდზე,უპირო ყოფილა მისი ფიცი,ჭირსა და ლხინში,ხო და ხომ იპოვა ირინას საფლავზე მომაკვდავი?გაყინული რომ ევედრებოდა დედას,წამიყვანე,აქ დარჩენისთვის ნუ გამწირავო.რამდენჯერ ეჭირა მის ხელებს ნანოს მომაკვდავი სხეული და რამდენჯერ ევედრა უფალს მისი სიცოცხლე.ორჯერ, ისე ატკინა,სანამ მსხვევამდე მისულმა ძვლებმა ხმა არ გამოსცა და ტკივილისგან სუნთქვა შეკრული არ შეფართხალდა,ისიც გაუბედა რესტორანში,მიმტანად მომუშავეს,ტუალეტთან კედელს მიანარცხა და - მოდი ჩვენც ვცადოთ,ბერლინში ხომ „გაგისწორდაო“.ის ღამე?ახლა მაკინე რომ იყო მისი ნუგეში,იმ ღამით ნანოს ცრემლები რომ არ შეიმჩნია და დასავიწყებლად მაკინე დაუტოვებია მისთვის.რა წაშლიდა,რა დაავიწყებდა დახეულ მაჯებს?გადახსნილი ვენები სისხლსგან რომ ცლიდა,მაშინ ყველაზე მეტად დაიჯერა,ვერც ის იარსებებდა თუ ნანო არ ისუთქებდა.რა ვერ აპატია?!!!ის რაც მის დაუნახვ თვალს გამორჩა?საყვარელი ქალის თვალები ვერ წაიკითხა,ყველას თვალების მკითხველმა.მაინც ხომ სულ ცდილობდა,ნანოს ტკივილებს თვითონ დახვედროდა.იცოდა არ ისახურებდა და მაინც,ეგოისტურად,უღმერთოდ უნდოდა,მის საკუთარ ანოსთან.მაინც უნოდა, მის ქმრობაში კაცობამდე შეშლილს.


ხან ისეც ხდება,საკუთარ მკერდში,გულის ფეთქვა გზიზღდება ადამიანს და ხვდები რომ ადამიანობის არაფერი შეგრჩენია. სიცოცხლის იმედი გიკვდება და გაფიქრებინებს რომ:ამდენი არ უნდა გეთქვა,არ უნდა დაგეხარჯა დრო და სიტყვები და მაინც დგახარ...არაფერს იმჩნევ,ფიქრობ, გიღირდა ეს ყოველივე?რითაც დაიწყე,იმით რომ სრულდები?!დღეებს რომელსაც ვერ მოერიე- „შენი თვალების იქით ან აქეთ,ვერ გავიქეცი“.

მისულიყო?ასე გატეხილი,მასთან უღირსი,უთანასწრო მის ქმრობაში, ვერ მივიდოდა,ვერ ეტყოდა მორჩაო.არ იყო ადვილი და უფრო ძნელი იყო ის რომ:ლაშაზე მეტად რამაზი ხდებოდა საშიში,ბევრის და ყველაზე საყვარელის სიცოცხლე იდო სასწორზე.თავისი სულაც არ ადარდებდა.ცხელ გულზე,ატკიებულ სულზე,ყველაზე ცივი გონება ჭირდებოდა. მამა... ერთ წამში,სულ ერთ სიტყვაში,ერთ წინადადებაში მიხვდა,გატეხილიყო აზნორ შარაშიძის ვაჟი,ის ბიჭი გატეხეს,მუდამ გაწონასწორებული რომ იყო,ძალიან პატარაც რომ არ შეშინდა რამაზის მუქარის მიუხედავად და მამასთან ერთად იმ ოჯახში მივიდა,დიდი და სამუდამო გლოვა რომ დამდაგრიყო ლაშა ქორიძის მიზეზით.დღემდე არ იცოდა ლანამ რა მოხდა წლების წინ,რატომ გახდა მისი შვილი გამომძიებელი და რატომ თქვა უდიდეს სურვილზე უარი,რომლის ახდენაც ძალიან რეალური იყო,დათის ნიჭი და გონიერება იყო ამის გარანტი.ახლა გატეხეს,არა რამაზმა,არა პრობლემამ,არც შიშმა...საყვარელი ქალის მიმართ ჩადენილმა.
-დათი,ასე რა გაწუხებს შვილო?რა მწარე იყო ასეთად დანახული შვილი
-სინდისის ძარღვი,უთხრა და ცრემლები დაექცა მამის მხარს,
-იცი,ეს სიტყვები როდის მითხარი და ასე როდის იტირე?
-არ მახსოვს მამა.
-არასდროს,ასე არასდროს ყოფილხარ დათი...
-აქ მტკივა მამა,გულზე იდებდა ხელს დათი.
-დათი,მე ყველაფერი ვიცი
-რას გულისხმობ?
-იმას,რის გაკეთებასაც გეგმავ,რამაზის წინააღმდეგ,რაც ნანოსთვის გააკეთე,როდესაც გააპარე, ახლა იმ ტკივილს რომ უძლებ,სადაც შენ ნანო შეგეშალა და ახლა რომ უნდა გარბოდე მასთან,თუმცა არ მიდიხარ,ვაი თუ ვინმე ვერ დაინახო,ვინმე გამოგრჩეს,შენს თავს ხედავ შვილო?კიდევ რამდენის ტყვიას გადაეფარები?ტყვიის გარეშე კვდები დათი.შენი შვილი უკვე ხუთი თვის გახდება და ხუთჯერ ვერ დაიძინე მასთან ერთად,ჯერ რომ არ გიგვრძვნია, ცოლის სურნელს შერეული შვილის სუნი,არ გაგიღვიძია მათთან ერთად,თუმცა ხომ გითენდება ყოველი დილა ნანოს კორპუსთან?არ გამოვა იყო ყველლასთვის,ყველასთან და ყველას მაგიერ,შენს ოჯახს,შენს გოგონებს ჭირდები.მათ არ ჭირდებათ მკვდარი გმირი.ცოცხალი დათი უნდათ,ქმარი უნდა ნანოს,მამა მაკინეს.გახსოვს მაინც ბოლოს როდის იცხოვრე საკუთარი სურვილებით?იცი რატომ გადავიდა ცალკე შენი ცოლი?სულ პატარა იმედი მაინც აქვს,ერთ დღეს მისი დათი დაბრუნდება და სახლში უნდა დახვდეს.იცის, დათი, ირაკლის სახლში არ მივა.მაინც გელოდება შენი ანო.ბოლო შანსი გაქვს ჩემო ბიჭო.რატომ უწოდებ თავს არარაობას?დარწმუნებული ვარ,არასდროს გაუმტყუნებიხარ ნანოს,არც მის ოჯახს,ოდესმე გიგრძვნია ირაკლისგან არასწორი დამოკიდებულებ?ის ნანოს დანაშაულს ხედავს პირველ რიგში და მერე როგორც კაცი, აფასებს შენს მდგომარეობას.მამა...ჩემო სიამაყევ,ჩემი გაზრდილი ხარ,შენს თითოეულ მიმიკაში,ჩემი წლები დევს და შენ ფიქრობ,დამასწრებდა ვინმე შენს დასჯას?დათი,შეგეშალა,როგორც ქმარს,როგორც პროფესიონალ გამომძიებელსაც,მაგრამ ცოლზე უპირობოდ შეყვარებულ კაცს,არ შეგშლია,შენც გაქვს სიმართლე და დროა ერთმანეთთან ისაუბროთ.




33***
ნანოს მონდომებას,რომ ერთად აღენიშნათ რეზის და თამთას შერიგება,სამი დადებითი პასუხი ჰქონდა და ხუთნი აღნიშნავდნენ, დიდი სიყვარულის კვლავ შეერთებას,რეზი დუნდუას და თამთა კოხრეიძეს სკოლოდან უყვარდათ ერთმანეთი,თითქოს გადაღლილებმა,თითქმის სამი წელი გაატარეს უერთმანეთოდ და საკუთარ თავებს დაუმტკიცეს,რომ არ გამოუვიდათ.ბავშვობის მეგობრები,ახლა მეორე ნახევრებთან ერთად იზიარებდნენ მათ კვლავ ცოლ ქმრობას...ნანო?ნანო მარტო იყო და უყვარდა,ზუსტად იცოდა დათი იყო ის ერთადერთი,პირველიც და უკანასკნელიც.აქ არ არსებობდა,არასდროს თქვა არასდოს!არასდროს ეყვარებოდა სხვა...თუ დათი არა,არც სხვა მოეხვეოდა.ნასვამი იყო პეპი,არც დანარჩენებს დაუტოვებიათ ჭიქაში,სანახევროდ.
-პეპიი,ნასვამი კი ვარ,მაგრამ სულ იმ აზრზე ვარ...შენ და შარაშიძე ერთად უნდა იყოთ...აი მჯერავს რომ მოვა.
-კი როგორ არა... მოვა და მუხლს მოიყრის,მერე თეთრი ცხენიც გამოჩნდება და...
-ეეე პეპი,ეგ ფიფქიას ამბავია და პირიქით იყო,მე მივაკითხე ამ სიამაყით სავსეს,არ გახსოოვს?ისე შენთან დასამალი რა მაქვს და რომ მივაკითხე ეძინა და კოცნით მე გავაღვიძე,რა დღეში ჩაიგდე თავიი ქეთო ორდენიძეე,საკუთარ თავზე კარაგდ ხალისობდა ქეთო.გეუბნები პეპი,მოვა...
-მაინც როგორ?როდის?
-ახლა...ივასთან,დუტასთან,ოთაროსთან,ანდრიასთან და ილიკოსთან ერთად ნანოო,გამოფხიზლდი მოვიდა მეთქი,ოღონდ თავს თუ შეატრიალებ პირდაპირ წააწყდები შენს ყოფილ ქმარს,ჩემი ქმარი გადაკოცნა,ახლა რეზი,თამთა,გიორგი,იაკო -დათიი,როგორ ხარ შე გამომძიებელივით სიმპატიურო?გადაეხვია ქეთო და პირველად ითქვა, ცივი შორეული გამარჯობა,ნანოს და დათის შორის.
-დათი,მიმართა,უკვე კარგად შემთვრალმა გიორგიმ,აქაურობის მეპატრონე ჩემი მეგობარია,დარეკილი და მოგვარებულია,მიუხედავად იმისა ადგილები არ არის,მომსახურე პერსონალი მოგვიხერხებს და ერთ სუფრასთან დავსხდეთ...ჩვენ რეზის და თამთას შერიგებას აღვნიშნავთ,პეპიმ შეარჩია ეს გასიგრძეგანებული რესტორანი, ამდენი კიბე სად ნახა?მუხლები აღარ მემორჩილება.
-ჩვენ, უბრალოდ დალევა გვინდოდა და დუტას ტრიპაჩ ხასიათს,ბოჰემა და ცისფერი სისხლი მოაწვა,რომელიც არ აქვს და მგონი სავარჯიშოდ წამოგვიყვანა,ვერ ხვდება რომ ასაკშია.უღრენდა დათი დუტას.
-აბა მე და ივას არ დაგვიჯერეთ,ვითომ წყენა გამოხატა ილუმ.
-თქვენი ჭირიმე რაა,ერთი ხინკალს გვაძალებდა,მეორე ღომს,რა დაუნახავები ხართ,უკმაყოფილოდ შეხედა ბიჭებს დუტამ.
-შენა და დუტა,რის ჭამას აპირებ?ჩვენ არ ვიტყვით ხინკალზე და ღომზე უარს,შენთვის კრევეტებს,ციტრუსის მსუბუქ სოუსში მოიტანენ,დესერტად პანაკოტა მიირთვი კენკრით და აპეროლი დალიე ბოჰემურად,მოურიდებლად დასცინა ოთარომ. ისე იყვნენ საუბარში გართულები რომ გვიანღა შენიშნეს,ვერანდიდან შემომავალი ქეთო და ნანო,რომლებიც მოსაწევად გასულიყვენ...არ მიუწევდა ფეხები სუფრისკენ ნანოს,ემძიმებოდა ჰაერი და ახლა სულ ხუთი წუთი მაინც ჭირდებოდა მარტოობისთვის,მარტოს უნდა ამოესუნთქა და საკუთარი თავი მწყობრში მოეყვანა.ისე უნდა დაბრუნებულიყო რომ არავისთვის ყოფილიყო იქაურობა უხერხული.
-რეზიი,ხო იცი ბავშვობიდან ერთი ცრუ რწმენა რომ მაქვს?სერიოზული სახით კითხა გიორგიმ
-კიი,მარცხენა ხელი რომ გექავება ფული შემოგდის და მარჯვენა მუშტის მოხვედრის ამბავია
-ხო და...მარჯვენა მექავება და აი აქ ისე დაცხაა,ცეცხლს წაუკიდებს აქაურობას სიძე.
-რას ბოდავ გიორგი?
-იქ ვიღაცამ,ნანოს მყუდროება დაარღვია და შეხედე,ადგა გამომძიებელი.
ფიქრში ჩაძირულიყო ნანო,სულ ოდნავ დამშვიდებულს შვილზე ეფიქრებოდა,წარმოიდგინა მაკინეს სახე,რომელიც უკვე მამის ასლი იყო და სიამოვნებისგან გააჟრჟოლა,ეს გოგო იმ მშობლების გაგრძელება იყო უსასრულო სიყვარულით რომ უყვარდათ ერთმანეთი და დაუსრულებლად თავიანთი ერთადერთი.მშვიდი,გაწონასწორებული გამოვიდა ტუალეტიდან,თუმცა ისეთი ტკივილი და კედელზე მინარცხება იგრძნო,წამიერად გონება დაეხშო...მერე კი ის კოშმარი გაახსენა განცდილმა,ბერლინის ბინძური დღე,სხეული დაუბუჟდა ნერვებ ატანილს,მოძრაობის უნარი წაერთვა,როდესაც უცხოს ხელი იგრძნო საკუთარზე.
-ვგიჟდები ჭორფლიან ნაშებზე... როგორც ყოველთვის გემოვნებით ეცვა ნანოს, მუქი ნაცრისფერი, თავისუფალი სტილის მოკლე სახელოებიანი მაისური,ვინტაჟური პრინტით.რომელიც ჩატანებული ჰქონდა,შავ გრძელ ტანზე მომდგარ აბრეშუმის ქვედა ბოლოში.შავი წვეტსებური ცხვირით, კლასიკური,პატარა ქუსლზე ფეხსაცმელ.სექსუალურად და ესთეტიურად ჩანდა,ნანოს ქალური სხეული,რომელთანაც ზედმეტად ახლოს იყო ვიღაც უცხო.ხმა ვერ ამოიღო,არა და როგორ ყვიროდა შინაგანად და შველას ითხოვდა.იცოდა,თუ ოდნავ მაინც შეეხებოდა...ეს ბოლო იქნებოდა.ვეღარ შეძლებდა ნაწილებად აკრეფილი სხეულის და სულის შეერთებას. და საიდანღაც უშველეს...ხმით შეასკდა იმ უცხოს შუბლი კედელს და დაინახა,დათის ხელები როგორი სიმძლავრით დაეცა ამაზრზენი მამაკაცის კეფაზე.მასაც მოესწრო, დათისაც სდიოდა სისხლი ცხვირიდან,უფრო მეტად ააკანკალა ნანოს.
-მშვიდად ნანო,კარგად ვარ,მშვიდად და აქედან გადი,ქეთოსთან მიდი!შენ კი არჩევნის საშუალებას გაძლევ ბიჭო!!!ჯერ ენა ამოგიღო თუ ხელები დაგალეწო?!!
-შუმა...
-ბატონოო?!!გაოცებით შეხედა დათიმ.
-შუმას მეძახიან!
-წამოა აბა შუმიკ გარეთ
-აი ხედაავ?იქით,ხალხი რომ აიშალა ჩემი ძმაკაცები არიან და არ გირჩევ გარეთ გასვლას...ისე დაგლეწავენ...
-შენ,საბურთალოელ შარაშას იცნოობ?გარეთ გასულებს ანდრია ინწკირველის ხმა მოესმათ. ბიჭებიც იქ იყვნენ,დათის და ნანოს ბიჭები,უკვე ერთ სამეგობროდ ქცეულები.
-აბა,ბოდიშს იხდის შუმა თუ ჩავატაროთ შუმახერულად?!!სიბრაზის დროს მეტად უბოხდებოდა ხმა ილუს.
-თქვენ ბიჭო...ხომ არ გაჟრიალებთ?ვიღაც ჭორფლიანი ნაშის გამო...
-აი, აიი სად დაგელეწა ყველა ძვალი და დაგეცა მეხი და დაგიბნელდა ზეცაა... დაგერ-ხაა...შუმა-ხერ,ჩაუშტვინა ივამ და სწორედ მისი ხელი მოხვდა,მერე კი ვეღარავინ,ვეღარაფრით აკავებდა დათის...კიდევ ერთხელ ატკინეს ძალიან, მის ანოს და ძალიან დაუმსახურებლად...ძალიან მოუვიდა შუმას ცემა და დაცვამაც ვერ შეძლო მისი გაკავება. გაოცებას ვერ მალავდა პატრულის ორი ეკიპაჟი როდესაც,ქალაქის მთავარი,საგამოძიებო სამსახურის,კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით შარაშიძე და განსაკუთრებულ საქმეთა უფროსი გამომძიებელი ინწკირველი, რომ იხილეს ხელჩართულ ჩხუბში. -ბატონო დათი,ბატონო ანდრეა,უფროსებს ეგრეთ წოდებული „ჩესტი“-თ მიეგებნენ უმცორსი კოლეგები,რასაც არასდროს ითხოვდა დათი,არც ანდრეა.
-არავითარი ბატონო,ბიჭებო...აქ ჯიქიელი შარაშა და პლატოელი ინწკი ვართ და ეს ნაბ****ი,ხელიდან რომ გამგლიჯეთ შუმაა.მისმინე! შუმა-ხერ,ლოყაზე მტკივნეულად შემოკრა ხელი და ყურს უკან ძლიერად ჩაუჭირა:როდესაც შენი არაკაცი გონება ქალზე ძალადობას შემოგთავაზებს,ყოველთვის გამიხსენე,როგორც შენ გინდა...არა პრობლემა „შარაშა“ თუ არ მოგწონს,კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შარაშიძე იკითხე და იქ,სრული მომსახურება გელოდება!!!ეს გოგო, კარგად დაიმახსოვრე!ჩემი ცოლია შე ს*რო!!!თუ კიდევ გადამეყარე,სიკვდილს განატრებინებ!!!ისე ბიჭებო, მომეწონებოდით და გეტყოდით ვაჟკაცი ბიჭები ხართ,კარგია ხელით რომ ჩხუბობთ და არა სხვა რამეებით თქო,ამნაირ კაცთან ძმაკაცობა?ამნაირის გამო ჩხუბი?სათითაოდ მოიხადეს ბოდიში ნანოსთან და გოგონებთან.დავაკავებთო როდესაც უთხრეს კოლეგებმა,ნება არ დართო დათიმ,ეყოფათ დღევანდელი დღე და ამისნაირი ძმაკაცი,საკანზე უარესიაო. –
-რა გაბღენძილი პოლიტიკოსივით გაიჭიმე შენი თანამდებობით,არა და შარაშას თემაში მომეწონე დათუუ,სიცილით იგუდებოდა ოთარო.
-ხო,მერე ასაკი რო მექნება და გატრაკების თავი აღარ,იქნებ ღიპიც დამედოს და პოლიტიკაში წავალ,გაბღენძვა გამომივიდა ხოო???
-ხოო დათუუ,ერთი მე გამომივიდა მამა ანთიმოზობა და მეორე შენ იქნები ზე პოლიტიკოსი.
-ვაი დუტა,შენი გლამური არ გაიშვა,ხო გინოდა ბიჭო ბოჰემა?მოასწარი პანაკოტას მირთმევა?ან ამ ზღვის დონიდან,სულ ზევით ზევით ადგილი სად გაგახსენდა?დღეიდან შარაშა დამიძახეთ ძმებო.ისტერიულად ეცინებოდა დათის.
-„აიკენწლე“დუტი?არ გერჩია ხინკალი და ღომი?ნატკენი ხელის და გახეთქილი წარბის მიუხედავად ხუმრობის ხასიათი არ დაკარგვოდა ილუს.
-ძალიან მაღლა კი ვართ,სამაგიეროდ კარგად ჩანს ვის რა მანქანით მოაკითხა ცოლმა,ეცინებოდა უკვე გამოფხიზლებულ,კოჭლობით მოსიარულე რეზის.ბიჭოო იმ ფეხ გასახმობს რა ჯანდაბები ეცვა?რა ჩამარტყა ასეთი,მგონი მუხლი აღარ მაქვს.
-„ტანგეტკები“რეზი... დასცინოდა ქეთო
-ტანგები მე სხვა რამეზე ჩასაცმელი ვიცი...აფხუკუნდა გიორგი.
-განათლებულო ამბიფია,ეგ ტანგაა,აქამდე ჩუმად მყოფ ნანოსაც გაეცინა.
-აბა,ყველა ქმარი თავის ცოლს მიყავს,ჩაერია დათი,ილიკო ბურდულო,ტაქს გამოგიძახებ...მურმანობა და ეკლობა არ იკადრო ბიჭო,პაპას მგელო.
-მისმინე შარაშ...ბოდიში მერე მომიხადე,მურმანობაზე კი მერე ვისაუბრებთ მე და შენ.ხო და მე, ჩემი ცოლი წამიყვანს.ნამეტანი ფიცხი ქალები ყავთ ხევსურებს და არა ნაკლები მთიულებს,მე კი გვარში ბევრი და სახლში ორივე მყავს...ასე რომ დავიშალეთ.ილიკო,დათის ჩაეხუტა და მხოლოდ მის გასაგონად თქვა:მართლა მომაკითხა ჩემმა აშექალმა, დათი შე ქმრებში ყველაზე ქმარო და მართალო კაცო.
-შევეცდები,მეორე ჩხუბზე მეც მომაკითხოს ჩემმა ანომ.ილიკო შენ ყველაზე ძმაკაცო და უქმრესო,ჩემს ნათლულს მაგრად ჩაეხუტე და აი იმას,ახლა გულაჩუყებული და ტირილ მომდგარი რომ იყურება ჩემსკენ,შევირიგებ და მაგარი დასვენება უნდა მოვიწყოთ ოჯახურად.
-ისე,ჩვენებურად?ძველებურად?ჩაეცინა ილუს
-ოჯახურად,ჩვენებური და ძველებური,შეგძლია ტკბილ მოგონებებში მოიხსენიო ხოლმე.წადი რაა...
-ქეთოო შენ და ნიკოლოზმა ,მეც წამიყვანეთ რაა...ტაქსით მიდიხართ მაინც და ხელის შეშლაში არ ჩამეთვლება,წამიერ სიჩუმეში გაისმა ნანოს ხმა.
-წამო პეპი...
-ქეთო,შანსი არ აქვს,უჩურჩულა ქმარმა,დათი არ გამოუშვებს.
-მომიტევეთ ფიფქია,ქეთოს მიუახლოვდა დათი,ვერ გაგატან ჩემს ცოლს.უნდა დამიტოვო.
-დათი ბატონო,ხომ იცი ამ ამბავში შენიანი უფრო ვარ და შენსკენ,ვიდრე იმისკენ,ახლა გული რომ უფართხალებს.
-ვიცი...ვიციი და შენ არ იცი როგორ მაბედნიერებს ეგ ამბავი.
-ის თუ იცი,დედინაცვალზე ბოლოს შური ვინ იძია?მაგ ზღაპრის ნამდვილი დასასრული გსმენია?ფიფქია,ძალიან მშვიდი და წყნარი გოგონა იყო,არა და არ მოუსვენა დედინაცვალმა,ხოო და უღალატა ამ წყნარ გოგოს ნერვებმა.ნერვი არ აუტოკდეს ჩემს პეპის...შემომაკვდები შარაშიძე.მაგან რაც გამოიარა,იმ დედინაცვალსაც არ ვუსურვებ.
-ღმერთმანი ქეთევან...დამძაბე.მიყვარხარ ქეთო მე შენ,შუბლზე აკოცა დასავათ სადარს.


34***
მარტო დარჩენილებს ცა ვარსკვლავებით უნათებდა ღამეს და ალბათ სამივეჯერ ერთი სურვილი ჩაუთქვა ორივემ,ჩამოვარდნილ ვარსკვლავს.ინსტიქტურად შეეხო,სახეზე დაუსვა ხელი ნანომ,დიდი დრო გასულიყო,აღარ ეფერებოდნენ მისი ანოს,ნატიფი თითები,კანიც ისევ ისე გლუვი ჰქონდა და დათის რომ უყვარდა ფრჩხილებიც ისე სადად მოვლილი,თითებს რგოლი რგოლი აკლდა,ის რგოლი ჯვრიწერის დროს ფიცი რომ დაუდო და თიტზე წამოაცვა,აღარ ეკეთა მის ყოფილ ცოლს.როგორ ეტკინა საკუთარი სტატუსი,ნაქმრევს.

-ანოო,ჩემი ბეჭედი?აღარ გიკეთია,ვერ დაიტია ატკიებული სათქმელი,ყოფილმა ქმარმა.
-ანო...რამდენი ხანია ასე აღარ მეძახი?საერთოდ აღარ მეძახი დათი,ჩემთვის მხოლოდ შეურაცყოფა და დამცირება არ გენანება.ბეჭედი?შეგახსენებ,როცა ვენებ დაჩეხილი მიპოვნე და კლინიკაში მიმიყვანე,მას მერე შენ გაქვს,შეიძლება აღარც გაქვს,რაში გჭირდება მოღალატე ყოფილი ცოლის ნიშანი?თუ არ მოიცილე თავიდან,მე მომეცი გთხოვ,ნუ გადააგდებ.
-არც მიფიქრია,ჩვენს სახლში შენი კომოდის უჯრაში დევს,იქ სადაც შენს სამკაულს ინახავ.
-ის სახლიც და ნივთებიც შენია დათი,ჩვენი მხოლოდ მაკინეა.ტუჩი შეგისვდა,ისევ გაექცა თითები დათის სახეზე.
-მაკოცე ანო
-გიჟი ხარ ხო??

-ვარ...და ჰაერივით მჭირდება ეგ შენი,ღია ვარდისფერი ტუჩები,წელიწადზე მეტი რომ არის რაც მებუტებიან ,გაქრა სიტყვები... მარცხენა ხელი ყურს უკან თმაში აუცურა,მარჯვენა კეფაზე მოხვია და რაც შეძლო ახლოს მიიზიდა,საკუთარი ანოს სახე.ყველა მონატრებით,ყველა სიყვარულით,ყველა გადარევით უკოცნიდა იმ ტუჩებს, წელიწადზე ბევრად მეტი რომ გასულიყო და ებუტებოდნენ.მწყურვალებს ბედნიერება წვეთწვეთად მიეწოდებოდათ და გიჟურად ცხრებოდა ვნება,ძველი თბილისის ასორმოცდამეოთხე საფეხურზე.ვერ ელეოდა...ყელიდან მკერდისკენ ჩამოჰყვა ხელით,იმ ყელზე უთვალავჯერ რომ ჰქონდა დაკოცნილი დათის და როგორც ნანოს უყვარდა,ცერა თითით ყელზე ეფერებოდა.ნანოც მიწვდებოდა მის ყელს და შეახებდა ბუტიებს.კოცნიდა, კოცნიდან კოცნამდე, დილიდან ღამემდე,სამსახურიდან სახლამდე,ნახვიდან ნახვამდე ატანდა ამბორს. რატომ?რატომ მოვიდა შეგრძნება,რომელიც ყველაზე მეტად ყარდა,ააკანკალა...
-გთხოვ დათი,არ შემეხო,არ მინდა გემის?არ მინდა...
-მესმის,დამშვიდდი,არ გეხები,მე მიყურე,არ გეხები გესმის?ახლა შენ მე სიმართლეს მეტყვი.იცი როგორ გაგაკანკალა?მე ანო?მე შეგზიზღდი?
-არა,გეფიცები შენ არა,უბრალოდ მე ის...ის,მაკინესთან წამიყვანე რაა,მაკინესტან მინდა,ჩემს შვილს უნდა ჩავეხუტო,ის მიშველის.
-წაგიყვან,მაგრამ მანამდე არა,სანამ არ მეტყვი,რა შენ,ის?ვიინ?!!
-ლუკა,მე ის ეგრე შემეხო,მერე ძლიერად მომიჭირა ყელზე,მკლავებზე,ისევ ყელზე და კოცნა უნოდა.მე მხოლოდ შენი კოცნა მომწონს,მხოლოდ შენს მოფერებას ვიტან და მიყვარს... არ გაპატიებ!არ გაპატიებ დათი ეგ რომ წამართვი,შენი თავი წამართვი.დამცირებულს ბოლომდე გამისწორდი.ირინა რომ მიკიკვდა,უშენოდაც დამტოვე.ის ღამე,ისე არ მტკიოდა,მიუხედავად მისა რომ დილით,შენი ნაფერები ლურჯად მეტყობოდა,მაინც გავუღმე სარკეში ჩემს თავს.გითხრა ყველაზე მეტად როდის არ დამინდე?რესტორანში,შენი კლასელებიდან, ერთი ორი,ისეთი დამშეული,ბინძური თავლებით მიყურებდა,რამდენჯერაც დამინახეს,იმდენჯერ შიშველი წარმომიდგინეს ალბათ...მე კი დაკომპლექსებულმა,თავი აგარიდეთ და ზედმეტი ნაბიჯიც აღარ გადამიდგამს.შენ რა გააკეთე?იგივე რაც ლაშამ,ის ჩაიდინე,რის დავიწყებასაც თავს ვაიძულებდი,ტუალეტის კედელს ამაკარი უკანასკნელი ქალივით და გახსოვს რა სიტყვებით მიყვირე?მოგეწონა?მოდი ჩვენც ვცადოთო,ხელი კი ისე ჩამაჭირე...
-არა თქვა რაა...კბილები ტუჩს დააჭირა,განადგურებულმა დათიმ.
-სულ ცოტაც დათი და ძვალს გამიტეხდი,იმ ღამით სამსახურიდან გამომაგდეს,გაბ...აღარ გააგრძელა ნანომ.
-რა...კიდევ რაა,თქვი...ბოლომდე თქვი,ერთხელ და სამუდამოდ ამოთქვი და იქნებ დაისვენო.თქვი ნანო იმ ღამით,კიდევ რაა!?სამსახურიდან გამოგადეს და...თქვი,თუ ღმერთი გწამს.
-სამსახურიდან გამომაგდეს და ლუკამ იმ ღამით ჩემი გაუპ...არ გაპატიებ დათი.
სახე, სახესტან მიუტანა დათიმ ნანოს და თვალებში ჩაცქერდა. -არ მაპატიებ.თურმე არ მაპატიებს,რაას ნანო?ჯერ კიდევ ჩემს გვერდით რომ გეძინა და დილა უთენია მეხსიერების ბარათი გამომიგზავნეს,სადაც ჩემი ცოლი,ჩამპალ ნარკომანს ყავს კედელზე აყუდებული და ხელებს უფათურებს,ამ დროს ურეაქციოა ჩემი ცოლი,ვიღას გკოცნის და მე მაყურებინებენ!ახლა შენ მითხარი ცოლო ჩემო, რას იზამდი?მაპატიებდი?მშვიდად მომისმენდი და დაიჯერებდი,თითოეულ ჩემს სიტყვას?როგორ?მხოლოდ ის მითხარი,არაფერი მახსოვს,მაგრამ არ მიღალატიაო.ყვავილებს გიგზავნიდნენ 11წელი,ჩვენს ქორწილშიც კი გამოგიგზავნეს,თუ ჩემმა ძმაკაცებმა გადაყარეს,ჩემთვის გამოგზავნილი?რამდენჯერ გაგაფრთხილეს გიომ და რეზიმ უთხარი დათისო.შენ ის გიფიქრია მე რა გადავიტანე?!!!ჯერ კიდევ მაშინ ირინა რომ მოგიკვდა და მასზე უფრო მკვდარს,შენ გხედავდი,ხო არც ისე შორიდან გიყურებდი და ვერ გშველოდი,იმ დღიდან შენი აჩრდილი გავხდი და სუნთქვას გითვლიდი.ორჯერ ხელებში ჩამაკვდი!ის ღამე,მე რომ მაკინეთი ვამართლებ,საერთოდ არ მემართლება და ახლაც შენზე მეტად მეწვის,შენზე დატოვებული სილურჯეები.იცი რამდენ ქალთან ვიწექი?!ძალიან ბევრთან და არცერთის სახეც კი არ მახსოვს.ერთხელ მეტად არცერთთან ვყოფილვარ და მხოლოდ იმას ვაკვირდებოდი,რომ შენნაირი თმა და თვალები არც ერთს ჰქონოდა.შენს არ ნაღალატევს,მე მილიონთან გღალატობდი და ყველა ჭორფლიანი ქალი მძულდა,შენს გარდა.კარგად დაიმახსოვრე რაც გითხარი და არც ეს მაპატიო.იცი კიდევ რა არ მაპატიო?ძალიან პატარა კაცი რომ აღმოვჩნდი და განქორწინება მოგთხოვე.ამ ყველაფერში შენ,იმდენად მართალი ხარ და მე ისეთი არასწორი,იმ ირინას გაფიცებ,მიწის მიყრა რომ ვერ გაუბედე,არ მაპატიო.მხოლოდ ერთი მითხარი,მე რა არ გაპატიო?იქნებ გაქვს რამე სათქმელი,რითაც ჩემი სამართალი პურს თუ ვერა,ნამცეცების ჭამას მაინც შეძლებს?!
-რაზე საუბრობ?რაღა დამრჩა სათქმელი?

-მთავარი პეპი.მე როგორ გაპატიო ჩემი ბიძაშვილი?როგორ დავრჩე ადამიანად და ლაშა ქორიძე,მისი ეტლიანად ნაწილებად არ ავქნა?!ეგ ერთხელ მაინც რომ გეხსენებინა იცი რა მოხდებოდა?ის რაც მოხდა და ცხოვრება დაგვინგრია, არ მოხდებოდა.
-და მაშინ დამიჯერებდი?ლუკაზე არ დაიჯერე,ბიძაშვილზე ნათქვამს დამიჯერებდი?
-ასი პროცენტით,და ის საღამო გაახსენა,ნინას დაბადების დღე,ბერლინში,ლაშამ ნანოს უკანალისკენ რომ გაწია ხელი და დათის დამსახურებით არც კი გაუგია ნანოს მომხდარი.ახლა ხვდები რომ დაგიჯერებდი?დაგიჯერებდი და ორივეს სათითაოდ დავაწყობდი იმ ტიტებს გულზე.
-დამემუქრა,ხმა ჩაუწყდა ნანოს,მიხვდა შენთვის თქმას რომ ვაპირებდი და მითხრა:არ მაცოცხლებს შენი გამომძიბელიო.მერე როგორ ჩამეხედა შენებისთვის თვალებში?დათი მკვლელი იმიტომ გახდა,მე რომ ენას კბილი ვერ დავაჭირე და მერე???
-მაინც მოვკლავ!
-არ მოკლავ!
-ვითომ რატომ?ავად ჩაეცინა დათის,რას იზამ?ცოლად გაყვები ჩემს ბიძაშვილს, იმის გამო რომ ჩვენ ყველამ დაცულად ვიგრძნოთ თავი?თუ სხვა გადაწყვეტილება მიიღე?თავს მოიკლაავ?შეძლეებ?მაკინეს მარტო ტოვებ?რაო ნანო?გაგიკვირდა საიდან ვიცი, ჩემი ,სულითაც ინვალიდი ბიძაშვილი რომ იყო შენთან, ერთი თვე მოგცა იმისთვის რომ მის სახლში იდიასახლისო?მკვლელს გამხდი ნანო!კარგად დაიმახსოვრე!!!შენზე და ჩვენს შვილზე,პასუხისმგებელი მე ვარ და ეს იმას ნიშნავს რომ:საკუთარი სოცოცხლითაც ვაგებ პასუხს.არავის მიყვები ცოლად და ის რომ ლაშა არსებობს დაივიწყებ!!!არც იმის გეშინოდეს რომ ირაკლის ან სახვა დანარჩენის დაზარალებას შეძლებს.მხოლოდ საკუთარ სამარეს გაითხრის.
ასორმოცდამეოთხე საფეხურზე მდგომმა ნანომ,ვარსკვლავებით სავსე ცას ახედა და მერე,ტყავის ქურთუკის და დათის თეთრი მაისურის ზღვარი ერთიანად გაარღვია,მონატრებულმა აასრილა თხელი,გაყინული თითები დათის მკერდზე, ასე ვნებიანად არასდროს უკოცნია მის ანოს...უკვე გამთბარი ხელის მტევნები,ყოფილი ქმრის ძლიერ ბეჭს ლაშქრავდნენ და სულაც არ ერიდებოდა თუ ვინმე დაინახავდა,ნატყვიარს შეეხო ხელით და გააცია.ღიმილები ურცხვად,თავისთავად ეპარებოდა დათის,მოზრდილ წვერში.
-მხოლოდ შენ მიყვარხარ,მხოლოდ შენი მოფერება მომწონს,მხოლოდ შენი შვილის დედობა მინდა...ჯერ ძალინ პატარა ვარ,სამომავლოდ ერთ შვილს რომ დამაჯერო,სხვა კაცი?უბრალოდ ვერც კი განვიხილავ.მომავალი შვილისთვისაც შენ მინდიხარ მამად.ახლაც მოკლავ?ლაშას
-საყვარლობას მთავაზობ ლამაზო ნანო?
-ეგრეც შეიძლება ყოფილიყო,მაგრამ ჯვრის აყრა არ არსებობს,ასე რომ სიკვდილამდეც და მას შემდეგაც ჩემი ქმარი გქვია.ათასი ცოლიც რომ მოიყვანო ღვთის წინაშე,მხოლოდ ნანო მაჭარაშვილის ქმარი ხარ.ახლა კი სახლში წამიყვანე.მაკინესთან მინდა.
-მხოლოდ ერთი პირობით...ამაღამ ჩემს შვილთან უნდა დავიძინო,ჩემს მსუქანს ყელი უნდა დავუკოცნო და მისი სურნელი ვიგრძნო.მამსთან ერთად უნდა დაიძინოს,მამას გოგომ. მე მხოლოდ ერთი ცოლი მყავდა,მყავს და მეყოლება.
-მინდა რომ სულ მამას გოგო იყოს.ბედნიერებას ვერ მალავდა პეპი.
-შენთვის ბიჭი გავაჩინოთ ჭორფლიანო.
-ჯერ პატარა ვარ მეორე შვილისთვის,რამდენიმე წელში თანახმა ვარ.
-მაკინესთან მინდა...სერიოზულ სახეზე თვალებში გაჩენილი სხივები ყიდიდნენ,მაკინეს მამას.
-წვერი რომ გაქვს?კანი გაუღიზიანდება დათი.
-გავიპარსო?
-არა,არა და არა...გიჟდებოდა ნანო დათის ოდნავ მოშვებულ,მოვლილ წვერზე.ანუ რჩები?
-მხოლოდ ამაღამ,ჩემს შვილთან ვრჩები ანო.
-სხვა არც არაფერი მიფიქრია დათი.
-რაო მაამ?ღმერთო რა ლამაზი ხარ,შენი მამობით ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ,ჩემო მეორე ჭორფლიანო.ჩემი ანოსავით ლამაზი ხარ მამი...გპირდები უბედნიერი გოგო იქნები და შენთან ვიქნებით მე და დედა,ნებისმიერ დროს... მაკინე,მამას ახდენილო ოცნებავ,როცა დიდი გოგო იქნები და თუ ერთ დღეს შეიტყობ რომ მამას,შენს დედასთან ძალიან შეეშალა,ბევრი ატირა და ცუდი ქმარი იყო,მაპატიე. ყველაზე მეტად მაშინ მაპატიე,თუ ახსნის საშუალება არ მექნება და შენთან არ ვიქნები,ან სულ არ ვიქნები.მხოლოდ ერთი იცოდე:მამას უპირობოდ აუხსნელი სიტყვების გარეშე,მის სოცოცხლეზე მეტად უყვარხარ.ნანოს ჩაუწვინა საწოლში მათი ერთადერთი...ორივეს შუბლზე აკოცა,პირჯვარი გარდასახა და უფალს ჩააბარა, საყვარელი ქალების თავი.
დილით ნახა ნანომ დათის წერილი:მთაწმინდაზე გაზაფხული მოვა ანო.


35***
მარტის ბოლოს დილა ისე ჩაჟამებულიყო,სულ არ ჰგავდა გაზაფხულს.ცუდის მოლოდინში მზეს მორიდებოდა,ნაცრისფერი სინათლე შეპარულიყო ირგვლივ და უფერულის ფერი დასდებოდა თბილისს.ცას ეტირებოდა და ცრემლი ვერ დაიდინა,მხოლოდ ასფალტი დაენესტა შავად.
ადრე იყო ამდენი სიჩუმისთვის ...ამდენი სიცივისთვის
იმ დილით,იმ ცივ დილას,ცივ საკანში,ცივ კედლებს ცივად შეაცივდა,რამაზ ქორიძის მუდამ ცივი მზერა.ჯერ არ იცოდა ნანო მაჭარაშვილმა და მაიცნ კანკალს აეტანა,სიცივე ბოროტად დაძწრწოდა ქუჩებში,სანამ გაოგნებას მოასწრებდა იმისგან რაც ტელევიზორში ნახა და მოისმინა,კარზე გაბმულად რეკდნენ ზარს.შვილი ხელში აიტაცა და არ ახსოვს როგორ გახსნა საკეტი...გაყინული სახეებით იდგნენ რეზი დუნდუა და გიორგი სულხანიშვილი,ისე იხუტებდნენ,როგოც მაშინ:დედა რომ აღარ ჰყავდა...
-რეზი,გიო...არაფერი დამინახავს,არაფერი მომისმენია ტელევიზორში,მამაჩემთან მივდივარ,მამასთან მინდა,წამიყვანთ ჩემს მამასთან?
-ნანო,უნდა დამშვიდდე გთხოვ, ნუცას სჭირდები,შენ თუ შეძლებ მის გონზე მოყვანას,არავის იკარებს.გამთენიას რამაზ ქორიძე მოკლეს საკანში და ირაკლი დააპატიმრეს...
-არა,ოღონდ ის არა,ირაკლი არ მოკლავდა.
-არც მოუკლავს,მაგრამ ... როგორ უჭირდა სანუგეშო სიტყვები გიოს.
-ნანოო ჩემო პატრავ, მაკინე წამოიყვანე ძიძასთან ერთად,დათის მშობლების სახლში მივიყვანოთ,იქ უსაფრთხოებისთვის ყველაფერია.დათიმ გთხოვა ასე და გთხოვს რომ შეუსრულო. ძლივს მოაბა სათქმელს თავი რეზიმ და ბოლომდე ვერ ეუბნებოდა მთავარს.
-დათი?სადაა დათი?..ცდილობდა თავის კონტროლს დათის საკუთარი ანო და ხვდებოდა რთული დღეების წინ ყოფნას.
-ლაშა ქორიძე გაუჩინარდა,არც ლუკა თავბერიძის მამა ჩანს,სავარაუდოდ ერთად არიან.ტასია გაქრა ნანო. უთხრა გიორგიმ და დაიყრდნო მისი ბავშვობა, ნანოს სხეული სისხლის ყივილმა შეარყია და ტასიას პატარა გული ასტკივდა.
არ ელოდა დათის ნახვას ირაკლი მაჭარაშვილის სახლში. შემოსასვლელ კარში ნაბიჯ ვერ გადაუდგმელს, კარგად ესმოდა საუბარი,ხვდებოდა რამდენჯერ მოკვდა და გაცოცხლდა ნუცა,სხეულის ყველა ნაწილით განიცდიდა მის ტკივილს,ყველაზე დიდი და მყარი იმედი წაართვეს.ირაკლის გარეშე დარჩენილს, შვილის მონატრება ფატრავდა.
-ნუცა, ვიცი ძალიან გტკივა,მაგრამ ტასიას გამო უნდა დამელაპარაკო...პირდაპირ გეტყვი,მიუხედავად იმისა რომ ჯერ ვერ ვამტკიცებ,ლაშას მოკლულია მამამისი და ასევე ლაშამ წაიყვანა ტასიაც,მაგრამ ყველამ კარგად ვიცით,ლაშა ეტლით მოსარგებლეა და მარტო ვერაფერს იზამს.რამაზის ხალხს,ლაშა არასდროს მოსდიოდათ თვალში და მხოლოდ მამამისის გამო იტანდნენ მის საქციელებს,ახლა კი რომ ნახონ მინიმუმ ხუთი ადამიანია ისეთი,ვინც დაუფიქრებლად დააჭედებს შუბლში ტყვიას.მას ეხმარება ლუკა თავბერიძის მამა,მაგრამ მიშა თავბერიძეს არ აქვს იმდენი სოციალური რესურსი რომ ეს პროცესი მართოს.99% გავშიფრეთ ვინ ეხმარება მათ.ლუკას მამას, ნანო გონია მკვლელი და შურსძიება უნდა,ლაშა იყენებს,ლაშამ შური იძია მამამისზე,რადგანაც გაიგო რომ რამაზის,არა შვილის ბედნიერება,საკუთარი შურისძიება უფრო აინტერესებდა,რამაზის დიდად არ ანაღვლებდა ნანო,მისი მიზანი ირაკლის განადგურება იყო და აი მესამეს...
-ვინ დათი...ვიინ?ვინ მართმევს სიცოცხლეს?შეშლილი იყო ნუცა.
-შენი ძმა გუგი გვასალია,მეტყვი ნუცა რატოომ?
-ღმერთო,ვერ მოინელა ჩემი გათხოვება,ჩემმა ოჯახმა არ მაპატია ირაკლი.მამაჩემმა კეთროვანივით მომიშორა,სამი წლის წინ,შემთხვევით გადავეყარე გუგის და ხელი გამარტყა,მე ორსულად ვიყავი,ნერვიულობის ფონზე,ნაყოფი პლაცენტას მოწყდა და ჩვენი ბიჭი გარდაცვლილი... ძალიან უჭირდა საუბარი ნუცას,ხელოვნურად მამშობიარეს, საშვილოსნოს ამოკვეთა დამჭირდა.გაცოფებულმა და ჭკუიდან გადასულმა ირაკლიმ, ხელი მოტეხა,საშინლად სცემა ჩემმა გუგი და გააფრთხილა, თუ ოდესმე ჩვენ მე და ტასიას გაგვეკარებოდა, უარესს უზამდა.გუგი ყოველთვის გაბოროტებული იყო,როგორც კი შანსი გაუჩნდა შური იძია, ყველაზე მტკივნეულად დაგვარტყა მე და იკას.დათიი გევედრები ირაკლი მაჩვენე.რას ითხოვს შენი ბიძაშვილი?კითხა და მიხვდა როგორ გაჩნდა დათის სახეზე ნერვიული მოძრაობები,შუბლის ძარღვი დასკდომამდე ამოებურცა.მითხარი დათი რა უნდა და ყველაფერს მივცემ,ოღონდ ჩემი პატარა გოგო დამიბრუნოს.
-ნანო,ჩემი ანო უნდა,ნუცა. ხმა წაერთვა დათის...გაეყინა მზერა ნუცას და გარეთ გასული ლაშას მოსაძებნად მომზადებული ნანო,რეზიმ ძლივს შეიყვანა ოთახში.
-ნანო არა, ვერ გავიმეტებ!დათიი, ჩემი ტასია მინდა,ჩემი თვალებ ბრიალა ახლა ისეთი შეშინებულია და მარტო...ღმუოდა ნუცა.
-ნუუუც,მაპატიეე გთხოოვ,სული ვეღარ მოითქვა ნანომ,დათი წამოუდგა ფეხზე და დაიკავა მისი დაპატარავებული,აცახცახებული სხეული.დათი,ახლაც მეტყვი რომ დავივიწყო ლაშა ქორიძის არსებობა?მას ტასია ყავს და არამარტო მას,სამ ავადმყოფს და ფსიქიკას უმახინჯებენ ჩემს სილამაზეს. -ტასიას წამოვიყვანთ,მაგრამ თუ გგონია შენ გაგიშვებ, გამორიცხულია!დაბმაც რომ დამჭირდეს,დაგაბამ!ამიტომ ნუ გამაკეთებინებ საშინელებას.მკვლელად ნუ მაქცევ ანო.ახლა მე, ორივეს ირაკლისთან წაგიყვანთ და ორივე კარგად მოუსმენთ მას.სრულიად საგამოძიებო სამსახურია ჩართული,ქალაქის და არამარტო ქალაქის მასშტაბით.ყველა საზღვარი,საჰაერო,საზღავო თუ სახმელეთო კონტროლდება.ჩართულია ლადო ანდღულაძე,მისი და ირაკლის ხალხი,ლადოსთან ერთად მუშაობენ ადვოკატები,ეკატერინა ჟურავლიოვა და ლევან ღვინიაშვილი.საზღვარს, სანდრო სარაულის მეშვეობით და ხელმძღვანელობით აკონტროლებენ,ასე რომ ვერსად წაგვივა ის .
ერთი დღეც არ იყო გასული,ნახევარმა დააბერა ირაკლი მაჭარაშვილი,ანდრია ინწკირველის კაბინეტში ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს და ვერ კლავდა მოლოდინს,უცებ მისი საყვარელი ქალები რომ დაინახა,ნანო და ნუცა,მისი ორი სიცოცხლედ დასაღირი და სიცოცხლეზე მეტად უნდოდა ტასიას დანახვა მათ გვერდით...ატირებული,გულამომჯდარი ნუცა გულში ჩაიკრა,თითქოს ძალა მოემატა.
-რაო ნუცი?ნუ ტირი ჩემო პატარავ,დათი და ანდრია დამპირდნენ, რომ აქედან გამოვალ,მალე ვიქნები სახლში და თუ ჩემს მოსვლანმდე ვერ ნახეს ტასია,მისი ერთი ცრემლის გამოც,იმ დამპალ სიცოცხლეს ლაშა ქორიძეს და გუგის,პირდაპირ გულიდან ამოვგლეჯ! ნანო ცდლილობდა არ შეემჩნია,პირადში მოსული შეტყობინება და არ გამოპარვია დათის.
- ვინ და რას გწერს ნანო?
-ჩემი ქეთოა...
-მართლაა?რაო როგორ ხარო?შენი ქეთო გარეთ იცდის,ყველაფერი ზედმიწევნით იცის და მზადაა ნებისმიერს თვალები დასთხაროს შენს გამო.ვინ არის!?მკაცრი და შეუვალი უხდებოდა ხმა,დათის.მაჩვენე მონაწერი: ტასიას სანაცვლოდ შენ!ეთმობი ირაკლის და ჩემს დას?!უფროსი უმცროსის ნაცვლად,ისე მოუჭირა ხელი მობილურს,ცოტაც და შემოეფშხვნებოდა დათის.გაუთეთრდა სახე და გაულურჯდა ტუჩები ნანოს...და აღარ ესმოდა ირაკლის,ნუცას გულის ფეთქვა,ისეთი გარდამავალი წამი იყო,მკველელობას რომ ჩაგადენინებდა დაუფიქრებლად,წამში ათასჯერ ნაფიქრით.
-ჩემო პრინცესავ,მოდი ჩემთან მამას სიცოცხლევ,ნანო წამით მაინც რომ დაუშვა,ის რაც გუგიმ მოგწერა,ჩათვალე რომ ჩემს სიკვდილს თანხმდები,არა! გესმის?!ტასიას სანაცვლოდ შენ არა,ორივე მჭირდებით.

-მე გავუძლებ მამ,ტასია ძალიან პატარაა, ჩემს გამოა ეს ყველაფერი და ვეღარ ვუძლებ გესმით?!!ამდენ ტვირთს ვეღარ ვუძლებ,მეტი ძალა აღარ შემწევს,გამიშვით რაა...დათიი გევედრები, ტასიას თმის ღერიც რომ შეერხეს,ვერ ვიცოცხლებ,გულზე ხელი მიიჭირა და მართლაც ვეღარ ძლებდა,დათის ცივმა ხელმა მოიყვანა გონს,აქ მტკივა...ღვარად დადენილ ცრემლებს გზა მისცა და ისევ მამის მკერდს მიეკედლა.
-გთხოვთ,შეეცადეთ ცივი გონებით,ჯანსაღად შეაფასოთ სიტუაცია,ყველას ყურადღება ანდრია ინწკირველმა მიიქცია.ნანო,აქ მხოლოდ შენი ფაქტორი არ არის,ირაკლის და ნუცას გამწარება უნდა გუგი გვასალიას და ეს სამი ტვინით ავადმყოფი ერთმანეთს იყენებს. ჭკვიანურად გათვალეს,ტასია ის ადამიანია,ვინც ყველას ტკივილია და ნებისმიერი მზად არის საკუთარი თავის გაწირვაზე. დათი, ისე ნუ იზამ ეგ მეორე იარაღი ჩუმად რომ შეგინახავს,ორივეს გარეშე დარჩე.არავის მოკლავ გესმის?!საქმეს ისე დავხურავთ მსხვერპლი არ იქნება,არც მკვლელი და თუ იქნება,ჩვენი მხრიდან არცერთი.ადამიანი გვჭირდება რომელიც ლაშას სუსტი წერტილია,მის გამო დათმობაზე წასვლა უნდა უღირდეს.გეგულებათ ასეთი ადამიანი?დათი...
ყველას მზერა ნანოსკენ იყო, ყველა მიხვდა,ვინ იყო ის ერთადერთი,ვინც ლაშას უღირდა.
-ნანო არა...შევაკვდები ინწკი და ნანოს არ გავუშვებ,იღრიალა დათიმ.
-რამაზის ხალხი გვჭირდება,სიტუაციის კონტროლი ისევ ანდრიამ ითავა.ლაშამ უნდა ნახოს რომ ნანო რამაზის ხალხს ყავს.სხვა გზა არ გავქვს,უნდა გავრისკოთ.ლაშა როგორმე უნდა გამოვიწვიოთ.
-გთხოვთ,მამა...დათი,თუ გინდათ რომ ამ ყველაფრის მერე,მაკინეს დედობა შევძლო,ადამიანად დარჩენა შევძლო მომეცით უფლება.

შეთანხმება შედგა,იცოდნენ რამაზის ერთგულმა ადამიანებმა,რომ რამაზის პირობა ჰქონდა მიცემული დათიზე.ის აღარ ერჩოდა ირაკლის,თუ რის სანაცვლოდ...? მალე მიუვიდა გუგი გვასალიას ფოტო,სადაც ნანო,რამაზის ხალხთანაა. მამის მკვლელო!!!უფროსი უმცროსის ნაცვლად!ან შენი გოგოც იქ, სადაც რამაზია!!!გამთენიას, ნაცნობ ადგილას ბავშვს მოიყვან!ან...
-მოვიყვან!!! საკუთრ სხეულს გლეჯდა ლაშა ქორიძე,ვერაფრით წარმოიდგენდა,თუ კიდევ ვინმე ეცდებოდა ხელის შეშლას.როგორც ყოველთვის,ერთი დეტალი დააკლდა. ერთით ყოველთვის უტვინო ხარ შვილო,ერთით ყოველთვის გჯობნის დათი.ვერ იშორებდა ლაშა,რამაზის სიტყვებს გონებიდან.ახლაც აჯობეს და ვეღარ ხვდებოდა,აქაც იყო დათი?არა! რამაზის ხალხს არ გაეკარებოდა!იქნებ უფრო მეტი შანსი იყო? ნანოს წაყვანის.

-ნანო, ჩვენ აღარ იქნება იცოდე!სიცივე და სიმკაცრე ერთად შერეულიყო დათის სიტყვებში.
-ჩვენ,ბერლინში,იმ ჯოჯოხეთურ კედელელთან აღარ ვიყავით,დათი! მიყვარხარ,თავისთვის დაუჩურჩულა ნანომ,დათის არ გასაგონად.
-მეც... არ გასაგონის პასუხი იყო...

36***

დაივიწყებდნენ იმ გამთენიას,თუმცა შეუძლებელი იყო,ისეთი უსიამოვნო სიჩუმე იდგა,ზუსტად იცოდნენ,მალე ცუდი ამბავის გამგონენი და მნახველნი გახდებოდნენ.მზად ყოფნაში იყო სრულიად, დავით შარაშიძისა და ანდრია ინწკირველის განყოფილება,პერიმეტრს აკონტროლებდა კერძო შვეულმფრენი,რომელიც ივა დავითაიას საკუთრებაში იყო კვლავაც ივა პილოტირებდა.არ გავდა ადამიანს დათი,ვერაფრით დააკავეს ნუცა სახლში...ციხის კედლებს ანგრევდა ირაკლი მაჭარაშვილი, ორი შვილის დარდით.ნანოს უვნებელი დის ნახვა სურდა და ჰაერივით მოწყურებოდა შვილის სურნელი. ერთმანეთს თითქოს პასუხისმგებლობას ხსნიდნენ დათი და ნანო,მათი ბოლო საუბარი,თითქოს მათი ისტორიის წერტილს ჰგავდა.და მაინც, წერტილის მერე მოთხობა გრძელდება ხოლმე. უღიმღამო,პირქუში გამთენია,როცა ღამეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ქალაქი დათმობილი,თითქოს ქალაქსაც ეშინოდა გათენების. ბრგე მამაკაცების წინ იდგა ნანო,ამაყი და სევდიანი,სილამაზე თარეშობდა მის სახეზე და უსირცხვილოდ ახლოს იყო სიკვდილი.ეტლის ხმა, განაჩენივით გაისმა ტალახში აზელილი შუშის და ჭუჭყის გროვაში.სამი სულმდაბალი კაცის წინ იდგა,რვა წლის ანასტასია მაჭარაშვილი და სახეზე ბედნიერბა აუცეკვდა,უფროსი დის დანახვისას,ჭკვიან პატარას ასაკზე მეტი გონების პატრონს,შიში დაეუფლა,თითქოს იგრძნოვო,მისთვის გამეტებული თავგანწირვა.უფრო მეტად დარწმუნდა ლაშა ქორიძე,რომ მათ გარდა არავინ იყო,იმ ჩამიჩუმში სუნთქვაც კი შეეწყვიტათ, სრულად შეიარაღებულ კრმინალურ განყოფილებას.სულ ათი თხუთმეტი მეტრი აშორებდათ დებს,ამ პერიმეტრით იზომებოდა სიცოცხლე და თავისუფლება.ზუსტად იცოდა დათის საკუთარმა ანომ,სად იდგა მისი ერთადერი,ყველაზე ახლოდან უყურებდა და თითქოს ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ,ტასიას ნაბიჯებით იზომებოდა ნუცას სოცოცხლე და ნანოს ნაბიჯები პასუხისმგებლობად დასწოლოდა,ნანოზე ოდნავ უფროსს.ნელ ნელა მცირდებოდა და უახლოვდებოდა სისხლი და ხორცი ერთმანეთს.თითქმის წამები აშორებდა ლაშას,ოცნების ქალამდე.ერთმანეთს გაუსწორდნენ დები,ნანომ წამით დრო გააჩერაო,იქნებ ბოლოჯერ იყო მისთვის?უნდა დაენახა იმ ერთადერთის თვალები,სულ წამით შეტრიალდა...წამში მოასწრო დაენახა,როგორ გაისროლა ლუკა თავბერიძის მამამ, ტასიას მიმართულებით.წამში ჩაატია სიტყვები:გაიქეცი ტასი,მაკინეს უთხარი:დედას სიცოცხლეზე მეტად რომ უყვარს. ვეღარ გაიქცა,სისხლმა შეუღება თმა და შელახული სამოსი წითელმა დაუსვარა, დის სისხლით. გასროლის ხმამ,გამთენიის სიჩუმე შუაზე გააპო.უცებ შეირხა პეპის სხეული და სახეზე ჭორფლებმა,ცრემლებად გადმოაყარა. და იმ პირქუშ მარტის გამთენიისას,როცა ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა,ცივი მიწა ჩასაკრავად იწვევდა ნანოს.ვერავინ მიასწრო დათის,საკუთარ ანომდე.ვერავინ დაასწო ნუცას,ტასიას გულში ჩაკვრა...ვერავინ დაასწრო, ციხის საკანში გულის გაგლეჯვამდე ტკივილი ირაკლის,იგრძნოვო მამამ უდედოს კვნესა.დაასწრო ყველას რამაზის ერთგულმა,რამაზის, ლაშაზე მეტად გაზრდილმა და ერთი ტყვიით მოუსპო,მიხეილ თავბერიძეს უარაფრო სიცოცხლე. ვერავინ დაასწრო ხელბორკილს დადება,ანდრია ინწიკირველს და შეუბრალებლად აუსრულებდა დანაპირებს, გუგი გვასალიასა და ლაშა ქორიძეს.
-მამაა,ლამაზი ნანო მომყავს შენთან!დიმაააა... ყველაზე ძვირფასს გაფიცებ,დათის ცოცხალი უნდა დაურჩეს მისი ანოვო,ყველა ემოცია ჩამორეცხილი,აღრიალებულიყო ილიკო ბურდული.სასწარფოსაც დაასწრეს გიომ და რეზიმ,უკანა სავარძელზე ორი უსულო სხეული მიჰყავდათ და ყველა ლოცვით ილოცა ოთარო ნადიბაიძემ.კარისკაცებივით აღმართულიყვნენ ქეთო და დუტა კლინიკის შესასვლელში.ირაკლი მაჭარაშვილი მომიყვანეთ!სისხლი მჭირდება,დასრულებული არ ჰქონდა დიმას,სანდრო სარაულმა გახსნა საკნის კარები და მამა მიდიოდა კიდევ ერთხელ, მამას გოგოს გადასარჩენად.
საოპერაციოს თავზე რამდენიმე საათის ანთებული იყო წითელი ნათურა,დერეფანში აუტანელი სიჩუმე იდგა და მხოლოდ აპარატების შორეული ხმა ისმოდა და ხანდახან სწრაფი ნაბიჯების ხმა თითქოს კედლებში გადიოდა.ვერ დადეს ექიმმა ძმებმა პირობა, რომ ნანოსთან ერთად გამოვიდოდნენ საოპერაციოდან,ზურგში გავლილ ორ ტყვიას მძიმე შედეგები დაეტოვებინა და ყოველ წუთს იცვლებოდა ნანოს მდგომარეობა.ვერ ჩამოირეცხა დათიმ ნანოს სისხლი,აღიარებასავით გაუჯდა გონებაში,თუ ხელს დაიბანდა...ვერ აღიარა,ვერ ჩამოირეცხა...ვერ დაუშვა რომ ის წუთები,ნანოს უსულო სხეულთან გატარებული, უკანასკნელი იქნებოდა!ვერ მიაკარა გულს და გონებას ეს ფიქრი და ვერავინ მიეკარა ატკიებულ ნანოს ქმარს.მხოლოდ დედამ შეძლო,დედა ჩაეხუტა და მამამ გაიზიარა ვაჟიშვილის ჩუმი ქვითინი.მხოლოდ მშობლებს ესმოდათ დათის ჩუმი ვედრება.
-ღმერთო,არასდოს ვყოფილვარ სათანადოდ შენთან და ყოველთვის მწამდი მთელი არსით,არ წამართვა,არ წაიყვანო,ვიცი ღმერთსაც საუკეთესოები უყვარს,მაგრამ დამიტოვე,გემუდარები დაგვიტოვე მე და მაკინეს,შვილს ნუ დამიობლებ.მაპატიე...ნანოს არ ყოფნით არ დამსაჯო,მომეცი შანსი გავაბედნიერო,ისე ვაცხოვრო როგორც იმსახურებს. მას ისე არაფერი უხდება, როგორც ბედნიერება. ანოოო...არ წახვიდეე!!!ჩემო ჭორფლიანო არ მიგვატოვო მე და მაკინე,ვერ დატეული ემოციით ამოიღრიალა დათიმ და აღარ მორიდებია,საავადმყოფოს დერეფანში მუხლებზე დაცემულს,ცრემლების.უჭირდა ფეხზე დგომა,დუტამ და ოთარომ ზიდეს მისი დალეწილი სხეული ეზომდე.ვერავინ მიხვდა როგორ დატოვა კლინიკა ირაკლიმ და როგორ აედევნა,შვილის პალატიდან ახალ გამოსული ნუცა.ზუსტად მიუხვდა სად მიდოდა.
ნანოს დადგმული დეკორატიული კანდელი ანათებდა სიბნელეში, ირინა ტუღუშის სასაფლაოს და არეკლილ შუქში კარგად ხედავდა ირაკლი,იმ ქალის სახეს დიდი ხნის წინ, მისი ქალიშვილის დედა რომ გამხდარიყო.
-ჩემო ირიშკა,როგორი ლამაზი ხარ...ჩემი თვალებრილა გოგო იყავი,ჩემი პირველი სიყვარული.ირიშ თხოვნით მოვედი,ჩვენს ნანოს ვერ დაგითმობ,ხომ არ მითხარი მისი არსებობის შესახებ,ხომ წამართვით შენ და დედაჩჩემმა მამობა,ახლა დამითმე გევედრები.გპირდები ის მივხედავ,შენ რომ გაგიხარდება,ჩემთან უნდა დარჩეს მამიკოს გოგო.ირიშ, მაპატიე შენი ნაწვალები წლები, შენი მარტოობა მაპატიე.ყველა დარდი წაგიკითხე მაგ თბილ სახეზე,ცივ ქვას რომ შერჩენია.დაუჩოქა მის ქალობას,მის დედობას,მის დაკარგულ ბავშვობას და ნაადრევად გაზრდას.საყვარელი კაცის ცრემლები ასველებდა ირინა ტუღუშის გაჩერებულ გულს.მარმარილოს ფილები, ნაბიჯ ნაბიჯ განვლო ნუცამ და სანთლის შუქი აკიაფდა, უღიმოდა სურათიდან ნუცას, ირაკლის ირიშკა.დაბრუნებულს ჯერ ისევ საოპერაციოში დაუხვდა შვილი,დათის გვერდით დაჯდა.
-ირაკლი,სიცოცხლის ნიშანიც არ იგრძნობოდა დათის ხმაში...ვერ შევძლებ მის გარეშე არსებობას.
-გთხოვ დათი ნუ, ნუ ამბობ.მე, ოცდასამი წელი არც კი ვიცოდი რომ შვილი მყავდა და თანაც მისნაირი,მჯერავს ღმერთი არ წამართმევს,მე ვერ ვნახე როგორი იყო მისი მუცლად ყოფნა,ხმა გაებზარა ირაკლის,არც მისი დაბადების დღეები აგვიღნიშნავს,არ გადამიხდია მისთვის საოცნებო,პრინცესული დღეობა,ვერც სკოლის დამთავრებისას ვიყავი მასთან,არ მიუყვანია მამას,როგორც დანარჩენი კლასელები.სულ არაფერი გამივლია მასთან ერთად და ახლა მაქვს იმის შანსი,ვიყო ნანოს მამა.
-სიბნელის,ჩემს ანოს სიბნელის ეშინოდა და ახლაც ძალიან ეშინია.ირაკლი ნეტავ მაპატიოს,ბოლოს რამაზის ხალხთან ერთად რომ მიდიოდა, ვუთხარი ეს ჩვენი ბოლოა თქო,მხოლოდ იმის გამო რომ: თუ მე რამე მომივიდოდა ძალიან აღარ ედარდა.მანაც იგივე მითხრა,ჩვენი ბოლო ბერლინში იყოვო და ახლა ბოლო არ უნდა იყოს,არ იქნება ბოლო და მე სოცოცხლის ბოლომდე მისი ბედნიერებისთვის ვიცოცხლებ.ორივეს თვალი საოპერაციო კარს იყო მიჩერებული, დათის თვალ წინ ისევ ის წამი დადგა.
გასროლის ხმა
ნანოს სხეული
მისი სახე. რა სასტიკად ექცეოდა ცხოვრება,ელოდა ნანოს სიცოცხლეს და ვერაფერს აკეთებდა მისთვის. მაპატიე ჩემო ჭორფლიანო.
ირაკლი მაჭარაშვილს,შვილი არ დაუკარგავს.მას შვილი ოცდასამი წელი არ ჰყავდა.
ორი კაცის ერთი,სხვდადასხვანაირი და უსასრულო სიყვარული იწვა სიკვდილ სიცოცხლის სარეცელზე.ორივესთვის იქ ერთი კარი იყო,კარი რომლის იქითაც იბრძოდა ნანო.
ერთი კაცისთვის-ახლად ნაპოვნი შვილი.
მეორესთვის - მთელი ცხოვრების ნაპოვნი სიყვარული.

37***
-დათის პატარა ჭორფლიანო,მაამ როგორ დაემსგავსე დედიკოს ჭორფლებით,შენს ერთ წელს გილოცავ ჩემო სიცოცხლევ,ნეტავ იცოდე რა ლამაზი მყავხარ,ნეტავ იმ სიტყვების თქმა შემეძლოს თუ როგორ მიყვარხარ...ჩემი პრინცესა უკვე დადის,ხარობდა დათი შვილით და გაუსაძლისი იყო მისი ყოფა,ის რომ ნანო შვილთან არ იყო.
-დე...დედ...დედა,მაკინეს პირველად ნათქვამი დედა და დათის ვერ შეკავებული ცრემლი,გულს უკლავდა შორიდან მომზირალ ლანას და ნინას.
-დედა გენატრება ვიცი,მეც მამ,მეც შეშლამდე მენატრება შენი დედიკო...დამელოდე მამ,საღამომდე დავბრუნდები და მერე მე და შენ,დედიკოსთან წავიდეთ,ყვავილები მივართვათ.
რა ბედნიერი იყო ერთი წლის წინ,მაშინ როდესაც მამა გახდა,მისი საკუთარი ანოს დამსახურებით,ახლა?წარმოუდგენელ ტკივილს ებრძოდა და ისიც არ იცოდა როგორ გაეძლო,სადამდე?ყოველი დღე საკუთარ თავთან ჭიდილით იწყებოდა,ნაწლი ნაწილ კრეფდა სხეულს და ღამით დაშლილი,დილით შეწებებას იწყებდა.სურვილი ქონდა, დიდი ხნის ძილს მისცემოდა და თუნდაც აღარასდროს გაეღვიძა,მაგრამ მის გულზე აბობღებული მაკინე,სიცოცხლეს აიძულებდა.დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ გადავიდა მშობლების სახლში დათი,წამით არ შორდებოდა ნინა, ძმის შვილს და ცდილობდა ისეთივე სიყვარული ეჩუქებინა როგორც საკუთარ შვილებს.ქეთოსთვის მაკინე ნანოს ხატი იყო,დღეც კი არ ყოფილა არ ენახა და დედიკოზე ამბები არ მოეყოლა.
ზუსტად იმ დღეს,როდესაც ნანოს და დათის ქალიშვილი,ერთი წლის გახდა,ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო დათიმ,ეს იქნებოდა პასუხი,ბოლომდე მოკვდებოდა თუ სიცოცხლისკენ იბრუნებდნენ პირს. წვიმდა,ის დღე გაახსენდა ბერლინში,ნაჩხუბარ ნანოსთან,შესარიგებლად რომ მიეჩქარებოდა და მოულოდნელად ავარიაში მოყოლილს გადააწყდა,ახლაც იმხელა შიში განიცადა,მანქანა მოუცურდა და მისი პროფესიონალიზმი რომ არა...წარმოდგენაც რთული იყო,რა შეიძლება მომხდარიყო.
თბილისთან ახლოს,სოფელი ბევრეთი ოქტომბრის ნისლში იძირებოდა და ზარების რეკვა ისმოდა წმინდა თეკლას სავანედან,ხშირი სტუმარი გამხადრიყო დათი,დედატა მონასტრის. კარგად იცნობდნენ დედაოები,მაკინე მაჭარაშვილსაც.ცოტა ხანს დაყოვნდა მონასტერში,შემდეგ კი... გაელამაზებინათ ეზო,ჯერ კიდევ მწვანე იყო მინდორი დამარად მწვანოდნენ კიპაროსები.გარედანავე შენიშნა,მკრთალი შუქი და ოდნავ გაწეული ფარდიდან,სახე გაცრეცილი,გამხდარი,დარდიანი სახე.სიმშვიდე იღვრებოდა და ტყიდან ნისლი პირდაპირ ეზოში ცურდებოდა,,,არ გაკვირვებია დათის, ირაკლი მაჭარაშვილის ნახვა,არც მის ნაღვლიანი სახე.
-არ ღირს დათი,არაფერი შეცვლილა,
-ირაკლი,მაპატიე მაგრამ არ მაინტერესბეს რას არ ცვლის ის!მე შევცვლი და თუ მოისურვებს ჩემზე ბედნიერს კაცს ვერ ნახავ,თუ არა და მე და ჩემ შვილი სხვა გზაზე წავალთ.
-გთხოვ დათი,მასზეც იფიქრე
-პირველ რიგში მასზე ვფიქრობ და ამიტომ ვარ აქ.ამიტომ არ იცის ვისია აქაურობა.ამიტომ დავრჩი ნანოს გარეშე და შვიდი თვეა,ჩემი შვილის მონატრებისგან დაღლილ და ცრემლიან თვალებს ვუყურებ.დიდი დრო გავიდა ირაკლი,ნანო მენატრება,ჩემი საკუთარი ანოს გარეშე ვკვდები,გამიგე გთხოვ.
მართალი ხარ,ისე მოიქეცი როგორც სწორად ჩათვლი.არასდროს შემიტანია ეჭვი,შენს სისწორეში,გთხოვ მაკინე მოიყვანე ჩვენთან.დაემშვიდობა ირაკლი დათის და უფრო მეტად დაუმძიმდა გული,ის გული ნანოს მონატრებით რომ მარტოობდა და რამდენჯერ ატირებულა ჩუმად,მაშინ როცა ყველას ეძინა.


-გამარჯობათ ბატონო დათი,სახლში შესვლისთანავე მიეგება,დაახლოებით ორმოცდახუთწლამდე,სასიამოვნო გარეგნობის ქალი,რომელიც სახლს პატრონობდა და აწესრიგებდა.
-გამარჯობა მაია,გთხოვ რაა,ბატონოთი ნუ მომმართავ,შეგიძლია ყავა მეც გამიკეთო?ზუსტად ისეთი მას რომ უკეთებ ხოლმე,მან ჩამომიყვანა სამი კოვზი შაქრიდან ნახევარზე,გაეღიმა დათის და დუტა გაახსენდა სულ რომ დასცინოდა,დიაბეტს დაემართებიო.მხოლოდ ყავა უყვარდა ტკბილი დათის,დანარჩენად თითქმის არანაირ ტკბილეულს არ აღიარებდა,ხილიც ნანომ შეაყვარა.როგორ არის?ისევ მაიას მიუტრილადა კითხვით.
-თითქმის სულ ჩუმად...ადრე ურეაქციოდ იყო,ახლა მალავს,მაგრამ რამდენიმეჯერ შევამჩნიე,ტირის ხოლმე.
სევდიანად გაუღიმა ქალს დათიმ და მანსარდის კიბეს აუყვა.

-გამარჯობა,ის მაინც თუ იცი უღმერთოდ ლამაზი რომ ხარ,თუნდაც ასე გატეხილი,დამსხვერეული,დარდიანი,ყველა დარდს გითვლი და თვალს ნუ მარიდებ,ცხელა სახლში და იმის გამო რომ მკლავი დამალო,არ არის საჭირო სქელი სამოსით იარო,მე შენი ყველა იარა მიყვარს.როდამდე ნანო?როდამდე გაიქცევი?ვის ემალები?მე?მამაშენს?შენი უახალგაზრდავესი მამა დაგიბერდა ნანო,შენზე დარდმა დააბერა,შვიდ თვეა ირაკლის რიხიანი და მხიარული ხმა აღარ გამიგია.ასე თუ დაგვემალები დაგვიცაავ?მჭირდები გესმის?ეგ იყო შენი პატიება?საავადმყოფოში რომ გამიღიმე და მითხარი:არაფერზე იდარდო დაათ,ოღონდ ჩემთან იყავი და ერთმანეთს ყველა ჭრილობა შევუხორცოთო,ყველა ღია დამიტოვე და ყოველდღე მარილს მაყრი ნანო.ჩემი მშობელბის სახლში გადავედით მე და მაკინე,მას სითბო ჭირდება,ნინა ყავს,შენი ქეთო,აბსოლიტურად ყველა და დედა არა.გელოდება,ჯერ ვერ საუბრობს,მაგრამ ყველა მისი მზერა და ღიმილი შენი მონატრების არის,ყველა ატირება და უხასიათობა.ზოგჯერ ვერავინ ახერხებს მის დამშვიდებას,სანამ არ დამინახავს და ჩემშიც შენ გეძებს. შენ?ახლაც ნამტირალევი ხარ და ძალიან გთხოვ, გეყოს სარკმელში ყურება,იქ წვიმიან ლამპიონებში პასუხები არ არის,არც გამოსავალია ჩვენგან შორს.ყველას გვენატრები და შენს გარეშე ვერ ვცხოვრობთ,ნუ ხარ ასე ჩუმად,დავიჯერო სულ არ დავიმსახურე შენგან პასუხი?!ხმა ამოიღე!მითხარი როგორ გავგრძელდე,როგორ გავაგრძელებინო მაკინეს ცხოვრება?ვასწავლო დედის მონატრებასთან შეგუება?და მერე დიდ ხანს დუმდა ორივე,მხოლოდ ნანოს ეპარებოდა წვეთ წვეთ ცრემლები და ვერ ბედავდა ქმრის თვალებში შეხედვას. ხვდებოდა დაბრუნების დრო დამდგარიყო და მარტოობასთან დამეგობრებულს დათმობა უჭირდა.კიდევ ჩაესმოდა სროლის ხმა და დათის განწირული ღრიალი,ეს ანადგურებდა,ამას ვერ უძლებდა,ეს იყო გზა რომელიც უკან აბრუნებდა. -არაფერს იტყვი არა?!!ისევ დათის ხმამ გაკვეთა სიჩუმე.კარგი,იყოს ისე როგორც შენ გინდა,მაგრამ მოგიწევს მომისმინო და ჩემს გადაწყვეტილებას შეეგუო.იცოდე, შენს გარეშე მე მხოლოდ იმიტომ ვიარსებებ რომ მაკინეს ნორმალური ბავშვობა ჰქონდეს,ისედაც ეყოფა უდედოდ ყოფნა,მე გავაგრძელებ იქამდე სადამდეც,ჩვენს შვილს დავჭირდები.ნანო,მხოლოდ ერთი საქმე დამრჩა დასასრულებელი,სულ რამდენიმე დღე მჭირდება მოსაგვარებლად, მერე კი...მერე შენ, მინდობილობაზე ხელს მომიწერ რომ მაკინესთან ერთად,დროებით საქართველო დავტოვო,ეს აუცილებელია პირველ რიგში მისთვის,დაბრუნებას რაც შეეხება არ ვიცი და რომც ვიცოდე არ გეტყვი,შენ დარჩი შენს სიმარტოვეში,ხელს აღარ შეგიშლით.იყავი აქ იმდენ ხანს რამდენიც გენებოს,ისე რომ იცოდე ეს კოტეჯი ჩემია,აქ შენზე ფიქრებს გავურბოდი ხოლმე,აქ ვიკლავდი შენზე ტკივილებს და მერწმუნე არც ერთხელ მქონია შვება.ნანო არ თქვა მერე რომ დათი, სასტიკად მოგექცა,შვიდი დედა მ******ლი თვეა გელოდები და ჩემი შვილის ჩამქრალი თვალები ბოლოს მიღებს.მაკინეს გეფიცები ბოლო მოსვლაა, ცხოვრებაში თუ რამე ოცნება მაქვს,შენთან ერთად ყოფნა,არა ადამინურად მინდიხარ და მენატრები,ჩემი ცოლი მენატრება,ჩემი ანო,ჩემი ჭორფლიანი,ჩემი საკუთარი ანო მინდა,თუმცა პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას და შენგანაც იგივეს მოვითხოვ.საათზე მეტია ვსაუბრობ და იმის გამო რომ ემოციები არ დაგინახო ზურგშექცევით დგახარ,გნებდები,აღარ მოვალ!მინდობილობას ბიჭებიდან რომელიმე მოგიტანს,ხვალ ან ზეგ. ეს იცი რა არის?მაგიდზე შავი ფერის სუნამოს ფლაკონი დადგა ხმაურით,ბოთლის შუაში გარკვევით ჩანდა სახელი:Fall Nr 22.02 . რატომ სახელი საქმე ნ22.02?პოლიციის განყოფილებაში,შენი საქმე რომ დამიდო ანდრია ინწკირველმა,ამ ნუმერაციით და ეს თითქოს ზუსტი სახელი იყო,რაც შენს სუნამოს და სურნელს შეესაბამება.არ დამვიწყებია დაპირება,რომ შენი სურნელით,სუნამოს შექმნიდნენ.ზედმიწევნით ვიცი თუ როგორ,რა კომპონენტებით შეიქმნა სურნელი,არც ერთი დეტალი ყოფილა ჩემს გარეშე,მხოლოდ ძირითადს გაგიმხელ:თავიდან-შენი,შუა ნოტებში-შენი და მაკინესი,ბოლოს-ერთად ყოფნის სურნელი დაყვება.როდესაც სუნამოს მიისხურებ,მიხვდები რას ვამბობ,ნელ ნელა ჯერ შენი,მერე მაკინეს სურნელიც შეერევა და ბოლოში,ჩვენს ერთობლიობასაც იგრძნობ.ჩვენ, ერთად აღარ განვიხილებით,თუმცა დარჩეს სურნელი.ბოთლის სახურავი ილუსტრირებულია,შენი ინიციალებით. მაკინეს ერთი წელი შეუსრულდა დღეს.შვილის დაბადების დღეს გილოცავ პეპი.მაკინემ დედა თქვა, ნანო.
კიბეს დაუყვა დათის დამძიმებული სხეულით,ნანოს კი ექო უწყვეტად ჩაჰყვიროდა:შვილის დაბადების დღეს გილოცავ!მაკინემ დედა თქვა ნანო.ახლა,დღეს თუ ნაბიჯს არ გადადგამდა მათკენ,ხვალ ხელის მოწერა მოუწევდა,იმ ცხოვრბაზე სადაც მართლა მატრო დარჩებოდა.ადგილს მოწყდა,კარში გასულ დათის,ხმაური დაეწია და უკან შებრუნება გადააწყვეტინა,კიბეზე დაცემული პეპი გადამსკდარ მუხლის თავებს ყურადღებას არ აქცევდა და წამოდგომას ცდილობდა.
-ნანოო,რა დაგემართა?კარგად ხარ?შიში წამიერად ჩაეჭიდა დათის.
-არ ვარ კარგად,თქვენს გარეშე საერთოდ არ ვარ,არ წახვიდე გესმის?გთხოვ მაკინე არ წაიყვანო.მოვკვდები... მაპტიე დათი...მაპატიეთ შენ და მაკინემ,ყველამ მაპატიეთ...გევდრები ჩემო სიყვარულო.გული ამოუჯდა,დიდი ხმით ატირდა.უმზერდა მის ერთადერთს და ხვდებოდა შეშლამდე უყვარდა,შეშლილივით უნოდა მასთან.
-ნანო მისმინე...სიმშვიდეს ინარჩუნებდა,შეშლამდე მისული დათი
-მე შენი საკუთარი ანო ვარ,მინდა ისევ შენი ჭორფლიანი ვიყო,ისევ ანოს მეძახდე,ისევ დათის ანოთი დამიძახონ,ჩემს დათისთან მინდა.თქვენს გარეშე სიბნზელეზე მეტად მეშინია.ჩამეხუტებიი?
-ჩემო ჭორფლიანო,ჩემო საკუთარო არსებავ,დათისთან მოდი ანო,შენით ვცოცხლობ,შენ მაპატიე ასე ყოფნა,აღარასდროს მოსწყდე ჩემს გულს, გესმის?სულ ასე მომეკარი.ღმერთო,რა უღმერთოდ მომნატრებია ჩემი გოგო,ჩემი ლამაზი ნანო.გულიდან არ იცილებდა ცოლს. აღარ ბნელოდა ოთახში,თბილი განათება ეფინებოდა სარკმელს. სიყვარულით,მონატრებით,ვერ დაოკებული ვნებით, ერთმანეთის სურვილით,ჩასრიალდა ხალათის ცალი მხარე და მეორეც წამში მიყვა.
-ახლა რომ არ გაკოცო.შენი სხეული რომ არ შევიგრძნო,გავაფრენ ანო.
-მაკოცე გესმის?ბევრი მაკოცე დათი,ძლივს აბავდა სიტყვებს, ვნებაში გახვეული ნანო.ზურგზე დაუკოცნა ნატყვიარები დათიმ და მკლავს დაუყვა,სადაც ტყვიას მოზრდილი ანასხლეტი დაეტოვებინა,შუშდებოდა ჭრილობები,ორივეს იარები პირს იკრავდნენ.ეხებოდა ცოლი ქმარს,ქმარი ცოლს უკოცნიდა სხეულს და როდი იყო ეს მხოლოდ ქიმია???ეს იყო სულისა და სხეულის გამოძახილი.ეს იყო სიყვარული,რომელზეც ისაუბრებდნენ,სიამაყით მოისმენდა მაკინე და უამბობდა შვილებს,დათის და ნანოს შთამომავლებს აუცილებლად ეცოდინებოდათ რომ ნამდვილი გრძნობა უსასრულო,უპირობო და მუდმივია.
მოურიდებელი,სიხარულის ცრემლი კიაფობდა ყველას თვალზე,ნანო სხეულს ტკიპასავით მიკრული მაკინე რომ იხილეს,დედის სითბო იღვრებოდა შვილის თვალებიდან და ცვიოდა ვარსკვლავებად.არ ცილდებოდა მშობლებს და სიყვარულს დიდი ადამიანივით,ორივეს თანაბრად უნაწილებდა პატარა ქალი,დედის და მამის მზის სხივი,რომელიც უფლის საჩუქარი და წყალობა იყო.
-მამას გოგოვ,წამში დაბრუნებოდა ირაკლი მაჭარაშვილს ჩვეული რიხი და ამაყად შეაბიჯა შარაშიძეების სახლში.
-მამიკოო,ჩემო სიამაყევ,ჩემი ყველაზე სიმპატიური და ახალგაზრდა მამა,დიახაც მე მამას გოგო ვარ,ხო ტასი?სიყვარულით ჩაეკრა ნანო ტასიას და ნუცას.ღმერთო ეს კაცი, ისე გამოიყურება რომ არა ნუცა და მისი სილამზე,ვინერვიულებდი,მაგრამ ნუცას ტოლს ვინ დაუდებს,ხარობდა ნანო და გულში დაკარგული შვიდი თვე ტკიოდა მაკინეს მიმართ,რომელსაც წამითაც არ იშორებდა,თვალებით კი თვალები დათის უმზერდნენ.

38***
-დაიხურა საქმე ნ22.02 და არქივს გადაეცა. ქალაქის მთავარი,საგამოძიებო სამსახურის ეზო, სავსე იყო ხალხით და უამრავი ჟურნალისტი ელოდა,კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს,რომელმაც კარიერაში პირველად არ თქვა უარი ინტერვიუზე.გაზაფხული ფეთქავდა თბილისში და მზე არ იშურებდა სხივებს,თბებოდა მართალი გულები. გამოვიდა,იცოდა მისი ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანები იქ არ იქნებოდნენ,თუმცა ეკარნს მიჯაჭვულები ელოდნენ.
-ბატონო დავით,საქმე ნ22.02 რომლის ბოლო განხილვაც დღეს იყო დასრულდა. საქმე, ნანო მაჭარაშვილით დაიწყო და საბოლოოდ რამაზ და ლაშა ქორიძეების გასამართლებით დასრულდა.გვითხარით შედეგები.
-ლაშა ქორიძეს,ჩემს ბიძაშვილს ჩვიდმეტი წელი ხოლო და გუგი გვასალიას,ცამეტი წელი მიესაჯათ,რამაზ ქორიძის გარდაცვალებაზე ისედაც იცით.
-ყველას აინტერესებს,რის საფუძველზე შეწყვიტა,რამაზ ქორიძემ ციხიდან თქვენი მეუღლის და ოჯახის წევრების დევნა?მისი გავლენა საქვეყნოდ ცნობილი იყო და თქვენს გარდა ვერავინ შეძლო მისი შეკავება.
-რადგანაც ბიძაჩემი,რამაზ ქორიძე გარდაცვლილია ამიტომ ვაძლევ უფლებას ვისაუბრო მასზე,რამაზის მოღვაწეობა წლების წინ ლონდინში,აღარავსითვისაა დამალული,დავემუქრე,დიახ ბატონებო,დავემუქრე რომ პირადად,მასთან ერთად გადავკვეთდი ინგლისის საზღვარს,რაც იმას ნიშნავდა რომ იმ წამიდან,მისი პიროვნება ანულირებული იქნებოდა,დაიწყებდნენ მისი ოჯახის დევნას და რაც მთვარია,მე გარანტია მივეცი იმისა რომ მისი შვილიშვილი,ლაშა ქორიძის ვაჟი, ხელშეუხებელი იქნებოდა.
-ლაშა ქორიძეს შვილი ყავს?თითქმის ყველა იქ მყოფი გაკვირვებული იყო.
-ყავს.მის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით.მხოლოდ იმას რომ ლაშას დედას და შვილს ჩემს ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ და ჩვენ, ისინი ძალიან გვიყვარს.
-იქნებ იმ გოგოსგან ყავს,ვისი საქმროც შემოაკვდა?
-ლაშას შვილის დედა ლამრი ქებურიაა,ის გოგონაა დიახ! და გთხოვთ, გარდაცვლილ ადამიანებზე აღარ ვისაუბროთ.მითუმეტეს სხვის პირადულზე.
-დროებით შვებულებას აიღებთ?ისევ ჟურნალისტის კითხა გაისმა.
-დიახ,უკვე ავიღე შვებულბა და არა დროებით.დღეიდან განყოფილებას,ანდრია ინწკირველი უხელმძღვანელებს,მისი ადგილი კი ალექსანდრე სარაულმადაიკავა.რაც შემეხება მე,ამ სფეროში ჩემი რესურსი ამოწურულია.მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი,ოთარო ნადიბაიძე ვაპირებთ წარულის ოცნება რეალობად ვაქციოთ,ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს,მოკლედ რომ გითხრათ,დეველოპმენტში გადავინაცვლებ,დანარჩენს აუცილებლად გაიგებთ.
-ბატონო დავით...
-დათი უფრო მომწონს,ღიმილები გაეპარა ოდნავ მოზრდილ წვერში,ყოფილ გამომძიებელს. -შეიძლება მეც გთხოვოთ?თქვენი ეთერის რამდენიმე წუთი.როგორც იცით მე და ნანო მაჭარაშვილი,ოფიციალურად განვქორწინდით,ჩემი სირცხვილია ეს და სულ მაწუხებს მის ქმრობაში ძალიან შეშლილს. ჩემო ჭორფლიანო,ასე მთელი ქვეყნის წინაშე გიხდი ბოდიშს,ყველა ჩემი ნაცხოვრებით მიყვარხარ და მეყვარები,იმ ცხოვრებაშიც ჩემი ანო იქნები,როგორც შენ მითხარი ჯვრის აყრა არ ხდება და სამუდამოდ ცოლ ქმარი ვიქნებითო.სამუდამოდ ჩემი საკუთარი ანო იქნები და კანონის წინაშეც დავამტკიცოთ,ცოლად გამომყვები ანო?..და იყო სიჩუმე,რომელიც დათის ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ დაარღვია: Meine Sommi (ჭორფლიანი)


„მთაწმინდაზე გაზაფხული მოვიდა“ დათ.

წაკითხვისთანავე ბედნიერებამ გაიცინა მის სახეზე და მხოლოდ ერთი სიტყვა დაუტოვა საზოგადოებას.
-მომყვება.

დასასრული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent