ხუთი წამი (თავი 13. დასასრული!)
გამარჯობა! ეს დაგვიანებული და ბოლო თავი.
ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ვინც კითხულობდით, ვინც თვალს ადევნებდით, ვინც კომენტარებით მახარებდით და მოტივაციას მაძლევდით! იმედია, თქვენი მოლოდინები გავამართლე და თქვენთვისაც სასიამოვნო დასასრული იქნება. გამიხარდება თუ თქვენს ემოციასა და რჩევას გამიზიარებთ, ნებისმიერ დროს. როცა არ უნდა წაიკითხოთ, ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის თქვენი ნებისმიერი შეფასება... მადლობა კიდევ ერთხელ♥️♥️ .... მთელი გზა ჯიუტად არ გაეხადა ნიტას კაბა, უტას კოსტიუმი მოეცვა სველზე და მანქანის გათბობას ეფიცხებოდა... - ელვა გამიხსენი თუ შეიძლება, ვერ ვწვდები — ფეხსაცმლის გახსნისთანავე ცქვიტად გავიდა მისაღებ ოთახში, უტას მოსაძებნად და ჩამოუდგა ზურგით... - ახლა განსაკუთრებით მინდოდა მე გამეხადა ეს კაბა შენთვის — მიაკრო ტუჩები ყვრიმალებზე, დახედა მაცდური ღიმილით - აბაზანაში შევდივარ, კაბას ჩემით გავიხდი — შეუყოვნებლად შეხედა როცა ალავიძემ ერთი ხელის მოსმით გახსნა ელვა და ადგილს მოსწყდა... დიდხანს იდგა ჭავლის ქვეშ ქებაძე, სიამოვნებდა თბილი წყალი სიცივეში, ლაღი და გულგახსნილი იყო, სადარდებელის გარეშე უხერხულადაც კი იყო რაზეც ეღიმებოდა, ზედმეტი ფიქრის გარეშე სრულად გააყოლა წყალს მცირედი ნეგატივიც, შიშველ სხეულზე მოიცვა ხალათი, მოიხვია პირსახოცი თმაზე და ღიღინით გამოვიდა აბაზანიდან... - მეგონა დღეს აღარ აპირებდი გამოსვლას — ოთახში გასულს დახვდა ალავიძე წელს ზემოთ შიშველი გადაწოლილიყო საწოლზე და ჩართულ ტელევიზორს უყურებდა - ახლა ხომ ხედავ რომ აქ ვარ ? — გაიღიმა მცირედ ნიტამ და ტელევიზორს გახედა - რას უყურებ? - თვითონ გადის რაღაც დებილობა, - საინტერესო დებილობაა — გაეცინა ქებაძეს და წამით მოჰკრა თვალი მსახიობებს, როგორ მონდომებით დაწაფვოდნენ ერთმანეთის ტუჩებს, - სწორედ ამიტოა დებილობა, ყოველ მეორე წუთში კოცნიან ერთმანეთს და ამის მეტს ვერც გასცდნენ, — უკმაყოფილოდ წამოიჭრა ფეხზე და დააკვირდა კარადასთან მყოფს, მზერით, რომ ეძებდა სასურველ სამოსს, გაეღიმა შემდეგ, - შენ თუ ასწავლი მხოლოდ, რის მერე რა უნდა გააკეთონ — არაფერი უთქვამს უტას მიუახლოვდა - ასეთი ლამაზი არასდროს მინახიხარ! — როგორი დამაჯერებელი და მტკიცე იყო იმ წამს ალავიძე, ფართოდ გაეღიმა ნიტას და მისკენ თამამად შეტრიალდა, - სასიამოვნოდ ჟღერს — სცადა აევლო გვერდი უნებურად მოჰკრა თვალი ისევ ტელევიზორს, ინტიმური სცენა რომ გადაშლილიყო თვალნათლივ, - აი მგონი, გაიგეს შენი ხმა — გაეცინა და უხერხულობისგან დაიწყო პულტის მოძებნა, გააჟრიალა წამით, იმდენად მკვეთრად ისმოდა ქალის სიამოვნებისგან ამოსული ბგერები, რომ ყოველ მის ხმაზე იხორკლებოდა თავად, სირცხვილისგან დაბნეული ეძებდა უშედეგოდ - საერთოდ რატომ უყურებდი ასეთ ფილმებს? სად არის პულტი? — უკმაყოფილო მიტრიალდა მისკენ, წამით შეკრთა უტას რომ შეჰხედა, როგორ მოწყურებული ვნებით სავსე უყურებდა იმ წამს, გული აუჩქროლდა ქებაძეს. - მგონი ჯობია ოთახიდან გახვიდე — გადაყლაპა ხმაურიანად ნერწვი ნიტამ და დააკვირდა როგორ მიუახლოვდა ალავიძე, დაიწია უკან უნებლიეთ ღიმილით დახედა მის უკან გადადგმულ ნაბიჯს უტამ, - უკან რატომ იწევ ხოლმე? - იმიტომ რომ შენ მოიწევ წინ! უნდა გამოვიცვალო ოთახიდან გადი, — დახარა თვალები მოკრძალებულად, სირცხვილისგან ვერ შეაჩერდა თვალებში აბნევდა ალავიძის მოწყურებული მზერა, მთელი არსებით რომ უმზერდა და ისეთი ცეცხლი მოეკიდა ნიტასთვისაც გადაედო, გრილოდა მაგრამ მას მაინც ძლიერად დაბერვოდა ვენები მკლავებზე სიცხისგან, თითქოს ერთიანად მოზღვავებოდა ძალა... მისწია ნიტა თავისკენ, დაიწია მისკენ და მიაკრო ლოყაზე ტუჩები - დაგეხმარები... — დაიჩურჩულა იქვე, ფრთხილად ინაცვლა ნიტას ბაგეების წინ და გაშმაგებით წაეტანა, - მმმმ — აზმუვლდა ნიტა, - არც გაბედო!.. მომშორდი... - ახლა ნუ გამწირავ ქებაძე! — ვედრებას გავდა უტას ტონი, მისი გმინვა ნიტას ტუჩებთანვე, - უტა... — აერია თვალები ქალს, ყელზე რომ იგრძნო უტას სველი კოცნა და გადასწია თავი უნებლიეთ, - რატომ ჩაეხუტე რატის და მე არა? — დაიჩურჩულა ნიტას ყურებთანვე, ძლიერად წაავლო წელზე ხელი და ერთბაშად გააწვინა ქალი საწოლზე, მოექცა ზევიდან და ჩააჩერდა მის თვალებს წამით, - რატომ გადაეკიდე? ხომ იცი რომ უზომოდ მიყვარს - მეც ხომ გიყვარვარ? — მიუყვებოდა კოცნით მის ლავიწებს მიიკვლევდა გზას და თანდათან ახწევდა ნიტას ნეტარებამდე, - მიყვარხარ... — მეტის თქმის საშუალება არც მიუცია მისთვის დაეწაფა მის ტუჩებს, ისე შეუხსნა ხალათი მის ტუჩებს არ მოშორებია, ისე სწყუროდა ნიტა, წყალივით სურდა, - უტა! დედა მოვა გაჩერდი — ამოილუღლუღა გაჭირვებით, მკერდზე რომ დააცხრა ალავიძე. ხელით და მერე ბაგეებით ეალერსებოდა გაშიშვლებულ კანს, შეაცურა ხელები გადახსნილ ხალათში და ერთბაშად შემოძარცვა ქალი, უნდოდა ხელით დაეფარა სიშიშვლე, მაგრამ გრძნობდა უტას აღფრთოვანებას მის მგზნებარებას, მხოლოდ თვალები დახუჭა, რადგან დაეძლია ბუნებრივი სიმორცხვე. გული ისე უცემდა თავადვე ეგონა საგულედან ამოუხტებოდა. შიშველ სხეულს კოცნით დაუყვა უტა, ჭიპს ჩაცდა და მცირედ უკბინა ქალს, მცირედ დაიკვნესა ქებაძემ და მთლად გადარია კაცი, სიამოვნების მორევში იძირებოდა და ერთადერთი რაც შველოდა, მის მხრებს ეჭიდებოდა, რომ გრძნობების ქარბობალას არ ჩაეთრია უფსკრულში. - როგორი ლამაზი ხარ რომ იცოდე — დაუბრუნდა ქალის ტუჩებს ისევ, - საოცრება ხარ ნიტა! — ჩასჩურჩულა ყურთან და დაეკონა მის ლავიწებს, - გაჩერდი!.. — დასცდა ნიტას ბაგეებს მტკიცედ, მაშინვე შეწყვიტა კოცნა უტამ, ზედ მოქცეულმა შეხედა, წამით ჩააჩერდა თვალებში, - არ შემიძლია... არ ვარ მზად — სუნთქავდა ღრმად და არეულად ნიტა, აცახცახებული ხმით ჩააჩეერდა ალავიძეს და ცეცხლი მოეკიდა, როცა უტას მშვიდ სახეს წააწყდა, თითქოს უკიდურესი სიამოვნებისთვის არ მოეწყვიტათ ახლა, მხოლოდ ვნებითა და სურვილით იმზირებოდა იმ წამს, ჩანდა, როგორ სწყუროდა ქალი. არაფერი უთქვამს თმა გადაუწია ყურსუკან, მშვიდად დახედა და გვერდზე გადაწვა, დააკვირდა ნიტა, როგორ დაემორჩილა ეს ჯიუტი კაცი მარტივად და თითქოს ინანა კიდეც, გაუშტერა ჭერს თვალი, სუნთქვის დარეგულირებას მოჰყვა, შემდეგ გადახედა უტას, დააკვირდა გვერდზე გადაწოლილს ჭერისთვის აეხედა და სუნთქვას ირეგულირებდა ისიც, ხარბად დააჩერდა მის წელსზემოთ შიშველ სხეულს, დააკვირდა ალავიძის ვენებ დაბერილ მკლავებსა და კისერს ძარღვები რომ დაბერვოდა ზედ, სურვილმა შებოჭა ეკოცნა იმ წამს, მეტად მოუნდა უტა, როცა მისგან ძალდატანება არ იგრძნო, მეტად გათამამდა თითქოს, გაეღიმა უნებურად დაუსვა თითები მის კისერზე დაბერილ ძარღვებს და უტას მშვიდმა მზერამაც არ დააყოვნა, შეხედა თვალებში თითქოს იქიდან ამოიკითხავდა რას ერჩოდა ეს ქალი, მიიწია ნიტა მისკენ და მცირედ მიაკრო ტუჩები ყელზე, უტას გაცურებული ხელიც მაშინვე იგრძნო წელზე, - ამდენი ნებისყოფა არ მაქვს ნიტა... — თითქოს შეევედრა, - ვნახოთ... — დაიჩურჩულა მის ტუჩებთან და თავადვე აკოცა, კოცნაშივე გაეღიმა ალავიძეს, ფრთხილად დაუსვა თითები პრესზე ნიტამ ჩააცურა მის შარვლის სათავესთან და თავადვე შეუხსნა ცქვიტად, აჰხედა ქვევიდან და დაუკმაყოფილებლად აკოცა ტუჩებზე, გააკანკალა ალავიძეს, ძლიერად მოჰხვია წელზე ხელი ცქვიტად საწოლზე გადაწვენილს კი თავად მოექცა ზედ, გაშმაგებული დააცხრა მის ტუჩებს და კისერში ჩავლებული ხელით თანდათან იზიდავდა ქალს თავისკენ, წამები დასჭირდა, კაცს. გათავისუფლდა უკანასკნელი ნაჭრისგანაც და კიდევ ერთხელ აკოცა ქალს - დარწმუნებული ხარ? — შეჩერდა ისევ, მხოლოდ ღიმილით დაუკრა თავი ნიტამ. ცეცხლივით სწვავდა კაცის თითოეული შეხება, ხან მკერდზე დააცხრებოდა ალავიძე, ხან კისერს უკოცნიდა, ხან მის ბაგეებს ... თითოეული წერტილი შეესწავლა და მიესაკუთრებინა. გონება ლამის მთლიანად გაეთიშა ნიტას. თვალებ არეულს დასცდებოდა სიამოვნებისგან გამოწვეული ხმა და კიდევ მეტად აღაგზნებდა ალავიძეს. მიენდო ნიტა მის თითოეულ ქმედებას და სიამოვნების მორევში ჩაიძირა... სირთულეების გადალახვის შემდეგ, მოხდა ის რასაც გულით ელოდა ყველა... კახეთი... - ჩემთან.., ჩემთან — თითქმის იჩურჩულა ქებაძემ, ღიმილით დაუძახა თოვლივით თეთრ ცხენს, რომელიც დაძახებაზე შორიდანვე ერთბაშად გაექანა მისკენ, მოხდენილად საოცარი სილამაზით, აიქნია ლაღად თავი და გამოიქცა ნიტასკენ ყეფით აედევნა შორიდან ალავიძეს ძაღლი და ფეხებში ლამის შეუვარდა თეთრ რაშს, მორბოდა გადათეთრებულ მინდორზე ოპუსი და ტოვებდა ფეხის კვალს, ასევე გაფაციცებით მოჰყვებოდა ტობი, აეკლო მინდორი ყეფით ლაღად გამორბოდა ნიტასკენ თითქოს ეჯიბრებოდა ოპუსს, პირველი სურდა რომ მისულიყო ნიტასთან, გაებადრა სახე ქალს დააკვირდა სანუკვარ სანახაობას, შიშველ ხეებს თოვლის ფიფქები ფარავდნენ, შემორჩენოდა ტოტებს თოვლი და შიგადაშიგ ჩამოცვივდებოდა ხოლმე, სიმშვიდე იყო, იმდენად საოცარი იდილია რომ შორს დავარდნილი ფიფქის ხმასაც გაიგონებდით, ზღაპარს გავდა გადათეთრებული მინდორი შორს რომ თეთრად შეფერილი ხეები ამშვენებდა და მათ ფონზე ორი საოცარი ადამიანის პირველი მეგობარი მოიწევდა თავად ნიტასკენ, - მოდი ჩემთან, მოდი... — მიეფერა მაშინვე შუბლზე როგორც კი მასთან შედგა ცხენი, ჩაეხუტა მგზნებარედ სიცივეში თბილს და ორ ფეხზე დამდგარ ტობის დასწვდა სიცილით - შენც გინდა ონავარო?! — მიეფერა მასაც... აკვირდებოდა შორიდან სავაში, იღიმოდა ყურებამდე, იღიმოდა გაუაზრებლად, ძალიან ლამაზი იყო ქებაძე, გაშლილი თმა სწვდებოდა საჯდომს უფარავდა წვრილ წელს, თეთრი გრძელი კაბა ეცვა ქალს, მაგრამ საოცრად უხდებოდა ამ უკანასკნელს, სავაშიც უნებლიეთ მოხიბლულიყო იშვიათი და მისთვის უცხო სურათით... აკვირდებოდა ნიტას ამ სიცივეში რომ ასეთ სითბოს ასხივებდა, ეს სამი კი ერთად იმდენად თბილები იყვნენ ერთმანეთის მიმართ რომ თოვლიც კი იწყებდა ლღობას... - ნეტავ სად არის შენი პატრონი... — ჩაფიქრიანდა უნებლიეთ და მიმოიხედა ირგვლივ თითქოს ეძებდა ვინმეს, უმალ მიიმალა ხის უკან სავაში, რომ არ დაენახა ნიტას, იცოდა მოერიდებოდა და ვეღარ ნახავდა ამ ლაღსა და ნამდვილ სანახაობას... წავიდა წინ, ღიმილით დაუგდო ყური როგორ სასიამოვნოდ ჭრაჭუნებდა ნაბიჯებზე თოვლი... - ჩვენც ხომ არ გავიპაროთ? — გაეღიმა გამოხედა ოპუსს, ისე ააქნია თავი ცხენმა დაეთანხმა თითქოს ნიტას, ისიც აღარ დაფიქრებულა, უნაგირიც არ მოუბავს მისთვის, რიდით მიმოიხედა ისევ, შეამოწმა უყურებდა თუ არა ვინმე, საჯინიბოდან დაბალი სკამი გამოიტანა, გამოაყოლა ლაგამი და სხარტად წამოაცვა, სკამზე ასული კოხტად შემოაჯდა ნებიერსა და დამყოლ ცხენს... შეცბა სავაში, შეეშინდა არ ჩამოვარდნილიყო უუნაგიროდ, მოინდომა კიდეც გასულიყო, მაგრამ რაღაცამ არ მისცა უფლება თითქოს, აინტერესებდა მაინც რას იზამდა ნიტა, ეს უკანასკნელიც ისე კოხტად შემოჯდა, ისე სხარტად მოაბრუნა ოპუსი, რომ წარბები უნებლიეთ აწკიპა კაცმა, - აბა ტობი? შენც მოდიხარ? — გაუცინა ხმამაღლა, სასაცილოდ შედგა ორ ფეხზე ძაღლი, - ოხ შე მაწანწალა... დაგვეწიე! — დასძინა და ერთბაშად მოსწყვიტა ცხენი ადგილს... განცვიფრებული გამოვიდა სამალავიდან კაცი გააყოლა თვალი წინ გაქროლებულ ქალს, ყეფით რომ მისდევდა ტობი, შორ მანძილზე გრძელ ჰორიზონტზე მოჩანდნენ გაქცეულები და თანდათან პატარავდებოდნენ... ნეტავ სად წავიდაო გაიფიქრა კაცმა, ინანა შემდეგ. შეეშინდა რამე არ მოსვლოდა, არ დაკარგულიყო, ან კი სიცივეს არ შეეწუხებინა კაბით წასული, გააყოლა თვალი გაოგნებულმა და როგორც კი თვალს ამოეფარა, მეცხოველეობას შეუდგა.... ანათებდა ტყე, გათეთრებულიყო ყველაფერი, ალაგ-ალაგ ცვიოდა ხის ტოტებიდან თოვლი, ჩამოვარდებოდა მძიმედ და ხმით დაეტყეპებოდა ძირს, გახედავდა ხოლმე ნიტა ხმაურზე, ისე ნელა მიიწევდნენ ტყეში თითქოს მიიპარებოდა ცხენიც, კმაყოფილებითა და აღფრთოვანებით აცქერდებოდა ნიტა ბუნებას, გადათეთრებულ ახლო-ახლო მდგარ ხეებს, ამ საოცარ ჯილდოს და მიიწევდა წინ შეუჩერებლად... მინდორზე არ გასულა ნიტა ტყე-ტყე მიიწევდა წინ მინდორის პირას მყოფი, მათი ფეხების ხმა სხვა შრიალმა რომ ჩაანაცვლა, ცხენი ადგილზე გაყინა ქებაძემ, ტობის გასაგონად ამოთქვა გამაფრთხილებელი ბგერები "ჩჩჩჩ" ტობიმ თითქოს გაიგო გაქვავდა ისიც. მკრთალად გაიგეს რაღაც უცნობი ხმა, მაგრამ ამავე დროს ნაცნობი, გარეულ ფრინველს რომ ეკუთვნოდა, წავიდა ნიტაც ხმის მიმართულებით და გაჰყავ ტობიც, წამით შეყოვნდა რაღაც იპოვა გზად და მისი ყნოსვით დაკავდა, ჩამორჩა ქებაძეს, სხარტად ჩამოხტა ნიტა ცხენიდან კაცის ხმა რომ მოესმა და ქურდივით გაიკვლია ტყის ნაწილი, ბუჩქს ჩამოშორდა და ხეს ამოეფარა, მალულად გახედა მაღალ სხეულს, გაეღიმა მისი ქმარი რომ ამოიცნო და შეხედა მის ხელში მოთავსებულ იარაღს, სრულ მიზანში რომ ამოეღო, ჰაერში საკმაოდ მაღალზე წრეზე მფრინავ, გარეული ფრინველი, ქვევით ელოდა ალავიძის ბრეტონი, ელოდა ერთ გასროლას და საჩქაროდ მიეჭრებოდა ფრინველს პატრონთან მისატანად, წარბები უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ნიტამ, დააკვირდა რა ლამაზად დაფრინავდა წრეზე ეს განსხვავებული ფრინველი მას კი მისი მოკვლა ჰქონდა გეგმაში, სხარტად შეკრა ნიტამ სქელი, დიდი თოვლის გუნდა, ჩუმად მიიწია მისკენ ამოეფარა მსხვილ ხეს და მოუქნია უტას თოვლის გუნდა, რომელიც პირდაპირ კეფაში მოხვდა, შეცბა კაცი, ცქვიტად გახედა მიმართულებას საიდანაც გუნდა მოხვდა, ფხუკუნით ამოფარებოდა ნიტა ხეს და ცალი თვალით უთვალთვალებდა დაბნეულს, ძებნას მოჰყვა ალავიძე ნიტა კი ქურდივით მიიპარებოდა, ამოეფარებოდა ხოლმე ხეებს... ფხუკუნით მიეკრო ზურგით მსხვილ ხეს, ახალ სამალავს რომ მიაგნო და ჩუმად დაიწყო სუთქვა, ფრთხილად გაააპრა მალული მზერა ხიდან, ცალი თვალით დაზვერა სივრცე და სიცილითა და კმაყოფილებით მოტრიალებულს თავზე ჩამომდგარი სხეული რომ დაინახა შიშისგან შეკივლა, ერთბაშად წამოხტა ინსტიქტურად და სირბილს მოჰყვა... ახარხარდა ალავიძე დააკვირდა გაქცეულს, თითქოს მანიაკი დასდგომოდა თავზე და თავადაც აედევნა გაქცეულს, გახედავდა ნიტა შიშით შესამოწმებლად, რამდენად მეწევაო და მეტად რუდუნებით ცდილობდა სწრაფად გაქცევას, მეტი აღარ შეეძლო მძიმედ გარბოდა სქელ თოვლში ისედაც ეფლობოდა ფეხები ღრმად, ამოეფარა ხეს აქოშინებული და სირბილითვე ჩამოუდგა წინ უტა, მოაქცია ხესა და თავის შორის დაღლილი ქალი, სუნთქავდა ღრმად ისიც დაღლილი, უყურებდა ნიტას და ეღიმებოდა... - რა გიყო ნიტა? — მიაბჯინა შუბლი შუბლზე წამით, დუმდა ქებაძე. მოისვა ალავიძემ კეფაზე ხელი და ჯერ ისევ შერჩენილი თოვლი ამოიყარა, ანიშნა ნიტას საქციელზე თუ რა ჩაიდინა, - მგონი ღირსი ხარ თოვლი მიირთვა არა? - ოჰ! ჰო! ჰო! ჰოოო! — მკაცრი ირონიით გადაიხარხარა ქალმა, გადააქნია თავი, - რატომ ხარ აქ? და რატომ გაცვია ასე?! — მკაცრი გახდა ალავიძე - შენ რა გინდა აქ? - უბრალოდ გამოვედი — აიჩეჩა მხრები - რა დამთხვევაა, — გაუღიმა ნიტამ - როგორ მოხვედი? — გაოცდა ისევ, ნიტას გაეღიმა, ისე დასტვინა, თითქოს მთელი ცხოვრება ამას აკეთებდა ნახირში, გაეცინა ალავიძეს, ეს ჟესტი ნიტასგან არასდროს ენახა, ღიმილით უყურებდა ნიტა ხეებს შორის გამოქცეულ ძაღლსა და ცხენს, უტა კი ისევ ნიტას აცქერდებოდა აღფრთოვანებით, ანიშნა თვალით ქალმა და შემდეგ შეხედა მანაც, - ოპუს?... ტობი შენც აქ ხარ? — მიეფერა ძაღლს, საჩქაროდ რომ შეახტა კალთაზე, - ახლა ვფიქრობ და მეშინია, ეს ვინ მოვიყვანე ცოლად? ცხენს უნაგირი არ აქვს როგორ ახვედი?.. ყველაზე რთული ცხენი დაიმორჩილე და თავი შემაყვარე მე!.. ეს როგორ მოახრხე ქებაძე? - თვალებში რომ ჩაგხედე ჯერ კიდევ მაშინ მანიშნა გულმა რომ ეს შენ იყავი, — გაეღიმა ქებაძეს, არაფერი უთქვამს უტას, ქურთუკი გაიხადა და მოაცვა ნიტას, ისიც ერთბაშად ჩაიკარგა მასში, მხოლოდ თვალებიღა უჩანდა, ელვა რომ შეუკრა, ღიმილით აკოცა შუბლზე, - უტა შეგცივდება, - სახლში წასვლის დროა — მოჰკიდა ქალს წელზე ხელი, ასწია და სხარტად შემოსვა ცხენზე, - ბუცეფალი სად არის? — იკითხა ნიტამ ალავიძის შავი რაში რომ ვერ შეამჩნია, - ჩემს იარაღს დარაჯობს, - მე ვფიქრობ, რომ სხვა რამესაც — შეკრა კოპები ნიტამ და მკაცრად დახედა, - ნუ გამიბრაზდები, სახლში წადი და მეც აგედევნები — აკოცა ხელისგულზე თბილად, - ტობი ხომ წამოხვალ? — დახედა ჩვეულად ძაღლს ქებაძემ, ძაღლმაც სასოწარკვეთილმა ახედა პატრონს, არ ეყო ეს ნავარდობა, - ოხ შე მაწანწალა, — გაუწყრა ნიტა - წამოხვალ ტობი თუ არა? — ჰკითხა ისევ ყოყმანი, რომ დაეტყო წკმუტუნში ძაღლს და ნიტას გამეორებულ სიტყვებზე სასაცილოდ შედგა ორ თათზე, - შეხედე შენ! — ჩაიქირქილა ალავიძემ ღიმილითა და განცვიფრებით, - " სიყვარული დედამიწას ატრიალებს" ... ალავიძე — ჩაუკრა თვალი უტას ქებაძემ და მოსწყვიტა ცხენი ადგილს. დატოვა კმაყოფილი, მოხიბლული და კიდევ მეტად დაინტერესებული ალავიძე, მიხვდა იმ წამს, ბევრი რამ არ იცოდა ამ ქალში, ბევრი ისეთი რამ რაც განსაკუთრებულ დღეებში გააჩნდა ნიტას და კიდევ მეტად დააინტერესა მისმა ცოლმა, კიდევ მეტად მოაწონა თავი.... .... დილას მზის სხივები შემოჭრილიყვნენ ფანჯარაში, უძალო, რბილი, თბილი ყოვლისმომცველი ნათელით იმზირებოდა მზეც და შეძლო კიდეც ნიტამ შეეხედა ამ სინათლისთვის... დილაადრიან შემოედო რკინის მოზრდილი გობი თეძოზე, უკან გაეკრა თავშალი და თონისკენ დიდი რუდუნებით მიემართებოდა... ჩაუკიდა ცეცხლს, მოაძლიერა და კიდევ დიდხანს ახურა, სულ ღიღინითა და სიამოვნებით გადაშალა მაგიდაზე დასაფენი ქაღალდი, მოაფრქვია ფქვილი და ზომიერი ნაჭრის გუნდები სხარტად ამოხელა... მოანელა თორნე და მიმოალაგა კრამიტები ზედ, შემოწმინდა და უკვე დაჭრილი პურების ამოკრობას შეუდგა, ისე ლამაზად მოაკრა სამი წრე თითქოს მთელი ცხოვრება ეს ეკეთებინოს, არ დაუკლია ცხოვრებაში, მაგრამ არც დავიწყებია, საოცარი ხელი ჰქონდა ქებაძეს... ის ის იყო ბოლო წრეს მისდგომოდა კარი ნინომ შეაღო და სახეზე ფერები ეცვალა, მაშინვე თავზე იტკიცა ქალმა ხელები, - ღმერთო შენ მომკალი!.. ამას რას ვხედავ! ჩემი სიკვდილი! — შეშფოთდა ქალი და ლოყებ აწითლებულს მიაჩერდა გაკვირვებულს, რომ ამოეყო თონიდან თავი, გაეღიმა მცირედ - რას ამბობთ ნინო ბიცოლა?! თქვენს სიცოცხლეში შაქარი არ გიჭამიათ?.. — გაეღიმა ქებაძეს - რა დამატკბობს გოგო ახლა მე?, მანდ რა გინდა? ხელები მაჩვენე! გლიცერინი წაისვი! ნუ გადამიყვან ჭკუიდან! - კარგი ახლა, პირველად ხომ არ ვაკეთებ?! — დაიწუწუნა ამოაკრო ბოლოც და გასწორებულმა მძიმედ მოისვა შუბლზე ხელი... - შენ შემიცოდე ღმერთო! მომკლავს ალბათ უტა, - კარგი რა? როდის იყო უტა ასე მკაცრი შველა რომ გჭირდებოდა? — შეიცხადა ღიმილით, ალმაცერად დახედა ქალს, - შენ რა გგონია? მე მესიამოვნა შენი აქ დანახვა? ასეთ მდგომარეობაში?! - საქმეს ხომ ვერ მომწყვიტავთ? აბა ხომ არ ვიჯდები ასე ტყუილად? - შეხედე შენ!... — არ მოეწონა შეპასუხება ქალს - შენ ხომ გაქვს შენი საქმე ზემო ალვანის სკოლაში? მიხედე იმას! - მივხედავ მაგრამ აქაც მინდა, დრო ბევრი მაქვს ნუ გამთქვამ რა ნინო ბიცოლა, - იგივეს გაიმეორებ და კიც მომიშლი ნერვებს, - მერე რა მოხდა?! - არ შეიძლება დედა არა! ახალგაზრდა გოგო ხარ, ყვავი ვარდივით, რა ლამაზი ხარ, რატო ისპობ თავს შვილო? ან ამ დროს, შენ მდგომარეობაში! თავს რატომ არ უფრთხილდები?! გგონია კარგია ამ მხურვალ თონეში ჩაყუდება? თავს გაუფრთხილდი ჩემო გოგო, შენზე კარგი არც გვყოლია ამ მამულში ისე უნდა გაგიფრთხილდეთ ნიავი ვერ მოგწვდეს, - ჩვენ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ოჯახში ბევრნი ვართ, ხან მე ჩავაჯენ ხან შენ, ათასში ერთხელ ხელი გავანძრიო დიდი ამბავი, რისთვის მეჩხუბები თუ ხვდები? - ვინ არის ეს ჯიუტიიი — ამოიტირა ქალმა, წაივლო სასოწარკვეთილმა თავზე ხელები მიეჭრა თონეს და სანამ კი ნიტა მას ევედრებოდა, ბოლო კრუგი თავად ამოაკრო, ამოაწყო კრამიტები თან და ისევ ჯიუტად ემუქრებოდა ნიტას, - თონეში შენს ამოწვას არ ვაპირებ უტას ვეტყვი მე ამას — საჩქაროდ წაიწია კარისკენ, ცქვიტად ჩაუხტა წინ ქებაძე - არა! არა!... მოიცა, არა... — შეაჩერდა ინტერესით შემოირტყა დოინჯები მენჯებზე ნინომ და დაელოდა კიდეც გონივრულ აზრს ნიტასგან - მაქსიმალურად მოვერიდები ყველაფერს მძიმესაც, რთულსაც და ასე შემდეგ, - მპირდები? თუ... - არა მართლა! მომკლავს უტა, რომ გაიგოს, ძალიან გამიბრაზდება... - რაზე გაგიბრაზდები? — დაბოხებულ ხმაზე ფერები ეცვალა ნიტას, თვალები ერთბაშად გაუფართოვდა, გაიყინა, გაქვავდა ძეგლივით წამით, დახედა ნინოს შიშით, რომ არ გაეთქვა და უტასკენ არ გაუხედავს, ვერ შეტრიალდა უკან, შეევედრა თვალებით არაფერი ეთქვა ნინოს მაგრამ არც მისი მზერა აიმედებდა ნიტას, - ნიტა შენ გეკითხები... — მიუახლოვდა ქებაძეს და შეატრიალა თავისკენ, ისე ანერვიულდა ნიტა თითქოს შუბლზე იარაღი მიებჯინა ვინმეს, - ...რომ ისევ გამოგეპარე, ადრე გამეღვიძა და მეზარებოდა წოლა, როგორ მიხვდი რომ აქ ვიყავი? - კვამლი ნიტა... კვამლი ადის გარეთ, - უი, ხო მართალია, — დაიბნა წამით, მიეფერა ალავიძე სახეხე ნაზად, მუცელზე მიეფერა ფრთხილად - ცუდად ხომ არ ხარ? საწოლში რომ არ იყავი მეგონა ისევ გული გერეოდა, - არა კარგად ვარ მართლა, უბრალოდ ადრე გამეღვიძა ეს იყო და ეს, - თუ სუსტად ხარ დაწექი ისევ კარგი? - უტაა, გთხოვთ გეყოფათ, ორსულად ვარ უბრალოდ, ნაბიჯების გადადგმაში ნუ მეხმარებით ერთი თვისაა მხოლოდ — აუტყდა სიცილი ნიტას, როცა ზედმეტი ყურადღება იგრძნო ყველასგან, - ხო და ზუსტად ამ დროს აქვთ დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა; მკერდის მგრძნობელობა; მსუბუქი მუცლის ტკივილი, გულისრევა, ვერ ვხვდები რატომ არ ისვენებ? გუშინ ხომ ცუდად იყავი? — გაეზეპირებინა ალავიძეს ყველაფერი - დღეს ჯერ არ ვარ ეგრე, მართლა ენერგიულად ვგრძნობ თავს და ამიტომ მინდა მოვასწრო ის რაც მინდა, - ნიტა გთხოვ! გაუფრთხილდი ჩვენ შვილს! - უტა — გაეღიმა ქებაძეს, მიეფერა სახეზე... - კარგად ვარ — აკოცა ლოყაზე, მიეფერა კისერზე ნაზად და მოალბო კაცი... - რა ხდება ნინო ბიცოლა? რატომ იყურები დამნაშავესავით? — საეჭვოდ იკითხა ალავიძემ და ნიტამაც დენდარტყმულივით გახედა ქალს, მკაცრად, გამაფრთხილებლად, ერთი გადაყლაპა ნერწყვი ქალმა მძიმედ და ეცადა რამე მოეფიქრებინა, - არა უბრალოდ მართალი ხარ, გაუფრთხილდი გთხოვ, ახალგაზრდაა და სჭირდება მოვლაც და გაფრთხილებაც უნდა ეს თუ არა, ჯერ ვერ ატყობ მაგრამ გიდევ მეტად გაიჯუტდება, და შენც უნდა გაუძლო არ აწყენინო ეცადე - რად უნდა მაგას გაფრთხილება ნინო? აქეთ მტოვებს ნაწყენს, დილის 6 საათზე ვიღვიძებ და ჩემი ცოლი გვერდით არ მხვდება! 8 ზე კიდევ კარგი აქ თენდება და საქმე იწყება მაგრამ 6 საათზე ღამის ნაშასავით რატომ მტოვებს? მეტი ადრე როდის გავიღვიძო რომ საწოლში დამხვდეს? — გაეცინა ქალს და მორცხვად გაიძურწა მაგიდისკენ, ნიტამ უკმაყოფილოდ შეხედა ქმარს - კარგი რა! — გაუწყრა აუარა გვერდი, და კარში გასვლამდე ზურგს უკან მოუტრიალდა ნინოს, ყელზე დაიკონწიალა მავედრებლად ხელი, ნიშნათ არაფერი ეთქვა და სხარტად გახტა კარში... ოთახში საქმიანად მიმოდიოდა უტა, აშკარად სასწრაფო საქმე გამოსჩენოდა და დაკარგულ საბუთების შეგროვებას გაფაციცებით ცდილობდა, დააკვირდებოდა ხოლმე ნიტა საჩქაროდ მიმოსულს, ხელში ღრმა საინით და დაამატებდა მის გაშლილ-გამზადებულ მაგიდას... გულმა რეჩხი უყო რომ გაიაზრა ტყუილად იწვალა, რომ ტყუილად გაშალა მაგიდა, ტყუილად მოამზადა ქმრისთვის საუზმე. - ნიტაა, ხომ არ იცი ჩემი საათი სად არის? — მეორე სართულიდან მიაწვდინა ხმა ცოლს, - შენს უჯრაში დევს — უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მაგიდასთან ჩამოჯდა, დაელოდა მაინც... აღარაფერი დაუმატებია მაგიდისთვის, - ჩემო ლამაზო რატო ჩამოყარე ყურები? ხომ კარგად ხარ? — უყურადღებოდ ვერ ჩაუარა ლენამ, რომ შეამჩნია საცოდავად ჩამომჯდარი. მართლაც უტა საქმიანად ჩამოდიოდა კიბეებიდან, ხელზე საათს იკრავდა უკვე, ტელეფონი მოეთავსებინა ყურთან გაჭირვებით, მხრით დაეჭირა ყურთან და ისე განაგრძობდა საუბარს... ასეთი აჩქარებული არსდროს ენახა ნიტას ქმარი, მიხვდა რაღაც ნამდვილად საჩქარო იყო და არ უნდა სწყენოდა, ლენას კითხვას გასცა პასუხი უხმოდ, თავით ანიშნა უტაზე, მიხვდა ლენაც რა სწყინდა ნიტას. ალავიძეც კარში გავიდა საჩქაროდ და დასძინა წავედიო, სულ არ მოუხედავს მათკენ, ცქვიტად შეხედა ნიტამ ქალს, განცვიფრება და წყენა ერთბაშად გამოსახვოდა გაფითრებულ სახეზე. - დავშორდები! - ღმერთო ჩემო ნიტა... — გაეცინა ქალს, - ბიჭს ეჩქარება, რა იცი რა ხდება ნუ იქნები ასეთი ეგოისტი, - ჩემ გაკეთებულ საჭმელს არც დახედა, და ბოლოს მეც კიარ შემომხედა... სხვანაირად მართლა არ მექნებოდა პრობლემა, მოებოდიშააა, არ მაინტერესებს! საშინლად მოიქცა! მორჩა!... ეს ასე გააგრძელებს... სულ ასე იზამს, როცა საჩქარო საქმე გამოუჩნდება სულ ასე მიმატოვებს, ისე რომ არც შემომხედავს..... ვიცოდი! რომ ასე იქნებოდა, — წამოდგა, უხეშად მიუდგა მაგიდას სკამი, - ასეც არ არის.... — ჩაიდუდღუნა ქალმა, - მოდი.... მოდი ჩვენ ვჭამოთ, რაზე ბრაზობ?.. მოდი შვილო! ისეთი გემრიელი ხელი გაქვს ამას როგორ გავაციებ, ისე შევჭამ თვალით ვერ ნახოს შენმა ქმარმა — შემოუსწრო ნინომ მათ საუბარს და გაფაცხებული წამოიწია მათკენ, უხმო ყველას და გასძახა ლუკასა და სავაშს, — გაეღიმა ნიტას, მაგრამ უნდოდა ქმარს გაესინჯა, მისი ნახელავი, თან როგორ გულით ამზადებდა იმ ახლებურ საჭმელებს რაც უტას მისი ნახელავი არასდროს გაუსინჯავს... - ღმერთო ჩემო, ასე წავიდა? — გაჭირვებით გამოგორდა ქალი, ალავიძის ბებია, ოთახიდან... სწრაფად მიუახლოვდა ნიტა, - ასე მოხდა, — გაეცინა ქებაძეს - ძალიან ეჩქარებოდა, სასწრაფო საქმეზე წავიდა... - რაზე წავიდა რა გითხრა? — ჩაეკითხა ქალი და დააკვირდა მისულს, მაგიდის თავში, რომ მიაგორა მისი ეტლი ფრთხილად. დაიბნა ქებაძე, ვერ უთხრა ვერაფერი, უტას მისთვის არაფერი უთქვამს, რა პასუხი უნდა გაეცა მისთვის, - მითხრა რაღაც მაგრამ ვერ გავიგე, ჩქარობდა და რაღაც ჩაიბუტბუტა, შორს ვიყავი... - საინტერესოა, რა საქმე გამოუჩნდა ისეთი, რომ ცოლი მაგიდასთან მიატოვა, - არაუშავს ბებო, დაწერილი კანონი ხომ არ არის? - ეს ოჯახმა ხომ გახადეთ ტრადიციად? ხოდა არ უნდა დაერღვია ეს ტრადიცია! მითუმეტეს შეხედე რა საოცარი სურნელი ტრიალებს, როგორ გემრიელად გამოიყურება, — მოავლო ღიმილით ქალმა თვალი და დაუკოცნა ხელები ნიტას, მიეფერა უმნიშვნელოდ გამობურცულ მუცელზე, - ჩემი ბიჭი, როგორ არის? - რა იცით რომ ბიჭია? — გაეცინა ნიტას, - არ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? 6-დან ბიჭიც იქნება და გოგოც — ახარხარდა ქალი - ექვსი?... ძალიან ბევრიააა — აჰყვა ნიტაც, გამხიარულდა უეცრად, - არ არის შვილო ბევრი, ამხელა მამულს სჭირდება ექვსიც და ათიც, პატარა დედ-მამის მსგავსი რომ ირბენს ამ ოჯახში რა ჯობია? აი ნახე რა აურა შემოიტანოს ამ ციცქნამ, ამ პატარამ, დაიბადება და დაგვაყენებს ფეხზე ყველას, დილას, შუაღამით თუ შუადღეს, ერთს რომ დასჩხავლებს ყველანი გავჩნდებით მის წინ... აი უყურე სავაში სულ ვალინკების ცემით ამოფახუნდება მაღლა.... — ახარხარდა და აიყოლია ყველა, რომ წარმოედგინათ მართლაც სავაშის გაფაციცებული სირბილი, ერთი ვალინკი რომ სძვრებოდა ყოველთვის... მიუსხდნენ მაგიდას ასე ღიმილითა და ღლიცინით, სწორედ მაშინ შემოაბიჯა ალავიძემ კარში. დადუმდა წამით ყველა. შედგა ალავიძეც კარში, მოავლო თვალი ყველას და მოზომილი ნაბიჯებით დაიძრა მათკენ, ხმა არავის ამოუღია მათ შორის არც ნიტას, აღარ შეუხედავს მისთვის საკუთარ თეფშს დახედა, მივიდა უტა მასთან ჯერ ყელში მიაკრო ტუჩები შემდეგ ყბისძვალზე, ლოყაზე, ტუჩებსაც დასწვდა წამით, კდემამოსილს გაეღიმა დაიმალა წამით, - გეყოფა! — უჩურჩულა მისკენ დახრილს - ვიცი რომ გეგონა წავედი, ისიც ვიცი რომ ნაწყენი ხარ... - ყველა ნაწყენი ვართ. — ჩაიდუდღუნა ბებიამ - შეცდა ჩემი ცოლი თუ იფიქრა, რომ უთქმელად და თან მის შეუხედავად დავტოვებდი სახლს, უბრალოდ საბუთები გავაწოდე დათოს ეგ იყო და ეგ, სახლის გარეთაც კიარ გამიდგამს ფეხი — დასწვდა ისევ მის ლოყებს, - გეთქვაა — ნაწყენი მზერა ესროლა უეცრად, ჩამოჯდა სხარტად მის გვერდით უტა, - ხომ დავბრუნდებოდი? - და მე უკვე მეგონა რომ წახვედი, უკვე მეწყინა, ასე მარტივია გამოსწორება? — აიჩეჩა მხრები, გაეღიმათ მაყურებლებს, არა იმიტომ რომ მართლა ეწყინა ნიტას, უტას მზერა იყო განსაკუთრებული, ზუსტად ისეთი, თბილ ღიმილს ვერ შეიკავებდი. უყურებდა მთელი არსებით, აღტაცებით, უსაზღვრო სიყვარულით, მოწიწებითა და პატივისცემით, უყურებდა და მზერით ამბობდა რომ ეს ქალი აღაფრთოვანებდა, აგიჟებდა და მისი სიყვარულით იწვოდა. - მაპატიე, ხომ იცი რომ ასე უბრალოდ არსად წავალ, არასდროს? - მე რა ვიცი, იქნებ უცებ გადაგიტრიალდეს შარიკი და თან არ იცი რა დროს რა ხდება, არასდროს თქვა არასდროს! — დახედა ისევ მაგიდას, - კარგი თან გაგიყოლებ ყველგან მაშინ, — გაეცინა ქებაძეს შეხედა წამით, როგორი სერიოზული იყო იმ წამს და მოავლო იქ მსხდომებს თვალი, აპატიეო დააქნიეს თავი, კიდევ გაეცინა ნიტას, - იცოდე აღარასდროს გახვიდე ისე რომ არაფერი მითხრა! უბრალოდ მაინც მითხარი, დაგშორდები იცოდე... - მაგით ტყუილად მემუქრები, მაინც ვერ წახვალ ვერსად — დასწვდა მის ლოყებს ისევ - რატომ ვითომ? - ამ სახლში ვინც მოდის აქ რჩება სამუდამოდ... - როგორი ნამდვილი განაცხადია — ახარხარდა ბებია, - გაგიშვებთ ნიტა აბა არ გინდა? — გაეცინა ნინოს, - ჩემ სიცოცხლეში, მოვკვდებოდი და ვერაფრით წარმოვიდგენდი რომ, ჩემი ქალბატონი დაქალივით მეყოლებოდა, თონეში გასულს პური უკვე გამომცხვარი დამხვდებოდა და სამზარეულოში ჩემს გვერდით იტრიალებდა, - აი ზუსტად მასე ვარ, რას ვიფიქრებდი ჩემზე ადრე თუ ადგებოდა ჩვენი ქალბატონი და თან როგორ მასზე უფროსს ისე მომექცეოდა, ჩემთან ერთად აჭმევდა ცხენებს და ქათმებს და მომეხმარებოდა ყველაფერში, - არც მე არასდროს მეგონა, უტას ოთახის დალაგება თუ აღარასდროს მომიწევდა და სხვა ოთახების დალაგებაში თუ მომეხმარებოდა ჩვენი ქალბატონი იმის მაგივრად, რომ პირიქით საქმე დაემატებინა... - მე რაღა ვთქვა აბა? მე სულ არ მეგონა ამ სამყაროზე კიდევ თუ დადიოდა ზუსტად ისეთი სრულყოფილი ქალი! როგორიც ნიტა არის! და თან სულ არ მომივიდოდა აზრად თუ ჩემი უტას ცოლი გახდებოდა... - მეც მკითხეთ ახლა მეგონა საერთოდ რომ შემიყვარდებოდა ვინმე? - გეყოფათ თუ შეიძლება და ნუ აზვიადებთ ყველაფერს — შეეფარკლა ღაწვები ნიტას, ისე აწითლებულიყო უტას მკლავებშიც ვერ იმალებოდა, - ნიტა, ნიტა.., ჩვენ გვაქვს გამოცდილება გენაცვალე, ვიცით და ვარჩევთ კარგს და ცუდს, აი ადრე, რომ გოგო მოვიდა უტა თუ იქ არ იყო, კარგად მბრძანებლობდა, ცუდი არ იყო, მაგრამ მის იმ დროინდელ და იმ წამინდელ ძალას კარგად იყენებდა მაშინ, დაძახებდა ხოლმე ლენას მახსოვს, ჩამოიყვანდა იმიტომ რომ მაგიდაზე წყალი დაესხა და ამას უნდა მოეწმინდა , აი ასე იყო საქმე, ამის მერე ჩვენც სწორედ ასეთივეს ველოდებოდით, გოგონას, მზეთუნახავს, რომელიც სწორედ ისევე გამოიყენებდა ძალებს, როგორც ნებისმიერი გამოიყენებდა, ხვდები რას ვიძახი? იმან განა რამე აკადრა რომელიმე ჩვენგანს ან უხეშად გვითხრა რამე, არა მაგრამ იმ ელემენტარულზეც კი აღარ იწუხებდა თავს რაც თავად შეეძლო მოეგვარებინა, რადგან ყველაფერს პატრონი ყავს ამ ოჯახში, იმან თავი მეპატრონეების თავქალად ჩათვალა თავი, ამ სახლის პატრონად კიარა უკვე ჩვენს პატრონად, ეს იყო დამამცირებელი. ამიტომ, როცა არ უნდა შეგაქოთ, რაც არ უნდა კარგი ვთქვათ შენზე, არა იმიტომ რომ გვიყვარხარ ნიტა, იმიტომ რომ კარგი დედის აღზრდილი ხარ შვილო, იმიტომ რომ სუფთა გულის პატრონი ხარ და ზუსტად ის ქალი ხარ ვინაც ბევრი, ძალიან ბევრი შვილი უნდა აჩუქოს უტას. — ჩაიმალა ნიტა უტას მკლავებში, მისწია ქალი თავის სკამიანად ალავიძემ და ისე მოხვია ხელები მართლაც სულ ჩაკარგა მარწუხებში, დაუკოცნა კისერი, ყელი , ლოყები, ნიკაპი და ჩაეხუტა ძლიერად, - კიდევ მეტად შემიყვარდა ხალხო! - გასკდები მაგდენი სიყვარულით შენ, — ახარხარდა ნინო - მაცადეთ ჯერ ჩემი პატარა დაიბადოს, გავსუქდები მერე სიყვარულს გულში რომ ვეღარ ჩავიტევ, — სხარტად წამოიწია ნიტა ახედა ალავიძეს, - დამშვიდდი ეგრე ძალიან არ გავსუქდები, — ასწია ხელები დანებების ნიშნად და ახარხარდა თვითონაც, - მივირთვათ თორემ გაცივდა, მე კი მინდოდა ცხელი დაგეგემოვნებინათ ყველას, — დაიწუწუნა ქებაძემ - ისეც გემრიელი იქნება!.. .... დადგა სწორედ ის დღეც როცა ალავიძის ქალიშვილი დაიბადა. გვერდიდან არ მოშორებია უტა ნიტას, სტკიოდა მისი ტკივილი, კვდებოდა როცა უყურებდა როგორ წვალობდა ნიტა, მისი ხელი ეჭირა და გრძნობდა ტკივილისგან, როგორ მთელი ძალით უჭერდა მის ხელს თითებს ქალი, დაიტანჯა თავადაც, დაიტანჯა იმის ყურებით, როგორ სტკიოდა ნიტას და ბოლოს ემოციებით დაღლილს, როცა მოეშვა როცა დამშვიდდა იმის მაგივრად მოთენთილიყო კიდევ ახალი ძალებით შეივსო, გამოისხა ფრთები, უჩინარი ფრთები, რომელიც ფეხზე დგომის საშუალებას აძლევდა, როცა ხელში აიყვანა პირველად მისი ქალიშვილი, გულმა ლამის რეჩხი უყო, უცემდა ისე ძლიერად თითქოს გამონგრევას უპირებდა, თითქოს ვეღარ ეტეოდა იქ სადაც იყო, აივსო იმდენი დადებითი ემოციით, რომ ესეც კი ძალებს მატებდა, უბრწყინავდა თვალები, გაცისკროვანებული თვალები და როცა ბავშვი გამოართვეს უკოცნიდა სახეს მის ცოლს, მის დაღლილს, გათანგულსა და უილაჯო ცოლს, რომელიც მაინც იღიმოდა თვალებ მილულული და მაინც სიამოვნებით იღებდა ქმრის ამბორს... ... - ეს რა იყო დედა, ეს რა გამოიარა! ეს რა გადაიტანა... — გაოცებას ვერ მალავდა პალატის გარეთ ალავიძე, ეხუტებოდა დედას და უყურებდა სხვა ყველა დანარჩენს რომ მოელხინათ გარეთ, რომ უკვე აეღნიშნათ ქალბატონის დაბადება, უსმენდა ყველა ამ დაღლილს და აღფრთოვანებულს, ისე ჩუმად რომ არავის სუნთქვის ხმა არ ისმოდა ირგვლივ, - დაიტანჯა ჩემი პატარა! ძალიან სტკიოდა... ისეთი რამ გამოარა, არ ვიცი ასეთი ძლიერი როგორაა... კიდევ მეტად შემიყვარდა ხალხო! უფრო მეტად მიყვარს!... — ეფერებოდა ირმა სახე გაბადრული და ყურებამდე მომღიმარი, უსმევდა დაღლილ შვილს თავზე თბილ ხელებს... სწორედ ეს იყო ის ოჯახი სადაც, კამათი და ჩხუბი არ ილეოდა, ჩხუბი რომელიც სულ ბავშვების გამო იყო, ოჯახური კამათი, რომ დააგვიანა ან კი კოცნა დაავიწყდა... მაგრამ მათ შორის ყველაზე დიდი სიყვარული იყო, სიყვარული რომელიც იზრდებოდა დღითიდღე, რომელიც მუდამ განვითარებაში იყო... - უტა ბავშვი სად არის? — აბაზანიდან გამოვიდა თუ არა ნიტა, დახვდა უტა ოთახში, - რატიმ წამართვა, ეზოში ყავს... - და შენც დრო იხელთე არა? — თითქოს გაუწყრაო აუარა გვერდი ღიმილით, - დიდი ამბავი თუ ცოლი მომენატრა, — მოეხვია ზურგიდან გააკავა ქალი - გეყოფა, — გაეცინა ნიტას და მაინც ძალიან ესიამოვნა ქმრის თბილი ხელები შიშველ სხეულზე რომ შეაცურა, - როდის მიდიხარ სამსახურში? - ნუ გამაგდებ ქებაძე, მაცადე ცოლ-შვილთან ყოფნა, - ოფ?! თითქოს მე ძალიან მომწონს სახლში უშენოდ, მეც მალე უნდა გავიდე, ნაიაც უკვე დიდი გოგოა... - არ იჩქარო, დედა სჭირდება ნიტა, არ მინდა რომ რამე მოაკლდეს, ხომ ხედავ, მეც რომ თითქმის სულ სახლში ვარ? - მშობლებისგან არაფერი აკლია უტა, და მეტიც ძალიან ანებივრებ! კარგია რომ გამახსენე, რასაც იტყვის და უნდა, ნუ ყიდულიბ ყველაფერს! — შეუტრიალდა ჩახედა თვალებში - უნდა და როცა შემიძლია რატომ არ უნდა ვუყიდო ჩემ შვილს რაც სურს?! - არა! არ უნდა ჰქონდეს ყველაფერი რასაც მოითხოვს ესე უბრალოდ! დაეჩვევა და ყველაფერს ესე მოითხოვს მერე, შრომის გარეშე, ვერაფრის ფასს ვერ გაიგებს ამ ცხოვრებაში! - კარგი რა, სანამ ვეყოლები არაფერი არ მოაკლდება არასდროს, ექნება ის რაც უნდა. - ვიცი! ვიცი უტა! საუკეთესო ხარ! მაგრამ გაიგე რას გეუბნები კარგი?.. ცხოვრებაში დადგება ის მომენტებიც როცა თავად მოუწევს გადაწყვეტილების მიღებაც, რაღაცის გაკეთებაც და კარგად იცი, რომ საერთოდ არ არის ამ ცხოვრებაში მარტივი მიიღო ის რაც გინდა! შეიძლება ვერც კი მოახერხო იმის მიღება რაც შენ გსურს, იმისდამიუხედავად გააკეეთებ ყველაფერს თუ არა. და თუ შენ დააჩვევ რომ ყველაფერი ექნება რასაც მოითხოვს... მინდა და აქვს! ეს არ გამოადგება ცხოვრებაში, ეგოისტი გახდება! ყველაფერს ასე მოითხოვს რასაც ვერ მიიღებს და რომ ვერ მიიღებს დაისტრესება კიდეც, ეგოისტობაშიც გადაუვა და არ ვიცი კიდევ სადამდე შეიძლება მიიყვანოს! ვიცი, რომ შენ რაც არ უნდა გთხოვოს მაინც ყველაფერს უყიდი, მაგრამ, როცა ვეტყვი რომ არა, ნუ გამიჯიუტდები... მანაც უნდა გაიგოს არას მნიშვნელობა, ვერ ვუყიდი იმიტომ რომ იმ მომენტში არ მაქვს, მაგრამ სხვა დროს ვუყიდით როცა გვექნება... არც ისე რთულია, - კარგი, დედიკო მართალი ხარ, მაგრამ არ ატირო იცოდე... - ნუ გაქვს წიკები მის ტირილზე შენ! — აქცია ისევ ზურგი, - არ მაქვს, უბრალოდ არ მინდა რომ იტიროს - ბავშვია, მაგით გამოხატავს ემოციას და როცა რაღაც სურთ ბავშვებს და მაგის გამო ტირიან შეგიძლია დამშვიდდე მამიკო მაგ დროს არ ისტრესებიან... — გახედა ცინიკურად, - მაინც იმ აზრზე ვარ რომ ბოლოს მკაცრი დედა იქნები... - მკაცრი ასე შორიდან — სიცილით შეუტრიალდა დაეკიდა კისერზე - ხო ასე შორიდან, მაგრამ ძალიან მომწონხარ, — დახედა ხარბად, - ერთი განახა როგორ მეტად გალამაზდი - ხო არა? მეტყობა როგორ ზრუნავს ქმარი ჩემზე — გადაიყარა თმა უკან. დაუკოცნა კისერი უტამ, - იმდენად საოცარი დედა ხარ მეორეზეც ვფიქრობ უკვე, — მის კისერთან დაიჩურჩულა ერთბაშად ასწია ქალი ჰაერში — მიხვდა "ნამიოკს" ქებაძე გადაიხარხარა ხმამაღლა და როცა საწოლზე აღმოჩნდა ღიმილით შეაჩერდა ქმარს - ბავშვი რატის ყავს, ნუ გავიწყდება, - არაუშავს, მოვასწრებთ, — გაეცინა თვითონაც და მოექცა ქალს ზევიდან, მიეფერა სახეხე, - იცი როგორ ძალიან მიყვარხარ, არაფერი აღარ მაქვს სათხოვნელი ღმერთისთვის, აი შენი თავი რომ გამომიგზავნა მას მერე აღარაფერი მითხოვია მისთვის, მას მერე ჩემით ვცდილობ გავუფრთხილდე მის საჩუქარს და შემდეგ მეორე საჩუქარიც გამომიგზავნა... ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის! სულ რომ სახლი არ მქონდეს ყველაფერი მაქვს! თქვენ მყავხართ!... მიყვარხართ ნიტა! - მეც ძალიან მიყვარხართ! — მიეფერა სახეზე ღიმილით, მიხვდა როგორ სიამაყით და აღფრთოვანებით შესცქეროდა კაცს, კიდევ მეტად ეღიმებოდა, როგორი თბილი და შეცვლილი იყო უტა ქალიშვილის დაბადების შემდეგ, უფრთხილდებოდა ყველაფერს, მეტად მოსიყვარულე გამხდარიყო, ერთბაშად გამოცვლილიყო ალავიძე... დაუკოცნა ნიტამ სახე, მიეფერა ნაზად... - საქმე არ იცდის, თავად მიწვევ ქებაძე! — გაეღიმა ნიტას შეხებებზე რომ ერთიანად მოაწვა ვნება და დასწვდა ქალის ტუჩებს.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



