შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 26 თავი


დღეს, 08:47
ავტორი ნეაკო
ნანახია 33

-არც ისე ბევრია
-ჰო...არც ისე ბევრია- დაეთანხმა გეგამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე უინტერესოდ ჰკითხა- სხვა? არის რამე ახალი შენსკენ?
-მალე სწავლა მეწყება და თბილისში მივდივარ
-ეგ ვიცი!
-სხვა ახალი არაფერ
-შეყვარებული არ გყავს?
-არა საიდან მოიტანე! თან ამ ვიზუალით ვის უნდა შევუყვარდე!
-ხვდები ახლა რა სისულელეს ამბობ?
-სისულელე არააა! მალე ჩემი წონა 3 ციფრინ ნიშნულზე ავა
-წონას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ადამიანობააა
-შენ მეუბნები მაგას?-გაეცინა ბარბარეს-როგორი ირონიული ხარ!
-სერიიზულად გეუბნები
-კაი რააა გეგა, ნუ მამშვიდებ
-აუ რა დებილი ხარ
-იცოდე წავალ
-მკ*დია
-საერთოდ არ შეცვლილხარ ისევ ისეთი აუტანელი ხარ
-შენ კიდევ დებილი! ისეთი დაბალი თვითშეფასება გაქვს ჭარბწონიანობის გამო, რომ ალბათ პირველივე შემხვედრს ცოლად გაყვები.
-გათხოვებას არ ვაპირებ ასე რომ...
-ასე იმიტომ ლაპარაკობ რომ დაბალი თვითშეფასება გაქვს! მაგრამ როგორც კი ვინმე დაგელაპარაკება ეგრევე ცოლად გაყვები დარწმუნებული ვარ
-არ გავყვები!
-გაყვები! თან ისეთ ნაბ*ჭვარს რომ შეიძლება, მის გამო ისევ ციხეში აღმოვჩნდე!
-ხვდები ახლა რა სისულელეებს მელაპარაკები?!
-მაშინ წონის გამო თავს ნუ იკომპლექსებ გაიგე?!
-გავიგე!
-ხოდა ძალიან კარგი!
-არუნდა მოვსულიყავი რა!- მოიღუშა ბარბარე
-კაი ნუ მებუტები-გაეღიმა გეგას და ცხვირზე ხელი ძლიერად მოუჭირა
-მეტკინა იდიოტო!
-ვიცი
-საერთოდ არ შეცვლილხარ! ისევ ისეთი საზიზღარი ხარ-ბუზღუნით უთხრა ბარბარემ და მის სიცილზე კიდევ უფრო გაბრაზდა
-იგივეს თქმა მინდოდა შენზე
-იცოდე წავალ
-კარგი ხო!- თავი ძლივს შეიაკავ გეგამ რომ არ გასცინებოდა
-კიდევ კარგი ვაჩე საერთოდ არ გგავს
-მარიამს რომ განქორწინება უნდა იცი არა!?-სხვა თემაზე გადავიდა უეცრად გეგა
-განქორწინება?!- გაუკვირდა ბარბარეს-საიდან მოიტანე?!
-თვითონ მითხრა!
-როდის?
-ცოტა ხნის წინ
-...
-სახლში ამ თემაზე არასდროს გილაპარაკიათ?
-არა!
-ნამდვილად?
-ჩემი თანდასწრებით არა და ისე არ ვიცი
-დრო ამოიწურა- გაისმა გეგასთვის ნაცნობი და ამ ქვეყნად ყველაზე საზიზღარი ხმა.
-მომენატრები-სლუკუნით უთხრა ბარბარემ გაღიზიანებულ ბიჭს და ჩაეხუტა.
.....
იმის მიუხედავად რომ გეგა წინააღმდეგი იყო მაინც წაიყვანა მარიამმა ვაჩე ბაღში, მაგრამ 2 კვირის მერე ისევ გამოიყვანა და გადაწყვიტა წლის ბოლომდე აღარ ეტარებინა, რადგან საშინელი ვირუსი შეხვდა ორივეს და ძლივს გამოვიდნენ მდგომარეობიდან.
.....
-ეს სიჯიუტე კარგს არაფერს მოგიტანს- თავისი წილი შხამი ჩააწვეთა სოფომ მარიამს, როცა კახას მოტანილი წამალები გაუწოდა- ძლივს გამოხვედით მდგომარეობიდან!
-.....
-დედაშენმაც რამდენი ინერვიულა, საწყალი ქალი კახეთიდან აქ ჩამოვიდა.
-.....
-მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშით მეორე დღესვე უკან წავიდა.
-.....
-მის გამო უფრო ვინერვიულე ვიდრე თქვენ გამო, თურმე რამხელა წნევები ქონია!
-....
-საწყალი ქალი საცხობში მუშაობით ალბათ ძალიან იღლება.
-....
-არ გეცოდება?!
-....
-სხვა სამსახური რომ მოუძებნო მემგონი კარგი აზრია!
-....
-მაგრამ არამგონია სხვაგან მუშაობა შეძლოს!
-....
-დამთავრებული ააქვს რამე?
-....
-ააა გამახსენდა, ბუღალტერია!
-შეწყვიტეთ!
-რა?!
-დედაჩემზე ლაპარაკი!
-კარგი!
მარიამის 3 სიტყვამ და სახის გამომეტყველებამ სოფო შეაკრთო. მიხვდა რომ ზღვარს გადავიდა, ამიტომ მაშინვე გაჩუმდა.
იმ დღეს მერე ამ თემას აღარ შეხებია.
.......
მთელმა სასწავლო წელმა ისე განვლო, რომ მარიამს ვაჩე ბაღში არ წაუყვანია. მხოლოდ წლის ბოლოს მიიყვანა, ისიც რამდენიმე დღით რომ გამოსაშებ საღამოში მონაწილეობა მოეღო.
საშინლად გაბრაზდა გეგა როცა ეს ამბავი გაიგო.
-ჯობდა რომ არაფერი მეთქვა?- მოიღუშა მარიამი
-რატომ მიიყვანე?
-შენი აზრით?
-მარიამ
-ვერ ხვდები?
-....
-გამოსაშვები საღამო აქვთ
-მერე რა! დაგავიწყდა ვირუსი რომ შეგხვდათ და მაგ დედამო**ნული ბაღის გამო საავადმყოფოში რომ ამოყავით თავი?
-მხოლოდ რამდენიმე დღით ვატარებ
-არ გესმის ხო რას გელაპარაკები?
-არუნდა მოვსულიყავი!
-რადგან ციხეში ვარ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვაჩესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ მაქვს!
-რატომ გიჟდები? მხოლოდ 5 დღე და ბაღში აღარასდროს წავა!
-მაინც შენსას აწვები
-სამახსოვროდ დარჩება სურათები, თან მარტო ვაჩეს ხომ არ გამოვაკლებ ამ ღონისძიებას?
-კარგი გავიგე!
-როგორც იქნა!
-ფული გააქვს?
-კი მაქვს მამაშენმა მომცა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent