ხუთი წამი (თავი 10)
....
- ეს ცხენი უტასია, განსაკუთრებით უყვარს... — სიჩუმეში, სიმყუდროვეში მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი დაარღვია სავაშის ხმამ, შეკრთა ნიტა და საჩქაროდ გახედა კაცს, ღიმილით მიუახლოვდა ნიტას მინდორში, ვაშლის ხის ჩრდილში რომ იდგა, ცხენს რომ რიდითა და სიფრთხილით უახლოვდებოდა, სათლი კუთხეში დადო კაცმა, იქიდან რამდენიმე სტაფილო ამოიღო, რამდენიმედ დატეხა და ცხენს თავადვე გაუწოდა, - დილა მშვიდობისა ძია სავაშ — ღიმილით მიესალმა ნიტა და თამამად მიუახლოვდა ცხენს, როცა თავად სავაში იჭერდა მას - დილამშვიდობისა შვილო, მოდი ახლოს... დიდად მოყვარული ცხენი არ არის, ჩემთან არაფერს გერჩის, მაგრამ, უტას გარდა ვერავინ ჯდება ზედ, ავი ბიჭია, — მიეფერა შუბლზე ცხენს, ნიტა კი ღიმილით უყურებდა პატრონივით ჯიუტ ცხენს, რომელიც გემრიელად აკნატუნებდა სტაფილოს. მზის სხივები ახლად დაცვენოდა მიწას, სუსხიანი დილა იყო, გრილი სიო ქროდა, ნიტას ალავიძის შერჩეული გრძელი თეთრი კაბა ეცვა, წელზე გამოყვანილი, გრძელი დაცვენილი სახელოებით, სწორი გაშლილი თმა უფარავდა მთელ ზურგს, ნაზად აშორებდა სიოც მის ლამაზ სახეს წინ გადმოცვენილ თმას, ერთხანს მორიდებით დააკვირდა სავაში გოგოს, ეღიმებოდა მალულად, ჩუმი აღტაცებით უცქერდა ინტერესიანს. დააკვირდა შემდეგ ასევე თეთრ ცხენს და მოავლო თვალი ერთობლივ მდგარს, როგორ შეჰფერვოდა ნიტა ამ ცხენს - ასე ადრე რატომ ადექი ჩემო ქალბატონო? - ზედმეტად ლამაზია აქაური დილა იმისთვის რომ მეძინოს, — მოავლო თვალი ტბას, ერთადერთ ხესა და მინდვრით დაფარულ ჰორიზონტს, - რომ შეეჩვევი დაძინებასაც მოისურვებ, - განა თქვენ იძულებით იღვიძებთ ასე ადრე? - მე მიჩვეული ვარ ამ დროს ადგომას, და მართალიც ხარ მსიამოვნებს კიდეც — მოუსვა ხელი ცხენს, მიეფერა თვითონაც და დახედა ცხენს ნიტას შეხებაზე რომ ჭამასაც კი აჩერებდა. წამით ეცვალა მზერა სავაშს და ქალის მიმართ სიმორცხვემაც გადაუარა, როცა მომავალი ალავიძე შეამჩნია, გაეპო ბაგეები, მაშინვე გათამამდა კაცი, გაეხსა ბაგეები სრულად, - დილამშვიდობისა სავაშ, — მიესალმა დაბოხებული ხმით უტა და თმის აჩეჩვას მოჰყვა, გაეპარა ღიმილი ქებაძეს უტას ზურგსუკან მოახლოება რომ იგრძნო - მშვიდობა იყოს ფაშა, მომილოცავს შენი დღე. შენთან თუა მშვიდობა ასე ადრე რომ წამოხტი? - მადლობა. ოხ! სავაშ ამ ამბავს შენ ვერ გაგინდობ, მაგრამ ჯობია აქ, ჩვენ შორის მდგარმა შემომირიგოს, — გადახედა წამით თმა აფრიალებულს მკაცრად, ეცვალა მზერა მისი დანახვისთანავე, შემდეგ კი გაუჭირდა კიდეც თვალის მოშორება - ასეა საქმე? ნინოს შემორიგება სულ მე რატომ მჭირდება ხოლმე? თქვენთან პირიქით ყოფილა, — აფხუკუნდნენ ერთხმად მამაკაცები, - ჩვენთან გაპარვას კარგი სახელი არ ქვია ძია სავაშ ხო ასეა? - ოო! მძიმედ არის საქმე, მე ცხენებს მივხედავ იქნებ მოგვარდეთ თქვენ — ღიმილით დაუტყაპუნა მხარზე ხელი და საჩქაროდ გაეცალა წყვილს მზაკვრული ღიმილით. უყურებდა უტა უხმოდ თეთრად მანათობელს და კიდევ დიდხანს უყურებდა ასე ჩუმად, უხმოდ დააკვირდებოდა მის სილამაზეს, ბრაზობდა მაგრამ ერთბაშად დამტკბარიყო ქალით, უცნაური მოკრძალებული რომ უღიმოდა. - გისმენ უტა - რატომ გამეპარე? - აქ ვარ როგორც ხედავ — გაეცინა ქალს - კარგად იცი საიდანაც გამეპარე, - გამეღვიძა ტყუილად ხომარ ვიწვებოდი? — აიჩეჩა მხრები - გაგეღვიძებინე, - ძალიან ადრე იყო და თანაც შენითაც მშვენიერად ადექი... - ხელის მოხვევა რომ ვცადე ადგილზე არ დამხვდი მერე როგორ დამეძინებოდა როცა არ ვიცოდი სად იყავი? - არსად გავიქცეოდი, — დაემანჭა სასაცილოდ და ცხენს მიუტრიალდა, ფრთხილად წაიღო მისკენ ხელი ისევ - გიკბენს - ძია სავაშმა მითხრა რომ პატრონთან არაფერს მიზამს, და თან წეღანაც ვეფერებოდი. - იმ შემთხვევაში თუ მე ვეხები — ამაყად დასძინა მიუახლოვდა ცხენს, თეთრი ცხენი იყო შავი ლაქები დაჰკრავდა ფეხებზე მხოლოდ. მაღალი და საკმაოდ მშვიდი შეხედულების გახლდა დახასიათებასთან შედარებით, - როგორც ჩანს აქ ყველაფერი შენზე მოჯაჭვულია.. - სწორად ჩანს, მითუმეტეს ოპუსს ყველაზე მეტად ვუყვარვარ — მიეფერა ცხენს, მიმზიდველად რომ ჩაიფრუტუნა ... - ჰო მგონი ტობისაც, — გაეცინა აწკმუტუნებული ძაღლი რომ ეცა პატრონს კუდის ქნევით, — სიცილით დაიხარა მისკენ უტა და თამაში მხიარულად დაიწყო მოსიყვარულე ძაღლთან, – ოპუსი სხვას რატომ არ იჯენს? - მას ჰკითხე — საქმეს არ მოცდა უტა ისე გასცა პასუხი. სცადა ნიტამ ჯიუტად მოფერებოდა, თუმცა ცხენმა მძვინვარედ დაიქშინა და თავი უკან დასწია, სწრაფად ამოხედა უტამ, ნიტა რომ მშვიდად დახვდა შემდეგ წამოიწია, - ნუ გაჯიუტდები პატარავ, ნელ-ნელა შეეგუები ამ სიტუაციას, სხვა ცხენი აარჩიე, ოპუსის დევნით დიდი-დიდი რამე მოიტეხო, ზედ მაინც არასდროს შეგისვამს — აჰკრა თითები ნიკაპ ქვეშ და წინ წასულმა გაიყოლა ტობიც... დააწვრილა თვალები ქალმა გააყოლა თვალი, გაბრაზებულს ასე რომ გამოხატა მისი წყენა - შეგცივდება ნიტა სახლში ამოდი — დაუტოვა სიტყვები გაუხედავად და ხის კორალში გავიდა (corral) დარჩა ნიტა ოპუსთან უმოქმედოდ, ხელშეკრული, არადა როგორ მოსწონდა ცხენი, სავაშმა შეაშინა მაგრამ უტამ გამოიწვია კიდეც... დასტაცა კაბას ხელი, ოდნავ ასწია მაღლა სიმაღლე რომ შეემცირებინა და ბაკში გაძვრა, საჯინიბო მონახა საჩქაროდ, სავაში თივას ყრიდა ბაგაში ღიღინითა და ღიმილით, სწრაფად ამოეფარა ხის ბოძს ნიტა, ქურდივით შეძვრა საჯინიბოს შუა გულში, მოძებნა რკინის სათლი სტაფილო რომ ეგულებოდა შიდ, ჭერიდან თივის პრესი გადმოაგორა სავაშმა, ძლიერად დასცა ძირს და მისი გახსნა დაიწყო, ამასობაში მიიპარა ნიტა მამაკაცის უკან მცირედ მოშორებით დადებულ სათლთან, სადაც სტაფილოსთან ერთად ვაშლიც დახვდა სწრაფად დასტაცა ხელი ორივეს, კალთაში რაც ჩაეტია და ელვასავით მოწყდა ადგილიდან, მოტრიალდა სავაში თივაში სტაფილოს შესარევად მაგრამ იქ მხოლოდ სამი ცალი, სტაფილო დახვდა, გაოცებისგან შეკრთა კაცი და დაბმულ ცხენს უთავაზა, - შე გაღორებულო! ამდენი როგორა ჭამე?! აგრე არა? დღეს აღარ გეკუთვნის! ორი დღის სამყოფი შეჭამე არა? აგე აღარც ხვალა გეკუთვნის! — გაუწყრა ისე დაცალა სათლი და უკმაყოფილომ დაყარა თივა... .... – მაგიდა მზად არის და უტა, სად არის ნიტა? — იკითხა ხათუნამ - დილიდანვე გადაწყვიტა უჩემოდ დაეთვალიერებინა აქაურობა, ამიტომ არ ვიცი, - სადმე რომ დაიკარგოს? დილიდანვე არ მინახავს - ფეხით ასე შორს ვერ წავა, ჩემი ცხენი არავის შეისვამს ჩემს გარდა, სხვა ცხენები გაშვებულია, უბანში თუ ჩავიდა იქ საერთოდ ვერ დაიკარგება, ასე რომ დაათვალიეროს... - უტა, იჩხუბეთ? - არა, თავისუფალი ნება მივეცი, - კი მაგრამ გოგო 7 საათიდან ფეხზეა, ახლა 11 სრულდება უტა, - უფრო ადრეც ჩემთან ერთად იყო, მას მერე არც შემიმჩნევია — ჩაერია, სავაში, დაეჭვდა უტა, ნაწყენი იყო, მაგრამ მაინც უყურადა მათ საუბარს - ნინო ბიცოლა არც შენ გინახავს? — დაინტერესდა ალავიძე გამოსულს ცხელი კერძებით ხელში - დილას შემოვიდა, რაღაც საჭმელები აიღო და მას მერე არ მინახავს, - დილას? რომელ საათზე - არ ვიცი რვისკენ ალბათ, — უტა ფეხზე წამოდგა, ისე გამოვიდა თითქოს ნიტა სრულად აორთქლდა, აღელვდა კაცი, გარეთ აღარავინ გასულიყო რომ კიდევ შეემჩნიათ - თხლად ეცვა, არც არაფერი უჭამია გოგოს, ხომ კარგადაა ნეტავ? — მაშინვე აფორიაქდა ლენა, - წავალ მოვძებნი... - თავად მოვძებნი ლენა, აქ დამელოდეთ - სავაშ გადი და ყველას ჰკითხე ეზოში ხომ არავის უნახავს? — ბრძანება გასცა და სანამ კი გარეთ გავიდოდა მანამ შემოვიდა კარში მორიდებულად ბიჭი, - დილა მშვიდობისა ძმაო, 15 წუთის წინ თქვენს საცოლეს წავაწყდი, – სად იყო? — სწრაფად დაეკითხა აფორიაქებაც მაშინ იგრძნო პირველად, – მინდორში ვნახე, ტბასთან იჯდა, თქვენი ცხენი და ძაღლიც იქ იყვნენ სამივე ერთმანეთს ეთამაშებოდა ძმაო, ასეთი არაფერი მინახავს, ძაღლი ხან ცხენს დასდევდა ყეფით ხან ნიტას შეახტებოდა ხოლმე, ცხენიც უცნაურად იქცეოდა... - რას ლაპარაკობ ლუკა? — პირი დააღო სავაშმა - გეფიცები ძია, იჯდა ქალბატონი ნიტა და მათ ცელქობაზე იცინოდა, მივედი მასთან ძმაო, ასე მითხრა არავის უთხრაო, ან თუ ეტყვი, გადაეცი, მისი ცხოველები ქრთამისტები არიან და პერედოზიც მოქმედებსო, ვერაფერი გავიგე... ამიტომ გითხარი... — ბიჭს სიტყვა არ ქონდა დამთავრებული გარედან სტვენის ხმა რომ გაისმა, ერთბაშად შეხედეს გასახტებულებმა ერთმანეთს ალავიძემ და სავაშმა. თითქოს უკვე მზად იყვნენ სანახაობით, მაგრამ წინასწარვე ვერ იჯერებდნენ, ერთბაშად გაცვივდნენ გარეთ ქალები, გაჰყვა ლუკა, გავიდა უტა და მას მიჰყვა სავაში. შუბლზე აუვიდა კაცსს თვალები, უყურებდა ნიტას მომღიმარს, გვერდულად იჯდა ცხენზე, თეთრი კაბა თეთრ ცხენს ეფინა მუქი ყავისფერი თმა ფრიალებდა ჰერში მხოლოდ, ნიტას თეთრი სახე მუქი თვალები და ვარდისფერი მსხვილი ტუჩები საოცრად მოჩანდა მზის სხივებზე... იწონებდა ამაყად თავს უტას ცხენზე და თავადაც კმაყოფილი დაჰყურებდა გაოცებულ ალავიძეს, ყბები რომ დაჭიმვოდა, ერთბაშად გაოცებისგან გაფართოებული თვალებით მცირედ დაეღო პირი სანახაობისგან, - ამას რას ვხედავ — ჩაიქირქილა სავაშმა და ოდნავ გააკანკალა კაცს შიშისგან - ნიტა ნორმალური ხარ საერთოდ?! — მკაცრი იყო ხათუნა - შვილო მანდ როგორ ახვედი? — აკანკალებული ხმით ჰკითხა ნინომ შეეშინდა არ გადმოეგდი ურჩ ცხენს - ქალბატონო ნინო, ზოგჯერ გვავიწყდება რომ ბევრი არ უნდა ვიქოთ თავი, ისიც გვავიწყდება რომ შეუძლებელი არაფერია და ისიც გვავიწყდება რომ პრინციპული ადამიანები გამოწვევებს იღებენ, — თვალი არ მოუშორებია უტასთვის, თითოეული სიტყვა მისთვის გასაგები იყო, ყველას გადაკრულად მოეჩვენა მისი სიტყვები უტას გარდა, - გოგო შენ ნორმალური ხარ? რამე რომ დაეშავებინა შენთვის მერე? — მიეჭრა ალავიძე ბრაზით - ზედმეტად ქრთამისტი აღმოჩნდა ხო ხედავ? - ნიტა ეს აღარასდროს გააკეთო! — მოკიდა ხელები წელზე და ერთბაშად ჩამოსვა ცხენიდან ქალი და დააჩერდა ზემოდან - ხომ არ გეწყინა შენმა ბიჭმა რომ გადაგაგდო? - გიჟი ხარ! — ბრაზით დახედა წინ მდგარს - შენი ცხენიც ასეთივეა ამიტომ გავუგეთ ერთმანეთს, - შეგეშალა... — გაეღიმა მცირედ - ჩემმა ცხენმა იგრძნო ვინ ხარ შენ! — კმაყოფილი დააჩერდა ქალის ლამაზ, ნაზ სახეს - და ვინ ვარ მე? — იკითხა გამომწვევი ღიმილით, წაეკეკლუცა თვალებით უტას, - ჩვენი უტას ქალბატონი! — ერთხმად დასძინეს მაყურებლებმა და დაძაბულობაც ერთბაშად გაფანტეს, გახედა ღიმილით უტამ მათ და დააჩერდა შემდეგ მას, - ჩემი ცოლი! — აიჩეჩა მხრები უტამ და ღიმილით რომ მოეხვია ნიტა კისერზე სიცილით დაატრიალა ჰაერშივე... - მაგრამ მაინც ნიტა! ასეთი ჯიუტი ნუ ხარ! რამე რომ გეტკინა მერე რა მოხდებოდა?! - ხომ ხედავ არ მოხდა— აიჩეჩა მხრები - კარგი, წამოდით ვისაუზმოთ, — ღიმილით უბიძგა სახლისკენ ხათუნამ და თავის გაქნევით შევიდა სახლში - ლუკა უნაგირი მოხსენი და მინდორში გაუშვი, — გასცა ბრძანება სავაშმა და ოჯახის წევრებს სახლში შეჰყვა... რადგან უტას საქმე ჰქონდა თავის ბიზნესში, დროებით მარტო მოუწია დარჩენა ნიტას, ხან ლენასთან ერთად იყო, ხან სავაშთან ერთად, ისიც დიდი რუდუნებითა და ენთუზიაზმით უხსნიდა ყველაფერს, აცნობდა იქაურ ცხოვრებას, იქაურ ხალხს, ცდილობდა დაეთვალიერებინა მისთვის დეტალურად მამული, მართალია სავაში სახლის უკანა მხარეს მეტად ხშირად იყო რადგან, ცხოველები, პირუტყვები და ფრინველებიც იქ ეგულებოდა, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა ყურადღება მიექცია ნიტასთვის... - ოპუსს... — შეიხედა საჯინიბოში ნიტამ, გასეირნება ახლა ყველაზე სასიამოვნო თერაპია იქნებოდა მისთვის, მაგრამ მთავარი გიდი ვერსად ენახა, საჯინიბოშიც რომ არცერთი ცხენი დახვდა გამოტრიალება სცადა, თუმცა იმ წამსვე გაჩერდა საჯინიბოსთვის შეუფერებელი ხმა რომ მოესმა, იფიქრა რომ მოესმა, მაგრამ როცა ისევ განმეორდა კნუტის კნავილი მაშინვე შეცბა, შევიდა შიგნით და თვალებით დაიწყო ძებნა, ისევ განმეორდა საცოდავი ხმა, ისეთი თითქოს შველა სჭირდებოდა პატარა არსებას, ხმის მიმართულებით წასულს არაფერი დახვდა ადგილზე, ბაგაში ჩაიხედა იქ სადაც ჩვეულად თივა ეყარა ხოლმე, მაგრამ არაფერი დაუნახავს, ხმაც გაჩუმდა, ირგვლივ კი არაფერი ჩანდა, - სად ხარ? ამოიღე ხმა რომ გიპოვო — წყნარი ხმა ჰქონდა ნიტას, გადაწია სათლი, მეშოკების უკანაც მოძებნა, მაგრამ არსად იყო, ერთბაშად აორთქლებულიყო კნუტი... დაუძახა ნიტამ მისთვის გასაგებ ენაზე და სწორედ მაშინ დაიკნავლა ისევ, გველნაკბენივით აიხედა ხმის მიმართულებით ნიტამ და როცა კნუტი ჭერში, თივის სხვენში დაინახა, თვალები გაუფართოვდა, - მანდ როგორ ახვედი? — შეიცხადა გულზე ხელის მიდებით და მაშინვე მოათვალიერა რამე რითაც ჭერს მიწვდებოდა, - ან რას ეძებდი მანდ ნეტავ? დარწმუნებული ვარ ჭერში საჭმელს არავინ გაჭმევს! — ბრაზობდა სასაცილოდ. მონახა ხის არასანდო კიბე, თუმცა მის ჩამოსაყვანად ყველაფერზე დადგებოდა ახლა, მიაყრდნო ხის ბოძს და ფრთხილად შედგა ზედ, ყოველ კიბის გარხევაზე დააჭერდა ხოლმე კბილებს ერთმანეთზე თითქოს ასე გაკავდებოდა კიბე, ძლივს მიაწვდინა თითები ჭერს, ის ის იყო მიწვდებოდა კნუტს, უკან რომ დაიწია შეშინებული - ვაიმე არა! არა! რას აკეთებ?! მტერი ხარ ჩემი? ასე ხო კისერს მოვიტეხავ, ან ვის გაუგია საჯინიბო ასეთი მაღალი ჭერით?! — საუბრობდა შიზოფრენიკივით საკუთარი თავისთვის, აიწია კიდევ საფეხურით მაღლა ფიქრებით რომ უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა რა მოხდებოდა, ძლივს დასწვდა კნუტს და მიიკრო მაშინვე გულ-მკერდზე - მომეჭიდე თორემ ერთად გავიჭყლიტებით... — გაუცინა თითქოს მართლაც გაიგებდა ფრთხილად დაიწყო უკან სვლა, დაბლა დასულმა ბოლოს წინა საფეხურმა ვეღარც გაუძლო ჩატყდა ნიტაც ჩაიყოლა და ისიც ბაგაში ჩავარდა კნუტთან ერთად, რომელსაც ხელიც კიარ გაუშვა, ისე ეტკინა ყველა ძვალი ტირილსაც დაიწყებდა ბავშვივით, მაგრამ ისე უხერხულად ჩაეჭედა ბაგაში, ვინმესაც კი არ სთხოვდა დახმარებას, გრძნობდა კედელმა მენჯები ჩაუხია მაგრამ ახლა მისთვის მთავარი აქედან ამოსვლა იყო და შემდეგ მის ამწვარ მკლავებსაც უშველიდა როგორმე, დიდხანს იწვალა, მაგრამ მაინც ამოძვრა ცხენების საჭმელად ქცეული, ყველაფერი სტკიოდა, ეწვოდა დაფხაჭნილი მკლავები და ასევე გადაქექილი მენჯები, თმაში თივა აჰკიდებოდა ხელში კნუტი ეკავა, მისი თეთრი კაბის სახელოები კი სისხლს მოესვარა, - მგონი სხვა უსაფრთხო გზებითაც ჩამოხვიდოდი იქიდან შენ — უწყრებოდა გზაში და თან მიჰყავდა სახლში - ნიტა? გაოცებულ ხმაზე გახედა ბაღში მჯდარ დედას ნიტამ, - რა გჭირს? — გაოცება ვერ დამალა აფორიაქებული წამოდგა მიუახლოვდა ქალიშვილს, - კნუტი იყო გაჭედილი ჭერში და ჩამოვიყვანე - ჩამოიყვანე თუ ომში იყავი შვილო? რას გავხარ? პირუტყვმა რომ დაგინახოს შენს ძოვას დაიწყებს დედა! სხვას ვერავის დაუძახე? - იქ არავინ იყო... გაიმართლა თითქოს თავი, ხათუნა აცლიდა თმიდან თივას, თავად კი იდგა აწუწუნებული და უსვამდა თავზე ხელს კნუტს, - დედა, გთხოვ ნინო ბიცოლას სთხოვე რომ რძე დაუსხას აბაზანაში ავალ და მალევე გამოვალ კარგი? — დაუბარა კნუტი მას გადასცა და საჩქაროდ ავიდა სახლში. შესვლისთანავე დაიბნა ნიტა ორი საკეტი, რომ დაინახა, მაგრამ რომელიც პირველი ნახა მას დააჭირა, მრგვალი ვერცხლისფერი ღილაკი იყო, სანდო ხმა რომ ჰქონდა დაკეტვის თამამად დაკიდა პირსახოცი. იდგა ჭავლის ქვეშ ფიქრების, დაძაბულობის გარეშე, მხოლოდ რამდენიმე წუთი იყო აუტანლად მტკინვეული ჭრილობები ცხელ წყალში, მალევე გადაკეტა წყალი თმა იქვე შეიმშრალა მცირედ და პირსახოცი მოიხვია სხეულზე, კარებს დაწვდა, მაგრამ რომ ვერ გააღო, მაშინვე აფორიაქდა, კარი მხოლოდ ხმას გამოსცემდა, წუილის მსგავსს მაგრამ კარი არაფრით იღებოდა, ხან მეორე საკეტს გააწვალებდა ნიტა, ხან ისევ ზედას, არაფერი გამოსდიოდა, აყვირდა მაგრამ ვერც ხმა ვერავის გააგებინა... - საოცარი ამბავია! — დაისისინა და კარებზე ხმაური უშედეგოდ ატეხა. მომდევნო 15 წუთში უკვე დაღლილი იდგა, პირსახოცი სხეულზე მოეხვია და სიცივისგან კანკალებდა, ისევ დაიწყო კარების წვალება, ხან მიაჭერდა ისევ ღილაკს ხან სახელურს აატრიალებდა ისე ეცადა კარის გამტვრევას თითქოს მართლა რამეს შეძლებდა, პატარა "ფორთოჭკა" კი არაფრად შველოდა. ტკივილისგან დაემანჭა სახე ისე დაიზილა ნატკენი მხარი და ისევ ყვირილს მოჰყვა... იჯდა დიდხანს გაყინული აბაზანაში და ალბათ კიდევ დიდხანს იჯდებოდა რომ არა ალავიძე. მის მოსაძებნად ასულმა შეაღო ოთახის კარი ერთხელ დაიძახა მხოლოდ ნიტას სახელი და გაგებისთანავე ისეთი ხმაური ატეხა ნიტამ კინაღამ მუშტით ჩამოიღო კარი, - უტა, უტაა, აქქქ.... აქ მოდი გეხვეწები — აქოთქოთდა ისე აეკრო კარებს და პირსახოცი თავდაპირველ მდგომარეობაში მოიხვია, - ნიტა? — გაიმეორა გაკვირვებულმა ისე შევიდა სრულად ოთახში, დაიბნა კაცი, ვარაუდით წავიდა ხმისკენ - აბაზანაში უტა, - ამდენ ხანს მანდ რას აკეთებ? - გევედრები აქედან გამომიშვი და სულ აღარ შევალ... - რა? — გაეცინა უტას გაკვირვებული მიუახლოვდა კარს, - მგონი ნახევარი დღეა აქ ვზივარ გამომიშვიი ჩაიკეტა ვერაფრით გავაღე - სერიოზულად? — გაეცინა ისევ - უტაა! გეუბნები აქ ვარ ნახევარი დღე-მეთქი და შენ დამცინი? - მანდ როგორ ჩაიკეტე? კარგი,მისმინე, კნოპკას ორჯერ დააჭირე ზედიზედ, — ნიტამ იმ წამსვე გააკეთა უტას მითითება - არ შვებაა... — ამოიტირა უკვე იმედგაცრუებულმა - კარგი სახელური დაბლა დაწიე და ისე მიაჭირე ღილაკს რამდენიმე წამი, — ისევ გაიმეორა ნიტამ უშედეგოდ - უტა, არაფრით იღებაა ყველაფერი ვცადე უკვეე, — ლამის იყო ტირილი დაეწყო, თითქოს სამუდამოდ იქ დარჩებოდა, - გასაღებიც არ არის მანდ? - არა თორემ ვცდიდი - კარგი... - გავიყინეე — ამოიტირა ისევ - ტანსაცმელი არ გაცვია? - მანდ დავტოვეე — ამოიოხრა ისე თითქოს სასიკვდილო შეცდომა ჩაიდინა, - კარებს მოშორდი, — მტკიცედ ამოილაპარაკა ალავიძემ - რა? - კარებს მოშორდი-მეთქი, სამ დათვლაზე ერთი... ორი.... სამიი! — დასძინა ბოლოს უკან დაწეულმა ძლიერად და ერთიანად შეინგრა კარის საკეტი, ძლიერად ჩამოიხსნა კარები და ინერციით მიეჯახა კედელს იდგა ნიტა პირსახოცით კუთხეში ატუზული და ერთიანად კანკალებდა, დაჭიმული კბილებს ისე სასაცილოდ აკაწკაწებდა თითქოს ახლა ყველა ერთბაშად დასძვრებოდა... - სულ გალურჯებული ხარ... — სწრაფად ჩაავლო ხელი ისე გამოათრია აბაზანიდან - არავინ გააფრთხილე რომ აბაზანაში შედიოდი? ან ეს ხელები? — შეამჩნია მოულოდნელად — ხელებზე რა გჭირს? — ბრაზისგან გააღრჭიალა კბილები დახედა მის მკლავებზე შემხმარ წითელ სითხეს - ნიტა ეს რა არის?! — მძვინვარებისგან დაიწყო ღრმად სუნთქვა კაცმა - სხვენში კნუტი იყო, ვერ ჩამოდიოდა და რომ ავედი კიბე გატყდა ჩამოვვარდი და ბაგაში რომ ჩავვარდი მაშინ ვიტკინე - რა?! — შეყვირებას უფრო გავდა, კაცს თვალები გაფართოვებოდა ამ გოგოს მოუხერხებლობით, - სხვას რატომ არ უთხარი? - არავინ დამინახავსს, და გარდა ამისა თავადაც შევძლებდი რომ არა მოღალატე კიბე, — დაიხსნა ალავიძესგან თავი ტანსაცმელებს დასწვდა და ისევ აბაზანაში გაიქცა - არ შემოხვიდე ცოტახანს,— დაუბარა და კანკალით დაიწყო შემოსვა... - იმედია არ გავცივდები, თმის მშრალებით გამოვიდა და ალავიძეს საწოლზე გვერდით მიუჯდა, - კიდევ გცივა? - საკმაოდ, მაგრამ სითბოც ვიგრძენი, — მოჰხვია უტამ მკლავები მოიქცია ქალი ტორებში და მისიანად გადაწვა საწოლზე, ისე მოეხვია კინაღამა ჩაფლო ნიტა მის ხელებში, ფრთხილად მიაკრო ტუჩები ყბის ძვალზე, ეამბორა ნატკენ ადგილებს და ქალიც ერთიანად გაათბო, - ძალიან გტკივა? - არა, - ნიტა რამდენიმე საათით დაგტოვე მხოლოდ! - და რატომ დამტოვე?! ესეც შენი სასჯელი - გიჟი ხარ შენ — მაინც გაეცინა - უტა, მარი ხომ არ გინახავს? — გადატრიალდა მისკენ, შეაჩერდა თვალებში, ინტერესიანი მზერა დაასო ალავიძემ - მარი? რატომ უნდა მენახა, - არ ვიცი, იქნებ გაქვთ სალაპარაკო, - ვერ ვიგებ რას მეუბნები, — გადაუწია ყურსუკან თმა, მიეფერა სახეზე მშვიდად - იმ დღესაც ძალიან უყურადღებო იყავი მის მიმართ ეწყინა არა? - ნიტა რისი თქმა გინდა? — წამოიწია უტა, - ჩემზე არ იცოდა? - არა, რატომ უნდა სცოდნოდა აქამდე? დედაჩემმაც კი არ იცოდა - ჰო მაგრამ... - ნიტა რა გინდა პირდაპირ მითხარი გთხოვ - ხომ იცი რომ უყვარხარ? - რა?! — წამოიწია კაცი, - დავიბენი, რა ურთიერთობა გაქვთ? - ნიტა მე და მარი ერთმანეთს ახლოსაც კი არ ვიცნობთ, უბრალოდ ხშირად მოდიოდა ჩვენებთან ეს არის და ეს, საიდან მოიტანე - მეგონა... - ნიტა მხოლოდ გეგონა! საიდან მოიტანე? - გუშინ ტიროდა, როგორ ვერ შეამჩნიე? რას ფიქრობ ჩანგალი როგორ დავარდა? ან რატომ დავარდა ან რატომ გაიქცა, - მე არაფერი ვიცი... ურთიერთობაც არ დამიმყარებია რამე წესიერი მაგ გოგოსთან, სისულელეა, - როგორც გინდა ისე იფიქრე, უბრალოდ არ მინდა.... - ნიტა! — გააწყვეტინა სიტყვა - გითხარი რომ გოგოსთან ახლო ურთიერთობაც კი არ მაქვს, არ არის საკმარისი შენთვის? - უტა ამას არ ვიძახი, ნუ გესმის ცუდად, უბრალოდ არ მინდა ის გოგოც რომ დაიტანჯოს - და მე რა გავაკეთო ნიტა? თუ მართლა მასეა მე ხომ ვერ გადავაყვარებ ჩემს თავს? ან რა ვქნა ხელი გკრა და იმას ვუთხრა ცოლად მოგიყვანთქო თუ რას მეუბნები? ადგეს და საკუთარ გრძნობებს თავად მოერიოს, ისედაც რა სისულელეა მაგის საქციელი... - კარგი! გეყოფა... არ მინდოდა ასე გაგრძელებულიყო, - ძალიან ცუდი დასაწყისი იყო დასრულებასთან ერთად - ვიცი მაპატიე, უბრალოდ მინდოდა გამეგო. - ხოდა ხომ გაიგე? არანაირი ურთიერთობა მაქვს მაგ გოგოსთან! - გასაგებია... - ნერვები მომიშალე! - რა უცებ იჭრები - რა გოგო? შენს გვერდით მძინავს და ვიღაც მარის გრძნობებზე მელაპარაკები - დამშვიდდიი, მეგონა რომ ახლო ურთიერთობა გქონდათ - არასდროს! - კარგი ჰო, გავიგე ნუ ჩხუბობ, - მარი! — ჩაიდუდღუნა ბოლოს, მაიც მოჰხვია ხელი, მაინც ჩაიხუტა ძლიერად საღამო ხანი იყო, უტას დღეობის აღნიშვნა სხვანაირად გადაწყვიტეს. გართობისთვისა და ერთად ყოფნის სიამოვნებისთვის მზად იყო თითოეული. გადაწყვიტეს პატარა დოღი მოეწყოთ, დიდი რუდუნებით იდგა მოწინავედ სავაში, წითელ ცხენზე ამხედრებული და კალთაზე ხელებ დაყრილ ნინოს დატრიალებდა გარშემო, კოპები რომ შეეკრა მძვინვარედ - მომწყდი ბიჭო! — გაკაპასდა ქალი და თავისას მაინც არ იშლიდა, - გეხვეწებით ნინო ბიცოლა, წამოდით ჩვენთან ერთად, — შეევედრა ნიტა ისევ - ნინო დეიდა შეხედეთ! — დასძახა ლუკამ და შავ-თეთრი რაში ორ ფეხზე დააყენა, როგორი ლამაზი სანახაობა იყო, ამასაც, ისეთი შავი და ბზინავი ბეწვი ჰქონდა, მზის ჩამავალ სხივებზე კიდევ მეტად მოგჭრიდა თვალს, - რომ დაგამტვრევს ხომ მოისვენებ მერე?! — გაუწყრა მასაც ნინო, - ამხელა ქალი ცხენზე როგორ დავჯდე?! - მერე რა უჭირს ნინო? შენნაირ ქალს თუ მოუხდება ცხენი, გავიაროთ ტყეში, ბევრი პრინცი დაჭენაობსო გაგონილი მაქვს — სიცილს ძლივს იკავებდა სავაში დაისვა წვერზე ხელი - მომეშვი ბიჭო! — სასაცილოდ აუქნია ხელი... - დეიდა ნახე! ლენა მოვიდა — დაძახა ისევ ლუკამ და ცხენი ადგილს მოწყვიტა, გაექანა ლენასკენ, ისე მხრებ გაშლილი შემჯდარიყო ცხენზე თითქოს ახალგაზრდობაში დოღის მთავარ ჩემპიონებს ატარებდა, ტანზე მომჯდარი შავი სპორტულები ჩაეცვა, ქვევით ჩექმები თავზე ჩალის შლიაპა დაეხურა და რიტმული მოძრაობებით მოიწევდა დანარჩენებისკენ, შევსებული ქალი იყო ლენა მაგრამ ისე უხდებოდა ფორმა ... - ნინოო? — შეიცხადა იმ წამსვე, როცა ქალი გაჯიუტებული დახვდა, თითქოს მისი ხათრითა და იმედით მოდიოდა თავად, სასოწარკვეთილს ეცვალა სახე - უტამ მითხრა ნინო უკვე მზად არისო ამ იმედით გამოვეწყვე, მომატყუეთ?! - უტა გაილახება! — ჩაიდუდღუნა ნინომ - ნინო შენ კიდევ ზიხარ? ნახე ლენა რა ვიდზეა — ხარხარით შემოვიდა მის თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი ბაკში, corral-ს გარეთ უკვე ჰორიზონტის მდელოზე ცხენზე ამხედრებულები ტრიალებდნენ ერთობლივად, ნინო კი ისევ გაჯიუტებული იჯდა - ნინო ყველა შენ გელოდებით, არავინ წავა შენს გარეშე, ხათუნაც მსგავსად იყო მაგრამ ჩვენი ხათრით დაჯდა - შვილო, რატომ აიხირეთ? - ასე ერთად არასდროს გავსულვართ სადმე ხომ ასეა? — ნაწყენივით ჩაიდუდღუნა უტამ – ეს ნიტას იდეა იყო და თან წარმოიდგინე როგორი დასამახსოვრებელი იქნება, - ჯირითი არ ვიცი უტა გადმოვვარდები შვილო მერე გააქვთ ჩემი ნერვები? — გაიმართლა თავი - ოხ! ნინო, ნინო, არ გელევა შენ თავის მართლება, ჩემთან მოდი არსადაც არ გადმოვვარდები — ჩაეჭრა სავაში ულვაშების ცმაცუნით და ცხენი წინ მისწია, - მომწყდი-მეთქი აქედან! — დაუბღვირა დაუგვიანებლად, - ნინო ბიცოლა, უტას დაბადების დღეა, ნუ აწყენინებთ — ჩაეჭრა ისევ ნიტა ჩაეხუტა თავის, სისხლისფერ ცხენს და დააკვირდა როგორ წამოდგა ქალი, - მხოლოდ უტასთვის — წაკბინა სავაშს, მის გაწოდებულ ხელს ჩაავლო ხელი, ერთი დაჰკივლა ნინომ კაცმა რომ ძლიერად ასწია და ერთბაშად შემოჯდა სავაშის უკან, - აბა ნინო გავიხსენო ყველა სიუხეშე რაც ჩემთვის გიკადრებია? — აროხროხდა სავაში, აიყოლია ყველა, - ძია სავაშ ისე ქენი ბოდიშები ახდევინო, — მათკენ მიწეულმა დაუტყაპუნა ხელი ზურგზე კაცს უტამ, ერთი დასტვინა ფეხები დააჭირა ცხენს და ისიც ქარივით მოსწყდა ადგილს... ატყდა სტვენა, შეყვირება და ცხენების ფლოქვების თქარათქური... გარბოდა მინდორზე 6 ცხენი, ყვიროდა ლუკა შლიდა ხელებს და ქარის სახეში მოხეთქებულ ნაკადს თვალდახუჭული ხვდებოდა, გაჰქროდნენ ცხენები და თან მიჰქონდა ყველა დადებითი ენერგიაც, მოზღვავებული ადრენალინი სისხლში ისე მძაფრი იყო, მხოლოდ საარტიკულაციო ორგანოდან თუ შეძლებდი მის აღმოფხვრას, ყვიროდნენ ერთხმად და სახე გაბადრულები მიიწევდნენ დასავლეთისკენ... მიიწევდა წინ სისხლისფერი და თოვლივით თეთრი ცხენი, ისე არ შორდებოდნენ ერთმანეთს თითქოს კი ხვდებოდნენ ვინ იყვნენ მხედრები... .... - მე თუ კიდევ სიარული შევძელიი.... — ადუდღუნდა ნინო როცა სავაშმა მიწას დააბრუნა, - ნუ წუწუნებ ნინო მოგეხმარებით ამისთვის არავართ? — სიცილით გამოესარჩლა თუარა სავაში მაშინვე იგრძნო ქალის მწარე ხელი მხარში, სასაცილოდ არ ეყო დაისვა ჭაღარიან წვერზე ხელი და თვალი გააყოლა წინ წაბაჯბაჯებულს, - აბა რა ქენი ძია სავაშ? — უჩურჩულა უტამ - ქალია ბოდიშს მოახდევინებ? — აროხროხდა კაცი და როგორ კი ნინომ მკაცრი მზერა სტყორცნა, სახე უმალვე ეცვალა.... ლუკამ ითავა ცხენების მოვლა მისი საქმეც ეს იყო. ყველა ერთად დაბრუნდა ბაღში, ჯერ ისევ სიცილ-კისკისით სახლის ეზოში გავიდნენ თუ არა მაშინვე შეამჩნია სავაშმა ეზოს ფანჩატურში მჯდომი გოგონა, შედგა ადგილზე და აიყოლია ყველა, მათი ჩოჩქოლი შეწყდა გადახედეს ერთმანეთს - სტუმარი გვყავს? — იკითხა სავაშმა რადგან, ზურგით მჯდომი ქალი ვერაფრით იცნო და მიახლოვებულმა ხმადაბლა დაუძახა, მაშინვე წამოდგა გოგო და საჩქაროდ მობრუნდა. გული აუჩქარდა ნიტას, შეშინებული ადამიანის ალღოთი იგრძნო ფათერაკით აღსავსე ტალღა და გაცბუნებული მიაშტერდა გოგოს... - ნატალი? — გაკვირვება ვერ დამალა უტამაც, ქალს დაბნეულობა შეეტყო ასე ერთბაშად ყველა რომ დაადგა თავზე, თუმცა სიტყვები არ დავიწყებია, ხელში სასაჩუქრე ყუთი ეკავა, ტანზე მოკლე ქვედაბოლო ჩაეცვა, მაღალ ქუსლებზე შემდგარიყო ნიტას ბოლო შეხვედრასთან შედარებით ქალი ძალზედ დახვეწილი და მოვლილი დახვდა, - როგორც ჩანს მარტო არ ხარ, ვიფიქრე მარტო იქნებოდი, არ მინდოდა მარტო გაგეტარებინა შენი დაბადებისდღე, - მარტო რატომ იქნებოდა ჩვენ ხომ აქ ვიყავით? — ეწყინა ლენას მისი სიტყვები, უხერხული სიცილით თქვა და ბოლოს ჩუმად ჩაიდუდღუნა თავისთვის, დაიმორცხვა შემდეგ მოკრძალებულად ახედა უტას, იფიქრა ზედმეტი მოუვიდა - არა ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ უტას ხომ არ უყვარს დაბადებისდღის აღნიშვნა და ვიფიქრე რომ მარტო არ დავტოვებდი, - იგივე თქვი — ჩაიქირქილა ლენამ და სახლისკენ წავიდა, - ამმ, გილოცავ უტა, — გაუღიმა სიტუაციის განსამუხტად და ფანჩატურიდან გამოვიდა, - ნატო ხომ იცოდი რომ არის ადამიანი ჩემს გვერდით ვინც მარტო არ დამტოვებს? - კი ვიცი უბრალოდ... - რა საჭიროა? უბრალოდ პირდაპირ თქვი რომ მოსვლა გინდოდა, - უტა... - დაივიწყე, მადლობა რომ მომილოცე, სახლში შევიდეთ გარეთ აცივდა, - კარგი — ჩახარა თავი და მის ნებას დაჰყვა კარში თვალებ ანთებული ლენა რომ გამოვიდა... - უტა! — შესძახა თუ არა მაშინვე მიხვდა ნიტა რას აპირებდა ქალი, სწრაფად დახუჭა თვალები ისე გაუქნია თავი უარის ნიშნად, რომ არ გაეკეთებინა ის რასაც ახლა აპირებდა, იმდენად მკაცრი რეაქცია ჰქონდა ნიტას ქალს სიტყვები პირზე შეახმა, იცოდა ნიტამ ის ყველაფერი რაც ლენას დახვდა სახლში შესულს. - ვიფიქრე დიდი მაგიდა უნდა გავაწყოთ, ნინო წამოდი დამეხმარე საჩქაროდ, - კი, მაგრამ ჯერ ადრე არ არის ლენა? — გაკვირვებით შეხედა - სტუმარი გვყავს და დავაჩქარებ, — გადახედა ნატალიას და ნინოსთან ერთად გაიქცა კიბეებზე, - რა დაემართა? — გადახედა სავაშს - ქალები... — ჩაიქირქილა კაცმა და უტასაც მაშინვე სიცილი აუტყდა, მისწია თავისკენ ნიტა - ძია სავაშ ძალიან გადაეკიდე შენ ქალებს, - მადლობა ღმერთს ქალებს გადავეკიდე მხოლოდ ჩემო ფაშა— ახარხარდა კაცი ისე მოჰხვია ხელი ალავიძეს და მასთან ერთად ავიდა კიბეებზე, - მოდი ნატალი, — შეატარა ნიტამ კარში, უტამ ხათუნასა და ნიტას დაუთმო მაშინვე, ბოლოს შევიდა სახლში და მოულოდნელ ხმაურზე შეკრთა, შიშისგან სავაშმა რომ შებღავლა როხროხისა და დაბადებისდღის მილოცვის ჰანგები ერთად ისმოდა, და მაინც როგორ ხმამაღლა კისკისებდა ნიტა, რომელსაც დაბადებისდღის მისალოცი ტექსტი სულაც აღარ გახსენებია, იდგა უტას დიდი ოჯახი ფეხზე ბუშტებით ანთებული ტორტითა და უზარმაზარი დინამიკებით ხელში მღეროდნენ მისალოც სიმღერას, სწრაფად დასტაცა ნიტამ ხელი თიკოს, აიტაცა ხელში რატის გვერდით ჩამოუდგა და მათთან ერთად დაიწყო სიმღერა, აჰყვა სავაშიც ნინოც და ლენაც... ყველაზე მდიდარი კაცი იყო უტა, სულ დავიწყებოდა მისი სიტყვები დაბადებისდღის აღნიშვნას ვერ ვიტანო, ისე უცემდა სიხარულისგან გული, რომ არ გახსენებოდა საკუთარი თავი, ბავშვივით დაიწყებდა ხტუნაობას და მისი გულივით სალტოების კეთებას, ასეთი ძლიერი ემოციის მოზღვავება იმდენი ხანი იყო არ ეგრძნო, რომ ტირილიც მოუნდა იმ წამს, თითოეულს აკვირდებოდა ხარბად, თითოეულს უსმენდა და არ უნდოდა ეს წამი ოდესმე დასრულებულიყო, - გილოცააავვთ! — დაკივლეს ერთხმად და ერთბაშად მოსწყდნენ დედმამიშვილები ადგილს, შემოეხვივნენ უფროს ძმას და ისე ეხვეოდნენ მთელ დედამიწას ეყოფოდა მათი სიყვარული... - სანთელი ჩააქრე ლომო, — დასძახა სავაშმა, მოეხვია ლიკა ზურგიდან ძმას მენჯებზე მოჰხვია ფეხები, ცალ მხარეს თიკო აიტაცა უტამ ცალ მხარეს ილია სამივე დაეკიდა ძმას, - ბავშვებო სურვილი ჩაიფიქრეთ და სამ თვლაზე სანთლებს ვაქრობთ კარგი? — გასცა ბრძანება მასზე დაკიდებულებისთვის, თავადაც დახუჭა თვალები, გაახილა ბავშვებს დაეკითხა ყველამ ჩაიფიქრა თუ არა და სამ თვლაზე ერთად ჩააქრეს სანთელი, - დაბადებისდღეს გილოცავ ჩემო სიმდიდრევ! — მოეხვია ირმა შეძლებისდაგვარად, - რაიყოთ! დაეკიდნენ ყველა, უტა ჩვენც თუ გაგვიძლებ შვილო? — დასძინა უფროსმა გიორგი ალავიძემ დანარჩენებს ანიშნა და მათკენ წასულებმა შემოჰხვიეს ერთმანეთს ხელები, ჩაეხუტა ყველა ერთობლივად ალავიძეს კისკისებდა თიკო და თან იყოლიებდა ოჯახისწევრებს... იდგა კარში მხოლოდ ნატალია და მცირედი ღიმილი გადაკროდა სახეზე მხოლოდ, არც არავის გახსენებია იმ წამს... ბედნიერებისგან ემოიცებით აღტყინებულებს ერთმანეთის მეტი არ ახსოვდათ არავინ... გააწყეს დიდი სუფრა, ლხენა არ მოჰკლებიათ იმ საღამოს დალევა, ცეკვა, კისკისი, ვარსკვლავებით მოცული საღამო იყო. ... - უტას საჩუქარი მოუტანე, ხომ გინდოდა რომ მიგეცა? — უჩურჩულა ირმამ თიკოს და ისიც ერთბაშად მოსწყდა ადგილს, აედევნა მას ილიაც, რამდენიმე წუთში შემოვიდა თიკო ხელში გამჭვირვალე გლობუსის მსგავსი ბურთულა ეკავა დიდი მოცულობის, ჩართული ჰქონდა. ორივე პატარა ხელში ძლივს ეტეოდა ეს თეთრი შუშა სადაც უტას ბავშვობის ვიდეოები სლაიდებად იყო დაყოფილი და მისი ბავშვობის ვიდეოს აჩვენებდა, მთელი გზა ეწუწუნებოდა ილია მისთვის მიეცა ბურთი თიკოს, მაგრამ არაფრით დათმო თიკომ საჩუქარი, გაბრაზებულმა ილიამაც უხეშად დაქაჩა თმაში, ბურთი ხელიდან გადმოუვარდა თიკოს და ერთბაშად შეემსხვრა იატაკს... - არ გაინძრეთ! — დაკივლა ლენამ და საჩქაროდ გაიქცა ცოცხის მოსატანად, ისედაც ადგილზე შეყინულიყვნენ ბავშვები, ერთბაშად გაეაზრებინათ რა ჩაიდინეს იმ წამს, მოსალოდნელი საფრთხისგან გააკანკალა თიკოს, ილიას მაშინვე დაებრიცა ქვედა ტუჩი და დედას შეშინებულმა შეხედა, მოიტანა ლენამ ცოცხი და სასწრაფოდ დაიწყო ნამსხვრევების ახვეტა, - რა გიყოთ?! — დაიგრგვინა ირმას ხმამ, სრული სიჩუმე იყო სახლშიც, თითქოს ახლა განწირულები იყვნენ ცელქი ბავშვები... ხმამაღლა ატეხა უტამ სიცილი გადახედა ნიშნად ნიტას, რომელიც აჰყვა სიცილში და მათ შორის ყველას ანიშნეს გაეცინათ, ერთადერთი იყო ირმა, რომელსაც არაფრით ეცინებოდა ახლა არც სტუმარი გოგონებივით, რომლებიც ძალით იღიმოდნენ, - ეს იცი რას ნიშნავდა? — გადახედა დედას უტამ, - არ უყვარსო დედა უტას საჩუქრებიო აროო... ბავშვებო ჩემთან მოდით, — დაუქნია ხელი ადგილზე შეყინულებს, რომელთაც შვება სულაც ვერ ეგრძნოთ მათი სიცილის მერეც, ჩამოსვა მუხლებზე ორივე, ვეღარ გაუძლო უმცროსმა ალავიძემ, ჩაეკრო ძმას გულ-მკერდში და აქვითინდა ხმადაბლა, გული მოეწურა იმ წამს უტას, ეტკინა ძმის ასეთი ჩუმი ტირილი, ასე რომ მიიტანა გულთან ეს ინციდენტი გაეღიმა მხოლოდ, ჩაიხუტა წამით და უჩურჩულა მხოლოდ მისთვის, – შენ რა გგონია , ბევრს ნიშნავდა ის საჩუქარი ჩემთვის?.. — თან მოიშორა ბავშვი შეაჩერდა სახეზე, და რა ძალიან საყვარლად ჰქონდა ამოტრიალებული ქვედატუჩი ეს დიდრონი მრგვალ შავ თვალებში ჩამდგარი სითხე ისეთ საოცარსა და საყვარელს ხდიდა, გულს მოგიწურავდა, მოწმინდა უტამ ცრემლები და ეცადა თვალებში ჩაეხედა ძმისთვის - გგონია შენი ცრემლების ფასი ღირს რამე ილია? — მიაკრო ტუჩები შუბლზე, - შენ ნერვიულობად არ ღირს! ის მატერიალურია, ის არაფერს მოიტანს მხოლოდ ერთი ფუნქციისა რომელიც გააჩნდა, მისი მსგავსი ბევრი არსებობს კიდევ ამ სამყაროზე და შენი მსგავსი არ არსებობს გესმის?! ერთადერთი ხარ მთელ სამყაროზე და შენი ცრემლებიც მოსაფრთხილებელია, რა გატირებს ბიჭო? განა ახალს ვერ ვიყიდით? თან იქ ხომ ახალი არაფერი ყოფილა!.., ჩემი ისტორია შენ ხარ! ჩემი ბედნიერებაც შენ ხარ! შენ და ჩვენი ოჯახი! თქვენ აქ მყავხართ ილია და აქ მაბედნიერებთ, სულ აქ მინდა რომ იყოთ, ამიტომ ასეთი მატერიალური ნივთების გამო არასდროს იტირო! ეს გატყდა მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ მეორე აღარ არის, მეტიც შეიძლება უკეთესი ვნახოთ მომავალში, დამშვიდდი ახლა, ჩამომართვი კაცურად ხელი, და მე და შენ ერთნაირები გავაკეთოთ, გაგვინდობს დედა სადაც გააკეთა, ხო დედა? — გადახედა მასაც ბოლოს, დამშვიდებულ სახეზე თვალი ჩაუკრა ქალს და ასევე დამშვიდებულ ძმას მოხვია ძლიერად ხელები, - ვჭამოთ ახლა მე და შენ თორემ შენი ძმა უკვე დათვრა ჩემო ფაშა და თუ რამე არ ჭამა ოთახამდეც ვერ მიაღწევს... — გაუცინა ბავშვს - ილია შენ აჭამე თორე, მე და შენ ამხელა ტარტაროზს ვერ მოვერევით — ჩაუკრა თვალი რატიმ შორიდან, - აბა ჯერ არ არის ვალდებული მომხედოს ქალბატონმა და ვერც დავაკისრებთ ვალდებულებას — გადახედა ღიმილით ნიტას ალავიძემ და კუთხისკენ მჯდომ ხათუნას ჩაუკრა თვალი ღიმილით რომ უყურებდა ... - დედა გამიბრაზდება? — უჩურჩულა მაინც ყურში ილიამ, - არაფერს გეტყვის გპირდები — გადახედა დედას უტამ, ანიშნაო თითქოს, მხოლოდ გაეღიმა ირმას და ანიშნა ჩემთან გამოუშვიო, დაისვა კალთაში ირმამ და დაუკოცნა ლოყები... გაიქცა თიკო მამასთან და ჩაუხტა კალთაში, ისიც ჩვეულად წაეთამაშა ააკისკისა მაინც. დიდი დროის შემდეგ, როცა მაგიდიდან ყველა აშლილიყო. კარგად შემთვრალმა ალავიძემ დასტაცა ხელი ფრთხილად დივანზე მიძინებულ დას და აიტაცა ხელში, - ვაიმე უტა ფრთხილად გევედრები, - დედა, როგორ ფიქრობ მე რომ ჩემი თავის არ მჯეროდეს, ვიცოდე რომ საშიშროებას შევუქმნი შევხებოდი საერთოდ? — გადახედა წამით მკაცრად და მისი დის ოთახისკენ დაიძრა, გაჰყვა ირმა უკან, ისე გამოეშალა ხელები თითქოს რამე რომ მომხდარიყო, თავად შეძლებდა დაეჭირა მისი ორი შვილი.... - ტკბილიძილი დედა — მიეფერა თმაზე ქალს მიაკრო ტუჩები შუბლზე, - ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილები ხართ... — ეჭირა დედის ლამაზი სახე ხელებში და დაჰყურებდა სიამაყით, უსაზღვრო სიყვარულით... - მიყვარხარ უტა — დასძინა ირმამ, საპასუხოდ დაუკოცნა დედას სახე და ბავშვებთან დატოვა... გვიანი იყო, უტა მამის გვერდით ჩამომჯდარიყო და საუბრობდა მასთან, იძლეოდა რჩევებს კაცი და უტაც მოკრძალებულად უსმენდა მამის დარიგებას. ოთახში შემავალი ნიტა დაძახებით შეაჩერა ნატალიამ, გადათეთრებული სახით მიუახლოვდა ქალს, ისე ღრმად სუნთქავდა თითქოს გონების დაკარგვას ელოდა, - რა მოგივიდა? კარგად ხარ? — შეაშველა მხარზე ხელი დააკვირდა აღელვებულს, - კარგად ვარ! - არ მგონია, მოდი წყალი დალიე ცოტახანს დაისვენე, — სწრაფად შეიყვანა ოთახში ჩამოსვა საწოლზე საჩქაროდ მიაწოდა წყალი და დაელოდა როდის დაწყნარდებოდა - ნიტა, უნდა ვილაპარაკოთ. - რა თქმა უნდა, ვილაპარაკოთ მე აქ ვარ ოღონ დაისვენე ჯერ — დაუკრა თავი, მიეფერა სახეზე... წამით შეკრთა ნატალია გაკვირვებისგან და იმ ყურადღებისგან რაც ნიტასგან იგრძნო იმ წამს, წამით დააკვირდა გაკვირვებული, ღრმა მზერით, თითქოს ცდილობდა გაეგო როგორ შეეძლო ნიტას ასეთი სითბო გამოეხატა მის მიმართ, როცა ყველაფერი იცოდა მასზე - არ გძულვარ ნიტა? - რატომ უნდა მძულდე? — გაეცინა გაკვირვებულს დაბნეულმა გადაიწია თმა ყურსუკან - რასაც ახლა გეტყვი, ნამდვილად შეგძულდები... - ნატო ასე რატომ საუბრობ, მართალია ჩვენ კარგი ამბებით და საუკეთესო ვითარებაში არ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ არ ნიშნავს რომ უნდა მძულდე, ადამიანი ხარ, შეცდომებს უსაზღვროდ ვუშვებთ და ათას სისულელეს ვაკეთებთ ყოველ დღე... მაშინ ღმერთსაც ისე უნდა ვძულდეთ, რომ დიდი ტალღა დაუშვას და ერთიანად ჩაგვახრჩოს ყველა ჩვენი სიძულვილის გამო... - ამაზე საუბარში შორს წავალთ, მაგრამ ნიტა შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, მინდოდა რომ გცოდნოდა, არ მინდოდა ტყუილში გეცხოვრა, რადგან ოდესღაც ეს ყველაფერიც გაირკვევა... - რაზე საუბრობ? — დაიბნა, ნერვიულად გაისველა ქვედა ტუჩი და საწოლზე უკეთ ჩამოჯდა, - ნიტა, თავად გამოიცანი რომ ორსულად ვიყავი, იმ დღეს.., იმ დღეს ვერ გავბედე რომ მეთქვა, — აუცრემლიანდა თვალები, ჩახარა თავი დამნაშავედ და ღრმად ამოისუნთქა. თითქოს წინასწარ იგრძნო ტკივილი ნიტამ, ისე ძლიერად აუძგერდა გული, თითებში გრძნობდა დარტყმებს, აღარც უნდოდა გაეგრძელებინა ლაპარაკი ნატალიას, ისე აღელვდა ისე შეეშინდა, ერჩივნა მიწა გასკდომოდა, ერჩივნა მიწას ჩაეტანა ღრმად ვიდრე მოესმინა სიტყვები, რომელსაც ვერ ასცდებოდა - ნიტა, ეს ბავშვი უტას შვილია... — ძლიერად დააჭირა ქებაძებ ქუთუთოები ერთმანეთს, ისე დახუჭა თვალები თითქოს ღმერთს შეევედრა სიზმარი ყოფილიყო და თვალის გახელისთანავე ყველაფერი დასრულებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა, - ნიტა... — მოიქცია ნატალიამ მისი ხელები ხელში, მიიწია მისკენ უფრო, - ვიცი რომ ძალიან რთულია შენთვის, მაგრამ არ შემიძლია... არ გამომივა ნიტა, იმ დღეს როცა გაიგე, შენ დამაფიქრე შენ გადამაწყვეტინე რომ ეს ბავშვი უნდა გამეჩინა, მიმახვედრე რომ კინაღამ მკვლელი გავხდი, მაგრამ არ შემიძლია ნიტა.... მარტო ვერ შევძლებ, არ გამომივა, არასდროს მიოცნებია ბავშვზე შეხებაც კი არ მქონია ბავშვებთან, ჩემი ცხოვრების ნახევარი თითქმის გართობას და ფუფუნებას ეძღვნებოდა, ახლა ვნანობ ასე რომ იყო, მაგრამ ვერ შევძლებ, ყველაფერი დავკარგე, დედაჩემი არ მელაპარაკება, ყველამ გამრიყა, ყველა მე მაბრალებს გესმის? — ისე ცვიოდა ცრემლები როგორც თავსხმისას ღრუბლებს წვეთები, განიცდიდა მთელი არსებით, გრძნობდა ტკივილს მთელი გულით, და ეფერებოდა ნიტას თხოვდა - მაპატიე... შენ რას გთხოვ არც კი ვიცი, არ იყავი მართალი, არც მე ვარ მართალი.... ყველას ვძულვარ, ეს ბავშვიც არავის ეყვარება, მხოლოდ მე ვეყოლები, ყველა გარიყავს ისე როგორც მე მომექცნენ, უბედური იქნება.... არ უნდა გაჩნდეს, არ უნდა დაიბადოს! — შეწყვიტა ტირილი, ცრემლებით სველი სახე მტკიცე და მყარი გაუხდა ერთბაშად. უმალ წამოდგა და კარში გავიდა... მაშინ გადმოუცვივდა ნიტას ცრემლები, მყარი სახე დაემანჭა, გატყდა იმ წამს და არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა... იჯდა დიდხანს დიდი ტკივილით, მაგრამ შეურყეველი მზერით, უტას შვილი ჰყავდა, შვილს ხომ არ მოუკლავდა იმ კაცს, რომელიც ძალიან უყვარდა. იფიქრა, იტირა, თავბედი იწყევლა, და მიიღო, გადაწყვიტა... მტკიცედ გადაწყვიტა... ნატალიას კარებზე ჩამომდგარს ნებართვა არც უკითხავს ისე შევიდა ოთახში... საწოლიდან უცებ წამოდგა გოგო და გამჭოლი მზერით დააკვირდა შემოვარდნილს, - ნიტა? რა მოხდა... - დაივიწყე! არც იფიქრო ნატო! — ისე მკაცრად დასჭექა მისმა ხმამ, ერთიანად გააჟრიალა ქალს - მკვლელი გინდა რომ გახდე? ნატო მაგაზე დიდი ცოდვა არ არსებობს! რომ გაიზრდები, მეტად დაქალდები როცა გამოცდი დედობას შემდეგ ინანებ, სულის ტკივილამდე ინანებ, ეს ბავშვი შენი მომავალია... - ნიტა მე შენ არ გგავარ, შენ ძალიან ძლიერი ხარ, მე ვერ შევძლებ, არ გამომივა, ვერ გავზრდი მარტო, - ვიცი, მესმის, გასაგებია... - როცა გაიზრდება და მკითხავს მამაჩემი სად არისო რა ვუპასუხო? - ნატო ამას ვერ დაუმალავ უტას! უფლება აქვს რომ იცოდეს, - მაგრამ ნიტა მთელ ცხოვრებას გინგრევ! - ბავშვს არაფერი დაუშავო ნატო! ნუ გახდები მკვლელი კარგი? თქვენი ურთიერთობა ჩემამდე ჩემი განსახილველი არ არის, მინდა რომ შენი მდგომარეობაც გავიგო, მუტასიც მესმის, დილემის წინაშე ვდგავარ! მაგრამ არ მგონია ბავშვი, რომელიც ჯერ არ დაბადებულა საერთოდ რამე შუაში უნდა იყოს, რას უზამ , ხოარ მოკლავ? ან მარტო? ბავშვია მას აღზრდა სჭირდება. — მიეფერა წამით ისევ და გასასვლელად წამოდგა... - ნიტა...— დააწია ხმა კარში მდგარს, საპასუხოდ მხოლოდ გახედა ქებაძემ, ნატოც ცქვიტად მოსწყდა ადგილს და ისე მოხვია ხელები, თითქოს აღარც უნდოდა მისი გაშვება... - შენ რომ არ არსებობდე, რა მეშველებოდა ნიტა... უღმრესი მადლობა... საუკეთესო ხარ, გაუმართლა უტას რომ ყავხარ... — ჩამოუგორდა ცრემლი და ფრთხილად მოშორდა... დააკვირდა ნიტა წამით, მაგრამ ვერ შეძლო ხელი მოეხვია მისთვის, აქამდე რომ არ გაჩენილა მის გულში საეჭვო გრძნობა სწორედ იმ წამს იგრძნო რაღაც ფარული ზიზღი მის მიმართ, - ტკბილიძილი — გაუღიმა გულწრფელად და ოთახიდან გავიდა... და მაინც რანაირი იყო ქებაძე? უცნაური სიკეთით გამორჩეული თუ უვრალყიდ ზედმეტად მიამიტი? იქნებ უბრალოდ ძალიან ძლიერი იყო ეს ქალი? იმდენად ძლიერი რომ სხვისთვის ემეტებიდა კარგი, ჯერ სხვა იყო და შემდეგ თვითონ, იქნებ ამიტომ იყო ძლიერი? როგორ შეძლებდა სუსტი დაეთმო საყვარელი ადამიანი, ან მიფერებოდა ქალს, რომელიც ცხოვრებას უნგრევდა? ძლიერი იყო ნიტა, განსხვავებული აზროვნებითა და დამოკიდებულელებებით. ან კი გიჟი იყო, რომელიც ჩადიოდა ისეთ რამეს რასაც სხვა არ გააკეთებდა. რისიც ეშინოდა ყველაზე მეტად ის მოხდა ნიტას ცხოვრებაში. ელოდა კიდეც თითქოს ნატალიას ამ სცენას, მაგრამ წამით იფიქრა კიდეც რომ ყველაფერი დასრულდა მასთან... ახლა კი... ახლა კი ნამდვილად ფიქრობდა, რომ ყველაფერი დასრულდა, ახლა იყო სახლში, ერთ ოჯახში სადაც ზედმეტი მხოლოდ ის და დედამისი იყო, ცხოვრობდა ახლა სახლში სადაც საყვარელი კაცის შვილის დედა ცხოვრობდა, იყო ქალი, რომელსაც მხოლოდ სიყვარული აკავშირდებდა უტასთან და ერთი ბეჭედი, რითაც ვერ შეძლებდა ჩამდგარიყო, მომავალი დედისა და საყვარელ კაცს შორის და მეტიც ვერ შეძლებდა წაერთმია ლაღი ბავშვობა და ცხოვრება ბავშვისთვის, რადგან იცოდა, იცოდა რა რთული იყო უმამოდ ცხოვრება, გამოცდილი ჰქონდა ეს ყველაფერი, იცოდს როგორი დანაკლისი იყო უმამობა.... ფიქრებს ისე გაეტაცებინა უხმოდ დაცლილიყო ცრემლებისგან ლამის. - ნიტა, გძინავს? — ხმაზე ცქვიტად შეიმშრალა ცრემლები, სწრაფად გადაბრუნდა კარისკენ და შეამჩნია კარში თავშეყოფილი უტა, ნიტას რომ მღვიძარი დახვდა, სრულად შევიდა ოთახში, არ ელოდა ქებაძე, დახედა საათს. - აქ რას აკეთებ? — იკითხა გაკვირვებულმა და წამოჯდა, - რატომ არ გძინავს? — დააიგნორა ნიტას კითხვა, სწრაფად მოიშორა მაისური და ნიტას გვერდით დაიკავა ადგილი. არც შეწინააღმდეგებია, არც სურვილი ჰქონია ახლა წასულიყო ალავიძე, ისე სჭირდებოდა როგორც ჰაერი, ახლავე უნდა ესაუბრა მასთან ახლავე უნდა გადაელახა ეს ბარიერი - უბრალოდ ვფიქრობდი, — ალავიძემ რომ ხელით ანიშნა, მიიწია მისკენ ჩამოადო გულზე თავი და მოხვია ხელი მხურვალეს, იმ წამსვე გადაუნდა ის რაც გადაწყვეტილი ჰქონდა, იმ წამსვე დაიხია უკან, მიხვდა რომ არ გამოუვიდოდა, მიხვდა რომ ვერ შეძლებდა, - რაზე ჩაფიქრდი? — მიეფერა სახეზე, მინაბა თვალები ნიტამ, თითქოს ორმაგად შეეგრძნო მისი თითები, მისი შეხების სიამოვნება, განიცდიდა მის თიტოეულ შეხებას ისე რომ სულს სწვდებოდა - ჩვენს ურთიერთობაზე — გასცა გვიან პასუხი - ხო?.. მერე რა დაასკვენი? — ღიმილი გაეპარა ალავიძეს აათამაშა ხელი მის თმებში, - ურთიერთობიდან არაფერი, მივხვდი რომ საუკეთესო მამა იქნები, ისეთი, ბევრი ბავშვი რომ გინატრებდა, — ახედა ქვევიდან გაეღიმა თვითონაც, ხმამაღლა გაეცინა უტას, დაიწია ისე მიაწება ბაგეებზე ტუჩები, მიეფერა ნიკაპზე, - საიდან გამომდინარე, - ილია და თიკო, როცა რამეს აფუჭებენ, ძალიან მშვიდი შეგიძლია რომ იყო ამ დროს. ჩხუბის ნაცვლად შეგიძლია, რომ დაარიგო, არ ვიცი, ძალიან თბილი ხარ მათთან. რაც უცნაურს და გასხვავებულს გხდის, მე ვფიქრობ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელებს შეუძლიათ ასე... - მე ვფიქრობ რომ მკაცრი დედა იქნები... - ასე რატომ ფიქრობ? — წამოიწია თითქოს ნაწყენი, - არა? მასწავლებებლი ხარ, გაბრაზება და კივილი გამოგდის - ასე ნუ ლაპარაკობ! — დაარტყა მხარზე ხელი, — არასდროს ვკივი! მოსულიყავი და გენახა როგორ ვატარებდი რეპეტიციას! — გაუწყრა, მაგრამ მაინც მშვიდად დააბრუნა თავი მის მკერდზე მალულად შეივსო მისი სურნელით ფილტვები - კარგი, მაგასაც ვნახავთ... - უტა... — უტამ გასცა პასუხი, მაგრამ ნიტამ ვერ გააგრძელა, ყელში მოებჯინა რაღაც რა უნდა ეთქვა ვერ შეძლო... დადუმდა წამით - ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ხომ ასეა? - საკმაოდ უცნაურია ეს ცხოვრება ნამდვილად, — დაუდასტურა ჩაფიქრებულმა ალავიძემ და ნიტას შემოჰხვია ორივე ხელები, - რამე რომ მოხდეს... - რა უნდა მოხდეს? - რაც არ უნდა გავაკეთო, ხომ არ შემიძულებ უტა? — დაიბნა ალავიძე, აიძულა წამოწეულიყო და შემდეგ ჩააჩერდა თვალებში ღრმად, - ვერ მივხვდი, ამას რატომ ამბობ, - უტა, იმიტომ გეუბნები რომ, ცხოვრებაში დაზღვეულები არაფრისგან ვართ, არასდროს ვიცით რა მოხდება, - არაფერი არ მოხდება და საერთოდ რატომ ფიქრობ ასეთ რამეებზე ამ ღამეს? — გაბრაზდა გადაწვა თვითონ და დასამშვიდებლად უნდა ჩაეხუტებინა ნიტაც, როცა ნიტას სახეზე ცრემლები შეამჩნია ერთბაშად წამოდგა, თავზარი დაეცა მისი ცრემლები რომ დაინახა, ყველაფერი იფიქრა, შეეშინდა - ნიტა! რამე მოხდა? — წაავლო სახეზე ხელები და ჩააჩერდა თვალებში... სწრაფად შეიმშრალა ქებაძემ ცრემლები მაგრამ ყოველ ჯერზე ახალი ნაკადი ცვიოდა - ნიტა რა გჭირს? რა მოხდა? — აღელვება ვერ დამალა, - არ შემიძლია, ვერ დაგიმალავ!.. ვერ შევძლებ... - ნიტა რას ვერ შეძლებ? ნუ მაშინებ გთხოვ! რა გააკეთე? — სახე დაემანჭა შიშისგან, სრულად წამოჯდა, აიძულებდა ნიტას თვალებში შეეხედა მისთვის, - უტა..! მალე შვილი გეყოლება! - რა? — კიდევ მეტად გაოცდა კაცი, წამით ბედნიერების კვალიც შეეტყო - მაგრამ დედა ნატო იქნება!.. — ერთბაშად უშვა ხელი ქალს, შოკისგან გაუფართოვდა თვალები, შეეყინა სახე და გაქვავდა თვითონაც... - რას ლაპარაკობ?! - უტა მალე მამა გახდები, — ეცადა გაეღიმა ეცადა რომ სახეზე ღიმილის მსგავსი გამოსახვოდა, ჩაეჭიდა უტას ხელებს, მიეფერა გაყინულ სახეზე - ეს ძალიან კარგია! მისმინე, ყველაფერი კარგად იქნება გესმის? - ნიტა რას ლაპარაკობ?! — ხმა დაუბოხდა მძვინვარებისგან, გაეყინა თვალები და შუშის გაუხდა მზერაც - მელაპარაკა, ყველაფერი მითხრა, მითხრა რომ ვერ შეძლებს უტა, მითხრა რომ არც ჰქონია ბავშვებთან შეხება აქამდე... - ხო მაგრამ როგორ? - უტა ამას რა მნიშვნელობა აქვს? - ნიტა არ არსებობს... ასე ვერ იქნება! - უტა! ასეა! — ფეხზე წამოიჭრა ალავიძე ტანზე არც ჩაუცვამს, სწრაფად წავიდა კარისკენ ერთბაშად გადმოხტა ნიტა, სწრაფად ჩაავლო ხელებში ხელი ისე შეაჩერა, - არ დამტოვო, გევედრები ახლა არ წახვიდე! - ნიტა უნდა ველაპარაკო, ახლავე! - გთხოვ არ წახვიდე! ახლა სძინავს შენც შოკირებული ხარ დამშვიდდი კარგი? ყველაფერი გაანალიზე და მერე... გთხოვ არ წახვიდე, საკუთარ თავს შეხედე, ზიზღით იმზირები, არ გინდა ისედაც დილემის წინაშეა გოგო ბავშვის მოშორება უნდა, - ნიტა! ასე ვერ იქნება, ის ბავშვი ჩემი არ არის! — თითქოს უმტკიცებდაო ისე მიეფერა სახეზე, თითქოს სთხოვდა დაეჯერებინა ნიტას მისთვის. მხოლოდ ცრემლებად იღვრებოდა ნიტა - ამას ვერ იტყვი, ორივემ ვიცით რა ურთიერთობაც გქონდათ... - ნიტა გეფიცები! - უტა, არ გვინდა... მოდი დავსხდეთ კარგი? მშვიდად ვისაუბროთ... — წაიყვანა საწოლისკენ ჩამოჯდა თვითონაც, ჩააჩერდა თვალებში ათრთოლებულს და ყველაფერი უამბო, ყველაფერი მოუყვა, ისევე, როგორც ნატალიამ მას... მოუყვა თავისი დამოკიდებულება, მისი აზრიც მოუყვა და უყურებდა მის არა მხოლოდ გაყინულ სახეს ახლა თვალებიც გაყინვოდა ალავიძეს, ვინ იცის ახლა მის გულში რა ხდებოდა - უტა, ყველაზე სწორი ეს იქნება! ეს ჩემამდე იყო, სათქმელი არაფერი მაქვს, არც გასაბრაზებელი, თავიდანვე მზად ვიყავი ყველაფრისთვის, თავიდანვე დავთანხმდი მე ამ ვითარებას, თავიდანვე შევეგუე ყველანაირ რთულ ფაქტს უტა, მაგრმ მაინც უზომოდ მინდოდა შენთან! მამა ხდები! ეს სახუმარო ხომ არაა? ახალი პასუხისმგებლობა დაგეკისრება, არა მხოლოდ ბავშვზე ნატალიაზეც! უდიდესი ყურადღება სჭირდება, ბავშვს სიყვარული სჭირდება, მათ სჭირდები ორივეს! მათი ცხოვრება შენზეა უტა... საკმაოდ დიდი მუცელი აქვს იმისთვის, რომ მოიშალოს, მკვლელი როგორ უნდა გახდეს საკუთარი შვილის? - მაგრამ მე? ჩემზე არ ფიქრობ ნიტა? — ისე დაბალი, იმდენად ტკივილით გაჟღენთილი სიტყვები იყო, ცეცხლიანი სარივით მოხვდა ქებაძეს გულში, - ჩემს მიტოვებას აპირებ? მე რა გავაკეთო უშენოდ? როგორ მოვიქცე? - ყველაფერი კარგად იქნება... დრო სჭირდება ყველაფერს, - ნიტა შენ თუ წახვალ, ყველაფერი შეიცვლება, და ეს გოგო? ეს გოგო ის იქნება ვინც ყველაზე მეტად შემძულდება რადგან წამართვა საყვარელი ქალი! ის ბავშვი როგორ შემიყვარდება ნიტა? - ის შენი შვილია! უტა ასე ნუ ფიქრობ გთხოვ! მხოლოდ ჩვენ არ ვართ, აქ ხომ უდანაშაულო ბავშვია, , ნუ ვიქნებით ეგოისტებიი ახლა მაინც, - შენ რა დააშავე ნიტა? - ვიცოდი! ვიცოდი რომ რაღაც მოხდებოდა მაგრამ ვერ შეგეშვი, ვერ შევძელი შენი არ შეყვარება! თავიდანვე საშიში ზონა იყავი - ნანობ? - შენ ხარ ის ვინც ჩემი ცხოვრება ყველანაირად შეცვალა უტა! ასე დაცულად არასდროს მიგრძვნია თავი — მიეფერა სახეზე, უღიმოდა ყურებამდე მაგრამ ცრემლები არ შორდებოდა მის სახეს. მწვავე ცეცხლში იწვოდა უტა, მაგრამ იმდენად შოკირებული დაბნეული და ალ მოდებული იყო, რომ მხოლოდ უსმენდა ნიტას და სვამდა სასოწარკვეთილი კითხვებს - დაველაპარაკები, ბავშვის აღზრდაში მეც მივიღებ მონაწილეობას, სადაც უნდა იქ იცხოვროს არ მოვაკლებ ყურადღებას, - და ბავშვისთვის ადვილი იქნება? უყუროს მამას რომელიც ცხოვრობს სხვა ქალთან ერთად? სხვა შვილებიც ხომ გეყოლება? როგორ დაუთმობ ერთდროულად ყურადღებას როცა განშორებულები იქნებიან? - ნუ ჭრი ყველა გზას! ნუ ართულებ ნიტა, - უტა არც ჩემთვის იქნება სასიამოვნო გაიგე! - დაველაპარაკები ყველაფერს გავარკვევ, ყველაფერ მოვაგვარებ... — წამოდგა ისევ, - არ დამტოვო! ახლა არა უტა, - ნიტა ასე ნუ მომექცევი! ასე ნუ მატკენ,— დაემანჭა სახე ღელვისგან, სთხოვდა მთელი არსებით, მთელი გულით, მისი დაკარგვის შიშისგან თრთოდა ერთიანად, მგზნებარებას აეტანა, მთელ სხეულში აციებდა, ლამის ტირილი დაეწყო კაცს. - ყველაფერი კარგად იქნება, — მიეფერა სახეზე და ჩაეხუტა ქებაძე - არსად წახვიდე ამაღამ ჩემთან დარჩი უტა, ხელი არ გამიშვა როგორც პირველად, — გაუღიმა წამით აიძულა დაწოლილიყო, მოეხვია მისთვის ხელები, – არაფერი გარკვეულა, ხვალ ყველაფერს გავარკვევ კარგი? ერთად გავიგოთ, ყველაფერს მოვაგვარებ - თუ ჩემი ბედი ხარ უტა, სადმე ისევ გადაგეკვეთები და მაშინ აღარასდროს გამიშვა კარგი? - არც ახლა გაგიშვებ არსად! ჯერ არაფერი გაგვირკვევია! — დაიღრინა ბრაზით, ნიტას მხოლოდ გაეცინა, მის გულზე ჩამოდო თავი და უსმენდა მისი აჩქარებული გულის ცემას სიამოვნებით.... თვალი არ მოუხუჭავს უტას, მოსალოდნელი კულმინაციისგან აღელვებულს, მოსალოდნელი ტკივილის გააზრებისას თვალიც არ ეხუჭებოდა, მხოლოდ ნიტას ეხუტებიდა ძლიერად ეფერებოდა ნაზად უყურებდა მის სახეს და კიდევ მეტად ხვდებოდა ყველაფერს გააკეთებდა რომ ნიტა არ გაეშვა... დილის ექვსის წუთები იყო თვალები, რომ გაახილა, ფრთხილად დაეხსნა ალავიძის მკლავებს, ახალი დაძინებული იყო ღამე ნათევი, დაღლილს თავიც ცუდად გადაეგდო საწოლზე, ღიმილით დააჩერდა ნიტა, მაგრამ გადაფიქრებას არ აპირებდა, სანამ ყველა გაიღვიძებდა და სანამ ვინმე შეამჩნევდა მანამდე უნდა წასულიყო აქედან, იცოდა! კარგად იცოდა უტა აღარ გაეკიდებოდა, იცოდა ეს კაცი გაქცეულს რომ არ გაეკიდებოდა, იცოდა რომ აწყენინებდა გააბრაზებდა, იცოდა რომ ასე უტა ღალატში დაადანაშაულებდა, იცოდა მიტოვებას უტა არ აპატიებდა, არ აედევნებოდა. ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც ჩუმად დატოვა საყვარელი კაცის სახლი დედასთან ერთად... ..... ტკივილი უფრო ძლიერი იყო ვიდრე სიყვარული. განა ასე მარტივია ადგე და საკუთარი ნებით მიატოვო საყვარელი ადამიანი? ზოგჯერ ისიც რთულია ერთხელ მხოლოდ დანახული ამოიგდო თავიდან, ნიტას კი უყვარდა ეს კაცი. წამოვიდა და თან გაიყოლა ყველა კითხვა, რა რეაქცია ჰქონდა უტას, რას იზამდა, რას გრძნობდა ახლა ნიტას მიმართ. განა სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯი არაა? ან თუნდაც პირიქით. ეს კითხვები არ ასვენებდა ნიტას, ტანჯავდა და ფლითავდა. რას გრძნობდა უტა მის მიმართ ახლა. - შენი აზრით რა იქნება მომავალში? - მომავალში?.. მომავალში არაფერი. გაგრძელდება ცხოვრება ისე როგორც ახლა მიდის, ნელი დინებით... - სიყვარულით... - არა სიყვარულით არა, ტკივილით, მონატრებით... - ნიტა, რატომ უთხარი რატის რომ უტას მიმართ ისეთი ძლიერი გრძნობა აღარ გქონდა რაც ადრე? რატომ მოატყუე? - ელე, მე რომ მეთქვა რომ იმაზე მეტად მტკიოდა და იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე აქამდე, ეს მის ყურამდეც მივიდოდა, მეტად დაიტანჯებოდა, ახლა მეტად გაბრაზდება, მეტად ეცდება ჩემს შეძულებას ბრაზის გამო... - ასე ფიქრობ? - ვფიქრობ.., მხოლოდ ვფიქრობ - განა ასე მარტივია შეიძული საყვარელი ქალი? - მას ეს უკვე ერთხელ გამოუვიდა, მეორედაც შეძლებს მჯერა მისი — დასცვივდა ცრემლები და ჩამოადო გოგოს კალთას თავი, მიეფერა ელენე, - ამდენი ხანი გავიდა მის გარეშე ერთი დღეც არ გადის, ნიტა შენი ტკივილი მტკივა, უკვე ვერ გეუბნები რომ არ უნდა გაეტირო, ვერაფრით გეუბნები რომ უნდა დაივიწყო... მეც დავიღალე, შენი ტკივილით, რატიც ვერაფერს აკეთებს, ის კიდევ მეტად დაბნეულია, იქ უტას ხედავს აქ შენ, არცერთხელ არაფერს ამბობს გულში იტოვებს მხოლოდ. ისიც დაიღალა აღარც მან იცის რა ქნას, შენ ის მეტად გტკივა რომ იაზრებ შეიძლება შეძულდე შენ საყვარელ კაცს,... კითხე რატის მაინც კითხე როგორ ცხოვრობს, როგორ არის... - ვერა, ვერ ჩავერევი, რომ გავიგო შეიძლება რამე გავაკეთო, ასე უკეთესია - ხომ ხედავ ის არაფერს აკეთებს - მივატოვე, საწოლში დავტოვე, წინა დღეს მითხრა რომ მოაგვარებდა, არ ვენდე. უტა მისგან ნებით წასულს არ მოაბრუნებს აღარ შეეხვეწება, სულ რომ მოკვდეს თუ ჩემგან ნაბიჯები არ დაინახა, არაფერს გააკეთებს ის ესეთია. - ჩემო ლამაზო — მიეფერა თავზე ნაზად მიეალერსა დაქალს ელენე. .... კიდევ ერთმა თვემ გაიარა, მაგრამ ისე ნელა და აუტანლად თითქოს საუკუნეები იწელებოდა, თითქოს სხეულს აკლდა რაღაც დასასრულებლად, თითქოს სულს აკლდა რაღაც გასაბედნიერებლად და სახესა და მზერას აკლდა სინამდვილე, ნამდვილი მიმიკები და გულწრფელი ემოციური მზერა, ჯანღი გადაკვროდა გულს ისე თითქოს ახლა თავსხმას დაიწყებდა... მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა, ისევ ისე, ისე მონოტონურად , ძველებურად, ისევ დაუდევრად, სიხარულის, ახალი ემოციებისა და სიყვარულის გარეშე... სახლში მარტო დარჩენილიყო ნიტა, ხათუნა ღამის სმენაში მუშაობდა მორიგე ექიმად საავადმყოფოში. მეტად ყურადღებიანი გამხდარიყო ნიტას მიმართ, მეტად თბილი და ყურადღებიანი იყო ხათუნა, იცოდა ნიტა სულ მომღიმარი იყო მასთან, მაგრამ სულაც არ ეღიმებოდა ხოლმე იმ დროს. ისევ დაურეკა გვიან როგორც კი დრო გამონახა... - გისმენ დედა... — დაბოხებული ჰქონდა ხმა ძილისგან - გეძინა დე? - დაღლილი ვიყავი და ალბათ ჩამეძინა, - კარგი, ხომ კარგად ხარ, ? - კი, შენ როგორ ხარ მანდ? - ვუძლებ, სხვა რა გზაა - კარგი თავს გაუფრთხილდი, - შენც დე, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე კარგი? - კარგი, გაკოცე... — ჯერ ისევ დახუჭული თვალები ჰქონდა ქებაძეს. როგორც კი ზარი დასრულდა ტელეფონის შუქმა მოჭრა თვალები სწრაფად გამორთო და საწოლზე უმისამართოდ მიაგდო ტელეფონი, სიცივისგან აკანკალდა წამით და უკმაყოფილოდ გადატრიალდა დაწვა ზურგზე და თვალი ღია ფანჯარას გაუშტერა, ღია ფერის ფარდას რომ მკვეთრად დააფრიალებდა, წვიმის წვეთებიც გახშირებულად ცვიოდა სახლში და რაფაც ერთბაშად გაესველებინა, უკმაყოფილოდ, მდორედ წამოიწია ნიტა და ფარდა გვერდზე გადაწია, დაეყრდნო სველ რაფას და ფანჯრიდან გადაიხედა. სქელი წვეთები ცვიოდა ციდან, დაბლა გუბეები დაეყენებინა, დაცარიელებული და ჩამშვიდებული იყო ქუჩა მხოლოდ ლამპიონების შუქი ანათებდა ირგვლივ არემარეს. თითქოს წვიმას ჩაეჩუმებინა ქალაქი, აგვისტოს ბოლო რიცხვების სუსხი იგრძნობოდა, სექტემბრისთვის ემზადებოდა ჰავაც, შორს ელავდა კიდეც მხოლოდ, წამიერად განათდებოდა ხოლმე ცა, დაგრეხილი, კლაკნილი ხაზებიც გამოკრთებოდა ხოლმე შიგადაშიგ. ფანჯარას მოშორდა, სამზარეულოში შესულმა აუჩქარებლად მოიმზადა ჩაი, ოთახში შესული ჩამოჯდა ფანჯარასთან და მოიქცია ორივე ხელში თბილი ჭიქა, შეამჩნია მის სადარბაზოში შევიდა თითქოს ვიღაც, წამით გადაიხედა ინტერესით, მაგრამ დააგვიანა, ტელეფონს დახედა ოთხი საათი იწყებოდა. მაინც მშვიდად განაგრძო ფინჯანი ჩაის მირთმევა, ხელიც შეაგება წვიმის წვეთებს, როგორ მძიმედ ცვიოდა ციდან, თითქოს უფრო და უფრო იმატებდა წვიმა, მაგრამ ნიტას ეს არ აშინებდა. მშვიდი იყო მანამ სანამ მის კარზე მძიმე და ძლიერი დარტყმები არ გაისმა. შიშისგან ხელები ჩვრებივით დაეყარა, წამოხტა ერთბაშად და დაცქვიტა ყურები, განმეორდებოდა თუარა ხმა, შიშისგან ძლივს მონახა დენის ჩამრთველი, აანთო შუქი ცქვიტად, ხმა განმეორდა. ახლა ვინ უნდა იყოსო გაიფიქრა, შემდეგ გაახსენდა სილუეტი სადარბაზოში რომ შეასწრო. კარისკენ წავიდა, გული საგულედან ამოვარდნოდა, ფიქრობდა ყაჩაღი რომ ყოფილიყო რითი ეშველა თავისთვის, იქნებ უკვე პოლიციაში დაერეკა? მაგრამ ვინმე გაჭირვებული რომ ყოფილიყო? დანა რომ აეღო? მაგრამ ნიტა ვერავის მოკლავდა, ხმა ისევ განმეორდა, გაიხედა კარში მაგრამ ვერავინ დაინახა, ტელეფონი მოიმარჯვა საჩქაროდ აკრიფა ნომრებში 1.1.2 და ისე დაიჭირა ტელეფონი რომ საჭიროების შემთხვევაში თითი დაეჭირა თუარა მაშინვე გასულიყო ზარი, შიშით ფრთხილად გამოაღო კარი, ერთბაშად დაეჭიმა სხეული და მზადაც იყო დაეჭირა თითი, რომ პარალიზებული გახდა, კარები ბოლომდე გაიღო თავისითვე და ამ უკანასკნელს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, იდგა კარში ალავიძე, "კაპიშონი" წამოეფარებინა და ერთბაშად გასველებულს ქუდიდან სცვიოდა წვეთები, დახედა ძირს დავარდნილ ტელეფონს, ამოიკითხა ციფრებიც და თავად დაწვდა მის ტელეფონს, გაყინულსა და გაქვავებულს დააკვირდა შემდეგ... აკანკალდა ნიტა, აუთრთოლდა ბაგეები და სატირლად დაებრიცა ტუჩები შიშისგან, შემდეგ კი შოკისგან, უყურებდა უტას შუშის თვალებით და გვიან გაეაზრებინა ალავიძის გახეთქილი ტუჩი და წარბი საიდანაც ჯერ ისევ მონდომებით სდიოდა სისხლი, - უკვე შეიარაღებული მხვდები? — ხელები აწკიპა უტამ და ძლივს შეიკავა თავი არ წაქცეულიყო, - აქ რას აკეთებ?! — ძლივს მოაგროვა ლექსიკონიდან სიტყვები ნიტამ და კიდევ დააკვირდა მობარბაცეს, გაკვირვებისგან შეკრა კოპები, - მთვრალი ხარ? - შენი ღალატისგან მთვრალი ვარ! შენი გაქცევისგან მთვრალი! — მოჰყვა ენით ბორძიკ ლაპარაკს და ისევ გადაქანდა, შეეშველა ამჯერად ნიტა, უხერხულად მიმოიხედა ირგვლივ და ეცადა სახლში ფრთხილად შეეყვანა, შეჰყვა კიდეც უტა, დივნამდე მიიყვანა გაჭირვებით უხეშად მოიშორა და ხელი ჰკრა თუ არა უტაც ძლიერი ინერციით ჩაეშვა დივანში, - აქ რას აკეთებ! მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში?! - რა შენი საქმეა მე სად მივალ?! - ჩემს სახლში ხარ უკაცრავად! გალეწილი მთვრალი! - შენ ვინ ხარ საერთოდ?! - უტა! ასე თუ აპირებ გაგრძელებას ახლავე გაეთრიე! ან რა წესია რომელ ნორმაში ჯდება ასე უთაური დალევა? - გაბრაზდი? რატომ ბრაზობ ნიტა? შენ ხომ გცნობ? არც სახლში მოსასვლელი გზა დამვიწყებია, — წამოდგა, ჩამოადგა თავზე ნიტას, - საკუთარ თავს ვერ აკონტროლებ! ეს რატომ გააკეთე? - დავლიე, კაცი ხოარ მომიკლავს?! — გაბრაზდა თვითონაც შეიკავა თავი უკან რომ არ გადავარდნილიყო - ხოო? დარწმუნებული ხარ? აბა ეს და ეს რისი კვალია ნეტავ? — მიაჭირა თითი გახეთქილ ტუჩზე და უტამ რომ ტკივილისგან დაიგმინა მაშინვე გააჟრიალა თვითონაც, მიხვდა როგორ ატკინა, - მაპატიე, — ჩაიდუდღუნა ახედა გაფართოებული თვალებით, უნებურად აუტყდა სიცილი უტას, ისე ხმამაღლა და გულით ხარხარებდა უნებურად გაეცინა ნიტასაც, - გაგიჟდი, მგონი სულ გაგიჟდი! — ეცადა შეეკავებინა თავი სიცილისგან და დივანზე ჩამოსვა ისევ, დროებით მიიკარგა, დაბრუნებულს საჭირო ნივთები ეკავა ხელში, მოჰყვა უტას ჭრილობის დამუშავებას, - იმედია ამ ჩხუბს წესიერი მიზეზი ჰქონდა, - ქალის გამო ჩხუბი წესიერია? — წამით შეეყინა ნიტას ხელი, დახედა ტუჩებზე უნებლიეთ - ყველაზე სულელური მიზეზია რაც კი გამიგია! - ხო, და თან იმ ქალის გამო, რომელმაც მიმატოვა... — არ აშორებდა ალავიძე თვალებს, მიუხედავად იმისა რომ ცდილობდა ნიტა მისთვის მზერა აერიდებინა, უტა მის სიახლოვეს ბოროტად იყენებდა, - უტაა, - გისმენ... — დაუბოხდა დადაბლებული ხმა, გააჟრიალა ქებაძეს, ეცადა ჩქარა დაემუშავებინა ჭრილობა. - მორჩა — დასძინა და სწრაფად მოშორდა, უნდა ამდგარიყო, ზედმეტი ბამბის გადასაყრელად, ძლიერად ჩაავლო მაჯაში ხელი ალავიძემ და ადგილზე დააბრუნა, - გამიშვი! — დაიჩურჩულა - დღითიდღე ვერ გიტან ქებაძე, დღითიდღე სიძულვილს ვგრძნობ შენს მიმართ! როგორ გადავხტე ჩემ თავს? ამას ვერ ვიკადრებ! რა გიყო? რა გკითხო ნიტა?! ალბათ მზადაც არ ვარ ძალაც არ მეყოფა გკითხო, - არაფერი მკითხო აქედან წადი! — უხეში იყო ნიტა, მაგრამ, უტა მისკენ იმდენად დახრილი იყო, უკან დახევაც ვერ შეძლო, - ქებაძე, როგორ მინდა ვერ გიტანდე! იმის გამო რაც გამიკეთე! — მიიზიდა თავისკენ და ფრთხილად დაწვდა მის ტუჩებს დაიგმინა თავადვე, აერია სუნთქვა ნიტას კაცის გმინვაზე, მოშორდა უტა წამით თითქოს იმ ემოციას ვერ გაუძლებდა მისი გული რომ ძლივს იტევდა ახლა, იმდენად ესიამოვნა, ვერ გაუძლებდა გული ამდენს ეგონა, ძლიერად დახუჭა ნიტამ თვალები გადმოსცვივდა ცრემლები მაინც, - უტა! თავი დამანებე! წადი! სახლში გელოდებიან. - მოღალატე გავხდები? თუ იმასთან წავალ ვინც მიყვარს? განა ეს იმან არ იცის? წავიდეს მაშინ ისიც, თავმოყვარეობის საკითხია! - გახდები! ჩემგან სწორი გგონია ახლა რასაც ვაკეთებ? - შენ ის გგონია სწორი რაც გააკეთე?! მიპასუხე! სწორი გააკეთე! გმირი ხარ ქებაძე? ასე გგონია?! შენ ხარ ზუსტად მოღალატე, წახვედი და მიმატოვე! მიყვარხარო იძახდი და ზურგი მაქციე! მე ვიქნები მოღალატე თუ კი წავალ მასთან ვინც მიყვარს? ჩემი ნება იყო ნატოს ჩემ სახლში ცხოვრება?! მე ვარ ნიტა მოღალატე?! და ვის ვღალატობ ცოლს?! არ მყავს მე ცოლი! ის ქალი ჩემი სახლის ბინადარია! მაგრამ ჩვენ შორის მოღატე ორივემ ვიცით ვინცაა! შენც იცი! კარგად იცი! და შენ ვის უღალატებ ახლა? ნატოს? თუ შენ თავს ქებაძე? — ხმას ვერ იღებდა ნიტა, ყელში მომდგარი ბურთი ადუმებდა, ვერც შეეჩერებინა ცრემლები გადმოეყარა ჩუმად, - წადი! — დაიწყო უხეშად - წავალ! — არ ჩამორჩა უტა - გაეთრიე! — უყვირა როცა წამოდგა უტა დაიძრა კარისკენ, - მივდივარ! — უყვირა მანაც, - მოშორდი, ნეტავ სად წახვალ ასე! - რა შენი საქმეა?! — უყვირა კარიდან უტამაც, ნიტა ხმამაღალ ტირილს მოჰყვა. - ზუსტად! არც მაინტერესებს! — უღრიალა ისროლა მისი მისამართით მუჭში დაგროვილი სისხლიანი ბამბა, - შენს გარდა ბევრი ქალია! გზამ მომიყვანა აქ თორე!.. - ხოდა გაეთრიე სადაც გინდა! - ნახვამდის! — უყვირა ბოლოჯერ და კარები ძლიერად გაიხურა, მოწყდა ადგილს იმ წამსვე ნიტა და მუხლებით დაემხო იატაკს, ჩამოადო დივანს თავი და ისტერიულად აუტყდა ტირილი - როგორ ვერ გიტან! როგორ მეზიზღები... მოსთქვამდა ხმამაღლა. თმებში წაევლო ხელები და ისე უჭერდა თითებს თითქოს თმების ამოძირკვა სურდა სკალპებიდან, ლანძღავდა ხმამაღლა და ცრემლებს ვერ იჩერებდა, ურტყამდა მუშტებს დივანს როგორც შეეძლო - ნიტაა, ნიტააა, — სწრაფად შემოვიდა უტა სახლში ისევ, თითქოს მოფხიზლებულიყო უფრო, აღელვება შემჩნეოდა სახეზე, სწრაფად მივარდა ძირს მოქვითინეს. - კარგი, ნიტა მაპატიე, — შეახო ხელი მცირედ უხეშად აუქნია ხელი ნიტამ, - მომშორდი! - მაპატიე, მართლა, შენი ასე წყენინება არ მინდოდა, — შეცვლოდა ხმა ღელვისა და სინანულისგან უტას, ცდილობდა შეხებოდა ფრთხილად მაგრამ უხეშად იშორებდა ნიტა, - ნიტა, გთხოვ შემომხედე!... მაპატიე — სცადა ისევ მისი სახე შეეტრიალებინა თავისკენ - შემეშვი — უყვირა ისევ, განაგრძო ხმით ტირილი - არსად არ მივდივარ მეც ნაწყენი ვარ უბრალოდ ეს არის და ეს. — აუქნია ნიტამ ისევ ხელი - ნიტა! — დაიგრგვინა ბოლოს, ძლიერად მოითავსა მისი სახე ხელებში დააკვირდა წამით გაჩუმებულს, ძლივს რომ იკავებდა ტირილს, ასწითლებოდა ცხვირი, სავსე ჰქონდა თვალები ცრემელებით _ შემომხედე! — შეაჩერდა ნიტა მართლაც ტბა ჩამდგარი თვალებით - ნუ ტირი! შენი ასე წყენინება არ მდომია! მაპატიე, - ბარში ვიყავი, უცხოში ამერიე, ასე დედასთან ვერ მივიდოდი უნებურად აღმოვჩნდი შენი სახლის კართან, ფხიზელზე მოსვლას არ გადავწყვეტდი და მთვრალმა გამოვიყენე შესაძლებლობა, ეს იყო და ეს, ხვალ რომ სინანულისგან მომინდეს, ამ წამებზე ბედნიერი მაინც არცერთი დღე აღარ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში რაც შენ წახვედი! შენი ასე ნერვიულობა არ მინდოდა, მაპატიე... — აღარ დაფიქრებულა ქებაძე ძლიერად მოეხვია და უნებურად აუტყდა ქვითინი ისევ - საშინელი ხარ უტა! - მაპატიე... — მიაკრო თავზე ტუჩები, თვადვე წამოდგა აიტაცა ხელში და დააწვინა საწოლში, მიუწვა გვერდით ატირებულს და ძლიერად მოჰხვია ხელები, - ვერსად წავალ ამაღამ... - როგორ მომენატრა შენი სურნელი თურმე — მოჰხვია ნიტამ ხელები, გაეღიმა და მოიწმინდა ცრემლი, - მე მთლიანად შენ მენატრები ნიტა, შენი მიმიკებით, საქციელებით სურნელით, ხასიათებით ყველაფრით მაკლიხარ, - ვირზე უკუღმა შემომსვამდნენ ამის გულისთვის, — მაინც ძლიერად ჩაეხუტა ნიტა - მე დამხვრეტდნენ მაშინ, — აკოცა ყელში ქალს... გაღვიძებისას ნიტა, მარტო იწვა, მხოლოდ სისხლიანი ბამბაღა ტოვებდა წინა ღამის კვალს, და უტას სურნელი, მის ბალიშს რომ აეკიდებინა უეცრად. ეს წასვლა მეტად ეტკინა ნიტას, მიხვდა ალბათ რას იგრძნობდა უტა იმ ღამეს, ათასი კითხვა ჰქონდა მზად მაგრამ უტა აღარ დახვდა. ტირილს მოჰყვა საცოდავად და მუხლებით იატაკს დაემხო. გასულიყო კიდევ ერთი თვეც და ისე დავიწყებას მიეცა ის ღამე თითქოს არც კი ყოფილიყო .... - შვი...დი რვა და! ერთი. ორი. სამი. ოთხი.... გაისმოდა მთელ დარბაზში ქებაძის ხმამაღალი მჭახე ხმა და სინქრონულად ჯოხის თქარა თქური - მარჯვენა, მარცხენა! მარჯვენა მარცხენა... — ისმოდა მისი ბრძანებლური ტონი იმხელაზე, რომ მუსიკის ხმასაც კი ფარავდა, - ძარღვში! არ შეიბოჭო მარიამ, თავისუფლად და გაიღიმე! — თითქოს უფრო გამკაცრებული იყო მასწავლებელი, თუ თითქოს უფრო დაქალებული? იყო ისევ მეგობრული მოსწავლეებთან, მაგრამ მეტად მომთხოვნი გამხდარიყო, ან იქნებ უბრალოდ მეტად მკაცრად მოითხოვდა ძველთან შედარებით... განსაკუთრებულად მომზადებულები იყვნენ მთელი ანსამბლი, გასტროლებისთვის, იმდენად მკაცრად მოითხოვდა ქებაძე დახვეწილ ილეთებს, არა მხოლოდ მოძრაობას აქცევდა ყურადღებას, არამედ რამდენად გულიდან მოდიოდა თითოეული ილეთი, რამდენად ძლიერად გადმოსცემდა მოსწავლე ილეთში სიყვარულს ცეკვისა და ხელოვნების მიმართ... ძალიან დატვირთული დღე იყო, ანსამბლი "ფესვები"- სთვის, სამ საათიანი ფრენა ჩეხეთის მიმარულებით, რიგში დგომა, შემოწმებები დამღლელი და გამთანგველი ლოდინი, უცხო ქვეყანა, და შემდეგ სასტუმროში დაბინავებამდე დიდხნიანი ლოდინი, ოხ რა რთული იყო ეს ბავშვებისთვის, მაშინ როცა იცოდნენ მეორე დღეს კონცერტი ექნებოდათ... თითოეულის მზერაზე დაღლა და მობეზრებული მზერა იკითხებოდა, იმდენად დაღლილები და ღამე ნათევები იყვნენ, სულ აღარ დაინტერესებულან უცხო ქვეყნით, სულ აღარ გაუხედავთ გარეთ, არ დაინტერესებულან პრაღის სილამაზით, ავტობუსის შუშებისთვის მიეჭირათ თავი და ნახევრად მითიშულები ელოდნენ სასტუმროში მისვლას, ქალაქ ლიბერეცში, როგორც კი ჩავიდნენ, მალევე შეძლო ქებაძემ ბავშვების ნომრებში განთავსება, რათა დაესვენა თითოეულს თავად კი პარტნიორ— ნიკასთან ერთად განაგრძნო თითოეული ბავშვის ინფორმაციის გაცემა სასტუმროს შესასვლელთან.... .... - როგორ ჩახვედით? — იკითხა ელენემ და უკვე მიხვდა როგორც იყო მისი დაქალი მაშინ როცა კამერაში გამოჩნდა - არ ვიცი, ისე დავიღალე, ასე მგონია მალე ტვინიც გამეთიშება ბავშვებიც ძალიან დაიღალნენ, ალბათ ხვალ დილამდე არ გაიღვიძებენ, - რომელი საათია? - ჯერ დღის 12 საათია - მოგზაურობ დროში რა გენაღვლება, - ნუ იტყვი გთხოვ, სახლში მინდა სიმშვიდეში, - როგორია მანდ? - ძალიან სილამაზეა, ლიბერეცში ვართ ჩვენ, ირგვლივ ხეები, ტყის ვაიბი და ესე მათ შორის აშენებული კორპუსები, ძაან სიმშვიდეა აი ძალიან კარგია, - ვაიმე როგორ გეტყობა ხმაზე რომ ძალიან დაღლილი ხარ, - კი არა? მშობლებიც წამოგვყნენ 4 მშობელია აქ მარა მაინც დიდი ყურადღება სჭირდებათ ბავშვებს და აი ხვალ რა იქნება არ ვიციი, ხვალ ალბათ აჯაფსანდალი იქნება დედა შვილს არ აიყვანს ხელში, 5 ცეკვა გაგვაქ და აი გიჟებივით მოუწევთ გამოცვლაც და ყველაფერი, ძალიან ვნერვიულობ, ისე მეშინია არ დაიბნენ, - ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე, წარმატებებს გისურვებთ... .... თითქოს დილა მშვიდად დაიწყო, ღელვისა და ქარბუქის გარეშე, მგზავრობაც მშვიდად ჩატარდა, მაგრამ როგორც კი ადგილზე მივიდნენ, ბავშვებსაც და თვით მასწავლებელსაც, ერთბაშად დაეწყოთ ღელვა – ყველა მზად ხართ? — იყვირა ნიტამ გოგოებთან, ისე აწითლებულიყო დაღლილი, ანერვიულებული, მაგრამ არ იმჩნევდა, ახლად მომრჩალიყო თითოეული გოგონას გაკრასკვას, ჯინჯილებს სათითაოდ უმაგრებდა, პატარებს ქამრებს უკრავდა და სიცხისგან დამწვარი გასწორებულიყო... - დიახ! — დაჰკივლეს ერთხმად, - სცენაზე ჯვარი სადაც ახატია, არის ცენტრი! ხაზებს ყურადღება მიაქციეთ, ღიმილი არ დაგავიწყდეთ არცერთს! მუსიკა თუ გამოირთვება რას აკეთებთ? - ვაგრძელებთ ცეკვას — დაიძახეს ისევ პასუხად - თუ რამე მოგძვრებათ? ჯინჯილა ან თუნდაც პადიუპკა? - არ მივდივართ მის ასაღებად, ან ფეხებით სწრაფად გავიძრობთ და გავაგრძელებთ ცეკვას. - მართალია, მუსიკა მორჩება სცენიდან ნაზად გამოდიხართ, შემდეგ მოდიხართ და ემზადებით ახალი ცეკვისთვის, მოამზადეთ კოფერები, შემდეგი ცეკვის ნივთები, რომ ზებნა არ დაიწყოთ, არაფერზე არ ინერვიულოთ! ყველაზე მაგრები ხართ და ყველაფერს იდეალურად გააკეთებთ! თუ ჯინჯილები მოგძვრებათ, ან რამე ქამარი არ ჩერდებით, არც მის ასაღებად არ მიდიხართ! აგრძელებთ ცეკვას გავიგეთ?! - დიახ! — ნიტამ ნერვოზულად გაუღიმა ბავშვებს, თითქოს თავს იწყნარებდა მაგრამ ის ყველაზე მეტად ღელავდა ახლა, მიეფერა წინ მდგომ პატარა ბავშვებს, - კარგით 4 ცეკვის მერე გადიხართ, ღმერთი თქვენსკენ! — ვირტუალურად გადაწერა პირჯვარი ფორმებში მოფუსფუსეებს და ბიჭების გასახდელისკენ დაიძრა... ... შემდეგ იყო უამრავი ღელვა, დაძაბული მზერა, მაგრამ მაინც წელში გამართული იდგა ნიტა კულისებში, გასამხნევებლად დაჰკივლებდა ხოლმე ბავშვებს, ყოველი ცეკვის დასრულებისას მათთან ერთად გიჟივით გარბოდა კულისებში და თითოეულს ეხმარებოდა გახდაში, სრაფად, მოაძრობდა ჯინჯილებს, ან ელვას ჩაუხსნიდა, ბავშვებიც ისე ღელავდნენ როცა თავზე ჩიხტიკოპს ვერ იმაგრებდნენ ან აჭარულის ქამარს ვერ იკრავდნენ, ეგონათ ვერ მოუსწრებდნენ და ლამის ტირილიც დაეწყოთ, თავად ნიტაც ისე ღელავდა თითების კანკალით, ეხმარებოდა ყველას, - უფროსი გოგონები ვინც მორჩით დაეხმარეთ პატარებს! — დაჰკივლებდა ხოლმე... — ისმოდა ბევრი ტაში, ოვაციები, განსაკუთრებული ემოციები იგრძნობოდა ხალხისგან, ნიკაც ისე ყვიროდა კულისებში, ბავშვებს ესმოდათ კიდეც მისი მითითებები... დასრულდა მათი გამოსვლა და არცერთი აღარ გამოქცეულა გასახდელში, იმ წამს ეგრძნოთ რომ ისე დაღლილიყვნენ, ისე გათანგვოდათ ძალები სიარულიც ძლივს შეეძლოთ, არა ცეკვებისგან, არამედ ემოციებისგან, იმდენი ემოცია განეცადათ ამ რამდენიმე საათში თითქოს მხოლოდ ადრენალინის ძალით ახერხებდნენ ენერგიაზე ყოფნას და მაშინ როცა მიხვდნენ ყველაფერი დასრულდა, ერთიანად მომწყდარიყვნენ... - ყოჩაღთ! საუკეთესოები ხართ! ძალიან ლამაზები იყავით ძალიან მაგრები იყავით ყველანი! ვამაყობ მე თქვენით.... — მოეხვია ყველას ერთდროულად ნიტა, მიეფერა თითოეულს, გულწრფელად და თავადაც დაღლილი ისევ დაეხმარა ბავშვებს გახდაში, ამჯერად აუჩქარებლად... .... - ყველანი ვართ? — დაიძახა ნიტამ, ავტობუსში, თვალი მოავლო თითოეულს და შემდეგ დაიწყო სიის ამოკითხვა, როცა ყველა ადგილზე დახვდა, წავედითო ბრძანა და წინა სავარძელზე უილაჯოდ ჩამოჯდა... გათანგოდა ძალები, კიდურები მოსწყდა თითქოს, ღელვისგან და სტრესისგან გადატანილი დაღლა იგრძნო - როგორ ხარ? — მიუჯდა გვერდით ნიკა, - შენ როგორ ხარ? ძალიან დავიღალე, მეც და ბავშვებიც, ემოციებმა მეტად დამღალა, ძალიან ვინერვიულე, - ყოველთვის ასე ხარ, ეს ძალიან დამღლელი იყო მართლაც შორს იყო გასახდელი ძალიან, - აუ კი, ძლივს გამოვრბოდით, ცოტა დაისვენონ ბავშვებმა და შემდეგ პრაღა დავთვალიერებინოთ... - ასე მოვიქცეთ, ლამაზია ნამდვილად პრაღისთვის მთელი საღამო წინ გვაქვს, ხვალ დილას აქ ძალიან ახლოს ზოოპარკია, - სად ლიბერეცში? - ჩვენ სასტუმროსთან ძაან ახლოს, ქვევით მუზეუმია ხვალინდელი და კიდევ რომელიღაც დღე უფასოა და იქაც შევიდეთ და შემდეგ გადავიდეთ სლოვაკეთში - კიბატონო დაამახსოვრდებათ ბავშვებს და სად უნდა დავსხდეთ რესტორანს ხო ვაპირებთ ან ბარს ბავშვებიც რომ გაერთონ? - ზეგ გერმანიაში კონცერტის მერე მაქვს შეკვეთილი და აქაც წავიყვანოთ ბავშვები კაფეში ჩეხური ლუდი და ჩეხური კანჭი როგორ არ უნდა ჰქონდეთ გასინჯული? — ნიტას სიცილი აუტყდა - ბავშვებს ლუდი? - ცოტა მერე რა? — გაეცინა თვითონაც ნიკას... ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ყველაფერი ისე როგორც უნდა ყოფილიყო, კიდევ ერთი დამღლელი და ემოციურად დატვირთული დღე არა მხოლოდ წარმატებით არამედ გრანპრის მოპოვებითაც დაასრულეს, თითოეულს მედლები გადასცა ნიტამ, დიპლომები დაურიგა ყველას, გაახარა კიდევ და არა მხოლოდ, მათთვის ყველასთვის საჩუქარი ჰქონდა, სასტუმროში დაბრუნებულებს სათითაოდ აძლევდა მათ საჩუქრებს... ეს იყო უმდენად დატვირთული პერიოდი მისთვის რომ დროებით, გადაეტანა ხოლმე ყურადღება დაშლილი გულისგან, მაგრამ ღამით დაწოლილს, რომ ზურგიდან არავინ ეხვეოდა მაინც აუტყდებოდა ხოლმე ჩუმი ქვითინი .... ჯერ კიდევ ხალათი შემოეცვა ნიტას სხეულზე საკუთარი თავისთვის გამოენახა დრო და მაქსიმალურად ცდილობდა მოეწესრიგებინა თავი. დასრულებისას სანამ საწოლს მიაშურებდა, მანამ კარებიდან გამომავალმა ხმაურმა აიძულა გაეღო კარი, სადაც შეწუხებული ქორეოგრაფი იდგა, - ნიკა? ასე გვიან რამე მოხდა? — შეიცხადა პარტნიორის დანახვისას და ხალათით მეტად დაიფარა სხეული, - მაპატიე ცუდ დროს მოვედი? - არა, უბრალოდ არავის ველოდებოდი და... — დაიხედა ნიშნად სამოსზე, - იცი, ვიფიქრე რომ განტვირთვა და დასვენება შენც გენდომებოდა, მთელი დღე კი ვცეკვავთ ვერთობით, მაგრამ ვგრძნობ როგორი დაძაბული ხარ, თითოეულს ყურადღებას აქცევ ყველას მზერას დააყოლებ რომ არავი არსად გაგეპაროს ან ვინმე არ გამოგრჩეს ახლა ყველა ოთახებშია შენი სიტყვის მერე კატეგორიულად გაფრთხილებულები, მშობლებიც აქ არიან და ვიფიქრე უარს არ მეტყოდი თუ სადმე დაგპატიჟებდი, — დაბნეულად მოისვა კაცმა კეფაზე ხელი, დააკვირდა ნიტა წამით, შემდეგ უბრალოდ გაეცინა, - გვიანი რომაა? - 10 დაიწყო ჯერ მხოლოდ, — აიჩეჩა მხრები. უყურა უხმოდ ნიტამ, ფიქრობდა, განა ეს პაემანი არ იყო? და იყო ნიტა ამისთვის მზად? მაგრამ იქნებ მართლა მხოლოდ როგორც მზრუნველი მამაკაცი მისი მეწყვილეს მიმართ, უბრალოდ სურდა ამ ქალის სახეზე გულწრფელი ღიმილი ენახა ისევ, - კარგი მაშინ ნახევარ საათში მზად ვიქნები, — დაუკრა თავი, დააკვირდა წამით როგორ აუციმციმდა მზერა კაცს, როგორ ეცადა არ გამოეხატა ემოციები და კარები ცხვირწინ მიუკეტა, გაეღიმა ნიტას მხოლოდ ისე წავიდა მოსამზადებლად... .... ჯენტლმენურად ეპყრობოდა ქებაძეს, ამ უაღრესად უზადო ქალს, ამაყად მიიწევდა მის გვერდით და ქედმაღლურადაც კი შეაჩერდებოდა ხოლმე მამაკაცებს, მათ მზერას რომ დაიჭერდა. კარებში შეატარებდა, ხელკავს, რომ გამოუდებდა ქებაძე ნელა სვლას იწყებდა, რადგან მაღალ ქუსლებზე მდგარი არ დაღლილიყო, ეს უკანასკნელიც ისე ლამაზად გამოიყურებოდა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ეცვა, რადგან მთელი ეს დრო კონცერტებზეც საოცარი დახვეწილობით იჩენდა თავს, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად გამოწყობილი ეჩვენა ნიკას,... - ძალიან შეიცვალე იცი? - შევიცვალე? — გაოგნება ვერ დამალა ნიტამ, ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ დიდ დარბაზს რბილი დაბალი ნათება ამშვენებდა, მეტად რომანტიული საღამოს შესაქმნელად, მშვიდი ჰანგები არღვევდა სიჩუმეს, ისევე, როგორც დარბაზში მცირედ ახმაურებული სტუმრები, - კი — დაუკრა თავდაჯერებულად თავი - რა შეიცვალა ჩემში? - მეტად სერიოზული გახდი, ვგულისხმობ აქამდე თუ ბავშვებთან ბავშვი იყავი, ახლა მხოლოდ მეგობობ მათთან, მათთანაც მკაცრი უფროსი ხარ, მაგრამ მეგობრული... - ასეა? მე ვერაფერს ვამჩნევ, - ასეა, ისედაც შეიცვალა რაღაც შენში, ადრე მეტად საყვარელი იყავი... — გაეცინა ქებაძეს მანამ დასასრულს მოისმენდა, - მაგრამ ახლა მეტად ქალური ხარ... -საინტერესოა ალბათ გავიზარდე ნიკა,— თქვა და ღვინო მოსვა, მშვიდად მოავლო თვალი დარბაზს, განსაკუთრებით მოშორებით მამაკაცთა სათათბირო მაგიდას მოავლო თვალი ყველაზე მკაფიოდ ხვდებოდა თვალს - არა შენ მეტად გამკაცრდი, დასერიოზულდი და უხეშიც კი გახდი, - სიამრთლე გითხრა მაინც და მაინც ვერ ვამჩნევ. - არა ნამდვილად ასეა... — განაგრძო საუბარი ნიკამ და ეცადა გაემხიარულებინა ქალი ძველი ამბების გახსენებით, შეძლო კიდეც, თამამად გადაიკისკისებდა ხოლმე ნიტა დ აუკვე მოსწონდა კიდეც მისი მოსმენა, უბრალოდ ხშირად იქცევდა ყურადღებას მამაკაცთა შეკრების ადგილი, ამოეღო მის თვალს, მხოლოდ ერთი მიზანი და თავდაპირველად იშვიათად მიაქცევდა ყურადღებას, შემდგე უბრალოდ ადგილის შეცვვლა მოუწია. საუბრიბდა ნიკა მხოლოდ მისთვის და ცდილობდა ნიტა გულმოდგინედ ესმინა ამ კაცისთვის. ნიტაც ისევ გადახედავდა ხოლმე იმ გარემოს და მხოლოდ ერთზე გაუშტერდა მზერა, შეაჩერდა დიდხანს ზურგით მჯდომს, დაბალი თმით, ბასქათის მსგავსად, განიერი მხრებით, უზადო აღნაგობის სხეულს, როგორ ჰგავდა მას, როგორ გავდა უტა ალავიძეს ეს ამაყად მჯდომი, ერთბაშად დაუარა სხეულში შიშის მსგავსმა გრძნობამ, ერთბაშად გაუთანგა ძალები, ფეხზე რომ მდგარიყო აუცილებლად ჩაიკეცებოდა იმ წამს, " მაგრამ მე გერმანიაში ვარ" გაიფიქრა თავის დასამშვიდებლად და ეცადა მისი ფიწრები გაეფანტა, იფიწრა რომ უბრალიდ ჭკყიდან გადადიოდა, რომ ყველას ამსგავსებდა უკვე მას, იმდენად სურდა მისი ნახვა იმდენად მინატრებოდა, ყველაფერს დათმობდა მართლაც მის სანახავად - შენზე მომიყევი ნიტა, მინდა რომ უკეთ გაგიცნო, ამდენი ხანია რაც ერთად ვმუშაობთ, არასდროს გავსულვართ სადმე, არ გვისაუბრია... — დააბრუნა რეალობაში კაცმა, - ხო... ჩვენ მუდამ საქმე გვქონდა..., არ ვიცი... რა მოგიყვე ჩემზე? — ჩაება საუბარში, ცადა თვალი მოეშორებინა შორს მჯდარი უცნობისთვის, მაგრამ ხშირად გააპარებდა ხოლმე თვალს, ამოწმებდა თითქოს, - ვინ ხარ? - ეგ ხომ ისედაც კარგად იცი— გაეცინა - რა გიყვარს, რა გიზიდავს დამატებითი ჰობი მომიყევი შენზე რავიცი — დაიბნა თვითონაც აიჩეჩა მხრები, - მე, მე ტყუილს ვერ ვიტან, მაგრამ ყოველთვის შემიძლია ნებისმიერი რამ ვაპატიო ადამიანს - ღალატიც? - კი ღალატიც, მოღალატეს ვაპატიებ აუცილებლად, კიდევაც შევძლებ გავუღიმო, მაგრამ მეორე შანსს არ მივცემ, ვგულისხმობ ჩვეულებრივი ვიქნები მასთან მაგრამ ისევ ის ურთიერთობა არ მექნება რაც მანამდე... - უცნაური ხარ, - რატომ ვარ უცნაური? რადგან პატიება შემიძლია? ეს ხომ ჩვეულებრივი უნდა იყოს ყველასთვის? - და რომ არ არის ამიტომ ხარ უცნაური და განსხვავებული, — ნიტას გაეცინა, გააპარა თვალი ისევ უცნობისკენ ოდნავ მობრუნებულიყო, ეს ვაჟკაცური, დახვეწილი პროფილით გამოჩენილიყო, მის ვაჟკაცურ სახეხე ყვრლაფერს მტკიცე ნებისყოფისა და ენერგიის ბეჭედი ესვა. ნაზდად მიიჭირა ხელი გულზე ნიტამ, ეგონა ახლა მკერდს გამოგლეჯდა და ზუსტად იმ მაგიდასთან გაიქცეოდა სადაც ნამდვილად უტა იჯდა, - კარგად ხარ? — ჰკითხა როცა ნიტას მთელი ყელი დაჭიმვოდა, ისე ღრმად სუნთქვადა თითქოს მთელი გერმანია შემოერბინოს, შეაჩერდა ისევ, იღიმოდა კაცი გვერდზე მჯდომს გახედა, კიდევ მკვეთრად გამოჩნდა მისი სახე, ტირილის პირას მივიდა ნიტა - ნიტა კარგად ხარ? — წამოიწია კაცი - კი, უბრალოდ ცოტახნით გავალ კარგი? — სწრაფად წამოდგა - ხომარ გამოგყვე? ცუდად გამოიყურები, — აფორიაქდა ნიკა, - არა! კარგად ვარ, — გაასავსავა ხელები და სწრაფად გავიდა, საპირფარეშოს ვიწრო დერეფანში უნდა შესულიყო, მაგრამ ყველა ნაბიჯზე უამრავი კარი ხვდებოდა, საპირფარეშოს კარის წინაც კი კარებები იყო, წამით შეჭმუხნა წარბები გაკვირვებისგან და საპირფარეშოში შევიდა, მაშინვე მოისვა გასველებული ხელები კისერზე, შუბლზე, თითქოს დააწყნარებდა ეს ყველაფერი, თითქოს რეალობაში დააბრუნებდა. სარკეში უყურებდა საკუთარ თავს აღელვებულს, ანერვიულებულს, უფეროსა და აცახცახებულს - რას აკეთებს აქ? აქ რა უნდა? აქ როგორ დავემთხვიეთ?! — ჩამოეყრდნო ნიჟარას, როგორ მოუნდა ახლა ტირილი, რომ ძლივს ცდილობდა მის შეკავებას თითქოს მერეც ბევრი დრო ჰქონდა ცრემლებისთვის, - ღმერთო, რომ დამინახოს მერე? რა იქნება? უბრალოდ გვერდს ამივლის? თუ გვერდს არ ამივლის რას გააეთებს, — გვერდი რომ ჩაევლო უტას მისთვის, ნამსხვრევებად იქცეოდა, ეს თავადაც იცოდა, ღელავდა თუ დაინახავდა თუ კი შეაჩერებდა უტა, სასიამოვნო დიალოგი არ ექნებოდათ, მაგრამ რომ აევლო როგორც უცნობისთვის გვერდი, ქებაძეს გაანადგურებდა... ჩაიმუხლა ნიტა, იჯდა და თავადაც არ იცოდა რაზე ფიქრობდა, იმდენხანს იყურყუტა თითქოს წავიდოდა ალავიძე და შემდეგ გავიდოდა, სულ დავიწყებოდა, ნიკა რომ იჯდა და ელოდებოდა, როცა გაახსენდა თითქოს გვიანი იყო უკვე, წამოდგა თავი შეძლებისდაგვარად მოიწესრგა, მზად იყო ნიკასთვის ეთქვა რომ სასწრაფოდ წასულიყვნენ აქედან. შეეშინდა უტას ნახვა, ვერ შეძლებდა მასთან საუბარს, ღრმად ამოისუნთქა კართან და კარში გავიდა თუ არა ძლიერად დაეჯახა გამაგრებულ სხეულს, ძლიერ სხეულს, რომელმაც ძველებურად უკან გადავარდნილი თავისკენ მიიზიდა და ძლიერად გააკავა. არ კი დაფიქრებულა ქებაძე, ტუჩები სატირლად დაებრიცა ვერ ახედა, თავი ვერ აწია ქებაძემ, თითქოს უკვე იცოდა სხეულის პატრონი, იმ ხელის პატრონი ხელი რომ მოეხვია ახლა მის წელზე, არც უტა იღებდა ხმას, უყურებდა თავჩახრილს, "Verzeihung" ამოგმინა ქებაძემ ხმადაბლა საბოდიშო სიტყვები და სწრაფად მოშორდა თავდახრილი, გაიგონა უტას ბაგეებიდან ამოსული მისი სახელი, მაგრამ არ გაჩერებულა, წესიერად მოშორება ვერ მოასწრო, კაცმა მაჯაში ჩაავლო ხელი და ისე უხეშად მიატრიალა თავისკენ , ისე მტკინვეულად აიკრო სხეულზე გმნივა აღმოხდა ქებაძეს, ალავიძეს მისი ხელი წელს უკანვე მოეყოლებინა და თითქოს დაბმული უყურებდა ალავიძეს, ნამდვილად უტას უყურებდა ახლა შავ შუშის თვალებში, ჩააჩერდა ნიტა, გული ისევ ძლიერად აუძგერდა, ისევ დაუარა შიშის ტალღამ, გულის სიღრმემდე ეგრძნო ფათერაკიანი თავგადასავლის ეს უკანასკნელად მოვარდნილი ტალღა. მისი სუნთქვა ეფრქვეოდა სახეზე სასიამოვნოდ და კიდევ მეტად აღწევდა სარივით ნიტას გულში, უტას მზერა შხამიანი გველის ნაკბენივით ესობოდა ქებაძეს, მოსალოდნელი კულმინაციის შიშის გრძნობამ შეაშინა მეტად. უყურებდა უტაც სახე შეუცვლელად, თითქოს აქამდე უკვე ენახა და მისთვის გასაკვირი მისი ხილვა აღარ იყო, მხოლოდ სიახლოვე სურდა ახლა მასთან, კარზე ააკრო ქებაძე ისევე შეაღო კარი, ისე შევიდა ოთახში ნიტა არ მოუშორებია, წამით მოავლო ნიტამ თვალი ძალიან პატარა ოთახს, სადაც არაფერი იდგა, მხოლოდ ძალიან დაბალი შუქი აინთო ავტომატურად. უხეშად აეკრო კედელზე ნიტა მოექცა წინ ალავიძე და ერთხანს დააკვირდა, თვალი გააყოლა როგორ ჩამოგორდა ნიტას ცრემლები ლოყაზე და აღარც დაფიქრებულა უბრალიდ მოწყურებული, გაშმაგებული დააცხრა ქალის სასურველ ბაგეებს, ისე გრძნობით და სიფრთხილით ეხებოდა თითქოს გაქრებოდა მისი სახე, უკოცნიდა ზედა და ქვედა ტუჩებს ეფერებოდა სახეზე, ნიტას კი ღვინისა და მისი სურნელის ნარევი უბრუებდა თავს, აჰყვა თავადაც, მაგრამ ვერ შეკავებულმა ცრემლებმა დაუნამა სახე სადაც უტა ნაზად ეფერებოდა, ალავიძის ეს საქციელიც აკვირვებდა, მაგრამ მისი ალერსის განცდა ყველაფერს ერჩივნა ახლა სხეულში ელექტრონაპერწკლები, ეს საოცარი ჩქროლვა, ტკბილი დამათრობელი გრძნობა . მოშორდნენ ერთმანეთს, უტა ღრმად სუნთქავდა ქალის ბაგეებთან ახლოს ისევ, ნიტა კი ტიროდა სუნთქვის დარეგულირებასთან ერთად, მეტად დაებრიცა ტუჩები როცა ალავიძის თვალებს წააწყდა დამშვიდებულს, გამღვალს - უტა, რას აკეთებ?! — მთელი ენერგია დააყოლა ამ სიტყვებს ნიტამ და უტაც შეკრთა, ხან ერთ ხან მეორე თვალში ჩააჩერდებოდა ქებაძეს გაოცებული მზერით. მიხვდა ნიტა რომ სულაც არ ჰგონებია უტას ნამდვილად ქებაძეს რომ კოცნიდა და კიდევ მეტად აუტყდა ტირილი, - აქ? შენ?.. რას აკეთებ აქ?! — საოცრად სწრაფად ეცვალა კეთილი მზერა ბოროტად, შეეკრა კოპები ალავიძეს. ისე შეაშინა ნიტა მისმა პირქუშმა გზნებარებამ, იმ ავმა კუშტმა გამომეტყველებამ წამით დაიბნა - შენთვითონ რას აკეთებ აქ? თან ასე ნასვამი! — არ ჩამორჩა სიუხეშეში, შეიწმინდა ცრემლები ერთბაშად, თუ უტა მას უხეშობას დაუწყებდა, არ აპირებდა თვითონ დაუცველი გოგო გამხდარიყო, არ აპირებდა საცოდავი ყოფილიყო მის წინ - რომ გეკითხები მიპასუხე! - მეც შეგეკითხე მგონი! - საქმიანი შეხვედრა მაქვს! - მშვენიერი! ხოდა წადი შენ საქმიან შეხვედრებზე და იმედია ყველა გამვლელს არ გააჩერებ და არ დაუწყებ კოცნას! — წაეცინიზმა, დაემანჭა წამით ცქვიტად შეტრიალებული კარებს დასწვდა სწრაფად გამოაღო, უტამ ძლიერად მიაჭირა ხელი და კარიც სწრაფად დაიკეტა, - რას აკეთებ-მეთქი?! აქ როგორ აღმოჩნდი?! - გასტროლებზე ვართ! დაწყნარდი?! ან რა შენი საქმეა! - ხო არა? — ირონიულად ჩააჩერდა ისე გადახლართა მკლავები ერთმანეთში მოშორდა წამით - რა? ახლა არც გჯერა? - ამ რესტორანში ბავშვები არ დაჰყავთ ნიტა! - დაღლილი დღის მერე მე და ნიკა სავახშმოდ გამოვედით — ცდილობდა ზიზღით ესაუბრა, ცდილობდა სახეზე დამჩნეოდა ის არ არსებული ზიზღი, ირონიულო იყო იმ წამს - სავახშმოდ! ასეთ რესტორანში! მალადეც! ვახშმის მერე სად აპირებთ წასვლას? — გადაიწია მისკენ ირონიული სიტყვებით მაგრამ ყბები ისე დაჭიმვოდა, მისი ღრჭიალიც კი ესმოდა ნიტას, - შენი საქმე არ არის! — სწრაფად შებრუნდა ნიტა ისევ კარის გასაღებად, უხეშად შეატრიალა თავისკენ კაცმა, - როგორ შეგიძლია?! — ჩაავლო მხრებში ხელი, - როგორ შეგიძლია ასეთი იყო?! როგორ შეგიძლია იმ ყველაფრის მერე პაემნებზე იჯდე? ასე უცებ როგორ დაივიწყე ყველაფერი? — ჩაევლო ქალისთვის მხრებში ხელი ისე მტკინვეულად და ისე ძლიერად თავად ვერც ამჩნევდა, - პაემანზე არ ვარ! და თავი დამანებე შენი საქმე არ არის-მეთქი! - მგონი ჯობია წინასწარ გააფრთხილო შენი პარტნიორი ერთ დღესაც გაიღვიძებს და მასაც მიატოვებ! — გული მოეწურა ნიტას, ისე ეტკინა ხმამაღალი ტირილი ძლივს შეიკავა - მე შენ არ მიმიტოვებიხარ! - გაიპარე! ჩუმად წახვედი! ჩემი თხოვნის მერე, ჩემი სიტყვების მერე! ყველაფერს ხაზი გადაუსვი! — ისე ხმამაღლა ესაუბრებოდა ვერ იაზრდებდა თვითონ რომ თითქმის ყვიროდა - არ მიმიტოვებიხარ! — უყვირა ნიტამაც - როგორ არაა! აბა რას ნიშნავდა გაპარვა? ისე რატომ წახვედი?! - იმიტომ რომ სხვანაირად არ გამიშვებდი! არ მიმიტოვებიხარ, მე შენ გზა გაგიხსენი, - რომელი გზა გოგო? რომელი გზა?! სად არის გზა?! — მთლად შეიშალა კაცი, გაეცინა სიმწრით - ნატოსთან ურთიერთობები უნდა დაგელაგებინა - ურთიერთობას როგორ დავალაგებდი ადამიანთან რომელიც არ მიყვარდა? მაგრამ შენ ეგეც კი არ გჯეროდა! არ გჯეროდა რომ ნატას მიმართ არაფერს ვგრძნობდი... - მე შენი მჯეროდა! - მაშინ რატომ წახვედი?! რატომ არ დამიჯერე როცა გითხარი რომ ყველაფერს მოვაგვარებდით, რატომ არ გამიშვი იმ ღამეს, - როგორ აპირებდი მოგვარებას?! ან მე გეყოლებოდი დამატებითად ან ის! შენი აზრით ეს სწორია? შენი აზრით ეს სიმშვიდეს მომცემდა? შენია ზრით, მშვიდად ვიცხოვრებდი შენ გვერდით, როცა მეცოდინებოდა რომ ნატო შენ შვილს გააჩენდა? მაშინ როცა ვიცი რომ იმდენად საყვარელია შვილი, რომ ვერ მოშორდებოდი მას?! უტა მე რომ დამმართნოდა იგივე, შეეგუებოდი იმ ფაქტს რომ მე სხვასთანაც ვიყავი მაგრამ შენ მიყვარდი? ეს სწორი იქნებოდა? - ნიტა! — ამოიღმუვლა ბრაზით ისე მიეჭრა ისე დააჩერდა ზევიდან თითქოს მისი მოკვლა უნდოდა იმ წამს, კედელისთვის ხელი მიეჭირა. მიეჭრა ქალს შუბლზე შუბლი დაადო მძიმედ, შეეშინდა იმ წამს ნიტასაც ძლიერად დახუჭა თვალები, მიხვდა როგორი მძვინვარე და პირქუში იყო იმ წამს. უტამ ძლიერად დაარტყა კედელს და სწრაფად მოშორდა ისევ, - დაველაპარაკებოდი, - რას ეტყოდი ბავშვი მოიშორეო? წადი და მარტომ გაზარდეო? რასს? უტა რას მოელაპარაკებოდი? რას ეტყოდი? ან მე ვიყავი და ან შენი შვილი! ჩვენ ორს შორის უნდა გაგეკეთებინა არჩევანი! რომელსაც ვერ გააკეთებდი! ვიცოდი ეს ამიტომ დაგეხმარე! - არა! , არა! არა! — აუტყდა სიცილი, სიმწრის სიცილი სრულად მოშორდა ნიტას დატრიალდა ადგილზევე ციბრუტივით ნერვოზულად, მზვინვარებისგან გონება არეული და ჩამოისვა სახეზე ხელები, - მე შენ გეტყვი!.. შენ! — გაიშვირა თითი ნიტასკენ ყბებ დაჭიმული მკაცრად ჩააჩერდა თვალებში - შენ ჩემზე არცერთი წუთით არ გიფიქრია ქებაძე! არცერთი წუთი! მხოლოდ ნატოზე ფიქრობდი, მხოლოდ მასზე ღელავდი! - უტა ის დედაა! მარტო ვერ შეძლებდა გაიგე! - და მე? მე რადგან კაცი ვარ! კაცებს სიყვარული არ შეუძლიათ? მე რას ვიზამდი უშენოდ?; - უტა მეც შენ მდგომარეობაში ვარ! - არა! არ ხარ! არ გიწევს ყოველდღე უყურო იმ ადამიანის სახეს ვინც საყვარელ ადამიანს დაგაშორა! არ გიწევს მისი წიკების ატანა უხმოდ! მისი პრეტენზიების რომ ვერ ვუღიმი, თბილად ვერ ვექცევი... იმ იმედით წახვედი რომ ოდესმე შემიყვარდებოდა ნიტა? ვერასდროს! არასდროს! არანაირად! იცოდი როგორ მოგეჯაჭვე ადეწი და შენც წახვედი! შენც მიღალატე ნიტა! — ესღა თქვა მხოლოდ, კარები ძლიერად გაიკეტა და ნიტაც მარტო დატოვა მისი ექოთი გაჟღენთილ ოთახში... .... - ამდენი ხანი სად იყავი? — მიეჭრა გამოჩენილს ნიკა, შეამჩნია მისი ტირილისგან დასიებული თვალები მაგრამ ვერ შეჰბედა ეკითხა - ყველგან გეძებე საპირფარეშოშიც ვიყავი მაგრამ არც იქ იყავი... როგორ ხარ? ძალიან დაღლილი ხარ! იტირე? — ააწევინა თავი, დაღლილს, მაკიაჟიც მოშორებოდა, - ნიტა კარგად ხარ? — ორივე ხელით ააწევინა თავი ჩახედა ქალს თვალებში, - კი უბრალოდ, მე... ნაცნობი ვნახე საუბარი დავიწყეთ, დიდი ხანია არ მინახავს, თავადაც მეგობრებთან ერთად იყო და ვერ წამოვიდა ჩემთან ერთად, - ხო მაგრამ... - კარგად ვარ, უბრალოდ ცუდი ამბავიც გაგვახსენდა... — გაეცინა ისე შეხედა თვალებში ნიკას პირველად, - იქნებ წავიდეთ? მართლა დავიღალე, - წავიდეთ, რა თქმა უნდა... — სწრაფად დაწვდა ნიტას ჩანთას, მცირედ მოეხვია ქალს - მაპატიე ნიტა, ვიფიქრე განიტვირთებოდი მგონი უარესი მოხდა აქ, — მართლაც დაღლილი ჩამოეყრდნო ნიტა კაცს და წამით შეაჩერდა დარბაზში შემოსულ ალავიძეს, მკაცრად შეჩერდა გზადვე, უყურებდა ნიტას ყბებ დაჭიმული, მხოლოდ ბოროტი მზერით ეჭვიანი და მძვინვარებით სავსე. თითქოს შორი მანძილიდანაც ესმოდა ნიტას მისი ღრენა... მოშორდა ნიკა ხელი ჩაკიდა და მასთან ერთად გავიდა რესტორნიდან, ერთხელ მოასწრო ნიტამ გაეხედა უკან, დაენახა ისევ მისი საყვარელი შავი თვალები, რომელიც ისევ უყურებდა... ..... - ბავშვებო, დღეს მივდივართ საღამოს, მანამდე, თუ ვინმეს გსურთ მშობლებთან ერთად გასეირნება გზა ხსნილი გაქვთ უბრალოდ გამაფრთხილეთ, 2 საათში ჩვენც გავალთ, რადგან წვიმს და საშინელი ამინდია, დახურულ აუზებში წავალთ, თან იქონიეთ ყველა საჭირო ნივთი, საცურაო კოსტიუმები, პირსახოცი, გამოსაცვლელები და სხვა დანარჩენი ნივთები... — გასცა ჩვეული ბრძანება გოგონებთან და დააკვირდა თითოეულს... .... თვითმფრინავიდან ჩამოვიდნენ თუ არა მაშინვე გადაითვალა ნიტამ თითოეული, რადგან ყველა იყო თავისუფლად წავიდა წინ, შეამჩნია საქმიანად ჩამოსული ალავიძე, წამით გაუშტერა კიდეც თვალი, მანაც რომ შეხედა, სწრაფად მოაშორა მზერა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


