შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდამტეხი წამი (სრულად)


გუშინ, 15:10
ავტორი Tak.oo
ნანახია 0

მზიანი დღის მიუხედავად გამყრელიძეების ოჯახში სიმშვიდე არ სუფევდა.დილიდან ხმაური და აყალმაყალის ხმა გამოდიოდა.ვინ მოითვლის მერამდენედ იწყებოდა დილა მსგავსი ჩხუბით,ლანძღვით და გინებით.
თუმცა არსებობენ ადამიანები,რომლებიც მსგავსი ტოქსიკური ემოციებით,სიტუაციებით იკვებებიან.გაშემო უამრავი ადამიანია ასეთი…
არც გამყრელიძეებს აკლდათ ირგვლივ მსგავსი ტიპის ხალხი.თავად მიზეზს ქმნიდნენ,მაყურებლები კი მეზობლების სახით ყოველთვის უხვად ჰყავდათ.არც ახლა დააყოვნა ნაზიმ.აივნის კარი გამოაღო,გარეთ გამოვიდა და ჯერ ისევ ნესტიან სარეცხს წაატანა ხელი.კარგად იცოდა ნახევარი საათის უკან გაფენილ სარეცხს ჯერ ვერ მოერეოდა ადრეული შემოდგომის დილის მზის სხივები და ვერ გააშრობდა,მაგრამ მთლად უმიზეზოდაც მოერიდა აივანზე გამოსვლა,ვაი და სწორედ ამ დროს გამოსულიყო ვინმე სხვა მისნაირი.
არ შემცდარა გვერდით ბინიდან მაგული გამოვიდა ტაშტში სრულიად მშრალი პლედი ედო.შენიშნა თუ არა ნაზი,ტუჩები უკმაყოფილოდ მომუწა.
_ დილამშვიდობის ნაზიკო,როგორ ხარ?
_ მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა მაგული,კარგად თქვენ როგორ ხართ ოჯახში?
_ ჩვენ კარგად მადლობა,_ თავი გადააქნია გულისტკივილით._ ამათ რა ეშველებათ,თორემ…ჩვენ რა გვიშავს ჩემო ნაზი.
_ ეჰ,არ თქვა არ…_ მოისაწყლა სახე ნაზიმ._ ხოცავენ ყოველდღე ერთმანეთს. ამ ქალისაც ვერ გამიგია,თუ ვერ უგებ ადექი და გაეყარე,რომელი საუკუნეა?!
_ ეგენი ჩემო ნაზი,მასე გამოხატავენ უკვე სიყვარულს._ ჩაიფხუკუნა მაგულიმ.
_ მგონი მართლა მასეა._ ბანი მისცა სიცილში ნაზიმ_ გამოდი ყავაზე,რა ხანია არ მინახავხარ.
_ აი,ჯერ საქმე მაქვს და მერე გამოვალ._ პლედი თოკზე გაფინა,თან ხელი ჩამოუსვა._ გავამზეურო უნდა.
_ ხო,მეც სარეცხს გამოვხედე,იქნებ გაშრა და ავკრიფოთქო._ არც თავად ჩამორჩა.

გამყრელიძეების სახლში კი ხმაური არ წყდებოდა,პირიქით პიკს აღწევდა.
_ შენ,აბა ქალი ხარ?! საჭმელი ვერ მოგიმზადებია._ გაყვიროდა მერაბი ბოლო ხმაზე.
_ მოიტანე და არ გავაკეთე? რაც არ არის რითი რა მოგიმზადო?_ წინაღამის დარეცხილ ჭურჭელს ხმაურით აწყობდა სამზარაულოს თაროზე ინგა.
_ შენც ხომ მუშაობ?! სად მიგაქვს ის ფული?! მოგიტ*ნავ ჯიშს შენ,დამაცადე,მაგ სამსახურიდან წამოგათრევ,მაინც არაფერს არგიხარ ოჯახს.
_ შენ ხომ არგიხარ?! _ არ შეეპუა ინგა._ ადექი და მოიტანე.შენ სად მიგაქვს ხელფასი? ოჯახს და შვილს კაპიკს არ ახარჯებ.
_ სულ უნდა გაგყაროთ ამ სახლიდან…დამაცადეთ თქვენ!_ იქადნიდა კაცი.
_ როგორ დამღალე შენი მუქარით,როგორ! ის დღე გაქრებოდეს მე რომ შენ გამოგყევი ცოლად!_ არ ცხრებოდა არც ინგა.
_ ფუ,შენი კარგი მოვტ*ან._ დასარტყმელად გაიწია ცოლზე.ყელზე შემოაჭდო მარცხენა ხელი,მთელი ძალით კედელს მიანარცხა და მარჯვენა დასარტყმელად შემართა.
_ ხელი არ დაადო,თორემ ციხეში ამოგალპობ._ ზურგს უკან ერთადერთი შვილის ხმა მოესმა.დასარტყმელად შემართული ხელი გაუშეშდა.გააფთრებული სახით შეტრიალდა ანუკისკენ.
_ მიგაყოლებ დედაშენს.დედაშენივით გველი ხარ შენც,გაგზარდა თავისნაირი.
ღვარძლით ამოთქვა,მაგრამ მაინც შეუშვა ხელი ქალს.
ცხელი ისრებივით ესობოდა მამის სიტყვები გულში,თუმცა მიჩვეული იყო,იცოდა ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. ყოველჯერზე მოქმედებდა,გულს უპობდა მისი ლანძღვა და გინება.
_ წესიერად გველაპარაკე მეც და დედასაც.ეს სახლი მხოლოდ შენი არ არის და ვერავის ვერსად ვერ გააგდებ._ მშვიდი ტონით გააგრძელა ანუკიმ.
_ თუ ვერ გაგაგდებთ და ნახავთ,დამაცადე,თქვენთვის არ მცალია ჯერ … _ მოუგდო ბოლო წინადადება და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან.კარი ისე მოიჯახუნა,კედლები შეზანზარდა.
ფეხმორთხმით დაჯდა დივანზე ანუკი.მთელი სხეული უკანკალებდა.მუდამ ასე იყო,გამონახავდა საკუთარ თავში ძალას,შეეკამათებოდა მამას,მაგრამ მერე მთელი ენერგია უქრებოდა.უუნარო ხდებოდა.ახლაც ძლივს დაიმორჩილა ხმა,რომ რამე ეთქვა.
_ დედა,მართლა ძალიან დავიღალე._ საშინლად დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა._ ადექი ჩაალაგე და წავიდეთ აქედან.როდემდე უნდა იტანო მაგისი ლანძღვა და გინება?!
_ სად წავიდე ანუკი,სად?
_ ვაიმე დედა,ქირით გავიდეთ.მეც ვიმუშავებ და გადავიხდით როგორმე.არ დაიღალე ამას,რომ აჭმევინებ თავს?!
_ დავიღალე,მაგრამ ხუთასი ლარი მაქვს შვილო ხელფასი.გადახედე ქირის ფასებს.ჭამა არ გვინდა?მერე კომუნალურები…
_ ახლა ნუ გამაგიჟებ! როგორც აქ იხდი ისე იქ გადავიხდით,ამდენ დამცირებას რანაირად იტან?! მე დავიღალე,მართლა დავიღალე.აღარც ამისი სახლი მინდა,არც საჭმელი.ოღონდ მშვიდად გათენდეს დილა ვნატრობ…ადამიანი არ ხარ?! დედა ხომ ხარ?! რანაირად არ გესმის რას გეუბნები?!
_ მესმის მაგრამ,ვერ გავწვდებით…_ დანანებით ჩაილაპარაკა.
_ ჯანდაბა,ჯანდაბა…_ იყვირა წყობიდან გამოსულმა გოგომ._ იყავი და აიტანე შენ,მე მივდივარ.აღარ შემიძლია ამ ტოქსიკურ გარემოში ცხოვრება.გინდა წამოდი,არ გინდა და მე მივდივარ,ბოლოა ეს,მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ.
ისტერიკის პირას იყო. სწრაფად წამოდგა და საძინებელისკენ აიღო გეზი.
ბევრი არც არაფერი ებადა,მაგრამ რაც ჰქონდა სამგზავრო ჩანთაში ჩაყარა ერთი ხელის მოსმით.თითქოს ეშინოდა არ გადაეფიქრა,დროზე გასცლოდა სახლს და ადამიანებს,რომლებიც ყველაზე ახლობლები უნდა ყოფილიყვნენ წესით,მაგრამ ისე იყვნენ გაუცხოებულები ერთმანეთისგან,რომ არა ერთი სისხლი და ხორცი,საერთოს ვერ უპოვიდა ადამიანი.
ძველი კომპიუტერი ჩართო.მეგობარმა აჩუქა მასე შემდეგ რაც თავად ახალი შეიძინა.ნელა ტრიალებდა,ეტყობოდა სიძველე.სანამ ჩაიტვირთა იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო,თავი ხელებში ჩარგო.ცრემლები მოაწვა,ახრჩობდა ბოღმა,რომელიც ყელში გაჩხეროდა და სუნთქვაშიც კი ხელს უშლიდა.
_ ღმერთო,არასდროს მამყოფო მსგავს ტოქსიკურ გარემოში,სულ არ მინდა ოჯახი თუ ასე უნდა დავხოცოთ ერთმანეთი…ოღონდ ასეთი ქმარი არ შემახვედრო,ასეთი არა…
მწველი ცრემლები გადმოსცვივდა.ხელის ზურგით მოიწმინდა,უხეშად და დანისლული თვალები მიაპყრო ეკრანს.
საიტზე შევიდა,ბინებს ეძებდა,გარეუბანში.
_ მიდი რა,მიდიი_ გზავნიდა ღმერთის მისამართით._ რამე პატარა გთხოვ,რომ შევწვდე…გთხოვ,ღმერთო…
კურსორით დაბლა ჩაუყვა,დიდხანს ეძებდა, იმედს არ კარგავდა.მაინც ნახა რაღაც.ფასმა მოსტაცა თვალი.
ბინა გარეუბანში იყო.ფასი მისაღები.პატარა ფართი იყო,მხოლოდ ორი ოთახი.საძინებელი სადაც საწოლნახევრიანი საწოლი იდგა,პატარა ტუმბო და გარდერობი კუთხეში. სამზარეულო და მისაღები ერთ სივრცეში.ალბათ მთლიანობაში 30-35 კვადრატული იქნებოდა,თუმცა მისთვის სრულად მისაღები იყო.უცებ გამოცოცხლდა,ნომერი ამოიწერა და დარეკა.
_ მიპასუხეთ რაა…_ მუდარით ამოთქვა და გაიგო კიდეც ქალის ხმა.
_ გისმენთ.
_ გამარჯობა ბინის თაობაზე გირეკავთ…_ დაიწყო და ერთი ამოსუნთქვით მიაყარა სათქმელი.ბინა ჯერ კიდევ თავისუფალი იყო.
გულში შვება იგრძნო,სახე გაუნათდა.ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს რაღაც ხავს ჩაეჭიდა და სწორედ მისი დახმარებით უნდა ამოსულიყო იმ ჭაობიდან სადაც ახლა იყო.

აღარ მოისმენდა დილიდან გაუთავებელ ჩხუბს,ყვირილს,გინებას…აღარ მოუწევდა შუაში დგომა…ეს ყველაფერი შვებას გვრიდა,მაგრამ როგორც კი ფიქრები იქით წავიდა,რომ გადასახადზე დაფიქრდა,იმ პასუხისმგებლობაზე რასაც აპირებდა ცოტა შიში და სიცივე შეეპერა სხეულში.
კიდევ ერთხელ გავიდა დედასთან.ინგა სამზარეულოში ფუსფუსებდა.კომბოსტოს ნაჭერი გამოეღო,რომელიც მაცივარში მოიპოვებოდა და ჭრიდა.არადა არც ამას შეჭამდა მამამისი კარგად იცოდა.თუ კარგ ხასიათზე იქნებოდა რაც იშვიათ შემთხვევაში ხდებოდა გაიხუმრებდა “ კურდღელი ვარ,კომბოსტო ვჭამოო” და თუ ცუდი,მაშინ იწყებოდა სპექტაკლები და ცირკის ნომრები.
_ დედა,გთხოვ წავიდეთ…_ მუდარით დაიწყო,დაღლილი ხმა ჰქონდა._ ვიპოვე პატარა ბინა გარეუბანში.ძვირი არ ღირს,შევძლებთ გადახდას.მეც მოვძებნი სამსახურს… _ წამით გაჩერდა და ისევ განაგრძო,რომ დაეყოლიებინა დედა.
_ გთხოვ,ძალიან გთხოვ,წამოდი,აქ არ დარჩე,ვინერვიულებ.
ინგამ თავი გადააქნია.
_ არ ვიცი ანუკი,არ ვიცი…_ ამოიოხრა ქალმა._ მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება…
_ დედა,კარგი რაა,ხომ იცი რომ ამ ოჯახს დიდი ხანია ოჯახი აღარ ჰქვია.ბუტაფორიაა უკვე ეს ყველაფერი…
ინგა ისევ რუტინულად აგრძელებდა კომბოსტოს დაჭრას.თითქოს მასზე იყრიდა ჯავრს.მშვიდად,აუღელვებლად კუწავდა.
უყურებდა ქალის ქმედებებს და ჭკუიდან გადადიოდა.რანაირად შეეძლო,ცოტახნის უკან “ომგადატანილს” ახლა ასე მშვიდად დგომა სამზარეულოში. წამის მეასედში თითქოს გონება გაეხსნა,სისხლი ხმაურით მიაწვა სახეზე.
_ არასად წამომსვლელი არ ხარ,ტყუილად ემუქრები დაგტოვებ და წავალო,იცი რატო?! თავადაც ტოქსიკური ხარ,თავადაც ჩუმი,ფარული მანიპულატორი ხარ! მსხვერპლის როლი მოგწონს,მოგწონს რომ შენ მის ფონზე “კარგი” ჩანხარ.მეზიზღებით ორივე,მეზიზღებით და მძულს ჩემი თავი,მძულს რად მაქციეთ! მძულხართ!_ ბოლო სიტყვები გაავებულმა დაიყვირა და ოთახიდან გავარდა.
თვალები აეწვა ინგას და ცრემლებმაც არ დააყოვნა.ყველაზე მეტად კი ის ეტკინა,რომ შვილი სრულიად მართალს ეუბნებოდა,არა,შვილისგან კი არ ეწყინა,ის ეწყინა და ეტკინა,რომ სიმართლე უთხრეს და პირისპირ ჩაახედეს თვალებში ურცხვად.


გაბრაზებულმა დაკეცა ლეპტოპი,ჩანთაში ჩადო და საძინებლიდან მძიმედ გამოიტანა ჩანთა.
ინგამ თვალი გააყოლა შვილს.არ ეყო გამბედაობა შეეჩერებინა,იცოდა სწორედ იქცეოდა.წესით თავადაც უკანმოუხედავად,დიდი ხნის წინათ უნდა მიეტოვებინა მერაბი.მაგრამ არასდროს არ ყოფნიდა ძალა.ვერ იპოვა საკუთარ თავში ნებისყოფა ან სულაც საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა,რომ მიეტოვებინა კაცი,რომელიც არ სცემდა პატივს,არ უყვარდა,მუდმივად ამცირებდა.
_ ანუკი,მისამართი დამიტოვე დე…
კიდევ ერთხელ დაუარა მწარე გრძნობამ
კიდევ ერთხელ მოაწვა მწველი ცრემლები,მაგრამ შეძლო და თავი შეიკავა.მხოლოდ შეუმჩნევლად თავი დაუქნია.ხმის ამოღება ვერ მოახერხა.
კალამი და ფურცელი იქვე გასასვლელში მდგარ კომოდის უჯრაში მოიძია,დაწერა.წამით შეჩერდა.უნდოდა რაღაც კიდევ ეთქვა,მაგრამ აზრი არ ჰქონდა ესეც იცოდა.კალამი იქვე დადო და სახლიდან გავიდა.

ტაქსით მივიდა დანიშნულების ადგილზე.სტიპენდიის თანხა ჰქონდა დარიცხული და გაიმეტა.კორსპუსს ეძებდა,მაგრამ იმ დასახლებაში გარშემო კერძო სახლები იყო.
_ მგონი გეშლებათ._ შებედა ტაქსის მძღოლს.
_ არა,შვილო.ესაა.
ჩამოვიდა,ჩანთა გადმოიტანა.ხელახლა დარეკა ტელეფონზე,აუხსნა სახლს ვერ ვაგნებო.მალე გამოჩნდა ქუჩაში მოხუცი ქალბატონი.
_ შენ მირეკავდი ოთახზე შვილო?
_ დიახ._ მორიდებით გაეპასუხა.
_ მოდი.ნელი მქვია შვილო.
_ ანუკი.
თვალი შეავლო გოგოს და გაუკვირდა ჩემოდნით რომ იყო უკვე მისული.
_ გამომყევი.
პატარა კოხტა ეზოში შევიდნენ.ვიწრო ბეტონით მოპირკეთებული ბილიკი მიუყვებოდა სახლამდე.ბილიკს კი მარადმწვანე პატარა ბუჩქები მიყვებოდა მწკრივზე.კერძო სახლი იყო.გვერდით რამდენიმე მეტრში ცალკე შენობა იდგა.მოხუცმა იქით გადაუხვია.კარი გააღო და ანუკი წინ შეუშვა.
_ აბა ნახე შვილო…
ოთახში შევიდა მოათვალიერა გარემო.სუფთა იყო ყველაფერი,მაგრამ პატარა,მისთვის სამყოფი.
დედაც მშვენივრად დაეტეოდა,გაიფიქრა დანანებით.

_ ნელი ბებია,_ მიმართა ანუკიმ._ ბინა მომწონს,მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს…_ პაუზა გააკეთა,ვერ ხვდებოდა როგორ ეთქვა._ წინასწარ არ მაქვს თანხა და თვის ბოლოს,რომ გადაგიხადოთ თუ შეიძლება?
_ აბა რანაირად შვილო? მე რა ვიცი ვინ ხარ? რომ თვის ბოლოს არ გაიქცევი და წახვალ…არა გენაცვალე,მასე ვერ შეგიშვებ.
_ სამსახურს მოვძებნი…სტუდენტი ვარ,სტიპენდია მაქვს,უბრალოდ თვის ბოლოს დამირიცხავენ.გთხოვთ რაა…
ნელიმ ამოიოხრა.შეეცოდა გოგო.გაახსენდა თავისი სტუდენტობა,როგორ ჭირდა ცხოვრება,მაგრამ მაინც არ მოწონდა ეს აზრი.
_ ცოტა მაინც გადამიხადე,ან ნახევარი._ ამოიოხრა ქალმა.
ბარათზე სულ ორას ლარამდე ჰქონდა.გონებამ უცებ გადაამუშავა ყველაფერი.
_ ახლა ასი ლარი,რომ მოგცეთ დამტოვებთ?_ ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა,ქალს გუნება წაუხდა.
_ კარგი,არც ეგ თანხა მინდა,ოღონდ არ მომატყუო,თორემ ჩემი შვილიშვილი ერკვევა ეგეთ რამეებში და გიპოვის._ თითი დაუქნია ანუკის გამაფრთხილებლად.
მერე რომ შეხედა, გოგოს გაბადრული სახის დანახვაზე ტონი შეარბილა.
_ რა ვქნა შვილო,მოდიან კომუნალურებს მე მიტოვებენ გადასახდელს და იპარებიან,ხან რას აფუჭებენ.
_ დედას გეფიცებით,არ გავიპარები._ თვალებში წმინდა ცრემლი აუკიაფდა,თავისავე თავისადმი სიბრალული იგრძნო და ამან უფრო აუჩუყა გული._ დამერიცხება თუ არა სტიპენდია მოგცემთ,სამსახურსაც ვნახავ რამეს.ბოლო კურსზე ვარ,ჯერ დიპლომი არ მაქვს,მაგრამ ვნახავ რამეს.
ხანდახან არის მომენტები როცა არ იცნობ,მაგრამ გრძნობ მისი სულის სიწმინდეს ერთ სიტყვაში,ერთ ქცევაში.ეტყობოდა ამ ბავშვსაც ნელის თვალში,რომ სუფთა გონების იყო.

ნივთების ამოლაგებას შეუდგა.ბევრი არც არაფერი ჰქონდა,ამიტომ რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი უცებ მოათავსა გარდერობში.ბარათზე არსებული თანხით,როგორმე თვის ბოლომდე უნდა გაეტანა თავი.შემდეგ დაერიცხებოდა სტიპენდია,მაგრამ მთლიანად ქირაში უნდა გადაეხადა.უნივერსიტეტი საკმაოდ შორს იყო.ორი ტრანსპორტის გამოცვლა მოუწევდა.ყველა სავარაუდო ხარჯი გათვალა.ფაქტობრივად სიგიჟე იყო სახლიდან წამოსვლა მიხვდა,მაგრამ ისიც კარგად იცოდა,რომ იქ ვეღარ სუნთქავდა.მამის ტოქსიკურ ხასიათს ვეღარ უძლებდა.მუშაობის უფლებას არ აძლევდა ანუკის,იცოდა თუ იმუშავებდა და საკუთარი შემოსავალი ექნებოდა,იპოვიდა საკუთარ თავში ძალას და ოდესმე დაუპირისპირდებოდა,აუმხედრებდა ინგასაც,თუმცა ინგა უფრო მარტივი სამართავი იყო მერაბისთვის.იცოდა ყველა მისი სუსტი წერტილი და იქ ურტყავდა. რაც ქალის ძლიერი მხარე იყო,იმას მუდმივად ებრძოდა.ებრძოდა და იმდენი შეძლო თვითშეფასება სრულიად დაუქვეითა ქალს.შეაგუა იმ ყოფას სადაც ამყოფებდა.

ცოტახანში შიმშილის გრძნობამ შეაწუხა.ტაქსიდან,როცა ჩამოვიდა კუთხეში ქსელური მარკეტი შენიშნა.ბევრი რამ უნდოდა,მაგრამ მის საფულეში არსებული თანხა ამის უფლებას არ აძლევდა.თინუსი იყიდა,მაკარონი,ბოსტნეული მცირე რაოდენობის და სახლისკენ წავიდა.
მხოლოდ გამოსვლისას შენიშნა კარზე გაკრული “გვესაჭიროება დიასახლისი”.
გულში რაღაც ჩასწყდა,მაგრამ არა იმიტომ რომ ეთაკილებოდა.
უკან შებრუნდა.
_ უკაცრავად,დიასახლისი კიდევ გჭირდებათ?_ იმავე მოლარეს ჰკითხა ვისთანაც პროდუქტი გაატარა.
_ დიახ.თქვენთვის გნებავთ?
ანუკიმ თავი დაუქნია.
_ ყოველ დღე,დილიდან საღამოს ექვსამდე.გაწყობთ? მენეჯერს დავუძახებ და გაესაუბრეთ.
_ აჰ,არა გმადლობ…არა._ დაიბნა,სამსახური უნდოდა,მაგრამ უნივერსიტეტი უკვე დაწყებული იყო,ლექციებს ვერ გააცდენდა._ ამ გრაფიკით ვერ შევძლებ,გმადლობ.
გამოვიდა მარკეტიდან და საკუთარ თავს ამხნევებდა არაუშავს ანუკი,რამე სხვას ნახავ აუცილებლად.თითქმის ორი კვირა მაქვს დრო.

საღამოს ნინუცას ზარი შემოვიდა ტელეფონზე.ბავშვობის დაქალის.ერთად გაიზარდნენ და რაც საკუთარი თავი ახსოვდათ ერთმანეთიც ახსოვდათ.
_ რას შვრები ან? არ გამოხვალ ჩემთან?
_ ვერ გამოვალ ნინ,_ ამოიოხრა და გულიც ამოაყოლა.
_ რა ხდება გოგო,მშვიდობაა?
_ რა მშვიდობაა ნი,კაი რაა…არ გესმოდა დღეს?
_ რა? რაზე? _ წამით გაჩუმდა და დანანებით ჩაილაპარაკა._ კიდე იჩხუბეს?
_ ხო და წამოვედი სახლიდან,მერაბის ატანა აღარ მაქვს…
_ რა ქენი?_ გაოცებული ხმა ჰქონდა გოგოს.
_ წამოვედი,დავიღალე…ინგასაც ვეხვეწე და არ გამომყვა.მართლა აღარ შემიძლია ნინუცა,მაგრამ ახლა თავი უსინდისო მგონია,რომ ვფიქრობ დედა მანდ დავტოვე…
_ მოიცა,მოიცა…ვერ ვიჯერებ…და ახლა სად ხარ?
_ უჰ,თბილისის დასალიერში…
_ ეგ სადაა?_ ჩაიცინა გოგომ._ მოვალ გინდა?
_ ლოკაციას ჩაგიგდებ და მოდი,როგორ არ მინდა.

საღამოს სახლის წინ,ხის ქვეშ პატარა მაგიდასთან იჯდნენ და ჭორაობდნენ.მოუყვა დილით განვითარებული ამბები.
_ ვსო,რა მაგათი საშველი არაფერია ანუ…_ წვენის ჭიქა მაგიდაზე დადო ნინუცამ._ან დედაშენი რატომ აჭმევინებს ნერვებს მერაბს მაგრად მიკვირს.
_ წასასვლელი არ მაქვსო._ ჭიქის ზედაპირზე თითს ათამაშებდა ანუკი.
_ კაი რაა,მშობლები ხომ ჰყავს?
_ არ ელაპარაკებიან წესიერად.მერაბს რომ გაყვა ცოლად,პაპას სხვაზე ჰყოლია დანიშნული მაშინ დედა,ეს კიდე ამდგარა გამოპარულა,გამოეკიდა მერაბს._ჩაისისინა ირონიით._ მერე ხო იცი,აღარ აპატიეს,ესეც აღარ მიდის,რომ იცის რა დებილური ნაბიჯიც გადადგა,ისინი აყვედრიან მერე და ….კაროჩე რა სრული სიგიჟე.
_ გაყოლოდა ეგეც,ვინ იყო ეგეთი განა?_ გაიცინა ნინუცამ._ იქნებ უკეთეს ბედში ხვდებოდა.
ანუკიც აყვა სიცილში.
_ ჰო,რა ვიცი…ცოტა უკეთესი მაინც არ იქნებოდა?! _ ჩაეღიმა._ არადა,ბებოს აქვს ნათქვამი,შეძლებული ოჯახი იყოო,მერაბისნაირი “გატლეკილი” ხალხი კი არ იყოო,ვიღაცის ოჯახში სუფრაზე მოწონებიათ დედა და …
_ რატო,არ მოეწონებოდათ,მერაბის ხელში ახლაც ლამაზია ინგა და ახალგაზრდობაში რა იქნებოდა.გავხარ ინგას ხო იცი?_ თემა შეცვალა,არ უნდოდა კიდევ უფრო დაეგრუზა ამ საუბრით მეგობარი.
ჭიშკრის კარი გაიღო და ეზოში ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა.მაღალი,მხრებში გაშლილი,მუქი ფერის თმით,მოგრძო ცხვირით,პატარა კეხით,რომელიც უფრო მამაკაცურ იერსახეს სძენდა მის სახეს.ღია ფერის კანი ჰქონდა,თხელი ტუჩები. ხმაზე გოგონებისკენ გამოიხედა.მიესალმა და ნელი ბებიას სახლში შევიდა.
_ ეს ვინაა?_ ნინუცამ ბოლომდე გააყოლა ბიჭს თვალი.ანუკიმ მხრები აიჩეჩა.
_ არ ვიცი.
_ სიმპათიური იყო.
_ აუ,ნი,სამსახური მინდა სასწრაფოდ._ ნინუცას ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
_ ჰო…_ ტუჩები მომუწა გოგომ._ მაინც სად განიხილავ?
_ რას განვიხილავ გოგო,წეღან მარკეტში დიასახლისის ვაკანსიაზე ვიკითხე და დილიდან საღამომდეო…
_ შენ ვერ ხარ?! მაგიტომ აკლავ წიგნებს თავს დიასახლისად იმუშაო?
_ ნუ ამბობ მასე,ახლა ყველაფერი მაწყობს ნი.
_ ხო,მაგრამ არა ეგ.შენი შესაფერისი მოძებნე რამე…
_ ყრია კი სამსახურები… თან ჩემს გრაფიკს უნდა მოვარგო.
_ მე მოგცემ,რამდენი გჭირდება?
_ რას მომცემ,ხომ იცი ვერ ვიტან მსგავს წინადადებებს.
_ ქალო,კი არ გჩუქნი გასესხებ და დამიბრუნე მერე._ თუმცა ორივემ კარგად იცოდა ნინუცა თანხას უკან არ გამოართმევდა ანუკის.
_ ვნახავ რამეს,თუ ვერ მერე გეტყვი._ ისევ ჭიქაზე თამაში განაგრძო.
_ ნუ ხარ რა შენ …_ საჭირო სიტყვას ეძებდა ნინუცა._ მოკლედ ნუ ხარ ეგეთი,როცა დახმარებას გთავაზობ ნუ იცი ხელის კვრა.
_ არ გკრავ ხელს,უბრალოდ არ არის სწორი,მე თავად უნდა შევძლო.ჩემივე გადადგმული ნაბიჯით მიღებულ შედეგზე მე უნდა ვაგო პასუხი.
_ მორჩი რაა,აბა მეგობარი რისთვისაა?!
_ აი,რომ ჩამეხუტოს და რომ გამამხნეოს ასე…_ გაეღიმა._ კაი,გეტყვი მართლა თუ გავიჭედე.ახლა ჯერ მაქვს გარკვეული თანხა და მეყოფა.
_ არ ინერვიულო,იქნებ ასეც ჯობდეს,მერე ინგაც მიხვდეს და წამოვიდეს.
ცოტახანს კიდევ ისაუბრეს.ნინუცა წავიდა.ანუკი სახლში შევიდა,კარი ჩაკეტა გაუხდელად მიწვა საწოლზე და მალევე ჩაეძინა ემოციებისგან გადაღლილს.

დილით დედას მიწერა.მოიკითხა,მალე დაუბრუნა ინგამ პასუხი.
“მამაშენი გაბრაზდა,ნინუცასთან გეძებდა,მოვიდეს დაურეკეო.”

“თავად რატომ არ დარეკა?!”

“არ იცი რა ტიპია?! მასე გაგიჟდება ხოლმე…”

“შენ რამე ხომ არ გითხრა კიდე?!”

“ყვიროდა ხო,მაგრამ არ ავყევი.”

“ დედა,წამოდი გთხოვ,მართლა იმხელა ფართია დავეტევით ორივე.სიმშვიდეა,პატარა ეზოა…მოგეწონება.”

“ ჯერ არ შემიძლია,თუმცა ერთ დღეს აუცილებლად.”

“კარგი და იმედია მალე დააყენებ მაგ ერთ დღეს.წავედი ახლა,უნივერსიტეტში უნდა გავიდე.”

ყოველდღე დადიოდა უნივერსიტეტში,კარგ ამინდებში ცდილობდა ფეხით ევლო,რომ ტრანსპორტში ფული არ დაეხარჯა,ხვდებოდა ეს თეთრები არაფერი დიდი შეღავათი არ იყო,მაგრამ ახლა მისთვის ყველა თეთრი გადამწყვეტი იყო.ყველა ვიტრინაზე სადაც კი ხედავდა,რომ კონსულტანტი ან დიასახლისი ჭირდებოდათ შედიოდა და პირობებს კითხულობდა,მაგრამ ჯერ-ჯერობით სტუდენტზე მორგებული არცერთი იყო.
მზიანი დღე იყო.ჯერ ისევ სითბო ტრიალებდა ჰაერში.უნივერსიტეტიდან ადრე დაბრუნდა.ჰამაკში ჩაწვა,რომელიც რამდენიმე დღის უკან ეზოში ნელის შვილიშვილმა ჩამოკიდა,ძმაკაცებთან ერთად ლუდს რომ შეექცეოდნენ.
ლეპტოპიც გაიტანა და ვაკანსიების ძებნა დაიწყო.რამდენიმე ნახა,CV გადაგზავნა.ყველგან გამოცდილებას და სტაჟს ითხოვდნენ,მაგრამ მაინც სცადა.
ეზოში ხმაური გაისმა.ანუკიმ თავი ოდნავ წამოწია და იქეთ გაიხედა საიდანაც ხმა ისმოდა.რამდენიმე ბიჭი მისკენ მოემართებოდა.სწრაფად წამოჯდა.ყველაზე ნაცნობი სახე,რომელზეც ინტუიციით ფიქრობდა,რომ ნელის შვილიშვილი იყო მასთან მივიდა ახლოს.დანარჩენები შორიდან მიესალმნენ და მაგიდაზე ლუდის ბოთლები და პარკები დაალაგეს.
_ გამარჯობა.მე ნიკა ვარ._ ხელი გაუწოდა.
_ გამარჯობა.ანუკი._ მის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და წამოდგა.
_ ბიჭები ლუდის დალევას ვაპირებთ,თუ გესიამოვნებათ დაგპატიჟებთ.
_ არა,გმადლობ.
_ იმედია ხელს არ შეგიშლით.
_ არა.მე შევალ.
_ იყავით,თორემ მასე ვიფიქრებ,რომ მყუდროებას გირღვევთ.
_ არა,თქვენი სახლია,როგორც გნებავთ ისე მოიქეცით._ სულ დაიბნა._ მე შევალ.
_ კარგი.სხვა დროს ვეცდები აღარ შეგაწუხოთ.
_ არ ვწუხდები._ მშვიდად უპასუხა და სახლში შევიდა.
გვიანობამდე ისმოდა ბიჭების ხმა.ხან იცინოდნენ,ხან რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ,მერე ისევ სიცილში გადაეზდებოდათ ხმა.გვიან დაიშალნენ.
ანუკი იჯდა შუქ ჩამქრალ ოთახში და ფანჯრიდან გასცქეროდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.
ცოტახანში კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
_ ანუკი,ბოდიში…_ ნიკას ხმა იყო.
წამოდგა და კართან მივიდა.
_ რა მოხდა? _ კარი ფრთხილად გამოაღო.
_ ბებიამ ვერ ვარ კარგადო და წნევის გაზომვა უნდა და თქვენ ხომ არ იცით?
_ აა,დიახ.
_ თუ არ შეწუხდებით…
_ კი,ახლავე.
მათი სახლისკენ გავიდნენ.ნელი სასტუმრო ოთახში დივანზე მიწოლილიყო.ანუკიმ იქვე დადებული წნევის აპარატი აიღო და წნევა გაუზომა.
_ ცოტა მაღალია ნელი ბებია.
წამალი დაალევინა,დაწოლაში დაეხმარა.
_ მოისვენეთ და ნელ-ნელა წამალიც იმოქმედებს.
_ მადლობა,შვილო გაიხარე.ლამარა მიზომავს ხოლმე,ჩვენი მეზობელია,აგერ გვერდით ცხოვრობს მაგრამ,თავის გოგომ წაიყვანა ეს დღეები თავისთან და…
_ არაუშავს,რა მოხდა.სხვა დროსაც თუ დაგჭირდეთ დამიძახეთ.
იქვე ჩამოჯდა და დაელოდა.უხერხულად იჯდა.ნიკაც იქვე სკამზე ჩამოჯდა.
_ რა ქენი ბებია იშოვე სამსახური?
ანუკიმ გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი.გულში შიშმა გაუელვა,თუმცა სიმართლეც ვერ დამალა.
_ ჯერ ვერ…_ ჩაილაპარაკა მოწყენილმა.
_ სამსახურს ეძებთ?_ საუბარში ნიკა ჩაერთო.
_ დიახ,მაგრამ სტუდენტი ვარ და შეთავსებით.
_ მითხარი რაზე სწავლობ და იქნებ დაგეხმარო…
_ ბიზნესის ადმინისტრირება,მაგრამ ამ ეტაპზე ნებისმიერი ვაკანსია მაწყობს…_ წამით გაჩერდა თუნდაც არა პროფესიული.
ნიკამ თვალებში ჩახედა წამიერად გოგოს.
_ კარგი.
ადგა და გარეთ გავიდა.

ტელეფონი ამოიღო.
_ ნათ,გცალია ორი წუთით?
_ კი,ნიკო,რა ხდება?
_ მომხედე, ერთ ჩემს ნაცნობს სჭირდება სამსახური და გვაქვს ოფისში რამე თავისუფალი პოზიცია?
_ ნიკო,ამ ეტაპზე ერთადერთი დიასახლისის პოზიციაზე გვაქვს,აბა რა გითხრა…თუ გინდა მითხარი რა პოზიციაზე და ლუკა თუ გამოაცხადებს რამეს,მექნება მხედველობაში.
_ ჰო… კაი ნათ,მადლობა.
_ რა მადლობა,არ გრცხვენია?! კარგად.
კარის ხმაზე შებრუნდა სახლისკენ ნიკა.ანუკი გამოვიდა ეზოში.
_ თვლემდა და აღარ შევაწუხე,გამოვედი.
_ მადლობა.
_ არაფრის,თუ რამე დაგჭირდეთ დამიძახეთ.
გვერდის ავლას უპირებდა,რომ მაინც უთხრა ნიკამ.
_ ანუკი,ჩემთან ოფისში აქვთ თავისუფალი პოზიცია,მაგრამ დიასახლისი პოზიციაზე მხოლოდ,მაგრამ თუ გინდა CV გამატანე,ჩემს მეგობარს დავუტოვებ და როგორც კი შესაფერისი პოზიცია გამოჩნდება დაგიკავშირდებიან.
ანუკი ყურადღებით უსმენდა.
_ იცი რა,თუ დრო მაწყობდა,ეგ პოზიციაც მისაღებია ჩემთვის ამ ეტაპზე.
_ მართლა? _ გაუკვირდა ბიჭს._ მაშინ დაველაპარაკები ხვალ და გაგაგებინებ პირობებს.
_ კარგი,მადლობ.
დაემშვიდობა და თავისი სამყოფელისკენ წავიდა.დიდი იმედი არ ჰქონდა,მაგრამ რაღაც მაინც განათდა გულში.
ნიკა ნელის პირველი შვილიშვილი იყო.გამორჩეულად უყვარდა ბიჭი.დედამ მიატოვა,უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით,რომ როცა მშობლები გაშორდნენ სასამართლომ დედას გოგონა დაუტოვა,ბიჭი კი მამასთან დატოვა.
ნიკას მამამ,როინიმ მალე მეორე ცოლი შეირთო.შემდგომ შვილებიც ეყოლათ,მაგრამ ნიკასთან ქალი არასდროს იყო ისე,როგორც საკუთარ შვილებთან,მაინც იგრძნობოდა გამორჩევა,მიუხედავად იმისა რომ ნიკა ორი წლისაც არ იყო,როცა მამამ მეორე ცოლი შეირთო,მაინც ვერ შეიყვარა დედობილმა ნიკა შვილივით.
ბიჭს მუდმივად აკლდა დედის სითბო,ნელის გული უკვდებოდა,მაგრამ რას შეცვლიდა.ხან თავისთან მოჰყავდა ბავშვი,ხან მამასთან იყო და ასე იზრდებოდა.საბოლოოდ როცა უკვე წამოიზარდა უმეტესად ბებიასთან გადმოვიდა საცხოვრებლად.
ნიკა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდ დეველოპერულ ჰოლდინგში მუშაობდა.უძრავი ქონების აგენტი იყო.მოლაპარაკებებს აწარმოებდა კლიენტებთან.
კომპანია კი უძრავი ქონების განვითარებით იყო დაკავებული.ქვეყნის მასშტაბით ძველ შენობებსა და მიტოვებულ ობიექტებს ყიდულობდნენ, სრულ რეკონსტრუქციას უტარებდნენ და მათ თანამედროვე სასტუმროებად ან საცხოვრებელ კომპლექსებად აქცევდნენ. ზოგი პროექტი გაყიდვაში გადადიოდა, ზოგს კი კომპანია საკუთარ საკუთრებაში იტოვებდა.

სამსახურში მისვლისთანავე მიაკითხა ნათიას.ნათია დირექტორის მდივანის პოზიციაზე მუშაობდა ოფისში და ნიკასთან საკმაოდ მეგობრულ ურთიერთობაში იყო.
_ ნათ,დღემშვიდობის.აბა,მითხარი უცებ რა პირობებია დიასახლისის პოზიციაზე.
_ ვის უნდა ნიკო?_ თან საქაღალდეში იქექებოდა ნათია._ლუკამ,შემჭამა,დილიდან საშინელ ხასიათზეა.
_ ხოო? რა სჭირს?
_ რავიცი აბა მე,სულ მე მეტყვის._ ერთი საქაღალდე გვერდით გადადო და მეორეს ფურცვლას შეუდგა._ ჯანდაბა,სად წავიღე…
_ რას ეძებ?_ უთანაგრძნო ნიკამ,რომელმაც იცოდა რას ნიშნავდა ლუკას ცუდი ხასიათი და შეეცოდა გოგო.
_ ახლი კონტრაქტორის ხელშეკრულებას.გუშინ მოაწერეს ხელი._ გამალებით ეძებდა ყველგან._ ჯანდაბა,მომკლავს…
_ კაი აქ იქნება,სად წავიდოდა? ფეხს ხომ არ აიდგამდა და გაიქცეოდა…
_ ფაქტია აიდგა…_ ხელები უმწეოდა გაშალა ნათიამ.
_ კაი გოგო,მიმიშვი მეც._ ახლა ნიკაც ჩაერთო ძებნაში._ მომხედე,ლუკასთან ხომ არ არის?
_ შემომიტანეო წეღან მითხრა,რანაირად იქნება მაგასთან…_ განერვიულებულმა თავის აუღებლად უპასუხა.
_ ჰოო…
კარი გაიღო და თავზე ლუკა წაადგა ორივეს.
_ ნათია,_ ახლა შეხედა ნიკას._ გამარჯობა ნიკა,შენი ნახვა მინდოდა სწორედ.
წითელი საქაღალდე გაუწოდა.
_ ამ პროექტზე შენ იმუშავებ.
ნათიამ თვალები დააწვრილა და დაკვირვებით დახედა ლუკას ხელში არსებულ საბუთებს,სწორედ ის საქაღალდე ეჭირა ხელში,რასაც ამდენი ხანი ეძებდა.ამოისუნთქა და მოწყვეტით ჩაეშვა სკამში.
_ ხელი მოწერილია,უკვე ჩვენია მთლიანი ტერიტორია,შენობა ნაგებობებიანად.მიხედე ან დაშლი და ისე გავიტანთ ბაზარზე გასაყიდად,ან რაიმე კრეატიულ მასშტაბურ პროექტად ვაქცევთ.ყველა შემთხვევაში გაყიდვას ექვემდებარება,მაგას არ დავიტოვებთ.ხო და კიდევ ჩემი მაგიდა…_ მზერა დაეჭიმა._ დალაგებას საჭიროებს და კიდევ დიდხანს უნდა ვიყოთ დიასახლისის გარეშე?!
_ ბატონო ლუკა,გრაფიკი და ხელფასი,არავის აწყობს…
_ მოუმატეთ ხელფასი და მოიყვანეთ ვინმე.აღარ შემიძლია ამ სიბინძურეში._ შეტრიალდა და ჩქარი,მაგრამ მოზომილი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
_ სიბინძურეში…_ სახე დამანჭა და გააჯავრა ნათიამ._ ბინძური სული გაქვს და ვერ ამჩნევ,ამის კარგიც…ტიპი,რა სიმპათიურია და აი ხასიათი აქვს კატასტროფა,როცა ამჟავდება.
გული მოიოხა გოგომ,ვეღარ ჩერდებოდა.
ნიკას გაეცინა.
_ კაი,ამოისუნთქე.
_ ვინ მაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას ნიკო,ვინ? ხომ ხედავ,საქაღალდე თვითონ ჰქონდა და მაძებნინა.ახლა მაგიდა არ მოწონს,გეგონება მაგის მოსამსახურე ვარ.არადა გეფიცები ყოველ საღამო ვულაგებ მაგ კრეტინს,მაგრამ შარიანია,იმიტომ ყველა გარბის.წიკიანი დედამთილივით არის,ხან დალაგებული არ მოწონს,ხან მტვერი დარჩათ,ხან ხაზები ეტყობა მაგიდას…უიმე,აუტანელი._ ამოისუნთქა და შუბლი მოიქექა._ რაო ვის უნდაო დიასახლისის პოზიციაზე?
_ აა,ხო…ჩემი ნაცნობია,მაგრამ თუ ასე ჭედავს მართლა… _ თავით ლუკაზე ანიშნა.
_ ვაიმე,მოიყვანე კაცო,ცოტახანს მაინც დავისვენებ მე და იქნებ მოეწონოს ეგ,თან ხელფასი მოუმატეო ხომ გაიგე…
_ ხო და გრაფიკი?
_ რავი დილიდან არიან ხოლმე…_ მხრები აიჩეჩა ნათიამ.
_ სტუდენტია და მგონი დილით ლექციები აქვს.
_ მომეცი ნომერი,დავურეკავ მე და რამეზე შევთანხმდებით,თუნდაც ლექციების მერე მოვიდეს.
_ ნომერი არ მაქვს და ვეტყვი ხვალ მოვიდეს,მოსულა?
_ კი,კი რაა._ სიხარულით დათანხმდა ნათია.ფეხის ხმაზე გაიხედა და დერეფანში მიმავალ კესოს გააყოლა თვალი,რომელიც ქუსლების კაკუნით მიუყვებოდა ლუკას კაბინეტისკენ გზას._ მოაკითხა ნაშამ,იქნებ დააწყნაროს.
_ კაი გოგო გეყოს,ნუ იკბინები._ გამაფრთხილებლად აუწია წარბი ნიკამ.
_ ოჰ,თორე შენ არ იცი,რომ ტყუილს არ ვამბობ.
ნიკამ ყურადღება აღარ მიაქცია გოგოს ნათქვამს.
_ წავედი მე,მოკლედ ხვალ მომყავს და მიმიხედე._ თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა.


კესო ქუსლების კაკუნით ისე შევიდა ლუკას კაბინეტში კარზე არ დაუკაკუნებია.
_ რას შვრები? _ კარიდანვე იკითხა და შევიდა.
ლუკამ ალმაცერად გახედა გოგოს და ისევ საბუთებში ჩაყო თავი.
_ რამე მოხდა? _ არ შეიმჩნია და ჩვეულ ტემბრში განაგრძო საუბარი.ლუკას მაგიდის წინ,სკამზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე ისე გადაიდო,ნახევარი საჯდომი გამოუჩნდა მოკლე კაბიდან.
_ კარზე დაკაკუნება არ გასწავლეს? _ მშვიდად კითხა,ისე რომ თავი არც აუწევია.
_ სულ ეგაა პრობლემა? გავალ და ხელახლა შემოვალ.
ლუკამ მხოლოდ ახლა აწია თავი.ჯერ მის სახეს შეხედა,მერე მზერა მის ფეხებზე გადაიტანა.
_ წესიერად დაჯექი.
_ რატომ? _ ხმაში სიკეკლუცე გაერია._ ყურადღებას გიფანტავ?
ლუკამ კალამი მაგიდაზე დადო,სკამის საზურგეს მიეყრდნო.
_ არა,უბრალოდ მიყვარს როცა ადამიანები სკამზე ისე სხედან,როგორც ცივილიზებულ საზოგადოებაშია მიღებული.
კესომ წარბი აზიდა.
_ ხანდახან რა მოსაწყენი ხარ ლუკა.
_ ხომ იცი რომ პირველი არ ხარ,ვინც ამას მეუბნება?!
_ და არ გინდა შევცვალოთ მერე რამე?_ ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
_ სტატისტიკას თუ მივყვებით,გეტყვი რომ ვინც ჩემს შეცვლას ეცადა,ბოლოს წააგო…
_ რა?
_ ჩემი თავი._ ჩაეღიმა ლუკასაც.
კესომ გადაიკისკისა.
_ როგორი დიდი წარმოდგენის ხარ საკუთარ თავზე ლუკა.
_ შენ კი დიდი ენთუზიაზმით შეპყრობილი._ წარბები აუთამაშა და ისევ ქაღალდებში ჩარგო თავი.
კესომ ირონია მოიშველია,სახეზე დამცავ ფარად აიკრა,ფეხზე წამოდგა და ზევიდან დახედა კაცს.
_ ცინიკოსი ხარ და ხანდახან ვფიქრობ,რომ განზრახ იქცევი ასე.
ლუკამ მზერა არ აარიდა,თვალებში უყურებდა გოგოს.
_ შეიძლება._ ირონიულად ჩაიღიმა,გრძელი თმები რომელიც სახეზე ჩამოშლოდა ერთი ხელის მოსმით ზურგზე გადაიყარა,შებრუნდა და კარს მიღმა გაუჩინარდა.

კესო გელანტია ოცდაშვიდი წლის ლამაზმანი იყო.ლუკას მამა სოსო და მისი მამა ლევან გელანტია პარტნიორები იყვნენ.კესო შეერთებული შტატებიდან ახალი დაბრუნებული იყო,სრულიად შემთხვევით,რომ გადაიკვეთა ლუკასთან.

***
რამდენიმე წლის უკან.

ბართან ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა,მარტო.მაღალი,ფართე მხრებით.გრძელი სწორხაზოვანი ცხვირი,გამოკვეთილი ყბის ძვალი,თხელი სწორი ტუჩები და მუქი ჩამჯდარი თვალები ჰქონდა,რაც ერთი შეხედვით სიმკაცრეს სძენდა მის სახეს.მუქი წაბლისფერი თმა კი უწესრიგოდ ჰქონდა გადავარცხნილი.
ვისკის ჭიქას დაყურებდა.მუქი სითხე მაცდურად უმზერდა.მზერა დაუვიწროვდა,ბაგე მწარე ღიმილმა გაუპო.ერთ ყლუპად დალია დარჩენილი სითხე და შემდეგი მოითხოვა.
ბარში შემოსვლისთანავე თვალში მოხვდა კესოს მამაკაცი.ცოტახანს შორიდან აკვირდებოდა,როცა მიხვდა მარტო იყო მამაკაცი.მეგობრებს ბოდიში მოუხადა და მისკენ დაიძრა.თავისუფალ სკამზე მოთავსდა და ბარმენს ერთი კოსმოპოლიტანი სთხოვა და მამაკაცისკენ შეტრიალდა.ფეხი ფეხზე გადაიდო.მოკლე კაბა კიდევ უფრო დაუმოკლდა.
_ მძიმე დასალევია?_ ვისკზე ანიშნა კესომ.
მამაკაცმა მძიმედ აწია თვალები.დანისლული მზერა მიაპყრო გოგოს.
_ დაგპატიჟებთ და გასინჯეთ,თუ დათრობის არ გეშინიათ._სასმლისგან ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა.
_ მე ცოტა უშიშარი გოგო ვარ.
_ კარგია. _ ისე უპასუხა,აგრძნობინა,რომ მისთვის სულ ერთი იყო და სასმელი მოსვა.
კესომ ჭიქა ხელებში აათამაშა,შემდეგ რამდენიმე ყლუპი მოსვა.აშკარად ცქმუტავდა,მამაკაცთან დიალოგის გაბმა სურდა.კაცი კი თავის ფიქრებში იყო.
_ მარტო ხარ? _ ისევ გოგომ წამოიწყო საუბარი.
_ კი.
_ მეც.
მზერა დაავიწროვა.დაჟინებით ჩახედა გოგოს თვალებში.
ჯიბეში ხელი ჩაიყო,რამდენიმე მსხვილი კუპიურა ამოიღო ბარზე დადო.
_ მე გპატიჟებთ._ ბარმენის გასაგონად თქვა,მერე გამოტრიალდა და უსიტყვოდ გაემართა კარისკენ.
კესო უცებ მოეგო გონს და სწრაფი ნაბიჯით დაეწია.
_ მადლობა,მაგრამ უცნობებისგან უხერხულია,მე თქვენი სახელიც კი არ ვიცი.
კაცმა ხელი გაუწოდა და სასმლისგან აალებული თვალები შეანათა.
_ ლუკა. _ გოგოს სახეზე ღიმილმა გადაურბინა.მის ხელს თავისი შეაგება.
_ მე კესო.,მადლობა სასმლისთვის.

დილა ჩვეულ რეჟიმში არ დაიწყო.გვერდით სრულიად უცხო ადამიანი ეწვა.დიდი ხანია არავის გვერდით არ გაუღვიძია და ცოტა დისკომფორტი იგრძნო ამის გამო კაცმა.გვერდით მწოლიარე ქალს გადახედა,რომელსაც სახე ნახევრად ბალიშში ჰქონდა ჩარგული და მშვიდად სუნთქავდა.მუქი ფერის კანი,რომელიც ნამზეურის დამსახურება იყო,უფრო სექსუალურს ხდიდა.თხელი აპრეხილი ცხვირი ბალიშში ჰქონდა ჩაფლული.მუქი სისხლისფერი ტუჩები ვნებიანად დაბუშტვოდა.
ლამაზი იყო კესო,მიმზიდველი,ქარიზმატული.
საწოლშიც მშვენივრად შეეწყო,მაგრამ ვერ მიიღო ის რაც აკლდა.
დაუდევრად მიაგდო თხელი პლედი და აბაზანას მიაშურა.

აბაზანიდან გამოსულს გაღვიძებული დახვდა ქალი.
_ დილამშვიდობის._ მიესალმა მშვიდი ხმით.წელზე მხოლოდ აბაზანის ტილო ჰქონდა შემოხვეული.სველი თმა კიდევ უფრო მუქად მოუჩანდა.მშვიდად, თავდაჯერებულმა გადაკვეთა ოთახი.საგარდერობე ოთახში შევიდა.
კესომ სურვილით სავსე მზერა გააყოლა კაცს.საწოლიდან წამოდგა,სურვილის მიუხედავად,მაინც ჩაიცვა და მამაკაცს დაელოდა.
რამდენიმე წუთში ლუკაც გამოვიდა.
_ სამსახურში მივდივარ.გინდა ტაქსს გამოგიძახებ,ან დაგტოვებ სადაც მეტყვი.
_ ტაქსით გავალ._ როგორც პანტერა ისე მოძრაობდა.ნელი,ფრთხილი,მოზომილი ნაბიჯებით მიუახლოვდა კაცს.პერანგის საყელოს წაეტანა და ისედაც უზადოდ გასწორებულ საყელოს თითებით შეეხო.მზერა თვალებზე გადაიტანა.
_ როგორ ფიქრობ,ბედისწერას მივანდოთ ჩვენი შემდეგი შეხვედრა თუ გავცვალოთ ნომრები? _ რბილი,მათრობელა ხმით ჩაილაპარაკა.
ლუკა თითქოს ყინულად ქცეულიყო.ქალის ვერცერთ სიტყვას და შეხებას ვერ გრძნობდა.
ჯიბიდან მობილური ამოიღო.აპლიკაციის საშუალებით ტაქსი გამოიძახა.
_ ორ წუთში მოვა ტაქსი._ მობილური ჯიბეში დააბრუნა._ ჰო,რაც შეეხება მაგ საკითხს,ბედისწერას მივანდოთ,უფრო საინტერესოა._ ნაძალადევად გაუღიმა ქალს და წინ გაატარა.

ოფისში ჩვეულ დროს მივიდა ლუკა,როცა მამამისის და ნათიას საუბარი შემოესმა.
_ ნათია,ლუკას გადაეცი დღეს ვახშამი გვაქვს ჩანიშნული ჩვენს პარტნიორთან და აუცილებლად უნდა დაესწროს._ მაღალი,მხერბში გაშლილი,სოლიდური აღნაგობის მამაკაცი იყო სოსო გოგრიჭიანი.
_ აქ ვარ მამა._ ზურგს უკან ლუკას ცივი ხმა გაისმა.
_ ძალიან კარგი._ სოსომ შვილი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.თავი დაუკრა და თავის კაბინეტს მიაშურა.

შვილსა და მამას შორის ბოლო დროს არსებულ დაძაბულობას ყველა გრძნობდა.მიზეზი არავინ იცოდა,მაგრამ ის სიხისტე რასაც ლუკა მამის მიმართ ავლენდა,შეუმჩნეველი არასდროს რჩებოდა.
მაკას,ლუკას დედას ხშირად უწევდა ქმარსა და შვილს შორის დგომა.ეს დიდ დისკომფორტს უქმნიდა,მაგრამ ქმარი უყვარდა,პატივს სცემდა, მისი ხასიათი შესწავლილი ჰქონდა და იცოდა ყველა მისი ხასიათის საწყისი წერტილი.ერთად გაიზარდნენ,კლასელები იყვნენ,ბოლო კლასებში სიყვარულში,რომ გამოუტყდა სოსო,მასზე ბედნიერი იმ წუთებში არავინ ეგულებოდა სამყაროში.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ცოლობა სთხოვა და სიხარულით დათანხმდა მაკა.
პირველი შვილი ლუკა იყო,შემდეგ ნენე,რომელიც მამის ნებიერა გოგო იყო,მანამდე სანამ მის წინააღმდეგ არ წავიდა.
აკრძალული ხილის სიყვარულმა იმსხვერპლა გოგო.აკრძალული ხილი კი ამ შემთხვევაში ანდრო ჯოხაძე იყო.
ანდრო,სოსოს მეტოქის შვილი იყო.სკოლიდან ვერ ეგუებოდნენ ერთმანეთს გურამ ჯოხაძე და სოსო გოგრიჭიანი.ორივეს ერთი ქალის სიყვარულით ჰქონდა სავსე გული და ეს იყო მაკა.
მაკას გრძნობების მიუხედავად,გურამი ჯიუტი თაყვანისმცემელი იყო.არ ნებდებოდა,მუდმივად იქ ჩნდებოდა სადაც მაკა იყო.ამის გამო მუდამ ხელჩართული ბრძოლა ჰქონდათ ახალგაზრდებს იმ დროს.
ბოლო გადამწყვეტი ჩხუბის დროს სოსო მძიმედ დაჭრა გურამის ძმაკაცმა.დროული ჩარევის შედეგად გადარჩა სოსო და სწორედ მაშინ გადაწყვიტა მაკასთვის ცოლობა ეთხოვა.ხვდებოდა ეს ყველაფერი მანამ არ დასრულდებოდა,თუმცა ცხოვრება ხომ მოულოდნელი სიურპრიზებით არის აღსავსე.
მაკას,სოსოს და გურამის ამბავი დასრულდა,მაგრამ წლების მერე მისი ნებიერა ქალიშვილი გახდა ჯოხაძეების სამიზნე.
ანდრო ჯოხაძე და ნენე შემთხვევით გადაიკვეთნენ და სიყვარულში გადაიზარდა მათი ურთიერთობა.სოსოსთვის ერთგვარი შოკი იყო,როცა საყვარელი ქალიშვილის რჩეულის ვინაობა გაიგო.ბევრი ხვეწნა-მუდარის,ჩხუბის,აკრძალვების მიუხედავად ნენემ არ დათმო ანდრო.
თითქოს მისჯილი ჰქონდათ ჯოხაძეების კაცებს გოგრიჭიანებთან მუდმივი ქიშპობა.
რადგან მუდმივი გარჩევები დაიწყო და დასასრული არ უჩანდა,შეყვარებულმა წყვილმა გადაწყვიტა გაპარულიყვნენ.
გურამი ეცადა დაზავებას.შესარიგებლად მივიდა სოსოსთან,მაგრამ სოსომ არ გაიკარა.ძველი წყენა და ბრაზი არ დაივიწყა.არ იყო სოსო ის კაცი,მარტივად,რომ პატიობდა ხალხს.თქვა და იქ დაასრულა.
_ მე ქალიშვილი აღარ მყავს.
ბევრი ეცადა მაკა მამა-შვილის შერიგებას,მაგრამ ცალკე ნენე გაანჩხლდა.
_ ასე მარტივად თუ შეუძლია შვილის მოკვეთა,აწი დამაცადოს მაგანო.
ამ პერიოდში ლუკა ლონდონში სწავლობდა და როგორც კი დაბრუნდა ეცადა მამა-შვილის მორიგებას,მაგრამ ვერცერთს ვერაფერი შეასმინა.სიძე მოეწონა.
განათლებული,ზრდილობიანი,შემდგარი პიროვნება იყო ანდრო ჯოხაძე.პირველი რაც შენიშნა,მისი სიყვარულით ანთებული თვალები იყო,როგორ უყურებდა მის დას და ამან დიდი პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა ლუკას გულში.
ხშირად სტუმრობდა ანდროს და ნენეს ლუკა.დაძმაკაცდნენ და ერთად უამრავ დროს ატარებდნენ.
მამასთან რამდენჯერმე სერიოზული ჩხუბი მოუვიდა ნენეს და ანდროს გამო.
_ სოსო,გეყოფა!_ ხმას აუწია ლუკამ._ შენი შვილი უკვე იმ კაცის ცოლია და გეყოს პატარა ბიჭივით ხტუნაობა.გინდა თუ არ გინდა შენი შვილიშვილების მამა იქნება ის კაცი და გეყოფა,ნუ გადაგვაყოლე შენი ბიჭობის გარჩევებს.
_ ვის უბედავ შენ მაგ ტონით?_ ხმას აუწია სოსომ.
_ გასაბედი აქ არაფერია,ნერვები მომეშალა და ტონს ავუწიე.
_ მამაშენი ვარ არ დაგავიწყდეს!
_ ნენეს მამაც ხარ,მაგრამ ეგ დაგავიწყდა მგონი.
_ თავად თქვა უარი ჩემთან კავშირზე.
_ აუ,მოდი რა არ გინდა ეს ტელენოველას საუბრები.ან მიიღებ ნენეს და ანდროს და შეწყვეტ ნენეს ნერვიულობას ან მეც წავალ ამ სახლიდან.
_ მიბრძანდი,არავინ გიჭერს.ის ჩემს მტერს ჩაუგორდა ლოგინში და შენც …
სიტყვის თქმა აღარ დააცადა,პერანგის საყელოში წვდა სოსოს ლუკა.
_ აღარ გაბედო ნენეზე მასე საუბარი,გესმის?!_ კბილებში გამოსცრა._ აღარ გაიმეორო.
_ ხელი გაწიე,ლაწირაკო._ ხელი აუკრა სოსომ.
ყვირილზე მაკა შევიდა ოთახში და ფერი დაკარგა ქალმა.
_ რას შვრებით? რა … რა ხდება აქ?.გაგიჟდით? _ ხან ერთს უყურებდა ხან მეორე._ ლუკა,გაუშვი ხელი.
ძალით შეაშვებინა ხელი კაცზე.გააცალკევა ერთმანეთისგან,მაგრამ იმ დღის შემდეგ ლუკა ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და სოსოსთანაც აერია ურთიერთობა.
გულის სიღრმეში საკუთარ თავსაც ვერ პატიობდა მამაზე ხელის უხეშად შეხებას,მაგრამ,რომ ფიქრობდა იმ სიტყვებსაც ვერ მოისმენდა მშვიდად.
ორსულ დას ვერაფერი უთხრა დასაიმედებლად,ვერც ის უთხრა მეც წამოვედი სახლიდანო.
_ ლუკ,რაო მამამ? ელაპარაკე?
როგორც კი ტელეფონზე უპასუხა ძმამ,მაშინვე კითხვები დასვა.
_ ჯერ ვერ ნენესიტო,ხომ იცი სოსოს ამბები,სახლშიც სულ მუშაობს ვიღაც ჰყავდა კაბინეტში და აღარ შევაწუხე.
_ კაი,ჰო…_ თითქოს ხმა ჩაუწყდა,იმედის სხივი გაქრა მის ხმაში.
_ არ მოიწყინო ბისკვიტ._ გინდა,გამოგიარო და ნაყინის საჭმელად წავიდეთ მე,შენ და ბავშვი?
ნენეს გაეცინა.
_ ბავშვი კაი იყო,ჯერ სულ რაღაც ოცდაოთხი კვირის არის.
_ მუცლად ყოფნის ნახევარზე მეტი გავლილი აქვს და …მომხედე ანდრო სადაა არ წამოვა?
_ მოდი,კი წამოვალთ,მაგრამ ნაყინი არა სუშიზე დამპატიჟე.
_ კაი,იყოს სუში._ ჩაიცინა ლუკამ.

ცდილობდა პატარა დაიკო არ ენერვიულებინა,მით უფრო ორსულობის შემდგომ,მაგრამ დროთა განმავლობაში ნენე მიხვდა,რომ მამა პატიებას არ აპირებდა.ლუკასაც აღარ სთხოვდა მამასთან მორიგებას.
პატარაც გაჩნდა.ბიჭი შეეძინათ,მაგრამ სოსო ლუკასთან კამათის შემდგომ უფრო ხისტი გახდა და არ ურიგდებოდა გოგოს.
მისი და ლუკას ურთიერთობაშიც ნაპრალი ღრმავდებოდა.


საღამოს ვახშამი დედაქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში გაიმართა.ლუკა დაგვიანებით მივიდა ვახშამზე და სოსოს უკმაყოფილო სახე შორიდანვე შენიშნა,თუმცა მისი სახის გამომეტყველებაზე დიდად არ უფიქრია,რადგან რამდენიმე წამში თვალი ჰკიდა გოგოს,რომელთანაც ღამე გაათია და ახლა სახელიც აღარ ახსოვდა.ის კი ტუჩის კუთხეში გაპარული კმაყოფილი ღიმილით შეჰყურებდა მიმავალ კაცს.
წამიერი დაბნეულობა,უმალ გაფანტა.მიხვდა ეს გოგო,მათი კომპანიონი ლევან გელანტიას შვილი იქნებოდა,რომელიც ქვეყანაში არ იმყოფებოდა წლები.
გულში შეიკურთხა,მაგრამ ვისი მისამართით ამის დაზუსტება რთული იყო.
სუფრასთან წარსდგა.ლევანს ხელი ჩამოართვა,მის მეუღლეს ლიზას და ჯერი მათ ქალიშვილზე მიდგა.
_ ლუკა,იცნობდე ლევანის ქალიშვილი მშვენიერი კესო._ წარუდგინა სოსომ.
ლუკამ ხელი გაუწოდა გოგოს.მშვიდი,გაწონასწორებული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
_ სასიამოვნოა.
_ ჩემთვისაც._ ჩაეღიმა გოგოს.
_ ლუკა,კესო ახლახან დაბრუნდა ამერიკიდან.ნიუ-იორკში ცხოვრობდა,მოგეხსენება ბოლო წლები._ ბოხი ხმით დაიწყო ლევანმა._ ახლა რადგან აქ არის და როგორც ჩემი ერთადერთი მემკვიდრე მინდა გარკვეული საქმეები გადავაბარო და გამოვცადო მისი ძალები._ სიამაყით გადახედა კესოს და გოგონამაც შეიფერა უმალ.
_ ბოლო პროექტი,რომელიც საერთოა ჩვენი კომპანიებისთვის,მინდა კესოს გადავცე,დღევანდელი ვახშამიც სწორედ ამას ეძღვნება._ მშვიდი ბარიტონით აგრძელებდა ლევანი._ გვინდოდა ერთმანეთი გაგეცნოთ და თქვენი ერთად დაწყებული საქმე აღვნიშნოთ.
_ გასაგებია.
ლევანი კიდევ რამდენიმე წამს აკვირდებოდა და ელოდა ლუკას რეაქციას,თუმცა ლუკა მეტი არაფრის თქმას არ აპირებდა.
_ ვფიქრობ,ეს პროექტი დიდ წარმატებას და მოგებას მოუტანს ჩვენს კომპანიებს,საფუძველს ჩაუყრის ჩვენს კოლაბორაციას.
_ ნამდვილად სოსო,მოხარული ვიქნები მეც._ დაეთანხმა ლევანი.
_ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ ძვირფასო,_ შენიშნა მაკამ შვილის თვალებში გაჩენილი უკმაყოფილება და
ეცადა განემუხტა.სოსოს მკლავზე ნაზად შეეხო,არც ქმრის განაწყენება არ სურდა.
საუბარი ბიზნესს არ სცდებოდა და სამომავლო გეგმებს.ლუკა წამოდგა.
_ უკაცრავად,ცოტახნით დაგტოვებთ._აივნისკენ გაემართა და თითებს შორის სიგარეტს ათამაშებდა.ნერვულად მოუკიდა,ღრმად ჩაისუნთქა თამბაქოს ბოლი,რამდენიმე წამს დააყოვნა და შემდგომ ვარსკვლავებით მოჭედილი ცისკენ გაუშვა.
ფეხის ხმა მოესმა.არ შეტრიალდა ინტუიციით მიხვდა კესო იქნებოდა.მოაჯირს მიეყრდნო ზურგით გოგო.სახე მამაკაცისკენ მიაბრუნა და ოდნავ ირონია და თან კმაყოფილი ბგერები იგრძნობოდა მის ხმაში.
_ როგორც ჩანს ბედისწერამ გადაწყვიტა აქტიურად იმოქმედოს._ დაჟინებული მზერა მიაპყრო,აინტერესებდა ლუკას რეაქცია.
_ ან დაგვცინის.
კესოს გაეცინა.
_ რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია რეაგირებს.
_ ჰოო? არ აქვს მნიშვნელობა მოტივს შენთვის?
_ მთავარია რეაგირებს და შემდეგ შედეგი._ სიკეკლუცე შეერია კესოს ხმაში.
_შედეგი როგორი წარმოგიდგენია?_ არც კი შეუხედავს გოგოსთვის,ისე ზედაპირულად ჰკითხა.
_ სიმართლე გითხრა,არ მიფიქრია,თუმცა დასაწყისი იმდენად საინტერესო ჩანს…_ თავადაც შეტრიალდა და განათებულ ქალაქს გადახედა აივნიდან.
ლუკამ პასუხი აღარ დაუბრუნა.

ასე აეწყო მათი ურყიერთობა და რამდენიმე წელი გრძელდებოდა.თანამშრომლობდნენ ოფისში და ასევე საწოლშიც.სერიოზულ სახეს კი არასდროს ღებულობდა .

***
დილიდან საავდრო ღრუბელს მოეყარა თავი თბილისის ცაზე და მთელი დღე წვიმის მოლოდინში იყვნენ დედაქალაქის მაცხოვრებლები.
სამსახურიდან დაბრუნებულმა გვიან საღამოს ანუკის ბინის კარზე დააკაკუნა.
კარი მალე გაუღეს,მაგრამ სრულიად უცხო გოგო იდგა კარში.ნინუცამ მაშინვე იცნო ბიჭი.
_ გამარჯობა.ანუკი მარკეტში გავიდა და დაბრუნდება სადაცაა,მობრძანდით.
_ გამარჯობა._ ჩაეღიმა ბიჭს._ მე ნიკა ვარ.ანუკის მეზობელი.
_ დიახ,მივხვდი.მე ნინუცა ვარ.
პირველმა წვეთმაც წამის უსწრაფესად მათ შორის სივრცე გააპო და უხმაუროდ დაეცა ბეტონის საფარს.მას მოჰყვა შემდეგი მსხვილი წვეთი და თითქოს ამ ორმა წვეთმა ამცნო მომავალი წვიმა,რომელიც წამის უსწრაფესად მოეწია წინა ორს და უცებ წამოვიდა თქეში წვიმა.
_ ვაიი,შემოდით,თორემ დავსველდებით._ წამში ოთახის სიღრმეში შეიწია გოგო და ბიჭიც მას მიჰყვა.
უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა რამდენიმე წამი.ისევ ნინუცამ დაარღვია სიჩუმე.
_ მგონი ანუკი გალუმპული მოვა.
_ აშკარად,არ გაუმართლა._ გაეღიმა ნიკასაც.მიმოიხედა და იქვე პატარა დივანზე ჩამოჯდა.
_ სამსახურის თაობაზე მინდოდა საუბარი ანუკისთან.
_ მართლა? სად,რაზე?_ ინტერესი ვერ დამალა ნინუცამ.
_ ჩემთან ოფისში,მაგრამ ამ ეტაპზე თავისუფალი ადგილი მხოლოდ დიასახლისის პოზიციაზე გვქონდა და თანხმობა მითხრა ანუკიმ.
_ ღმერთო,მოვკლავ ამ გოგოს._ ხელები ჰაერში შეათამაშა და გამომეტყველება გაბრაზებული გაუხდა._ არა,ცუდად კი ნუ გამიგებ,მაგრამ სტიპენდიანტია,სკოლიდან გამორჩეული მოსწავლე იყო და აი რატომ?! ხომ შეიძლება მოიკითხოს უკეთესი ნახოს რამე…
_ მართლა? არ უთქვამს…_ დაბნეულმა ჩაილაპარაკა ნიკამ.
_ ისეთი თავმდაბალია,საკუთარი თავის ფასი არ იცის,არ აფასებს საკუთარ პოტენციალს და გული მწყდება,ძვირფას დროს დაკარგავს._ განაგრძობდა ნინუცა.
_ საკმაოდ დიდი კომპანიაა,მე სადაც ვმუშაობ,როგორც კი შესაფერისი ადგილი გამოჩნდება,მხედველობაში მექნება და გავესაუბრები უფროსსაც.
_ კარგი იქნება და არ ინანებენ დარწმუნებული ვარ მისი აყვანით.უბრალოდ ახლა სჭირდება სამუშაო ძალიან და …მოკლედ,იქნებ მართლა გამოუძებნო მერე სხვა ადგილი რა._ სხვა შემთხვევაში ძალიან მოერიდებოდა უცხო ადამიანისთვის მსგავსი რამის თხოვნა და საუბარი ნინუცას,მაგრამ როცა საქმე მის ბავშვობის დაქალს ეხებოდა, თან ვის, ვის და ანუკის გამო ნამდვილად არ მოირიდებდა.
იცოდა ანუკის ხასიათი.მიუხედავად იმისა რომ გამორჩეული მოსწავლე იყო სკოლაში,უნივერსიტეტშიც,ყოველთვის ჰქონდა თვითშეფასების პრობლემა.მუდმივად ფიქრობდა,რომ არ იყო საკმარისი,რაღაცას ვერ აკეთებდა ისე,როგორც საჭირო იყო.ბოლომდე საკუთარი ნაშრომით ან საკუთარი თავით არასდროს არ იყო კმაყოფილი.ყველაფერი განაპირობა ოჯახურმა მდგომარეობამ.მშობლების უსასრულო ჩხუბმა და დავიდარაბამ.
მუდმივად შენატროდა ნინუცას ოჯახს.მშვიდს,თბილს,ერთგულს…
კარში გალუმპული ანუკი გამოჩნდა.
_ რა თავახმა წვიმაა… უი…_ ნიკას დანახვაზე შეცბა,მერე გაეღიმა._ არ გელოდი.
_ ჰო,ნომერი არ მქონდა,რომ დამერეკა.ხვალ გელოდებიან ჩემთან სამსახურში.
_ და დრო? ჩემი გრაფიკი?_ გულში შიში შეეპარა.
_ ვუთხარი ნათიას და მგონი შეგიწყობენ ხელს.შენი ნომერი მომეცი,ნათიას მივწერ და თავად დაგიკავშირდება.
_ კაი._ ნომერი უკარნახა._ აუ,ძალიან დიდი მადლობა რაა.
_ რა პრობლემაა.თან ჯერ მთავარია გამოვიდეს საქმე.
_ ხო._ ჩაიღიმა ანუკიმ._ ყავას დალევ?
_ კი,სიამოვნებით._ ფინჯან ყავასთან გააგრძელეს საუბარი.


მეორე დღეს,უნივერსიტეტიდან პირდაპირ გასაუბრებაზე წავიდა ანუკი ნათიასთან.
ოფისში შესვლისთანაცე იგრძნო წესრიგი,სისუფთავე და ძვირადღირებული გარემო.ცოტა დაიძაბა ამის გამო,მაგრამ საკუთარი თავი დაარწმუნა,მშვიდად გაეგრძელებინა გზა.
ლიფტის ღილაკს დააჭირა თითი და დაელოდა.კაბინის კარები გაიხსნა და შიგნით შევიდა.რამდენჯერმე გაჩერდა სხვადასხვა სართულზე.ხალხი შედიოდა და გადიოდა მხიარულად ესალმებოდნენ ერთმანეთს.
აი,მისი დანიშნულების წერტილიც.კაბინიდან გამოვიდა და თეთრ დერეფანს გაუყვა,რამაც დიდ ჰოლში მიიყვანა.იქვე ადმინისტრაცია დაინახა და ნათია იკითხა.
_ ნათია პირდაპირ და შემდეგ მარჯვნივ კარში იკითხეთ.
_ მადლობთ. _ და გზა გააგრძელა.ტელეფონი ახმაურდა.ჩანთაში ჩაყო ხელი და ძებნა დაიწყო,ვერ მიაკვლია მარტივად,თავი ჩარგო და ისე ქექავდა,რომ უცებ ვიღაცას შეეჯახა.თავი ასწია და მის წინ ახალგაზრდა ერთი თავით მაღალი მამაკაცი იდგა.სრულიად სერიოზული სახით.
_ უკაცრავად._ უხერხულობისგან ლოყები შეეფაკლა.
_ ფრთხილად გოგონა.
_ ვერ შეგნიშნეთ,მაპატიეთ.
მამაკაცმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და გზა განაგრძო,თუმცა მისმა ხმა მაინც მისწვდა გოგოს ყურს.
_ ამ ტელეფონებმა სულ დააშტერა ეს ბავშვები…
საშინელი უხერხულობის განცდა დაეუფლა,თითქოს ყველაფერი გაფუჭდა,ყველა გეგმა ჩაიშალა.მხოლოდ ერთმა შეჯახებამ და კომენტარმა გუნება წაუხდინა. ფრთხილად,ჩუმი ნაბიჯებით მიაბიჯებდა საითაც მიასწავლეს.შუშის კარზე რომელიც ღია იყო ფორმალურად მაინც დააკაკუნა და თავი შეყო.
_ შეიძლება?
_ დიახ,მობრძანდით._ გაუღიმა ნათიამ._ რა საკითხთან დაკავშირებით ხართ,გისმენთ…
_ მე დიასახლისის პოზიციაზე…
_ ა,დიახ.გადამავიწყდა საქმეების გადამკიდე._ არეულ საქაღალდეებს მოავლო თვალი ნათიამ._ დაბრძანდით.მე ნათია ვარ.
_ ანუკი._ გაუღიმა მორიდებით.
_ სასიამოვნოა._ გამამხნევებლად გაუღიმა ნათიამ._ ანუკი,როგორც ნიკამ მითხრა სტუდენტი ხარ და გრაფიკი შეთავსებით გაწყობს ხომ?
_ დიახ,თუ შესაძლებელია.
_ რაღაცას ვიზამთ.ამ ეტაპზე ისე გაგვიჭირდა დიასახლისის პოვნა…_ უცებ დაკვირვებით შეხედა._ გამოცდილება ამ სფეროში?
ანუკიმ თავი უხერხულად გააქნია.
_ არ მაქვს.
ნათია ერთხანს შეყოვნდა.ტუჩები მომუწა და ყოყმანით განაგრძო.
_ თუ ეს სამსახური ძალიან გჭირდება,მაშინ ეცადე._ წამიერად გაჩუმდა და ისევ დაუმატა._ ცოტა თავისებური ხასიათი აქვს დირექტორს,ამიტომ მოინდომე.მე მაქსიმუმ შემიძლია საღამოს გვიანობამდე მოგცე დარჩენის უფლება,დილის მაგიერ.დილით რომ მოვა უფროსი დალაგებული დახვდება,მერე რომელზე შეძლებ მოავლას?
ანუკიმ რამდენიმე დღე ჩამოთვალა როცა დილით შეძლებდა,რამდენიმე დღე კი დღის პირველი ნახევრის შემდგომ.
_ კარგი,შევუთანხმდები მაგ დღეებზე.ოღონდ არ იზარმაცო საღამოს დაალაგე უეჭველი,თორემ შენც გაგიშვებს და მეც მიმაყოლებს შენს თავს მერე._ ჩაიცინა ნათიამ,მაგრამ ანუკის ფარული შიში გაუჩნდა ჯერ არ შეხვედრილ დირექტორის მიმართ.

ხელფასი იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე ივარაუდა.მის მოვალეობაში შედიოდა სრული სართულის დალაგება.ორი დიდი კაბინეტი,რომელიც ეკუთვნოდათ მამა- შვილ გოგრიჭიანებს,ნათიას კაბინეტი,საკონფერენციო დარბაზი და კიდევ რამდენიმე კაბინეტი.
საღამოს სრულად დაათვალიერებინა ოფისი ნათიამ.
_ განსაკუთრებული ყურადღება ამ კაბინეტს მიაქციე.მართლა წიკიანია ლუკა.მაგიდა უნდა პრიალებდეს.საკანცელარიო ნივთები.დაიხსომე რა სად დევს და არ გადაადგილო,ვერ იტანს რამეს,რომ დადებს და იგივე ადგილზე არ ხვდება და ვერ პოულობს.მოკლედ ალაგებ ამ კაბინეტს ისე რომ ბზინავს,მაგრამ თან უჩინარი უნდა იყო._ სიცილით უხსნიდან ნათია.
მოსმენილისგან უკვე დაიზაფრა,თუმცა არ გაკვირვებია.სახლშიც ჰყავდა ერთი მისნაირი და მას გამოექცა.
_ თუ გინდათ,დღესვე დავიწყებ.
_ დღეს მხოლოდ ლუკას კაბინეტი იყოს და ხვალიდან სრულად კარგი? მეც პატარა საქმე მაქვს დასასრულებელი და მანამდე ლუკას ოთახი დაალაგე შენ,უკვე წავიდა,ამიტომ თავისუფლად იყავი.
_ კარგი.
ყველა საჭირო ნივთი მისცა ნათიამ და საქმეს მონდომებით შეუდგა.პირველი რაც შენიშნა საქაღალდეების თაროზე ნაჩქარევად წინა მხარეს გადაწმენდილი მტვერი იყო.ყველა საქაღალდე გადმოალაგა და სველი წესით გაწმინდა თაროები გულმოდგინედ,შემდეგ ყველა საქაღალდე მტვრისგან გაასუფთავა და ისე შეალაგა.ერთი დიდი თარო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ პატარა სუვენირებს ეკავა.ყველა სათითაოდ გაასუფთავა და ზუსტად ისე ალაგებდა როგორც იყო,ნათიას დარიგებას ზედმიწევნით იცავდა. გაწმინდა სამუშაო მაგიდის გვერდით მდგარი დივანი და პატარა ჟურნალების მაგიდა და ბოლოს მთავარ სამუშაო მაგიდას მიუბრუნდა.
მაგიდაზე რომელზეც ლუკა მუშაობდა სრული წესრიგი სუფევდა.არანაირი ზედმეტი ნივთი.მხოლოდ რამდენიმე საქაღალდე იდო ერთმანეთის სიმეტრიულად.რამდენიმე საკანცელარიო ნივთი,რომელიც საჭირო იყო,საკალმე და ლეპტოპი.
ყველაფერი ფრთხილად აიღო და ნელა წმენდდა,თითქოს ფაიფურის ნივთებს ეხებოდა ისე ეშინოდა ხელიდან არ დავარდნოდა.საკალმეს წმენდდა,კარი რომ გაიღო და შიშისგან ხელიდან გაუვარდა.
კარში ნათია იდგა.
_ ფრთხილად.რა მოხდა?
_ შემეშინდა…
_ მე მგონი ნამეტანი შეგაშინე._ გაეცინა ნათიას._ არც ეგეთი მონსტრია,კეთილი გული აქვს,უბრალოდ წიკიანია.
ანუკიმ უცებ წამოკრიფა ძირს მიმობნეული ნივთები.გაასუფთავა და მაგიდას გვერდიდან გახედა.არცერთი მტვრის ნაწილაკი არ ჩანდა მაგიდაზე,არანაირი თეთრი ზოლები.
ნათიას გაეცინა.
_ მგონი გაუგებთ შენ და ლუკა._ კმაყოფილს აუციმციმდა თვალები.
საკუთარი ნაშრომით თავადაც კმაყოფილი იყო ანუკი.გულიანად დაალაგა ყველა კუთხე კუნჭული.

უკვე ბინდდებოდა ოფისიდან რომ გამოვიდნენ ნათია და ანუკი.რადგან თანხა გათვლილი ჰქონდა ფეხით წასვლა გადაწყვიტა მეტროსადგურამდე.
_ ტაქსი გამოვიძახე წამოდი._ ნათიამ გაოცებულმა შეხედა გოგოს,როცა ფეხით დააპირა წასვლა.
_ ფეხით მირჩევნია,ცოტას გავივლი.
_ ა,კარგი,როგორც გინდა.ხვალამდე.
დაემშვიდობა და გაუყვა დედაქალაქის პრესტიჟულ ქუჩას ფეხით.განათებული ვიტრინებიდან ულამაზეს შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს ადევნებდა თვალს.გულში ტკივილი იგრძნო.არასდროს ჰქონია იმდენი საშუალება ოჯახში,თუნდაც მაღაზიებში ეყიდა სამოსი,არა ბრენდი,უბრალო ბუტიკებში თუნდაც.უმეტესად ახლო ნათესავების გამონაცვალი ეცვა ბავშვობაში.ნინუცა ჩუქნიდა ხან ახალ ტანსაცმელს,ხან თავისებს.მიზეზად სულ ის ჰქონდა
“ ვეღარ ვიხდენ, მგონი გავსუქდი და აღარ მადგას ტანზე კარგად.”
ახლაც გულში რაღაც ჩასწყდა და მტკივნეულად მოიცვა ყველა ორგანო.
“ოდესმე ნეტა მივცემ თავს უფლებას,ან მექნება იმდენი ფული,რომ ტაქსში გადავიხადო?..” ხმაურით ამოისუნთქა.
“ცოტაც მოითმინე ანუკი,ცოტაც და ხელფასს აიღებ,თან იმდენს,რომ ქირაშიც მეყოფა და კვებაშიც.ჯერ არ ცივა,გათბობა არ დამჭირდება,მაგრამ ზამთრისთვის ცოტას გადავინახავ.მგონი მეყოფა მე.ასი ლარი მაინც რომ გადავინახო ყოველი ხელფასიდან,მაინც დამრჩება ცოტა”... გუნებაში ანაწილებდა ყველა მოსალოდნელ ხარჯს და ყველა შემთხვევაში სახარჯო ფულიც რჩებოდა.ბედნიერს გაეღიმა,თითქოს ხელფასი უკვე ჯიბეში ედო.
ტელეფონი ამოიღო,სანამ გზას ჩაივლიდა ფეხით დედას გადაურეკა.
_ როგორ ხარ დე?
_ კარგად დედი,შენ? დღეს რაღაც არ გამოჩნდი,ხომ მშვიდობა გაქვს?
_ კი.მუშაობა დავიწყე._ ბედნიერმა გაუზიარა.
_ მართლა დე? რა კარგი ამბავია,სად,როგორ აბა მომიყევი._ გახარებული ხმა შემოესმა დედის.
მოუყვა დაწვრილებით და დედასაც იგივე რეაქცია ჰქონდა.დაენანა შვილის ნიჭი და შესაძლებლობები.
_ დედა,კარგი რაა,დროებით მჭირდებოდა უცებ და მერე ვნახავ სხვა რამეს.შენ რა მოიფიქრე?
_ რაზე?_ ვითომ ვერ მიხვდა ინგა.
_ რაზე და გაყრაზე._ ტონი შეეცვალა ანუკის.
_ ასე ვერ ავდგები და წამოვალ ხომ იცი დე…
_ ასე როგორ? რას ეძახი “ასე ადგომას”?
_ უმიზეზოდ._ ხმადაბლა ჩაილაპარაკა ინგამ.
_ დე-დაა_ დამარცვლით კბილებს შორის გამოსცრა._ უმიზეზო იქნება ეს? და მიზეზს მაინც რას ელოდები მაინტერესებს! მაგალითად რა იქნება მიზეზი და გამართლებული შენთვის?! მითხარი,მიდი…
რამდენიმე გამვლელმა გაოცებით გააყოლა თვალი,ისეთი ტონით საუბრობდა.
_ ანუკი,_ მძიმედ დაიწყო._ ოჯახის დანგრევა …
_ რა ოჯახი,რომელი ოჯახი?! ოჯახს როგორ უწოდებ მაგას საერთოდ?! ჩვენ ოჯახი გვერქვა და გვქვია დედა?! კაცი ოჯახად არ მიგვიჩნევს,მათხოვრებს გვეძახდა პურის ფულს რომ სთხოვდი დაეტოვა საკუთარი შვილისთვის და ცოლისთვის და შენ ახლა მეუბნები რომ ჩვენ მაგის ოჯახი ვართ?! დედა ნუ მაგიჟებ!
_ ტონს ვეღარ აკონტროლებდა,ისე გაცხარდა საუბრის დროს.
_ ვიცი დედა,ვიცი…განა ვამართლებ…
_ დავიღალე გესმის?! მართლა დავიღალე.ატანა აღარ მაქვს მაგ ადამიანის.აქეთ უნდა ესწავლებინა ჩემთვის ოჯახის სიწმინდე,სიყვარული,მამობა უნდა გაეწია და რა გაუკეთებია?! არაფერი! ჩხუბის,ყვირილის,შეურაცხყოფის მეტი არაფერი მახსოვს მე მაგისგან.შენ უფრო მეტი კიდევ… _ ამოისუნთქა და მშვიდი ტონით განაგრძო._ ხომ იცი რომ აწევს ხელს კიდევ და მეშინია რომ მანდ არ ვიქნები და ვერაფერს ვიზამ.საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ მასე,რომ მოხდეს.წამოდი გთხოვ…
_ კარის ხმაა,მგონი მოვიდა.მერე დაგირეკავ დე.
უიმედოდ ჩამოუშვა ხელი.მობილური ისევ ხელში ეჭირა,თითქოს ხელი ზედ შეეყინა.
ტანში გასცრა,იცოდა სახლში მისი დაბრუნება რასაც ნიშნავდა,განსაკუთრებით მაშინ თუ ხასიათზე არ იყო.პატარა მიზეზი სჭირდებოდა საჩხუბრად.დრამებს დგამდა,მერე თავი ისე მოჰქონდა თითქოს ცოლ-შვილში არ გაუმართლა.მთელი ბავშვობა შიშში გაატარა.თვალებში შეყურებდა,რაზე გაიღიმებდა,რაზე გაბრაზდებოდა,რომ დაემახსოვრებინა და მეორედ არ გაეკეთებინა.მუდმივ სტრესში გაიზარდა და ბოლოს ეს შიში სიძულვილში გადაეზარდა.
სძულდა ღალატი…
სძულდა ტყუილი…
სძულდა გინება…
სძულდა ყვირილი…
ეცლებოდა გარემოს სადაც ღალატს ხედავდა,მნიშვნელობა არ ჰქონდა რა სახის იყო ეს ღალატი სიტყვიერი თუ ფიზიკური.ღალატის გამო იყო,რომ მის ოჯახში დაიწყო ეს დაუსრულებელი ომი.

სახლამდე ნეგატიურმა ფიქრებმა გატანჯა.ეზოში შესულმა ნიკას მოჰკრა თვალი,სახლში შედიოდა.ჭიშკრის ხმაზე უკან გამოიხედა და როცა ანუკი დაინახა გაჩერდა.მიესალმა და გამოკითხა როგორ ჩაიარა გასაუბრებამ.
_ მშვენივრად მგონი.ნათია ძალიან კარგი გოგოა,დამეხმარა რაღაცეებში,ამიხსნა.
_ კარგია._ მზერა დაუთბა ნიკას._ მიხარია,რომ კმაყოფილი ხარ.
_ მადლობა დიდი.
_ არაფერია სამადლობელი,თუ რამე დაგჭირდეს მოდი ნებისმიერ საკითხზე,რაც შემეძლება დაგეხმარები.
_ მადლობ,გავითვალისწინებ._ გაუღიმა გვერდი აუარა და თავის პატარა სახლისკენ წავიდა.
დილით ენერგიის მოზღვავება იგრძნო.სამსახურის სახით გამოწვეული სიახლე ახარებდა.პირველად იყო,რომ დამოუკიდებლად იგრძნო თავი.პირველი ნაბიჯები იყო,მაგრამ ძალიან ახარებდა.ოცნების დონეზე ჰქონდა მარტო ცხოვრება და სამსახური წარმოდგენილი და ასე მალე არ ელოდა თუ აუსრულებდა საკუთარ თავს.
იმ მცირე კოსმეტიკიდან რაც გააჩნდა,თავი მოიწესრიგა.ჯინსის შარვალი ჩაიცვა,თხელი მაისური და ტილოს პერანგი მოიცვა.ჯერ ლექციებზე წავიდა.იქიდან პირდაპირ სამსახურში.არ უნდოდა დაეგვიანა,მაგრამ მაინც არ დაელოდა ტრანსპორტს.ფეხით ჩაიარა რამდენიმე გაჩერება.გამოჩნდა ნაცნობი შენობაც.წინ დადგა,ღრმად ჩაისუნთქა,ღიმილიანი სახით აუყვა კიბეებს და შენობაში შევიდა.
ოფისის სართულზე ვინც შეხვდა ყველას ზრდილობიანად ესალმებოდა.ნათიასთან შევიდა.
_ გამარჯობა.მოვედი._ გაუღიმა.
_ გამარჯობა პატარა._ გაუღიმა ნათიამაც._ მოდი,მოდი,შენთვის კარგი ამბავი მაქვს.
ანუკის სახე გაუნათდა კარგი ამბავის ხსენებაზე.
_ დილით ლუკამ,დამიბარა და მადლობა გადამიხადა კაბინეტის დალაგებისთვის._ ჩაიცინა ნათიამ._ მეთქი ახალი დიასახლის გვყვავსთქო და კმაყოფილმა დააქნია თავი.როგორც ჩანს მოეწონა დალაგებული.ხომ გითხარი ცოტა წიკიანია._ ხმას დაუწია და ისე თქვა._ მაგისგან ეგეც ბევრია,რომ აღნიშნა,ამიტომ გახარე,სამოტივაციოდ გამოიყენე.
ანუკის გული მკერდის არეში აღარ ეტეოდა.იმდენად გაუხარდა.მერაბიც წიკიანი იყო,აკი ვთქვით,როდის რაზე აშარდებოდა ვერ გაიგებდა ადამიანი და ანუკიც მუდმივად აწკრიალებდა სახლს,რომ მიზეზი არ მიეცა საჩხუბარი მამისთვის.დაულაგებელს ამჩნევდა და მაშინვე ჩხუბს იწყებდა,მაგრამ დალაგებულზე არასდროს სიტყვა არ დასცდებოდა.
ახლა როცა შეამჩნიეს მისი დალაგებული,მადლიერების გრძნობა აქეთ გაუჩნდა უფროსისადმი.
_ კარგი.დავიწყებ ჩემს საქმეს.
_ ანუკი,ბატონი სოსო კაბინეტშია,ახლა ნუ შეხვალ,მისი კაბინეტიც მერე დაალაგე,რომ წავა.ახლა შეგიძლია ფოიეში იატაკი, რომ მოასუფთაო.დღის ბოლოს კი ყველას კაბინეტი და მერე უკვე შენ როგორც მოგიხერხდება ხოლმე კარგი?
_ კი,როგორც მეტყვით._ ბავშვურმა ღიმილმა გაუნათა სახე.
_ რამდენი წლის ხარ ანუკი?
_ ოცდაორი.
ნათიას გაეღიმა.თითქმის მისი თანატოლი შვილი ჰყავდა და წარმოიდგინა მის ადგილზე.მისდაუნებლიედ მზრუნველობის სურვილი გაუჩნდა.
_ თქვენ რამდენი წლის ხართ?
_ მე ოცდათხუთმეტის და ლამის შენი ტოლი შვილი მყავს.
_ მართლა? _ გულწრფელად გაუკვირდა ანუკის.
_ ჰო,რამდენიმე კვირაში ცხრამეტის ხდება.
_ მაგარია.
_ ხო,ახლგაზრდა დედა რომ ვარ კი,მაგრამ ის რომ პატარა გავთხოვდი ეგ …_ დაიჯღანა ნათია.
ანუკის გაეღიმა.
_ წავალ კარგი?
_ წადი საყვარელო,თუ რამე დაგჭირდეს ხომ იცი,ჩემთან მოდიხარ.
ღიმილით დაუქნია თავი ანუკიმ და საქმეს მიაშურა.


მთელი დღე ალაგებდა.თითქმის ყველა კაბინეტი დაალაგა.ბოლოს ნათიამ რომ უთხრა ბატონი სოსო წავიდა და შეგიძლია მის კაბინეტში შეხვიდეო,იქით გაემართა.მასთან უფრო მარტივად იყო საქმე.მხოლოდ საქაღალდეები.მუქი ხის მაგიდა,რომელსაც დიდად გაპრიალება არ სჭირდებოდა,მინიმალისტურად და სადად ჰქონდა მოწყობილი ოთახი.უცებ მორჩა საქმეს.დაიღალა ცოტა,მაგრამ იცოდა ხვალ ნაკლები საქმე ექნებოდა.რადგან ყველასთან დაალაგა თაროები,იატაკი.ხვალ უბრალოდ მტვრებს აიღებდა და იატაკს მოწმენდდა.
ნათიას კაბინეტი დარჩა,მაგრამ ნათიამ მე პრობლემა არ მაქვს ეს ხვალ დაალაგეო.
სოსოს კაბინეტიდან გამომავალ გოგოს რომ მოჰკრა თვალი შეაჩერა.
_ ანუკი,ლუკას კაბინეტი არ დაგავიწყდეს.მაგასთან ყოველდღე შედი აუცილებლად.
გოგომ თავი დაუქნია.გაბრუნდა ხელახლა გაასუფთავა ყველა საჭირო ნივთი და ლუკას კაბინეტის კარი შეაღო.
მამაკაცი მაგიდასთან იჯდა და ქაღალდებს ჩაჰყურებდა.კარის ხმაზე თავი ასწია და მის წინ პატარა ასაკის გოგონას სახეს ჰკიდა თვალი. წამით მზერა გაუშეშდა. მისი სახე თითქოს ფაიფურისგან გამოთლილს ჰგავდა,წაბლისფერი თმები ტალღებად ეფინებოდა სახეზე და მხრებზე.დიდი ნათელი თვალები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა.ცნობისმოყვარე და ფრთხილი მზერა მოავლო კაბინეტს.
პატარა ლამაზი ცხვირი,რბილი სრული ტუჩები უფრო დაებუშტა,თითქოს ტირილს აპირებსო.
_ უკაცრავად,მეგონა წახვედით.
კარის გახურვას აპირებდა,რომ ლუკა ფეხზე წამოდგა.
გაეღიმა,როდესაც ანუკის გაფართოებულ თვალებს შეავლო თვალი.მიხვდა გოგონა არ ელოდა და დაიბნა.
_ არაუშავს,შემოდი._ მშვიდად,აუჩქარებლად უთხრა.
ანუკი კარში იდგა და ვერ გაეგო რა გაეკეთებინა.ასე არასდროს დაბნეულა.გული აუჩქარდა.
_ თუ ხელს შეგიშლით,მერე შემოვალ,როცა წაბრძანდებით.
ლუკას დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე
“წაბრძანდებით”...
იმდენად ოფიციალურად ჟღერდა.
_ არ შემიშლი,თან მალე გავალ._ დაკვირვებით უმზერდა და კიდევ უფრო ძაბავდა გოგოს.
რამდენიმე ნაბიჯი წინ გადმოდგა და მაგიდას მიეყრდნო.ხელები მკერდ ქვეშ გადაიჯვარედინა.
_ ესეიგი შენ ხარ ჩვენი ახალი დიასახლისი.
_ დიახ._ თვალები დახარა,ვერ გაუძლო მამაკაცის მწველ მზერას.
კარგად იცოდა მისი ეფექტი ქალებზე გოგრიჭიანების ვაჟმა და თავის სასარგებლოდ იყენებდა.მისი ათლეტური აღნაგობა ყოველთვის იქცევდა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას.ხან უბრალოდ ხალისობდა,როცა ღიად ხედავდა რეაქციას ქალებში.ართობდა,მათი მზერა,მათი დაბნეულობა ხოლმე.ახლაც სწორედ ეს უკანასკნელი ეტაპი ჰქონდა.
ბოლო მომენტში თან შეებრალა.მიხვდა პატარა იყო,მასთან შედარებით და აღარ აწვალა.
_ მადლობა,გუშინ კარგად გიმუშავია.მომეწონა.
ანუკიმ მზერა გაუსწორა კაცს.
მზერა სერიოზული ჰქონდა მამაკაცს,მშვიდი,თავდაჭერილი.
_ მადლობ.ჩემი მოვალეობაა.
_ ყველა პირნათლად როდის ასრულებს მერე თავის მოვალეობას?!
ვერ მიხვდა რა ეპასუხა.რაც ევალებოდა ის გააკეთა. უბრალოდ გაჩუმდა.ისევ ჩაეღიმა გოგოს დაბნეულობაზე.გაეცინებოდა კიდეც,აქ რომ არ მდგარიყო ასე საწყლად მხრებ აწურული.
_ პასუხს ველოდები,მომწერენ მეილზე და დაგტოვებ მერე._ ჩაეღიმა ლუკას.
_ კარგი.
არ იცოდა საიდან დაეწყო საქმე,ისე დაიბნა,ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.საკუთარ თავს ლანძღავდა,იმისთვის რომ უკითხავად შემოვიდა.
“ ღმერთო,ეს წუთები გადამაგორებინე მშვიდად”...


თხელი,გრძელი თითები უთრთოდა.გაჭირვებით გადაყლაპა პირზე მომდგარი ნერწყვი და თაროებისკენ წავიდა,ისევ გადაწმინდა თვალით უხილავი მტვრის ნაწილაკები.ჯერ ერთი თარო,შემდეგ მეორე…ნელ-ნელა სუნთქვა დაარეგულირა და ყურადღება გადაიტანა.მამაკაცის კაბინეტში ყოფნას მხოლოდ კომპიუტერის კლავიატურაზე თითების მსუბუქი შეხების ხმა თუ ახსენებდა.
თაროზე რომელზეც სუვენირები ელაგა,ახლა მასზე მიდგა ჯერი.ფრთხილად შეეხო თითოეულს და პატარა მაგიდაზე აწყობდა.
ლუკამ წამიერად გახედა და მზერა შეაჩერა გოგოს მოქმედებაზე,როგორ ფაქიზად ეხებოდა,მსუბუქად იღებდა ხელში და გვერდით აწყობდა.
_ მაგათთან ცოტა ფრთხილად კარგი?_ რბილი ხმა ჰქონდა.
ანუკი ოდნავ დაიჭიმა.ზურგით იდგა ლუკასგან,მაგრამ მაინც იგრძნო კაცმა,როგორ დაეჭიმა სხეული გოგოს.
_ ნუ გაწმენდ ყოველდღე,თუ ფიქრობ,რომ საშიშია.უბრალოდ ვერ ვიტან თვალით შესამჩნევად რომ ადევს მტვერი.
_ დიახ. _ მორჩილად დაუქნია თავი.
რამდენიმე წუთიც შეყოვნდა ლუკა,შემდეგ ხმაურით დახურა ლეპტოპი.
_ კარგად.მე მივდივარ.
_ ნახვამდის.
“ნახვამდის” _ გაეღიმა გოგოს ნათქვამზე.ბაღის შემდეგომ არ მოუსმენია მსგავსი დამშვიდობება.
გასვლისას ნათიას კაბინეტში შეიხედა.
_ მიდიხარ ლუკა?
_ კი ნათია,მე მივდივარ._ წამით შეყოვნდა,თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა,მერე ისევ გადაიფიქრა._ რომელი საბავშვო ბაღიდან მოიყვანეთ ეს? _ თავით თავის კაბინეტზე ანიშნა.ნათიას სახე ეცვალა.
_ რა მოხდა?
_ არაფერი._ ჩაეცინა._უბრალოდ პატარაა…
_ ნიკამ გაუწია რეკომენდაცია.
_ ნიკა? _ თვალები დაავიწროვა ლუკამ.
_ ჩვენი,ნიკოლოზ ბერიძე.
_ ა,ნიკა.გასაგებია.კარგად.

საღამოს სამსახურიდან გასულმა ნინუცას დაურეკა ამჯერად.
_ ნინიკელა,როგორ ხარ? _ მხიარულად დაიწყო საუბარი.
_ ოჰო,ეს რა ხმები მესმის…_ ჩაიცინა ნინუცამ._ მგონი ვიღაც კაი ხასიათზეა.
_ ნამდვილად. _ ბედნიერებისგან სახე უბრწყინავდა._ მუშაობა დავიწყე.
_ ვა,მაგარია და სად? იქ ნიკამ რომ გითხრა?
_ კიი…_ იმავე ხმის ტონალობაში უპასუხა.
_ მიხარია,რომ კმაყოფილი ხარ,მაგრამ ხომ იცი მეტი შეგიძლია და იმედია დიდხანს არ გაჩერდები მანდ.
_ ძალიან კარგი სიტუაციაა,ხელფასიც იმაზე მეტი მაქვს ვიდრე ველოდი.ამ ეტაპზე სწავლშიც მიწყობენ ხელს და მერე რა თქმა უნდა ვნახავ სხვა რამეს.
_ ძალიან წარმატებული უნდა იყო,ეს არაფერია ჯერ.
_ წარმატება მარტივად არ მგონია მოდიოდეს,ნუ ვიღაცასთან შეიძლება,ჩემთან არ მგონია.
_ ნუ ხარ შენ პესიმისტი.
_ არ ვარ,ხომ იცი,რომ არ ვარ.უბრალოდ ჩემთან ყველაფერი ყოველთვის იმდენად რთულად იყო და ყველაფერზე დიდი ჩხუბისა და ომის გადატანა მიწევდა,რომ…
_ გგონია ახლაც ცხრა თავიანი ბაყბაყ დევი უნდა დაამარცხო,რომ რამეს მიაღწიო?
_ ჰო._ გულიანად გაეცინა მეგობრის შედარებაზე.
_ აქამდე პატარა იყავი,არასრულწლოვანი,სწავლობ ჯერ კიდევ და ცოტა რთული იყო შენი სიტუაციიდან მესმის რაღაცეები,მაგრამ…მალე უნივერსიტეტს დაამთავრებ და თან წარმატებულად,მერე უკეთეს სამსახურსაც ნახავ და ყველაფერი იქნება კარგად.
_ მთავარია…_ სიტყვა ნინუცამ გააწყვეტინა.
_ მთავარია ინგასავით პათოლოგს და მანიპულატორს არ გადაეკიდო შენც.
_ ჰო,ეგ უპირველესი უნდა იყოს ჩემს სამომავლო გეგმებში._ თავადაც გაიღიმა პირველად ამ საკითხზე.
_ მომისმინე,_ დაიწყო ნინუცამ._ როდის გამომივლი? დედაჩემი გკითხულობს,ქალი “იზმენებში” იყო ხომ არ იჩხუბეთ,რატომ აღარ ამოდის ანუკი ჩვენთანო.
_ ვაი._ გაეცინა ანუკის.
_ ძლივს დავაჯერე არ გვიჩხუბიათქო,უფრო სწორედ სიმართლის თქმა მომიწია._ უხერხული სიჩუმე ჩამოწვა._ ხომ არ გეწყინა?
_ ა,არაა,რა მოხდა,მერე რა.მიკვირს უბანში ნაზის და მაგულის ეგ გამოეპარათ.
_ უი,სულ დამავიწყდა ამ რამდენიმე დღის უკან ჩამიჭირა ნაზიმ უბანში.გიკითხა,რაღაც ანუკი აღარ ჩანს და ხომ მშვიდობა გაქვთო,ან მაგათ თუ აქვთო,ხო იცი რა ტიპია.
_ ხო,ნეტა ინგაც წამოვიდეს და თუ უნდა სრული ანგარიში ჩააბაროს. მებრალება ინფორმაციის დეფიციტისთვის ეგ ქალი,თან აგრილდა უკვე აივანზეც გაიყინება ხოლმე.
_ ოხ,შენც ვინ ხარ._ გადაიკისკისა ნინუცამ ნაზის წარმოდგენაზე,როგორ დგას ხოლმე აივანზე ატუზული._ კაი,მიდი და გნახავ ამ დღეებში.ნაზისი რა გითხრა და მე მართლა მომაკლდი უბანში.
_ მეც,მაკლია შენი ფიზიკური სიახლოვე ბარტყი,გკოცნი.კარგად.

პარასკევი თენდებოდა.ლექციები არ ჰქონდა.დილიდან გაემზადა და სამსახურში წავიდა.თითქმის ყველას მიასწრო.წინა საღამოს დალაგებული დატოვა ყველაფერი,მაგრამ მაინც პირველი ლუკას კაბინეტს მიაშურა.შუშის ზედაპირის მქონე მაგიდა კიდევ გადაწმინდა,მიუხედავად იმისა,რომ წკრიალებდა.მიმოიხედა ყველაფერი იდეალურად იყო.მაგიდაზე ნივთები სიმეტრიულად გაასწორა და კმაყოფილმა გადახედა კიდევ ერთხელ.დერეფნიდან ხმამაღალი საუბარი შემოესმა.
_ თავად ააშენე ის კედელი რაზეც საუბრობ._ ლუკას ხმას მიამსგავსა.
_ შენ ნუ ერევი,რამდენჯერ აგიხსენი,ეს ჩემი და ნენეს საქმეა._ ეს ხმა უცნობი იყო ანუკისთვის.
_ ნენე და შენ ცალკეულად არ არსებობთ._კარი სახელური ჩამოწია ლუკამ და ოდნავ შეაღო,ისე რომ არც შეუხედავს კაბინეტში.
_ მაინც შეძლეს ჯოხაძეებმა და ამირიეს ოჯახი.
_ შენ ურევ და ჯოხაძეებს აწერ,რაც მე მაგ ხალხს ვუყურებ მშვენიერი ოჯახია და მოდი თავი დამანებე,სანამ არ მიიღებ სწორ გადაწყვეტილებას._ დაასრულა წინადადება,პასუხს აღარც დალოდებია,პირდაპირ შეაბიჯა კაბინეტში და უხერხულად მხრებ აწურულ ანუკის გადააწყდა.რამდენიმე წამით დაჟინებული მზერით უმზერდა გოგოს.თითქოს წონიდა რამე ხომ არ გაიგო,რაც არ უნდა სცოდნოდა.
_ გამარჯობა. _ თქვა შეცვლილი ხმით.
_ დილამშვიდობის._ გაუღიმა გოგომ და მიესალმა.
_ შეგიძლია ყავა მომიტანო?
_ დიახ._ დაბნეულმა დაუქნია თავი.
_ სასადილოშია ყავა,იცი ხომ?
_ კი.
ანუკი კაბინეტიდან გამოვიდა.სასადილო ოთახში,რომელიც თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი გავიდა. აპარატში ჩადო კაფსულა და დაელოდა.
ფიქრებმა ლუკასკენ წაიყვანა.
“ რა უხეშია…ნეტა ვის ელაპარაკებოდა” გაუკრთა ფიქრი.
“ რა ჩემი საქმეა ან კიდე”
ჭიქა აიღო და ლუკას კაბინეტისკენ გაემართა.მაგიდასთან იჯდა,ჩართულ კომპიუტერის მონიტორს შეყურებდა,თუმცა აშკარა იყო ფიქრებით სხვაგან იყო.
ყავის ფინჯანი დაუდო და გამოტრიალდა.მის სმენას მამაკაცის რბილი ხმა მისწვდა.
_ რა გქვია?_ შეტრიალდა,ოდნავ დაბნეული.
_ ანუკი.
_ მადლობ ანუკი.
უხმოდ დაუქნია თავი.კარისკენ გაემართა,რომ კარი წამის უსწრაფესად გაიღო და ღია კარში კესო გამოჩნდა.მზერა ანუკიზე შეაჩერა რამდენიმე წამით.თავიდან ფეხებამდე აათვალიერა,ზედა ტუჩი ამრიზა.
_ დილამშვიდობის ძვირფასო._ მზერა ჯერ ისევ ანუკიზე ჰქონდა და ბოლო სიტყვას განგებ გაუსვა ხაზი,თითქოს მისი არსებობის შესახებ ამცნო.ლუკას არ გამოპარვია კესოს ტონი და მზერა.ირონიულად ჩაიღიმა და თამაშში აჰყვა.
_ დილამშვიდობის საყვარელო,ამ დილა ადრიანად რამ შეგაწუხა?
ანუკიმ გზა დაუთმო კესოს,რომელმაც მზერა ლუკაზე გადაიტანა და კაბინეტი დატოვა.
კესო კაცს მიუახლოვდა,ოდნავ დაიხარა და მსუბუქად შეეხო ტუჩებზე.
ლუკამ კოცნაზე,მსუბუქი ამბორით უპასუხა.
_ როგორ ხარ? ეს ვინ იყო?_ ვითომ სასხვათაშორისოდ იკითხა.
_ კარგად.რა ქარმა გადმოგაგდო? _ ბოლო კითხვა დაუიგნორა ლუკამ.
_ მომენატრე,არ შეიძლება? კითხვაზე არ მიპასუხე.
_ როდის იყო ჩემი მონატრების გამო ოფისში მაკითხავდი?
_ დღეიდან. ვინ იყოთქო ეს გოგო?
_ არ გეტყვი._ თამაში გადაწყვიტა გოგრიჭიანების წარმომადგენელმა.
კესოს მზერა გაუმკაცრდა.
_ ნუ მეთამაშები ლუკა,_ გამაფრთხილებლად გაიჟღერა კესოს ხმამ._ პატარა გოგოებზე გადახვედი? ვერ მაეჭვიანებ.
_ ფაქტი სხვა რამეზე მეტყველებს._ ირონიას არ თმობდა კაცი.
_ მასეთებს არც კი მივიჩნევ კონკურენტად,ასე რომ დამშვიდდი.
_ ვითომ? არადა შენი ქცევა სხვა რამეზე მიუთითებს პატარა._ აღაგზნებდა კესოს გაბრაზება,იცოდა ჭკუას კარგავდა,როგორც კი სხვა ქალს გახედავდა კაცი.
ფეხზე წამოდგა.ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.ცალი ხელი წელზე შეუცურა და ძლიერად აიკრა ტორსზე.ყბის ძვალზე აკოცა,თავი გადააწევინა და ნელი მტანჯველი ამბორით ჩაუყვა მკერდისკენ მიმავალ გზას.
_ მომეშვი რა._ ხელი მკერდზე მსუბუქად მიაბჯინა კესომ.მარტივად შეუშვა კაცმა ხელი.ზურგი აქცია და თავის სკამს დაუბრუნა.
_ რაო რამ შეგაწუხა? _ წამში მიიღო საქმიანი იერი.
_ მცხეთის პროექტზე მინდა გესაუბრო. _ მშვიდად განაგრძო კესომ,თუმცა გაღიზიანების კვალი მაინც იგრძნობოდა ხმაში.._ მოსალოდნელზე გაცილებით მეტი დრო მოითხოვა. ჯერ სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები გაჭიანურდა, ახლა კი გაყიდვის ეტაპიც იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვვარაუდობდით.
_ გეჩქარება?_ მოკლედ მოუჭრა ლუკამ.
_ შენ არა? საკმაოდ დიდი კაპიტალი ჩავდეთ და ვფიქრობ დროში გაწელილი საქმე,მომავალში ფინანსურ მაჩვენებლებზე აისახება.
_ ქონების ღირებულება გაიზარდა,_ მშვიდად შეახსენა ლუკამ._ სანამ მყიდველი სწორ ფასს არ გადაიხდის, ზარალზე არავინ მიდის.
_ ჯიუტობ ლუკა,როფორც ყოველთვის.
_ შენ კიდევ ჩქარობ,როგორც ყოველთვის._ ტუჩის კუთხე ღიმილმა გაუპო.
_ შემდეგ კლიენტთან მოლაპარაკებას მეც დავესწრები.
ლუკამ ეჭვის თვალით გადახედა .
_ როგორც გინდა.
_ ნიკა არის ამ პროექტის აგენტი ხომ?
ლუკა თავის დაკვრით დაეთანხმა.
_ კარგი.
კესო წამოდგა და კაბინეტი დატოვა ყოველგვარი დამშვიდობების გარეშე.ნათიასთან შეიარა.
_ დილამშვიდობის ნათი,როგორ ხარ?_ისე მოიკითხა როგორც უახლოესი მეგობარი.
_ გამარჯობა კესო,უი,არ ვიცოდი აქ თუ იყავი,ყავას მაინც შემოგთავაზებდი.
_ არაუშავს,საქმეზე ვიყავი ლუკასთან.
_ მოსულია ხომ? ანუკიმ კი მითხრა.
მიხვდა ანუკი ის გოგო უნდა ყოფილიყო,ვინც ლუკასთან ნახა.გაუხარდა თავად,რომ ახსენა ნათიამ.
_ ანუკი ვინ არის?
_ ჩვენი ახალი თანამშრომელი.
_ ჰოო? რა პოზიციაზე დაგჭირდათ ახალი კადრი?
_ დიასახლისის.
_ აჰ… გასაგებია.
“იმედია მასე არ დაეცი,დიასახლისებს ეფლირტავები უკვე ლუკა”_ ირონიით გაიფიქრა.
_ კარგი წავედი.დროებით.
_ კარგად.

სამსახურში თავს ნათიას და ნიკას წყალობით კარგად გრძნობდა ანუკი.გაიცნო თანამშრომლები.უმეტესი ნაწილი მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა,ზოგიერთი კი სიბრალულით უყურებდა,ხან ზურგს უკან დამცინავი კომენტარებიც გაუგია.გული სტკიოდა,მაგრამ პოულობდა საკუთარ თავში ძალას და მშვიდად აგრძელებდა საქმიანობას. ყველაზე მეტად ისევ თავისი სქესის წარმომადგენლებისგან გრძნობდა ამაყ მზერასა და ირონიას.არ უყვარდა სადილობის დროს გასვლა სამზარეულოში,როცა გოგოების უმეტესობა გაპრანჭულები,გრანდიოზული მეიქაფით მაგიდასთან ისხდნენ და თავისუფალ დროს ათას თემაზე ლაზღანდარაობდნენ.ყოფილა შემთხვევა,რომ ანუკის თანდასწრებით მასზე გაუხუმრიათ და იმდენად უხერხულად უგრძვნია თავი,ლოყები შეფაკვლია.
ასეთი შემთხვევა იყო ერთ დღესაც,როცა მთელი გუნდი მათ შორის ლუკაც სასადილო ოთახში იყო.თანამშრომელს იუბილე ჰქონდა.ასეთ შემთხვევაში ტორტით და მსუბუქი სასმლით აღნიშნავდნენ ხოლმე.ვიღაცას სასმელი დაექცა.
_ უი,ფრთხილად ფეხი არ ჩადგა.
_ მე მგონი შენ დათვერი,მეტი აღარ დალიო._ გაეხუმრა ერთი მეორეს.
_ სად არის ის გოგო დაუძახეთ რაა…
_ ვინ გოგო?
კარში შედიოდა უკვე,როცა ერთ-ერთის ხმა გაიგო.
_ პატარა ოფისის,დიდი დიასახლისიც მოვიდა.
ყველამ სიცილი მორთო ამ შედარებაზე.იმ წუთს ისე შერცხვა,უნდოდა მიწა გასკდომოდა.თავდახრილმა მოწმინდა იატაკი.ის რამდენიმე წამი საშინლად მტანჯველი აღმოჩნდა.ვიღაც ისევ განაგრძობდა სიცილს.
_ რა სწორად აღნიშნე.
ხელახალმა სიცილის ტალღამ გადაურბინა იქ მყოფთ.ლუკასაც მსუბუქი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.სასწრაფოდ დატოვა ანუკიმ იქაურობა.დერეფნში მიმავალს ცრემლები წამოსცვივდა.
მის მერე სულ არიდებდა მათთან ურთიერთობას თავს,თუ ბევრი საქმე არ ჰქონდა ნათიასთან იყო კაბინეტში.საბუთების დაწყობაში ეხმარებოდა და ბევრ საჭირო საქმეს ასწავლიდა ნათია.
ნათია ხედავდა მის პოტენციალს და სულ აღნიშნავდა.ნიკასაც უთხრა:
_ როგორც კი ახალი კადრი დაჭირდება ლუკას ანუკის კანდიდატურა უნდა შევთავაზო.უდაოდ ნიჭიერია.გქონდეს მხედველობაში შენც და საერთოდაც _ ჩაეღიმა და გვერდში მუჯლუგუნი გაკრა._ მშვენიერი გოგოა,გაახილე თვალი,როდემდე უნდა იტანტალო მარტომ?
ნიკას ჩაეცინა.
_ მაჭანკლობა როდიდან დაიწყე?
_ საქმე რომ შემომელევა ხოლმე მიტევს მაგ დროს ._ სიცილით უპასუხა ნათიამ და კაბინეტში შემოსულ სოსოს მოჰკრა თვალი._ გისმენთ,ბატონო სოსო.
_ ლუკა კაბინეტში არ არის და ხომ არ უთქვამს სად წავიდა?
_ კესო და ლუკა მცხეთის პროექტთან დაკავშირებით წავიდნენ კლიენტს უნდა შეხვდნენ.
სოსომ გაკვირვებული მზერა ნიკაზე გადაიტანა.
_ შენს გარეშე?
ნიკამ უხერხულად ჩაახველა.
_ მე ახალ პროექტზე დავიწყე მუშაობა.
სოსომ გაკვირვებისგან ტუჩის კუთხეები დაუშვა და ოთახიდან გავიდა.
_ შენს გარეშე მართლა რა პონტში წავიდნენ?_ ახლა ნათია მიუტრიალდა ნიკას.
_ რავი, ბიზნესი მაგათია და მე რა გითხრა?!
_ ჰმ,კესო,კესო… _ ჩაიცინა ნათიამ.

გვიანი შემოდგომის ცივი ქარი ქროდა სატახტო ქალაქში.ნაცრისფერი დღე იყო,მოჟამული ფერებით.დილიდანვე ეზარებოდა გელანტიების ქალღმერთს ადგომა,მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა არ ტოვებდა არასდროს.როგორც ყოველთვის ელეგანტური და საოცრად დახვეწილი იყო.ფართო,ღია ფერის შარვალი და შავი პიჯაკი მის ქალურობას ხაზს უსვამდა,ხოლო აბრეშის ტოპი,რომელიც საკმაოდ თამამი ჭრილით იყო მკერდთან სექსუალურ იერს სძენდა.ყოველთვის იცოდა,როგორ წამოეჩინა თავისი თავი იდეალურად.
დილიდანვე შენიშნა მისი უზადო ვიზუალი ლუკამ,მაგრამ მხოლოდ კომპლიმენტს დაჯერდა.
_ შესანიშნავად გამოიყურები.
_ როგორც ყოველთვის დაგავიწყდა გეთქვა.
ლუკას ხმამაღალმა სიცილმა გადაფარა მანქანის სალონში დინამიკებიდან გადმოღვრილი ირაკლი ჩარკვიანის ხმა.
შეხვედრა გასაყიდად გამზადებული სასტუმროს ტერიტორიაზე მოხდა.
_ ისეთი ლამაზი გამოვიდა დასრულებული,გასაყიდად მენანება კიდეც._ თვალი მოავლო სივრცეს კესომ.
_ უკეთესები ყოფილა,კარგი რა.
_ ნუთუ ოდესმე დადგება დრო,რომ რაიმეთი ან ვინმეთი ბოლომდე კმაყოფილი იყო?
_ დარწმუნებული ვარ კი,ასე რომ ნუ ღელავ კესარია.
_ ნუ მეძახი კესარიას,მილიონჯერ გაგაფრთხილე._ თვალები დააკვესა გოგომ.
_ მე მომწონს._ გამაღიზიანებელი სიმშვიდით უპასუხა.
სწორედ ამ დროს შენიშნეს პოტენციური კლიენტის შემოსვლა ეზოში და მათკენ გაემართნენ.
ჯერ ეზო დაათვალიერეს.სასტუმრო მაღლობზე იყო გაშენებული და მისი ერთ-ერთი ღირსება ხედი გახლდათ.ფართოდ გაშლილი მტკვარი, რომელიც ქვემოთ, ქალაქის დაბლა მშვიდად მიიკლაკნებოდა.
_შთამბეჭდავია._ ხედს თვალი მოწყვიტა და მხოლოდ ეს თქვა.
_ წამობრძანდით,შიგნიდან ნახეთ._ თავის თავზე აიღო კესომ,შემდეგი ნაწილი.
სასტუმროს შიდა სივრცეში გადავიდნენ. ფართო ჰოლი თბილი განათებით იყო გაჯერებული. ხისა და ქვის დეტალები ინტერიერს სიმყუდროვეს სძენდა, ხოლო დიდი პანორამული ფანჯრები თითქმის ყველა კუთხიდან მტკვრის ხედს გადაყურებდა.
კესო მშვიდი,თავდაჯერებული ტონით უხსნიდა დეტალებს.ლუკა ორიოდე ნაბიჯით უკან იდგა და ინტერესით და დაკვირვებით უსმენდა.კესო შემდგარი,ჩამოყალიბებული ქალი იყო,რომელმაც იცოდა რას რატომ აკეთებდა,თითოეულ ნაბიჯს და სიტყვას ზომავდა,განსაკუთრებით საქმეში.ჭკვიანი იყო,ლამაზი,მიმზიდველი,მაგრამ არ ჰქონდა ის რაც ბოლომდე მასთან ყოფნის სურვილს გაუჩენდა.
შეხვედრა იმაზე დიდხანს გასტანა ვიდრე ვარაუდობდნენ.შუადღეს დაბრუნდნენ ქალაქში.
_ წამოხვალ ჩემთან?
_ რას ავღნიშნავთ? _ სარკაზმი არ დააკლო ქალმა.
_ სავარაუდოდ შემდგარ მოლაპარაკებას.
კესოს ჩაეღიმა.თითქმის ორი წელი ხდებოდა რაც ერთად იყვნენ და კარგად იცოდა კაცმა მისი თითოეული მიმიკა,ჟესტი.რა უნდოდა,ან რას ნიშნავდა.ახლაც არ თქვა,მაგრამ მისი ეს ჩაღიმება თანხმობას ნიშნავდა.მეტად აღარ უკითხავს პირდაპირ სახლისკენ აიღო გეზი ლუკამ.
კარი გააღო და გასაღები იქვე ტუმბოზე მიაგდო.
_ დალევ რამეს?
_ არა,მხოლოდ შენი წყურვილი მკლავს._ ჩაეცინა კესოს,პიჯაკი გაიხადა და იქვე საკიდზე დაკიდე.
_ დღეს რაღაც სხვა ხარ._ ჩაეღიმა ლუკას.
მაცდური ღიმილით მიუახლოვდა,ხელები მკერდზე აუსრიალა და კისერზე შემოაჭდო.
_ გეჩვენება…სულ ეს ვარ…_ თვალები გაუსწორა და მუქ წაბლისფერ თვალებში ჩახედა,რასაც კოცნა მოჰყვა.
აღარ მოსწყდა მის ბაგეს კაცი,ხელი შეუცურა წვრილ წელზე,სწრაფად გახადა აბრეშუმის ტოპი და იქვე იატაკზე მიუჩინა ადგილი.ნელი ნაბიჯებით,გაუყვნენ საძინებლისკენ მიმავალ გზას,რომელიც არაერთხელ გაევლოთ ერთად.

საწოლში ნებივრობა,მას მერე რაც ქალის ალერსით გული იჯერა,ნენეს ზარმა შეაწყვეტინა.
_ რა გჭირს შენ,ასე უნდა დაკარგვა?_ საყვედურით დაიწყო საუბარი ნენემ.
_ მოგენატრე პატარა?
_ პატარა სანია.
_ ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნები შენ._ ალერსით უთხრა.
_ მიდი გამოდი დღეს ფეხბურთია,ანდრო ლუდის ამოსატანად ჩავიდა და მე მთხოვა დარეკვა გამოვიდესო.
_ კაი._ სიამოვნებით დათანხმდა._ რომელზეა?
_ ჩვენი დროით ექვსზე.
_ კაი,მოვალ.
მობილური იქვე საწოლზე მიაგდო და საწოლიდან წამოდგა.კესო მიხვდა მისი წასვლის დრო იყო.არასდროს მასთან ღამით დარჩენას არ სთავაზობდა კაცი.მიჩვეული იყო მის ხასიათს და მოწონდა მასთან ურთიერთობა,ყველაფრის მიუხედავად.ვერც ვერაფერს უსაყვედურებდა,რადგან ლუკა არასდროს არაფერს პირდებოდა.
წამოდგა და ჩაცმა დაიწყო უჩუმრად.სახლში ლუკამ გაიყვანა.მანქანაში სიტყვა არ დაუძრავს.სწყინდა,როცა ასე უცერემონიოდ უშვებდა სახლიდან.
_ ნენესთან მივდივარ._ მიხვდა მისი გაბრაზების მიზეზს,უფრო სწორად იფიქრა ეჭვიანობსო.
_ მიბრძანდი._ კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა.
წამში მოწყდა მანქანა ადგილს.
“ არც კი დამელოდა,სახლში შევსულიყავი”...
გულში რაღაც ჩასწყდა.

დილიდან ნათიას კაბინეტში იჯდა ანუკი.
_ როგორ მიდის შუალედურების საქმე უნივერსიტეტში?
_ მშვენივრად,ორი დამრჩა._ თან საქაღალდეს ფურცლავდა ნათიას ეხმარებოდა._ არ მჯერა,რომ ერთი სემესტრი და დიპლომს ავიღებ.
_ ყოჩაღი ხარ შენ,ყველაფერი კარგად გექნება.ნეტა ჩემი ქალბატონი რას იზამს?_ შვილისკენ გაექცა ფიქრები.
_ ჩააბარებს რა უნდა ქნას._ გაამხნევა ანუკიმ და საქაღალდე გაუწოდა._ აქ დევს რასაც ეძებდი.
ნათიამ დახედა და გაეღიმა.
_ ოქრო ხარ.დღეს რჩები?
_ კი,რადგან შაბათია,მირჩევნია.
კვირას ისვენებდა ოფისი.შაბათს ყოველ საღამოს გვიანობამდე რჩებოდა და ალაგებდა ყველა კაბინეტს,რადგან ორშაბათს შუადღეს მოდიოდა,უნივერსიტეტის შემდგომ.
დღის ბოლოს ყველა წავიდა. ბოლოს ნათია და ანუკი დარჩნენ.
_ ჩემს ოთახს ნუ გადაყვები.მე მივალაგებ ორშაბათს.უფროსობის დაალაგე პირველ რიგში._ დაარიგა ნათიამ და ჩანთა გადაიკიდა მხარზე.
_ ლუკასი ბოლო მირჩევნია.
_ რატო დიდხანს გაძლებს? _ გაეცინა ნათიას._ ძალიანაც მოწონს შენი დალაგებული,რომ იცოდე ადრე სულ შენიშვნებს აძლევდა სხვებს.დამიჯერე._ თითი გამაფრთხილებლად დაუქნია,დაემშვიდობა და შენობიდან გავიდა.

სოსოს კაბინეტის კარი გამოხურა და ლუკას კაბინეტის კარი შეაღო,რომ ადგილზე გაიყინა.
მაგიდაზე ნახევრად შიშველ მდგომარეობაში კესო იყო გადაწოლილი.კაცს მის თეძოზე შემოეჭდო ხელები და მონოტონური ბიძგებით ავსებდა მის სხეულს.
კარის მოძრაობამ თვალი მოჭრა ექსტაზში შესულ კაცს,მზერა აწია და ანუკის გაფართოებულ თვალებს და აწითლებულ ლოყებს მოკრა თვალი.ახლა უფრო შერცხვა,მზერა რომ გაუსწორა ლუკას.უცებ გამოტრიალდა უკან,კარი სწრაფად გამოხურა და დერაფანი სირბილით გაიარა.
ტუჩის კუთხე ჩაუტყდა კაცს,თუმცა კესოსთან არაფერი შეიმჩნია.
დერაფანში გამოვარდა,ადგილს ვერ პოულობდა.თითქოს შენობა უჭერდა და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
“რა ვქნა,რა ვქნა?” დაბნეული,ერთსა და იმავე კითხვას უმეორებდა საკუთარ თავს.
“ფუ,ჯანდაბა,რა დროს შევედი?! თითქოს წავიდა,როდის გაჩნდნენ აქ?” თავის თავს უსვამდა კითხვას. გადაწყვიტა წასულიყო.იმდენად შერცხვა,ვერც კი წარმოედგინა თვალებში როგორ უნდა შეეხედა მომავალში ლუკასთვის.მართალია ხშირად არ ხვდებოდნენ ერთმანეთს,ან თუ ხვდებოდნენ მისალმებით იფარგლებოდნენ,მაგრამ…
მთელი საღამო და კვირა დღე მღელვარებაში გაატარა,რა წამს გაახსენდებოდა სახეზე ალმური ედებოდა.
ერთი მომენტი ისიც იფიქრა სამსახურიდან გამაგდებსო,მიზეზად კი ორშაბათს დილით დაუალგებელ ოთახს მომიდებსო.
“ახლა,არანაირად არ მაწყობს სამსახურის დაკარგვა.სჯობს წავიდე და ორშაბათს დილით დავალაგო”.

დილიდან ოფისში გაიქცა.ჯერ არავინ იყო მისული.სრული სიჩუმე სუფევდა.ჩათნა დადო.საჭირო ნივთები აიღო და ლუკას კაბინეტს მიაშურა.კარის გაღებისთანავე ისევ ის კადრი გაცოცხლდა და სახეზე ერთიანად აწითლდა.კარში შედგა და ფეხი ვეღარ გადაადგა.სახე უხურდა.ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მაგიდას,რომელიც როგორც ჩანს დალაგებული იყო.
ტანში ცივად გასცრა.ნელა,ზანტად მიუახლოვდა მაგიდას და ყველა ნივთი აალაგა.საპრიალებელი სითხე მოასხა და მაგიდის ზედაპირის წმენდას შეუდგა.სახე ზიზღისგან დაემანჭა,ფიქრებ არეული მონოტონურად აგრძელებდა საქმეს.
ვერ გაიგო როგორ შემოვიდა ოთახში ლუკა.გოგოს სახის დანახვაზე მიხვდა მის ფიქრებს და ჩაეცინა.
_ სახე გაასწორე._ ანუკი შეკრთა,ახედა კაცს სახეში და მაშინვე წამოწითლდა.
_ გეგონა შენ დაგახვედრებდი დასალაგებელს? შენს უმწიკვლო გონებას +18 სცენებიც ეყოფა._ აშკარად მხიარულობდა გოგოს უხერხულ მდგომარეობაზე.
კიდევ უფრო წამოწითლდა.სიწითლის ბოლო სტადიაზე იყო.ლუკა კი ერთობოდა მისი რეაქციით.
_ უკაცრავად._ ძლივს ამოღერღა,ხმადაბლა._ მეგონა არავინ არ იყო ოფისში.
_ ჰო,ჩვენც._ ღიმილი ვერ დაფარა ლუკამ.
ისევ აუელვარდა სახე და ლუკას სიცილმაც არ დააყოვნა.
_ კარგი,დამშვიდდი უარესები მომხდარა._ თვალები გაუფართოვდა გოგოს,მის რეაქციაზე კი ღიმილი ვერ დაფარა ლუკამ._ ზოგადად აქ არ მიგულისხმია,გასამხნევებლად იყენებენ მსგავს ფრაზებს.ჰო,მართლა აქ რა გინდა?
სხეულში უჩვეულო სიცივე იგრძნო და ერთიანად იგრძნო როგორ მოუდუნდა ყველა კუნთი.
“ ხომ ვთქვი,მორჩა,მიშვებს…” ამოიკნავლა მისსავე ფიქრებში.ხმა ვერ ამოიღო,უბრალოდ შეჰყურებდა,ვერ გაეგო რა ეპასუხა.
_ ახლა ხომ უნივერსიტეტში უნდა იყო?_ რბილი ხმით განაგრძო კაცმა.ამოისუნთქა
“ არ მიშვებს”...
_ კი.
_ მერე აქ რატომ ხარ? _ ანუკიმ ვერ გაბედა სიმართლე ეთქვა,ეუხერხულა,უბრალოდ გაჩუმებული იდგა და არ იძვროდა._ არ მითხრა,რომ დალაგების გამო მოხვედი,შენ რა მართლა გეგონა,შენ დაგიტოვებდი დასალაგებელს მას მერე რაც ნახე?
სახეზე ხელები აიფარა.
_ ძალიან გთხოვთ…_ ამოიჩურჩულა.ლუკას ისევ გაეღიმა,მაგრამ ახლა მის სახეზე სხვა ღიმილი იყო,არა ისეთი როგორიც ახასიათებდა,ირონიული,მხიარული.შეეცოდა იმ დისკომფორტისთვის რასაც ახლა განიცდიდა.მიუახლოვდა,ორივე მაჯაში ხელები მოკიდა და ფრთხილად ჩამოაწევინა სახიდან.ანუკის თვალები მთელი ძალით ჰქონდა დახუჭული.
_ თუ ვინმეს უნდა შერცხვეს აქ ეს მე ვარ,მაგრამ მე არ მრცხვენია._ მშვიდი,დამრიგებლური ხმით დაიწყო._ გაახილე თვალები და შემომხედე.
გოგოს ხელები ჯერ ისევ მის ძლიერ მტევნებში იყო მოქცეული.
_ ანუკი,_ პირველად მიმართა სახელით.ეგონა არც კი ახსოვდა მისი სახელი.ნელა,ფრთხილად აწია მზერა და მამაკაცის სახეს გადააწყდა,სულ სხვაგვარს.უფრო თბილს,რბილს,ღრმა მზერას. ახლა გაიაზრა რომ მისი ხელები ისევ კაცს ეკავა და სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.ამის გააზრებაზე შეცბა.
_ ლუკა,_ ქალის გაოცებული,ოდნავ ბრაზმორეული ხმა გაისმა ოთახში.ორივემ კარისკენ გაიხედა და კესოს ანთებულ თვალებს წააწყდნენ.ინსტიქტურად ხელები გაითავისუფლა ბიჭის ხელებისგან ანუკიმ,რაც კესოს არ გამოპარვია მხედველობის არედან.
_ უკაცრავად._ თქვა და ოთახიდან გავიდა.
რამდენიმე წამს ჩუმად იყო კესო და კაცს შეჰყურებდა.
_ რას ნიშნავს ეს ყველაფერი?_ ხმაში ჯერ ისევ გაბრაზება იგრძნობოდა.
_ არაფერს.რა ხდება ამ დილაუთენია რამ მოგიყვანა ოფისში?
_ ღალატის სუნმა._ არ ცხრებოდა.ლუკამ გადაიხარხარა.
_ ვერ ხარ შენ გოგო ხო?!
_ ვინც ვერ არის კი ეტყობა! _ ვალში არ დარჩა.
_ რა გინდა კესო თქვი._ მაგიდაზე დატოვებულ ტილოს შეავლო თვალი.ერთხანს გაბრაზებული უყურებდა,თვალებიდან ცეცხლს ყრიდა.
_ დამირეკეს მცხეთის სასტუმროზე ყიდულობს ის ტიპი.გაამზადე საბუთები.
_ ვაა,მაგარია…
_ კი,ძალიან.ფლირტაობას თუ მოეშვები,უკეთესადაც შეძლებ საქმის გაძღოლას._ გაბრაზებული შეტრიალდა და კაბინეტი დატოვა. დერეფანში ანუკის გადაეყარა.კესოს დანახვაზე გაჩერდა.გზა დაუთმო.შინაგანი დაძაბულობა იგრძნო.ყოველთვის,როცა კესოს ხვდებოდა თავს ცუდად გრძნობდა.მკაცრი,ცივი მზერა შეაგება ქალმა და მერე ისე ჩაუარა გვერდით,თითქოს არც არსებობდა.სძულდა ეს თვისება ადამიანებში,ვერ ხვდებოდა რატომ ჰქონდათ სურვილი მეორე ადამიანის დაჩაგვრის,ის რომ არარაობად ეგრძნო თავი სხვას.რას მატებდა? რატომ ჰქონდათ ამდენი ღვარძლი.
გაახსენდა ლუკას კაბინეტში დატოვებული ნივთები და მორიდებით გაემართა.კარზე დააკაკუნა,ფრთხილად შეაღო. კაცს უკვე თავიაწეული ჰქონდა,მაგიდასთან იჯდა.
_ უკაცრავად,შეიძლება გავაგრძელო დალაგება?
_ მოდი კი.
ჩუმად,უხმაუროდ მოძრაობდა.სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა.არ იყო პროფესიონალი,მაგრამ იმდენად გულიანად აკეთებდა საქმეს,თვალს ვერ წყვეტდა ლუკა.
ამოუცნობი იყო მისთვის ანუკის პიროვნება.ნაზი იყო უდაოდ,მაგრამ ჰქონდა შეუმჩნეველი ეკლები,როგორც კი ახლოს მიხვიდოდი იგრძნობდი.შრომის მოყვარე,თითქოს სევდიანი,მაგრამ დაუნახია ნათიასთან როგორ გულიანად იცინოდა და მოწონდა მისი თავისუფალი ხასიათი ამ დროს,როგორც კი შენიშნავდა ლუკას მაშინვე წყვეტდა სიცილს და მსუბუქ ღიმილს იტოვებდა სახეზე.მოწონდა გოგოს ეს ტრანსფორმაციას.მისდა უნებლიედ გრძნობდა ინტერესს და მიზიდულობას.
ახლაც ფიქრებში ისე იყო გართული ანუკის ხასიათის ამოცნობით,ვერ შენიშნა როგორ უმზერდა გოგო.
_ რამე მოხდა?_ იფიქრა რაღაც ისე ვერ გავაკეთე და ალბათ ამიტომ მიმზერს დაჟინებითო.
_ რა? არაა,არაფერი…_ გვიან გაიაზრა._ ანუკი,სად სწავლობ შენ?
_ ილიაში,ბიზნესის ადმინისტრირებაზე.
_ დღეს გააცდინე ლექცია.
_ კი.
_ რატომ შენი სპეციალობით არ დაიწყე მუშაობა ჩვენთან?
ანუკი სულ დაიბნა,მაგრამ შინაგანი მღელვარება გააკონტროლა.
_ ვაკანსია რაზეც გქონდათ…
_ გასაგებია._ მიხვდა მისთვის იმ მომენტში სამსახური და უფრო ხელფასი აუცილებლობას წარმოადგენდა.
“თუ იგივე პასუხისმგებლობით მიუდგება სხვა საქმეებსაც,მისგან კარგ თანამშრომელი დადგება…პროფესიული ფიქრები აუფუთფუთდა თავში ლუკას.
ამასობაში ანუკიმ ოთახი დატოვა.ლუკა კი მისი სხვა პოზიციაზე გადაყვანის ფიქრებმა მოხიბლა.


ახალი წლის დღეები კარს იყო მომდგარი,რომ ნიკამ თავს საჩუქარი გაუკეთა და ავტომანქანა იყიდა.
საღამოს ანუკი ნინუცას შეხვდა და ერთად დაბრუნდნენ სახლში. ეზოში BMW მარკის ავტომანქანა დახვდათ.
თავიდან სტუმარი ეგონა ნიკასთან,მერე სახლიდან ქურთუკის გარეშე გამოსულ ნიკას მოკრა თვალი.
_ როგორ მოგწონთ ჩემი ახალი მეგობარი?_ სახე გაბრწყინებულმა შეხედა გოგოებს.
_ შენია?_ სახე გაუნათდა._ რა მაგარი ნიკა,გილოცავ.
_ ვააუ,ყოჩაღ ნიკა.ნაკლები არ შეგეფერებოდა._ მსუბუქად დაკრა ხელი მხარზე ნინუცამ.
იმ რამდენიმე თვის მანძილზე რაც ანუკი ამ სახლში ცხოვრობდა ხშირად ხვდებოდნენ გოგონები ნიკას და მეგობრობდნენ კიდეც.
_ მეც ეგ ვიფიქრე არჩევის დროს._ აყვა ხუმრობაში._ ცოტახანში ძმაკაცებს ველოდები,უნდა ავღნიშნოთ,შემოგვიერთდებით?
_ დახმარებაც ხომ არ გინდა?_ მაშინვე დიასახლისის თვალით დაიწყო ხედვა ანუკიმ.
_ ნელიკოს თუ შესთავაზებთ,მე მწვადი ავიღე ჩემს თავზე.
_ კაი,დავდებთ ნივთებს და გამოვალთ.

გოგონები მალე ნელის შეუერთდნენ სამზადისში.ნინუცამ ხაჭაპურის ცხობა აიღო თავის თავზე,მერე ჭადებიც დაიმატა რადგან ქურასთან ვტრიალებ ამასაც მე მივხედავო.
ანუკი სუფრას შლიდა და თან ნელი ბებიას ეკითხებოდა სად რა ჰქონდა.
_ გოგო ანუკი,_ ჩუმად მაისურის ბოლოზე მოქაჩა ქალმა._ რა კარგი გოგოა ეს შენი დაქალი და …_ ვეღარ დააბოლოვა,ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო ბაგე.ანუკის ჩაეცინა.კაი ხანია ატყობდა ნინუცას ნიკას მიმართ ინტერესს,მაგრამ არასდროს არ უკითხავს პირადად.ყოველთვის თვლიდა,რომ მსგავს პირად საკითხებზე თავად უნდა დაეწყო ადამიანს საუბარი,მიუხედავად უახლოესი მეგობრობისა.
_ ვცადოთ? _ ერთი სიტყვით ანიშნა,რომ მიუხვდა აზრს.
_ ჰო._ ჩაიცინა ქალმა და თვალი ჩაუკრა.
გვიან საღამოს სუფრასთან მხიარულება სუფევდა.სუფრას ნიკას ძმაკაცი ჯაბა უძღვებოდა.უკვე კარგად შეზარხოშებულები იყვნენ ბიჭები.ცოტა ნინუცამ და ანუკიმაც დალიეს.
_ სასტავ,მოდი ახლა სიყვარულს გაუმარჯოს._ ფეხზე წამოდგა ვაჟა._ იცით როგორს?! აი სულს,რომ აგივსებს…რომ უყურებ და არ გყოფნის,მაინც გენატრება და გინდა სულში და გულში ჩაისვა,ისე ატარო.
_ ეე,ძმაო,შენ ძალიან აგავსო თიკუნამ გატყობთ._ გაეხუმრა ჯაბა.
სუფრაზე ერთიანი სიცილის ხმა გაისმა.
_ ამავსო,რომელია ჩემო ჯაბა,გადამავსო,ვდუღვარ კაცი.
_ხოდა მოდი სიყვარულს გაუმარჯოს მეგობრებო.ჩემს ნიკუშას კიდევ მალე ვუსურვებ ეპოვოს გულის სწორი,რომ ნელი ბებიას ეზო-კარში პატარა ბარტყებმა ირბინონ და იჟღურტულონ.
_ გაიხარე ვაჟა,ბებო გენაცვალოს შენ.ერთი მაგ დღეს მომასწრო და ჩემზე ბედნიერი ქალი არ წავა ამ ქვეყნიდან მერე…
_ აპ,აპ…მასეთებს არ ვართ ნელი ბებია,საძმაკაცოს ბავშვები შენ უნდა დაზარდო რა დროის წასვლაა?!
ნელი ხმამაღლა გაიცინა.
_ შენ გაიხარე,ჩემო ბიჭო,როგორ გამამხიარულებთ ხოლმე.
_ აბა,აბა აიტაცეთ ჭიქები._ ახლა გოგოებს გადახედა ჯაბამ._ თოკო,შეუვსე ბიჭო გოგონებს სასმისი.ხომ არ დამითვერი?
_ რა დროს თრობაა,ეგ ვაჟიკო დამთვრალა სიყვარულისგან.
_ ჩემს გარდა არავინ ხართ სიყვარულით მთვრალი თუ რაა ვერ გავიგე?_ შეიცხადა ვაჟამ.
_ ასეთი გოგო ბიჭები ხართ,რა კენტად დაიარებით?_ ყასიდად გაწყრა ნელი,თან ნინუცასკენ გააპარა თვალი.
_ ეჰ,ჩემო ნელიკო,_ იგრძნო ქალის მზერა ნინუცამ._ ახლანდელ ბიჭებს ეზარებათ გოგოს თავი მოაწონონ.
_ მერე ბებია,შენ იაქტიურე.
_ არც ეგ მოწონთ,ხოდა…_ გაიცინა ნინუცამ._ გაეპრანჭები,იაქტიურებ და იარლიყს მოგაკრავენ.თავად ვერ გაუგიათ ამ ქართველ კაცებს რა უნდათ ქალებისგან.
_ ოჰ,ოჰ…დაგვიმძიმა._ ჩაიცინა ნიკამ.
_ მე არაფერი დამიმძიმებია მასეა.
_ ზომიერების შესახებ ხომ გსმენიათ მერე?
_ ვისთვის სად გადის ზომიერებაში ზღვარი მერე?!_გაცხარდა ნინუცა.
_ შენ შენი ზომიერების ფარგლები გაქვს,მე ჩემი,ანუკის თავისი,აგერ ჯაბას და ვაჟას თავისი.უბრალოდ უნდა დაემთხვეს ალბათ მერე ერთმანეთს და ეგაა…
_ მარტივად ლაპარაკობ,სულ არაა მასე.
_ შენ კიდე ართულებ.
სუფრის წევრები ხან ერთს გადახედავდნენ,ხან მეორეს.
_ რას ვართულებ ნიკა,კაი რა.აღიარება არ გინდა თორემ,მასეა ქართველი კაცის ბუნება. ზომიერება გაქვთ დარღვეული…
ნიკამ ხმამაღლა გაიცინა.
_ ვინ გაგამწარა მასე?
_ არც არავინ,დაკვირვების ფონზე._ უდარდელად უპასუხა.
_ ვერ ყოფილხარ კაი დამკვირვებელი.
_ კაი,კაი…რა დაგემართათ? დალიეთ მიდი,ნუ გამიჯანჯლეთ სადღეგრძელო.
ნინუცა წარბაწეული უყურებდა ნიკას დარჩენილი დრო.ნიკას გულში ეცინებოდა გოგოს სიფსიხეზე და პერიოდულად თვალს აპარებდა გოგოსკენ,თუმცა არაფერს ეუბნებოდა.
ვაჟა და ჯაბა გვიან წავიდნენ.ნიკამ ბიჭები გააცილა.ნინუცამ და ანუკიმ ნელის სუფრა აალაგებინეს და ჭურჭლის რეცხვას შეუდგნენ.
_ გავალ რა წყალს გადავივლებ,სანამ ამ რამდენიმე თეფშსაც გარეცხავ კაი?_ სთხოვა ანუკიმ.
_ კაი,მიდი და მოვალ უცებ.
ანკა კარში გავიდა და ნიკა შევიდა ოთახში.ცოტახანს უყურა საქმეში გართულ გოგოს.
_ მიბრაზდები ნინუცი?_ ალკოჰოლი შეპარვოდა ხმაში.ნინუცამ მხოლოდ ახედა და თეფშის გაქაფვა განაგრძო.
_ როგორც ჩანს კი._ უპასუხოდ დარჩენილ კითხვაზე პასუხი თავად გასცა ბიჭმა.რამდენიმე წამს ჩუმად იყო,მერე გულმა არ მოუთმინა.
_ არ გიბრაზდები,შეჩვეული ვარ პროტესტს კაცების მხრიდან._ მაინც ვერ მოისვენა და წაკბინა.
ნიკას ხმამაღლა ჩაეცინა.
_ სასაცილო ხარ._ თვალებში სხივი გაუკრთა.ნინუცამ გაბრაზებული მზერა შეაგება.
_ რა ვარ?! _ ტონი დაძაბა.
_ სა ყვა რე ლი._ დაუმარცვლა ბიჭმა.
_ სხვა რამე თქვი პირველად._ ბოლო თეფში ამოაყირავა იქვე ტილოზე.ბიჭი მიუახლოვდა და ცხვირზე საჩვენებელი თითი დაუსვა.
_ როგორი დებატები გცოდნია ნასვამს._ თვალებში ჭინკები დაუხტოდნენ,აშკარად ცდილობდა გოგოს გამოწვევას,უკვე ერთი-ერთზე.
_ დიახაც.
_ რაო,კიდე ბრაზობ?_ შუბლზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაუწია.
ნინუცა უხერხულად შეიშმუშნა.
_ არა.
_ მაშინ რატომ მეიაზვები?
_ გეჩვენება.
თვალები მოწკურა და ცოტახანს ისე აკვირდებოდა გოგოს.
_ გინდა მანქანით გავისეირნოთ?
_ ნასვამი ხარ.
_ შენ დაჯექი._ხელში გასაღები შეათამაშა ნიკამ.
_ მეც დავლიე.
_ კარგი მაშინ სხვა დღეს იყოს.
_ კარგო,ოღონდ მე ვჯდები საჭესთან._ ღიმილი შეეპარა.
_ კარგი._ გაიცინა ნიკამ_ ესეიგი სიტყვაში დამიჭირე.
_ დიახაც._ კეკლუცად გაუღიმა და სახლიდან გამოვიდა.

***

_ სულ რამდენი კაცი ვიქნებით?
ნათიას ეკითხებოდა ჰოლში ეკატერინე.
_ რავიცი ეკატერინე,ლუკამ ყველა დაპატიჟა.
_ კესოს კომპანიაც?
_ არა,ჩვენს კორპორაციულზე რა უნდათ მაგათ.
_ რავიცი,მეგობარი კომპანიაა…_ მხრები აიჩეჩა.
დერეფანში ანუკიმ გაიარა,იატაკს წმენდდა.
_ ესეც იქნება? - ჩაიღიმა.
_ კი,წესით.რამე პრობლემაა? _ ტონში მაშინვე იგრძნო ირონია ნათიამ.
_ არაფერი.ფეხსაცმელი კარგად მოირგოს კონკიამ უბრალოდ.
_ ეკატერინე! ვფიქრობ შენი ასაკის ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს მითითება,რომ ირონია ცუდი ტონია. ცივი,გამჭოლი ხმა ჰქონდა ნათიას.
_ კარგი ერთი,ნუ ხარ დედა ტერეზა შენც,ვიხუმრე რა იყო.
_ ცუდი ხუმრობა იყო.
_ უჰ._ ხელი აიქნია და ქუსლების კაკუნით გაუყვა დერეფანს.

საღამოს ნათიას კაბინეტში იჯდა ანუკი და თვალებანთებული ემოციურად უყვებოდა უნივერსიტეტის ამბებს.
_ შეკრებას გეგმავენ,მგონი აგარაკს იქირავებენ,ძველით ახალწელსო…
_ მერე არ მიდიხარ?_ ცალი თვალით ამოხედა ფურცლებს შორის ნათიამ.
_ არა,მე არ ვაპირებ.
_ რატომ?
ანუკიმ მხრები აიჩეჩა.ნათიამ დაეჭვებული მზერა შეაგება.
_ ჩვენს კორპორაციულზე ხომ მოდიხარ?
ანუკიმ უხერხულად გაიღიმა და თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.
_ კაი რაა,რატომ?
_ რა გავაკეთო?
_ რაც ყველამ.დავლიოთ,ვიცეკვოთ,გავერთოთ.
_ არ მგონია ჩემი არ ყოფნა ვინმემ შენიშნოს._ თქვა და ლოყები შეეფაკლა.
_ მე შევნიშნავ.დაიწყე მზადება,არ გამაბრაზო.
_ აუ,არა რა.
_ რატომ? _ მკაცრი მზერა შეაგება ნათიამ.
_ ჯერ რომ არც მაქვს ისეთი არაფერი,რასაც მსგავს საღამოზე ჩავიცვამ.
მართლაც მსგავს შეკრებებზე არასდროს ყოფილა ანუკი.ჯერ რომ ფინანსურად არც არასდროს ჰქონიათ იმდენი,რომ არ მოეკლო,მსგავსი აქტივობები და მამაც ყოველთვის აკონტროლებდა მისი გასვლას სახლიდან.არ უყვარდა მერაბს,როცა ასე “უმიზეზოდ” გადიოდა ქალი სახლიდან.
_ თუ ეგ არის პრობლემა მხოლოდ,მაგას მარტივად მივხედავთ.
ნათიას შვილი მხოლოდ ორი წლით იყო პატარა ანუკიზე.ტანად ორივე ერთი სიმაღლის იქნებოდა,ანუკი შეიძლება ცოტა მაღალი და ოდნავ მეტად გამხდარი.
ნათიამ მაშინვე გონებაში თვალი გადაავლო მისი შვილის გარდერობს და რამდენიმე შესაფერისი კაბა გაახსენდა.

გვიან საღამოს დატოვა ოფისი ყველამ.დაღლილი შეუდგა საქმეს.ბოლო ისევ ლუკას კაბინეტი მოიტოვა დასალაგებლად,თუმცა ლუკა არადა არ აპირებდა კაბინეტის დატოვებას.ლოდინის შემდეგ,მაინც შეაღო კარი.
მოიბოდიშა და ნება ითხოვა დალაგების.
_ მოდი.ბოდიში…_ დაიწყო მამაკაცმა.ანუკიმ გაოცებულმა შეხედა,რომ დარწმუნებულიყო ბოდიშს მართლა მას უხდიდა თუ ეჩვენებოდა._ წლის ბოლო,რომ არის ბევრი საქმეა დასასრულებელი და გვიან მიწევს გასვლა ოფისიდან.
_ ა,არაუშავს._ თავი დაუქნია და საქმეს შეუდგა.
ბოლოს მხოლოდ მაგიდა დარჩა,რაზეც ლუკა მუშაობდა და უხერხულად იდგა ერთ ადგილზე.
_ მე თვითონ მივხედავ ამას._ მიხვდა გოგოს დაყოვნების მიზეზს._ თავისუფალი ხარ.
_ კარგი.კარგად._ გატრიალდა,ნივთები დააწყო.
ქურთუკი ჩაიცვა.ფანჯრიდან გაიხედა.ამინდი გაუარესებულიყო.

შენობიდან გამოსულს საშინელი ცივი ქარი შეეგება.ტანში გააჟრჟოლა.ფეხით ჩაუყვა გაჩერებისკენ მიმავალ გზას.დღეს მეტრომდე ფეხით ვერ ივლიდა,ისე ციოდა,თან ისეც აღარ უჭირდა ზამთრის ასეთ ცივ დღეებში ეკონომია გაეკეთებინა.
გაჩერებაზე დადგა და სასურველი ნომერი მოძებნა ტაბლოზე.სამი წუთი სჭირდებოდა მოსასვლელად.
იდგა და გამვლელებს ათვალიერებდა,რომლებიც ფაქტობრივად არც არსებობდნენ.აქა-იქ თუ გაივლიდა ვინმე ფეხით.ისეთი ამინდი იყო ზუსტად,დედა,რომ იტყოდა ხოლმე ”კარგი პატრონი ძაღლს არ გააგდებს გარეთო”.
ნახევარი სახე ქურთუკის საყელოში ჩაყო.ხელები ჯიბეში ჩაიწყო,მაგრამ ქარის სუსხი სახეს უწვავდა.აბუზული ბეღურასავით იდგა მარტოდ-მარტო გაჩერებაზე,რომ საბურავების დამუხრუჭების ხმამ მიიქცია მისი ყურადღება.
_ დაჯექი._ მოესმა ლუკას ხმა და თვალი შეავლო ფანჯრიდან გამოყოფილ მის სახეს.
_ არ,არის საჭირო,მალე მოვა უკვე.
კაცმა წარბი აწია.
_ დაჯექი,არ მიკითხავს დრო._ რომ მიხვდა ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა.კიდევ გამოსძახა ჩაწეული მინიდან._მალე გავიყინე._ თქვა და ფანჯარას აუწია.
რამდენიმე წამი კიდევ იდგა ანუკი,მერე უკანა სავარძლის კარი გამოაღო და
მორიდებით დაჯდა.
_ წინ დაჯექი ტაქსის მძღოლს ვგავარ?_ უკანა ხედვის სარკეში ლუკას თვალებს წააწყდა.
უხმოდ გადმოვიდა,მანქანას მოუარა და წინ დაჯდა.
_ მადლობ._ გაუბედავად ჩაილაპარაკა.
_ რა ჯიუტი ბავშვი ხარ._ თავის ქნევით თქვა კაცმა,მერე ჩაიღიმა,მთლად რომ არ გაენაწყენებინა გოგო.
_ რატომ?
_ რავიცი აბა,ეგ მე უნდა გკითხო რატომ?
ანუკის გაეღიმა.უჩვეულო დაძაბულობას გრძნობდა ლუკას გვერდით მუდამ.პასუხი აღარ დაუბრუნა.თითებით ქურთუკის ელვა შესაკრავზე თამაშობდა.
ფრთხილი მზერა მოავლო ავტომობილის სალონს.სისუფთავის და სითბოს სასიამოვნო სუნი ტრიალებდა.ამ ყველაფერს ლუკას სუნამოს არომატი ერეოდა და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდა. საუბარი ისევ ლუკამ წამოიწყო.
_ სამსახური როგორ მოგწონს?
_ მომწონს.
_ კაი,ახლა,გულახდილი იყავი.ჩათვალე აქ უფროსი არ ვარ.
_ ვერ ჩავთვლი,ხართ.
_ მოდი,ჯერ იქიდან დავიწყოთ,რომ თქვენობით ნუ მომმართავ,თორემ მართლა ვიფიქრებ ასაკიანი ვარ-თქო.
_ სხვებიც მასე მოგმართავენ.
_ კაი,შენ განიჭებ მაგ უფლებას,რომ არ მომმართო…
_ რატომ?_ დაბნეულმა იკითხა და ლოყებიც შეეფაკლა.ლუკას ჩაეცინა მისი აელვარებული ლოყების დანახვაზე.
_ მასე მინდა და იმიტომ._ მზერა ისევ გზაზე გადაიტანა._ კითხვაზე მიპასუხე.
_ მომწონს კი.
_ დამლაგებლის პოზიცია მოგწონს?
უხერხული დაჭიმულობა იგრძნო სხეულში.
ვერაფერ უთხრა.ისევ ლუკამ განაგრძო საუბარი.
_ მე როგორც გავიგე საკმაოდ წარმატებული სტუდენტი ხარ… სტიპენდიანტი…
ცოტა არ იყოს გაუკვირდა კაცისგან ამ ყველაფრის მოსმენა.ვერ მიხვდა საიდან იცოდა ყოველივე.
“ალბათ ნათიამ უთხრა” გაიფიქრა ანუკიმ,მაგრამ არაფერი კითხა და არც უპასუხა.
საუბარი ისევ ლუკამ განაახლა.
_ კვირის ბოლოს მოდიხარ კორპორაციულ შეკრებაზე?
_ არ მგონია მოვახერხო.
_ ჰოო?.. რატომ?_ წამიერად გზას თვალი მოწყვიტა და გოგოს გახედა.
არ იცოდა რა ეპასუხა,ამიტომ პირველივე სისულელე რაც თავში მოუვიდა ის თქვა.
_ მანქანა არ მყავს.
_ ვაა,მართლა? _ ჩაიცინა ირონიულად ლუკამ._ და არავის იცნობ ვინც წამოგიყვანს?.. კარგი,მე წაგიყვან.
_ არ მინდა._ საჩქაროდ უპასუხა.
_ რატომ?_ გამოაჯავრა მისივე ტონით კაცმა.
ანუკის ჩაეღიმა,მიხვდა ბავშვურად გამოუვიდა.
_ ვნახავ რამეს.
_ ანუ მოდიხარ?
_ წამოვალ._ თქვა დაუფიქრებლად და იმავე წამს ინანა,რომ წარმოიდგინა იმ ადამიანების მზერა და დამოკიდებულება,ვისთანაც კავშირი ვერა და ვერ დაამყარა სამსახურში.
_ მეტროსთან გამიჩერეთ.
_ მიგიყვან სახლამდე.
_ არ არის საჭირო.მეგობართან მივდივარ.
ლუკამ თავი დაუქნია.მანქანა სავალი გზის ნაწილიდან გვერდით გადაიყვანა და შეუჩერა.

***

_ რას იცვამ,რა გადაწყვიტე?_ კითხვა დაუსვა ნინუცამ და საწოლზე მუცლით გადაწვა.
_ არ ვიცი,არ მიფიქრია მაგაზე,თან წასვლა არ მინდა.
_ რატომ?
_ ზედმეტად ვგრძნობ თავს მაგ ადამიანების გარემოცვაში.ისე გიყურებენ,თითქოს კონტროლს გადიხარ ყველა საკითხში; ტანსაცმელი,აქსესუარები,რას ჭამ ან სვამ.სნობები არიან.
_ პირიქით,წადი და დაუმტკიცე მაგ სნობ სასტავს,რომ ადამიანი სამუშაო ადგილის მიხედვით არ უნდა შეაფასონ,თან იმ ნათიასთან ხომ კარგად ხარ?
_ ხო,ნათია სხვა ტიპია,მაგრამ ბროშკასავით ხომ ვერ მივეკერები გულზე?
ნინუცას გაეცინა.
_ ნიკასთან გაერთობი.ეგეც მასე იქცევა ხოლმე?
_ არა,ნიკა არასდროს,თუმცა ოფისშიც ნაკლებად არის ხოლმე,მისი საქმე ოფისს გარეთ მუშაობას მოიცავს უფრო.
_ ოჰ,ამოვისუნთქე._ აამჯერად ანუკის გაუპო ღიმილმა ბაგე.
_ მოგწონს ხო?
_ მესიმპათიურება …
_ მეტი არა?
_ მეტი რაა?_ მხრები აიჩეჩა და თემა შეცვალა._ რას ჩაიცვამ?
_ არაფერი არ მაქვს შესაფერისი,არ ვიცი.
_ გინდა გაგყვები და ავარჩიოთ რამე.ფასდაკლებებია თან ახლა._ მიუხვდა ანუკის საფიქრალს._ მოდი,ჩემს კაბებს გადახედე აბა,იქნებ მოირგო რამე,ბოლობოლო,სტილს მიხვდები რა მოგწონს და ყიდვის პროცესი გამარტივდება.
_ კაი._ ძლივს სახე გაუნათდა.

დიდი დრო არ იყო დარჩენილი წვეულებმდე.ნინუცამ ყველაფერი გადმოყარა რაც კი ეგულებოდა,მაგრამ ზოგი ძალიან ემოკლა ანუკის,ზოგი ვერ მოიხდინა,ამიტომ ისევ სავაჭრო ცენტრს მიაკითხეს.
_ ქალო,ეგ ტ*აკი და მკერდი იმისთვის მოგცა ღმერთმა ასე ლამაზი,რომ ცოტა გამოაჩინო და მარტო შენთვის არ დაიტოვო,საზოგადოებაც დაგვატკბო.
ანუკი კისკისებდა.
_ მიდი,მიდი მოიზომე ეს კაბაც._ ხელში შავი ატლასის ქსოვილი შეაჩეჩა და გასახდელში შეუშვა._ დამენახე იცოდე,წეღანდელივით ისე არ გაიხადო,რომ თვალი ვერ მოვკრა,თორემ ჩემი ხელით ჩაგაცმევ აწი.
რამდენიმე წუთში შავი ატლასის კაბაში გამოწყობილი ანუკი გამოვიდა მორიდებით და ნათიას წინ გაჩერდა.
_ ვაუ,შოკ… ძალიან ლამაზი ხარ.ჩემი ხმა ამ კაბას უდაოდ.
_ მგონი ძალიან ამოღებულია,იმაზე მეტად ვიდრე მე მიყვარს.
_ იდეალურია.
_ ეს შეხსნილიც ძალიან მაღალზეა,მთელი ფეხი მიჩანს.
_ იდეალური ფეხები გაქვს.
_ ზურგიც,მგონია რომ ძალიან ამოღებულია,ზედმეტად თამამია.
_ ტენდენციურია.
_ ნინუცა,კაი ახლა…
_ აუ,ნელი წამოგეყვანა მაშინ რაა,მე რასაც ვფიქრობ და მომწონს იმას ვამბობ.ეს კაბა არის იდეალური,მსგავსი საღამოსთვის.
მაღაზიიდან შენაძენით ხელში დაეჭვებული მოაბიჯებდა ანუკი.ბოლომდე არ იყო დარწმუნებული,რომ ეს კაბა შესაფერისი იყო.

წვეულება ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში იყო დაგეგმილი.თანამშრომლების უმეტესი ნაწილი დილიდან არ გამოცხადებულა ოფისში.საქმე თითქმის არ იყო,კაბინეტები ცარიელი იყო.ყველა ოთახი დაიარა და მტვრები გადაწმინდა,ქაოსურად დატოვებული ნივთები თავის ადგილზე დაალაგა და როგორც წესი ლუკას კაბინეტისკენ გაემართა,რომ დერეფანში თავად კაცი აესვეტა წინ.
_ აქ რა გინდა?_ ცოტა გაკვირცება გაერია ხმაში.
_ როგორც ყოველთვის._ ცოტა შეთამამებულმა დაუბრუნა პასუხი.
_ რატომ არ ემზადები? აქ თუ დაიღალე საღამოს გართობის თავი არ გექნება.
_ თქვენი კაბინეტი დამრჩა.
ლუკამ ხელი მოკიდა მხრებში,საპირისპირო მიმართულებით შეატრიალა გოგო და მსუბუქი ბიძგით იძულებული გახადა გასასვლელისკენ წასულიყო.
_ ხომ ხედავ დღეს არავინ მუშაობს,შესაბამისად დასალაგებელიც არაფერია,მართლა ჯიუტი ბავშვი ხარ.
ანუკის ეღიმებოდა,გულში ესიამოვნა ლუკას უშუალო მოპყრობა,თუმცა უხერხულობას გრძნობდა ახლო კონტაქტის გამო.
_ კაი,დავალაგო ნივთები._ ხელში შეათამაშა ტილო და საპრიალებელი სითხე.
_ მიდი დროულად.
ლიფტის კართან დაელოდა გოგოს.მოვიდა თუ არა,შევიდნენ კაბინაში და პარკინგის ღილაკს დააჭირა თითი ლუკამ.უხერხული განცდა დაეუფლა.პატარა სივრცეში ასე ახლოს ლუკასთან ერთად.
უჩვეულოდ დაეჭიმა სხეული.ზედმეტი დაძაბულობისგან ადგილიდან აღარ იძვროდა,ლამის სუნთქვაც შეწყვიტა.
_ ისუნთქე._ ღიმილით უთხრა ლუკამ.ამაზე მთლიანად ალმური მოედო სახეზე.
_ ვსუნთქავ._ გაბედა და ეცადა თავისი თავი დაეცვა ლუკას ირონიისგან.
_ მაშინ ძალიან ეკონომიურად._ არ დააკლო ირონია და თან მოეწონა გოგოს გათამამება.
“ რა აუტანელია”_ გაიფიქრა თუმცა ვერაფერი უთხრა.
კაბინის კარი გაიღო,თუ არა ანუკი პირველი გამოვიდა.
_ კარგად._ უკან მოუხედავად დაემშვიდობა,თუმცა იმავე წამს მკლავში იგრძნო ძლიერი მოჭერა.
შეაჩერა კაცმა. თავისკენ მიატრიალა,მათ შორის სივრცე ფაქტობრივად აღარ იყო დარჩენილი.თვალებში ჩახედა,ისე რომ მზერა არ მოუშორებია.
_ მე გაგიყვან.
მაჯაში მოკიდა ხელი და მანქანისკენ დაიძრა.უკან მიყვებოდა,მექანიკურად მოძრაობდა.კაცმა კარი გაუღო და გოგოც მორჩილად დაჯდა.
_ სად ცხოვრობ.
_ მეტროსთან ჩამოვალ.
ლუკამ გახედა და ჩაეღიმა,თუმცა არაფერი თქვა.მუსიკა ჩართო დაბალ ხმაზე.
მანქანა ნელი მოძრაობით გასცდა პარკინგს და ქალაქის ხმაურიან ქუჩას შეერწყა.
მანქანის სალონში უხერხული სიჩუმე იდგა,თუ არ ჩავთვლით მუსიკას,რომელიც ცდილობდა დაერღვია ეს გაბატონებული უხერხულობა.
მხოლოდ მეტროსთან ხმადაბლა შეახსენა გოგომ შეეჩერებინა მანქანა კაცს.ლუკამ მშვიდი მანევრირებით გადაიყვანა ავტომობილი სავალი ნაწილიდან და ღია კარში გადასულ გოგოს ერთი სიტყვით დაემშვიდობა.
_ დროებით.

უჩვეულო უხერხულობის განცდა სდევდა თან ანუკის.რაღაც ჰქონდა კაცს,რაც თითქოს იზიდავდა,ინტერესს იწვევდა,მაგრამ თან აშინებდა და უკან დახევისკენ უბიძგებდა.
ერთი მომენტი ისიც იფიქრა აღარ წავალ საღამოს კორპორაციულ წვეულებაზეო,რომ ნინუცას ზარი შემოვიდა ტელეფონზე.
_ რას შვრები აბა,ემზადები?
რამდენიმე წამი პასუხი დაუგვიანა,ვერ მიხვდა როგორ ეთქვა წასვლა გაფავიფიქრეო.
_ თავს შეუძლოდ ვგრძნობ.
_ რატო? რა გჭირს? _ მოაყარა კითხვები.
_ არ ვიცი… უბრალოდ ვერ…_ თითქოს მიუხვდაო,მაშინვე გაისმა ნინუცას შემტევი ტონი.
_ აბა,ახლავე შეწყვიტე ეგ წუწუნი და დროულად გადადი მოქმედებაზე.
მიხვდა ანუკი,მიუხვდა დაქალი ოინს და ფარ-ხმალი დაყარა.
_ არ მგონია კარგი აზრი იყოს,თან იმ კაბაში… _ გაჩუმდა
საჭირო სიტყვებს უყრიდა თავს,რომ მეტად დამაჯერებელი ყოფილიყო._ მგონია,რომ ძალიან თვალში საცემი ვარ,არ მომწონს.
_ ანუკი,ძალიან გიხდება.დედას ვფიცავარ,ულამაზესი ხარ.უბრალოდ თვალი არ გაქვს მიჩვეული მსგავს ჩაცმულობაზე.ნუ ხარ კომპლექსა რაა.
_ როგორ წარმოგიდგენია რას იტყვის ის სნობი საზოგადოება,როცა უბრალო დამლაგებელს ნახავენ ასე გამოპრანჭულს.შენ არ იცნობ მათ და…_ ბოლო სიტყვები შემტევი ტონით დაიწყო,მაგრამ არ დაასრულებინა ნინუცამ.
_ შენ მასე იცნობ,რომ ამხელა მნიშვნელობას ანიჭებ მათ აზრს? თან იცი რასაც წარმოადგენენ და მაინც მათი აზრის გავლენის ქვეშ ექცევი?! ანუკი,ანუკიი… ასე შორს ვერ წახვალ მეგობარო.დროულად მოემზადე,ნახევარ საათში სალონში ხარ თმაზე,მიდი არ დააგვიანო და გამოვალ მეც.
საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი.გულის სიღრმეში მიხვდა მართალი იყო ნინუცა,მაგრამ იცოდა როგორ უჭირდა იმ ხუმრობების ატანა რასაც მასზე მის თანდასწრებით ხუმრობდა სამსახურში რამდენიმე ადამიანი.არც ის იცოდა რა უნდა ეთქვა,როგორ დაეცვა თავი.არ ჰქონდა ცხოვრებისეული ის გამოცდილება,რაც მათგან თავის დაცვაში დაეხმარებოდა.თუმცა იმასაც კარგად ხვდებოდა მათანაირების გამო ვერ შეჩერდებოდა ყოველთვის ცხოვრების სავალ გზაზე.
_ ნინუცა მართალია.არ უნდა მივცე უფლება ჩემზე ასე იმოქმედონ.თავად თუ შეუძლიათ გადააბიჯონ ადამიანურ მორალს და ასე დამცინონ,მაშინ მეც გავცემ საკადრის პასუხს.მერე რა თუ დიდები არიან,მითუმეტეს მათ უფრო მოეთხოვებათ.
თავი გაიმხნევა,თუმცა შინაგან დაძაბულობას მაინც გრძნობდა.სალონში წავიდა.ნინუცამ სალონში მიაკითხა და მასთან ერთად დაბრუნდა სახლში.მაკიაჟი ნინუცას დახმარებით გაიკეთა,მსუბუქი.ბოლოს კაბა მოირგო,მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე და ნინუცას წინ დატრიალდა.
_ აბა? _ თვალები თან სიხარულისგან უბრწყინავდა და თან შიში,მორიდება და კომპლექსები იკითხებოდა მის სიღრმეში.
ნინუცას თვალები გაუბრწყინდა.
_ აი სიტყვები არ მყოფნის.ულამაზესი ხარ მართლა.
კარზე კაკუნის ხმა გაისმა.კარი ნინუცა გააღო.
_ ესეც,როგორი სიმპათიურია._ გაუცინა ნიკას და გადაკოცნა.ორივეს მათი ბოლო შეხვედრა გაახსენდათ და დაპირებული გასეირნება,თუმცა არცერთმა არაფერი არ ახსენა.
ოთახის სიღრმეში შეაბიჯა ნიკამ და თვალი შეავლო,წინასწარ ლოყებ შეფაკლულ ანუკის.
_ რა ლამაზი ხარ.დიდი სიამაყით შევაბიჯებ შენთან ერთად დარბაზში.ხუმრობა როდის ასეთი მშვენება მიმშვენებდეს გვერდს.
_ ოო,მორჩით._ აწითლებულ ლოყებზე გრილი ხელი მიიდო.
_ აბა,გაბარებ ჩემს დაქალს და იცოდე,თვალის ჩინივით მოუფრთხილდი,თორემ… _ თითი ცხვირწინ დაუქნია ხუმრობანარევი ტონით ნინუცამ.
_ არ არის საჭირო მუქარა,ქალბატონო ნინუცია,უვნებელს ჩაგაბარებთ თქვენს დაქალს უკან.
_ ეჭვიც არ მეპარება,თორემ კი არ მოგანდობდი შენ მის წაყვანას.
_ მადლობელი ვარ ამ პატივისთვის.


***

რესტორნის ეზო განთებული იყო ბროლის დიდი ჭაღებით.მარადმწვანე მცენარეების ჩრდილი გადაწოლილიყო ეზოში.
მიუხედავად ზამთრისა,ეზოში გამოფენილიყო სტუმრების დიდი ნაწილი და პოზირებდნენ.
ანუკი ყველას არ იცნობდა.ცოტა დაბნეული,მორიდებით აცეცებდა თვალებს.გარშემო ულამაზესი ეჩვენებოდა ყველა და ყველაფერი,მათ ფონზე კი საკუთარი თავს აღარ თვლიდა ზედმეტად გაპრანჭულად.ამ აღმოჩენამ ამოსუნთქვის საშუალება მისცა,თუმცა არც ისე დიდი ხნით.
კიბე რომელიც დარბაზში ჩაუყვებოდა სტუმრებს,ნიკასთან ერთად ჩაიარა.რამდენიმე საფეხურის შემდგომ შენიშნა მზერა,რომელთაც ასე გაურბოდა.
რამდენიმე წყვილი თვალი მასზე იყო მიპყრობილი და ოდნავ შეფარული ღიმილით ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.ზოგს ირონია ეკერა პირზე,ზოგს გაკვირვება,ზოგს აღფრთოვანება.
იქვე იდგა ღვინის ჭიქით ხელში ლუკა.გვერდით მდგომების რეაქციის გამო,ოდნავ მოაბრუნა სხეული და წყვილს ჰკიდა თვალი,რომლებიც კიბეზე ეშვებოდნენ.ნიკა მაშინვე იცნო.გოგოს თავი ჰქონდა დახრილი,გრძელი სქელი თმა ზღვის ტალღებად ეფინა მხრებზე და სახეს ნახევრად უფარავდა.უზადო ტანი ჰქონდა,ამას კიდევ უფრო ადასტურებდა გრძელ ჭრილში გამოკვეთილი გოგოს ფეხი.ვიწრო წელი და ლამაზად მომზირალი თეთრი მკერდი.ვნებამორეულმა ააყოლა თვალი ლუკამ ქალს,რომ გაოგნებისგან წამით სახეზე ღიმილი შეეყინა.
კმაყოფილების ნიშნად მხოლოდ ქვედა ტუჩი ჩაკეცა,თუმცა მაშინვე მზერა ნიკაზე გადაიტანა.
“ამასთან რა უნდა?! უყურე ამ პაწაწინას”...
ანუკის მიმართულებით გაიფიქრა და ჩაეღიმა.

საღამო მხიარულად მიმდინარეობდა.სუფრასთან ლუკასთან ერთად მოხვდა,ნათიას საშუალებით.
_ მოდი ჩემთან დაჯექი.ჩემს გვერდით გამოვყავი შენთვის ადგილი._ ხელი მოკიდა და გვერდით მოისვა ანუკი.
მრგვალ მაგიდასთან ლუკა მის წინ აღმოჩნდა.მთელი საღამო თვალს არიდებდა უფროსს.
სუფრასთან ცხარე კამათი მიმდინარეობდა.
_ იმისთვის,რომ კომპანია განვითარდეს და ბაზარზე უკონკურენტოები გავხდეთ,უნდა გავრისკოთ._ დაბეჯითებით ამბობდა ლუკა.
_ ვფიქრობ ამბიციური განაცხადია._ ჩაილაპარაკა სოსომ.
_ ამბიცია საჭიროა._ მოკლედ უპასუხა ლუკამ.
_ ამბიცია საჭიროა,თუმცა ზომიერებაა აქაც საჭირო ლუკა._ მშვიდად ჩაურთო ისევ სოსომ.
ლუკას აშკარა გაღიზიანება ეტყობოდა.
_ლუკას არასდროს დაუშვია ისეთი შეცდომა რაც კომპანიას აზარალებდა,ვფიქრობ უნდა მივცეთ შანსი ამჯერადაც._ ჩაერთო დემეტრე,კომპანიის ფინანსური მენეჯერი.
_ კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს დემეტრე.
ანუკი დაძაბული ადევნებდა თვალს მამა-შვილის ფარულ პაექრობას.სადაც სოსო უფრო გაწონასწორებული და მშვიდი იყო.ლუკას უფრო ეტყობოდა აღელვება,თუმცა მაინც კარგად ფარავდა.ანუკის თვალს არ გამოპარვია ყოველივე.
მთელი ცხოვრება მამას და მის ემოციებს აკვირდებოდა,ამიტომ კარგად ცნობდა ბრაზს ადამიანებში.ბოლო წინადადებამ კი ლუკაში აფეთქება გამოიწვია.გოგო იმდენად დაიძაბა,უნებლიედ ვერც მოზომა ისე ჩაერთო საუბარში და ეცადა სიტუაციის განმუხტვას.
_ ამბიცია ყოველთვის მოითხოვს რისკს.ბიზნესი 21-საუკუნეში ითხოვს ზრდას და განვითარებას,რადგან ბაზარზე დიდი კონკურენციაა.იმისთვის,რომ კონკურენციას გაუძლო და ზრდა არ შეჩერდეს _ რისკია საჭირო.რა თქმა უნდა ას პროცენტიანი გარანტია ბიზნესში არ არსებობს,მაგრამ თუ გარანტიას ელოდები მაშ არც ბიზნესი არ ყოფილა შენთვის,რადგან ეს ყველაფერი ერთმანეთის პირდაპირ პროპორციულია.
ყველა ინტერესით უსმენდა.ლუკამ ოდნავ შესამჩნევად აზიდა წარბი და ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილი დაიჭირა.
“ჰმ”...
ანუკიმ გაბედა და სიტყვის დასასრულს სოსოს შეხედა,შემდეგ სუფრის წევრებს მსუბუქად მოატარა თვალი და ბოლოს ლუკაზე გადაიტანა მზერა.მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.
ემოციურად დამუხტული წამი იყო,რომელმაც ორივეს აგრძნობინა უხილავი მხარდაჭერა,თანადგომა და მადლიერება.ლუკამ ძლივსშესამჩნევი თავის დაქნევით მიანიშნა გოგო,რომ მისაღები იყო მისი აზრი.ანუკიმ აღელვებულმა ჭიქას მოჰკიდა ხელი და დაუფიქრებლად რამდენიმე ყლუპი ღვინო მოსვა.ახლა სულ ერთი იყო რას დალევდა,უბრალოდ სითხე სჭირდებოდა,რომელიც ოდნავ მაინც გაუგრილებდა სხეულში დაგროვილ ცეცხლს.
_თქვენ რისკების შეფასების დეპარტამენტში ხართ?_ დაინტერესებულმა იკითხა სოსომ,რომელიც ვერ ცნობდა ანუკის.
მხოლოდ ახლა გააცნობიერა რა სისულელე ჩაიდინა,როცა სიტუაციის განმუხტვას ეცადა.
_ ა, არაა… მე …
_ ბიზნესის განვითარების სფეროში იწყებს მუშაობას ჩვენთან._ მშვიდი ხმით დაამატა ლუკამ,თითქოს ეს უკვე მოლაპარაკებული და გადაწყვეტილი ამბავი იყო.
ნათიამ ემოცია მოთოკა და ისე გადახედა ლუკას,რომელსაც ხუმრობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა სახეზე.
ანუკიმ გაფართოებული თვალები მიაპყრო ლუკას.ჭიქა ადგილზე დააბრუნა და დაბნეული დააშტერდა თეფშს,რომელიც წინ ედო.
“ რატომ წამოვედი,რატომ?! მიწა გამისკდეს ის მირჩევნია”...
_ არ ვიცოდი ახალ კადრს თუ ვიმატებდით.სასიამოვნოა._ გაუღიმა სოსომ.
ანუკიმ ჯერ ლუკას შეხედა,შემდეგ სოსოს და უბრალოდ გაუღიმა.
მთელი საღამო კრინტი აღარ დაუძრავს,მხოლოდ ნათიას თუ გასცემდა მოკლე პასუხს.
მობილურზე შეტყობინება მოუვიდა.
ნინუცა:

“ აბა რა ხდება,როგორ ერთობი?’

ტექსტის აკრეფა დაიწყო,რომ ტელეფონსა და მის სახეს შორის მამაკაცის ხელი გამოჩნდა.
_ ვიცეკვოთ?_ ლუკას ხმა ჩაესმა.
ტელეფონი მაგიდაზე დააბრუნა და უფროსის გაწვდილ ხელს თავისი შეაგება.
შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ლუკას და ანუკის ცეკვა.რამდენიმე წყვილი თვალი მათკენ იყო მიპყრობილი.
შუაგულ წრეში შეიყვანა გოგო,მისი წვრილი წელი მჭიდროდ მოიქცია ძლიერ მკლავში და სხეულზე აიკრა.წამიერად სუნთქვა შეეკრა,ხელში მომწყვდეული ბეღურასავით აიწურა და სუნთქვა შეწყვიტა.
_ რამე სკოლაში დადიოდი,სადაც სუნთქვის გარეშე როგორ ვიცხოვროთ გასწავლიდნენ?_ ჩაიცინა ლუკამ.
_ არ მგონია გჭირდებოდეთ თქვენ.
_ არა,ნამდვილად არ მჭირდება.ჩემზე ჯერ-ჯერობით მსგავს ეფექტს ვერ ახდენენ.
წარბები შეკრა და კუშტი მზერა მიაპყრო კაცს.
_ სამსახურიდან გამაგდებთ თუ გულახდილი ვიქნები?
_ გააჩნია რას მეტყვი,მაქსიმუმ რამდენიმე თვის კომპენსაცია შეგიძლია მოითხოვო წინასწარ ხომ იცი,შენი უფლებები?
_ კი,ვიცი.
_ აბა,მაშ გისმენ._ მხიარულმა ღიმილმა გაუპო ბაგე.
_ ძალიან თავდაჯერებული და ცინიკოსი ხართ.
_ პირველად ვისმენ ადამიანს ასე ლანძღავდნენ და თან თქვენობით ესაუბრებოდნენ._ კიდევ უფრო გაუფართოვდა ღიმილი და იდეალურად ჩაწყობილი კბილები გამოაჩინა.
_ არ გლანძღავთ,უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ.
_ ცოტა გრძელი ენა გაქვს პაწაწინავ,თუმცა საყვარელი ხარ.
სახეზე ფერი ეცვალა.
_ აი წეღანაც,რატომ იფიქრე,რომ შენი მხარდაჭერა მჭირდებოდა? _ თვალებში ჩახედა დაბნეულ გოგოს.
_ ბოდიში,არ მეგონა…
თავი ძლივს შეიკავა ხმამაღლა არ გაეცინა.
_ რანაირი ხარ? _ ჰკითხა სერიოზულად და თან მზერას არ აცილებდა.პაუსხი,რომ ვერ მიიღო ისევ თვითონ დაამატა._ პატარა უსუსური.
_ არ ვარ._ ისე თქვა,თავადაც არ სჯეროდა თავისი სიტყვების,უბრალოდ უპასუხოდ ვერ დატოვებდა.
რამდენიმე წამს ჩუმად უყურებდა ღრმა,სევდიან თვალებში.
_ ის რაც წეღან ვთქვი სიმართლეა.იანვრიდან სამუშაო პოზიციას შეიცვლი.
_ რატომ?
ლუკას გაეღიმა.
_ რა არ გინდა?
_ მინდა,მაგრამ რატომ მე?
_ იმიტომ რომ მასე მინდა.
მუსიკა დასრულდა.ლუკამ მკლავი შეაგება გოგოს და მასთან ერთად გაუყვა მაგიდებს შორის თავიაანთ მაგიდისკენ ადგილს,რომ ერთ-ერთი მაგიდიდან ზურგს უკან ანუკის სმენას მისწვდა ხმა.
_ ოცდამეერთე საუკუნის კონკია გაგვეჩითა._ ადგილზე გაიყინა.ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო.უხერხულობის განცდამ ადგილზე მიაჯაჭვა.
_ იარე._ ძალიან ხმადაბლა უთხრა და მსუბუქად უბიძგა კაცმა წელზე ხელით..ფეხი აუწყო ლუკას ნაბიჯებს,მაგრამ გონება იქ დარჩა.ვეღარ შეძლო კონცენტრირება სხვა რამეზე.
_ ძალიან მგრძნობიარე ხარ._ მაგიდასთან მისულებმა,ხმადაბლა უჩურჩულა კაცმა და დაჯდომაში მიეხმარა.
ანუკიმ გაყინული მზერა შეაგება.რა მეტად წყინდა ვეღარ ხვდებოდა.ის რომ თანამშრომლები არ აფასებდნენ და მხოლოდ პოზიციის გამო ზევიდან უყურებდნენ? თუ ლუკას ეს უცნაური დამოკიდებულება.მაინც ის მოხდა რისიც ეშინოდა.დასცინეს და ვერაფერი ვერ გააკეთა,ვერ უთხრა.ის რასაც გეგმავდა და ფიქრობდა,რა პირობაც მისცა საკუთარ თავს,ვერ შეუსრულა.უფრო და უფრო ემატებოდა ბრაზი.ყელზე შემოეხვა მარწუხებივით და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
“ მართალია ლუკა,უსუსური ვარ,საკუთარი თავის დაცვაც არ შემიძლია. სასაცილო ვარ.ღირსი ვარ,რომ დამცინიან…მეტის ღირსი ვარ. პირველად,რომ დამცინეს მაშინ უნდა ამომეღო ხმა.ახლა ჩემში დებილ ბავშვს ხედავენ,რომელსაც პასუხის დაბრუნებაც არ შეუძლია.”
თვალები ცრემლებით აევსო.თავი დახარა და კარგახანს მზერა არ აუწევია.არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია,თუმცა ლუკას თვალს არ გამოჰპარვია.რამდენიმე წუთით კიდევ იჯდა,შემდეგ მიხვდა ვეღარ გაუძლებდა,არ უნდოდა ყველას შეემჩნია რომ ტირილის პირას იყო.ფეხზე წამოდგა სწრაფად.
_ უკაცრავად._ თქვა და ელვის სისწრაფით შეტრიალდა და გასასვლელისკენ აიღო გეზი.
ნათიამ დაეჭვებულმა გააყოლა თვალი,შემდეგ ლუკას გადახედა,რომელმაც არად ჩააგდო მისი მზერა და გვერდით მჯდომ დემეტრეს გადაულაპარაკა საქმეზე რაღაც.
ნათია წამოდგა და ანუკის დაედევნა.რესტორნის ეზოში წამოეწია.
_ ან,ან… დამელოდე…_ ფეხს აუჩქარა და წამოეწია.მხრებში ჩაავლო ხელი და მისკენ შეაბრუნა.
_ რა მოხდა? _ დანისლულ თვალებში ჩახედა.
_ არაფერი.
_ რა არაფერი,რა მოხდა? ლუკამ გაწყენინა?
_ არა,არა…_ თავი გააქნია და ცრემლბი ხელი გულით შეიმშრალა.
_ აბა,რა მოხდა?_ შეწუხება იგრძნობოდა ნათიას ხმაში.
_ ეკატერინე იყო მგონი,ცეკვის შემდგომ,რომ მოვდიოდით მე და ლუკა….
_ რა თქვა? _ სახე გაბრაზებისგან აუელვარდა ნათიას.
_ კონკია არისო,ჩემზე თქვა.
_ შენ კიდე ბოროტი დედინაცვლის შვილიო,უნდა გეთქვა,რომ ეტენება და ვერ ეტევა ერთ ადგილში.კესომ დაიფრინა ეგ,თავის დროზე თორემ კონკიას როლსაც მოირგებდა და ლუკას ძიძისაც,ოღონდ რამე გამოსვლოდა ლუკასთან._ შეაცია,საღამოს კაბით გამოვიდა,რომ დაწეოდა ანუკის._ კაი,წამო.
_ არა,წავალ.აღარ მინდა აქ ყოფნა.
_ ანუკი,არ შეიძლება ასე.არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი ასე უცებ.იცი რამდენ ადამიანს შეხვდები ცხოვრებაში ვინც შენს უკან დაწევას ეცდება ცხოვრებაში?! მათი ხერხები სწორედ დაცინვა,გაკრიტიკება და უარყოფაა. ასე წინ ვერ წახვალ.
შენ ძალიან ნიჭიერი,ჭკვიანი გოგო ხარ,შრომისმოყვარე,მაგრამ ძალიან ემოციური.ვერ ფლობ საკუთარ თავს,ნუ ჯერ პატარაც ხარ,ამას ცხოვრებისეული გამოცდილება მოგიტანს,მაგრამ შენ თუ ასე ყველას მიეცი შენი დაჩაგვრის უფლება,შეიძლება ვერც ვერასდროს დააფასო და მიხვდე საკუთარი თავის ფასს.დაიხსომე “ის რაც არ გვკლავს,გვაძლიერებს.” და ყოველთვის მსგავსი შემთხვევები შენს გასაძლიერებლად გამოიყენე.ის შხამი თავად მოუღებს ბოლოს ეკას,ლიკას,მაკას თუ ვინც არ უნდა იყოს.შენ,როცა არ გეკუთვნის ის სიტყვა რასაც შენზე ამბობენ არასდროს გულთან არ მიიტანო.
უფრო აუჩუყდა გული,თუმცა მიხვდა,მართალს ეუბნეოდა ნათია.
_ იცი ეკატერინე,როგორ ცდილობდა ლუკას ყურადღების მიპყრობას,ყველაფერ მისცემს,ოღონდ მისი ყურადღება დაიმსახუროს,მაგრამ მიუხედავად ლუკას მექალთანე ხასიათისა,ეკატერინეს ნაირ ქალებს არ იკარება ახლოს.სწორედ ეგ აცოფებს ახლა და შორიდან გგესლავს თავისი შხამით.ლუკა განა ანგელოზია,ვინც კი მოეწონება ხელიდან არ უშვებს,ყველას ჟი*ავს.ასეთია გოგრიჭიანების ვაჟი.ეკატერინემაც კარგად იცის ეს და ცდილობს რა ქნას,მაგრამ არ გამოსდის.სწორედ ეს არის მისი გაწიწმატების მიზეზი.
_ ვაუ…
_ ხო აბა რა გეგონა? _ ჩაიცინა ნათიამ._ თუმცა,ისიც უნდა იცოდე,რომ ლუკას შეუბმელი თანამშრომელი ჯერ არ გვყოლია.
_ ჰოო?
_ ჰო._ ჩაიცინა ნათიამ.
ხელები მოხვია და ჩაეხუტა ქალს.
_ ნათ,ახლა სახლში მირჩევნია,თუნდაც იმიტომ რომ შენს სიტყვებზე ვიფიქრო და გავიაზრო._ დამშვიდებულმა გაუღიმა.
_ კარგი,ახლა წადი,მაგრამ შემდეგ ჯერზე მზად უნდა იყო საკუთარი თავის დასაცავად.
_ ნიკამ,თუ მიკითხა,უთხარი ტაქსით წავიდაო.
_ ნიკამ? _ დაინტერესებულმა იკითხა ნათიამ._ რა ხდება თქვენს შორის?
ანუკის გაეცინა.
_ არაფერი,მე მის ბებიისგან მაქვს ნაქირავები სახლი,უბრალოდ მეზობლები და თანამშრომლები გამოვდივართ.
_ არადა ძალიან კარგი ბიჭია._ თვალი ჩაუკრა ნათიამ.
_ ვიცი,ჩემ დაქალმა შენიშნა უკვე._ ჩაეღიმა ანუკის.
_ აჰ… კარგი ძვირფასო,დროებით.
გაყინული თითები დაუქნია ნათიას.

უკან მარტო დაბრუნებული ნათია ლუკას თვალში მოხვდა,თუმცა არაფერი უთქვამს.ცოტახანში აღარც ნიკა აღარ ჩანდა დარბაზში.ცუდად ენიშნა ლუკას ორივეს წასვლა.
ჯერ იყო ერთად შემოვიდნენ დარბაზში,ახლა ორივე წავიდა.გულში ეჭვის ჭიამ დაიწყო ღრღნა,ინსტიქტურად მობილური აიღო და ნიკას დაურეკა.
_ გისმენ ლუკა._ მანქანის ხმა ისმოდა.ნამდვილად მან წაიყვანა.გაიფიქრა და ეცადა კითხვა ისე დაესვა პასუხი მიეღო.
_ სად წახვედი?
_ პაემანზე._ ჩაიცინა ნიკამ
უფრო მეტად განუმტკიცდა აზრი კაცს.
_ ახლა? ხუმრობ?
_ არა.საჭესთან ვარ ლუკა,მერე დაგირეკავ.
_ ჰო,კარგი.
არ ესიამოვნა,მაგრამ თავადაც ვერ გააცნობიერა რა ან რატომ.აუხსნელი ნეგატივი იგრძნო.გაღიზიანდა.
სასმელს მიეძალა,იმდენი დალია სანამ არ მოდუნდა და არ გადაავიწყდა საერთოდ ცუდ გუნება-განწყობილებაზე ყოფნა.

***

_ მე შენ დაქალი ჩაგაბარე,შენ კიდევ აქ დამადექი თავზე._ ყასიდად დატუქსა ნინუცამ ბიჭი და თან მანქანის კარი გამოაღო და მძღოლის გვერდით ადგილი დაიკავა.
_ ნათიკო მიხედავს ანუკის,დამიჯერე კარგ ხელში დავტოვე.
_ და მაინც რა მოგარბენინებდა?_ ისევ აგრძელებდა დატუქსვას,თუმცა ინტერესი კლავდა გაეგო რატომ დატოვა წვეულება ბიჭმა.
_ შენმა მონატრებამ მომარბენინა._ ჩაიცინა და უხერხულობის განსამუხტად ჩოშლილ თმაზე მოკიდა ხელი და ყურს უკან გადაუწია.
_ ნიკოლოზ…_ გამაფრთხილებლად გაისმა ნინუცას ხმა.
_ ბატონო?_ არ შეუწყვეტია ღიმილი ბიჭს.
_ აჟიტირებული ხარ რაღაც შენ._ გულში ესიამოვნა,თუმცა არ ტყდებოდა.
_ მოდი საჭესთან დაჯექი,პირობა პირობაა._ ნინუცამ თვალები დაავიწროვა.
_ მართლა?
_ კი._ გასაღები შეათამაშა ხელში.
_ აუუ,რა კარგი ხარ._ ტაში შემოკრა და მანქანიდან გადახტა,უმალ ნიკას კართან აღმოჩნდა.
ადგილები გაცვალეს.ქალაქის ცარიელი ქუჩები შემოიარეს.თან სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ.უფრო ნიკა საუბრობდა,რადგან ნინუცას გონება მთლიანად მანქანის მართვით იყო მოცული.
_ ჯარიმებს შენ იხდი დაგასწარი.
_ მე რატომ,საჭესთან შენ ზიხარ?!_ გააპროტესტა ნიკამ.
_ იმიტომ,რომ შენი მანქანაა და მაინც შენ მოგივა ჯარიმები.
_ კაი,თუ არ მომივა,შემდეგზე კიდე დაგსვავ.
_ შენ ყველაზე კარგი მასწავლებელი ხარ,მაწყობს._ ჩაიცინა გოგომ.კიდევ კარგახანს იარეს ღამის ქალაქში.მერე ნინუცა თავის სახლს მიადგა,მანქანიდან გადავიდა.ღია კარიდან დაუქნია ხელი._ მშვიდი ღამე.
ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა ნიკას სახეზე და მიმავალ გოგოს ბოლო წამამდე უმზერდა,სანამ სადარბაზოში თვალს არ მიეფარა.



საწოლზე დაწვა,გულაღმა და ჭერს მიშტერებოდა.საშინელ,მტკივნეულ სიცარიელეს გრძნობდა გულში,რომელიც მალე მთელს სხეულს მოედო და მარწუხებად შემოეჭდო მის გონებასაც.
“ ნუთუ ადამიანები მხოლოდ იმისთვის ვწირავთ მეორეს,რომ საკუთარი ეგო ავიმაღლოთ ვიღაცის თვალში?!
რატომ არის რთული სიკეთე? რატომ გვერთულება თბილი სიტყვის გაცემა ადამიანებს?! განა ჩემი დანაშაულია,რომ მამაჩემი როგორც მამა,როგორც მეუღლე ვერ შედგა?! და მე იძულებული გავხდი დამლაგებლის პოზიციაზე ვიმუშაო.

ლუკას ეჭვი გაუჩნდა ნიკას და ანუკის შესაძლო რომანის შესახებ,თუმცა არაფერი უკითხავს არცერთისთვის.ესაყვარლებოდა ეს გოგო,ბავშვური,მეამიტი იყო ურთიერთობებში,თუმცა ამავე დროს ჭკვიანი საქმეში.მის ბავშვურ ემოციებზე მუდმივად ერთობოდა ლუკა,როცა ატყობდა უხერხულობას გოგოს,რაიმეს ისე ეტყოდა ზემოდან უმატებდა უარესს,ბოლოს ეუბნებოდა გეხუმრეო,მაგრამ ანუკი უკვე ფერებში იყო გადასული.
ახლა კი,თუ ნიკას გოგოა,ხვდებოდა,რომ ცოტა სხვაგვარად უნდა მოქცეოდა.ნიკას დიდ პატივს სცემდა და არ უნდოდა მისი წყენინება,ან მასთან რაიმე უთანხმოება.
რა თქმა უნდა თავის სიტყვებს უკან არ წაიღებდა და დააწინაურებდა კიდეც ანუკის.წლის დასაწყისში აუცილებლად გადააყვანინებდა სხვა პოზიციაზე.

***

ახალი წლის ღამე მოსაწყენი იყო.პირველად იყო,რომ ოჯახიდან შორს ხვდებოდა ანუკი ამ დღეს.თუმცა იმასაც იაზრებდა,ნაქეიფარი და ნასვამი მამა რა რთული ასატანი იქნებოდა ახლა დედისთვის.
დილით დაურეკა მიულოცა.მოიკითხა,გაიგო მათი ამბავი,მერე იქვე მიაგდო ტელეფონი და გათიშა.
მოწყენილი იწვა საწოლზე.ტუმბოზე დადებულ წიგნს დასწვდა და კითხვა დაიწყო.მალე ჩაითრია და გადაავიწყდა მოწყენილობა.კარზე კაკუნის ხმამ დაურღვია მყუდროება.
კარი გააღო.ნინუცა იყო.გულთბილი ჩახუტებით მიულოცეს ახალი წელი ერთმანეთს.
_ ადექი,რას წევხარ._ ენერგიულად შესძახა ნათიამ.
_ აბა რა გავაკეთო?
_ წამო,წამო მიდი დროზე გაემზდე.
_ სად?
_ ნიკას არ უთქვამს?
_ რა? არ ვიცი…
_ წყნეთში ავიდეთო,ვიღაც თქვა,არ მახსოვს…საჭესთან მე მსვავს._ თვალებ ანთებულმა ჩაილაპარაკა._ მე დავლევ და შენ ჩემი მძღოლი იქნებიო.
_ მე რაღაში გჭირდები?_ მხრები აიჩეჩა ანუკიმ.
_ ვაიმეეე…აუცილებელია საჭიროება?! _ თვალები გადაატრიალა._ უბრალოდ ჩაიცვი და წამოდი რაა.
_ კაი,რა მინდა წყნეთში,ისიც არ იცი სად ან ვისთან.
_ გოგოო, ნიკუშამ იცის…
_ ოჰ,როდიდან გახდა ნიკუშა?_ გამოაჯავრა.
ეშმაკურად ჩაეღიმა და ჭინკები აუთამაშდნენ თვალებში.
_ რავიცი…კაი,მიდი,მიდი.
_ მიდი კი არა დროზე მომიყევი რა ხდება.
დემონსტრაციულად შემოიდო ხელები წელზე ანუკიმ და სახეში მიაჩერდა.
_ აუუ,ჩაიცვი და მოგიყვები._ ფარ- ხმალი დაყარა ნინუცამ._ თუმცა,მოსაყოლი არაფერია მართლა.
_ კაი ერთი._ შეტრიალდა და საძინებლიდან შავი სადა მაისური ამოიღო,რომელსაც წინ ოთხკუთხა ჭრილი ჰქონდა დეკოლტეზე.ჯინსი ამოიცვა ქვევიდან._ მიდი ჰე,გისმენ.
_ კორპორაციულზე,რომ წახვედით _ ანუკიმ მზერა დაავიწროვა და ისე გახედა მეგობარს,თან სახეზე მსუბუქი მაკიაჟის გაკეთება განაგრძო._ ვაჟბატონი,რომ მალე წამოვიდა ვერ შენიშნე?
_ აუ,არ ვიცი.მეც ადრე წამოვედი.
თხრობა შეწყვიტა.
_ რატომ წამოხვედი ადრე?
_ რავი…
_ რა რავი. რა მოხდა მომიყევი?
_ მერე გეტყვი რაა, _ ამოიოხრა._მერე?
_ მერე დამირეკა და სახლთან მომადგა მანქანით.სასეირნოდ გავედით.
_ ვა,თქვენ აღარ ხუმრობთ._ ჩაიცინა ანუკიმ.
ცოტახანში ნიკა შეუერთდა გოგონებს და ერთად წავიდნენ წყნეთში.
მანქანა მშვიდად მიუყვებოდა ცარიელ ქუჩებს.როგორც ჩანს ყველა ქეიფით იყო დაკავებული.აქა-იქ თუ შეხვდებოდათ ავტომობილი.
_ უხერხული არ არის ამდენი ადამიანი,რომ მივადგებით უცხოდ ვიღაცას?
_ რატომ უცხოდ და ვიღაცას? ჩვენს თანამშრომელ კოსტასთან მივდივართ.
ანუკი უხერხულად შეიშმუშნა.ერჩია მართლა უცხოსთან წასულიყვნენ ვიდრე თანამშრომელთან.მართალია კოსტა ცუდად არასდროს მოქცევია,არც დაუცინია მისთვის,მაგრამ არ სიამოვნებდა თანამშრომლების გუნდთან შეხვედრა,რადგან იცოდა აუცილებლად იქნებოდა იქ რომელიმე ისეთი ვინც მასზე იხუმრებდა.
დარჩენილი გზა ხმა აღარ ამოუღია.ნინუცას და ნიკას უსმენდა,რომლებიც მთელი გზა ეხუმრებოდნენ ერთმანეთს და მშვენიერ განწყობაზე იყვნენ.
_ ხომ ხედავ ძმაკაცი კი არ წამოვიყვანე შენ წამოგიყვანე მძღოლად._ ხუმრობდა ნიკა.
_ რომელი ძმაკაცი გამოგყვებოდა მძღოლად პირველ იანვარს ნიკოლოზ ერთი გაჩერდი რაა.
_ რომელიც გინდა._ ამაყად განაცხადა და მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატა._ ნებისმიერი.
_ კი,აბა,დაგიჯერე.ერთმანეთზე უარესი ლოთები ხართ ყველანი.
_ ვახ,ჩემი გადაგვიარა ყველას.
მანქანა დიდ შავ ჭიშკართან შეაჩერეს.ნაძვების ქვეშ და მანქანიდან გადავიდნენ.
ქუჩაში ისმოდა ხმამაღალი ხმები და რაც უფრო უახლოვდებოდნენ სახლს ეს ხმებიც მატულობდა.ანუკი მოწყენილი სახით მიჰყვებოდა უკან ნინუცას და ნიკას.ნინუცამ შეხედა თუ არა იდაყვი გაკრა გვერდში.
_ რა გჭირს? გაიღიმე.
_ გზამ თავი ამატკია.
_ გინდა წამალი,ჩანთაში მაქვს.
_ მოგვიანებით დავლევ._ თქვა და სახლში შეაბიჯეს.
რამდენიმე თანამშრომელი შორიდანვე იცნო.მათთან არ ჰქონია ცუდი დამოკიდებულება და ცოტა დაძაბულობაც მოეხსნა,მით უფრო,რომ თბილადაც შეხვდნენ.კოსტამ სუფრასთან მიიპატიჟა სტუმრები და ჭიქების შევსება სთხოვა.ნინუცამ თავიდანვე განაცხადა მე მძღოლი ვარ ვერ დავლევო,ამიტომ იერიში ნიკაზე და ანუკიზე გადაიტანეს.მიუხედავად იმისა,რომ სასმელს არ სვამდა და არც იზიდავდა ალკოჰოლი.პირველი ჭიქა იძულებით გამოცალა,მერე მეორე,მესამე და შემდეგი აღარ გაჭირვებია,მარტივად წყალივით სვამდა.
პირველად გაიხსნა თანამშრომლებთან ერთად,მოეშვა,აღარ გრძნობდა დაძაბულობას და საკუთარ თავს სრული თავისუფლების უფლება მიანიჭა.
მერამდენე ჭიქა დალია,არ ახსოვს,არც ითვლიდა,თუმცა მოწონდა თავისუფლებისა და სილაღის შეგრძნება.არც კი ახსოვდა როდის იყო ასე კარგად ბოლოს,თუმცა მისი კარგად ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა,რადგან კარი გაიღო და ღია კარში ეკატერინე გამოჩნდა,მის უკან კი ლუკა.ინსტიქტურად დაიჯღანა და ხელში შემართული ჭიქა,რომლითაც სადღეგრძელო უნდა ეთქვა მათკენ გაიშვირა.
_ ჩვენს დირექტორს გაუმარჯოს ამ ჭიქით._ განაცხადა და ერთი მოყუდებით დაცალა სპირტიანი სასმელი.
ყველა კარისკენ მიტრიალდა და შეძახილებით შეხვდნენ მოსულებს.გამონაკლისი არ იყო ანუკი ყველა ნასვამი იყო.თუმცა ლუკას მაინც მისი ნასმობა მოხვდა თვალში,რადგან ფხიზელი ვერასდროს გაბედავდა ასე შეეხედა მისთვის და სადღეგრძელო მიეძღვნა.ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა,თუმცა მალევე დაიჭირა გაპარული ღიმილი და დამხვდურთ მიესალმა.
ეკატერინემ ამრეზით აათვალიერა ანუკი და ლუკას გადაულაპარაკა.
_ ამას ნახე რა უნარები ჰქონია.
_ მშვენიერი,მე მომეწონა._ წარბები შეათამაშა და დაწინაურდა.კოსტას სასმელი გადასცა,რომელიც ხელში ეჭირა.
ეკატერინეს სახე მოებრიცა უკმაყოფილებისგან.ანუკის კი ჩაეღიმა ნასიამოვნებს.
_ აბა შეუვსეთ სასმისები დაგვიანებულებს._ განკარგულება კოსტამ გასცა.
_ ჯარიმა ეკუთვნით,ჯარიმა._ გაისმა გიგას ხმა.
_ თქვენ კარგად შეზარხოშებულხართ უკვე._ ჩაიცინა ლუკამ._მე ვერ დავლევ საჭესთან ვარ.
_ ე,კაი რაა.
_ რა გინდა? ხასიათს არ ვუჩივი სიფხიზლეში ასე რომ,თქვენ დალიეთ და მეც თქვენს გვერდით ვარ._ სუფრას მიუჯდა._ აი ეკატერინეს მიაძალეთ.გზაში ამბობდა ყელი გაშრაო.
აქა-იქ სიცილის ხმა გაისმა.
_ მოდი ეკუნა,აბა შენ დაგვლოცე._ ჭიქა გადააწოდა კოსტამ.
სუფრას ტრადიციულ ქართულ სტილში კოსტა უძღვებოდა.მალე ახალ შემოსწრებული ეკატერინეც შეზარხოშდა და ანუკის გაეხუმრა.
_ შენ ქალბატონო კონკიავ,_ ანუკის შეხედა და როცა მის აჭარხლებულ სახეს მოჰკრა თვალი მიხვდა ზედმეტი მოუვიდა,ამდენ ხალხში._ ძალიან ლამაზად გამოიყურები._ ენის ბორძიკით დააბოლოვა წინადადება,რომლის თქმასაც სულ არ აპირებდა,უბრალოდ სხვა ვერაფერი მოიფიქრა მისი სახის დანახვაზე.
გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი და ცალყბად გაუღიმა.
აი ისევ და აქაც,არ ასვენებდნენ.ძლივს მისცა საკუთარ თავს გართობის უფლება,მაგრამ…
ნინუცას არ გამოპარვია დაქალის რეაქცია თვალთახედვიდან.
_ მინდა გითხრათ,ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება ანუკი,მიკვირს რომ თქვენ მხოლოდ ახლა შენიშნეთ,თუ უბრალოდ ნასვამზე ვეღარ მოთოკეთ თავი და აღიარეთ?!
სუფრაზე წამიერად დაძაბულობა ყველამ იგრძნო.იცოდნენ ეკატერინეს ამაყი ხასიათი,თავად ყოველთვის შეეძლო სხვებისთვის უბრალო მოკვდავებად ეგრძნობინებინა თავი,მაგრამ იგივეს სხვა ვერ შებედავდა.ახლა კი,როცა ნინუცამ სულ არ იცოდა ეკატერინეს არც სტატუსი და არც მისი ეს ხასიათი,დაქალის გამო თამამად და ღიად დაუპირისპირდა.სასმლისგან გონება არეულმა,ვერ შეძლო და ვერ გაუმკლავდა ნინუცას სარკაზმს.
_ უბრალოდ აღვნიშნე._ არეულად ჩაილაპარაკა.
_ უბრალოდ საკუთარ თავზე უფრო გამოგივიდათ აღიარება._მშვიდად უპასუხა ნინუცამ და ნიკასკენ შებრუნდა.ამით ანიშნა რომ დიალოგი დასრულებული იყო.
ლუკა უჩუმრად ადევნებდა თვალყურს ქალების საუბარს და გულში ეღიმებოდა,რომ ვიღაცამ შეძლო და შეეპასუხა ეკატერინეს და არა მარტო შეეპასუხა,ადგილიც მიუჩინა.
არადა არ იშლებოდნენ სუფრის წევრები,ანუკი აწუწუნდა სახლში წასვლა უნდოდა,გრძნობდა სასმელი იმაზე მეტად მოეკიდა ვიდრე იმედოვნებდა თავიდან,სანამ დალევა დაიწყო.
ადგა,ჰაერზე გამოვიდა.ლუკაც უკან მოყვა.
_ ცუდად ხომ არ ხარ?
_ არა,მაგრამ…_ ღრმად ჩაისუნთქა და ეცადა თავბრუსხვევა შეეკავებინა._ სახლში მინდა.
_ მივდივარ,გინდა გაგიყოლებ.
_ კი… მინდა._ ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა,ენის ბორძიკით.
ლუკას ჩაეღიმა.
არც არავის დამშვიდობებია,ფეხის ბორძიკით ჩავიდა კიბის რამდენიმე საფეხურზე,მერე ფეხი აერია და ლუკამ შეაშველა ხელი.
_ ფრთხილად.
_ ჰო…_ დაეთანხმა და არეული ნაბიჯით გაუყვა ჭიშკრისკენ მიმავალ ბილიკს.
მანქანის კარი გაუღო და ჩაჯდომაში მიეხმარა.ანუკიმ თავი სავარძელს მიაყრდნო და თვალები მინაბა.
ლუკამ მძღოლის ადგილი დაიკავა და გოგოს გადახედა.ღვედი არ ეკეთა.თავად გადაწვდა ღვედს და ამ დროს პირისპირ,ძალიან ახლოს აღმოჩნდა გოგოს სახესთან.თუმცა ანუკი ვერაფერს გრძნობდა,იმდენად მთვრალი იყო.
გოგოს სისხლისფრად შეღებილ,დაბერილ ტუჩებს დაყურებდა და სხეულში უჩვეულო ნეირონებს გრძნობდა.თვალები პატარა ბავშვივით მიენაბა ანუკის და მშვიდად სუნთქავდა.მზერა ახლა მისი მკერდისკენ გაექცა,რომელიც თანაბრად,მაგრამ ზანტად აუდიოდჩაუდიოდა,ღრმა დეკოლტეში.
ძლიერი ვნება იგრძნო ქალის მიმართ.წამით გონება ისე დაებინდა ტუჩებისკენ გაიწია,მსუბუქად გადაატარა ცერა თითი და ტუჩის კუთხეში გააჩერა.თვალები ნელა,ზანტად გაახილა.ბავშვური გულუბრყვილობა და ნდობა იკითხებოდა მის სფეროებში.მერე ისევ მინაბა.ლუკას ჩაეცინა თავის სურვილზე,თავი გადააქნი,გასწორდა და საჭეს მიუჯდა.

მშვიდად დაიძრა ავტომობილი წყნეთის ქუჩებში.შიგადაშიგ თვალს ადევნებდა გოგოს,რამდენჯერმე თავიც გაუსწორა,რომ შენიშნა ცუდად ედო.
წყნეთიდან გამოსულებს მალე გამოეღვიძა.
_ გამიჩერე,გული მერევა.
_ აქ ვერ შევაჩერებ,ვიწრო გზაა და დაღმართია,საავარიო სიტუაციას შევქმნი.
_ გააჩერე,თორემ მანქანაში ვარწყევ._ მომთხოვნი ხმა ჰქონდა ანუკის.
_ ღმერთო…_ ლუკას ჩაეცინა.
ავარიული ნათების ღილაკს დააწვა და სავალი ნაწილიდან გვერდით გადავიდა.მაშინვე გამოაღო კარი და ხველებით გადავიდა მანქანიდან.ლუკაც თან მიჰყვა.როგორც კი კარის ხმა გაიგო ანუკიმ,უკან მოუბრუნებლად განკარგულება გასცა.
_ არ მომიახლოვდე.მე თვითონ…
_ ცუდად ხარ._ მშვიდად დაუბრუნა კაცმა პასუხი.
_ ნუ მიყურებ.დაჯექი.
_ ღმერთო,რა ჯიუტია ეს ბავშვი._ ხელები უმოწყალოდ გაშალა და მანქანის კარს მიეყრდნო.

რამდენიმე წუთი იდგნენ ახალი წლის ღამით წყნეთი-თბილისის გზაზე.აქა-იქ თუ გაივლიდა მანქანა და დახმარებას სთავაზობდნენ ლუკას.ახალი წლის ღამე რაღაცით მართლა ჯადოსნური იყო,ყველა სიკეთის და დახმარების ხელს უწვდიდა ერთმანეთს.
_ ანუკი? ცოცხალი ხარ?_ გასძახა.
_ ჰო._ იქვე ახლოდან გაიგონა ხმა და შებრუნდა.ავტომობილზე დაედო ხელები და ზედ თავი.
_ ცუდად ხარ?_ თანაგრძნობა იკითხებოდა მის ხმაში.
_ ჰო.
_ არ უნდა დაგელია მაგდენი.
_ დაგვიანებული რჩევაა,ოდესმე გავითვალისწინებ._ კარი გამოაღო და მანქანაში ჩაჯდა._ გთხოვ,გათიშე ეს გათბობა უარესად მხდის.
_ უკაცრავად,მეგონა პატივს გცემდი თუ თბილად ჩაჯდებოდი._იუკადრისა.
_ მადლობელი ვარ.
ცოტახანს ჩუმად იმგზავრეს.თვალები დახუჭული ჰქონდა და გრილ მინაზე ედო თავი.
_ გძინავს?
_ ნწ…
ლუკამ ჩაიფხუკუნა.
გოგომ ოდნავ შეაღო თვალი და გვერდულად გახედა.
_ რა?
_ არაფერი.საყვარელი ბავშვი ხარ.
_ მადლობა,მაგრამ არ მგონია,ახლა საყვარელი ბავშვის წარმოდგენას ვტოვებდე.
_ რატომ?_ ინტერესი იგრძნობოდა მის ხმაში.
_ წეღანდელი სცენას თუ გავიხსენებ და ახლაც ისე საშინლად ვარ.არ მგონია…_ შუბლი მოისრისა._ ძალიან ცუდად ვარ ამ მიხვეულ-მოხვეული გზის გამო.
_ მაქსიმალურად ნელა დავდივარ,რომ არ იგრძნო დისკომფორტი.
_ მადლობ.
ლუკამ ჩაახველა,თითქოს ემზადებოდა რაღაც გადამწყვეტისთვის.
_ ისე შენმა მეგობარმა რატომ არ წამოგიყვანა?
_ ვინ? ნინუცამ?
_ ა,არა…
_ აბა? სხვა მეგობარი ჩემი მანდ არავინ არ იყო._ საზურგეს მიაყრდნო თავი._ ნუ ნიკა და ნათია შეიძლება ითქვას.
_ მეგობრობ მათთან?
_ ჰო,რავი,შეიძლება მეგობრობაც ვუწოდო.
_ შეიძლება?_ ჩაეკითხა.
_ კი.ძალიან კარგი ადამიანები არიან,უბრალოდ.მე ასე მალე ვერ ვუწოდებ ადამიანს მეგობარს.
_ ხოო? რატომ?_ თითქოს ეჭვი რომელიც ღრღნიდა გაფანტა და გამოფხიზლდა.
_ ჯერ მხოლოდ სამი თვეა რაც ვიცნობ და ამ მოკლე დროში,მეგობრობა ცოტა მეუცნაურება.
_ რატომ? სამ თვეში ხალხი ერთმანეთს იცნობს,უყვარდებათ და ქორწინდებიან.მეგობრობაში რა არის უცნაური?
_ თქვენ რეალური გგონიათ ეგ?_ ცალი თვალი გაახილა და ლუკას გახედა.
_ მეე? _ ჩაიცინა._ მოდი ჩემზე არ გვინდა.
მორჩილად მიეყრდნო ისევ საზურგეს და ისევ დახუჭა თვალები.
უცნაურ ინტერესს უჩენდა ეს პატარა არსება.ახლა კი ამ წუთებში ისეთი მიმზიდველი ეჩვენებოდა,არ უნდოდა გზა დასრულებულიყო.განგებ ნელა მოძრაობდა მანქანით.
_ სხვა შეკრებებზე რატო არ მოდიხარ ხოლმე თანამშრომლებთან ერთად? დღეს გამიკვირდა რომ დაგინახე.
_ სხვაგან სად?
_ ბარში მაგალითად,ან თუნდაც თვის დასაწყისში კოტეჯში მცხეთისკენ რომ ვიყავით.
_ არ ვიცი.
_ არ იცი რატომ არ იყავი?
_ არა,არ ვიცოდი._მერე დააკონკრეტა._არ უთქვამთ ჩემთვის.
_ რატომ? მასეთები ხდება ჩვენს ოფისში?
_ ვითომ არ იცით?_ ეჭვნარევი სახით გახედა.
_ რა უნდა ვიცოდე?_ დაინტერესებული მზერა შეაგება.
_ რომ ძალიან სნობი სასტავია თქვენს ოფისში,ადამიანებს,რომ არჩევენ სტატუსის,ფინანსების და გავლენის მიხედვით.ვერ გაიგეთ ეკატერინემ დღეს უკვე გაბედა და პირადადაც მიწოდა “კონკია”.
_ და რატომ პასუხი თავად არ გაეცი?
ანუკი ერთხანს ჩუმად იყო.მერე მაინც გაჭრა სასმელმა და გულახდილად უპასუხა.
_ არ ვიცი,ალბათ შემეშინდა რომ უფრო უარესად არ დავემცირებინე და ამიტომ.
_ შენ ფიქრობ,რომ იმის გამო რომ ოფისს ალაგებ აქვთ შენი დამცირების უფლება?
_ არა,არ აქვთ და არც უნდა კადრულობდნენ,მითუფრო იმ ასაკის ადამიანების ვისგანაც ჩემი ასაკის თაობა უნდა ვსწავლობდეთ და ჩვენთვის სამაგალითოები უნდა იყვნენ,მაგრამ…_ გაიღიმა,თუმცა ამ ღიმილშიც იყო რაღაც დაფარული ტკივილი,რაც ლუკას გამჭრიახ თვალს არ გამოჰპარვია.
_ ჭკვიანი გოგო ხარ და ნუ მისცემ ნურავის შენი დაჩაგვრის უფლებას.იცოდე შენ შეიძლება ჩვენს კომპანიას ემსახურები,მაგრამ კონკრეტულად არავის მოსამსახურე არ ხარ.თითოეული დაქირავებულია და თითოეული ემსახურება კომპანიის კეთილდღეობას.არ აქვს მნიშვნელობა სფეროს.
_ თქვენ მგონი კარგი ადამიანი ხართ.
ლუკას ხმამაღლა გაეცინა.
_ აუ,მთვრალი ვარ და მგონი ბევრს ვლაპარაკობ.
_ მე მომწონს.
_ მე,არა.აი ვფიქრობ არ ვთქვა,არ ვთქვა და ბოლოდ მაინც ვამბობ,არადა ფხიზელი თავს შევიკავებდი ვიცი.ახლა ვერ ვაკონტროლებ თავს და არ მომწონს,თან მომწონს რომ ვამბობ._ აკისკისდა თავის აღიარებაზე.
_ მე ვფიქრობ ფხიზელმაც უნდა იმუშაო საკუთარ თავზე და ისაუბრო ხოლმე.
_ არაა.მე სულ იმას მასწავლიდნენ ბევრი არ ილაპარაკოო.
_ მთლად ეგეთი დამჯერიც არ უნდა იყო.
_ ხო,შეიძლება._ ქალაქს გადახედა მოჭუტული თვალებით._ აქვე გამიჩერეთ და წავალ.
_ სად წახვალ,მანქანიდან გადსვლა და ჰაერზე შენი გათიშვა ერთი იქნება.
_ არ მგონია.
_ აი,მე კი ვიცი.სად ცხოვრობ,ვინ გელოდება სახლში?
ირონიულად ჩაეღიმა თავის ფიქრებზე გოგოს.
_ დიდი ხანია აღარავინ აღარ მელოდება._ ჩუმად ამოთქვა.
_ როგორ?
_ არავინ._ ოდნავ ხმას აუწია და ხელახალი სპაზმი იგრძნო და ხველება აუტყდა.ხელით ანიშნა გაეჩერებინა მანქანა.კაცმაც მაშინვე გადააყენა ავტომობილი.კარი გააღო თავადაც გადმოვიდა და მიეხმარა გოგოს გადმოსვლაში.მანქანას ააკრა და ხელით სახე დაუფიქსირა.
_ გული მერევა… უფრო სწორედ არ მერევა,შეგრძნება მკლავს.
ცოტახანს ჰაერზე გააჩერა.ესიამოვნა სიგრილე,თუმცა უფრო მეტად გრძნობდა სასმლის ძალას მის სხეულზე და გონებაზეც.
ავტომობილში დაჯდნენ თუ არა გზა რომელიც სახლამდე აშორებდა ლუკას უმოკლეს დროში დაფარა.ჭიშკრის კარი ავტომატურად ღილაკზე ერთი თითის დაჭერით გააღო და მანქანაც ულამაზეს მწვანე ეზოში შეიჭრა,რომელიც ნეონის ნათურების დახმარების დახმარებით ლამაზად გაენათებინათ.სახლი კი იმაზე დიდი და თეთრი მოჩანდა,ვიდრე იყო.
გოგოს უკვე ეძინა.ღვედი ფრთხილად შეუხსნა.მისი პატარა თავი ნაზად დადო თავის მკლავზე,მეორე ხელი მუხლებ ქვეშ ამოუყარა და სახლისაკენ დაიძრა.
ბევრი არ უფიქრია,თავის საძინებელში მოათავსა და თავადაც გვერდით მიუწვა.
ანუკი ერთხელ შეიშმუშნა,ისე რომ არც გამოფხიზლებულა,ხელები ლოყის ქვეშ ამოიდო და მშვიდი სუნთქვა განაგრძო.პერიოდულად ღია,ოდნავ შეხსნილი ბაგეებიდან კვნესა დასცდებოდა და კაციც იმ წამსვე მზერას აპყრობდა.ვერ დატოვა მარტო,რადგან შეეშინდა ცუდად არ გამხდარიყო,ისე რომ ვერ ეგრძნო.
რაღაც გაუჩერებლად ვიბრირებდა.მიხვდა ანუკის ტელეფონი იქნებოდა.ჯიბიდან ფრთხილად ამოაცალა და ეკრანს რომ დახედა იცნო სურათზე,ის გოგო იყო სუფრიდან.
უპასუხა და წამიერი სიჩუმით მიხვდა,რომ მამაკაცის ხმას არ ელოდნენ.
_ ანუკი,ჩემთან არის.ჩაეძინა გზაში და რადგან არ ვიცოდი სად ცხოვრობდა,ჩემთან წამოვიყვანე._ თავის თავზე გაეღიმა,პატარა ბავშვივით რომ ჩააბარა ანგარიში.
_ გამოვუვლი,როგორ არის?
_ სძინავს.ვფიქრობ ჯობია დარჩეს.გპირდებით არაფერი დაემართება.
_ თქვენ ლუკა ხართ?
_ კი,მე ვარ.
_ ლუკას ჰყოლია._ ვიღაცას გადაულაპარაკა.
მერე ნიკა გაესაუბრა.შეთანხმდნენ დილით როგორც კი გაიღვიძებდა გადასცემდა ზარის შესახებ და დაემშვიდობა.
მთელი ღამე ფხიზლად ეძინა კაცს.როგორც კი ოდნავ გამოძრავდებოდა,ან ხმამაღლა ამოისუნთქავდა,მაშინვე ყურადღებას აპყრობდა.გამთენიას როცა უკვე ღრმად ჩაეძინა და რეალობას სრულიად მოსწყდა,ხმაურმა გააღვიძა.
თვალი გაახილა თუ არა გვერდით გაიხედა,სადაც საწოლის ნახევარი თავისუფალი დაინახა.მაშინვე წამოდგა და დერეფანს გაუყვა.ინსტიქტით მიხვდა აბაზანას ეძებდა ალბათ გოგო და სწორედ მიუგვნია კიდეც.
კარი ნახევრად ღია იყო,ფრთხილად დააკაკუნა.
_ შეიძლება.
ხმა რომ არ გასცა კარი შეაღო,უნიტაზთან დამხობილი იჯდა.მიხვდა კაცი უახლოვდებოდა და მხოლოდ ხელი აღმართა მის შესაჩერებლად.
_ არაფერია,მოგეხმარები.
_ არა.
_ კარგი,კართან ვიქნები._ თქვა და დატოვა.
რამდენიმე წუთში გამოვიდა ფერდაკარგული,თმა აწეწილი.
_ როგორ ხარ?
_ ცუდად.
_ გინდა ყავას მოგიმზადებ?
_ ღმერთო,რას მოვესწარი._ ჩაიცინა და სახე დამანჭა ზიზღისგან._ დავლევ კი.
საწყლად შეყარა წარბები და ტუჩები დაბრიცა.ისევ ჩაეღიმა მის შემხედვარეს კაცს და სამზარეულოსკენ გაემართა.გოგოც უკან გაჰყვა.
სამზარეულო საკმაოდ დიდი,ნათელ ფერებში იყო.დიდი ვიტრაჟული შუშებიდან სავსე მთვარის ყვითელი შუქი იღვრებოდა იატაკზე. ბარის განათება ჩართო ლუკამ და ყავის აპარატთან მივიდა,კაფსულა მოათავსა და დაელოდა.
_ მალე იქნება.
_ მადლობა და ბოდიში,შეგაწუხეთ.
_ სიმართლე გითხრა ნამდვილად შევწუხდი, _ თვალებში ჭინკები დაუხტოდა.გოგოს კი სახე ეცვალა,შემდეგ კი სიცილით დაუყოლა._ ოღონდ არა შენი მოვლით.ნუ მომმართავ თქვენობით.
ანუკიმ შვებით ამოისუნთქა.
_ კარგი,მაშინ მადლობა ლუკა.
_ ეს უკვე მომწონს._გაუღიმა კაცმა და ყავა რომელიც გამზადდა წინ დაუდო ფინჯანით.
რამდენიმე ყლუპის შემდგომ თავი უკეთ იგრძნო.ესიამოვნა ცხელი სითხე.
_ მადლობა,მგონი მიშველა.
_ არაფრის,თუმცა ამდენი არ უნდა დაგელია. აუცილებელია ზღვარი იცოდე.გართობა,დალევა მეც მიყვარს,მაგრამ ყველაფერში გარკვეული ზღვარის დაცვაა საჭირო.
_ ჰო,აწი მეცოდინება.ჩემი პირველი სიმთვრალე და ნაბახუსევია ეს._ დაიმორცხვა.
_ ნუ მიხსნი.არ ხარ ვალდებული.
წამწამები სწრაფად დააფახულა,დაიბნა,ვერ მიხვდა რა ეთქვა.
_ ლუკა,აქ რატომ ვარ?
_ რატომ?_ ჩაიცინა._ შენი აზრით?
_ არ ვიცი._ მხრები აიჩეჩა.
_ იმდენი დალიე გაითიშე.მე შენი სახლი არ ვიცოდი ამიტომ._ დაასრულა მტკიცედ.
_ ა,უკაცრავად.ლამაზი სახლი გაქვს.
_ დროებით ვარ აქ,მეორე სახლში რემონტია და რომ დასრულდება გადავალ.
_ კერძო სახლი არ მოგწონს?
_ მარტო ჩემთვის დიდია და არ მომწონს.
_ გასაგებია. მე წავალ,მადლობა და ბოდიში.
_ საბოდიშო არაფერია,მე გაგიყვან._ და როცა შენიშნა შეწინააღმდეგებას აპირებდა გოგო.დაამატა. _ ნუ შემეწინააღმდეგები.ჯერ ისევ მთვრალი ხარ,რომ იცოდე.
_ კარგი._ მორჩილად დაუქნია თავი.

***

შუადღეს უკვე ნინუცა ეჯდა ოთახში და დაწვრილებით ეკითხებოდა ყველა დეტალს.
_ რანაირად აღმოჩნდი ლუკასთან სახლში? რა მოხდა მომიყევი.
ანუკის რაც კი ახსოვდა ყველაფერი დაწვრილებით მოყვა.
_ ისე,ძალიან სიმპათიურია.
ანუკი გაჩუმდა და ფინჯან ჩაის დაყურებდა,რომლისგან ამავალ ცხელ ორთქლს ხელის გულს აფარებდა და ერთობოდა.
_ ჰო,არის.
_ მერე? ყველას კი არ ეძლევა ჯეიმი დორნანის მსგავსი უფროსი,გაახილე თვალები შვილო.ისე,არაფერი უთქვამს,რამე? _ თვალი ჩაუკრა და აკისკისდა.
_ ვაიმე ნინუცაა,მოკეტე რაა.რა უნდა ეთქვა,ტიპი ისეთებს არ იკარებს,ჩემთვის რა უნდა ეთქვა?!
_ მაინც ვის?
_ თუნდაც ეკატერინეს.
_ მაგას არც მე გავიკარებდი კაცი რომ ვიყო.ჭკვიანი ყოფილა სიმპათიურობასთან ერთად.
ანუკიმ თვალები აატრიალა და ცხელი ჩაი ხმაურით დალია.
_ ისე როგორია? _ ხელისგულებზე ჩამოდო თავი და თვალებში მიაჩერდა დაქალს.
_ კარგი.
_ რა ბევრის მთქმელია “კარგი”._ გამოაჯავრა და ბალიშიც მოხვდა თავში.
_ მოკეტე-თქო გითხარი._ ჩაიცინა ანუკიმ.
_ არც მე მოგიყვები არაფერს.
_ მეტი რა მოგიყვე გოგო? ორჯერ მომაყოლე უკვე ლამის,თან ყველაფერი კი არ მახსოვს,ნახევარი გზა თვალები მქონდა დახუჭული,ტრიალებდა სამყარო.
_ ახლაც გიტრიალებს შენ მაგ თავში რაღაცეები._ ჩაიფხუკუნა ნინუცამ.

სამსახური ახალი წლის პირველივე კვირიდან განახლდა. მეტნაკლებად.ყველა ცდილობდა გამოსულიყო ახალი წლის განწყობიდან,სმა-ჭამის რეჟიმიდან გადმორთულიყვნენ სამუშაო რეჟიმზე.
ანუკი ჩვეულ ფორმაში დაუბრუნდა სამუშაო განრიგს. დილით პირველი გამოცხადდა სამსახურში და დალაგება სოსოს კაბინეტით დაიწყო.მასთან ყოველთვის ნაკლები საქმე ჰქონდა,მინიმალისტურად ჰქონდა მოწყობილი სამუშაო ოთახი უფროს გოგრიჭიანს.
კარიდან გამოვიდა და წინ ლუკას კაბინეტის კარისკენ დაიწყო გადაადგილება,რომ სოსო შეეჩეხა.
_ გამარჯობა.
_ გამარჯობა._ წამით დაჟინებული მზერა მიაპყრო კაცმა,თითქოს რაღაცას იხსენებდა._ შენ… შენ ის არ ხარ,კორპორაციულზე…
დაიბნა სოსო და დაბნეული ანუკი სულ უფრო არია.
_ დიახ._ თავი დახარა.
_ როგორც მახსოვს შენ სხვა პოზიციაზე უნდა გემუშავა ჩვენთან,რა მოხდა ჩემმა შვილმა ბოლოს არაო და დაგაქვეითა?_ ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
_ ცდები._ დერეფანში ლუკას სილუეტი გამოჩნდა._ შენ შვილმა დააწინაურა.
_ დამლაგებელი? _ ახლა უკვე დაუფარავად ჩაიღიმა სოსომ._ ვფიქრობ შორს წავალთ,თუ ასე განაგრძობ შვილო._ ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა და კაბინეტის კარი შეაღო.
ერთხანს გაქვავებული იდგა ანუკი,მერე გონს მოვიდა,საკუთარ თავს შემოუძახა და საქმე განაგრძო.
_ უკაცრავად,თქვენი ოთახი ჯერ არ დამილაგებია.
_ შემოდი._ ლუკამ კარი შეაღო და წინ გოგო გაატარა.სკამი გამოუწია და თავით ანიშნა დამჯდარიყო. თავადაც მაგიდას მიუჯდა, ხელის მტევნები ერთმანეთს გადააჭდო და მაგიდაზე დადო.
_ ხომ გითხარი იანვრიდან პოზიციას შეიცვლი სამსახურშითქო.
_ აღარ მახსოვდა.
_ ვითომ? _ წარბები აზიდა.
ანუკიმ აღარაფერი უპასუხა.
_ იცი,ხანდახან ვფიქრობ,რომ მოგწონს მსხვერპლის როლი.
_ რა? _ გაოცებული მზერა მიაპყრო კაცს.
_ რაც მოგესმა კი._ არ დათმო პოზიცია._ ვინმეს აწინაურებდნენ უთხრან და “ არ მახსოვს” პასუხობდეს პირველად მესმის.ამცირებდნენ და ხმას არ იღებდეს,ეგეც პირველად ვნახე.რა გინდა? რისთვის სჯი საკუთარ თავს?
სხეულში სიცივე იგრძნო.იგრძნო,როგორ დაიწყო მოყინვა შიგნიდან სხეულმა და მალე მთელს სხეულში გაუჯდა.თვალები დაენისლა,ცდილობდა არ შერხეულიყო,თორემ გრძნობდა ვერანაირი ბარიერი ვეღარ შეაკავებდა ცრემლებს.
_ შემომხედე._ ჯიუტად განაგრძობდა ლუკა._ შემომხედე._ დამარცვლით გაუმეორა.
ნელა,ფრთხილად აწია სახე,არ უნდოდა ეჩვენებინა,რომ ტირილის პირას იყო.ფეხზე წამოდგა და ნელა მიუახლოვდა.
_ ანუკი, _ სახე თავის ძლიერ ხელებში მოიქცია,თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა,რომელიც ერთიანად ცრემლებს მოეცვა,ტუჩები კი სისხლისფერად შეღებვოდა,რომელსაც გამეტებით კბენდა რათა ცრემლები შეეჩერებინა.
მისი ეს დაუცველი მდგომარეობა აბრაზებდა და თან ემპათიას იწვევდა მასში.უნდოდა დაეცვა,გაფრთხილებოდა,ხვდებოდა რაღაც იყო,რაც იძულებულს ხდიდა გოგოს ეს ყველაფერი აეტანა,მაგრამ თან აღიზიანებდა,აგიჟებდა,რომ შეეძლო ეს ყველაფერი უხმოდ აეტანა.
_ როგორ შეგიძლია,მითხარი,როგორ? რანაირად იტან ასე ჩუმად? ან რატომ?
თითქოს ბოლო წვეთი იყო.ცრემლებმა გადმოლახეს შემაკავებელი ჯებირი და ღარებად დაედინა ფერმკრთალ ლოყებზე.
ცერა თითით შეუმშრალა ნაკადულად დადენილი ცრემლები.
_ აღარ მოკიდო ხელი ამ ნივთებს გესმის?! დღეიდან შენ ხარ ბიზნესის განვითარების სფეროში ჩემი პირადი აგენტი.
_ არ მინდა._ დაიჩურჩულა.
_ რა?_ ეგონა მოესმა.
_ არ მინდა.
აშკარა იყო არ მოესმა და არც ხუმრობა იქნებოდა,რადგან არ ჩანდა ხუმრობის ხასიათზე გოგო.
_ რატომ?
წონიდა სათქმელს,ეთქვა თუ არა,ვერ ხვდებოდა.
_ არ დამიმსახურებია._ ბოლოს გაბედა და თქვა.
_ რა არ დაგიმსახურებია?
_ ის რასაც მთავაზობ.
გაოცდა.პირველად იყო უარს ეუბნებოდნენ შეთავაზებულ პოზიციაზე.
_ ჩათვალე რომ ეს შანსია.შანსს ხომ ყველა იმსახურებს ცხოვრებაში?! ხოდა გაძლევ ამ შანსს და დაუმტკიცე საკუთარ თავსაც,მეც და ყველას,რომ შენ იმსახურება ამასაც და მეტსაც.
ეს სიტყვები მისთვის იმდენს ნიშნავდა,რამდენსაც ზღვაში დასახრჩობად განწირული ადამიანისთვის გადაგდებული სამაშველო რგოლი.
_ დაგვიმტკიცე ყველას.
ახლა უკვე დამშვიდდა.ლუკას ხელებს ,მაჯაში მოკიდა თავისი სუსტი თითები და სახიდან ჩამოაწევინა.
_ ილაპარაკებენ.
_ რას? ვინ? _ თითქოს ვერ გაიაზრა უცებ. ნათქვამის არსს გვიან ჩასწვდა.ჩაეცინა._ მითუმეტეს,გამოიყენე ეგ შანსი და გააჩუმე ყველა.დამიჯერე ვერაფრის თქმას ვეღარ გაგიბედავენ.
_ არ მინდა.
_ რატომ? _ გაცხარდა კაცი.
_ სხვა გზით,მაგრამ არა ასე,არა თქვენს სახელს ამოფარებულმა.
_ სად აიკიდე ამდენი კომპლექსები?
_ სახლში._ მწარედ ჩაიცინა გოგომ.
_ მოდი არ გინდა რაა.გააცნობიერე სად მიგიყვანს ეს ყველაფერი.დაუსვი საკუთარ თავს კითხვები: რა გინდა? რატომ გინდა? ჩამოყალიბდი.არ ვიცი შეიძლება უკეთესი შანსიც მოგცეს ცხოვრებამ,მაგრამ ახლა ეს გაქვს და გამოიყენე.ნუ შეწირავ ისეთ პრინციპებს იმ შანსს რასაც ცხოვრება ხან ერთხელ გვაძლევს.დამიჯერე ანუკი.
უსმენდა და ფიქრებით შორს დაჰქროდა.ყველაფერში ეჭვი ეპარებოდა.ვერ ხვდებოდა რატომ ცდილობდა მის დახმარებას.ნათიას სიტყვები გაახსენდა
“ ვინც მოეწონება,ყველას ჟი*ავს”
იქნებ,ამიტომ მეხმარება,რომ…არა,არა…რა,სისულელეა. ისეთ ქალებთან აქვს ურთიერთობა.ალბათ უბრალოდ ვეცოდები.ხო,ალბათ ეს არის მიზეზი”...
_ დავდიქრდები და გეტყვი.
_ კარგი,იფიქრე._ პატარა თლილი თითები ხელებში მოიქცია ლუკამ._ ახლა კი წადი,ნათიას მიეხმარო ჯობია და გადაეცი,რომ დიასახლისის ვაკანსია გათავისუფლდა.
_ არა,ლუკა,არა._ გააპროტესტა.
_ ანუკი,თავადაც შემიძლია ამის გაკეთება ხომ იცი._ მის ნაზ თითებს დახედა._ დამიჯერე რასაც გეუბნები,სიმთვრალე რა კარგი გქონია და ფხიზელი ძალიან ჯიუტი ხარ.
გაეცინა იმ დღის გახსენებაზე გოგოს.
_ ნუ მახსენებ,თორემ ხელახლა მეწყება პახმელია.
ორივეს გაეცინა და ახლაღა შენიშნეს კარში შემოსული კესო,რომელიც თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
ინსტიქტურად ხელები გაინთავისუფლა მამაკაცისგან.შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა კაბინეტი.
_ ღმერთო,ეს რა ჯოჯოხეთური დღეა._ თავისთვის ჩაიბურტყუნა და ნათიას კაბინეტში შევიდა.

_ დამლაგებლებზე გადახვედი?_ ირონია არ დაიშურა ხმაში კესომ.
_ რა გინებავს კესარია?
მზერა გაუმკაცრდა ქალს.
_ ნუ მეძახი მასე,ათასჯერ გაგაფრთხილე.
_ რა ქარმა გადმოგაგდო?_ არად ჩააგდო ქალის ნათქვამი.
_ ახალ პროექტზე მინდოდა საუბარი.
_ გინდოდა,ანუ აღარ გინდა?
_ ვიღაცეებისგან განსხვავებით მე საქმეს და პირადს არ ვურევ.
ლუკამ ირონიულად ჩაიცინა.
_ და მე ვურევ?!
კესომ წარბები შეათამაშა და ხმაურით გამოსწია სკამი.პასუხი აღარ დაუბრუნა,გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებდა,თუმცა შიგნიდან ცეცხლი გიზგიზებდა მის შინაგან სამყაროში.
_ კარგი,მითხარი რა გინდოდა._ დაუყვავა ლუკამ.
_ რეგიონშია კარგი ობიექტი.შემთხვევით აღმოვაჩინე.გავგზავნოთ ვინმე ადგილზე შეაფასოს გარემო,სიტუაცია და შევისყიდოთ.
_ დეტალები გადმომიგზავნე,ვნახავ.ასე ზეპირად რა ვთქვა.
_ ნიკა გავუშვათ.
_ კესო,ჩამიგდე მონაცემები და მერე მე გადავწყვეტ ნიკა წავა თუ სხვა._ წამში ფიქრმა გაუელვა და კმაყოფილებისგან ჩაეღიმა.
_ კარგი,მაგრამ იჩქარე._ ტელეფონში ჩაიხედა._ აი,გადმოვგზავნე.
_ კარგი ხარ._ მეილის ხმაზე ლეპტოპს ჩახედა და კურსორი დააწკაპა.
_ კარგი წავედი და გამაგებინე რას იზამ.


ფიქრებით მაშინვე ანუკისკენ წავიდა.რატომ თავადაც ვერ ხსნიდა,მაგრამ იმსახურებდა მისი აზრით შანსს ეს გოგო.ნათიასთან გავიდა კაბინეტში ანუკიც იქ დახვდა.რაღაცას საუბრობდნენ გაცხარებით.კაცის დანახვაზე გაჩუმდნენ.
_ თუ შეგიძლია გამომყევი კაბინეტში საქმე მაქვს.
_ მეე?_ მაინც დააკონკრეტა ანუკიმ.
_ კი,შენ._ მშვიდად დაუბრუნა პასუხი და კაბინეტისკენ წავიდა.ანუკიმ გაოცებულმა გადახედა ნათიას და უკან მიყვა.
_ გისმენ._ სკამის საზურგეს დააყრდნო მტევნები და ისე უთხრა.
_ ახალი ობიექტია და შენ უნდა გაგიშვა.
_ რაა?
_ რაც გაიგონე.
_ არა.
_ მე არ გეკითხები.
_ არც მე გეკითხები.უარს ვამბობ.
_ არ ვიღებ უარს.
_ არა,შანსი არაა.
წამით შეყოვნდა.მერე თვალები აუელვარდა
_ მაშინ სამსახურიდან გიშვებ.
_ არა,მეხუმრები.
_ არ ვხუმრობ,თუ ამ ობიექტს არ აიღებ და არ წახვალ გაგიშვებ.
_ ღმერთო…
_ მომისმინე ანუკი,_ კიდევ ერთხელ სცადა და დაუყვავა.თავის დას აგონებდა ეს პატარა ჯიუტი გოგო და რაღაცნაირად მუდმივად ზრუნვის ფაზაში შედიოდა მასთან ურთიერთობაში.
_ გისმენ.
_ რატომ კარგავ ფუჭად დროს ამ ლაგებაში? შენ ხომ იცი მეტი შეგიძლია,გაქვს უნარი,ასევე გაქვს შანსი და გამოიყენე ეს შანსი.
_ არ დამიმსახურ…
_ შენი აზრით ყველას ის აქვს ცხოვრებაში რაც დაიმსახურა? მასეთი სამართლიანი გგონია ცხოვრება? არაა,მასე.თითოეული შანსი უნდა გამოიყენო ცხოვრება რომ გარგუნებს…
_ კარგი,კარგი,მაგრამ არ ვიცი რამდენად მზად ვარ ამ ყველაფრისთვის.
_ შეძლებ,მე ვხედავ პოტენციალს შენში.
გულში ესიამოვნა.ვიღაც ხედავდა,ამჩნევდა მის შესაძლებლობებს,ვიღაც აფასებდა და ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.იქ სადაც მამა ვერ და არ ხედავს შენს ნიჭს,უნარს.სადაც ყველაფერს გიუფასურებენ.თვითშეფასება ნელ-ნელა საერთოდ ქრება.ასე იყო ანუკიც და ახლა ლუკას სიტყვები თან სიამოვნებდა და თან აშინებდა.
_ ლუკა, შეიძლება რაღაც გთხოვო?
_ გისმენ.
_ ჩემს ადგილზე,დედა რომ მოვიდეს შეიძლება?_ ისეთი მორიდებით,ისეთი ფრთხილი თხოვნით იყო ნათქვამი,კაცს გაეღიმა.რაღაც უფრო სერიოზულს ელოდა თითქოს.
_ რა თქმა უნდა ანუკი,რა პრობლემაა.
_ დიდი მადლობა._ თვალებში მხიარული ჭინკები დაუხტოდნენ.


როგორც კი ლუკას კაბინეტი დატოვა დედას დაურეკა.
_ დეე,დე,როგორ ხარ?
შვილის ბედნიერი ხმის გაგონებაზე,თავადაც განწყობა გამოუკეთდა.
_ კარგად დედას სიცოცხლე,შენ დედი?
_ მე ძალიან კარგად დე,დამაწინაურეს.სხვა პოზიციაზე გადამიყვანეს,ჩემი პროფესიით ვიმუშავებ.
_ რა კარგია დედას პატარავ,გილოცავ ჩემო ნიჭიერო.ვიცოდი რომ დაგიფასდებოდა შენი ნიჭი.
_ დეე,მადლობაა,მაგრამ კიდევ მაქვს ახალი ამბავი შენთვის.
_ ჰოო,რა აბა?
_ ჩემს ადგილზე ვთხოვე,რომ შენ მოგიყვანდი და კიო,არ მითხრა უარი.დეე,ხომ კარგია? ხელფასი კარგი გექნება,წამოდი ჩემთან,ქირას უპრობლემოდ გადავიხდით.
_ მართლა დედი?
_ ხოო,მიდი რაა გთხოვ,წამოდი,უარი არ მითხრა რაა.
_ არა,შვილო.რატომ ვიტყვი უარს?! თუ იმდენს გადაგვიხდიან რომ ქირას დავფარავთ და კვებაშიც გვეყოფა.
_ ყველაფერში გვეყოფა არ იდარდო,მარტო ვიხდიდი და ორივეს რა გაგვიჭირდება ახლა.
_ კარგი.დაველაპარაკები მამაშენს.
_ რას დაელაპარაკები?! _ სიბრაზე,შიში და სიფრთხილის გრძნობა,ყველა ერთდროულად შემოესალტა მის გულს.
_ აბა,ისე ხომ არ წამოვალ,ხომ უნდა ვუთხრა.
_ დედა,ხომ იცი მისი ხააიათი,მანიპულატორი და ტირანია.არაფერიც არ უთხრა.
_ კარგი,კარგი.შენ არ ინერვიულო მოვემზადები მე და როცა მზად ვიქნები დაგირეკავ.
_ კარგი.ყოჩაღად და საერთოდაც მე მოვალ,როცა წამოსვლას დააპირებ.
_ კაი დედი,კაი.

წინა დღესაც იჩხუბეს.ამის გამო იყო,რომ მარტივად დასთანხმდა შვილს გადასვლაზე.უკვე მართლაც ყელში ჰქონდა ამოსული ქმრის ყვირილი.
დაღლილი იყო ყოველ დღე ჩხუბით,საყვედურით,დამცირებით.
მაინც ვერ იკადრა და უთქმელად ვერ გაბედა წასვლა.თავადაც ვერ გაეგო ეს შიშიდან გამომდინარეობდა თუ უბრალოდ საკუთარი თავისთვის სურდა დაემტკიცებინა,რომ ძლიერი იყო.
რომ მის გარეშეც შეეძლო ცხოვრების გაგრძელება და სანამ მის გულში პროტესტის ცეცხლი გიზგიზებდა.ქმარს დაელოდა ჩალაგებული ბარგით,ისე რომ ანუკი არ გააფრთხილა,მიუხედავად დაპირებისა.
ნასვამი დაბრუნდა ოჯახში,ოჯახის მმართველი.
_ დაუბრუნდა უძღები შვილი ოჯახს?_ ჩაიცინა ირონიულად და უფრო გაიბღინძა.
_ შენ ვინ დაგიბრუნდება,თუ პირიქით არ გაგეცალა.
_ ოჰ? რაო წასვლა ხომ არ მოგდომებია შენც? აგტეხა შვილმა?
_ აქამდეც უნდა წავსულიყავი და შვილის წასაყვანი კი არ გავმხდარიყავი,მე უნდა მომეკიდა ხელი და გამეცლია შენნაირი მამისგან.
_ ენა! თორე ამოგაძრობ და დაგკიდებ ზედ._ თვალები უფრო ჩაუწითლდა ბრაზისგან.
_ არც იოცნებო,ხელი დაგადებინო.რაც გამიკეთე და რაც ანუკის გაუკეთე ისიც გეყოს._ არ შეეპუა ქალი.
_ შენ რა ენა დაგიგრძელებია._ წამში კეფაში ჩამოშლილ თმაზე წაავლო ხელი.
_ ხელი გამიშვი,შე არაკაცო.
_ ვის უბედავ შე მათხოვარო._ იმავე ხელით მოქაჩა თმაზე და კედელს მიანარცხა მთელი ძალით ქალი.
_ ა,_ შეკივლა ტკივილისგან._ ცხოველო,ნაგავო.
_ ენა გაიკმინდე,თორემ მოგკლავ და მეც დავისვენებ და შენც მერე._ სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად.
_ ამოგალპობ ციხეში,რაც აქამდე გითმინე ისიც გეყოფა._ გამწარებულმა მიაძახა და მობილურს დასწვდა.
ცხოვრებაში პირველად ეყო სითამამე,აღარ შერცხვა და მიხვდა რომ სამართლებრივად უნდა დაპირისპირებოდა ქმარს.
_ 112 გისმენ,რით შეგვიძლია დაგეხმაროთ…
გაისმა ყურმილში და მერაბის სმენას მისწვდა.
_ შე ნაბო*არო,სად დარეკე…_ იქვე მაგიდაზე მიგდებულ დანას დასწვდა და მთელი ძალით მოუქნია ქალს.ვერ მოასწრო რეაგირება,ვერ გაეცალა დროულად,მხოლოდ ერთი აღმოხდა
_ მიშველეთ…
და გულის არეში იგრძნო მწველი ტკივილი.
იქამდე ურტყამდა სანამ,არ დაიცალა სიბრაზისგან.
სანამ არ გაუნელდა გულში ცეცხლი,მანამდე
განაგრძობდა ქალისთვის ზიანის მიყენებას.
იქამდე სანამ იატაკზე არ გაჟონა სისხლმა და სისხლის გუბეში არ დაინახა,ერთდროს მისთვის სასურველი ქალი.
მხოლოდ სისხლის დანახვაზე მოვიდა გონს.გადმოაბრუნა პირქვე დამხობილი ქალი,მაგრამ სასიცოცხლო ნიშნები აღარ ეტყობოდა.
იქვე იატაკზე დააგდო დანა,მუხლმოდრეკილი იდგა და თავში ხელები მოიჭირა,მაგრამ რაღას შეცვლიდა?!.

სირენების ხმამ გააპო რამდენიმე წუთში ჰაერი.
არაფერი ესმოდა.დაყურებდა ერთდროს საყვარელ ქალს.
ქალს,რომელიც მის გამო საკუთარ ოჯახს დაიუპირისპირდა.
ქალს,რომელსაც ერთ დროს ისე უყვარდა ღამით მის გარეშე არ წვებოდა და ალიონს მასთან ერთად ხვდებოდა,როცა სამსახურში აცილებდა.
ქალს,რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შვილი მაინც გაუჩინა.
და კიდევ რამდენი რამ იყო უთქმელი,მაგრამ ჰქონდა კი აზრი ახლა?!
პირველი ცრემლიც ჩამოუგორდა,მაგრამ ვინ იცის საკუთარ თავს დასტიროდა თუ ცოლს,რომელსაც საკუთარი ხელით მოუსწრაფა სიცოცხლე.
სწრაფი ნაბიჯების ხმა ჩაესმა,ხმები არეულად ესმოდა.
ვიღაცამ წამოაყენა გვერდით გასწია.
ვიღაც მის ცოლს ეხებოდა.
ყელზე,მაჯაზე თითებს ადებდნენ…
მერე უიმედოდ თავი გადააქნიეს…
***

ჯერ ისევ სამსახურში იყო.ბოლოჯერ დაალაგებდა და ხვალიდან ახალ პოზიციაზე დაიწყებდა მუშაობას.
საღამოს შევიდა დასალაგებლად.
ლუკას გაეცინა.
_ მოკლედ ცოცხს ვერ გაგდებინებ ხელიდან.
_ პატარა ბაბაიაგა ვარ._ სიცილით უპასუხა.
_ პატარა ჯიუტი ბაბაიაგა._ შეუსწორა კაცმა.მოწონდა,რომ
გაიხსნა მასთან ურთიერთობაში ბოლო დროს გოგო.
_ დღესაც და მორჩა.გპირდები ხვალიდან აღარ დაგენახვები ცოცხით.
_ ხო,თორემ ბავშვობიდან მეშინია ბაბაიაგების.
გულიანად გაიცინა ანუკიმ და ასევე გულიანად შეუდგა მისი კაბინეტის ბოლოჯერ დასუფთავებას.
ხვალიდან ბედნიერად იცხოვრებდა.დედას მის ადგილზე ამუშავებდა.თავად კი ახალი გამოწვევები ელოდა წინ.უხაროდა მომდევნო დღის გათენება.გულში ლუკას მადლობას უხდიდა,რომ დააძალა და უარი არ ათქმევინა.
ფიქრებში გართულს ნახევარი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა,რომ მობილურზე შემოსულმა ზარმა შეაწყვეტინა საქმე.
_ ხო,ნინუცი…
_ ანუკი… სად ხარ? _ ეუცნაურა მეგობრის ხმა.თითქოს ასეთი არც არასდროს ჰქონდა მოსმენილი.
_ სამსახურში და… რა ხდება? მშვიდობაა?
_ მოვალ.
_ რა ხდება?_ კითხვა გაუმეორა.
“ ვინ ეტყვის უბედურ ანუკის,ვაი საცოდაო ინგა”...
მისწვდა გოგოს სმენას.ჯერ ქაოსმა დაისადგურა თავში,მერე თითქოს გააანალიზა მოსმენილი და იქვე ჩაიკეცა ღონემიხდილი.

იმარჯვა ლუკამ და ბოლო წამს მიაშველა ხელი გოგოს,რომ თავი არ დაერტყა იატაკზე.
_ ანუკი,ანუკი…_ლოყებზე ხელი მოუჭირა,მსუბუქად ურტყამდა სახეზე._ ნათია…ნათია…
ყვიროდა მაგრამ მისი ხმა არავის არ ესმოდა,რადგან ოფისი დაცლილი იყო თანამშრომლებისგან.
მსუბუქად მიაწვინა გოგო იატაკზე და წყალს დასწვდა,რომელიც მაგიდაზე ედო.ხელი დაისველა და სახეზე მოუსვა.
_ ანუკი,ანუკიი…გამომხედე…რა დაგემართა…
იქვე დავარდნილ ტელეფონს დასწვდა სადაც ნინუცა გაყვიროდა.
_ ალო.
_ ანუკი…ვინ ხარ?_ დაბნეული ჩაჰყვიროდა ტელეფონს ნინუცა.
_ ლუკა ვარ.რა მოხდა? გული წაუვიდა.
_ ღმერთო…ღმერთო,მიხედეთ._ ყვიროდა ნინუცა.
_ რა მოხდა,რა უთხარით?
პარალელურად ფრთხილად აიყვანა გოგო და დივანზე მიაწვინა.ნელ-ნელა გონზე მოდიოდა.
_ არ მითქვამს,არ მითქვამს… მაგრამ არ დატოვო მარტო,დედა გარდაეცვალა.
თითქოს ცივი წყალი გადაასხესო.უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა კაცს.
_ კარგი.გონს მოდის._ მხოლოდ ეს უთხრა და გაუთიშა ტელეფონი.
სახეზე სველ ხელს ადებდა გოგოს.
ჯერ ისევ ბუნდოვნდა ხედავდა სილუეტებს.ნელა,მძიმედ გაახილა თვალები.არეული მზერა მიაპყრო ბიჭს.
_ რა მოხდა?_ მძიმედ ამოთქვა.
_ შეუძლოდ გახდი,მაგრამ ნუ გეშინია შენთან ვარ.რამე ხომ არ გტკივა?_ დაუყვავა და თავადაც არ იცოდა რა ეთქვა მეტი.
თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.მერე თითქოს რაღაც გაკრთა,რაღაც გაახსენდა.უცებ წამოიწია.
_ მოიცადე,ფრთხილად._ შეაჩერა კაცმა.
არ ათხოვა ყური მის ნათქვამს.
_ ტელეფონი სად არის?
მიხვდა კაციც,რომ გაახსენდა ბოლო წამები.უთქმელად გაუწოდა.ბოლოს შემოსულ ზარს დახედა.არ მოჩვენებია,რეალობაა.სახე ხელებში ჩარგო და თითქოს სამყაროს მოწყდა,რამდენიმე წამი აღარც კი სუნთქავდა.გაიყინა დროსა და სივრცეში.
მერე ერთბაშად შეივსო ფილტვები ჰაერით და ერთიანად მოსწყდა თვალებს ნიაღვარი.
_ ღმერთო…
გული გასკდომას ჰქონდა.რაღაც ძალიან ძლიერად უჭერდა გულზე.უნდოდა ეყვირა,ხმამაღლა ეკივლა,მაგრამ რაღაც აჩერებდა. ალბათ ის რაც ამდენ წლიანი თანაცხოვრებით გამოიმუშავა მამასთან ურთიერთობაში - თავდაცვის ინსტიქტი.კომპლექსი არ აძლევდა საშუალებას,რომ გრძნობები თავისუფლად გამოეხატა,თუნდაც ამ დროს.არ შეეძლო ნება მიეცა და ვინმეს დაენახა მისი სისუსტე.
სწრაფად წამოდგა ფეხზე.დაბნეული თვალები მოატარა გარშემო.
_ უნდა წავიდე.
_ მე წაგიყვან.
ახლა ვერ გაუშვებდა მარტოს.ისე გაიარეს დერეფანი,ლიფტით ჩავიდნენ პარკინგზე ხმა არ ამოუღია გოგოს.ნერვულად თითებს იმტვრევდა და ქვედა ტუჩს კბენდა გამალებით.ალბათ ბოლომდე ვერ იჯერებდა,ან იმედი ცოცხლობდა,რომ რაღაც არასწორად გაიგო.მისამართი უკარნახა კაცს და ისიც უჩუმრად გაუყვა გზას.
დრო ისე გაიწელა.წამები მტანჯველ წუთებად იქცა.შუქნიშანზე გაჩერებული დრო საათებად ეჩვენებოდა.რას გრძნობდა? ძნელი ასახსნელია.
სიცივეს,სიმარტოვეს.განგაში ჰქონდა ატეხილი მის სხეულს და ვერა და ვერ წყნარდებოდა.რაც მეტად იკავებდა თავს,უფრო მეტად აკანკალებდა.
როგორც იქნა მივიდნენ.კარგად ნაცნობ ქუჩაზე მანქანების სიმრავლე შეინიშნებოდა.ავად ენიშნა.იქვე იყო საპატრულო ეკიპაჟი,სასწრაფო დახმარების მანქანა,ხალხი უამრავი,რომლებიც ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ.აღარ ადროვა მანქანის დაპარკინგება,როგორც კი შეანელა სვლა,კარი გამოაღო და სირბილით გაუყვა ეზოს.
ლუკამ იქვე უდიერად გააჩერა მანქანა და გოგოს გაეკიდა სწრაფი ნაბიჯით.
თვალებით ეძებდა დედას…
თვალებით ეძებდა პასუხსებს კითხვებზე რაც კი გონებაში უტრიალებდა.
სირბილით აუყვა კიბეებს.ვერ გრძნობდა დაღლას,ისე აირბინა ოთხი სართული.კართან შეჩერდა სადაც ყვითელი ლენტები იყო გაბმული.გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.მიხვდა ხველაფერი გათავებული იყო,მაგრამ მაინც სადღაც სიღრმეში იმედის სხივი მაინც ბჟუტავდა.
კარის გადაკვეთა მოინდომა,რომ პატრულის თანამშრომელი გადაუდგა წინ.ლუკაც ამ დროს წამოეწია და უკან დაუდგა.
_ შემიშვით._ ხელი წაავლო ლენტს.
_ უკაცრავად,ჯერ ექსპერტ-კრიმინალები მუშაობენ.
_ რა მოხდა?
მხოლოდ ახლა დაფიქრდა პოლიციის თანამშრომელი.
_ ვინ ბრძანდებით?
_ აქ ვცხოვრობ._ ძლივს ამოთქვა,პირი უშრებოდა ნერვიულობისგან.
ახლა ლუკაზე გადაიტანა ყურადღება კაცმა.
_ ანუკი,მოდი ცოტახანს გამოდი.
დაბნეული მზერა მიაპყრო ლუკას.
_ რა მოხდა,მითხარით?! ცოცხალია? _ იყვირა,მაგრამ ბოლო გაბრძოლება იყო,ხმა ჩაუწყდა და ქვითინი აუვარდა.მაინც არ უნდოდა ბოლომდე დაჯერება,მაინც ვერ იჯერებდა.ითხოვდა პასუხს,მაგრამ არც მოსმენის უნარი არ შესწევდა.
გულში ჩაიკრა ლუკამ,ძლიერად მიიხუტა და მისცა საშუალება მის სხეულს მოდუნებულიყო.
კიბეებზე სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა.თავი აწია კაცის მკერდიდან და მზერა იქეთ გადაიტანა საიდანაც ხმა ესმოდა.ნინუცა იყო.უხმოდ ჩაეკრა დაქალს გულში,რომელიც იმ წამს მოშორდა კაცის მკერდს.
არანაკლებ ტიროდა.ეკვროდა მეგობარს და არ იცოდა რა ეთქვა.
_ რა ხდება ნინუცა? მითხარი… შენ მაინც…
უფრო აუჩუყდა გული.
_ დედა? _ შიშით იკითხა და თვალებში მიაჩერდა გოგოს.დამნაშავესავით თავი ჩახარა და ძლივს შესამჩნევად დაუკრა თავი.
გაფითრდა სახეზე.საფეთქელზე ხელები მიიჭირა და შებარბაცდა.ისევ იმარჯვა ლუკამ.ხელი შეაშველა.
_ წყალი._ იკივლა ნინუცამ.
ნაზის კარი გაიღო და კარში გამოჩნდა ქალი.
_ აი,შე საბრალო,შენ.მოხვედი? ვაი ეს რა დღე გაგითენდა შვილო.
_ წყალი,წყალი…
_ შემოიყვანეთ ჩემთან,რას დაგიყუდებიათ მანდ ეს ბავშვი._ გაწყრა ნაზი.
ხელში აიყვანა ლუკამ.წინ მიმავალ ნაზის მიყვა.იქვე დივანზე მოათავსა გოგო.ქალმა წყალი შემოიტანა და სახეზე აპკურეს.
_ სიკვდილი ამათ გამამწარებელს._ არ ჩერდებოდა ქალი._ რა დააშავა იმ საცოდავმა,რომ ასე სასტიკად გაუსწორდა ის სასიკვდილე?!
_ გაჩერდით ნაზი დეიდა.არ იცის ჯერ._ დატუქსა ნინუცამ და გულწასულ დაქალს დასცქეროდა.
_ როდემდე დაუმალავთ? მაშ,არ უნდა იცოდეს სიმართლე?_ აქეთ გაუწყრა ნინუცას.სეირის ყურება სურდა.მერე ვინ ისაუბრებდა შვილის გრძნობებზე,რეაქციაზე.რაღა სხვისგან გაეგო?!
მხოლოდ მკაცრი მზერა ესროლა ნინუცამ ქალს და ხმა არ გასცა.
თვალები ნელ-ნელა გაახილა.
_ ნინუცა,უკვე მეორედ დაკარგა გონება._ ჩუმად უთხრა ლუკამ.თუმცა ნაზის ყურებს რა გამოეპარებოდა.
_ ვაი,ვაი შე საწყალო ბავშვო…_ რადგან დაინახა გოგომ თვალები გაახილა.ისევ აქოთქოთდა ნაზი._ გული გაიმაგრე შვილო,შენ უნდა მიხედო ახლა ოჯახს.
ოთახში ნინუცას დედა,ირმა შემოვიდა.
სახე ერთიანად ასწითლებოდა.თვალებზე ეტყობოდა სიწითლე და შეშუპება ტირილისგან.
_ ჩემო გოგო,_ ხმა გაებზარა,ცრემლებმა გაგრძელების საშუალება არ მისცა.ყელში გაეჩხირა რაღაც.თავზე ხელი გადაუსვა და გულში ჩაიკრა.
_ რატომ ამოუშვი აქ? რატომ ჩვენთან არ შემოიყვანე?_ გაუწყრა შვილს.
_ ვერ მივუსწარი.რომ მოვედი უკვე აქ იყო.
_ წამოდი ჩვენთან ჩემო პატარა.
_ რა იყო ირმა,ვერ მივხედავ მე ერთ გოგოს თუ?_ იწყინა ნაზიმ.
_ რას ამბობთ ნაზი დეიდა,უბრალოდ აქაურობას გავაცლი ცოტახანს,სანამ ყველაფერს მოაგვარებენ.
ხმა აღარ ამოუღია ნაზის.თუმცა კი გულში გულისწყვეტა და გაბრაზება იგრძნო.ხელში აიყვანა ლუკამ გოგო და გვერდით კორპუსში გადაიყვანა ნინუცას ოჯახში გოგო.გვიან ღამემდე იქ იყვნენ.არ დატოვა მარტო,მთელი საღამო მათთან ერთად იყო.თავს დასტრიალებდნენ ნინუცა და ნინუცას დედა ირმა.
სახლში ნოდარი შემოვარდა გაოცებული.
_ რა მოხდა ირმა? რა ამბავია? _ მერე ანუკის შეავლო თვალი,ფერწასულს.იქვე მდგარ ლუკას ხელი ჩამოართვა.
ირმამ სამზარეულოში გაიყვანა ქმარი და იქ მოუყვა რაც იცოდა.თავში ხელები წაიშინა კაცმა.
_ ღმერთო,ეს რა ამბავია…ვახ…
ლუკაც შეუერთდა,ნოდარს გაეცნო და დახმარება შესთავაზა.
_ მადლობა შვილო,რავიცი რა ვთქვა…_ გაოცებას იყო კაცი.

ლუკა ყოველდღე მიდიოდა.ნოდარს მხარში ედგა.ფინანსური დახმარება შესთავაზა,თუმცა ამ ეტაპზე უარი უთხრა ნოდარმა,მაგრამ მადლობა გადაუხადა და დააფასა ბიჭის თანადგომა.
ანუკისთვის შოკის მომგვრელი იყო მოსმენილი და კიდევ უფრო მძიმე შემდგომი მოვლენები.საკუთარ თავს ადანაშაულებდა მომხდარში და ეს გრძნობა კლავდა.უმძიმესი დღეები დაუდგა.აგონიაში იყო და ხალხმრავლობაში ისე განვლო ამ დღეებმა ვერ გაიაზრა სრულად გონებამ ყველაფერი.
დაკრძალვის დღეს სახლი რომ გამოკეტა,გამოკეტა და მორჩა.ფეხი არ შეუდგამს მის მერე,არც სურვილი ჰქონია.დაბრუნდა თავის ნაქირავებ ბინაში და მზერა გაყინული ერთ წერტილს უყურებდა.აღარც ცრემლი ჰქონდა,რომ ეტირა.მხოლოდ დარდი,უსაშველო ტკივილი გულში და ბოღმა გასჩხეროდა ყელში.
აღარც ჭამდა,აღარც სახლიდან არ გადიოდა.წყალს სვამდა მხოლოდ.ჯერ ისე გამხდარი იყო,უარესად ჩამოიღვენთა.
ნინუცა ყოველდღე აკითხავდა.ნელიც ყოველდღე შედიოდა.ყველა ცდილობდა მარტო დიდხანს არ დაეტოვათ.
ახლაც კარი ნელიმ შეაღო.
_ როგორ ხარ ბებია?
მხრები აიჩეჩა და მზერა ისევ ერთ წერტილზე გააჩერა.
_ ვიცი არ გინდა ბებიკო საუბარი,არც არავის დანახვა და მოსმენა,მაგრამ ადამიანი თუ მოგცემს ამ დროს ნუგეშს.
მხოლოდ ხმამაღლა ამოიოხრა და ხმა არ გაუცია.
_ იცი,ბებიკო,_ დაუყვავა ნელიმ._ მე შვილი მომიკვდა.ჩვიდმეტი წლის გოგო.ჩემი ქმარი უკვე გარდაცვლილი იყო.ნიკას მამას ოჯახი ჰქონდა უკვე და აღარ ვფიქრობდი საკუთარ თავზე.სასოწარკვეთილი მის საფლავზე ვათენებდი.არ ვჭამდი,არ ვსვამდი.ცივ იატაკზე ვიწექი, გავცივდები და მალე მოვკვდებითქო,მაგრამ არა.ღმერთს არ უნდოდა ჯერ ჩემი გაყვანა ამ წუთისოფლიდან.
ეჰ,მე კი ცხოვრება აღარ მინდოდა,რადგან თავს დამნაშავედ ვთვლიდი.ჩემი ქმარი რომ ცოცხალი ყოფილიყო ჩემს გოგოს არაფერი მოუვიდოდათქო ვფიქრობდი,მე ვერ გავუფრთხილდი-თქო,
ყველა და ყველაფერი მწარეა ჩემო გოგო,მაგრამ შვილზე მწარე არ მგონია ქვეყნად რამე იყოს.განა გიქარწ....ბ,არა ეგ არ იფიქრო.უბრალოდ ყველაფერი თითქოს შედარებითია ამ ცხოვრებაში და ამიტომ გიყვები._ თვალზე მომდგარი ცრემლები ცერით შეიშრო.
_ არ ვიცოდი,შვილი თუ გყავდათ გარდაცვლილი._ მხოლოდ ეს უთხრა.
_ ეჰ,ჩემო პატარა.არ მითქვამს,საიდან გეცოდინებოდა.გულს იმდენი დარდის დატევა შეუძლია,იმდენი უთქმელი სიტყვის.ხან ფიქრობ ადამიანი რას შეცვლის თქმა?!
_ არაფერს.
_ ჰო,არაფერს.ამის გამო ჩავიკალი გულში ბევრი ტკივილი,წყენა,დარდი.
_ ნანობთ?
_ რას გაიგებ? ზოგჯერ უნდა თქვა,სჭირდება გულს დასვენება,ცოტა მოოხება და ამოსუნთქვა. არც უთქმელობა ყოფილა დიდი ბედენა და თქმასაც თავისი ჭკუა და ნიჭი უნდა. ერთგვარი ხელოვნებაა რამის გადმოცემა რომ შეგიძლია და როგორ გადმოსცემ.
ცოტახანს ჩუმად იყო.მერე თითქოს ის ჯებირი მოარყია ნელის სიტყვებმა,რომელიც ამდენხანს აკავებდა.
_ იმ დღეს როცა კონფლიქტი მოუვიდათ,არ ვიცი იმ წამს რა გადამიტრიალდა თავში,პირველად ვიგრძენი მაშინ,იმ ერთ წამში ძალა დაპირისპირების,ძალა იმის რომ სახლიდან წამოვსულიყავით.დედას ვეხვეწე და არ გამომყვა,მერე მე მარტო წამოვედი…_ ხელებში ჩარგო თავი._ მე რომ არ წამოვსულიყავი სახლიდან,ისევ კონფლიქტში ვიცხოვრებდით,მაგრამ ახლა ვხვდები,რომ ისევ ის ჯობდა.
მე რომ არ მეთქვა დედასთვის სამსახურში დამაწინაურეს და ჩემს ადგილზე შენ გადი და ჩემთან ერთად იცხოვრეთქო,არც ეს ამბავი მოხდებოდა.
საერთოდ რომ არ გავეჩინე ხომ ჯობდა?! ჩემი ხელით მოვუსპე სიცოცხლე._ ცრემლები წასკდა,მაგრამ გაჩერებას არ აპირებდა._ მე სიცოცხლე მაჩუქა და მე მოვკალი.ვერ ვპატიობ ჩემს თავს.ან როგორ უნდა ვაპატიო?! საკუთარი თავი მძულს.როგორ ვიცხოვრო ახლა? რა სინდისით?
_ არა,ბებო გენაცვალოს შენ,არაა.აბა რას ამბობ.მასე რომ იფიქრო იმდენ მიზეზს იპოვი. ეს უბრალოდ გარემოება იყო ასეთი.შენ ხომ არ იცი რა დიალოგი ჰქონდათ ფაქტამდე?! რა მოხდა…არა სუ,მასე ნუ იტყვი.
_ მრცხვენია,ასეთი ოჯახის შთამომავალი რომ ვარ მრცხვენია.
_ რას მეუბნები?! შენ ერთი კი არ ხარ?! იცი რამდენია შენსავით? მანდ რაა სასირცხვილო შვილო? ოჯახს არ ვირჩევთ,ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული.მესმის შენი,მაგრამ მოიშორე მსგავსი ფიქრები,გადი ისევ სამსახურში,ნუ ჩაიკეტები,რაც დრო გავა უფრო გაგიჭირდება მერე გარეთ გასვლა.თავს ძალა უნდა დაატანო,სხვაგვარად არაფერი გამოვა.ახალგაზრდა ხარ ბებო,რას ამბობ აბა? აღარ თქვა ეგ.
ხვდებოდა მართალს ეუბნებოდა ნელი.უნდა გასულიყო,მაგრამ არც სურვილი ჰქონდა და არც ძალა.

ორი კვირა იყო გასული,მაგრამ სამსახურში გასვლას არ ჩქარობდა ანუკი.ამ ხნის მანძილზე ჰქონდა რაღაც დანაზოგი და იმის იმედად იყო.არსად გასვლის სურვილი არ ჰქონდა.საკვებიც ნინუცას მოჰქონდა.ხან ნელი შემოაწვდიდა ცხელ კერძს,თუმცა ისე რამდენიმე ლუკმას თუ შეჭამდა,როცა მართლა შეაწუხებდა კუჭი.
რამდენჯერმე ნათია ესტუმრა.ნიკას გამოყვა სამსახურიდან პირდაპირ და პატარა მეგობარი მოინახულა.გული უკვდებოდა ამ დღეში რომ ხედავდა გოგოს.ყოველთვის გრძნობდა რომ რაღაც ისე ვერ ჰქონდა,რაღაც უჭირდა,მაგრამ რა იცოდა თუ ოჯახში ამხელა პრობლემა ჰქონდა.
პირველი დღეები ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია კაცის მიერ მოკლული ცოლის შესახებ.ისევ აქტიურად აპროტესტებდნენ ქალზე ძალადობას ადამიანები.ჰო,ადამიანები,ოღონდ უმეტესად ქალები.აჭრელდა სოციალური ქსელები და კომენტარებში დიდი “ომი” მიმდინარეობდა,თუმცა ესეც მიივიწყეს რამდენიმე დღეში,რადგან მალე ახალი სკანდალი აგორდა.
ლუკა არ აწუხებდა გოგოს.ხვდებოდა ახლა მძიმე პერიოდი ედგა.თვის ბოლოს ხელფასი დაარიცხინა ბუღალტერს.მხოლოდ ამის შემდგომ წავიდა სამსახურში ანუკი.დილით უკვე ლუკას კაბინეტში იყო და მის სუვენირების თაროსთან იდგა.სათუთად წმენდდა თვალზე ცრემლ მომდგარი,როცა ლუკამ შემოაღო კარი და გოგო დაინახა.გაუკვირდა.
_ გამარჯობა ანუკი._ მიუახლოვდა და თბილად მოხვია მხრებზე ხელი.მსუბუქად მიიხუტა გულზე._ როგორ ხარ?
თვალები სწრაფად დაახამხამა,რომ როგორმე მოწოლილი ცრემლები შეეკავებინა.
_ ნორმალურად.თქვენ?_ თითქოს ისევ გაუცხოვდა.ისევ კედელი აღმართა მათ შორის.არ გამოჰპარვია ლუკას,თუმცა არაფერი უთხრა.
_ რა მიშავს. მოდი დაჯექი._ ხელი მაჯაში მოკიდა და დივანზე დასვა გოგო._ ანუკი,ჩვენ ხომ შევთანხმდით? ეს შენი საქმე არაა._ ხელიდან ტილო გამოართვა და იქვე ჟურნალების მაგიდაზე დადო.
_ რატომ დამირიცხეთ?
_ იმიტომ,რომ ჩემი თანამშრომელი ხარ.ახლა მომისმინე,_ მისი ხელი აიღო და თავის ხელებს შორის მოიქცია._ როგორ ფიქრობ,შეძლებ უკვე გამოსვლას სამსახურში?
_ არ ვიცი._ ჩახლეჩილი ხმით უპასუხა და თავის ხელს დასცქეროდა უხერხულად,რომელიც ლუკას ეკავა.
_ თუ გინდა კიდევ დარჩი სახლში,არ იჩქარო,როცა შეძლებ მაშინ დაბრუნდი,შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს.ოღონდ ეს დიასახლისის პოზიციას არ ეხება.ხომ გახსოვს რაზეც შევთანხმდით?_ უხმოდ დაუქნია თავი._ ხოდა,როცა შეძლებ მაშინ დაბრუნდი და ახალ პროექტს გადმოგაბარებ.
_ არ ვიცი,შევძლებ თუ არა.არ მაქვს ძალა._ გულახდილად თქვა.
_ მესმის და არ გაჩქარებ,თუმცა იცოდე,რომ სახლში ჯდომით შეიძლება უფრო გაირთულო მდგომარეობა.
მხოლოდ თავი დაუქნია.
_ დაისვენე და როცა შეძლებ მაშინ დაბრუნდი კარგი?
_ კარგი.
ცოტახანს ნათიასთან შევიდა.
_ ჩემი გოგო მოსულა._ გულში ჩაიკრა.ნათიას პირდაპირ,სავარძელში ჩაესვენა.უფრო ნათია საუბრობდა.ცდილობდა როგორმე აეყოლიებინა საუბარში.რამდენჯერმე შეძლო და გააღიმა კიდეც,როცა თავის შვილზე უყვებოდა რაღაცეებს.ცოტახანში ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა,რომ ლუკამ შემოაღო კარი.
_ აქ ხარ? ხომ არ წამოხვიდოდი,იმ ობიექტზე მივდივარ,რომლის ჩაბარებასაც შენთვის ვაპირებ.
უარის თქმა მოერიდა.
_ როგორც გინდათ.
_ წამოდი,მაინტერესებს შენი აზრი.
_ კარგი.
ნათიამ იმედიანი მზერა გააყოლა.
ხვდებოდა რომ ახლა ძალით თუ ნებით გარეთ გამოყვანა და აქტიური რეჟიმი ესაჭიროებოდა ანუკის.ისიც იცოდა ლუკაზე მოხერხებულად ამ შემთხვევაში სხვა ვერავინ იმოქმედებდა და ამან დააიმედა.

მანქანაში სიჩუმე არცერთს დაურღვევია ნახევარი გზა ისე გაიარეს. ბოლოს ისევ ლუკამ წამოიწყო საუბარი.
_ ორი შენობაა,ერთმანეთთან ახლოს.ერთი კესომ აღმოაჩინა და დაინტერესდა.მეორე მე,როცა კესოს არჩეულის სანახავად ჩავედი,მაშინ მომეწონა. ორივეს ვერ ავიღებთ ამ ეტაპზე,ამიტომ არჩევანის გაკეთება მოგვიწევს.შენი აზრი მაინტერესებს,ოღონდ არ გეტყვი მე რომელი მომწონს და კესოს რომელი.
გამოცდას უწყობდა,აინტერესებდა თუ დაემთხვეოდა მათი აზრები.თან ცდილობდა ყურადღება
სხვა რამეზე გადაეტანინებინა.
მსუბუქად გაიღიმა.
_ კარგი.შევაფასოთ ადგილზე და გაგიზიარებ ჩემს მოსაზრებას.
_ დიდი ინტერესით ველოდები,უნდა ვაღიარო აჟიტირებულიც კი ვარ. _ გულწრფელად,ფართოდ გაეღიმა პირველად ანუკის.ლუკასგან ცოტა უცხოდ მოეჩვენა მსგავსი ინტერესი,თუმცა იმდენად გულწრფელი ჩანდა,ეჭვი არ შეუტანია მის სიტყვებში.
ადგილზე მისულებმა ორივე შენობა დაათვალიერეს.შეაფასეს ადგილმდებარეობა.ერთი შენობა ქალაქის ცენტრალური პარკის გვერდით მდებარეობდა ძველი შენობა იყო,სრულად დემონტაჟს საჭიროებდა,თუმცა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე საკმაოდ დიდ მოგებას ჰპირდებოდა მყიდველს.
მეორე პარკიდან ასიოდე მეტრში,უკან მხარეს ტყე ესაზღვრებოდა.ძველი იერსახე ჰქონდა.აგურით ნაშენ შენობას წინ დიდი ხის ფართო აივანი ამშვენებდა,თეთრი მოაჯირებით და თაღოვანი ხის ორნამენტებით.ეს შენობაც ითხოვდა დემონტაჟს,თუმცა ჰქონდა რაღაც,რაც გაიძულებდა მისი იერსახის შენარჩუნებას.
თვალებანთებული უყურებდა უკანასკნელს ანუკი.შენობის უკან ტყის პირმა კიდევ უფრო განამტკიცა მისი აზრი.სხვა სიმშვიდე და თავისუფლება მოჰქონდა.
შენიშნა გოგოს ანთებული თვალები ლუკამ.უკითხავად ხვდებოდა პასუხს,თუმცა რეალურად მისი მისია იყო როგორმე ანუკი დაებრუნებინა ყოველდღიურ ცხოვრებაში,ამიტომ საუბარი ისევ წამოიწყო.
_ აბა,რას იტყვი? რომელია შენი რჩეული?
ისე უპასუხა თვალი არ მოუშორებია შენობისთვის.
_ რას გეგმავთ?სასტუმრო,კაფე,რესტორანი?
_ სასტუმროს განვიხილავ,თუმცა დასატოვებლად.არ გავყიდით შენობას.
_ აუცილებლად ერთი უნდა ავირჩიო?
გაეღიმა ლუკას.
_ კარგი მითხარი გულახდილად.
_ პარკთან,იმ შენობას როგორც სასტუმრო ისე ავაშენებდი,პირველ სართულზე რესტორნის ან კაფის თემასაც განვიხილავდი. აი,ეს… სულ სხვაა,ამას ალბათ ვერ შეველეოდი.თან ფართიც არ გაძლევთ იმხელა შანსს რომ რაიმე დიდი გაკეთდეს.ვიზუალურ მხარეს შევინარჩუნებდი,სხვა დანარჩენს ისე გავაკეთებდი,როგორც მოითხოვდა და ალბათ პირად საკუთრებაში დავიტოვებდი.
_ ანუ? _ დაინტერესებული ჩაეკითხა.
_ ორივე იყიდეთ,მაგრამ ეს პირადად დაიტოვეთ.იქ სასტუმროს გირჩევთ.
ან ის შენობა გააკეთეთ და გასაყიდად გაიტანეთ და ეს სასტუმრო.
რამდენიმე წამს ჩუმად იყო.თითქოს ანალიზს აკეთებდა მოსმენილის.
_ რომელი მოგეწონა თავად?_ შეანათა თაფლისფერი თვალები,ახლა ტყის ფონზე რომ ფერი ეცვალა და მომწვანო დაჰკრავდა.
_ მეც ეს… _ თავით ანიშნა კაცმა.გაეღიმა ანუკის.
დიდხანს აღარ გაჩერებულან,ცოტახანს კიდევ საქმიანი საუბარი ჰქონდათ და უკან დაბრუნდნენ.
_ ცოტახნით გზად,რომ გავჩერდეთ წავიხემსოთ? მომშივდა.
_ კარგი._ ისე უპასუხა,თითქოს სულერთი იყო.არადა ოფისიდან კარგა ხნის წამოსულები იყვნენ.თუმცა ანუკისთვის უკვე ყველაფერს ფასი ჰქონდა დაკარგული.
ცოტახანს კიდევ იარეს.თითქოს კონკრეტულ ადგილს ეძებდა ლუკა.მანქანა რესტორნის პარკინგზე შეაჩერა.სანამ ანუკიმ ქურთუკი ჩაიცვა და ჩანთა აიღო,ლუკამ მანქანის კარი გაუღო.
_ სასწაული ხინკალი აქვთ აქ.მოგეწონება.
გული შეეკუმშა,მტკივნეულად.გაახსენდა დედა,რომ უკეთებდა ხოლმე და ყველაზე გემრიელი სახლური გემოები მისთვის დედის გაკეთებულ ხინკალს ჰქონდა.სახეც კი შეეცვალა სულ წამიერად,რაც ლუკას არ გამოჰპარვია.
_ პრობლემაა? არ გიყვარს? სხვა რამე იყოს,არაა პრობლემა.
_ არა,სულ ერთია ჩემთვის._ მშვიდად უპასუხა.
მაგიდასთან რამდენჯერმე ხან რა თემა წამოჭრა ლუკამ,ხან რა.მაინც უმეტესად თავად საუბრობდა.ანუკი მოკლედ პასუხობდა.ხვდებოდა კაცი,რომ თავს აწყენდა,მაგრამ არ ეთმობოდა.ეცოდებოდა,იმასაც ხვდებოდა ახლა რთულ დღეებს გადიოდა.
_ კესოს გავესაუბრები ხვალ.ვეღარ ითმენს,არ უნდა ვინმემ დაგვასწროს შეძენა.ამიტომ დღეს ღამით დავფიქრდები და ხვალისთვის იქნებ გადაწყვეტილებაც მივიღო.
_ უფრო რომელს ფიქრობ?
_ არ ვიცი,თუმცა შენს ნათქვამზეც ვფიქრობ…
_ კარგი ,რასაც გადაწყვეტთ და მე მზად ვარ,ნიკას ვთხოვ დახმარებას თუ გამიჭირდა.
_ არა,მოდი შევთანხმდეთ,თუ რამე გაგიჭირდა მე დაგეხმარები.მინდა ეს პროექტი შენ დაასრულო.არ მინდა,ვინმეს სახელი ერიოს.მარტომ უნდა მიაღწიო წარმატებას.
_ რომ არ გამომივიდეს? _ ეჭვი გაერია ხმაში._ კი,ვეცდები.მაქსიმუმს ჩავდებ მაგრამ…
_ მე მჯერა შენი ანუკი,ამიტომ გეუბნები მირჩევნია მე დაგეხმარო,ვიდრე სხვისი სახელი გაჟღერდეს და მერე ვინმემ ის თქვას სხვა დაეხმარა და ა.შ. არ იფიქრო მე მაინტერესებდეს,უბრალოდ ვიცი თავად იდარდებ ამაზე მერე,ისევ შენ.
გაეღიმა.როდის გაიცნო ასე კარგად ლუკამ? მადლიერების გრძნობა გაუჩნდა.
_ კარგი.
_ მიირთვი რა გთხოვ,თორემ მერიდება შენს ფონზე და ვერ ვჭამ მეც._ თავი შეაცოდა ლუკამ,თან ეღიმებოდა.
_ რა მორცხვი ყოფილხარ,ასეთიც არ მეგონე.
_ ნამდვილად,მთლად ნუ დაიჯერებ იმას რასაც ოფისში ჩემზე საუბრობენ.
_ და რას საუბრობენ?_ ჰკითხა და ერთი ხინკალი გადაიღო თეფზე.
_ ეგ შენ უკეთ იცი._ თვალი ჩაუკრა და ხინკლის წვენი დალია.
_ ჩემთან არავინ საუბრობს.მე რასაც ვხედავ მხოლოდ ეგ არის.
ლუკას ის დღე გაახსენდა,როცა კაბინეტის კარი შეაღო და მას და კესოს შეუსწრო სექსის დროს და გადასცდა კიდეც,ხველა აუტყდა.
_ ბოდიში.რაღაც გამახსენდა._ ჩაეღიმა.ფაქტი იყო ანუკისაც იგივე კადრი ამოუტივტივდა გონებაში,რადგან ღაწვები შეეფაკლა.
ერთმანეთის შემყურე კი ორივეს ერთად აუტყდა სიცილი.
_ შენც ის …_ კიდევ ვერ იკავებდა სიცილს ლუკა._ გაგახსენდა რაც მე ხომ?
ანუკი თავი დაუქნია და ლუკმა გაჭირვებით გადაყლაპა.
_ ნუ დამახრჩობ ახლა.
_ ვაახ._ თვალის კუთხეში სიცილისგან ცრემლებს იწმენდდა კაცი.
გზაში შემოაღამდათ,თუმცა ზამთრის ცივ ღამეს,გზას ბადრი მთვარე უნათებდათ.მშვიდად მგზავრობდნენ,თითქოს ხასიათი ცოტა გამოუკეთდა ანუკის და ლუკაც გულში სიამოვნებას გრძნობდა,მაგრამ მალევე მისი თვალები ისევ შიშმა და სევდამ მოიცვა,როცა გზად ავარიას წააწყდნენ.სასწრაფო დახმარების მანქანა,საპატრულო პოლიცია ყველა ადგილზე იყო.ადგილზე შეჩერების უფლება არ მისცეს,ვერც გაიგეს მსხვერპლი იყო თუ არა,მაგრამ თითქოს რამდენიმე კვირის უკან თავის თავს დამტყდარი უბედურება გაახსენა ნანახმა.
_ იმედია მსხვერპლი არ იქნება.
_ ჰო. _ ძლივს ამოუშვა ხმა,ისე თქვა.
ხვდებოდა როგორ უმძიმდა ანუკის,უნდოდა რაღაც ეთქვა,გაემხნევებინა. ან თავად გოგოს ეთქვა რამე,რაც სიმსუბუქეს მოუტანდა,მაგრამ არ იცოდა რა.პირველად უჭირდა საუბრის წამოწყება.
_ ბაბუა რომ გარდაიცვალა,მაშინ ოცი წლის ვიყავი.ეს იყო პირველი მიცვალებული ჩემს ცხოვრებაში ოჯახში.
რთული აღმოჩნდა.თავიდან თითქოს ვერ დავიჯერე,ვერ გავაცნობიერე,მერე მოვიდა დარდი,ტკივილი,მონატრებაც… ყველაფერი ერთად და რთული აღმოჩნდა გამკლავებაც.მეგობრები დამეხმარნენ.ხშირად ვიყავით ერთად.განსაკუთრებით რთული იყო პირველი დღეები და კვირები.მერე თითქოს ნელ-ნელა ეჩვევა შენი სხეული მის გარეშე ცხოვრებას.შენი ტვინიც მის გარეშე არსებობას,თითქოს ტკივილთან ერთად ეჩვევი ცხოვრებას,არ იფიქრო რომ იყუჩებს,არა ხან ისე მოგაწვება,შეგრძნებას გაგიჩენს თითქოს მოგახრჩობს სადაცაა ეს ტკივილი და მონატრება,მაგრამ მერე ისევ მინელდება.აწი ცხოვრების თანმდევი იქნება,უბრალოდ უნდა ისწავლო ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება.ჯერ ახალი იარაა ეს შენთვის და ალბათ რთულად გასაანალიზებელიც,მაგრამ დრო თავად გასწავლის.
ყურადღებით უსმენდა ანუკი.თითოეული სიტყვა იმდენად ახლოს იყო მასთან,იმდენად წრფელი და ნაგრძნობი ემოციები იყო,რასაც უზიარებდა ლუკა გულში მადლიერება და ნდობა ერთდროულად იგრძნო.
_ არ მოაჩვენო არავის თავი ძლიერად.გეტირება იტირე,გამოუშვი ემოცია,არ ჩაახშო და არ დააკონსერვო შენში,თორემ სადღაც მაინც გიმტყუნებს.
თვალები აეწვა,უცებ მოვარდნილი ნაკადისგან.დაუჯერა და არ შეიკავა თავი.გამოუშვა ყოველგვარი თავშეკავებისა.
შენიშნა ლუკამ და გაეღიმა სუსტად.მანქანაზე ავარიული ციმციმა ჩართო და სავალი ნაწილიდან გადაიყვანა მანქანა.კარი გამოაღო და გადავიდა.მიუხვდა ეს პატარა სივრცე არ ეყოფოდა,ემოციასთან ერთად ახლა ეს სივიწროვე უფრო მოხუთავდა სულს.კარი გაუღო და ხელი გაუწოდა.
ცრემლიანი თვალებით ამოხედა.ლუკას გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და თვითონაც გადმოვიდა.
კარი ხმაურით დაკეტა.მანქანას მიეყრდნო.ცოტახანს კიდევ იდგა ჩუმად.ლამპიონები და მდევარი სავსე მთვარე ანათებდა არე-მარეს.აქა-იქ თუ ჩაივლიდა ავტომანქანა.
_ მადლობა. _ ტუჩები სასაცილოდ დაებუშტა,ცხვირი ასწითლებოდა სიცივისგან და ცალკე ტირილისგან.ცდილობდა აღარ ეტირა.
ლუკას ჩაეღიმა.წინ აესვეტა.უყურებდა და ეღიმებოდა.პატარა ნიბლიას ჰგავდა.მობუზული,დაუცველი.წამიერად იგრძნო ემოციის მოზღვავება.მოუნდა ეკოცნა,კოცნით შეეშრო დაგუბებული,ბრწყინავი ცრემლები მის თვალებში.
იმდენად რეალური მოეჩვენა ეს აზრი,უკან არც დაუხევია.ნაზად შეუცურა კისერსა და კეფას შორის თითები,ცერით შეუმშრალა ლოყაზე ახლად ჩამოგორებული ერთადერთი ცრემლი და მზერა მის სისხლისფერ ტუჩებზე გადაიტანა. უთრთოდა ბაგე.ვერ მიხვდა სიცივისგან,ემოციებისგან,თუ მოსალოდნელი კოცნისგან,რომელსაც ალბათ თვითონაც გრძნობდა.ამან უფრო მოაწყურა მის ბაგეს შეხებოდა,კოცნით დაემშვიდებინა. წამში დაეწაფა,ნაზად ჩაუკლა თრთოლვა ბაგეებს.ჟინი მოაწვა და კოცნაც გააღრმავა.
მარტოსულობის განცდამ აიძულა,თუ იმ ვნებამ რაც მასში გამოიწვია კაცმა არ ვიცი,მაგრამ კოცნას რამდენიმე წამში მსუბუქად აჰყვა შეძლებისდაგვარად.
კოცნებს შორის,მსუბუქად ეამბორა რამდენჯერმე ქვედა ტუჩზე ლუკა და ბოლოს მოსწყდა მის ტუჩებს.
_ იმედია უფრო არ აგაღელვე._ ჩაეცინა ყოველგვარი ირონიისა.უფრო თანამგრძნობი იყო ეს ღიმილი მის სახეზე.
დაიბნა,ოდნავ სირცხვილიც იგრძნო და ლოყები შეეფაკლა.
_ არა,მაგრამ… _ სახეზე ხელები აიფარა._ უხერხულია.
ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.მტევანში მოიქცია მისი ორივე ხელი.მაჯაში მოკიდა და ჩამოაწევინა სახიდან.
_ შენი ეს მორიდება… სიმორცხვე…_ თვალთან ჩამოვარდნილი თმის ღერები თავისუფალი ხელით გადაუწია.
_ ძალიან საყვარელი ხარ.მორცხვი,პატარა ჯიუტი ქალბატონი.
_ უფრო მარცხვენ._ ეცადა ხელები გაეთავისუფლებინა კაცის ხელიდან და სახეზე აეფარებინა.
_ არა,არ მოგცემ უფლებას._ მიუხვდა და მეტად გაუკავა ხელები.
_ თუ ახლა არ შემომხედავ ხვალ დღის შუქზე უფრო გაგიჭირდება._ მხიარულად განაგრძობდა.
_ ღმერთო…_ ამოიოხრა და მაინც ვერ გაუსწორა მზერა.
ლუკას ხმამაღალი სიცილი აუტყდა.
_ კარგი რა მოხდა,შემომხედე მიდი…_ რამდენიმე წამს დაელოდა._ მიდი,გელოდები.
ნელა აწია თვალები და გაუსწორა მზერა.უკვე თავადაც ეღიმებოდა.
_ აი ასე ჯობია._ ნიკაპში წაავლო ორი თითი,სულ ოდნავ კიდევ ააწევინა და სწრაფი კოცნა დაუტოვა მის ბაგეებს.
ძლიერად დახუჭა თვალები ანუკიმ,წვრილი ნაოჭები გაუჩნდა თვალის გარშემო.
_ ნუ მაწითლებ.
_ ნუ წითლდები,ეგ შენზეა დამოკიდებული.
_ არა,პროვოცირებას ახდენ.
კიდევ ერთხელ გააპო ჰაერი ლუკას ხმამაღალმა სიცილმა.
_ რა საყვარელი ხარ.
უკომენტაროდ დატოვა კომპლიმენტი.
_ წავიდეთ,თორემ ვერ შევძლებ ძალების აღდგენას ხვალისთვის და მკაცრი უფროსი მყავს._ მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა.
_ ჰოო? პირველად მესმის._ გაიოცა ლუკამ და თავადაც მიუჯდა საჭეს.
_ რა? რომ მკაცრი ხარ?
_ ჰო. არ ვარ საერთოდ მკაცრი.
_ უბრალოდ მომთხოვნი და პედანტი ხარ.
_ პედანტი არ ვარ._ იწყინა.
_ როგორ არა,მტვრის ნაწილაკებს ლუპით დასდევ.
_ რა სისულელეა,უბრალოდ ვერ ვიტან მტვერი რომ ადევს გარშემო ყველაფერს_ დაასერიოზულა უცებ და თავი იმართლა,თითქოს მართლა ლუპით დაენახოს ანუკის.
_ უბრალოდ ვიხუმრე._ ფანჯარაში გაიხედა და თავადვე გაუკვირდა როდის გადავიდა ურთიერთობის ამ ფაზაში ლუკასთან.რამდენიმე წუთის უკან ერთმანეთს აკოცეს და ახლა ისე საუბრობდნენ თითქოს არაფერი მსგავსი არ მომხდარა.მთელი გზა ჩუმად იყო.ფიქრებში დამოგზაურობდა,არადა სხეული რაღაც ეიფორიას გრძნობდა.გული სხვანაირად ძგერდა,სხვანაირად მოძრაობდა სისხლი.
შიგნით რაღაც ახალს,სიახლეს გრძნობდა.საკუთარ თავში ეძებდა პასუხს და მომენტალურად ახსენდებოდა კოცნა,რომელმაც გამოიწვია ყოველივე.
სახლთან შეუჩერა მანქანა.
_ კიდევ აქ ხარ?
_ კი.
_ იქ…_ აღარ დაასრულა სათქმელი ლუკამ.
უთქმელად მიუხვდა,იმ სახლს გულისხმობდა მშობლების.
_ ქირით ვარ აქ,რამდენიმე თვეა იმ სახლში აღარ ვცხოვრობ.
_ მესმის.
უემოციოდ გაუღიმა ანუკიმ.
_ მადლობა,ნახვამდის.
_ ღამე მშვიდობის.

მეორე დილით სამსახურში გამოცხადდა როგორც ჩვეულებრივი სხვა თანამშრომლები. არ იცოდა სად დამჯდარიყო,სად უნდა ემუშავა.ეს პირველი დღე იყო,როცა ოფიციალურად ლუკას პირად აგენტად დაიწყო მუშაობა.
_ დაელოდე ლუკას,მოვა და ვკითხავ._ უთხრა ნათიამ.
მალე მართლაც გამოჩნდა ცისფერ პერანგში და მუქ ლურჯ კლასიკურ შარვალში გამოწყობილი ლუკა,ღია კრში ნახევარი ტანით შემოიხედა.
_ გამარჯობა. _ ორივეს მიესალმა._ ნათია,თელავის საბუთები შემომიტანე.
_ ახლავე._ წამოდგა საქაღალდის ასაღებად რომ იქვე მაგიდას მიყრდნობილ ანუკის შეავლო თვალი._ რა ფერი გაქვს?
_ რა? _ თუმცა კარგად იცოდა რაც.პომიდვრის ფერი ედო სახეზე.
_ წითელი ხარ.
_ ჰოო? არ ვიცი…_ არეულად უპასუხა.
_ ცუდად ხომ არ ხარ? _ თან შეტრიალდა და საქაღალდეებს გადახედა თაროზე._ აი ისიც._ გამოაძრო ერთ-ერთი და ტელეფონმაც დარეკა.უპასუხა და უხმოდ გაუწოდა ანუკის.თვალებით ანიშნა მას შეეტანა.
დამატებითი ბიძგები იგრძნო გულში.სუნთქვა გაუღრმავდა.გაჭირვებით გადაღლაპა პირზე მომდგარი ნერწყვი.ფეხაკრეფით გაემართა ლუკას კაბინეტისკენ და გზაში ეცადა სუნთქვის დარეგულირებას.კართან მისულმა ღრმად ჩაისუნთქა,რამდენიმე წამით სუნთქვა შეწყვიტა და შევიდა.
საბუთებში თავჩახრილი იჯდა ლუკა.კარის ხმაზე თავი აწია და ანუკის დანახვაზე ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა,თუმცა არც უცდია შეკავება.
_ ნათიამ გამომატანა._ ჩუმად თქვა,გამტყდარი ხმით და საქაღალდე წინ დაუდო.
არ გამოპარვია მისი ხმის ცვლილება ლუკას.ფეხზე წამოდგა და მიუახლოვდა.მზერა თითებზე გადაიტანა,რომლებიც ერთმანეთში აეხლართა და აწვალებდა.
_ გაუშვი._ შეეხო და ერთმანეთისგან განაცალკევა.თუმცა თავად აღარ შეუშვა ხელი._ რამე მოხდა?
რბილი ხმა ჰქონდა.სითბო დაჰკრავდა მის წარმოთქმულ სიტყვებს.
_ არა._ ეცადა თავდაჯერებულს ეპასუხა.
კარგად ახსოვდა და იცოდა რაც მოხდა,თუმცა მაინც ჰკითხა.გოგოსგან უნდოდა პასუხის მოსმენა.მოისმინა და ჩაეღიმა.
_ ამ კვირაში შეხვედრა იგეგმება,_ ხელი შეუშვა და თავისივე მაგიდას მიეყრდნო._ უნდა გადავწყვიტოთ რომელ ობიექტს ავიღებთ და სამომავლო გეგმები.მინდა ამ შეხვედრისთვის შენც მოემზადო.
_ კარგი,მაგრამ რომ არ ვიცი რომელს იტოვებ.
_ ეგ ჯერ არავინ იცის._ მაგიდას შემოუარა და მის წინ დაჯდა._ დაჯექი.
უხმოდ ჩამოჯდა მის წინ ანუკიც.
_ გამოდის ორივე პროექტისთვის მზად უნდა ვიყო._ ლუკას შეხედა,მან კი მხრები ისე ასწია,თითქოს თანხმობაც იყო და თან თავისუფალ ნებას აძლევდა.
_ შეძლებ? _ გამომწვევად ჰკითხა.თითქოს სურდა გაეღვიძებინა ის ჯიუტი გოგო,რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ხიბლავდა.წამიერად გაკრთა კიდეც გოგოს თვალებში სურვილი და ღიმილი მოჰგვარა.ამან უფრო გაახელა ანუკიში მიმალული ჯიუტი არსება.
_ რა თქმა უნდა.
_ დახმარება არ დაგჭირდება?
_ თუ დამჭირდა გეტყვი.
_ კარგი.წარმატებები._ ამით საუბარი დასრულებულად გამოაცხადა.
რა თამაშს თამაშობ ლუკა?_ ფიქრი გაუკრთა ანუკის.


საღამოს ნინუცამ შეაღო დაუპატიჟებლად კარი.
_ ღმერთო,რა სუსხია გარეთ.ამ თბილისში ხომ ზამთარი თებერვალში დგება._ გაყინული ლოყა მეგობრის თბილ ლოყას მიადო საკოცნელად და მერე უფრო მეტად მიეკრო._ რა თბილი ხარ.
_ შენ კიდე ცივი._ სკამი გამოუწია და ანიშნა დაჯექიო.
_ რას აკეთებ?_ ქაღალდებს დახედა ნინუცამ.
_ ვემზადები.კვირის ბოლოს შეხვედრაა კომპანიაში.მე გადმომაბარა მისი პრეზენტაცია ლუკამ._ წამიერად მზერა ანუკიზე გაუშეშდა,მერე ისევ ქაღალდებს ჩახედა უგულოდ.
_ ოჰოო,მშვენიერი._ კმაყოფილმა ხელები გულზე დაიკრიფა და სავარძელში ჩაჯდა.სკამი ისევ უკან მიწია ხმაურით._ კიდე?
_ რა კიდე?_ დაეჭვებულმა შეხედა ანუკიმ.
_ რაღაცის თქმა გინდა თითქოს,რაღაცნაირი ხარ.
_ რანაირი?_ გაეცინა.
_ არ ვიცი,ეგ შენ უნდა მითხრა.რამე მოხდა?
დანებების ნიშნად კალამი მაგიდაზე დადო.ფეხები მოიკეცა სკამზე ბუდას პოზიციაში და დაიწყო.
_ ერთმანეთს ვაკოცეთ.
_ რაა? _ სიცილი აუტყდა._ სერიოზულად?
_ ჰო.
_ ვა ვაა,რა თემებში ყოფილხარ.მერე?
_ რა მერე? არაფერი,უბრალოდ ვაკოცეთ.არ ვიცი… მისთვის ეს არაფერს არ უნდა ნიშნავდეს.
_ შენთვის?_ სწრაფად ჰკითხა და რეაქციას დააკვირდა.
_ მე… ჩემთვის?.. რავიცი…
_ რატომ დაიბენი?
_ არა,უბრალოდ მომაყარე კითხვები,დაკითხვაზე ვარ?_ გაეცინა.
_ მითხარი შენთვის რას ნიშნავდა? მოგეწონა?
_ ნინუცა, _ დატუქსა ერთი სიტყვით,თუმცა ნინუცას მხრიდან სიცილი მოჰყვა.
_ მიდი ჰე,მითხარი.
_ არ ვიცი,დავიბენი._ აღიარა ბოლოს.
_ მოგწონს?
_ ლუკა? _ კითხვაზე კითხვით უპასუხა.
_ არა,პაპაჩემი გერონტი.ლუკა ხო,აბა სხვა ვინ?!
ორივეს გაეცინა.
_ პაპაშენი გერონტი მომწონს კი არა მიყვარს,აი ლუკა იცი როგორ არის?!სიმპათიურია,ჭკვიანი,აქვს მამაკაცური შარმი და საოცრად მოხდენილი მანერები._ გაეღიმა ნინუცას _ მზრუნველია… მომწონს,რომ ზრუნავს ჩემზე,მაგრამ ვერ ვენდობი…
_ რატომ?_ ინტერესით ჰკითხა.
_ არ ვიცი._ არ აღიარა.
_ ძალიან კარგად იცი,აბა დროზე ამოთქვი.
_ მექალთანეაო,ასე ამბობენ.
_ ოჰო,ბევრი ჰყავს?
_ ერთი ვიცი,ნუ რამდენიმე ცდილობს,მაგრამ თავად არ სწყალობს.ერთი კი ჰყავს…
_ ჰოო… და შენ რა პონტში გაკოცა თუ ის ერთი ჰყავს?
_ არ ვიცი.
_ ალბათ ორი უნდა._ ჩაიფხუკუნა ნინუცამ.
_ მოკეტე,დებილო._ თავად გაეცინა.
მოგვიანებით ნიკა შეუერთდა გოგონების დუეტს.
_ როგორ ხართ მშვენიერებო?_ ორივეს აკოცა და ანუკის თმები მოუჩეჩა._ გილოცავ დაწინაურებას.
_ მადლობა.
_ თუ რამე დაგჭირდეს ხომ იცი?_ თვალი ჩაუკრა.
_ რა თქმა უნდა._ ღიმილით მისცა პირობა.
_ აუ,რა გაქვს საჭმელი,მშია._ ფეხზე წამოდგა ნინუცა და ქურაზე ცარიელ ქვაბს ახადა თავსახური.
_ ჭამ შენ საერთოდ რამეს?
_ არა,ჰაერზე ვარ.
_ კი გეტყობა._ უკმაყოფილოდ მიუგო._ რა ვქნათ?
_ წამო ნატახტარში კაი ხინკალზე._ ნიკამ მიაწოდა იდეა.
_ აუ კიი,მინდა.
_ თქვენ წადით მე მეზარება.
_ ახლა,ჩუუ… არ გაგვიფუჭო განწყობა. მიდი ნიკოლოზ მანქანა გაახურე,ამას უცებ მოვხოდავ.
ერთ საათში ნატახტარში,პარკინგზე აჩერებდა ნიკა მანქანას.ბედის ირონია იყო,რამდენიმე მანქანის გვერდით ლუკას მანქანა იდგა.ნიკას არ შეუმჩნევია,თუმცა ანუკის თვალს არ გამოჰპარვია.
შენობაში შესულმა ფრთხილად მოატარა თვალები დარბაზში.ზურგით იჯდა რამდენიმე ბიჭთან ერთად.ნინუცამ მაგიდა შეარჩია.ლუკას მაგიდის მოპირდაპირე მხარეს,ცოტა უკან.ჩანთა სკამზე გადაკიდა და ფეხზე წამოდგა.
_ ტუალეტში გავალ,შეუკვეთეთ რა მანამდე.
ნიკამ გარემო მოათვალიერა,ნინუცას გვერდით გამოწია ხმაურით სკამი,დაჯდომას აპირებდა რომ ლუკას მოკრა თვალი.
_ ლუკაც აქ ყოფილა._ მათი მაგიდისკენ გაემართა.ანუკიმ თვალი გააყოლა ბიჭს.ნიკა ლუკას მხარზე შეეხო,ლუკამ ამოხედა და აშკარა იყო ბიჭის ნახვა გაუხარდა.რაღაც უთხრეს ერთმანეთს,მერე კი ლუკამ მათი მაგიდისკენ გამოიხედა.ოდნავ აწია მარცხენა წარბი ზევით,სულ წამიერად.მსუბუქი ღიმილი გაუგზავნა გოგოს და ისევ მიბრუნდა.ამასობაში ნინუცა დაბრუნდა,ნიკა რომ არ დახვდა ადგილზე,დარბაზი მოათვალიერა.
_ ის ლუკაა?_ ცოტა გაკვირვებულმა იკითხა.
თავის დაქნევით დაუდასტურა ანუკიმ.
_ ვააუ… _ ჩუმად დაიკავა ადგილი.
რამდენჯერმე გამოხედა ლუკამ მათ მაგიდას.მერე სიგარეტს ხელი დაავლო და გასასვლელისკენ გაემართა,შეჩერდა მათ მაგიდასთან.
_ გამარჯობა ნინუცა.როგორ ხარ?
_ კარგად,შენ?
_ მეც მშვენივრად._ ანუკის დახედა ზევიდან._ შენ როგორ ხარ?
_ კარგად.
_ კარგი,სიგარეტის მოსაწევად გავიდვარ,დაგპატიჟებთ. _ კოლოფი ხელში შეათამაშა და გზა განაგრძო.
_ გავყვები._ ნიკა წამოდგა ფეხზე._ მანამდე შეკვეთასაც მოიტანენ.
თვალი გააყოლა ნინუცამ ბიჭებს.
_ სიმპათიურია._ თქვა და ანუკის რეაქციას დაელოდა.დაიმორცხვა თითქოს მას ეუბნებოდნენ კომპლიმენტს.
_ ჰო._ ცარიელ თეფშზე ჩანგალი აახმაურა.
შეციებული შემოვიდა ნიკა.
_ მაგრად ცივა გარეთ,არ დავლიოთ? ცოტა გავთბებით.
_ რატომ არა,ხინკალს კაი ჭაჭის არაყი მოუხდება._ ტუჩები დაისველა ნინუცამ.
_ ეს ნახე რაა,პატარა ლოთი.
_ არა,უბრლოდ კაი ჭამა-სმა მიყვარს._ თავი დაიძვრინა ბრალდებისგან და სამივეს გაეცინა.
პირველ ჭიქას მეორე მიყვა,მეორეს - მესამე,მეოთხე და ასე დაიცალა პირველი ბოთლი.
_ უი,უკვე გათავდა?_ შეიცხადა ნინუცამ.
_ რა იყო დაგრჩა რამე უთქმელი?_ დასცინა ნიკამ.
_ კი,ბევრი.
კიდევ მოატანინა სასმელი.ამასობაში ლუკას მაგიდიდან აიშალნენ.გვერდით ჩაუარეს.
_ კარგად,გემრიელად.
_ ხომ არ შემოგვიერთდებოდი ლუკა? _ შესთავაზა ნიკამ.
_ სიმთვრალეში თანამშრომლები გამოსცადე._ გაეხუმრა ნინუცა.
_ კარგი აზრია,თუმცა უკვე გამოცდილებიც მყავს და ჩაბარებულიც აქვთ._ გაეღიმა და ანუკის დახედა ზევიდან.
ახალი წლის საღამო გაახსენდა და ონდავ ლოყები შეეფაკლა.
_ბიჭებს გავუშვებ და მოვალ._ სიტყვა დატოვა და კართან მისულ ძმაკაცებს დაეწია.
ნიკაც წამოდგა.მიმტანს მოვძებნი,ლუკასთვის თეფშს მოვითხოვო.
_ რა გაწითლებს შენ? იმ ღამესაც რამე იყო?_ ჭინკები დაუხტოდა თვალებში ნინიკელას.
_ ვაიმე ნინაა,მომეშვი,როცა იყო ეგეც არ უნდა მეთქვა მგონი._ შეუბღვირა.
_ მეც მოვედი. _ აღარც უკითხავს ანუკის გვერდით დაიკავა ადგილი.ნიკაც დაბრუნდა.
_ მანქანით ხარ,მაგრამ ხომ დალევ? _ სასმელზე ანიშნა ნიკამ.
_ ვაა,თქვენ უნდა მაცდუნოთ._ ჩაიცინა და თეთრი,ლამაზად ჩაწყობილი კბილები გამოაჩინა._ კაი,დავლევ.მძღოლს გამოვიძახებ.
_ მეც ვსვამ ჩემი იმედი არ გქონდეთ._ ნინუცამ ჭიქა შეათამაშა.ანუკისკენ გაიხედა,მისი ჭიქაც სავსე იყო სასმლით.
_ შენ?
_ ჩემს სიფხიზლეს ვერ იტანს ხალხი.
_ მერე გიკვირს? _ გაეცინა ლუკას._ ნასვამი ვეღარ ჯიუტობ,უფრო ბევრს საუბრობ და შესაბამისად უკეთეს ხასიათს ავლენ.
ნინუცამ გადაიკისკისა.
_ აი,ესეც მე ვარ?! სხვებიც ამჩნევენ ხომ ხედავ.
_ რა მინდოდა?_ სიმწრის სიცილი ჰქონდა ანუკის.
ყველაზე ფხიზელი მაინც ლუკა იყო,რადგან გვიან შეუერთდა სამ მუშკეტერს.ძმაკაცების სუფრასთან არ სვამდა.ანუკი ცოტას წრუპავდა,თუმცა მსუბუქად მაინც მოედო ალკოჰოლი.არ გაჩერდნენ კიდევ შეუკვეთეს სასმელი და ამასობაში ლუკაც შეთვრა.
_ ეს ნახე გვატყუებს,ვითომ სვამს._ ხელში შეათამაშა ანუკის ჭიქა ნიკამ.
_ სვამს,მე შევუვსე._ ხელი დააფარა მის ტყუილს ლუკამ.
_ ვითომ? _ არ დაინდო დაქალი.
ზურგზე ჩამოშლილ თმაზე დაუსვა ხელი გამამხნევებლად ლუკამ და იგრძნო როგორ დაეჭიმა სხეული გოგოს,მაშინვე გასწორდა მხრებში.ჩაეღიმა კაცს.მოეწონა გოგოს რეაქცია.
_ მოდი სიყვარულის სადღეგრძელო ვთქვათ._ ჭიქა აიტაცა ნინიკელამ.
ეჭვნარები მზერა მიაპყრო ლუკამ.
_ გყავს უკვე კანდიდატი?
_ მე სიყვარულზე ვარ შეყვარებული ლუკა,_ გაიცინა გულღიად და პირდაპირ პასუხს თავი აარიდა._ მე მიყვარს ადამიანები,ურთიერთობები,მავსებს,მახალისებს,უფრო ენერგიაზე მოვყავარ…
_ არ მგონია ენერგიის ნაკლებობას უჩიოდე._ ჩაიფხუკუნა ნიკამ.
_ ნამდვილად ნიკოლოზ,შენც სცადე და შეიგრძნობ რა სასწაული ფორმულაა სიყვარული.
ლუკა გაღიმებული უსმენდა.მოწონდა ნინუცა.
_ შენ ლუკა? _ სიტყვა გადაულოცა ლუკას და სასმისი გამოცალა.
_ რა მე? _ გაეღიმა.
_ რას იტყვი სიყვარულზე?
_ რა ვთქვა იმაზე მეტი რაც დოჩანაშვილმა თქვა “დედამიწას სიყვარული ატრიალებს.” ან გალაქტიონზე მეტს რომ “ უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე”... _ წამიერად გაჩუმდა და მერე განაგრძო.ყურადღებით უსმენდა ანუკი,რატომ და როდის გახდა მისი აზრი მნიშვნელოვანი თავადაც არ იცოდა და ჯერ ვერც ხვდებოდა,მაგრამ უსმენდა გულისყურით.
_ სიყვარულია ჩვენი საწყისი,სამყაროს საწყისიც სიყვარული მგონია.არ მეგულება ადამიანი და ვერც წარმომიდგენია უსიყვარულოდ ეცხოვროს.სულ მცირე დედა გიყვარს ადამიანს,მშობელი,დედ-მამიშვილი.და აი ქალი!_ ჩაეღიმა და განავრცო _ თქვენ ხართ ჩვენი მამოძრავებელი ძალა,რომ არა ქალი ალბათ არ იქნებოდა სრულყოფილი კაცი.
_ ანუ სრულყოფილები ხართ ახლა კაცები? _ სიცილით ჩაურთო ანუკიმ.
_ მხოლოდ თქვენი წყალობით,როგორც აღვნიშნე._ ტუჩის კუთხე მაცდურმა ღიმილმა ჩაუტეხა._ და ასევეა მამაკაცი ქალისთვის._ დამაჯერებლად დააქნია საჩვენებელი თითი,რომელიც ჭიქას მოაშორა._ მუდმივად რომ დაობთ ქალები.
_ არა,ეს თქვენ დაობთ და წინა პლანზე ცდილობთ წამოწიოთ კაცის ფიგურა._ არ დათმო ანუკიმ
_ კაცს თავისი ადგილი აქვს,ქალს თავის ეს ასეა…
_ რომელი ადგილი? მაინტერესებს…_ დაჟინებით მიაჩერდა.თითქოს მისგან ითხოვდა იმ კითხვებზე პასუხს რაც დაგროვებოდა წლების მანძილზე.უცებ მოედო გულზე ცეცხლი,წამში აალდა,გაბრაზება მოაწვა.
ნუთუ ესეც მამამისივით ფიქრობს?!
ნუთუ თვლის რომ კაცია ყველაფრის საწყისი?!
რა ადგილებზე საუბრობს? რატომ ჰყოფს ქალს და კაცს?!
მიხვდა ლუკა,უნებლიედ მტკივნეულ თემას შეეხო.იმასაც მიხვდა ახლა თუ არ გაანეიტრალებდა და კარგად არ აუხსნიდა,საშინლად გააბრაზებდა გოგოს.
_ ქალი და კაცი ერთმანეთისგან ფიზიკურად განსხვავდებიან,აგებულებით,ხომ მეთანხმები?_ უხმოდ დაუქნია თავი._ ამის და გამო აქვთ სხვადასხვა ადგილი ცხოვრებაში,მაგრამ მათ აქვთ სულიერი კავშირი,რითიც ავსებენ ერთმანეთს ემოციურად.სიმშვიდის და უსაფრთხოების განცდას აღძრავენ ერთმანეთში.ავსებენ ერთმანეთს და სრულყოფილებაში ეხმარებიან ერთმანეთს,ამიტომ არის სწორი არჩევანის აუცილებლობა ცხოვრებაში,შენმა არჩევანმა უნდა შეგავსოს,აგამაღლოს.
_ რა ლამაზად და სწორად ამბობ._ კმაყოფილი შესცქეროდა ნინუცა.
_ მე და შენ მალე დავმეგობრდებით._ ნინუცას თვალი ჩაუკრა ლუკამ.ჩაეცინა გოგოს.ანუკიც ჩამშვიდდა.იგრძნო ლუკამაც,რომ განიმუხტა გოგო.თბილად გაუღიმა და ჭიქა გამოცალა.
_ ისე გაშალეთ თემა,ვეღარაფერს დავამატებ._ იხუმრა ნიკამ და უხმოდ გამოცალა ჭიქა.ანუკიმაც მას მიბაძა და უსიტყვოდ მოსვა მწარე სითხე.
საბოლოოდ ტაქსი გამოიძახეს.აიშალნენ და ეზოში გამოვიდნენ.ორ საფეხური იყო სულ ჩასავლელი,მაგრამ ლუკა წინ გავიდა და გოგონებს ხელი მიაშველა.ღიმილით დაუკრა თავი მათ მადლობას.
პირველად ნახა ნასვამი ლუკა ანუკიმ და უფრო მიმზიდველიც კი ეჩვენა.რაღაცნაირი თავისუფალი იყო სამსახურისგან განსხვავებით,უფრო უშუალო.
ვერ ამჩნევდა როგორ ხდებოდა დაკვირვების ობიექტი მისთვის ლუკა.

დილით სამსახურში წასვლა ეზარებოდა.თავი უსკდებოდა,ნაბახუსევზე,მაგრამ თავს ძალა დაატანა,ახლა მითუმეტეს ხვდებოდა,რომ ვერ გააცდენდა.წამალი დალია და ისე გავიდა სახლიდან,თუმცა მთელი გზა მაინც თავი სტკიოდა.როგორ უნდოდა ახლა ისევ თბილ საწოლში.კარგი გამოძინება ახლა ყველაფერს ერჩია.პირველი სართულის ფოიეში მოკრა ლუკას თვალი,რომელიც მკაცრი,მაგრამ მაინც არეული სახით უსმენდა ერთ-ერთ თანამშრომელს.როგორც კი ანუკის მოკრა თვალი,მისკენ წამოვიდა.
_ მერე დიტო,მაგაზე…_ შეაწყვეტინა ბიჭს სიტყვა.
_ საშინლად ვარ,შენ?_ თანაგრძნობით გადახედა ანუკის.
_ მეც._ აღარ მოერიდა და გამოუტყდა სიმართლეში._ თავი მტკივა.
_ მე მშია,წვნიანი გამისწორდებოდა.
_ ჰო,ცხელი სითხე,მგონი მართლა კარგი იქნებოდა._ ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა და იმავე წამს ლუკამ გრძელი თბილი თითები შეეხო მაჯაზე,ეშმაკურად უღიმოდა თვალები.
_ წამოდი._ ხელზე დაქაჩა.
_ სად?_ ცოტა გაკვირვებულმა შეხედა და მერე გარშემო მოატარა თვალები.
_ გამომყევი,მიდი მალე.

ქალაქის მყუდრო უბანში გააჩერა მანქანა.თვალი ინტერესით მოავლო გარემოს ანუკიმ და დაინახა სასადილო.
_ აქ მომიყვანე?_ გაეცინა.
_ კი,მხოლოდ გარე ვიზუალით ნუ გამოიტან დასკვნებს._ ჩაიცინა ბიჭმა და დაწინაურდა.
ლამაზი ეზო იყო,ფერადი ქვებით მოპირკეთებული.ცალ მხარეს ერთ სართულიანი შენობა იყო,მეორე მხარეს პატარა კუპეები.ეზოში მარადმწვანე მცენარეები და მათ ქვეში მაგიდა სკამები,როგორც ჩანდა სტუმრების ნაკლებობას არ განიცდიდნენ,რადგან ყველა ადგილი ათვისებული ჰქონდათ.
_ ჰაერზე ხომ არ გირჩევნია?
_ არაა.საკმაოდ ცივა.
_ ჰო, შიგნით ჯობია.
მალე მომსახურე პერსონალიც გამოჩნდა.მენიუ არც კი უთხოვია,პირდაპირ შეუკვეთა.
_ ორი პორცია ხაში.
თავი ძლივს შეიკავა,რომ არ გადაეხარხარა იქვე გოგოს.როგორც კი მიმტანი გავიდა,სიცილით უთხრა:
_ ხაში?
_ ჰო,რა იყო? არ გიყვარს?
_ არასდროს მიჭამია.
_ ხოდა ახლა გასინჯავ.დამიჯერე მოგვაბრუნებს საიქიოდან.
ახლა მართლა გადაიკისკისა და ლამაზი თაფლისფერი თვალები შეანათა.
_ კაი რაა.
_ დამიჯერე გთხოვ, _ ისეთი ხმით უთხრა,ვერ შეეწინააღმდეგა._ სცადე თუ არ მოგეწონა…_ დაფიქრდა.მერე სიცილით დაამატა._ შენსასაც მე შევჭამ.
_ ანუ იმედი გაქვს,რომ ვერ შევჭამ ხომ?
_ მთლად,მაგის იმედზე არ ვარ,მაგრამ ცოტა მაინც …
_ კაი,ვნახოთ როგორ გამართლდება შენი იმედები._ შეანათა თავისი თვალები კაცისას.
ცხელ სითხეს უცნაურად დაჰყურებდა.
_ კაი,მაგდენ ხანსაც ნუ ფიქრობ._ თავად შეუზავა._ გასინჯე,გთხოვ.
პირველი კოვზი ამრეზით გასინჯა,თუმცა აღიარა ცხელი სითხე ესიამოვნა.
_ ჰმ,მთლად საშინელება არ ყოფილა.
კმაყოფილს ჩაეღიმა ლუკას.
_ გინდა სამი ჭიქაც მივაყოლოთ?
_ არაა_ ისეთმა წამოიყვირა,ლუკას გაეცინა._ ახლა სასმელი,რომ დამიდო ცუდად გავხდები.
_ არადა პირიქითაა.
_ კაი რა,შენ აშკარად “სტაჟი” გაქვს აქმ საქმეში.
_ ჰო,ვცდილობ ყველა საკითხში კომპეტენტური ვიყო._ ქვეშიდან ამოხედა ანუკიმ და ჩაეცინა.ცხელი სითხე ჩუმად მოსვა კოვზიდან.
_ გუშინ გავამზადე პრეზენტაციისთვის რაღაცეები.გაჩვენო მანამდე თუ ?
_ გენდობი.შეხვედრაზე იყოს,მაგრამ შენ თუ გინდა,რომ მაჩვენო წინასწარ,მზად ვარ.
გულში ესიამოვნა,ის ნდობა რასაც ლუკა უცხადებდა და არასდროს ოჯახიდან არ უგრძვნია.მამა ყოველთვის უნდობლად ექცეოდა ყველა საკითხში.დედა ენდობოდა,მაგრამ მამას იმდენად არ ჰქონდა ნდობა,პატივისცემა და სიყვარული გააზრებული შვილის მიმართ,რომ დროთა განმავლობაში თვითსეფასება შეურყია,საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა დააკარგვინა,მერე თითქოს დედის ნდობამაც ფასი დაკარგა.
ორივეს ნდობა,სიყვარული და პატივისცემა იყო აუცილებელი…

მეორმოცე დღე ახლოვდებოდა ინგას მკვლელობიდან.თითქმის ორმოცი ცრემლიანი ღამე ანუკისთვის.არ გათენებულა დღე,რომ არ ეტირა,არ ენანა დედის დატოვება.
უცხო ნომრიდან შემოვიდა ზარი.მერაბის ადვოკატი იყო.შვილის ნახვას ითხოვდა.
_ არა._ მკაცრად უპასუხა.ვერც კი ხვდებოდა რა უნდა ეთქვა,ან როგორ უნდა შეეხედა მისთვის თვალებში? რა პასუხს გასცემდა,როცა დედის სიკვდილზე პასუხს მოსთხოვდა?
_ გულის შეტევა ჰქონდა.საავადმყოფოშია.
_ როგორ? _ ხმა გაუტყდა,ვერ დაუშვა თუ მერაბს რამე შეიძლება მოსვლოდა.განა არ ახსოვდა მთელი ბავშვობა ღმერთს სთხოვდა მამა მოეშორებინა მათი ოჯახისთვის,ახლა კი,ახლა როცა დედა მოკლა,ახლა?..
_ თქვენი ნახვა სურს.
ნერწყვი გაუსქელდა.ენა ვეღარ დაძრა.რა იყო სწორი ვეღარ ხვდებოდა ის რომ ენახა დედის მკვლელი მამა,თუ არ ენახა და ასე დაესაჯა?!
_ არ ვიცი._ ესღა ამოიბუტბუტა.
_ თუ გადაწყვეტთ,დამიკავშირდით ამ ნომერზე და შეგახვედრებთ.
მაინც აეტირა.როგორ ენანებოდა თითოეული ცრემლი მამისთვის,მაგრამ მაინც ვერ შეძლო თავის შეკავება.
ამ ცრემლებმა გადააწყვეტინა წამის მეასედში,რომ უნდა ენახა.გადარეკა იქამდე,სანამ გადაიფიქრებდა და ნახვაზე შეუთანხმდა.


კართან მისულს ესმოდა სამედიცინო დანადგარების მონოტონური,გულის გამაწვრილებელი ხმა.
მძიმედ შეაღო პალატის კარი.მთელი სხეული ზამბარასავით დაჭიმვოდა.სუნთქვაც კი გაუჭირდა კარის ზღურბლზე დედის მკვლელთან ერთად.თითქოს ჰაერი მოიწამლა.თავი დამნაშავედაც კი იგრძნო,ღალატის ტოლფასი იყო მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა,თუნდაც პალატა ყოფილიყო ეს.
ძალდატანებით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და იქვე გაშეშდა,ვეღარ შეძლო მეტად მიახლოება.თითქოს ის უფსკრული რომელიც მათ შორის არსებობდა კიდევ უფრო გაღრმავებულიყო და მიახლოების საშუალებასა და სურვილს არ უტოვებდა.
თავი გაჭირვებით მოაბრუნა მერაბმა.ჟანგბადის მილი ეკეთა ცხვირთან.მკლავში კათეტერი ედგა.დაინახა გაფითრებული,შავებში ჩაცმული შვილი.თავისი ხელებით რომ ჩააცვა პირველი ძაძები ცხოვრებაში.ჩამქრალ თვალებში ტბა ჩადგა,უძირო,ბნელი.
ხუთი თვე იყო არ ენახა მშობელი.შეცვლილი იყო.გამხდარი,ფერდაკარგული იწვა საწოლზე.ლოყები ჩაცვენოდა,თვალის უპეები ამოღამებული ჰქონდა.სუსტად გაამოძრავა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი.მზერა ხელზე გადაიტანა ანუკიმ.უსიტყვოდ მიუხვდა მამას,როგორც ყოველთვის – უხმობდა შვილს.
_ მოვედი._ სხვა ვერაფერი თქვა,არც გაემეტა.
თვალის კუთხიდან იწყო მარილიანმა სითხემ გამოჟონვა.ვერ შეაკავა კაცმა.კაცმა,რომელიც ყველაფერს აკონტროლებდა სახლში.
შენიშნა ნაკადულად ჩამოღვრილი ცრემლი მამის თვალიდან.ესიამოვნა?! რთული სათქმელია.ყოველთვის უნდოდა ბავშვობაში ენახა სუსტი,რომელიც ვერ შეძლებდა შვილზე და ცოლზე ძალადობას,მაგრამ ახლა ფაქტის წინაშე,მაინც არ იგრძნო თავი კარგად.ებრალებოდა? არა,მაგრამ არც აბედნიერებდა.
_ მომიახლოვდი… გთხოვ._ პირველად სთხოვდა.პირველად იყო ასე რბილად,ამგვარი ტონით რომ იწყებდა საუბარს.
_ რისთვის დამიბარე? _ ძლივს მოატრიალა ენა,რომ ეკითხა.
_ მინდა გესაუბრო,ოღონდ ძალა არ მაქვს.ახლოს მოდი.
მიუახლოვდა,ერთ მეტრში გაჩერდა საწოლიდან.
_ არ მინდოდა,_ დაიწყო და ხმა გაებზარა._ არასდროს მიფიქრია თუ მკვლელი გავხდებოდი,საკუთარი ცოლის მითუმეტეს.ვბრაზობდი,ვყვიროდი,მაგრამ ვერ წარმომედგინა თუ ამ ხელებით მაგას შევძლებდი. _ თითები დაეკრუნჩხა უმწეობისგან. _ მიყვარდა ინგა,მართლა მიყვარდა ოდესღაც… ოდესღაც,თორემ ახლაც,რომ მყვარებოდა ამას როგორ ვიზამდი?! არა,ახლა მორალური უფლება არ მაქვს ვთქვა,რომ მიყვარსთქო._ ცრემლები თავისით მოსდიოდა,მაგრამ საუბარს არ წყვეტდა._ როდის და რა დროს გაქრა ეს გრძნობა ვერ შევამჩნიე,საკუთარი ეგოიზმით ვიყავი დაკავებული.ჩავკალი მასში ყველაფერი.ყველაზე მეტად კი მენანება სიცოცხლისადმი სიყვარული,რომ წავართვი არა და ამის გამო შემიყვარდა.ამით გამოვარჩიე მილიონობით ქალისგან და ყველაზე მეტად მასში რაც მიყვარდა ის ჩავკალი.
ერთი წამით შეწყვიტა საუბარი,ხელი დაისვა ამოვსებულ თვალებზე,უძირო ტბას რომ მიუგავდა.
_ ახლა ვხვდები,შური,ბოღმა,სიბოროტე მამოძრავებდა.თავიდან აღფრთოვანებული შევყურებდი მის სისპეტაკეს,მის ბედნიერებას.პატარა რამითაც კი შეეძლო ტკბობა და სიხარული,ამ სიხარულს მერე შენ გადმოგდებდა და გავსებდა.ისე მიზიდავდა მისი ეს ხასიათი სხვისთვის ვერ გავიმეტე ანუკი გესმის,შვილო? ვერ გავიმეტე,ისე მინდოდა ასეთი ქალი მყოლოდა გვერდით და მეც მებედნიერა მისი სიხარულით.იმედი ვქენი,რომ გავიგე პაპაშენი სხვაზე ნიშნავდა,უმოკლეს დროში თავი შევაყვარე,არ მივეცი უფლება სხვა ენახა,სხვა შეყვარებოდა.
და მერე… მერე,როცა დავინახე როგორ შეჰხაროდა ყველა მის ამ ხასიათს,როგორ გამოარჩევდა ქალი,კაცი,დიდი თუ პატარა,ჩემში ეგოიზმმა გაიღვიძა.ვერ ვაპატიე,ის რომ ჩემს გვერდით ბრწყინავდა.ჩავკალი რაც კი შემეძლო,ითმენდა,იცინოდა,ხუმრობაში მიტარებდა და მე უფრო ვგიჟდებოდი ამით,უფრო მეტად მინდებოდა მისი დამცირება და გათელვა.თითქოს ვეჯიბრებოდით ერთმანეთს მე რამდენად ვატკენდი და ის რამდენად მოითმენდა. დავკარგეთ საკუთარი თავები.დავკარგეთ მეთქი იმიტომ ვამბობ,რომ ინგამაც დაკარგა საკუთარი თავი ჩემთან ჭიდილში.
ჰო,ვიცი,ახლა იმას ფიქრობ მე რომ არა,არ დაკარგავდა თავსაც.გეთანხმები მასეა.
მხოლოდ ერთხელ,მხოლოდ ახლა,საწოლს მიჯაჭვულმა შევძელი,რომ ვყოფილიყავი მამაცი,ცოტა გადაჭარბებულია ჩემთვის ეს სიტყვა,მაგრამ… მეყო ძალა და ვაღიარებ ჩემს დანაშაულს,იმ დანაშაულს,რომელსაც წლები ჩავდიოდი და თან ასე ურცხვად.მე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვამყოფებდი ცოლს და შვილს.მე რა კაცი ვარ?! ერთადერთი რაც მემეტება ჩემი თავისთვის ახლა ტყვიაა,მაგრამ ეგეც იოლი საქმეა.
მე ანგელოზივით გოგო შემიყვარდა,ფრთები შევუკვეცე ტანჯვით,სახე დავუსევდიანე,გული დავუსერე.მერე დანით მოვკალი და ახლა მარტივ სიკვდილს ვნატრობ.ეჰ…_ უღონოდ დადო ხელი საწოლზე.
_ ჩემნაირ შეუმდგარ კაცს არ დაუკავშირო ცხოვრება მამი.
“მამი” პირველად მიმართა ასე.ცრემლებს,რომლებსაც ამდენი ხანი გაჭირვებით აკავებდა ერთიანად,უკითხავად გადმოლახეს საზღვარი.
_ მაპატიე,მაპატიე…_ თავადაც აეტირა._ არ იფიქრო თავს ვიმართლებ,მაგრამ ალბათ ღმერთმა სხვა ვერაფრით მიმახვედრა,სანამ ამ ცოდვაში არ ჩავდგი ფეხი.ახლა გვიანია,მაგრამ შენთან მაინც რომ არ მეღიარებინა,არ შემეძლო.არ მინდოდა ამ ყველაფრის იმ ქვეყნად წაღება.როგორც აღსარება ისე ჩაიბარე და მომიტევე შვილო.
წამში შეიცვალა ეკრანზე მაჩვენებლები,რაღაც უფრო გულის წამღებად აწრიპინდა.ხაზები რომლებიც აქამდე ზიგზაგებს ქმნიდნენ,ახლა უცნაურად გარდაიქმნენ და სწორდებოდნენ.ციფრები დაბლა მოდიოდა ელვის სისწრაფით.
_ მამა,_ მაშინვე ახლოს მივარდა,უღონდა დავარდნილ მის ხელს ჩაჭიდა თითები._ მამა…
მწველი სითხე უსერავდა კანს,მაგრამ ვეღარ ხვდებოდა.მხოლოდ ერთხელ გაახილა თვალები,ბოლოჯერ ამოხედა შვილს,როცა მართლა გულით ეძახდა მამას.ეს ხმა,ეს თბილი ტონი,მანაც პირველად მოისმინა წლების შემდგომ.აღარც კი ახსოვდა ასე წრფელად და გრძნობით როდის მიუმართავს შვილს მისთვის.მიხვდა აპატია,თუ არ აპატია გაუგო მაინც და დაიჯერა მისი გულწრფელობის და სამუდამოდ დახუჭა თვალები.
_ დატოვეთ პალატა,ახლავე…
გადით._ უყვიროდა ვიღაც,თან ხელით კარისკენ უბიძგებდა.
გამოვიდა,მაგრამ რაღაც ნაწილი შიგნით დარჩა.არ ახსოვდა იმ წამს,რომ დედის მკვლელს ტიროდა.არც ის ახსოვდა როგორ გაუმწარა ბავშვობა მისმა უაზრო პირინციპებმა,სიჯიუტემ და ეგოიზმა.მიხვდა თურმე ყველაფრის პატიება შეუძლია ადამიანს,თუ დაინახავს გულწრფელ სინანულს.


ისევ ის შავი დღეები განმეორდა.ისევ ჩასასვენებელთან იჯდა მობუზული,ისევ ირეოდა ხალხი მის გარშემო.ვიღაც ამხნევებდა,ვიღაც კითხვებს უსვავდა,ვიღაც ეფერებოდა.მაგრამ მისი ფიქრები მამის აღსარებას დასტრიალებდა და პირველად იგრძნო,რომ ებრალებოდა.შეეცოდა იმ სინანულისთვის რასაც ბოლოს განიცდიდა,მაგრამ ვეღარ ასწორებდა.სწორედ ამან გამოიწვია გულის განმეორებითი შეტევა.

ისევ არ მოშორებია გვერდიდან ნინუცა,ნიკა.ყოველ საღამოს მოდიოდა ლუკა.უყურებდა გოგოს ფერმკრთალ სახეს ქანდაკებასავით რომ ქცეოდა და გაშეშებული მზერით იყურებოდა ერთ წერტილში.გული მოეწურა მის შემხედვარეს.
ასე პატარა და ამდენი ტრაგედია მის გარშემო.ძნელი იყო არ დაცემულიყო.

დაკრძალვის დღიდან ისევ დატოვა სახლი.არც ერთი წუთით აღარ გაჩერდა.ბევრი ეხვეწა ნინუცას ოჯახი ჩვენთან გადმოდიო,მაგრამ იცოდა არ იყო ბავშვი და საკუთარი ცხოვრებისთვის თავად უნდა მიეხედა.
დიდი გარდატეხა მოხდა მის ცხოვრებაში.რაც კი არ უსაუბრიათ ცხოვრებაში მას და მამას,ახლა ბოლო საუბრით ასწავლა ცხოვრებისეული გაკვეთილი.უფრო მეტად დარწმუნდა თმენას არაფერი კარგი არ მოაქვს,მაშინ როცა გამცირებენ და მიხვდა აღარავის მოუთმენდა იმ ვითომ ხუმრობით და სიყვარულით ნათქვამ სიტყვებს,გულს რომ სტკენდნენ.სანამ არ დაიცავდა საკუთარ უფლებებს და თავს ისე როგორც საჭირო იყო,არავინ დააფასებდა.
“რაც არ გვკლავს გვაძლიერებს”, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამ ფრაზის. ჭეშმარიტებაში.აღარ ჩაწოლილა საწოლში კვირები,როგორც დედაზე,არა იმიტომ რომ არ ეტკინა.უბრალოდ გააცნობიერა,რომ რასაც ვერ შეცვლიდა უბრალოდ უნდა მიეღო ფაქტი ფაქტად.სულ რამდენიმე დღე დარჩა სახლში.

მარტის მზიან დილას,მზის სხივები ჯიუტად შეიჭრნენ ფანჯარაში და თოვლივით თეთრ კანზე უკითხავად აელვარდნენ.თავადაც ღიმილით შეეგება მზის სხივს.თვალები მოიფშვნიტა და მსუბუქმა ღიმილმა გაუპო ბაგე.
გაზაფხული ხომ სიცოცხლის დაბადებასთან,სიახლესთან ასოცირდება.ანუკისთვისაც დადგა დრო,როცა გარდამტეხი აღმოჩნდა ეს გაზაფხული.
ალბათ ყველას ცხოვრებაში დგება გარდამტეხი წუთი,წამი რომელიც ჩვენში ყველაფერს ცვლის.


_ დილა მშვიდობის._ მიესალმა ნათიას და მსუბუქად მიეკრა მის გამოწვდილ ლოყას.
_ დილა მშვიდობისა ჩემო მშვენიერო. დღეს არ გელოდი._ უხერხულად მოატარა გოგოს თვალი.
_ ჰო,აქ ვარ._ ჩაიღიმა უემოციოდ და ახალ მაგიდას შეავლო თვალი.მის მზერას გაჰყვა ნათიას თვალები.
_ შენია. ლუკამ შეუკვეთა,ჩათვალა რომ ჩემთან კარგად იგრძნობდი თავს.
ესიამოვნა.ფრთხილად გადაატარა მაგიდის ზედაპირს თითები.ლამაზი ,სუფთა მაგიდა იყო.განიერი,ფართე უჯრებით.შემოუარა და დაჯდა.
_ ლამაზია.მადლობა ლუკას._ თქვა და უკანასკნელი დღეები გაახსენდა,არცერთი საღამო რომ არ დატოვა მარტო._ აქ არის?
თავი დაუქნია ნათიამ და ოფისის ნომერზე შემომავალ ზარს უპასუხა.
პირდაპირ შეაღო ლუკას კაბინეტის კარი.საქმიანად იჯდა,გადაშლილი საქაღალდის წინ და თან ტელეფონზე საუბრობდა.წარბები გახსნა გოგოს დანახვაზე და ხელით ანიშნა შემოდიო.
მორჩილად მიუჯდა მაგიდას და ლუკას წინ ჩამოჯდა.ცოტახანს უსმენდა მის საქმიან საუბარს.მოწონდა ასეთი,საქმიანი იმიჯით კაცი.სამსახურში,როცა საქმეზე საუბრობდა სულ სხვა იყო.ქალებთან ურთიერთობის დროს სულ სხვა,ბიჭებთან სხვა,მამასთან… თავი გვერდით გადახარა და ისე მიაპყრო მზერა.გაეღიმა მის მრავალსახეობაზე.შენიშნა კაცმა მისი ღიმილი და თავადაც ჩაეღიმა.საუბარი დაასრულა,ტელეფონი გათიშა და გვერდით გადადო.
_ როგორ ხარ?
_ მე კარგად.შენ? _ წარბები ოდანვშესამჩნევად აწია.გაუკვირდა მისგან ეს პასუხი.
_ გამოხვდი უკვე? შეძლებ?
_ კი,მირჩევნია.
თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.
_ მშვენიერი.იცი,ვიყიდეთ უკვე “ის” შენობა._ თავით ანიშნა._ შენმა პრეზენტაციამ მშვენივრად ჩაიარა,მამაშენის ამბებს დაემთხვა და ნიკამ გაგვაცნო ყველაფერი,თუმცა აღნიშნა,რომ შენი ნამუშევარი იყო.
_ ჰო,მესმის.მიხარია,რომ გამოვიდა.
_ კიდევ ბევრი გამოვა ერთად ანუკი,მჯერა._ გული გაუთბო კაცის ნათქვამმა.გრძნობდა რომ ვიღაცას ჰქონდა მისი იმედი,აძლევდა მოტივაციას და შანსს.არ აპირებდა ამ შანსის დაკარგავას ანუკი.
სრული ენთუზიაზმით ჩაერთო ახალ საქმეში.სამსახურში ყოფნის დროს თავით გადაეშვა საბუთებში.წერდა,შლიდა,თავიდან წერდა.პროექტებს აწყობდა.ნათია ცოტა გაოცებით უყურებდა გოგოს და ხვდებოდა ეს არანორმალური საქმიანი იმიჯი,ცოტა საშიშიც კი იყო.ხვდებოდა ეს სამსახურის ინტერესი არ იყო მხოლოდ,ეს რაღაცისგან გაქცევას უფრო ჰგავდა. ლუკას გაუზიარა მისი დარდიანი ფიქრები.
_ ჰო,ვხვდები,მაგრამ რა გავაკეთო,მუშაობა ავუკრძალო?
_ არა,მაგრამ,არც ეს არის ნორმალური,ოფისიდან ყველაზე ბოლო გადის,დილით უკვე აქ მხვდება.
_ ნათია, _ მშვიდი,დამყოლი ტემბრით დაიწყო._ ახლა იქნებ ასეც ჯობია მისთვის.რაღაც მაინც რომ აღმოაჩინა სადაც ბოლომდე დაიხარჯება,ნაკლებად დარჩება ფიქრისთვის დრო.
_ მაპტიე ლუკა,მაგრამ მგონია ეგოისტურად ფიქრობ.
ჩაეცინა.უსამართლო იყო ბრალდება,ვერანაირად ვერ მიიღებდა.
_ კარგი,არ გედავები. პრემიია გადავცეთ,გამოუწერე ამ თვეში,ან ხელფასის მომატება.
_ არ მგონია ესიამოვნოს.
_ აბა,სამსახურში ყოფნა დავუშალო ნათია? ეგ სწორი გეჩვენება?
_ არა.
_ მაშინ შენ შემომთავაზე.
_ კარგი ისევ პრემია იყოს და დანარჩენზე მე ვიზრუნებ._ უკან გატრიალდა,რომ ლუკას ხმამ შეაჩერა.
_ რა დანარჩენზე?
_ ყურადღების გადატანა ვიგულისხმე,სამსახურის ნაცვლად რაიმე სხვა.
_ კარგი.
იმ დღიდან ლუკაც შეიცვალა.მეტ ყურადღებას უთმობდა სამსახურის შემდგომ დარჩენილ გოგოს.მასთან ერთად განიხილავდა პროექტებს.ერთად აწყობდნენ გეგმებს.მოწონდა მისი მიდგომები,სხარტი აზროვნება,გამოსავალს უცბად პოულობდა ყველანაირ ჩიხში შესული.
იმდენ დროს ატარებდნენ ერთად გრძნობდა ლუკა როგორ ეჩვეოდა ქალს.იმასაც გრძნობდა,როცა საქმეს ამთავრებდნენ,მაინც როგორ ცდილობდა რაიმეს გამოძებნას,რომ უფრო მეტი დრო გაეტარებინათ ერთად.ხან შიმშილს მოიმიზეებდა და სამსახურის შემდგომ ერთად გადიოდნენ სავახშმოდ.ხვდებოდა ლუკა რომ ანუკი გულის იმ სიმებს ეხებოდა,რასაც აქამდე ვერავინ ვერ მისწვდა.


ჰაერში გაზაფხულის თბილი სურნელი ტრიალებდა.ხეებს დახეთქვაზე ჰქონდათ გადაბერილი კვირტები და თავბრუდამხვევი სურნელი დატრიალდებოდა ჰაერში.
თბილი საღამო იდგა.ისეთი სახლში წასვლა,რომ არ გინდა და უსასრულო ხეტიალის სურვილს გიჩენს ქუჩებში.
სამუშაო საათების შემდგომ,ისევ დარჩა.ლუკასაც არ გამოპარვია ეს ფაქტი.კაბინეტში შეაკითხა.
_ დღეს,რომ შეეშვა ამ ქაღალდებს არა? წამოდი,საქმე მაქვს.
_ და რა საქმე?_ უკვე შეთამამებულს,წინააღმდეგობისა და საპირისპირო აზრის დაფიქსირება
არ ერიდებოდა.
_ მორჩილება,მოთმინება,დუმილი კონტრაქტში არ ეწერა ეს სამი პუნქტი შენთან?_ ჩაიცინა ლუკამ.
_ არა,გამოგრჩათ,ჩემთან._ ნიშნის მოგებით აზიდა წარბები ანუკიმ.
_ იურისტებს ვეტყვი ჩაამატონ._ გაუცინა გოგოს._კაი,ახლა კი წამოდი.
_ სად მეპატიჟები?
_ რაღაც უნდა გაჩვენო.
მხიარულად გაუყვნენ დერეფანს.თბილად ეხვეოდა ლუკას ხელი მის ზურგს.იცინოდნენ,როცა სოსოს ორი წყვილი თვალი აკვირდებოდა.უკმაყოფილოდ გადააქნია თავი კაცმა და ტელეფონი მოიმარჯვა.

ისე მოიტოვეს თბილისი უკან.ისევ ნაცნობი გზები და მთები გადაიშალა თვალწინ.ეჭვიანი მზერა შეავლო ანუკიმ.
_ ჩემს პროექტს უნდა დავხედოთ?
_ მოითმინე._ ეშმაკურად ჩაეცინა.
_ კაი რა,მითხარი._ ზუსტად იმ ადგილს უახლოვდებოდნენ,სადაც პირველად და უკანასკნელად აკოცა ლუკამ.სხეულში უჩვეულო დაჭიმულობა იგრძნო.ფარულად გააპარა თვალი იმ მხარეს.არ გამოპარვია მისი მზერა კაცს.
_ ტკბილი მოგონებები? _ მაშინვე იგრძნო როგორ აეწვა ლოყები.
_ არც ისე.
_ ჰოო? ხომ არ გავიმეოროთ? არადა ყველას ტკბილად ამახსოვრდება ხოლმე.
_ მაინც ვინ ყველას?
_ ვერ ჩამოვთვლი,უხერხულია.
_ საძაგელო.
მანქანა იმ შენობის მოპირდაპირედ გააჩერა,რომელიც შეიძინეს და ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.რამდენიმე მუშა ტრიალებდა ირგვლივ,როგორც ჩანს სამუშაო დღე დასრულებულიყო.
_ ლუკა,ამ წინა ფასადს ხურავთ,ღია კაფეს არ ტოვებ?_ გაუკვირდა როცა შუშები შენიშნა.
_ რადგან ზამთრის კურორტადაც მოიაზრება,არქიტექტორმა გვირჩია დაგვეხურა.რა,არ მოგწონს?
_ არა._ დაუფარავად თქვა სათქმელი.
_ რატომ? _ ცოტა გაუკვირდა ანუკისგან მსგავსი პირდაპირობა.
_ და ზაფხულში? ზაფხულში ამ ჰაერს თუ არ ჩაისუნთქავ,ამ ბუნებას თუ პირისპირ არ ჩახედავ თვალებში… არა,არ მესმის.მაშ,რისთვის ვერიდებით ქალაქს თუ ისევ ვაკუუმში უნდა ვიჯდეთ?
_ ჰო,მაგ მხრივ მართალი ხარ.
_ შეცვალე რაა._ ვედრებასავით ამოუშვა.
_ კარგი.შევეკითხები რა შეიძლება გაკეთდეს ახლა.
_ ძველი იერსახეც არ წაართვა შენობას.
_ რა პრეტენზიული ხარ._ სევდა მორეულ თვალებში ჩახედა და მთიდან მონაბერი სიო რომ თმას უწეწავდა ყურს უკან გადაუწია.ნელა ჩამოუსრიალა ხელი მოშიშვლებულ ყელზე.ჟრუანტელმა დაუარა ანუკის.თვალებში წამიერად სხივი გაკრთა,რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენია ლუკას.ფრთხილად ჩაეღიმა.მსუბუქად მიიზიდა გოგოს სხეული ახლოს და შუბლზე აკოცა.წინ დაიყენა,წელზე ხელი შეუსრიალა და მკერდზე აიკრა.ერთად გახედეს შენობას.
_ ანუ,ფიქრობ,რომ მოვშალოთ ეს შუშის კედელი და ღია ვერანდა გავაკეთოთ?
უხმოდ დაუქნია თავი.იცოდა ახლა ხმას თუ ამოიღებდა საკუთარი ხმა გაყიდიდა.
შენობის წინ კაფე იყო.იქ დასხდნენ.
თვალი მოავლო გარემოს კიდევ ერთხელ ანუკიმ.
_ შენი მომავალი სასტუმროდან ჯობია ხედი,თუ მოშლი მაგ შუშებს.
_ ტყუილად არ ვიძახი რომ ჯიუტი ხარ.რაღაცას რომ აიჩემებ მორჩა.
ყურადღება არ მიაქცია ბიჭის ნათქვამს და გააგრძელა.
_ ამ სასტუმროს კი იმ სახლის ხედი მირჩევნია,იქ მდინარესთან,ტყის პირზე.
ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო ბაგე ლუკას.ახლა მან არ თქვა არაფერი.
მომავალ პროექტზე და გეგმებზე ისაუბრეს.
_ კიდევ რას შეცვლიდი?_ ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და გამომწვევად შეხედა,ღიმილ მორეულმა
_ აქ?.. მეტს არაფერს._ სევდანარევმა ღიმილმა გაუპო ბაგე.
_ აბა,სად?
_ ჩემს ცხოვრებას._ თითქოს იპოვა ძალა და პირველად აღიარა სხვასთან თავისი პრობლემა.ნინუცას გარდა,არავისთან არ უსაუბრია ღიად ამ საკითხზე.ახლა კი,ახლა ისე მოაწვა წამიერად სევდა.ვერ შეძლო და ვერ დაიტია.
_ რას შეცვლიდი? _ მშვიდი ხმა ჰქონდა,სადაც თანაგრძნობაც ჩანდა.
_ ძალიან ცუდს რამეს ვიტყვი,მაგრამ ალბათ მშობლებს._ ეუხერხულა ეს აღიარება და თავი დახარა,თვალი აარიდა.
_ მესმის._ მის ხელს შეეხო ნაზად,მაგიდის ზედაპირზე დადებულს._ როგორ წარმოგიდგენია ის სხვა მშობელი? რას იგრძნობდი?
გაუაზრებლად დაყურებდა ლუკას ხელს,რომელსაც თავისი ხელი მოექცია მუჭში და ნაზად ეფერებოდა ცერით.
_ ალბათ სიმშვიდეს._ იმდენად სწრაფად და დაუფიქრებლად წარმოთქვა,სხეულში სიცივე იგრძნო ლუკამ,მიუხედავად მამასთან კონფლიქტისა.სიმშვიდე,სიყვარული და პატივისცემა სულ იყო მათ ოჯახში.
_ მესმის,რატომაც ამბობ ამას ანუკი,ძალიან მძიმეა იმის შეგრძნება,რომ ვისგანაც ყველაზე მეტად ელოდი თანადგომას,მხარდაჭერას ვერ გახდნენ შენი საყრდენი ძალა. არ ვიცი ამ მოცემულობას,რამდენად შეიძლება ვუწოდოთ სამწუხარო ან საბედნიერო,თუმცა ჩვენ არ ვირჩევთ იმ ადამიანებს,ვისი მეშვეობითაც ამ ქვეყანად მოვევლინებით.მაგრამ ახლა,როცა შენ გაიზარდე გაქვს ძალა,რომ გახდე საკუთარი თავისთვის ის მშობელი,რომელიც ყოველთვის გჭირდებოდა.
_ მე არ ვიცი რა არის კარგი მშობელი…
იგრძნო როგორ მოუჭირა თითები ლუკამ.
_ რა გაკლდა მათგან,რა არის ის ყველაზე მთავარი რაც შენში პატარა ანუკის აკლდა?
_ ნაწილობრივ სიყვარული,არასდროს მამა არ ავლენდა,მხოლოდ ბოლოს სიკვდილის წინ ვიგრძენი მაშინ,როცა უკვე ბოდიშის მოხდის მეტი არაფერი აღარ იყო სათქმელი და ისიც ვეღარაფერს შეცვლიდა.
_ აწმყოზე იფიქრე ანუკი,წარსულში ვეღარაფერს შეცვლი.წარსულს მხოლოდ მაგალითისთვის გამოიყენებ და გეცოდინება როგორი მშობელი არ უნდა იყო შენ მომავალში.ნუ გაატარებ დღევანდელ დღეს წარსულზე ტირილში,ამით დაკარგავ აწმყოს და წაართმევ საკუთარ თავს მომავალის გამოსწორების შანსს.რაც მალე გაიაზრებ, მით მეტი ბედნიერი დღის შესაძლებლობას მისცემ შენს თავს დამიჯერე.აპატიე ორივეს,თუ რამ გულში დაგრჩა უპატიებელი,სანამ არ აპატიებ ისევ შენ დაგტანჯავს ეგ გრძნობა და მოსვენებას არ მოგცემს.
_ ვცდილობ… ვცდილობ,მაგრამ ხან ვერ ვპოულობ საკუთარ თავში ძალას.მინდა შევცვალო ჩემი ფიქრები,ხედვები,მაგრამ ხან მგონია რომ ვერ მოვერევი საკუთარ თავს.
_ ერევი და თან როგორ._ გაუღიმა და ახლა ლოყაზე ჩამოუსვა გრძელი თითები._ ის რომ ამაზე საუბრობ ხმამაღლა და აღიარებ,ეს უკვე ნიშანია იმის,რომ იწყებ ცვლილებებს.ნუ გგონია საკუთარი თავი უსუსური,შენში იცი რამხელა ძალას და ნებისყოფას ვხედავ.
_ მართლა? _ ბავშვივით თვალებში შეანათა თაფლისფერი თვალები.
_ მართლა._ ჩაეცინა მის ბავშვურობაზე,რომელიც ამდენი პრობლემის მიუხედავად არ დაეკარგა.

ყოველდღიური ბრძოლები დაიწყო საკუთარ თავთან.ყველაზე მთავარი გარდამტეხი მოვლენები მართალია წარსულში მოიტოვა,რამაც დაანახა,რომ ოჯახი წმინდა და ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო წყვილისთვის და რომ პატივისცემა უპირველეს ყოვლისა.ლუკას ნათქვამში იყო სიმართლე.თავს დატხილი ყველა უბედურება,მშობლების ისტორია,მათი ურთიერთობა,ყველაფერი გამოეყენებინა სამაგალითოდ.სამაგალითოდ როგორი არ უნდა ყოფილიყო თავად,როგორ არ უნდა წარემართა ურთიერთობები,მაგრამ… იყო ერთი მაგრამ,ნუთუ შეძლებდა გამკლავებას მასში ჩვევად და ხასიათად ქცეულს დაპირისპირებოდა?! მაგრამ აქაც ლუკას სიტყვები შეეშველა, რადგან ვხედავ პრობლემას,რადგან მინდა მისი აღმოფხვრა,ეს უკვე ერთი ნაბიჯია წინ გადადგმული.
_ შევძლებ,ყველაფერს შევძლებ._ ამხნევებდა საკუთარ თავს.
ამხნევებდე საკუთარ თავს,ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია,მაგრამ როცა ქმედებაშიც ავლენ,ეს საკუთარ თავზე გამარჯვებაა.

ლუკა მუდმივად ცდილობდა ანუკის განწყობის გაუმჯობესებას.პატარა მიზეზიც კმაროდა მისთვის დაევლო ხელი გოგონასთვის და ერთად წასულიყვნენ ობიექტზე,სავახშმოდ.სულ უფრო ირღვეოდა მათ შორის ოფიციალური კავშირი.ამას ორივე გრძნობდა.ანუკი არ იმჩნევდა ჯიუტად,თუმცა გულში გახლართულ სიმების სიმყარეს ნელ-ნელა სუსტდებოდა.ლუკა ცდილობდა გოგონას “გატეხვას”,მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა ჯერ კიდევ ანუკი.
საღმოს ნელიმ დაუძახა ანუკის.ხინკლის მოხვევას ვაპირებ,ნიკუშამ მთხოვა და მოდი მოსახმარებლადო.
ცომს აბრტყელებდა ანუკი და ნელი ხინკალს ახვევდა ნიკამ და ნინუცამ რომ შემოაღეს კარები.
_ ოჰ,_თვალები გაუფართოვდა და წარბები აჭიმა ანუკიმ.სანაცვლოდ ნინუცამ დაუძაბა მზერა და ანიშნა გაჩუმებულიყო.
_ რა იყო,რა თვალები დამიჭყიტე დედაჩემივით?_ ჩაიცინა და გვერდში ხელი გაკრა ნინუცამ.
_ რაღაცა ბოლო დროს ძალიან “დამეგობრდით” თქვენ._ კბილი გაკრა.
_ ხომ იცი რა კონტაქტური ვარ._ გაბრტყელებულ ცომის ფირფიტას დასწვდა და ხინკლის შეხვევა დაიწყო.
_ ვაა,ყოჩაღ,რა ლამაზია._ ტუჩები დაბრიცა გაოცებისგან ნიკამ._ ნელიკო,ნახე რა ხინკლის მოხვევა სცოდნია ნინიკელას.
_ მე რას მეუბნები ბებია მერე?! ხინკალი შენ გიყვარს და თუ ქალსაც მიაგენი ხინკლის მოხვევა ვინც იცის,მეტი რაღა დაგვრჩენია?!
_ გაიგე ნინიკელა? რომ დაგტოვოთ წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
_ და რომ ვერ მომეხვია ლამაზი რა,აღარ დამიტოვებდი?
_ მე ესთეტიურობას დიდ ყურადღებას ვუთმობ,მაპატიე,მაგრამ…_ ხელები გაშალა ნიკამ.
_ სხვათაშორის მეც, _ თქვა და ფქვილიანი ხელი სახეზე ჩამოუსვა._ მიდი შენც მოახვიე,ერთი მაინტერესებს რისი გამკეთებელი ხარ.
_ მე ხინკალს ვერ,უფრო გოგოებს ვახვევ.
ანუკიმ გადაიკისკისა.ნინუცამ ცომიანი ხელი აუქნია.
_ ვიღაც გაიშარება,ეჭვი მაქვს._ თვალი ჩაუკრა ნიკას ანუკიმ.
_ მომავალში ნუ ესაუბრები,უკვე გაშარულია._ დაუბღვირა ნინუცამ და ხინკლის მოხვევა გააგრძელა.

ჰაერში უკვე ტრიალებდა ხვატი,რომელიც ცხელ ზაფხულს უქადდა მოქალაქეებს.
_ დილიდან საშინელი სიცხეა._ ნათიამ კაბინეტის კარი შეაღო და იქვე მჯდარ ანუკის ხელი მოსალმების ნიშნად დაუქნია.კონდენციონერიდან მონაბერ გრილ ჰაერს მიუშვირა სახე._ კიდევ კარგი აქ მაინც გრილა.როგორ ხარ შენ?
_ მე კარგად,შენ სახეზე გეტყობა,აღარ გკითხავ._ ფეხზე წამოდგა,ყავის ჭიქა შეათამაშა._ დალევ?
_ რა ლამაზი ხარ._ ღიმილით აათვალიერა გოგო,რომელსაც რძისფერი შორტი ეცვა,ღია ვარდისფერი მაისური და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი._ დავლევ კი.
_ მადლობა.დღეს ხომ ნიკუშას იუბილეა,_ ნათიას შეცვლილ სახეზე მიხვდა აღარ ახსოვდა.საღამოს ყველა თანამშრომელი ქალაქგარეთ ნაქირავებ კოტეჯში იყო მიწვეული._ დაგავიწყდა ხომ?
_ აუ,კიი.სულ გამომაშტერა ამ სიცხემ რა,არაუშავს ადრე გავალ დღეს და მოვასწრებ.აქედან გავდივართ პირდაპირ ხომ?
_ ხო,რავიცი,გუშინ მასე თქვეს.
_ გამარჯობა.ანუკი,ჩემთან შემოდი._ ღია კარში ლუკამ შემოყო თავი.ანუკის დანახვაზე ოდნავ მზერა შეეცვალა.
_ ახლავე._ ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა.
_ მიდი,ამას მე გავაკეთებ._ ყავაზე ანიშნა_ ლუკასაც ენდომება ალბათ,გავუკეთებ.
ქუსლების კაკუნით გაუყვა დერეფანს.პირველად იყო გაპრანჭული სამსახურში.კარის შეღებისთანავე ლუკას მზერას წააწყდა,რომელმაც ხმაზე გამოიხედა.მაგიდის ტილო ეკავა და მაგიდას აპრიალებდა.
_ მომეცი,მე ვიზამ._ ხელი ტილოს წაატანა,მაგრამ ლუკამ არ გაუშვა.
_ ეს შენი საქმე აღარაა,მე თვითონ.
_ მერე რაა,მეგობრები ხომ ვართ?
_ მეგობრები?_ ჩაეცინა._ კაი იყოს მასე.
_ რა არ ვართ?
ლუკამ ტილო მაგიდაზე დატოვა.ანუკის მიუახლოვდა,ისე რომ მათ შორის სივრცე მინიმუმამდე შეამცირა.
_ მე ლამაზ გოგონებთან ვერ ვმეგობრობ._ ჩაეცინა და ლოყაზე ჩამოშლილი თმა გადაუწია.
_ და მე რა შუაში ვარ?_ გაეკეკლუცა ანუკი,რომელიც ბოლო დროს უჩვეულოდ თავისუფლად იყო ლუკასთან.
_ ის,რომ შენ უბრალოდ ლამაზი კი არა,ძალიან ლამაზი ხარ.
თვალები დააწვრილა გოგომ.
_ მორჩი.
_ არა._ ჯიუტად უპასუხა._ მგონი იძულებულს გამხდი დრესკოდი დავაწესო სამსახურში. _ მზერა ისეთი გამჭოლი ჰქონდა.თავიდან ფეხებამდე აათვალიერა.
_ დღეს სულ სხვა ხარ,რაღაცნაირი… ქალური._ ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი ჩამოატარა.
კარი რომ გაიღო,ანუკი ლუკას მაგიდას მიყრდნობილი იყო,ლუკა კი მის წინ იდგა,ხელით სახეზე ეხებოდა.
_ უკაცრავად._ ამ სცენას როგორც ჩანს არ ელოდა ნათია,თუმცა არ შეიმჩნია._ ყავა მოგიტანეთ.
ოდნავ მოშორდა ანუკის.
_ მადლობა ნათია.
_ უხერხულ მდგომარეობაში მაყენებ._ როგორც კი კარს უკან გაუჩინარდა ნათია.გააგრძელა ანუკიმ.
_ ჰოო? რატომ? _ ფინჯანი აიღო და ყავა მოსვა ლუკამ.
_ ახლა არ იგრძენი თავი უხერხულად?
ლუკამ ჯიუტად გააქნია თავი და თან მაცდურად უღიმოდა.
_ კარგი რაა.
_ რა კარგი?
_ ვერ ვხვდები ხანდახან რატომ იცვლები?
_ რას გულისხმობ?
_ კარგად ხვდები.
_ ვერ ვხვდები._ იღიმოდა ლუკა.
_ ლუკა,გიჩივლებ._ გაიცინა ანუკიმ.
_ ოჰო,ეს უკვე მომწონს.
_ არ მგონია პროცესი სასიამოვნო აღმოჩნდეს.
_ ვინ გითხრა? მე უკვე მომწონს პროცესი. ნახე როგორ გაიზარდე? ადრე გაწითლდებოდი,თავს დახრიდი…ახლა არც წითლდები,არც თავს ხრი,აქეთ მემუქრები,მაგრად გაკაპასდი ხო იცი?_ ცხვირზე საყვარლად ჩამოკრა საჩვენებელი თითი.
ანუკის სიცილი აუტყდა.
_ ნუ მიწვევ,თორემ მართლა გავკაპასდები.
_ არა,ეს შენ მიწვევ._ ისევ მიუახლოვდა და წელზე ხელი შემოხვია.
_ მე? რანაირად? ნუ მაბრალებ ახლა._ მის მკლავებს თავისი თითები შემოაჭდო ანუკიმ.
_ აი,თუნდაც ამ ბლუზით._ ოთხკუთხა დეკოლტეზე თვალით მიანიშნა.
_ ლუკაა,გრცხვენოდეს._ ხელები შეაშვებინა და თემა შეცვალა._ რატომ დამიძახე?
_ ორ დღეში ბათუმში გვიწევს წასვლა.ახლი პროექტია.
_ მეც?_ მხოლოდ თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად.
_ ლუკა,ნიკა რომ …
_ არა,მე შენ მჭირდები._ მიუხვდა სათქმელს.
_ ბოლო დროს სულ მე მაძლევ ახალ პროექტებს,უსამართლობაა ნიკასთან.
_ ნიკა იმაზე დიდ პროექტზე მუშაობს ვიდრე შენებია,ამ პატარებს კი შენ გითმობს,ნუ ღელავ შენ კეთილო ფერია._ გაუცინა და ყავა მოსვა.
_ დღეს ნიკას დაბადების დღეზე მოდიხარ?_ მაინც ვერ მოითმინა და ჰკითხა.
_ არ ვიცი,ჩემი დის შვილის დაბადების დღეც არის დღეს.საჩუქარიც საყიდელი მაქვს,ვინმე ღვთისნიერი თუ დამეხმარება,იქნებ მოგვიანებით შევუერთდე ნიკას დღეობას._ წარბები აათამაშა.კარგად მიუხვდა ანუკი ირიბ დახმარების თხოვნას,თუმცა არ გატყდა.
_ კარგი.ბედნიერ დღეს გისურვებ._ თავის ფინჯანს ხელი მოჰკიდა და დემონსტრაციულად მიტრიალდა კარისკენ.ლუკამ მაჯაში ჩაავლო ხელი და მისკენ მოაბრუნა,ფინჯანი ლამბაქიდან გადაბრუნდა და დარჩენილი სითხე ზეგ გადაესხა ანუკის.
_ ყოჩაღ ლუკა._ რაც შეეძლო მკაცრად უთხრა და ღიმილი დაფარა.
_ ბავშვობიდან მოხერხებული ვარ._ ჩვეული იუმორით იხსნა თავი._ მგონი,ვიღაცას ახალი სამოსი სჭირდება,მეც გასვლას ვაპირებდი საჩუქრისთვის და თუ გინდა გაგიყოლებ.
ღიმილს გაჭირვებით იკავებდა ანუკი.
_ ძალიან ცუდი უფროსი ხარ,აი ძალიან.
_ შენ კიდე ენატლიკინა თანამშრომელი.

***

_ ყველა მე მიყურებს,ამხელა გოგო ამ მოთუთხნული ტანსაცმლით რომ დაგყვები._ ბუზღუნებდა ანუკი.
_ იმიტომ გიყურებენ,რომ მაგ მოთუთხნულ ტანსაცმელშიც კი ძალიან ლამაზი ხარ.
_ ო,ლუკა._ უკმაყოფილოდ აიქნია ხელი და იქვე მანეკენზე გადაცმულ კაბას შეავლო ხელი.უცებ მოძებნა იარლიყი,სადაც ფასი გადაამოწმა.ეძვირა,მაინც ჰქონდა შემორჩენილი ძველი ჩვევები.რამდენიმე წამს უყურებდა კიდევ.
_ მოგიხდება. _ ყურთან ახლოს უჩურჩულა კაცმა.
_ არ ვიცი._ სხვა ვერაფერი მოიფიქრა.
მკლავში ჩაკიდა ხელი ლუკამ და მაღაზიაში იძულებით შეიყვანა.
იდეალურად იმეორებდა ანუკის ლამაზ სხეულს კაბის ქსოვილი.მკერდთან ისეთი იყო,როგორიც გოგოს უყვარდა - ღრმა დეკოლტე.სიგრძეც იდეალურად აჩენდა მის სწორ და ლამაზ ფეხებს.
_ ვყიდულობთ._ გასცა განკარგულება ლუკამ.
_ ლუკა,იქნებ მადროვო._ მიხვდა ფასის გამო იკავებდა თავს.
კონსულტანტი შემობრუნდა და კითხვის ნიშნით სავსე მზერა შეაგება ლუკას.
_ ვყიდულობთ._ გარკვევით და ხაზგასმით წარმოთქვა.ანუკიმ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
_ წეღან დრესკოდზე საუბრობდი და ამ კაბით სამსახურში როგორ წარმოგიდგენივარ,ასე დავბრუნდე?_ ნიშნის მოგებით შეხედა კაცს.
_ ვინ თქვა რომ სამსახურში ვბრუნდებით მერე? _ ანუკის აზიდულ წარბებს ყურადღება არ მიაქცია._ ვაცდენთ სამსახურს,თუ გვინდა,რომ დროულად მივიდეთ ნიკოლოზის იუბილეზე.ახლა საჩუქარი ამარჩევინე ბავშვისთვის.
რა თქმა უნდა თავად გადაიხადა და ამით ანუკის უკმაყოფილება დაიმსახურა.
_ უბრალოდ მადლობა თქვი და მორჩი ჯუჯღუნს ანუკი,ძალიან გიხდება.
დასვრილი სამოსი მუყაოს პარკში ჩადეს. ხელში ეკავა ანუკის,რომ მოუქნია ლუკას და მსუბუქად მიარტყა ზურგზე.
_ მადლობა._ ოდნავ კიდევ თითისწვერებზე აიწია,მიუხედავად იმისა რომ მაღლებზე ეცვა,გაუთანასწორდა ბიჭს და ლოყაზე აკოცა.
_ ო,რა კარგი მადლობის გადახდა გცოდნია,წამო კიდევ რამე ვიყიდოთ._ ხელი მოხვია გოგოს მხარზე.
_ ოხ,ლუკა._ თვალები აატრიალა და წინ წავიდა ქუსლების კაკუნით.
თბილი მზერა გააყოლა გოგოს.


შუადღეს ნენეს კართან იდგნენ ანუკი და ლუკა.უკვე მერამდენედ აკაკუნებდა კარზე.
_ სად წავიდა ეს გოგო?_ უკმაყოფილოდ ამოიბუზღუნა ლუკამ რომ კარიც გაიღო და ნენე გამოჩნდა.ძმის დანახვაზე სახე გაუნათდა,თუმცა მის გვერდით მდგომ ანუკის დანახვაზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
_ მობრძანდით,ვაძინებდი და გვიან მაგიტომ გამოვედი.
_ აუ,კაი რაა.გააღვიძე,უთხარი ძია მოვიდაო.
_ ვერ ხარ შენ,ძლივს დავაძინე.ნენე_ ხელი გაუწოდა ანუკის._ ეს ხომ ვერ მოიფიქრებს.
ანუკის გაეცინა.
_ ანუკი.
_ ანდრო არ არის?
_ მარკეტში გავიდა,მოვა მალე.საღამოს გელოდებოდი.
_ თანამშრომლის დაბადების დღეზე მივდივართ და ამიტომ…
_ კაი,ტორტს ვერ შემოგთავაზებთ,ჯერ სანის არ ჩაუქრია სანთლები და ნამცხვრებზე დაგპატიჟებთ.
_ კარგი გოგო ხარ.ტორტი ხვალისთვის შეგვინახე._ თვალი ჩაუკრა ანუკის.
_ ერთად მუშაობთ?_ ინტერესით იკითხა ნენემ.
_ კი.
_ ხედავ,ვეღარ ცნობ თანამშრომლებს.როდის უნდა დაბრუნდე?
_ იცი შენ მაგის პასუხი და მორჩი ახლა,ნერვებს ნუ მომიშლი.
_ ნენე,ჩვენს კომპანიაში მუშაობდა,არქიტექტორია.სხვათაშორის შენი პირველი პროექტი ძალიან მოეწონა ნენეს.
_ მართლა?
_ უი,შენია ის პროექტი მთაში? მაგარი გოგო ხარ.ისე მომეწონა ღია ვერანდის აზრი.
_ მადლობა.მე არქიტექტურა არ მეხება,უბრალოდ მასე დავინახე ეგ პროექტი და…
_ მერე იდეალურია,ძალიან კარგი რჩევა მიეცი და ამანაც,რომ დაგიჯერა კი მიკვირს._ თავით ლუკაზე ანიშნა.
_ აბა,აბაა,ახლა ნუ გაუშვი შენებურები._ თმა მოუჩეჩა ნენეს._ახლა ბათუმის პროექტს აიღებს ანუკი,ორ დღეში წავალთ.
ნენეს ჭინკები აუთამაშდნენ თვალებში.პირველად იყო ლუკამ მასთან სახლში გოგო რომ მოიყვანა.ეჭვები აუფუთფუთდნენ გონებაში.ანდროც შემოუერთდათ.ნენემ ყავა მასაც შესთავაზა და თანხმობა რომ მიიღო,სამზარეულოში გავიდა.თან ნანახს აფასებდა გონებაში და კმაყოფილებისგან ეღიმებოდა.
_ რა თვითკმაყოფილი იღიმები?_ უკნიდან ანდროს ხელები იგრძნო,წელზე რომ შემოხვია ძლიერად და მკერდზე აიკრა.
_ უჩვეულოს ვერაფერს ამჩნევ?_ ღიმილით უჩურჩულა ქმარს.
_ ჰოო? _ ეშმაკურად ჩაიცინა ანდრომ._ მეგონა მეჩვენებოდა.
_ ჩუუ,არ გაიგოს._ აკისკისდა ნენე და ხელებში დაუტრიალდა ქმარს,პირისპირ დაუდგა და თვალებში ჩახედა._ არ,მჯერა.ძლივს ვიღაც არსებობს.
_ და ვინაა?
_ ოფისში მასთან მუშაობს.
_ ვა,ვაა რა სიახლები გვქონია ოჯახში._ ჩაიცინა ანდრომ.
_ გადი,მიდი,ნუ დატოვე მარტო უხერხულია.
_ რაა უხერხული,პირიქით._ ყურებამდე გაიღიმა და ცოლს ყელთან ვნებიანი კოცნა დაუტოვა.

იმ დროს დატოვეს ჯოხაძეების ბინა,როცა უკვე პატარა სანისაც ეღვიძა.ბიძასთან თამაშით გული იჯერა,პარალელურად ანუკის ეპრანჭებოდა.
_ კიდე მოქვალ?
_ აბა რას ვიზამ.გინდა დინო პარკში გავისეირნოთ? ნე,გყავდათ სანი დინო პარკში?
_ არა ჯერ,ვერ მოვახერხეთ.
_ ხოდა ძიკუ,ეს დღეები არ მცალია,მაგრამ გპირდები უახლოეს დღეებში გამოგივლი და წავიდეთ,კაი?_ გაშლილი ხელი გაუწოდა,სიტყვის შესრულების ნიშნად.სანიმაც უმალ ჩაურტყა მარჯვენა.
_ კაი და ის?_ კარგად მიხვდა “ის” ვინ იყო,მაგრამ დააკონკრეტებინა.
_ ვინ “ის” სან?
_ ანუტი. _ არცერთი სიტყვა და ქცევა არ გამოპარვია “ანუტის”,გაღიმებული ადევნებდა თვალს ბიძა-დისშვილის დიალოგს.
_ ანუტიც წამოვა ძი,შენ ეს დიდი ხომ არ გგონია ესეც პატარაა შენსავით._ გაიცინა ლუკამ და ლოყები სასაცილოდ გაუწელა ბავშვს.

კარი როგორც კი დახურეს,ნენემ მააინვე ყიჟინა მორთო.ანდრომ პირზე ააფარა ხელი.
_ ჩუმად გოგო,კიბეც არ ექნებათ ჩავლილი._ ეცინებოდა ცოლის სიგიჟეზე.
_ აუ,რა კარგი გოგო ჩანს.შენც ხომ მოგეწონა სან?
_ ვინ?
_ ანუკი.
_ კი.ვინაა ანუტი?
_ ძიას შეყვარებული.
_ გაჩუმდი გოგო,არაფერი მსგავსი არ უთქვამს ლუკას._ თვალები დაუჭყიტა ანდრომ._ შენნაირები იგონებენ ჭორებს ესეიგი.
_ შეკალული რაა დედიკო?
_ აი,ბიჭს რომ გოგო უყვარს.
_ ანუტის?
_ ვახ,ჩემი გიჟები ხართ._ თმებზე ხელი გადაისვა სიცილით ანდრომ და ტელევიზორის წინ გადაინაცვლა.
_ ვაიმე,რა კაი ხასიათზე დავდექი._ აჟიტირებული დადიოდა ნენე.


თბილისი უკან მოიტოვეს და მცხეთისკენ აიღეს გეზი.მზე ისევ უხვად აფრქვევდა ოქროსფრად აელვარებულ სხივებს.
_ ძალიან საყვარელია ნენე._ რბილი ხმა ჰქონდა ანუკის.
_ ჰო._ ესიამოვნა დის ქება.თვალი ოდნავ გააპარა ანუკისკენ._ იცი,რაღაცით გავხართ ერთმანეთს.
_ მართლა? მაგალითად…_ ნახევრად მისკენ შემოტრიალდა.
_ მაგალითად იმით,რომ ორივე ძალიან ლამაზები ხართ,_ ორივეს ერთდროულად გაეცინათ._ საშინლად ჯიუტები და ამავედროს რაღაცნაირი ბავშვურები.
_ შენ როგორი ხარ? სხვის დახასიათებაში რომ ხარ ძლიერი._ ვითომ გაუწყრა.
_ მე მომხიბვლელი,ჭკვიანი,კეთილგონიერი.
სალონში ანუკის ხმამაღალი კისკისის ხმა გაისმა.
_ როგორი თავმდაბალი ხარ,ღმერთო.
ტელეფონის ხმა გაისმა ნინუცა რეკავდა.
_ რას შვრები ანუკი? სად ხარ?
_ მე და ლუკა გზაში ვართ.
_ კაი,ჩვენ ადგილზე ვართ გელოდებით.ყველა მოსულია.


ეზოს შესასვლელთან დააპარკინგა მანქანა.ანუკი ლუკას დაელოდა და ერთად გაუყვნენ ქვაფენილს კოტეჯისკენ.თითქმის ყველა თანამშრომელი იყო.ზოგიერთი აუზთან იჯდა. ბიკინებში გამოწყობილები და მზის ჩამავალ სხივებს ეფიცხებოდნენ.რამდენიმემ შემოსული წყვილი ფარულად შეათვალიერა,ზოგმა ერთმანეთს გადაუჩურჩულა.ნათია მომღიმარი სახით უყურებდა მომავალ წყვილს.არასდროს არ დასცდენია ანუკის ლუკაზე არაფერი,მაგრამ ნათიაც ამჩნევდა ბოლო დროს მათ შორის გაჩენილ სიახლოვეს.დღესაც ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან,მერე მთელი დღე დაიკარგნენ და ახლა ისევ ერთად მოვიდნენ.
_ რაო ნათი? _ მხარი გაკრა,მოკლე კაბაში გამოწყობილმა ნინუცამ,ლამაზად რომ მოუჩანდა გრძელი ოქროსფრად შეფერილი ფეხები.როგორც ჩანს მას და ნიკას ლუქი ერთმანეთისთვის შეეთანხმებინათ.ერთ ფერში იყვნენ გამოწყობილები.
_ ამათ შორის რამე ხდება?_ მომღიმარმა იკითხა ნათიამ,ისე რომ წყვილისთვის თვალი არ მოუშორებია.
_ ვეჭვობ,რომ კი,თუმცა ან თავადაც არ იციან ან არ აღიარებენ._ მხიარული ღიმილი დასთამაშებდა ნინუცას.
რამდენიმე თანამშრომელი ბიჭი ერთად იდგა ეზოში,ლუკა მათთან გაჩერდა და მზერით გააცილა ანუკი გოგონებთან.
_ რას ხლართავთ? _ დაეჭვებულმა შეათვალიერა გოგონები ანუკიმ.
_ გეკადრება?_ თეატრალურად გაიოცა ნინუცამ და გვერდით მიმავალ ნიკას მკლავზე უბწკინა.
თვალები დაუწვრილა სიცილით ნიკამ და ლუდის ბოთლით ხელში ისიც ბიჭებისკენ გაემართა.
_ ლამაზი ხარ._ აათვალიერა ნინუცამ და მოუწონა ლუქი.

შორიდან გრძნობდა მწველ მზერას ანუკი,რომელიც იძულებულს ხდიდა გაეხედა იქით საიდანაც ეს ნეგატივი მოდიოდა. გოგონების პატარა გუნდი ანუკის აკვირდებოდა და მის რამდენიმე წუთის უკანდელ შემოსვლას განიხილავდნენ.რა თქმა უნდა სულის ჩამდგმელი ამ ჭორაობის ეკატერინე იყო.
_ რა ნახა ამ კონკიაში ამ ბიჭმა?
ერთდროულად სიცილის ხმა გაისმა რამდენიმე გოგოსი.
_ ეგ მაგარი დაარქვი._ თქვა ერთ-ერთმა.რომლის ხმაც მისწვდა ანუკის სმენას.
_ ეძახე კონკია შენ და კი გამოიჭირა პრინციც.
_ ვინ-ვინ გამოიჭირა კიდე საკითხავია,შენ გგონია ლუკას გრძნობები აქვს? გაჟი*ავს როგორც სხვა დანარჩენს და მიაგდებს.
მთელს სხეულზე წამოწითლდა,გულმკერდი ერთიანად აუჭრელდა.თავში ააწვა სისხლი.მოსმენილისგან თავბრუ დაეხვა.მოაწვა ბრაზი,წყენა.თითქოს მისი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელეს.ნინუცას სმენასაც მისწვდა მათი ხმა.შებრუნება დააპირა თუ არა ანუკიმ ხელი გაუკავა.ხმა ვერ ამოიღო,მხოლოდ აწყლიანებული თვალებით ანიშნა გაჩერებულიყო.
_ არ იტირო._ ხმა შეეცვალა ნინუცას.ნათია სასმელზე იყო გასული და ჭიქებით დაბრუნდა გოგონებთან.
_ გამომართვით,თორემ გამივარდება ხელიდან._ როგორც კი სახეზე შეხედა მაშინვე მიხვდა რაღაც რიგზე ვერ იყო.
_ რა მოხდა?
_ ის ძუკ*ები ლაპარაკობდნენ და …
_ გაჩერდი გთხოვ._ ხმაჩახლეჩილმა ამოილაპარაკა ანუკიმ.
_ რა გავჩუმდე?! დაუბრუნე საკადრისი პასუხი ერთხელ ყველას და გააჩუმე,რატომ აძლევ ამდენის უფლებას?! _ არ ცხრებოდა ნინუცა.
_ ეკატერინე იყო? რა თქვა?_ გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა ნათიამ.
_ კატერინაა თუ კაწია არ ვიცი,ენას ამოვაგლიჯავ.
_ კარგი ნინუცა,გეყოფა. ახლა არა,მერე ცალკე გავცემ პასუხს._ ამოიოხრა ანუკიმ.
_ ხანდახან ადამიანები თავისით ვერ ხვდებიან ზღვარს,ან ხვდებიან და არ აინტერესებთ.ასეთ ადამიანს ბევრს ვერაფერს შეასმენ,მაგრამ ნურც იმის უფლებას მისცემ შენზე ანთხიოს გესლი.მართალს გეუბნება ნინუცა,პასუხს საჭიროებს,ოღონდ ღირსეულად,ისე როგორც შენ შეგეფერება._ ანერვიულებულს ლოყაზე ხელი ჩამოუსვა ნათიამ და გაერიდა.მისცა საშუალება დაფიქრების.
საღამო მხიარულად მიმდინარეობდა ალბათ ყველასთვის,მაგრამ ანუკის მაინც დაამჩნია განწყობაზე კვალი მოსმენილმა.მაქსიმალურად ეცადა არავისთვის შესამჩნევი არ ყოფილიყო ეს ცვლილება და ყურადღება არ მიეპყრო,თუმცა ლუკამ ალბათ პირველმა შენიშნა მათ შორის ვინც მიზეზი არ იცოდა,მაგრამ გოგოს განწყობას ხედავდა.
როგორც კი დაიმარტოხელა მაშინვე კითხვებით აავსო.
_ რა გჭირს შენ,არ მომწონხარ.
_ არაფერი,უბრალოდ ხმაურმა დამღალა.
_ ვითომ?
_ მართლა._ ეცადა დამაჯერებლად გაეღიმა,რომ სწორედ ამ დროს დერეფანში მიმავალ ეკატერინეს მოკრა თვალი,რომელმაც გვერდით მყოფ ერთ-ერთ თანამშრომელს რაღაც გადაულაპარაკა.
_ უკაცრავად,დაგტოვებ._ საჩქაროდ მათკენ აიღო გეზი და საპირფარეშოსკენ მიმავალთ დაეწია.დერეფნის ბოლოს სანამ კარში შევიდოდნენ დაუძახა.
_ ეკატერინე.
სახელის გაგონებაზე მოტრიალდა და მსუბუქმა ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა წამიერად სახეზე.
_ გისმენ კონკია._ წარბები აზიდა და ისე შეხედა გოგოს.
_ კიდევ ერთხელ დამიძახებ მაგ სახელს და სინანული გვიან იქნება.ვერ ხვდები ჩემი დამცირების მცდელობებში საკუთარ თავს,რომ უფრო ავლენ და იმცირებ?! შემეშვი,თუნდაც კონკია ვიყო,შენი საქმე არაა,შენს თავს მიხედე და შენი პიროვნების განვითარებას,თორემ ფსკერზე ხარ.
მოტრიალდა და ისე გაუყვა დერეფანს სიტყვის თქმის უფლება არ დაუტოვა.გული გამალებით უცემდა,თუმცა თვითკმაყოფილებას გრძნობდა.
დერეფნის ბოლოს ლუკა დახვდა ისევ იქ,სადაც მიატოვა და ისეთი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე,ეჭვიც არ შეპარვია,რომ ყველაფერი გაიგო.
ვაჟა და ჯაბაც იყვნენ მოწვეულ სტუმრებში.ანუკი მათთან ერთად იდგა და საუბრობდა.ნინუცაც მათ შეუერთდა მალე და მხიარულობდნენ.შორიდან ადევნებდა თვალს ლუკა.არ გამოპარვია,როგორ ახლოს იყო ბიჭებთან,სიცილის დროს როგორ ეხებოდა მხარზე,როგორ დაუჭირა ერთ-ერთმა მკლავი და რაღაცას ეთამაშებოდა.როგორ ბუნებრივად ეჭირა თავი ანუკის და არც კი ცდილობდა თავისი ხელის დახსნას.
პირველად დარია ხელი ეჭვიანობის გრძნობამ.პირველად იგრძნო მსგავსი ქალის მიმართ.არასდროს არავის მიმართ არ უგრძვნია.ახლა კი უყურებდა და გრძნობდა,როგორ ებერებოდა ძარღვები,როგორ ვერ ეტეოდა კანში.
უყურებდა როგორ მოხვია წელზე ხელი გოგოს და როგორ აყვნენ მუსიკის რიტმს,რომელიც ახლა შორიდან ჩაესმოდა ლუკას.
თვალს არ აშორებდა მოცეკვავე წყვილს.ბრაზობდა,როცა ანუკის ღიმილიან სახეს ხედავდა.როგორ ეხებოდა სხვა,როგორ უახლოვდებოდა გოგოს ყელს,მის სახეს,როცა რაღაცას ეუბნებოდა ყურში,ხმამაღალი მუსიკის გამო.ამ დროს კი, მისი ემოცია არ გამოპარვია ნათიას.ჩუმად ადევნებდა თვალს და გულში ეღიმებოდა.ხვდებოდა მექალთანე ლუკა გოგრიჭიანი სიყვარულის “მახეში” ებმეოდა.
ტორტი ნინუცამ გამოიტანა და ნიკას წინ გაჩერდა.ჯაბამ ხელი მოხვია მხარზე ანუკის და ოდნავ წინ დააყენა,ისე რომ კარგად დაენახა ყველაფერი,თუმცა აღარც ხელი არ მოუშორებია მისთვის.
_ მგონი ვიღაცები დაგვიწყვილდნენ._ ჩაიცინა ჯაბამ.
ანუკიმ ოდნავ თავი შეაბრუნა,იმისთვის,რომ ჯაბასთვის შეეხედა ამ სიტყვების გამგონეს და იქვე მდგომ ლუკას მოკრა თვალი,რომელიც “ უდარდელად” უყურებდა.მსუბუქად გაუღიმა ანუკიმ და ისევ ჯაბაზე გადაიტანა ყურადღება.
ისევ დარია ეჭვიანობამ ხელი.არ მოწონდა როცა ვიღაც ასე ახლოს იყო ანუკისთან და თავისუფლად ეხებოდა.
ტორტის ჩაქრობის შემდგომ,როგორც კი მაგიდაზე მოათავსა ტორტი ნინუცამ.ნიკამ ხელში აიტაცა გოგო და პირდაპირ აუზში ჩახტა მასთან ერთად.ხმამაღალი სიცილი და შეძახილები გაისმა.პირდაპირ ჩაცმულები ხტებოდნენ აუზში,ვინც ცოტა წინააღმდეგობას გამოხატავდა ხელში აჰყავდათ.მაშინვე წელზე იგრძნო ანუკიმ ჯაბას ხელები.
_ წავედით._ თვალებანთებული იყო ბიჭი.
_ არა,ჯაბა,არაა._ იცინოდა._ ჯაბაა,არ მაქვს გამოსაცვლელები,გაჩერდი.
ღია შაბიამნისფერი პერანგი გაიხადა ჯაბამ და იქვე სკამზე მიაგდო.
_ ამას ჩაიცმევ._ და შიშველ ტაინზე აიკრა გოგო.
_ არა,ეგ რას მიშველის._ თუმცა მეტი ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო.წყალში აღმოჩნდა ჯაბასთან ერთად.სიცილით ამოყო წყლიდან თავი.
_ ცუდი ვინმე ხარ._ მსუბუქად მიასხა წყალი სახეში და ზევით აიხედა.ბევრი არც არავინ იყო დარჩენილი მშრალი და მათ შორის იყო ლუკა,რომელსაც სიგარეტი მოექცია ტუჩებს შორის და ეკატერინეს საუბარს ისმენდა,თუმცა მალულად თვალს მისკენ აპარებდა.ეს მზერაც სიამოვნებდა,გრძნობდა უყურადღებოდ არ ტოვებდა.
აუზიდან ამოვიდა და სველი კვალი დატოვა კოტეჯისკენ მიმავალმა,თან ჯაბას პერანგი გაიყოლა.გზად მოსაუბრე წყვილს ჩაუარა.აბაზანაში შევიდა სარკეში შეათვალიერა გაწუწული თავისი თავი და ჩაეღიმა.დაენანა კაბის გახდა,რომ უწევდა.არადა ძალიან მოიხდინა.სველ შიდა თეთრეულზე მოიცვა ჯაბას პერანგი,თითის წვერებზე აიწია,საჯდომს ძლივს უფარავდა.
_ არაუშავს,ზოგი სულ ბიკინით არის._ დაიმშვიდა თავი.კაბა გაწურა და ტერასაზე გამოვიდა საიდანაც გადაყურებდა ყველას,ჯერ ისევ აუზში რომ ერთობოდნენ.
_ არ გიხდება._ შეაკრთო უცებ გაგონილმა,არ ელოდა.მერე მიხვდა რასაც გულისხმობდა და დაიმორცხვა,დაბლა დაქაჩა პერანგი.
_ მოკლე არ მიგულისხმია,სხვისი არ გიხდება._ და ეს სხვისი ისე წარმოთქვა,გულში სიამოვნებაც კი იგრძნო ანუკიმ.
_ გავცივდებოდი.
_ მანამდე უნდა გეფიქრა._ ისე პასუხობდა თითქოს თან სჯიდა და თან არიგებდა.
_ შენ დარჩენას აპირებ? _ თემა შეცვალა ანუკიმ.
_ არა. გინდა წავიდეთ?
_ კი.
ნინუცა მოძებნა და სწრაფად დაემშვიდობა.
_ კაი,რა დროს წასვლაა,დარჩი.
_ არ მაქვს გამოსაცვლელი არაფერი და ასე ჩაცმული ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად.
_ მე მაქვს წამოღებული ჩემთვის და შენ ჩაიცვი.
_ არა,შენ მითუმეტეს დარჩენას აპირებ და გაცივდები. გვიან ღამით უფრო აგრილდება და შეგცივა,თან დავიღალე რა.
_ ჰმ,იმას მიყავხარ?_ წარბების აზიდვით ანიშნა ვისაც გულისხმობდა
_ ჰო.
_ კაი,ჭკვიანად._ ღიმილით დაემშვიდობა დაქალს და გაუშვა.

_ შენ ვერ გაერთე ხომ?_ ლუკასკენ შებრუნდა,თან ჯაბას პერანგს დაბლა ექაჩებოდა,საცვალს რომ ძლივს უფარავდა.
_ მშვენივრად გავერთე._ თვალი გოგოს ფეხებისკენ გააპარა.მიხვდა როგორ დისკომფორტს განიცდიდა.ხან როგორ იცვალა გვერდი და ხან როგორ,მაგრამ ვერ მოთავსდა.
_ მოისვენე,არ გიყურებ.
_ მიყურებ.
_ მასე მეტ ყურადღებას იქცევ და იმიტომ._ შიშველ მუხლზე ხელი დაადო და საშუალება აღარ მისცა მოძრაობის._ მშვიდად იჯექი,ნუ ცქმუტავ.
_ ნელი გაგიჟდება ასე რომ დამინახავს._ ქალის წარმოდგენაზე ჩაეცინა.
_ ჩემთან წამოდი.იქ არავინ გაგიჟდება.
წარბაწეულმა შეხედა გოგომ.
_ რა იყო? _ ხელით შეეხეო სახეზე და დაუსვა ნაზად ხელი ზურგი._ ნუ,მიქაჩავ მაგ წარბებს.
_ ნუ მაქაჩინებ მერე.
_ გავაშროთ კაბა და გაგიყვან ისევ.
_ გვიანია,სანამ ეს გაშრეს…
_ მაშინ დარჩი.დიდი საწოლი მაქვს,დავეტევით._ სპეციალურად ეუბნებოდა მსგავს რამეებს იცოდა გიჟდებოდა ამ დროს ანუკი.
_ ჩემი პირადი საზღვრები უფრო დიდი მგონია და არ მგონია შენ საწოლმა დაიტიოს.
_ შენი საზღვრები ჩემთან სრულიად უსაფრთხოდ არის რომ იცოდე.
_ მაშინ დავფიქრდები ან იქნებ ზედმეტი ლეიბი მოგეპოვება,იატაკისთვის.
_ მასეთ ცუდ მასპინძელს ვგავარ იატაკზე ლეიბზე დაგაწვინო?
_ მე არა,შენ.
_ კარგი,დავწვები იატაკზე ამ ერთხელ,შენს გამო.
კმაყოფილი გასწორდა სავარძელზე ანუკი და მაშინვე ისევ ის დისკომფორტი იგრძნო,როცა პერანგი ისევ მაღლა ასრიალდა.თვალი გააპარა ლუკასკენ და მისი ოდნავ გაპარული ღიმილიც დალანდა,რომელიც უცებ შეაკავა.ესიამოვნა,დაპირებას,რომ ასრულებდა,არ უყურებდა,უბრალოდ გრძნობდა გოგოს “გასაჭირს”.


გასაღები გადაატრიალა,კარი შეაღო და პირველი ანუკი შეუშვა.
_ შენს მეზობელს ნორმალური არ ვეგონე._ ლიფტში შემხვედრი ქალი ახსენა.
_ არაუშავს,მიჩვეულია.
_ ჰმ._ ნერწვი გადასცდა და ხველა დაეწყო._ მასეა საქმე?
_ რა მოხდა,არ შეიძლება? _ პასუხის მოლოდინში აჭიმა წარბები ლუკამ.
_ არ ვიცი. _ უცებ დაიმორცხვა. _ ეს სად გავაშრო? _კაბაზე მიანიშნა.
_ მომეცი,მე გავფენ.
_ მაგდენიც იცი?
_ ენა._ ჩაეცინა და აივნისკენ გაემართა.
სანამ ლუკა გასული იყო სახლი მოათვალიერა.
ღია,ნათელ ფერებში იყო სასტუმრო ოთახი,ღია ფერის დივანი იდგა,წინ პატარა ჟურნალების მაგიდა იყო განთავსებული,რამდენიმე მეტრში კი ბარი სამზარეულოსა და მისაღებს ყოფდა.
ფეხის ხმაზე უკან შებრუნდა.ლუკა იდგა და გოგოს ათვალიერებდა.
_ ლამაზი სახლია,ეს იყო მაშინ რემონტი რომ გქონდა?
_ კი.ახალი გადმოსული ვარ.ყავას დალევ?
_ თუ არ შეწუხდები,კი.
ყავის მომზადებას შეუდგა.
_ ხომ არ დაგეხმარო?
_ არა,სტუმარი ხარ,მე კიდევ სტუმართმოყვარე ბიჭი ვარ.
_ ჰო,იმდენად,რომ იატაკზეც კი იძინებ.
_ ნამდვილად.
ყავა ფინჯნებში ჩამოასხა და მისაღებში მაგიდასთან დადო.
_ წამოდი,რამეს გათხოვებ.შენი ცოდვით დავიტანჯე._ პერანგზე ანიშნა.
საძინებელიც ღია ფერში ჰქონდა,სადა და მართლაც დიდი საწოლით.გარდერობის კარი გამოხსნა.შორტი და მაისური გაუწოდა.
_ ესენი ჩაიცვი.
ოთახიდან გავიდა.

წელში იმდენად დიდი ჰქონდა რამდენჯერმე გადაკეცა.ფართხუნით გავიდა მისაღებში.ლუკას ჩაეცინა მის დანახვაზე.
_ ხმა. _ თვალები დაუბრიალა._ რატომ ცხოვრობ მარტო?
_ დიდი ბიჭი ვარ და ამიტომ._მხიარულად მიაცქერდა თვალებში.
_ შენ?
_ მე აბა ვისთან ვიცხოვრო?
_ ბოდიში.
_ არაფერია.ისეთები იცი უკვე ჩემს შესახებ._ თვითირონია გაურია ხმაში.
_ კაი რა,თუ გაგამხნევებ გეტყვი,რომ მამასთან ნაჩხუბარი ვარ.ხომ გვეტყობა ოფისშიც?!
_ რატომ? ანუ მაგიტომ ცხოვრობ ცალკე?
_ ჰო,ამიტომ და ახლა უკვე იმდენად მიჩვეული ვარ მარტო ყოფნას,ვერ წარმომიდგენია სხვასთან ერთად ცხოვრება.
_ არც ცოლთან?_ ამ კითხვის პასუხი კი აინტერესებდა.
_ ცოლი სხვა ლეველია.მენდომება ალბათ,აბა ცალ-ცალკე ხომ არ ვიცხოვრებთ.
ორივეს გაეცინა.
_ მამას რატომ ეჩხუბე? _ რამდენიმე ხანს თვალებში უყურებდა,მერე მზერა აარიდა _ თუ არ გინდა ნუ მეტყვი.
_ არა,უბრალოდ… ხანდახან ადამიანებს წყენის მიზეზი გვავიწყდება,მაგრამ სიამაყეს ვერ ვთმობთ და არ ვურიგდებით იმ ადამიანებს,ვისთან დაშორებაც მე თუ მკითხავ სამართლებრივად უნდა ისჯებოდეს._ თავისავე ნათქვამზე გაეცინა.
_ ოჯახს გულისხმობ?
_ ჰო._ სიგარეტი ამოაძვრინა და ხელში შეათამაშა._ მოვწევ კაი?
უხმოდ დაეთანხმა ანუკი.
_ ნენეზე უარი თქვა იმის გამო,რომ ანდროს ოჯახი არ მოწონს.
_ რატომ არ მოწონს?
_ იმიტომ,რომ ოდესღაც ანდროს მამას დედა ჰყვარებია._ ჩაეცინა და ღრმა ნაპასი გააკეთა.
_ მართლა? რა საინტერესოა ცხოვრება.
_ შენ მასე ფიქრობ?!
_ ჰო.მერე?
_ მერე რა,ძველად ხომ იცი გარჩევები და ამბები და მოკლედ რაღაც მსგავსი არის მომხდარი.ამის გამო ანდროსთან ურთიერთობას უკრძალავდა ნენეს მამა,მაგრამ როგორც უკვე გითხარი,ნენე შენსავით ჯიუტია და მაინც გაყვა ანდროს ცოლად.მამამ არ აპატია და მის მერე ურთიერთობა გაწყვიტა.
_ გასაგებია._ თვალებში უყურებდა,მერე რაღაც აზრი გაუკრთა გონებაში და რა თქმა უნდა ლუკას არ გამოპარვია,მის თვალებში აელვარებული ნაპერწკალი.
_ მიდი თქვი._ ჩაეცინა.
_ შენ,რომ მსგავსი ისტორია გქონოდა და ისეთი გოგო მოგეყვანა ცოლად,ვის ოჯახთანაც დაპირისპირება ჰქონდა,შენზეც უარს იტყოდა?
_ ვკითხოთ ხვალ.
_ კი,კაბინეტის კარს შევუღებ და ვკითხავ მე თვითონ.
_ საინტერესოა,რას გიპასუხებს,გამაგებინე კაი?_ ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
_ ოო,ლუკა,მართლა არ დაინტერესებულხარ?
_ ფემინიზმის დედა ხარ რა.
_ მასეა და იმიტომ,ჩვენს ქვეყანაში კაცს იმაზე ბევრად მეტს აპატიებენ ვიდრე ქალს.პატრიარქალური სისტემა გვაქვს ტვინში ყველას._ საფეთქელზე მიიკაკუნა თითი ანუკიმ.
_ მერე ვისი ბრალია? ისევ თქვენი,ქალების.
_ ვითომ რატომ?
_ რატომ და თქვენ უწესებთ საზღვრებს საკუთარ თავებს,შვილებს,თავიდანვე ისე ასწავლით სქესთა სხვაობას,შესაბამისად ვიღებთ იმ შედეგებს რაც გვაქვს.
_ მე არავის არაფერს არ ვასწავლი,ჯერ არ მყავს შვილი.
_ როცა გეყოლება,ერთხელ მაინც ეტყვი ფრაზას “შენ გოგო ხარ” და ამით კიდევ ერთ თაობას გადასცემ მაგ სტიგმას.
_ არ ვეტყვი._ უკვე საკუთარ თავს აჯერებდა ანუკი,ვიდრე ლუკას._ ბიჭსაც ვეტყვი მასე “ შენ კაცი ხარ” და რაა ამაში ცუდი?
_ ანუ აღიარებ რომ ეტყვი გოგოს…
_ რა გითხარი და რას მპასუხობ._ ხელი აიქნია უკმაყოფილოდ.
_ კაი,ნუ დარდობ,ორივე ერთად აღვზრდით და არ დავუშვებ მე მსგავს ფაქტებს.
_ ჰაა? _ თვალები დააწვრილა ანუკიმ,მერე გაეცინა._ ვერ ხარ შენ კარგად.
_ აბა,უფროსს მასე უნდა ელაპარაკო?
_ უფროსი თავად არღვევს საზღვრებს.
_ დარღვევა მერე ნახე,საწოლში რომ მოგიწვები._ ანუკის გაფართოებულ თვალებზე ხმამაღლა გაიცინა ლუკამ.ფინჯნებს ხელი დაავლო და სამზარეულოსკენ გაემართა.
თვალი გააყოლა მიმავალს და ხვდებოდა თავადაც სიამოვნებდა მათ მომავალზე ხუმრობები,ლუკას მხრიდან.
_ ახლა მართლა უნდა დავიძინო,დაღლილი ვარ და მყუდროებას ნუ დამირღვევ._ გამომწვევად აუთამაშა წარბები.
_ არ ვხვრინავ,შეგიძლია მშვიდად იძინო.
ღიმილით გაემართა საძინებელისკენ.კარი ფრთხილად მიხურა.ხელები წელს უკან დაიწყო და გაღიმებული მიეყრდნო კარს.გაუფართოვდა ღიმილი და შესაკავებლად ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებ ქვეშ.
საწოლში რომ ჩაწვა,მაშინვე ცხვირში შეუღიტინა ლუკას სურნელმა.გაახსენდა,როგორ ეხუმრებოდა,როგორ ექცეოდა მთელი დღის მანძილზე და უფრო ეფლობოდა ბალიშში.ბოლოს მაინც ამოუტივტივდა გონებაში ეკატერინეს სიტყვები.გონება მოუშხამა,მერე საკუთარ თავზე გაბრაზდა სახლში რომ გამოყვა ლუკას და მის ბინაში,მის საწოლში ათევდა ღამეს.სულ დაიბნა,აშკარა იყო მასთან სხვანაირი იყო ლუკა,”ან იქნებ სხვებთანაც ასეა?” მერე ამ ფიქრმა გაუელვა.ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს.იმდენი იფიქრა ბოლოს თავი ატკივდა.


დილით ადრე გაეღვიძა.როგორც კი ოქროსფერი სხივები აელვარდნენ მის სახეზე.ისევ ლუკას ტანსაცმლით გავიდა ოთახიდან ფეხაკრეფით.სასტუმრო ოთახში იწვა დივანზე.მუცელზე,ტანს ზემოთ შიშველი.ცალი ხელი ბალიშის ქვეშ ამოედო,მეორე იატაკზე ჰქონდა ჩამოშვებული.პირველად ჰქონდა შესაძლებლობა ასე ახლოდან დაკვირვებოდა მის სახეს.ჩაეღიმა.აღიარა საკუთარ თავთან,რომ უდაოდ სიმპათიური იყო.
ტუჩის კუთხე ჩაუტყდა ლუკას და ამან გაყიდა,ანუკიც მაშინვე შებრუნდა.
_ მიპოვე რამე ნაკლი?_ ამოტრიალდა და ზურგზე დაწვა.
_ კი,ზედმეტად პირდაპირი ხარ.
_ არც შენ მაკლებ._ თავი გვერდზე გადახარა.
_ ჩემი კაბა სად არის?
_ ჩემებს რას უწუნებ?
_ ვინ წარმოიდგენს,რომ შენ ის ლუკა გოგრიჭიანი ხარ ვინც ოფისშია?!
_ არ გამთქვა მერე._ ჩაიცინა მაცდურად,ისე როგორც სჩვეოდა და ფეხზე წამოდგა.წამიერად შეავლო თვალი მის უზადო სხეულს და მაშინვე სხვა მხარეს გაიხედა.
არაფერი არ ეპარებოდა ლუკას მხედველობას.ხვდებოდა რა გავლენაც ჰქონდა გოგოზე.ოთახიდან გავიდა.
ანუკი ნიჟარასთან მივიდა და ღამით ჩადებული ყავის ფინჯნების რეცხვა დაიწყო.ონკანს კეტავდა ლუკა რომ თავზე დაადგა.
_ შენი კაბა._ გაუწოდა._ ვისაუზმოთ.რას მიირთმევ?
_ ყავას დავლევ.
_ დილას უზმოზე ყავით ნუ დაიწყებ.
_ არ მიყვარს დილით ჭამა.
_ მე საუზმის გარეშე არ გავდივარ სახლიდან._ მაცივრის კარი გამოხსნა.კვერცხი გამოიღო._ კაი,მე მოვამზადებ შენ მესაუბრე.
ბართან სკამზე მოთავსდა ანუკი და ინტერესით ადევნებდა თვალს ლუკას ყოველ მოძრაობას.პარალელს ავლებდა გონებაში მამასთან.არ ახსოვს მამა დილით ქურასთან,მათთვის რომ მოემზადებინა საუზმე.ლუკა კი ისე ბუნებრივად აკეთებდა ყველაფერს,ისე იხდენდა ამ ყველაფერს.თვალს ვერ წყვეტდა ანუკი.
_ ანუკიი,აქ ხარ?
_ რაა?
_ რა იყო ხომ არ გაბნევს ნახევრად შიშველი მამაკაცი სამზარეულოში? არადა ვიფიქრე უფრო მიმზიდველი გამოვჩნდებითქო და აღარ ჩავიცვი მაისური._ არ წყვეტდა ხუმრობას.
_ ოო,ლუკა._ ლოყები აუვარდისფრდა.
_ რა საყვარელი ხარ,როცა ასე წითლდები.
_ სულაც არა.
_ კი,მე მომწონს._ თვალებანთებულმა შეხედა გოგოს.
ომლეტით სავსე თეფში დაუდო წინ და ავოკადოს ტოსტი.თავისთვისაც იგივე.
_ მიდი,გასინჯე._ თავად მადიანად შეექცა თავის თეფშიდან.
რაც მეტ დროს ატარებდა ლუკასთან,მეტად მოწონდა.იმდენ ღირსეულ საქციელს ხედავდა მასში,არგუმენტს ვერ იტოვებდა,რომ საკუთარ თავს შეწინააღმდეგებოდა ლუკასთან მიმართებაში.
_ ბათუმში ორ დღეში გვიწევს წასვლა._ ბოლომდე მოასუფთავა თეფში და ახლა ანუკის ელოდებოდა დაესრულებინა საუზმე.
_ მე აუცილებელი ვარ?
_ არ გინდა წამოსვლა?_ კითხვაზე კითხვით უპასუხა და თავი გვერდზე გადახარა.
_ კი,მინდა._ გამოაჯავრა და თვითონაც გვერდზე გადაწია თავი.
_ შენობაა,რომელის მშენებლობაც დაწყებულია წლების უკან და შეჩერებულია,გაკოტრდა ის კომპანია.შესყიდვა მინდა,თუმცა უნდა განვიხილოთ რისკები,სავარაუდო მოგება,ამისთვის მჭირდები შენ,რომ შეაფასო რეალურად.
_ კარგი.რამდენი დღით?
_ მშვენიერი ამინდებია,ვფიქრობ ცოტას თუ გავწელავთ საქმეს ურიგო არ იქნება._ თვალი ჩაუკრა. დაეჭვებულმა შეხედა ანუკიმ და ღიმილმორეულმა თავი გადააქნია.


საღამოს ეზოში ჰამაკში წამოწოლილ ნინუცას ეჭორავებოდა.რომელიც დეტალურად აყოლებდა ყველა წვრილმანს.
_ მომწონს მე ლუკა,კარგი ტიპია.
_ რადგან შენ მოგწონს._ ხელები პომპეზურად აღმართა ანუკიმ.ნინუცამ არად ჩააგდო დაქალის ირონია.
_ აი,უეჭველი მოწონხარ.
_ შენ როდიდან გახდი ასეთი ქარაფშუტა?
_ რას კადრულობ ახალგაზრდავ?ქარაფშუტობა რა მოსატანია?! ახლა ბათუმიც მოიმიზეზა._ ხელები ჰაერში შეათამაშა.
_ ვერ ხარ შენ,მართლა._ შუბლთან მიიდო საჩვენებელი თითი და დაატრიალა.
_ ანუკი,ანუკიი…მორჩი რაა,ჩემთან მაინც არ გინდა.მარტო ლუკას კი არა,შენც მოგწონს.
ხმაურით გამოუშვა ჰაერი.მიხვდა,მართლა ყველა ყველა და ნინუცასთან ვერ შეძლებდა დამალვას.
_ მე ხომ ვიცი,ასე არავისთვის შეგიხედავს,არავინ მოგიშვია შენამდე,ყველას საზღვარს უწესებდი თავშივე თან. _ გაეცინა და ანუკის გაღიმებაც შეძლო._ აშკარაა ლუკასაც აქვს გრძნობა და სინჯეთ,რა გიშლის ხელს?
_ ხელის შემშლელი ფაქტორების მეტი რაა._ ირონიულად ჩაეღიმა._ იმდენს ჩამოგითვლი,სათვალავი აგერევა.
_ კაი რა,მაჩვენე ურთიერთობა სადაც პრობლემები არ ყოფილა.ეს ყველა ურთიერთობას თან ახლავს,რა გგონია მე და ნიკას ია-ვარდით მოფენილი გზის გავლა მოგვიწევს? იმდენჯერ ვკამათობთ.
_ მოიცა,მოიცაა,რაო ქალბატონო რა თქვიი?_ აკისკისა ანუკი და წამოიწია.
_ ჰო,რა…_ სიცილით განაგრძო ნინუცამ.
_ ოფიციალურად ერთად ხართ? _ ჩურჩულით განაგრძო,თითქოს ქვეყნის საიდუმლუს უმჟღავნებდა ნინუცა.
_ ნუ გუშინდელიდან უკვე ოფიციალურად.
_ რაა?_ წამოიკივლა ანუკი._ აბა მომიყევი.
_ თქვენ რომ წამოხვედით ნასვამი იყო და ნუ ისედაც ხო ვიცოდი,მაგრამ აღიარა ხმამაღლა,რომ დავატყვევე და მოვნუსხე.
აკისკისდა ანუკი.
_ ოო,კაი,სერიოზულად.
_ ხო,რას მატყობ არასერიოზულობის გოგო?! რაც იყო გიყვები.
_ და აქამდე სად იყავი? ახლა უნდა ვიგებდე?
_ რომ ვკონტაქტობდით ხომ იცოდი და …
_ ვაა,ყოჩაღ ნიკოლოზ…_ კმაყოფილმა ჩაიცინა ანუკიმ.

ორი დღის შემდეგ ბათუმისკენ მიმავალ ავტობანზე იდგა შავი მერსედესი. ნახევარი გზა ძილში გაატარა,მხოლოდ ადგილზე ჩასულებს შეუღიტინა ცხვირში მარილიანი ზღვის ნესტიანმა ჰავამ.მშვიდად მოატარა თვალები გარემოს.ჰორიზონტზე გადაჭიმულ უზარმაზარ ცისფერ სითხეს გახედა,მშვიდად რომ იდგა ადგილზე და მღელვარების ნატამალი არ ემჩნეოდა.
_ უკვე ჩამოვედით?_ თვალები მოიფშვნიტა.
_ უკვე კი._ გამოაჯავრა ლუკამ._ რა ძილისგუდა ყოფილხარ.
_ გუშინ გვიან დავწექით,ნინუცა იყო ჩემთან,ნიკას და მის ძმკაცებთან ერთად რამდენიმე ხელი ჯოკერი ვითამაშეთ და.
_ ა,ის რომეო იყო?
_ რომეო არა ჯაბა ჰქვია._ ჩაეღიმა ანუკის.
_ ხომ არ გწყინს რომეოს რომ ვეძახი._ ფარული მზერა მიაპყრო გოგოს.
_ ო,ლუკა გინდა რომეო დაუძახე და გინდა ჰამლეტი.
_ იყოს ჰამლეტი._ ეგეც უხდება.ანუკიმ ჩაიფხუკუნა.
სასტუმროს წინ გააჩერა.ჩემოდნები ამოალაგა საბარგულიდან და შენობაში შევიდნენ.სასტუმროს ნომრები ერთმანეთის გვერდით ჰქონდათ დაჯავშნილი.დღის პირველი ნახევარი სადილს,მოწესრიგებას დაუთმეს.შუადღეს იმ ლოკაციაზე წავიდნენ რის შეძენასაც აპირებდა ლუკა.ანუკიმ მოუწონა არჩევანი და ჩათვალა,რომ დასატოვებლადაც კი ღირდა შენობა, იმდენად მომგებიან ლოკაციაზე იყო.
საღამო პირზე სანაპიროზე გავიდნენ.მზის სხივები ჯერ ისევ ზღვის ტალღებზე დათარეშობდნენ.
_ რა ლამაზია._ მზის ჩასვლას უყურებდა ანუკი,შეზლონგზე წამოწოლილი.ტოპი ეცვა,რომელიც კიდევ უფრო აწია და სანახევროდ მოიშიშვლა წელი,ჩამავალ მზეს მიეფიცხა.ცალი ხელი დაბლა დაეშვა და კენჭებზე თამაშობდა.
ლუკაც შეზლონგზე იჯდა.სიგარეტს ეწეოდა და ანუკის თეთრ სხეულს თვალს არ აშორებდა.ჯერ ისევ ბავშვური იერი რომ დაჰკრავდა,უფრო სწორად მიხვრა-მოხვრა ჰქონდა ბავშვური,სუფთა.არანაირი მაცდუნებელი და სექსულური ქალის იმიჯს არ ირგებდა,თუმცა ეს მეტად მოწონდა მასში,ეს სისუფთავე.მის ხელს გააყოლა თვალი კენჭებზე მოთამაშეს.ლამაზი ჭრელი ქვა დალანდა.ხელში აიღო,დააკვირდა მერე გოგოს ჭიპის ადგილზე დაუტოვა.წამიერად შეკრთა ცივის შეხებაზე,ტანზე დაიხედა.
_ ესეც რა ლამაზია._ თვალები დაუმრგვალდა და ხელისგულზე დადებული ქვა,რამდენჯერმე გადააგორა ხელზე.
აგიჟებდა მის დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ.ყველგან და ყველაფერში,რომ შეეძლო სილამაზის დანახვა.
_ ჩემია? _ ისე იკითხა,თავი ვერ შეიკავა გაცინებისგან.ზღვის სანაპიროდანაც კი არ შეეძლო უნებართვოდ კენჭის აღება.
_ ჰო,შენია.
_ მადლობა,შევინახავ.
_ გოგო,რა საყვარელი ხარ._ ლოყაზე მოკიდა თავისუფალი ხელი და სასაცილოდ გაუწელა._ მიდი,ახლა გაწითლდი.
_ ლუკა,მომეშვი._ სიცილი აუტყდა და ხელი აუქნია.
სიგარეტს ნამწვი ქვაზე ჩააქრო.ანუკი თვალს არ აშორებდა მის მოძრაობას,ეგონა იქვე დააგდებდა სანაპიროზე და უკვე სიტყვაც ჰქონდა მომზადებული,რომ ლუკამ ნამწვი სიგარეტის ცარიელ კოლოფში ჩააგდო და ისევ ჯიბეში დააბრუნა.ისე ესიამოვნა მისი ეს ქცევა,გაუცნობიერებლად წარბებიც კი აწია გაოცების ნიშნად ანუკიმ.
_ იცი,რაღაც მინდა გითხრა,მაგრამ არ დამცინო კარგი? _ უხმოდ დაუქნია თავი გოგოს.
_ ზღვა პირველად ვნახე,მხოლოდ ფილმებში მენახა აქამდე.
გაუკვირდა მოსმენილი,თუმცა ხმის ამოღება ვერ გაბედა,არ უნდოდა რამე ისე გაეგო თითქოს დასცინოდა,როგორც სთხოვა,მაგრამ მოსმენილის რეალურობაც უკვირდა.
_ რამდენი წლის ხარ?
_ ხვალ ვხდები ოცდასამის.
_ ხვალ? მაგარია,ერთად ავღნიშნოთ._ მზის წვერს მოჰკრა თვალი,რომელიც თითქოს დაღლილი დღის ბოლოს გასაგრილებლად ჩაესვენა ზღვაში. _ აქამდე რატომ არ ყოფილხარ ზღვაზე?
_ მამა არ მიშვებდა.
_ მკაცრი იყო?
_ ზედმეტადაც კი.
_ აბა სად მიდიოდი ხოლმე?
_ არსად._ ისე უბრალოდ თქვა,გულში რაღაც ეტკინა კაცს._ ჩემთვის არ არსებობდა მეგობრებთან ერთად გასვლა,თუნდაც ახალი წლის ღამეს მათთან ერთად შეხვედრა და ქეიფი._ ტკივილნარევი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე._მხოლოდ ნინუცასთან თავისი დედის სოფელში მაქსიმუმ ერთი კვირა,მაგაზეც დიდი ხვეწნა და ჩხუბი გვიწევდა,მერე ცოტა რომ წამოვიზარდე,ალბათ ბოლო რამდენიმე წელი,მე თვითონ მეზარებოდა უკვე ეს პროცესი და აღარც მივდიოდი.დროთა განმავლობაში ჩამოვშორდი იმ ადამიანებსაც,ვისთანაც კონტაქტი მქონდა.ანუ ხომ ხვდები ერთხელ არ წახვალ მათთან ერთად,ორჯერ,სამჯერ და მერე იყოფა გზებიც. ერთხელ _ მხიარულად დაიწყო მოყოლა და თან შეზლოგნზე შესწორდა._ მეგობრებთან ერთად მივდიოდი,გასვლითი დღე იყო.არ იცოდა,რომ მივდიოდი,დავუმალე.ხომ გითხარი სულ მიშლიდა სახლიდან გასვლას,მხოლოდ ნინუცასთან გავდიოდი უპრობლემოდ,ხოდა სახლში მოვიდა იმაზე ადრე ვიდრე უნდა მოსულიყო იმ დღისით.ჩემს მეზობელ ნაზის დავუნახივარ ზურგჩანთით რომ გავედი და უთქვამს მამაჩემისთვის,იმანაც დამირეკა და ტრანსპორტში უნდა ავსულიყავი მომაბრუნა.მეც მორჩილი ბავშვი,მოვბრუნდი უკან სახლში._ ჩაეცინა.
_ რომ წასულიყავი?
_ არ ვიცი,ვერც კი წარმოვიდგენდი მაშინ მაგას.
_ რატომ?_ არ უპასუხა მაშინვე.ზღვის ჰორიზონტს გაჰყურებდა.
_ მეშინოდა.
_ რისი?
_ ჩხუბის. დედას ეჩხუბებოდა,მერე მე…არ არსებობს ვერ გავბედავდი,არ მომასვენებდა.იცოდა რამხელა გავლენაც ჰქონდა და ბოროტად იყენებდა.
_ კიდევ რას გიშლიდა?
_ ყველაფერს,მარტივად რომ გიპასუხო._ გაეღიმა._კაფეში მეგობრებთან ერთად დაჯდომა.ბარები და კლუბები.საერთოდ,წარმოდგენა არ მაქვს.
_ ანუ დანებდი საბოლოოდ და დაჯექი სახლში?
_ ნუ იქნები მკაცრი ჩემს განსჯაში._ ამოისუნთქა და თითქოს მთელი დარდი ამოაყოლა._ ჰო,ალბათ დავნებდი.
_ დედა რას აკეთებდა,როცა შენ ასე გაკონტროლებდა?
_ მასაც აკონტროლებდა.მხოლოდ ცარიელი სიტყვები და დაუსრულებელი კონფლიქტი.
_ რთულია ალბათ.
_ ჰო. თქვენთან რა ქნა დედაშენმა? ნენესთან მანაც გაწყვიტა ურთიერთობა?
_ არა,დედა ნახულობს ნენეს.უბრალოდ სახლში არ მიდის მათთან ნენე,მამას ეჯიბრება.
_ და შენ მიდიხარ?
_ კი,უბრალოდ ვცდილობ მაშინ მივიდე როცა მამა არაა.მერე ჩვენც ვკამათობთ.
_ და შენ…
_ მე უბრალოდ ვაჩვენებ იმას,რომ ნენეს გვერდით უნდა იყოს,თუ შეუძლია ერთ შვილზე უარის თქმა,მაშინ არც მეორეზე გაუჭირდება.
_ იცი რას ვერ ვხვდები,რა აზრი აქვს ისეთ ცხოვრებას როცა შვილს არ ესაუბრები,არ ეხები,არ ეფერები. განა შვილზე ძვირფასი ვინ უნდა გყავდეს ადამიანს?! ნუთუ პრინციპები იმ სიყვარულზე მაღლა დგას რაც შვილთან აკავშირებთ?
_ რა გითხრა ანუკი,ალბათ ზოგისთვის პრინციპები უფრო მაღალ საფეხურზეა.რისი გადაბიჯებაც არ შეუძლიათ ან არ უნდათ.
_ ხო,მაგრამ…
_ ჩვენ ვერაფერს შევცვლით,ყველა თავის არჩევანზე აგებს პასუხს საბოლოოდ.
_ ჰო,ალბათ…_ აღარ შეკამათებია.
გაყურებდა ზღვას, რომელსაც ბოლო არ უჩანდა და ერწყმოდა ცას.
ყველაფერთან ერთად ახალი საფიქრალი გაუჩნდა.რა ეჩუქებინა ანუკისთვის დაბადების დღეზე.პირველად იყო,რომ გაუჭირდა მოფიქრება.არ უნდოდა ბანალური,თუმცა სხვა ვერაფერი გააკეთა დროის სიმცირის გამო.ჯერ ყვავილები შეუკვეთა და ღამით ოთახში ზუსტად 12:00 წუთზე მიართვეს,მერე თავად იდგა შამპანურის ბოთლით და ორი ჭიქით ხელში ანუკის კართან.
_ გილოცავ. _ კარი პიჟამებში ჩაცმულმა გაუღო.მსუბუქად აკოცა ლოყაზე და ოთახში შეაბიჯა.გოგოც უკან მიყვა.
_ რა ლამაზი ყვავილებია,ვინ მოგართვა?_ ღიმილით ჩაუარა თავის არჩეულ თაიგულს და აივანზე მდგარ მრგვალ მაგიდაზე დადო სასმელი და ჭიქები.
დაეჭვებული მზერა გააყოლა ანუკიმ.
_ სასტუმროს ადმინისტრაციამ იუბილესთან დაკავშირებით._ ირონია არ დააკლო.
_ ჰო,ნამდვილად ეგენი იქნებოდნენ._ აივნიდან გამოეპასუხა._ მოდი.
შამპანურს თავი მოხსნა.ჭიქებში ჩამოასხა და ერთი ჭიქა ანუკის გაუწოდა.
_ შენ გაგიმარჯოს პატარა ჯიუტო ქალბატონო._ ჭიქა მიუჭახუნა.
_ მადლობა ბოსს.
ზღვის სურნელი მოჰქონდა ნიავს.ჩუმად იჯდნენ გვერდიგვერდ,ნელ-ნელა წრუპავდნენ სასმელს და გადაყურებდნენ ღამის ბათუმს.
_ ყველა გოგოს რატომ გიყვართ ეს დისნეის გმირების გამოსახულებებიანი პიჟამები?
_ შენ რა იცი ყველა გოგოს უყვარს თუ არა?
_ნენეს უყვარს,სხვათაშორის დედასაც და ნუ კიდევ ვიცი ვიღაცები.
_ ჰო,დარწმუნებული ვარ გეცოდინება._ არ დააკლო დაცინვა.ჩაეცინა ლუკასაც.ვერაფერ სანუგეშოს ვერ ეტყოდა.
_ მოგწონს ბათუმი?
_ რაც ვნახე კი.
იმ წამს აზრი გაუჩნდა და კმაყოფილს ჩაეღიმა ლუკას.ცოტახანს კიდევ დაჰყო და დაემშვიდობა.
_ დაიძინე ახლა,_ გაშლილ თმაზე ჩამოუსვა ხელი._ დილიდან შენი დღეა.
ჩუმად წამოდგა,ოთახს გაუყვა.
_ ლუკა,_ კართან მისულს დაუძახა.შეჩერდა,არ მობრუნებულა._ მადლობა ყვავილებისთვის.
_ არაფრის.
ღამის სიჩუმეს შეერია მისი ნაბიჯების ხმა.
პირველი დაბადების დღე იყო სახლიდან ასე შორს,მშობლების გარეშე.ცუდი შეგრძნებით გაეღვიძა.ისედაც ძლივს ჩაიძინა ღამით.ათასი ფიქრი და მოგონება უტივტივდებოდა.
ბევრი არც არავისგან ელოდა ზარს.ნინუცამ ღამით დაურეკა.ალბათ ბებია და პაპა თუ მიულოცავდნენ.სხვა ახლო მეგობარი არასდროს ჰყოლია.მხოლოდ ბოლოს ნათიას და ნიკას დაუახლოვდა.
ტელეფონზე მოსულმა შეტყობინების ხმამ გამოაფხიზლა საბოლოოდ.დახედა ლუკა იყო,საუზმეზე ელოდა.
გარდერობთან დადგა,ნინუცამ ჩაულაგა თავისი ხელით ბარგი.დღევანდელი დღისთვის კი ღია ცისფერი სარაფანი ჩაუდო,სადა იყო,მაგრამ ლამაზად ედგა ტანზე.სარკეში შეათვალიერა თავისი თავი,მოეწონა.უდაოდ კარგი გემოვნება ჰქონდა ნინუცას. ფეხზე თეთრი ქოშები ჩაიცვა და სწრაფად გამოაღო კარი.იქვე კედელთან მიყრდნობილ ლუკას გადააწყდა და შეკრთა.
_ ღმერთოო,გული გამისკდა.
_ მასეთი მახინჯი ვარ?_ ხელოვნურად გაიოცა._ რა უხერხულია,ახლა ყველა იმას იტყვის ამ ლამაზ გოგოსთან ამ მახინჯს რა უნდაო.
_ ოხ,ლუკა,როგორ არ იღლები.
სასტუმროს ღია ტერასაზე იჯდნენ და საუზმობდნენ.ზღვიდან მონაბერი სიო სასიამოვნოდ ელამუნებოდა კისერზე ჩამოშლილ თმებზე ანუკის.
_ დღეს რა გეგმები გვაქვს? რომელ საათზეა შეხვედრა ჩანიშნული?
_ დღეს ჯერ გავალთ სანაპიროზე,მერე დანარჩენ გეგმებსაც მოგაშველებ.
_ მართლა? გვაქვს დრო? _ თვალები გაუბრწყინდა.
_ კი,გვაქვს,ეს დღე მთლიანად შენია._ მისი ანთებული თვალების შემყურემ ვეღარ დაუმალა,რომ მთელი დღე მას დაუთმო.
დილით უთენია დარეკა ნათიასთან, ყველა შეხვედრა გადაადებინა ერთი დღით.
საუზმის შემდგომ ნომრებში ავიდნენ.სასწრაფოდ გამოიცვალა და ის საცურაო კოსტუმი მოირგო,რომელიც ნინუცამ სულ ძალით ჩაუდო.ეჩხუბებოდა რად მინდა საქმიან შეხვედრაზეო,მაგრამ აი სად გამოადგა და ბედნიერი იყო რომ თან ჰქონდა.თავიდან ცოტა მორცხვობდა ერიდებოდა ლუკას თვალწინ ნახევრად შიშველს ყოფნა,მაგრამ როდემდე იჯდებოდა სანაპიროზე
ჩაცმული.ერთი სული ჰქონდა ზღვაში შესულიყო.თვალებანთებული უყურებდა კამკამა წყალს.
ლუკას უნდოდა ეკითხა ცურვა თუ იცოდა,მაგრამ მერე მიხვდა,უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინა თავისი კითხვით,ამიტომ უბრალოდ ხელი გაუწოდა.
_ წამოდი,შევიდეთ.
ძლიერად ჩაკიდა გოგოს გამოწვდილ ხელს და სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.
ფეხებზე როგორც კი იგრძნო წყალი ოდნავ შეკრთა.
_ ცივია.
_ მიეჩვევი,თავიდან მეც მიჭირს ხოლმე.
წელამდე რომ წვდებოდა ლუკას წყალი,ანუკის მკერდთან ედგა.სუნთქვა გაუღრმავდა რაც უფრო ღრმად შედიოდნენ წყალში.ძლიერად მოხვია ბიჭის მკლავებს ხელი.
_ ნუ გეშინია,აქ ვარ._ ხელი გაითავისუფლა და წელზე შემოხვია ხელები.ამ შეხებამ სულ ააღელვა,ხელებში აუფართხალდა ბიჭს.
_ მოისვენე,ამაზე ნეიტრალური ზონა სხეულზე არ გაქვს._ სიცილი აუტყდა ლუკას.
_ ნუ მარცხვენ._ სახეზე შეასხა წყალი.
_ იმ რომეოსთან არ გრცხვენოდა._ მაინც წაკბინა.
_ ის რომეო ხელებს არ მიფათურებდა და თან ჩაცმული ვიყავი.
_ ჩადრს გიყიდი აქედან რომ ავალთ._ გულზე მიიკრა და უფრო ღრმად შეცურა გოგოსთან ერთად.
_ ლუკა,ლუკაა,არ შემიყვანო სიღრმეში მეშინია.
_ მომხვიე ფეხები წელზე და ნუ ფართხალებ უწყლო თევზივით.
_ რაა? _ თვალები დაუმრგვალდა._ გამიყვანე ნაპირზე.
_ მოეშვი და ისიამოვნე,ნუ ბუზღუნებ._ ყურადღება არ მიაქცია გოგოს წუწუნს.შიშისგან კისერზე მოხვია ხელები და მკერდზე აეკრა.იმდენად ახლოს იყო,ლუკას თითოეულ ამოსუნთქვას კანზე გრძნობდა.
_ რა ლამაზი ხარ იცი?! _ სველი თმა ყურს უკან გადაუწია და იქვე დაუტოვა მწველი კოცნა.
_ იცი რომ ვერსად გავიქცევი ხომ?_ წარბი აუწია.
_ სიმართლე თუ გინდა იცოდე,ვერც ხმელეთზე ვერ გამექცევი.
_ გეგონოს.
_ ნუ მედიდგულები._ დასცინა ლუკამ.გაბუსხა ტუჩები ანუკიმ და იმ წამსვე ინანა,ბიჭის მზერამაც რომ გადაინაცვლა წითელ ვნებიან ტუჩებზე.თითქოს გარდაუვალი იყო,ის რასაც ბიჭი აპირებდა.აღარ განძრეულა,არც გაუპროტესტებია.ნელა დახარა თავი,ფრთხილად მოიქცია გოგოს ქვედა ტუჩი ბაგეებს შორის და ნაზად აკოცა.იგრძნო როგორ აუჩქარდა გული,როგორ დაეჭიმა წელი.რომელზეც ხელები ჰქონდა შემოხვეული კაცს.მსუბუქად აკოცა რამდენჯერმე კიდევ.
_ ნუ მკოცნი._ წყლიდან გამოსვლისას ჯერ ისევ ლუკასთვის,რომ ჰქონდა ხელი ჩაკიდებული კოცნა გაუპროტესტა.
_ ეგ პროცესის დროს მითხარი ხოლმე.
_ რა აუტანელი ხარ.
_ შენ კიდე საყვარელი._წელზე შემოაჭდო ხელები და წყალში დაატრიალა.ბედნიერების ღიმილი დაათამაშებდა სახეზე ორივეს.


ცოტახანს შეზლონგზე იწვა,მზეს ეფიცხებოდა თავისი თეთრი სხეულით.
_ მზისგან დამცავი არ გაქვს,დაიწვები,ძალიან თეთრი ხარ.
_ აუ,კი.მანდ ჩანთაში უნდა ეგდოს,მომაწოდებ?
_ ჰო,ჩანთაში ეგდოს,გიშველის._ ზღვის ჩანთას დასწვდა ლუკა,ბევრი ძებნა არ დაჭირვებია.მარტივად მიაგნო.ხელებზე გადაინაწილა სითხე და ლავიწის ძვალთან შეახო ნაზად თითები.როგორც კი თვალები გაახილა ანუკიმ მაშინვე დაამშვიდა.
_ დღეს სრული პაკეტით ვარ,თქვენ არ შეწუხდეთ,მე მოგემსახურებით ქალბატონო.
_ მაგდენიც არ მითხოვია.
_ ვინც არ ითხოვს,სწორედ მას სწყალობს ღმერთი და ბედი._ თვალი ჩაუკრა და ნაზად გადაატარა მხრებზე ხელები.
შემდეგ ყელთან,ფრთხილად ჩამოუყვა მკერდისკენ და იგრძნო როგორ შეაჩერა სუნთქვა ანუკიმ,როგორ გამოტოვა მის გულმა ერთი დარტყმა.სპეციალურად ზანტად უსვამდა და ხალისობდა გოგოს რეაქციით.
_ დავრეკო 112-ში,თუ ხელოვნური სუნთქვაც გიშველის?
_ მომაშორე ხელები,უსირცხვილო კაცო._ სიცილით უთხრა და ახლა მუცელზე დაწვა.
_ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს,ფაქტია მიწვევ._ ახლა ზურგზე წაუსვა ლოსიონი და მაცდურად ასრიალებდა ხელებს.მსუბუქად ჩაარტყა ხელში ანუკიმ.
_ დაე,დავიწვა შენ ნუ ღელავ.
_ გულიანი ბიჭი ვარ,ვერ დავუშვებ მაგას._ ზურგზე ზონარი შეუხსნა.
_ ლუკა,მოისვენე მართლა._ აწითლებული ლოყები კიდევ უფრო აუწითლდა.
_ ჩშშ… მაცადე საქმე.

შუა დღეს ქალაქის დასათვალიერებლად წაიყვანა,რაც კი რამ ეგულებოდა ყველა კუთხე მოატარა.ბოტანიკური ბაღით დაიწყო,მახუნცეთის ჩანჩქერზე წაიყვანა იქიდან,თამარის ხიდი.გზად სადღაც რეკავდა,კარგად ვერ გაიგო ანუკიმ.საღამოს დაბრუნდნენ კართან ბრენდირებული ჩანთა დახვდათ.
_ ეს რაა?
_ შენია.მიდი მოწესრიგდი,ვივახშმოთ და კიდევ ერთი ლოკაცია დაგვრჩა.
_ კარგი რა ლუკა,მთელი დღე მე დამითმე._ დაიმორცხვა.
_ იუბილარი შენ ხარ და _ თვალი ჩაუკრა._ მიდი,მიდი თორემ მაგრად მშია და მერე ხასიათში გადამდის ხოლმე.
_ კაი,დაიმსახურე,რომ არ გალოდინო._ თითის წვერებზე აიწია და ნაზად აკოცა ლოყაზე._ მადლობა.
საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა კაცმა.
შავი ბრჭყვიალა,ტანზე მომდგარი კლასიკური ტოპი იყო.ზუსტად ისეთი როგორიც ანუკის უყვარდა,წვრილ ბრეტელზე და მკერდთან ღია სამკუთხა ჭრილით.კიდევ იყო რაღაც,ისიც შავი ფერის.ფრთხილად ამოიღო ნაზი ქსოვილი.კლასიკური სტილის შორტი.
საწოლზე დაალაგა ლამაზად.აბაზანაში შეირბინა,წყალი გადაივლო.როგორც კი ხელი მხარზე გადაიტარა,ლუკას შეხება გაახსენდა სანაპიროზე და გასცრა სიამოვნებისგან ტანში.
უცებ გამოეწყო.საშუალო ქუსლზე ღია ფეხსაცმელი წამოღებული ჰქონდა შეხვედრისთვის,რომელიც ახლაც გამოადგებოდა შერჩეული სამოსისთვის.უცებ ჩაიცვა.ნასიამოვნებმა შეათვალიერა თავისი თავი სარკეში.ოდნავ ფერი შეცვლოდა და უფრო მიმზიდველ იერს სძენდა.თმა მარტივად აიკეცა,მსუბუქად გადაისვა მხოლოდ ტუჩსაცხი და ლუკას კარზე დააკაკუნა.
_ შემოდით.
კარი შეაღო და პირსახოც შემოხვეული დახვდა ოთახში.
_ მოდი._ არც კი მიუქცევია ყურადღება საკუთარი ჩაცმულობისთვის.ანუკი კი ფერებში გადავიდა._ ახლავე ჩავიცვამ და ჩავიდეთ დამელოდე.
_ გარეთ დაგელოდები.
_ ანუკი._ გამაფრთხილებლად გაისმა მისი ხმა._ აბაზანაში გამოვიცვლი,დამელოდე აქ.
არანაკლებ ფორმაში გამოცხადდა გოგრიჭიანი. ღია ფერის ტილოს შარვალი და პერანგი ეცვა,ეს უკანასკენლი მკერდთან რამდენიმე ღილით შეეხსნა.ჯერ ისევ სველი თმა არეულად გადაევარცხნა.გაუჭირდა თვალის მოშორება ანუკის,მაგრამ მაინც გვერდზე გაიხედა.
_ რა ლამაზი ხარ,ვიცოდი,რომ მოგიხდებოდა.
_ მადლობა,სულ დამავიწყდა.ძალიან მომეწონა,მაგრამ არ იყო საჭირო.
_ მიხარია,რომ მოგეწონა.წავიდეთ.
მოხრილი ხელი გაუწოდა.ანუკი მკლავი გამოსდო მის გამოწვდილ ხელს და რეატორანს მიაშურეს.
ღია ცის ქვეშ ივახშმეს,კლასიკური მუსიკის თანხლებით.ყველაფერი დახვეწილი და გემოვნებით იყო შექმნილი,საბოლოოდ კი გასაოცარ გარემოს და ამაღლებულ განწყობას უქმნიდა სტუმრებს.
_ ლუკა,უღრმესი მადლობა.ყველაზე სევდიანი დაბადების დღე უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე გამორჩეულ დღედ აქციე.დაბადების დღე კი არა,ცხოვრებაში არ მქონია ასეთი მრავალფეროვანი დღე.
_ გაჩერდი,უბრალოდ შეიფერე._ მის თითები მოიქცია ხელში ბიჭმა.სახეში უყურებდა და ტკბებოდა მისი ანთებული თვალებით.არასდროს არცერთ ქალთან არ უგრძვნია ის რასაც ანუკისთან გრძნობდა,რასაც მასში ხედავდა.
_ თუ დაიღალე ავიდეთ._ ვეღარ გაუძლო კაცის დაჟინებულ მზერას.საათს დახედა თერთმეტი სრულდებოდა.
_ არა,ჯერ ისევ შენი დღეა და კიდევ ერთი რამ გვაქვს ასასრულებელი.
_ რაა, კიდევ რამე დარჩა?_ გაეცინა და აშკარად ესიამოვნა ამდენი სიურპიზი.
_ ერთიც._ ეშმაკურად ჩაეღიმა._ წავიდეთ.
მსხვილი კუპირები დატოვა მაგიდაზე და გოგოსთან ერთად დატოვა ტერიტორია. ახლოს მისულებს არ გაჭირვებია მიხვედრა სად მოიყვანა.კართან ხმაური და რიგი იყო.დაცვამ შორიდანვე იცნო.ერთ-ერთი გამოეყო მათ ჯგუფს და წყვილს მიუახლოვდა.
_ როგორ ხარ ლუკა? _ მის გამოწვდილ ხელს შეაგება თავისი და გულიანად ჩაიკრა კაცი ლუკამ.
_ რა ხდება,ბევრი ხალხია?
_ ნაკლები არ გვეკადრება ხომ იცი._ თავი დაუკრა ანუკის სალმის ნიშნად._ წამოდით.
სხვა კარიდან შეიყვანა წყვილი და იქვე დაემშვიდობა.
შენობაში მაღალ ხმაზე ისმოდა კლუბური მუსიკა.გარშემო ყველგან მუქი ფერები იყო,მხოლოდ საცეკვაო მოედანს ანათებდა რამდენიმე ფერადი განათება ჭერიდან.
ხელი ჩაკიდა გოგოს და წინ თვითონ გაუძღვა.ბართან მივიდა.ანუკის დაეხმარა დაჯდომაში და თავადაც იქვე ჩამოჯდა.რამდენიმე ბარმენი იყო,გოგონები და ბიჭები.მათკენ წამოვიდა ერთ-ერთი გოგო.
_ გამარჯობა ლუკა.
_ ნატი,გამარჯობა.აქ არ გელოდი.
_ ხო,აქეთ ვარ ამ სეზონზე.როგორ ხარ? რაღაც აღარ ჩანხარ.
_ საქმეები.ეს ანუკია,ნატი._ გააცნო ერთმანეთი._ ანუკისთვის აპეროლი,ჩემი კი იცი.
_ ახლავე.
_ ლუკა,დალევა არ მინდა.ბოლოს რომ დავლიე ხომ გახსოვს.
_ მსუბუქია,ცოტა განწყობისთვის.მაგდენს არ დაგალევინებ,სად მაქვს ღამის თენების თავი.
სასმელმა თავისი გაჭრა,ოდნავ მოდუნდა,დაძაბულობა მოეხსნა და მალე მხრებიც ააყოლა მუსიკას.როგორც კი შენიშნა გოგოს აცეკვებული სხეული ლუკამ,წინ აესვეტა.ხელი წელზე შეუსრიალა,სკამიდან ჩამოსვა და საცეკვაოდ წაიყვანა.ცეკვავდა მომღიმარი სახით,ბედნიერი,ლაღი და თავისუფალი.უყურებდა ლუკა და ხვდებოდა ის ყველასგან განსხვავდებოდა.მისი ბავშვური ბუნება ყველასგან გამოარჩევდა.
_ ჩემი ჭიქა მომიტანე._ ყურთან ხმამაღლა ჩასძახა ლუკას. თავის დაქნევით ანიშნა თანხმობა და უკან გამობრუნდა.ჭიქა დაცლილი დახვდა,ხელახლა შეუკვეთა.სანამ გაუმზადეს ისევ გახედა,როგორ ცეკვავდა მარტო,როგორი ბედნიერი იყო.გარშემო არავინ და არაფერი არ არსებობდა თითქოს მისთვის ამ წამს.ვერც შეამჩნია როდის მიუახლოვდა ვიღაც უკნიდან.წელზე ხელი შეუსრიალა და მკერდზე აიკრა ანუკი.თავადაც რეაქცია არ ჰქონია,მეტიც მამაკაცის წელზე შემოხვეულ ხელს თავისი გადააფარა ზევიდან და ისე აგრძელებდა ცეკვას.ლუკამ ყველა ნერვი იგრძნო.ყბის ძვალი დაეჭიმა და ყელზე მფეთქავი ძარღვი გამოეკვეთა.მაშინვე დაიძრა გოგოსკენ და თითქოს მისი მზერა იგრძნოო,ანუკიმაც ამოხედა. მის თვალებს გაუსწორა თვალი.წამში გაშეშდა,თითქოს მხოლოდ მაშინ გაიაზრა,რომ ვიღაც სხვას ეცეკვებოდა.ცივად აიღო კაცის ხელიდან თავისი,მაგრამ კაცმა არ დაანება უფრო აიკრა მკერდზე ქალი.
ერთ წამში შეეცვალა სახე.სასოწარკვეთა,ბრაზმა ჩაუნაცვლა.მისი ხელებიდან გათავისუფლება სცადა.
_ გამიშვი.
_ რა დაგემართა? მოიცა რა…
ხელზე დაქაჩა ორივე ხელით,მაგრამ ვერაფერს გახდა.საგრძნობლად ძლიერი აღმოჩნდა კაცი.იმ წამს ლუკა აესვეტა წინ.მკლავში ხელი ჩაავლო კაცს და ძალით ააწევინა გოგოს სხეულიდან.
_ ხელი გაწიე.
_ შენ ვიღა ხარ ძმაო?_ ახლა ლუკას ჩაეჭიდა მხარში.
_ ხელი გაწიე, დროზე.
_ ე,ვის ელაპარაკები მაგ ტონით შე ნაბიჭ… _ ლუკას მოქნეულმა მუშტმა აღარ დაამთავრებინა სიტყვა.მაშინვე წაბარბაცდა და უკან გადავარდა.გარშემო რამდენიმე ადამიანმა წამოიკივლა და დაცვაც უმალ გაჩნდა ინციდენტის ადგილზე.
_ რა ხდება,მშვიდობაა?_ ისევ ის ტიპი იყო,კარში რომ შეხვდათ.
_ კი,გაიყვანეთ._ თავით ანიშნა ლუკამ და ანუკის მიუტრიალდა,რომელიც დაბნეული აცეცებდა თვალებს და ცრემლებით ევსებოდა თვალები.
_ არ გაბედო,არ იტირო._ ყურთან ახლოს უთხრა._ წამოდი,წავიდეთ.ყველფერი კარგადაა.
როგორც კი გარეთ გამოვიდნენ,ბიჭისკენ შემობრუნდა.
_ შენ მეგონე დედას გეფიცები,თორემ სხვა არ მივცემდი უფლებას მოკარების ხომ იცი?_ ისეთი გულწრფელი იყო,ისეთი ბავშვური. მხოლოდ ჩაეღიმა.
_ რას არ იზავდი?_ ჩაეკითხა.
_ შენ მეგონე._ ეგონა ვერ გაიგო და კიდევ გაუმეორა
_ ანუ მე მაქვს უფლება ხომ,რომ შეგეხო? დაგიჭირე სიტყვაზე._ ფრთხილად შეეხო აცრემლებულ თვალებზე ცერით,ნელა დაუყვა.ტუჩის კუთხესთან შეაჩერა.დიდხანს უყურა,მერე უბრალოდ გულზე აიკრა აცრემლებული.თმებზე ეფერებოდა და კოცნიდა.
_ არ იდარდო,ყველაფერი მშვენივრად არის.
მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
ფეხით გაუყვნენ ბულვარს.გოგოს თხელი თლილი თითები თავის მტევანში ჰქონდა მოქცეული.მხრებით ეხებოდნენ ერთმანეთს და ორივეს ბედნიერს ხდიდა ეს წამიერი შეხება.
ხელი ძლიერად მოუჭირა გოგოს სუსტ თითებს.ამ მოძრაობამ გამოარკვია ფიქრებიდან.ქვევიდან ახედა ბიჭის სფეროებს.
_ რა?
_მოდი აქ._ წინ წავიდა,ზღვისკენ იბრუნა ტანი.ხელი არ შეუშვია გოგოს ხელისთვის,თან გაიყოლა. ჩამოჯდა და გვერდით მოისვა ანუკიც. მომლოდინე მზერა მიაპყრო გოგომ.
_ ნუ მიყურებ მასე,შენ დასჯას კი არ აპირებს ვინმე.
“დასჯა” ცუდად მოხვდა ყურს,თუმცა ისიც იცოდა რატომ.სახლში ხომ ურჩობისთვის მამა ყოველთვის სჯიდა.ენის შეტრიალებისთვის და ათასი მიზეზი არსებობდა კიდევ.იცოდა ლუკას არანაირი უფლება არ ჰქონდა მასთან რაიმე პრეტენზიის,მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა მომხდარის გამო.როდის დაიხსნიდა თავს ამ კომპლექსებიდან?!
_ მოდი ჩემთან._ პასუხს და ქმედებას აღარ დალოდებია,თავად მოხვია ხელი გოგოს და მხარზე მიიკრა მისი სახე.ღრმად შეისუნთქა ქალის თმის სურნელი. ვანილის მოტკბო სუნი რომ დაჰკრავდა.
_ შენს სურნელზე ვგიჟდები,მითქვამს აქამდე?
მხოლოდ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.
_ ხოდა აწი იცოდე.
_ ლუკა,_ ხმაჩახლეჩილმა დაიწყო._ნუ მეუბნები მასეთ რამეებს.
_ რატომ? _ არაფერი,რომ არ უპასუხა ისევ თავად განაგრძო._ იმიტომ,რომ მოგწონს? თუ შენც იგივეს გრძნობ და გეშინია აღიარების?
_ ნურც ასეთ რამეებს._ ბავშვივით ამოიბუტბუტა.
_ უფრო მეტსაც გეტყვი._ ორივე ხელი მხრებზე შემოხვია და მუხლებზე გადაიწვინა.ზევიდან დასცქეროდა მთვარით განათებულ გოგოს სახეს.
_ მინდა რომ ერთად ვიყოთ._ ცერი გადაატარა მკაცრად მოკუმულ ბაგეზე._ არ მინდა გამირბოდე,როგორც ახლა…
_ ფიზიკურად ვერ გავიქცევი,ისე მიჭერ._ ღიმილმა გაუპო ხორციანი ბაგეები.
_ ხოდა მინდა რომ არ გიჭერდე,შენით გინდოდეს დარჩენა.
_ ამისთვის საჭიროა ხელი შემიშვა და გაიგებ რას ვიზამ._ მომღიმარი სახით უყურებდა ქვევიდან ბიჭს.
_ კარგი,ვცდი._ ფრთხილად შეუშვა ხელები.მუხლებზე მწოლიარეს იმედით დაჰყურებდა,წამოწევა რომ დაიწყო გოგომ და წამიერად მოსწყდა მის სხეულს,გული დასწყდა.ფრთხილად წამოიწია.თითქოს კაცის მოთმინებას ცდიდა და რომ დარწმუნდა სიტყვას არ გადავიდოდა,მის ნებას ძალით არ დაიმორჩილებდა,ნაზად შეეხო კაცის ტუჩებს და ზედაპირული კოცნა დაუტოვა.მაშინვე იგრძნო როგორ გაეშალა ბაგე,როგორ გაიღიმა.ისევ იგრძნო ბიჭის ხელები სხეულზე,ოღონდ ახლა უფრო მჭიდროდ.ის ფრთხილი შეხება უფრო გააღრმავა,ვნება არაეული დაეწაფა ქალის მიმზიდველ,სავსე ტუჩებს.


სასტუმროს ნომერთან კიდევ ერთხელ აკოცა და ოთახში შეუშვა.ამღერებულ ტელეფონს დახედა და თავადაც თავისი ნომრის კარები შეაღო.
_ გისმენ კესო.
_ ბათუმში ხარ?
_ კი.რა ხდება?
_ ჩვენს სასტუმროში?
_ ჰო,”ჩვენსაში”.რა ხდება?
_ არაფერი,შეგნიშნეს და მითხრეს.
_ ვა,შეუმჩნევლად ვერ ვმოძრაობ როგორც ჩანს.
_ შენ შეუმჩნევლად დატოვება რთულია ლუკა,ხომ იცი._ წაეთამაშა.
_ გინდოდა რამე?_ დაუსერიოზულდა ხმა.
_ არაფერი განსხვავებული. შენ არ გინდა?
_ ძილი მინდა მხოლოდ მე.მშვიდი ღამე.
პასუხს არ დალოდებია ისე გაუთიშა.

დილა სხვა განწყობით დაიწყო.უფრო ამაღლებული.თვალების გახელისთანავე სასიამოვნო ბიძგები იგრძნო გულში.ენერგიულად წამოდგა საწოლიდან.მოწესრიგდა,შორტი და მაისური გადაიცვა და ლუკას ოთახის კარზე აკაკუნებდა წამში.
_ ღიაა._ გაიგო შიგნიდან კაცის ბოხი ხმა.
ჯერ ისევ საწოლში იწვა,რომ შევიდა.
_ გათენდა ლუკა._ ფანჯარასთან მიირბინა და ღამის ფარდები გადაწია.უხვად მოეფინა ოთახს დღის სინათლე.
_ უჰ,_ ამოიოხრა და გვერდი იცვალა._ დახურე გთხოვ.
_ დილის რვაა,ბატონო ლუკა.
_ არსად გვეჩქარება.
_ მართლა არ გინდა ადგომა?_ გული დაწყდა,არადა თვითონ ერთი სული ჰქონდა გათენებულიყო,ისევ ეგრძნო კაცის სურნელი,ჩაეხედა მის თვალებში და დაენახა ის რასაც წინა ღამით უყურებდა.წამში შეეცვალა განწყობა.ისე ეწყინა,ლამის იტირა.
კარისკენ დაიძრა,რომ ლუკას ხმამ შეაჩერა.
_ მოდი,ცოტახანს მომიწექი და ავდგები მერე კაი?_ ისეთი თბილი ხმა ჰქონდა,უცებ დაივიწყა წყენა.საწოლზე ჩამოუჯდა და შუბლზე გადაატარა ნაზი თითები.
მაჯაში ჩაავლო ხელი ბიჭმა,ტუჩებთან მიიტანა გოგოს თითები.ჯერ თითის ბალიშებზე აკოცა,მერე მთლიანად ხელის გულზე.
_ ძილი სულ არ გიყვარს? _ ისე საწყლად ჰკითხა,გაეცინა.
_ მიყვარს,მაგრამ ვეღარ დავიძინე,მარტომ მოვიწყინე.
_ ხოდა გადმოდი ჩემს ოთახში და აღარ იქნები მარტო._ ფრთხილად გააპარა თვალი და გოგოს რეაქციას დააკვირდა.
_ კიდე რას ინებებთ თქვენო უმაღლესობავ?
_ ეგეც დამაკმაყოფილებს._ გამხიარულდა გოგოს სახეზე.გვერდებში მოუღიტინა და საწოლის სიღრმეში გადმოაწვინა წამში.
_ რანაირად იქცევი აბა?! _ აკისკისდა მის ხელებში მოქცეული.
_ რანაირად?! _ გამოაჯავრა მისივე ხმით.
_ კაი,ადექი,ხომ გამოფხიზლდი.ჩავიდეთ ვისაუზმოთ და მერე სანაპიროზე გავიდეთ,ცურვა მასწავლე.
გამომცდელად შეხედა ლუკამ.
_ რისთვის? რომ მერე გამექცე ხოლმე? მე მომწონს ჩემზე რომ ხარ დამოკიდებული.
_ დამოკიდებული თუ კისერზე ჩამოკიდებული?
_ ეგეც._ სიცილით დაუბრუნა პასუხი.
_ ეგოისტო._ მსუბუქად დაჰკრა ხელი მკერდზე.
საუზმეზე ჩავიდნენ.რაღაცას ჰყვებოდა ანუკი,სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.ლუკა ყურადღებით უსმენდა და მის მომღიმარ სახეს არ არიდებდა თვალს,როცა სახე ეცვალა გოგოს.წამში ჩაუქრა სხივი თვალებში,სახეზე ფორმალური ღიმილი აიკრა.
_ რა მოხდა? _ ვეღარ თქვა ვერაფერი.უკვე რამდენიმე ნაბიჯში იყო მათგან კესო.
_ დილამშვიდობის._ მხარზე ხელი ჩამოსდო კაცს და ტუჩის კუთხეში აკოცა.თვალი აარიდა,თუმცა მაინც შენიშნა.რთული იყო შეუმჩნეველი დაეტოვა,ტუჩსაცხს მისი კოცნის კვალი.იქვე ჩამოჯდა სკამზე.ცერი ჩამოუსვა ტუჩთან.
_ უი,ტუჩსაცხი გადაგივიდა._ გასანეიტრალებლად გაიღიმა.
_ აქ იყავი?
_ ჰო.ერთი კვირაა.
_ არ გითქვამს.
_ არ დამაცადე გუშინ._ გაუღიმა კაცს და ანუკის გახედა._ როგორ ხარ?
_ მადლობ,კარგად.თქვენ?
_ მეც კარგად.ახალ პროექტს შენ გაბარებს? _ თავისუფლად გაუბა საუბარი.
_ ჯერ …_ სიტყვა ლუკამ გააწყვეტინა.
_ კი,ანუკი ჩაიბარებს.
ტუჩები გაკვირვების ნიშნად მოწკურა კესომ.
_ ალბათ ჭკვიანი გოგო ხარ,სხვაგვარად ლუკა არ დაგაწინაურებდა.
როგორ არ უნდოდა ახლა ეს საუბარი.როფორ უნდოდა გამქრალიყო ახლა და გასცლოდა აქაურობას.
_ მარტო ხარ? _ თემა შეცვალა ლუკამ.
_ არა,ჩემს გოგოებთან ერთად.ნიას ბინაში,თუ გახსოვს შარშან ჩვენს კორპუსში აიღო ბინა.
_ შენს ბინაში არ დასრულდა რემონტი?
_ კი,ავეჯს შეიტანენ და ზაფხულის ბოლოსთვის მოესწრება.აქ ისე გამოვიარე,ხომ იცი ამათი ფუნთუშები მიყვარს და ვიფიქრე გავუყოლებდი გოგოებს.
_ ჩემს ანგარიშზე დაწერონ,რომ შეუკვეთავ უთხარი.
_ არ შეგაწუხებ,მადლობა._ ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე._ კარგი დაგტოვებთ.წარმატებებს გისურვებთ.
_ შენც,ბედნიერი დღეები.კიდევ დიდხანს აპირებ აქეთ?
ფეხზე წამოდგა კესო.
_ არ ვიცი,შეიძლება კიდევ ერთი კვირა.რა ხასიათზე ვიქნები.ხომ იცი ჩემი.კარგად ანუკი.
მაშინვე მზერა აწია.თვითონაც დაემშვიდობა და გაუღიმა.ვერ წარმოიდგენდა თუ მისი სახელი იცოდა.გაუკვირდა,მაგრამ მერე სხვა ფიქრებმა იჩინა თავი.
ვერა და ვერ აიძულა თავი ხასიათი შეცვლოდა.კარგად იცოდა ნათიასგანაც და საკუთარი თვალით ნანახიც,რა ურთიერთობა ჰქონდათ ლუკას და კესოს.საკუთარ თავზე გაბრაზდა,წინა ღამის გამო.როგორ დაუშვა და ასე ახლოს მიუშვა კაცი მასთან.მადა დაკარგა,პირი ვეღარაფერს დააკარა.
_ ანუკი,არ შეჭამ?
_ აღარ მშია.
_ თითქმის არაფერი გიჭამია._ ხელზე მიეფერა.
_ მეყო,რაც ვჭამე._ თვალს არიდებდა,ხელიც ფრთხილად გამოარიდა.
მიხვდა რატომაც იქცეოდა ასე,მაგრამ არაფერი უთხრა.
ნომერში დაბრუნდნენ.
_ ორი საათისთვის არის შეხვედრა ჩანიშნული,მანამდე სანაპიროზე გავიდეთ.
_ არ მინდა,რაღაც საქმე მაქვს …_ კარი შეაღო და ნომერში შევიდა.საწოლზე დაწვა ზურგზე და მაშინვე იგრძნო როგორ დაუწვა კანი ცრემლებმა.ვის რა მოდავებოდა,თავად ჩაიგდო თავი ამ მდგომარეობაში.თვითგვემას მიჰყო ხელი.გაბუსხული იჯდა ოთახში და უაზროდ სქროლავდა.ლუკაც ჯიუტად არ ჩანდა და ეს კიდევ უფრო აღიზიანებდა.
ფანჯრიდან გაყურებდა ზღვას და უდარდელად შეზლონგებზე გაწოლილ ხალხს შენატროდა.თითქოს დროც მის ჯიბრზე გადიოდა ნელა,რაც შეიძლება ზანტად.
ორი იყო დაწყებული კარზე დააკაკუნეს.ლუკა იდგა.თეთრ ტილოს პერანგში და მუქ ლურჯ შარვალში გამოწყობილი.
_ დროა,თუ მზად ხარ წავიდეთ.
_ ახლავე._ უკან გაბრუნდა საწოლზე გამზადებულ ჩანთას მოკიდა ხელი და ერთად დატოვეს სასტუმრო.
არც მანქანაში დაურღვევიათ სიჩუმე.ფანჯარაში იყურებოდა,ქალაქს ათვალიერებდა.იცნო ზოგიერთი ადგილი.ინტერნეტის საშუალებით უნახავს.
დიდ შენობასთან გააჩერა მანქანა პარკინგზე.ერთად შევიდნენ შენობის შინგით.არანაირი კონტაქტი,არც თვალის არც ხელის. სასაუბროდ მაგიდას მიუსხდნენ.საუბარი არეულად წარმართეს მასპინძლებმა.ლუკა გაღიზიანდა.მომთხოვნი და შეუვალი გახდა.იმაზე ნაკლები თანხა დაასახელა ვიდრე გათვალისწინებული ჰქონდათ მოლაპარაკების წინ.ანუკის გაუკვირდა,მაგრამ ხმა არ ამოიღო.ფასით უკმაყოფილოებმა ორჭოფობა დაიწყეს და მოლაპარაკებამ კიდევ უფრო არეული სახე მიიღო.მხოლოდ ახლა გახედა ანუკიმ ლუკას და მზერით აგრძნობინა დაფიქრებულიყო.მზერა აარიდა კაცმა.მოულოდნელად წამოდგა.
ხელი გაუწოდა დასამშვიდობებლად.
_ მე რამდენიმე დღე კიდევ აქ ვარ,მოილაპარაკეთ და დამიკავშირდით.
_ კარგით.მადლობ დაინტერესებისთვის._ მის ხელს ხელი შეაგებეს.
სასწრაფოდ წამოდგა ანუკი და უკან აედევნა სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ლუკას.
_ რატომ მოიქეცი ასე? _ უკმაყოფილება ვერ დამალა და მანქანაში ჩაჯდომისთანავე უკმაყოფილო მზერა მიაპყრო კაცს.
_ მათ კარგად იციან ჩემი კომპანიის შესახებ.რადგან მე დავინტერესდი იციან,რომ დიდი შანსი აქვთ გაყიდონ შენობა,მაგრამ დახარბდნენ.ჰგონიათ იმაზე მეტს გადავიხდი ვიდრე ღირს.საუბარი ისე მიჰყავდათ ვაჭრობას აქეთ დამიწყებდნენ,როცა მე თანხას დავასახელებდი.
_ რეალური ფასი გეთქვა,მოლაპარაკებაზე წამოვიდოდნენ.
_ რეალური ფასი მათ აღარ აწყობთ,ოცნებებში არიან უკვე,როცა ჩვენი კომპანია მათ დაუკავშირდა.იმისთვის რომ რეალობას დაუბრუნდნენ ასე იყო საჭირო.
_ რომ არ დარეკონ?
_ არაფერს ვკარგავ.ისინი კარგავენ მილიონობით ლარს.
_ რა ცივსისხლიანივით ლაპარაკობ. ის ხალხი ისე აღელდა,როცა შენ თანხა დაასახელე.
_ მანამდე რატომ არ ღელავდნენ? ის მიკიბულ-მოკიბული საუბარი შენი აზრით რა იყო?
_ არ გამართლებს ეგ.
_ არაუშავს.მე მათ გამდიდრებას არ დავპირებივარ.რეალობას რომ გაცდნენ ჩემი ბრალი არაა.ასე რომ დამშვიდდი შენც.
_ შენი ნებაა._ გაბრაზებული შესწორდა სავარძელზე და ფანჯარაში დაიწყო ყურება.
სინამდვილეში არც ლუკა აპირებდა ასე წარმართვას მოლაპარაკების,მაგრამ ისე გააბრაზა ანუკის დამოკიდებულებამ,მათზე იყარა ჯავრი როგორც კი შანსი მიეცა.
_ შენ რა გჭირს?
_ არაფერი,უბრალოდ ჩემს ბოსს ვემორჩილები,მშვიდად ვარ.
_ სიმშვიდის არაფერი გეტყობა.სადაც არის ვულკანივით ამოხეთქავ.
_ არაფერს მსგავს არ ვაპირებ.
_ მიხარია._ მუხლზე ხელი ნაზად შეახო.
როგორ არ უნდოდა პირველივე შეხებაზე რომ მომლღვალიყო,მაგრამ გრძნობდა როგორ ლღვებოდა მასში ის ყინული რაც დილიდან გაამყარა.
_ ანუკი,_ მშვიდი,რბილი ხმა ჰქონდა._ კესო,ჩემთვის გოგოა,რომელთანაც უბრალოდ სექსი მაკავშირებს.ჩვენ გრძნობები არ გვაკავშირებს ერთმანეთთან.თავიდანვე იცოდა,უფრო სწორად თავიდანვე ასე აეწყო ჩვენი ურთიერთობა.ასე რომ საეჭვიანოდ არ გაქვს საქმე.
_ არ მიეჭვიანია.
_ აბა, რა მოხდა?
_ ცუდად ვიგრძენი თავი.
_ მომეცი ხელი._ გაშლილი ხელი გაუწოდა და ანუკის გრძელ თითებში ახლართა თავისები.მერე თავისკენ მოწია და ხელის ზურგზე აკოცა.
_ უთქმელად არასდროს გაიბუტო,არც არასდროს დატოვო უთქმელად “ფრონტი”,ყოველთვის თქვი შენი სათქმელი და ისე გადი ურთიერთობიდან,ეს შემდგომ გართულებებს აგარიდებს თავიდან.
_ არ შემიძლია მე ეგ.
_ კი,შეგიძლია. ეკატერინე ხომ მოსვი თავის ადგილზე?! მასე უნდა მოსვა კესოც თუ ზემდმეტად ჩაერევა და მეც,თუ დაგჭირდა.
_ შენც ანუ ხომ? _ აუბრიალდა თვალები ანუკის.
_ სხვას რას ველოდი?! მხოლოდ ის გაიგო რაც უნდა._ მსუბუქად,ხუმრობით დაჰკრა ხელი საჭეს.

საღამო სანაპიროზე გაატარეს.დილით დაპირებული ცურვის სწავლა საღამოს შეუსრულა.ცუდი მოსწავლე არ გამოდგა,თუმცა ზურგზე წოლა და ტივტივი გაუმარტივდა ყველაზე მეტად და წყლის ზედაპირზე იწვა მთელი საღამო.
_ ანუკი,ისე მშია,თუ არ გამომყვები ახლა სასტუმროში შენ შეგჭამ._ პასუხი რომ არ გასცა გოგომ,ბარძაყზე წაავლო ხელი და მსუბუქად უკბინა.
_ აა…_ შეკივლა._ რას აკეთებ? _ სიცილით უთხრა.გასწორდა და ხელები კისერზე შემოხვია.
_ შეგჭამ,თუ დროულად არ გამომყვები.კიდევ ბევრი გემრიელობა მეგულება ამ სხეულზე._ ხელები აუტარ-ჩაუტარა ნახევრად შიშველ ტანზე.
_ მაგალითად? _ გამომწვევად ჩაეკითხა და აჰყვა თამაშში.
_ მაგალითად… განვახორციელო თუ ჯერ ჩამოვთვალო?
_ სიტყვაზე გენდობი._ გაეცინა და ყელზე მფეთქავ არტერიაზე დაუტოვა კოცნა,ასე რომ აღაგზნებდა.
_ ჯერ,ჩემი საყვარელი ადგილით დავიწყებ._ ტუჩებზე თითი გადაუტარა და კოცნაც დაუტოვა,საჩვენებელი თითი ყელზე ჩაუსრიალა და მკერდს შორის ღართან გაჩერდა._ მერე დავყვები ქვევით…
_ კარგი,გასაგებია._ მზის ბოლოს სხივები ბანაობდნენ ზღვის ზედაპირზე და გოგოს შაფაკლული ლოყებიც აღარ ჩანდა.
_ უფრო მომშივდა._ ოდნავ გადაწია ქალის სხეული და მკერდს შორის ვიწრო ღარზე აკოცა.იგრძნო როგორ დაეხორკლა სხეული,უნდოდა კიდევ ეთამაშა მის სურვილებთან,მაგრამ ვერ გაწირა.მხოლოდ ბარძაყებში ჩაავლო ხელი,აწია და წელზე შემოისვა. მასზე ერთი თავით მაღლა აწეულ ქალს ქვევიდან ახედა.
_ დანარჩენი გავაგრძელოთ სახლში.ახლა გამომყევი.

თბილისში რომ დარეკა ლუკამ და კიდევ რამდენიმე დღით გადადო შეხვედრები,ზოგ საქმეზე ნიკა გაგზავნა,ზოგზე ვინ.მაშინ იეჭვა ნათიამ,რომ საქმე სერიოზულ სახეს იღებდა. საღამოს სამსახურიდან მისულმა ვიდეო ზარი განახორციელა ანუკისთან,თან მოსაკითხად,თან საჭორაოდ.
_ გაგიტკბათ ხომ თქვენ ბათუმი? თუ თქვენ იწყებთ რემონტს თქვენი ძალებით?_ მომღიმარი უყურებდა თავის უკვე პატარა დაქალს.გულღიად გადაიკისკისა ანუკიმ.
_ რაღაცეები ისე არ წავიდა,როგორც ლუკა გეგმავდა და ამიტომ ჩვენი წამოსვლის დრომ გადაიწია.
_ კაი გასაგებია და უფროსი ხომ არ გაბრაზებს?_ ლუკას ხსენებაზე სახე გაებადრა.ნათიას მხედველობას არ გამოპარვია გოგოს სახის ცვლილება.
_ არა. _ ისე გაწელა ბოლო ბგერები,გაყიდა ხმამ.
_ ანუ არ გაბრაზებს.
_ არა,პირიქით.
_ აა,თან პირიქით ხომ? _ გოგოს აჭარხლებულ სახეზე ხმამაღლა გაიცინა ნათიამ.
_ ანუ,არ მაბრაზებსთქო.
_ ვაიჰ,ჩემო პატარა. მიდი გკოცნი ჭკუით იყავი.
_ მიყვარხარ.
_ მეც.
უხაროდა ანუკის ბედნიერი თვალები,მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ ენდობოდა ლუკას.მისი მექალთანეობის ამბები ოფისში ცნობილი იყო.არ უნდოდა ანუკიც მათ რიცხვს შემატებოდა.
სინამდვილეში კი არანაირი საქმე აღარ იყო ბათუმში.უბრალოდ უნდოდა ანუკის კარგად შეეგრძნო თავისუფლება.დაესვენა,ესიამოვნა ზღვით.მოატარა ბათუმის გარშემო ყველა ღირშესანიშნაობა.დღის მანძილზე დასეირნობდნენ სხვადასხვა სანაპიროებზე. აჩვენა ცხოვრებით ტკბობა და თავადაც ხარობდა მისი აღმოჩენებით.
_ ლუკა,არ მინდა სახლში დაბრუნება. _ გვიან საღამოს სანაპიროზე იყვნენ.ბიჭის ფეხებს შორის ჩამჯდარიყო,ზურგით ლუკას მკერდს აკრული და ეწუწუნებოდა.
_ დავრჩეთ კიდევ._ თმებზე ეთამაშებოდა.
_ მასეთი ეგოისტიც არ ვარ,შენი საქმეები გავაფუჭო ჩემს გამო.
_ შენ არაფერს გააფუჭებ,დამშვიდდი.
_ ლუკა_ ბოლო ბგერები ბავშვივით გაწელა საყვარლად.
_ რაო? _ თავზე აკოცა.
_ დღეს კესო დავინახე,სავაჭრო ცენტრში რომ ვიყავით.
_ მერე?
_ მანაც დაგვინახა. მაგ გოგოს ნამდვილად არ უყვარხარ?
_ რამე გითხრა?
_ არა,მე შენთან ერთად ვიყავი,მეხუტებოდი და მაგ დროს შემოგვხედა წამიერად,მაგრამ ისეთი თვალები ჰქონდა,უხერხულად ვიგრძენი თავი.
_ ცუდად შემოგხედა?
_ არა,პირიქით სევდიანი მზერა ჰქონდა,რომ შევხედე მე გამიღიმა და შეტრიალდა წავიდა.
_ კარგი გოგოა კესო.
_ მერე რატომ არ აგეწყოთ ურთიერთობა?
_ რავიცი,ხომ გითხარი თავიდანვე ისე დავიწყეთ ჩვენ.რა გინდა ანუკი,”პროფილში” ვართ?
_ ვიყოთ,მომიყევი რაა…_ ნახევრად მისკენ შეტრიალდა ტანით.
_ გაჩუმდი ახლა,არაა ეს სალაპარაკო თემა.
_ აუ,გთხოოვ.
_ გაჩუმდი,თორემ სხვა ხერხებიც ვიცი გასაჩუმებლად.
_ მართლა რა უჟმური ხარ რა,ტყუილს კი არ ამბობენ…
_ რაო,რაო? ვინ ამბობს მაგას?
ენაზე კი იკბინა,მაგრამ კაი დროს.
_ მე ვამბობ.
_ მორჩი გმირობას,საკუთარ თავზე აღება არ გიშველის.სხვათაშორის სკოლაშიც კარგი მოსწავლე ვიყავი,გრამატიკა ძლიერი მხარე იყო ჩემი.ასე რომ “ამბობენ” კარგად ვიცი რასაც ნიშნავს.
უარყოფის ნიშნად თავს აქნევდა ანუკი.
_ შე საძაგელო…_ გვერდებში მოუღიტინა.ანუკის სიცილის ხმა შეერია ზღვის ტალღებს.

თბილისში საღამოს გვიან დაბრუნდნენ.ჭიშკართან გააჩერა მანქანა ლუკამ.ჩემოდანი გადმოიღო და შეატანინა.ეზოში ნიკას მანქანა არ ჩანდა.არც ნელი არ ჩანდა.პირდაპირ ანუკის “განყოფილებაში” შევიდნენ.
გარემო მოათვალიერა ლუკამ და ფრთხილად ჩამოუგდო სიტყვა.
_ როდემდე აპირებ აქ დარჩენას?
_ არ ვიცი,არ მიფიქრია ამ საკითხზე ჯერ.
_ იმ სახლში…_ ფრთხილად დაიწყო ლუკამ და შეაწყვეტინა.
_ იქ აღარ დავბრუნდები ლუკა.
_ გაყიდვაზე არ ფიქრობ?
_ კი,ვიფიქრე.დაჯექი ცოტახანს,ყავას დალევ?
_ არა,არ მინდა ყავა,უბრალოდ დავჯდები._ იქვე ჩამოჯდა დივანზე.ანუკიც მის წინ დაჯდა.ხელები მუხლებზე დაიწყო.
_ ხოდა გაყიდვაზე ვფიქრობ,მაგრამ მოსაწესრიგებელია რაღაცეები იქაც.
_ მომეცი გასაღები,გავგზავნი ჯგუფს და მიხედავენ.
_ ვერ ლუკა,ჯერ ვერ.მათი ნივთები ისევ იქ არის,უნდა გადავარჩიო რაღაცეები და ჯერ არ ვარ მზად მაგისთვის,მასეც ვერ გავყიდი.ხომ გესმის?
_ კი._ გოგოს ხელები თავისაში მოიქცია._ თუ რამე დაგჭირდეს,ხომ იცი ვის უნდა უთხრა პირველი?
_ კი,შენ.
_ კარგი გოგო ხარ._ ფეხზე წამოდგა._ წავალ ახლა,ხვალ შევხვდებით.მართლა,ჩემი სახლის კარი ღიაა შენთვის,ხომ არ გადმოხვიდოდი?
_ შენთან?
_ ჰო,ჩემთან._ კართან იდგა და უდასტურებდა.
_ არა.
_ რატომ,საძინებელს დაგითმობდი,თუ არადა ხომ ნახე მართლა დიდი საწოლია.
უნდობლად შეხედა ანუკიმ და თან ეცინებოდა.
_ რაა? მხოლოდ ამას ვერ დავთმობ,_ ცერი გადაუსვა ტუჩებზე._ სხვა მხრივ არ შეგაწუხებ.
_ მადლობა,მხედველობაში მექნება._ თავიდან მოშორების მიზნით მიიღო წინადადება.
_ აუჰ,მომატყუე გგონია?_ ჩაიცინა და კარი გამოაღო.
ჭიშკრამდე გაჰყვა და ნიკას მანქანაც გაჩერდა იქვე.ნინუცა,ნიკა და ჯაბა გადმოვიდნენ მანქანიდან.
_ რა ოპერატიულია რომეო.
_ მორჩი,ნუ იკბინები._ ჩუმად იდაყვი გაკრა გვერდში.
მიესალმნენ,ერთმანეთი მოიკითხეს და ლუკა წავიდა.
_ როგორ გიხდება ნამზეური._ ტაში შემოჰკრა ნინუცამ.
_ მეც მომწონს._ თვალებანთებული დაეთანხმა ანუკი.
_ მიდი ცივი ყავა გააკეთე რა ნინ._ ჰამაკში ჩაწვა ნიკა._ ჯაბა,დალევ ხომ?
_ ნინაჩკა,თუ იკისრებს კი.
_ გავაკეთებ ხო,არ დამაცადოთ დაქალის მოკითხვა. _ ბუზღუნით გაუყვა სახლისკენ ბილიკს._ ნელიკო სადა ნიკუშ? სახლში შესულმა ფანჯრიდან გამოსძახა.
_ მეზობელთან იქნება._ გაეპასუხა ნიკა.
ყავა გაამზადეს გოგოებმა და ერთად გაიტანეს ეზოში. ბათუმის ამბები ძალიან აინტერესებდა ნინუცას,ნიკუშას ამიტომაც გამოჰყვა სახლში,ანუკის ვნახავო,მაგრამ ახლა არაფერი ჰკითხა,არ უნდოდა ვინმეს შეეშალა მათთვის ხელი საუბრის დროს.
_ ძალიან კი გაგეწელათ ბათუმი._ ყავა მოსვა ნიკამ და ისე თქვა,არ მიუქცევია გოგოს რეაქციისთვის ყურადღება.ჯერ ისევ არ ჰქონდა ეჭვი მათ ურთიერთობაზე,არც ნინუცას დასცდენია სიტყვა.
_ ჰო,რაღაც არ წავიდა ისე და ამიტომ.
_ მოგვარდა?
_ არა,ისე წამოვედით პასუხი არ უთქვამთ.
_ ვაა,ლუკას მსგავსი არ სჩვევია.რაც უნდა ყოველთვის იღებს იმას
_ მართლა გიხდება ნამზეური.
ნაზად დაუსვა თითი მხარზე ჯაბამ..უსიამოვნოდ შეიშმუშნა ანუკი.იგრძნო ბიჭმაც,რომ არ ესიამოვნა გოგოს და აღარ დაარღვია მათ შორის დისტანცია.
_ გაგიყვანო გვიან სახლში თუ დარჩები ნი?
_ დაქალი თუ დამიტოვებს დავრჩები.
_ თუ უარი გითხრა მე დაგიტოვებ._ თვალი ჩაუკრა გოგოს.
_ მექნება იმედი.

გვიან შევიდნენ დასაძინებლად,მაგრამ ნინუცა რის ნინუცა იყო ძილის საშუალება მიეცა და ბოლომდე არ გამოეკითხა დეტალებში ამბები.ანუკი თან ჩემოდანს ალაგებდა თან კითხვა-პასუხის რეჟიმში უყვებოდა დეტალურად ამბებს.
_ ანუ ერთად ხართ?
_ ჰო,ასე გამოვიდა._ გაეღიმა ანუკის.
_ როგორ გექცეოდა?
_ მხოლოდ ფილმებში და წიგნებში თუ მინახავს მსგავსი.
_ მართლა?
თვალების ფახულით დაუდასტურა.
_ ღირსეული ტიპია,ნიკასაც მოწონს.
_ ანუ ორი კი მაქვს?
_ მესამე შენია._ ორივემ გადაიკისკისა.
_ მიხარია ძალიან შენი ბედნიერება.
_ მადლობა კნუტ,ვიცი.
_ ჯაბას მოწონხარ._ უცებ მიახალა.
_ საიდან მოიტანე?
_ ნიკუშას ელაპარაკებოდა,შემთხვევით გავიგე.დღესაც როგორ გიყურებდა.
_ არ ვიცი და არ მინდა ტყუილად გრძნობები გაუჩნდეს.
_ რა შენი ბრალია.
შუაღამე გადასული იყო,რომ დაიძინეს.


დილით ერთად გავიდნენ სამივე.ნიკა და ანუკი სამსახურში.ნინუცა სახლში.ნათია კაბინეტში იყო უკვე და საბუთებს ბეჭდავდა.
_ ჩემი თეთრი გოგო,როგორ გაშავებულა. _ მომღიმარი შეხვდა.
_ დავაკვდი სანაპიროს.
_ აჰ,ანუ დააკვდი ხომ? რავიცი,მეგონა სამუშაოდ წახვედით იქ თქვენ._ ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
_ თავისუფალ დროს._ სხარტად უპასუხა.
_ გიმსგავსა ხო იცი ამ სხარტულ პასუხებში.
ესიამოვნა ლუკასთან მსგავსება,გაეცინა.კარშიც ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ლუკა.
_ დილამშვიდობის ქალბატონებო.
_ დილამშვიდობის._ ღიმილით დაუბრუნა ნათიამ და ანუკის განათებულ თვალებს ჰკიდა თვალი.მაშინვე ყველაფერი უფრო ნათელი გახდა.ისე ალევარდნენ ბიჭის დანახვისას.
_ რა ხდებოდა აქ,მშვიდობაა?
_ კი,აქ მშვიდობაა აი,ბათუმიდან დარეკეს დღეს და შენთან უნდოდათ საუბარი.
_ ძალიან კარგი,გადარეკე ერთ საათში და დამაკავშირე.
_ კარგი._ მიჩვეული იყო ნათია ლუკას ახირებებს.ასე იცოდა სასწრაფო საქმეზეც,მინიმუმ 15-20 წუთს მოაცდევინებდა ქალს და ისე არეკინებდა.
_ ერთ საათში რატომ?_ ლუკას გასვლის შემდგომ იკითხა ანუკიმ.
_ რას გაუგებ მაგას._ ხელი აიქნია._ თავისი მიდგომები აქვს.კიდე ცოტა დრო თქვა.ერთხელ სასწრაფო საქმე იყო,პასუხს ითხოვდნენ დროულად,ისეთი “დამპალია” _ ხმას დაუწია ნათიამ._ მეორე დღეს დამარეკინა და ისე უთხრა პასუხი,როცა ერთი კვირით ადრე უკვე იცოდა.
_ რატო?
_ არ ვიცი,ეგეთია._ მხრები აიჩეჩა ნათიამ.მერე სიცილით დააყოლა._ ისე კი სულ კარგად ატრიალებს ხოლმე მერე სიტუაციებს.ვნახოთ ამ ჯერად რა იქნება.
დერეფანში სოსომ გაიარა,გოგონებს მიესალმა და ლუკა იკითხა.ანუკი შეათვალიერა და გაუყვა დერეფანს.არ მოწონდა ლუკას ახალი ახირება,დამლაგებელი რომ წარადგინა პროექტის მენეჯერად.ახლა ეს გაურკვეველი ბათუმის პროექტიც დაემატა,ხვდებოდა ამასაც მას გადაულოცავდა.დაკაკუნების გარეშე შეაღო შვილის კაბინეტის კარი.
_ გამარჯობა შვილო._ ლუკამ მხოლოდ ამოხედა და თავი დაუკრა.რომ მიხვდა ხმის ამოღებას არ აპირებდა ისევ თავად გააგრძელა სოსომ.
_ რა მოხდა ბათუმში?
_ კონკრეტულად რა გაინტერესებს?
_ რაც მაინტერესებს იცი და იმის იქეთ თუ სხვა რამეც გაქვს სათქმელი,მზად არის მამაშენი შენს მოსასმენად._ მაგიდაზე ჩამოდო,ერთმანეთში გადაჭდობილი თითები.
_ ვააუ,მამაჩემი მოწოდების სიმაღლეზეა.
_ მორჩი ამ უადგილო ირონიას ლუკა,მე არ დამიმსახურებია შენგან და არ მოვითმენ.
_ მაინც რას იზამ? დამსჯი?
_ საიდან მოგაქვს ეს სიტყვები? ისე მართალი ხარ ბავშვობაში უნდა დამესაჯე.ზედმეტად გათამამებდი.
_ ხო,შენი დასჯის მეთოდები კი ვიცი,ფინანსებს შემიწყვეტ როგორც ნენეს ალბათ და რაც შენს სახელზეა ჩამომართმევ და სხვა? არა,მამაჩემო ჩემთან იგივე არ გაგივა,იმიტომ რომ მე ჩემი ცოდნით და შრომით მოვედი აქამდე და ჩემით შევიძინე ეგ ყველაფერი,თან ჩემს სახელზეა.
_ თავხედი ხარ.ეგ ცოდნა ვინ მოგცა მერე?
_ ჩემმა მასწავლებლებმა._ თვალი ჩაუკრა,იმისთვის რომ უფრო გაემწარებინა.
_ უმადური ხარ.
_ რა გინდა? ხომ იცი რომ ჩვენი დიალოგი არასდროს დგება.
_ გითხარი რაც მინდოდა,მაგრამ მიიღებს შენგან კაცი პასუხს?!
_ არაფერი არ გადაწყვეტილა ჯერ,ცოტახანში გავესაუბრები და გაგაგებინებ.
_ ამდენ ხანს რატომ გაჩერდით მაშინ?
_ ეგ შენ არ გეხება.
_ ლუკა,სამსახურს და შენს მოთხოვნებს ერთმანეთში ნუ აურევ,თან მერე ვისთან? დამლაგე…
_ აღარ გააგრძელო._ გამყინავი იყო კაცის ხმა.წამით გაშეშდა.გაუკვირდა შვილის ტრანსფორმაცია.ჩაეღიმა მიხვდა ეს არ იყო ჩვეულებრივი ფლირტი ან რომანი,რაც აქამდე ჰქონია ლუკას ქალებთან.რაღაც სხვა იყო,უფრო სერიოზული,არა იმიტომ,რომ მამა გააჩუმა,არა ამას ისედაც ხშირად აკეთებდა,როცა მარტონი იყვნენ.სხვებთან პატივისცემას ინარჩუნებდა ყოველთვის მამის მიმართ.ახლა კი,ახლა ხმამ გაყიდა,ინსტიქტებმა.
_ მე მითქვია ლუკა,მეტს აღარ გაგიმეორებ.
_ არც არის საჭირო.
გატრიალდა და გავიდა,მაგრამ ვერ გაიყოლა ის აურა რაც ახლდა მასთან საუბარს.


კაბინეტის კარი შეაღო თუ არა ზარი შემოვიდა სოსოს ტელეფონზე.ლევან გელანტია დაეწერა დიდი ასოებით.
_ ლევანს სალამი.როგორ ხარ მეგობარო?
_ შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები ჩემო სოსო,როგორ?
_ ჰო,ეს ბოლო დრო ვეღარ მოვიცალე ლევან,მეკუთვნის საყვედური.თან რაც შვილებს გადავაბარეთ ჩვენი საქმეები,ვეღარ ვხვდებით ხშირადაც.
_ სწორედ მაგ საქმეზე ვრეკავ სოსო,პირადად მინდა გასაუბრება.
_ სად და როდის ლევან?
_ დღეს თუ შეძლებ, გამოდი ჩემსკენ.
_ კარგი.მოვალ.
მიუხედავად ლუკასთან საუბრის შემდგომ ხასიათი შეეცვალა,მაინც აიძულა თავი ლევანთან სხვა განწყობით წამდგარიყო.
შესვლისთანავე ძლიერად ჩამოართვა ხელი კაცს.
_ ხომ მშვიდობაა ლევან?
_ კი,კი.დაჯექი.
ტყავის სავარძელში ჩაჯდა და ყურადღებით შეხედა კაცს.
_ სოსო,ჩვენი შვილები შესანიშნავად ართმევენ თავს საქმეს.ყველა პროექტი მშვენიერი მოგებით დააგვირგვინეს.
_ ნამდვილად ლევან,ნამდვილად.
_ ახლა კიდევ ერთი შანსი ჩავარდა,მაგრამ არ ვიცი თქვენი კომპანია რამდენად წამოვა ამ შემოთავაზებაზე.
სავარძელში შესწორდა სოსო.თითქოს ყურადღების მოკრებაში მხოლოდ ეს უშლიდა ხელს.გელანტიების კომპანია ევროპის ქვეყნებში იყო იგივე საქმიანობით დაკავებული,თუმცა იყო პროექტები,სადაც საქართველოს ტერიტორიაზეც არ ამბობდნენ უარს.
_ საქმე ეხება ევროპის ბაზარზე გასვლას.ერთი ძალიან კარგი შემოთავაზება გვაქვს.საქმე იმაშია,რომ ახლა ბიუჯეტი არ მაძლევს საშუალებას ეს პროექტი წამოვიწყო დამოუკიდებლად,მაგრამ თუ თქვენ გარისკავთ და წილში შემოხვალთ.ამით ორივე კომპანია დიდ სარგებელს ნახავს.რას იტყვით სოსო?
_ საინტარესოა ლევან,თუმცა ხომ იცი ლუკასთან უნდა შევათანხმო,დეტალებში ჩახედვაა საჭირო,მაგრამ თქვენთან ერთად მსგავსი პროექტის წამოწყება ჩემთვის შესანიშნავი შანსია,ევროპის ბაზარზე გასასვლელად და ვაფასებ ამ შემოთავაზებას.
_ ვეტყვი კესოს,გაისაუბროს ლუკასთან,თუ შევთანხმდით წავლენ,რაღაც პერიოდი და ნახოს ლუკამ საკუთარი თვალით.
_ მე მომხრე ვარ ლევან,ჩემი დამოკიდებულება იცი და არა მარტო საერთო საქმიანობაზე._ სიტყვა გადაუკრა ირიბად ახლგაზრდებზე.
ჩაეღიმა ლევანს.მიუხვდა სათქმელს.არც თავად იყო წინააღმდეგი.მით ,უფრო ქალიშვილს ატყობდა უმცროსი გოგრიჭიანის მიმართ ინტერესს.კესო მუდმივად ცდილობდა ისეთი პროექტები აეღო სადაც გოგრიჭიანების კომპანიასთან ერთად გაიყოფდნენ საქმეს.

ბათუმიდან ზარი ისევ განხორციელდა.ლუკა გაესაუბრა,თანხის გაზრდას ითხოვდნენ.ლუკას მიერ პირველ ჯერზე შესათავაზებელ თანხაზე ბევრად ნაკლები დაასახელეს,საწყის ფასად.ჩაეღიმა,უმცროს გოგრიჭიანს.მოლაპარაკება ზუსტად ისე მიდიოდა როგორც დაგეგმა.
დავფიქრდებით და ხვალ შეგატყობინებთ – ამ სიტყვებით დაასრულა საუბარი.ანუკი ესწრებოდა მის სატელეფონო მოლაპარაკებას.როგორც კი გათიშა გაოცებული თვალები მიაპყრო.
_ რას თამაშობ ლუკა?
_ ასე აჯობებს,დამიჯერე. ხომ გეგონა არ დარეკავდნენ და დარეკეს,ახლაც ასე ჯობს.
_ კარგი,არ ვერევი მე.
_ ჩაერიე,არ არის პრობლემა.მიხარია თუ დაინტერესდები,კითხვები გექნება.ასე უფრო მეტს გაიგებ და განვითარდები._ ფეხზე წამოდგა და მიუახლოვდა გოგოს._ არ მოგერიდოს კითხვების დასმის კარგი?
თავი დაუქნია ანუკიმ.
კარში სოსო შემოვიდა.ერთმანეთის წინ მდგარ წყვილს წამიერად შეავლო თვალი.არ ეხებოდნენ ერთმანეთს,თუმცა იგრძნობოდა მათ შორის ინტიმი.
_ დაგვტოვე თუ შეიძლება._ ანუკის გახედა კაცმა.
ჯერ კარში მის დანახვაზე ეცვალა ფერი.დაეჭიმა სხეული.არაფერი თქვა,მშვიდად შეტრიალდა და გავიდა კაბინეტიდან.თვალებით გააცილა გოგო.
_ სხვა დროს დააკაკუნე კარზე.მე და ნენეს გვასწავლიდი მახსოვს.
_ იმასაც გასწავლიდი რომ სამსახურში არ უნდა ეფლირტაო ქალებს.
_ ხელახლა იწყებ?
_ არა,მაგაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ ახლა._ სკამზე ჩამოჯდა და ისე გადახედა შვილს აგრძნობინა,სერიოზულ საქმეზე მოვედი და დაჯექიო.
_ გისმენ._ დაუბრუნდა თავის ადგილს ლუკა.
_ რას იტყვი ქვეყნის გარეთ გასვლაზე ჩვენს ბიზნესში?
_ ვფიქრობდი ბოლო დროს,მაგრამ ახლა რატომ?
_ ძალიან კარგი.ლევანმა შემომთავაზა საზღვრებს გარეთ,ევროპაშიც რომ ვითანამშრომლოთ._ დაკვირვებით შეხედა შვილს.ცდილობდა რაიმე ემოცია ამოეკითხა მის სახეზე,მაგრამ ლუკა ჯიუტად აკონტროლებდა მიმიკებს_ ვფიქრობ კარგი შემოთავაზებაა.რას იტყვი ლუკა?
_ რომელ ქვეყანაში? ქალაქში? დეტალებზე ისაუბრეთ?
_ არა,ჯერ შენი პასუხი მაინტერესებდა.
_ გავისაუბროთ,რისკები შევისწავლოთ,არის უკვე რაიმე კონკრეტული?
_ კი და სწორედ ეს პროექტი უნდა ლევანს რომ შენ და კესომ ჩაიბაროთ.
_ გასაგებია.დავუკავშირდები კესოს._ ესიამოვნა სოსოს ლუკას “გამოცოცხლება” კესოსთან მიმართებაში.
_ კარგი შვილო,დაურეკე და გაერკვიე დეტალებში,თუ საჭიროა ვახშამზე მოვიწვიოთ ჩვენთან სახლში.
_ არ გინდა,მოდი რაა.არც ვახშამი და არანაირი “ჩვენთან სახლში”. ჯერ კესოსგან გავიგებ დეტალებს.
_ კარგი,როგორც გინდა,მე შემოგთავაზე.
მაინც ნასიამოვნებმა დატოვა ლუკას კაბინეტი სოსომ.
სამუშაო დღის ბოლო წუთები იწურებოდა, კესომ ოფისის მთავარი კარი რომ შემოაღო.ისე ჩაუარა კაბინეტში მოჯდომარე მამაკაცებს,არავისთვის მზერა არ უჩუქებია.ნერწყვი გადაყლაპეს მის დანახვაზე.ოქროსფერი მაღალი ფეხები გამომწვევად მოუჩანდა ერთიციდა სარაფანიდან.არსად არ შეჩერებულა პირდაპირ ლუკას კაბინეტისკენ ჰქონდა გეზი აღებული.შენიშნა ანუკიმაც მიმავალი ქალი და გულში უნებლიე ჩხვლეტა იგრძნო.თავადაც არ ესიამოვნა,თავი რომ გამოიჭირა ამ გრძნობაში.უჩუმრად შემოტრიალდა და თავის მაგიდასთან განაგრძო გაუაზრებელი ქმედებები.რას სად დებდა ან რატომ თავადაც არ უფიქრდებოდა.
ოფისი დაიცალა თანამშრომლებისგან.ანუკის წასვლის დროც იყო.ნათია მხარზე ჩანთა გადაკიდებული ელოდა.
_ წავედით?
_ ჰო._ ხვდებოდა რატომაც არ უნდოდა წასვლა.რატომ ითრევდა ფეხს,მაგრამ ლუკას კაბინეტიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.სულ ძველი “მაგიდის” კადრები უტრიალებდა თავში.კრინტი არ დაუძრავს ლიფტში.არც გაჩერებაზე,სანამ ტრანსპორტს ელოდნენ.
ეჭვის ჭია შესძრომოდა სხეულში და უჭამდა ჯერ გულს და მერე ალბათ მოედებოდა მთელს სხეულს,თუ დროულად არ შეაჩერებდა.ისე მიუახლოვდნენ ნათიას გაჩერებას ხმა არ ამოუღია არცერთს.ბოლოს ისევ ნათიამ დაარღვია სიჩუმე.
_ ლუკა მექალთანეა,მაგრამ არც ეგეთი ყველა კაბიანს რომ კერავს.კესო სხვაა მისთვის,მაგრამ არც ისეთი სხვა როგორსაც შენ ფიქრობ.რა მოხდა ბათუმში არ ვიცი,მაგრამ მისი თვალები მის მერე კიდევ უფრო სხვაა.წლებია ვმუშაობ ლუკასთან და ვიცნობ კარგად.დამიჯერე ახლა სულ სხვაა და არც არასდროს ყოფილა ასეთი.ახლა ჩავალ,სხვა დროს გეჭორავები ლუკაზე,თუ ეს შენთვისაც საინტერესოა.
_მადლობა,შენ უსიტყვოდ გესმის ჩემი._ შეუვარდისფრდა ლოყები.
_ მეც ვიყავი შენი ტოლი._ ჩაეღიმა და ხელი დაუქნია,ტრანსპორტიდან ჩავიდა.


როგორც კი სოსომ კაბინეტი დატოვა კესოს დაურეკა და მოიკითხა ლუკამ.როგორც კი გაიგო ბათუმიდან დაბრუნებული იყო,შეხვედრა შესთავაზა.პასუხსაც არ დაუყოვნებია.
_ აქეთ ვარ ლუკა,თუ ოფისში ხარ,ამოვალ რამდენიმე წუთში.
_ კარგი გელოდები.
იფიქრა ანუკიზეც,მის რეაქციაზე.ბოლოს რომ ისაუბრეს ყველაფერი გარკვევით უთხრა კესოსთან დაკავშირებით და იფიქრა,რომ გარკვეული იყო ყველაფერი ისედაც და მეტ ახსნას არ საჭიროებდა.
მალე შემოაღო კესომ ლუკას კაბინეტის კარი.როგორც ყოველთვის თვალის მომჭრელად ლამაზი და სასურველი იყო.
ლოყაზე კოცნით შემოიფარგლა.არც კესოს გამოუჩენია სიახლოვის სურვილი,წინა შეხვედრისგან განსხვავებით.მაშინ ჯერ კიდევ ფიქრობდა,რომ კაცთან შანსი ჰქონდა.მაგრამ როცა გოგოსთან ჩახუტებული დაინახა სავაჭრო ცენტრში,მაშინვე მიხვდა ეს სულ სხვა იყო.ლუკა მას არასდროს ჩახუტებია ასე გრძნობით,სახალხოდ.მათი შეხვედრები არ სცდებოდა საწოლს.არ უსეირნიათ არასდროს როგორც წყვილს ქუჩებში,მეგობრებთან ერთად.მიხვდა ყველაფერს კესო,მტკივნეული იყო,რადგან მას ყოველთვის ჰქონდა ლუკას მიმართ გრძნობა,მაგრამ არ იყო ის ქალი კაცის შენარჩუნებაზე ეფიქრა.გადაწყვიტა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა შეენარჩუნებინა კაცთან.
_ გისმენ,რა მოხდა?_ სკამზე ჩამოჯდა,ჩანთა გვერდით ჩადო სკამსა და მას შორის.
_ როგორ დაისვენე?_ არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას.
_ მშვენივრად,მადლობ.შენ? _ მაინც ჰკითხა,არადა არ აპირებდა.
_ მე დასასვენებლად არ ვყოფილვარ,თუმცა მაინც მშვენიერი განტვირთვა გამოვიდა.
_ ძალიან კარგი. მეტყვი რატომ გინდოდა შეხვედრა?
_ სოსოს და ლევანს უსაუბრიათ,რაღაც ახალ პროექტზე.ევროპის რომელიღაც ქვეყანაში.დეტალები არ ვიცი.
_ ა,გასაგებია._ სიგარეტი ამოაძვრინა იქვე მაგიდაზე დადებული ლუკას კოლოფიდან _ შეიძლება?
უსიტყვოდ ანიშნა თანხმობა.მოუკიდა და მშვიდად დაარტყა პირველი ნაპასი.
_ პრაღაში.გუშინ გავეცანი ზოგიერთ დეტალს.ადგილმდებარეობა საოცარი აქვს.არის რაღაც დეტალები,მაგრამ ღირს.ცენტრშია,მომგებიანი ადგილი იქნება,დატოვების თვალსაზრისითაც.
_ ბიუჯეტი?
_ ოო,_ ჩაიცინა და ჭერში აუშვა ბოლი._ სერიოზული,მარტო ვერ შევწვდებით,მაგრამ ერთად ღირს.ის ბოლო ხომ არ გავყიდოთ?_ ლუკას კითხვის ნიშნებს გადააწყდა თვალებში.
_ აი,ის შენ გოგომ რომ ჩაიბარა._ მაინც უხსენა,თითქოს ბოლომდე სურდა ეჭვი დაედასტურებინა ლუკასგანაც.
_ შევხედოთ,თუ ღირდა რატომაც არა._ უპასუხოდ დაუტოვა კითხვები,რომლებიც ღრღნიდა კესოს.
_ გადმოგიგზავნი ყველაფერს რაც გავარკვიე და ამ ეტაპზე ვიცი.დანარჩენი ადგილზე უნდა ვნახოთ.
_ ჩვენთვის ეს პირველი პროექტი იქნება ქვეყნის გარეთ ხომ იცი კესო,შესაბამისად ადგილზე ჩასვლის გარეშე არაფერს გადავწყვეტ.
_ კარგი.გადმოგიგზავნი ხვალ საბუთებს.შენ პასპორტი გაამზადე მაშინ,ვფიქრობ ბევრ საქმეში დაგჭირდება აწი.
_ მზად მაქვს,არ იფიქრო შენ მაგაზე.
_ მეგობრული რჩევა იყო,რა იყო?_ ჩაიცინა კესომ.
_ ჩვენ მეგობრები ვართ?
_ საწოლის კი. _ თვალებში ჩახედა ბიჭს,სადაც ვერაფერი დაინახა._ უფრო სწორედ ვიყავით. დაამატა მშვიდად,მერე ფეხზე წამოდგა და დაემშვიდობა.
ლუკას კაბინეტიდან გამოსული სოსოს შეეჩეხა დერეფანში.
_ როგორ ბრძანდებით ბატონო სოსო?
_ ოჰ,ჩემო მშვენიერო,შენ როგორ ხარ? ესეიგი ლევანს უნდა დავურეკო ასეთ მშვენიერს ქუჩაში ასე თამამად რომ გიშვეს არ ეშინია? დაცვა გჭირდება შენ,დაცვა.
გაეცინა კესოს სოსო სიტყვებზე.ეს კაცი იმაზე მეტ კომპლიმენტს ეუბნეოდა ყოველთვის ვიდრე მისი შვილი.რა უსამართლოა ეს სამყარო.გულში გაიფიქრა კესომ,თქმით კი აღარაფერი თქვა.

სახლში დაბრუნებული მაინც უხასიათოდ იყო.ვერ უშველა ნათიას სიტყვებმა ბოლომდე.არც ჭამის სურვილი ჰქონდა.გამოიცვალა შორტი და მაისური ჩაიცვა და ეზოში გამოვიდა.ჰამაკს მიაშურა. თვალები მილულა და არეული ფიქრების დალაგებას ეცადა,ნიკა რომ დაადგა თავზე.
_ რას შეჭიდებიხარ ფიქრებში,ნამეტანი შეწუხებული რომ იმზირები?_ დაიხარა და გოგოს შუბლზე აკოცა.იქვე ჩამოჯდა მორზე,სკამის მაგივრობას რომ წევდა მაგიდასთან.
_ რავი ნიკა,აი აუტკიებელ თავს რომ აიტკიებ ადამიანი,ეგ მჭირს მე.
_ მესმის შენი,მეც ავიტკიე ეგ აუტკიებელი თავი და ვარ ახლა ატკივებული თავით.
ანუკიმ მაშინვე მზერა ბიჭის თვალებს მიაპყრო.ვერ მიხვდა რას გულისხმობდა,უფრო სწორად ენიშნა და თითქოს მის თვალებში ეძებდა ამ ეჭვის დასტურს.ჩაეცინა ბიჭს,ანიშნა მიგიხვდიო.
_ გიყვარს არა?_ მზრუნველი ტონი ჰქონდა ნიკას.
_ რანაირად?
_ ქალ-ვაჟურად._ ჩაეცინა.
_ არა,რანაირად მიხვდი._ ღიმილი ვერ შეიკავა.
_ რა მიხვედრა უნდა,რომ ხედავ კონკიათა მთელი რაზმი გვჭირდება შენს ასაკრეფად,ისე იბნევი.
_ ოო,ნიკა_ ხელი აუქნია._ რა მკვლელი იუმორი გაქვს.
_ არადა იუმორი რომ არაა._გაიცინა ბიჭმა.
_ უ ჰუ ჰუუ…გავიცინე გეყოს._ ვითომ გაბრაზდა.
_ და იმან რაო? _ არ მიაქცია გოგოს გაწიწმატებას ყურადღება._ ისე,ჩემს დაბადების დღეზე დაგწვით.
_ სახეზე მაწერია? რანაირად ბიჭო?
_ შუბლზე კი.
_ კაი ნიკოლოზ,მოისვენე.სადაა ჩემი დაქალი?
_ ოო,ეგ მძიმე საკითხია.
_ რატომ იჩხუბეთ?
_ ვიკამათეთ.
_ სერიოზულია რამე?
_ არა.აფექტურია,მერე რომ არ ვყვები მაგაზე მეჩხუბება.
_ ჰო,ეგ ნამდვილად ნინუცას ხასიათია.
_ რატომ გგონიათ ქალებს,რაღაცაში რომ გაგვითვალისწინოთ ეს კაცის მონობას კი არ ნიშნავს.
_ რაში არ გითვალისწინებს?_ გაეღიმა ანუკის.ხელი ჩაიქნია ნიკამ.
_ ჯიუტია._ პასუხს თავი აარიდა._ შენც ეჯიუტები შენს ბოსს?
_ ჩემი ბოსი ოფიციალურად ჯიუტს მეძახის.
_ ვახ,ჩემს დღეში ყოფილა.ვუთანაგრძნობ ხვალ.
_ ხვალ არ გაუთენდება კარგი დღე.
ნიკამ ხმამაღლა გაიცინა.
_ მთვარის ფაზებზე ხართ თუ რა გჭირთ ამ დაქალებს?
_ ნიკოლოზ,უკვე ნერვებს მიშლი._ გამაფრთხილებლად გაისმა ანუკის ხმა,თუმცა ღიმილს მაინც ვერ მალავდა.
გვიან ღამით საწოლში წრიალებდა.ისევ ის მოუშორებელი მტანჯველი ფიქრები აწვალებდა ტელეფონმა რომ გაანათა.ლუკა წერდა.
“მომენატრე”
“დღეს ვერ მოვიცალე შენთვის ჩემო პატარა.მაპატიე”
მოაყოლა მეორეც.
“ჰოო? რა ხდებოდა?”
“ მეტი არაფერი გემეტება?))
ახალ პროექტს განვიხილავთ.”
“ვინ?”
კარგად იცოდა ამის პასუხი,თუმცა მაინც ვერ მოისვენა.ჩაეცინა ლუკას მის ბავშვურ ეჭვიანობაზე.მშვიდად უპასუხა.
“მე და კესო”
“ რა ჰქვია მაგ პროექტს?
როგორ გავჟი*ოთ მაგიდაზე კომპანიის მეწილე?”
მოულოდნელობისგან ხმამაღლა გაეცინა კაცს.
“ არაა მეწილე კესო,მეგობარი კომპანიის წარმომადგენელია.”
“რა მნიშვნელობა აქვს.”
“ დიდი.
კარგი დაიძინე,მშვიდი ღამე”
არ დაუბრუნა პასუხი.

დილით ადრიანად წავიდა ლუკა ოფისში.იცოდა ანუკი ყველაზე პირველი მიდიოდა ხოლმე.არც ამჯერად გაცრუებია იმედი.მაგიდასთან იჯდა გაბუსხული და ქაღალდებს ჩაჰკირკიტებდა.
ფეხის ხმაზე თავის აწია,როგორც კი ლუკა დაინახა ისევ ქაღალდებს ჩააშტერდა.სწრაფი მოძრაობით აართვა ქაღალდი და მაგიდაზე დადო.
_ რას მებუსხები?
_ მე ბატონო ლუკა?
_ ბატონოს მოგცემ შენ._ გაეცინა კაცს._ მეგონა გავიარეთ ეგ საკითხი.
_ რომელი?_ ვითომ ვერ მიხვდა თამაში განაგრძო.
_ ანუკი,გეყოფა.გამომყევი კაბინეტში.
_ კიდევ ბატონო ლუკა, ყავაც ხომ არ მოგართვათ?
ბიჭის მკაცრი მზერა საკმარისი გახდა რომ შეეწყვიტა.უკმაყოფილოდ გაყვა უკან.ძალიან კარგი ფიქრობდა გზაში,სანამ დერეფანს გაივლიდა.მის კაბინეტში სიმყუდროვეა და კარგად ვეჩხუბები.
_ რა გინდა აბა მითხარი._ მაგიდას ხელისგულები დაადო და ისე მიეყრდნო.
ამრეზით შეხედა ანუკიმ მაგიდას.მზერით აგრძნობინა რაც გაახსენდა და რასთანაც გააიგივა წინა დღის შეხვედრა.
_ არაფერი მსგავსი არ ყოფილა.
_ არ მაინტერესებს.
_ შენი რეაქციიდან სხვა რამ ჩანს.
_ გეჩვენება.
_ ეს ტონიც მეჩვენება? იქნებ ამიხსნა რით დავიმსახურე?
გაჩუმდა ანუკი.მიხვდა თუ არ აღიარებდა,მაშინ სათქმელიც არაფერი იყო.თვალები დახარა,ხმას არ იღებდა.იდგა დასჯილი ბავშვივით.დიდხანს ვერ უყურა ამ მდგომარეობაში მყოფს.მიუახლოვდა და მოიქცია ხელებში მისი სახე.
_ თუ რამე კითხვა გექნება მკითხე,ოღონდ ასე ნუ იქცევი.შენს ფიიქრებზე ნუ იგრუზები და მერე ნუ მიტევ.ხომ ვისაუბრეთ ამაზე?! ხომ აგიხსენი კესოს მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში?!
_ სამაგიეროდ ჩემი არ აგიხსნია._ უცებ მიახალა და მერე მიხვდა უხერხულად რომ გამოუვიდა.
გაეცინა.კისერზე შეუსრიალა თითები და ისე მიიკრა გულზე.
_ შენი მნიშვნელობა,მართალი ხარ არ მითქვამს,მაგრამ ვერ გაგრძნობინე? შემეშალა?_ ისეთი ხმა ჰქონდა,ნაწილებად დაიშალა შიგნიდან ანუკი.
_ რა გავაკეთე ისეთი,რომ შენი ნდობა ვერ დავიმსახურე? თუ არ მენდობი,მაშინ არაფერს აქვს აზრი.ნდობის გარეშე ყველა ურთიერთობა განწირულია._ ხელი შეუშვა,ერთი ნაბიჯით უკან დაიწია,თითქოს ასე უკეთ აგრძნობინებდა რაზე ესაუბრებოდა.
_ უბრალოდ რომ დავინახე კესო…
_ არა,აქ კესო არაა პრობლემა.ბევრი მისნაირი შეიძლება გამოჩნდეს,მაგრამ შენ თუ მე მენდობი,არცერთი მათგანი არ იქნება პრობლემა.გესმის რას გიხსნი?
_ კი.
_ გთხოვ,არ გინდა ეს “დრამები”. არ ვარ მე ვინც აგყვება ამაში.
ხვდებოდა მართალს ეუბნებოდა და არ აპროტესტებდა.ახლა თითქოს შერცხვა კიდეც თავისი ბავშვური ეჭვიანობის.აღარ გააგრძელა ლუკამაც.მიხვდა ყველაფერი უთხრა და აწი გოგოს ნაბიჯზე იყო დამოკიდებული ყველაფერი.მხოლოდ შუბლზე აკოცა და ამით ანიშნა დავასრულე ჩემი სათქმელიო.
შიგნეულობა აეწვა უკან გამობრუნებულს,რომ გაიაზრა რანაირად მოიქცა.თითქოს მშობლებს ემსგავსებოდა ტოქსიკური ხასიათით.
მთელი დღე არ დალაპარაკებია ანუკის,მისცა დრო და საშუალება დაფიქრების.მხოლოდ დღის ბოლოს დაიბარა კაბინეტში.ისე მიუახლოვდა და აიკრა მკერდზე გოგო თითქოს დილით არ ჰქონიათ დაძაბული საუბარი.
_ დღეს რამე გაქვს დაგეგმილი?_ ნიკაპზე აკოცა,მერე ყელზე და შეისუნთქა მისი სურნელი.გააჟრჟოლა ანუკის,იგრძნო ლუკამ და ჩაეღიმა.
_ არაფერი._ გაბუსხული გაეპასუხა.
_ ჩემი მეგობრები იკრიბებიან,მინდა რომ გაგაცნო.
_ კარგი.
_ ანუ წამოხვალ?
_ კი.
_ ის კაბა ჩაიცვი._ უთხრა და ყურს უკან დაუტოვა კოცნა.
_ რომელი?
_ ერთად რომ ვიყიდეთ,ნიკას დღეზე.
_ რატომ ეგ?
_ გიხდება და იმიტომ.
_ სხვა რამეებიც მიხდება.
_ კაი,არ გამითვალისწინო.ჩაიცვი ის რაც შენ გინდა._ შუბლზე ჩამოშლილი თმა გადაუწია.იცოდა იმას ჩაიცმევდა რაც ლუკამ უთხრა,მაგრამ მაინც სიამოვნებდა,როცა ეჯიუტებოდა.
სამსახურიდან პირდაპირ სახლში წავიდა.მზადება დაიწყო.გული აჩქარებით უცემდა,რომ ფიქრობდა ლუკას მეგობრები უნდა გაეცნო.ნიკამ დაუკაკუნა კარზე,როცა სარკესთან იჯდა და მსუბუქ მაკიაჟს იკეთებდა.
_ სად მიიპრანჭები ჩემი ძმა?
_ ძმა იქნება,რომ გაგცხებ.
_ საით? შენი დაქალი უნდა გამოსულიყო და შენ მიდიხარ?
_ მართლა? არ მოუწერია._ სახე აერია.
_ ლუკა უნდა ნახო უეჭველი ხო?_ ბედნიერი ღიმილით დაუქნია თავი.
_ მის მეგობრებთან ერთად უნდა წავიდეთ,სად არ ვიცი ოღონდ.
_ მგონი მაგ ბიჭს მართლა ბინდი გადააკარი თვალზე შენ._ ჩაიცინა ნიკამ.
_ ენაა,რა გველობაა ახლა ეს?!
_ აბა მაგას რომ ქალი სერიოზულად შეაბამდა რას წარმოვიდგენდი?!
_ არავინ არ შემიბია მე.ნუ მაბრალებ ერთი.
_ ჰო,ჰოო.შენს დაქალსაც რომ კითხო უცოდველი ანგელოზია.
ხმამაღლა იცინოდნენ და ის გულის მღელვარება,წეღან რომ გრძნობდა, აღარც ახსოვდა.
ლუკას მეგობარს ოჯახში ესტუმრნენ ქალაქგარეთ.მყუდო დასახლება იყო.ქალაქის ხმაურიდან ცოტა მოშორებით.მანქანა ქუჩის სავალ ნაწილზე გააჩერა ლუკამ.გადასვლის წინ კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავისი სასურველი ქალი.მოშიშვლებულ მხრის თავზე აკოცა.
_ მადლობა,რომ გაითვალისწინე ჩემი თხოვნა._ კაბაზე ანიშნა.კმაყოფილს ჩაეღიმა ანუკის.ბიჭის გამოშვერილ ხელს თავისი შეაგება და ერთად შევიდნენ დიდ გალავან შემორტყმულ სახლში.
_ რა კარგია კერძო სახლი.
_ მოგწონს?_ გადახედა ბიჭმა.
_ კი.
მასპინძელი ეზოში შეეგებათ.
_ სად ხარ აქამდე ლუკაჩო?_ მხარზე დაუტყაპუნა კაცმა რამდენჯერმე ლუკას და შემდეგ ყურადღება ანუკიზე გადმოიტანა._ დავითი.
_ დავით,ეს ანუკია.
_ ძალიან სასიამოვნო._ კმაყოფილს ჩაეღიმა დავითს.
_ მობრძანდით.ქეთო გელოდებათ რა ხანია.
მეგობრები სახლის გვერდით ჩეროში იჯდნენ.პატარა სუფრა გაეშალათ მასპინძლებს და მხიარულება სუფევდა სუფრის გარშემო.რამდენიმე წყვილმა თვალმა მათზე გადაინაცვლა.შინაგანმა მღელვარებამ ისევ შეახსენა თავი ანუკის და ინსტიქტურად ლუკას ხელს,რომელზეც ხელი ისევ ჩაკიდებული ჰქონდა შეუმჩნევლად მოუჭირა.მიუხვდა მიზეზს,ხელი შეუშვა,წელზე შეუსრიალა და უფრო მეტად აიკრა მხარ ქვეშ.ვერც კი მიხვდა ამით უფრო რომ ააღელვა.ყველამ შენიშნა ლუკას ეს ჟესტი და ცხადჰყო ვინც უნდა ყოფილიყო გოგო ლუკასთვის.
ქეთი გამოეყო სუფრას და მეგობრებს.პირველი შეეგება წყვილს მომღიმარი.მისმა ნათელმა ღიმილმა შედარებით ჩაამშვიდა ანუკის მღელვარება.
_ მიხარია,რომ გაგიცანი._ უთხრა ქეთიმ და მისკენ გამოქცეულ ორი-სამი წლის გოგონა აიტაცა ხელში.
_ დედაა.
_ რაო დედიკო?
_ ვინ ალის ეს ლუკა ნათლიასთან?
ლუკას შეუმჩნეველი არ დარჩენია ნათლული.ხელები გაუშალა ბავშვს და მანაც უმალ ისკუპა დედის ხელებიდან ნათლიასთან.
_ მოგწონს ნათლია?_ ანუკიზე ანიშნა.კიდევ ერთხელ გადახედა გოგოს ბავშვმა და თავი დაუქნია.
_ ჩემი შეყვარებულია._ იქვე მდგომ ქეთიმ გაიგო და სახე გაუბრწყინდა.ანუკის კი მღელვარება მღელვარებაზე ემატებოდა.
_ როგორ მიხარია,ძლივს დაგვაყენა საშველი და გაგვაცნო გულის სწორი ამ ვაჟბატონმა._ ახლა უკვე თამამად დააფიქსირა აზრი ქეთიმ.
ამასობაში სუფრის წევრებსაც მიუახლოვდნენ.ყველა წამოიშალა და ლუკას შეეგებნენ.წარუდგინა ანუკი ისე როგორც ნათლულს და აჟიოტაჟი გამოიწვია.
_ ვა,ვაა ამას გვიმალავდი მერე ბიჭო? დათო._ ხელი გაუწოდა ანუკის.
_ დათო,კი არა პაპო._ წესიერად გაეცანი ადამიანს.მსუბუქად დაჰკრა ხელი მეორემ.
_ თენგო.მიხარია თქვენი გამოჩენა ჩვენს სამეგობროში.
_ გამარჯობა._ უღიმოდ ანუკი ყველას.
_ ციცი._ გაუღიმა გოგონამ._ ესენი ცოტა ვერ არიან,ჩვენსკენ დაჯექით.
_ თაკო არ არის?_ ლუკამ იკითხა და დათოს,რომელსაც პაპო უწოდეს მის წინ დაჯდა.ანუკიც გვერდით მოისვა.
_ არა.
_ როგორ მოხდა?_ გაეცინა ლუკას.
_ იჩხუბეს._ ჩაუშვა თენგომ.
_ ვერ ხარ შენ?! და არ უთხარით?_ ხმა შეეცვალა ლუკას.
_ არ წამოვიდოდა მაინც. _ ლუდი მოსვა პაპომ.
_ თავად გადაწყვეტდა,თქვენ გეთქვათ._ მანქანის გასაღები მაგიდაზე დადო._ მიდი დაურეკე და ჩააკითხე ჩემი მანქანით მოიყვანე.
_ არ წამოვა,არა._ გაიმეორა პაპომ.
_ ბიჭო,შენ დაურეკე და მერე მე დამალაპარაკე და თუ არ წამოვა ვნახოთ._ წარბები აქაჩა ლუკამ.
_ მშვიდობის მტრედია ეს._ლუკას მისამართით გაიცინა თენგომ.ანუკი მომღიმარი ადევნებდა თვალს მეგობრებს. პაპო გვერდით გავიდა და სავარაუდოდ თაკოს ესაუბრებოდა.მერე ლუკას გაუწოდა ტელეფონი.
_ მოიცადე,ლუკას უნდა შენთან საუბარი._ ტელეფონში ჩასძახა გოგოს._ ხომ გითხარი.
_ გაიარე რა._ ჩამოართვა ტელეფონი და ყურთან მიიდო. _ თაკ,როგორ ხარ ჩემო მშვენიერო?
_ კარგად ლუკ,შენ?
_ ძალიან კარგად,მაგრამ აი,რომ არ დამხვდი მაგრად გამიტყდა.
_ შენს ძმაკაცს მოსთხოვე._ანუკის ესმოდა გოგოს უკმაყოფილო ხმა.
_ რომ მოვთხოვე,იმიტომ გირეკავს._ ჩაუშვა ძმაკაცი.პაპომ თვალები დაუქაჩა.
_ მომისმინე,ჩამოვა ახლა და გამოყევი რა გთხოვ.
_ არა,რომ ნდომოდა თავიდანვე დამირეკავდა.
_ შენც ხომ იცი,როგორი გაბრაზება იცი და დარწმუნებული იყო რომ არ გამოყვებოდი.მიდი ახლა,მიდი.რაღაც სიახლეები მაქვს და
_ რაა? ასე მითხარი.
_ ასე,როგორ გითხრა.აქ ყველამ გაიცნო და მერე ხომ ვიცი გული დაგწყდება მეც რატომ არ გამაცანიო.
_ გოგრიჭიანი ეღადავე ჯოდასენს._ გაკაპასდა გოგოს ხმა ტელეფონში.ლუკამ ხმამაღლა გაიცინა.
_ შენ მოდი და აქ ვნახოთ,ვღადაობ თუ სიმართლეა.მიდი გაემზადე,გამოდის ეს უკვე._ გათიშა და ტელეფონი გაუწოდა პაპოს.
_ წადი მიდი.
_ გზაში მაგრად მიმთეთქვავს და მოვალ კაი ნაცემი._ დანანებით ჩაიქნია ხელი,გასაღები აიღო და ბილიკს გაუყვა ჭიშკრისკენ.
ქეთის დავითი შემოუერთდა სუფრას.
_ სად წავიდა პაპო?
_ თაკოსთან._ ჩაიღიმა ქეთიმ.
_ შენი ხრიკებია ხომ?_ მხარზე ხელი დაკრა ლუკას._ ანუკი რას მიირთმევ? ლუდი,ვისკი,ღვინო?
_ არა,მადლობ.
_ დალიე ცოტა,ყველა ვსვამთ.
_ რაები ჩამოუთვალე დათო,კოქტეილს გამოვიტან._ წამოდგა ფეხზე ქეთი._ ხომ დალევ კოქტეილს? მე და ციციმ გავაკეთეთ,მოგეწონება.
სახლისკენ წავიდა ქეთი.ლუკა ბიჭებთან საუბრობდა.
_ რა გქვია შენ?_ ჰკითხა ანუკიმ ბავშვს.
_ ნატალიტო.
_ ლამაზი სახელი გაქვს.თმებიც როგორი ლამაზი გქონია._ ღია ფერის თმაზე ჩამოუსვა ხელი,ბოლოში რომ მსხვილი კულულები ჰქონდა.
_ შენ ლუკა ნათლიას ცოლი ხარ?
_ არა._ გაეღიმა ანუკის.
_ მოვიყვანო ნათლი? _ გოგოებისკენ გადმოერთო ლუკა.თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბავშვმა და ყველას გაეცინა.
_ ბავშვმაც კი იცის,რომ დროა დრო ლუკა._ გაეხუმრა ციცი.
_ შენ ვის ეუბნები ერთი? _ თენგომ გადმოხედა დას.
_ ძმა,რომ ასე ჩაიციკლება დის გათხოვებაზე._ თვალები გადაატრიალა ციციმ.
_ და-ძმა ხართ?_ ჩაეკითხა ანუკი.
_ კი.ლუკა,ნენე და ანდრო სად არიან?
_ დავურეკე და ანდროს მშობლებთან ვართო,ახალი გადასულები ყოფილან და მაგ პონტში აღარ ამოვიდნენ.
_ ნენე უსაყვარლესია,აქ რომ იყოს გაუხარდებოდა შენი გაცნობა._ უთხრა ანუკის ციციმ.
_ ვიცნობ.
ქეთიც გამოჩნდა ჰორიზონტზე ჭიქებით ხელში.
_ ლუკა,ლუკაა,შენ გაიძვერა._ თვალები დაუჭყიტა ციციმ.
_ რა გინდა?_ გაღიმებულმა გამოხედა ლუკამ გოგოს.
_ ნენესაც ვიცნობო,რაღაც სამეგობროს ძალიან გვიან გაგვაცანი ეჭვი მაქვს.
_ ცოტა შარიანები არიან,განსაკუთრებით რომ სვამენ ერიდე._ სიცილით გააფრთხილა ანუკი.
_ მოსაკლავი ხარ გოგრიჭიანი._ აჰყვა ქეთოც.
_ აი,ხომ გითხარი,უკვე სისხლი მოსწყურდათ.
ანუკი მათი შემყურე მხიარულად იცინოდა.ალკოჰოლმა კი ცოტახანში სულ დაავიწყა მღელვარებაც და ისიც რომ სულ რამდენიმე საათის გაცნობილ ადამიანებთან ერთად იჯდა სუფრასთან.თაკო და პაპოც შემოუერთდნენ მოგვიანებით და გვიან ღამემდე არ დაშლილან მეგობრები.

_ ნასვამი უნდა დაჯდე? _ გაუკვირდა ანუკის.
_ არ დამილევია ბევრი.
_ ლუკა,კაი რაა.ტაქსი გამოვიძახოთ.
_ მართლა არ დამილევია ანუტი._ ცხვირით ყელთან მოუღიტინა._ კარი გამოუღო და დაჯდომაში მიეხმარა._ ყველა ბავშვი ანუტის რატომ გეძახის?_ თავადვე ჩაეცინა ნათქვამზე და მძღოლის ადგილი დაიკავა.
_ მე მაინც ის არ მომწონს,რომ ნასვამი ჯდები.
_ შენზე მთვრალი მაინც არ ვარ.
_ მე მაინც არ მაქვს მართვის მოწმობა.
_ ჰოო? არ გინდა მერე?
_ ალბათ,ოდესმე ვისწავლი.
_ გინდა მე გასწავლო?_ თვალები გაუნათდა ლუკას.
_ ახლა?_ შეიცხადა.
_ თუნდაც._ მომხიბვლელად გაუღიმა და მაცდურად შეხედა გოგოს.
_ არა,ნასვამი ხარ.
_ რას გადაეკიდე ჩემს ნასმობას.ერთი ჭიქა ლუდი დავლიე და ეგეც რამდენიმე საათის უკან,ბოლოს არ ვსვამდი.
_ და მე რომ დავლიე?
_ მეც აქ ვიქნები,შენთან ერთად. _ უცებ შეუსრიალა წელზე ხელები და თავისკენ მოიზიდა,კალთაში ჩაისვა.
_ გაგიჟდი?
_ კი._ თავი მისკენ შემოაბრუნებინა და თავისზე მაღლა მყოფს ქვევიდან ახედა.ჩაეღიმა გოგოს.
_ ვფიქრობ არ არის სწორი დრო.ახლა,გვიანია,ნასვამი ვარ.
_ ხომ ხედავ ჩემი ძმაკაცი ფაქტობრივად ტყეში ცხოვრობს.აქეთ მოძრაობა არ არის,მაგისტრალზე არც მე დაგსვამ._ სიტყვების პარალელურად სავარძელის ღილაკს თითი მიაჭირა და მოარგო ისე რომ ორივე კომფორტულად მჯდარიყო.ფეხებშუა ჩაისვა გოგო.უკნიდან მის ზურგს აეკრა.თეორიულად აუხსნა პრაქტიკული გაკვეთილის პირველი ნაწილი.
_ მარტივია ავტომატიკა, მუხრუჭი და აქსელერატორი აქვს მხოლოდ.
_ ეგ რა არის?
_ “გაზი”,ეგ ხომ გაგიგია მაინც?_ დასცინა და ცხვირით მხარზე გაეთამაშა.
_ ეგ კი.
_ აქ,ამ ღილაკს დააჭირე თითი._ ხელი სპეციალურად შეუსრიალა მკლავზე,ნელა გააყოლა გოგოს ხელს._ ეს ფეხი აი აქ. ახლა ფეხზე დაუსვა გრძელი თითები.
_ ლუკა,მოგხვდება.
_ რატომ? _ უდანაშაულოს გამომეტყველება მიიღო და უკმაყოფილოდ დააყოლა._ რა ურჩი მოსწავლე ხარ.
_ შენ კიდე თავხედი მასწავლებელი.
_ როგორ?_ ხმა გაიმკაცრა.
_ როგორც გაიგე._ ენა გამოუყო.
წელზე შემოაჭდო ხელები და მოუჭირა მსუბუქად.
_ მიდი აბა,ახლა რაც აგიხსენი,მაჩვენე რა გაიგე.
ფრთხილად შეახო ღილაკს თითი ანუკიმ.ძრავა აამუშავა.მუხრუჭები გათიშა,როგორც ასწავლა და ნელა დაძრა მანქანა.მსუბუქად დაიძრა ავტომობილი და ფრთხილად შეერია სავალ ნაწილს სადაც ავტომობილების ჭაჭანება არ იყო.დაბალი სიჩქარით მოძრაობდა.არც ლუკა არ აჩქარებდა.იმდენჯერ გაიარეს ერთსა და იმავე ქუჩებზე,ანუკის აღარ სჭირდებოდა მითითება როდის შემოებრუნებინა მანქანა და შეენელებინა.
_ კარგი გოგო ხარ._ ისევ დავითის და ქეთის სახლთან ახლოს შეაჩერეს მანქანა._ მარტივად ისწავლე,თან ღამეა.დაუბრუნდი შენს ადგილს.
თმები ერთმხარეს გადაუყარა და კისერზე აკოცა ხმაურით.დაეხმარა მგზავრის მხარეს გადასვლაში.უხერხულად ცდილობდა კაბის დაჭერას ანუკი,რომელიც ყოველ მოძრაობაზე ზევით ხტებოდა და ლამაზად უჩენდა ოქროსფერ ფეხებს. ხელი წაავლო ბარძაყს შიგნიდან და ნელა,მტანჯველად აუტარა გოგოს.მაშინვე სავარძელზე სწრაფი მოძრაობით დაჯდა და ბიჭის ხელიც ქვეშ მოიქცია.
_ გაწიე ეგ შენი გრძელი ხელები._ თვალები დაუჭყიტა ლუკას.
_ თუ დამიბრუნებ._ სწრაფად აწია საჯდომი ანუკიმ და გაუნთავისუფლა ბიჭს ხელი.
_ ისე ერთი ხელითაც კარგად შემიძლია მანქანის მართვა.
_ ხელთან ერთად ენაც გრძელი გქონია._ დაუბღვირა გოგომ.
ისევ ის ხმამაღალი სიცილის ხმა გაისმა ასე რომ აგიჟებდა ანუკის.
გაუყვა მანქანა ქუჩებს.ხელი გაუწოდა ლუკამ.ერთხანს დაყურებდა ანუკი გაბრაზებით,მერე მაინც შეაგება თავისი.ტუჩებთან მიიტანა ლუკამ გოგოს ხელი და დიდხანს აღარ მოიშორა.
_ დარჩები ჩემთან?
_ არა,სახლში გამიყვანე.
_ ასე ნასვამი უნდა მატარო?დარჩი რაა.
_ წეღან არ იყავი ნასვამი?!_ წარბი აქაჩა ანუკიმ.
_ ახლა მომეკიდა._ ეშმაკურად იღიმოდა._ გთხოვ რა,სანამ ქალაქის მეორე დასალიერში გავალთ გათენდება.
_ კარგი,კარგი._ დანებების ნიშნად მიაყარა ანუკიმ._ წუწუნი კარგად გაქვს დამუღამებული შენ.
_ შენც გასწავლი თუ გინდა._ თვალი ჩაუკრა და ნასიამოვნებმა სიჩქარეს უმატა.
სახლში შესულმა უცხოდ აღარ იგრძნო თავი.პირდაპირ დივანს მიაშურა და ჩამოჯდა.მოფუსფუსე ლუკას მიადევნა თვალი.აივნისკენ რომ დაიძრა ფარდა გაწია და კარი გამოაღო.
_ დალევ რამეს?
_ არა,გვიანია.მხოლოდ ძილი მინდა ახლა.
_ კარგი,მაშინ დავწვეთ._ ხელი გაუწოდა გოგოს წინ მდგარმა.თვალებ დავიწროებულმა შეხედა ანუკიმ.
_ დავწვეთ? ჰო,ახლავე,შენს “საწოლს” გავათავისუფლებ._ ფეხზე წამოდგა და დივანზე ანიშნა.
ჩაეცინა ლუკას.
_ არაფერი გამოგივა,მე გითხარი მაშინ ამ ერთხელ დავწვებითქო და შევასრულე ჩემი სიტყვა.
_ აუ,ლუკა,მაგარი ინტრიგანი ხარ._ მიუახლოვდა გოგოს და წელზე შემოხვია ხელები.
_ მიწევს ხოლმე._ნიკაპზე წაეთამაშა,თავი ააწევინა და იქვე აკოცა.ტუჩებზე ნაზად გადაატარა ცერი.ოთახში გაიყოლა.გარდერობიდან მაისური გამოუღო ღამისთვის.ღია კარში გაჩერდა ანუკი და რაღაცნაირი სევდიანი თვალები შეანათა.
_ არ შეგეხები ზედმეტად._ მაისური საწოლზე დადო და კარში გაჩერებულ გოგოს ლოყაზე დაუსვა ხელი._ არ გჯერა ჩემი?
_ მჯერა._ უთხრა და ლოყაზე გაჩერებულ ხელზე აკოცა კაცს.
_ გამოიცვალე მე გავალ.
სწრაფად გაიხადა კაბა.სანამ ლუკა მობრუნდებოდა ოთახში.როგორც კი ქვედა საცვლის ამარა დარჩა ოთახში,მოშიშვლებულ მკერდზე დაიხედა.ამ კაბაზე ლიფს ვერ იცვამდა,ახლა კი ასე მოუწევდა მის გვერდით ძილი.სასწრაფოდ გადაიცვა მაისური და ლოგინში შეძვრა.დიდხანს არ გამოჩენილა ლუკა,მერე თითქოს ძილმაც თავისი ქნა და მორფეუსის სამყაროში რომ მიაქანებდა,სწორედ მაშინ იგრძნო კაცის ხელი წელზე.მჭიდროდ რომ მიიკრა მკერდზე და ღრმად შეისუნთქა ქალის სურნელი.
ხელი დაუსვა მის მაისურში გამოწყობილს.ნაზად ეფერებოდა და დაასრიალებდა სასურველი ქალის სხეულზე თითებს.ხელში მოხვდა გამკვრივებული ძუძუს თავები.მაშინვე იგრძნო როგორ აეწვა სახე და პირველი რაც იფიქრა იყო “კიდევ კარგი ოთახში ბნელა და ვერ მხედავსო”.
იგრძნო როგორ დაეჭიმა ქალს სხეული და მაშინვე გაწია ხელი,მუცლისკენ ჩაასრიალა.
_ ტკბილი ძილი,პატარა._ ყურის ძირში აკოცა.
_ შენც ბოსს. _ ვერ ხედავდა,მაგრამ იგრძნო როგორ გაეღიმა ლუკას.
დილა მშვიდად დაიწყო.მის გვერდით ნებიერად გაწოლილ ქალს უყურებდა და ტკბებოდა.ჭკუიდან გადაჰყავდა მის წითელ სავსე ტუჩებს.ხშირ წამწამებს და ნუშისებრ თვალებს.გამოკვეთილ ღაწვებზე დაუსვა თითები ფრთხილად.ნაზად შეირხა გოგო.ნელა დააშორა წამწამები ერთმანეთს და წარბები შეყარა ლუკას დანახვაზე.
_ ჩემი გაღვიძება კანონით ისჯება.
_ მართლა და რა არის სასჯელი?_ ცალი ხელი თავქვეშ ამოიდო.მუხლებზე დაჯდა საწოლზე ანუკი.მერე ხელები გვერდებში შეუცურა და ღიტინი დაუწყო.
_ აი ამით…ეგეც შეენ…_ არ ჩერდებოდა,რაც უფრო იცინოდა ლუკა,მით მეტად თამამდებოდა და გამეტებით უღიტინებდა.
_ ა..ნუ… კი _ სიცილით მარცვლიდა კაცი._ მოისვენე.
_ რატომ შენ არ მომისვენე.ეგეც შენ,აი მიიღე._თქვა და იგრძნო კიდეც კაცის მტევნები მკლავებზე,უცებ გადააწვინა საწოლზე.ზევიდან მოექცა ქალის სხეულს.
_ რა არ გასვენებდა?_ ჯერ ისევ კისკისებდა ანუკი._ ხელები თავს ზევით ააწევინა,ერთი ხელით დაუფიქსირა,მეორეთი კი მის წვალებას შეუდგა.თავისი მაისური რომელიც ბარძაყებს ნახევრად უფარავდა,ნელი მოძრაობით აუწია,ისე რომ საცვალი გამოუჩნდა.
_ რაო,პატარა გაები მახეში?_ დასცინოდა ზევიდან._ რატომ არ ისვენებდი,ჰა?
_ გაზღვევინებ._ თვალები დაავიწროვა ანუკიმ და გაპარულ ღიმილს ვერ იჭერდა.
_ მაინც,რომ ბრძოლობს.ამას დამიხედეთ.შენ მართლა რა ჯიუტი ხარ პატარა ქალბატონო,ანუ არ დაყრი ფარ-ხმალს?
_ნწ._ გაღიმებული შეყურებდა ქვევიდან.
_ ჩემს ხელში ხარ,ბოლოჯერ გაფრთხილებ,მორჩები ურჩობას თუ არა?_ მაცდურად დაყურებდა თაფლისფერი თვალებით.
სიცილისგან ხმას ვეღარ იღებდა,მხოლოდ უარყოფის ნიშნად აქნევდა თავს.
მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა.მაშინვე მზერა ლუკაზე გადაიტანა.გაკვირვების ნიშნად წარბები აზიდა.ხელი შეუშვა ანუკის.გარდერობიდან რენდომ დაავლო მაისურს ხელი და კარისკენ აიღო გეზი.
_ ჩაიცვი და გამოდი._ მოაძახა გოგოს.
კარში გაღიმებული იდგა მაკა.
_ დედა?
_ ჰო,რა იყო,არ მელოდი?
_ სიმართლე გითხრა თუ ?_ გადაკოცნა ქალი.
_ მრავლისმეტყველი სახე გაქვს შვილი,არ არის საჭირო._ თმები მოუჩეჩა შვილს.
_ რამ გაგახსენა უთენია ჩემი თავი?
_ რომ იცოდე სულ მახსოვხართ შენ და ნენე,მაგრამ თქვენ აღარ გახსოვთ დედა.გაიზარდეთ,გადახვედით ცალკე და _ დადიოდა აქეთ-იქით თან საქმეს ეძებდა.ცარიელ ნიჟარაში ჩაიხედა._ არც საქმეში არ გჭირდებათ მოხმარება,ამაში მაინც დაგჭირდეთ.
უკმაყოფილოდ ამოიბუზღუნა მაკამ,თან გაეცინა თავის სიტყვებზე.
_ აუ,დედა ჩვენ ხომ დიდი ხანია გადავჭერით ჭიპლარი,რა გჭირს?
_ არ შემიძლია ეს თქვენი თანამედროვე ფსიქოლოგიური მიდგომები._ ხელი აუქნია ქალმა და სავარძელზე ჩამოჯდა..ანუკიც ამ დროს გამოვიდა ოთახიდან.
_ გამარჯობა.
_ გამარჯობა._ ფეხზე წამოდგა მაკა და ხელი გაუწოდა გოგოს._ მაკა,ვაჟბატონის დედა._წარბაწეულმა გადახედა ლუკას.
_ მივხვდი.ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს.
_ კი,გვამსგავსებენ._ ესიამოვნა შვილთან მსგავსება._ ხასიათით ვერ ვიმსგავსე,თორემ…
სამივეს გაეღიმა.
_ დედა საუზმე? ჩვენ ახლა გავიღვიძეთ._ ისე ჩვეულებრივ თქვა,ანუკიმ იგრძნო როგორ შეეფაკლა ლოყები.
_ ყავა მაქვს დალეული დე,მოგეხმარები,თუ გინდა.
_ არ მინდა,იჭორავეთ ქალბატონებმა.
_ უნებლიედ გამომივიდა ფემინისტი შვილი._ ჩაიცინა მაკამ.
_ დედა მესმის და ფემინიზმში არაფერი ცუდი არაა._ გამოხედა ლუკამ ქალს და თან მაცივრის კარი გამოაღო.
_ არ მითქვამს ცუდი არაფერი მე.სანის დაბადების დღის მერე ნახე ნენე?
_ არა,ვერ მოვიცალე._ გამოსძახა ლუკამ ბარს იქიდან.თან ჭურჭლის ხმები ისმოდა.
_ სანიმ მითხრა ძიუს ანუტი ჰყავდაო,აშკარად შენზე იყო საუბარი ხომ?_ ანუკის შეხედა ქალმა.
_ კი.
_ რამდენი წლის ხარ ანუკი?
_ დედა,ანუკის რეზიუმეს მე გადმოგიგზავნი.
_ ვაიმე შვილო,დამაცდი ხმის ამოღებას? მიხედე შენ მაგ საუზმეს და დაგვაცადე ქალებს ის საქმე რისთვისაც დაგვტოვე.
_ უკაცრავად,უკაცრავად._ ხელები აწია ჰაერში ლუკამ
_ ოცდასამის ვარ.
_ ნენეს ასაკის ყოფილხარ.
უყურებდა დედა-შვილის უშუალო ურთიერთობას და ტკბებოდა.დედაზე მოგონებები ამოუტივტივდა.არ ახსოვს ასე უშუალო და უპრობლემო ურთიერთობა როდის ჰქონდათ მათ ოჯახში.მაკა იმდენად თბილი და უპრობლემო ქალი ჩანდა,უცებ მოაწონა ანუკის თავი. საუზმის დროს მხიარულად საუბრობდნენ მაგიდასთან.
_ მამაშენმა შეიძლება ცოტახნით წასვლა მოუწიოს._ ლუკმა ჩაიდო და შვილს გახედა მაკამ.გაოცებული მზერა შეანათა ანუკიმ კაცს,ლუკამაც მაშინვე მას გამოხედა და დაინახა მის თვალებში გაჩენილი შიში.არ გამოპარვია მაკას მათი ერთმანეთში გაცვლილი მზერა.
_ არის ერთი პროექტი და პირველი შანსი,ჩვენი ევროპაში გასვლის,ამიტომ ვფიქრობ შეიძლება რამდენიმე დღე მომიწიოს წასვლა._ შეამსუბუქა,თორემ იცოდა,რომ ესეთი საქმეები რამდენიმე დღეში არ წყდებოდა._ ზუსტად არ ვიცით,ჯერ ბევრი დეტალია გასარკვევი დედა.
ანუკის გადახედა,თვალებით გაუღიმა და მაგიდაზე დადებულ მის ხელს მსუბუქად გაეთამაშა.
სუფრა ერთობლივად აალაგეს.მაკამ მე დავრეცხავ ჭურჭელსო და ახალგაზრდები სასტუმრო ოთახში დატოვა.გვერდით მოისვა გოგო,მკერდზე მიიხუტა.
_ დიდიხნით არ წავალ,თუ არადა წაგიყვან ჩემთან ერთად.რას იტყვი?
_ არა,გამოცდები მეწყება ლუკა.მერე სამაგისტროზე მინდა გასვლა.
_ მართლა? _ უკან გაწია გოგო და თვალებში ჩახედა._ მიხარია.
_ ჯერ ნაადრევია სიხარული.
_ მიზანი,რომ გაქვს ეს უკვე კარგია.გინდა დღეს გავაცდინოთ სამსახური ორივემ? მაინც შაბათი დღეა,ნახევარი დღე.ისედაც დავაგვიანეთ უკვე.
_ და რა გავაკეთოთ უკეთესი?
_ მაქვს იდეა._ თვალი ჩაუკრა.
_ დე,_ გასძახა ხმამაღლა.
_ გისმენ._ ბოლო თეფში გარეცხა, ხელები შეიმშრალა მაკამ და მათკენ წამოვიდა.
_ ნენეს დავურეკავ და სადმე ხომ არ გავსულიყავით ბუნებაში,პიკნიკზე?
_ მე თანახმა ვარ.ანუკი?
_ რა თქმა უნდა ანუკიც._ მკერდზე აიკრა გოგო.მაკას სახე გაუბრწყინდა შვილის ბედნიერებაზე.არასდროს არ გაუცვნია მისთვის გოგო სხვადროს.ახლა უნებლიედ გახდა ამ ყველაფრის შემსწრე,მაგრამ ხომ შესთავაზა ერთად გასეირნება,მანამდე ნენესაც გააცნო გოგო.ისე აჟიტირდა ქალი გულში უკვე შვილიშვილებზე ფიქრობდა.
_ დაურეკე დე,ნენეს გავიგოთ პასუხი და თუ წავალთ,გავალ სახლში მოვემზადები.
ანდროს დაურეკა ლუკამ,რომელიც მსგავს აქტივობებს არასდროს აკლდებოდა.უარი არ უთქვამს კაცს.სასწრაფოდ გაიქცა მაკა სახლში.უცებ გავემზადები და გამომიარეთო დაიბარა.
_ ლუკა,გავალ სახლში მეც,საპიკნიკე ფორმაში არ ვარ.გამოვიცვლი,მოვწესრიგდები და მე თვითონ გამოვალ.
_ მეხუმრები? სანამ შენ იქ გახვალ დაღამდება.წამოდი აქვე გავიდეთ და ვიყიდოთ რაც გინდა.
_ არა,ასე არ შეიძლება.დედაშენიც ხომ წავიდა?
_ ანუკი,დედაჩემი სამი ქუჩის უკან ცხოვრობს.თუ უნდა ფეხითაც მოდის ხოლმე.
_ ბოდიში,ვაკეში რომ არ ვცხოვრობ.
_ მხოლოდ ეგ გაიგე ჩემი ნათქვამიდან?წამოდი,ჩავიდეთ რა,რატომ აპრობლემებ? მერე მაკას გავუაროთ.
_ კაი.
არჩევანი თეთრ შორტზე და ღია ფერის მაისურზე შეაჩერა.ლუკამაც მოუწონა არჩევანი.გადახდაც დაასწრო როგორც ყოველთვის და ანუკის გაბუსხული სახის ატანაც მოუწია.
_ უბრალოდ მადლობა თქვი ხოლმე,ნუ მებუსხები._ ყველასგან მალულად შეძლო და ეამბორა მსუბუქად ტუჩებზე.
_ უბრალოდ მადლობა._ გაიმეორა ჯიუტად.
_ თავი მაქვს მოსაჭრელი,თავი.
_ რატომ?_ ინტერესით შეხედა გოგომ
_ ეს სიჯიუტე რომ მიყვარს შენში მაგიტომ._ ჩაეცინა და მაკასკენ აიღეს გეზი.

ნენე და ანდრო სერიოზულად მომზადებულები იყვნენ პიკნიკისთვის.ძირს დასაგები საბავშვო ნოხები.შამფურები,სამწვადე.თეფშები,ჭიქები.რაც კი საჭირო იყო ყველა წვრილმანი.
_ ანდრო თავის ამპლუაშია._ გაეცინა ლუკას._ კიდევ კარგი,დაგიჯერე დედა და ის ხაჭაპური და ლობიანი ვიყიდე.
_ ხანდახან უნდა დაუჯერო დედასაც შვილო._ ნიშნისმოგებით და სიცილით დასძინა მაკამ.
_ შენც არ უჯერებ ანუკი დედას?_ მაკა ღიმილით მიუტრიალდა გოგოს და მიწაზე გაშალა ცხოველების პრინტით ნოხი.
_ დედა გარდაცვლილია.
_ ვწუხვარ.მაპატიე.ვინ გყავს მამა ან და-ძმა?
_ არავინ.მამაც გარდაცვლილია.მე დედისერთა ვარ.
_ უი,რა რთულია.მაპატიე,მტკივნეულ თემას შევეხე.
_ არუშავს._ მშვიდად გაუღიმა ანუკიმ.
მაკაზე მოსმენილმა იმდენად იმოქმედა.ცოტახანს ხმა არ ამოუღია.ანუკის მდგომარეობაზე ფიქრობდა.შეეცოდა,ჯერ ისევ პატარა იყო და ასეთი მარტოხელა.
სანიმ ლუკა არ მოასვენა სანამ ფეხბურთი არ ეთამაშა.მერე დაჭერობანა.ლუკაც განგებ ნელა დარბოდა ვითომ ვერ იჭერდა.სანის სიცილი ისმოდა გარშემო.ანდრო და ნენე თავისთვის ფუსფუსებდნენ.ყველაფერს ერთად აკეთებდნენ.მწვადს რომ აგებდა შამფურზე მაშინაც არ მოშორებია ქმარს ნენე.შორიახლოდან უყურებდნენ მაკა და ანუკი.
_ რომ უყურებ შენი შვილი ბედნიერია,ხვდები რომ ცხოვრებაში მეტი არაფერი გინდა.იმდენად მშვიდად ვარ ნენეს რომ ანდრო ჰყავს.ისე მიხარია მათი წყვილი,როცა ვლოცულობ უფალს ვთხოვ ლუკასაც ასეთი ოჯახი არგუნოს ღმერთმა.
არაფერი უთქვამს ანუკის.ეთანხმებოდა და მოწონდა კიდეც ნენეს და ანდროს წყვილი,როგორი მშვიდი,გაწონასწორებული,თბილი წყვილი იყო. თვითონ ნინუცას ოჯახი იცოდა ერთი ასეთი.ნინუცას მამა ნოდარი ძალიან კარგი,მოსიყვარული ქმარი და მამა იყო.ახლა როცა შესაძლებლობა ჰქონდა,აკვირდებოდა ადამიანებს.როგორ ექცეოდნენ თავის ოჯახის წევრებს და ხვდებოდა რა ჭაობში ცხოვრობდა ამდენი წლები.თავად კი მაკასავით როცა ლოცულობდა ღმერთს სთხოვდა მამა
ისნაირი ქმარი არ ჰყოლოდა.ბოლო დროს კი უკვე იმას ფიქრობდა ჩემს უნებლიედ მე არ დავემსგავსო ჩემს მშობლებსო.აკი გამოიჭირა კიდეც თავი ტოქსიკურ ურთიერთობებისკენ რომ მიაქანებდა ურთიერთობას და ამ წამს პირობა დაუდო თავს,რომ იმუშავებდა საკუთარ თავზე და გაეჯიბრებოდა მხოლოდ საკუთარ თავს.გამოასწორებდა ყველა იმ ჩვევას რაც არ მოეწონებოდა საკუთარ თავში.ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა,მაგრამ აუცილებლად მივიდოდა შედეგამდე.

დაღლილმა მოირბინა ლუკამ მათთან და მაკას სთხოვა შველა.
_ მიხედე ბავშვს,დამღალა._ ანუკისთან ახლოს დაწვა და თავი კალთაში ჩაუდო.გაეღიმა მაკას. სიამოვნებდა ლუკას,რომ ასეთს ხედავდა თბილს,მზრუნველს.წამოდგა სანისკენ წავიდა.თმებში შეუცურა ანუკიმ ხელი ბიჭს და ეთამაშებოდა.
_ ნენეს,რომ არ ვეხმარები უხერხული ხომ არ არის?
_ მოეშვი.მაგას ქმართან ერთად სიამოვნებს.
_ კარგი წყვილია.
_ ჰო.ჩვენც კარგები ვართ._ გულში ესიამოვნა.ზევიდან დახედა კაცს.ახლად ამოსულ წვერზე გადაატარა თითები.
_ ეგ კი არა ისიც მერიდება ახლა შენი ოჯახის თვალწინ ასე,რომ ხარ ჩემთან.
თავი ოდნავ გადმოაბრუნა ლუკამ და სახეში შეხედა.
_ ხუმრობ ხომ?
_ არა.
_ ანუკი,სიყვარულში სასირცხვილო არაფერია.არც იმაში ერთი ადამიანი მეორეს მიმართ, რომ გამოხატავს სითბოს.ყველამ გაიარა ეს ეტაპი,დედაჩემმაც,ჩემმა დამაც და ახლაც ასეა ანდროსთან.მე და შენ რას ვაკეთებთ განა რომ გრცხვენია?
_ რავიცი,მე არ მქონია ასეთი ოჯახი,არც ურთიერთობა და უცხოა ჩემთვის.სითბოს გამოხატვა მიჭირს.
_ კომპლექსების ბურთულა ხარ._ მაისური აუწია ოდნავ და მუცელზე აკოცა.
_ შენი საქმე იცი როგორ არის,_ ტონში ისეთი ბგერები იგრძნობოდა,მიხვდა ლუკა დატუქსვას უპირებდა გოგო._ “მგელს სახარებას უკითხავდნენ,გამიშვით ცხვარი გამექცაო”,მე შენ რას გელაპარაკები და ხელებს მიფათურებ მაიკის ქვეშ.
გაღიმებული უსმენდა ლუკა,თითქოს სულ არ ეხებოდა მასე ეს საუბარი.კიდევ აუწია მაისური და უფრო მეტი კოცნა დაუტოვა.ტუჩებზე ააფარა ხელისგული ანუკიმ.
_ მოისვენე.
_ ჰეი,თქვენ._ ნენემ ხელი დაუქნია ყურადღების მისაქცევად წყვილს._ ფიჩხი მოვაგროვოთ რა,ნახშირი დამრჩა.
_ აბა რა წამოიღეთ?_ ნახევრად ღიმილით გასძახა ლუკამ.
ნენემ რაღაც გადაულაპარაკა ანდროს და გულიანად გაეცინა ბიჭს.მერე ისევ ლუკას მოუტრიალდა ნენე.
_ გაინძერი,მიდი ოფისშიც გეყოფა ჯდომა და სახლში კიდე კოტრიალი._ ვალში არ დარჩა ნენე.
_ მომეხმარები?_ ხელი გაუწოდა ანუკის და ისიც გაიყოლა ფიჩხის მოსაგროვებლად.
რამდენიმე საათში სულ სხვა ატმოსფერო სუფევდა პიკნიკზე მყოფ ადამიანებთან.ნენე იუმორით იხსენებდა მისი და ანდროს გაცნობის ისტორიას და ბევრი აცინა გარშემო მყოფები.ანუკიმ იმდენი იცინა,ლუკას მხარეს ეყრდნობოდა ნოხზე დამჯდარი.ხელი მოხვია ბიჭმაც მკერდზე მიიყრდნო გოგო.ჯერი მაკაზე მიდგა.ახლა მაკამ გაიხსენა მისი და სოსოს ახალგაზრდობა.ნენე ისე იქცეოდა ვერავინ იფიქრებდა თუ მამაზე ნაწყენი იყო.
_ სოსო და მასე დედა? კაი არ მჯერა._ ლუკას გახედა მერე._ ლუკ,იცოდი შენ ეს ისტორია.
_ არ მახსოვს.
_ ცოტა ხშირად მოაწყეთ შეკრებები და კიდევ ბევრი ისტორია მაქვს,გაგახალისებთ ხოლმე.
_ თქვენი ჯერია._ ნენემ გადმოხედა ანუკის და ლუკას.
_ არაფერი განსაკუთრებული._ გაიღიმა ანუკი.
_ ოო,კაი რაა,ჩვენ ხომ მოვყევით.
_ კაი,მე მოვყვები._ უფრო მჭიდროდ მიიხუტა გოგო,რომელიც წინ ეჯდა.თავი მის ყელში ჩარგო და დაიწყო._ ჩემთან ოფისში დაიწყო მუშაობა,მერე პოზიცია შევუცვალე,ბორჯომის პროექტი ჩავაბარე,ახლა ბათუმში.მოკლედ გვიწევდა ერთად მგზავრობა და ასე გამოვიდა.
_ ოო,რამე კურიოზი არ გაქვთ? რა მშრალად მოყევი.
_ ერთი გვაქვს,უბრალოდ მაგას ვერ მოვყვები._ თქვა ანუკიმ და ეშმაკურად ახედა ბიჭს ქვევიდან.
_ ჰო,არ გირჩევ,თორემ შენი სახის გამოჯავრებას ახლაც შევძლებ.
_ მანდ არ მგონია ჩემი გამომეტყველება ყოფილიყო მთავარი. ყველა
თვალყურს ადევნებდა წყვილის საუბარს და ინტერესი უმძაფრდებოდათ,რა იყო მომხდარი.
_ არ მაქვს პრობლემა მოყევი._ ნიშნისმოგებით დახედა გოგოს.
_ იცი,რომ არ მოვყვები და დიდ გულზე მაგიტომ ხარ.
_ მოყევი ანუკი._ შეაგულიანა ნენემ.
_ ვერ,მაპატიეთ,მაგრამ ვერ გავწირავ თქვენს შვილს._ მაკას მიუბრუნდა ანუკი.
_ ყოჩაღ ანუკი,მართალი ხარ,ყველაფერი არ ითქმევა ყოველთვის.
_ კარგი რა დედა,არ გაინტერესებს?_ სიცილით გააგრძელა ნენემ.
_ არა,არსებობს ამბები რაც არ ითქმევა და უნდა დარჩეს ორს შორის.არსებობს ფიქრები რაც მხოლოდ შენში უნდა დარჩეს.როგორც ყველაფერი არ იჭმევა,ისე ყველაფერი არ ითქმევა.
სადღაც იყო სიმართლის მარცვალი მაკას ნათქვამში.რაღაც ნაწილში ყველა დაეთანხმა საკუთარ ფიქრებში მაინც.

***

_ ყველა საბუთი მზად გაქვთ? რამე არ დაგრჩეთ გასაკეთებელი. ნათია,კიდევ ერთხელ გადაუმოწმე რა.
_ გადავამოწმე ბატონო სოსო,რამდენიმე წუთის უკან.
_ კარგი.ამ ბათუმის პროექტზე რა ხდება?
_ ანუკის ჩააბარა ლუკამ ეგ პროექტი.რამდენიმე დღის უკან.
_ გამაგიჟებს ეს ბიჭი,ამხელა პროექტი,თან გაპრობლემებური,ხომ შეიძლება გამოცდილ კადრს მისცე.
_ ბოლოს ყველა საბუთს ნიკა გადახედავს,არ იღელვოთ ბატონო სოსო.აქ ვართ და ყველა დავეხმარებით,მაგრამ დამიჯერეთ ანუკი იმდენად ჭკვიანი გოგოა არ საჭიროებს.
_ დრო აჩვენებს მაგას._ თქვა და კაბინეტიდან გავიდა.
მეორე დღეს ფრენა იყო დაგეგმილი.ლუკა და კესო მიემგზავრებოდნენ პრაღაში.არავინ იცოდა რა დრო მოუწევდათ იქ ყოფნა.ჯერ. ისევ ოფისში იყვნენ,საღამოს მიწურულს,ლუკას კაბინეტში საუბრობდნენ.
_ დღეს ჩემთან დარჩი._ ხელისგულებს შორის მოიქცია გოგოს სახე._ ხვალ დღის პირველზე ფრენაა,მინდა დარჩენილი დრო ჩემთან იყო.
_ კარგი.
_ ვა,ცოტა წინააღმდეგობას ველოდი._ ცხვირზე ხელი სასაცილოდ დაჰკრა,მსუბუქად._ რით დავიმსახურე?
_ მომენატრები._ თავი მკერდზე მიადო და გაირინდა.
კარზე კაკუნის ხმა გაისმა,იმ წამს მოშორდა კაცის მკერდს და კარიც გაიღო.ეკატერინე იდგა კარში.
_ უკაცრავად ლუკა,ამ საბუთზე გაქვს ხელი მოსაწერი._ ოთახის სიღრმეში გადაინაცვლა და მაგიდაზე დაუდო ქაღალდები.არ გამოპარვია მათ შორის არსებული სივრცის სიმცირე.ზედ არ შეუხედავს ანუკისთვის.როგორც კი ხელი მოაწერა ლუკამ ბედნიერი ფრენა უსურვა და კაბინეტი დატოვა.
_ წავიდეთ.


მთელი საღამო კაცთან გაატარა.ბევრი ისაუბრეს,გაიხსენეს მათ თავს გადახდენილი ამბები.უყვარდა ანუკის ლუკასთან საუბრები.იყო მომენტები,რომ სულ სხვა კუთხით ანახებდა საქმის არსს და მოსწონდა ასეთი ლუკა.
_ ან…
_ ჰო._ მის მუხლზე ედო თავი და ქვევიდან ახედა.
_ პრაღაში მარტო არ ვიქნები._ გაუჭირდა თქმა,არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა.
_ ვიცი._ იმდენად უემოციოდ უპასუხა დაეჭვდა ლუკა.
_ რა იცი?
_ კესოც იქნება.
_ იცოდი?_ ღიმილი გაეპარა.არადა რამდენი ხანია ფიქრობდა როგორ ეთქვა და ვერ მონახა შესაფერისი დრო.
_ რა ცოდნა უნდა?! მარტივი ლოგიკაა.
_ მერე? არ ეჭვიანობ?
_ ვიეჭვიანო?
_ არა._ ხელები მოხვია,წამოწია გოგოს სხეული და ფრთხილად აკოცა._ არ იეჭვიანო.მე მხოლოდ შენ მინდიხარ.შუბლით შუბლზე მიეყრდნო.ფრთხილად დაუსვა თითები ყელზე,იქიდან ამობურცულ ლავიწის ძვალზე გადაატარა და სარაფანის ბრეტელს ამოსდო საჩვენებელი თითი.იგრძნო როგორ დაეხორკლა კანი ქალს სურვილისგან.
თითქოს ერთმანეთის პასუხს ელოდნენ,ერთმანეთს ცდიდნენ.ფრთხილად გადაწია ბრეტელი და მის ადგილზე დატოვებულ სიცარიელეს აკოცა.მეორე მხარესაც იგივე გაიმეორა.მსუბუქად ჩასრიალდა კაბა მკერდზე,მეტად მოეღეღა მრგვალი ფორმები.ფრთხილად აკოცა ჯერ ერთს,მერე მეორეს.თმაში შეუცურა ხელები ქალმა,ოდნავ დაქაჩა,ვეღარ გაუძლო ელექტრონებს სხეულში რომ უვლიდა.სწრაფად წამოდგა გოგოსთან ერთად.ბარძაყებში ჩაევლო ხელი და წელზე შემომჯდარი საძინებლისკენ გაიყოლა.საწოლთან დასვა,აუსრიალა ხელები წელზე.მოძებნა ელვა შესაკრავი და ერთი ხელის მოსმით ძირს ჩაუშვა კაბა.
შიშველ მკერდზე გადაუსვა თითები,ურცხვად დაეწაფა დვრილებზე და ქალის კვნესაც მისწვდა მის სმენას.
ის მომენტი იყო,როცა ენდო საბოლოოდ და ეს ნდობა ასე დაანახა კაცსაც.
ხერხემალზე დაატარებდა თითებს და ხარბად ისუნთქავდა ქალის თმის სურნელს,ასე რომ აგიჟებდა.ტკბებოდა იმ წუთებით,რაც იცოდა აღარ განმეორდებოდა კარგახანს.
_ ახლა უფრო მომენატრები._ ჩახლეჩილი ხმით დაიწყო ლუკამ.
_ ხოდა მალე დაბრუნდი.
_ ვეცდები. მომშივდა,შენ არა?
_ ნწ.
_ შენ საერთოდ ჭამ რამეს? იცი რომ მე ხორციანი ქალები მიყვარს?_ გაეცინა ლუკას და შიშველ საჯდომზე წაატანა ხელი._ ნუ ამას მაინც ვერ დაგიწუნებ,რაც გაქვს,გაქვს.
_ ეეე… _ დაიმორცხვა და გააწევინა ხელი სასწრაფოდ.
_ რა იყო? სანამ ჩამოვალ ცოტა მოსუქებული დამხვდი. _ წამოიწია და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დაწვდა.
_ რა გამოვიძახოთ,რას შეჭამ?
_ არ მშია.
_ კაი რაა,მარტო ხომ არ შევჭამ,მიდი და საერთოდაც ერთი აზრი მაქვს.ჩემთან გადმოდი,სანამ აქ არ ვიქნები იყავი ჩემს სახლში.
_ რა სისულელეა._ გადაიწია ბიჭის სხეულიდან და თხელი პლედი აიფარა შიშველ სხეულზე.
_ რა მოხდა? ტყუილად იხდი ქირას.
_ შენ გინდა რომ გადაგიხადო?_ გაიცინა ანუკიმ.
_ თუნდაც._ გამოაჯავრა._ სერიოზულად,ოფისიც ახლოა აქედან.
_ მადლობა,მაგრამ არა.
_ სხვა პასუხს არც ველოდი._ ხელი ჩაიქნია და შეკვეთის გასაკეთებლად ნომერი აკრიფა.

მთელი ღამე არ მოუშორებია ქალი სხეულიდან.რამდენჯერაც გადაბრუნდა ანუკი,იმდენჯერ გადაბრუნდებოდა თვითონაც და გულზე იკრავდა.
_ მეძინება,მომასვენე._ ამოიბუტბუტა ნახევრად მძინარემ.
_ დაიძინე._ მიუალერსა თმაზე და მიიხუტა უფრო.
ვერა და ვერ მოხუჭა თვალი.ეფიქრებოდა ამ პატარა ქალზე,რომელიც ასე უცნაურად და ჯიუტად შემოიჭრა მის ცხოვრებაში.პატარა უსუსურ გოგოზე,რომელსაც ამდენი დაბრკოლება შეხვდა,მაინც არ ტყდებოდა.ჰქონდა თავისებური ხასიათი,მაგრამ ესმოდა,ვერ უბრაზდებოდა.რა ექნა თავადაც ვერ ხვდებოდა ხან ანუკი ისეთი ტოქსიკური იყო,მაგრამ ესმოდა ლუკას მისი,იცოდა რატომ და საიდან ჰქონდა ეს თვისება,ეს ხასიათი და უგებდა,უყვავებდა,უხსნიდა და ასე ცდილობდა სწორი გზით მის ხელახლა აღზრდას.ახლა კი,რომ უნდა დაეტოვებინა ნერვიულობდა.მხოლოდ ნინუცა ჰყავდა ახლობელი.ნათიას და ნიკას იმედიც ჰქონდა ლუკას,მაგრამ გრძნობდა მარტოსულად იგრძნობდა თავს მისი წასვლის შემდგომ და ეს ედარდებოდა.
თვითონ ანუკი რას გრძნობდა? იმავეს.ხვდებოდა რომ ძალიან რთული იყო.ხან გაგებაც უჭირდა ლუკას მისი.ხვდებოდა რომ არ იყო მისი ხასიათის მოთმენა მარტივი,მაგრამ ცდილობდა შეცვლას.საკუთარი თავი სძულდა ხანდახან ამის გამო.იხლიჩებოდა ორად და ვერ არკვევდა ზღვარს.სანამ ბოლომდე არ გამოცდიდა ბიჭის ნერვებსა და მოთმინებას ვერ ისვენებდა.ახლა როცა მიდიოდა ხვდებოდა როგორ გაუჭირდებოდა და არ უნდოდა ამაზე ფიქრი.იმდენად არ უნდოდა,ძილიდანაც არ სურდა გამორკვევა,რომ ხელახლა არ შემოეტიათ ფიქრებს,მაგრამ ვეღარ დაიძინა.
_ ლუკ…
_ რაო პატარა?
_ უშენობის მეშინია და იმისიც მეშინია ახლა ამას,რომ გეუბნები._ იგრძნო შიშველ მკერდზე ქალის ცრემლები.ფრთხილად დაუსვა ხელი სახეზე.შეუმშრალა თვალები.
_ მეც მეშინია.
_ რისი?_ გაუკვირდა და თავი ოდნავ წამოწია.
_ უშენობის._ გაეცინა,არ ელოდა ამ პასუხს.ეგონა დაამშვიდებდა,გაამხნევებდა.მან კი რა უთხრა?
_ მართლა?_ ვერ დაიჯერა.
_ მართლა._ დაუდასტურა.ტუჩები დაბრიცა გაკვირვებისგან და ისევ დაადო თავი მკერდზე ნასიამოვნებმა.
_ ანუკი,თუ მართლა გადმოხვალ ჩემთან გამიხარდება.გასაღებს დაგიტოვებ კარგი?
_ არ გადმოვალ.
_ რა შემიძლია გავაკეთო სხვა მითხარი მაშინ.
_ არაფერი ლუკა.
_ სამსახურში ყურადღებით იყავი.სოსომ თუ რამე გითხრას არ დამიმალო მითხარი.
_ რა უნდა მითხრას?
_ რავიცი,აქ არ ვიქნები და შეიძლება,არ გამოვრიცხავ არაფერს.უბრალოდ გეუბნები,თუ რამე პრობლემა შეიქმნას დამირეკე.იქიდანაც შენს გვერდით ვარ ხომ იცი?_ ნიკაპი ააწევინა და თვალებში ჩახედა.
_ კი.
_ კარგი გოგო ხარ._ მსუბუქად აკოცა.დავიძინოთ ახლა ცოტახანს და მერე წავალ.


მზე უკვე დიდი ხნის ამოწვერილი იყო რომ გაეღვიძათ.ლუკას ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა ორივე.
_ ფუ,შენი ათი ხდება.
მაკა რეკავდა.
_ რას შვრები აბა დე,რომელზე გადიხარ?
_ დამეძინა დე._ უცებ წამოდგა საწოლიდან._ წავედი,ვთიშავ.დავაგვიანებ,თუ დროულად არ გავალ,მადლობა რომ გამაღვიძე.
მობილური საწოლზე მიაგდო.აბაზანაში შევიდა შხაპი მიიღო,მოწესრიგდა.გაღვიძებულ ანუკისთან დაიხარა,რომელიც საწოლში ნებივრობდა.
_ ანუშკი,გავიქეცი საყვარელო._ პერანგის ღილებს იკრავდა თან ესაუბრებოდა._ ისაუზმე და ისე წადი.გასაღები შემოსასვლელში საკიდზეა.აქ დარჩი ხოლმე კარგი?_ ფეხსაცმელს დასწვდა,თეთრი კედები ამოიცვა,ტილოს შორტი და ლურჯი ტილოს პერანგი ეცვა.საწოლში მწოლიარე შიშველ ქალთან დაიხარა,ვნებიანად აკოცა.
_ დაიძინე შენ,აღარ ადგე._ კიდევ რამდენჯერმე აკოცა,ვერ წყდებოდა სასურველ ტუჩებს.
_ ლუკა,_ ახედა ბიჭს და ცრემლების მოზღვავება იგრძნო. უნდოდა ეთქვა მიყვარხარო,მაგრამ არ თქვა.მიუხვდა უთქმელ გრძნობებს კაცი.
_ აქ დამხვდი,ამ ფორმაში,რომ დავბრუნდები იცოდე._ თვალი ჩაუკრა,ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ჩემოდნით ხელში დატოვა სახლი.
კიდევ დიდხანს იწვა ლუკას საწოლში.მის მხარეს გადაინაცვა,ჯერ ისევ მისი სითბო იგრძნობოდა ზეწარზე.ხარბად შეისუნთქა მამაკაცის დატოვებული სურნელი,ცრემლებმაც არ დააყოვნეს და დაასველეს კაცის ბალიში.
_ როდის დაბრუნდები… _ დარდიანად ჩაილაპარაკა.

ოფისში თითქოს არაფერი შეცვლილა.იგივე ტემპში მიმდინარეობდა ყველაფერი.უკვე ორი კვირა იყო გასული რაც გაემგზავრა ლუკა და ჯერ დაბრუნებაზე საუბარი არც იყო.უჭირდა ანუკის,განსაკუთრებით იმ სიახლოვის მერე,რაც ბოლო ღამემ დააკავშირათ.მაგრამ ხვდებოდა ვერ დაიწუწუნებდა ამაზე ლუკასთან.ისედაც იმდენი საქმე ჰქონდა. საღამოს საათებში ურეკავდა გოგოს.
ბათუმის პროექტზე მუშაობას ასრულებდა ანუკი,ყველაფერი წესრიგში მოიყვანა.ბორჯომის სასტუმრო დასასრულს უახლოვდებოდა.ახლა მთავარი იყო გადაეწყვიტათ საბოლოოდ გაყიდდნენ,თუ დაიტოვებდნენ.ყველა საბუთი შეაგროვა და გაამზადა.ნიკას დაუდო წინ,სთხოვა გადაემოწმებინა.
_ ბათუმს გადავხედავ.ბორჯომის უკვე გადახედილი მაქვს და რიგზეა ყველაფერი._ სერიოზული იყო ბიჭი.
_ რა ხდება? რა გჭირს შენ?
_ რაღაც პრობლემები შეექმნათ ლუკას და კესოს,ჩასვლა მიწევს მეც._ თითქოს რაღაც ჩასწყდა შიგნით.აღელდა.
_ სერიოზულია რამე?
_ არქიტექტურას ეხება.მე და ჩვენი კომპანიის არქიტექტორები გავემგზავრებით და ადგილზე ვნახავთ.
_ ხომ შეიძინეს უკვე?
_ ხო და ახლა იგებენ იმდენ დეტალს,კაროჩე რააა…
_ კიდე რამეა?
_ დაღლილი თვალებით ამოხედა ნიკამ.
_ შენი დაქალი.
_ ნინუცა რა შუაშია?_ სკამზე ჩამოჯდა ბიჭის წინ.
_ შუაში კი არა თავშია.
_ იჩხუბეთ?
_ არა,ზეგ ხომ დაბადების დღე აქვს,ხოდა ცოლობა უნდა მეთხოვა.
_ რაა? _ თვალები დაუმრგვალდა ანუკის._ მერე?
_ მერე,ზეგ გვაქვს ფრენა.
_ ვერ ასწრებ?
_ აი,როგორ იცი,ბეჭედს ვესვრი და თან გავიქცევი და პასუხს თუ გზაში დამაწევს კაი იქნება._ სიმწრისგან ჩაეცინა ბიჭს.
_ საათი შეცვალე მერე შენც,შენი ნება არაა.
_ შევცვლით კი,მაგრამ…მოკლედ რეატორანი, სადაც დაჯავშნა ნინუცამ იმ ეზოში ვაწყობთ ყველაფერს,მაგრამ ქალბატონმა რომ დააგვიანოს,მერე მე ვაგვიანებ რეგისტრაციაზე აეროპორტში.
_მასე ზუსტად ემთხვევა საათები?
_ რომ დააგვიანოს? არ იცი ქალების ამბავი?
_ არ დავაგვიანებ მე გპირდები.ამიხსენი დეტალები და ისე დავუგეგმავ,რომ ადრეც კი იყოს ადგილზე._ იცინოდა და ბიჭის გამხიარულებას ცდილობდა.

იმ დღეს,როცა ნინუცას დაბადების დღე იყო,ნიკა სამსახურში დილით გამოჩნდა მხოლოდ,ყველა საჭირო დოკუმენტი აიღო და ისევ წავიდა.სამსახურში იმაზე მშვიდი დღე იყო ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ანუკიმ ყველაფერი მოაწესრიგა კიდევ ერთხელ.ბათუმის საბუთები რომლებიც ნიკამ გადაუმოწმა და შეაქო,ერთად შეკრა და სოსოსთან შესატანად გაამზადა.
კარაქისფერი კაბა ეცვა იმ დღეს,ნამზეური ჯერ ისევ შერჩენოდა კანზე და ეს კაბაც უზადოდ ედგა ტანზე.ქუსლების კაკუნით გაუყვა სოსოს კაბინეტისკენ დერეფანს.კარზე დააკაკუნა,ხმა არავინ გასცა,მერე ფრთხილად შეაღო.არავინ დახვდა შიგნით,ოთახში შევიდა და მაგიდაზე დაუტოვა საქაღალდე.გამოსვლისას დერეფნის ბოლოს მოკრა თვალი ეკატერინეს და ნათიას.
მათაც შეამჩნიეს,თუმცა აფორიაქებულები სამზარეულოსკენ გარბოდნენ.ანუკიც იქით წავიდა.
_ რა მოხდა?_ იქვე სკამზე სოსო იჯდა ფერმკრთალი და წნევას უზომავდა ერთ-ერთი თანამშრომელი.
_ ცუდად ხართ ბატონო სოსო? _ ფრთხილად იკითხა ანუკიმ.
_ წნევა დამივარდა.
_ გნებავთ,მაგარ ყავას გაგიკეთებთ?_ მორიდებით შესთავაზა ანუკი.ეკატერინეს ირონიულმა ღიმილმა გაუპო ბაგე.
_ მადლობა,დავლევ კი.
ანუკიმ ყავის მომზადება დაიწყო და მალევე ცხელი სითხე წინ დაუდგა კაცს მაგიდაზე. ყველა მიმოიფანტა,ნელ-ნელა სახეზე ფერი რომ დაუბრუნდა სოსოს.
ნათია და ანუკიც თავის კაბინეტში გავიდნენ.
_ შენ არ გაგვიანდება?_ ჰკითხა ნათიამ.
_ ჯერ მაქვს დრო.სალონშია “პატარძალი”_ გაიცინა ანუკიმ._ რვა რომ დაიწყება რესტორანში უნდა მივიდეთ,დროში რომ აღარ გაიჭედოს ნიკა.
_ მშვენიერია.აუ,მერე ფოტოები ჩამიგდე რაა.ისე მაინტერესებს._ ხელები გაუსვა ერთმანეთს ნათიამ.
_ გოგონებო,_ კარში იდგა სოსო._ ჩემი კაბინეტში საათი დავდე მაჯის,წეღან რომ ვიზომავდი წნევას მოვიხსენი და ვეღარ ვპოულობ.
_ არ ვიცი,ბატონო სოსო._ გაეპასუხა ნათია და ფეხზე წამოდგა._ დაგეხმარებით,სად დადეთ?
_ ჩემს კაბინეტში,მაგიდაზე,მერე სამზარეულოში გამოვედი წნევის გასაზომად.
_ არ ვიცი._ დაბნეული გაეპასუხა ნათია და უკან გაყვა კაცს.
ცოტახანში ხმაური მოისმა დერეფნიდან.ხმამაღალი საუბარი ისმოდა.ანუკი ფეხზე წამოდგა და თვითონაც იქით გაემართა საიდანაც ხმა მოდიოდა.
სოსო გაცხარებით ესაუბრებოდა დიასახლისს,იქვე იდგნენ სხვა თანამშრომლები,ეკატერინე,ნათია.ანუკიც მათ ამოუდგა გვერდში.
_ რა ხდება?
_ მაგიდაზე დავდე-მეთქი,სასადილო ოთახში გამოვედი წნევა გავიზომე და მერე ისევ დავბრუნდი,ადგილზე აღარ დამხვდა.რანაირად გაქრა?!
_ არ ამიღია მე ბატონო სოსო,დავალაგე,მაგრამ იქ არ იყო არაფერი.
_ აბა სად წავიდა,სად?_ ხმას უწევდა სოსო._ ძალიან ძვირფასია,არ მიყვარს მსგავსი საუბრები,მაგრამ თუ ახლა ვერ ვიპოვი,ფეხს ვერცერთი მოიცვლით აქედან.
ანუკის არ ესიამოვნა ეს საუბარი,მაგრამ ხმა არ ამოუღია.სამზარეულოშიც მიმოიხედეს,ყველა კაბინეტში შეიხედეს,მაგრამ საათი ვერსად ნახეს.უკვე წასვლის დრო იყო.ანუკი აწრიალდა საათს დაყურებდა.
_ უკაცრავად,ბატონო სოსო,მაგრამ მე მეჩქარება,წავალ თუ შეიძლება._ ჩანთა მოიკიდა.
_ ვერსად ვერ წახვალთ ანუკი,ვერც თქვენ და ვერც სხვა ვერავინ.პოლიციას გამოვიძახებ._ წყობიდან იყო კაცი გამოსული._ კაბინეტიდან ნივთი როგორ გაქრა,რამდენიმე წუთში? ნუ გამაგიჟებთ.
_ თქვენ რომ აქ იყავით,ანუ ვინმე შევიდა კაბინეტში?_ დააზუსტა ეკატერინემ.
_ როგორც ჩანს.ზუსტად მახსოვს მოვიხსენი მაჯიდან საათი და მაგიდაზე დავდე,რომ შევედი მას მერე რაც ანუკიმ ყავა მომიდუღა და დავლიე აღარ დამხვდა საათი,მხოლოდ… _ გაჩერდა წამიერად.
ანუკის სახე ეცვალა ეს რა საუბარი იყო?
თითქოს სოსოსაც რაღაც გაახსენდა.
_ ნათია,ის ფაილები ვინ შემოიტანა? ბათუმის.
_ მე._ ძლივს ამოთქვა ანუკიმ.
_ კი,მეც დავინახე.თქვა ეკატერინემ.
_ კიდევ ვინ იყო?_ მზერა აარიდა გოგოს სოსომ.
_ მე ვიყავი ბატონო სოსო,მაგრამ არ დამინახავს საათი._ თავს იმართლებდა დიასახლისი.
_ უკიდურეს ზომებს ნუ მიმაღებინებთ გთხოვთ._ აღმოხდა კაცს.აშკარა იყო თავადაც ცუდად გრძნობდა თავს,მაგრამ არც იმის დაშვება უნდოდა რომ ვიღაცას ასე გაესულელებინა და რამდენიმე წუთში აეცლია ნივთი ისე,თითქოს არაფერი.
_ ფეხი არ მოიცვალოთ არცერთმა._ თქვა და კიდევ ერთხელ წავიდა კაბინეტისკენ სოსო.სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა.უხერხულად შეიშმუშნა ყველა.
_ გამოიძახეთ პოლიცია მაშინ,ასე როდემდე ვიქნებით?_ გააჟღერა რომელიღაცამ.
_ დავრეკოთ ჰო,აბა,მართლა როდემდე ვიდგეთ ასე.ვეძებეთ და არ იყო არსად.
ეკატერინემ ტელეფონი ამოიღო და ცხელ ხაზზე დარეკა.მიზეზი რომ იკითხეს გამოძახების ქურდობა დაასახელა.
_ მოვლენ და ნახავენ.
_ არასდროს არაფერი დაკარგულა,რა მოხდა ახლა?
_ კარგო ჰო,დაჯექით._ სკამი ხმაურით გამოწია ეკატერინემ._ იმედია დროზე მოვლენ და არ დაგვაღამდება აქ.
პოლიციის შემოსვლა და სოსოს კაბინეტიდან გამოსვლა ერთი იყო.
_ თქვენ? _ გაუკვირდა კაცს._ ვინ გამოიძახა?
_ ჩვენ._ უპასუხა ეკატერინემ.
სოსოს სიბრაზისგან თვალები ჩაუმუქდა,მაგრამ აღარაფერი თქვა.
_ მოგესამებით,უფროსი ლეიტენანტი ლევან კაჭარავა.ზარი შემოვიდა ქურდობასთან დაკავშირებით,გთხოვთ დეტალურად გაგვაცნოთ მომხდარის შესახებ. დაზარალებული ვინ არის?
_ მე._ უხალისოდ უპასუხა სოსომ._
წამობრძანდით კაბინეტში.
ერთ-ერთი თანამშრომელი იქ დარჩა,ორნი სოსოს გაყვნენ.
_ რა მოიპარეს?
_ ძვირფასი საათი.
_ უფრო კონკრეტულად?_ მეორე ოქმს ავსებდა.
_ ოქროს მაჯის საათი.
_ როდის შენიშნეთ რომ ნივთი დაიკარგა?
_ დაახლოებით 5საათი იქნებოდა წნევამ შემაწუხა.სასადილო ოთახში გავედი,თანამშრომელს ვთხოვე გაეზომა ჩემთვის წნევა.მანამდე შეუძლოდ რომ ვიყავი მოვიხსენი და აქ დავდე მაგიდაზე,ზუსტად მახსოვს.ალბათ სულ ნახევარი საათი მაქსიმუმ დავყავი იმ ოთახში.გამიზომეს წნევა,მერე ყავა დავლიე და ამ დროში მოხდა.
_ გასაგებია.თუ იცით ვინ შევიდა მის მერე თქვენ კაბინეტში?
_ ნუ ერთი გოგონა ვიცი,აგერ საქაღალდე შემოუტანია,მე რომ გასული ვიყავი.სხვა არ ვიცი.
_ მასზე გაქვთ ეჭვი?
_ როგორ გითხრათ,ასე ხელაღებით ვერ დავადებ ხელს.უბრალოდ ვიცი რომ იყო შემოსული.
_ სახელი?
_ ანუკი.
_ კარგი,ახლა მას დავკითხავთ._ წამოდგა და სასადილო ოთახში გავიდა._ ანუკი,რომელი ხართ გამომყევით კაბინეტში დაგკითხავთ.
_ აი,რომ გეჩქარებოდა ანუკი,პირველს მაინც შენ გაგიშვებენ._ ეკატერინემ ამოიოხრა._ ჩვენი რიგი როდის მოვა.
ინტერესით გახედა ქალს გამომძიებელმა.
_ დაბრძანდით._ მიუთითეს თავისუფალ სკამზე სოსოს კაბინეტში.მორჩილად ჩამოჯდა ანუკი.ჩანთან წინ დაიდო მუხლებზე._ როგორც ვიცით ბატონი სოსოს კაბინეტში იყავით იმ დროს შესული,როცა იგი არ იმყოფებოდა ოთახში.
_ დიახ,აი ეს საქაღალდე შემოვიტანე.
_ შენიშნეთ მაგიდაზე საათი?
_ არ დავკვირვებივარ მასე,რომ შემოვიხედე აქ არ დამხვდა,ვიფიქრე დავუტოვებდი საქაღალდეს და …
_ მაგიდაზე თქვენ დადეთ საქაღალდე?_ მკაცრი ნოტები იგრძნობოდა ხმაში.
_ დიახ.
_ მაგიდის ზედაპირზე რა იდო არ შეგინიშნავთ?
_ არა.
_ რანაირად?
_ აქ, _ ხელით ანიშნა საქაღალდე სადაც იდო._ დავდე,მაგრამ სხვა მხრეს არ მიმიხედია.
_ გასაგებია. წინააღმდეგი ხომ არ ხართ თქვენი ჩანთა შევამოწმოთ.
_ ეს აუცილებელია?_ გაახსენდა ახლა ციკლი ჰქონდა და ქალის ჰიგიენური საფენები ედო,არ უნდოდა აქ მამაკაცების თვალწინ ამოეღოთ.
_ დიახ.
_ კარგი._ ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი.
სოსომ უხერხულად აათვალიერა გოგო.კარგად იცოდა მისი ვაჟის დამოკიდებულება ქალთან და ეუხერხულა.მაკამაც ესაუბრა მათ ურთიერთობაზე.
_ აი,_ გაუწოდა ჩანთა ანუკიმ.
_ თვითონ ამოალაგე,თუ შეიძლება._ მშვიდად უთხრა გამომძიებელმა.
გახსნა პატარა სპილოს ძვლისფერი ჩანთა და ამოლაგებას შეუდგა.ბევრი არც არაფერი ედო.ტუჩსაცხი,კონტური,პატარა ზომის საფულე,რომელიც გაახსნევინეს.შიდა პატარა ჯიბეც გახსნა,რომელშიც ყველამ შენიშნა,ქალის ჰიგიენური საფენი ედო.ბოლოდმდე არ ამოუწევია,მაგრამ შენიშნა რომ დაინახეს,სოსომ თვალი აარიდა გოგოს,რომელიც ისე გაწითლდა სად წაეღო სახე არ იცოდა,მერე კი ის მოხდა რასაც ყველაზე მეტად თავად არ ელოდა.სწორედ ამ ჯიბეში იდო ოქროსფერი ფერის მძიმე მეტალი.წამში ისე ეცვალა ფერი,მკვდრისფერი ედო სახეზე.მიხვდა სოსო,სხვებმაც დაინახეს.
იდგა გახევებული,სუნთქვაც კი შეწყვიტა.თითქოს იმ წუთას დედამიწაც კი გაჩერდა.გაიჭედა დროსა და სივრცეში.ვერ ხვდებოდა რა ეთქვა,რა ემოქმედა.გაოგნებული,გაყინული იდგა.
_ ანუკი…_ მხოლოდ ეს თქვა სოსომ,თავისი ხმაც კი ვერ იცნო კაცმა.
ანუკი კი გაყინული იდგა და მიშტერებოდა საათს,რომელიც ჯერ ისევ ჩანთაში იდო.
გამომძიებელმა გულგრილად ჩაიცვა ხელთათმანი,ფრთხილად ამოიღო ნივთმტკიცება.
_ ეს საათია ხომ თქვენი? ამას ვეძებდით?
_ დიახ. _ ხმა გაებზარა კაცს.
_ რანაირად აღმოჩნდა თქვენს ჩანთაში? შეგიძლიათ თავი იმართლოთ?
გაყინული მზერა შეაგება გამომძიებელს და საპასუხოდ კრინტი ვერ დაძრა.
_ თქვენ დაკავებული ხართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე. თქვენ გაქვთ უფლება ისარგებლოთ ადვოკატის დახმარებით და დუმილის უფლებით.
მხოლოდ პირველი ორი სიტყვა გაიგო. “დაკავებული”. ისე ჟღერდა ეგონა ცა თავზე ჩამოექცა.სუნთქვა გაუჭირდა,ფეხზე წამოდგა,მაგრამ შებარბაცდა.მკვდრის ფერი დაედო.
_ დედის სულს გეფიცებით ბატონო სოსო არ ვიცი…_ ცრემლები გადმოსცვივდა._ მართლა არ ვიცი…როგორ? ღმერთო…_ თავზე წაივლო ხელები.
_ წამობრძანდით._ მკლავზე წაავლო ხელი მამაკაცმა.
_ ერთი წუთით,თუ შეიძლება,არაა საჭირო…_ სოსომ შეაჩერა.
_ საქმე აღძრულია უკვე._ სიტყვა არ დაასრულებინა.
_ რატომ,შვილო?_ მიუბრუნდა გოგოს სოსო.
_ არ ამიღია მე დედის სულს ვფიცავარ,არ ვიცი…_ სახეზე ხელები აიფარა,მხოლოდ მისი მხრები მიუთითებდა,რომ ტიროდა.
სიკვდილის ტოლფასი იყო ახლა დერეფანში გავლა თანამშრომლებთან.ყველა გაიგებდა,რომ ქურდი იყო.თვალთ დაუბნელდა,ხელი შეაშველა სოსომ,იქვე ჭიქაში წყალი ჩამოუსხა.
_ დალიე._ ძლივს მოკიდა თითები ჭიქას,პირთან მიიტანა,მაგრამ თავი არ ჰქონდა დალევის.
გვერდით ამოუდგა გამომძიებელი,მკლავში ჩაავლო ხელი გოგოს და ისე გაიყვანა დერეფანში.
_ ძლივს,შემდეგი._ ამოიბუზღუნა ეკატერინემ,რომ წამში გონება გაუნათდა.გოგოს წაშლილ სახეს რომ შეავლო თვალი.მთავარი გასასვლელისკენ წავიდნენ,აღარ გაჩერებულან დანარჩენებთან.
_ ამან მოიპარა?_ დაიჩურჩულა ვიღაცამ.
_ რა სისულელეა.
_ ალბათ კლეპტომანია._ ყველას გასაგონად თქვა ეკატერინემ.
_ გაჩუმდი._ დაუტია ნათიამ და ნანახით შეძრული კედელს მიეყრდნო.

განყოფილებაში შეიყვანეს.სპეციალურად დაკავებულებისთვის განკუთვნილ ოთახში გადაიყვანეს.ოთახში შეუშვეს და კარი გამოხურეს.
_ არ ჩამკეტოთ, გთხოვთ._ გული ამოაყოლა თან.გაეცინა პოლიციელს.
_ სასტუმროში კი არ ხარ,ციხეა.
_ გთხოვთ, ცუდად ვარ… გთხოვთ…მეშინია ჩაკეტილი სივრცის…_ ზედ მივარდა პოლიციელს, ხელებზე ეჭიდებოდა,რემლები ნიაღვარად დასდიოდა ლოყებზე.
_ გაიწიე,ზედმეტი ნუ მოგდის.
_ არ ჩამკეტოთ გთხოვთ,არა… _არ აქცევდა კაცის ძიძგილაობას ყურადღებას._ დატოვეთ კარი ღია,არ გამოვალ,უბრალოდ არ დაკეტოთ.
_ კაბინეტშიც ხომ არ მიუჯდებით უფროსს?_ ჩაეცინა კაცს.ხელის კვრით მოიშორა ტანზე სუროსავით აკრული ქალი,საწოლს მიაჯახა და სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა ოთახიდან.მთელი ძალით გამოუხურა რკინის მძიმე კარი.ასეთი საზარელი ხმა მაშინაც არ ჰქონია ურდულს,როცა მამამ ჩაკეტა.თითქოს ჯინი იყო,პატარა ლამპარში გამომწყვდეული.ზუსტად ისე უჭერდა ახლა ეს კედლები.ფეხზე წამოვარდა კარს მიაწყდა და მთელი ძალით ურტყამდა პატარა ხელებით მუშტებს.
_ გამიღეთ,გამიღეთ… გა მო მი შვით,გააღეთ._ ისტერიკის პირას იყო,რამდენ ხანსაც ეყო ხმა და ძალა ყვიროდა. ბოლოს ხელები დაუწითლდა,გაუხურდა და ასტკივდა.ხმა წაერთვა.კართან ჩაიჩოქა,სუნთქვა შეწყვიტა,თავზე შემოიჭდო მთელი ძალით ხელები,თავი მუხლებში ჩარგო და კანკალმა აიტანა.გაეყინა კიდურები,ტუჩები გაულურჯდა.არავინ იცის რა დრო დაჰყო ამ მდგომარეობაში.
ერთადერთი პატარა ფანჯარა ჰქონდა დატანილი ოთახს,საიდანაც დღის სინათლე ჯერ კიდევ აღწევდა,მერე ნელ-ნელა ჩამობნელდა.იჯდა სიბნელეში,მობუზული.ძლივს გასაგონი სუნთქვა არღვევდა ოთახში გამეფებულ სიჩუმეს.
კარმაც გაიჩხაკუნა და დერეფნში ანთებული ნეონის განათებამ შეაღწია ბნელ ოთახში.შორიდან ჩაესმა ხმები.თავი არ აუწევია,თავდაპირველ მდგომარეობაში იჯდა ისევ იატაკზე.
_ ანუკი გამყრელიძე._ გაისმა მამაკაცის მჭახე ხმა.არანაირი რეაგირება არ ჰქონია.დაეჭვდა კაცი და მხარზე შეეხო._ თქვენ ხართ ანუკი გამყრელიძე?
ნელა აწია თავი.თვალები ტირილისგან დასიებოდა,თეთრი ადგილი აღარ მოუჩანდა თავისუფალი სულ წითელ სისხლძარღვებს დაეფარა სრულიად.გუგები გაფართოებოდა შიშისგან და მზერაში იმხელა ტკივილი ჩასდგომოსდა ადამიანი არ უნდა ყოფილიყავი რომ არ შეგბრალებოდა.
_ ცუდად ხართ? _ თანაგრძნობის ნოტები იგრძნო კაცის ხმაში.
_ გასვლა მინდა._ ამოიჩურჩულა,საკუთარი ხმა ეუცხოვა.
_ გამოძიება დაწყებულია,როგორც კი საჭირო სამხილები გვექნება გაგიშვებთ._ საჭმელი მოგიტანეთ._ ახლა შეამჩნია კაცის ხელში არსებული ლანგარი.
_ არ მშია.როდის შევძლებ გასვლას?
_ დღეს ვერ,ხვალ შევხედოთ,როგორ იქნება საქმე._ ბევრი უნახავს მის თვალებს აქ,შემცდარა იშვიათად,მაგრამ ამ შემთხვევაში არ ცდებოდა იცოდა.ეს გოგო დანაშაულის ჩამდენი არ იყო.იმხელა ტკივილი იკითხებოდა მის თვალებში.სანამ ცვლა გადაცვალა,უთხრეს ახალი პატიმრის შესახებ.უკვე იცოდა რატომაც იყო აქ,მაგრამ ხვდებოდა მისი ხელი არ ერია ამ საქმეში.
_ მაინც დაგიტოვებთ._ იქვე პატარა მაგიდაზე დაუდო საჭმელი._ სხვა რამე ხომ არ გინდათ? დარეკვა მაგალითად,ზარის უფლება გაქვთ,ოჯახში დარეკეთ?
ოჯახის ხსენებაზე უფრო მოაწვა ცრემლები, რომ ეგონა დაშრობოდა.
_ არ მყავს ოჯახი,მაგრამ მეგობართან შეიძლება?_ მერე ისიც გაახსენდა ნინუცას დაბადების დღე ჰქონდა და ამაზე ამოიტირა._ არა,დაბადების დღე აქვს ვერ დავრეკავ.
_ ვინმეს ვინც გელოდებათ,მას დაურეკეთ._ თანაგრძნობით უყურებდა მამაკაცი.
ლუკა…მაგრამ არა,ლუკას ვერ ეტყოდა ამ ყველაფერს.ვერ ეტყოდა მამაშენის საათის ქურდობას მაბრალებენო.
_ სხვა არავინ.დილით დავრეკავ,დაბადების დღე ჩავლილი იქნება.თქვენ იქნებით? დამარეკინებთ?
_ კი,მე დღეს მთელი ღამე აქ ვარ._ შეეცოდა გოგო,განა ვინ არის ასეთი არავინ რომ არ ჰყავსო ფიქრობდა._ ნახე აქ,პატარა ფანჯარაა კარზე,გაწევ და დამიძახე თუ რამე დაგჭირდეს,თორნიკე მქვია.
_ კარგი._ შეტრიალდა კაცი წასასვლელად და კართან მისულს,გოგოს ჩახლეჩილი სუსტი ხმა მოესმა._ თორნიკე,შეიძლება კარი რომ არ დაკეტოთ?
სუსტად გაეღიმა კაცს.არარსებულს სთხოვდა.
_ ჩაკეტილი სივრცის შიში მაქვს,უბრალოდ დახურეთ,არ გადაატრიალოთ საკეტი,მერე ცუდად ვხდები.
_ არ შემიძლია,მაპატიე._ სასოწარკვეთილი ცრემლიანი თვალები შეანათა,დანებების ნიშნად თავი დაუქნია და სანამ საკეტის ხმას გაიგებდა ყურებზე ხელი აიფარა.

ის ღამე თეთრად გაათია.თვალი ვერ მოხუჭა.ეგონა შეიშლებოდა ჭკუიდან.როგორ უნდოდა ახლა დედასთან,მამასთან…იმ მამასთან,რომელმაც სიცოცხლის ბოლო წუთებში დააფასა ოჯახი.როგორ უნდოდა ლუკა ჰყოლოდა გვერდით და არაფერი მსგავსი არ ყოფილიყო მომხდარი.ნეტა თუ დაუჯერებდა ლუკა? ნათია? თავად ბატონი სოსო? ნინუცა,თავისი სიყრმის მეგობარი,ის რომ იყო მისი და,დაქალი და ყველაფერი ერთად.მთელი ბავშვობა იმას ამბობდნენ ვინც პირველი გათხოვდება იმის მეჯვარე იყოს მეორეო და ახლა ასეთ გადამწყვეტ მომენტში ვერ იყო მის გვერდით.რა ეტირა ვეღარ ხვდებოდა.გამთენიას ჩაეძინა.ესიზმრა,რომ ყველა მისთვის საყვარელი ადამიანი ბრაზით და წყენით უყურებდა.ნინუცას თეთრი კაბა ეცვა,ნამტირალევი თვალებით უყურებდა და თავს უარყოფის ნიშნად აქნევდა.იქვე იდგა ნიკა რომელიც იმედგაცრუებული უყურებდა და ლუკა თვალებჩასისხლიანებული იდგა კესოსთან ერთად,მაგრამ კესოსთან ერთად მისი ყოფნა არ სტკენია,როგორც ის მზერა,რომელიც მასზე ჰქონდა მიპყრობილი.დედა,რომელიც შორიდან უყურებდა ისიც იმედგაცრუებული და დედის ხმა ჩაესმა
“ შეიძლება არ ვიყავით კარგი მშობლები,მაგრამ ეს არ გვისწავლებია შენთვის”. ძილში შეკრთა და ამ სულიერმა სიცივემ გამოაფხიზლა.ემბრიონის პოზაში იწვა.წამოჯდა,ხელები მუხლებზე შემოირტყა და ასე იჯდა,სანამ ფანჯრიდან სუსტმა ნათებამ არ დაიწყო შემოსვლა.თენდება… გაიფიქრა.
საპირფარეშოში მოუნდა გასვლა,მოერიდა დაძახების,არადა ვეღარც მოითმენდა.ფეხზე წამოდგა,კარზე დატანილი რკინის პატარა ფანჯარა გაწია.
_ თორნიკე…_ მორიდებით დაიძახა.გვერდით ოთახიდან ხმაური შემოესმა,მიხვდა მიაწვდინა ხმა ადრესატს.
_ გისმენ.
_ შეიძლება საპირფარეშოთი ვისარგებლო?
_ დიახ,ახლავე._ რკინის კარი ხმაურით გაიღო.თეთრი განათებით გაჩახჩახებულ დერეფანში გამოვიდა.დერეფნის ბოლოს გაუძღვა კაცი.
_ აი იქ.
_ მადლობ.
ცივი წყალი შეისხა სახეზე.სარკეც კი არ იყო,საკუთარი თავისთვის თვალი შეევლო.თმაზე გადაისვა ხელი,ხელახლა შეიკრა თმები და გამოვიდა დერეფანში.საკნისკენ გაუყვნენ გზას.ჩუმად შევიდა საკანში.დაელოდა კაცი როდის დაჯდებოდა გოგო,ახსოვდა გუშინდელი მისი მუდარა და ვერ მიუკეტა საკნის კარები ერთი ხელის მოსმით.დაელოდა როდის იქნებოდა მზად.
ფრთხილად აძვრა ნარზე ანუკი.ისევ მოიკუნტა და ყურებზე წაივლო ხელი.სადღაც გულის სიღრმეში ეტკინა,პროფესია ეტკინა თორნიკეს.ხომ უყვარდა დამნაშავეების გამოკეტვა,მაგრამ ახლა ნაწილებად დაეშალა გული კაცს.ფრთხილად დახურა კარი,რაც შეიძლებოდა უხმაუროდა,ნელა გადაატრიალა საკეტი. დამძიმებული გულით გაუყვა დერეფანს.

დილის ცვლა სანამ ექნებოდათ კიდევ შეაკითხა გოგოს.დარეკვა შესთავაზა.
ნინუცას ნომერი აკრიფა პირველი.
_ ნი…_ მხოლოდ ამის თქმა შეძლო და ხმა აუკანკალდა.
_ ღმერთო ანუკი,დედა,მამა ანუკია… ღმერთო ცოცხალი ხარ… _ მეორე მხრიდან ნინუცას გულისგამგმირავი ქვითინი ისმოდა._ მომეცი მა…
როგორც ჩანს მამამისმა ჩამოართვა ტელეფონი.
_ ანუკი,შვილო სად ხარ?ხომ კარგად ხარ?
თავი შეიკავა ტირილისგან,მაგრამ ისეთი სპაზმი ჰქონდა ძლივს ამოუშვა ბგერები.
_ ნოდარი ბიძია,პოლიციის განყოფილებაში ვარ.
_ მანდ რა გინდა შვილო? რიგზეა ყველაფერი?
_ არა.
_ სად ხარ მოვალ ახლავე.
ნახევარ საათში იქ იყვნენ ნინუცა და ნინუცას მშობლები.ხმა ესმოდა გოგოს,მაგრამ ვერ ხედავდა.
_ მხოლოდ 2 წუთით,არ მაქვს უფლება,გთხოვთ._ თორნიკემ საკეტი გადაატრიალა და საკანში ნინუცა და ნოდარი შეუშვა.თავადაც ღია კარში გაჩერდა.
_ ანუკი…_ მივარდა დაქალს და ჩაეხუტა.ძლივს გააშვებინა ხელი ნოდარმა.
_ გეყოფა ნინუცა.
_ რანაირად შვილო?
_ გუშინ…
_ ვიცი,მომიყვა ამ ადამიანმა უკვე_ თორნიკეზე ანიშნა._ რანაირად? ეჭვი გაქვს რამეზე?
_ არ ვიცი არაფერი ნოდარი ძია,მხოლოდ ის ვიცი რომ მე არ ამიღია,მაგრამ ჩემს ჩანთაში იდო.არ ვიცი როგორ მოხდა.
_ ნუ გეშინია ძია,_ გულზე აიკრა გოგო._ ადვოკატს ავიყვანთ და ყველაფერს დავამტკიცებთ.ხომ იცი მარტო არ ხარ?! მშვიდად იყავი.
_ მამა,მშვიდად როგორ იქნება?! საკანში ზის,დაკეტილ კარებში._ ბოლო ბგერები ძლივს დაასრულა ისე ატირდა ნინუცა.იცოდა როგორ ეშინოდა ჩაკეტილი სივრცის ანუკის.
_ დამშვიდდი ახლა შენ და უარესად ნუ ანერვიულებ გოგოს.ახლავე წავალ მე,კარგ ადვოკატს მოვძებნი და რაც შეიძლება მალე გაგიყვანთ აქედან.რამე ხომ არ გჭირდება? როგორ გექცევიან?_ ჰკითხა და თორნიკეს გადახედა.
_ კარგად,მაგაზე არ ინერვიულოთ.
_ ეჰ,_ კარისკენ გამოვიდა ნოდარი._ აქეთ მამშვიდებს,ეს ვინ არის?_ ცრემლი ფარულად შეიმშრალა.
ნინუცასაც სთხოვეს მალე დაეტოვებინა საკანი.ბევრი ეხუტა დაქალს,ეფერა და ისე გავიდა.კარის ზღურბლზე მდგომს ანუკიმ დაუძახა.
_ ნინ,გილოცავ._ თავისი არათითი აუთამაშა გოგოს.კიდევ უფრო აუჩუყდა გული ნინუცას. ნოდარმა ხელი მოხვია,გაიყვანა.
მთელი დღე არავის აღარ “შეუწუხებია”,თუ არ ჩავთვლით საჭმლის შეწოდებას.თუმცა პირი არაფრისთვის დაუკარებია.მხოლოდ წყალს სვამდა.მოსაღამოვდა,როცა ისევ გაიღო მისი საკნის კარი.მუხლებზე ედო თავი,რომ აწია ხმაურზე და კარში ჩამდგარი ლუკა დაინახა.რამდენიმე წამს ასე უყურებდნენ ერთმანეთს.ცდილობდა ამოეკითხა კაცის თვალებში ნდობა,რომელიც ასე სჭირდებოდა ახლა.დაიძრა მისკენ,მყარად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ამით იგრძნო,დაინახა,რომ მის გვერდით იყო,მისი იყო.ფეხზე წამოდგა და მის წინ აღიმართა.გული მოეწურა საყვარელი ქალის ამ მდგომარეობაში დანახვაზე,თვალებში შეხედვაც კი გაუჭირდა.გაუჭირდა იმ ტკივილისთვის თვალის გასწორება რაც ახლა იქ სუფევდა.
_ ჩემო პატარა…_ გულზე აიკრა გოგო.ისევ იგრძნო თვალებში ცრემლის მოზღვავება.აუკანკალდა მხრები._ ჩშ…_ თავზე ხელს უსმევდა და ისე ცდილობდა ჩაეხშო მისი ემოცია.
_ ლუკა,_ მკერდზე მისი მაისური მომუჭა._ გჯერა ჩემი?
_ რა თქმა უნდა.არცერთი წამით ანუკი… არცერთი წამით არ შემპარვია ეჭვი.
_ არ ამიღია მე ლუკა…არ ამიღია…დედის სულს ვფიცავარ._ სვენებ-სვენებით საუბრობდა.
_ ვიცი,მჯერა პატარა.
_ მართლა გჯერა?
_ მართლა მჯერა,ანუკი,მართლა._ გულიდან არ იშორებდა გოგოს,სიტყვებს შორის თავზე კოცნიდა._ ჩემი ადვოკატი ჩაერთო საქმეში,ყველაფერს გავაკეთებთ.
_ როდის შევძლებ აქედან გამოსვლას ლუკა? არ მინდა აქ…_ ამოიტირა.
_ მალე პატარა,მალე.ექსპერტის პასუხს ველოდებით საათზე ანაბეჭდებს ამოწმებენ.შენ ხომ არ შეხებიხარ შემთხვევით?
_ არა,_ დაუფიქრებლად უპასუხა,მერე დაფიქრდა.გონება დაძაბა როცა ჩანთაში აღმოაჩინა შეეხო თუ არა,მაგრამ არა გაახსენდა არ შეხებია._ არა,არ შევხებივარ.
_ ძალიან კარგი.
ლუკას მობილურზე ზარი შემოვიდა.
_ გისმენ… ზუსტია?..._ თითოეულ ემოციას და სახის მიმიკას აკვირდებოდა ანუკი._ და ვინ? გასაგებია…როდის მოხვალ?..დააჩქარე._ ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიდო.
_ ექსპერტიზის პასუხები მოვიდა,დადასტურდა რომ შენი ანაბეჭდი არაა.სოსოსი და კიდევ ვიღაცის არის.
_ ვისი?
_ ჯერ არ ვიცი,მაგრამ მწარედ ინანებს._ ისევ გულზე აიკრა.
_ დრო ამოიწურა._ დაუძახეს კარიდან.სახე მოექუფრა ანუკის.არ უნდოდა კაცის გასვლა.
_ აქ ვარ.გარეთ ვიქნები დერეფანში._დაამშვიდა._ მალე მოვა ჩემი ადვოკატი,დასკვნას მოიტანს,ფორმალური საკითხები მოგვარდება და წავალთ.
_ დღეს გამომიშვებენ?
_ კი.პატარა ფორმალობები მხოლოდ._ კარისკენ წავიდა._ მალე დასრულდება არ ინერვიულო.გარეთ ვარ და გელოდები. კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და გავიდა.


ნახევარ საათში საკნიდან გამოიყვანს და პირველი რაც გააკეთა ლუკას ჩაეხუტა.
_ მაპატიე.
_ შენ მაპატიე,შენს გვერდით რომ არ ვიყავი პატარა.წავიდეთ.
ნივთები დაუბრუნეს.ტელეფონი ჩართო.ნინუცას დაურეკა პირველი.
_ გამომიშვეს ნი…
_ რა? მართლა? გამოუშვეს მაა,დეეე.
_ ნუ დააყრუე ხალხი.
_ დაიცადე,სად არიან გავახარო.დაგირეკავ._ ტელეფონი გათიშა.
მანქანის კარი გამოუღო.დასვა და ღვედიც თავისი ხელით შეუკრა.გახედვაც არ უნდოდა შენობისკენ.
_ რამე ხომ არ გაწყენინეს?
_ არა.
_ არ დამიმალო.
_ არა,ლუკა,არაფერი.დაღლილი ვარ სახლში მინდა უბრალოდ.
ძრავა აამუშავა და შეერია ავტომობილი გვიანი საღამოს ქუჩებს.არცერთს არ უთქვამს არაფერი,თითქოს ორივე მომხდარს თავის გონებაში ამუშავებდა.ანუკის ერთიანად მოუდუნდა სხეული,ამდენ ნერვიულობას უკვალოდ არ ჩაუვლია და გაითიშა,ისე ჩაეძინა.ხელში აიყვანა და ისე წაიყვანა სახლში.თავის საძინებელში შეიყვანა.ბოლოს რომ დატოვა აქ,როგორი ბედნიერები იყვნენ.ფრთხილად ჩააწვინა საწოლში.თხელი პლედი მიაფარა და ოთახიდან გამოვიდა.
ჯერ ისევ არ ეძინა.საყვარელი ქალის ძილს დარაჯობდა კარზე ზარი რომ დარეკეს.ფრთხილად წამოდგა,თან ცალი თვალი ანუკისკენ გააპარა,არ გაღვიძებოდა და ოთახიდან გავიდა.ზღურბლზე სოსო იდგა.ამ სახლში თითქმის არასდროს მოდიოდა.არ გაჰკვირვებია მაინც,თუმცა არც უნდოდა ახლა მამასთან საუბარი.
_ შეიძლება?
_ შემოდი,მაგრამ ჯობდა დაგერეკა.
_ წავალ,თუ ცუდ დროს მოვედი.
_ არა,შემოდი.უბრალოდ ახლა მძიმე საუბარი გველის წინ და იმდენად ვარ გადაღლილი…
_ ლუკა,მესმის…
_ რა გესმის? ხვდები რა გაუკეთე ადამიანს? არ მითხრა,რომ ხვდები,ვერ ხვდები,არ იცი შენ არაფერი მის შესახებ,არ იცი და იმიტომ გაწირე ასე მარტივად.
_ მე როგორ გავწირე,თავად…
_ არ თქვა,არ თქვა!_ თვალები ჩაუმუქდა. _ ჯერ რომ დასკვნაც დადო ექსპერტმა და მერე ანუკი მაგის გამკეთებელი არაა.
_ გავიგე ლუკა,მაგრამ ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა,სხვამ გამოიძახა პოლიცია,მერე კი ვერაფერი შევძელი როცა მისი ჩანთიდან ამოიღეს.
_ შენ ხომ იცოდი ის ვინ იყო ჩემთვის? რატომ არ ეცადე ბოლომდე მის დაცვას? ჩათვალე შენი შვილის ღირსებას იცავდი.მწარე იყო ლუკას ნათქვამი.
_ ვეცადე ლუკა…
_ არა,რომ გეცადა იქ არ იქნებოდა სადაც მე ვნახე.ადვოკატიც კი არ ჰყავდა,სრულიად მარტო იყო.
_ ლუკა,მაგიტომ დაგირეკე და ჩაგაყენე საქმის კურსში
_ არა,შენ ეჭვი გეპარებოდა მის სიმართლეში და გინდოდა მეც ჩემი თვალით მენახა.
_ არ არის მასე,მე შეიძლება ისე არ ვენდობი როგორც შენ,მაგრამ მჯერა,რომ რაღაც სხვა იყო ამ საქმეში.ნუ ცდილობ ყველაფერი დამაბრალო და ყველანაირად ცუდი მამა გამომიყვანო.
_ მე არა,შენ გამოგყავს შენი თავი ცუდ მამად.
_ ვერ დავიმსახურე შენი პატივისცემა და სიყვარული._ დანანებით ჩაიქნია ხელი სოსომ.
_ ორივე გაქვს ჩემგან,შესაბამის დროს და საკითხებში,მაგრამ სადაც არ გთვლი სწორად,იქ ვერ გაგამართლებ,მხოლოდ იმიტომ,რომ მამაჩემი ხარ.
_ როგორ არის ახლა?_ ანუკის მისამართით იკითხა კაცმა.
_ ცუდად,მაგრამ ისეთია არ იტყვის.
_ რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
_ არაფერი,შენ თუ გგონია რამეს მიიღებს შენგან?!_ მწარედ ჩაეცინა.
_ გიყვარს?_ გააცია ანუკის,რომელიც საწოლზე წამომჯდარიყო და მათი საუბრის ნახევარი მოესმინა უნებლიედ.
ამ კითხვაზე პასუხი ხომ თავადაც არ იცოდა და ნუთუ ახლა მოისმენდა?! იფიქრა ყურებზე ხელს ავიფარებ,რომ არ გავიგოო,მაგრამ მერე ცნობის მოყვარეობამ მაინც სძლია.
_ ეგ ჯერ მისთვის არ მითქვამს და შენ აგიხსნა? _ ჩაეცინა ლუკას,მაგრამ ამჯერად არ ყოფილა ეს ის ჩაცინება,რომლითაც მამას ასაჩუქრებდა ხოლმე.უფრო ბიჭური,ძმაკაცური იყო.გაეღიმა სოსოს,გულში სიამაყე იგრძნო.ის პატარა ბავშვი,ის პატარა ბიჭი,რომელსაც ეზოში დაატარებდა მხრებზე შემოსმულს ახლა ნამდვილი კაცი იყო,მთელი შეგნებით და არ სწყინდა მასზე სწორი ხედვები,მიდგომები და გაგება,რომ ჰქონდა.
_ კარგი.წავალ მე.
კართან მიაცილა მამა.
_ ლუკა,_ კართან შეყოვნდა და მობრუნდა._ გქონია შემთხვევა გაკვეთილი გისწავლია,მაგრამ ვერ მოგიყოლია მასწავლებელთან?
ღიმილი ვერ შეიკავა.
_ რა კითხვაა?
_ აი,ცხოვრებაში ბევრი მსგავსი მომენტი გაგახსენებს მაგ პროცესს.თითქოს იცი როგორ უნდა მოიქცე სწორად,როგორ უნდა თქვა,როგორ უნდა გააკეთო,მაგრამ ვერ… შეიძლება ბევრი შემეშალა და ჩავიჭერი,მაგრამ ის ზუსტად ვიცი,რომ შენ და ნენე შეუცვლელები ხართ ჩემთვის.
_ ვხვდები,მაგრამ მაინც და მაინც საშემოდგომოს ნუ დაელოდები მამაჩემო,რომ გამოასწორო. _ ღიმილები გაეპარა ლუკას._ მაინც ჩაგაბარებინებს მასწავლებელიც და ცხოვრებაც.
ხმამაღლა გაეცინა სოსოს.ორივე მიხვდა “უთქმელად” სათქმელს.თითქოს ხელახლა ებმეოდა მათ შორის ის უხილავი ძაფები,რაც ერთ დროს დაწყვიტეს.იმედი გაჩნდა.

ოთახში შებრუნებულს საწოლზე მჯდომარე დახვდა ანუკი.შორიდან გაუღიმა,მიუახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა ლუკაც.
_ დიდი ხანია გაიღვიძე?
_ ალბათ იმდენი,რამდენიც მამასთან საუბარს მოანდომე._ გაეღიმა ლუკას.
_ როგორ ხარ? _ აღარ მიაქცია ყურადღება გოგოს ნათქვამს.
_ ცოტა მშვიდად,მაგრამ მაინც რაღაცნაირ ფორიაქს ვგრძნობ.არ ვიცი,ვერ ვხსნი…_ თავი დახარა.იქვე ჩამოუჯდა წინ.ლოყაზე მიეფერა,მერე მისი თხელი მტევნები მოიქცია თავისაში და გრძელ თითებში გადახლართა გოგოს თითები.
_ მაპატიე,არ ვიცი როგორ შევძლებ,ეს ტკივილი და შფოთი დაგავიწყო…
_ არაუშავს,უარესებს გავუმკლავდი.მამაშენს რომ ესაუბრებოდი გავიგე._ ფრთხილად დაიწყო და თან კაცის რეაქციას დაელოდა.სახეზე არცერთი ნაქვთი არ შერხევია ლუკას._ სიმართლე გითხრა,მამაშენი მართლა ეცადა,უბრალოდ ფაქტი…
_ არ გვინდა გთხოვ,_ ლოყაზე ჩამოუსვა ნაზად თითები.
_ უბრალოდ,იმის თქმა მინდა,რომ არ გამოიყენო ეს მიზეზად,იმისთვის,რომ კიდევ ერთი კედელი ააშენო მასთან.
სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა გულში ქალის სიტყვების მოსმენისას.
სიყვარულის მოზღვავება იგრძნო.
_ ვინ ხარ გოგო,შენ?! ამ სიტუაციაში,მაინც რომ ფიქრობ სხვაზე.
_ ახლა მეწყინა._ პროვოკაციულად დაბუშტა ტუჩები._ სხვა ხარ შენ?!
მკერდქვეშ გადაიჯვარედინა ხელები და დაჟინებული მზერა მიაპყრო.
_ სამართლიანი შენიშვნაა.როგორ მომენატრე._ გაუღიმა და ნაზად დაუსვა ყელზე თითები.მაცდურად ამობურცულ ლავიწის ძვალზე აკოცა და ჟრუანტელდავლილ სხეულს აღარ მოაშორა ტუჩები.მოწონდა გოგოს კანზე ასახულ გრძნობებს,რომ უყურებდა.სწრაფად გადააძრო მაისური,ნაზად დაუყვა ურცხვად მომზირალ მკერდისკენ მიმავალ ღარს,ფრთხილად აკოცა ორივეს.ათრთოლებულ გულს დიდხანს მიაწება ტუჩები.
_ როგორ მენატრებოდა ეს სურნელი._ დაიჩურჩულა და გააგრძელა ალერსით ტკბობა.ცოტახანს ანუკისაც დაავიწყდა შფოთი.
გამთენიას ისეთი წვიმა წამოვიდა,ივნისს რომ სჩვევია.თითქოს ცა გაირღვაო,აღარ აპირებდა გაჩერებას.ანუკი აბაზანაში იყო,როცა მის სმენას კარზე დარეკილი ზარის ხმა მისწვდა.სწრაფად დაასრულა წყლის თერაპია პირსახოცი შემოიხვია ტანზე.კარის ხმაც გაიგო,როგორც ჩანს გაიღვიძა ლუკამ და გახედა ადრეულ სტუმარს.ფეხაკრეფით გამოვიდა.საძინებლისკენ შედიოდა,რომ ნენეს გაუსწორა მზერა.ხელი დაუქნია გოგომ მხიარულად და მისკენ წამოვიდა.სულ არ შეიმჩნია ნახევრად შიშველი გოგო ძმის სახლში.დაუკოცნა ლოყები.
_ მიდი,ჩაიცვი და გამოდი.
_ ახლავე.ლუკა,ორი წუთით მოდი._ სასტუმრო ოთახში მდგომს დაუძახა.ლუკა ტანს ზემოთ შიშველი იდგა,თმა აჩეჩილი.მიუახლოვდა გოგოს.სველი თმა გადაუწია სახიდან და წყლის წვეთებს გადაატარა თითი ნაზად._ რამე მათხოვე გთხოვ,ორი დღეა ის ტანსაცმელი მაცვია.
_ მერე მაგაზე თხოვნა გჭირდება?! _ ყასიდად გაუჯავრდა._ მიდი,რაც გინდა აიღე._ შუბლზე აკოცა და სრული თავისუფლება მისცა.
_ ნენე,ახლავე მოვალთ,მანამდე გაუმასპინძლდი შენს თავს._ გასძახა დას და საძინებელში შევიდა ანუკისთან ერთად.
გარდერობიდან მაისური გამოუღო და სპორტული შარვალი.თავადაც სწრაფად გადაიცვა მაისური.ფარდა გაწია,ჯერ ისევ თავსხმა წვიმა იყო.
ანუკი იდგა საწოლთან,ლუკას მიცემულ ტანსაცმელს დაჰყურებდა ზევიდან.მიუხედავად ინტიმისა,მაინც ერიდებოდა ლუკასთან ერთად გახდა/ჩაცმა.მიუხვდა კაციც,გვერდი აუარა,მოშიშვლებულ მხრის თავზე აკოცა.მკერდთან ჩაკეცილ პირსაცოხის კუთხეს თითი ჩამოკრა სწრაფად და როცა დაინახა მძიმედ რომ დაეცა ნაჭერი იატაკზე,სიცილი დაიწყო და კარისკენ წავიდა.
_ რა დამპალი ხარ._ თვალები დაუკვესა ანუკიმ და სიცილის შეკავებას ეცადა,რომელიც მაინც არ დარჩენია შეუმჩნეველი ლუკას.
ზღურბლს იქიდან ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა გოგოს და ოთახში მარტო დატოვა.
ერთი თავით მაღალი იყო კაცი მასზე,მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი როცა ეცვა დიდი განსხვავება აღარ იგრძნობოდა მათ შორის.ლუკა იყო მაღალი. ახლა მისი შარვალიც ცოტა გრძელი იყო,მაგრამ მაინც მოიხდინა.მაისურიც გადაიცვა და სამზარეულოში მოფუსფუსე და-ძმას შეუერთდა.
_ როგორ ხარ?_ფინჯანი ყავა დაუდო მაგიდაზე ანუკის ნენემ და წინ ჩამოუჯდა.
_ ყავას ნუ სვამთ უზმოზე._ ფინჯანი ააცალა ანუკის კაცმა._ ჯერ საუზმე,უცებ იქნება. ქურაზე დადებული ტაფისკენ მიტრიალდა.
_ ჭამე-დალიე და შეირგე, ნიახური კი არ ხარ მეორედ მოხვიდე._ ხელი აუქნია სასაცილოდ ნენემ.
_ მეორედ,რომ არ მოვალ იმიტომ ვუფრთხილდები თავს,ჩემო დაო და შენც იმავეს გირჩევ.
_ დამაცადე ანუკის სანახავად მოვედი.
_ უკვეე?_ ვითომ იეჭვიანა და გულში ესიამოვნა კიდეც დის ყურადღება ანუკის მიმართ.არაფრად ჩააგდო ძმის კომენტარები ნენემ და ანუკის მიაპყრო მზერა.დაფიქრებული მზერა ჰქონდა ნენეს.ხედავდა როგორ უჭირდა გახსნა,ემოციის გაზიარება ანუკის,უნდოდა ეთქვა,რომ გასაჭირში მუდამ ჰქონოდა მისი იმედი,მაგრამ ვერ უთხრა ასე.მისი დაწესებული ჩარჩოები ვერ გადაკვეთა.ისევ საქციელით დაენახვებინა ჯობდა.
_ როგორ ხარ აბა?
_ ნორმალურად…კარგად._ სუსტმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
_ მიხარია,რასაც ვერ შეცვლი იმაზე არც იდარდო.ლუკამ მასწავლა ეგ სხვათაშორის.
_ დაიწყო…_ ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ და ტაფაზე ბეკონის ნაჭრები გადააბრუნა.
_ ბავშვობაში სოფელში ბებიასთან ვისვენებდით.სახლში გამოვრბოდით,რომ მე გამოვასწარი მაგაზე გაბრაზდა და ხელი მკრა ზურგიდან…
_ მასე არ იყო რა.
_ ზუსტადაც მასე იყო და დამაცადე,სმენის კულტურა გაგაჩნდეს._ წარბი აუქაჩა ნენემ._ ხოდა წავიქეცი და ხელი მოვიტეხე.მთელი გზა სანამ ახლში მივიდოდით მასე მაწყნარებდა,რასაც არ ეშველება ნუ ტირიხარო.ტიპი ბავშვობიდა რა ნაგლი იყო ხვდები?
_ ნაგლი კი არა,ჭკვიანი ვიყავი მაშინაც.
_ საკუთარი თავის დარდი გქონდა,ჭკვიანი აბა კი?!
_ მაინც არაფერი მითხრეს,შენ კიდე ისტერიჩკა ბავშვი იყავი.ძალით დგამდა დრამებს._ ანუკის გამოხედა ლუკამ.
ანუკი გაღიმებული უსმენდა სიყვარულით მოკამათე და-ძმას და კიდევ ერთხელ დაწყდა გული დედ-მამიშვილი,რომ არ ჰყავდა.
ისაუზმეს.ანუკიმ თეფშები აალაგა და ნიჟარაში ჩააწყო.თვალს ადევნებდა ლუკა მის ქმედებებს.შენიშნა ნენემ და ჩაეღიმა.
_ უხდება სახლს.
_ სახლს თუ მე?_ წარბები აათამაშა ლუკამ.
_ შენ თავისთავად.
_ გავალ მე ცოტახნით._ ანუკის გასაგებად თქვა და წამოდგა,გოგოს გახედა._ რამე ხომ არ გინდა?
_ არა.
_ კაი,მალე მოვალ.იჭორავეთ გოგოებმა მანამდე.
ლუკას და ნენეს ბავშვობის ამბები გაიხსენა ნენემ,მერე თინეიჯერობის ასაკი,უფრო მოზრდილები და მამის თემასაც შეეხო.
_ შენ ხომ არ გაწყენინა?_ ფრთხილად ჰკითხა ანუკის.
_ არა,არანაირად.შენ და ლუკა მგონია რომ მკაცრად განსჯით.ღამით იყო მოსული.
_ მართლა?
_ ჰო,ისაუბრეს და ლუკა ვფიქრობ ძალიან მკაცრია,არადა ბატონი სოსო არ იმსახურებს,ასე მგონია.
_ არ არის მკაცრი,უბრალოდ სამართლიანია. თუ შეუძლია ერთ შვილზე უარის თქმა,მაშინ მეორეზეც იგივე გააკეთოს,ლუკას პოზიციაა ესაა.
_ იქნებ გულახდილად ისაუბროთ და ამან მოაგვაროს ყველაფერი?
_ ამდენი წელი გავიდა და ვერ მიიღო რეალობა,ვერ მიიღო ანდრო და მისი ოჯახი და საუბარი რამეს შეცვლის ფიქრობ?
_ არ ვიცი,მაგრამ იქნებ ცდად ღირდეს.ჩვენ იმაზე მეტი პრობლემა გვქონდა ვიდრე წარმოგიდგენია,მეც ასე ვთვლიდი,რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა,სანამ ალბათ ყველამ ყველა არ დავკარგეთ.დედამ საკუთარი თავი,მე დედა,მამამ მე და ბოლოს… ბოლოს,მამას სიცოცხლის ბოლო წუთებში გავაანალიზეთ,რომ უბრალოდ ერთმანეთის მოსმენა გვჭირდებოდა,ერთმანეთის გაგება.მოუსმინე შენც,უბრალოდ მიეცი შანსი და მოუსმინე,რას გეტყვის,სცადეთ.ცხოვრება მართლა ხანმოკლეა და სინანული კი ხანდახან ძალიან დაგვიანებული._ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და გააგრძელა._ არ მეგონა ოდესმე თუ მომენატრებოდა მამა,ისე გამაწვალა ცხოვრებაში,მაგრამ ამ ორი დღის უკან ისე მჭირდებოდა,ისე მინდოდა,თუნდაც ისეთი,როგორიც მანამდე იყო,სანამ ყველაფერს გააანალიზებდა.
თბილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ნენეს.
_ ძალიან საყვარელი ხარ.ისე მიხარია რომ ლუკას გვერდით სწორედ შენ ხარ.
_ მადლობ._ თვალებში ნაპერწკლები აუკიაფდნენ ანუკის.
_ ვიფიქრებ აუცილებლად.

ლუკა სველი დაბრუნდა.ჯერ ისევ არ გადაეღო წვიმას.ოდნავ შემცირდებოდა და მერე ისევ თავსხმა მოდიოდა.ხელში პარკები ეჭირა.საძინებელში შეიტანა და საწოლზე დადო.არ აპირებდა ანუკის სახლში გაშვებას ეს რამდენიმე დღე,არ უნდოდა მარტო ყოფილიყო გოგო.ამიტომ ყველა საჭირო ნივთი უყიდა.ნენეს სახლში წასვლის მერე,ოთახში შეიყვანა და აჩვენა.
_ რა საჭირო იყო?
_ ჩემი ტანსაცმლით, რომ არ იარო._ სპორტული შარვალი მიადო წელზე და წარმოსახვით ეცადა შეფასებას.
_ მე მომწონს შენი ტანსაცმელი,რომ მაცვია._ ნიშნის მოგებით გაეპასუხა.
_ მეც…_ მკლავებში მოიქცია და ყელში აკოცა._ მაგრამ მაინც საჭიროა,უბრალოდ…
გაეცინა ანუკის.
_ უბრალოდ მადლობა._ თითის წვერებზე წამოიწია ოდნავ და ტუჩებზე აკოცა მსუბუქად.
კოცნით გათამამებულმა ცალკე დადებული შეფუთვა გაუწოდა.
_ ესეც შენ._ იცნო ცნობილი ბრენდის შეფუთვა victoria’s secret.ფრთხილად გაწია ვარდისფერი შეფუთვა,ცალი თვალით ჩაიჭყიტა და სიცილი აუტყდა.
_ ეს,მე თუ შენ?_ ვერ ფარავდა ღიმილს.
_ ორივეს მოგვეწონება დარწმუნებული ვარ._გახსნილი ბაგეზე დაეწაფა._ დამენახე რომ ჩაიცმევ,ზომა მაინტერესებს ხომ სწორად ავარჩიე.
ეცინებოდა და თავს ძლივს იკავებდა.ანუკისაც სიცილი აუტყდა.

ნინუცას შეტყობინება მიუვიდა.ნახვა უნდოდა.
_ ლუკა,უნდა გავიდე მე._ კაცის შიშველ მკერდზე ედო თავი და თითის ბალიშით წრეებს ხაზავდა მის მკერდზე.
_ ამ წვიმაში სად მიდიხარ?
_ ნინუცა უნდა ვნახო.
_ მოვიდეს აქ,მე წავალ თუ ხელს შეგიშლით.
_ რა ჯენლტმენი ხარ._ თავი კაცისკენ მიაბრუნა,ნიკაპი ჩამოადო მკერდზე.
_ სხვა გზა დამრჩენია?
_ კი,წავალთქო,ხომ გეუბნები.
_ რომ არ მინდა წახვიდე?!
_ რატომ?_ თვალები აუბრჭყვიალდა.საყვარლად ჩამოკრა თითი ცხვირზე ლუკამ.
_ არ იცი ვითომ ხომ?!
_ წარმოდგენა არ მაქვს._თამაშის ხასიათზე დადგა.
_ მეც არ მაქვს წარმოდგენა რატომ მინდა._ აჰყვა ლუკაც.
_ უკეთეს პასუხს ველოდი.კაი._ წამოიწია და იქვე დაყრილ ახალ ტანსაცმელს დაწვდა.ცხვირწინ აუფრიალა ფერადი მოკლე სარაფანი,რომელსაც ისეთი ჭრილი ჰქონდა მკერდთან,როგორიც უყვარდა ანუკის._ ეს ჩავიცვა?
_ კი. _ თავქვეშ ამოიდო ხელები და დაელოდა,რომ შეეთვალიერებინა გოგო._ ოღონდ ესენი არ დაგავიწყდეს.victoia’s მუყაოს ჩანთა გაუწოდა.სწრაფად ჩამოართვა ხელიდან ანუკიმ.
_ კარგი,მაშინ დაგტოვებ._ კარისკენ წავიდა.
_ ეგრე არ,ჩემთან ერთად გამოიცვალე.
_ არა._ ენა გამოუყო კარში გასვლის წინ.
_ გახდით მაინც ხომ გაიხდი?
_ ვიფიქრებ._ სიცილით დატოვა საწოლში მწოლიარე ლუკა.

საღამო პირზე ავიდა ნინუცა დაქალთან.რაღაც უარესს ელოდა.ეგონა იმაზე კარგად დახვდებოდა ვიდრე ბოლოს ნახა,მაგრამ თუ ასეთ ბედნიერს იხილავდა ვერ წარმოედგინა.ცოტა გაუკვირდა,მაგრამ არაფერი თქვა.ეს ხომ მხოლოდ მისი წარმოდგენა იყო,რომელსაც რეალობა არ დაემთხვა.
_ მე გავალ ცოტახნით._ გარკვეული დროის შემდგომ თქვა ლუკამ და ფეხზე წამოდგა.
_ ანუ?_ გაეღიმა ნინუცას.
_ ანუ დაქალებმა იჭორავეთ თავისუფლად._ თვალი ჩაუკრა ანუკის და დატოვა გოგონები მარტო.
_ კაი ტიპია ხომ?_ ჭინკები დაუხტოდნენ თვალებში ნინუცას.
_ ძალიან.
_ მიხარია.როგორც ჩანს კარგად გადაგატანინა ეს ინციდენტი და რაც მთავარია გენდობა.
_ ხანდახან ვერც კი ვიჯერებ მომხდარის რეალურობას.რა დამემართა,რა მოხდა ვერ ვხვდები და ფიქრსაც გავურბივარ უკვე,ლუკა მეხმარება ამაში.
_ სახლში დაბრუნებას არ აპირებ?
_ კი,დღესაც და დავბრუნდები.ეგ კი არა ნინ,სახლის გაყიდვა მინდა,ჯერ გადავარჩევ ნივთებს და მერე ნოდარი ძიას რომ ვთხოვო იქნებ გამაყიდინოს.
_ ვეტყვი აუცილებლად და… რას აპირებ?
_ სხვა უბანში ვიყიდი რამეს.
_ ეგ მივხვდი და სამსახური?
_ არ ვიცი,არ მისაუბრია ლუკასთან.გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.მხოლოდ ის ვიცი,რომ საათზე ჩემი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩენილა და ამის საფუძველზე გამომიშვეს._ თმაში ხელები შეიცურა.
_ კაი,დამშვიდდი.უბრალოდ იმას მაინც არ ფიქრობ საიდან მოხდა შენს ჩანთაში?
_ არ ვიცი ნინ,ვერც ის წარმომიდგენია რომ ძალით ჩადეს.არ ვიცი._ ნერვიულად გააქნია ხელები.
_ კაი ხო,არ გვინდა ახლა მაგაზე,გამოძიება დაადგენს._ ფეხი მოიკეცა დივანზე ნინუცამ._ როდის დავალაგოთ სახლი?
_ ხვალ თუნდაც,გცალია შენ?_ გაუხარდა,მარტო არ უნდოდა იმ სახლში დაბრუნება.
_ კი,მცალია.დილიდან დავიწყოთ.

გვიან საღამოს დაბრუნდა ლუკა.ნინუცა წასული დახვდა.ანუკი ფეხმორთხმით იჯდა დივანზე და გაყინული მზერით უყურებდა ტელევიზორში ფილმს.
_ დიდიხანია მარტო ხარ? _ ლოყაზე აკოცა მსუბუქად და გვერდით მიუჯდა გოგოს.
_ არც ისე._ გვერდულად გახედა ლუკას.დაფიქრებული მზერა ჰქონდა კაცს.
_ რამე მოხდა?_ გულმა თითქოს რაღაც ცუდად გაკენწლა.
_ არაფერი._ თმაზე დაუსვა ხელი._ სამსახურში ყველა დაკითხეს დღეს და თითის ანაბეჭდები აიღეს.
_ მერე?_ იგრძნო როგორ გაუცივდა სხეული.
_ არაფერი ჯერ,პასუხს ელოდებიან._ თავი ჩახარა,თითქოს წონიდა ეთქვა თუ არა._ ანუკი…
_ რა?_ გაყინული მზერა შეაგება,ქვევიდან ამონათებული კაცის თვალებს.
_ წასვლა მიწევს ისევ…ახლაც უცებ ყველაფერი მივატოვე,მხოლოდ კესო ვერ გადაწყვეტს ყველა საკითხს,ხომ გესმის?!
თავი დაუქნია._ ჰო.
_ აქ დარჩი,ჩემთან.გამოძიებას სოსო მიაქცევს ყურადღებას,მეც დავრეკავ იქიდან.
_ როდის მიდიხარ?
_ უახლოეს დღეებში,როცა ბილეთი იქნება,შეიძლება ზეგ. _ გოგოს ხელები თავისაში მოიქცია.
_ ხვალ სახლში უნდა ავიდე,ჩემთან…
_ დარწმუნებული ხარ? გინდა გამოგყვე?
_ არა,არ მინდა.ნინუცაც იქნება,მომეხმარება დალაგებაში და მერე მამამისი გამაყიდინებს ბინას.
_ გადაწყვიტე?
_ ჰო.
_ ჩემი დახმარება არაფერში გჭირდება?_ცერი გადაატარა ხელის ზურგზე.
_ არა მგონია.
_ დამირეკე,ზუსტად არ ვიცი რა დროით მომიწევს პრაღაში დარჩენა,მაგრამ
იცოდე თუ რამე პრობლემა იყო მირეკავ იმ წამსვე გესმის?
_ კი,მესმის._ ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა და პატარა ბავშვის ინტონაციით წარმოთქვა.
_ ნუ მაიმუნობ ქალბატონო._ თვალები დაავიწროვა და გამომწვევად მიაჩერდა ქალს სახეზე.გაშლილი თითები ააფარა სახეზე ლუკას ანუკიმ.
_ ცუდი კაცი ხარ,ძალიან ცუდი._ თქვა და უფრო ახლოს მიიწია კაცთან.
_ და შენ მაინც…_ პაუზა გააკეთა._ გიზიდავს ეს ცუდი კაცი.
რბილად წაეტანა ქალის ბაგეს…


***

დილით მზის პირველმა ანცმა სხივმა შეანათა თუ არა ოთახში ანუკიმ თვალი გაახილა.ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დასწვდა საათი შეამოწმა.ნინუცას მიწერა.
“ მალე გამოვალ და გაემზადე შენც,ნაზის არ ჩაუგდო ჩემი თავი ))”
ტელეფონი ისევ ტუმბოზე დააბრუნა და მძინარე კაცს გადახედა,რომელიც მუცელზე იწვა.მხარზე აკოცა.
_ ლუკა, _ დაიჩურჩულა.ზანტად შეიშმუშნა._ უნდა წავიდე.
_ გაგიყვან,ცოტახანი დამელოდე.
_ არ მინდა,დაისვენე._ ნაზი ამბორი დაუტოვა ლოყაზე და საწოლიდან აბაზანაში გადაინაცვლა.აბაზანიდან გამოსულს ჩაცმული დახვდა ლუკა.უდიერად აჩეჩილ თმას ხელით ივარცხნიდა.
_ დამელოდე ორი წუთი._ ჯერ ისევ ძილისგან დაბოხებული ჰქონდა ხმა.
_ გავალთქო,ხომ გითხარი.დაგეძინა შენ.
_ მე გადავწყვეტ კარგი?_ თვალი ჩაუკრა და აბაზანაში შევიდა.

ქუჩები ჯერ ისევ თავისუფალი იყო.დიდი მოძრაობა არ შეინიშნებოდა. ნინუცამ უმალ ჩამოირბინა სადარბაზო.ღიმილით მიესალმა ლუკას.
_ ნამდვილად არ დაგჭირდებათ ჩემი დახმარება?
_ თუ დაგვჭირდა,მოგაგნებთ._ გაუცინა ნინუცამ.მოწონდა ამ გოგოს უშუალო ხასიათი ლუკას.
_ კარგი.თქვენ იცით.დამირეკე,რომ დაასრულებთ.
მანქანა ნელა გავიდა ეზოდან,თუმცა ნაზის ყურს არც შემოსვლა გამოპარვია და არც წასვლა.
კართან დახვდა გოგონებს.
_ აბა,როგორ ხარ ჩემო გოგო?სად ხარ,აღარ მოდიხარ, როგორ გაწვალდი შენ გენაცვალე შვილო.
_ კარგად,მადლობ,თქვენ როგორ ხართ?_ ვერ უღალატა იმ მცნებებს რასაც ბავშვობაში დედა ჩასჩიჩინებდა.უფროსებისთვის ზრდილობიანად ეპასუხა.
_ რაო აბა ჩემო გოგო,უბრუნდები სახლს? ამდენი ხანი ისედაც დადუმებული იყო სახლი.ისე მიჭირდა ამ კარის დანახვა,ასე გამოყრუებული სახლი,სულ მეტირება.
_ უნდა დავალაგო ჯერ._ არ უნდოდა მისთვის გაზიარება მომავალი გეგმების.არც ის უნდოდა უხეშად მოჰქცეოდა ბებიის ასაკის ქალს,მაგრამ ნაზი ის ტიპი არ იყო ადვილად დახსნოდი კლანჭებიდან.
_ ჰო,აბა რა იქნება,ამდენი ხანი დაკეტილი ბინა.დაგეხმაროთ შვილო?
_ არა,როგორ გეკადრებათ,მადლობა.
_ რა კადრებაა,ერთი ოჯახივით ვიყავით.
ნინუცამ სწრაფი მოძრაობით ჩამოართვა ანუკის გასაღები და თავად გააღო.ერთიანად ეცა დახუთული ჰაერი,მტვრის და სიცხის სუნი.მაშინვე გადაკვეთა სასტუმრო ოთახი და ფანჯრები გამოაღო. მერაბის დაკრძალვის შემდგომ ნინუცამ და დედამისმა დააწკრიალეს სახლი,ისე დაკეტეს და გასაღები ანუკის ჩააბარეს,მაგრამ მის მერე არც შემოუღია კარი ანუკის.
_ კარგად ნაზი დეიდა.
_ კარგად შვილო,კარგად.
ოთახში შესვლისთანავე დაეტაკა ნინუცა.
_ რას ჩამოუდექი,რა ლოქო ხარ რა.
_ აბა რა მეთქვა?!
_ არ იცი რა ტიპია?! გამოერიდე რა.
_ დიდი ხანია არ მინახავს და არ მაღიზიანებს ჯერ._ ჩაეცინა ანუკის.
_ აბა საიდან ვიწყებთ?..
ანუკის ოთახი ისედაც კაი ხნის დაცლილი იყო მისი ნივთებისგან.მშობლების ოთახში გადაინაცვლეს.ემოციური აღმოჩნდა მისთვის,განსაკუთრებით ბოლო დღეების შემდგომ,როცა ამდენად სჭირდებოდა გვერდში მშობლები და არ ჰყავდა.მაშინ სულ სხვანაირად დააფასა და გადააფასა კიდეც მოვლენები…
მშობლების ტანსაცმელი გადმოალაგა,ყველაფერი დაკეცა და ტომრებში ჩაალაგა.ყველა პირადი ნივთი აალაგა,რაც თავად უნდოდა ცალკე შეინახა.დანარჩენი ერთ კუთხეში მიაწყეს.ხელახლა გაასუფთავეს სახლი მტვრისგან.სამზარეულომ ყველაზე დიდი დრო წაიღო,თუმცა მთელი დღე იშრომეს,ისე რომ არც კი უჭამიათ.მოსაღამოვდა, ლუკამ რომ დაურეკა.
_ მოვდივარ და თუ არ დაგისრულებია,დღეს შეწყვიტე დაისვენეთ.
_ დავასრულეთ,მოდი.
ეზოში რამდენიმე წუთით გაჩერდნენ.
_ აჭამე ამას რამე,არ ჭამა არაფერი და მომკლა მეც მშიერი._ ჩაუშვა ლუკასთან.უკმაყოფილო სახით გადახედა ლუკამ გოგოს,სადაც მზრუნველობაც იგრძნობოდა და ცოტა საყვედურიც.
_ კარგი,წავიდეთ._ მანქანის კარი გაუღო და დაჯდომაში მიეხმარა._ რამე გამოვიძახოთ,რას შეჭამ?
_ იყოს პიცა მარგარიტა.
_ კარგი._ტელეფონს დაუთმო ორიოდე წუთი.შემდეგ ისევ გოგონაზე გადაიტანა ყურადღება და ძრავა აამუშავა.სავალ ნაწილზე გადავიდა მანქანა _ ანუკი, ხვალ ვბრუნდები პრაღაში.შენ კი სამსახურში გელოდებიან.
ეს ერთ-ერთი ის თემა იყო,რაზეც თავის არიდება სურდა ანუკის.
_ მე ჯერ არ ვარ მზად იქ დასაბრუნებლად.
_ მესმის,მაგრამ პირიქით უნდა მოიქცე.უნდა დაბრუნდე,ისე როგორც მანამდე. თავი მაღლა ასწიე.შენ არაფერი დაგიშავებია და ეს მათაც უნდა დაანახო,თუმცა ისედაც იციან უკვე,მაგრამ…
_ არა,არ შემიძლია._ ჩუმი ხმა ჰქონდა ანუკის,თუმცა უტეხი.
_ ანუკი,არ მოგცემ უფლებას მსხვერპლის როლში ყოფნის._ უფრო მტკიცე იყო კიდე ლუკას ხმა.
_ სად დავბრუნდე ლუკა? სადაც ეჭვის თვალით მიყურებენ? ყველა ჩემს მოქმედებას ეჭვით შეხედავენ? ან როგორ შევხედო თვალებში თითოეულს?! არ მინდა და არც შემიძლია.ვერ დავბრუნდები.მე არ ვარ შენსავით ძლიერი და ნუ ითხოვ ჩემგან იმავეს.
_ შეგიძლია და არ გინდა გთხოვ ეს საუბარი.არც იმას გეუბნები ხვალვე დაბრუნდი.ერთ კვირაში თუნდაც…
_ არა,სანამ გამოძიება არ დასრულდება,სანამ დამნაშავეს არ იპოვიან ვერ…არ შემიძლია.შენ მიდიხარ_ დაიწყო დაღლილი ხმით._ მე კი მავალდებულებ ყოველდღე ავიტანო ის რისი სურვილიც არ მაქვს.
_ მე მივდივარ,რადგან საქმე მაქვს._ სუსხი იგრძნობოდა მის ტონში._ მაგრამ მინდა,რომ დავბრუნდები გნახო,რომ შენს ადგილზე დგახარ.ნუ გადააყოლებ შენს ღირსებას იმ ჭორებს.
_ ჭორები იყო? ასე ფიქრობ?!
_ და არ იყო?! _ გაბრაზება იგრძნობოდა კაცის ბგერებში.
_ მე არ ვარ ლუკა,შენსავით ძლიერი,ნუ ითხოვ ჩემგან იმას ვინც არ ვარ.
_ ხარ,უბრალოდ შეფხიზლება სჭირდება შენში შენსავე ხასიათს.
_ სახლში წამიყვანე._ დაღლილი ხმით ამოილაპარაკა.უსიამოვნოდ გაიჟღერა გოგოს სიტყვებმა.
_ სახლში მიმყავხარ._ მაინც მშვიდად უპასუხა.
_ ჩემთან,შენთან არა.
_ გეყოფა.
_ არა,წამიყვანე._ თავი უკან გადასწია,საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ჯერ ისევ ეწვოდა ხელის გულები იმ სახლის ხეხვით და დალაგებით.სადაც მის ბავშვობას კიდევ ერთხელ საბოლოოდ დაუსვეს წერტილი.სადაც მამამ დედა მოკლა.იმ კედლებში ჰაერიც კი საშინლად მძიმე იყო.როგორ უნდოდა დროულად დაესრულებინათ ყველაფერი მას და ნინუცას,დროულად გასცლოდნენ იმ სახლს და აღარასდროს არ შეედგა ფეხი იმ დაწყევლილ კედლებში.
ცრემლები აწვებოდა,მაგრამ თვალს არ ახელდა იცოდა ახლა თუ გაახელდა თვალებს თავს ვერ შეიკავებდა…
სიგარეტს გაუკიდა ლუკამ.საქარე მინა ჩამოწია.
_ ანუკი,იმაზე რთული იქნება შენთვის ოფისში დაბრუნება,ვიდრე ახლა აქ,ამ სახლში შესვლა იყო და ამ დროის გატარება?
თვალები ნელა გაახილა.გულზე მძიმე ლოდივით დაეცა ლუკას სიტყვები.
_ რაა? _ ხმაში წყენა და გაოცება აერია._ შენ… შენ მართლა ადარებ ამ სახლს,ჩემს ტრაგედიას ოფისში დაბრუნებას?
_ მე შენს ძალას ვადარებ._ საჭეს მკვეთრად ჩასჭიდა გრძელი თითები._ იმ სახლში შესვლას უდიდესი სიმამაცე სჭირდებოდა და შენ ეს შეძელი,იგივე უნდა გააკეთო ოფისშიც.
_ რა გინდა ლუკა? დამანებე თავი! იმ სახლში იმიტომ შევედი,რომ დავასრულო ის ჯოჯოხეთი,დავუსვა წერტილი ყველაფერს.იმ ოფისში კი,შენს ოფისში არაფერი არ დასრულებულა…არაფერი!
წამიყვანე სახლში,ან გააჩერე მანქანა,თავად წავალ.
_ გეყოფა._ მკაცრი,მაგრამ მშვიდი იყო ლუკას ხმა.
_ არა,შენ გეყოფა ჩემი გამოძერწვა.მე ესეთი ვარ,ეს ვარ.ჩემი წარსულით,რომელსაც ვერ მოვიშორებ ვერასდროს,ჩემი ტკივილებით,ჩემი შიშებით.ნუ ცდილობ ჩემს გარდაქმნას ნუ!_ ხმა უკანკალებდა,დაეჭიმა,გაებზარა,გაუტყდა.როგორ არ უნდოდა ახლა ტირილი.ძლივს შეაჩერა თვალზე მომდგარი ცრემლები.
_ გააჩერე.
_ დამშვიდდი.
_ გააჩერე - მეთქი,არ მინდა შენი წაყვანა.მე თვითონ!
_ ანუკი,გეყ… _ მიმავალი მანქანის კარი გამოხსნა._ რას აკეთებ?!_ ხმა გაუმკაცრდა.
_ გააჩერე!
_ დაკეტე კარი,მიგიყვან სახლში.
_ მე თვითონ! _ გაბრაზებული მზერა გაუცვალეს ერთმანეთს.ლუკას ყელზე მფეთქავი არტერია მოწმობდა როგორ დაჭიმვოდა კაცს ყველა ძარღვი და ნერვი.ხმა არ გაუღია.უთქმელად გადააყენა მანქანა ტროტუართან.ხმაურით დახურა კარი ანუკიმ და გაჩერებისკენ აიღო გეზი.
ხელი დაარტყა საჭეს გაბრაზებულმა.ვის უბრაზდებოდა კიდევ ვერ გაეგო საკუთარ თავს,თუ გაგულისებულ გოგოს?!


ჭიშკრის კარი რომ შეაღო.ნელი ბებიას და ჯაბას მოჰკრა თვალი.შორიდან გაუღიმა არ უნდოდა რამე შეემჩნიათ.
ნელი შორიდანვე წამოფრინდა მის დანახვაზე.
_ სად ხარ ბებია? შენს ლოდინში დამელია გული._ პირდაპირ მათკენ გაემართა.ორივეს აკოცა და მათ წინ ჩამოჯდა ხის ქვეშ,მაგიდასთან.
_ სად ხარ ბე ამდენხანს?
_ ნინუცასთან._ იცრუა ისე,რომ თვალებში ვერ შეხედა ვერცერთს.
_ აბა,ნიკამ სამსახურიდან გაგზავნეს მივლინებაშიო._ გაიოცა ქალმა.
_ ა,ხო…_ სულ აირია._ კი,ვიყავი და მერე ნინუცასთან დავრჩი.
_ როგორ მყავს სარძლო?_ ჩაეცინა ნელის._ მის მერე არ ყოფილა,რომ გამიხაროს გული.ნიკუშაც რომ წავიდა,შენც არ იყავი აქეთ და…
ჯაბა ჩუმად უგდებდა მათ საუბარს ყურს.
_ არ გშია შვილო? კაი ჭადები დავაცხე წეღან.
_ კი,ძალიან._ გამოტყდა.მართლა ძალიან შიოდა.
_ მიუცა,ახლავე._ უცებ წამოდგა და სახლისკენ გაემართა ნელი.ქვევიდან ამოხედა გოგოს ჯაბამ.სერიოზული მზერა ჰქონდა.მსუბუქად გაუღიმა ანუკიმ.
_ მშვიდობა გაქვს?
_ კი._ დაუფიქრებლად უპასუხა.
_ ვითომ? _ თავი გვერდზე გადახარა._ ანუკი,ვიცი ყველაფერი…
უსიამოვნო გრძნობამ დაუარა სხეულში.როფორ არ უნდოდა ამდენ ხალხს სცოდნოდა მისი ამბავი.
_ ყველაფერი მოგვარდა._ ჯიუტად გაიმეორა.
_ შემიძლია დაგეხმარო.
_ არ მინდა ჯაბა,მადლობ.აწი გამოძიება მიხედავს.
_ კარგი,მაგრამ სანამ ნიკა აქ არაა,ჩემი იმედი მაინც გქონდეს კარგი?
_ კარგი.
მაგიდაზე ანუკის თითებს,რომლებიც ერთმანეთში გადაეხლართა ხელი გადაუსვა.შეცბა გოგო.მაშინვე ნინუცას სიტყვები ამოუტივტივდა “ ჯაბას მოწონხარ”. სწრაფი მოძრაობთ გამოწია ხელი უკან.
_ მოვწესრიგდები და გამოვალ._ სწრაფად წამოდგა და ოთახისკენ გაემართა.
დიდხანს ვერ მოითმინა,უკან მიჰყვა გოგოს,კარზე დაუკაკუნა და თავადვე შეაღო.
საშხაპედან გამოდიოდა წყლის ხმა.მიხვდა შხაპს იღებდა.იქვე ჩამოჯდა სავარძელზე და დაელოდა გოგოს გამოსვლას.დიდხანს არ დაჭირვებია ლოდინი.პირსახოცის ამარა გამოვიდა აბაზანიდან ანუკი და მისი დანახვითანავე შეკრთა.ძლივს დაიმორჩილა ხმა არ ეკივლა.
_ აქ რა გინდა?
_ შენთან საუბარი.
_ გარეთ დამელოდე.
_ ცხელა ეზოში.
_ ჯაბა! არ მგონია სწორი საქციელი შენი მხრიდან,გადი.
_ და რომ არ გავიდე? _ ხმაში ირონია იგრძნობოდა.
დაეჭიმა ყველა ნერვი.ვერ მიხვდა რას თამაშობდა ბიჭი.
_ ჯაბა,ზღვარს გადადიხარ.
_ ვიცი,ბოდიში._ წამოდგა და მაინც ჯიუტად გოგოს მიუახლოვდა.ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ანუკიმ.
_ გადი._ ხმაში დაძაბულობა იგრძნობოდა.
_ არაფერს დაგიშავებ,უბრალოდ…უბრალოდ ისეთი ნაზი ხარ,ისეთი დაუცველი,მინდა სულ შენს გვერდით ვიყო,იმ ყველაფრის მერე მით უფრო,თავს ვერ ვიკავებ._ სწრაფად ალაპარაკდა და ერთიანად დაატეხა გულახდილი სიტყვების სეტყვა გოგოს.გაოგნებული შეყურებდა რამდენიმე წამს ანუკი.მოსმენილის დაჯერება უჭირდა.ეს დუმილი კი დადებით რეაქციად აღიქვა ბიჭმა.ხელი წაიღო მის შიშველ ყელისკენ,ფრთხილად დაუსვა და ლავიწს გადაატარა.თვალები გაუფართოვდა ანუკის,პირი გაუშრა,ის იყო ხმის ამოღებას აპირებდა,ღია კარში ლუკას სილუეტს ჰკიდა თვალი.თვალები ჩამუქებოდა.
_ გაიწიე._ ხელი აუკრა ბიჭს,მაგრამ უკვე დაგვიანებული რეაქცია იყო.უსიტყვოდ,უკანმოუხედავად დატოვა სახლი ლუკამ.
_ გულახდილად გეუბნები ანუკი,_ ზურგით მდგომმა საერთოდ ვერ შენიშნა ლუკა._ ძალიან მომწონხარ,მომეცი შანსი…
_ გაეთრიე._ მთელი ფიქრები ლუკასკენ ჰქონდა._ გადი დროზე,მომშორდი.
გაოცებული შეჰყურებდა ჯაბა,ვერ მიხვდა რა დაემართა,მერე თავის ნათქვამს დაუკავშირა და იფიქრა ჩემს სიტყვებმა ააღელვაო.გაუღიმა გოგოს და ამან უფრო წყობიდან გამოიყვანა.
_ გადი ახლავე,გადი._ ხელი ჰკრა,კარი სწრაფად მიხურა და გაოცებულმა თავი ხელებში ჩარგო.
_ ღმერთო…_ ვედრებასავით წარმოთქვა და მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა.ნაცნობ ნომერზე დარეკა,თუმცა კარგახანს არ უპასუხა.უკვე გათიშვას აპირებდა კაცის ბოხი ხმა რომ გაიგო.
_ არ ვარ საუბრის ხასიათზე,გაჩერდი._ ზარი შეწყდა.გაოცებულმა დახედა მობილურს.გაუთიშა…
_ ოხ,შენი ჯაბა…
გაბრაზებულმა ამოიცვა სწრაფად ღამის შორტი და მაისური,საწოლში ჩაწვა.ისე იყო აღარც ჭამა უნდოდა,აღარც აღარაფერი.
მთელი დღის დაღლილს მაინც მალე ჩაეძინა,თუმცა ხასიათი წაუხდა.დილასაც იმავე განწყობით გაეღვიძა.
დილით ჰქონდა ფრენა,არ უნდოდა ისე წასვლა გოგოს არ დამშვიდობებოდა,ამიტომ მიაკითხა სახლში,რა წამს ნათიამ დაურეკა და ბილეთი შეიძინა დილის რეისზე.მისულს კი ის სურათი დახვდა რაც ნახა.საშინლად გაბრაზდა.გაბრაზდა ანუკიზე,გაბრაზდა ჯაბაზეც,მაგრამ ანუკიზე მეტად რადგან უფლება მისცა შეხებოდა კაცი,სხვა კაცი.
როცა დაურეკა აღარც საუბრის სურვილი ჰქონდა.
“გთხოვთ შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები”_ კიდევ ერთხელ შეახსენა სტიუარდესამ.ავტომატურად შეასრულა მოთხოვნა და თვალები დახუჭა.ფიქრებმა ანუკიმდე მიიყვანა.ძარღვი დაეჭიმა ყბის ძვალთან.ღრმად ამოისუნთქა და ეცადა დაეძინა ცოტახანს მაინც…
პრაღაში თბილი,მზიანი დილა იყო.ორ საათიანი სხვაობა ბევრს არაფერს ცვლიდა. ტაქსი გააჩერა ლუკამ და სასტუმროში წავიდა.ნიკა,ლევანი და კესო სასტუმროს ლობში იყვნენ,პატარა მაგიდასთან ბიჭებს ლუდი ედოთ წინ,კესოს ყავა და ასე ცდილობდა გამოფხიზლებას.მისალმებისთანავე მზერა ლუდის ჭიქებზე გადაიტანა.
_ დილიდან?
_ ტონუსში რომ ვიყოთ._ ჩაიცინა ლევანმა და კიდევ მოსვა ჭიქიდან გრილი სითხე.
_ რა ხდება იქეთ? მოგვარდა ყველაფერი?_ შორიდან იკითხა ნიკამ.
_ კი,ყველაფერი რიგზეა .
_ რამე პრობლემა იყო?_ კესომ გამოხატა ინტერესი.
_ არაფერი._ არ უნდოდა მომხდარზე საუბარი._ აქ რა ხდება? სიახლე არაფერი?
_ ახალი პროექტი წარვუდგინეთ და პასუხს ველოდებით.ყველაფერი გათვალისწინებული იყო რაც მანამდე დაგვიწუნეს და იმედია,ამჯერად მაინც იქნება პასუხი დადებითი._ გაეპასუხა ლევანი.
_ და თუ მაინც უარი იყო?_ კესომ დაეჭვებით შეხედა ლუკას.
_ ყველაფერი გავაკეთეთ,რომ უარი არ მოვიდეს ლუკა და თუ მაინც უარს გვეტყვიან,ადგილობრივ არქიტექტორს მივმართოთ.
_ ფინანსებზე აისახება._ უკმაყოფილოდ შეკრა წარბები.
_ სხვა რა გზა დაგვრჩენია ლუკა,უკან დასახევი გზაც აღარ გვაქვს.
_ არ მომწონს._ თქვა და წამოდგა,ნომრისკენ წავიდა.ნიკამ თავი გააქნია,ლევანმაც გაოცებული მზერა მიაპყრო. კესო მიხვდა რაღაც არ იყო ისე.

კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
_ ღიაა._ გაისმა შიგნიდან.ნელა ჩამოწია სახელური კესომ და ოთახში შეაბიჯა.აივნის ღია კართან იდგა ლუკა.წამიერად გამოხედა გოგოს და სიგარეტს გაუკიდა.მიუახლოვდა და გვერდით ამოუდგა კაცს.
_ რა ხდება ლუკა?_ ხმადაბლა დაიწყო.თითქოს პასუხის მოსმენის ეშინოდა.
_ რაზე?_ უდარდელად დაუბრუნა კითხვა.
_ შენს თავს._ არაფერი უპასუხა.შორს სივრცეში გაიხედა და ღრმა ნაპასი გააკეთა.ხელი ნახევრად შიშველ მკლავზე შეავლო კესომ მონატრებულ კაცის სხეულს და წამში იგრძნო დაჭიმული კუნთები.მიხვდა მისმა შეხებამ,რომ გამოიწვია,იმასაც მიხვდა ეს უარყოფას ნიშნავდა.
_ არ მეტყვი? _ რბილი,ბარხატივით ხმა ჰქონდა ქალს.
_ რა გითხრა კესარია?
_ რაც გჭირს… რასაც გრძნობ._ თითქოს ძალა მიეცა ეკითხა.წამიერად ლუკას თვალებში გამკრთალ სხივს მოჰკრა თვალი და თითქოს ყველაფერი ნათელი გახდა.ხმა არ ამოიღო,ისევ სივრცეს მიაპყრო მზერა კაცმა.
_ შეგიყვარდა? _ ხმა ჩამწყდარმა იკითხა კესომ.ძალიან სუსტმა ღიმილმა,ტუჩის კუთხეში გარბენილმა გაყიდა ლუკა.
_ როგორ შეძლო? _ სადღაც წყენაც იგრძნობოდა ხმაში.
_ არ ვიცი კესო,უბრალოდ ასე გამოვიდა._ არ უნდოდა მასთან ღრმა საუბარი ამ საკითხზე.
_ ალბათ აქვს რაღაც განსაკუთრებული,რითიც შეძლო შენი ყურადღების მიპყრობა.
_ ალბათ…
_ მის გამო გაფრინდი ხომ?! _ ლუკამ მხოლოდ თავი დახარა და სიგარეტის ნამწვი იქვე საფერფლეში ჩასრისა.ჩაეღიმა კესოს,წამიერად გაუნათდა თვალები._ ვიღაც მაინც მოგერია,ვიღაცამ შეძლო.
_ სამაგიეროს გადახდასავით ჟღერს შენი სიტყვები._ გვერდულად გახედა კარის ჩარჩოზე აკრულ ქალს.
_ karma is a bitch.
_ არადა მასეთი ცოდვილიც არ ვარ,როგორც შენ ფიქრობ._ ღიმილმა ჩაუტეხა ტუჩის კუთხე ლუკას.
_ ჰო,იმედია.მე ვერ გაგწირავ და კარმა თავისას იტყვის ოდესმე,ან უკვე ამბობს.
_ ანუ მაინც მიმეტებ?
_ ეგ შენ უნდა იცოდე.შენ ხომ ამბობ,რომ არ ხარ ცოდვილი.
_ მგონი “ვიღაც” ნაწყენია და კარმას იყენებს ჩემს წინააღმდეგ._ შეამცირა თავისსა და კესოს შორის მანძილი და წინ აესვეტა ქალს.
_ არაფერი მსგავსი.
_ გასაგებია,პირად გამოცდილებას მიზიარებ ანუ.
_ რა დამპალი ენა გაქვს ლუკა! _ გაჯავრდა კესო._ ვერ ვიტან შენს ირონიას.
_ ნუ მეთამაშები,ხომ იცი რომ არ მომწონს? მერე იღებ იმას,რასაც ვერ იტან და პრეტენზიებიც აქეთ გაქვს.
ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი კესომ.მიხვდა მართალი იყო ლუკა,მაგრამ ვერ ითმენდა,რომ არ “ეკბინა” და არ გამოეწვია კაცი.
_ უბრალოდ გეხუმრე._ მხოლოდ ესღა თქვა.
_ კარგი,იყოს ხუმრობა.
_ გავალ,დაისვენე.

კარი ხმაურით შეაღო ნინუცამ და დივანზე ჩამოჯდა.
_ გამისკდა გული.დაგავიწყდა წესიერი მოქცევა?_ საყვედურნარევი ხმა ჰქონა ანუკის.
_ შენ დაგავიწყდა დაქალი,რომ გყავს? თუ ლუკამ დაიპყრო ჩემი ადგილიც შენს გულში და ტვინში?_ აქეთ შეუტია და ფეხები შემოიკეცა დივანზე.
ლუკას ხსენებაზე სახე შეეცვალა.
_ რაა? რა გჭირს?_ არ გამოპარვია სახის გამომეტყველება ნინუცას._ იჩხუბეთ?
_ რაღაც ეგეთი._ ხელი აიქნია და საწოლში გვერდი იცვალა.
_ ადექი ახლა დროზე.გეყოს ეს კოტრიალი და მომიყევი თან.
მოკლედ მოუყვა სახლიდან წამოსულებმა როგორ იკამათეს და შემდგომ ჯაბას “სტუმრობა” ახსენა.
_ ეგ… ეგ ვერაა საერთოდ?! როგორ გაბედა?! _ ვერ მშვიდდებოდა.
_ კარგი ნუ ჭყივიხარ.
_ დეგენერატი ეგ.ლუკამ რაო მერე?
_ არ გვილაპარაკია მის მერე.დღეს დილით ფრენა ჰქონდა.
_ ხომ გითხარი მოწონხართქო.
_ რომ მითხარი რა? ველოდი რომ ოთახში შემომიხტებოდა?!
_ რა დებილი ბიჭია რა.წამოდი რა ჩემთან,გაყიდი ბინას და გადახვალ მერე.რას ზიხარ აქ?!
_ ნეტა მართლა მალე გაიყიდოს.როგორ დავიღალე ყველაფრით._ საწოლზე წამოჯდა,ხელები მუხლებს დაადო და თავიც ჩარგო.
გული მოეწურა ნინუცას.ხვდებოდა რა ქარ-ცეცხლი ტრიალებდა ახლა მის გულში.
_ ან,მომისმინე,_ საწოლზე ჩამოუჯდა ახლა,თითქოს დისტანციის შემოკლებით,სათქმელს უკეთ მიაწვდენდა._ მართლა წამოდი ჩემთან,ხომ იცი დედას და მამასაც გაუხარდებათ.მამას მივეცი ფოტოები უკვე სახლის,ატვირთავს და მაქსიმალურად ეცდება კარგ თანხაში გაყიდოს.მანამდე იყავი ჩემთან.
ნამიანი მზერა მიაპყრო დაქალს.
_ არ ვიცი რა მინდა ნინა,არ ვიცი… ხანდახან მგონია,რომ ძალაც აღარ მაქვს სირთულეებთან ბრძოლის და გამკლავების.მინდა რომ შევწყვიტო არსებობა,ყველაფერმა იყუჩოს მინდა,არაფრის მოსმენა და გაგება აღარ მინდა.დავიღალე,ვგრძნობ რომ ძალიან დავიღალე.
თითოეული სიტყვა გულს უსერავდა.ხვდებოდა ერთადერთი დაქალი დეპრესიის მარწუხებში ექცეოდა და თავად მხოლოდ მოსმენა შეეძლო.არ წუწუნებდა ასე არასდროს ანუკი.რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო ყოფით,მამის შევიწროებით,სკანდალებით ეს სიტყვები არასდროს უთქვამს.
_ ყველაფერი კარგად იქნება,საბოლოოდ დამიჯერე.ხანდახან თითქოს ცხოვრება გვცდის და მერე ერთიანად დგება ხოლმე ყველაზე ლამაზი ეპიზოდი.
_ ჰო,ალბათ._ უგულოდ უპასუხა._ უბრალოდ ჩემთან ძალიან დიდი გამოცდა გამოუვიდა,იმდენად დიდი რომ უკვე გაგრძელების მეშინია.
დაზაფრული წამოვიდა გვიან საღამოს ანუკისგან.ბოლომდე ეცადა ხასიათზე მოეყვანა,მაგრამ რაც უფრო ცდილობდა უფრო რწმუნდებოდა,რომ ყველაფერი მოჩვენებით და თეატრალურ სახეს იღებდა.საღამოს ბინდი წვებოდა,მხოლოდ ახლა შეძლო ნიკას შეტყობინებაზე და ზარზე პასუხის გაცემა.
_ სად ხარ,მშვიდობაა? _ ნიკას აღელვებული ხმა ისმოდა.
_ მშვიდობა კი არა,იმ შენს გამოსირებულ ძმაკაცს უთხარი წესიერად მოიქცეს,თორემ…
_ მოიცა,მოიცა,რა საუბარი და ტონია?! რა ხდება? ვინ ძმაკაცს? _ ხმა დაუსერიოზულდა ბიჭს.
_ ვის და ჯაბას.
_ რატო? რა გააკეთა?_ ხმაში ბზარები იგრძნობოდა.
_რას უვარდება ჩემს დაქალს ოთახში,ვერაა ეგ? რადგან შენს სახლში შინაურულად გრძნობს თავს მასე უნდა შეუხტეს ოთახში?
_ ნინუცა,წესიერად მომიყევი რა მოხდა.დამშვიდდი და ისე.
_ ვერ ვმშვიდდები,ისეთ დღეშია…_ ახლა თავად ჩაუტყდა ბგერები.ცრემლებით აევსო თვალები.
,_ ნუ გამაგიჟე გოგო,რა მოხდა?_ ეკრანს იქიდან გაოცებული ნიკას ხმა ისმოდა.
მოუყვა რაც იცოდა და თან ლანძღვას არ აკლებდა ჯაბას.მერე ლუკას გადასწვდა.
_ აჰა,ახლა გასაგებია ესეც რატომ დადის მთელი დღე ზომბივით._ დაამატა ნიკამ.

მთელი დღე კონტაქტზე არ გასულა ლუკა.არც ანუკი არ შეხმიანებია.ორივე ელოდა ერთმანეთს.
გვიან საღამოს ბიჭებთან ერთად დალია.კესოც მათთან ერთად იჯდა ბარში.
_ ზედმეტი მოგდით,_ გააფრთხილა კიდევ ერთხელ ბიჭები._ ხვალ შეხვედრა გვაქვს და ცოტა ადექვატური სახეებით უნდა იყოთ.
_ შენც დალიე კეს და იფიქრებენ,რომ ქართველებს ზოგადად ასეთი ფიზიონომია გვაქვს._ თვალი ჩაუკრა ლუკამ გვერდით მჯდომ ქალს.
_ შენგან მაინც მეტ პასუხისმგებლობას ველოდი._ იმედგაცრუებულმა შეხედა კაცს.
_ მოდი სიყვარულს გაუმარჯოს._ ჭიქა აწია ნიკამ და კესოს შეხედა._ ამ სადღეგრძელოთიც ვერ გაცდუნებთ? ერთი ჭიქა…_ ხელში შეათამაშა სითხით სავსე ჭიქა ნიკამ.
_ ზოგიერთებივით არ ვარ სიყვარულს და სამსახურს ვმიჯნავ მე კარგად,ასევე სასმელსაც._ წარბაწევით შეხვდა ნიკას შეთავაზებას ქალი.ლუკას ჩაეღიმა,მიხვდა ეს “მათრახი” მას ეკუთვნოდა.
_ მაგას მე დაგილევ ნიკოლოზ,მოდი,ერთად შევეწიროთ ამ გრძნობას ძმაო._ ლევანმა ჭიქა მიუჭახუნა ნიკას.
მწარე სითხე უსიტყვოდ დაცალა ლუკამ და ჭიქა ხმაურით დადო.
_ რა სასიამოვნოა სიყვარულს,რომ ეწირებით._ კესომ უკომენტაროდ არ დატოვა.
_ სიყვარული მსხვერპლ შეწირვას არ საჭიროებს კესარია,დაიხსომე და თუ მაინც მოგთხოვს ვინმე,გაუშვი ჩემი მეგობრული რჩევა იქნება.
_ ოჰ,გაიღვიძა შენში ნიცშემ?
_ უფრო პლატონმა._ თვალი ჩაუკრა.
_ არ გიხდება არცერთი._ დაიგესლა გოგო.
_ რადგან შენ იტყვი.
გვიან ღამით დაიშალნენ.იმდენი დალიეს ფეხი ერეოდა სამივეს.კესო ლუკას ამოუდგა მხარში და ნომრამდე მიაცილა.კარი ვერა და ვერ გააღო.კესომ გამოართვა გასაღები,გახსნა კარი და ოთახში შეუძღვა კაცს.
_ ამდენი არ უნდა დაგელია.
_ ნუ დაიწყე კაპასი ცოლივით.
_ კაპასები სულაც არ არიან ეგეთი ცოლები.
_ჰო,მაპატიე,მზრუნველები უნდა მეთქვა._ ტელეფონი ჟურნალების მაგიდაზე დადო და იქვე სავარძელზე ჩამოჯდა და თავი საზურგეს მიაყრდნო.საფეთქელთან ძარღვი უთრთოდა.როგორ უყვარდა ეს მფეთქავი ძარღვი კესოს.ლუკას თხელი კანი,ბასრი შავი წვერი.გამოკვეთილი თხელი მაცდური ტუჩები,უყურებდა და ენანებოდა სხვისთვის,მაგრამ იმასაც გრძნობდა ლუკა არასდროს ეკუთვნოდა მას,მიუხედავად ფიზიკური სიახლოვისა.
_ შენზე მზრუნველობა ჯერ არ აუღია თავზე?_ მაინც ვერ მოითმინა,მაინც ჰკითხა.მიხვდა საითაც მიჰყავდა საუბარი,ალკოჰოლით გაბრუებულიც მიუხვდა და ჩაეღიმა.
_ არა,ჯიუტია,არ ტყდება.
_ არ იცის,რომ მზრუნველობა და სითბო სჭირდება კაცს და თან შენნაირს?! _ მაცდურად წაეთამაშა თმაზე.
_ მზრუნველობა და სითბო თქვენ გჭირდებათ,ქალებს კესარია და … _ თმა აიჩეჩა სასაცილოდ._ “ჩემნაირში” რას გულისხმობ?
_ შენნაირში,კაცს რომელსაც მუდმივად სჭირდება ყურადღება,სითბო,სექსი._ უკანასკნელზე დაუფარავად გაეცინა.
_ კესო,კესოო… ამდენი წელია მიცნობ და ვერ გამიცანი. სექსი ჩემთვის უბრალოდ ბუნებრივი მოთხოვნილებაა,ჩემთვის კი არა კაცების ოთხმოცდაათი პროცენტისთვის.ქალები ცოტა სხვაგავარად უდგებით ამ საკითხს,მაგრამ ახლა როცა შემიყვარდა მესმის თქვენი უკვე._ ჩაიცინა.
_ ანუ საბოლოოდ აღიარებ,რომ გიყვარს?!_ პასუხის მოლოდინში გული მოეწურა.
_ რა გინდა კეს? მნიშვნელობა აქვს შენთვის?
_ იქნებ აქვს?! _ ქვევიდან ამოხედა ქალს.
_ წადი,დაიძინე გვიანია.
_ არ მეძინება.
_ მე მეძინება._ ფეხზე წამოდგა და პერანგის ღილები შეიხსნა,აბაზანაში შევიდა.თვალი გააყოლა კესომ და თითქოს იმ წამს იგრძნო გულში იმ სიმების წყვეტა,რაც აქამდე უხილავად აკავშირებდა კაცთან. ტელეფონზე ზარის ხმამ შეაწყვეტინა ფიქრი გრძნობებზე.ლუკას ტელეფონი იყო,ეკრანს დახედა ანუკი.
ჩაეღიმა,რაღაცნაირი მწარე ღიმილით.ამ ზარმა საბოლოოდ დაუდასტურა ეჭვი.ე.ი. ეს შეუყვარდა. ბათუმის კადრები გაახსენდა…წამიერად დაფიქრდა,მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო,მაინც უპასუხა.
_ ლუკა… ლუკა,გესმის?
_ აბაზანაშია._ იყო კესოს პასუხი.
ყურებს ვერ დაუჯერა ანუკიმ.კესოს ხმა იყო,იცნო.გაოცებულმა,მოულოდნელობისგან ტელეფონის ეკრანს დახედა.ნამდვილად ლუკასთან რეკავდა.გათიშა,აღარ დაელოდა საუბრის გაგრძელებას.საქართველოს დროით ღამის ორი საათი სრულდებოდა,შესაბამისად პრაღაში თორმეტი. “აბაზანაშია” ჩაესმოდა კესოს ხმა.თვალები დახუჭა ათასი ფიქრი და ეჭვი აუფუსფუსდა თავში,ათასი,მაგრამ აქედან ერთი არ ყოფილა მშვიდი.გაცოცხლდა ძველი მივიწყებული კადრები გონებაში.რამაც უფრო მეტად დაარწმუნა თავის გამოგონილი აზრების სიზუსტეში.სწრაფად გახსნა ლეპტოპი სასწრაფოთ აკრიფა ტექსტი და ძველ,კარგად ნაცნობ მეილზე გადაგზავნა.

დილიდან მოძრაობა შეინიშნებოდა ოფისში.ყველა რაღაცას ამზადებდა,ყველას სისრულეში მოჰყავდა სამუშაო.ბოლო დეტალებს ასწორებდნენ,რომ პრაღაში გადაეგზავნათ.თითქოს საქმეს ბოლო გამოუჩნდა.
ნათიამ საბოლოოდ გადახედა ყველა წერილს,რომ არაფერი გამორჩენოდა.გაუხსნელი ანუკის წერილიც აღმოაჩინა,გახსნა და გაოცებისგან გაშეშდა.სხვა გზა არ ჰქონდა ამობეჭდა და სოსოს კაბინეტისკენ დაიძრა.
_ ბატონო სოსო,უკაცრავად._ კარი შეაღო და ოთახის სიღრმეში შევიდა.მაგიდას მიუახლოვდა და საბუთები დაუწყო.
_ ეს რაა?
_ ანუკის განცხადება,სამსახურიდან წასვლის თაობაზე.
_ რატომ? _ თითქოს ყველაფრის მიუხედავად,მაინც სრულიად მოულოდნელი იყო.
_ დღეს დილით დამხვდა,არ ვიცი.
_ დატოვე.მადლობ.
ნათიას გასვლის შემდგომ ტელეფონი მოიმარჯვა და ლუკას დაურეკა სოსომ.
_ ლუკა,რა ხდება?
_ ახლა გავდივართ შეხვედრაზე,ვნახავთ რას ჩაიბარებენ.ლევანი ამბობს,რომ სრულად დააკმაყო…
_ ლუკა,ანუკის განცხადება მიდევს ახლა მაგიდაზე.სამსახურიდან მიდის.
რამდენიმე წამს სიჩუმემ დაისადგურა.
_ არ მოუწერო ხელი._ გაისმა მისი დახშული ხმა._ ახალი არაფერია იმ ამბავზე?
_ დღეს ვარ დაბარებული განყოფილებაში.
_ კარგი,გამაგებინე._ წამიერად შეყოვნდა._ მადლობ.
სოსოს ჩაეღიმა ბედნიერებისგან.მიხვდა სწორი ნაბიჯი გადადგა და კიდევ უფრო მოუნდა სწორი ნაბიჯები გადაედგა და შვილთან დაელაგებინა ურთიერთობა.
საღამოს კაბინეტი ადრე დატოვა.განყოფილებისკენ აიღო გეზი.გზაში ათასი ფიქრი უტრიალებდა.როგორ არ უნდოდა საბოლოოდ ანუკის ბრალეულობა გამოკვეთილიყო,თითქოს ამით შვილისკენ მიმავალ უკანასკნელ გზას მოიჭრიდა. კაბინეტის კარი შეაღო,მისალმების შემდგომ იქვე დაჯდა სკამზე.
_ ბატონო სოსო,მეორე ანაბეჭდი რომელიც საათზე იყო თქვენს თანამშრომელს ეკუთვნის და ეს თქვენი დიასახლისის გახლავთ.
_ ახალი?_ დაიბნა კაცი.
_ ახალი?_ იგივე ტონალობაში გაიმეორა გამომძიებელმა._ ვინც გყავთ ახლა…
_ დიახ,დიახ და რანაირად იმ გოგონას ჩანთაში?
_ სწორედ ახლა იმყოფება დაკითხვაზე ის ქალბატონი._ მაგიდასთან კალამს ათამაშებდა უდარდელად ხელში.
ცოტახნით გამომძიებელი კაბინეტიდან გავიდა.სოსოს ეგონა თავი გაუსკდებოდა ამდენი ფიქრისგან.დრო საშინლად გაიწელა,სანამ ოთახში ისევ არ დაბრუნდა გამომძიებელი.
_ მოტივი არ არსებობს.კლეპტომანია თქვენი დიასახლისი,როცა პოლიცია გაჟღერდა შეეშინდა და თქვენს კაბინეტთან ყველაზე ახლო კაბინეტში გადაუწყვიტავს დამალვა და ერთ-ერთ
ჩანთაში ჩაუდია.
_ ღმერთო, _ ნახევრად შვებით ამოისუნთქა სოსომ._ შეიშალა ხალხი.უკაცრავად._ ტელეფონი მოიმარჯვა და მაშინვე ლუკასთან დარეკა.
დილიდან მზადება მიმდინარეობდა პრაღის სასტუმროში ქართველი სტუმრების. ჰოლში მზად მყოფი ლევანი,ნიკა და ლუკა კესოს უცდიდნენ,როცა ლიფტიდან შავ კლასიკურ შარვალში და პიჯაკში გამოწყობილი კესო,ქუსლების კაკუნით გამოემართა მამაკაცებისკენ.
_ წავედით._ უჩუმრად წამოდგა ლუკა სავარძლიდან და ქალს უკან მიჰყვა.
შეხვედრა იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე ელოდნენ,განიხილავდნენ ქალაქის იერსახეს.თითოეულ დეტალს ისეთი სიზუსტით აკვირდებოდნენ.ლუკას ერთხანს ეჭვიც კი შეეპარა საერთოდ ოდესმე თუ მიიღებდნენ ნებართვას რეკონსტრუქციაზე.
პატარა შტრიხები დაიწუნეს,თუმცა იმდენად მარტივი დეტალი იყო,მათი ამოღება ნახაზიდან არც გაჭირდებოდა.ლევანი ყურადღებით ისმენდა მათ საუბარს,შიგადაშიგ ერთვებოდა და თავისი აზრს აფიქსირებდა.რამდენიმე დეტალზე შეძლო და თავისი შეხედულება და ნახაზი არ შეაცვლევინა.ბოლო დეტალებზე გვარდებოდნენ,როდესაც ლუკას ტელეფონი ახმაურდა.ანუკიმ უკმაყოფილოდ აზიდა წარბი.
_ გისმენ._ ლუკას ბოხი ხმა გაისმა ოთახში.
_ ლუკა,გაირკვა ყველაფერი.
_ შეხვედრაზე ვარ.მოკლედ მითხარი._ მაინც ვერ მოითმინა.
_ ახალი დიასახლისის ოინებია.ანუკი სუფთაა._ შვებით ამოისუნთქა,არცერთი წამით არ შეჰპარვია ეჭვი,მაგრამ დადასტურებულზე მაინც სულ სხვაგვარად იგრძნო თავი.იცოდა ანუკისთვის რამდენს ნიშნავდა ეს._ მადლობ.
ტელეფონი შუშის ზედაპირზე დააბრუნა და დამშვიდებული,ახალი ენერგიით ჩაერთო მოლაპარაკებაში.
კაბინეტიდან გამოსულმა მაშინვე მობილური მოიმარჯვა და ანუკის დაურეკა.არ უპასუხა.კიდევ სცადა…კიდევ…თუმცა უშედეგოდ.
ლუკა:
“ მიპასუხე,როცა შეძლებ.”
სახე წყენისგან დაებრიცა ანუკის.
_ კი აბა,მელოდე…_ ჩაიბურტყუნა და გვერდი იცვალა საწოლზე.
რამდენიმე საათში ნინუცამ შეუღო ოთახის კარი.
_ რას წევხარ ამ სიბნელეში?_ ფარდას დაავლო ხელი და გაწია.
_ დახურე რა._ შეევედრა და თან სახე მოარიდა დღის სინათლეს.
_ მოიცა,მოიცაა,შემომხედე._ სახე ახლოს მიუტანა და თვალებში ჩახედა._ რა გჭირს შენ? იტირე._ თავად გასცა კითხვას პასუხი.
_ დახურე.
_ რა გატირებს,მითხარი და დავხურავ._ გაჯიუტდა ნინუცა.
_ აუ,შენ ხომ კაცი ვერ გაგაკეთებინებს ვერაფერს._ ჩაიბუზღუნა და თავად გადასწია ფარდა,ისევ ჩააბნელა ოთახი.
_ რა მოხდა აღარ იტყვი?ლუკა თუ ისევ ჯაბა?
_ ლუკა._ მოწყენილმა ჩაიდუდღუნა და საწოლიდან წამოდგა.
_ არ მეტყვი რა ხდება?
_ არ მინდა საუბარი ნინა რა.
_ კაი,მიდი ჩაიცვი და ჩემთან ავიდეთ მამას ახალი ამბები აქვს შენთვის._ ხელი ხელს შემოკრა ნინუცამ და თვალები აუციმციმდა.
_ ბინა?
_ ჰო,მიდი ჩაიცვი.ირმამ ღომი დაადგა,გელოდება.შენს გამო აკეთებს.

დღის ბოლოს სახლის სანახავად ჰყავდა აყვანილი მყიდველები ნოდარს.ბინა მოეწონათ.შეძენა გადაწყვიტეს.ფასი მისაღები იყო ორივე მხარისთვის.ანუკი აღარ ასულა ბინის სანახავად.გვერდით კორპუსში ნინუცასთან იყო. სავარძელში მოკალათებული იჯდა და ყურს უგდებდა ნინუცას და დედამისის საუბარს.მშვიდად კამათობდნენ მომავალი ქორწილის შესახებ.წამიერად ფიქრებმა გაიტაცა.ნეტავ დედა რას ეტყოდა ლუკასთან ურთიერთობაზე,მოუწონებდა არჩევანს?ლუკას გახსენებამ მთლად აურია ფიქრები,ისევ კესო და მათი ურთიერთობა ამოუტივტივა.
_ ანუკი,შენ რას იტყვი ძვირფასო?_ ღიმილით მიმართა.
_ რაზე ირმა დეიდა?
_ ამ ქალბატონის საქორწილო კაბაზე,მაგრამ შენს სად დაფრინავ ფიქრებით?_ ღიმილი გაუფართოვდა ქალს.
_ არსად…არ ვიცი…_ წამიერად დაიბნა და თავადაც გაეღიმა._ ქორწილს როდის გეგმავთ?
_ სექტემბერში.ძლიერი სიცხე აღარ იქნება და მგონი ჯობია.
_ როდის ბრუნდები…ბრუნდება _ წამსვე გადაასწორა,თუმცა ნინუცას შეუმჩნეველი არ დარჩენია და მიხვდა,ლუკასთან როგორც ჩანს არ საუბრობდა ანუკი.
_ ამ კვირაში.ზუსტი დღე არ უთქვამს. შენ სამსახურში როდის გადიხარ?
_ წამოვედი.
_ რა?_ გაოცება ვერ დამალა.
_ რატომ ანუკი? ხომ კმაყოფილი იყავი?_ საუბარში ირმა ჩაერია.
_ ვერ ვიგრძნობ კარგად თავს მანდ.
_ ა,იმ ამბების მერე?_ თანაგრძნობით ჰკითხა ირმამ.
_ კი. ახლა თუ ბინა გაიყიდა,რამეს შევიძენ და მერე სამსახურსაც ვნახავ ალბათ.
_ ნოდარს უთხარი და რამეს მოგიძებნის ბინების მეტი რა აქვთ.
_ კი,მასე ვაპირებ.
სახლში დაბრუნებულმა ნოდარმა პირველი ანუკის ახარა ბინის გაყიდვა.
_ ხვალ ოფიციალურად გადავუფორმებთ.
_ მშვენიერი,მადლობა ნოდარი ძია.
_ რაა სამადლობელი შვილო._თამაზე ხელი ჩამოუსვა ნოდარმა.
_ ნოდარ,ახლი ბინას ეძებს ანუკი და მოუძებნე რამე ახლა.
_ აბა,რა ვიზამ ირმა,შენ ახლა კარგი სუფრა გაგვიშალე და მე კარგ ვარიანტებს გავაცნობ ანუკის._ თვალი ჩაუკრა უკვე სამზარეულოში მიმავალ ცოლს.

დილით ადრიანად აწკრიალდა ტელეფონი.ნინუცა რეკავდა.
_ ნოდარი გიბარებს იუსტიციაში,ბინის გადაფორმებაზე ქალბატონო.ათზე იქ იყოსო.
_ აა,კაი,ახლავე._ თვალების ფშვნეტით დახედა ტელეფონს. 8:17 აჩვენებდა საათი. სწრაფად წამოდგა,შხაპი მიიღო,აბაზანიდან გამოსულმა საათი შეამოწმა,რომ ლუკას ზარი შემოვიდა.არ უპასუხა.მალე შეტყობინებაც მოყვა უპასუხო ზარს.
“ანუკი,მიპასუხე.”
არც კი გახსნა შეტყობინება.მზადება გააგრძელა და მალე სახლიდან გავიდა.
სასწრაფოდ,ყოველგვარი დანანების გარეშე მოაწერა ხელი სახლის გადაფორმების საბუთებს. და მალე დატოვა იქაურობა.ფეხით გაუყვა გზას მეტრომდე.დილიდან მზე აცხუნებდა,ხალხი ნაკლებად იყო ქუჩებში.მშვიდად მიუყვებოდა ცარიელ ქუჩებს.ისეთი მშრალი ჰაერი იყო,მტვრიანი,რაღაც მომენტში ხველა აუტყდა.იქვე მარკეტში შევიდა წყალი იყიდა და ფეხით განაგრძო სვლა.
იმ საღამოს ისევ ნინუცასთან გავიდა.რამდენიმე ბინა შესთავაზა ნოდარმა.დააინტერესა რამდენიმემ.რადგან მათი ბინა დიდი იყო,ადგილმდებარეობაც კარგი ჰქონდა კარგ ფასად გააყიდინა ნოდარმა,ისე რომ თავისი პროცენტი არ აუღია.ახლა ფიქრობდა პატარა ბინა ეყიდა ცენტრალურ უბანში,საიდანაც შემდგომში ახალ სამსახურში სიარული არ გაუჭირდებოდა.
ბინა მალე შეარჩია.მშვიდ უბანში.პატარა კვადრატულობა იყო,თუმცა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.ბარგის ჩალაგება დაიწყო და ნელის გულიც თან გაიყოლა.
_ რა მეშველება ბებია უშენოდ?_ თან ტანსაცმელს უკეცავდა ქალი და თან წუწუნებდა.
_ მოვალ ხოლმე,თან ჩემ დაქალს ხომ გიტოვებთ.
_ ეჰ,ეგენი ვითომ ჩემთან იცხოვრებენ?_ გულში თან სიხარულს გრძნობდა,ანუკიც რომ დაუდასტურებდა.
_ აბა,სად წავლენ?! მეც მოვალ ხოლმე.
_ შენც გათხოვდი აწი გოგო,დროა.ჩემს დროს ასე ამბობდნენ “ქალი რომ გადასცდება ოცდას დიდხანს მოუწევს მოცდაო”
ანუკიმ გულიანად გადაიკისკისა.
_ აუ,ნელი ბებია,რა ხანია ასე არ მიცინია.
_ რა გაცინებს გოგო._ სიყვარულით დატუქსა._ აგერ ჯაბა რა კარგი ბიჭია,მოწონხარ ვიცი… ცოტა შენც იაქტიურე._ იქვე ჩემოდანზე დაუდო დაკეცილი ნივთები.
_ კარგი რა ნელი ბებია… ერთი ეგ შავი კაბაც მომაწოდეთ._ ჩემოდნის კუთხეში ჩატენა კაბა.
_ რა კარგი,იცი რა კარგი ოჯახი ჰყავს.ისეთი კარგი დედა ჰყავს,მამაც.ერთი და ჰყავს… და მოჰყვა მთელი ოჯახის ისტორია ნელი.ანუკი ჩუმად უსმენდა და თან ფიქრებით შორს იყო.
ყველაფერი გაამზადა და კარებთან კუთხეში დააწყო.ბოლო ღამე იყო ამ სახლში.ახსოვდა პირველი დღე-ღამე ამ სახლში.ახლა კი უკან ბრუნდებოდა.უჭირდა,მაგრამ იმდენი რამ გაუჭირდა ბოლო ერთ წელიწადში იცოდა არც ეს იქნებოდა იმაზე რთული,ვიდრე რისი გადატანაც მოუწია.
ნინუცა დაეხმარა გადასვლაში.იმ ღამით მასთან დარჩა.იცოდა გაუჭირდებოდა ახალ სახლში მარტოს და არ დატოვა მეგობარი.
_ დილით ნიკა ბრუნდება.
_ მართლა?_ ინსტიქტურად იკითხა და მაშინვე ფიქრებში ლუკასკენ წავიდა.
_ მთელი გუნდი ბრუნდება… ლუკაც._ წვენი დაისხა ნინუცამ და თან გვერდულად გახედა.დივანზე დაჯდა,ცალი ფეხი მოიკეცა და ბალიში აიფარა მუცელთან,იდაყვებით შიგ ჩაეფლო.ნინუცაც თან მიჰყვა.
_ რა გჭირს აღარ იტყვი?
_ სამსახურს ვეძებ._ თითქოს არც გაუგია კითხვა.
_ ნუ მაიგნორებ.
_ არ გაიგნორებ,უბრალოდ არ მსურს საუბარი ლუკაზე და გთხოვ,ნუ მიხსენებ ასე უადგილოდ.
_ ბოდიში,არ მეგონა საყვარელი ადამიანის ხსენებას ნებართვა თუ ჭირდებოდა.
_ გაბრაზებული ვარ და ამ წუთას საყვარელ ადამიანად არ მივიჩნევ.
_ ხოდა რატომ ადამიანო? თქვი იქნებ რამე გირჩიო,ან უბრალოდ მოგისმენ.რა გჭირს? ასეთი არ იყავი!
_ როგორი?
_ არ ვიცი,ასეთი,რომელიც მარტო ებრძვის პრობლემებს,არ ამხელს.რაც არ უნდა გტკენოდა მაინც მიყვებოდი,ერთად ვფიქრობდით და ვცდილობდით მოგვარებას.ახლა რა მოხდა? ჩემშია პრობლემა?
_ რა შენში,კაი რაა… უბრალოდ,_ ამოიოხრა._ უბრალოდ,დავიღალე სულ პრობლემებია ჩემს გარშემო,სულ ნეგატივი და ამ ყველაფერზე საუბრით დავიღალე,რას ვცვლი საუბრით? მეზარება უკვე,მივყვე მირჩევნია დინებას.
_ და სად შეგახეთქებს ეგ დინება არაუშავს?
_ არსად არ შემახეთქებს.მოგწონს შენ ადამიანი ვინც მუდმივად წუწუნებს?
_ შენ ხომ არ წუწუნებ მერე?
_ და რომ ვიწუწუნო რა შეიცვლება? მასეთი გინდა ვიყო?
_ რა სისულელეებს საუბრობ ანუკი! _ ტონი შეეცვალა._ აბა მეგობრობა რაა? თუ არ მოგისმინე და შენი ტკივილი და სიხარული არ გავიზიარე?! მართლა შეცვლილი ხარ,მორჩი საკუთარ თავთან ჭიდილს,ყველაზე მეტად ეგ დაგღლის..ნუ ხარჯავ ენერგიას ფუჭად,თუ რამე გტკივა ან გაწუხებს მითხარი._ სახეში მიაჩერდა.
_ მადლობა.არაფერია მართლა._ თავისუფალი ბალიში მოუქნია ნინუცამ.თავში გაარტყა.
_ მოგიხდება._ მოაძახა ბოლოს და საძინებლისკენ წავიდა._ დავიძინებ მე.

აეროპორტიდან სახლში დაბრუნებულმა ლუკამ ნიკას დაურეკა.
_ ნიკა,ანუკი სახლშია?
_ ლუკა,ახლა მითხრა ბებიამ გადასულა ჩვენგან.სახლი უყიდია.
_ ა,კარგი.მადლობ._ ტელეფონი გათიშა და დივანზე ჩამოჯდა.კიდევ ერთხელ სცადა დარეკვა,მაგრამ არც ახლა უპასუხა.შეტყობინებაც დაუტოვა,თუმცა იმედი არ ჰქონდა,რომ პასუხს დაუბრუნებდა.
საღამოს როცა უკვე მზე გადაიწვერა და შედარებით აგრილდა.ნიკამ ნინუცას გაუარა და ერთად გაემართნენ ანუკისკენ.
_ ლუკამ დამირეკა,ანუკი იკითხა._ გზას თვალი მოარიდა და გოგოს გახედა._ იჩხუბეს?
_ არ ვიცი,არაფერს ამბობს,მაგრამ დეპრესიულ განწყობაზეა.არც ახალმა სახლმა გამოუკეთა ხასიათი.
_ კაი ნინ,რა სახლი,რაც მაგან გადაიტანა…
_ ჰო.ლუკა როგორ იყო?
_ რავი ეგეც ვერ იყო.რაზე დაერივნენ ერთმანეთს ნეტა?
_ შენ თუ გეტყვის კითხე ქალბატონს,მე არ მეუბნება.
_ სხვანაირად მიუდექი…_ გადახედა გოგოს.
_ ვცდილობ ნიკა,მაგრამ არ გამომდის.პირველად არის…თითქოს ჩაიკეტა თავის თავთან,გრძნობებთან…მშობლების ამბავზეც კი არ იყო ასე,ვსაუბრობდით,მიყვებოდა თავის ტკივილს,წყენას,ახლა უბრალოდ ჩუმად არის და არ ვიცი რა მოხდა.
_ ვაა,ეს ოჯახის თემაც,_ მსუბუქად დაჰკრა ხელი საჭეს ნიკამ._ როგორ არ გაუმართლა,როგორ დაიტანჯა.
_ ჰო,მთელი ბავშვობა გაუმწარა მამამისმა.შენ კიდე იმდენი რამ არ იცი.
_ არადა რა საყვარელია,როგორი ბავშვურია._ ღიმილმორეულმა გააგრძელა._ მიყვარს,მინდა რომ დავეხმაროთ როგორმე.
ტელეფონზე ზარი შემოვიდა.ისევ ლუკა იყო.
_ ნიკა,ნინუცას საკონტაქტო მომწერე რა.
_ ერთად ვართ.დაგალაპარაკებ._ ტელეფონი მიაწოდა ნინუცას.მოიკითხა და ანუკის ახალი მისამართი სთხოვა.წამით დაფიქრდა,მერე მაინც უკარნახა.
_ წადი,სადმე ვჭამოთ.
_ ანუკი?
_ მისამართი მკითხა,მიაკითხავს ალბათ.ხელი არ შევუშალოთ.
_ კაი._ მიმართულება შეცვალა ნიკამ.
მანქანა პარკინგიდან გამოაყენა თუ არა ნინუცას მიერ ნათქვამ მისამართზე წავიდა.მარტივად მიაგნო.ეზო მოათვალიერა.სიმშვიდე იყო გარშემო.
კიბეებს აუყვა და კარზე დააკაკუნა.ხმა გაიგო კარს მიღმა და არ დააყოვნა კარიც გააღო.სახე შეეცვალა ლუკას დანახვისას.
_ გამარჯობა.შეიძლება?
_ მოდი._ გვერდით გაიწია და გზა დაუთმო.დიდი შესასვლელი იყო,პირდაპირ უერთდებოდა სასტუმრო ოთახს.კედლები ღია ფერის იყო.სტუდიოს ტიპის მისაღები,ერთ კედელზე დიდი ვიტრაჟები,მის გვერდით სერი ფერის დივანი და სავარძელი იყო განთავსებული,წინ პატარა მაგიდა.
_ დაჯექი._ დივანზე მიუთითა._ დალევ რამეს?
_ არაფერი არ მინდა.გილოცავ._ გარემოს თვალი მოატარა._ ლამაზი და მყუდროა.
_ მადლობ.
_ რა მოხდა?
_ რაზე მეკითხები?
_ ანუკი,არ გინდა გთხოვ.კარგად იცი რაზეც.გირეკავ არ მპასუხობ, უკვე რამდენი ხანია.რა მოხდა?
_ არაფერი,უბრალოდ ასე გადავწყვიტე.
_ “ასე გადავწყვიტე” რას გულისხმობ?უფრო კონკრეტულად.
_ შენთან ურთიერთობას ვგულისხმობ.
_ და?!
_ გავწყვიტო კონტაქტი.
_ ჰოო? რატომ?
_ არ ვართ მზად ამ ურთიერთობისთვის.
_ მოდი,მე გადავწყვეტ რისთვის ვარ მზად და რისთვის არა,შენს თავზე მესაუბრე შენ.
_ ნუ მესაუბრები ისე თითქოს პატარა ბავშვს ტუქსავ.
_ კი ხარ ღირსი._ ღიმილი გაეპარა._ რატომ გადაწყვიტე?
_ რა გინდა ლუკა?
_ რას ჰქვია რა მინდა? პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალე,ისე მიიღე გადაწყვეტილება,არც მკითხე,არც მითხარი.ეს ნორმალურია ანუკი? ასე იქცევიან ზრდასრული ადამიანები?
_ არც ისე,როგორც შენ იქცევი.
_ როგორ ვიქცევი?
_ როგორც!
_ ნუ ბავშვობ! წესიერად მითხარი.
_ არ მინდა საუბარი.
_ მე მინდა._ ხმა გაიმკაცრა._ გეყოფა ახლა,წესიერად ამიხსენი.
_ არ მჯერა შენი,არ გენდობი.ამიტომ მინდა დასრულდეს.
_ რით დავიმსახურე?
_ უფრო ვრწმუნდები,რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
თავზე ხელი გადაისვა ლუკამ და ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებს შორის.
_ დაკონკრეტება არ შეგიძლია?! ასე ჰაერზე?
_ კესო…კესო. ეს არის პასუხი.დამასვენებ ახლა?!_ ტონს აუწია.
_ კესო? რა შუაშია?
_ წადი ლუკა რა,წადი და თავი დამანებე.
_ რა შუაშია კესო? ამიხსენი წესიერად.
_ იმ ღამით რომ გაფრინდი,გირეკავდი და კესომ მიპასუხა,ერთად იყავით.
_ ღამე?
_ ჰო,ღამე ლუკა,ღამე და ნუ აკეთებ ისე თითქოს ვერ ხვდები.აბაზანაში იყავი და მან მიპასუხა.
_ ხო,ნასვამი ვიყავი და სასტუმროს ნომერში შემომყვა,მაგრამ არაფერი ყოფილა.მერე მე აბაზანაში შევედი,ალბათ მაგ დროს დარეკე.
_ არ მჯერა და ეს პრობლემაა.ხომ მითხარი ნდობა ურთიერთობაში მთავარი არისო,ხოდა მე არ მაქვს ნდობა ლუკა,ვერ გენდობი,როცა ასე რაღაც მოხდება სულ მექნება ეჭვი და მერე ტოქსიკური ვხდები,მერე საკუთარი თავი მძულს და კიდევ ბევრი საშინელი გრძნობა მიჩნდება.ასე რომ დავასრულოთ,არ ღირს.
_ მომისმინე,მეც გნახე იმ ტიპთან ერთად ანუკი,გავბრაზდი,მაგრამ არაფერი მსგავსი არ მიფიქრია.
_ ხოდა განსხვავებას ხომ ხედავ,შენ გაქვს ნდობა,მე არა.
_ რაებს ლაპარაკობ ხვდები?
_ კი,ბევრი ვიფიქრე.
_ ანუ ეს ბევრი ფიქრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა,მაგარია.ისღა დამრჩენია დაგემშვიდობო ხომ?_ გაღიზიანება დაეტყო ხმაში.
_ არ გინდა რა,ნუ მეუხეშები,უბრალოდ დავასრულოთ.
_ კარგი,დავასრულოთ. _ ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.კართან გაჩერდა სულ რამდენიმე წამით.არ მოტრიალდა,კარიდანვე უთხრა.
_ გამოძიებამ დამნაშავე იპოვა,საქმე დაიხურა მშვიდად იყავი.
პასუხს აღარ დაელოდა.უკან მოუხედავად დატოვა სახლი.
იდგა გაყინული ერთ ადგილზე და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა,რომ საბოლოოდ წაართვა საკუთარ თავს ბედნიერების უფლება.ხვდებოდა ზედმეტად მკაცრად მოიქცა ლუკასთან,მაგრამ ვერც თავს ერეოდა.ვერც იმ ხასიათს,რომელიც წლების მანძილზე დაბადებიდან ნელ-ნელა უყალიბდებოდა ტოქსიკურ და არა ჯანსაღ გარემოში ცხოვრებით.თავად ვერ ხვდებოდა სად გადიოდა ზღვარი,სად უნდა გაჩერებულიყო,სად დაემთავრებინა.
ახლა მისი გონება სრულ ქაოსში იყო და ვერანაირად ვერ დაალაგებდა სწორად ურთიერთობებს.ახლა რაც სჭირდებოდა ეს იყო დრო,მარტოობა,ყველასგან და ყველაფრისგან შორს ყოფნა.პრიორიტეტების სწორად დალაგება,გადაფასება ღირებულებების,იქნებ… იქნებ გაერღვია თავად მაინც ეს ტოქსიკური წრე.იქნებ მოეხერხებინა და ყველაფერი თავიდან დაეწყო მერე…

შინაგანად დაცემული ადამიანი გინახავთ? უუნარო,უმოქმედო,დამშრალი,გამოფიტული როგორც ხის პატარა ნაფოტი.არც ფიქრი შეეძლო,არც საუბარი.თითქოს ყველა ნეგატივმა რაც კი მის არსებაში დაგროვილა ამ ხნის მანძილზე,ახლა დაიწყო დუღილი,ახლა ამოხეთქა,როგორც ვულკანმა და მთელი გონება წაულეკა.
ზოგს ბევრის ატანა შეუძლია,ზოგს ნაკლების,სწორედ ეს გვაქცევს ინდივიდებად ადამიანებს.მისი მოთმინების მაქსიმუმი კი ეს იყო.მისმა გონება ჩათვალა რომ ყველა და ყველაფერი რაც გააჩნდა დაკარგა.სახლიდან უგონო მდგომარეობაში გამოვიდა და ღამის ქუჩებს შეერია უმისამართოდ.ბევრი იარა,იმ ღამით,ძალიან ბევრი.ზოგმა მანქანა გაუჩერა,ზოგმა დაკვირვებული მზერა გააყოლა შუშის თვალებით მოძრავ გოგოს.ზოგს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ეგონა და მზერით გაკიცხეს.სინამდვილეში არავინ იცოდა,რომ ამ გოგოს გონებამ გაწყვიტა უკანასკნელი ძაფი მოთმინებისა.
გამთენიას ტაძართან გაიარა.იქვე მდგომი დედაოების ჯგუფმა შენიშნა გოგო,მისი მზერა,თვალები არ გამოპარვია არცერთს.ერთ-ერთი გამოეყო გუნდს და მიუახლოვდა.
_ მშვიდობა მოგცეს უფალმა.კარგად ხართ?
გაყინული მზერა შეაგება ახალგაზრდა ქალს. თეთრი სახე მოუჩანდა მხოლოდ,შავები ეცვა.თითქოს ვერ იაზრებდა რა უთხრეს.უყურებდა და შინაარსი ვერ გამოჰქონდა.მაშინ ხელი ჩაკიდა დედაომ და ტაძრისკენ წაიყვანა.
_ წამოდი,გამომყევი._ ნელი ნაბიჯით მიყვა უკან.ტაძრის ეზოში ხის ჩრდილში დასვა გოგო. წყლის ხმა ისმოდა ახლოდან.თვალები მოატარა გარშემო ანუკიმ.თითქოს რაღაც გაახსენა ამ ხმამ,რაღაც რაც სხეულს სჭირდებოდა.მიუხვდა დედაო.წამოდგა,წყალით შეუვსო ჭიქა და ხელში მიაწოდა გოგოს.რამდენიმე ყლუპი მოსვა.ხელები უკანკალებდა,შემოაჭდო ჭიქას,თითქოს ასე ეცადა შინაგანი მღელვარების შეკავებას,მაგრამ რაც მეტად ცდილობდა მეტ წინააღმდეგობას ავლენდა სხეული.
_ რამე ხომ არ გიჭირს,რით დაგეხმაროთ?
_ დავიღალე._ ხმა ჩახლეჩილმა თქმა.
_ მოდი,წამოდი დაგასვენებ.
იქვე კელიებისკენ გაუძღვა გოგოს.ოთახში შეიყვანა.თეთრი კედლები იყო.მხოლოდ რამდენიმე ხატი კედელზე.საწოლი და ერთი სკამი იყო ოთახში.
_ დაწექი,დაისვენე._ საწოლზე ჩამოჯდა.თავი ხელებში მოიქცია.
_ ძილი არ მინდა.დავიღალე.
_ რისგან ხარ დაღლილი?_ ფრთხილად ჰკითხა.
_ ცხოვრებისგან._ ხმა ჩამწყდარმა უპასუხა.არ გაჰკვირვევია,მშვიდად მიიღო გოგოს ნათქვამი.
_ მესმის,შენ არ ხარ პირველი და სამწუხაროდ არც უკანასკნელი,ვინც ცხოვრებამ დაღალა.
_ რატომ? რატომ გვაჩენს ღმერთი,თუ მერე ასე ტანჯვაში უნდა ვიცხოვროთ?
_ ეს ის მარადიული კითხვაა,რაც ადამიანს ტანჯავს.
_ სადაა პასუხი? დავიღალე,აღარ მინდა აღარაფრის ატანა,აღარც პასუხები მინდა,მაინც არ არსებობს.მხოლოდ კითხვები…კითხვები…კითხვები! დაუსრულებელი კითხვები საკუთარ თავთან,ღმერთთან.უბრალოდ დასასრული მინდა ყველაფრის,მაგრამ ამასაც ვერ ვხედავ სად არის? როდის დასრულდება? რატომ,რისთვის,რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს? რისთვის გვწვრთნის? რისთვის?
გრძელი,სუსტი თეთრი თითები სახეზე აიფარა,ჯერ ისევ უთრთოდა.
_ რატომ მეთამაშება ღმერთი,განგება თუ ცხოვრება? რატომ მგონია, რომ ყოველ ჯერზე, როცა ფეხზე წამოდგომას ვახერხებ, რაღაც უხილავი ძალა ისევ მიწას მახეთქებს? თითქოს ჯერ იმედს მაძლევს,მაჯერებს,რომ ამჯერად მაინც გამიმართლებს, და ზუსტად მაშინ, როცა ამ იმედს მთელი არსებით ვეჭიდები, ყველაფერს ხელიდან მაცლის. აღარ მაქვს ძალა წამოდგომის,აღარც სურვილი.ამდენ დაცემას ვეღარ გავუძლებ,რიღასთვის ავდგე,თუ მაინც ისევ უნდა დავეცე?
ჩუმად უსმენდა მართლაც დაცემულს და სადღაც საკუთარი თავი გაახსენდა.გაუგო,მიუხვდა და უთანაგრძნო გულში.
_ ვინ გითხრა რომ ყოველ დაცემის შემდგომ მაშინვე უნდა წამოდგე? არა,თუ არ შეგიძლია,იყავი,დაისვენე,მოიკრიბე ძალა. უფალს მხოლოდ ძლიერი კი არ უყვარხარ,ახლაც უყვარხარ,როცა სუსტად ხარ,როცა კითხვები გაქვს და პასუხები არა.მაშინაც უყვარხარ როცა საყვედურით მიმართავ.განა შეიძლება მშობელმა შვილი შეიძულოს,გადიყვაროს როცა რაღაცას ეურჩება შვილი? არა,სიყვარული მუდმივია,ასე უყვარხარ ღმერთსაც ჩემო გოგო. ღმერთთან მისასვლელად ყოველთვის ფეხზე დგომა არაა საჭირო.ხან მუხლებზე დაცემული,უსასოო უფრო გულწრფელია ადამიანი. და ერთი რამ კიდევ დაიხსომე ჩემო გოგო,ყველა ტკივილი,ყველა განსაცდელი უფლისგან არ არის გამოგზავნილი,ამიტომ ვალდებული არ ხარ ჩუმად აიტანო განსაცდელი.ხანდახან უნდა ვაღიაროთ ისიც რომ გვიჭირს,ისიც რომ დახმარება გვჭირდება.ადამიანის გამოწვდილ ხელს დავეყრდნოთ და მივიღოთ მათი სიყვარული,დახმარება.უმადურობა დამღუპველია.ამან დაღუპა იუდაც. და თუ კი ერთი ადამიანი მაინც არსებობს ვინც ხელს გამოგიწვდის,დაგეხმარება წამოდგომაში,მარტო არ გტოვებს ესეიგი შენ მარტო არ ხარ და დააფასე ის ადამიანი.
ეტკინა ბოლო სიტყვები,სინდისს შეეხო,გამოაფხიზლა,თან იმედის სხივი გაუღვივა,თითქოს გამოაცოცხლა და რეალობას დაუბრუნა.თვალებშიც გაკრთა სხივი და მიხვდა დედაო,მიზანში მოხვდა მისი სიტყვები.
_ ახლა დაგტოვებ,დაისვენე,ღმერთმა დაგლოცოს. და დაიხსომე ის რაც გადაიტანე მთელი შენი ცხოვრება არ არის, მომავალი წინაა,ნუ ჩავარდები უსასოებაში.
თავზე აკოცა და კელიაში მარტო დატოვა.
_ მადლობა ღმერთო,მადლობა,რომ ამ გზაზე დამაყენე,აქ მოსვლაში რომ დამეხმარე…_ დაიჩურჩულა.ბოლო ბგერები ჰაერში გაიფანტა,თუმცა გზა უკვე ჰქონდათ…


შუადღე იყო რომ გაეღვიძა,სრულიად ახალი ძალებით,ახალი ენერგიითა და შემართებით.თითქოს ვიღაცა კეთილ ფერიას მისი ძილის დროს დაელაგებინა მის გონებაში ყველაფერი,ერთი ხელის მოსმით.წამოდგა,კელიიდან გამოვიდა.ეზოში რამდენიმე მონაზონი მოძრაობდა.მოშორებით სწორედ ის მონაზონი შენიშნა,რომელიც ესაუბრა.ხელი დაუქნია შორიდან ანუკის და მისკენ წამოვიდა.
_ როგორ გეძინა?
_ ასე მშვიდად დიდი ხანია არ დამისვენია,არ ვიცი როგორ აგიხსნათ,თითქოს ყველაფერი ჩაქრა,ყველაფერმა თავისი ადგილი იპოვა,ყველა აზრმა და გრძნობამ.მადლობა დიდი,_ მონაზონის ქათქათქ ხელები თავისაში მოიქცია ანუკიმ._თქვენ რომ არ შემხვედროდით,არ ვიცი ახლა რა გზას ვიქნებოდი დამდგარი.
_ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა.არსებობს ჩიხი,მაგრამ ამ ჩიხიდან უკან მოსაბრუნებელი გზაც არის,თუ კი ოდესმე ისევ იგრძნობ თავს ამ ჩიხში,აუცილებლად დაბრუნდი უკან,ან აქ ჩემთან და ვისაუბროთ.
_ აუცილებლად.მადლობა.ახლა კი უკან როგორ დავბრუნდე ისიც არ ვიცი.
_ აი,ახლა ჩვენგან,იმ ადამიანს თაფლი მიაქვს და ხელნაკეთი ნივთები.მათ გაგაყოლებ ქალაქში.
მანქანიდან ბედნიერი უქნევდა ხელს ანუკი და უცებ მიხვდა სახელიც არ იცოდა.ფანჯრიდან თავი გადმოყო და ვერც შებედა,რომ ეკითხა.
_ სიდონია,დედა სიდონია._ გაუღიმა და დაუძახა.
გაეღიმა ანუკისაც.
უცნაურია ცხოვრება... ზოგჯერ პასუხებს მთელი ცხოვრება ვეძებთ და ვერ ვპოულობთ.ზოგჯერ კი ისინი მაშინ გვპოულობენ, როცა კითხვა ჯერაც დაგვისვამს. თითქოს სამყაროს თავისი დრო აქვს ყველაფრისთვის.ჩვენ კი მხოლოდ მოთმინება გვმართებს.

სახლში დაბრუნებულმა ნახა რომ კარი უბრალოდ დახურული იყო,დაკეტილიც არ ჰქონია.შიგნით შესვლისთანავე ტელეფონს მოჰკრა თვალი,მაგიდაზე რომ დარჩენოდა.აიღო და ნინუცას გამოტოვებული ზარი ნახა,შეტყობინებები.
“ შენ უნდა მომკლა საბოლოოდ.”
იკითხებოდა ბოლო შეტყობინებაში.გაეღიმა.
ბევრი ბოდიშები მიწერა და იქვე პირობაც,რომ აღარ განმეორდებოდა შემდეგში.
აბაზანაში შევიდა,საბოლოოდ თითქოს წყალსაც გაატანა ის ნეგატიური განწყობა,თუ კი რამ შეიძლება დარჩენოდა.ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
დრო იყო,ახალი ცხოვრების დაწყების.
გაზრდის.
ხანდახან წამი იმდენად ძლიერია,იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად გადამწყვეტი,მთელს ცხოვრებას,რომ ამოგიტრიალებს.დაგანახებს,მიგახვედრებს,გაგააზრებინებს და გარდატეხას მოახდენს შენში.
უბრალოდ გაგზრდის.წამი გაგზრდის ისე,წელიწადში რომ ვერ გაიზრდებოდი.

არ გაჭირვებია კარის შეღება.დერეფანშივე მიესალმა ძველ თანამშრომლებს.რამდენიმემ გადაკოცნა და მოიკითხა გულიანად,რამდენიმემ ფორმალურად.შორიდან ეკატერინეც დალანდა.მსუბუქად გაუღიმა ანუკიმ და მისგანაც იგივე იგრძნო.პირველად გაუღიმეს ერთმანეთს.მერე ნათიას კაბინეტისკენ წავიდა.იქ იყო,თავის მაგიდასთან.გოგოს დანახვაზე მსუბუქად წამოიკივლა და მაშინვე წამოდგა.
_ როგორ მომენატრე ჩემო პატარა._ გულში ჩაიკრა და ლოყები დაუკოცნა.
_ მეც,მეც…_ თან კოცნიდა და თან იცინოდა ანუკი.
_ ვაიი,როგორ მინდოდა ის განცხადება თავზე დამეხია შენთვის.რატომ გამოგზავნე?
_ რავი…_ მხრები სასაცილოდ აწურა._ შენ როგორ ხარ?
_ მე კარგად,აი ზოგ-ზოგიერთები საშინლად._ წარბები ზევით აზიდა.ღიმილმა გადაურბინა სახეზე ანუკის.
_ აქ არის?
_ ბრძანდება.შენ თუ უშველი მიბრძანდი.
_ ვუშველი,ვუშველი,ოღონდ შენი დახმარება მჭირდება._ ჩაიცინა.
_ მიმსახურე,თქვენ თუ გიშველით მზად ვარ გენაცვალე._ ღიმილმა გაუპო ბაგე ნათიას.
ორ წუთში ლუკას კაბინეტისკენ მიდიოდა ანუკი.
კარზე ფრთხილად დააკაკუნა და შეაღო,ისე რომ პასუხს არც დალოდებია.
ფეხები მაგიდაზე შემოეწყო,ნახვრად გადაწოლილი იყო სკამში და სიგარეტს ეწეოდა.ხმის გაგონებაზე კარზე გადაიტანა მზერა და ყველაზე ნაკლებად ვისაც ელოდებოდა ის უმზერდა გაღიმებული.
_ შეიძლება? _ გაღიმებულმა ჰკითხა ანუკიმ,ისე,თითქოს წინა დღის საუბარი უკვალოდ გამქრალიყო მისი გონებიდან.
_ არა. _ მკაცრი იყო ლუკას ხმა.
ანუკის გაეცინა.სხვა დროს ალბათ გაბრაზდებოდა,მაშინვე საბოლოოდ გამოკეტავდა კარებს,მაგრამ დღეს და ახლა არა.პირიქით შევიდა და კარი დახურა.პატარა მაგიდის ზედაპირის წმენდა დაიწყო,იმ ტილოთი და საპრიალებელი სითხით,რომელიც ნათიამ გამოუტანა დიასახლისის ოთახიდან.
_ რა აკეთებ? _ ცოტა გაკვირვებული ხმა ჰქონდა,თუმცა ტონი არ შეურბილებია კაცს._ ნუ მეთამაშები ანუკი.
_ ვალაგებ,არ ვთამაშობ.
_ ანუკი,მორჩი.
_ კარგი,როგორც მეტყვით ბოსს._ მაგიდაზე დატოვა ტილო. ლუკასკენ წავიდა.
_ იცი,ეს მაგიდა მე უნდა დავალაგო და ცოტა უხერხულია მგონი,ასე ფეხსაცმლიანი ფეხები რომ გაქვს შემოდებული ზედ.
ლუკამ აათვალიერა გოგო.მიხვდა რა თამაშსაც თამაშობდა.
_ ამაზე უხერხული რამეებიც ყოფილა ამ მაგიდაზე._ ანუკიც ტუჩის კუთხეები შერხა,მაგრამ მაინც მოთოკა თავი და არ გაიცინა.
_ კი,მაგრამ შეგახსენებთ ეგ მე არ დამილაგებია.
_ რა გინდა ანუკი?_ ფეხები ჩამოაწყო მაგიდიდან და გოგოსკენ შებრუნდა.
_ მიყვარხარ._ იმდენად მოულოდნელი იყო ახლა ლუკასთვის ამის მოსმენა,წამიერად მიმიკა გაეყინა.ფეხზე წამოდგა და გოგოს მიუახლოვდა.
_ ახლა რაც თქვი,დაფიქრდი …
_ არა,სიმართლე გითხრა ამის თქმას არ ვაპირებდი._ გაეცინა ანუკის და თითები სახეზე აიფარა._ ისე,აი ინსტიქტურად…მაგრამ… კი,მიყვარხარ.
ხელები ჰაერში ეკავა,თითებს უმისამართოდ ამოძრავებდა,თითქოს ასე ცდილობდა გადმოეცა თავისი გრძნობები სრულყოფილად.
_ იცი რა გიზამ?! _ წარბები ზევით აქაჩა ლუკამ.გამოწვდილ მაჯებში ჩაავლო ხელები და გოგოს ზურგს უკან წაიღო.ანუკი მშვიდი სახით იდგა და აკვირდებოდა კაცის თითოეულ მოძრაობას.თითქოს სრულ ნდობას უცხადებდა ასე. გოგოს ორივე ხელი ერთ მტევანში მოიქცია,მეორე ხელით სახე დაუჭირა და ტუჩებზე გადაიტანა მზერა.
_ როგორ მინდა ახლა მაგ პატარა ტუჩებით ნათქვამი ყველა სიტყვა განანო,რაც გუშინ მითხარი და ყველაფერი მანამდე უთქმელიც._ თვალს არ აშორებდა მსხვილ,წითელ ტუჩებს.მერე ისევ თვალებში ჩახედა.
_ მანანე მერე._ ნიშნისმოგებით დააკვესა თვალები ანუკიმ და ლუკამ ვეღარ შეიკავა სიცილი.
_ რა ცუდი ბავშვი იზრდები,რა ცუდი._ სინანულით გააქნია თავი._ რა გჭირდა გუშინ?
ორივე ხელი დაიხსნა ბიჭის მტევნიდან ანუკიმ.ყელზე შეუსრიალა,თითის წვერებზე აიწია და ნელა შეეხო კაცის ტუჩებს.
_ მაპატიებ? ხანდახან ჩემდა უნებლიედ ვგრძნობ,რომ იმ ჩვევებს და ხასიათს ვავლენ,რასაც ჩემს მშობლებში ვხედავდი.უნებლიედ მემართება,გვიან ვხვდები,უკვე ჩავლილზე,გრძნობა გაციებულზე,რომ ცუდად მოვიქეცი.ახლაც ასე დამემართა.არ მინდა,მაგრამ,ვერ ვერევი თავს.მხოლოდ ერთს გთხოვ,თუ შეგიძლია გამიგე,ამიტანე მაგ დროს,უბრალოდ დამიყვავე,ან შემახსენე,მომიწოდე რომ დავმშვიდდე.არ მომცე უფლება შენგან წასვლის,სანამ გეყვარები…
_ და შენ? შენ გეყვარები სულ?
_ კი,მეყვარები.ვიცი პირობას არ უნდა ვდებდე,მაგრამ უმიზეზოდ ვერ გადაგიყვარებ,მიზეზს,რომ არ მომცემ ეგ კიდევ საიდან ვიცი არ ვიცი,მაგრამ ვიცი._ გაეცინა.
_ აჰა,მშვენიერი._ წარბები აათამაშა ლუკამ._ ანუ ვუბრუნდებით ძველ კალაპოტს ქალბატონო?
_ ნუ კი,_ თვალები ეშმაკურად გადაატრიალა._ შეძლებისდაგვარად.
_ აჰ,შეძლებისდაგვარად მოგხვდება შენ._ გაეცინა ლუკასაც,მერე სერიოზულად გააგრძელა. _ მაგრად მაწყენინე…
_ კარგი,გთხოვ. არეული ვარ… ვიყავი,მაგრამ გპირდები კესოზე აღარ ვიეჭვიანებ,ოფისში მოვედი._ წარბები აწკიპა უცებ ანუკიმ._ მეტი რა გავაკეთო?
_ ხვალ დილის ცხრიდან ოფისში გამოცხადდები,დღეს ჩემთან წამოხვალ და ნუ დანარჩენზეც შევთანხმდებით ნელ-ნელა.
_ ოჰ,დამიგეგმა.
_ რას ვიზამთ,ამჯერად ფორტუნა ჩემსკენ არის.
ანუკიმ ხმამაღლა გადაიკისკისა და ცხვირით გაეხახუნა ყელზე კაცს.
_ მომენატრე.
_ მე უფრო.


***

სამსახურში დაბრუნდა.ყველა დღეს ატარებდნენ ერთად.სამსახურიდან სახლში,სახლიდან – სასეირნოდ მთაში მეგობრებთან,კაფეში,საშოპინგოდ.რაც მეტი დრო გადიოდა ხვდებოდნენ უერთმანეთოდ არ შეეძლოთ ისე მხიარულად დროის გატარება,როგორც ერთად.სიყვარულიც იზრდებოდა.
ნინუცას და ნიკას ქორწილმა ბედნიერად ჩაიარა პირველი შეკრება იყო,სადაც ოფიციალურად როგორც წყვილი ისე წარსდგნენ.
_ ულამაზესი ხარ ანუკი,ამშვენებ ჩემს ბიჭს._ ლოყაზე მიეფერა მაკა._ ნუ რაღა ჩემი,უკვე შენია.
სოსოც იქვე იდგა.მაკას გვერდით.ხელის ჩამორთმევით მიესალმა შვილის რჩეულს და არც მან დაიშურა კომპლიმენტი.
_ შესანიშნავად გამოიყურები ანუკი._ მეორე ხელიც გადააფარა გოგოს ნაზ თითებს.
_ მადლობა,ბატონო სოსო.
_ მგონი დროა სახელით მომმართო,ვფიქრობ მალე დავნათესავდებით._ გაუცინა კაცმა და მორიდებით მიიკრა გოგო გულზე.ლოყები შეეფაკლა გოგოს და იქვე მდგომ ლუკას გადახედა,რომელიც გაღიმებული ადევნებდა მამას თვალს.
მოშორებით ნენე და ანდრო გამოჩნდნენ.ღია ვარდისფერ კაბაში პატარა ფერიას ჰგავდა ნენე.ახლა როცა შვილი გაეჩინა,ცოტა დაქალებულიყო.სოსომ თვალი მოკრა გოგოს და სიძეს.გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. შორიდან შენიშნა ნენემ მამა და ანუკი.ესიამოვნა და თან გულში ტკივილი იგრძნო,მწვავე მოანატრების.მამა ხომ სულ ასე დაატარებდა ხელჩაკიდებულს შვილს.ახლა კი,ახლა უცხოდ შეჰყურებდნენ ერთმანეთს.
მაგიდებზე ადგილები ისე იყო გადანაწილებული რომ ახლგაზრდა წყვილები ერთად იჯდნენ.ნენე,ანდრო,ლუკა და ანუკი ერთ მაგიდასთან იჯდნენ,ლევანი და კიდევ რამდენიმე მათი თანამშრომელი.სოსო და მაკაც მათთან ახლო მაგიდასთან იჯდნენ.
_ მოდი ნეფე-დედოფალს გაუმარჯოს.ეხაროთ ცხოვრებით და ერთმანეთით.დავულოცოთ სიყვარული წყვილს.
ყველამ ერთხმად შესვა წყვილის სადღეგრძელო.
ნაზი ჰანგები გაიშალა დარბაზში.წყვილები საცეკვაოდ გადიოდნენ.ლუკამ ანუკი გაიწვია.მათი სუფრისკენ მიმავალი სოსო დაინახა.
_ თუ ნებას მომცემთ, _ ანდროს მიმართა და ნენეს ხელი გაუწოდა._ იცეკვებ ჩემთან?
წამსვე სიხარულის,ბედნიერების ცრემლები ჩაუდგა ნენეს თვალებში.თავი დახარა,გარშემომყოფებს,რომ არ შეემჩნიათ და მამის გამოწვდილ მარჯვენას თავისი შეაგება.ანდრომ სკამი გაწია და ადგილი მისცა თავისუფლად გავლის ქალს.მშვიდი,ღიმილიანი მზერით გააცილა ცოლი.
მჭიდროდ აიკრა გულზე მონატრებული შვილი და ცრემლი ჩაუდგა თვალებში.
_ ჩემო პატარა._ ძლივს გასაგონი ხმით დაიჩურჩულა._ როგორ მომენატრე,მამიკოს პრინცესავ.მაპატიე რა.
_ მაა…_ ამოისრუტუნა ნენემ და ნაკადულად დაედინა ცხელი ცრემლები._ რატომ მიმატოვე ამდენ ხანს?
არ იყო საყვედური,არ იყო გაბრაზება.გულდაწყვეტილი შვილის სიტყვები იყო.მაკა შორიდან ადევნებდა თვალს მამა-შვილის შერიგებას და ცრემლებით ევსებოდა თვალები.
ანდრო სიამაყით ადევნებდა თვალს მეუღლეს და სიმამრს,გული სითბოთი ევსებოდა,ცოლის ცრემლიანი თვალების დანახვაზე.იცოდა,მალე ეს თვალები იმაზე მეტად იკაშკაშებდნენ ვიდრე დღეს.
_ რა მტირალა ხარ._ ყელში აკოცა გოგოს ლუკამ.
_ გული ამიჩუყდა._ ცრემლნარევი ხმით უპასუხა და თვალი მოარიდა ნენეს და სოსოს._ ნუ ხარ შენ ცინიკოსი.
ჩაეღიმა ლუკას,უფრო მეტად აიკრა გულზე.
_ სულ რაღაცებს რატომ მაბრალებ?
_ არ გაბრალებ ხარ._ ცრემლები შეიმშრალა და ნამიანი თვალები შეანათა ქვევიდან.
_ საერთოდ არ გაქვს უფროსის პატივისცემა._ დანანებით გადააქნია თავი ლუკამ.
_ ჰოო? არადა ჩემს უფროსს რომ ჰკითხო უყვარს პირდაპირობა.
_ არ უნდა მესწავლებინა შენთვის ხეზე ასვლა.
_ გვიანია სინანული.
_ ვატყობ მეც.
თავზე აკოცა.

***

რამდენიმე თვის შემდგე.

_ დე,ორსულად ვარ.
_ რას მეუბნები? _ მაკას სახე გაუნათდა._დედიკოს პრინცესავ,გილოცავ.
სამზარეულოში ახლად შემოჭრილი ნენესკენ გაემართა მაკა და შვილი გულში ჩაიკრა.
_ გილოცავთ დედი,გამიხარდა.
_ რა გიხარიათ,ამ უთენია?_ სოსო შეუერთდა ქალთა ჯგუფს.ნენეს თავზე აკოცა._ სანი სად არის მა? რატომ არ მოიყვანე?
_ ბაღში დავტოვე და პირდაპირ წამოვედი.
_ ბაბუა ხდები ორგზის.
_ ვაა,მამი,ეს როგორი ამბები გვქონია,გილოცავთ მაა.უნდა ავღნიშნოთ.
გაეცინათ მაკას და ნენეს.
_ ჯერ არ დაბადებულა მამა,ადრეა.
_ მერე რაა? უკვე ხომ არსებობს,პაპუჩის მზექალა.
_ რა მზექალა მამა?!_ წამოიყვირა ნენემ.
_ მზე ქალი რაა,რომ ანათებს,ასხივებს.რა იყო?
_ ჯერ სქესი არ ვიცით და რა მზექალა ერთი.
_ რატო რაა ცუდი სახელია თუნდაც მზექალა?
_ აი იმისას დაარქვით მზექალა._ სამზარეულოში შემოსულ ლუკას გადახედა ნენემ.
გაკვირვებული მზერა შეაგება ლუკამ და პირდაპირ მაკასკენ წავიდა.
_ თავი მისკდება.ცხელი სითხე მომაშველე._ სკამზე ჩამოჯდა.
_ რა გჭირს?_ მიუტრიალდა ნენე.
_ დავითი და ქეთი მეორე ბავშვს ელოდებინ,დავლიეთ გუშინ და თავი მტკივა.
_ ყველა ბავშვს ელოდება გარშემო,მაკა ჩვენც ხომ არ გვეფიქრა რამე?
ნენემ ხმამაღლა გადაიკისკისა.მაკას ღიმილი გაეპარა,თან თავი გადააქნია ნიშნად იმისა იუმორი დაუწუნა მეუღლეს.
_ მიდი მამა,მიდი.ოღონდ ბიჭი გვჭირდება ოჯახს გვარის გამგრძელებლად,თორემ ამას ხომ უყურებ დაყიალობს ეგრე.
_ ენაც გეზრდება ასაკთან ერთად ნენე.
_ მართალს გეუბნება,მოიყვანე ის გოგო ცოლად,მაინც ოცდაოთხი საათი ერთად ხართ._მხარი აუბა სოსომ ნენეს.
_ ამათ რა ჭირთ დილიდან დედა?
_ მეც რომ დავეთანხმო?_ მხიარულად შეაპარა მაკამ.
_ ეგრე დედა,კარგი ხარ._ ხელი გაუწოდა მაკას და მაკამაც უმალ ჩაურტყა თითები.
_ ბერდები შვილო,ბერდები._ დაუმარცვლა ნენემ.
_ პატარაა შვილო ჯერ,პა ტა რა.
_ არაფერი პატარა არ არის,ჩემი ტოლია.მე თუ მეორე შვილს ველოდები,ის გასათხ….
_ რაა,_ მშობლებს მოატარა თვალი ლუკამ._ ორსულად ხარ?
_ კი._ თვალები აუციმციმდა.
_ გილოცავ._ ძლიერ მკლავებში მოიქცია ერთადერთი დედმამიშვილი და გულში ჩაიკრა.
_ მიდი,ჩემი მეორე და შენი პირველი მაინც დავამთხვიოთ ცოტა ასაკში ერთმანეთს._ თვალი ჩაუკრა ქვევიდან ძმას. ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა ორივეს.


მაგიდაზე დადებულ კონვერტს დახედა ანუკიმ,რომელიც მისკენ მიაცურა ლუკამ.
_ გახსენი.
_ რა არის?_ გახსნა კონვერტი.ორი თხელი ფურჩელი იდო.ფრთხილად ამოიღო.დახედა.
_ კაი რაა._ თვალები აუცრემლიანდა.კისერზე შემოაჭდო ხელები კაცს._ ლუკაა…
_ მე და შენ,ერთად.რას იტყვი?
მხოლოდ თავი დაუქნია.
_ მადლობა.მიყვარხარ.
_ მე უფრო მიყვარხარ.
_ ნწ… მე.
_ მე…
მსუბუქი დარტყმა იგემა გულში გოგოსგან

***
საფრანგეთი ჟინჟლიან ამინდებს ხასიათი არ გაუფუჭებია ანუკისთვის.მაინც ბედნიერი დადიოდა ყველა ქუჩაზე,ყველა კუთხეში.სხვა ხალისით ავსებდა ფილტვებს,თითქოს ჰაერიც კი ებევრებოდა იმდენად სავსე იყო ემოციებით.
დისნეილენდის ღამის ჩვენებას ელოდებოდნენ წინა რიგებში.ღამის ცას უკვე ანათებდნენ ფერადი შუქები,ფეერვერკები.
_ აი,მიკი და მინი მაუსები._ აჭყლოპინდა პატარა ბავშვივით._ შეხედე დისნეის პრინცესები… რა ზღაპრული ყველაფერი ლუკა. _ ბიჭისკენ მიბრუნდა და მის გვერდით უცხო მამაკაცი დახვდა.გვერდით აბრუნა თავი,იქაც ვიღაც უცხო ქალი ედგა გვერდით.
_ ლუკა…_ გაოგნებული დატრიალდა,რომ მის წინ მუხლზე მდგარ კაცს მოჰკრა თვალი._ ლუკა…
_ მოდი,ვაქციოთ ეს დღე უფრო ზღაპრულად.
_ ღმერთო…_ სახეზე მოისვა გრილი თითები ანუკიმ.
_ ყველა ჩვენ გვიყურებს ანუკი,სანამ სელებრითები გავმხდარვართ იქნებ…_ თავი გვერდზე გადახარა ლუკამ და ჩაეცინა.ანუკის მსუბუქი კისკისი გაისმა.
_ კი,რა თქმა უნდა,კი._ მარჯვენა ხელი გაუწოდა კაცს.ფრთხილად მოარგო ბეჭედი არათითზე.
ოვაციები მოჰყვა წყვილის ჩახუტებას.

***

ტელეფონის ხმამ გააღვიძა ნენე.უკმაყოფილოდ დახედა ეკრანს.მთელი ღამე არ დააძინა პატარა ნიტამ.
_ ჰო…_ რაც შეიძლება ჩუმად უპასუხა ძმას.
_ ნენე,მესამე და პირველი?
_ რა? რა ჯანდაბა გინდა აამ უთენ… რაა?
_ მესამეს ხომ არ დაიწყებდით-თქო და ჩვენს პირველს დაემთხვეოდა ასაკით.
_ ვაიმე…_ ნენეს ხმამაღალი სიცილი გაისმა მთელს სახლში._ ღმერთო,არ მჯერა.რა მაგარია.
_ ბავშვი არ გააღვიძო,ჩუ…_ კარი შემოაღო ანდრომ.
_ მამიდა ვხდები ანდრო,მამიდაააა…
მეორე მხარეს ანუკის ბედნიერი სიცილი ისმოდა.

***

თითები სულ გაყინული ჰქონდა ნერვიულობისგან და ერთმანეთში ისრესდა ხელებს.სახლის კარი რომ შეაღო ლუკამ.
_ აქ ვარ,ნუ გეშინია.ყველაფერი მზად გაქვს?
_ კი.
_ წავიდეთ მაშინ.
სამშობიაროს ფოიეში დახვდათ ექიმი.მაშინვე გაუღიმა ანუკის და ლოყაზე მიეფერა.
_ ნუ გეშინია.მე დამიჯერე და ყველაფერი კარგად იქნება.მამიკო ესწრებით?_ ლუკას მიუბრუნდა.
_ არა...
_ კი…
_ არა,ლუკა._ თავი გააქნია ანუკიმ.
_ კი ანუკი.
_ კარგი, ახლა საბოლოო წონას დავაფიქსირებთ მოვამზადებთ და შემდგომ გაისაუბრეთ კიდევ ერთხელ ამ საკითხზე._ ღიმილით მიმართა ორივეს.

ერთ საათში ეზო სავსე იყო საერთო მეგობრებით და გულშემატკივრებით.
_ ბიჭი იქნება.
_ გოგო.
_ არა,ბიჭი იქნება გეუბნები.
_ ვაიმე,რას მასწავლით გოგოს მუცელი ჰქონდა.ორი შვილის დედა ვარ დამეჯერება.ხო ქეთო?_ ქეთოს გახედა ნენემ.
_ მეც გოგო მგონია ნენე.
_ აი,ესეც მე ვარ?! დაგვიჯერეთ რაა.
_ მე მაინც ბიჭი მგონია,მომავალი ჩემი ნათლული._ არ ჩერდებოდა პაპო.
_ პაპო,დამშვიდდი.გოგოსაც მოგანათლინებენ.შეიცვალა ახლა კანონი._ დასცინა თაკომ.
_ რას ჯვარს გვაცვეს მაგათაც,გაეგოთ სქესი მთელი ცხრა თვე რანაირად ითმინეს?!_ აჰყვა თენგო.
_ თქვენ არ მოითმინოთ და გაიგეთ თქვენს შვილებზე._ გაეპასუხა ციცი._ სადაც ამდენი ორი საათიც მოითმინეთ და გავიგებთ.

_ გტკივა?
_ ახლა აღარ._ წვეთოვანს მიადევნა თვალი ლუკამ.
_ გეშინია?
_ მგონი კი.
_ ვიქნები რაა.მეც მინდა ვნახო ჩვენი პატარა პირველივე წამებში.
_ არ მინდა მნახო ამ მდგომარეობაში.
_ რა მდგომარეობაში?
_ აი,მეც რომ არ ვიცი იმაში._ გაეღიმა ანუკის.
_ გინდა მაკა ამოვუშვა,ან ნენე?
_ არა.
_ არც მე?_ გულდაწყვეტილმა იკითხა კაცმა.
_ კაი,შენ დარჩი.
_ მადლობა._ შუბლზე აკოცა.
პატარა მელანია გოგრიჭიანი მოევლინა იმ ღამით ქვეყანას.

***
ბორჯომში,იმ აგარაკზე იყვნენ შეკრებილები მეგობრები,რომელიც ანუკის ძალიან მოეწონა და ლუკას ურჩია შეეძინა.მაინც იყიდა საყვარელი ქალის გულის გასახარად და ზუატად ისე შეუნარჩუნა ძველი იერსახე,როგორსაც ანუკი ისურვებდა.მელანიას დაბადების ნიშნად აჩუქა ცოლს დასრულებული და მოწყობილი.
სუფრას უსხდნენ უკლებლივ ყველა ნინუცას და ნიკას ჩათვლით.
_ ადამიანი ადამიანისთვის ხიდია.მე ჩემი ხიდი ვიპოვე.ვიპოვე ცოტა გვიან სხვებთან შედარებით,ალბათ იმიტომ რომ გვიან გამიჩინეს მისმა მშობლებმა._ გაეცინა და ჭიქა შეისწორა ხელში._ მინდა ჩემი ცხოვრების ორი უმშვენიერესი ქალბატონი დავლოცო.თქვენ გაგიმარ
ჯოთ.
მეუღლეს მოხვია ხელი, რომელსაც ხელში ეკავა პატარა მელანია შუბლზე აკოცა ცოლს.
პატარა მელანია ნენეს გადასცა ხელში ანუკიმ და ჭიქის შევსება სთხოვა მეუღლეს.
_ გეთხოვები სასმისს,შენი ნებართვით._ გაუღიმა და მეგობრებისგან შემდგარ სუფრას გადახედა._ სწორი იქნება ვთქვა მან მიპოვა. მიპოვა ჩაკეტილი,ჩახერგილი.მერე ნელ-ნელა გამათავისუფლა,შემომაძარცვა ის ეკალ-ბარდები რაც სხვებსაც გზას უხერგავდა და მეც არ მაძლევდა მოძრაობის სააუალებას.ნაბიჯ-ნაბიჯ აღმადგინა,გამამთელა და მომცა საშუალება მეწამა საკუთარი თავის,საკუთარი შესაძლებლობების.
ლუკა,შენ რომ არა,ჩემი ცხოვრება დაინგრეოდა.წამლეკავდა ნებისმიერი სხვა,ბევრმა არ დამაკლო._ ამ სიტყვებზე ჩაეღიმა._ მაგრამ შენ… მადლობა უფალს,რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი და შემამჩნიე.მადლობა,რომ მასწავლე მიმღებლობა საკუთარი თავის თუ სხვისი,მასწავლე სიყვარული,მასწავლე მიტევება.მიტევების გარეშე ცხოვრება ძალიან მძიმეა.დაიხსომეთ მეგობრებო და მიუტევეთ ერთმანეთს,საკუთარ თავებს და სხვებსაც,თორემ თავად გაგტანჯავთ მიუტევებელი გრძნობები.მიყვარხართ ყველა.



დასასრული




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent