"ერთი დაპირება" (ნაწილი II)
მისი წასვლის შემდეგ წლები დამჭირდა, ჩემში ძალა მეპოვა...ძალა იმისა, რომ გადავრჩენილიყავი...ძალა იმისა, რომ ისევ დავმდგარიყავი ფეხზე...თითქოს ყველაფერი თავიდან უნდა მესწავლა...სიარული...სუნთქვა...ლაპარაკი...ღიმილი...და ცხოვრებაც კი...დიდხანს მეგონა, რომ მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი იყო...მერე მივხვდი, რომ სწორედ ის უნდა გამხდარიყო ჩემი ცხოვრების გაგრძელების მიზეზი...რადგან,სანამ ცოცხალი იყო, ჩემი ოცნების სჯეროდა...მისგან ნათქვამი ბოლო სიტყვები წლების განმავლობაში ჩემთან ერთად ცხოვრობდა...როცა ვიღლებოდი - მახსენდებოდა...როცა მეშინოდა - მახსენდებოდა...როცა მეგონა, რომ ვეღარ შევძლებდი - ისევ მახსენდებოდა...და ყოველ ჯერზე თითქოს მისი ხმა მესმოდა - „არ გაჩერდე, ელა“....ამიტომ არ გავჩერდი...უფრო სწორად ვერ... წლები გავიდა...გავიზარდე...შევიცვალე...ვისწავლე...ვიღიმოდი მაშინაც კი, როცა ღიმილი ყველაზე ნაკლებად მინდოდა...სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი დღე დღემდე მახსოვს...დილიდან ვერ ვისვენებდი...ოთახში წინ და უკან დავდიოდი...თეთრი ხალათი ხელში მეჭირა...დიდხანს ვუყურებდი...ხალათს პატარა ბარათი ქონდა მიმაგრებული „ელა- სამედიცინო ფაკულტეტი“ ...პირველივე ლექციაზე რომ შევედი, ბოლო რიგში დავჯექი...ჩანთა გვერდით დავდე...რვეული გავხსენი...პირველ გვერდზე კი, თითქმის შეუმჩნევლად, ერთი წინადადება დავწერე: „ეს შენთვისაა, მამა“...იმ დღიდან დაიწყო ჩემი ყველაზე გრძელი გზა...სამედიცინო უნივერსიტეტში ცხოვრება ზუსტად ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ბავშვობაში წარმოვიდგენდი…აქ აღარ არსებობდა სათამაშო სტეტოსკოპი…აღარ იყვნენ ჩემი „პაციენტი“ თოჯინები…აღარ შეიძლებოდა შეცდომის დაშვება…აქ ყველაფერი ნამდვილი იყო…ნამდვილი ტკივილი…ნამდვილი სიცოცხლე…პირველ კურსზე საერთოდ არ მქონდა დაგეგმილი მეგობრების შეძენა...იმდენად ვიყავი სწავლით შეპყრობილი, რომ მეგონა, უნივერსიტეტში მხოლოდ ლექციებზე ვივლიდი, წიგნებს წავიკითხავდი, გამოცდებს ჩავაბარებდი და სახლში დავბრუნდებოდი...მაგრამ ცხოვრება ყოველთვის მაშინ გვაჩუქებს ადამიანებს, როცა მათ საერთოდ არ ველოდებით...პირველად ნინი გავიცანი...პირველივე ლექციაზე ჩემს გვერდით დაჯდა. - აქ თავისუფალია? - მკითხა დაბნეულმა და ცოტათი შეშინებულმა - კი - უხერხულად გავუღიმე...დაჯდა, ჩანთა მერხის ქვეშ შეაცურა და რამდენიმე წამში ჩუმად გადმომხედა. - შენც ისეთი სახე გაქვს, თითქოს უკვე ნანობ, აქ რომ ჩააბარე. - გამეცინა. - არა, უბრალოდ ვნერვიულობ. - მეც. მაგრამ სახეზე არ ვიმჩნევ. - იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა.ნინი ძალიან ხმაურიანი, მხიარული და პირდაპირი გოგო იყო. ისეთი ადამიანი, რომელიც ოთახში შემოსვლისთანავე ყველაფერს ავსებს სიცილით, ლაპარაკით, ენერგიით...მეორე დღეს კი სალომე შემოგვიერთდა.ნინისგან ვერაფრით გამოვარჩევდი.მუდამ მომღიმარი,თბილი და საოცარი იუმორის გრძნობით გამორჩეული სალომე კურსზე მესამე გოგონა იყო,რომელიც 100% დაფინანსებით სწავლობდა.სამივემ ერთმანეთი თითქოს შემთხვევით ვიპოვეთ...ხოლო რამდენიმე კვირაში ერთად ვსხდებოდით, ერთად ვსწავლობდით და წინასწარ ვნერვიულობდით გამოცდებზე...მეოთხე ადამიანი ჩვენს პატარა ჯგუფში ლუკა იყო...ბიჭი, რომელიც თავიდან საერთოდ არ მომწონდა...არა იმიტომ, რომ ცუდი ადამიანი იყო...უბრალოდ ზედმეტად თავდაჯერებული გახლდათ ბატონი.გაცნობის დღიდანვე დაიწყო ჩვენი მუდმივი კამათი.პირველი სემესტრის ბოლოს უკვე ოთხნი ვიყავით...ჩვენი ცხოვრება თითქოს პატარა წესებად იყო დაყოფილი...ლექციაზე ერთად შევდიოდით...შესვენებაზე აუცილებლად სადმე ყავას ვსვამდით...თუ რომელიმე ჩვენგანს გამოცდისთვის სწავლა ეზარებოდა, დანარჩენები ძალით გავაქცევდით ბიბლიოთეკაში.სემესტრის მიწურულს იმიტირებული სემინარი გვქონდა.პროფესორი აუდიტორიაში შემოვიდა, ხელში რამდენიმე საქაღალდე ეჭირა. ჩვენ ოთხნი როგორც ყოველთვის, ერთად ვისხედით...ნინიმ მაშინვე ჩუმად მითხრა: - რაღაც ცუდი ხდება. - საიდან გამოიტანე ეგ დასკვნა? - შევხედე. - პროფესორს ისეთი სახე აქვს, გამოცდა უნდა მოგვიწყოს. - ლუკამ ჩაიცინა. - ნუ გეშინია, ნი... მე გადაგარჩენ. - შენ ჯერ საკუთარი თავი გადაარჩინე,გმირო -უპასუხა სალომემ.პროფესორმა მაგიდაზე საქაღალდეები დაალაგა და ჩვენკენ შემოტრიალდა. - დღეს ჩვეულებრივი სემინარი არ გვექნება. ჯგუფებად დაგყოფთ. - ოთხივემ ერთმანეთს შევხედეთ.პროფესორმა ჯგუფები ჩამოთვალა.პირველი…მეორე…მესამე…და ბოლოს: - ელა, ნინი, სალომე, ლუკა თქვენ ერთად იქნებით. - ნინიმ მუშტი ჰაერში ჩუმად აწია გამარჯვების ნიშნად.ლუკა კი ამაყად გადაიწია სკამზე. - პროფესორმა იცის, ვის ანდობს საქმეს. - ლუკა...ნუ დაიწყებ, - პროფესორმა ჩვენი რეაქცია შეამჩნია, გაეღიმა და წინ საქაღალდე დაგვიდო. - აი, თქვენი პაციენტის დოსიე. - მაშინვე სერიოზული სახე მივიღეთ. - ხვალინდელ სემინარზე, - განაგრძო პროფესორმა, - ამ პაციენტის დიაგნოზს თქვენ დასვამთ. არ მინდა უბრალოდ დაავადების დასახელება, არამედ მინდა ახსნათ, როგორ მიხვედით დიაგნოზამდე, რა ნიშნებმა მიგიყვანათ აქამდე და რა დამატებითი კვლევები დაგჭირდებათ - ლუკამ დოსიეს დახედა. - მარტივია. - პროფესორმა წარბი ასწია. - ნამდვილად? - ლუკა რამდენიმე წამი გაჩუმდა. - ალბათ არა. - კომახიძე,ილოცე პაციენტის დიაგნოზი სწორად დასვა და არ მოკლა...წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი საგანი ხელმეორედ გასვლელი გექნება - ირონიული ღიმილით უპასუხა პროფესორმა.იმ დღეს ლექციების დასრულების შემდეგ ოთხივე გაურკვევლობაში ვიყავით.დოსიე ისევ ხელში მეჭირა. - სად წავიდეთ? - იკითხა სალომემ. - ჩემთან, - ვთქვი მე. - სახლში უფრო მშვიდად ვიმუშავებთ. - საღამოს ოთხივე ჩემს სახლში შევიკრიბეთ.მისაღებში მაგიდა წიგნებით, ლეპტოპებითა და ფურცლებით ავავსეთ. დედამ რომ დაგვინახა, გაეღიმა. - ამდენი ექიმი ჩემს სახლში პირველად ვნახე. - ნინიმ მაშინვე უპასუხა: - დღეს თქვენი სახლი სამედიცინო კვლევით ცენტრად გადაიქცა. - მაშინ ყავას მაინც მოგიმზადებთ - თბილად გაგვიღიმა დედიკომ - მე თქვენ უკვე მიყვარხართ, - სერიოზული სახით უთხრა ლუკამ...რამდენიმე საათის განმავლობაში ნამდვილად სერიოზულად ვმუშაობდით...პაციენტის ისტორია თავიდან ბოლომდე გადავიკითხეთ...სიმპტომები ჩამოვწერეთ...ცვლილებებს დავაკვირდით...ყველა შესაძლო დიაგნოზი ცალკე ფურცელზე მივუთითეთ...მაგრამ პასუხი მაინც არ ჩანდა...ღამის თორმეტი საათი გახდა...შემდეგ ორი...შემდეგ სამი...მაგიდაზე უკვე იმდენი ფურცელი ეყარა, ვეღარ ვხვდებოდით, რომელი იყო საჭირო და რომელი ჩვენი სასოწარკვეთილების შედეგი...ნინიმ თავი ხელებში ჩარგო... - ვაცხადებ, რომ ეს პაციენტი ჩვენზე ჭკვიანია. - ნუ ნერვიულობ, - უთხრა ლუკამ. - ჯერ კიდევ გვაქვს სამი საათი. - სამი საათი?! - შეჰყვირა ნინიმ. - მე უკვე სამი სიცოცხლე დავკარგე. - ლუკა,ჩვენ არა შენ უნდა ნერვიულობდე სინამდვილეში - ცინიკურად მიაძახა სალომემ და სიცილი დაიწყო...მე კი ისევ ლეპტოპს მივჩერებოდი...რაღაც არ მასვენებდა.ერთ-ერთი სტატია გავხსენი...შემდეგ მეორე...მესამე... - ელა, დავიძინოთ ცოტა, - მითხრა სალომემ. - არა. რაღაცას ვერ ვხედავთ. - იქნებ მართლა არაფერი სჭირს...ხომ იცი არაფერი გამოგვრჩენია? - არა… აქ რაღაც არის. - თავიდან გადავიკითხე ყველა მონაცემი...გულის ფრიალი...გონების დაკარგვის ეპიზოდები...ოჯახური ისტორია...და ბოლოს…“ეკგ“...გავჩერდი. - მოიცადეთ… - სამივე ჩემკენ შემოტრიალდა.ეკრანს თითი დავადე. - ეს ცვლილება ნახეთ. - ლუკა გვერდით მოვიდა.სალომემაც სკამი მოიწია.ნინი უკვე ჩემს უკან იდგა.რამდენიმე წამი ყველა ჩუმად ვიყავით.შემდეგ ლუკამ დაარღვია ეს სიჩუმე: - არა… - მეც ეგ ვიფიქრე, - ჩავჩურჩულე.სწრაფად დავიწყე მოძიება.გული მიჩქარდებოდა.კიდევ ერთი სტატია გავხსენი.და იქ…ზუსტად ის ეწერა, რასაც ვეძებდით...ბრუგადას სინდრომი...რამდენიმე წამით უბრალოდ ეკრანს ვუყურებდი... - ბინგოოო! - დაიყვირა ლუკამ - ვიპოვეთ… - ლუკა წამოხტა. - ღმერთო, მართლა! - სალომემ ხელები თავზე შემოიწყო. - ამდენი საათის შემდეგ! - მე კი უკვე ვიცინოდი.ნინიმ მუსიკა ჩართო. - არა, ახლა აღვნიშნავთ! - ღამის ოთხი საათია! - სიცილით ვუთხარი. - სულერთია! - და ოთხივემ მისაღების შუაგულში დავიწყეთ ცეკვა...სიცილით...ყვირილით...დაღლილები...თვალებჩაწითლებულები...მაგრამ ბედნიერები...ლუკა დივანზე ახტა და ხელები მაღლა ასწია. - ბრუგადაააა! - ნინი სიცილით იკეცებოდა...სალომე უკვე ვიდეოს გვიღებდა.მე კი მათ ვუყურებდი და ვფიქრობდი:ალბათ სწორედ ასეთი მომენტებისთვის ღირდა ეს ყველაფერი.იმ ღამეს ჩვენ უბრალოდ დიაგნოზი არ დაგვისმია.ჩვენ პირველად გავიგეთ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ერთად.ღამეები წიგნებთან.უამრავი ყავა.ნერვიულობა.ცრემლები.სიცილი.და პატარა გამარჯვებები, რომლებიც იმ მომენტში მთელ სამყაროს გვჩუქნიდა. პირველი კურსის ბოლოს უკვე ერთმანეთის ყოველდღიურობის ნაწილი გავხდით...ერთმანეთის ოჯახებს ვიცნობდით...ერთმანეთის საიდუმლოებებს ვინახავდით...ერთმანეთის წარუმატებლობაზე ერთად ვბრაზდებოდით და წარმატება ისე გვიხაროდა, თითქოს საკუთარი იყო...პირველ კურს მეორე კურსი მოყვა და აქედან დაიწყო ჩვენი ტანჯვა...ყველაფერი ანატომიის ლექციიდან დაიწყო...ანატომიას ლათინურ ენაზე გვასწავლიდნენ...და ლუკასთვის ლათინური ტერმინები უბრალოდ უცხო სიტყვები კი არა, ენის გასატეხები იყო. - Musculus sternocleidomastoideus... - ძლივს წარმოთქვამდა ლექტორის შემდეგ.ნინიმ გვერდით გადმომხედა და ჩუმად მითხრა: - ახლა დააკვირდი. ხუთ წამში ენა დაებმება. - ლუკამ კიდევ ერთხელ სცადა: - Musculus... სტერნო... კლეიდო... მასტო... - გაჩუმდა.ლექტორმა სათვალიდან შეხედა. - ლუკა, ბოლომდე. - Musculus sternocleidomastoideus...ეს სიტყვა ადამიანმა კი არა, მტერმა მოიფიქრა. - სიცილი ამიტყდა.ნინი საერთოდ ვერ იტანდა ჩვენს ლექტორს.არ ვიცი რატომ, მაგრამ პირველივე კვირიდან რაღაც პირად მტრობად ჰქონდა ქცეული.ლექციაზე რომ შემოვიდოდა, ნინი მაშინვე ჩურჩულებდა: - მოვიდა ჩვენი უბედურებასალომეს კი არც ლექტორი მოსწონდა და არც თვითონ ანატომია.ერთ დღეს პირდაპირ მითხრა: - მე ექიმი მინდა გავხდე, მაგრამ თუ შეიძლება ადამიანის სხეულს ასე დეტალურად ნუ დამანახებთ. - სალომე, ეს ხომ მედიცინის ნაწილია. - ვიცი...მაგრამ არ მომწონს. - ჩვენი ყველაზე დიდი გასართობი მაინც სასემინარო აუდიტორიაში იდგა...ადამიანის ჩონჩხის ფიტული...ერთი ჩვეულებრივი ჩონჩხი...თეთრი ძვლები, თავზე ოდნავ დახრილი თავის ქალა და თვალის ბუდეები, რომლებიც ყოველთვის ისეთი გამომეტყველებით იყურებოდნენ, თითქოს ჩვენზე ბევრად მეტი იცოდნენ.ერთ დღეს ლუკა მასთან მივიდა...დიდხანს უყურა...მერე თქვა: - ამას სახელი უნდა დავარქვათ. - ნინიმ წარბი ასწია. - რა სახელი? - ლუკა დაფიქრდა. - ჯინჯიკო. - სიჩუმე ჩამოვარდა. - რა? - ვკითხე. - ჯინჯიკო. - უბრალოდ საიდან მოიფიქრე? - მუზა მომივიდა - სწორედ ასე დაიბადა ჯინჯიკო.დღემდე არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს სახელი ლუკას თავში.მაგრამ იმ დღის შემდეგ ჩონჩხი ჩვენთვის უბრალოდ სასწავლო ფიტული აღარ ყოფილა.ის ლუკას ახალი მეგობარი გახდა.ლექციის დასრულების შემდეგ ლუკამ ჯინჯიკოს ხელი მოჰკიდა. - მოდი, ძმაო. - ლუკა, რას აკეთებ? - სემინარზე მიმყავს. - თვითონ ვერ მოვა? - ნუ დასცინი - ხელი მხარზე გადადო და ისეთი პატივით გამოიყვანა ოთახიდან, თითქოს საპატიო სტუმარი მოჰყავდა.სასემინარო აუდიტორიაში ჯინჯიკო პირველ მერხთან დასვა ლუკამ.შემდეგ თვითონაც გვერდით მიუჯდა.ლექტორი შემოვიდა.შეხედა ლუკას.შეხედა ჯინჯიკოს.კიდევ ერთხელ შეხედა ლუკას. - ეს ვინ არის? - ლუკამ სრულიად სერიოზული სახით უპასუხა: - ჩემი მეგობარია. - ლექტორი რამდენიმე წამით ჩუმად უყურებდა ლუკას. - სახელი? - ჯინჯიკო. - ნინი მაგიდაზე დაეცა სიცილისგან.მე ტუჩზე ხელი მივიფარე.სალომემ კი საერთოდ თვალები დახუჭა.ლექტორმა ამოიოხრა. - კარგი. - და ლექცია დაიწყო.ხუთი წუთი გავიდა.ლუკა ჯინჯიკოს ეჩურჩულებოდა: - ნახე, დღეს humerus-ს გავდივართ. - ჯინჯიკო, რა თქმა უნდა, დუმდა...ლუკამ თავი დაუქნია. - მეც მაგას ვფიქრობდი. - ამის შემდეგ ჯინჯიკო თითქმის ყველა სემინარზე ჩვენთან ერთად იყო.ხან ლუკას გვერდით იჯდა.ხან პირველ მერხზე.ხან კართან...ქიმიის სემინარები ჩვენთვის ყოველთვის ცალკე თავგადასავალი იყო...არ ვიცი, რატომ, მაგრამ საკმარისი იყო ოთხივე ერთ ლაბორატორიაში მოვხვედრილიყავით, რომ რაღაც აუცილებლად ხდებოდა.იმ დღესაც ჩვეულებრივად შევედით...მაგიდებზე სინჯარები, კოლბები და სხვადასხვა ხსნარი ელაგა.ლექტორი რაღაცას ხსნიდა.ყურადღებით ვუსმენდი.სალომე ჩანაწერებს აკეთებდა.ლუკა რაღაცას ხატავდა რვეულში, რასაც, როგორც თვითონ ამბობდა, „ქიმიასთან ჰქონდა კავშირი“.ნინი კი თავის სინჯარას უყურებდა.ძალიან საეჭვოდ. - ნინი... - ჩუმად ვუთხარი. - ჰო? - რას აკეთებ? - ექსპერიმენტს. - ვიცი, რომ ექსპერიმენტს აკეთებ. რას ურევ? - ნინიმ ისეთი სახით შემომხედა, თითქოს უმნიშვნელოვანეს საიდუმლოს ინახავდა. - ჯერ არ ვიცი.სახელების დამახსოვრება რომ მიჭირს...ეგ ხომ იცი? - რას ნიშნავს „ჯერ არ ვიცი“? - სალომეს სახე შეეცვალა. ლუკა კი მაშინვე დაინტერესდა. - ოოო, საინტერესოა. - ნინი, ლექტორს არ უთქვამს, რომ ეგენი ერთმანეთში არ უნდა აგერიოს? - არ ვიცი. - მაშინ რატომ ურევ? - იმიტომ, რომ ქიმია პრაქტიკული მეცნიერებაა. - ლუკამ თავი დაუქნია. - გეთანხმები...ლოგიკურია... -სალომემ ჩაილაპარაკა: - თქვენ ორნი ერთად საშიშები ხართ. - ნინი კი სრულიად მშვიდად აგრძელებდა.ერთი წვეთი.მეორე.მესამე.სინჯარაში რაღაც ფერი შეიცვალა.ნინის თვალები გაუბრწყინა. - ნახეთ! - ლუკა მაშინვე წამოდგა. - რა ქენი? - ფერი შეიცვალა! - გენიოსი ხარ! - ვიცი. - ამ ორის დიალოგს მე და სალომე მუდამ უდიდესი მოთმინების ფასად ვისმენდით. - ნინი, გაჩერდი. - რატომ? - რაღაც უცნაურად გამოიყურება. - ჩვეულებრივი რეაქციაა. - საიდან იცი? - ინტუიციით. - სალომემ მაშინვე წიგნი დახურა. - მორჩა. მე აქ აღარ ვმონაწილეობ - ლუკამ სიცილი დაიწყო. - ნინი, მგონი ძალიან კარგი ექიმი გამოხვალ. - სიცილი წამსკდა.ნინიმ კიდევ რაღაც დაამატა.და სწორედ მაშინ...ფშშშშშშ...ყველანი გავჩუმდით.სინჯარიდან ორთქლივით რაღაც ამოვიდა.ნინიმ თვალები დაჭყიტა...და უცებ...ბაახხ...ყველაფერი ერთ წამში მოხდა...სინჯარის საცობი ჰაერში გაფრინდა.ხსნარის რამდენიმე წვეთი მაგიდაზე გადმოიფრქვა.ნინი შეხტა.ინსტინქტურად თვალები დავხუჭე.სალომე კი კედელთან იდგა და მშვიდად ამბობდა: - მე ამ გოგოს საერთოდ არ ვიცნობ. - ნინი ნელა წამოდგა.თმაზე რაღაც პატარა ლაქა ჰქონდა.ლუკამ შეხედა.შემდეგ სიცილი დაიწყო. - ნინი... - რა? - თმაზე ქიმია გაქვს. - ნუ დამცინი! - ნინის ძლიერი მხარე ქიმია აღმოჩნდა...აი სალომესი კი ნაკერების დადება...ქირურგიის პრაქტიკულ სემინარზე გვქონდა ნაკერების დადება.ყველაფერი მშვიდად დაიწყო.მანეკენი მაგიდაზე იწვა, ინსტრუმენტები წინ გვედო, ლექტორი სათითაოდ გვიხსნიდა, როგორ უნდა დაგვეჭირა ნემსი, რა მიმართულებით გაგვეყვანა და როგორ დაგვეფიქსირებინა ნაკერი.სალომე კი ისეთი ყურადღებით უსმენდა, მეგონა, ამ წუთას მსოფლიოს ყველაზე რთულ ოპერაციას ატარებდა. - გასაგებია? - ჰკითხა ლექტორმა. - სრულიად, - უპასუხა სალომემ.ხუთი წუთის შემდეგ სალომემ მანეკენს პირველი ნაკერი დაადო...შეხედა...მეორე დაადო...ისევ შეხედა...მესამე...უცებ გაჩერდა. - რაღაც არ მომწონს. - ლუკამ მის გვერდით ჩაიარა და დახედა. - სალო...ეს ნაკერი რატომ მიდის იქეთ? - იმიტომ, რომ ასე უნდა წავიდეს. - არა, მგონი ჭრილობა აქ არის. - სალომემ მანეკენს დახედა.შემდეგ ჭრილობას.შემდეგ ისევ ნაკერს. - უიი...გაიქცაა - დამიზუსტე...რა გაიქცა? - თვალებ მოჭუტულმა ლუკამ კითხა სალომეს.ნინიმ პირზე აიფარა ხელები სიცილი რომ დაემალა.მესამე ნაკერი საერთოდ გვერდით გადახტა. - სალო,ასე მარტივად რატომ უშვებ? - ლუკა გაჩუმდი,არ ვუშვებ - აბა თვითონ მიდიან?! - ლუკა მანეკენის გარშემო დადიოდა. - გაჩუმდი, ლუკა. - ლექტორი მოვიდა, სალოს ნამუშევარს დახედა და რამდენიმე წამით ჩუმად იდგა. - სალომე... - დიახ? - ეს ნაკერები რატომ არის ერთმანეთისგან ნახევარი მეტრით დაშორებული? - ნინიმ ვეღარ მოითმინა და სიცილი აუტყდა.ლუკამ კი სრულიად სერიოზული სახით თქვა: - ალბათ პაციენტს დიდი პირადი სივრცე სჭირდება. - სალომემ ნემსი მაგიდაზე დადო. - სალომე, მთავარია, ცოცხალ პაციენტზე არ გაგექცეს ნაკერები. - ასე გაგვეპარა დრო...ზოგჯერ სიცილ-კისკისში...ზოგჯერ პირიქით ტირილსა და ჯღავილში...დრო ისე სწრაფად გავიდა, რომ ვერც კი მივხვდით, როდის აღმოვჩნდით რეზიდენტურის წლებში.მე, ნინი, სალომე და ლუკა ისევ ერთად ვიყავით.იგივე ოთხეული.იყო ღამეები, როცა ოთხივე საავადმყოფოდან დაღლილები გამოვდიოდით და ერთმანეთისთვის ერთხელ შეხედვითაც კი გასაგები იყო, რამდენად მძიმე დღე გვქონდა.იყო შემთხვევები, როცა რომელიმე ჩვენგანს შეცდომის შეეშინდებოდა და დანარჩენები მაშინვე გვერდით ვუდგებოდით.ხანდახან ისევ ისე ვიცინოდით, როგორც პირველ კურსზე.ხანდახან კი უბრალოდ ჩუმად ვისხედით და ვხვდებოდით, რომ ბავშვობიდან ოცნებამდე ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ.ერთად.რეზიდენტურის წლებიდან მხოლოდ პირველი წელი დავშორდით ერთმანეთს.სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა პროგრამით, სხვადასხვა ქვეყანაში მოგვიწია სწავლის გაგრძელება.თავიდან ყველას გაგვიჭირდა.ჩვენ ხომ მიჩვეულები ვიყავით, რომ ნებისმიერ დროს შეგვეძლო ერთმანეთის ნახვა.თუ ნინის რამე გაუჭირდებოდა, ვიცოდით, სად გვეპოვა.თუ ლუკას რამე სასაცილო ამბავი ჰქონდა, რამდენიმე წუთში ოთხივე ერთად ვიცინოდით.თუ მე მძიმე დღე მქონდა, სალომეს ერთი ჩახუტებაც საკმარისი იყო.ახლა კი…ეკრანი იყო ჩვენს შორის...ზარი...ვიდეოჩართვა...ხმოვანი შეტყობინებები...და „მომენატრეთ“...ეს სიტყვა ყველაზე ხშირად იწერებოდა ჩვენს ჯგუფში...ხანდახან ოთხივე ერთდროულად ვერთვებოდით ვიდეოზარში.ერთი ქვეყნიდან მე.მეორიდან ნინი.მესამედან სალომე.მეოთხედან ლუკა.ერთი წელი ასე გავიდა...რეზიდენტურის მეორე წელი დადგა...და ბედმა, თითქოს ბოლოს და ბოლოს ჩვენც გაგვიღიმა, ოთხივე ისევ ერთ საავადმყოფოში დაგვაბრუნა.იმ დღეს, როცა ოთხივე ერთად შევედით საავადმყოფოს ეზოში, რამდენიმე წამი უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით. პირველი მორიგეობა ოთხივეს ერთად მოგვიწია...ღამის რვა საათიდან დილის რვამდე...სულ რაღაც თორმეტი საათი...ღამის თერთმეტზე უკვე დაღლილები ვიყავით...პირველ საათზე კი თითქმის აღარ ვარსებობდით...ლუკა დერეფანში სკამზე ჩამოჯდა - მე მგონი ჩემი სული სხეულიდან გავიდა. - იმ ღამით ერთ-ერთ პალატაში პაციენტი გვყავდა, რომელიც ყველაფერზე ბუზღუნებდა.წამალი არ მოსწონდა.საჭმელი არ მოსწონდა.ბალიში არ მოსწონდა.ფანჯრიდან შემოსული ჰაერიც კი არ მოსწონდა.ერთ მომენტში ნინი პალატაში შევიდა. - როგორ ბრძანდებით? - პაციენტმა ამოიოხრა. - ცუდად. - რა გაწუხებთ? - ყველაფერი. - ნინიმ სერიოზულად ჩაინიშნა. - კარგი. - გაკვირვებით შეხედა პაციენტმა. - რა „კარგი“? - დიაგნოზი გვაქვს ქალბატონო. - რა დიაგნოზი? - ექიმი არ მოგწონთ. - ტუჩზე ხელი ავიფარე, რომ არ გამცინებოდა.ლუკა კარის გარეთ უკვე კედელს იყო მიყრდნობილი და ძლივს იკავებდა თავს.პაციენტმა გაბრაზებით მოუბრუნა ნინის სათქმელი: - მე აქ სამკურნალოდ მოვედი! - ზუსტად. ჩვენც მაგიტომ ვართ აქ. - ღამის ოთხ საათზე უკვე აღარ ვიცოდით, დღე იყო თუ ღამე.ყავა მესამედ გავიკეთეთ.მეოთხე უკვე აღარავის სჭირდებოდა.უბრალოდ ჭიქა ხელში გვქონდა და ერთმანეთს ვუყურებდით.დილის ხუთ საათზე დერეფანში გავედი.საავადმყოფო თითქმის ჩუმი იყო.ფანჯრებიდან სუსტი სინათლე შემოდიოდა.დერეფნის ბოლოს რამდენიმე თავისუფალი საწოლი იდგა.საწოლზე ჩამოვჯექი.და იმ დღიდან ჩემი საძინებლი კუთხეც გამომიჩნდა საავტყოფოში.მეორე საწოლზე სალომე იწვა.მესამეზე ლუკა... ხელში კალამიც კი ეჭირა.დილით, როცა უფროსმა ექთანმა დაგვინახა, უბრალოდ გაჩერდა...შემდეგ ღიმილით გვკითხა: - თქვენ აქ რას აკეთებთ? - ლუკამ ნახევრად მძინარემ უპასუხა: - პაციენტებს ვუთვალთვალებთ. - ექთანმა წარბი ასწია. - საწოლიდან? - პრევენციული მეთოდია. - ნინიმ ბალიში ლუკას ესროლა. - გაჩუმდი. - ასე გრძელდებოდა ჩვენი მორიგეობები...ერთ საღამოს საავადმყოფოში უცნაური სიმშვიდე ჩამოწვა.პაციენტის ისტორიის ჩანაწერს ვაკეთებდი, როცა დერეფანში ნაბიჯების ხმა გავიგე.ნელი.სხვა ექიმებისგან განსხვავებული.თავი ავწიე.დერეფნის ბოლოს რამდენიმე ადამიანი იდგა.ერთ-ერთი უფროსმა ექიმი მოვიდა,თითქმის ჩურჩულით საიდუმლო გაგვანდო: - ხვალიდან სხვა ხელმძღვანელთან იმუშავებთ. - ნეტავ ვინ არის. - რამდენიმე წელი საზღვარგარეთ მუშაობდა. ახლახან დაბრუნდა. საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. განსაკუთრებით რთულ კარდიოლოგიურ შემთხვევებზე. - სიტყვა „კარდიოლოგიამ“ მაშინვე ჩემი ყურადღება მიიპყრო. - ვინ არის? - ვიკითხე.უფროსმა ექიმმა დერეფნისკენ გაიხედა. - თვითონაც მალე გაიცნობთ. - იმ წამს კარის ხმა გაისმა.ოთახში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა.თეთრი ხალათი ეცვა.მარცხენა ხელში რამდენიმე საქაღალდე ეჭირა.საუბარი შეწყდა.ჩვენ წინ გაჩერდა.სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდით.ვერც ღიმილს.ვერც სიმკაცრეს.უბრალოდ მშვიდი და დაკვირვებული მზერა ჰქონდა. - გამარჯობა. - ოთხივემ თითქმის ერთდროულად ვუპასუხეთ: - გამარჯობა. - დღეიდან მე ვიქნები თქვენი უფროსი ექიმი და მენტორი ამ ეტაპზე - პირველად დავაკვირდი მის სახეს.რაღაც ნაცნობი იყო.მაგრამ ვერ მივხვდი რა.თითქოს ეს სახე სადღაც, ძალიან შორეულ წარსულში მქონდა ნანახი.მაგრამ სად ვერ ვიხსენებდი...იმ დღიდან ჩვენი რეზიდენტურის ცხოვრება შეიცვალა.ახალი მენტორი სიტყვა „მომთხოვნს“ სრულიად სხვა მნიშვნელობას აძლევდა.პირველივე დილით მივხვდით, რომ მასთან მუშაობა მარტივი არ იქნებოდა.შვიდ საათზე განყოფილებაში უნდა ვყოფილიყავით.შვიდის ხუთ წუთზე უკვე ყველა ადგილზე იყო.შვიდის ექვს წუთზე კი თავად შემოვიდა.საათს დახედა. - ხუთი წუთით ადრე რატომ მოხვედით? - სალომემ სრულიად სერიოზული სახით უპასუხა: - იმიტომ, რომ შვიდზე აქ უნდა ვყოფილიყავით.მენტორმა თავი დაუქნია. - სწორია. - საქაღალდე გახსნა. - ახლა კი მითხარით, თითოეულმა თქვენგანმა ღამის პაციენტების მდგომარეობა როგორი არის. - ოთხივემ ერთმანეთს გადავხედეთ.პირველი მე დავიწყე.პაციენტის მდგომარეობა ავუხსენი, ანალიზები, წნევა, გულისცემა, მედიკამენტები. ჩუმად მისმენდა.შემდეგ მოულოდნელად მკითხა: - რატომ შეუცვალეთ დოზა? - ერთი წამით გავჩერდი. - იმიტომ, რომ... - „იმიტომ, რომ“ სამედიცინო პასუხი არ არის. - დერეფანი უცებ დადუმდა.ღრმად ჩავისუნთქე და მიზეზი ავუხსენი.ბოლომდე მომისმინა. - კარგი. - მხოლოდ ეს თქვა.შემდეგ ლუკას მიუბრუნდა.ლუკამ პასუხი ოდნავ აურია. - თავიდან. - თავიდან ახსნა. - კიდევ ერთხელ. - მესამედაც უპასუხა.მენტორმა თავი დაუქნია. - ახლა სწორია.- ასეთი იყო ჩვენი მენტორი.ყველას უსვამდა რთულ კითხვებს.ყველას აიძულებდა, პასუხი ბოლომდე დაესაბუთებინა.მაგრამ ჩემთან...ჩემთან განსაკუთრებით მკაცრი იყო.პირველი კვირის ბოლოს უკვე ვეღარ ვხვდებოდი, რა უნდოდა ჩემგან.მორიგეობის ბოლოს, პაციენტის ისტორია მაგიდაზე დამიდო. - ეს თქვენ დაწერეთ? - დიახ. - წაიკითხეთ ექიმო ელა. - წავიკითხე. - ახლა მითხარით, სად არის შეცდომა. - დავაკვირდი. - აქ? - კიდევ? - კიდევ ერთხელ გადავხედე. - აქაც? - კიდევ. - უკვე ვნერვიულობდი. - ექიმო, თუ შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ... - მშვიდად შემომხედა. - სწორედ ეს არის თქვენი პრობლემა. - გავჩუმდი. - გინდათ პასუხი სწრაფად მიიღოთ. მედიცინაში კი სწრაფი პასუხი ყოველთვის სწორი პასუხი არ არის. სანამ დარწმუნებული არ იქნებით, უნდა ეძებოთ. - საქაღალდე ისევ ჩემკენ გამოწია. - თავიდან. - და წავიდა.რამდენიმე წუთი გაშტერებული ვიდექი.ნინი ჩემთან მოვიდა. - ნუ მიაქცევ ყურადღებას. - რას? - ზედმეტად გერჩის. - მეც ეგრე მგონია. - უეცრად მენტორის ხმა ისევ გაისმა: - ექიმო ელა,ეს მაჩვენებელი თავიდან გადაამოწმეთ - უკვე გადავამოწმე,ექიმო. - კიდევ ერთხელ. - ღრმად ამოვისუნთქე. - კარგი. - სალო სიცილს ძლივს იკავებდა - ალერგია აქვს შენზე - ექიმო სალომე,სეზონური თუ არასეზონური ალერგია მაქვს? - ისევ გაისმა მენტორის ხმა - სუპერ ყურთასმენა ქონია ჩვენს მენტორს - გადმოგვჩურჩულა ლუკამ - ექიმო ლუკა,იქნებ თქვენ საუბრობთ ხმამაღლა? - მენტორის ხმა ამჯერად ბოლოჯერ გავიგონეთ.იმ ღამეს მორიგეობა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა.რამდენიმე პაციენტი ერთდროულად შემოვიდა.სასწრაფო დახმარების ხმები ერთმანეთს ენაცვლებოდა.დერეფანში ექიმები დარბოდნენ.ერთ პაციენტთან ვიყავი, როცა მენტორის ხმა გავიგე: - ექიმო ელა! - მაშინვე მივბრუნდი. - დიახ! - აქ მოდი! - პაციენტის მონიტორისკენ მიმითითა. - რას ხედავ? - მაშინვე ვუპასუხე. - რიტმის ცვლილებაა. - მერე? - დავიწყე ახსნა.კითხვებს სწრაფად მისვამდა.პასუხებს სწრაფად ვცემდი. - რატომ? - იმიტომ, რომ... - არა. მექანიზმი. - მენტორის სიმკაცრე თანდათან ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი.რატომ ვიყავი მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი?მეორე თვე დაიწყო.უკვე ვიცოდი მისი წესები.პაციენტის ისტორია სრულად უნდა გვცოდნოდა.ანალიზი გაგებული უნდა გვქონდა და არა უბრალოდ წაკითხული.ყოველი გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა გვქონოდა...ღამის ორი საათი იყო...დერეფანში თითქმის არავინ დადიოდა. მონიტორების წყვეტილი ხმები, მედდების ჩუმი ნაბიჯები და სადღაც შორიდან სასწრაფოს ხმა არღვევდა სიჩუმეს.კაბინეტში ვიჯექი და პაციენტების ისტორიებს ვამოწმებდი.ნინი ყავას სვამდა.სალომე რაღაცას კითხულობდა.საავადმყოფოს შესასვლელიდან ხმაური გაისმა.თავი ავწიეთ.შემდეგ სწრაფი ნაბიჯების ხმასასწრაფო დახმარების ჯგუფი დერეფანში შემოვარდა. - ადგილი! გადაუდებელია! - ყველაფერი ერთ წამში შეიცვალა.სკამიდან წამოვხტი.პაციენტი საკაცეზე იწვა.კაცი იყო.დაახლოებით სამოცი წლის.სახე ფერმკრთალი ჰქონდა.სუნთქვა მძიმე. - გულმკერდის ძლიერი ტკივილი ჰქონდა სახლში, - თქვა პარამედიკოსმა. - გზაში მდგომარეობა გაუარესდა. - საკაცეს მივუახლოვდი. - წნევა? - ძალიან დაბალია. - მონიტორს შევხედე.რიტმი არ მომეწონა. - მენტორს დაუძახეთ. - ვიღაც გაიქცა.მეორე წამს ოთახი უკვე ადამიანებით ივსებოდა.მენტორი შემოვიდა.მისი სახე მაშინვე შეიცვალა. - რა გვაქვს? - სწრაფად მოვახსენე ყველაფერი. - დავიწყოთ. - ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა...ჟანგბადი....ვენური წვდომა...მედიკამენტები...მონიტორი...ანალიზები...ინსტრუქციები...ყველა მოძრაობდა...ყველა რაღაცას აკეთებდა...პაციენტის გვერდით ვიდექი...ხელი ცივი ქონდა...მოულოდნელად თვალები გაახილა...მომხედა...და ძალიან ჩუმად მითხრა: - ექიმო... - აქ ვარ. - მისი ტუჩები ძლივს მოძრაობდა. - მეშინია. - ერთი წამით ყველაფერი გაქრა... საავადმყოფო ... ხმაური...მონიტორები... ხალხი... მხოლოდ მისი ხმა მესმოდა... - ნუ გეშინიათ. ჩვენ აქ ვართ. - მენტორმა მაშინვე მომაფხიზლა: - ექიმო ელა, ყურადღებით. - თავი დავუქნიე.რამდენიმე წუთში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა...მონიტორზე რიტმი შეიცვალა...მენტორმა დაიყვირა: - გაჩერება! პულსი? - არ არის! - ექიმო ელა დავიწყოთ რეანიმაცია! - გულმკერდის კომპრესიები დავიწყე. - ექიმო ელა... ერთი... ორი... სამი... - მონიტორის ხმა ერთმანეთში ირეოდა.მშვიდად მიმითითებდა რა უნდა გამეკეთებინა - ექიმო ელა... ადრენალინი! - მზადაა! - ექიმო ელა...ერთი...ორი...სამი...პულსი? - ნაცნობი სიტყვები იყო ჩემთვის - არა! - გააგრძელეთ! - ცარიელი რიტმი.მენტორის ხმა ისევ გაისმა: - კიდევ ერთხელ. - დრო თითქოს გაჩერდა...კიდევ ერთი მცდელობა...კიდევ ერთი...კიდევ... - პულსი? - არაა - მენტორმა შემომხედა. - ელა, კონცენტრაცია. - კიდევ ერთი მცდელობა.მონიტორზე არაფერი იცვლებოდა. - კიდევ ერთხელ. - გულმკერდზე კომპრესიები გრძელდებოდა.ოთხი წუთი გაგრძელდა ასე...მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა....მორიგი დეფიბრილაციის შემდეგ ოთახში რამდენიმე წამით მხოლოდ აპარატის ხმა ისმოდა...მონიტორს ვუყურებდი...წრფე...სრული სიმშვიდე...მენტორმა კიდევ რამდენიმე წამი შეხედა მონიტორს...შემდეგ საათს დახედა... - ექიმო ელა,პაციენტის გარდაცვალების დრო დააფიქსირეთ -ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.ვერ გავინძერი.ვიღაცამ აპარატები გამორთო.მონიტორის ხმა გაქრა.და მეორედ ცხოვრებაში...სიკვდილის სიჩუმე გავიგე....გარეთ რომ გამოვედი, ვერ ვსუნთქავდი.დერეფნის კედელს მივეყრდენი.ხელები მიკანკალებდა.ნინი მაშინვე ჩემთან მოვიდა. - ელ... - ვერ გადავარჩინეთ. - შენ ყველაფერი გააკეთე ჩემო მარგალიტო - თვალები ცრემლებით ამევსო - მაგრამ ვერ გადავარჩინე. - სალო ჩუმად მოვიდა და ხელი მომკიდა.ლუკაც ჩვენთან იდგა.არცერთმა არ იცოდა რა ეთქვა.მე კი ისევ იმ კაცის ხმა მესმოდა...„მეშინია“...რამდენიმე წუთის შემდეგ მენტორი გამოვიდა...ყველანი ჩუმად ვიდექიჯერ შემოგვხედა.შემდეგ ჩემთან გაჩერდა.ვფიქრობდი, რომ ისევ მეტყოდა, რა შემეშალა.რომ რაღაც გამომრჩა.რომ უკეთ უნდა მემუშავა.მაგრამ მხოლოდ მკითხა: - პირველად დაკარგეთ პაციენტი? - თავი დავუქნიე.რამდენიმე წამი ჩუმად იყო. - მაშინ დღეს ერთი რამ უნდა ისწავლოთ...ექიმი პაციენტის სიცოცხლისთვის იბრძვის... მაგრამ სიკვდილს ყოველთვის ვერ ამარცხებს... - მაგრამ მე... - შემაწყვეტინა. - არა - ხმა მკაცრი ჰქონდა. - ყველაფერი გააკეთეთ? - - დიახ. - ბოლომდე? - დიახ. - გუნდის ყველა წევრმა ყველაფერი გააკეთა? - დიახ. - მაშინ ეს პაციენტი თქვენ არ მოგიკლავთ. -ეს სიტყვები თითქოს პირდაპირ გულში მომხვდა.თავი დავხარე. - ექიმობა სწორედ ეს არის...ხანდახან მთელი ცოდნა, გამოცდილება, ტექნოლოგია და ყველა მცდელობა ერთ ოთახში იკრიბება... და მაინც დგება მომენტი, როცა უნდა გაუშვა... - ექიმო ელა...დღეს ცუდი ექიმი არ ყოფილხართ. - და წავიდა.იმ ღამეს პირველად მივხვდი, რომ ექიმობა მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენა არ იყო.იმ ღამეს სახლში არ წავსულვარ...საავადმყოფოს პატარა ოთახში მარტო ვიჯექი...თეთრი ხალათი ისევ მეცვა...ხელებზე ჯერ კიდევ მახსოვდა იმ პაციენტის სითბო...ფანჯრიდან გათენება ჩანდა.პირველი სხივი შემოვიდა ოთახში.თვალები დავხუჭე.და პირველად დიდი ხნის შემდეგ მამა გამახსენდა.ისიც ერთხელ საავადმყოფოში იწვა.ისიც იბრძოდა.და ვიღაცებიც ცდილობდნენ მის გადარჩენას.უცნაურად მტკიოდა იმის გაგება, რომ ამ ორი მდგომარეობის შორის განსხვავება მხოლოდ თეთრი ხალათი არ ყოფილა.ახლა უკვე ვიცოდი, რას ნიშნავდა მეორე მხარეს დგომა.რას ნიშნავდა პაციენტის გადასარჩენად ბრძოლა.და რას ნიშნავდა, როცა ყველაფრის მიუხედავად...პაციენტი სიკვდილს ვერ გამოგლიჯე კლანჭებიდან. მორიგეობები ერთმანეთს ცვლიდა...რამდენიმე დღე გადაბმულად ვმუშაობდი.უკვე რამდენიმე ღამე იყო, ნორმალურად არ მეძინა.საავადმყოფო - სახლი - საავადმყოფო.იმ დილითაც ძლივს ავდექი.სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი.თვალები ჩაწითლებული მქონდა, თმა სწრაფად შევიკარი და ისე გამოვედი სახლიდან, რომ საუზმეზე არც მიფიქრია...საავადმყოფოში რამეს შევჭამ მეთქი გავიფიქრე.როგორც ყოველთვის.იმ დღეს დილის მორიგეობა მელოდა.ჩანთა მხარზე გადავიკიდე და ქუჩაში გავედითავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად იყო.ცოტა გრილოდა.ქუჩები უკვე ივსებოდა ხალხით.მანქანები მოძრაობდნენ.საავადმყოფოსკენ მივდიოდი და გონებაში უკვე დღის საქმეებს ვალაგებდი.რომელ პაციენტს უნდა შევხედო პირველად.რომელი ჩანაწერი მქონდა დასასრულებელი.რომელი კვლევა უნდა გადამემოწმებინა.შემდეგ უცებ თავბრუ დამეხვა.თავიდან ყურადღება არ მივაქციე.ერთი ნაბიჯი გადავდგი.კიდევ ერთი.თვალებში ყველაფერი დაბინდდა.ხალხის ხმები თითქოს შორიდან მესმოდა.შემდეგ ფეხებში ძალა ვეღარ ვიგრძენი.ერთადერთი, რაც მახსოვს, ის არის, რომ ხელით რაღაცას მოვეჭიდე.ვიფიქრე, გავუძლებმეთქი.მაგრამ ვერ გავუძელი.და ყველაფერი გაშავდა. იმ დროს, როგორც მოგვიანებით მომიყვნენ, ქუჩაში რამდენიმე ადამიანი დამხმარებია.ვიღაცამ სასწრაფო გამოიძახა.სასწრაფო რამდენიმე წუთში მოვიდა.სრულიად უგონოდ ვიყავი.სასწრაფომ სწორედ იმ საავადმყოფოში წამიყვანა, სადაც ვმუშაობდი.იმ დღეს მენტორი მიმღები განყოფილების მორიგე იყო.ერთ-ერთი ექთანი სწრაფად შევიდა მის ოთახში. - ექიმო, სასწრაფო შემოდის. - რა მდგომარეობაა? - ახალგაზრდა ქალი. გზაში გონება დაუკარგავს. უგონოდაა. - მენტორი მაშინვე წამოდგა. - ასაკი? - დაახლოებით ოცდახუთ წლამდე. - სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რამე ინფორმაცია მოგვცა? - არა. უცნობია. გზაში გონზე ვერ მოვიდა. - მენტორი უკვე მიმღები განყოფილებისკენ მიდიოდა.სასწრაფოს კარი გაიღო.საკაცე გადმოიტანეს.პირველად მენტორს მხოლოდ ფეხსაცმელი დაუნახავს.შემდეგ თეთრი სახე.შემდეგ თმა.და უცებ...გაჩერებულა. - ელა?! - ჩემკენ დაიხარა.უგონოდ ვიწექი.სახე ფერმკრთალი მქონდა.თვალები დახუჭული.არ ვპასუხობდი. - რა მდგომარეობაა? - მკაცრად იკითხა მან.სასწრაფოს ექიმმა სწრაფად უპასუხა: - გზაში გონება დაკარგა. ადგილზე პულსი და სუნთქვა ჰქონდა. წნევა დაბალი იყო. გლუკოზასაც ვამოწმებთ. ჯერ კონტაქტზე არ შემოსულა. - მონიტორი. - უკვე ჩართულია. - ჟანგბადი. - მიეწოდება. - ელა, გესმით ჩემი? - პასუხი არ იყო. - სწრაფად, გადავიყვანოთ. - ამ დროს ნინი, სალო და ლუკა საავადმყოფოში უკვე მოსულები იყვნენ.მიმღებში ხმაური გაიგეს.ნინიმ პირველმა დაინახა საკაცე. - ეს... ელაა? - მაშინვე ჩემკენ წამოვიდა. - ელა! - ექთანმა გზა გადაუღობა. - გთხოვთ, უკან დაიხიეთ. - მაგრამ ჩვენი მეგობარია! - ლუკა გაფითრებული იდგა. - რა დაემართა? - გზაში გონება დაკარგა. - სალომემ ორივე ხელი პირთან მიიტანა. - ღმერთო... - ნინი კი უკვე ტიროდა. - ერთი საათის წინ მელაპარაკებოდა... კარგად იყო... - მენტორმა მათკენ გაიხედა. - იცით, რამე დაავადება აქვს? რაიმე წამალს იღებს? ბოლო დღეებში ცუდად ხომ არ ყოფილა? - არა, - თქვა ლუკამ. - რამე არ აწუხებდა... - უბრალოდ... ბოლო დღეებში ძალიან ბევრს მუშაობდა. გადაბმული მორიგეობები ჰქონდა. - მენტორმა ერთი წამით თვალები დახუჭა. - კარგი. ახლა გარეთ დაელოდეთ. - რამდენიმე საათის შემდეგ თვალები გავახილე.პირველი, რაც დავინახე, თეთრი ჭერი იყო.მეორე აპარატის ხმა.მესამე ნინის აცრემლებული სახე... - გაიღვიძა! - სად ვარ? - საავადმყოფოში მარგალიტო - ეგ ვიცი, რომ საავადმყოფოში ვარ... - ჩვენს საავადმყოფოში ხარ, სულელო. - რამდენიმე წამი ვერაფერი გავიხსენე.შემდეგ დილა გამახსენდა.ქუჩა.თავბრუსხვევა.და მერე არაფერი. - რა მოხდა? -სალო მომიახლოვდა. - გზაში გონება დაკარგე. - პირდაპირ ქუჩაში. - ნინიმ მაშინვე დაამატა: - კინაღამ მოვკვდი შიშით. - მოგვიანებით მენტორი ჩემს სამედიცინო ისტორიას გაცნობია.ჩვეულებრივი პროცედურა იყო.პაციენტის მონაცემები.წარსული.ოჯახური ისტორია.ალერგიები.წამლები.ფურცლები სათითაოდ გადაათვალიერა.შემდეგ გაჩერდა.ჩემი სახელი და გვარი ეწერა.თვალები რამდენიმე წამით ერთ ხაზზე დარჩა - ელა ლაშხი...ის გვარი...მისთვის ნაცნობი იყო...ძალიან ნაცნობი...ისევ გადაიკითხა...ერთხელ...მეორედ...შემდეგ მესამე ფურცელი გადაშალა...იქ ეწერა ოჯახის მონაცემები...მამის სახელი...და იმ წამს თითქოს ჰაერი გამოეცალა...მისი მზერა იმ ერთ ხაზზე გაჩერდა...მამა - ოთარ ლაშხი...იგივე...ზუსტად იგივე...იმ კაცის სახელი და გვარი, რომელსაც ოცდასამი დღე საავადმყოფოში აკვირდებოდა...ნელა ჩამოსწია ფურცელი.ელა.ახლა უკვე დარწმუნებული იყო.მე ვიყავი ის გოგო...ის გოგო, რომელიც ტიროდა...ის გოგო, რომელმაც წლების წინ დაკარგა მამა...და ახლა...ის გოგო მისივე საავადმყოფოში იყო...მისივე რეზიდენტი...ღრმად ჩაისუნთქა...ყველაფერი საბოლოოდ მაშინ დაალაგდა,როცა დედაჩემი დაინახა ჩემ პალატაში...მე კი არაფერი ვიცოდი...მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ იმ დღეს მან საბოლოოდ გაიგო ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლო...არ ვიცოდი, რომ მან უკვე იცოდა, ვინ ვიყავი...არ ვიცოდი, რომ მისთვის იმ დღის შემდეგ...მე უკვე მხოლოდ რეზიდენტი აღარ ვიყავი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


