მე მიყურე! მერევე თავი
მერე... მერე იყო ემოციების ზღვა.
სამწლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული დედა... როგორც იქნა, აღარასდროს დაშორდებოდნენ დედას მისი გოგოები. ქალი ტიროდა, გულში იკრავდა თავის ორ თვალისჩინს და ღმერთს მადლობას უხდიდა, ასეთი დიდი ბედნიერება რომ არგუნა წილად. — ჩემო ტკბილო შვილებო, როგორ მომენატრეთ, დეე! როგორ მაკლდით! როგორ მიყვარხართ, თქვენ არ იცით! — ემოციებს ვერ მალავდა ქალი. ყველაზე ბედნიერი სწორედ ახლა, ამ წუთებში იყო. ბედნიერება ხომ ოჯახშია, იქ, სადაც უპირობოდ უყვართ ერთმანეთი. გოგონები უფრო მაგრად მიეხუტნენ დედაზე უტკბეს ქალს. ბედნიერება ტრიალებდა მათ ირგვლივ. მერე დაიწყო არდადეგები, რომლებსაც გოგონები დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. პირველი გაჩერება კახეთი იყო, სადაც ერთ კვირას გაატარებდნენ. ყვარლის ტბა — ულამაზესი ადგილი, რომელიც მთებითა და ტყეებით იყო გარშემორტყმული. ირგვლივ ისეთი სიმშვიდე სუფევდა, ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, რომ გოგონებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს. — რა ლამაზია აქაურობა,სასტუმროც ისე მომწონს! — შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ, დედიკო. პირველად ვისვენებთ ერთად და ყველაფერი იდეალური უნდა იყოს... — თანაც ეს ყველაფერი არ არის! ერთ კვირაში სვანეთში მივდივართ, შემდეგ კი ბათუმში — ხუთი დღით. ყველაფერი დავგეგმეთ! — საუბარში ლიკაც ჩაერთო. — მილას დაბადების დღეს სვანეთში შევხვდებით — დე, რა საჭირო იყო? ამ ყველაფერს ხომ უამრავი ხარჯი სჭირდება... — მეორედ აღარ თქვა მსგავსი რამ, შენ ხარ ყველაზე კარგი ხარ და საუკეთესოს იმსახურებ. ეს მინიმუმია, რაც ჩვენ შეგვიძლია გაგიკეთოთ. მომდევნო დღეებიც დაუვიწყარი აღმოჩნდა. ამჯერად სიღნაღში ჰქონდათ ტური. პატარა, მყუდრო კაფეში ისხდნენ. — ლიკუ, სიყვარულის ქალაქში ვართ და შენი სიყვარული აქ რომ გყავდეს, ხომ იფრენდი სიხარულით ზეცაში?! რაო, რას ამბობს, არ მინდა მეც შენთანო? — საუბარში ეშმაკურად ჩაერთო მილა. — მილა! — თვალები დაუბრიალა დას ლიკამ. — მოიცათ, დედი, შეყვარებული გყავს? მე რატომ არ ვიცოდი?! — გაოცება ვერ დამალა ასმათმა. — იცი, ჯერ ახლახან დავიწყეთ ურთიერთობის აწყობა... — თავი იმართლა ლიკამ. — დედი, პირველად შემოუშვი შენს ცხოვრებაში ვიღაც. იცი, როგორ მიხარია?! რატომ იმართლებ თავს? მე ის ქალი ვარ, შენს მიმართ საყვედური რომ დასცდეს?! ოღონდ შენ იყავი ბედნიერი და მე ნებისმიერს მივიღებ შენს გვერდით! ლოყაზე მიეფერა შვილს და ბედნიერების ცრემლები მოერია. — ვინ არის? სად გაიცანი? როგორია? ყველაფერი მომიყევი! — ოჰ, მოგინდა სიძის გაცნობა, ქალბატონო ასმათ?! — გაეხუმრა მილა. — ისე კი არის , წარმოსადეგი, ჩამოყალიბებული, განათლებული... აი, ისეთი, შენ რომ მოგეწონება სასიძოდ. — მილა! — დაუბღვირა დას ლიკამ. — დაჩი ჰქვია, დე, და ჩემი უფროსია. მოგიყვები ყველაფერს .გაბრწყინებული თვალები მიანათა დედას — შენი ბედნიერება მიხარია, დედიკო. გულში სითბო ჩაეღვარა ლიკას. მისი „დედა“ სულ სხვანაირი იყო, ყველასგან გამორჩეული. — ახლა ალბათ ბოლი ასდის სიბრაზისგან, ერთი თვე რომ ვერ გნახავს! მისი სახე წარმოვიდგინე! — ხარხარი აუვარდა მილას. — შე ქაჯანა შენა! — მოჩვენებითი ბრაზით შეხედა დას ლიკამ. — შენ როდის უნდა გვაღირსო ღირსეული კაცი შენ გვერდით, დედიკო?! — კაი რა, დედა, ურთიერთობები არ არის ჩემი საქმე. მეთორმეტე კლასში ჩემმა პარალელურკლასელმა, რომელსაც სიყვარულში გამოვუტყდი, მთელი კლასის წინაშე უარი მტკიცა. იმის მერე ტრავმა მაქვს. ასე რომ, არ მინდა ეს კაცი, რაა! — გულიანად გაიცინა მილამ. — მე იმაზე უფრო ვდარდობ, ახლა ჩემი „ხოჭო“ ხელოსანთან რომ მყავს დატოვებული. — ამას სიყვარულზე მეტად მანქანა აინტერესებს, დე! — გადაიკისკისა ლიკამ. შემდეგ იყო სვანეთი... მისი მკაცრი და, ამავე დროს, მშვიდი ბუნება; უძველესი სვანური კოშკები, რომლებიც განსაკუთრებულ კონტრასტს ქმნიდა მთებთან და ბუნების მომაჯადოებელ ძალასთან; ხერგიანებისა და მარგიანების სახლ-მუზეუმები, რომლებსაც უდიდესი კულტურული მნიშვნელობა აქვს ... დაუვიწყარი დღეები გაატარეს საქართველოს ამ კუთხეშიც. წამოსვლის წინა ღამეს მილას დაბადების დღე დაემთხვა. საათის ისრები მალე თორმეტს ჩამოჰკრავდა. სამივესთვის დაუვიწყარი წუთები იდგა. ადამიანებმა ხომ მთელი ცხოვრება უნდა აგროვონ ასეთი თბილი მოგონებები... სწორედ ასეთი იყო ეს დღეც. მილა თვალებს არ უჯერებდა. პატარა ყუთში კოხტად მოსჩანდა მანქანის გასაღები. თვალები ცრემლებით აევსო. — დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ოცნების შვილო! მინდა, მთელი ცხოვრება ასე, ყველა ასრულებული სურვილით გაატარო... მადლობელი ვარ უფლის, რომ შენი დედობა მარგუნა წილად. — დედიკო! — მოეხვია და გულში ჩაიკრა ქალი, რომელიც სამყაროში ყველას ერჩივნა. ლიკა კი ბედნიერი თვალებით უყურებდა ამ სანახაობას. — დაიკო, მოდი შენც ჩაგვეხუტე რა! შენც იცოდი, ხომ? რასაც აპირებდა? ბედნიერების ცრემლებით ტიროდა მილა. — ვიცოდი! ერთად დავგეგმეთ. გილოცავ, ყველაზე კარგო ამ სამყაროში! ჩემი პირადი ანგელოზი ხარ შენ. მინდა, სამყაროში ყველაზე ბედნიერი იყო! — მიყვარხართ მე თქვენ! — ჩემი საჩუქარი ჯერ არ გინახავს! — წარბები აუწია დას მოჩვენებითი სიბრაზით ლიკამ. — მაჩვენე აბა! სიხარულისგან წამოიყვირა, გავგიჟდები ეხლა! ლიკა, ბორდოსფერი თან... ვაიმე, ვგიჟდები, ვგიჟდები თქვენზე! მიყვარხართ! ემოციებს ვერ მალავდა მილა! — აბა, ახალი მანქანა ახალი მობილურის გარეშე როგორ შეიძლება?! — მოდით, შვილებო მოდის ვივახშმოთ! — სუფრასთან მიიწვია ქალმა შვილები. — ლიკუ, დედიკო, შენთვისაც მაქვს სიურპრიზი. — ჰაა, რა ხდება? ესეც რამე გრანდიოზული იქნება? — თავისი საჩუქრებიდან ყურადღება დედაზე გადაიტანა მილამ. — დედი, ხომ იცი, კარლას თავისი კომპანია აქვს, საკმაოდ დიდი და პრესტიჟული. ერთ დღეს მითხრა, ბუღალტერი მჭირდებაო. რახან შენზე ადრეც მქონდა ნათქვამი, შემომთავაზა, იქნებ შენს შვილს საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილების მიღებაც უნდოდესო. — დედიკო, რა კარგია! — აღფრთოვანება ვერ დამალა ლიკამ. — ხომ იცი, რამდენს ნიშნავს ჩემთვის წინსვლა? ეს იდეალური შანსია! — ვიცი, დედიკო. პასუხს ამ დღეებში ელოდება. დეკემბრის ბოლოს უნდა წახვიდე, თუ წასვლას გადაწყვეტ. კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი. და ახლა ვიცი, რაც გაგიელვებს გულში: ჩვენ აქ ვიქნებით, მხარს დაგიჭერთ და აქედან გაგამხნევებთ. ერთი წელი მალე გავა. — ხო, დაიკო, უმაგრესი შანსი გაქვს და უნდა გამოიყენო! ყველა უფროსი კი არ შესთავაზებს დასაქმებულის შვილს ასეთ სამსახურს. მაგარი ქალია კარლა და ხო იტალიაში იმუშავებ, თანაც მინიმუმ ერთი წელი! ეს შანსია დაიკო . — ვიცი, მი. დროც მაქვს, სამსახურში საქმეები მოვაგვარო. მართლა კარგი შანსია. უარს ვერ ვიტყვი, ვერანაირად! — კარგი, ჩემო გოგო! როგორ მიხარია, რომ კარიერულად წინ წაიწევ! შენ ყველაზე ჭკვინი ხარ და ყველაფერს შეძლებ! — პაემანზე რას იტყვი, დაჩი?! ზღვის პირას, მარტო მე და შენ! იმედია, უარს არ მეტყვი. მისწერა შეტყობინება საყვარელ კაცს და პასუხს გულაჩქარებული ელოდა. რამდენიმე წამიც არ იყო გასული, რომ ეკრანი განათდა. მობილური აიღო და შეტყობინება გახსნა. — გინდა, გავგიჟდე? — აჟიტირებული ხმა ჰქონდა კაცს. — როგორ მენატრებოდი, არც კი იცი! — ჰოდა, კარი გამიღე, რამდენ ხანს უნდა ვიდგე სადარბაზოში?! -სასწრაფოდ გამოაღო კარი. თვალი მოჰკრა საყვარელი ქალის სილუეტს და ბედნიერებამ გადაურბინა სახეზე. ხელში აიტაცა და მთელ სახეს უკოცნიდა. აგიჟებდა, ჭკუას აკარგვინებდა. ორი კვირა არ ენახა და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ჩაეკითხა, თუმცა იცოდა, ლიკას პირადი სივრცისთვის პატივი უნდა ეცა. ლადო ეხუმრებოდა, ბარემ ჩააკითხე, სასიდედროსაც გაიცნობო! ახლა კი ქალი მის წინ იდგა და დაჩი ვერ იჯერებდა, როგორ შეიძლებოდა, ასე მონატრებოდა ადამიანი. ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ის იყო მისი ,,ადამიანი,,. — დაჩი, დამსვი, აღარ შემიძლია, თავბრუ მეხვევა! — კისკისებდა ქალი. — მიყვარხარ, პატარავ! როგორ ახერხებ, რომ ჭკუიდან გადაგყავრ?! ბათუმისკენ მიმავალ გზაზე წამითაც არ გაუშვია ხელი საყვარელი ქალისთვის, თითქოს სადმე გაექცეოდა. უკვე ღამე იყო, დანიშნულების ადგილას რომ მივიდნენ. გზაში ლიკას ჩასძინებოდა. დაჩის არ უნდოდა მისი გაღვიძება, ამიტომ ხელში აყვანილი შეიყვანა ნომერში. ქალის სურნელი გონებას ურევდა. ღრმად ჩაისუნთქა და საკუთარ თავზე გაეცინა — ამხელა კაცი ასეთ მდგომარეობამდე როგორ მივიდა?! — გაიღვიძე, პატარავ, უკვე დილაა! — შუბლზე კოცნით შეაფხიზლა საყვარელი ქალი. — მართალია, ცოტა მოღრუბლულია, მაგრამ მაინც გავიდეთ ზღვაზე. — დაჩი, ღმერთო, ისე ჩამეძინა, მოსვლაც ვერ ვიგრძენი! ვაიმე, მილა არ გამიფრთხილებია! — დამშვიდდი, დავურეკე. გავაფრთხილე, რომ სამი დღით მოგიტაცე. მერე ლადო და ანკაც შემოგვიერთდებიან, ისინიც სამ დღეში ჩამოვლენ. ჰო, შენი ნივთებიც ამოვიტანე. ახლა მოვწესრიგდეთ და საუზმეზე ჩავიდეთ. — როგორ ახერხებ, ყველაფერზე იზრუნო?! მიყვარხარ, დაჩი! ლიკამ წითელ საცურაო კოსტიუმზე თხელი, გამჭვირვალე კაბა გადაიცვა. ქსოვილში ლამაზად იკვეთებოდა მისი სხეულის ფორმები. თმა მაღლა აიწია, სათვალე მოირგო და ნომრიდან გავიდა. დაჩი სანაპიროზე ელოდებოდა. სუნთქვა შეეკრა კაცს მისი დანახვისას. — ულამაზესი ხარ, პატარავ! თანაც ჩემი ხარ! — სხეულზე აიკრა ქალი და ყელზე ცხელი კოცნა დაუტოვა. — ნუ მაწითლებ, დაჩი! — გაეკეკლუცა ქალი. — წამოდი, ვიცურაოთ! თუ გამაბრაზებ, დაგახრჩობ! — შენი ხელით ამაზეც თანახმა ვარ! სიო ნაზად ელამუნებოდა თმებზე. აივანზე მოაჯირს მიყრდნობოდა და სიმშვიდე დასთამაშებდა სახეზე. მზის ჩასვლა ისეთი ლამაზი იყო... თვალები დაეხუჭა. მხარზე კოცნამ გამოაფხიზლა, სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში. ზურგიდან მიეხუტნენ და მაინც, როგორ უყვარდა ეს კაცი! დაჩი იყო მისი გამოცდაც, ბედისწერაც და საჩუქარიც. უყვარდა სიგიჟემდე ეს კაცი და აშინებდა მომავალი მის გარეშე. — მიყვარხარ, დაჩი, — ბაგეებს დასცდა სიტყვები. — შენ ავსებ ჩემს ცხოვრებას, — დაუბრუნა კაცმა უმალ პასუხი. — მინდა, ყოველი დღე შენით იწყებოდეს და შენით მთავრდებოდეს. ყველაზე ეგოისტად ვიქეცი, მგონია. მინდა, სულ გხედავდე, მინდა, ყოველ წამს ვიზრუნო შენზე, მინდა, შენი ფარი ვიყო ნებისმიერი პრობლემის წინაშე. ხანდახან მგონია, რომ საკმარისი არ ვარ შენთვის. მგონია, რომ არ გიმსახურებ და ეს ფაქტი მაგიჟებს. შენ იმდენად სუფთა ხარ, ჩემი პიროვნებით მეშინია, რომ ვერ შეგწვდები. შენს თვალებში იმდენი სიყვარული, სინათლე, ემოცია ჩანს, რომ ხანდახან მეშინია, ერთ დღეს ამ ყველაფერს ჩრდილი არ მივაყენო. -გაეღიმა კაცის აღიარებაზე, გული სითბოთი აევსო. არა მხოლოდ უყვარდა ეს კაცი, არამედ ნდობა ჰქონდა მის მიმართ უზარმაზარი, რომელსაც ეგონა, რომ ვერავინ ვერაფრით შეარყევდა! — შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამართლება ხარ და სწორედ რომ მე გამიმართლა, შენისთანა ადამიანი რომ ვიპოვე. ნურასდროს, ნუ მეტყვი, რომ ფიქრშიც უშვებ იმ აზრს, რომ „არ მიმსახურებ“! ცხოვრებაში სამ ადამიანში გამიმართლა და ერთ-ერთი შენ ხარ! ზუსტად ვიცი, ჩემი გჯერა და ზურგს არასდროს მაქცევ! იცი, რამხელა რაღაც არის ეს ჩემთვის?! შენ იცი, რომ ჩემმა მშობელმა დედამაც კი მაქცია ზურგი?! სევდა ჩაუდგა ქალს თვალებში. შეშფოთება გაუკრთა დაჩის თვალებში. უამრავი კითხვის ნიშანი იყო მის მზერაში. — ლიკა, ადრე არასდროს გითქვამს...არ დასრულებინა კაცს წინადადება . — ჩუუ! — თითი შეახო ტუჩებზე. — მოგიყვები აუცილებლად ყველაფერს, მაგრამ ახლა არა! თავად გამოიჩინა კოცნის ინიციატივა, შეეხო საყვარელი კაცის ტუჩებს. არ დააყოვნა კაცის რეაქციამაც — უმალ აჰყვა კოცნაში. ხელები შეუცურა წელზე. აივნიდან სუსტად ანათებდა მთვარის სინათლე, ზღვის ტალღების ხმა აღწევდა ოთახში. მაისურის ქვეშ იგრძნო საყვარელი ქალის ხელები. პირველად იყო, ასეთი სითამამე რომ გამოიჩინა ლიკამ. კაბის ელვას დასწვდა დაჩიც, თან კოცნებს უტოვებდა მთელ სახეზე. ყურს უკან გადაუწია კულულა თმები იქვე ლავიწთან აკოცა, შეისუნთქა საყვარელი ქალის სურნელი. თვალები მიენაბა ლიკასაც სიახლოვით .თვალებში ჩახედა კაცს მიეფერა სახეზე ,,წაეტანა კაცი კაბის ბრეტელებს ზურგზე შეუცურა ხელები, შეუხსნა კაბის ელვა და წამებში აღმოჩნდა თხელი მატერია იატაკზე. სუნთქვა გაუხშირდა ორივეს. კოცნებმა ქალის ყელზე გადაინაცვლა. მსუბუქი ბიძგით უმალ აღმოჩნდა საწოლზე. წაეტანა თავადაც მამაკაცის მაისურს, რომელიც წამებში აღმოჩნდა კაბის გვერდით. უკოცნიდა მთელ სხეულს კაცი, სანამ ბოლო მატერიაც არ შემოაცალა მის სხეულს. მის თვალებში დანახულმა თანხმობამ ყველანაირი ეჭვები წაშალა მათ შორის. ღამე იყო მათი სიყვარულის სიმტკიცისა და ორი ერთმანეთზე გაგიჟებული ადამიანის არსებობისა. მზის სხივები ჯიუტად აღწევდნენ ოთახში. შეიშმუშნა ქალი, თავს აიძულა, თვალები გაეხილა. მოავლო გარემოს თვალი, გაახსენდა წუხანდელი ღამე და აუწითლდა ლოყები უნებლიედ. ოთახში მარტო იყო. გული ეტკინა. ნუთუ მარტო დატოვა? ათასმა ფიქრმა გაუელვა თავში. ამ დროს კარი შემოაღეს. ზღურბლზე დაჩი იდგა, ერთი ცალი ვარდით, თან სიყვარულით სავსე თვალებით უღიმოდა საყვარელ ქალს. დანაშაულის შეგრძნებამ მოუჭირა ყელში ქალს. როგორ იფიქრა, რომ მიატოვა დაჩიმ?! — დილა მშვიდობისა, პატარავ! როგორ გეძინა? — მიუახლოვდა ქალს, აკოცა ტუჩის კუთხეში. — დილა მშვიდობისა, დაჩი. მიეხუტა საყვარელ კაცს. როგორ უნდოდა, სულ ასე ყოფილიყვნენ! ესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა, ჩაეღიმა. კაციც ისე იკრავდა გულში, თითქოს ვინმე ეცილებოდა მის თავს, თითქოს, თუ მკლავებიდან მოიცილებდა, გაქრებოდა. — არ მაინტერესებს, დღეს საერთოდაც არ ვაპირებთ საწოლიდან ადგომას! — ეშმაკური მზერით შეხედა დაჩიმ. — შეგვიძლია, მთელი დღე ვიწვეთ და ერთმანეთით დავტკბეთ. უკოცნიდა ქალს მთელ სახეს. ხელებს უმისამართოდ დააცურებდა მთელ სხეულზე. მოსწონდა ქალის რეაქცია მის ყოველ შეხებაზე. სასტუმროს კაფეში იჯდა და მილას მობილურით ესაუბრებოდა. თვალებში ნაპერწკლები უციმციმებდა. ბედნიერებას ასხივებდა. — ხო, მი, ვიცი. გუშინ ცოტა დალია და თავი უსკდებოდა, ამიტომ ვერ წამოვედით ადრე. ველოდები, ჩამოვა და წამოვალთ. — არც იფიქრო, რომ თავს დაიძვრენ, დაიკო! ჩაგიგდებ ხელში! ლიკამ გონებაში დის სახე წარმოიდგინა და გადაიკისკისა. — ვთიშავ! მალე გნახავ. — გიჟი! — ჩაილაპარაკა სიყვარულით. დაჩისგან შეტყობინება მიიღო, რომ ჩამოდიოდა. მაგიდიდან წამოდგა და გასვლას აპირებდა, ნაცნობ სილუეტს რომ მოჰკრა თვალი. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. აშკარა იყო, ორივეს გაუხარდა ერთმანეთის ნახვა. — ლიკა, როგორ ხარ? როგორ მიხარია შენი ნახვა! — ბედნიერებას ვერ მალავდა მათე ტუღუში. — მათე, კარგად. შენ როგორ ხარ? — არამიშავს. სამსახური, სახლი, სამსახური, სახლი... არაფერი განსხვავებული. ძლივს გამოვნახე დრო, ორი დღით მაინც რომ დავისვენო. რა დამთხვევაა, აქ რომ გნახე! — მართლაც. — ვაპირებდი, ამ დღეებში შენთვის დამერეკა. ალიკამ საჩივარი გაიტანა შენი ძმის წინააღმდეგ. როგორც ვიცი, ნუგო წავიდა საზღვარგარეთ. — მართალი გითხრა, არ ვიცი, წავიდა თუ არა. წლებია, ოჯახთან კონტაქტი არ მქონია. — ვიცი, — სევდიანად ჩაილაპარაკა კაცმა. შეამჩნია, ქალიც როგორ დასევდიანდა. — თუ რამე დაგჭირდა, აუცილებლად დამირეკე, — მხარზე შეეხო კაცი გამხნევების მიზნით. — არ დასჭირდება! — გაისმა ბოხი ხმა. — და ხელი გაუშვი, თუ შეიძლება! — დაჩი! — გონს მოეგო ლიკა. არ ესიამოვნა მისი ასეთი ტონი, მით უმეტეს, მათე ზედმეტად არ მოქცეულა. — ვინ ხარ, ასე უტიფრად რომ მბრძანებლობ? — გაბრაზება ვერც მათემ დამალა. — შენ ნამდვილად არ ჩაგაბარებ ანგარიშს! — უკაცრავად, მათე. ჩვენ წავალთ, — უთხრა ლიკამ. როგორ რცხვენოდა ახლა ამ კაცის! — კარგად ხარ, ლიკუ? — ჰკითხა მშვიდად მათემ. — კარგად ვარ, მათე. დროებით. ბრაზისგან ძარღვები დაებერა დაჩის. რატომ მიმართავდა ეს კაცი ლიკას ასე? ბრაზი, ეჭვიანობა და უნდობლობა ერთნაირი დოზით ჩანდა მის თვალებში. — რა ხდება, დაჩი? ეს რა იყო? — გაბრაზებასა და გაოცებას ვერ მალავდა ლიკა. — რა ხდება? მეხუმრები? ის კაცი გეხებოდა, ხელებს გიფათურებდა და გეუბნებოდა, დამირეკეო! ეს ნორმალურია? — დაჩი, რას ამბობ? ზედმეტი არაფერი ყოფილა. ჩემი კლასელია, დავინახე, მივესალმე, მომესალმა, — დაიბნა ლიკა. არ ელოდა საყვარელი კაცისგან ასეთ რეაქციას. — ყველა კლასელს აძლევ უფლებას, ხელები გიფათუროს? თავი ვეღარ შეიკავა. სილა გააწნა კაცს. დარწმუნებული იყო, მას უფრო ეტკინა ეს ხელი, ვიდრე დაჩის. იმედები გაუცრუვდა. თურმე ყოველ ჯერზე უფრო მტკივნეული ყოფილა ეს გრძნობა. კაცს არაფერი უთქვამს. მიხვდა, ზედმეტი მოუვიდა. — ახლა მე წავალ. არ გაბედო, არ გამომყვე, თორემ ჩათვალე, მკვდარი ხარ ჩემთვის! — ლიკა, ბოდიში. მაპატიე, რაა. გთხოვ! — არაფერი თქვა. უნდა დავფიქრდე. ტაქსი ქუჩის მეორე მხარეს გააჩერა და წავიდა. კაცი გაუნძრევლად იდგა. უყურებდა, როგორ მიდიოდა. სინანულის დიდმა ტალღამ წალეკა მისი არსება. როდის ან როგორ გახდა ასეთი?! არ დაედევნა. იცოდა, ლიკა სიტყვას შეასრულებდა. გულში ძლიერი ტკივილი იგრძნო. აუცილებლად უნდა გამოესწორებინა დანაშაული, მაგრამ არ იცოდა, საიდან დაეწყო. სასტუმროში დაბრუნდა და კაფეში ვისკი შეუკვეთა. რამდენიმე საათი იჯდა და სვამდა. დილით სასტუმროს ნომერში გაეღვიძა. თვალები ძლივს გაახილა, თავი უსკდებოდა. პატარა დივანზე ლადო მოკალათებულიყო და მშვიდად ეძინა. ბალიში ესროლა გასაღვიძებლად. — რა იყო, შე...მა?! დამაძინე! — ამოიზმუვლა კაცმა. — აქ რა ჯანდაბა მოხდა? აქ როგორ მოხვდი? — ეს ის არ არის, რაც შენ გგონია! არაფერი მომხდარა ჩვენს შორის! — ხარხარი აუტყდა ლადოს. — ფუ, შენიი... რა იდიოტი ხარ! — აბა, რას ზმუიხარ, ტო?! სასტუმროს კაფეში ეგდე გათიშული და ძლივს წამოგათრიე ნომერში. აღარ გახსოვს, რომ დამირეკე? — არაფერი, ვაფშე. მარტო გუშინდელი მიქარული მახსოვს. — ვიცი, მომიყევი უკვე. ლამის ტიროდი, ისეთი მთვრალი იყავი. თან მაგარი სი...ლად მოიქეცი. ახლა აქ რომ აგდიხარ, , რამე გააკეთე, შემოირიგე! — წავედი. მილასთანაა, ოღონდ სხვა სასტუმროში. — მოწესრიგდი, ბომჟივით ნუ დაადგები თავზე! მილასგან მისამართი იცოდა. მანქანას სწრაფად მიაქროლებდა. ნახევარსაათიანი გზა, ალბათ, ათ წუთში გაიარა. კიდევ კარგი, საცობები არ იყო. კარზე დააკაკუნა. მილამ გაუღო. — არაფერი მითხრა, თორემ მეც შესაფერის პასუხს დაგიბრუნებ და გვეწყინება ერთმანეთისგან. ოთახშია შეგიძლია შეხვიდე , მე წავალ. იცოდე, ჩემს დას შენს ჭკუაზე ვერ ატარებ!მის ერთ ცრემლსაც არ გაპატიებ! — ვიცი . — დაჯექი, დაჩი, ვილაპარაკოთ, — უთხრა ლიკამ. ისე მშვიდად იყო, თითქოს წუხანდელი დღე არც ყოფილიყო. — მაპატიე. თავს ვერ ვაკონტროლებდი. დამნაშავე ვარ, ვიცი. შტერი, შეყვარებული თინეიჯერივით მოვიქეცი, როცა დიდი ხანია, არც თინეიჯერი ვარ და არც შტერი. მაგრამ მიყვარხარ სიგიჟემდე, ლიკა, — სევდიანად ჩაულაპარაკა კაცმა. — ვიცი, რომ გიყვარვარ, დაჩი. მეც მიყვარხარ! მაგრამ ხანდახან ეს არ კმარა. თუ ადამიანის ნდობა არ გაქვს, აზრი არაფერს აქვს... — ცრემლი მოერია გოგოს. — მასწავლე, როგორ ვიყო უკეთესი ადამიანი. — ორივეს ჩვენი წილი დააშაული გვაქვს. ალბათ, მომისმინე და არ გამაწყვეტინო, კარგი? თანხმობის ნიშნად კაცმა თავი დაუკრა. — ერთი ჩვეულებრივი ოჯახიდან მოვდივარ. სოფელში უმეტესობის მსგავსად, მეც ისე ვიზრდებოდი. ჩემი ტრავმები მაქვს ბავშვობიდან. მამა ცივი კაცი იყო. ვუყვარდი, მაგრამ ამას არასდროს გამოხატავდა. დედა?! დედას თითქოს იმისაც კი ერიდებოდა, რომ მამაზე მეტად ვყვარებოდი. თითქოს, თუ მკაცრად გამზრდიდნენ, სხვებზე უკეთესი ვიქნებოდი. არასდროს იყო ჩემი კარგი ნიშნები და სკოლაში კარგი ყოფაქცევა საკმარისი. არასდროს დამინახავს მამის მზერაში ჩემ მიმართ სიამაყე. უფრო მეტი და მეტი უნდოდა. ჩემი ძმა ნათელი წერტილი იყო ჩემს ბავშვობაში. რამეს დავაშავებდი და ის იბრალებდა, ოღონდ მე არ დავსჯილიყავი. ყველა ჩემი ტკივილი ჩემზე მეტად სტკიოდა.ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერები ვიყავით. მაგრამ მერე... ჩვენი მეზობელი, რომელიც ნათესავად გვეკუთვნოდა, ჩემზე ძალადობას შეეცადა. ჩვიდმეტი წლის ვიყავი. მახსოვს, მანქანაში ვიჯექი მასთან ერთად... — ლიკა... სიბრაზისგან სუნთქვაც კი გაუჭირდა. უსამართლობამ წაუჭირა ყელში! გააგიჟა იმ ფაქტმა, რომ ვერ შეცვლიდა ვერაფერს. — დამასრულებინე, გთხოვ. — მახსოვს, ხელების ფათური დამიწყო. გავიყინე. დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რა ხდებოდა ჩემს თავს. თან მეუბნებოდა, როგორი ლამაზი და სასურველი ვიყავი. მერე კოცნა მოინდომა და მე თითქოს განგაშის სიგნალი ჩამერთო. როგორღაც გავექეცი, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ საკუთარმა ოჯახმა არ დამიჯერა. სახლიდან გამომაგდეს და სულ მარტო დავრჩი. მილა და დედამისი რომ არა, დღეს ოჯახი არ მეყოლებოდა. ამიტომ ვერ დავრჩები იქ სადაც ჩემი ნდობა არ აქვთ. კარგად დაფიქრდი, რა შეცდომას უშვებ ჩემთან! — ღმერთო ჩემო, პატარავ... — ჩაეხუტა ქალს. როგორ სტკიოდა მისი თითოეული ტრავმა! მან კი რა ქნა? კიდევ დაუმატა ჭრილობები. — შენ ამდენი რამ გადაიტანე და მე არ შემიძლია რამე შევცვალო . — მე ბევრს არაფერს ვითხოვ შენგან მხოლოდ ნდობა და პატივისცემა . ახლა შენ განსაზღვრე ყველაფერი. მე ვერ ავიტან უსამართლოდ მოპყრობას, არც დამცირებას. მე არავის საკუთრება არ ვარ. ესეც მინდა იცოდე. თუ საკუთარი თავის კონტროლს ვერ ისწავლი, ჯობია დავამთავროთ ურთიერთობა. -არ თქვა, გთხოვ! შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ, — უთხრა და საკუთარი ხელებით შეუმშრალა ცრემლები. — მე შენს ყველა ჭრილობას განვკურნავ. უკეთესი ადამიანი გავხდები. დაგიმტკიცებ, რომ შემიძლია, ჩემი ბნელი მხარე მოვიშორო. — მე ცხოვრებაში პირველად ვენდე სხვას. მე მიყვარხარ, მაგრამ ამის გამო არ შემიძლია, ჩემი პიროვნება უკანა პლანზე დავწიო. მე ჩემი მიზნები მაქვს ცხოვრებაში, დაჩი, და შენ რომ ერთ დღეს რაღაც არ მოგეწონება, ამის გამო ვერ ვიტყვი უარს წინსვლაზე. ჩემს პირად სივრცეში უხეშად ჩარევას არ გაპატიებ, გამორიცხულია! მე არასდროს მოგცემ საბაბს, რომ იეჭვიანო. ჩემს ერთგულებაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროს.... - მე და მათე კლასელები ვიყავით. - არ არის საჭირო ახსნა მართლა შეეაჩერა კაცმა . - ამას მხოლოდ ერთხელ ვიტყვი და აღარ გავიმეორებ .მათეზე საეჭვიანო არ გაქვს, არც მასზე და არც სხვა ნებისმიერ კაცზე. მე შენს ყოფილ ცოლს არ ვგავარ დაჩი ეს დაიმახსოვრე კარგად. - მას არასდროს შეგადარებ პატარავ! - კარგი . მეძინება შეიძლება დავიძინო? დაჩი თავზე ეფერებოდა . და კოცნიდა . ჩაეძინა ლიკას მასზე მიკრულის. სიმშვიდე დაჰკრავდა სახეზე . დაჩი იყო მისი სიმშვიდეც და ქარიშხალიც .. იმ დღეს პარიზი-თბილისის თვითმფრინავი დაჯდა აეროდრომზე. ოცდაათ წლამდე ქალი მიაგორებდა ჩემოდანს, მეორე ხელში მობილური ეჭირა და გაცხარებით ესაუბრებოდა ვიღაცას . - ზუსტად მაგაზე გესაუბრები მეც, ჩამოვედი და სიმშვიდე თუ დაერღვევა ვინმეს მაგაზე არ ვღელავ. - მოვაგვარებ ყველაფერს . - წავედი გნახავ. და რაღაც ახალი იწყებოდა , ოღონდ არავინ იცოდა ვის მოუტანდა ეს სიკეთეს და ვის ხელიდან გამოაცლიდა ბედნიერებას. დაგიბრუნდით ცოტა გვიან , მაგრამ ♥️ გამიზიარეთ შთაბეჭდილეებები . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


