შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის’წერა(სრულად)


დღეს, 09:44
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 494

სიმღერის ხმა გარეთაც აღწევდა. ხმაურისა და ფიქრებისგან თავატკიებული აივანზე გავიდა . სიგარეტს ეწეოდა და შგნით მყოფებს აკვირდებოდა. უამრავ ფიქრსა და პრობლემას შორის ერთი ჰყავდა მაშველ რგოლად,საყვარელი გოგო რომელიც სკოლიდან მოყოლებული გვერდით ჰყავდა. დაქალებთან მოცეკვავეს ბიჭის პრობლემები არც ეხებოდა, ხმამაღლა იცინოდა მთვრალი კაცების მოძრაობაზე და აგრძელებდა სხეულის მოხდენილ რხევას . არ შეუნიშნავს როგორ უყურებდა კარგად ნაცნობი ,მაგრამ უმნიშვნელო გოგო შესაბამისად იცის ვერ გაიგო როგორ დაურეკეს და ამ ზარის შემდეგ რა სიჩქარით დაიძრა მისკენ , მხოლოდ შეხება იგრძნო მკლავების მხრებზე და წითლად შეფერილი ტუჩების ტუჩებზე . მოშორებაც ვერ მოახერხა ისე დაიწყო გოგომ ჩურჩული
-ამყევი თუ არ გინდა გოგოხიამ ამოგწყვიტოთ
-ნინა ? - კაცის ხმა გაიგეს და გოგოც მაშინვე შებრუნდა ,ზურგით მიეყრდნო ბიჭის გულ-მკერდს და ხელზე ხელი მოუჭირა
-მიშა ძიაა როგორ ხარ? ლიაკო კი ვნახე ,გამახარა თქვენმა დაბრუნებამ …მამამ მითხრა დროებით ჩამოვიდნენო
-სახლში რომ ვიყავით არ დაგვხვდი …
-ხოო … მე და ლუკა გასულები ვიყავით . გაიცანი ჩემი საქმრო , ლუკა ხაჭვანი ეს კი ბიძაჩემია მიშა გოგოხია -მეამიტი გამომეტყველება მიიღო და სახეგაბადრულმა გააცნო კაცები ერთმანეთს.
-დედაშენს არ უთქვამს ხაჭვანების რძალი თუ ხდებოდი … საერთოდ არ უთქვამს დაქორწინებას თუ აპირებდი
-იმიტომ რომ არც მათ იციან ჯერ ახლა უბრალოდ წამომცდა თანაც შენ ცოტა ხნით ხარ და იქნებ ქორწილისთვის ვერც ჩამოხვიდე -საუბარს არ წყვეტდდა და ფრჩხილებს მთელი ძალით აჭერდა ბიჭის ხელისგულს
-დიდი ხანია ერთად ხართ?
-სკოლიდან ვიცნობთ ერთმანეთს,მაგრამ შეყვარებულები ცოტა ხნის წინ გავხდით…მეგობრები გველოდებიან წავედით . ხვალ შემოგივლით- რომ მიხვდა სიტუაციაზე კონტროლს კარგავდა ბიჭი თან გაიყოლა - დედაჩემის დეიდაშვილია ,ძმაა ერთად გაიზარდნენ. ბებიამ გაზარდა და ჩემ ქმარს თითს არ დააკარებს რაც არ უნდა გქონდეს ჩადენილი. ყველამ უნდა დაიჯეროს - ცარიელ ოთახში შეკეტა და ისევ საუბარი განაგრძო
-ნინა ან საიდან გაჩნდი ან რა იცი რა ხდება ან რა მოიგონე საერთოდ.შეიშალე? მუჯირს არ მიჰყვებოდი ცოლად შარშან? გადაირიე საბოლოოდ ?
-ჩემი სახელი თუ იცოდი არ მეგონა -უცებ გაჩერდა და მზერა გაუსწორა - ან მუჯირის ამბავი
-სულ ჩემ დასთან იყავი … ეს ამბები მანაც არ იცის და შენ ვინ მოგიყვა
- არც უნდა გაიგოს … მის გამო უნდა დამიჯერო . მიშა ყველას გაანადგურებს
- შენი ბიძაშვილი კომაშია…მის ამ მდგომარეობამდე მიყვანას მედავებიან და შენ რას აკეთებ ამ დროს
-მჯერა რომ შენ არაფერ შუაში ხარ ან თუ ხარ იმსახურებდა
- მიშას ჩემთან აქვს საქმე …არ ჩაერიო
-და ახლა რა ვთქვა მოგატყუე-თქო?უკვე დედაჩემსაც ეცოდინება
-საცოლე მყავს ,რომელიც გეცოდინება როგორც მიყვარს და მას ვერაფრის გამო ვერ დავკარგავ . ქალის ხარჯზე გადარჩენა ჩემი საქმე რომ არ არის
-რა დროს შენი ძველბიჭობაა ახლა ან რა დროს ანაა … მიშა გაგანადგურებთ
-შენ რა ხეირი გექნება ამ საქმიდან…ნინისთანაც აღარ მეგობრობ. რა ხდება ძველი სიყვარულის გადარჩენა გადაწყვიტე?- ცივი წყლის გადავლებას ჰგავდა მისი სიტყვები და ირონიული ტონი
-მე და შენ ერთმანეთსაც არ ვიცნობთ რა სიყვარული … მე ვინც მიყვარდა იცის მთელმა ქალაქმა. შენთვის ვამბობ , მაგრამ თუ გინდა სიკვდილს ევედრებოდე ნება შენია - იქამდე თუ უკან არ იხევდა ახლა კარი გამოგლიჯა და გაეცალა. ლუკა ხაჭვანი მისთვის ამოკვიატება იყო რომელიც ვერაფრით გადაფარა .

მიდიოდა და ხედავდა წყვილს შორის დატრიალებულ ქარიშხალს. არ ესმოდა ანას რას პასუხობდა ,მაგრამ გოგონამ სილა რომ გააწნა და დემონსტრაციულად დატოვა მანქანის გაყვანამდრ დაინახა.
სკოლის ეზოში თამაშობდნენ დაჭერობანას სალი ხაჭვანი , ნინა ხომერიკი , ნუცა ფაჟავა და კიდევ რამდენიმე გოგონა გულაჩქარებული ,აჟიტირებული გარბოდა და უკან ადევნებულ მდევრებს უყურებდა ვიღაცას რომ შეასკდა მთელი ძალით. ეს უკანასკნელი იმდენად მყარად იდგა დაცემის საშუალება არ მისცა პატარა ლოყებწითელა გოგოს და არც თავად შერყეულა .
-სალომე ფრთხილად იყავი არ დაეცე და რამე ნორმალური ითამაშე - უმცროს დას მისცა შენიშვნა , არც შეიმჩნია ხომერიკი ისე გაეცალა დინჯი ნაბიჯებით. ეს დღე იყო პირველი როცა ნინამ შენიშნა და მას შემდეგ სულ უყურებდა , მუდამ იცოდა სად იყო , როგორც იყო, რას აკეთებდა ან რა ელოდა . სალომესთან მეგობრობდა, დაქალები არ ერქვათ მაგრამ საერთო წრე ჰყავდათ და ხშირად იკვეთებოდა მათი გზები . უფროს ხაჭვანსაც ხვდებოდა ,მაგრამ დიალოგიც კი არ ჰქონიათ ისეთი ლუკას მეხსიერებაში რომ დარჩენილიყო. არასდროს უცდია მისთვის თავის მოწონება, საკუთარ თავსაც ვერ პატიობდა ამ აუხსნელ გრძნობას. ფანი რომ შორიდან ეტრფის საყვარელ მსახიობს თუ მომღერალს ამ პოზიციაში იყო სულ ახლა კი მიდიოდა ქალაქის ხმაურიან ქუჩაში და ისევ გრძნობდა ხაჭვანის ტუჩების შეხებას. გაუაზრებელი ემოციები გვიან აღიქვა ტვინმა და ყველაფერმა ერთად სუნთქვა შეუკრა , იმდენად ცუდად გახდა მანქანის გაჩერება მოუხდა . წყლის ბოთლს ძლივე მოხსნა თავი და რამდენიმე ყლუპი გადაყლაპა
-რამე უნდა ვუშველო…როგორმე დავარწმუნო . სხვა გზა არ არის - უცებ გაუნათდდა გამჭრიახი გონება და კონტაქტებს შორის საჭიროზე დარეკა
-ჰელიუ დაკარგულო
- როგორ ხარ ქეთო?
- მე კარგად და თავად ? მეგონა ქვეყნიდან წახვედი და გადაიკარგე სადღაც კუნძულზე
- აგვისტოში წავალ ჯერ არ … ახლა მინდა ცხელი ინფორმაცია მოგაწოდო შენი ყვითელი ჟურნალისთვის
-რა ხდება ? როდის დაიწყე ჭორების გავრცელება?
-არავინ არასდროს უნდა გაიგოს რომ მე მოგაწოდე ინფორმაცია
- რა თქმა უნდა ოღონდ თუ არ მომეწონა არ დავწერ ხომ იცი
-ვიდეო მტკიცებულება არსებობს და თუ მოიპოვებ ფოტოებსაც დაამზადებ
- სიმართლე არაა იმდენად მნიშვნელოვანი რამდენადაც ამბავი რა გამოვა აქედან
-ნინა ხომერიკი ქორწინდება … მოგწონს?
-სერიოზულად? ვისზე ?,როდის ? მე ახლა უნდა ვიგებდე?
-ლუკა ხაჭვანზე …
-უკაცრავად? ჩვენი სალის ძმა ლუკა ხაჭვანი იგულისხმე თუ ვინმე ბიძაშვილი ჰყავს
-ზუსტად ეგ
- ანას როდის დაშორდა
-შეგიძლია დაწერო რომ მე დავაშორე … როგორც იქნება უფრო ხმაურიანი ისე შეფუთე . ხვალ საღამოს რომ ყველამ იცოდეს და ყველა პლათფორმაზე შემხვდეს.შეძლებ?
-რას შვები გოგოს კაცს ახევ ნინა?ლუკა როდის შეგიყვარდა არ შემშალო
-ვიდეოები ნახე კახიანების ქორწილიდან. აივანზე კამერაა . დაურეკე საბას და მოაგვარე
-დარწმუნებული ხარ?შემიძლია ეს საუბარი დავივიწყო და
-ქეთო მოიქეცი ისე როგორც იქცევი ხოლმე … რაც შეიძლება მწარედ და ხმაურიანად
-იმედია არ მომკლავენ ხომ? უცნაური წყვილი იქნებით …ვერ ვიაზრებ არასდროს დამიკავშირებიხართ
-მუშაობა დაიწყე ქეთო … დროებით.მადლობას აუცილებლად გადაგიხდი
- იცოდე სტატიის შემდეგ პრეტენზიები არ იყოს
-არ იქნება … მთავარია შედეგი
-მაშ დროებით .

მთელი ღამე გაათენა .
არც ლუკა ხაჭვანს ეძინა სულ გადაავიწყა შეყვარებულთან ომი ციხიდან მოსულმა ამბავმა , მისი უმცროსი ძმა დაჭრეს. საავადმყოფოში გაქცეულს კიდევ ერთო ამბავი დაემატა ,დედას სტენოკარდული შეტევა ჰქონდა , კაფე-ბარში ცეცხლი გაჩნდაო კლინიკის დერეფანში მჯდომს დაურეკეს . ჩიხში მომწყვდეულივით გრძნობდა თავს და ხვდებოდა აქედან დაიწყებოდა ყველაფერი
-სუნთქვა გიჭირს? ჯერ სად ხარ …სიკვდილს ინატრებ .ტყვიას გადაგარჩინა ნინამ , მსროლელს ზუსტად შენი ხერხემალი ჰქონდა მიზანში , მაგრამ ტყუილებით ვეღარ გიშველის . შენი შეყვარებული მომიკითხე
-შეყვარებული არ მყავს ნინას გარდა - თავადაც ვერ მიხვდა ანას დაცვის ინსტიქტი ჰქონდა თუ რატომ უთხრა ეს სიტყვები ასე მტკიცედ - შენ კი სიმართლე რომ დადგინდება თუ კაცობა გეყოფა მოხვალ და პატიებას თხოვ მთელ ჩემ ოჯახს. მადლობა უთხარი ღმერთს რომ ჩემი ძმა სუნთქავს თორემ ნამდვილად ჩავიდენდი დანაშაულს
-ჩემი შვილიც სუნთქავს , აპარატზე მიერთებულია ათი დღეა და დედამისი მუხლმოდრეკილი ლოცულობს ათი დღეა. ჩემმა ერთადერთმა შვილმა თვალები რომ ვერ გაახილოს შენი ყველა საყვარელი ადამიანი დახუჭავს თვალებს და შენ ყველას მიაცილებ სასაფლაომდე
-მე არ მიმიცია წამალი … იქ არ ვყოფილვარ იმ დროს ცუდად რომ გახდა და ვინც გეუბნება მაგ ტყუილებს სჯობს ის დაადანაშაულო. რაც შეეხბასაყვარელ ხალხს , ყველაზე მეტად ნინა მიყვარს და მაშინ შენი დისშვილით დაიწყე შურისძიება - ისევ მოატყუა და ისე გაუთიშა გონებაში აზრადაც არ გაუვლია მეორე დღეს ნინასთან ერთად თუ დაასრულებდა .

ძმის სანახავადაც ვერ შედიოდა .ექთანი გოგონას დამსახურებით ვიდეო ნახა რომელშიც ხელში დაჭრილს სიცოცხლისთვის საშიში არაფერი სჭირდა ,ნაცემიც იყო და გული ტკიოდა უმცროსი ძმის ამ მდგომარეობაში ნახვის გამო.
შემდეგი ზარი მამისგან იყო ,მამისგან რომელიც სამყაროში ყველაზე მეტად ეჯავრებოდა
-როგორ არიან
-ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაჭერილი ჩემი ოქროსმედალოსანი ძმა თუ ქმრისგან გაუბედურებული,ნაადრევად დაბერებული დედაჩემი
-შენ გამო ხდება ყველაფერი და ახლაც მე მადანაშაულებ? ბიჭს დოზა მიეცი , საწამლავი აღმოჩნდა და მერე მარტო დატოვე …მე ძმაკაცებს მაინც არ ვტოვებდი გასაჭირში. რაც ხდება და მოხდება ყველაფერი შენ თავს და არაკაცურ ქცევას დააბრალე
-როგორ მიბედავ …გგონია დამნაშავე ვარ და ფრთები გაშალე ? ცხოვრებაში ერთხელ შენ გამო არ ვიტანჯებით და გგონია მაგარი ხარ? გიხარია ?გაგისწორდა მეც რომ პრობლემები მაქვს ? დიდხანს ნუ გაიხარებ მე დავდგები ფეხზე და ისევ მივხედავ ოჯახს ისე როგორც ბავშვობიდან ! შენ კი ჩემ ნომერზე აღარ დარეკო -თქო მილიარდჯერ გითხარი მა -მა - კარდიოლოგიურ განყოფილებაში გადავიდა. დედის ნახვის უფლება მისცეს და მამასთან დიალოგს ნამდვილად აღარ განაგრძობდა მითუმეტეს გამხნევების ნაცვლად შხამს აწვეთებდა . სამყაროში მარტოდ დარჩენილს ჰგავდა ,არავის ეჯერა და ყველამ ზურგი აქცია . დედაც მხოლოდ უმცროს შვილზე დარდობდა ,ზერელე პასუხებს სცემდა სალომე საერთოდ არ იყო ქვეყანაში და მისი დაბრუნების დრო რომ ახლოვდებოდა სულაც არ ახარებდა ეს ფაქტი. მიშას შურისძიების ობიექტი დაემატებოდა ,გაცვლითი პროგრამა პრაღაში კი მეტხანს ვერ გაგრძელდებოდა . უცებ გაახსენდა თარიღი და საათს დახედა , აეროპორტში უნდა დახვედროდა მაგრამ კლინიკიდან ერთადერთ შემოსავლის წყაროსთან მიდიოდა ,რომლის დაწვის კადრებიც სოციალურ ქსელებშიც იდო უკვე . ბევრი დარდობდა საყვარელი ადგილის გამო ვიღაცებიც ლანძღავდნენ და ნარკოტიკებს ახსენებდნენ . აშკარა იყო მიშა მუშაობდა ამ საკითხზეც თორემ რა უნდოდა ნარკოტიკს კაფეში სადაც ყავისა და ნამცხვრის დასალევად დადიოდნენ შეყვარებული წყვილები ან დაქალები ფოტოების გადასაღებად .
-სად ხარ ლუკა? - სალომეს ხმა იყო შემდეგი რომელიც გაიგო და დაინახა კიდეც მისი გადაღლილი სახე ვიდეოქოლის საშუალებით
-ტაქსით უნდა წახვიდე სახლში პატარავ ,გამოსვლას ვერ მოვასწრებ მაინც …მაპატიე
-მეგონა დამხვდებოდით მაინც და თქვენთვის აშკარად სულერთი ვარ …
- სალომე გთხოვ ჩემო სიცოცხლე ნუ მელაპარაკები ასე … ვერც კი წარმოიდგენ ახლა როგორ მდგომარეობაში ვარ . ფული ხომ გაქვს , ტაქსიში ჩაჯექი სახლში დაბრუნდი და დაიძინე
- არ დავიკარგები გმადლობთ - გოგონამ თავად გაუთიშა და მანქანაც გააჩერა ადგილის წინ რომელიც ბებიისგან ჰქონდა ანდერძით მიღებული. ძველისძველ იერს ვეღარაფერი დაუბრუნებდა იქაურობას, აღარც ვინტაჟური ნივთები იყო და კვამლიტ გამურულ კედლებში დიდხანს ვერც დააბრუნებდა მომხმარებელს. ძმის დასახმარებლად აყვანილი ადვოკატი ისეც იმდენი დაუჯდა სესხი ჰქონდა უკვე , გირაოზე მუშაობდა და კიდევ ათასი ხარჯი, რომელსაც ვეღარ აუდიოდა .
იდგა და უყურებდა გაშავებულ კედლებს , იატაკზე წყლის გუბე იდგა და იქაურობას სურათებიდან თუ აღიდგენდა ისე ვერ. ცუდად გახდა რომ გაახსენდა როგორ შექმნა ბებიამ იქაურობა,როგორ ეფერებოდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული ნივთი.ყველაფერი ქალის შემოქმედების ნაყოფი , საკუთარი ხელით არჩეული და მიტანილი იყო.მხოლოდ სამზარეულოს კოსმეტიკურ რემონტს აკეთებდა და სხვა არაფერს ახლა კი იქაურობამ სული დაკარგა.
პოლიციელები , შეკითხვები,გამოძიება და ხანხრის გაჩენის დაუდგენელი მიზეზი. დაზღვევა ? დაზღვევა გაახსენეს , დაფარავდა ხარჯებს ,მაგრამ ვინ გააცოცხლებდა დაფერფლილ ნახატებს, სუფრებს,სკამებსა და მაგიდებს .
დილის ოთხ საათზე დატოვა ყვითელი ლენტებით გადაღობილი სივრცე და სახლისაკენ დაიძრა . სალომე დივანზე მძინარე დაუხვდა ,კარის ხმაზე რომ შეფხიზლდა და დამფრთხალი წამოდგა
-მოხვედი ? როგორ არიან … დედას როდის გამოწერენ ,რა ჯანდაბა ხდებს ლუკა
-პატარავ ,ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა ,მაგრამ არაუშავს… მომენატრე-გულში ჩაიკრა უმცროსი და ,თავზე რამდენჯერმე აკოცა
-კაფე ? ვიდეოები ვნახე ათასი ვინმე მწერს …ყველაფერი განადგურებულია
-მივხედავ ხვალიდან … ღმერთი განსაცდელს რომ გვივლენს რაღაც იქაც უნდა ვეძებოთ ხსნა .განვაახლებ ყველაფერს ,ერთი ეპოქა დასრუდა მე მეორე სიცოცხლეს შევძენ - ეხვეოდა და მის მხარზე თავჩამოდებული ისვენებდა
-მაპატიე როგორც გელაპარაკე … ტუტუცი ბავშვივით გამომივიდა -ერთი ჩაისუნთქა და ატირდა - ყველა უბედურება იმ ამბის შემდეგაა , ღმერთი გვსჯის თუ იმ ბიჭის ოჯახი ლუკა
-არავინ გვსჯის … შენ უბრალოდ თავს გაუფრთხილდი კარგი? ზედმეტად სახლიდან თუ არ გახვალ და დედასაც მიეხმარები ცოტა ხნით სანამ ყველაფერი დასტაბილურდება
- მეც საფრთხეში ვარ? შურისძიება უნდა იმ კაცს?
-არ დაპანიკდე უბრალოდ ყურადღება გამოჩინე ,გთხოვ
-კარგი გასაგებია შენ არ ინერვიულო ჩემზე …პრობლემად არ გექცევი . დედას ნახვა მინდა
-კარგადაა ,ხვალ გამოწერენ და ერთად წავიდეთ გამოსაყვანად… ნიკას რამდენიმე დღე დატოვებენ
-ყველაფერი როგორ ერთდროულად ხდება
-ჩაივლის და ისევ მშვიდად ვიცხოვრებთ- საძინებელში შესულს უყურებდა შემდეგ კი ანასთან მიწერა სცადა,მაგრამ აღმოაჩინა რომ გოგოს დაბლოკილი ჰქონდა მისი ნიმერიც და ყველა სოციალური ქსელიც. გაბრაზდა , მისგან მსგავსი უნდობლობა ვერ აიტანა ამდენი გასაჭირის დროსაც რომ არ ედგა გვერდით ეს ცალკე ნაწილი იყო გულისტკენის .
როგორ გათენდა ვერც გაიგო , საწოლზე ტანსაცმლიანად დამხობილს დაეძინა. ტელეფონზე ხმა ჰქონდა გათიშული და შესული ზარები ვერც გაიგო სანამ სალომე არ შეუვარდ აოთახში
-ანას როდის დაშორდი და ნინასთან რა გინდა
-რა გაყვირებს გოგო …ვინ ნინა
-ვინ ნინა?შენც ყველასნაირი ხარ? ანას სახელზე იფიცებ ამდენი წელია და ახლა ეს რა ფოტოებია ეს რა არის საერთოდ -ტელეფონი ეჭირა ხელში სადაც ნინას და ლუკას ფოტო ჩანდა -ყველგან თქვენ ხართ ყველგან კოცნის ვიდეოა და ყველა განიხილავს რა მოხდა . ნინას ლანძღავენ შენც და საერთოდ საგიჟეთია
-მომეცი -მობილური გამოგლიჯა და სათაური წაიკითხა -“ცნობილი დიზაინერი ნინა ხომერიკი სასიყვარულო სამკუთხედშია. ვინ არის ლუკა ხაჭვანი და რატომ თქვა პრინციპებზე უარი ნინა ხომერიკმა …”
-დედას შევ.ცი ნინას ნომერი გაქვს ?ან მეგობრებში გყავს?
-ქალს კოცნი და ნომერი არ გაქვს?
-სალომე
-ნომერიც მაქვს და სოც ქსელებშიც მყავს
-ნომერი მომეცი დროზე ნახე
-ზეპირად ვიცი 593 13 13 13
-როგორი ავადმყოფიცაა ისეთი ნომერი აქვს…-თან იცვამდა და თან ტელეფონს დაჰყურებდა -დედასთან წადი გამოიყვანე -მანქანის გასაღები მისცა კარი ცხვირწინ მოუხურა და უპასუხა
-გისმენთ-ისეთი ხმა ჰქონდა თითქოს მისი ნომერი არ იცოდა და ვერ ხვდებოდა ვინ ურეკავდა
-რა საგიჟეთი მოაწყვე გოგო …
-ბოდიშს გიხდით ვინ ბრძანდებით?
-ვინ დაიჯერებს იმ ვნებიანი კოცნის შემდეგ მარტო თუ გძინავს და ჩემთან ერთად არა …
-დიდი ხანია არავისთან მიძინია …არ მიყვარს როცა საწოლს ვინმეს ვუზიარებ
-კუბოსაც არავის გაუზიარებ რომ მოგკლავენ ჩემ გამო …
-ანა ამდენად ავია და ასე უყვარხარ რომ თავიდან მომიშორებს?რამ გაგახსენა ჩემი თავი ამ დილაადრიან
-ჩვენმა სურათებმა მთელმა ქვეყანამ რომ ნახა და ბ.ზად შეგრაცხა შენ მე მოღალატე ს.რად
-ნუ ყვირი გთხოვ თავი მისკდება და ვერაფერი გავიგე
-ნუ თამაშობ ბატ ტასიკოს ვიცი რომ ყველაფერი ნანახი გაქვს და ძაანაც გინდა სიმართლე იყოს ,მაგრამ არ ვაპირებ შენთან ყოფნას არც ფიქტიურად არც ფაქტობრივადვ. არასდროს იჯექი ჩემ გემოვნებაში და არც ძალით არც ნებით ჩემი ქალი შენ არ იქნები სულ რო დამბრიდონ
-ტყვიის წინ რომ დადგები და შემევედრები უარა რომ გეტყვი უგულო არ გეგონო …იცოდე შენ სიტყვებს გავიხსენებ მთელი ცხოვრება !
-იმ დღეს მოვკვდე ქალზე რომ ვიქნები დამოკიდებული და პუტანკასავით გავიყიდები თუნდაც სიკვდილ სიცოცხლის საკითხი იყოს … გავკარი ეგეთ მოგვარებულ საქმეს გოგო
-ეგ ხასიათი მოგიღებს ბოლოს … ქალის შესაძლებლობების დაიგნორება და კაცური ძალის აღიარება. წადი შენიც თუ ვერ მოგვარდები … - გამწარებულმა ჩაისუნთქა ბოლო სიტყვები კბილებსშორის გამოსცრა და გაუთიშა . ერთი საათიც არ სძინებია ისე წამოდგა საწოლიდან და თანაშემწეს დაურეკა-აიღე ის შეკვეთა სადღაც მთაში რომ აპირებდა ბიჭი ნიშნობას და ჯვრისწერას… უთხარი ქორწილის დიზაინს უფასოდ გაგიკეთებს რადგან უცხო დიზაინის კეთების განწყობა აქვს-თქო ,თვითონ წამოგყვება და ნახავს ყველაფერს სანამ დაგეგმავს-თქო
-ლუკასთან არ ხარ ანუ და აბა ის კოცნა?
- შენ ჩემი დაქალი ხარ თუ თანაშემწე
-ანუ გაცეცხლებული ხარ…დღესვე ჩავლაგდეთ?
-დაურეკე და თანვე დაიწყე… თანხაზე არ გაუჭედო . რამდენიც აწვს იმდენად გავყვეთ
-გავიგე-შეჩვეული იყო ნინას მწარე სიტყვებს. ყველაზე უკეთ იცნობდა ალბათ თავის უფროსს და რეაქციაც არ ჰქონდა.
რამდენიმე საათის შემდეგ გზაში იყო თამთასთან ერთად და თავისთვის უცნობ გზას მიუყვებოდა .საერთოდ არ უყვარდა ხეტიალი და თავგადასავლები , მისი გონება სულ სხვა მხრივ იყო გადატვირთული და სიამოვნებაც სხვგვარი ჰქონდა ,მაგრამ გარემომ ისე აღაფრთოვანა სურათების გადაღება დაიწყო.
-მოვედით …მეპის მიხედვით ეს სახლია
-დაურეკე გამოვიდეს -მანქანიდან გადავიდა და ირგვლივ მიმოიხედა
-გამარჯობა …სწრაფად გივლიათ ჯერ არ გელოდით -ზურგს უკან ხმა ესმოდა იქამდე სანამ წინ გადაშლილ ხედს უყურებდა
-ნინა კარგი მძღოლია …ულამაზესია აქაურობა
-ამიტომ ვერ ველევი
-აქ გინდა წამოგყვეს ის გოგო ? -ბიჭისკენ მიბრუნდა და ფოტო გადაუღო იქაურობის ფონზე მდგომს , მოლოდინით თვალებგაბრწყინებილს
-აქ მუდმივად არ ვცხოვრობ … აქაურობა ულამაზესია მიყვარს და მინდა ეს ცერემონია განსხვავებული იყოს არა სადღაც რესტორანში უამრავი უცნობის თვალწინ და უდიდესი ვარდების თაიგულით ხელში რომელიც საერთოდ კარგავს ეფექტს
-მე ვიცი რასაც გავაკეთებ … შენ რიცხვი იცი?
-ჩემი დაბადებია დღე
-ბანალურია ! დაბადების დღეს დაელოდე მოგილოცოს ჩვეულებრივად გაატარე ,უფრო ვერ იფიქრებს რომ ხელს სთხოვ და მეორე დღეს დავგეგმოთ ცერემონია … -გადაუწყვიტა და საბარგული გახსნა - საით წავიღო ბარგი. მე და ჩემ რამდენიმე თანამშრომელს ადგილი დაგვჭირდება სადაც დავრჩებით იმ დროისთვის . სანამ თქვენ დაბადების დღეს აღნიშნავყ ჩვენ ვიმუშავებთ არჩეულ ლოკაციაზე და არ უნდა დაგვინახოს თორემ შენთან სახლში თუ დავუხვდით ჩაიშლება სიურპრიზი
-მეგობართან დაგტოვებთ თან ტაძართანაც უფრო ახლოს მისი სახლია … იქ არავინ ცხოვრობს და გასაღები მე მაქვს ყველანი მოთავსდდებით
-მაშ წავედით იქ დროს არ დავკარგავ
რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ კიდევ უფრო მაღლა აღმოჩნდა და ეზოში საიდანაც ტაძარიც ჩანდა .
-რა ლამაზია აქაურობა … -ერთხანს იდგა და სახლს უყურებდა საოცრად მოეწონა აგურისა და ხის აივნების კომბინაცია
-ორი წლის წინ განაახლა და იმიტომ გამოიყურება ასე კარგად…მობრძანდით - სახლში შეჰყვა ბიჭს და ბოლოს აირჩია საძინებელი რომლის აივანიც უყურებდა მთელ სოფელს .
მთელი ღამე მუშაობდნენ , აარჩიეს ყველაფერი და ბოლოს თამთასთვის სრულიად გასაოცრად გააჟღერა
-შეგიძლია თამთა წაიყვანო ? მე აქ მინდა დავრჩე თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ იქნება სახლის პატრონი. თუ საჭიროა ქირას გადავუხდი
-თქვენც მოგეწონათ ხომ აქაურობა
-სულ მინდოდა ასეთ სოფელში მარტო დასვენება და ეს სამი დღე მგონი უნდა გამოვიყენო,ღმერთმა შანსი მომცა
-თქვენ მე ეს ამბავი მომაგვარებინეთ და ყოველ წელს დაისვენეთ თუ გგნებავთ
-ხშირად მომბეზრდება … ამ ერთხელ კი მჭირდება - მაღლა ცისკენ გაიხედა და მერე თვალები დახუჭა . სიო კანზე სასიამოვნოდ ეხებოდა, სურნელიც აღიქვა სრულიად განსხვავებული არცერთ ქალაქს და დასასვენებელ ადგილს ჰგავდა.
მეორე დღეს მარტო დარჩა უცნობ სახლში და საერთოდ არ გრძნობდა თავს უცხოდ. მეზობლები იმდენად შორს იყვნენ თითქოს მთელი სოფელი მის განკარგულებაში იყო.
იმ ორ დღეში სამყაროს მოსწყდა,ყველაფერი შემოიარა და უამრავი ფოტოც გადაიღო .არავისთან კონტაქტობდა თამთას გარდა . ყველაფერი მას მიანდო და გონება დაუთმო ფილმებს,წიგნებს , სეირნობას. ღამით უძილობა ჰქონდა და ხშრად ერთ სრულ სერიალს ასრულებდა იქ კი მეორე ღამესვე ღრმა ძილით ეძინა .
ტყეში სეირნობას შეჰყვა, ველური ყვავილების კრეფისას გაწვიმდა და სახლში სულ მთლად სველი დაბრუნდა. ისეთი ჭექა-ქუხილი იყო, ისე უცებ წამოვიდა კოკისპურული წვიმა ხმაც კი აღარაფრის ესმოდა . შუქიც ჩაქრა და დარჩა ასე სველი თმითა და სხეულით ნათურის სუსტი სინათლის ქვეშ რომელიც აშკარად იმუხტებოდა და სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის ჰქონდა სახლის მფლობელს.
სააბაზანოსკენ საცვლებისამარა დაიძრა ,ტელეფონის ფანრით იკვლევდა გზას კიბისაკენ უცებ რომ დალანდა მაღალი სილუეტი
-ნინა? - კიბის შუაში მდგომ კაცში ლუკა ხაჭვანი რომ ამოიცნო ისედაც გაყინულს სულ დაეხშო გონება
-აქ რა ჯანდაბა გინდა - მიხვდა რომ ჩანდა და შუქი პირდაპირ სველ კაცს მიანათა
-დავბრმავდი გოგო
-მთვრალი ხარ ? აქ რა გინდა
-მე კი არა შენ რა გინდა -საფეხურები აიარა და უკანდახეულს მიჰყვა იქამდე სანამ არ მიუახლოვდა -ჩემ სახლში გადმოხვედი ნინა? უკვე ცოლი ხარ და თან ჩემ საყვარელ ადგილას ? -ტელეფონი როდის გაუვარდა ვერ გეტყვით, შუქი სულ აღარ იყო ,მაგრამ ხედავდა ,გრძნობდა
-შენი სახლია?მე არ ვიცოდი … ხომ ხვდები რომ არ ვიცოდი და წყეული დამთხვევაა
-სასიამოვნო დამთხვევაა…ნიშანია .გეძებდი და იქ გიპოვნე სადაც არ გელოდი,ჩემთან - სველ თმახე გაყინული თითები შეახო და სახიდან ყურს უკან გადაუწია
-სად დალიე ამდენი…გონზე არ ხარ -გულისცემა აუჩქარა მისმა სიახლოვემ .ამაზე აქამდე არც ეფიწრა,რამდენად იზიდავდა ხაჭვანი მთლიანად
-მეგობრის დაბადების დღეზე
-ხვალ არ არის?
-მეგობრები 12-ზე მასთან ვხვდებით და დანარჩენები აღნიშნავენ მერე -ლოყაზე ეფერებოდა,შემდეგ ტუჩებზე შეახო თითები …თავადაც არ იცოდა ასე რატომ იქცეოდა ,ეშმაკი ამოძრავებდა თითქოს - არ უთქვამს ის დიზაინერი თუ შენ იყავი,მისი გოგოს საყვარელი ,სათაყვანებელი დიზაინერი
-მე კი ვიფიქრე შენ გაუწიე რეკომენდაცია
-მეე? არა !საერთოდ არ ვიცი რას აკეთებ ასეთს ასეთი პოპულარული რომ ხარ … -ჩაიცინა და სულ გააგიჟა ნინა - გეძებდი და შენ სად დამემალე ნინა?
-რატომ მეძებდი
-რატომ კანკალებ ,გცივა? -თითქოს ახლა დაინახა ნახევრად შიშველი რომ იყო , ოთახიდან გამოსული სუსტი სინათლე კარგად ვერ კვეთდდა ქალის სხეულს -გაგყინა აქაურმა ცივმა წვიმამ? - თითები ყელზე გადაიტანა და შემდეგ მკერდზე -გათოშილხარ ნინა
-ხელი !
-რა ხელი
-მომაშორე …
-ახლა რომ გაკოცო ?
-მე არ ვარ ის ქალი ვინც მოგწონს …შენ გემოვნებაში არ ვჯდები,დაგავიწყდა ?-ხელზე მოუჭირა თითები და უკან გაიწია
-სწორია ,საერთოდ არ ხარ ჩემ გემოვნებაში …არასდროს , მხოლოდ მინდიხარ - თქვა თუ არა მაშინვე აუწვა ლოყა ნინას მოქნეულმა მტევანმა
-თავხედო!
-გაბრაზებული უფრო ლამაზი ხარ ,უფრო მიზიდავ -ხელი წამში შემოხვია და თითქმის ჩურჩულით უთხრა ტუჩებთან იქამდე სანამ აკოცებდა მერე კი იქამდე იჭერდა სანამ თავად არ შემოხვია მკლავები და კოცნაში არ აჰყვა. სიტყვა აღარ დაუძრავს ისე მოიშორა სველი ტანსაცმელი , ხელში აიყვანა ქალი და მასთან ერთად განაგრძო გზა საძინებლამდე.
წვიმის ნოტებს ორის ღრმა სუნთქვა და ქალის ჩუმი პერიოდული კვნესა ერთვოდა.
დილას მზე ისე ამოვიდა და გაათბო ყველაფერი თითქოს წინა ღამეს ყველაფერი არ წალეკა წვიმამ

გამოფხიზლებულს ქალი საწოლში არ დაუხვდა , გარედან ესმოდა მისი ხმა
-ყველაფერი გადმოალაგეთ პერიოდულად. აქ ბეტონზე დაალაგეთ , დღეს იდეალური ამინდია უბრალოდ დრო სჭირდება სანამ გაშრება … მეორე სატვირთო სად არის ?
-საცობშია,მაგრამ მოვა დროულად
-დენის წყარო გვჭირდება
-სახლიდან გამოვიყვანოთ …ყვავილები ისე გაამზადეთ როგორც შევთანხმდით? სკამები რომელშია - სატვირთოს კარი გააღო, შეიხედა მაგრამ ვერ დაინახა კარგად და ორ წუთში ზედ ავიდა .რამდენიმე ადამიანი იყო მის ირგვლივ და გუნდურად მუშაობდნენ. ლუკას მზერა ზურგს წვავდა,მაგრამ მისკენ არ გაუხედავს
-სანდრო დამძიმდა … მიშა გაგიჟებულია ლუკა. ყველგან დაგეძებს იცოდე ძმაო - ვოისი მოისმინა და ისვე გახედა ეკლესიის ეზოში შესულ ქალს -ან უნდა თქვა ნარკოტიკი ანას ძმისგან რომ იყიდა ან გადაიხიზნო სადმე . იქნებ ღმერთმა გადმოგვხედოს და გაიღვიძოს სანდრიკამ -არაფერი უპასუხა სალომეს დაურეკა მხოლოდ
-სად ხარ პატარავ?
-სახლში დედასთან ერთად …წნევა აქვს წამალი დავალევინე და ველოდები როდის დაუწევს. აქ საშინელება ხდება ,ყველა ჩვენზე საუბრობს . მაღაზიაში ნაცნობი უნახავს და გაგიჟებული მოვიდა
-ყველაფერს მოვაგვარებ …შენ სახლში დარჩი კარგი?
-ცოტა ხნით უნდა გავიდე სამსახურთან დაკავშირებით გასაუბრება მაქვს
-ტაქსით წადი და იქედან პირდაპირ სახლში დაბრუნდი კარგი?
-კარგი არ ინერვიულო
-მიყვარხარ
-მეც

ჩაიცვა და იქვე მზერა შეავლო ნინას ნივთებს .სარკესთან დალაგებულ თავისმოვლის დაშუალებებს და კარადაში ტანსაცმელს რომელიც ნახევრად ჩაელაგებინა. ყველაფერი ისე კოხტად ჰქონდა დალაგებილი ერთი ნაკეციც არ ჰქონდა სამოსს. ოთახში მისი სუნი იდგა , იმ წამს გაიაზრა და არ მოეწონა ის სასიამოვნო შეგრძნება რაც განიცადა.
სახლიდან ისე გავიდა ნინა არ უნახავს , მეგობრის დაბადების დღე უნდა აღენიშნა, სტუმრების მეორე ნაწილს დახვდა და მასპინძელთან წაიყვანა. ისე გავიდა დღე მეგობრების გარემოცვაში
-მთელი სტაფი შენთან რჩება ამ ღამით …შევასახლე ამდენი ხალხი
-მთავარია ყველაფერი ისე იყოს როგორც შენ გინდა,მაგრამ რომ გეთქვა ვინ იყო დიზაინერი უკეთესი იქნებოდა
-მეგონა თავად გეტყოდა …რა ხდება თქვენს შორის არ მეტყვი?
-არაფერი
-ანას რას უპირებ
-დამშორდა ,ყველაფერი დაასრულა
-ნინა ადრეც მოგწონდა ხო?
-რა სისულელეა
-სალომესთან ერთად იყვნენ ეგ და ფაჟავა სულ…სკოლაში იყვნენ კოტეს რომ გაუჭედე
-არ მახსოვს რას იხსენებ
-სალოს უნდა ვუთხრა გამაცნოს მაგრად მომწონსო და შენ დაარტყი
-ისე ლაპარაკობდა როგორც ბ..ზზე გოგო რომ მოგწონს მის ძუძ.ებზე და ტრ.კზე არ უნდა ილაპარაკო ძმაკაცებთან და უხამსი სიტყვებით არ შეამკო
-აბა არ მახსოვსო?
-გამახსენდა ახლა და ისევ ისე დავარტყამდი ვისზეც არ უნდა ელაპარაკა …ნინა რა შუაშია
-ანუ არ მოგწონს
-შენ დარწმუნებული ხარ რომ ქორწინება გინდა და თან მასთან?
-მიყვარს
-სხვადასხვანაირები ხართ არც ოჯახები გავს არც ცხოვრების წესი
-ვუყვარვარ და მიყვარს სხვა ყველაფერს გადავიტანთ
-მეჯვარე მე ვარ თუ თაბუკაშვილი
-ჯერ დამთანხმდეს და მერე შენ
-დაგთანხმდება …
-მიდიხარ? - კიბისკენ დაძრულს ჰკითხა და მანაც ხელი დაუქნია
-ხვალამდე
წავიდა,მაგრამ სახლში არ შესულა.მანქანა ჭიშკართან გააჩერა და უყურებდა საკუთარ საძინებელში ანთებულ შუქს. ხმაც ესმოდა ეზოში შეკრებილები საუბრობდნენ
-ხვალ დილიდან ვიწყებთ დაიშალეთ და დილას წუწუნი არ დაიწყოთ… ლუდის ქილები მანდ არ დატოვო გიგიაძე -აივანზე იდგა და ქვემოთ მყოფებს ზემოდან დაჰყურებდა - თამთა რას აკეთებ შენ მანდ? ეზო მოაწესრიგეთ და ისე დაიძინეთ ხვალ დრო არ იქნება.ბარგიც დღესვე ჩაალაგეთ ხვალ როგორც კი სატვირთოებს დავტვირთავთ წავალთ
-არის ბოს
-შაკუნა შენ ტვინს ერთი ქილაც რომ ჰყოფნის აღარ გახსოვდა?
-ბოს თქვენ რატომ არ სვამთ გავიგებდი ერთი რამდენი გჭირდებათ მე რომ დამცინით
-ნინას ვერცერთი დაათრობთ არც გაბედო გამოწვევა
-თბილისში რომ დავბრუნდებით დავსხდეთ და ვინც ბოლოს გაითიშება ის მიიღებს თვის მთელ შემოსავალს …გაწყობს შიმშილი ?
-თქვენი ხელფასი მაწყობს ბოს
-დამათვრე და გადმოგირიცხავ ახლა კი დაიძინეთ - აივნის მოაჯირს მიეყრდნო და ხმას აღარ იღებდა ,რამდენიმე წუთის შემდეგ ზედ შემოჯდა ,ზურგით კედელს მიეყრდნო ფეხები წინ გაშალა და რაღაცის ჭამა დაიწყო.
ნინა სახლში როდის შევიდა არ დაუნახავს .სავარძელი უკან გადასწია და ჩაეძინა იქამდე სანამ კარი არ გაიღო და მის გვერდით ხომერიკი არ მოთავსდდა .
-ვინმემ რომ გაიგოს წუხელ რაც მოხდა … შენს ანას ისე დაველაპარაკები ცხოვრებაში აღარც გამოიხედავს შენკენ
-ანა და მე დავსრულდით
-რა საცოდაობაა ამდენი წლის შემდეგ ასე რომ შორდები კაცს რომელიც ბოლომდე იხმარე და ახლა ერთ კოცნას არ პატიობ … მეტს არც ველოდი
-შენ მაპატიებ სხვას რომ ვაკოცო?
-შენ ჩემი არ ხარ … ვის პატიობ და რას გააჩნია . დაშორების დროსაც უნდა გამოხატავდე პატივისცემას ადამიანი
-შენ არ ეტყვი დაქალებს როგორი ვარ საწოლში?
-მთვრალი კაცი არ ფასდება …ფხიზელზე თუ იქნები იგივე ტემპერამენტით და სურვილს აღმიძრავ ვნახოთ რეკლამას გაგიკეთებ თუ არ
-იმ ს.რს რატომ დაშორდი … იქნებ ჩემზე უკეთესი იყო თუ ვერ გაცდუნა
-ვერთობოდი და მერე თავი ამოწურა
-საშინელი ქალი ხარ
-გმადლობთ - სავარძელს მიეყრდნო და ირგვლივ მიმოიხედა - აქაურობაზე სალომეს არაფერი უთქვამს
- ხუთი წლის წინ დაგვიტოვა მამიდამ
-ულამაზესი ხედია და საოცარი სიმშვიდე
-არ ვიცოდი მშვიდი უინტერესო სოფლები თუ მოგწონდა
-შენ აქ გამოიქეცი?
-არ გავრბივარ
-სანდრო დამძიმდა …
-გადარჩება
-რომ ვერ გადარჩეს ბიძაშვილის გლოვაც მომიწევს და შენიც სიმართლეს თუ არ იტყვი
- ვთქვი რომ მე არ ვარ დამნაშავე
-არ გითქვამს ვინ არის
-არ ვიცი
-იცი და შენი ქურდული მენტალიტეტის გამო მოკვდები
-ისევ ინთები - უყურებდა და მისი არეული სახე ახალისებდა - ცეცხლი გიკიდია -აწითლებულ ლოყაზე შეეხო და ნინამ ხელი კრა
- ისევ ხომ არ გინდები შემთხვევით
-როგორი ცინიკური იყავი ყოველთვის
-შენ კი იდიოტი - ახლოს მისწია სახე და თვალებში უყურებდა
-მთვრალს არაფერი მახსოვს ხოლმე … თუ დაღლილიც ვარ მითუმეტეს -ცხვირის წვერი ლოყაზე შეახო და იქვე აკოცა - მაგრამ გუშინ ღამეს რაც მოხდა ყველა დეტალი ზეპირად მახსოვს …
-გონებიდან ამოშალე - თითი შუბლზე მიადო და თავი უკან გააწევინა
-ახალი მოგონებით ჩავანაცვლებ
-აქამდე რაც არ გიღალატია შენი ანასთვის ახლა ერთად გინდა აინაზღაურო?
-ვინ თქვა რომ არ მიღალატია
-ღალატობდი?მაშინ დაშორების ღირსი ადრეც ყოფილხარ
-არ მითქვამს რომ ვღალატობდი მე გკითხე შენ რა იცი
-კომოლექსიანი ხარ…ცდილობ სულ სანიმუშო იყო.თავს არ მისცემდი ღალატის უფლებას
-შენ რის უფლებას არ აძლევ თავს
-კაცის მონობის
-დედოფალი იყავი
-და შენ იქნები მონა?-თითები წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა და მერე გულ მკერდზე გადმოიტანა
-ეგ გინდა?
-ეგეთი ასობით მყავს … მე მეფე მჭირდება რომელიც შენ არ ხარ -მანქანიდან გადავიდა და შემდეგ დაიხარა-შეგიძლია შემოხვიდე და რომელიმე ოთახში დაიძინო . ჩვენ ექვსიდან ვიწყებთ მუშაობას

დილას რომ გაიღვიძა სახლი ცარიელი იყო. სტუმრებს ბარგიც მანქანებში ჰქონდათ და სახლიც იდეალურ მდგომარეობაში იყო. ნინა ეზოში არ ჩანდა დანარჩენები მუშაობდნენ. თავადაც მოწესრიგდა , ჩაიცვა და მანქანებიც გამოჩნდნენ
დრონიც დაფრინავდა ცაში, ზღაპრული გარემო იყო, სამეგობრო და წყვილი რომელთაც წინ ცხოვრების გრძელი გზა ელოდა. უყურებდა როგორ თხოვა ხელი მეგობარმა შეყვარებულს და ინსტიქტურად დახედა მობილურს ვიდეო გახსნა საიდანაც ბნელ ოთახში დაბმული სალომე უყურებდა
-სანდრო სუნთქვას შეწყვეტს და მასთან ერთად გაჩერდება შენი დის გულიც.
მზერა დაებინდა ,წონასწორობა დაერღვა .ყველასგან მოშორებით იდგა ხელზე ხელის შეხება რომ იგრძნო
-ლუკა …კარგად ხარ? -ნინა იდგა მის წინ - გინდა წყალს მოგიტან ,ჩამოჯექი და
-ცოლად გამომყვები ,ნინა?-მუხლზე დაეშვა ,ხელი ჩაკიდა ,თავი დახარა და მტევანზე ტუჩები შეახო -გემუდარები ნინა
ყველა მათ უყურებდა , უამრავ ფოტოსა და ვიდეოს იღებდნენ .ნინა კი მდუმარედ დაჰყურებდა მზერაარეულ ბიჭს
-დამთანხმდი ნინა … -შუბლით იყო დაყრდნობილი გოგოს ხელს და ჩუმად ლაპარაკობდა
-იმ ღამის შემდეგ ფიქტიური ვეღარ გამოვა ჩვენი ქორწინება … თავიდან მე სულ სხვა შემოთავაზება-ისე დაიხარა მხოლოდ მათ რომ გაეგო ერთმანეთის საუბარი
-მჭირდები ,როგორც შენ გინდა ისე იყოს … სიცოცხლის ბოლომდე არ გიღალატებ -ფეხზე იდგა,თვალებში უყურებდა და სიტყვებს ისე ამბობდა არც უფიქრდებოდა -ჯვარი დავიქწეროთ,დღესვე - მანძილი საბოოოდ გააქრო და ყველას დასანახად აკოცა. ისე კოცნიდა თითქოს ამ კოცნას უნდა დაერწმუნებინა ნინა .
-სანდრო მოკვდა ?- ლამის ამოიტირა სუნთქვაშეკრულმა , თავი მხარზე დაადო ისე თითქოს ბედნიერება ალაპარაკებდა -ამიტომ? ჩემი სანდრო ?
-არა … არა ნინა -თითები თავზე გადაუსვა და ამჯერად ლოყაზე აკოცა
-აბა?
-სალომე მოიტაცა … მწერს სანდრო თუ არ ისუნთქებს ისიც მოკვდებაო -თავი მისი სახისკენ ჰქონდა დახრილი ტუჩების მოძრაობა რომ ვერ გაერჩიათ
-თანახმა ვარ - ხმამაღლა თქვა და კამერებთან მუშაობა დაიწყო. რამდენიმე წუთის შემდეგ ლაივ რეჟიმში გავრცელდა კადრები ჯვრისწერიდან.
“ნინა ხომერიკს საკუთარი დიზაინით მოწყობილ სივრცეში სთხოვეს ხელი”
“ორმა წყვილმა დაიწერა ჯვარი “
“ფიქრობდა,რომ სხვებისთვის ემზადებოდა და საკუთარ ქორწილში აღმოჩნდა …”
უამრავი კომენტარი,მილოცვა და რომანტიზმის მწვერვალზე აყვანილი ლუკა ხაჭვანი . ეს იყო ის შედეგი რაც ძლივს მარტო დარჩენილებმა მიიღეს
-სად ჰყავს …როგორ ვიპოვო სად წაიყვანა
-დამშვიდდი ,დაჯექი და მე გავარკვევ
-სალომეს რომ რამე მოუვიდეს …სალომეს რომ
-ლუკა დაჯექი და დამაცადე -ხმას აუწია ,ხელი ჩაკიდა და ინერციით დასვა საწოლზე - გამარჯობა , მათე საყვარელო ვიცი შენ ასრულებ ბიძაჩემის ყველა შავ საქმეს და მინდა გითხრა რომ მიწიდან ამოგთხრი თუ არ მეტყვი სალომე ხაჭვანი სად არის
-გათხოვება როგორ გაბედე მაგ მკვლელზე …სანდროს სიყვარული ეს არის?სანდროს გიკლავდა და შენ
-გინდა ის ვიდეო გავრცელდეს როგორ უწ.ვ ერთ ჩვენ ნაცნობ ქალბატონს ? ვითომ გიცნობენ ფეხებსშორის თავჩარგულს? ნეტავ ქმარი უფრო გაბრაზდება თუ შენი საძმო ენის მუშაობაში რომ გაწაფული ხარ
-რას ბოდავ გოგო
-გინდა ვიდეო ჩაგიგდო?
-ბიძაშენს დაელაპარაკე და გამოუშვებს მე რომ ასე გავუშვა
-მე მივალ და წამოვიყვან …
-სოფელში ჰყავს მთაში…ასვლას დასჭირდება ერთი დღე
-მასთან ვინ არის
-მოსე დატოვა, ხომ იცი არაფერს ავნებს
-ჩამიგდე ლოკაცია ან სახელი ადგილის
-რომ თქვა მე გითხარი ,მომკლავს და იმ გოგოს არაფერი დაუშავდება . ის ნაბ.ჭვარი უნდა დაიტანჯოს და
-ჩემ ქმარზე როგორ ლაპარაკობ !- ისე შეუღრინა ლუკამაც გახედა ზურგით მდგომს -როდის იყო იმაზე მეტს ვამბობდი ვიდრე საჭირო იყო
-მოსემ თუ სხვაგან არ წაიყვანა . მოსე იცნობს მაგ გოგოს ,არაფერს დაუშავებს ,პირიქით რომ დაუშავდეს ვინმეს ავნებს
-რა შუაშია ის ყაჩაღი მოსე ჩემ სალომესთან ხოარ შეიშალეთ ყველანი
-სიმართლეს გეუბნები და ბავშვობიდან არ მოგწონს , მეჩხუბები კიდე … გითიშავ . მოგწერე უკვე ლოკაცია და სახლის ფოტოც
-რომ დაგირეკავ მიპასუხე იცოდე
-არის ბოს
-კარგი ნუ იცი ეს გაბრაზებები
-შენ მუქარები ნუ იცი და მართალი გითხარი,სანდროს უღალატე ვიღაც კაცის გამო და იმენა არ ველოდით მაგას შენგან არავინ …სანდრიკა თუ დაგვიბრუნდა შენ ნამდვილად აღარ გეყოლება ძმა მისი სახით და მე კიდე თუ დამაშანტაჟებ გამიქრება შენი სიყვარული და პატივისცემა
-რომ არ გავავრცელებდი იმ ვიდეოს არ იცოდი?
-საერთოდ საიდან გაქ ვიდეო
-სხვების ცოლებს გაეშვი იდიოტო ოდესმე
-შენ ეყოლები ქმარს ქალიშვილი და იჩქლიჩეთ ორგაზმისთვის ჩემ საწოლს შეეშვი რა … მიშას კიდე ნუ გადაიმტერებ გონება გამოიყენე
-კიდე რამდენი რამე უნდა განვსაზღვრო რომ არავის ვაწყენინო,არავინ დაზარალდეს , არავინ დავკარგო … სანდრო გამოფხილდება ვიცი და მე ჩავაგდებ თავიდან კომაში . წავედი და მოგწერ გზიდან , მიყვარხარ ჩემებურად - ფანჯრის რაფას იყო დაყრდნობილი და შუბლით მინას მიბჯენილი - ნახევარი საქართველო გვაქ გადასავლელი სადღაც ჯანდაბაში ჰყავს მოსეს
-მოსე ვინღაა რა ხალხთან გაქვს კონტაქტი და სიყვარული საერთოდ
-რა იყო შენ არავის ფეხებსშორის ყოფილხარ?
-არავინ გამიტაცებია მითუმეტეს გოგო
-მყავს ასეთი ნაცნობებიც რა ვქნა?შენ ჩამოგითვალო საახლობლო სანათესაო ?
-არავისთან რომ არ მაქვს კონტაქტი იმიტომ ვარ ახლა ამ მდგომარეობაში
- იდიოტი ხარ და იმიტომ …ვითომ სუფთად იცხოვრე ყველა ჩამოიშორე და ხომ ხედავ მაინც შენ ხარ ბრალდებული როგორ ბინძურ საქმეში და ცოლის შერთვა მოგიხდა საქმის მოსაგვარებლად. ძმაკაცები რომ გყოლოდა ისეთი
- ცოლი სჯობს ისეთი სამყაროს რომ ძრავს და ამ ცოლს შენ …
-ამ ცოლს შენ რა … სალომე არ იყოს გარეული შენზე თანხმობის მთქმელის დედაც - ჩუმად ჩაილაპარაკა და ტელეფონს დაავლო ხელი- მე ისეც მივდივარ და შენ რამე მოიფიქრე რომ წამოხვიდე ქორწილიდან.
-წავიდეთ და მერე გზიდან მივწერ
-გასაღები მე მაქვს წამოდი…სიარული საერთოდ შეგიძლია? ისეთი ფერი გაქვს
-მართლა თოჯინასავით ნუ მომექცევი ფემინური არ ვარ
-არც მიფიქრია უბრალოდ კაცსაც შეუძლია იყოს სუსტი და ქალსაც ძლიერი
-ვიცოდი ისეც და ახლა გხედავ ,ვხედავ შენ სულს ამ ლამაზ სხეულში -წინ მიდიოდა რომ თქვა და ნინაც დაეწია
-უკაცრავად მე ის არავარ შენ გემოვნებაში რომ ვერ ჯდება ? აბა ლამაზი
-გარეგნობა რა შუაშია ნინა გემოვნებასთან… მე ნორმალურები მომწონდა და არა ისეთო ვინც ყაჩაღებს უგვარებს , ორას კაცს მართავს,არ ძინავს , არ ჩერდება,არ ისვენებს , შეუძლია იჩხუბოს ხელითაც მათ შორის და მგონი მოკლავ კიდეც თუ გაგიჟდი …
-რაც გეზარებოდა ის გეძალებოდაო ჩემი იმერელი ბებია მეუბნებოდა რამეს რომ დავიზარებდი და ამოვიჩემებდი ,ისე დაგმართნია შენც …შენთვის აუტანელი შეგრჩა ცოლად. ხასიათის არ მოწონებას ჩემი სახე არ მოგწონებოდა და შავი თმა ის სჯობდა შეგრძნების დონეზე - უთხრა სულჩამქრალმა , მზერა მოარიდა და საკუთარი მანქანისკენ დაიძრა - ამით წავიდეთ ,შენი მანქანა იმ გზებისთვის არ არის
-ყველასი გესმის და ჩემი არ ასე არ მე
-გაჩუმდი !- ხელით ანიშნა გვერდით მჯდომმა ახსნა რომ სცადა -თამთა ერთი წუთით-საჭესთან იჯდა და სოფლიდან გადიოდა უკვე თანაშემწეს რომ დაურეკა -არაფერი მკითხო საქმეს მიხედე. მე და ჩემი ქმარი გავდივართ,გვეჩქარება განმარტოება ხო და იცინე რამდენიც გინდა ოღონდ ყველაფერი უვნებლად დააბრუნე უკან და ქომეთიანების ქორწილის მზადება დაიწყე. ახალი ამანათებიც გახსენი ,თუ რაიმე დეფექტურია დროულად დაურიგე. ორი დედოფალი ჩანიშნული მყავს ხვალისთვის , ხომ გახსოვს … შეხვდი,ყველაფერი დეტალურად ჩაინიშნე და ახალ დეკორაციებს გაჩვენებთ ნინა-თქო უთხარი. კიდევ რაღაც მინდოდა - ჩქარა მიდიოდა და ჩქარა საუბრობდა - ხელფასები დაურიგე მძღოლებს და დამხმარეებს ჩემ უჯრაშია საკმარისი თუ არ იქნება მომწერე და გადმოგირიცხავ . შეიძლება არ იყოს მობილურის კონტაქტი და დედაჩემმა ან მამაჩემმა თუ გამიხსენა გადაეცი ქმართანაა ისე გაგაგებინათ ახალი ამბავი როგორც თქვენ ეკონტაქტებით-თქო … ვიცი ასე რომ ვერ ეტყვი და რამე მოიფიქრე სხვა სიტყვათა წყობით. შენი იმედი მაქვს ,რომ დავბრუნდები შვებულებაში გაგიშვებ და პრემიასაც მოგცემ ხომ იცი. მადლობა ,ყველაფრისთვის
-კარგია ვინმეს იმედი რომ გაქვს და საქმეს ანდობ
-ასე უბრალოდ არ ვენდობი,მე ვასწავლე ყველაფერი და ანაზღაურებაც ისეთი აქვს სხვასთან არ წავა . მხოლოდ მაშინ გავუშვებ დამოუკიდებლად რომ გადაწყვეტს მუშაობას …გაშვებაც შემიძლია მოკლედ ,ეგოისტი არ ვარ არ ინერვიულო
-ერთადერთი რაზეც ახლა ვნერვიულობ სალომეა
-მეც მიყვარს სალომე … ხომ არ გავიწყდება
-რომ არ გიყვარდეს ვიცი არც დამთანხმდებოდი … ორჯერ არ აკეთებ შეთქვაზებას და რაზეც ჩემნაირ მწარე უარს გეუბნებიან იმას მითუმეტეს არ დათანხმდებოდი ჩემი ლამაზი თვალების გამო
-მოსეს ვიცნობ … ზოგადად ფაქტია საშინელი ,როცა იცი შენი და სადღაც შენთვის უცნობ ადგილასაა ,მაგრამ მოსე ქალს არაფერს დაუშავება და თან იცნობსო
-საიდან უნდა იცნობდეს
-არ ვიცი ,მაგდამ უცნობთან ყოფნის შიშიც არ ექნება
-ასე ჩამოუჯდება და ეჭორავება ეს ვიღაც მოსე?
-დასვენება იქნება სალომესთვის ,სუფთა ჰაერზე გასეირნება და ოჯახური პრობლემებისგან შორს ყოფნა. მოსე ისეთი ქარიზმატულია იმის გეშინოდეს მეორე ქორწილი არ ახარო დედაშენს და გული არ გაუსკდეს … ახლაც გაგიჟებული იქნება მე რომ ვეყოლები რძლად
-სალომე არ გაჰყვება
-ვიხუმრე
-არ ხუმრობ და ახლა უფრო მეტად ვდარდობ
-სალომეს არაფერს ავნებს , ვიცი
-კიდევ რომელუ ბანდიტის ფსიქოლოგია იცი
-ვინც სანდროსთან მეგობრობს ყველასი
-როგორ უძლებ ასე თითქოს სანდრო არ გენაღვლებოდეს
-ვმუშაობ და არ ვფიქრობ… სანდრო გაიღვიძებს.ბავშვობიდან ასეთი სუსტი და ფაქიზი იყო დედამისი ფაიფურივით უფრთხილდებოდა და მაინც სულ ავად იყო ,სულ გაციებული . მე წვიმაში მდგომსაც არ გამომხედავდა დედაჩემი , ბიცოლა გამოვარდებოდა ქოლგით და თბილი ქურთუკით .მათთან თუ ვრჩებოდი კომბოსტოსავით მფუთავდა მეც … სანდრო ახლა ისვენებს უბრალოდ. მიხვდება როგორი არასწორი გზით მიდიოდა და დაუბრუნდება სწორ ცხოვრებას და დედას … მე დამიბრუნდება იმიტომ რომ მისნაირი სხვა არავინ არსებობს და არც იარსებებს. ერთადერთია ვისაც ზუსტად ასეთი ვუყვარვარ და ვისთან მისვლა და უბრალოდ ჩახუტება შემიძლია ,ვინც სანაცვლოდ არაფერს ელის ჩემგან და ვინც ჩემ გამოყენებას არ ცდილობს . ვიცი გადარჩება და ვიცი შენ არაფერ შუაში ხარ ,პირიქით შენი დამსახურებაა რომ სუნთქავს. ამაში ეჭვი რომ შემპარვოდა მიშას მსგავსად მუქარას არ დაგიწყებდი ,ისე მოგკლავდი ექსპერტიზაც ვერ დაადგენდა სიკვდილის მიზეზს
-რომ ვერ გადარჩეს არ გიფიქრია? მე ხშირად ვფიქრობ და
-არ იფიქრო !
-როგორ
-საქმე არ გაქვს ამის ბრალია ამდენს რომ ფიქრობ
-საქმე და სხვა ფიქრი როგორ არ მაქვს ნინა
-ენთუზიაზმით არასდროს გიმუშავია …შენ რა არ აკეთო ის იცი რა გინდა რომ აკეთო ის არ იცი. ვისთან არ უნდა იყო ის იცი, ვისთან გინდა ეგ არა … შენი თავი არ იცი
-რატომ შეგიყვარდი
-სიყვარულიც არ იცი თორემ არ გეგონებოდა რომ მიყვარხარ … გამოყენებადი ხარ უბრალოდ ,ჩემთან ვალშიც ხარ და რა იცი რაში გამომადგები
-ზოგჯერ ისეთს იტყვი გააგიჟებ ადამიანს
-ბოლოს ყველა მაინც იმაზე ფიქრობს ვინ როგორ გამოიყენოს … სიტყვა გამოყენებაა შეფუთული შემდეგ დახმარებად, ნაცნობობად , ხელის გაწვდებად ,გვერდით დგომად
-კარგი შენი შეხედულებების მსხვრევის დრო არ მაქვს ახლა და არც ენერგია შენნაირ ჯიუტს რაიმე ვუმტკიცო
-თითქოს არ მიყენებდე
-საშინელი სიტყვაა
-სიმართლე ხომაა , თქვი რა გიტყდება …
-გიყენებ ხო ,კმაყოფილი ხარ ახლა?
-ჯერ არ … დიდი გზაა წინ და მალე დაღამდება
-იმ მოსეს ნომერი არ გაქვს ?
-შენი აზრით არ დავურეკე ? გათიშულია …არ იჭერს ალბათ
-გინდა საჭესთან დავჯდე?
-ნასვამი ხარ და მე სიკვდილი ჯერ არ მინდა.უამრავი რამ მაქვს სანახავი და შესაგრძნობი
………..
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო? - ხის კარი ჭრიალით გაიღო და საწოლზე მჯდომი გოგონა გამოჩნდა
-სად წამომიყვანე
-დასასვენებლად… შემებრალე იმ დაძაბულობისთვის რაც შენ ოჯახშია - ხელში დანა ეჭირა და ხორცს ჭრიდა - იმედია ვეგანი არ ხარ ხომ?
-გატაცება დასჯადია და ჩემ ძმას ახლა არ სჭირდება ნერვიულობა
-შენი არაკაცი ძმა არც ახსენო გთხოვ თორემ ავტომატურად ვბრაზდები
-ჩემი ძმა არაა დამნაშავე
-ხო ყველას თავისი ძმა უყვარს და უფროსი ძმა საერთოდ გმირი ჰგონია ,მაგრამ
-უკან დამაბრუნე მოსე
-დაგაბრუნებ …ღამეა უკვე და ახლა მაინც ვერ წავალთ.ხვალ დილით გავიდეთ
-ჩემი მობილური სად არის … ან ასე როგორ გავითიშე
-წივილ-კივილს ატეხდიი,გეგონებოდა ცოლად მირთავსო …სიხარულისგან გაგიჟდებოდი და წვენში დამაძინებელი ჩაგიყარე -ისე უთხრა თითქოს არაფერ განსაკუთრებულს არ ამბობდა და ძვლიან ნაწილზე დანა ძლიერად დაარტყა
-გაგიჟდიი? ჯერ ეს ერთი შენი ცოლობა ვის რად უნდა და მერე მეორეც შენ რა ავადმყოფი ხარ? არა რომ ხარ კი ვიცი,მაგრამ ამდენად? ჩემი მობილური მომეცი ლუკას უნდა დავურეკო
-აქედან ვერ დარეკავ … მობილურის გარეშე მოგიხდება ცხოვრება . ხახვს ჭამ თუ არ გიყვარს
-ვერ ვიტან ხახვს ღმერთო ჩემო რა დროს ხახვია
-აი რა გატირ-გაყვირებს? დაფიქრდი ერთ წუთს , მთაში ხარ ,ირგვლივ ყველაფერი ულამაზესია,გადაღლილ გონებას დაასვენებს,ყველაფერს დაგათვალიერებინებ . საფეთხე არ გემუქრება და იმედია იცი რომ არაფერს დაგიშავებ . არ სჯობს ჩემთან იყო და სიტუაციით იკაიფო ვიდრე ვინმე სხვასთან ჯურღმულში?
-ჩემი ძმაა აქ პრობლემა და დედა .ლუკა თუ არ ილია მოგკლავს რომ გამოვა
-როდის გამოვა შემახსენე ? შენი პატარა ხულიგანი ძმა?
-6თვე დარჩა
-ო იქამდე ცოლადაც შეგირთავ - უდარდელად უთხრა ისევ და ბუხარში ჩამწვარ ნაკვერჩხლებზე შამფურები დაალაგა
-როდის გადაწყვიტე
-პირველად როდის გნახე?
-ერთი წლის წინ უნივერსიტეტის ეზოში რომელშიც რას აკეთებდი დღემდე არ ვიცი…
- დაიცა შენ არ იცი მე პირველად როდის დაგინახე?
-სხვა დროს გავიცანით ერთმანეთი?
-როგორღაც შენ სულ გძინავს … მძინარე მზეთუნახავი ხარ ,მაგრამ გაღვიძებამდე არ მიკოცნია ტეხავს გოგო რომ არ გკოცნის
-ამხელა კაცი რეებს ბოდავ
-ემოციურად გაუწონასწორებელი თუ იყავი არ მეგონა … ასეთი ისტერიულიც არ ჩანდი
-აქედან წამიყვანე ! - ხელში პირველი რაც მოხვდა ის ესროლა,მაგრამ ააცილა
-დრო გვექნება მიზანი რომ გამოასწორო,გავარჯიშებ
-მოსე!
-გეყოფა ნუ ცდი ჩემ მოთმინებას ,ისეც ლეკვად ვარ გადაქცეული მაქსიმალურად რომ შეგიქმნა კომფორტი მაშინ როცა შენ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე თუ სანდრო მოკვდება
-მიშას კაცი როდის გახდი? შენ რა ასე დაქირავებული ხელის ბიჭი ხარ რომელიც შავ საქმეებს ასრულებს?იმიტომ ეშინიათ შენი?
-შენ რომ არ გეშინია ვხედავ და ნამსხვრევები მაქვს ასაკრეფი
-მიშა რამდენს გიხდის
-ნუ მაწყენინებ
-მოტაცებაზე უფასოდ მიდიხარ? ქველმოქმედი დამნაშავე ხარ?
-ასეთი მწარე ენა გაქვს ? კიდევ რამდენი რამ არ მცოდნია შენზე
-იმ მიშას დაურეკე და უთხარი რომ ჩემი ძმა მოკლავს
-რომელი შენი ძმა ციხეში მჯდომი თუ ის წმინდანი ლუკა
-უკაცრავად ყველანი შენნაირები ვერ ვართ,არიან კაცები რომლებიც ქუჩაში არ დგანან და ისე ცდილობენ ნორმალურ ცხოვრებას
-ნორმალურ ცხოვრებას ნარკოტიკებთან ერთად, ვაჭრობა პარალელურად ხო ეს აშკარად სჯობს ჩემ ცხოვრებას
-ჩემ ძმას ნუ აბრალებ სისულელეებს ის არც მოიხმარს და მითუმეტეს არ ყიდის . ჩვენი ერთადერთი შემოსავალი მიშამ გადაწვა და სხვათააორის ბებიის დანატოვარი ემოციებიც გააყოლა იმ ცეცხლს ახლა კი საერთოდ არ ვიცი როგორ ვიცხოვრებთ .გასაუბრებაზე ვიყავი,მუშაობა უნდა დამეწყო და მე ახლა აქ ვარ
-იპოვნი სამსახურს, ახლა სიცოცხლეა პრიორიტეტული და თუ ვერ აზროვნებ გეტყვი ,რომ მე ვარ შენი გარანტი
-აჰ მომიტაცე რომ დამიცვა ? ფარი ხარ თუ იარაღი ჩემი მიმართულებით მომართული
-ამ პატარა გოგოს ამხელა ხმა საიდან გაქვს ?
-შეუძლებელია შენთან საუბრის გაგრძელება…კიდევ კარგი ნამდვილად არ მომწონდი თორემ არ ვიცი რა მეშველებოდა ახლა იმედგაცრუებისგან გავგიჟდებოდი
-გულს მტკენ …გარეთ არ გახვიდე სიცივეა და მე მომზადებული არ ვიყავი ისე წამოგიყვანე ტანსაცმელს ვერ გიყიდდი .გაიყინები
-ჯანდაბაა -კარი რომ გააღო და გავიდა შემდეგ მიხვდა ,რომ ყველა სიკეთესთან ერთად წვიმდა კიდეც. შიოდა,სციოდა და პირი უშრებოდა. მოსე კი გაშლილ სუფრასთან ელოდა აღარც სიტყვას ძრავდა და არც საკვებისთვის დაუკარებია თითი სალომეს მისვლამდე .
-როდის წამიყვან
-როცა სანდრო გაიღვიძებს
-თუ სანდრო არ გაიღვიძებს?
-მოვიფიქრებ როგორ არ შეგეხოს შენი ძმის მხრებზე აკიდებული ცოდვა
-მე რომ არ მომწონხარ და სხვა მიყვარს?
-გიყვარდეს …მთავარი ჩემი გრძნობაა

……………..
იქამდე არ ჩერდებდა ნინას მობილური სანამ ერთ ხაზზე მაინც იყო კავშირი . მომხმარებლები წერდნენ და ისიც ან პასუხობდა ან თამთასთან ამისამართევდა აშკარა იყო ეს კომუნიკაცია არ აწუხებდა ,პირიქით ამით იღებდა სიამოვნებას. კმაყოფილი ადამიანები ანიჭებდნენ ბედნიერებას და მადლობების წერილებიც უხვად ჰქონდა
-არ შლი შეტყობინებებს?- მქნქანაზე მიმაგრებულ ტელეფონის ეკრანს ხედავდა
-არა, მეორედ თუ მომწერს მინდა მახსოვდეს ჩვენი წინა კომუნიკაცია … ზოგიერთის სქრინებიც მაქვს შენახული
-მოტივაციას გაძლევენ?
-რა თქმა უნდა
-უმადური და უკმაყოფილო დავიჯერო არავინ გყავს?
-მყოლია ,მაგრამ აზრი შევაცვლევინე. ზოგიერთს უბრალოდ ხასიათში აქვს მუდამ უკმაყოფილო უნდა იყოს ან არაფერი მოსწონდეს . მერე ვაჩვენებ დეტალურ ჩანაწერებს რაც შეთანხმებისას ჩავინიშნე და იხსენებს წარსულს
-რთული არ არის ამდენი ფიქრი ათასი გემოვნების მქონე ადამიანთან?
-კი ,თან უმრავლესობა ქალია…ბოლო წლებია გახდა ტენდეციური ხელის თხოვნებიც და ბიჭებიც მიკავშირდებიან თორემ ისე სულ გოგონები და ქალზე რთული არაფერია როცა საქმე არჩევანს ეხება
-შენ როგორი წარმოგედგინა
-რა
-ხელის თხოვნა და საკუთარი ქორწილი…ჯვარი დავიწერეთ, იაზრებ ნინა?
-ნახევარმა საქართველომ ნახა … ყველა ილაპარაკებს . მე მორწმუნ არ ვარ დიდად ,ნუ გაქვს დანაშაულის შეგრძნება . ვინმე თუ ძალიან შემიყვარდება ჯვრისწერის გარეშეც მშვენივრად ვიქნებით და იქ მეეჭვება ვინმეს ცოლი სჭირდებოდეს სამოთხეში ან ჯოჯოხეთში
-ათეისტი ხარ?
-არა … მე ჩემებურად მესმის
-მე მედავითნე ვიყავი … წირვას არ ვტოვებ ახლაც და წელიწადში ერთხელ მაინც ვინახავ მარხვას ,ვეზიარები , აღსარებას ვაბარებ
- შენ მაშინ სინანულში იქნები მთელი ცხოვრება … ალბათ ანასთან ჯვრისწერას რამდენხანს წარმოიდგენდი როგორ ამაღლებულად ხედავდი და მე შეგრჩი ბოლოს საკურთხეველთან . ვწუხვარ ,სალომეს ისეც ვიპვნიდით
-მაგრამ მიშას ვერ ვაჩერებთ და მე ომი არ მინდა. ისეც გაგიჟებული მამაა უფრო მეტ ცოდვას ჩავიდენთ ორივე მეც რომ მისი წესებით დავიწყო თამაში . ან გარჩევები ან ვიღაცებიც ჩარევები , მეგ ადამიანს დავაზარალებ
-ვინც შენ ბარიგობა დაგაბრალა შენი ცოდვით უნდა იწვოდეს შენ კიდევ სინდისს უნახავ
-ღმერთი არ მაპატიებს რომ ჩავუშვა და მისკენ მივმართო ყველა
-მაშ ამიტანე ცოლად და იცხოვრე ტყუილში
-შენთვის სულერთია?
-მე კაცებისთვის არ მცხელა … როგორც ხედავ საკმაოზე მეტად დაკავებული ცხოვრება მაქვს
- ზოგადად ხომ გინდა გიყვარდეს და უყვარდე , ადამიანი გყავდეს გვერდით ვინც გაგაბედნიერებს,შეგავსებს და ბავშვები ? შვილები ხომ გინდა
-ქმარი არაა საჭირო ბავშვისთვის …
-ყველა ქალს უნდა მშვიდი ,ბედნიერი ოჯახი
-ბედნიერი უნდა იყო აწმყოთი და ყველგან იპოვნო…რაღაც იდეალურის ძიებაში ისე კვდები ვერ იგებ როდის იყავი ბედნიერი
-არ მითხრა რომ ახლაც ბედნიერი ხარ
-არა,მაგრამ ვნახოთ იქნებ ამ დღემ თავისი პლიუსები მიჩვენოს…ასეთი ამბები შემთხვევით არ ხდება
-აბა ბედისწერაა?
-შენ უნდა იცოდე ბედის წერა
-გამოდის ახლა შენ წერ?
-არა შენ დაწერე, რომ დამიჩოქე იმდენი ადამიანის და კამერის წინ
-ჩემ ბედს მე თუ დავწერ შენ იქნებოდი იქ?
-ა ხო შენ ჩემნაირი ქალი არ გაინტერესებს არ შეგეფერება და არ გჭირდება
-გეყოფა , მე და შენ რომ არ შევეფერებით შენც იცი და ერთი და იგივეს ნუ მამეორებინებ
-საუბარი არ გამოგვდის და გავჩუმდეთ სჯობს - სიმღერა ჩართო და ხმასაც აუწია .

სახლთან რომ გააჩერა ლუკა მაშინვე გადავიდა
-გიჟივით ნუ შევარდები … მოგკლავს
-სად ვართ ოთხმოცდაათიან წლებში და ის მხედრიონელია ?
-არა მხედრიონელის შვილიშვილია
-სერიოზულად?
-ზუსტად ვიცი რომ სალომე კარგადაა და საერთოდ მე თუ მკითხავ სჯობს შენც აქ დარჩე მასთან ერთად
-შენი ქმრობაც არ მიშველის?
-სანდრო გიშველის მხოლოდ … სხვა არავინ
-სიმშვიდეა თითქოს აქ არავინაა
-აბა გეგონა მთელ სოფელს გააგებინებდა რომ მოვიდა ?
-მანქანაც კი არაა
-მოტო ჰყავს …ჭიშკარი ვერ გააღო ისე იყო ჩაკეტილი და ლუკა მივიდა ,ძლიერად მოქაჩა და ეზოშიც შევიდნენ. სახლის კარზე დიდხანს აკაკუნებდა ,მაგრამ არავინ დაუხვდათ-წაუყვანია
-რას ნიშნავს წაუყვანია ერთი ღამეც არ დარჩა სახლში ისე გადაიყვანა ახალ ადგილას ? შენ გააფრთხილე ?
-ხო ამხელა გზა იმისთვის გამოვიარე ,რომ შენ მომეტყუებინე და შენთვის დამემალა სალომე … ჯანდაბაშიც წასულხარ. სადახ გინდა იქ იპოვნე და როგორც გინდა ისე მოიქეცი
- .შესაძლოა სახლში არიან და კარს რა თქმა უნდა არ აღებს- არც დაუშვია რომ ნინა წავიდოდა იმდენად გაბრაზდებოდა ამ სულელური კითხვის გამო . მხოლოდ სალომეზე ეფიქრებოდა. კარი რკინის იყო და ვერ შეამტვრევდა ,მაგრამ ფანჯრის ჩამსხვრევა შეეძლო და ესროლა კიდეც ქვა- კარს გავაღებ და შენ მერე შემოდი -უკან რომ მიიხედა ნინა მანქანისკენ მიდიოდა-რას აკეთებ
-გეგმას ვასრულებ … ჯანდაბაში გტოვებ . მიშას შეგახვედრებ მალე და 24საათში დაქვრივებული ქალი ვიქნები
-ცოლი ხარ ჩემი თუ მტერი … ბავშვი ხარ და იბუტები ? სერიოზულად ხომ არ მითქვამს . აქ არ დამტოვო ნინა
-სახლში რომ იყოს კარს გაგიღებდა.ფანჯარა ტყუილად ჩაამსხვრიე და სახლი გაიმეტე განადგურებისთვის
-ნინა !
-კარგად -მანქანასთან იდგა უკვე ხელი დაუქნია და კარი გააღო
-დამელოდე ,ბავშვი უნდა ვიპოვო შორს ვერ წავიდოდა
-შეუძლებელია რომ ვიპოვო …ის ისეთია შეიძლება საზღვარზე გადაიყვანოს.ორმაგი მოქალაქეობა აქვს მგონი
-გაჩერდი! მე შენი ქმარი ვარ და ასე ვერ დამტოვებ ,გვერდით უნდა მყავდე
- მანქანიდან გადადი! მოსეს გავაფრთხილებ და-გვერდით რომ მიუჯდა სუნთქვააჩქარებული ამანაც არ გააჩერა -მე რა ცოლი ვარ , კანონი არ გვაკავშირებს ეკლესია ვერაფერს ცვლის იურიდიულად
-ეგ საკითხი გასარკვევია …ახლა კი წავედით
-საიდ უნდა წავიდე ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს
-თუ გავჩერდები დავკარგავ
-საერთოდ სჯობს შეეშვა და მიშას ეგონოს გატაცებული მყავსო .მოსე არ დაანებებს სალომესთვის რაიმეს დაშავებას
-ვიღაც მოსესთან იქნება უსაფრთხოდ ?
-შენ რომ ხარ ჩემთან იმაზე მეტად უსაფრთხოდ იქნება ,დამიჯერე
-ქორწინების პირველივე დღეს ნუ მიყვირი! საერთოდ სხვებთან არ ვიცი და ჩემთან ხმას ნუ უწევ ისეც გაგიჟებული ვარ
-სისულელეებს მეუბნები და აკეთებ ! საერთოდ დროა იმალებოდე,ზღაპარი არაა ეს ცხოვრება და სანდრომ რომ გაიღვიძოს ,ილაპარაკოს ,ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს შანსიც არააქ მგონი მე კიდევ სამუდამოდ დავკარგე მთელი ოჯახი და შენ მეუბნები აფსურდულ რაღაცებს -მანქანიდან გადავიდა ხმას აუწია უფრო და უკან მიყოლილ ლუკას მკერდზე ხელი ჰკრა -დეგენერატი ხარ და მე კიდევ უფრო დიდი იდიოტი
-მე რომ გიყვარვარ მაგიტომ ხარ იდიოტი? ამოჩემება რომ ვარ ეგ ტეხავს თორემ რომ გიყვარდე მართლა
-თავხედო! - ისევ ჰკრა ხელი იქამდე სანამ ლუკამ არ მოუჭირა მაჯებზე თითები და თავისკენ მიიზიდა
-გეყოფა ,გვეყოფა ორივეს … -ახლოს ჰყავდა,იმდენად რომ მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ხვდებოდა და ამღვრეულ თვალებში უყურებდა - სალომე უნდა ვიპოვნო და მერე ჩვენც გვეშველება რამე -ტუჩებზე რომ აკოცა იქამდე უთხრა სანამ მოიშორებდა და შემდეგ თავად დაჯდა საჭესთან -წამოდი , აფხაზეთში ასე მარტივად ვერ გადავიდოდა
-აქვს მოქალაქეობა და დადის ყოველ ზაფხულს
-სალომესაც აქვს და იმედია არ უთხრა და საერთოდ იმედი მაქვს დედამისს არ ჰგავს გემოვნებით და ის ბიჭი არ შეუყვარდება ამ დაძაბულობის დროს
-რა აქვს უკაცრავად
-აფხაზეთის მოქალაქეობა …ბებიაჩვენი იყო ამრა ქეცბაია ,მოქალაქეობაც იქედან გვაქ. მამაჩვენს არ დავყავდით ომი ჰქონდა სიდედრთან
-რა სიგიჟეა …სალომეს არასდროს უთქვამს
-რა უნდა ეთქვა ბებიას მამას გამო არ ვეკონტაქტებით და კიდევ საზღვარი უნდა გავიარო და მტრულად განწყობილ ხალხთან ჩავიდე რომ ვნახოო?
-ცოცხალია?
-კი…14 წლის იყო რომ მოიტაცეს და ჯერ კიდევ ახალგაზრდაა . ძირითადად მოსკოვშია ხოლმე
-დიდად არ გიყვარს
-ცივი ქალია მეორე ბებიის ფონზე სულ არ ჰგავდა ბებიას და ისეც რომ ვერ ხვდები ადამიანს და ვერ ეკონტაქტები უცხოა
-გასაქცევი ადგილების მეტი რა გქონია მე არ მოგეყვანე ცოლად
-არ გამახსენდა
- შენ რომ არ იფიქრე იმიტომ ვარ მე დღეს შენი ცოლი და ოჯახიდან გარიყული?
-არა შენ რომ შემომთავაზე და შენ რომ გიყვარვარ თუ გეკვიატები იმიტომ
-რა სიტყვაა
-როგორი უკუღმართი დამოკიდებულებაც გაქვს ისეთი
-აიგიჟეა ასე უმისამართოდ სიარული და იმედია აფხაზეთში არ გადამიყვან
-არ გაინტერესებს?
-რუსული არ ვიცი და ვერ ვიკონტაქტებ ხალხთან მე კი თუ საუბარი და მოგვარება არ შემიძლია ადამიანები მაშინებენ
-არ მჯერა
-დაუჯრებელი რა არის გერმანულს ვსვწავლობდი და ინგლისურს
-შენ რომ რამის გეშინია
-მეშინია და უამრავი რამის
-და ასე უბრალოდ აღიარებ?
-არ მრცხვენია აღიარების…ადამიანი ვარ ქვა კი არა . სად მიგყავარ
-არ ვიცი!
…………
-სანდრო დამძიმდა. მივდივართ!-გამთენიას გააღვიძა ბიჭმა , მუჭით შეიმშრალა მეგობრისთვის დაღვრილი ცრემლები და ვერ გაბედა სიტყვების თქმა რომელიც უთხრეს და ყურებში ჩაესმოდა”მალე აღარ იქნება” “ვეღარ გაუძლებს” “ხვალამდე ვერ გაატან” .
-აღარაა? სანდრო აღარაა მოსე?
-არაფერი თქვა თორემ მომინდება შენ ძმას დაველოდო და მოვკლა . ასეც გადაგარჩენ ,მაგრამ ჩემი ვეღარასდროს იქნები და გთხოვ მომეცი საშუალება მკვლელი არ გავხდე და შენთან ყოფნის შანსიც დავიტოვო . გონებაში მყოფი ეშმაკი სხვას მკარნახობს და ნუ გამომიწვევ
-მოსე -უამრავი რამ უნდოდა ეთქვა ,მაგრამ რომ შეხედა როგორ მდგომარეობაშიც იყო გაჩუმდა და საკუთარი ნებით გაჰყვა.
-სად მიგყავარ -მოტოციკლის გაჩერებისას ჰკითხა სალომემ და აკანკალებული სხეული ძლივს დაიმორჩილა მიწაზე რომდ აედგა ფეხი
-აფხაზეთში !

-სულ გაგიჟებულხარ,მეხუმრები? როგორ გადამიყვან საზღვარზე გგონია არაფერს ვიტყვი?
-არ იტყვი იმიტომ რომ შენ ძმას შენით დააშანტაჟებს მიშა
-და შენ რომ გადმამალავ მიშა რას იზამს უფრო მეტად არ გაამწარებს ლუკას?
- ნინა ეტყვის რომ ჩემთან ხარ და საფრთხე არ გემუქრება.ჩემ გარდა ვერავინ დაგიცავს რატო არ გესმის,მიშას ჰგონია მას ვემორჩილები და მშვიდადაა … არც მოგიკითხავს თუ რამე ვიდეოს გავუგზავნი და მორჩა
-როგორ …აფხაზეთიდან როგორ
-მოვახერხებ შენ დამიჯერე …
-თითქმის უცნობი კაცი ხარ აფხაზეთში როგორ გამოგყვე უპანიკოდ
-ექსკურსიაა,რომლის შანსიც ცოტას აქვს … ჩემი ცოლის სტატუსით უნდა გადაგიყვანო,სხვა გზა არაა
-გგონია ცოლად გამოგყვები? სანდრო გადარჩება და ყველაფერი გაირკვევა, ლუკა სიმართლეს დაამტკიცებს და მიშა მე არაფერს დამიშავებს,ნინა არ დაუშვებს და ისეც მე არ ვჭირდები უბრალოდ ლუკას აგიჟებს. მეოთხეც , აფხაზეთის მოქალაქეობა მე მაქვს და შენ რას აპირებ ეგ მაინტერესებს
-მამაჩემია აფხაზი და შენ რა მოქალაქეობა გაქვს …რა მოიგონე . დაგშორდები მალევე ნუ ღელავ ან თავად მთხოვ არ დავშორდეთო
-ბებია მყავს აფხაზი და შენ მამა როგორ …
-დედაჩემის გვარზე ვარ … ბაბუამ გამზარდა და ასე გამოვიდა,ჩახლართული ამბავია.ჩემი ძმა მამის გვარზეა მე დედის,სახელიც ბაბუის მქვია და მემკვიდრეც მისი ვარ
-ბავშვობაში განაწილებული ქონება ?
-დიახ
-არ წამოვალ აფხაზეთში…
-არ გინდა ?
-შენთან ერთად არ და საექსკურსიოდაც, დასასვენებლადაც ,სამოგზაუროდაც უკეთესი ადგილები ვიცი, მეტად მშვიდი ,კეთილგანწყობილი,ნაკლებ სენსიტიური და უფრო ცივილური
-თაფლობის თვეში წავიდეთ სხვაგან … ამდენი ლაპარაკის ნერვი არ მაქვს ,მართლა … სანდრო ჩემთვის ძმაა და მის დაკრძალვაზე შეიძლება ვერ ვიყო ამხელა მსხვერპლზე მივდივარ და შენ რაზე მიჭედავ არ აზროვნებ
-ვაზროვნებ , საჩემოდავ და საშენოდაც.არ ღირს ამხელა მსხვერპლზე წასვლა
-ღირს!
_ჩემ გამო არ უნდა
-შენ ღირხარ ყველანაირ მსხვერპლად !
-მგონი გაგიჟდი ან რაღაც გეგმა გაქვს თვითონ და შენ გინდა ლუკაზე შურისძიება ჩემი საშუალებით
-ზედმეტად ბევრ სულელურ სერიალს უყურებ და მე გგონივარ ვიღაც ს.რი რომელიც ქალის საშუალებით ეცდება შურისძიებას და შეურაცხყოფას მაყენებ
-სერიალი რომ არ არის იმიტომ არ უნდა ვიქცეოდეთ ასე
-ნუ გაქვს ისტერიკა
-გატაცებული ვარ ,როგორ არ მქონდეს ისტერიკა და ჯანდაბაში გყავდი ჯანდაბაში მიგყავარ. დედაჩემი ,ჩემი ძმები ყველანი ღელავენ . განა მარტო მე ვარ და სადაც მინდა იქ წავალ? სულ რომ მიყვარდე და სხვა არაფერი ხდებოდეს ასე მაინც ვერ გამოგყვებოდი თავქარიანი გოგოს მსგავსად
-ასეთი სერიოზული და პასუხისმგებლიანი რომ ხარ იმიტომ მიყვარხარ, არავის რომ არ ჰგავხარ შენი სამეგობროდან და ყველასგან გამოირჩევი ამ შენი ყოველმხრივი წესიერებით,მაგრამ ახლა ისე იქნება როგორც ვამბობ და მერე სულ ისე იყოს როგორც შენ გენდომება
-სიყვარულს მიხსნი
-არაბანალურია და გამრჩეული ,არა? ვარდებით ახსნილს არ სჯობს?ვარდებსაც არ მოგაკლებ
-ისეც გამომიგზავნე … შენ იყავი ხომ? სპრეი ვარდების უზარმაზარი,ფერადი თაიგული რომ მომიტანეს აეროპორტში
-და დაქალებს დაურიგე ,არცერთი წამოგიღია სახლში
-ჩემი ძმა დაჭრილი, კაფე გადამწვარი,დედა ინფარქტით და მე თაიგულით ტკბობის დრო მქონდა?
-შენ თავზე ფიქრს გასწავლი აუცილებლად,სემინარებს ჩაგიტარებ
-მე რომ სწავლა მეზარება?
-სულ სწავლობ
-სულ ვებრძვი სიზარმაცეს…კიდევ როდის გამომიგზავნე? თუ ეგ იყო პირველი
-გაიხსენე როდის გეგონე მე ან გინდოდი და მე გეტყვი არას ან კის
-არ მინდოდი უბრალოდ
-ბევრი ვინმეა ვინც გიგზავნის და ვისზეც ეჭვი შეიძლება გქონოდა როგორ მიხვდი რომ მე ვიყავი
-ყველა წერილის თანხლებითაა, იდუმალება არავის უნდა … პირიქით ერთი იბრალებდა მეორეს საჩუქარს
-არ მიპასუხე კიდე რომელი გგონია ჩემი
-კიდევ გამომიგზავნე რამე და არ გინდა სხვას მივაწერო?
-ანუ არ გამომიგზავნია
-მე ეგ არ მითქვამს
-დაჯექი წავიდეთ ზედმეტი ვიჭორავეთ …დრო არ იცდის -ზურგჩანთა აიღო
-ღმერთო რას ვაკეთებ
-ცხოვრებაში ერთ-ერთ სწორ ნაბიჯს დგამ
-ის კაბა ,იდეალურად მომერგო და ისეთი იყო მეც რომ ვერ ვარჩეც ორ კვირაინი ძიების შემდეგ - ჩაფხუტს რომ უკეთებდა და თმაც გაუსწორა მაშინ უთხრა და თვალები დახარა ,სახე აუხურდა მოულოდნელი მღელვარებისგან. ყველაზე რთულ დროსაც ივიწყებს ტვინი ყველაფერს და გახსოვს მხოლოდ ის და მისი ემოციები
-ვინ მიყვარსო რა მითხარი ? -ნიკაპქვეშ ამოსდო ორი თითი და თავი ისე ააწევინა -ის ბიჭი ვის გვერდითაც გადაიღე ფოტოები ჩემი ერთი ნახვით არჩეული კაბით ? -ისეთი ხმა ჰქონდა გრიფიდ საიდუმლოსახ გათმევინებდა
-ლექტორია, საკურსოზე მეხმარებოდა ,ერთად ვმუშაობდით და იმ დღეს მასთან უნდა მქონოდა ფოტო
-და ვინ მიყვარსო ? - თავი გვერდით გადახარა -სალომემ რომ შეხედა მზის სხივებიც ჩანდნენ უკვე ან მოეჩვენა და თვალები უბრჭყვიალებდა
-ვიღაც … ჯერ გადამარჩინე და მერე გეტყვი
- არავის ვტოვებ და ვაქცევ ზურგს ნუ ღელავ. მაჭარაშვილი ? იმედია ეგ და არა ვინმე არაკაცი თორემ ძალიან შემებრალება საკუთარი თავი ისეთი სულელი ქალი რომ მიყვარდეს ვინც ყოვლად უგემოვნო და სულელი აღმოჩნდება ბოლოს
-გიორგი ნამდვილად არის ის კაცი ვინც უნდა შეგიყვარდეს თუ ნორმალური ხარ ,მაგრამ მე ლუკა სულ მეუბნებოდა ,რომ არანორნალური ვიყავი
-აბა ვინ სხვა
-მე დავჯდე თუ შენ ატარებ … მე არ ვიცი და დავიმტვრევით . არც გზა ვიცი
-ქორწილის ამბავი არ გამოვა ანუ არაკაცურია რომ იცი ქალი სხვისია და შენ ისტორიაში მის ქმრად ტარდები თან ასე
-ორივეს გვაქ მოქალაქეობა ,საჭირო არაა … შენ ვისთან მიდიხარ
-მეგობართან
-მე დაგპატიჟებ ბებიასთან… შენზე გაგიჟდება
-რატომ
-დამნაშავეებისკენ აქვს მიდრეკილება…შენნაირები უყვარს ისე ასაკითაც არაა შენზე ბევრად დიდი და მგავს კიდეც
-სალომე
-კარგი მაპატიე ,უდროო ინფორმაცია იყო
-ინფო და ხუმრობაც
-სანდრო გადარჩება,ვიცი ! -თქვა და მის უკან დაიკავა ადგილი.

ზოგჯერ ცხოვრება ისეთ დღეებს გვითენებს, რომელსაც უბრალოდ უნდა მიჰყვე თუ გყავს ადამიანი ვისაც ენდობი ,ხელს ჩაკიდებ და განაგრძობ გზას უმისანართოდ.


-მე არ გადმომიშვებენ და საერთოდ უნდა დავრჩეთ ასე მგონია
-ჩემი და უნდა ვნახო
-ამ სიჩქარით თუ ივლი უფრო წინაპრებს ნახავ და მეც შემახვედრებ …მოსე ცენტრალური გზით არ ივლიდა . ტყუილად ვკარგავთ დროს,ჯობს თვითონ მოძებნო თავშესაფარი -ტელეფონი ჩართო და მაშინვე მიიღო შეტყობინებები
-ნინა , სანდრო სიცოცხლისთვის იბრძვის ბავშვი ლამისაა აპარატიდან მოხსნან და შენ რა გააკეთე გოგო. ცირამ გაგზარდა მისი არ გრცხვენია? კაცის გამო დაკარგე ნამუსი? უმადური გახდი კაცის გამო ნინა? - ხმოვანი შეტყობინება ხმამაღლა ჩაირთო და ქალის ცრემლიანი კივილიც გაისმა.
-რა ხდება მანდ -ვიღაცასთან დარეკა და დაელოდა
-გაგიჟდი ნინა? გათხოვება თუ გინდოდა სხვა ვერ იპოვნე ან სხვა დროს? სანდრო კვდებაო… არ ვიცი აქ ისეც მოთქმა იყო უკვე . დედაშენი გათიშეს ექიმებმა იმდენი დამამშვიდებელი გაუკეთეს. შენს ადგილას სახლს დავივიწყებდი
-მამიდა
-შეგეშალა ნინა , ძალიან შეგეშალა … ეს არაა სწორი ქცევა. ეგ ბიჭი უდანაშაულოც რომ იყოს ახლა გათხოვების დრო იყო? შენი ბიძაშვილი კვდება… ერთად გაზრდილები ხართ , შენ გიყვარდა ყველაზე მეტად და შენზე გიჟდებოდა ის საწყალი
-ნუ ტირი ცოცხალ კაცს. არ მოკვდება !
-გათიშულია ბიჭი … გონზე ვერ მოყავთ რა დაალევინეს ასეთი რა ჯანდაბა დაალევინა კითხე
-ლუკამ არ იცის
-სულელო გოგო , ჩემო სულელო გოგო შენ მაინც სად ხარ .ჩემთან მოდი სახლში ,დაანებე მაგ ბიჭს თავი
-ვერ მოვალ …
-მეშინია რამე არ დაგმართოს
-ნუ გეშინია . ჩემებს მიხედე გთხოვ, მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ. მომწერე იცოდე ხშირად თორემ გული გამისკდება
-მოგწერ ,საუკეთესო ხარ -გათიშა და თავიც დახარა . მანქანა ჩქარა მიდიოდა, გზა ცარიელი იყო. დაღლილობისგან თვალები ეხუჭებოდა უკვე , თავის ტკივილი არ უყუჩდებოდა- რომ მოკვდეს მერე? როგორ უნდა ვიცხოვროთ
-მე მართლა არაფერ შუაში ვარ
-ხარ , იცი ვინცაა დამნაშავე და ხელს აფარებ. უფლებას აძლევ მშვიდად იცხოვროს და სინდისმაც არ შეაწუხოს ისე გააუბედუროს სხვებიც! დამნაშავე იქნები შენც , თუ იტყვი ვინაა
-რომ არ ვიტყვი ხომ იცი
- ასეთი ვინ არის
-ლუკას გარდა ვერავინ დაასახელებს მის ვინაობას
-პატიოსანი კაცი ხარ კაიბიჭური მენტალიტეტით …საერთოდ თუ იცი რა გინდა ამ ცხოვრებისგან ან ვინ ხარ
-მე ჩემი ხედვები და ცხოვრება მაქ …
-სიმართლის თქმა ბო.ზობა გგონია და ვიღაცას მოუთმენ შეურაცხყოფას
-შენ იტყოდი?
-აუცილებლად ვიტყოდი იმიტომ რომ ის დამნაშავეა,მკვლელია უდანაშაულო ბავშვის რომელიც ჩემ თვალწინ გაიზარდა და რომელიც ნარკომანი არ ყოფილა ,მოატყუა მდიდარი ბიჭი რომელიც დღეს კომაშია და ხოო აუცილებლქდ ვიტყოდი მე არა მან მიიყვანა სიკვდილამდე და დედა უტირეთ-თქო …ღმერთო ჩემო ჩემი სანდრო კვდება და შენ ვიღაცას იცავ დუმილით მე დებილი კიდევ გეხმარები სად მოვდივარ საერთოდ. სანდრო რომ მოკვდეს პანაშვიდზეც არ მიმიშვებენ ,ჩემ ბავშვთან გამომშვიდობების უფლებას არ მომცემენ შენ იცი?
-კარგი…კარგი დამშვიდდი მაპატიე , მაპატიე ყველაფერი სხვაგვარად ვერ მოვიქცევი-მანქანა გააჩერა , ატირებული გააჩერა და ჩაეხუტა
-გამიშვი, ხელები მომაშორე …მართლა სულელი ქალივით ვიქცევი თითქოს შენი სიყვარული მწვავდეს და ეს მაშტერებდეს
-გაჩერდი!-ხელით აწვებოდა გოგო რომ მოეშორებინა,მაგრამ არ უშვებდა მისი სახე ხელებსშორის მოიქცია და მზერა გაუსწორა-სწორად იქცევი , გეფიცები ყველაფერს დავალაგებ მხოლოდ სანდრო უნდა გადარჩეს და დრო გავიდეს ისე ,რომ გავძლოთ მეც და ჩემმა ოჯახის წევრებმაც. ვიტყვი,რომ მე გაიძულე და შეგირიგდებიან . შენ არაფერში ხარ დამნაშავე , შენ საუკეთესო შვილი ხარ და არავისთვის გიღალატია - ცრემლები შეუმშრალა და ბოლოს ათრთოლებულ ტუჩებზე აკოცა -მთელი ცხოვრება შენთან ვალში ვიქნები ,შენი მონა ვიქნები ოღონდ ახლა გაუძელი და იყავი ჩემ გვერდით . მჭირდები - ლოყაზეც აკოცა, შუბლზე მიეყრდნო და თმაზე ფერება განაგრძო - გთხოვ ნინა
-ნუ მკოცნი ასე … ასე თოჯინასავით უგრძნობად . გული მერევა ამაზეც
-ჩემი ცოლი ხარ
-სხვა გიყვარს რა მნიშვნელობა აქ ცოლი ვარ თუ არა და მეც არ მიყვარხარ
-ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ - სავარძელზე მიყრდნობილს,უკვე დამშვიდებულს შეავლო მზერა -ახლა წავიდეთ.სალომეს ვნახავ და შემდეგ ვიფიქრებ ყველაფერ დანარჩენზე

რამდენხანს მიდიოდნენ არ იცოდა , მაგრამ სიჩქარეს რომ უმატებდა და ბოლოს მოსეს მოტოციკლის წინ აღმოჩნდა ეს იყო ფაქტი. თვალიც ვერ გააყოლა ისე გადავიდა
-სალომე გადმოდი- გოგოს სახეც არ უჩანდა საერთოდ როგორ იცნო -სალომე-მეთქი
-ლუკა …
-მოდი ჩემთან - ხელი გაშალა და გოგოს ჩაეხუტა . ჩაფხუტი კი მოსეს მიარტყა მკერდზე -შენ არ ვიცი საერთოდ ვინ ხარ , რა გეგმა გაქვს და ვის ემსახურები . რადგან სალომე კარგადაა
-სალომე ჩემთან ერთად წამოვა!
-როგორ?
-შენთან ლაპარაკს და მოლაპარაკებას არ ვაპირებ!ისეც ერთი სული მაქ ყელი გამოგჭრა და სანდრომდე შეწყვიტო სუნთქვა . სალომეს მე გამატან სანამ შენ ჩასვრილს არ მოწმენდ ან თვითონ არ აგებ პასუხს
-შენ მართლა გგონია,რომ ჩემ დას გაგატან?
-ნუ მაიძულებ სალომეს წინ მოგკლა და მერე სულ ახსოვდე სისხლის გუბეში
-ჩემი და მოიტაცე , ამ უაზრო მუქარებით არ მოგადექი ,გავითვალისწინე შენზე რაც მითხრა ნინამ და შენ აქეთ მემუქრები? შენ მე ვინ გგონივარ
-კი არ მგონიხარ ვიცი რაც ხარ და მხოლოდ სალომეს გამო ვიკავებ თავს . ნინა შენ როგორ მოიყვანე ჩემამდე , საერთოდ რა დაგემართა ამის ცოლი როგორ გახდი გოგო
-შენი გოგო ვინ არის საერთოდ ან ვის თხოვ პასუხს … სადაც გინდა იქ წახვალ ახლა და შენ უფროსსაც რასაც გინდა იმას ეტყვი მე სალომესთან ერთად დავბრუნდები
-და მიშა მოგკლავთ ვერ ხვდები რომ ვერაფერს გააკეთებ ვერც დედაშენის და ვერც სალომეს დასაცავად? შენი ძმა საერთოდ ციხეშია და იქ ხომ საერთოდ დაუცველია . უნდა მევედრებოდე სალომე წავიყვანო და ჩემთან მყავდეს უსაფრთხოდ
-ჩემ დას შენ არ განდობ
-თვითონ მანდობს საკუთარ თავს … ჰკითხე რა ურჩევნია მოშორდეს ყველაფერს და უსაფრთხოდ იყოს, შენც მოგაკლოს ტვირთი თუ წამოგყვეს და საფრთხეში იყოს -სალომეს უყურებდა ამ დროს და თითქოს მის გონებაში აღწევდა -სრულწლოვანია თავად გადაწყვიტოს რა ურჩევნია შენ უკან დაიმალოს თუ მე გამომყვეს
-შენ რატომ უნდა გამოგყვეს და შენ რა ვალდებული ხარ რომ დაიცვა ,რატომ თუ არა იმიტომ რომ თვითონ იძიო შური ჩემზე და მე
-შენ რომ არ გკლავ სალომეს მიმართ ჩემი სიყვარულის დამსახურებაა და ხმას ნუ უწევ მაღიზიანებ , არ მინდა ზღვარს გადავცდე . სალომე მაინც არაა ჩემი,მაგრამ ნინას ქმარიც ხარ უკვე და მე ნინასთან ბავშვობიდან ვალში ვარ . ქმარს ვერ მოვუკლავ
-სალომე გიყვარს და გინდა სალომე გაგატანო?
-სალომე მიყვარს ,ამიტომ დავიცავ ყველაფრისგან და ყველასგან და შენ კი არ უნდა გამატანო თვითონ წამომყვება. ამდენი დრო არ მაქვს მელოდებიან
-სალომე
-კარგად ვარ ,კარგად ვიქნები … შენ დედაზე იზრუნე და ჩემზე ნუ იფიქრებ. ბებოსთან მივალ , ვეცდები დაგიკავშირდე . მიყვარხარ და თავს გაუფრთხილდი … ნინა , მიხედე გთხოვ
-რას აკეთებ
-მივყვები…
-არ მიყვები სალომე
-მივყვები. ვენდობი და ვიცი მასთან უსაფრთხოდ ვიქნები
-წავედით !- ჩაფხუტი გაუწოდა და დაელოდა
-სალომე ასე ვერ გაგიშვებ
-გამიშვებ … ჩემი სურვილია და შენ არასდროს ეწინააღმდეგები ჩემ სურვილებს იმიტომ რომ იცი მე უბრალოდ არავის ვენდობი - მოეხვია , რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე და შემდეგ ისევ უკან დაიხია-თავს გაუფრთხილდი ,მიყვარხარ

მოსესთან ერთად განაგრძო გზა ლუკა კი ისევ იმ ადგილას იდგა და თვალს არ აშორებდა
-კარგად ხარ?
-იცოდი რომ გაყვებოდა?
-მოსეს ქრაშავს მგონი პირველი კურსის შემდეგ … არ აღიარებს ალბათ ახლაც კი , შენ გამო და მამაშენის გამოც ეშინია , მაგრამ ენდობა ,ჭკვიანია , იცის მასთან თმის ღერიც არ ჩამოუვარდება
-მე რატომ არ ვიცოდი
-ძმებმა არ იციან ,დაქალებმა ვიცით
-შენზე გაბრაზებულია … მის ძმას რომ გაჰყევი და არ უთხარი
-ვიცი ,მაგრამ სიმართლეს რომ გაიგებს მაპატიებს?
-შენ რომ მქრაშავდი ეგ არ იცოდა?
-მე არ გქრაშავდი
-გიყვარდი?
-სად წავიდეთ
-თაფლობის თვეში ვართ … სასტუმროში ზღვის ხედით

…………….
მშვიდად ეძინა-თქო ვერ ვიტყვი ,ათასი ფიქრი ჰქონდა გონებაში ,მაგრამ დაღლილობისგან გაითიშა მაშინვე როგორც კი ბალიშზე დადო თავი. ლუკა სად წავიდა არც დაუნახავს და არც ადარდებდა , ძილში იგრძნო როგორ შეივსო საწოლის ცარიელი მხარე და მალევე შეეხო თავზე ხელი შემდეგ აღარაფერი ახსოვდა . რამდენიმე საათის შემდეგ გაეღვიძა , თვალები რომ გაახილა ზღვის ხმაც გაიგო და გარედან შემოსულ ხმაურს ლუკას ხმაც დაერთო . ერთი ზარი დაასრულა და მეორე განახორციელა იმ წამს
-დედა როგორ ხარ …
-როგორ უნდა ვიყო … არც კი გრცხვენია რომ მირეკავ ? ცოლი მოიყვანე მართლა თუ ეს რაღაც ვიდეოები დამონტაჟებულია იმ ეიაით თუ რაღაც ჯანდაბით
- მართალია
-რატომ მოიყვანე გაგიჟდი? ახლა ცოლის მოყვანის დრო გვქონდა ან შენ გქონდა?
- რატომ მოჰყავთ ცოლები კაცებს დედა
-ვინ არის ეგ გოგო საერთოდ თუ იცი .გაგიჟდი? ბიჭის მკვლელობას გაბრალებენ და შენ მისი მამიდაშვილი მოიყვანე ცოლად?
-ვიცი ვინც არის რა კითხვაა. არა არ გავგიჟებულვარ
-შვილო გინდა მოგკლან მართლა? გინდა საბოლოოდ გავნადგურდე?მერე რა მეშველება
- გაგახსენდა მეც რომ ვარ შენი შვილი? აჰ თუ უბრალოდ დაგაკლდები , სხვა ვინ მოაგვარებს ყველაფერს -ხმადაბლა საუბრობდა ,ბოლო სიტყვები განსაკუთრებით ჩუმად თქვა და სიგარეტის ღერსაც მოუკიდა - არ მოვკვდები ჯერ ,ნუ გეშინია
-შენც მამაშენს ჰგავხარ … შენ რომ ჰგავხარ ისე არც ჩემი ნიკუშა გავს და ვერც დაემსგავსება. სულ ცდილობდა მისნაირი ყოფილიყო, ვერაფრით შევუცვალე ეს ამოკვიატება და მაინც, შენ ბუნებრივად ხარ მისნაირი ცივსისხლიანი ბავშვობიდან . ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტე და ახლა მასთან ერთად გაზრდილი გოგო მოიყვანე ცოლად. არაფერი გესირცხვილება ? გოგოების მოტყუებაც დაიწყე, ანა რა დღეშია ამ დროს ნეტავ,საწყალი გოგო. შენც მამაშენივით არაფერი გედარდება საკუთარი თავის გარდა - ქალის ნათქვამი სხვა სიტყვები არ გაუგია ნინას ,მხოლოდ იმ დროს გავიდა ავანზე და გაქვავდა კიდეც კართან - ანა გამოიყენე და მიაგდე , ახლა ეგ გოგო გაწყობს გყავდეს და მაგას აურიე ტვინი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და ვინ იცის რამდენს გააუბედურებ. გრცხვენოდეს ,მაგრამ რა შეგრცხვება … მეც მიმაგდე აქ , თუმცა ახლა ახალ ცოლმოყვანილი რას მოხვალ ისე არ მოდიოდი ნორმალურად. სალომე სად არის, ვერ ვუკავშირდები ერთი ეგ გავზარდე ნორმალური ეგეც დამეტანჯა შენ გამო
-შენ არ ,მე გავზარდე … წავიდა და არ დაელოდო. ქვეყნიდან გავუშვი
-რა ქენი? რას ქვია გაუშვი
-წუხელ სახლში რომ არ მოსულა რა გეგონა სად იყო
-ვიფიქრე დაქალთან დარჩა … დამამშვიდებელი დავლიე და მეძინა გათიშულს . თქვენს ხელში როგორ მაქვს ნერვები კიდევ . სად გაუშვი ნე ვინ მომივლის ახლა
-სალომე შენი მომვლელი არ არის და არც გჭირდება მომვლელი ,შესანიშნავად გადაადგილდები და არც საპირფარეშოში გჭირდება გაყოლა. საჭმელს არც 30წლის ასაკში ამზადებდი ,გამოიძახე და ალაგება თუ გეზარება ყუთშივე ჭამე ან ერთჯერადი ჭურჭლით.
-სად გაუშვი, დასამალად გაქვს საქმე ხომ? მერე მე ?
-შენ არავინ არაფერს დაგიშავებს ,დამშვიდდი
-რა დამამშვიდებს…ფულიც არ მაქვს
-ჩაგირიცხავ
-რას ათას ლარს? ეგ რაში მეყოფა
-სიგარეტს და 500ლარიან ვისკის თუ დაანებებ თავს ყველაფერში
-ჭკუა დამარიგე კიდევ … ლოთი რომ არ ვარ თქვენს ხელში . მამაშენი
-მამაჩემს ნუ მიხსენებ! -ერთადერთხელ აუწია ხმა და ისიც ისე რომ შეეშინდა ნინა არ გავაღვიძოო ,უკან იმ დროს მიიხედა და დაინახა კიდეც ფეხზე მდგომი ,ტელეფონში რომ ჩაიხედა დაბნეულმა -ვთიშავ , წამლები იყიდე - გათიშა,მაგრამ ტელეფონის ხმა არ ჩერდებოდა. შეტყობინებები მისდიოდა ,ზარებიც და ბოლოს ხმა გაუთიშა ისევ -როდის გაიღვიძე
-ამ წამს … რომელი საათია ? უკვე ოთხი ყოფილა,ნახევარი დღე მეძინა ? შენ? შენ არ დაიძინე?
-მეც მეძინა … -სიგარეტის ღერი გადააგდო და შემდეგ მიუახლოვდა - როგორ ხარ , არ გშია? წავიდეთ ვჭამოთ რამე -არეულ თმაზე ხელი გადაუსვა და თავზე აკოცა - ძალიან გადაიღლებოდი
-ვიბანავებ ჯერ და შემდეგ წავიდეთ. ტანსაცმელი
-ამოვიტანე შენი ჩემოდნები
-შენ ?
-ჯერ შენ იბანავე , მე მერე შევალ
-კარგი . სხვა ხომ არაფერია ახალი-შეტყობინებების მოსმენა ეშინოდა
-არაფერი .ისევ უგონოდაა

კაფეში ისხდნენ და სადილობდნენ . არცერთს ჰქონდა მადა ,მაგრამ კვება რომ სჭირდებოდათ იცოდნენ და მდუმარედ მიირთვეს
-რას აპირებ ახლა
-ორი დღე გავჩერდეთ თუ შენ საქმეები არ გაქვს. უნდა დავასვენო გონება და ყველაფერს მოვშორდე თუ გეჩქარება ხვალ დილით წავიდეთ
-მეც მირჩევნია ცოტა ხნით შორს ყოფნა. დაბრუნება და ომში ჩაბმა ერთი იქნება , ჩემკენ იმდენი ისვრის ქვას
- მოვიფიქრებ როგორ გადაგეფარო ისე რომ არცერთი ქვა მოგხვდეს
-შენ ვერაფერს გააკეთებ , შენ ცხოვრებას განაგრძობ მე ჩემსას
-საქმე აღარ მაქვს . კაფე განადგურებულია,ხელფასებს დავარიგებ და დავემშვიდობები თანამშრომლებს
-აღდგენას არ აპირებ?
-არ გამოვა … სადმე ვიპოვნო იქნებ სამსახური.მენეჯერის ვაკანსიებს ვნახავ ,მართვის გამოცდილება კი მაქვს
-უნდა აღადგინო,რემონტი დაიწყო სასწრაფოდ და ის ელფერი დაუბრუნო . სესხი აიღე
-მაქვს უკვე საკმაოდ დიდი და კიდევ ვერ დავიმატებ . ბინა მაქვს ისეც ჩადებული , ყველაფერს დავკარგავ
-ბანკიდან არ ისესხო …
-ვერავის ვთხოვ ამდენს .არ მიყვარს ვინმესთან თხოვნებით მისვლა
-ცოლი ვინმე არ არის
-არც იფიქრო
-საფიქრალი არაფერია , ხელოსნებსაც ვიცნობ ვინც მალე დაასრულებს ყველაფერს. ავეჯის სახლებიც ვიცი სადაც იქნება შესაბამისი ნივთები
-ფულს არ გამოგართმევ ნინა
-დამიბრუნებ
-ვერ დაგიბრუნებ დიდხანს და თან არ ვიცი საერთოდ რა მოხდება იქნებ ვერც ვიცოცხლო მაგდენხანს
-ნუ სულელობ… ცოლად იმისთვის გამოგყევი რომ მოკვდე? მე თუ მოგკლავ სხვა არავინ და ვალს დამიბრუნებ
-არა
-არ გინდა იქაურობა დაიბრუნო? ნახე თქვენ გვერდზე როგორი კომენტარებია. ვიდეოს ქვეშ თქვენი მომხმარებლები ტირიან , ანგარიში რომ დადო ისე შეგროვდება რემონტის თანხა
-ტიკტოკ მათხოვრად ვიქცე?
-ეს მათხოვრობა არ არის მეც სიამოვნებით გადავიხდიდი ერთი ვახშმის ფულს ჩემი საყვარელი ადგილის დაბრუნებისთვის და იმდენ ადამიანს აქვს ემოციები,იმდენი პირველი პაემანი,ხელისთხოვნა ,მეგობრული და ოჯახური შეხვედრა ახსოვს მაგ კედლებს
-არასდროს ნებდები? -ტელეფონი რომ გაუწოდა და კომენტარები აჩვენა
-ნახე როგორი თბილი კომენტარებია ამათი წაკითხვისას აგეტირება
-არა ნინა , ფულს ვერ გამოგართმევ
-მომყიდე მაშინ
-ასე უცებ რაც გაფიქრდება ყველაფერს აკეთებ? ძვირი ღირს დამწვარიც ,ქალაქის ცენტრშია
-შენი ცოლი დამოუკიდებელი ქალია რომელსაც თვეში დაახლოებით 10000 დოლარი აქვს შემოსავალი ,რომელიც თითქმის ვერ ხარჯავს ამ ფულს და საკმაოდ დიდი დანაზოგი აქვს ანგარიშზე … მთლიანად ყიდვა არ მინდა მაინც მე ვერ ვმართავ კაფეს,სიმბოლური წილი მომყიდე იმის მიხედვით რაც დასჭირდება რემონტს
-არასდროს ნებდები? ან რა დროს კაფეზე ფიქრია ახლა
-ჩემი ტვინი ასეთ რაღაცებზე რომ ფიქრობს ისვენებს . სილამაზეს, გაახლებას, შენებას თუ ეხება მითუმეტეს .
-უკვე ხედავ როგორც გაარემონტებ ხომ?-უყურებდა და მის თვალებში კითხულობდა გონებაში განათებულ იდეებს
- ხო
-ბავშვობიდან ასე ებრძვი სტრესს?
-ბავშვობაშიც ვქმნიდი ორიგამი მიყვარდა, კერვა ,რაღაცებზე ქარგვა ,ქსოვაც . რა სიჩქარითაც ვლაპარაკობდი გაბრსზებისას იმ სიჩქარით ვქსოვდი . სამკაულებს ვაკეთებდი
-მახსოვს შენი გამოფენა გაყიდვა გქონდა და სალომე გეხმარებოდა გოგონებთან ერთად და შემოსული ფულით ბავშვთა სახლში წახვედით.ბავშვებს აჩუქე დანარჩენი ნივთები და პროდუქტები ,ტკბილეული
-შენ გატარა მგონი მაღაზიაში ხომ?
-კი მე ვიყავი გადამზიდი
-იქ რატომ არ წამოხვედი?
-ანას დაბადების დღე იყო და მასთან ერთად წავედი პაემანზე. ბავშვთა სახლში წამოსვლა არ უნდოდა, დავისტრესები არ შემიძლიაო - იმ წამს გაახსენდა თინეიჯერობის მოგონებები .თვალწინ დაუდგა ნინას სამეგობროს ბედნიერი აჟიოტაჟი, ყველაფრის სულისჩამდგმელი ნინა რომელიც არავის ჰგავდა ,რომელიც მაშინაც ვერ კმაყოფილდებოდა უბრალო ცხოვრებით და სულ რაღაც საინტერესოს ეძებდა
-შენი ანა სულ ერიდებოდა სტრესსა და ყოველგვარ გამოწვევას ახლაც ალბათ სიმშვიდეზე ზრუნავს იოგითა და მედიტაციით
-ჩემი არ არის და გთხოვ ასე ნუ მოიხსენიებ . საკუთარ თავზე ყველა სხვადასხვაგვარად ზრუნავს
-კაცი კი ჰყავდა იდეალურად არჩეული … შენი ნება რომ ყოფილიყო ცხოვრებაში ნერვი არ აუტოკდებოდა . ჭკვიანია ,ბავშვობიდან იპოვა კაცი, კმაყოფილდებოდა იმით რა ჰქონდა , აირჩია მშვიდი პროფესია
-ჩემი ცოლი შენ ხარ და რა გაწუხებს ნინა ? რატომ გაქვს ეჭვიანი ქალის ტონი ,თითქოს მან წაგართვა კაცი
-შენ რა შუაში ხარ საერთოდ ან წართმევა … ჩემი რაც არის და რაც მინდა იმას არც დავთმობ
-აბა რა არის შუაში
-უბრალოდ ატანა არ მაქვს შენი ანასნაირი ქალების და შენ ანას ვერ ვიტან პირადად უშენდოაც და შენიანადაც
-რა აქვს აუტანელი ან რა გადაკვეთა გქონიათ ცხოვრებაში მე არ მესმის .სრულიად უპრეტენზიო ,ჰუმანური , მშვიდი გოგოა
-შენმა ჰუმანურმა ,მშვიდმა და უორეტენზიომ , შენმა სათნომ გაავრცელა კეკეს ფოტოები მაშინ და ის მთელი ამბავი რაც მოჰყვა მისი დამსახურება იყო. გველია კარგად შენიღბული და ვერაფერი დამარწმუნებს ,რომ იმაზე უარესი არაა რაც 14 წლის ასაკში იყო
-რა სისულელეა ნინა … კეკესთან რა კავშირი ჰქონდა რომ ასე გაემწარებინა . ან ანას საიდან უნდა მოეტანა ის ფოტოები
-დედამისი მუშაობდა კეკესთან სახლში და დაბოღმილი იყო. კეკეს ტანსაცმელი აჩუქა მაკა დეიდამ , შეიძლება კეკემ როგორმე დაამცირა არ ვიცი ან იმან იგრძნო თავი დამცირებულად. საშუალო ფენის კომპლექსები მე არ ვიცი. ვაფასებ ყველა მშრომელ ადამიანს დამლაგებელია,მეეზოვე, ბანკირი თუ იუველირი ჩემთვის ყველა დასაფასებელია . უბრალოდ არასდროს მქონია სხვა ცხოვრება … ის ფოტოები ნამდვილად შენმა ანამ გაავრცელა,ჭორიც რომ კეკე იყო ბ.ზი თინეიჯერი რომელიც ნუდებს უგდებდა ცოლიან 30წლის კაცს. გოგო მსხვერპლი იყო და ისე მოტრიალდა ყველაფერი მას ადანაშაულებდნენ… ყველა თამამი გოგო არაა ბ.ზი და ამ ქვეყანამ ეს ვერ შეიგნო. ცოლებმა ვერ გაიგეს რომ ქმარი თუ ღალატობს ისაა ნაბ.ჭვარი და 16 წლის გოგო არაფერ შუაში იყო. შენ იცი ვენები რომ გადაიჭრა კეკემ ? იცი მე რომ ვნახე და იცი სისხლის სუნი როგორია ? იცი შენ მეგობარს რომ ამ მდგომარეობაში ხედავ როგორია? იცი რომ ჭორაობენ ყველა ქვას ესვრის და შენ ვერ იცავ? ვერ ამშვიდებ,ვერ ამხნევებ? ჩვენ ძალიან გვიან გავიგეთ ,კეკე ფსიქოთერაპევტთან დადიოდა უკვე. ქვეყნიდანაც წავიდა მერე
-არ მჯერა … საშინელებას მიყვები ნინა
-შენი ფარისეველი ანა წმინდანი არასდროს იყო.უბრალოდ ჭკვიანია და იცის როგორ იყოს კარგი გოგო.სინამდვილეში ნამდვილი ეშმაკია. შენც ოდესმე დაინახავდი მის სახეს,ან დაინახავ მომავალში. მე მაშინ შენ ცხოვრებაში აღარ ვიქნები ალბათ , მაგრამ ჩემ სიტყვებს გაიხსენებ. შენ ნამდვილად არაფერ შუაში ხარ
- კეკეს იმ კაცთან რა ერქვა? რა შეემთხვა
-ავიწროებდა , ფსიქოლოგიურად ძალადობდა. სიმპათიური იყო და ესეც რაღაც მხრივ ავარდა,მაგრამ მსხვერპლი იყო .
-გაბსონას უყვარდა …
-ხოო? კარგი ბიჭიათქო სულ ვეუბნებოდი,მაგრამ არ სჯეროდა . ხალხი სულ გარეფასადით მსჯელობს და შიგნით რომ ნაგვით იყოს შეიძლება სავსე ყველაფერი ამას ვერ ხვდებიან
-მახსოვს ეგ პერიოდი … შენც შეიცვალე ჩაცმის სტილი პროტესტის ნიშნად
-გავიხადე,მაგრამ ადვილად მისაწვდომი არ ვიყავი არც გრძელი კაბით არც მოკლე კაბით
-იქამდე თუ 10 ბიჭს ევასებოდი მერე ყველა თინეიჯერი შენზე ხურდებოდა … ბევრ ყვავილს და საჩუქარს იღებდი. სალომეს მოჰქონდა ნაწილი სახლში
-მე მჩუქნიდნენ მე ვაჩუქებდი . ყვავილი ყველა გოგოს უყვარს და უხარია თუ მისი წარმომავლობა არ აწუხებს
-ახლა აღარ დადიხარ ისეთი გამომწვევი ვიდით , მაგრამ თაყვანისმცემლების ნაკლებობა არ გექნება მჯერა . საქმროც კი გყავდა
-გათხოვების შემდეგა რომ ვეყვარები აი მას გავყვები შენს შემდეგ
-სასაცილოა?
-როცა არავინ გიყვარს კი
- იმას რატომ დათანხმდი ისიც გადასარჩენი იყო?
-არა , მეგონა რომ მიყვარდა და ვუყვარდი , მაგრამ აღმოჩნდა ,რომ ამბიციები ჰქონდა დიდი
-შენი ქმრობა ამბიციური კაცის პოზიციაა? მე რომ არ ვარ ამბიციური?
-შენ? შენ სიცოცხლისთვის იბრძოდი ის კეთილდღეობისთვის ცდილონდა.ჭკვიანურია როცა არცისელამაზი ქალი გყავს რომლის გ.ჟმვაც არ გაწუხენს და რომელსაც მოწველი სიბერემდე . იცი უზრუნველი იქნები,მთავარია კარგი ბიჭი იყო ,მაგრამ ისეთი სიმპათიურიც არ იყო და თავიც ვერ მომანდომა იმდენად რომ თვალი დამეხუჭა … არ დაიხრჩო - წყალი მიაწოდა და გაოგნებულს გაუღიმა
- რაღაც სისულელე მოიგონე მიზეზად და დაშორდი კაცს ,რომელმაც ცოლობა გთხოვა და სიყვარულს გეფიცებოდა? აი რა მოგეჩვენა ნინა?
-არ მომეჩვენა
-აბა როგორ მიხვდი რომ ფულის გამო იყო შენთან რომელი შუგერმამი შენ ხარ
-რატომ არ ვარ … ჩემი შემოსავალი
-შენ კომოლექსი გაგიჩინა შენმა პროფესიამ და შემოსავალმა ნინა? სექსუალური,მიმზიდველი,გემოვნებიანი,ქარისმატული, ეშხიანი ქალი ხარ ,ჭკვიანი, ენერგიული, საინტერესო და კაცი იყო შენთან ფულისთვის? ან რომელი ღატაკი ეგ იყო
-ზარმაცი იყო … არ მინდა ახლა დეტალებზე საუბარი ,მაგრამ როცა კაცი ათასობით ლარს გთხოვს , დასასვენებლად შენ უნდა წაიყვანო,შენ უყიდო მანქანა და ამაზე პრობლემა არ ჰქონდეს . გელაპარაკებოდეს სულ ძვირადღირებულ ნივთებზე ,ქორწილის შემდეგ სად დაასვენებ და კიდევ ათასი გულისამრეობა რაც კაცმა არ უნდა ჩაიდინოს
-ს.რი
-ეგ ნამდვილად ჰქონდა ,მაგრამ ისე მაღიზიანებდა ს.ქსიც ვერ მომანდომა . რაღაცნაირი გამაღიზიანებელი გახდა
-ისეთს ნუ მეტყვი რომ გავგიჟდე ნინა,ქმარი ვარ შენი
-ქმარიც შენ რომ ხარ და პირველი კაციც იმიტომ გეუბნები თორემ სხვას არ ვეტყოდი და არც მითქვამს .როგორ ვაღიარებდი რომ კაცი შუგერ მამიდ აღმიქვამდა
-დარწმუნებული ვარ უყვარდი უბრალოდ ს.რია და მისი ხასიათი ვერ აიტანე ,შენ ვერ მიიღე და ვერ შეიყვარე
-ვერც შევიყვარებ ალბათ ვერავის … რაც შეეხება კაფეს მეც მაქვს ჩემი ნოსტალგიები და მჭირდება ის ადგილი
-წეხან მიყვებოდი კაცზე რომელიც ფულს გართმევდა და რაზე ვსაუბრობთ ახლა
-შენ და მე მაინც დავშორდებით და შენ მე ფულს არ მთხოვ, მე გთხოვ რომ გამოიყენო
-რანაირი ქალი ხარ მთელი ცხოვრებაა გიყურებ და ვერ ამოგხსენი
-მიყურებდი,მაგრამ ვერ მხედავდი და როგორ ამომხსნიდი როცა გაცნობა არც გიცდია,თუმცა საჭიროც არ არის. ჩვენი ქორწინება ერთგვარი შეთანხმებაა საქმიანი გარიგების მსგავსად
-და მოგება მთლიანად ჩემია ?
-რა მოგება
-ლამაზი ცოლი მყავს? მყავს. სიცოცხლის გარანტაც ვაქციე მისი სანათესაო-სანაცნობოს დამსახურებით? დიახ. ფინანსურ მხარდაჭერას ვიღებ? ვიღებ . შენი ნდობა შემიძლია? შემიძლია
-მეც მყავს ქმარი,რომელიც შეეფერება ცნობილ დიზაინერს. ფოტოებზე ვუხდებით ერთმანეთს და ფრიგიდულიც არ აღმოვჩნდი
-ფრიგიდული შენ? ნუ მაცინებ -სიგარეტის ღერს თითებსშორის ათამაშებდა და შემდეგ მოუკიდა კიდეც - ცოლზე უგონოდ შეყვარებულმა კაცმაც შეიძლება ვერ გითხრას უარი სულ ოდნავ მაინც რომ მოინდომო
-მე არ მინდოდა არავინ და ქალების მიმართაც რომ არ მქონდა ლტოლვა თორემ ლამის იყო ჰომოსექსუალად შევრაცხე თავი
-არ მჯერა - ჯერ თვალებში უყურებდა მერე კი ხმამაღლა იცინოდა
-ნუ დამცინი… ცოლ-ქმრობის პონტში გულწრფელი ვარ და თან მჯერა რომ ამ ამბებს არავის ეტყვი ,მაგრამ გავბრაზდები
-უსაყვარლესი ხარ - უცებ მიიწია, თითები ყბაზე მოუჭირა და ხმაურით აკოცა ტუჩებზე - გეფიცები
-შეგიძლია კიდე მაკოცო? -თვალები არ გაუხელია ისე უთხრა და ლოყები საგრძნობლად აუწითლდა მერე კი მიიღო ხანგრძლივი ვნებიანი კოცნა და როგორღაც კიდევ უფრო ახლოს აღმოჩნდა ლუკასთან
-ფრიგიდული შენ - თვალებში უყურებდა რომ უთხრა ,გულისცემა ჰქონდა აჩქარებული და ოატარა ბიჭივით გრძნობდა თავს - ცამდე კმაყოფილი ვიქნები მთელი ცხოვრება ამით
-რით -გაბრუებულმა ჰკითხა და ლოყაზე რომ მიეფერა თვალები დახუჭა
-მხოლოდ მე თუ გენდომები ,გეყოლები და არავინ სხვა იქნება შენს გონებაში -ლოყაზე აკოცა და მერე ისევ გაეღიმა
-წავიდეთ?გავისეირნოთ? დიდი ხანია არ დამისვენია …მომენატრა ზღვა
-გიყვარს ?
-ძალიან
-ყველაფერი რომ დალაგდება იქ წავიდეთ სადაც ყველაზე მეტად გიყვარს
-ტყუილია,ყველაფერს რომ მოაგვარებ ჩემ გვერდით აღარ იქნები და მე გავხდები ცოტა უფრო კარგი ნაცნობი ,ნაცნობი რომელთანაც უკვე გექნება საერთო ისტორია გასახსენებლად
-ვნახოთ ,ჯერ სანდრომ გაიღვიძოს
-სულ ძილისგუდა იყო და ახლაც არ იღვიძებს. მე მაგზავნიდნენ ხოლმე უფლისწულის გასაღვიძებლად ჩემ გარდა ყველას ეჩხუბებოდა. მეც ჯერ უნდა ჩავხუტებოდი ,მოვფერებოდი თავის გაჩეჩილ თავზე და მერე ბევრი მეკოცნა . წვერი გ იან ამოუვიდა და დავცინოდი , სულ პრიალა ლოყები გაქვს და შენი კოცნა არასდროს მომბეზრდებათქო … - წამში თქვა ყველა სიტყვა და თვალები აემღვრა-რომ მოკვდეს და შენ არ მითხრა ვინაა დამნაშავე გეფიცები მიშას არ მოვუშვებ ისე გაგანადგურებ - შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.
სანაპიროზე მიუყვებოდა გზას მერე დაჯდა და ზღვას უყურებდა
-ცხოვრებაში პირველად არ ვიცი რა შემიძლია ადამიანის დასამშვიდებლად - გვერდით მიუჯდა ,ერთხანს უყურებდა და შემდეგ უთხრა
-უბრალოდ გაჩუმდი
-წავიდე?
-არა ,იჯექი მაგრამ ჩუმად
-პირველადაა როცა ვინმე გაჩუმებას მთხოვს
-ვერ ვიტან ზედმეტ ლაპარაკს მითუმეტეს მაშინ როცა ცუდად ვარ და ადამიანის დამშვიდება სიტყვებით არ შეიძლება ან პრობლემა უნდა მოუგვარო ან გაჩერდე
- არ იტირო - ფრთხილად შეახო ხელი თმაზე და გვერდიდან ჩაიხუტა -მაპატიე

არაფერი უთქვამს პასუხად.
გვერდი გვერდ იწვნენ ნინას ტელეფონი რომ ამღერდა და აღარ გაჩერდა
-გისმენ მამიდა -შეშინებულმა უპასუხა ქალს და საწოლშივე წამოჯდა -სანდრო? მამიდა
-არა მამიდა არა -ტიროდა ქალი და ნინას ტკიოდა მთელი სხეული
-აბა ვინ
-მამაშენია საავადმყოფოში… დავიღუპეთ ნინა. სადაც არ უნდა იყო დაბრუნდი. მოგვხედე
-რა მოუვიდა
-ინფარქტი ჰქონდა… ოპერაცია გაუკეთეს. რეანიმაციაში ყავთ მე არ ვიცი დედაშენი შეწუხდა, ისიც დააწვინეს სანამ მეც მივუწვები
-ხომ ცოცხალია …ჩემ თავს გაფიცებ ხომ ცოცხალია
-ჩემი ძმა რომ მკვდარი იყოს ასე დაგელაპარაკებოდი?-ტიროდა ,მაგრამ სიტყვებს გაარჩევდით
-მოვდივარ. სამი საათი დამჭირდება. ექიმის სახელი და გვარი მომწერე ვინ არის კარგი? -უკვე იცვამდა,მაგრამ ხელები ისე გაეყინა გამოძრავებაც ვერ შეძლო.
-წავიდეთ … ყვეაფერი ავიღე უკვე -ახოსვდა როგორ ჩაკიდა ხელი ლუკამ და წაიყვანა.
კლინიკაში მისვლამდე ესაუბრა ექიმს,ნინას მეგობრები დახვდნენ და ბოლო ინფორმაციაც მიაწოდეს
-არ შემოხვიდე- ლუკა უკან ედგა და თან გაყოლას აპირებდა რომ გააჩერა
-შენი ქმარი ვარ … ყველგან უნდა გყავდე
-ჩემი ძმა შენი აზრით შოთა ძიას ინფარქტი რატო აქ. შენ რომ გამოგყვა ნინა,მისი ერთადერთი ქალიშვილი ვერ გაქაჩა კაცმა და წაიქცა - მეგობრებიდან ერთ-ერთი ისეც აქტიურობდა,მაგრამ ყურადღება იმ დროს მიაქცია
-დიდი მადლობა რომ აქ ხართ და ჩემ ცოლს გვერდით დაუდექით,მაგრამ ახლა ცხვირს იქ ყოფ სადაც არ გეკითხება - მშვიდად გახედა და მერე ისევ ნინას გაუსწორა მზერა -შენ გვერდით ვიქნები ! შენი ქმარი ვარ , ამისთვის ხდება ყველაფერი მე და შენ რომ ერთმანეთი გვიყვარს

რა უნდა ეთქვა . თუ ახლა არ იქნებოდა მის გვერდით მიშაც არ დაიჯერებდა ამ სიყვარულის ამბავს და ვერ შეაჩერებდა ეს ქორწინებაც.
მიდიოდა და ლუკაც უკან მიჰყვებოდა. იცოდა წინ დიდი კედელი დახვდებოდა,მაგრამ ამდენსაც არ ელოდა.
საიდან ესმოდა ხმები არც ახსოვდა. ცდილობდა გონებაში არ დაეტოვებინა იმიტომ რომ ყველასი ესმოდა და ხვდებოდა როგორი მძიმე მდგომარეობა იყო. მეხსიერებიდან არასდროს წაეშლებოდა ლუკა, რომელიც მის ხელს არ უშვებდა და სიტყვები , რომლებიც მაშინ თქვა
-ნინას არავისთვის უღალატია… სანდრომ იცოდა როგორ ვუყვარდი და რომ გაიღვიძებს სიმართლესაც იტყვის. მე არასდროს არც მომიხმარია და არც ვინმესთვის შემითავაზებია ნარკოტიკი კი არა სიგარეტის მოწევაც მას შემდეგ დავიწყე რაც ჩემი ნათლია პერედოზით გარდაიცვალა. უკანასკნელი კაცი ვარ ვინც ამ ამბავში დამნაშავე შეიძლება იყოს და ყვეას გთხოვთ ადამიანობა გამოიჩინეთ ნინას მიმართ რომელიც სანდროსთვისაც ყველაზე ახლო და წმინდაა . გაიხსენეთ ყველამ ნინას რაც კი რამ გაუკეთებია თქვენთვის და თავად ნუ იქნებით მოღალატეები - ექიმის კაბინეტისკენ დაიძრა და თან გაიყოლა ნინაც.
-რა იცოდი
-რა
-ყველასთვის რომ მაქვს გაწვდილი დახმარების ხელი
-რა ცოდნა უნდოდა… შენ ხარ ყველას იმედი და ყველაფრის მომგვარებელი მთელ სანათესაოში
ექიმთან საუბრის შემდეგ დამშვიდდა ,მაგრამ პალატაში შესვლა ვერ გაბედა.
სკამზე იჯდა და დერეფანიც დაცლილი იყო . მამიდაც სახლში გაუშვა მხოლოდ ბიჭი გამოჩნდა ისევ
-ყავაა , შენ რომ გიყვარს ისეთი- ლუკა დააიგნორა და ისე მოეფერა თავზე აშკარა იყო მეგობრობა ნამდვილად არ სურდა -ყველაფერი კარგად იქნება, ცოტა მოითმინე და მერე დალაგდება
-და შენ სად მოხვდები რომ დალაგდება ყველაფერი? - ვერ მოითმინა ისე მოუჭირა მაჯაზე ხელები და წამოდგომა აიძულა- რა დისტანციაზე დარჩები ჩემი ცოისგან?
-რა იყო უნდა მეკაჩაო ახლა ? არ იცი როგორ ძალიან უყვარხარ?
-შენ რა გქვია? რაღაც ვერ გიხსენებ
-არ მიცნობ… შენი უბნიდან და ბირჟიდან არ ვარ .არც მამაშენის საძმოს შთამომავალი ვარ
-რატო მებლატავები რა გაძლევს მაგის ძალას ?
-ხელი გამიშვი
-შენ რომ შეეხე იმას ვისაც არ უნდა შეხებოდი მეც შეგეხები რა მოხდა?
-გულს ნუ ამირევთ ახლა … მადლობა კოკა , მაგრამ არც ახლა და არც მერე ქმართან გაუგებრობა არ მინდა. დავქორწინდი , თემა დახურულია, რომელიც მე არც გამიშლია
-ნინა
-არავითარი ნინა ,გასაგებად გითხრა და პატივისცემა გამოიჩინე .

არავის მოსმენა უნდოდა. თავი დახარა და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა . დრო გაიყინა თითქოს ,მისი ბრალი იყო?არასწორად მოიქცა? ლუკას გამო უნდა გაბრაზებულიყო? მის გვერდით იჯდა იმ წამს,ხელი ჩაკიდა და მხარზე აკოცა . ამ კაცს რა დანაშაული ჰქონდა საერთოდ იმის გარდა რომ ვიღაცას ხელს აფარებდა . რა ცოდვა ჰქონდა ცხოვრებაში ასეთი, ბავშვობიდან რთული გზა გაიარა და მაინც ცდილობდა სწორი დარჩენილიყო . შურისძიების სურვილი ,სიბოროტის ნასახიც არ ჰქონდა . ნინამ ხომ იცოდა ,ხომ იცნობდა ნინა , ამიტომ უყვარდა ნინას მთელი ცხოვრება ის და ვერავინ სხვა.
გვერდიდან არ მოშორებია ის სამი დღე. გაუძლო ყველას და ყველაფერს მერე კი სახლში დაბრუნდნენ. მდგომარეობა სტაბილური იყო, მხოლოდ დასვენება და მედიკამენტების სისტენატიურად მიღება სჭირდებოდა
-ბარგს დღეს ჩაალაგებ?
-რა ბარგს
-ჩემთან უნდა გადმოხვიდე ნინა, ცალ-ცალკე რომელი ცოლ-ქმარი ცხოვრობს
-მე უნდა გადმოვიდე დედაშენთან? რამე დანაშაული ჩავიდინე ასეთ მძიმე სასჯელს რომ ვიღებ? თან სალომედ გარეშე
-შენ მთელი დღე არ ხარ სახლში… მარტოს არ დაგტოვებ
-ჩემებს ვჭირდები
-უარესად ინერვიულებენ მე ხომ ვერ გადმოვალ,დაფიქრდი აბა
-ცალკე გადავიდეთ
-სად . სხვა სახლი მე არ მაქვს სოფლის გარდა და სოფელში ვერ წავალ საქმეები მაქვს
-რემონტი უნდა დაიწყო სასწრაფოდ და მომხმარებლები დაუბრუნო კაფეს
-ჩაგალაგებინო?
-ბევრს არ ავიღებ არაფერს … დიდხანს არცერთ შემთხვევაში გავაგრძელებთ
-წინასწარ ისიც არ ვიცოდით დღეს რომ ცოლ-ქმარი ვიქნებოდით-უკან მიჰყვებოდა პრინცესას საკუთარ სასახლეში ოთახისკენ რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა .
გარდერობში შევიდა , სავარძელზე დაჯდა და იქედან უყურებდა მთელ ოთახს და კარის ჩარჩოზე მიყრდნობილ ლუკას
-ჩემი ოთახი ამ გარდერობის ზომის არის. ტანსაცმელს ისე გადავალაგებ მთელ ადგილს გაგითავისუფლებ
-ნეტავ ყველა პრობლემა გამიქრებოდეს, ამ გარდერობის ზომის ბინაშიც გადავალ სიამოვნებით და ნულიდან შევქმნი ყველაფერს -მთელი გულწრფელობით თქვა და შემდეგ ჩემოდნებისკენ გაიშვირა ხელი- იმათ ჩამოალაგებ? წითლები მომაწოდე რა ორი სხვადასხვა ზომის
-თუ გინდა მითხარი რა გადმოვალაგო და ჩავალაგებ , არ გავაფუჭებ პირობას გაძლევ
-ნერვები რომ გაქვს ამ ყველაფრის ფონზე ჩემი ნივთებისთვის ვგიჟდები - ხელისგულს დაეყრდნო და ისე უყურებდა შემდეგ წამოდგა და ათი წუთის შემდეგ ოთახის კარს ხურავდა.
-გადადიხარ კიდეც ?
-დავქორწინდი დედა აქ ხომ არ გადმოვიყვან ქმარს
-როგორ მდგომარეობაში ვარ ვერ ხვდები ხომ? ჩემ ხელში გაზრდილი ერთი ბავშვი კვდება და ჩემი შვილი მასთან გადადის. მეშინია ვერ ხვდები? სულ რომ ღალატი დავივიწყო , ღამე რა დამაძინებს
-დედა გთხოვ , მე თუ დავუშავებ რამეს თორემ ის ვერასდროს ვერაფერს დაუშავებს ქალს . ჩემი ხომ გჯერა დედა, მე რომ მეზიზღებიან კაცები ისე ვის
-და მაინცადამაინც ის შეგიყვარდა ასე გაგიჟებით? მამაშენს დაელაპარაკე და ხშირად შემოგვიარე გთხოვ
-უბრალოდ უბანს ვიცვლი დე , სამსახურის შემდეგ ჯერ აქ მოვალ და შემდეგ წავალ ლუკასთან - ქალს მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა -ძალიან მიყვარხარ-უკან რომ მოიხედა ლუკა აღარ იყო. იფიქრა წავიდაო ,მაგრამ მამის ოთახში დაუხვდა, სავარძელში იჯდა და რაღაცას ეუბნებოდა
-შეიძლება ?
-სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და დაჯერება რთულია … მე არაფერი გამაჩნია ნინას გარდა და მიშა არ ვიცი ,მაგრამ მე შურისძიებას არ ვეცდები პირდაპირ შენ გავნებ როგორც კი ნინას ცუდად ყოფნის მიზეზი გახდები
-მეც არ მიყვარს ლაპარაკი, მოქმედება სჯობს ,ამას კი დრო დასჭირდება ის კი ნამდვილად გვიჩვენებს როგორი ქმარი ვიქნები . მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ნინა ბედნიერი იქნება აუცილებლად -გავიდა და ნინას შემდეგ მანქანაში ელოდა.
-ასე ძალიან გიყვარს?-მამას მხარზე ედო თავი კაცმა რომ ჰკითხა
-უფრო მეტად ვენდობი ვიდრე მიყვარს ,გეფიცები მასზე მეტად ვერავის ვენდობი და ვანდობ თავს
-სანდრო ვინ მიიყვანა აბა ამ მდგომარეობამდე
-გავარკვევ აუცილებლად … გეფიცები ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ვანანებ მას ვინც სანდრო წაგვართვა- ორივეს დაემშვიდობა და ლუკას მანქანისკენ დაიძრა
--წავედით?
-წავედით
-კარგად ხარ? - ლოყაზე მოეფერა და შემდეგ მისი მტევანი იპოვა
-უკეთესადაც ვყოფილვარ,მაგრამ არაუშავს
-მოდი ჩემთან , ჩაგეხუტო - ხელი მოხვია და თავისკენ მისწია
-ხანდახან ისე მექცევი ყველა გარემოება შეიძლება დამავიწყო და თავი მოვიტყუო ,რომ გმოგწონვარ -მხარზე ჩამოსდო თავი ,თითები მის თითებსშორის ჰქონდა მომწყვდეული და თვალებდახუჭული აღარაფერზე ფიქრობდა. წარმოდგენა არ ჰქონდა არასასურველი რძალიც თუ იქნებოდა და ამ ქართულ უბედურებაში ჩაებმებოდა რაააც რძალ-დედამთილის ბრძოლა ერქვა .
-დედა ნინას იცნობ ,მაგრამ ახალი სტატუსით პირველადაა ამ სახლში .ჩემი ცოლი ნინა -ჩემოდნები შეიტანა და დედას მიმართა
-სრული უბედურებისთვის ამ ოჯახს ნინა აკლდა რძლად . რამ გაგაგიჟა ასე , ერთი თვეც ვერ გაუძლებ მისნაირ ქალს შენ
-უკაცრავად მისნაირს რას ნიშნავს . როგორი ვარ?-ისეც თავი უსკდებოდა ყველაფრისგან და არ აპირებდა მის ატანას
-ამ წამსაც გეტყობა როგორიც ხარ.სალომე რომ დაქალობდა შენთან ის არ მინდოდა და ამან ცოლად მოგიყვანა. უკეთესი ,ვინმე შენნაირი ოჯახი ვერ იპოვნე შვილო? სად თქვენ სად ჩვენ …დედაშენი ცოცხალია საერთოდ?
-როგორც იქნა აღიარეთ რომ სალომეს თქვენ უზღუდავდით ჩემთან ყოფნას… ადამიანების ცნობა რომ არ იცოდით ვიცოდი ,მაგრამ
-შესანიშნავად ვიცი როგორი თავნება, უზრდელი, მეამბოხე და რაღაცნაირი ხარ . შენ ლუკა როგორი გგონია
-დედა გეყოფა
-მე მეყოფა?როგორ მეტლიკინება უყურებ?
-აფსურდულ ბრალდებაზე პასუხს გცემს … შენ რა თავდასხმით ხვდები ჩემ ცოლს?
-შენ ცოლად მე ანა მყავდა მიღებული…ზრდილობიანი , ჩამოყალიბებული , საყვარელი გოგო
-აქ მე არ დავრჩები - ჯერ უყურებდა შემდეგ კი ლუკასკენ შებრუნდა
-დარჩები ,ჭირსა და ლხინში
-მართვადი ჭირი სხვაა და ღმერთისგან მოვლენილი განსაცდელი სხვა . ისეც მძიმე მდგომარეობაში ვარ და არც რქებით შეჯახებას ვაპირებ ამ ქალთან არც იმის მტკიცებას როგორი კარგი გოგო ვარ -იქვე უთხრა ,გვერდითაც არ გასულა და პირდაპირ ჩემოდანს მოჰკიდა ხელი - აგარაკზე წავალ და იქედან ვივლი. სახლში რომ დავბრუნდე არ გამოვა - კარი უნდა გაეღო დაუკაკუნებლად რომ შევიდნენ . მიშა გამოჩნდა და ინსტიქტურად დაიხია უკან , ისე დადგა ლუკას რომ ჩამოჰფარებოდა მთელი სხეულით
-როდის ჩამოფრინდი ძია ?
-შენი ღალატი რომ გავიგე წამოვედი… გადავწყვიტე მომელოცა ჩემი საყვარელი დისშვილისთვის,ჩემი სანდროს დისთვის,საფიცარისთვის
-როგორაა
-დასტაბილურდა … მინდოდა მომეხარებინა, მალე გაიღვიძებს და საბოლოოდ მოგეღება ბოლო-თქო. თუ გგონია ნინას ქმრობა გიშველის, სანდროს წინ დადგებით ორივე და იქვე დაკარგავ ჩვენ ოჯახს -ნინასკენ გაიშვირა ხელი - სალომე დაჭერილი მყავს და შენ ცოლთან ერთად დამოგზაურობ , ამაზეც გეტყობა როგორი კაციც ხარ
-სალომე სად არის? რას ქვია დაჭერილი ჰყავს … რას ნიშნაავს - ქალი აკივლდა და წამში ჩაიკეცა - მიშველეეთ ჩემი გოგოო
-ოჯახისწევრია ლუკა თქვენი და ოჯახისწევრის მოკვლა
-არ მოვკლავ , შენ მოკვდები ,ცოცხლად დაიმარხები ჩვენთვის !
-სალომეს როდის დააბრუნებ -ისე ჰკითხა თითქოს არ იცოდა სიმართლე
-მოსეს რომ უყვარდა გგონია არ ვიცოდი? რას კონცერტობთ აქ … რაც დედ-მამა ის შვილები და შენ ასეთ ოჯახში? მეცოდები და მგონი უფრო გდარდობ ვიდრე სანდროს
-მისი ნახვა მინდა
-რომ გაიღვიძებს შემდეგ აუცილებლად… მომაკვდავს და დაუძლურებულს მტრებს არ ვაჩვენებ
-მითხარი სად გყავს მე რომ ვნახავ გაიღვიძებს… ჩემი ყველაზე მეტად ერიდება, მე დამიჯერებს
-თუ არ გრცხვენია ასე რომ ლაპარაკობ. შენ სიყვარული არ გცოდნია შენ ჩვეულებრივი კახ.პა ყოფილხარ რომელიც კაცზე ავარდა
-ინანებ მაგ სიტყვებს და მე პირადად ნამდვილად მოგთხოვ პასუხს ნინასთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის და სჯობს დაუკვირდე რას ამბობ!
-შენი ცოლია და იცავ?
-მართალია ცამდის და ჩემი დაცვა არ სჭირდება მე გაფრთხილებ
- შენი თავი დაიცავი და შენ თაცს მოუფრთხილდი ზუსტად მაგიტომ ეთამაშები ნინას თორემ შენი საყვარელი ანა არაა? ვფიქრობ ხომ არ მივაკითხო ,მაგრამ ცოდოა გოგო
-გეყოფა … ნუ გაბოროტდდები ღმერთი არ გაპატიებს. გაჩერდი და დაელოდე სანდროს
-ვჩერდები! შენ რომ მოკვდი ჩვენთვის ამის სათქმელად მოვედი . არსად წახვიდეთ სანდრო რომ გაიღვიძებს თავი არ მაძებნინოთ

იდგა კარის წინ და არ მოძრაობდა. უკან დედამთილი ჰყავდა შეწუხებული,შებრუნდა ჩემოდანს ხელი მოკიდა და საძინებლისკენ დაიძრა.
-არ დამელაპარაკოს თორემ საკუთარ თავზე და სიტყვებზე პასუხს არ ვაგებ , გაფრთხილებ -ლუკას გასაგონად თქვა და დედა-შვილს გაეცალა.
იბანავა ,იქვე სააბაზანოში იტირა, დამშვიდდა და საძინებლამდე გზა მშვიდი სახით დაფარა. ლუკა ოთახში დაუხვდა
-მაპატიე
-შენ წააქეზე თუ რისთვის … შენი გაზრდილია თუ რა .დედაშენი ვინცაა იცი ჩემზე კარგად
-ერთ დღეში როგორ შეიცვალა მდგომარეობა
-ნუ ღელავ და ნუ დარდობ უცებ მიღებულ გადაწყვეტილებას . გაიღვიძებს და დავშორდებით … სიმართლეს თუ მეტყვი მე წავალ და ყველაფერს მე დავასრულებ ისე რომ ვერავინ გაიგებს შენ რომ ჩაუშვი -ისე მოიშორა ხალათი შიშველი სხეულიდან თითქოს კომპლექსი არ გააჩნდა. ლუკამ მზერა რომ ააყოლა დინჯად დაიძრა მისკენ-იაზროვნე და მიხვდები რა არის გამოსავალი -მის ფეხებსშორის იდგა , მკლავები ყელზე შემოხვია და მხრებზე გადაიტანა ,სახე მის სახეს მიუახლოვა და მსუბუქად წამოიკივლა ბიჭმა თავისკენ რომ მიიზიდა
-ვიცი საშინელებას დაატრიალებ და არ ხარ ჩემი საიდუმლოს შემნახავი ცოლი - ქალის ტუჩებთან თქვა და ვნებიანად წაეტანა ბაგეებზე-ჭკუიდან ტყუილად მშლი
-ტყუილად არაფერი ხდება … ცოლ-ქმარს შორის მითუმეტეს - მაისური მოაშორა , საწოლზე გადაწვენილს ზემოდან მოექცა და კოცნის ინიციატორიც გახდა რომელიც მხურვალე ალერსში გადაიზარდა.
-მაინც გავიგებ და შენ ჩემთან მოსვლა ,#თვალის გასწორება შეგრცხვება მერე - გვერდი გვერდ იწვნენ ნინამ ჩახუტების საშუალება არ მისცა ისე დაჯდა საწოლში -შენი ნათესავია ვინმე? არასრულწლოვანია?
-რაღა მნიშვნელობა აქვს
-სანდროს ჯერ არ გაუღვიძია და მე მის გამოფხილებამდე უნდა ვიცოდე . მე მისი უფროსი და ვარ , მასზე ზრუნვა ჩემი ვალია და მე მოღალატედ დავხვდები რომ გაახელს თვალს
-მე დაველაპარაკები
-შენ მოცემულობას ვერ შეცვლი მერე … შენ ახლა გაქვს დრო ჩემთან… თუმცა ფაქტია არ გადარდებ, გირჩევნია არასდროს გადამეყარო
-ნუ მანიპულირებ მაშინ როცა ჩემ გვერდით შიშველი წევხარ
-შენ ქვეშაც რომ ვიწექი და შენს ზემოდანაც და მაინც სულერთი ვარ ეგაა საქმე . არ ცდილობ მადლიერება მაინც გამოხატო და მითხრა
-რას გააკეთებ მერე
-მიშას შურისძიებას ჩემი სჯობს .მიშა მიყვარს ,ციხისთვის და უმძიმესი ცოდვისთვის ვერ გავიმეტებ. დამეხმარე ოჯახს დავუბრუნო სიმშვიდე
- ვერ გეტყვი. მის ოჯახს უკვე დავურღვიე სიმშვიდე -ვერც გაიაზრა ისე წამოსცდა. ნინას არ იცნობდა და მის გონებას
-გმადლობ - დაიხარა და აკოცა
-რისთვის
-სიამოვნების განცდისთვის… სტრესის დროს ორგაზმი თურმე ასწორებს , გავითვალისწინებ ჩვენი განშორების შემდეგაც
-ნინა
-მივდივარ , საქმეს უნდა დავუბრუბდე . გვიან მოვალ ან საერთოდ არ
-დაღლილი ხარ რა დროს მუშაობაა შუაღამეა
-ჩვენ შუაღამეს ვმუშაობთ ,თათია მივატოვე
-ორი დღე გავიდა
-ზოგჯერ ორი წუთიც ბევრია და ორი სიტყვაც - ჩაიცვა ,თმა მაღლა აიწია და ჩანთა აიღო
-მეც გამოგყვები
- ცოლს არ აძლევ უფლებას იმუშაოს?
-არა მე
-დაიძინე .ყველაფერი მალე დასრულდება,იქნებ რომ გაიღვიძებ სულ სხვა რეალობა დაგხვდეს

ორი საათის შემდეგ დაუკავშირდა თათიას ჰკითხა რომელ რესტორანში მუშაობთო და ნინას სანახავად წავიდა. მისი საყვარელი ტკბილეული მიჰქონდა თან,სიგიჟე იყო ყავითა და ნამცხვრებით ხელში რესტორანში შესვლა, ისიც ფიქრად აეკვიატა საიდან იცოდა ეს ამბავი და მერე გაახსენდა მისი გაზიარებული სთორებიდან დაამახსოვრდა.
-ნინა სად არის ? -თათია იყო მხოლოდ და ის კურირებდა დანარჩენებს
-აქ არაა … ისვენებს. ერთი კვირა არ მოვალო , მივფრინავო
-რას ვშვებიო?
-მივფრინავ აეროპორტში მივდივარო
-სად
-არ მიკითხავს მე -გოგოს საუბარი აღარ გაუგრძელებია. ტელეფონის ხმა გაიგო და ანას ფოტო გამოჩნდა ,ინსტიქტში ჰქონდა და ამჯერადაც მაშინვე უპასუხა.
-მოღალატე ხარ ნამდვილი და მეზიზღები. განანებთ შენც და იმ ქუჩის ქალსაც , იმ სიმახინჯეს სულ შურდა ჩემი და გონია გამანადგურა ჩემი კაცი ჩაიგდო ხელში და ვერ ხვდება რომ ვერასდროს ჩამანაცვლებს . შენ მე გონებიდან ვერ წამშლი ,მაგრამ მუხლებზე დაჩოქილმა რომ მდიო არ გაპატიებ -კიოდა ბოლო ხმაზე და უკან ფონადაც ხმაური ისმოდა
-ანა ერთი წუთით რა
-მამაჩემი და ჩემი ძმა დაიჭირეს. სახლი , გარაჟი ყველაფერი თავდაყირაა. მანქანაში იპოვეს ნარკოტიკი მეც კი ხელები გადამიგრიხეს და ეს ყველაფერი რისთვის . ჩემმა ძმამ რა დააძალა? ის სულელი სანდრო კაიტიპობას ცდილობდა და მაგაზე მაგარი ნინა იყო სულ . იმბეცილი
-შენ იცოდი ? ყველაფერი იცოდი და მე შენ გიფრთხილდებოდი - მანქანასთან იდგა უკვე უნდოდა ანასთან წასულიყო და დახმარებოდა მერე კი უბრალოდ გაჩერდა
-შენ მე მიფრთხილდებოდი? საცოდავი ხარ შენ ვის უნდა მოუფრთხილდე ოღონდ არ იჩხუბო ,პრობლემა აირიდო და დაფურთხებასაც აპატიებ.თავზე გიქნეს ყველაფერი გადაგიწვეს და შენ რა ქენი ნინასგან მიიღე დახმარება,ქალს ამოეფარე და გამყიდე. შენ ვინ უნდა დაიცვა
-ასეთი ბნელი სული თუ გქონდა როგორ ვერ დავინახე …ნამდვილად სულელი ვყოფილვარ
-არა აქ მოსვლა როგორ გაბედა … აქ იდგა და უყურებდა როგორ ამოატრიალეს ყველაფერი , ფოტოები გადაუღია , ვიდეო ჩამიგდო ან საიდან ჰქონდა როგორ დამაგდეს მეც იატაკზე . აქ მხოლოდ გამომძიებლები იყვნენ და რა მომწერა? სამწუხაროა სულით ბ.ზებს რომ არ იჭერენ და მუხლი არაა შესაბამისი შენნაირებისთვისო და ათასი სისულელე ეგ და თავის ირონია ,საცოდავი
-საცოდავი ვინც არის ჩანს იდეალურად. ნინას სახელიც არ ახსენო დღეიდან თორემ მართლა ნახავ რა შემიძლია - ხმის გაგებაც აღარ უნდოდა,გული ერეოდა მასზე და უფრო მეტად საკუთარ თავზე .
ნინასთან დაკავშირებას ცდილობდა,მაგრამ მიუწვდომელი იყო. აორთქლდა თითქოს , გადაათენა მის ძებნაში,მაგრამ უშედეგოდ .
…………….
-ვინ ხარ მაფიოზი? საიდან იცნობ ამათ
-ბევრი მეგობარი მყავს
-მე რუსული არ ვიცი აქ იმიტომ არ დავდივარ ხშირად. არც აფხაზური ვიცი და ქართული საუბრის გაგება მეეჭვება ვინმეს სიამოვნებდეს
- სახლში გავჩერდეთ და ისეთ ადგილებში გავიდეთ სადაც ხალხმრავლობა არაა
-სად დავრჩებით
-ჩემ სახლში
-იქ არავინ ცხოვრობს?
-ახლა არავინ თუ საჭიროა ჩემი მეგობრები რჩებიან
-თავშესაფარი გაქვს?
-დაახლოებით
-დავიღალე
-ცოტაც მოითმინე და მალე მანქანაში გადავჯდებით - შესვენების შემდეგ გზა განაგრძეს და მალევე გამოჩნდა მანქანები. სალომე უკან დარჩა , მოსე ბიჭებს შეეგება ხელი ჩამოართვა ორი წუთით ესაუბრა შემდეგ ერთ-ერთს გასაღები გამოართვა და სალომესაც ანიშნა დაჯექიო.
-შეგიძლია დაიძინო
-შორს გაქვს სახლი?
-გაგრაში
-სანდროზე ამბავს ვინ მოგაწოდებს აქ
-გავიგებ და როგორც კი გაიღვიძებს ან
-მეორე ვარიანტს ნუ განიხილავ
-მაშიჯვე დაგაბრუნებ ან მეორე ვარიანტში შენ ძმას მოვკლავ
-არ მოკლავ იმიტომ რომ იცი დამნაშავე არაა… უნდა ხვდებოდე ვინაა დამნაშავე თუ ასეთი ჭკვიანი ხარ
-მე ღმერთი არ ვარ მე ვიცი ფაქტები და
-მოსამართლე ხარ? ფაქტებით და ნივთმტკიცებულებებით მსჯელობ?
-დაიძინე სანამ გამაბრაზებ
-არ მეძინება
-მაშინ გაჩუმდი
-ნუ იცი ხოლმე გაბრაზება
-გაჩუმება სჯობს ყოველთვის და დამაცადე მეც გადაღლილი ვარ . ჭორაობის დრო არ მაქვს
-კარგი
მთელი გზა სიტყვა აღარ დაუძრავს და მერეც სახლში მისვლისთანავე ოთახი იპოვნა ყველაფერი დააიგნორა ირგვლივ და იქ შეიკეტა.
მოსე არ იყო ის ტიპი ბოდიშები და მუხლზე ჩოქები რომ დაეწყო ,მაგრამ ვერც სალომესგან დისტანცირება აიტანა
-მზადაა ვახშამი გამოხვალ თუ შემოგიტანო -დაკაკუნების შემდეგ შეაღო კარი და მხრით მიეყრდნო ჩარჩოს .საწოლზე იწვა სალომე და ფანჯრიდან ხედს უყურებდა
-გამოვალ - ნელა წამოდგა და გვერდი აუარა .
-ახლა ასე მუნჯივით უნდა იყო?
-დუმილი სჯობს …გემრიელი იყო ,გმადლობ -თეფშები აალაგა და ნიჟარასთან მიიტანა
-მე ვიზამ მომეცი
-ტყვე ვარ თუ სასტუმროს სტუმარი - მიახლოებულს გვერდიდან გახედა -ისეც არ ვიცი აქ რა უნდა გავაკეთო
-ტყვე არ ხარ … ჩემი სტუმარი ხარ და მოვიფიქროთ რამე
-გასართობი პროგრამაც გაქ?
-ნუ ცინიკოსობ არ მიყვარს
-უი რატომ?
-სალომე ეგრე ელაპარაკე შენ სიყვარულს მე პატივს თუ მცემ და ზრდასრულივით მოიქცევი კარგი იქნება
-ზუსტად ისე გელაპარაკები როგორც საჭიროდ ვთვლი - სველი ხელები გაიმშრალა და ირგვლივ მიმოიხედა - ფილმს ვუყუროთთქო გეტყოდი ,მაგრამ რა ენაზე . გავისეირნოთთქო,მაგრამ ამ ღამეში არ მინდა ,მეშინია აქაურობის
-ჩემთან ერთად რა გაშინებს
-ყველაფერი
-სერიოზულად
-ხო სერიოზულად
-სალომე გთხოვ
-რას მთხოვ
-ადამიანურად მომექეცი
-გულს გტკენ ?
-რა გჭირს
-დავიღალე -ლოყაზე რომ მოეფერა და შუბლზე აკოცა ისე მოლბა თითქოს იქამდე ქვა და ყინულად არ აჩვენებდა თავს -ძალიან დამღალეს ფიქრებმა,შიშებმა მომავალზე
-გაივლის
-როგორ
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი ლაგდება
-და იქამდე ? იქამდე როგორ უნდა ვიცხოვრო
-ისე თითქოს არაფერი ხდება .აქ მაინც ყველაფრისგან შორს ვართ
-და შენ? შენ რას გააკეთებ
-გინდა მეჩალიჩო ლუკა არ მოვკლა? რიგი დადგება მის მოსაკლავად და მე რომც გამაჩერო ,თუმცა ვერ შემაყოვნებ იმიტომ რომ შენ ჩემი ქალი არასდროს იქნები ,სხვა გიყვარს და მე მორალურად წინაღობა არ მექნება
-ლუკას არ გაუკეთებია რატომ არ გესმის
-ყველას ჰგონია რომ მისი დიდი ძმა ცუდი ბიჭი არაა,გიყვარს და სულ რომ შენ თვალწინ მოეკლა კაცი მაინც დაიცავდი ,მესმის და სწორიცაა
-არ დავიცავდი ,მეყვარებოდა ისევ მაგრამ ასრ ვიტყოდი უდანაშაულოათქო ვიტყოდი არ მოკლათქო .მე რომ ფარად გადავეფარო?
-ფიქრობ როგორ გადაარჩინო არა?
-მიპასუხე მოსე
-რა გინდა რომ გიპასუხო
-იარაღს რომ უმიზნებდნენ და მე გადავეფარო, მეც რომ იქ ვიყო
-შენ პასუხი იცი სალომე
-ჩემი სიყვარული სხვის მიმართ ?ისიც იქ რომ იყოს?
-ისე ნუ იზამ მიზანი ამერიოს და ის მოგიკლა ვინც გულში გყავს
-ლუკას რამე რომ დაუშაო ნამდვილად მომიკვდება ის ვინც გულში მყავს -ჩუმად უთხრა ,ისეც მშვიდად ესაუბრებოდა და მერე ზურგი აქცია
-რას ამბობ რა თქვი სალომე
-რა ვთქვი
-ვის მომიკლავო
-რაც ვთქვი. მეორედ არ გავიმეორებ
-შინაარსის გამოტანის უნარი მაქვს
-მერე?
-შენ ახლა სასოწარკვეთილი ხარ
-და?
-გაწყობს გიყვარდე ან თავი მომაჩვენო
-ყოჩაღ! არ შემოხვიდე მე თუარ გამოვალ .ზღურბლი არ გადმოლახო -კარი ცხვირწინ მიუკეტა და გასაღებიც გადაატრიალა ამჯერად.
-შენ მე შტერი გგონივარ? რადგან მიყვარხარ გგონია ისე მათამაშებ როგორც გაგისწორდება?
-შენ გგონია ვერ გათამაშებ თუ მომინდება ?- კარი გააღო და თვალებანთებული მიუახლოვდა - არ მჭირდება შენი დაცვა ! ხვალვე წამიყვანე აქედან ან მარტო წავალ ბებიასთან მაინც
-ნუ მაგიჟებ თვითონ არ დაგიშაო რამე
-მიდი აბა სცადე
-შენ მე გაწონასწორებული გოგო მეგონე და ალქაჯი ხარ?
-დიახ, მოთმინების ფიალას რომ მივსებენ და მაგიჟებენ თვითონ ვხდები საშიში. მამაჩემის შვილი მეც ვარ და სხვათაშორის ბავშვობიდან მასწავლიდნენ როგორ მომეგერიებინა თავისმომაბეზრებელი კაცები
-ფეხებსშორის დამარტყამ?
-შენ მე არ გამაგიჟო თორემ მოგაჭრი საერთოდ
-გაგიჟებულხარ. აქაურმა ჰაერმა იმოქმედა ეტყობა -სიცილი აუვარდა უცებ და ხმამაღლა ხარხარებდა ორი წუთი მერე გაუაზრებლად მოხვია ხელი და გულში ჩაიკრა -ვგიჟდები შენზე გიჟზეც და დასტოინზეც -თავზე აკოცა და სალომემ მკლავები რომ შემოხვია იმ წამიდან მოსწყდა სამყაროს
-შენ ხარ ჩემი ცხოვრების გამოწვევა … ჩვეულებრივი კაცი მინდოდა მყვარებოდა და სულ შენი ინტერესი მკლავდა . არადა როგორი არასწორი ხარ შესაყვარებლად და გასაგიჟებლად. იცი რამდენი წელია თავს ვებრძვი? მინდა ჩემ ნებაზე დავწერო ეს წყეული ბედისწერა და შენ მაინც ყველგან ჩნდები. წავედი , საერთოდ დავტოვე ქვეყანა და დაბრუნებულს უფრო ახლოს დამხვდი და ახლა აქ ვარ შენთან ერთად . პირდაპირ ბრძოლის ძალას მართმევ არადა ზუსტად ვიცი დამასამარებ მე და ჩემ ნაშენებ სალომეს -თითებით ნაზად ეფერებოდა ლოყაზე მერე ტუჩებზე შეეხო და გაბრუებულს აკოცა - ხვალ წავალ - კოცნამდე უთხრა და თავისი ინიციატივით წამოიწყო ვნებიანი ამბორი. მოსე ასე გაუშვებდა? მოსე ის კაცი იყო ქალს ასე მარტივად მისცემდა წასვლის უფლებას .
-გაიმეორე
-ხვალ წავალ -ისევ კოცნიდა გაბრუებული
-ხვალ კი არა ჩემი ცხოვრებიდან ვერ წახვალ ვერასდროს! ჩემთან ბრძოლას შეწყვეტ და მთელი ნაგროვები გრძნობით გეყვარები
-ცუდი ხარ ! შენ ხარ ცუდი ბიჭი, იქნები ცუდი ქმარი და ვიცი როგორები არიან შენნაირები მამებად … იგივე სისულელეს ვერ ჩავიდენ რაც დედაჩემმა და ჩემ შვილებს ისე ვერ დავტანჯავ.
-შეიძლება გავგიჟდე … ჰალუცინაცია მაქ თუ სიზმარში ვარ
-სიზმარში …
-შენ მე გიყვარვარ და ჩემ ცხოვრებას გაურბიხარ?
-შენ მე არ მიყვარხარ შენ მე ტვინს მირევ , შენ ხარ გამოწვევა რომელსაც უნდა ვაჯობო
-მე ვარ კაცი რომელიც მოკვდება შენი ბედნიერებისთვის
-ბედნიერებაა როცა გვერდით გყავს სულ და ყველა ამბავი ცხოვრებაში ერთად გადაგხდებათ და არა როცა სისულელის გამო კვდება და მერე გლოვაში ტოვებს ქალს ან მისი ქალი სხვა კაცთან რჩება ბოლის
-რეებს მებაზრები ჩემ თავს გაფიცებ? მართლა გინდა გამთიშო და გამანეიტრალო ხო? პ.ზდეცია-თავზე ხელი გადაისვა და ისე დახედა სალომეს- მე გიყვარვარ ?ჩემ თავს გაფიცებ სხვა ვინმე არ გყავს ?
-შენ თავს რომ მაფიცებ - გაეღიმა და სულ ოდნავ მოშორდა - კი,მაგრამ არ მინდა რომ ასე იყოს
-მეც არ მინდოდა , მაგრამ შენ მევასები მარტო და სხვა არავინ
-მე რა მიზეზი მაქვს არმოწონების? უკაცრავად ?
-არ გევასებით მე და ჩემი ცხოვრება სხვები კიდევ იმიტომ გიჟდებიან ჩემზე რომ ზუსტად ასეთი ვარ
-შენც არ მოგწონს შენი ცხოვრება უბრალოდ რთულია აღიარო და იქედან გამოხვიდე სადაც ხარ
-გიყვარვარ ტო - უყურებდა და თვალებითაც ეფერებოდა მერე კი ნაზად შეეხო სახეზე- მორჩა აღარარასდროს იქნები ჩემგან შორს
-ეგ გადაწყვეტილი არ არის
-არის
-მე არ გადამიწყვიტავს მე შენი სიყვარული არ გადამიწყვიტავს ჯერ და მითუმეტეს შენთან ყოფნა
-გადაგაწყვეტინებ …მთავარია გიყვარვარ - ლოყაზე კოცნიდა ნაზად და მონოტორულად-შენ ვერ წარმოიდგენ მე რამდენად მიყვარხარ და კიდევ როგორი შემიძლია ვიყო შენი მოსე
-მარტო ჩემი მოსე არ მკმარა ყველას მოსე ისეთი უნდა იყოს მე რომ მშვიდი ძილი არ დამერღვეს
-მაგას დრო გვიჩვენებს შენ არ მებრძოლო
-ლუკას თუ გადაემტერები მე ნინა არ ვარ სიყვარულისთვის ოჯახს ვუღალატო… ყველას გავწირავ ლუკას ვერ
-ისევ მაგაზე მეჩალიჩები?
-რეალობას გიჩვენებ … ლუკას მტერი ჩემთან ვერ იქნება

ასე დაასრულა დიალოგი რომელიც სრულიად დაუგეგმავად წარიმართა და შემდეგ გათენდა დღე როცა სანდროს ამბავმა აფხაზეთამდე მიაღწია.
-კაი რას იძახი ტო … ღადაობ? -მოსეს ხმა ესმოდა და მისკენ დაიძრა - ხვალ მანდ ვიქნები
-რა ხდება?
-გაღვიძა
-მართლა? ღმერთო რა კარგია ,ღმერთო რა მაგარია …ხომ ყველაფერი ახსოვს
-ასე გჯერა შენი ძმის? ახლა შედიან და გაირკვევა ყველაფერი,მაგრამ მთავარია ცოცხალია
-მთავარია ახსოვდეს და მე ზუსტად ვიცი
-ლუკა რომ დაადანაშაულოს რას იზამ
-მისთვის მოვკვდები და არავის მივცემ უფლებას რამე დაუშაოს
-თუნდაც დამნაშავე იყოს?
-არ არის ,მაგრამ რომც იყოს მაინც მის ფარად დავდგები იმიტომ რომ თვითონ სულ ასე იქცეოდა
-წავიდეთ და გავიგებთ ლუკა დამნაშავეა თუ არ
-ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს მთელი ცხოვრება მასთან ვალში იქნებიან

სალომეს სიტყვები გამართლდა . სანდროს გამოფხიზლებიდან მალევე სიმართლე გაცხადდა. და ლუკას წინაშე თავდახრილი ადამიანების რიგი დადგა .
-ერთხელ და სამუდამოდ მინდა ვთქვა ,ლუკამ გადამარჩინა , იმ ღამით იქ შემთხვევით მოხვდა და მადლიერები უნდა ვიყოთ საავადმყოფოში დროულად რომ მოვხვდი . მართალია დამალა დამნაშავე,მაგრამ შეისაძლოა მეც ასე მოვქცეულიყავი. დამნაშავე ციხეშია , შურისძიება დასრულდა და ნინა სად არის ? ქორწილის კადრები ვნახე
-არ ვიცი სად არის
-მისი ქმარი არ ხარ? როგორ არ იცი სად არის
-ნინას არ იცნობთ?გადაწყვიტა ყველაფრისგან დაესვენა და როგორც კი დალაგდება ყველა თავის ცხოვრებაში დაბრუნდება -ისე დარწმუნებით თქვა თითქოს წარმოდგენა ჰქონდა ნინას ხასიათზე -მე დაგტოვებთ. მალე გამოჯანმეთელებას გისურვებ სანდრო. მიხარია რომ კარგად ხარ -მხოლოდ ბიჭს ჩამოართვა ხელი და შემდეგ წავიდა
-დამელოდე -მიშას ხმა გაიგო. იქამდე მდუმარე იყო
-ყველაფერი გაირკვა ,სალაპარაკი არაფერია
-შენი ვალი მაქვს
-ჩემი ცოლის ბიძა ხარ, მოყვრებს ერთმანეთის ვალი არ აქვთ
-რაც გავაფუჭე გამოვასწორებ
-ვერ გამოასწორებ ასე რომ უბრალოდ შეეშვი ახლა მაინც . იყავი შენ შვილთან და დატკბი მის გვერდით ყველა წუთით
-მოსე გაქრა სალომესთან ერთად… შემიძლია გაპოვნინო
-ვიცი სადაც არიან
-და ნინა სად არის იცი?
-ჭორაობას არ ვაპირებ. ეცი პატივი იმას რომ არაფერს ვამბობ და უბრალოდ დისტანცია დაიცავი ჩემთან .
-რამე ხომ არ გჭირდებათ …ექიმთან იყავით ? შემიძლია წაგიყვანოთ ან რაც დაგჭირდებათ არ მოგერიდოთ დამირეკეთ და მოვაგვარებ - სიმამრსა და სიდედრს მიმართა . მათაც აშკარად არ იცოდნენ ნიას ასავალ-დასავალი
-არაფერი შვილო მადლობა
-ვიყავი ექიმთან . ნორმალურადაა ყველაფერიო
-ძალიან კარგი . დიდხანს აღარ შეგაწუხებთ
-რა შეწუხებაა…პირიქით ბოდიში თუ კი რამ გაწყენინეთ
-ყველაფერი რთულად იყო…ღვთის წყალობით დალაგდა და ახლა იცით რომ ნინა არ ცდებოდა ჩემში.
-უშენოდ რატომ წავიდა… რამე ხომ არ გაწყენინა. ასე იცის ხოლმე ,როცა დამნაშავეა მაშინ მიდის
-ნინამ? ნინა სულ სხვაზე ფიქრობს და სხვის გამო შეუძლია საკუთარი თავიც დაივიწყოს როდის შეიძლება რომ დამნაშავე იყოს
-არ გაუბრაზდე რომ წავიდა… უცნაურია ,ფაქიზი სული და თავისი სტანდარტები აქვს. ვერავინ გავუგეთ ბოლომდე და ჯერ ალბათ ვერც შენ
-თქვენ ჩვენზე არ იდარდოთ მე და ნინა მოვგვარდებით. ნამდვილად არაფერი გჭირდებათ?
-არაფერი. კარგად ვარ, სანდრო გადარჩა და ჩემი გულიც წამლების ქვეშაა სანერვიულო მე მეტი არაფერი მაქვს. სიძე რადგან არაკაცი არ მყავს და პირიქით, კარგი ადამიანია სხვა რა მაქვს დარდი . მიხედეთ ერთმანეთს და იყავით ბედნიერები
-თქვენი,ორივეს დამსახურებაა ნინა ასეთი კარგი ადამიანი რომ არის . დროებით -ორივეს დაემშვიდობა და არეული ფიქრებით გაუყვა გზას.
შვება ხომ უნდა ეგრძნო არა? ხომ უნდა ამოესუნთქა რადგან მთავარი პრობლემა და დარდი გაუქრა. ის კი ნინაზე ფიქრობდა არ იცოდა რა გაეკეთებინა , როგორ მოქცეულიყო ან რატომ ეძებდა ასე გამალებით. განა რა აკავშირებდა მასთან . გიჟდებოდა საკითარ თავზე და მისი ნახვის დაუოკებელ სურვილზე. დაბრუნდებოდა და დაშორდებოდნენ? სხვა რა უნდა მომხდარიყო. ნინა მასთან არ დარჩებოდა ანდაც უნდოდა ნინას ქმრობა? პასუხი არ ჰქონდა .

სახლის კართან მიიყვანა მოსემ . გზაშივე გაიგეს ლუკას უდანაშაულობის შესახებ . სალომე თავაწეული ,მშვიდი და ამაყი დაემშვიდობა.
-მე ახლა სანდრიკოსთან წავალ და რომ დავბრუნდები დაგეკონტაქტები
-არა ,მადლობა ყველაფრისთვის რაც პირადად ჩემთვის გააკეთე ,მაგრამ ჩვენგან არაფერი გამოვა
-კარგი ეგრე იფიქრე - თავზე აკოცა და წავიდა.
სახლში შესვლამდე ღრმად ჩაისუნთქა და მოემზადა დედის მოსაგერიებლად.
-დავბრუნდი
-სად დაეთრეოდი იმ ბიჭთან ერთად ნეტავ ვინ რას დაგიშავებდა აქ . შენი ძმა მართლა შტერი ხომ არ გგონია შენ . ეგ თამაშობს მაგ პატიოსანი კაცის როლს თორემ ცემაში მოკლა ლამის ჯალაღონია
-რაა?
-რაც გაიგე ის
-ლუკამ სცემა?
-დიახ .მამაშენზე უარესია, ბევრად ჭკვიანი და საშიშია თუ გაცოფდა . ნინა მომითრია სახლში წარმოგიდგენია?
-აქ არის?
-არა . სად წაბრძანდა არ ვიცი
-დალიე შეენ?
-ლოლას დაბადების დღე იყო და ხო …იმ ბიჭმა რადგან გაიღვიძა იქნებ გვეშველოს. იმედია შენი ძმა მოითხოვს იმ გადამწვარი კაფის ფულს და შემოსავალი გვექნება თორემ შიმშილით დავიხოცებით
-არ დავიხოცებით დედა მეც ვიშოვი სამსახურს და ლუკა მშიერს არ დაგტოვებს
-ბებია ნახე?
-ვერა …მალე წამოვედით
-ის ბიჭი მოგწონს?
-კი
-რამე ხომ არ არის თქვენს შორის არ გამაგიჟო
-არაფერი .წავალ დავისვენებ და ლუკას დაველოდები
-ის სადღა დაეხეტება ნეტავ … სახლში ყოფნა აღარ გინდათ არცერთს -ხმა ესმოდა ფონად ისე შევიდა საძინებელში და კარი ზურგს უკან მიხურა. ტანზეც არ გამოუცვლია ისე დავარდა საწოლზე პირქვე გრძნობებ და ფიქრებ არეული. ყველაფერი დამთავრდა? თუ ყველაფერი ახლა დაიწყებოდა. როდის ჩაეძინა ვერ გაიაზრა , ლუკა რომ დაბრუნდა და მოეფერა მაშინ შეფხიზლდა . ბიჭს ჩაეხუტა და გარინდული იღებდა მის კოცნებს
-ჩემო პატარა , ხომ კარგად ხარ
-დავიღალე , გამოვიძინებ და ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. მიყვარხარ
-მეც ძალიან
-ნინა სახლშია?
-არა . დაიძინე , ხვალ ვისაუბროთ -პლედი დააფარა ,შუბლზე აკოცა და წავიდა.

…………..
-სანდრიკო -მოსე რომ მივიდა მარტო იყო. მოეხვია და იმ წამს ამოისუნთქა ძმაკაცი რომ ჯანმრთელი დაიგულა - იმდენხანს იძინე დღეიდან 4 საათზე მეტს ღამეც არ დაგაძინებ
-შენ რეები იჩალიჩე სანამ მე მეძინა?
-მოგიყვნენ?
-ნაწილობრივ… რას შვება სალომე
-მთავარია ლუკა არ ყოფილა დამნაშავე სხვა ყველაფერს დავალაგებ
-ნინა სად არის . ეგ გიჟი გამირკვიე სად წავიდა
-ყველა დაიჭირა … როგორ მოიფიქრა ან როგორ გაიგო ასე უცებ
-ლუკას დააცდენინა ალბათ
-მაგიტო გაყვა ვითომ? ისე ვერ გაიგებდა ?
-რაღაცები გეგმის მიხედვით არ ხდება , რაღაცებს ცხოვრება გვთავაზობს გზად და ჩვენ მივყვებით .ნინა არასდროს ყოფილა ჩვეუკებრივი არც სიყვარული ექნება უბრალო
-ლუკა გაუქაჩავს?
-ეგ მე არ ვიცი , მე მინდა მიპოვნო
-გაფრინდა ალბათ სადმე
-ხოდა სად
-ახლავე და გეტყვი საზღვარი თუ გადაკვეთა - შეტყობინება გააგზავნა და რამდენიმე წუთში პასუხიც მიიღო -საქართველოშია. საზღვარი არ გადაუკვეთავს
-ნამდვილად? სად წავიდა ნეტავ …მე როგორ არ მნახა ტო
-იცოდა კარგად იყავი,საქმე დაასრულა და ახლა ისვენებს ყველაფრისგან ალბათ ფიქრობს რა გააკეთოს . არ იცნობ?
-მე ვუყვარვარ ყველაზე მეტად და უჩემოდ როგორაა
-გადაიწვა… უშენოდ ნინა კი არა მეც არ ვიცი რას ვიზამდი
-რიგი დაუდგებოდა საწყალ ლუკას
-ვერ მიხედა იმ ნაბ.ჭვსრს? ხელი დააფარა ბაზარი არაა არ გაბზდა ,მაგრამ
-საიქიოდან დავბრუნდი აღარ ვაპირებ ამ ამბებზე ფიქრს .მორჩა მე ჭკუა უნდა ვისწავლო და დავტკბე ცხოვრებით რომელიც ღმერთმა მეორედ მაჩუქა . ნინა მომიძებნე სანამ მე გავიქეცი აქედან და დავუწყე ძებნა
-კარგი. ორი დღე მომეცი და მოგიყვან შენ ნინას
-და ქორწილი მაღირსე
-
-შენ დაბრუნდი საიქიოდან შენ იჩალიჩე ჯერ
-მე არ მიპოვნია ჯერ და შენ ნაპოვნი გყავს
………….
სოფლის სახლის კარი ღია ,რომ დაუხვდა მხოლოდ ის იფიქრა სიჩქარეში დაგვავიწყდა დაკეტვაო. შუაღამე იყო და შუქის ანთება დაეზარა ისე დაიძრა საძინებლისკენ . მოსვენება რომ ვერ იპოვა ყველაფრისგან გარიდება გადაწყვიტა და წარმოდგენა არ ჰქონდა საძინებელში შესულს ნინა თუ დაუხვდებოდა ბაბუამისის იარაღით ხელში
-არ მომიახლოდე თორემ გესვრი
-ნინა ? შენ აქ რა გინდა გოგო -შუქის ჩამრთველი მისკენ იყო , წამში გაანათა ოთახი და ქალის ფიგურა დაინახა
-მე კი არა შენ რა გინდა აქ … აბა იშვიათად ჩავდივარო? -იარაღი დაუშვა და ლუკა რომ მივარდა და მოეხვია საერთოდ გაუქრა მოძრაობის უნარი
-აქ წამოსვლა რამ მოგაფიქრა
-აქ არავინ მომძებნიდა და ქმრის სახლში ყოფნის უფლება მაქვს .არც სასტუმროა ჯავშანი რომ გავაკეთო . გამიშვი
-ნწ , არ გაგიშვებ - ლოყაზე აკოცა და შემდეგ ტუჩებზე - ასე აღარასდროს მოიქცე . მარტო აღარ ხარ ,ცოლი ხარ და არ შეიძლება ცოლი გარბოდეს როცა ქმარზე გაბრაზებული არ არის
-აქედან რომ დავბრუნდებოდი დასრულდებოდა ჩვენი ცოლ-ქმრობია . უკვე დასრულებულიცაა ლუკა - ხელები გაითავისუფლა და უკან დაიხია -რადგან დასვენება არ მეღირსა ხვალვე დავბრუნდეთ და შევიტანოთ განაცხადი. ადვოკატიც არ დაგვჭორდება მხოლოდ ჯვარი გვაქვს დაწერილი. იმ ჩემოდანს წავიღებ და მორჩა
-ასე უცებ დაშორება რა სისულელეა …რას იტყვიან
-რა მნიშვნელობა აქვს … ბარიგობას იბრალებდი მომავალი ცოლისძმის გამო და ცოლს რომ დაშორდები მაგაზე რას იტყვიან ეგ გადარდებს?
-საიდან გაიგე ეგ
-შენ მითხარი
-მეე?
-დიახ შენ
-სიზმარში ვბოდავდი თუ რატომ არ მახსოვს მსგავსი ფაქტი
-შენ სხვა ოჯახი არ აგირევია … მხოლოდ ანასთან დაშორებამ გამოიწვია დიდი ამბავი და დანაშაულის გრძნობა გქონდა . წამოგცდა სიტყვები რომლებმაც სწორ გზაზე დამაყენა , არავის ვეტყვი შეგიძლია ანასთან რომ დაბრუნდები არაფერი უთხრა
-ანასთან ყველაფერი დასრულდა-თქო როდის გითხარი
-შენ ასე მარტივად არ გაგივლიდა ეგ სიყვარული და მიჯაჭვულობა . დამშვიდდები და შემოირიგებ თანაფ ახლა დასჭირდება სანდო კაცი , დასაყრდენი .მოაკლდება მის ოჯახს ბარიგობით შესული დოლარები
-ნინა ანასთამ ყველაფერი დასრულდა !
-როგორც გინდა … დავიძინებ ახლა . აქ მაქვს ნივთები და შენ დაწექი სხვა ოთახში
-ჩემი ოთახია , ვერსად წავალ და ჩემი ცოლი ხარ ,ვერ გამაგდებ
-რა გინდა ლუკა?-დაღლილმა თქვა და მზერა გაუსწორა -რატომ მეთამაშები? როცა თვითონ არ იცი რა გინდა?
-შენთან მინდა ამ წამს და გეუბნები . კიდევ მომენატრე , მინდა გაკოცო … ბევრი
-გთხოვ-მიახლოებულს კოცნამდე უთხრა ,მაგრამ ლუკას ბარიერად ვერ დაუხვდა მისი თხოვნა
-არ იქნება განქორწინება -ჯერ კიდევ ქალის სხეულზე იყო მოქცეული , თავი მის მკერდზე ედო და ისე ეფერებოდა
-ლუკა არ მიყვარს საქმეების გადადება ,გართულება და გაჭიანურება ისეც შეცდომა იყო და სასოწარკვეთილი ნაბიჯი
-არ იყო შეცდომა … შენ გაიგე რაც გინდოდა და თან დამეხმარე. არ იცოდი რა მოხდებოდა ,ყველაფერი მაქსიმალურად სწორად გააკეთე
-არ ბრაზდები?
-არაფერს ვგრძნობ იმის გარდა , რომ დამაკლდი და შენთან ყოფნა მომწონს მიყვარს რომ ხარ ჩემთან - მზერაარეულს მოეფერა ლოყაზე და თავი გაასწორებინა ისე რომ თვალებში ჩაეხედა - შენ ამიტომ გამექეცი? გეგონა გავგიჟდებოდი და ელოდი როდის გამივლიდა? თუ დანაშაულის შეგრძნება გქონდა
-დანაშაულის შეგრძნება არასდროს გამიქრება … საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებით. ისე დავქორწინდი , ისე გავატარე ეს მცირე დრო ამ დღეებს ვერაფერი გამოისყიდის, მაგრამ ამასაც გადავლახავ
-რატომ ხარ ასეთი თვითკრიტიკული… გინდს იდეალური იყო და ყველაფერი განსაზღვრო? ასე არაა ცხოვრება მოწყობილი - ბალიშს მიეყრდნო და ნინა ისე ჩაიხუტა - არ ვიქნები ცუდი ქმარი …ჯერ მეც არ ვიცი რა ხდება ,მაგრამ ვიცი რა მინდა და რა ვერ ავიტანე
-რა
-უშენობა ვერ ავიტანე და შენთან მინდა
-გადამწვარი ხარ და არ იცი რა გინდა . არაფერია … ცოტა დრო გავა და დავლაგდებით-თავი მკერდზე დაადო და გაჩუმდა
-ასე კარგად არაფერი ვიცი . ასე თავი არასდროს მიგრძვნია და ასე არავისგან შორს ყოფნას არ გავუხდივარ
-შენ უბრალოდ კარგი ბიჭი ხარ და უკვე ჯვარდაწერილს არ გინდა კიდევ ცოლის ძებნა
-ტყუილია და ნუ ამბობ ამ სისულეებს . დავიძინოთ . დღეს მაინც არაფერი გადაწყდება
-გადავწყვიტე მე უკვე
-მეც !
-ლუკა
-მოდი ,ჩამეხუტე და დავიძინოთ ერთხელ მშვიდად . შენ სანდროს ენატრები , პირველი შენ გიკითხა და ხვალვე ნახავ
-გამიშვი ვერ ვსუნთქავ -ისე ჩაიხუტა ნინა აწუწუნდა
-გამექცევი, არ ხარ სანდო
-ვერ გაგექეცი -ჩუმად თქვა და ბოლოს დანებდა. იფიქრა დავისვენებ ღამით მაინც და უფრო მალე დავასრულებ ყველაფერსო. არ იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე .

დილით გაღვიძებისას უცებ მოათვალიერა ოთახი და ნინა რომ არ დაუხვდა სწრაფად წამოდგა . დერეფანში შეეჩეხა, სააბაზანოდან გამოსული აბრეშუმის ხალათით მოაბიჯებდა და თან მოჰქონდა სასიამოვნო სურნელი
-სად გარბიხარ ომი დაიწყო?
-კაცს ნერვოზი დამმართე სულ მგონია რომ წახვედი
-და ?
-არ მინდა რომ წახვიდე
-სათამაშო ვარ და არ გინდა ხელი გამიშვა ?
-ასეთი დაბალი თვითშებასება გაქვს თუ რა გჭირს ნინა?
-ორი კვირის წინ არც გახსოვდი და ახლა გინდა ჩემი ქმარი იყო უკუნითი უკუნისამდე?
-გვერდით ყოფნა სხვა თვალით გაჩვენებს ყველაფერს და გახსენებს კიდევ რაღაცებს რასაც უყურებდი და ვერ ხედავდი
-და რა დაინახე ასეთი
-შენთან ყოფნა მინდა დავიჯერო შენ არ გინდა?
-არა !შენნაირი კაცი გვერდით არ მჭირდება … უამბიციო , მიმტევებელი , სისწორისკენ იმდენად მიდრეკილი რომ თუნდაც მკლავდნენ არ დაიმძიმებს თავს . შენ მონასტერში უნდა წახვიდე მე თუ მკითხავ . არ განიკითხო, შური არ იძიო, მიუტევე ყველას და გიყვარდეს ყველა მაგათი წესებია და იზრუნებ შენც სულზე . ჩვენთვისაც ილოცე შურიმაძიებელ და სამართლიანობის აღმდგენ ხალხზე
-შენ მე არ მიცნობ
-ეს შენ არ მიცნობ თორემ მე შესანიშნავად ვიცი ვინც ხარ
-გინახივარ გაცოფებული ? გინახავს როგორ ვჩხუბობდი თინეიჯერობისას? გინახავს როგორ მიცემია ჩემი თანატოლი ? ან ჩემი სიტყვები თუ მოგისმენია საქმის გარჩევების დროს
-რა იყო თინეიჯერობისას ტიპობდი და ახლა სინდისი გაწუხებს?
-მე ვიჯექი საჭესთან სულუხია რომ დაიმტვრა … ძლივს რომ დააყენეს ფეხზე გახსოვს? გიკვირს ხომ ? მოვწიეთ ბიჭებმა აგარაკზე და მერე დაბოლილი დავჯექი საჭესთან , მისი მანქანის საჭესთან თითქოს მე უფრო მაგარი ვიყავი. ჩქარა მოვდიოდი, მოვფრინავდი მეგონა და ისინიც მაგულიანებდნენ გაზს მიაჭირეო. მერე გადავფრინდით . მე გონს რომ მოვედი მეგონა მკვდრები იყვნენ და გამოვიქეცი. ზუსტად არ მახსოვს როგორ წამოვედი , მაგრამ ვიცი მე ვიყავი დამნაშავე . ეკლესიამდე მივფორთხდი მაშინ და ორი კვირა წყლის და ნატეხი პურის მეტი არაფერი მიმიღია , მუხლზე დაცემული , თავაუღებლად ვლოცულობდი . მას მერე დავიფიცე ჩემი ხელით არავის არასდროს არაფერს დავუშავებდი რაც არ უნდა გაეკეთებინა მას . მე რომ მოვეკალი სულუხიას ძმას ან მამას ხომ ვიქნებოდი ღირსი, ხომ ვიმსახურებდი , მაგრამ არ გააკეთეს .მე შევიცვალე და ასე მინდა მივცე ყველას უფლება სწორი გზის პოვნის. ეს იმას არ ნიშნავს , რომ ვერ დაგიცავ ან -საძინებელში შესულს მიჰყვა უკან და ისე უყვებოდა ამბავს ბოლოს საწოლზე იჯდა თავდახრილი და ხელებს დაჰყურებდა თითქოს ისევ 15წლის იყო და სისხლი სდიოდა ნინა კი გაუაზრებლად მოეხვია . მთელი ძალით მოხვია მკლავები და ბევრი აკოცა -არავინ იცის ნინა … ჩემი და სულუხიების გარდა არავინ -ქალს მოღეღილ მკერდზე ეყრდნობოდა , სველი თმის და ახალდაბანილი კაბის სურნელით ჰქონდა სავსე ფილტვები
-ჩვენგან მაინც არაფერი გამოვა შენ სულ რომ ჩემი ოცნების კაცი იყო არასწორად დავიწყეთ
-სწორად გავაგრძელოთ … შანსი მოგვეცი -ქალის სახე ხელებსშორის მოიქცია და ტუჩებზე შეეხო -გთხოვ
-დარწმუნებული ხარ ? მერე რომ შეგეჩვიო, შემიყვარდე ,გენდო და შენ მიმატოვო არ გაპატიებ
-არც მე გაპატიებ სხვაში რომ გამცვალო და მიღალატო - ხელები შიშველ კანზე შეახო , ხალათი მოაშორა და ახლოს მიიზიდა- დამპირდი
-მოღალატე ბ.ზი რომ არ ვარ არ იცი? -თვალები დახუჭა და მისი შეხებით ტკბობა დაიწყო
-საოცარი ხარ შენ -ჯერ მუცელზე კოცნიდა ,შემდეგ მკერდზე გადავიდა და ყელთან გაჩერდა - მხოლოდ ჩემი

ქალაქში რომ დაბრუნდნენ სანდრო სახლში იყო უკვე და მის ოთახში ერთად აღმოჩნდნენ.
-გიპოვნა ტო?
-სანდრიკო - დანახვისთანავე დაიწყო ტირილი და ბიჭმა ხელები რომ გაშალა მზერადაბინდული მივიდა მასთან -რომ მითხრეს მოდი გაიღვიძაო მეგონა მატყუებდნენ და პირიქით იყო . საშინელი ბიჭი ხარ , არასდროს გაპატიებ ამ სისულელეს …
-არც მე გაპატიებ შენ ქორწილში რომ არ ვიყავი
-ქორწილი ჯერ არ გვქონდა … კაფეს რომ გავაახლებ იქ გადავიხდით მინი წვეულებას მნიშვნელოვანი ადამიანებით - იმ წამს გაუჩნდა იდეა და მიხვდა რომ კარგი აზრი იყო . კედელს მიეყრდნოდა უყურებდა ერთმანეთზე ჩახუტებულებს
-შენი კაფე უყვარს ყველაზე მეტად ნინაკოს … ყველა იდეა მანდ არის ჩასახული . რა დაემართა კაფეს ?
- მამაშენმა გადაუწვაა - ამოიტირა და გასწორდა -ლამის მომკლეს უდანაშაულო კაცი შენი დებილობის გამო
-მართლა ? სულ გაგიჟდა ტო?
-ის ნბიჭვარი გაიქცა და ვინც ჩანდა ჰორიზონტზე მხოლოდ ლუკა იყო . ყველა მას აბრალებდა
-და შენ ცოლად გაყევი ამ დროს … ისე საღოლ . ძმა გებრიდებოდა და შენ გათხოვდი . ბავშვს მაინც დაარქვით სანი და შეგირიგდებით
-რომელ ბავშვს თუ ღმერთი გწამს … მე და დედობა ?
- სულ გიჟდებოდი ლუკაზე გაჩერდი… მისნაირი თვალები მინდა ქონდეს ჩემ ბავშვებსო იძახდი და სხვ კაცის პოვნა არ დაგჭირდა პირდაპირ ის ამუშავე
-რა სისულელეა როდის მითქვამს ბავშვებხე უბრალოდ ვამბობდი მწვანეთვალება ბავშვებზე
-რამდენჯერად ლუკა შეგვხვდებოდა იმდენჯერ გახსენდებოდა ეგ
-ლუკა დაგაბრუნებ კომაში
-მიყვარხარ და მაპატიე რომ განერვიულე . არ მინდოდა - ისევ ჩაიხუტა და თავზე აკოცა -შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ
-არ მიბრაზდები?
-რაზე
-შენ რომ კომაში იყავი და მე გავთხოვდი
-მაგას რად უნდა ფიქრი კლავდნენ თურმე და შენ დაინათესავე . გადაარჩინე და ცხოვრებასაც გაულამაზებ . ტუზი დაეცა ამ ჩემისას
-შენ ამდენი აზროვნება თუ შეგეძლო ჩემი ძმა იმ ტაბლეტებს რას ყლაპავდი -ლუკამ უპასუხა ნინას ნაცვლად
-შენ აზროვნებაზე ნუ მელაპარაკები რა … ასეთი გოგო ამდენი წელი ცხვირწინ გყავდა და სანამ გმირი არ დაგჭირდა იქამდე ვერ მოიაზრე რომ გევასებოდა
-გეყოფათ ! შენ როგორ ხარ მომიყევი
-სუსტად , მაგრამ არ ვწუწუნებ . ნელ-ნელა მოვიხოდები რა არ იდარდო ჩემზე და მიხედე ცოლ-ქმრულ ამბებს
-შენთან ვრჩები დღეს … გვერდით უნდა მოგიწვე როგორც ბავშვობაში და მშვიდად დავიძინო . ხვალიდან უთვალავი საქმე მექნება
-უკაცრავად ? ამასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია -ლუკამ გახედა წამსვე
-შენ უნდა შეგითანხმდე სად დავრჩები?
-ხო, არა?
-არა . სანდროსთან ვრჩები საყვარელთან ხო არა
-რა მნიშვნელობა აქ ჩემთან ხომ არ იქნები ისეც აორთქლდი და მართლა არ მიძინია ნორმალურად ამდენი დღეა
-ჩემ გამო ნუ იჩხუბებთ… სწორს გეუბნება . ცოლი ქმართან უნდა დარჩეს . მე კი მიყვარს შენთან ჩახუტება და ჩვენებური ამბები, მაგრამ
-არავითარი მაგრამ … რომანტიზმის და ქმრის გარეშე ვერ ვძლებ ცხოვრების ნერვი მე არ მაქვს
-ნინა , გამომყევი ორი წუთით თუ შეიძლება და მერე წავალ მე ან წავალთ ერთად
-რა ხდება რა მოხდება რომ დავრჩე შენ მართლა ჩემი ქმარი ხომ არ გგონია თავი - გავიდნენ და მაშინვე შეუტია
-კი არ მგონია ვარ და ხომ ვისაუბრეთ რომ ვცდიდით
-ხოდა სცადე … მე ასეთი ვარ თუ გინდა იყავი თუ არა წადი და დედაშენთან სახლში მისვლას მირჩევნია ღია ცის ქვეშ დავრჩე
-სხვაგან ვერ გადავცხოვრდები ნინა. არ შემიძლია ასე უცებ და შემდეგ რა თქმა უნდა. ცოლ-ქმარი ცალკე უნდა ცხოვრობდნენ და როგორმე
-მე აქ ვრჩები. დღეს არ ვაპირებ დედაშენის ატანას ,მაპატიე. ხვალიდან საქმეები მექნება და კარგი, როგორმე ღამეს გავათევ და ისეთ დროს მოვალ დაძინებული რომ იქნება
-ნინა
-ვრჩები . ვახშამს ამზადებს ბიცოლა , ჩემებიც მოვლენ . ვივახშმოთ ერთად და მერე შენ წახვალ მე დავრჩები
-არასწორად იქცევი… ცდილობ განგებ მაწყენინო რომ ვთქვა ვეღარ გიძლებ-თქო ხომ?
-მე დამოუკიდებელი ქალი ვარ , ვერავის სურვილებს ავყვები . ხანმოკლეა ცხორება, როგორც მინდა ისე მოვიქცევი თუ რა თქმა უნდა ჩემ პრინციპებს არ ეხება
-მე რომ არ წამომეყვანე სანდროს როდის ნახავდი
-რპცა დავბრუნდებოდი დასვენებული მაშინ და როცა გადახარშავდა ყველაფერს და მაპატიებდა მისი ამ მდგომარეობის დროს დაწორწინებას
-ახლა როცა დამნაშავედ იგრძნობ თავს სულ გაიქცევი და დაიმალები?
-რამდენიმე წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს ისე რომ გადავიწვა და დაფიწრება დამჭირდეს ყველაფერზე მარტოს -საუბარი ვეღარ განაგრძეს პირველი სართულიდან ხმა ისმოდა ,ნინას მშობლები მივიდნენ და მალევე აღმოჩნდნენ ოჯახურ ვახშამზე.
უცნაური სანახავი იყო მტრობის შემდეგ ეს სიმშვიდე .
-ჩემი ქმრისთვის მოსახდელი ბოდიში მოიხადეთ უკვე თუ წინ გვაქვს მონანიება ჩადენილი ცოდვებისა და წარმოთქმული შეურაცხყოფების, ჩემი მულის გატაცების,მაზლის დაჭრის, კაფის გადაწვის და უთვალავი დანაშაულის გამო -მიირთმევდა რომ თქვა და მიშას გახედა
-უარს ამბობს ზარალის ანაზღაურებაზე
-ფული მხოლოდ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს და მაინც ვერ აბრუნებს პირვანდელ სახეს ვერც ამ დროის განმავლობაში მოტანილ ზარალს აღადგენს
-დროს უკან ვერ დავაბრუნებ. მოვუბოდიშე და მტრად გადაკიდებას არ მგონია აპირებდეს მაშინ როცა ჩემ სუფრასთან მშვიდად ზის
-ჩემ გამო ზის და არა იმიტომ რომ დაავიწყდა როგორ მოიქეცი
-საქმეს მირჩევ?
-ისიც მახსოვს როგორ შემრაცხე სულელ ქალად რომელიც კაცს დახამდა და კაცმა გააბა
-მაპატიე, რომ ერთადერთ შვილს ვკარგავდი და ერთადერთი დამნაშავე შენი ქმარი ჩანდა სხვა არავინ . სიმართლეს რომ არ ამბობდა და ყოფილი შეყვარებულის ძმას აფარებდა ხელს ამისთვისაც მე უნდა მოვიხადო ბოდიში?
-დამნაშავე დასჯილია და რომ ეთქვა მერე სწორი კაცის სახელით იცხოვრებდა?
-უნდა დაესაჯა დამნაშავე თუ სწორი იყო , მაგრამ ვერ გაიმეტა ალბათ სიყვარული
-საკუთარი თავი უფრო … იმ სიმძიმისთვის რაც ახლა შენ გაქვს მხრებზე აკიდებული
-ნინა გეყოფა . ყველაფერი მოგვარებადია , ყველაფერს აქვს მიზეზი და ალბათ ასე იყო საჭირო. სანდრო კარგადაა -ხელზე შეეხო რომ შეეჩერებინა ,მაგრამ არ გამოუვიდა
-მინდა ჩემი მაზლის გამოშვების ამბავი მოაგვარო დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით და ასე გადაიხდი ამ ოჯახის წინაშე ჩადენილს
-როგორ უნდა გავათავისუფლებინო დამნაშავე
-როგორმე შეძლებ , როგორც დანაშაულები ჩაიდინე ისე დამნაშავის დროზე ადრე გამოყვანასაც მოახერხებ . სანდროს გაუმარჯოს -ჭიქა ასწია და ერთი ყლუპი მოსვა მხოლოდ

იქ დარჩა. როგორც სურდა ისე მოიქცა . სანდროს გვერდით დაწვა იქ დატოვებული გულებიანი პიჟამათი და ფუმფულა ჩუსტებით დადიოდა სახლში . ფილმს უყურეს მერე კი სანდროსთან ჩახუტებულს ჩაეძინა .

დილას ქალბატონმა ნინამ გაიღვიძა. გამოეწყო და საქმეებს დაუბრუნდა. უფრო პოპულარული იყო სოც ქსელებში ვიდრე იქამდე. განაახლა პოსტებიც და მუშაობაც . შუაღამემდე რესტორანში იყო გუნდთან ერთად და ქორწილს გეგმავდა შემდეგ კი ლუკასთან წავიდა. ფიქრობდა დედამთილი ღრმა ძილში იქნებაო,მაგრამ შეცდა . მოჩვენებასავით გამოეცხადა საძინებლისკენ მიმავალს
-ამ სახლში ასე ქუჩის ქალივით ვერ ივლი… აქ ღამის სამ საათზე არავინ ბრუნდება და შენ , თუ გინდა ამ ოჯახის რძალი გერქვას უნდს მოერგო აქაურობას და აქაურ წესებს
-გამარჯობა. როგორ ხარ? ამ დროს რატომ არ გძინავს? მაგ წესებში ვერ ჩაწერე რომ ოჯახის ქალი ,დედა დიასახლისი დაღლილი უნდა იყოს სახლის საქმეებით და ეძინოს მშვიდად? თუ ჩემი ყარაულობა გადაწყვიტე ასე ძილის რეჟიმი დაგერღვევა და ცოდო ხარ.
-თავხედი , თავხედიი გოგო მე მასწავლი როდის დავიძინო ?
-თქვენთვის ვამბობ
-მეც შენთვის ვამბობ სახლში დროულად მოხვიდე და საერთოდ ქალი შუაღამემდე რესტრონებში რომ დადის ამდენ კაცთან ერთად თან ასე ჩაცმული . შენი ქმარია დებილი
-თქვენი შვილია დებილი ამას ამბობთ? ანუ ვერ აღზარდეთ სწორად? რა სამწუხაროა
-შენ გოგო გინდა გამაგიჟო?
-არა. მე არც გაგიჟება მინდა თქვენი და არც დამშვდიებას გიპირებთ. მე ზემოთ ჩემ ოთახში ასვლა და დაძინება მინდა . თქვენგან განსხვავებით მთელი ცხოვრება უსაქმური არ ვყოფილვარ და დაღლილს მინდა მოწესრიგება, დასვენება
-მე ვარ უსაქმური? შენ რა იცი მე რანდენი საქმე მაქვს სახლში და საერთოდ ორი ბავშვის აღზრდა
-ბავშვები ჯერ არ მყავს და სხვა საქმეებს შესანიშნავად ვუმკლავდები . თქვენის ნებართვით
-ჩემ სახლში ასე ვერ ივლი
-დღეს შეიძლება რომ დავრჩე თუ წავიდე ბარემ იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა დაღლილს განწყობას მიფუჭებდეს და ცხოვრებას მიმწარებდეს შენნაირი გამწარებული ქალი . გირჩევ გარეთ გახვიდე, მეგობრები მოინახულო თუ გყავს საერთოდ და ყველა შენნაირი ტოქსიკური არაა. თავს ნუ იბერებ ზედმეტად და. დატკბი . ცხოვრება არც ისეთი უფერულია შენ რომ გგონია. იქნებ შენც გეშველოს და უკეთ გახდე რამე ლამაზს და სასიამოვნოს რომ იგრძნობ
-შენ მე იქეთ მარიგებ ჭკუას? სად ვიარო და რა ვქნა ?
-შემიძლია გირჩიო რამდენიმე სალონი, მასაჟის სპეციალისტი და დასასვენებელი ადგილი . სცადე . ბედნიერი ქალი სხვას არ აუბედურებს და არც სცალია სხვისთვის
-არც შენ იყავი ეტყობა ბედნიერი თორემ ანას არ გაუუბედურებდი ცხოვრებას და არ აახევდი ქმარს
-ლუკა არავის ქმარი ყოფილა და მე არავისთვის არავინ წამირთმევია. მეორედ არ გაბედოთ და არ მითხრათ მსგავსი რამ -ხმას აუწია და ზუსტად იმ დროს გამოჩნდა ლუკაც
-რა ხდება აქ
-შენი ტუტუცი ცოლი მიყვირის
-ნინა
-ვუყვირი და ვცემ კიდე … წეხან დავარტყი რატომ არ გამოხვედი აქამდე? რა საცოდაობაა ღმერთი დამცინის ალბათ - ამოიოხრა და კიბის საფეხურების ავლა განაგრძო- შევიდე ოთახში თუ გაწითლებულ ადგილებს უპოვნი დედაშენს
- ახლა მოხვედი?
-დიახ და დედაშენმა დამმოძრვრა . შეუფერებელი პროფესია მაქვს
-შენი რეჟიმი ნამდვილად არაა სასიამოვნო და სასარგებლო შენთვის
-უკაცრავად და რა ვაკეთო?
-არ ვიცი . შენ არ იღლები?
-და ვინ დამასვენებს თუ არ ვიმუშავებ . უსაქმური ქმარი?
- უსაქმური არ ვარ და დედაჩემისგან გაგიჟებული მე ნუ
-რატომ არ ხარ … რამეს აკეთებ და არ ვიცი? კაფე გადაიწვა და შენ თითსაც არ ატოკებ
- მთელი დღეა იქაურობას ვალაგებ , რომ დავიწყოთ რემონტი
-ფული? ისესხე? თუ მიშას გამოართვი
-ხო აი შენი გამოსვლის შემდეგ და მიშასთან კაჩავის ბოლოს ფული გამოვართვი
-რა იყო არ შეიძლება როგორც დააშავა ისე გამოასწოროს ? ისე უბრალოდ როგორც შენ იჯექი მის სახლში სუფრასთან
-არ შეიძლება . მე არ ვარ ასეთი კაცი. თვითონ გავაკეთებ რემონტსაც მხოლოდ მასალებისთვის რაც დამჭირდება
-აი რას ბოდავ ახლა … მარტო რას გააკეთებ. ჩვენ შევთანხმდით და დავუბრუნდეთ ჩვენ შეთანხმებას. მე ჩავდებ მაგ კაფეში ფულს , უფრო სწორად წილს ვიყიდი თანაც თუ არ მშორდები შენი ცოლი ვარ და ჩემი ფული შენი ფულიცაა. ყველაფერი დავგეგმოთ ამ დღეებში , მეც გამოგყვები და ავარჩიოთ რაც გვჭირდება. ქორწილების დღეებში საერთოდ დაკავებული ვარ და ოთხშაბათს ან პარასკევს უფრო მაქვს დრო ან თათიას გადავაბარებ
-ოფიციალურად გავაფრომოთ მაშინ ნასყიდობა
-და რომ არ გეყოს ან მეტი რომ ღირდეს ის წილი მერე?კარგი რაა გეყოფა . არასდროს არავინ გეტყვის ცოლმა გაგირემონტა კაფეო
-როგორც უსაქმური არ დამიძახე არა?
-დედაშენი ისე დამხვდა ისეც გადამწვარს და ისეთი დიალოგი მქონდა რა გიკვირს საერთოდ
-ახლა მართლა არ შემიძლია … როგორც კი კაფეს ავამუშავებ და მექნება შემოსავალი ვიქირავებ მაინც რამეს
-მესმის, სახლი როცა გაქვს და იქ მხოლოდ ორი ადამიანი ცხოვრობს სიგიჟეა საერთოდ გადასვლაც კი
-არაა სიგიჟე … ყველა ცოლ -ქმარს მარტო უნდა დღეს და გოიმობად ითვლება ოჯახთან ცხოვრება სულ რომ იდეალური ოჯახი გყავდეს
-მე არ ვთვლი ასე. ზრდასრული ადანიანების ცხოვრებაც აღარ მოსწონს ზოგს მშობლებთაბ , მაგრამ მე ჩემ სახლში ვგრძნობდი თავს კარგად და საერთოდ ოჯახისწევრის მიგდება უზნეობაა. ისეც დრო არ მაქვს და ძილის წინ მაინც ვხვდებოდი და დილით საუზმეზე. დედაშენი ასე ქაჯივით როარ მესხმოდეს თავს ბინის ძიებას არც გთხოვდი და არც იქნებოდა საჭირო. მე დედისერთა ვარ , მიყვარს და მინდა ოჯახთან ყოფნა. ოჯახთან და არა მტერთან , ადამიანთან რომელიც ვერ გიტანს
-არც ვიცი რა უნდა
-საკუთარი თაცი აწუხებს და საკუთარ ცხოვრებას ვერ იტანს სინამდვილეში და არა მე. ფსიქოთერაპიები და გონს მოსვლა სჭირდება-ნივთები აიღო და სააბაზანოში გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა უკან . კარი დახურა , შუქი ჩააქრო და საწოლის ცარიელი მხარე დაიკავა . მაშინვე ჩაეხუტა ლუკა .
…….
-სამსახური შემიძლია შემოგთავაზო -მორიჰი წარუმატებელი გასაუბრებიდან გამოსულს წინ დახვდა და მასთან ერთად განაგრძო გზა
-შენი ცოლის პოზიციაზე თუ შენი გოგოს პოზიციაზე
-მენეჯერი მჭირდება …
-არ ვარ თანახმა
-ვივახშმოთ
-არ ვარ თანახმა
-ახლა ასე აპირებ ? თითქოს არაფერი მომხდარა და თითქოს არაფერს ვგრძნობთ?
-აფსურდია გრძნობაზე საუბარი … ჩვენ არაფერი გვაკავშირებს და ჩვენ არაფერი გვქონია. შენ მე დამეხმარე და როგორც საქმემ აჩვენა სწორადაც მოიქეცი
-შენ მე მოგწონვარ მე შენზე ვგიჟდები და ვერ ვხვდები რა გინდა სხვა რომ გვაკავშირებდეე იმისთვის რომ შეყვარებულები ვიყოთ .ცოლობას ჯერ არ გთხოვ ,მართლა გიჟი ხომ არ ვარ
-არ არის ჩემ ცხოვრებაში შეყვარებულის დრო. შენნაირი შეყვარებულიც არ მინდა
-როგორი ჩემნაირი
-ისეთი ვინც ნებისმიერ დროს შეიძლება პრობლემაში გაეხვეს, ვისაც ადამიანის მოტაცება შეიძლება დაავალო და მანაც იდეალურად გააკეთოს ეს
-დაავალო რას ნიშნავს მე მიშას ხელის ბიჭი კი არ ვარ … სანდრო ჩემი ძმაა და იმიტომ მთხოვა მე
-რა მაგარია რომ გატაცების უანრებს არ აპროტესტებ და მხოლოდ დავალებასა და თხოვნას შორის სხვაობას მიმარტავ - სიარული შეწყვიტა ქვემოდან ახედა და გაეღიმა- ესაა პრობლემა . შენი მენტალიტეტი
-ვინ გინდა აბა ტიპი რომელიც არავის იცნობს? ვინმე ჩამოხეტებული იპოვე აბა
-საზოგადოების განათლებული და პროგრესული ნაწილი ჯერ კიდევ არსებობს. ქუჩისგან შორს რომ არის და ადამიანური ცხოვრებით, ყოფითი პრობლემებით ცხოვრობს
-ბაზარი არაა შენ ელოდე ეგეთს და მერე თან მეც მელოდე როგორ შევუქმნი უფრო რთულ პრობლემებს სახეს რომ მივულეწავ
-აბა შენ იცი . სცემე და მე მერე მეტს მოვეფერები
-გოგო
-მოდი ისე განვაგრძოთ როგორც აქამდე და მალევე გადაერთვები ახალ გატაცებაზე რომელიც შენზე აბოდებს და რომელსაც ოცნებად ჰყავხარ
-ეგეთზე რომ შემეძლოს ტვინის გადართვა დიდი ხნის წინ გავაკეთებდი და შენ აჩრდილად არ ვიქცეოდი
-ჩემი აჩრდილი როდის მერე ხარ ,უკაცრავად?
-პირველად რაც შეგამჩნიე ნინასთან მას მერე
-კარგიი და თბილისში რომ არ ვიყავი ის დრო როგორ ძლებდი
-ვიყავი იქ სადაც შენ . შევხვდით კიდეც ერთხელ არ გახსოვს?
-არ მითხრა ახლა რომ ჩემ გამო ჩამოხვედი
-ნუ ეწინააღმდეგები შენ თავს რა … გიჟი ხომ არ ვარ ასე უბრალოდ მომწონდე , ჩვეულებრივი ქალი იყო რომელიც დამევასა და არ მქონდეს გააზრებულ გადააზრებული რამდენად სხვა ხარ
-შენ ნამდვილად გიჟი ხარ თუ ამედევნე და ასე დამდევდი და მითვალთვალებდი. საშიში ხარ
-რა ჯიუტი გოგო ხარ ტო
-ვფიქრობ უბრალოდ და ცხოველურ ინსტიქტს არ ვყვები , ვინც მიმიზიდავს ყველას რომ გავყვე
-და კიდე ვინ გიზიდავს
-იქნება ვინმე
-რომ არაა მაგას გიხსნი სალომე და რატო ვერ იგებ ? ორას კაცს გავუასნებდი ამ დროში და შენ რა გჭირს
-უკაცრავად დიდი დრო წაგართვი? ნახვამდის. თითქმის სახლთან ვარ
-სალომე მგონი ბოლოს მაიძულებ გაგიტაცო და ამჯერად ცოლი გახდე ჩემი - ჩიხში რომ შევიდა და ნაბიჯს აუჩქარა მაშინ ამოიოხრა და გაყოლა ვეღარც შეძლო ნაცნობმა დაუძახა .
……….
ერთი კვირა ნინას დრო არ ჰქონდა. მხოლოდ თანხა გადაურიცხა . ჯერ დამუშავებული ფოტოები ჩაუყარა და ერთ დილასაც საქმეს შეუდგა
-წავედით ავარჩიოთ მასალა . ადგილზე უკეთ დავგეგმავ .დიზაინერი ვარ ბოლოს და ბოლოს , შემდეგ ნივთებს ავარჩევთ. მთავარი იმ ელფერის დაბრუნებაა , ძველებურის ბებიის შტრიხებით
-მთელი დღე თავისუფალი გაქვს?
-დიახ
ლუკა უყურებდა ქარიშხალს. წუთს აე კარგავდა უსაქმოდ. თითქმის ყველაფერი იმ დღესვე მოაგვარა და ხელოსნების გუნდსაც შეახვედრა ბიჭი.
-თქვენი იმედი მაქვს ამჯერად ერთი დღეც არ უნდა ჩააგდოთ თორემ ჩემგან რეკომენდაციებს ვეღარ მიიღებთ
-ხომ გვიცნობთ ქალბატონო ნინა . ჩვენთვისაც სჯობს აქ დროულად დავასრულოთ და ახალი ობიექტი ავიღოთ
-თუ რაიმე დაგჭირდებათ დაუკავშირდით ჩემ მეუღლეს
-კარგით . დროებით
-ყველას როგორ იცნობ - მანქანაში ისხდნე უკვე რომ უთხრა
-ვინც მჭირდება ვიცნობ. ჯერ ადრეა ახლა დედაშენთან ერთად უნდა ვიყო? სახლში დაგტოვებ და მე გავალ სანდროსთან ან დედაჩემთან შევივლი
-ერთად წავიდეთ სადმე და ვივახშმოთ . თან სახლის ძებნა დავიწყოთ . მშენებარეში გინდა თუ უკვე დასეულებულში
-არ მიფიქრია არასდროს . ალბათ დაუსრულებელი კვადრატულად უფრო იაფია არა? მაგრამ დრო დასჭირდება გაურკვეველი. საერთოდ არ მგონია რომ ღირს ამხელა თანხა დახარჯო იმისთვის რასაც მომავალი ექნება თუ არა არავინ იცის
-აღარ დაიღალე?
-კი და დასვენება მინდა. მშვიდად დავწვე, ფილმი ვნახო , რაიმე ახალი რომანტიული კომედია და პოპკორნით სავსე ჯამი დავცალო,მაგრამ ეჭვი მაქვს ამას შენთან ვერ გავაკეთებთ
-მე ჩიფსი მიყვარს ყველის
-არაჯანსაღია
-სიყვარული სულ ჯანსაღია?
-არა ,მაგრამ … სად მივდივართ?
-კინოში …

ისე იყო დაღლილი ფილმის ყურების დროს ლუკას მხარზე თავჩამოდებულს ჩაეძინა .
-ნინა - სახეზე მოეფერა და რამდენჯერმე აკოცა
-ჰო … დამთავრდა ? მაპატიე არ ვიცი როდის ჩამეძინა
-არაუშავს -არეულ თმაზე ხელი გადაუსვა და ისევ აკოცა-ძალიან საყვარელი ხარ
-ძალიან მეძინება
სახლში შესულებს დედა შეეგებათ და ამოიოხრა მძიმედ
-იქნებ მოვკვდი არ უნდა მომიკითხო? შენც თავის ჭკუაზე გადაგიყვანა?
-იქნებ მე მოვკვდი დედა … თვითონ დაგერეკა. დაიძინე , არ დაიწყო ახლა
-რა არ
-სიტყვა არ თქვა ! -ისე უთხრა ქალი უკან გაბრუნდა
-ასე უცებ ?
-არ უნდა აჰყვე თორემ მერე ჭაობში დგომას ჰგავს მასთან საუბარი
-ვეცდები გავითვალისწინო

ყოველდღიურ რუტინაში რემონტიც დასრულდა. ერთად მიდიოდნენ ხოლმე , ძირითადად ლუკა ზედამხედველობდა ყველაფერს. ნინა სულ უფრო და უფრო გამოფიტული ბრუნდებოდა. უჩვეულო დაღლილობას გრძნობდა და ყველაფერს ახალ გარემოს აბრალებდა, ემოციურ წნეხს რომელსაც ვერ გაურბოდა.

-რძალ-მულური დიალოგი აღარ უნდა გვქონდეს? - დაინახა სალომე როგორ იჯდა ერთ-ერთ მათ საყვარელ რესტორანში და გვერდით მიუჯდა-ვინმეს ხომ არ ელოდები
-ვინმეს არ , სამსახურს ველოდები რომელიმე ზარს რომელიც შემატყობინებს რომ აფასებენ ჩემ ცოდნას და სჭირდებათ ჩენნაირი კადრი
-გინდა დაგეხმარო? მოვიფიქრებ ვინმეს
-ოღონდ მოსესთან კავშირში არ იყოს
-მოსე რა შუაშია
-იცი შენ რა შუაშიცაა
-ერთად იყავით და ვერაფერი მოგიხერხა? თუ შენ არ დანებდი
-მე არ დავნებდი შენსავით მარტივად ჩემო ძვირფასო რძალო
-ნუ იცინი ასე გველურად… მშვენივრად იცი
-მშვენივრად ვიცი ვისზე ვგიჟდებოდით ბავშვობიდან და ვისთან არ გვინდოდა ამავდროულად
-არაფერიც არ იცი
-კარგი რა ცოლად გაჰყევი და ერთად ხართ რაღა დროს სიყვარულის უარყოფაა
-შენც გაყევი მოსეს …
-როგორ მოხდა რომ ამ დროს თავისუფალი ხარ …
-კალანდიას დაბ დღეა არ გახსოვს?
-ხვალ დამპატიჟა
-ამ ღამით მინდა დავადგე ტორტით და ბუშტებით. ხომ იცი რა გიჟია აფრენს ეგეთ სიურპრიზებზე . საჩუქარსახ ავარჩევ ბარემ-თქო ვიფიქრე .ახალი კაბაც არ მაქვს რაღაც ფორმაში ვერ ვარ ამ ბოლო დროს მოვიმატე
-მამიდა ხომ არ ვხდები …
-არაა ? არა რა მამიდა . კაცმა არ იცის როდის დატრიალდება ჩვენ შორის ქარიშხალი და როდის დაანგრევს ყველაფერს
-რომელი ქარიშხალი მოგერევა შენ თუ არ გინდა და არ გაშინებს ცოლობა
-ერთად ვიშოპინგოთ გინდა? მაგრამ მშია ჯერ…- გემრიელად მიირთვა , დესერტიც დააყოლა და შემდეგ პატარა ბავშვივით კმაყოფილმა დაასრულა ჭორაობის ის ეტაპი -მოსეს მგონი ცოლი მოჰყავს
-უკაცრავად?
-ხო . ჩემმა კლიენტმა დაინახა საიუველირო მაღაზიაში ბეჭედს არჩევდაო და გავარდა ჭორიც. დედამისს ვიღაც გოგო მოსწონს , დაიცა დავსტალკეთ გუშინ მე და თათკამ -ინსტაგრამის ფოტოები აჩვენა სალომეს -ულამაზესი ვინმეა, მაგრამ მოსეს სტილი რამდენადაა არ ვიცი. რა ეჩხუბე ასეთი რომ დანებდა . ამ გოგოს ორ კვირაში აქვს დაბ დღე და როგორც სჩანს ზღაპრულ ხელისთხოვნას აპირებს. დამიკავშირდება ალბათ მალე ნუ თუ სადმე საზღვარგარეთ არ მიჰყავს
-ბედნიერებას ვუსურვებ
-კი როგორ არა . მჯერა
-რატომ შენ არ უსურვებდი ჩემ ძმას ბედნიერებას ანასთან?
-ანას კონკრეტულად არა და შენ ძმას კი

თითქოს ფილმი იყო მაინცადამაინც ერთ სავაჭრო ცენტრში რომ აღმოჩნდნენ. მოსე , უცნობი გოგონა და მოსეს ბიძაშვილი.
-ნინა როგორ ხარ?
-კარგად თქვეენ ? ნატაშ მომენატრეე
-მეეც … შენ ისეთი გრაფიკი გაქვს სად გადავიკვეთებოდით . ქორწილს არ გეგმავ?
-არაა .ყელშია ამდენი ქორწილი . აი მოსეს ქორწილში შევიკრიბოთ ძველი სამეგობრო და გავერთოთ . არ გამაცნობთ თქვენ თანმხლებს?
-სულ დამავიწყდა ისე გამახარა შენთან შეხვედრამ … სალო , ნინ გაიცანით ქეთი
-სასიამოვნოა
-წავედით … ამდენი დრო არ მაქვს . ერთმანეთი თუ მოგენატრათ შეიკრიბეთ ერთ დღეს კლასელები და გაჭორეთ ქალაქი - მოსეს ზედაც არ შეუხედავს ,ჩანთები აიღო და წავიდა სალომე კი მთელი დრო საშინელ ხასიათზე იყო
-გინდა მოვიტაცოთ?
-ვინ
-მოსე ქორწილიდან ან ქორწილამდე … იქნება სრული სიგიჟე . აი ეს კაბაა ნახე და მერე გავიხსენებ ვის დავურეკოთ
-ნინა ნუ დამცინი . ძალიან კარგი თუ მიხვდა რომ სწორი ვიყავი და არაფერი გამოგვივიდოდა. იმედია იმ გოგოზე მანიპულაცია არ მოახდინა
-რა ეტყობოდა რომ ვინმე მასზე გავლენას მოახდენდა იქეთ არ მოახდინოს ყველაზე გავლენა. როგორ ეცვა, რა გემოვნებიანი ვინმეა
-აღფრთოვანებული ხარ აშკარად
-დამშვიდდი მოსესთვის შენ ხარ და ის გოგო ცალკე მომწონს
-საიდან მოიტანე რომ მოსესთვის მე ვარ
-ვიცი , ვგრძნობ
-რას გრძნობ
-ერთმანეთთან ახლოს რომ ხართ ორივეს გულისცემა გიჩქარდებათ ,სხვანაირები ხდებით ერთმანეთის სახელის წარმოთქმის დროსაც
-ასეთი რომანტიკოსი ხარ და აქამდე როგორ ვერ დაილაგე პირადი ცხოვრება . ლუკა ბევრ სიურპრიზს გიკეთებს? ისიც რომანტიკოსია , ანას ყოველ კვირას დაღაც სიურპრიზს უკეთებდა . გიჟდება ადამიანების გახარებაზე
-ანაზე გიჟდებოდა და იმიტომ . ჩემთან ხელოვნურად ცდილობს იყოს მომთმენი,ყურადღებიანი და მშვიდი. ჩემ ატანას ცდილობს
-საიდან მოიტანე
-არ შეიძლება გიყვარდეს, გადაგიყვარდეს და უცებ შეგიყვარსეს ასე ძალად მოყვანილი ქალი მითუმეტეს ისეთი რომელიც შენ თვალწიბ იყო სულ და შეგეძლო იქამდეც შეგემჩნია თუ შენი ქალი იყო
-შენ მართლა ფიქრობ , რომ ლუკა ვერ გამჩნევდა? ან ვინმე ან რამე დააძალებდა შენ ცოლად შერთვას თან ჯვრისწერით რაღაც განგების რაღაც ძალის მიერ რომ არ მართულიყო? ეგეთი სუსტი გგონია?
- კი არ მგონია დარწმუნებული ვარ რომ საკუთარ თავში გაურკვეველი კაცია . სხვის მიმართ გრძნობები კი არა ის არ იცის საკუთარი თავისგან რას ელის ან მოსწონს თუ არა ის ვინც არის-გასახდელში შევიდა და ვეღარ განაგრძო სალომემ კამათი . შემდეგ თათიამ დაურეკა და დიდხანს ესაუბრებოდა, ბოლოს მოთმინება ამოეწურა და მოვდივარო უთხრა-წავედი მე , საჩუქარი მაქვს და ამ კაბას ჩავიცვამ . დიეტაც უნდა დავიცვა ყველაფერთან ერთად თორემ აშკარად ელ ზომა გავხდი უკვე
-სახლში ვილაპარაკოთ
-არა სახლში ვერ ვილაპარაკებთ. იქ ცერბერი ზის და მკბენს
-დედაჩემიც არ იყო ასეთი … ნერვოზი აქვს და
-და ჩემი ბრალია ?ადამიანი თუ შინაგანად არაა გესლიანი და უაზრო მომაკვდავიც კი არ ბოროტდდება
-ლუკასთან ასე საუბრობ დედაჩვენზე?
-ახლა მული არ ჩართო გთხოვ . იცის ლუკამ სწორს რომ ვამბობ და ისიც იცის მე რომ თავს ვიცავ და თავს არ ვესხმი. არასდროს დავიხევ უკან და არც მოვუსმენ სრულიად უსაფუძვლო შემოტევას . თავისი ანა უნდა რძლად და მოუყვანოს თუ შეძლებს
-კი ანა ძალიან მოსწონდა
-უკაცრავად რომ თქვენი ოჯახისთვის შესაფერისი არ ვარ
-კარგი რაა
-წავედი. ეს ბარათი გქონდეს , იყიდე რაც გინდა. პინია 1121
-არ მინდა მაქვს ფული . ლუკამ მომცა ნინა არ - ხელში მიჩეჩებული ბარათი უკან ვერ დაუბრუნა ისე გაიქცა

დაბადების დღეზე ყველანი შეიკრიბნენ. იუბილარმა მთელი კლასი კი არა სკოლის ნაკრები საზოგადოება ერთ სივრცეში მოაგროვა და წარსულის მოგონებები გაუხსენა ხალხს. ნინას რამდენიმე თაყვანისმცემელიც იქ აღმოჩნდა და წუთი არ გადიოდა ვიღაც რომ არ მისულიყო. ანა რომ დაინახა თითქოს ყველაფერი დაგეგმილი იყო , წინასწარ გათვლილი ისეთ დროს მივიდა ლუკაც ორი წუთის შემდეგ გამოჩნდა და იუბილართან მისალოცად ერთად აღმოჩნდნენ. შორიდან უყურებდა ყოფილ შეყვარებულებს და გულისრევის შეგრძნება უმძაფედებოდა ,რომელიც დილიდან აჰყვა და ვერ მოიშორა. აგიჟებდა ანას ხილული ფლირტი, ხელზეც კი შეეხო . რაღაცას ელაპარაკებოდა თავისი კეკლუცი გამომეტყველებით, უღიმოდა და ლუკაც არ ტოვებდა. წამით არ მოუძებნია ნინა , არ გახსენებია ისიც რომ იქ იყო და ნინას დაუხრომელი ბრაზის შეგრძნება გაუჩნდა.

თითქოს დეჟავუ ჰქონდა. სამაგიერო გადაუხადა ანამ , როდესაც მოულოდნელად მიეჭრა განმარტოებით მდგომ ხაჭვანს. განსხვავება ერთი იყო , ლუკას ნინასთვის არ უკოცნია , ანას კი ინსტიქტის დონეზე მოხვია ხელები . არც ზედმეტად მთვრალი იყო, არც გათიშული, სურვილი ჰქონდა მისი , მონატრება და ქალის გადადგმულ ნაბიჯს მიჰყვა . არ იცოდა უფსკრულთან თუ მივიდოდა. როცა გონება ამუშავდა მოშორდა , მაგრამ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ნინას მზერას გადაეყარა , შორეულსა და ცივს .
-რას აკეთებ ანა
-მომენატრე … უშენოდ ძნელია . დავიღალე , დავასრულოთ ეს თამაში და ვიყოთ ერთად. ნინა შენთან სიმართლის გასაგებად იყო , გაპატიებ რომ ჩაუშვი , რომ მიღალატე მე
-არ მჭირდება შენი პატიება. ყველაფერი დასრულდა და წერტილი დაესვა , აღარ მიყვარხარ - წამიც არ უფიქრია ისე თქვა და ნინას აედევნა რომელიც არც ისეთი ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა.
-ნინა გთხოვ
-ვამთავრებ!
-რას ამთავრებ ,გთხოვ შენც ჩვეულებრივი შეყვარებული სულელი ქალივით არ მოიქცე
-როგორ ზუსტად გამოიყენე სიტყვები ჩემზე მანიპულაციის მოსახდენად
-რა ჩვეულებრივი შეყვარებული ქალი ხარ? რომ არ გღალატობ ხომ იცი . ვიცი, რომ მიცნობ საკმარისად
-არ მღალატობ , მაგრამ გინდა . შენ უბრალოდ საკუთარ სურვილებთან ბრძოლა შეგიძლია. შენ ანა გიყვარს მიუხედავად იმისა , რომ იცი ჩემი შეყვარება სჯობს მაინც მე კი არ მინდა კაცთან ყოფნა ვისაც სხვა უყვარს . დღეს მითუმეტეს .-ბოლოს თქვა და მანქანაში ჩაჯდა
-საიდან მოიტანე ეს სისულელე … გოგოსთან კონტაქტი არ მაქ მასზე არც ვფიქრობ -გვერდით მიუჯდა და კარი ხმაურით მოიხურა
-რომ გაკოცა ხელები როგორ მოხვიე და აყევი გახსოვს? ტვინმა სანამ აზროვნება დაიწყო იქამდე გრძნობა იყო და ეგ გრძნობაა მთავარი
-არაფერი მიგრძვნია !
-შენ არ იცი რა გინდა საერთოდ . შენ იცი რაა სწორი
-საიდან ასკვნი რომ არ ვიცი ვინ მინდა … ვის კოცნაზე მაქვს რეაქცია და საერთოდ ვისთან აღმოვჩნდი პირდაპირ საწოლში ხომ წრ გაგახსენო
-მე ფაქიზ არსებად არ აღმიქვამდი და ვნებას აყევი , მიეცი თაცს უფლება მიმზიდველი ქალის სურვილი აგესრულებინა
-ნუ შემშლი ნინა
-ხმას ნუ უწევ … არ გეკადრება
-სიგიჟეს მეუბნები
-რეალობას გიხსნი ამდენი ხანია და საერთოდ ამ მოჯახოებულ წრეს რატომ ვაგრძელებ არ ვიცი. შენ რისთვის იბრძვი კიდევ გამაგებინე გიყვარვარ? არა! ცოლი გინდა ? სხვა იპოვნე ან საერთოდ თავისუფლებას რა სჯობს . იმდენი ქალია ირგვლივ
-არ მინდა სხვა ქალი . შენ ხარ ჩემი ცოლი და არ ვაპირებ გაგიშვა. შენთან მინდა ყოფნა , შენ კოცნაზე და შენთან ყოფნაზე რაც მემართება ის არ მომდის არასდროს არავისთან
-თითქოს ბევრთან გიცდია
-ნინა ახლა შენ არ გინდა დაიჯერო რომ მიყვარხარ . არ გგონია , რომ შეიძლება ასე უცებ შეგიყვარონ ?
-რა სისულელეა
-ზუსტად ასეა . არ გჯერა და გარბიხარ , ჩემგან შორს მიდიხარ რომ თვითონ არ გძლიოს გრძნობებმა. ეჭვიანობაც არ გინდა კლასიკურად გამოხატო მიყვირო, დამარტყა , იტირო და მითხრა რომ არავინ მომეკაროს , რომ გაგაგიჟა ანას სიახლოვეს რომ მნახე
-არ მაინტერესებთ შენ და ანა ! -მანქანა გააჩერა და საჭეს ხელი მიარტყა - საერთოდ გადადი! არ ვაპირებ იმ შენ წყეულ სახლში წამოსვლას სადაც ისე ვარ როგორც აუტანელი სტუმარი . ამდენი ტოქსიკური მდგომარეობა რატომ უნდა ავიტანო ჩემ მდგომარეობაში კაცისთვის რომელიც არ მიყვარს . აგარაკზე მივდივარ ნივთებისთვის გამოვაგზავნი ვინმეს. იმ სახლში შემობიჯება არ მინდა . დასრულდა!
-რატომ გაცოფდი სიმართლე არ მოგეწონა?
-ეს ცინიზმი ტონში როგორი არაბუნებრივია
-შენ არ იცი როგორი ბუნებრივია…რა იყო ტეხავს შენც რომ სუსტი გოგო ხარ? საკუთარი თავის კომოლექსია ეგ მუდამ იდეალურობას რომ ცდილობ და უშეცდომობა გაქვს ამოჩემებული . არ გეკადრება კაცი გიყვარდეს და იმ კაცს შენზე ოდნავ ნაკლებად უყვარდე , ნუ ეგ ეგრე შენ გგონია თორემ მე თუ მკითხავ არაფერი მიგრძვნია და განმიცდია შენზე მეტად ამ ცხოვრებაში
-ეს რა ქალის დაკერვის მეთოდია? ხმა დაირბილო, თვალები უციმციმო, მოეფერო და უთხრა ის რისი მოსმენაც არევს? -ხელი გამოაცალა და ბრძოლა განაგრძო
-ერთად წავიდეთ შენთან … მე გადმოვალ სანამ ბინას არ ვიყიდი
-ბინა მაქვს მე და იქ გადმოდი თუ ასე გიყვარვარ და გინდა ბედნიერი ვიყო
-ეგ დაგარწმუნებს ჩემ სიყვარულში? შენთან ვიცხოვრო გინდა?
-საერთოდ არ მჭირდება კაცი ცხოვრებაში. ერთადერთი რამ მინდოდა და ის უკვე მაქვს . ახლა გადადი და დავასრულოთ. არ მჭირდები არც შენს სახლში არც ჩემს სახლში! -თვალებში უყურებდა და ისე ეუბნებოდა ამ სიტყვებს. იცოდა ამდენს არ შეედვერწებოდა და მართალიც იყო.
-თუ გინდა გამიცნო ყველა ჩემი ბნელი მხარით კარგი . წადი და ვნახოთ როგორ განაგრძობ ცხოვრებას - ჯერ უყურებდა მერე სიტყვა აღარ უთქვამს ისე გადავიდა შუა გზაში და მანქანის კარი ხმაურით მიიჯახუნა .

ნინა ყოველთვის ერთ რამეზე ოცნებობდა . ჰყოლოდა შვილი , გამხდარიყო დედა და ამ ოცნებაში სიყვარულს ვერ ამატებდა. რატომღაც სჯეროდა, რომ ასეც არ გაუმართლებდა ცხოვრებაში და არ უნდოდა კაცისთვის შეეწირა თავი. დამოუკიდებელ ქალს კაცი არ სჭირდება სხვა არაფერშიო ამბობდა და იქნებ ქვეცნობიერად სწორედ ამიტომაც დარჩა ლუკას გვერდით იქამდე სანამ ორი წითელი ხაზი არ გამოჩნდა მის ცხოვრებაში. აგარაკისკენ მიმავალ გზაზე აფთიაქში შეიარა , კიდევ რამდენიმე ორსულობის ტესტი იყიდა და ერთი საათის შემდეგ სხვადასხვა ფორმის პასუხი ჰქონდა ,ყველა დადებითი.
ლუკასთვის თქმას არც ფიქრობდა. მხოლოდ ის და ბავშვი დარჩნენ , როგორ მოუვლიდა , რას უყიდდა , როგორ იცხოვრებდა იმ დღის შემდეგ. ლუკას რა უნდოდა? რაც სჭირდებოდა მიიღო და ტვირთად არ დააწვებოდა ბავშვით ხელში.
………….
-გილოცავ , ბედნიერებას გისურვებ
-დაბადების დღე 20იანვარს მაქვს სალომე და რას მილოცავ ? - სიგარეტი მოიშორა როგორც კი გოგო მიუახლოვდა და მის გვერდით დაჯდა
-ნამდვილი სიყვარულის პოვნას
-ეგ მე რამდენი ხნის წინ გითხარი და ახლა ჩემთან ყოფნა გადაწყვიტე თუ რას მილოცავ?
-დამცინი ? კარგი ,როგორცაა . ნახვამდის
-სახლში მიდიხარ უკვე ? წამო გაგიყვან
-არა გმადლობ. შენმა შეყვარებულმა არ იეჭვიანოს . არ მინდა წყვილს შორის განხეთქილების მიზეზი გავხდე
-კარგი რა სალომე რა გინდა? რა მოიგონე რა შეყვარებული, რა ბედნიერება . მარტო ვარ და ჩემთვის, ისევ ისე როგორც ყოველთვის . შენ თუ გეგონა უკან დევნას დაგიწყებდი და ამით გამოვხატავდი სიყვარულს მაპატიე ,მაგრამ არაა ეგ ჩემგან მოსალოდნელი . არ მოგიტაცებ ნუ გეშინია
-ცოლს არ ირთავ ?
-ვინ ცოლს
-აი იმ გოგოს რომ შევხვდით გუშინ
-ჩემი დის დაქალია და ერთად ვიყავით უბრალოდ. ა რაღაც ჭორები რომ ააგორეს ეგ გაიგე და დაიჯერე? გეგონა გუშინ მე მიხსნიდა სიყვარულს და დღეს ცოლს ირთავსო? ყოჩაღ შენ ასეთი კარგი შეხედულება გაქვს ჩემზე , ასწორებს
-ნინამაც მითხრა და რა მოხდა არ შეიძლებოდა მშობლების რჩევით ან ისე უბრალოდ გადაგეწყვიტა რომ ის გოგო გჭირდება შენ ცხოვრებაში და მიგეღო რაციონალური გადაწყვეტილება
-ქორწინება რაციონალური გადაწყვეტილებაა სალომე? მიყვარხარ და სხვას როგორ შევირთავდი სულ რომ ვენები გადაიჭრას დედაჩემმა მე ჩემი ცხოვრება მაქვს . არ ვაპირებ არავის შეყვარებას , არავის ცოლად შერთვას და არც შენს წინ მუხლებზე დგომას. შენ თუ არ გინდა , არ გიყვარვარ და ჩემი ატანა არ გაქვს როგორ შევქმნით ოჯახს, როგორ მეყოლება შვილები ქალისგან რომელიც ვერ მიტანს და რომელსაც ვაღიზიანებ
-მე შენთვის არ მითქვამს რომ არ მიყვარხარ და მაღიზიანებ ან ვერ გიტან არც ხვერწნა-მუდარა , მუხლებზე დგომა და ჩემ მონად გადაქცევა მისურვებია მე -მის წინ იდგა და მზერას არ აშორებდა. საშინლად უხაროდა , რომ მარტო იყო და ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა . იმდენად უხაროდა რომ ვერც მალავდა
-სასაცილოა … ერთმანეთი გვიყვარს . ორივე ვაღიარებთ და ერთად არ ვართ. ელოდე ამბებს ჩემზე , ჭორები სულ დადის და იარე ხანაც გულდამძიმებულმა ხანაც ბედნიერმა რომ გაარკვევ ისევ მარტო ვარ
-წამიყვანე
-სად - თითქოს ზუსტად იცოდა, რომ სახლში გაყვანას არ გულისხმობდა - თავზე აკოცა და ლოყაზე მოეფერა - სად წაგიყვანო
-ყველაფრისგან შორს. ,დავიღალე ყველაფრით და უშენობამ იმის წარმოდგენამ , რომ დაგკარგე, რომ დამივიწყებდი და ვეღარასდროს ვიქნებოდით ერთად
-შენ ხარ ჩემი ბედისწერა და მე შენ დაკარგვას არ ვაპირებ. გელოდი და მოლოდინმა გაამართლა ,მაგრამ მქონდაგეგმა ბეც
-რომელი გეგმა ბე
-მოგიტაცებდი და შორს წაგიყვანდი
-მოტაცება ისევ არ დაგჭირდა, ჩემი ნებით გამოგყვები - თავი მკერდზე მიაყრდნო და ისე ამოისუნთქა ამ სრულიად დაუგეგმავი , დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით,თითქოს მთელი ცხოვრების ტვირთი მოეხსნა
-არ იქნება ჩვენი ცხოვრება ისეთი მძიმე შენ რომ წარმოგიდგენია , გეფიცები
-მიყვარხარ …
……….
არავისთვის უთქვამს ორსულობის შესახებ . ექიმთან მარტო მივიდა. დაიწყო ჩანაწერების შეგეოვება, ყველა მომენტის აღწერა და თითოეული წამით ტკბობა. სამსახურს ვერ შეიცვლიდა ,მაგრამ რეჟიმი გაამარტივა . ღამით სახლში იყო, ექიმის რეკომენდაციით ძილი, კვება და ჯანმრთელობა მოიწესრიგა. ჯერ საკუთარი გარდერობი განაახლა, საორსულე ტანსაცმლის ყიდვა დაიწყო და ყველაფერს არჩევდა რაც თავად დასჭირდებოდა.
ერთი თვე ისე გავიდა ლუკა არსად უნახავს. მხოლოდ პერიოდულად ახსენდებოდა და მონატრებისმაგვარი გრძნობა უჩნდებოდა , რაღაც ისეთი რაც არ მოსწონდა . სიყვარულს ფიქრადაც არ ივლებდა მხოლოდ დანაკლისს აღიარებდა , შევეჩვიე და გადაჩვევა მიჭირსო ჯიუტად არ იცვლიდა აზრს.
ერთ საღამოს რომ დაურეკა სიხარულისგან გული ისე აუჩქარდა თითქოს თინეიჯერი გოგო იყო
-გისმენ
-საღამომშვიდობის. დიდ დროს არ წაგართმევ. კაფის რემონტი დასრულდა … გახსნისთვის მზადებას ვიწყებთ და მინდა მოხვიდე. მეწილე ხარ ბოლოს და ბოლოს. სირცხვილი იქნება ღონისძიება სხვა დიზაინერმა რომ მოამზადოს
-უკვე დაასრულე?
-დიდი დრო გავიდა ნინა
-ხოო? მე ვერ შევნიშნე
-მონატრებას არ შეუწუხებიხარ მე კიდევ რაც უფრო ცუდად ვარ მეტ საქმეს ვაკეთებ და ყველაფერი დავასრულე, მხოლოდ შენ დარჩი
-მოვალ …
-რომელზე შეძლებ
-დილიდანვე გამოვალ
-კარგი . ხვალამდე - აგიჟებდა როგორ მშვიდად ესაუბრა მაშინ როცა თავად პირი უშრებოდა მღვარებისგან. რომ დათანხმდა რა იფიქრა საერთოდ . მუცელი ეტყობოდა , არა ასეც არ ემჩნეოდა ჩაიცმევდა ისეთ სამოსს ვერავინ შენიშნავდა , მაგრამ ასე უცებ რატომ ავარდა? იმ საღამოს გაახსენდა როგორ არ შეეხმიანა, როგორ არაფერი მოიმოქმედა და გაბრაზდა . დევნა და თხოვნა რომ დაეწყო არც ეგ უნდოდა ისიც არ მოსწონდა ასე რომ დანებდა . არც ის უნდოდა ყვარებოდა და არც ის რომ არ უყვარდა.
- სულ გადავიდა დედა ჭკუიდან … იცი რა ლამაზი კაფეა დეე? შენი დიდი ბებო იყო უმაგრესი ქალი მეც ვიცნობდი და ძალიან ვუყვარდი. ბებიაშენს კი არ ჰგავდა , უკეთილშობილესი და თავისივე ნამცხვრებივით ტკბილი იყო- მუცელს ეფერებოდა და ელაპარაკებოდა -მამიდაშენი ჰგავს . გაგიჟებული იქნება ბებიაშენი მისი გათხოვების გამო. ჯერაც არ დაბრუნებულა , არავინ იცის სადაა და ალბათ სასწრაფო სასწრაფოზე ჰყავს.

კომფორტულად მოეწყო. დასაძინებლად ყველა პირობა ჰქონდა, მაგრამ ლუკასთან საუბარმა ისე ააფორიაქა ვერაფრით მოისვენა. ბოლოს ტელეფონი აიღო და მისი დასტალკვა დაიწყო. საინტერესო ვერაფერი იპოვნა. კაფის გვერდზე იყო უფრო აქტიური, ვიდეოები და ფოტოები ედო და გამოხმაურებაც ჰქონდა. ხალხი რომ არ დააკლდებოდა გახსნას აქედანვე ცხადი იყო
შეტყობინება რომ მიიღო მოულოდნელად მთელი სახე გაუნათდდა
-შენც ღელავ თუ რატომ არ გძინავს
-რა უნდა მაღელვებდეს? -ფლირტს აპირებდა ქმართან? არაფერს აპირებდა , წამიც არ უფიქრია ისე ავარდა და დილამდე წკაპუნებდა ტელეფონი
-ხვალინდელი დღე
-უამრავი ღონისძიება დამიორგანიზებია… დამშვიდდი გავართმევ თავს
-უმიზეზოდ დაშორებულ ქმარსაც ხშირად შეხვედრიხარ ალბათ წინა ცხოვრებაში
-უმიზეზოდ? უსიყვარულობა მიზეზიცაა და მოუგვარებელი პრობლემაც
-ანუ ისევ იმ აზრზე ხარ რომ მე არ მიყვარხარ. შენ ათენებდი ალბათ ღამეებს მონატრებისგან. ის მაინც თქვი რომ შენ არ გიყვარვარ
-ნუ მეჩხუბები
-არ გეჩხუბები … მენატრები - იყო შემდეგი შეტყობინება და პაუზა
-ერთი თვე გავიდა ქალი ვერ იპოვნე?
-ქალების მეტი რა ვიპოვნე - იყო პასუხი და ნინას გაცოფებაც . სულ აღარ აპირებდა მიწერას შემდეგი შეტყობინება რომ მოვიდა- მზარეული, კონდიტერი, მოლარე, მიმტანები . ყველანი ქალები არიან ,ერთი მიმტანის გარდა
-მშვენიერია , ყველაფერი მოგიმზადებია - წერდა და ბოლოს ღიმილიდან სიცილში გადავიდა. საწოლში მხარი რამდენჯერმე შეიცვალა, თავზე დაათენდათ ლამის ბოლოს კი ჩაეძინა
-უშენოდ ყველაფერი უფერულია - ბოლოს ჰქონდა მოწერილი . ნინამ ახალგაღვიძებულზე წაიკითხა შეტყობინება და დილის განწყობაც შეექმნა.
ერთი საათი არჩევდა ტანსაცმელს . განსაკუთრებულად მოემზადა და კაფეში წავიდა ძველისძველი სანათით ხელდამშვენებული . ზუსტად წარმოედგინა სად მიუჩენდა ადგილს და მზერა როგორც კი მოავლო სივრცეს იქეთ დაიძრა
-ყველაფერი იდეალურად გამოსულა მხოლოდ ნივთები გაკლია და აი ეს პირველი ჩემგან საჩუქრად - გაასწორა და კმაყოფილმა შეხედა - წავიდეთ სხვა ნივთებიც ავარჩიოთ ვგიჟდები მუზეუმს რომ ჰგავს ყველაფერი . პატარა ისტორიაც დავურთოთ ნივთებს . რომელი რომელ წელს გამოიგონეს და შემდეგ რამ ჩაანაცვლა . საინტერესო იქნება და თან უცხო
-გამარჯობა ნინა … გმადლობ საჩუქრისთვის . ძალიან უცხო და ლამაზია
-რა გჭირს შენ? არ გძინავს საერთოდ თუ გალოთდდო?-ახლოდან რომ დააკვირდა არ მოეწონა .
-ცოლმა მიმატოვა და მოსვენება დამეკარგა
-ცოლმა გაგათავისუფლა და თავისუფლებით ტკბები ალბათ
-შენ შესანიშნავად გამოიყურები … უცნაური ვარსკვლავები გაქვს თვალებში . ასე რამ გაგაბედნიერა არ ვიცი
-სავარაუდოდ მამრობითმა სქესმა -სიმართლეს ეუბნებოდა, ფიქრობდა რომ ვაჟს ელოდებოდა და ლუკას სულ სხვა ფიქრები აღუძრა
-ასე უცებ შეგიძლია ახალი ურთიერთობის დაწყება? მეეჭვება !
-რა გეეჭვება ცოლად გამოგყევი ორ წუთში მიღებული გადაწყვეტილებით- ლუკა რომ მიუახლოვდა მაშინვე შებრუნდა და მანძილი გაზარდა - როდის გინდა გავხსნათ
-ბებიას დაბადების დღეა შაბათს და მინდა იქამდე მოვასწროთ ყველაფერი
-აუცილებლად … აქ სარკე გვინდა ფოტოების გადასაღებად იდეალური ადგილია-ერთ-ერთ კედელზე ანიშნა
-რაღაც ნივთები მაქვს ასარჩევი… ხომ მითხარი ვიცი სადაც იყიდებაო . წამოხვალ ამარჩევინებ?
-წავიდეთ … სარკესაც ვიპოვნით . შაბათამდე ყველაფერს მოვაგვარებ

მთელი დღე ერთად გაატარეს. ნინამ ისეთი ადგილები აჩვენა თითქოს თბილისში პირველად იყო. ფეხით სიარული მოუხდათ და დაკვირვების დროც უთვალავი ჰქონდა .
-ბამბის ნაყინი მინდა - უცებ გაჩერდა და ფოტოზე დანახული ნაყინი მოუნდა - გოგო მინდა - ნახატზე ბავშვი იყო ვარდისფერი კაბით, კიკინებით , ხელში ბამბის ნაყინით
-ქმარს დაშორდი და ბავშვისთვის მამა მარტივი საპოვნელი არ არის … თანაც ასე ხომ ვერ შეუკვეთავ გოგო გინდა თუ ბიჭი
-ბიჭია ვიცი , მაგრამ გოგო მინდა - ისევ ნახატის წინ იდგა სულ დაავიწყდა ლუკა რომ იქვე იყო და ისე უპასუხა თითქოს მოჩვენების ხმა ესმოდა
-ნინა
-ეს სარკე გვინდა - უზარმაზარი სარკეზე მიუთითა და მისი მიმართულებით დაიძრა . ისე სწრაფად წავიდა ფიქრებისგან არეული ლუკა რომ მიუახლოვდა უკვე სარკეში ჩანდა მათი გამოსახულება . ფრთხილად რომ შეუცურა ხელი ზედის ქვეშ და გამობურცულ მუცელზე შეეხო სუნთქვა გაუძელდა წამით. თავი დახარა და მხარზე შუბლით შეეხო
-ორსულად ხარ ნინა … ბავშვი გვეყოლება -თავი ასწია და ლოყაზე აკოცა -ნინა
-მე მეყოლება
-ამიტომ გაიქეცი…ჩემთან შენ შენი მიზნებით იყავი ორივე შეასრულე და ისე გაიქეცი თითქოს მე ვიყავი დამნაშავე
-რა სისულელეა უბრალოდ ასე გამოვიდა . შენ პასუხისმგებლობას არ აგკიდებ. ნახე ხოლმე პრობლემა არ არის . მე ჩემი ცხოვრება მაქვს შენ შენი
-ასე მარტივად გადაწყვიტე ყველაფერი?
-და რა გავართულო? ბავშვის გამო დავქორწინდეთ , მექსიკური სერიალია?
-კარგი . ყველაფერი გასაგებია - ორი წამი უყურებდა და ბოლოს მხოლოდ ეს უთხრა-ეს სარკე გვინდა მეგობარო - გამყიდველი იპოვნა ფული მისცა და მანქანაში თავადვე ჩადო სარკე . ნინასთვის აღარაფერი უთქვამს ის კი ნელ ნელა ბრაზდებოდა. გაორება ჰქონდა თან უნდოდა მის ნებაზე ემოქმედა და თან ამ ურეაქციობამ გააგიჟა. ნამდვილად უმნიშვნელო იყო მისთვის ბავშვი და ძალიან კარგადაც მოვიქეციო ფიქრობდა გზიდან რომ გადაუხვია
-სად მიდიხარ. კაფეში დამაბრუნე ჩემ მანქანასთან და წავალ. აღარ მაქვს არსად წასვლის ენერგოა. დასვენება მჭირდება, შაბათს მზად იქნება ყველაფერი
-ექიმთან ვიზიტი როდის გაქვს
-არ ვიცი
-იცი შესანიშნავად და ის რატომ არ იცი , რომ მე უფლებას არ მოგცემ შენ ნებაზე თამაშის . დღეიდან ისე იქნება ყველაფერი როგორც ვიტყვი ! მორჩა ეს გაქცევები, არ მიყვარხარ არ გიყვარვად ბოდვები და ბავშვის გაგიჟება. ორივემ ვიცით უერთმანეთოდ რომ ვერ გავძლებთ
-ჩქარა მიდიხარ და სად მიდიხარ გამაგებინე. არაფერიც არ მეყოფა და
-გიტაცებ ! ახლა შეგიძლია დამშვიდდე? ყველაფერს მოვშორდებით მომიყვები როგორ მიდის ორსულობა და დაიჯერებ რომ ჩემი ბედისწერა ხარ
-რომელი ბედისწერა
-ერთადერთია ბედის’წერა და ის ბედისწერაც შენ ხარ
-სასაცილოა … ჯერ შენი და მოიტაცეს თუ გაიპარა ახლა შენ მიგყავარ. დედაშენი გაგიჟდება
-დამშვიდდი, დედაჩემისგან შორს გამყოფებ
-დამშვიდდი, დედაჩემისგან შორს გამყოფებ. გადავალთ და სულ ნუ დაეკონტაქტები სხვა რა ვქნა მიათხარი. ვერ მოვკლავ და პანსიონატში ვერ ჩავაბარებ . დედაა ჩემი და მიყვარს როგორი აუტანელი ხასიათიც არ უნდა ჰქონდეს მაინც. მე ,შენ და ჩვენი პატარა ჩვენ ოჯახს შევქმნით
-არ ვარ თანახმა
-ჯერ ინფორმაცია გამომტყუე , მერე ბარემ ს.ქსი გვაქვს ბავშვი მეყოლებაო და ბავშვიც გამოგვივიდა. უნდა ვგიჟდებოდე ამ შენ სულელურ იდეებზე და ნახე რა მშვიდად ვარ
-ყველაფერს თუ ხვდები როგორ არ ბრაზობ
-ვბრაზობ რომ არ მითხარი და იმასაც ვბრაზობ რომ გადროვე , დრო მოგეცი მარტო ყოფნის . შენ ვერაფერი გაგიაზრებია მე კიდევ მივხვდი ყველაფერს
-რას მიხვდი
-რომ მჭირდები
-ბავშვის გამო არ
-ბავშვის გამო უნდა გეჩხუბებოდე და გშორდებოდე რომ არ ვგრძნობდე საკმარისზე ბევრად მეტს
-სად მიგყავარ.. იქნებ არ შეიძლება ჩემი შორ გზაზე წაყვანა და მგზავრობა
-შორს არ მივდივართ. ექიმმა რაო როგორ მიდის ორსუკობა
-შესანიშნავად ვინმე თუ არ დამემატა ნერვების მომშლელ ფაქტორად . სქესი არ ვიცი და ნუ მკითხავ ტყუილად მე ბიჭი მგონია,მაგრამ უცებ გოგო მომინდა და უკვე აღარ ვიცი
-შენი ნდომა არაფერს ცვლის ვინცაა ის იქნება -ისე თბილად უთხრა გაბრაზებისა შემდეგ , ისე მოეფერა მუცელზე ნინას სასიამოვნო ტალღებად დაუარა მთელს სხეულში - ჩვენ ყველა ბავშვი ერთნაირად გვეყვარება . არ შეიძლება მამობის უფლება კი არა ერთი დღეც წამართვა ნინა … ისე ძალიან ვბრაზობ ახლა , რომ ვერ დაგანახე რეალურად რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის , რომ ვერ გაგრძნობინე თავი კომფორტულად , მშვიდად და ბედნიერად
-მე არ მჭირდება არაფერი ხელოვნური არც ჩემ შვილს ენდომება ტვირთი იყოს მხოლოდ იმიტომ რომ მამას უნდოდა კარგი მამა ყოფილიყო … რატომ არ გესმის რასაც ვამბობ
-მესმის , ვიცი რომ გჯეროდეს ჩემი და ჩემი გრძნობების არ წახვიდოდი
-რომელი გრძნობები , როდის გაჩნდნენ ეგ გრძნობები ვერც მხედავდი ღმერთო ჩემო . მე რომ ვგიჟდებოდი შენზე და ყველა შენი ნაბიჯი ვიცოდი, დღეს არ გავატარებდი ისე თუ არ დაგინახავდი შენ ვერც აღმიქვამდი. რომ დამჯახებოდი, რომ დამხმარებოდი, რომ გვესაუბრა მაინც შენ გონებაში არ ვიყავი. აზრი არ ჰქონდა არაფერს , არადა მე სულ ყველასგან განსხვავებული ვიყავი და იმდენს მოვწონდი ყელში მქონდა ამოსული შენ კიდევ ჩემი არც გონება გიღიარებია, არც სილამაზე , არც ხასიათი . დაგივიწყე, გადამიარა მოწონების ეიფორიამ დიდი ხნის წინ და ახლა გეფიცები, ყველაფერ წმინდას გეფიცები შენი სიყვარული გულში არ მქონია და ამიტომ არ შემომითავაზებია . მე არ დავფიქრებულვარ ისე გავაკეთე ყველაფერი და მივიღე ის შედეგი რაზე ოცნებაც არ გამიბედავს . არ შემიძლია , მე გამიცოცხლდეს ის სიგიჟე რა სიგიჟითაც მაშინ ვიყავი გატაცებული და შენ მხოლოდ კარგი ქმრის წესებს მიჰყვებოდე . სულ უფერული ცხოვრება ვერ გექნება , შენი ბედისწერა იქნება სადმე რომელიც გაგრძნობინებს რა მაგარია როცა თავდავიწყებამდე ხარ მისულუ, როცა ავად ხარ სიყვარულისგან . მაპატიე რომ არ გითხარი ბავშვზე , უბრალოდ ვიცოდი რასაც გააკეთებდი და მეზიზღებიან ქალები ბავშვით რომ ეტენებიაბ კაცებს . შესანიშნავად ვიქნებით მე და ჩვენი პატარა. კონსულტაციებზე გამომყევი , შენც ადევნე თვალი მის გაზრდას და მერე აღზრდაშიც ჩაერთე
-სულ ვიცოდი რომ მოგწონდი და მაქსიმალურად ვცდილობდი ზედმეტი სითბო არ გამომეხატა , რომ მალე გადაგყვარებოდი. არ ვიცი რატომ არ მინდოდა , სულ მეგონა იმდენად განსხვავებული იყავი შენ გვერდით მეც გავგიჟდებოდი და ჩემმა ტვინმა გადაწყვიტა ახლოს არ მოგკარებოდი. ქვეცნობიერად მეზიზღებოდა ყველა ვინც კი ოდესმე შენთან სიახლოვეს ყოფილა და ყველა შენი შეყვარებული თუ ცალმხრივად შენზე შეყვარებული რომ გაიხსენო ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველასთან კონფლიქტი მქონია და არცერთია ჩემი მეგობარი . ერთადერთი ხარ ვინც გეგმის გამო არ ამირჩევია და ის თანხმობაც ინსტიქტზე მინდობა იყო . მთელი ცხოვრება წნეხში მყავდა ეს შენდამი ლტოლვა არა მხოლოდ ხორციელი … სულ მაინტერესებდი და თითქოს არაფერი ვიცოდი შენზე ამ დროს ყველაფერი . თუ გინდა მკითხე და ზუსტად ვიცი გამახსენდება , ამბავი არ გამომიტოვებია რაც შენ თავს ხდებოდა . სულ სხვა მიზეზით ვცემე ჯაკობია შენ რომ გიღალატა და მერე დაგამცირა , ისე გადავეკიდეთ მთელ მის სამეგობროს თითქოს პირადი წყენა გვქონდა შენ რომ არავის ეხსენებინე სინამდვილეში კი შენი ჯავრი ამოვიღე . მახსოვს სალომეს უყვებოდი სანახავად მივედი , მისი დალეწილი სახის ნახვის სიამოვნებას ვერ გამოვტოვებდი იმან იხაროს ვინც ისე მოსტეხა ყბა ახლა ვერც ლაპარაკობს და ვერც ჭამსო . დამისახელე ნებისმიერი ვინც სკოლის ან უნუვერსიტეტის დროს ძალიან გაწყენინა , გოგოებს მოუყევი, ამბავი გავრცელდა
-კაკაურიძეც შენ სცემე ? ჯიქია დაჭრილი იყო … შენ იყავი?
-თვითონ ჰქონდა დანა … მე ვიგერიებდი და მოხვდა . მსუბუქი ჭრილობა იყო , გააზვიადა მერე რომ ეტრაბახა ნაიარევი მაქვსო .
-შენ მე დალაგებული კაცი მეგონე და ავადმყოფი ყოფილხარ. მითუმეტეს რა მინდა შენთან … სორდიას თითები ჰქონდა მიტეხილი , ის დამპალი თითები . შენ იყავი?
-ეგ არც გამახსენო … მაგათ როგორ ეფლირტავებოდი
-მაგათ არცერთს მხოლოდ ჯაკობიაზე ვთქვი შეყვარებულიათქო … დანარჩენი თავს არ მანებებდა. რადგან თავისუფალი, უკომპლექსო და სხვებზე თამამი ვიყავი ეგონათ შეეძლოთ შემხებოდნენ
-შენ რომ გადაწყვიტე თამამი გამხდარიყავი და ასე დაგეცვა ისინი ვინც განგებ შიშვლდებოდნენ აი მას მერე ამერია ცხოვრება . ყოველ კვირას ვიღაცას ვცემდით და დედაჩემს შენთან ძველი ბრაზი აქვს . სულ მამაჩემს მადარებდა . ის მოჭიდავე მაგარი იყო, ისე გვცემეს მაგან და მაგის ძმაკაცებმა ძვალ რბილი გამიერთიანდა , მაგრამ იმასაც მოხვდა
-ტურნირზე აღარ გაუშვეს … მანდ მე რა შუაში ვიყავი ჩემთან პრობლემა არ ჰქონია
-შენ ზურგს უკან ყვებოდა ამბავს როგორ გეფერებოდა საპირფარეშოში, საშინელებებს ამბობდა ბიჭებთან . თითქოს მაგარი იყო და შენ მასზე გიჟდებოდი
-რა სისულელეა მისთვის არც მიკოცნია, სრულიად უინტელექტო იყო და არ მიზიდავდა. ვერაფრით დამაინტერესა … კოცნით მხოლოდ საქმროს და მერე უნივერსიტეტის შემდეგ
-მაგ დროს უკვე აღარ კონტაქტობდი ძველ სადაქალოსთან და მეც აღარ მესმოდა შენი ამბები . არც ის ვიცოდი როდის მოგინდებოდა ტროპიკული ხილი რომ გამომეგზავნა . რაც მე ხურმის გამო ვიარე იმ ღამეს და შენ ჯინჭარაძეს მიაწერე . ტოქსიკოზი გაქვს ? ახლა გინდება უცნაური რაღაცები?
-კი და ვყიდულობ . გამოძახება იდეალური საშუალებაა , აპლიკაციით პოულობ ყველაფერს და ელოდები როდის მოგიტაბს კურიერი. ღმერთო არ მჯერა ეს ყველაფერი
-კიდევ რა მოგიყვე რომ გაიგო სულ გხედავდი, სულ მაინტერესებდი და მხოლოდ გამბედაობა არ მყოფნიდა შენნაირ ქალთან მეცხოვრა, შენნაირისთვის გამექაჩა. სულ რაღაც ახალი გინდოდა, სიმშვიდე არა და მე ვფიქრობდი რომ ყველაფერს თავდაყირა დააყენებდი. გებრძოდი დიდხანს და ძლივს შევეჩვიე ანასთან ყოფნას. მეგონა ის იყო ვისთან ერთადაც ოჯახს შევქმნიდი. მასთან ვიყავი ხელოვნურად გამოძერწილი იდეალური ბიჭი. შენ სულ სხვა ხარ ჩემ ცხოვრებაში და ის საერთოდ აღარ არის . ის კოცნა
-არ მინდა მაგაზე საუბარი … არ ვიცი საერთოდ რა მინდა . თავი ამტკივდა ამდენი ამბისგან. მე როგორ არ ვიცოდი
-არავინ იცოდა სინამდვილე. ჩემ მეგობრებსაც კი სხვა მიზეზი ეგონათ. ბიჭური კონფლიქტები, მაგათთან შარის პოვნას რა უნდოდა … კარგი რა ნინა კიდევ მიზეზს ეძებ ? საერთოდ რაში გჭირდებოდა წარსულის ამბები ნუთუ ვერ გაგრძნობინე პირველივე ღამეს როგორ მაგიჟებდი.
-მე უბრალოდ მეგონა … მე ვიფიქრე უბრალოდ ასეთი ტემპერამენტიანი ხარ და გამოცდილების ამბავი იყო
-რომელი კაზანოვა მე ვარ ნინა?
-მე შენ მოჩხუბარიც არ მეგონე, მაგრამ ეს გაწონასწორებული , ურეაქციო კაცი თურმე ნიღაბი ყოფილა.
-ვიცი ვის უნდა ვაპატიო და ვის არ. მიშაზე თუ გაქვს აქცენტი, მიშა გამწარებული მამა იყო და ფულს ისეც არავის დავაწერ . ეგ არაა ჩემი სტილი .
-ეს რა სახლია - მანქანა რომ გააჩერა მაშინ ჰკითხა
-ჯერ რემონტი არაა დასრულებული. ახალაშენებულია, ყველაფერი შეგვიძლია ჩვენ ნებაზე მოვაწყოთ. თბილისთან ახლოსაა, ეზოც აქვს. სუფთა ჰაერიც არის , ბავშვები ითამაშებენ და ბინას სახლი არ სჯობს? ნელ-ნელა გავარემონტებთ
-თირკმელი გაყიდე?
-არა სესხი ავიღე … ერთი დავფარე და რაღაც კერძო საკუთრებები ჩავდე . მანქანასახ ვცვლი, უფრო იაფიანიც მიმიყვანს დანიშნულების ადგილამდე.
-შერიგებას აპირებდი?
-არა , ერთი თვე გაგიშვი და სულ გაგიშვებდი გეგონა? დრო მოგეცი მეგონა შენ კიდევ თურმე ბავშვზე ფიქრობდი და ჩემზე ფიქრისთვის არ გეცალა. არც მოგენატრე
-ლუკა
-აღარ გააგრძელო რა … ერთმანეთთან ბრძოლა გვეყო. შენ ხარ ჩემი ბედის’წერა და რატომ ცდილობ გადაწერო ეს ბედისწერა ნინა?
-ტირილი მინდა და არ შეგეშინდეს , ბედნიერებისგანაა - უცებ მოეღრუბლა სახე და ბოლოს ლუკას მკერდზე ნიყრდნობილი ზლუქუნებდა . -მოსეს მივწერ ჩამოვიდნენ შაბათს . შეგირიგდათ ლუკა-თქო
-სულ სხვაზე რატომ ფიქრობ ნინა?
-ჩემი დაქალი მული არ იმსახურებს გაბრაზებას . თანაც კარგი ბიჭია მოსე , უკარგესი და შენც ნახავ .
……….
კაფის გახსნის ცერემონია ხელისმოწერის ცერემონიად გადაიქცა ბოლოს. მეგობრების გარემოცვაში, მცირე წრეში ამჯერად თეთრი კაბით იდგა და კანონის წინაშეც მისი მეორე ნახევარი ხდებოდა.
-ჩვენ როდის დავგეგმოთ ჩვენი დიდი ქორწილი სალომე?
-ნუ წუწუნებ , შენ ცოლს უყვარს მასშტაბური ქორწილები და ოცნებობდა ულამაზეს დედოფლის კაბაზე
- არ ვწუწუნებ . მხოლოდ ჰალსტუხს არ გავიკეთებ
-იყოს ბაბთა
-გამორიცხე
-შავი ბენდენა მოიფარე მაშინ ყელზე - ჩუმად და მშვიდად ელაპარაკებოდა
-სალომე
-ბინა სარემონტოა ან გამოვცვალოთ . იქ შენი საყვარლების აურა ტრიალებს
-გამოვცვალოთ
-დედაჩემი ჩვენთან დარჩება ხოლმე
-მოდი დავშორდეთ. ნაადრევი გადაწყვეტილება მივიღეთ
-მოსწონხარ
-მე მოვწონვარ და ნინა არ , საინტერესო ქალია
-ნეტავ როგორი მამიდა და დედა ვიქნები? სულ მინდოდა ჩემი და ლუკას ბავშვები ერთად გაზრდილიყვნენ და-ძმასავით
-მუცელს რატომ ეფერები სალომე? მომავალ ბავშვზე საუბრობ თუ არსებულზე
-ფერი რატომ დაკარგე . არ გიხარია?
-ჩემი ბედი აღარ ხუმრობს … წერას ძალიან საინტერესოდ აგრძელებს - სალომეს ეხვეოდა მაშინ როცა ლუკა და ნინა ხელს აწერდნენ ქორწინების მოწმობაზე.
…………..
-ის ბიჭი იქნება ჩემი ცოლი , დედა ხედავ? აი ის წითელქუდას როლს რომ ასრულებდა სპექტაკლში
-ნინა შეაჩერე ეს ბავშვი ძალიან გთხოვ
-შენ შეაჩერე ლუკა
-მაა მე იცი ვინ მიყვარს? -მოსეს ეჩურჩულებოდა პატარა გოგონა
-ვიცი მა , მე გიყვარვარ
-შენ არა მა , მგელი რომ იყო აი ის
-საშიშია მა , მგელია
-რა გჭირს მა ? მართლა კი არაა … ანდრიაა შენი მეგობრის შვილი ანდრია
-არა მა ეგ არი მგელი და საშიშია. ახლოს არ მიეკარო გიკბენს
-არ მიკბენს მაკოცებს. ჩემი ბედისწერაა
-სალომე , რეებს ასწავლი ბავშვს?
-თვითონ უთხარი ბედის’წერა ყველას გვყავსო
-ბედისწერა … ბედის’წერა ხო რა თქმა უნდა აბა სხვა ვინ და რა დააყენებს ყველაფერს თავდაყირა

01.09.2026წ



№1  offline მოდერი Maiaabuladze

მარიამ, როგორ მომნატრებია შენი ნაწერეს წაკითხვის სიამოვნება... არა და თითქმის მთელი თვეა სულ პირველი ნაწერიდან დავიწყე რაც გიდევს ❤️❤️

მიყვარს მე ნინა, მართალია ზოგჯერ ნერვებიც მომიშალა მაგრამ მისი სიძლიერე მომეწონა ❤️

ლუკა თავიდან ძალიან მიშლიდა ნერვებს მისი სწორი კაცობით და რაღაცნაირად არ ჯდებოდა შენს გმირებში მაგრამ ბოლოს ამოასხა 🤣

მოსე და სალომე მიყვარს, თავიდანაც გითხარი და ახლაც გიმეორებ შენი ბრალია ის "მოკაიბიჭო" "მოძველბიჭო" გმირები რომ მიყვარდებიან ❤️

თავიდანვე ვიყნოსე ანა რომ არ იყო კარგი და სწორი, ლუკას რომ ნინა ადრეც უყვარდა ეგ იქ მივხვდი მისმა მეგობარმა რომ უთხრა მის გამო ცემე ის ბიჭიო, მივხვდი ლუკასნაირი სწორი კაცი სიგიჟეს მარტო ნინას სიყვარულის გამო თუ ჩაიდენდა ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი Nino

როგორ მიხარია თქვენი დაბრუნება. ერთი სული მაქვს წავიკითხო. Bad boys and good girls - გაგრძელება სად შეიძლება ვნახოთ? ვგიჟდები ყველა თქვენს ნაწარმოებზე ❤️

 


№3 სტუმარი Ბელა

Მარიამო როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ❤️❤️❤️
Არ დაიკარგოს დიდხანს🩷
Კიდევ ბევრჯერ გაგვანებივრე შენეული სიყვარულით🩷❤️💚

 


№4 სტუმარი სტუმარი Etia

Როგორც იქნააა❣️❣️❣️❣️ როგორ გამიხარდააა🤗🤗🤗🥰🥰🥰

 


№5 სტუმარი ნაზი დარჩიაშვილი

როგორ მიყვარხარ და როგორ მიყვარს შენი ნაწერები მითქვია ადრეც ვერ წარმოვიდგენდი წყნარი და სუფთა ლუკას უკან თუსხვანაირი ლუკა იმალებოდა და იმალებოდა მხოლოდ ნინას პაკლოებისთვის.. როგორადაც გამაბრაზა ნინას რამდენიმე პრინციპულობამ იმდენად ორმაგად მიყვარდებოდა რო მისი საქმეებით.. სალო და მოსე ხო საერთოდ რაღაც ტკბილი წყვილი. მოსე კია მოძველბიჭო მაგრამ სალომესთან საუკეთესო. მე მჯერა ჩვენი ბედისწერის რასაც არ ვაღიარებდი მთელი ცხოვრება და ვამბობდი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა ჩემი ბედისწერა . რაც დაგვაწერა უფალმა ის მოხდება მუდამ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent