შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია 16 თავი


დღეს, 02:49
ავტორი ნეაკო
ნანახია 32

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ პირველად სოფომ ინახულა გეგა ციხეში.
-მარიამი სადაა რატომ არ მოვიდა?- დანახვისთანავე ეს ჰკითხა დედამის გეგამ და მაგიდასთან მოღუშული სახით დაჯდა.
-მარიამი! მარიამი! რა არის განსაკუთრებული იმ გოგოში?- წამოენთო სოფო
-ამის სათქმელად მოხვედი ააქ?
-არა!
-აბა რატო მოხვედი?
-შენს სანახავად მოვედი დედიკო-თვალები უეცრად ცრემლებით აევსო სოფოს- როგორ გამხდარხარ, საჭმელს საერთოდ არ ჭამ?
-ვჭაამ...
-დედიკოს ერთადერთო
-მორჩი ტირილს თორემ წავალ
-კარგი, კარგი!- სწრაფად მოიწმინდა ცრემლები სოფომ და გაუღიმა.
-ვაჩე როგორაა? კარგადაა? ისევ გაციებული ხომ არაახომ არაა
-არ ინერვიული დედიკო, ბაღში არ დაგვყვავს და კარგადაა.
-მარიამი როგორ იქცევა? ხო ჭკვიანადაა?
-ყველაფერი რიგზეა დედიკო არ ინერვიულო.
-დედმისი როგორააა?
-ცუდად. წნევები აქვს ხო იცი.
-კახეთში წასვლა თუ მოუნდება წინააღმდეგობა არ გაუწიო! მაგრამ- ცოტა ხანს ჩაფიქრდა- მარტო წასვლის უფლება არ მისცე, შენც გაყევი!
-კარგი დედიკო.
-უყურადღებოდ არ დატოვო არცერთი წამი.
-ნუ ღელავ დედიკო, ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც შენ გინდა.
-მადლობა.
-ჭრილობა როგორ გაქვს დედიკო...
-აუ ეხლა შენებურები არ დაიწყო რააა- მომაბეზრებლად უთხრა გეგამ და თვალები დაუბრიალა -კარგად ვარ ხომ ხედავ?
-ვხედავ, მაგრამ... რატომ თქვი რომ მომხდარი არ გახსოვს?
-ეგრე იყო საჭირო და იმიტომ
-ისევ რომ დაგესხას თავს ის ნაძირალა?
-არ დამესხმება!
-ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ!?
-აუ ტვინს რატო მი**ნავ?!
-უზრდელო-ისევ რომ დაგესხას თავს ის ნაძირალა?
-არ დამესხმება!
-ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ!?
-აუ ტვინს რატო მი**ნავ?!
-უზრდელო
-რომ გეუბნები ყველაფერო მოგვარდა-მეთქი და ესე იგი მოგვარდა!
-კარგი, გავიგე!
-ბარბარე როგორაა რას შვრება? მომიყევი მისი ამბები
-რა უნდა ქნას? სწავლობს და სუქდება.
-შეეშვი რა... უყვარს ჭამა და შეარგე!
-ვეცდები-თვალები დაუბრიალა სოფომ და როგორც კი ნახვის დრო ამოიწურა გეგას მივარდა და ჩაეხუტა.
სახლში დაბრუნებული სოფო, მაშინვე ვაჩერს ოთახში შევიდა და მარიამს მკაცრი ტონით უთხრა:
-გეგას შენი ნახვა უნდა!
-გინდათ რომ...
-არა! მე არ მინდა რომ ციხეში მიხვიდე და ნახო! გეგას უნდა! და რადგან მას უნდა...
-უნდა მივიდე და ვნახო!- სოფოს გაწყვეტილი წინადადება დაასრულა მარიამმა და გაღიზიანებული ფეხზე წამოდგა.
-ასეა!-დაეთანხმა სოფო და ცინიკურად გაუღიმა
-მისი ნახვა არ მინდა!
-ვინმემ აზრი გკითხა? მემგონი არა!
-უკაცრავად?!
-ვერ გაიგე რა გითხარი?!
- ...
-მემგონი გაიგე!
- ...
-თან... ძალიან კარგად!
- ...
-?!
-გავიგე!
-ხო მართლა ვაჩე სადაა?-უეცრად სხვა თემაზე გადავიდა სოფო რადგან სიტუაციის გამწვავება აღარ უნდოდა.
-ბაღში.
-რატომ წაიყვანე?
- ...
-გინდა რომ ისევ გაცივდეს?
- ...
-თან... ხომ იცი გეგას არ უნდა რომ ბაღში ატარო
-ვიცი
-მაშინ რატომ წაიყვანე?
-ასე ჩავთვალე საჭიროდ!
-გეგა...-გეგა...
-გეგა აქ არაა! ციხეშია! ასე რომ...
-რომ რა?
-ამ ეტაპზე მის აზრს ნიშვნელობა არ აქვს!
-ეს რა თავხედობაა?- წამოენთო სოფო.
მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა მარიამმა და საუბრის დასრულების ნიშნად ხელში ტელეფონი მოიმარჯვა. საშინლად გააღიზიანა სოფო მისმა საქციელმა ამიტომ მუქარანარევი ტონით უთხრა
-კარგი! ვნახოთ რა პასუხს გასცემ გეგას როცა ნახავ!- და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
...
მარიამს გეგას სანახავად წასვლა არ უნდოდა, მაგრამ კახამ დააძალა.
-რატომ გინდა რომ ერთმანეთს შეხვდნენ?- ბუზღუნით ჰკითხა სოფომ ქმარს როცა მარიამი მანქანიდან გადავიდა და ციხის შეუვალი კედლების მიმართულებით ჩქარი ნაბიჯით წავიდა- ვერ ხედავ? რაც დრო გადის მით უფრო ეკარგება გეგას მარიამის მიმართ ინტერესი!
-ვხედავ!
-მაშინ რატომ დააძალე მარიამს აქ მოსვლა?
-ასე იყო საჭირო და იმიტომ!
-ცდოლობ...
-არაფერს არ ვცდილობ სოფო, უბრალოდ მინდა რომ ცივილური ურთიერთობა შეინარჩუნონ სანამ გეგა ციხიდან გამოვა! სულ ესაა.
-მეეჭვება!
- ...
-რატომ გინდა რომ ურთიერთობა დაალაგონ?! მითხარი!
-ვაჩეს გამო
-მხოლოდ ამიტომ?
-სხვა რა უნდა იყოს?
-არ ვიცი- მხრები აიჩეჩა სოფომ და კახას არეული სახიდან მზერა ტელეფონის ჩამქრალ ეკრანზე გადაიტანა.

საშინლად დაიძაბა მარიამი როცა გეგა დაინახა. ,,10 წუთი" ,,მხოლოდ 10 წუთი უნდა გავუძლო ამ ყველაფერს" გაიფიქრა და აკანკალებული ხელები მაგიდის ქვეშ ჩამალა.შეკრთა როცა მოახლოებისთანავე ხმაურით გასწია გეგამ სკამი და მის მოპირდაპირედ დაჯდა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც გეგას მშვიდმა ხმამ დაარღვია
-მეგონა არ მოხვიდოდი...
-მეც ასე მეგონა!
-საავადმყოფოში რომ ვიწექი რატომ არ მოხვედი? ყოველდღე ველოდებოდი შენს...
-დედაშენმა არ მომცა უფლება რომ მოვსულიყავი!
-დედაჩემმა?-გულწრფელად გაუკვირდა გეგას
-დედაშენმა!- დაუდასტურა მარიამმა- მას შემდეგ რაც გაიგო რომ დაგჭრეს... არაადეკვატური გახდა!
-დაველაპარაკები
-საჭირო არაა!
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ!
-გავიგე ვაჩე ბაღში მიგიყვანია
-ასეა!
-რატომ?!
-შენ როგორ ფიქრობ?-მოღუშა მარიამი. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა გეგამ დ აკარგა ხნის სიჩუმის მერე მბრძანებლური ტონით უთხრა
-გამოიყვანე!
- ...
-მარიამ?!
-არ გამოვიყვან!
-რატო?
-იმიტომ რომ არ მინდა!
-შენი სიტყვები როგორ გავიგო?!
-ისე როგორც გესმის!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent