"სიყვარული თვით რაფლეზია" (+18)
ურთიერთობები და მასზე აგებული ფიქრები
„ტაბუდადებული თემები ყოველთვის აკრძალულ ხილს ჰგავს, სწორედ ამიტომ, სასკოლო ასაკის ბავშვები დაუოკებელი ინტერესით მუდმივად მისკენ ისწრაფვიან.“ ბავშვებთან მუშაობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მათ იმდენად აინტერესებდათ ტაბუდადებული თემები, იმდენად ჰქონიათ ამ თემების მიმართ კითხვები და მისწრაფებები - ჩემს მოლოდინს გადააჭარბა... მე-12 კლასის მოსწავლეებთან მქონდა ლექცია თემაზე: „ურთიერთობები და მასზე აგებული ფიქრები“... - ბავშვებო, უკვე იმ ასაკში ხართ, რომ გაიაზროთ თქვენს გარშემო ამა თუ იმ ურთიერთობების აზრი და ფიქრები. მე ვცდილობ, გესაუბროთ იმ ტაბუდადებულ თემებზე, რომლებიც, სინამდვილეში, გარკვეულ ეტაპზე უნდა გაიაროთ. თქვენ მალე სრულწლოვანები გახდებით და ბევრი რაღაც უნდა იცოდეთ, რაზეც მშობლების გარკვეული ნაწილი არ გესაუბრებათ. თქვენ ინფორმაციას, ალბათ, ინტერნეტის საშუალებით იღებთ, მე კი შევეცდები, უფრო სიღრმისეულად გესაუბროთ და გავცე თქვენს კითხვებს პასუხები... ჩვენი დღევანდელი თემა არის „ურთიერთობები და მასზე აგებული ფიქრები“. ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპი არსებობს და ამის გააზრება უნდა შეგვეძლოს. მაგალითად, ბიჭის და გოგოს მეგობრობა - თქვენი აზრით, ამ ორ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს შეუძლია მეგობრობა? - რა თქმა უნდა, შეუძლია... - კარგით, მომწონს პასუხი. რა თქმა უნდა, შეუძლია, მაგრამ ამის გააზრება უნდა ვიცოდეთ. მე მქონია შემთხვევები, როდესაც ბიჭების რაღაც გარკვეულ კატეგორიას თავისი საპირისპირო სქესის წარმომადგენელ მეგობრებთან არევიათ ფიქრები. მეგობრობა და სხვა ურთიერთობები უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან... აი, მაგალითად, თქვენ გქონიათ შემთხვევა, მეგობარ გოგოსთან ან ბიჭთან სხვა ფიქრები დაგბადებიათ? ერთ-ერთმა ბიჭმა მიპასუხა: - ჩვენი გარდატეხის პერიოდი და ჰორმონების მოზღვავება გვაძლევს იმის უფლებას, მეგობარ გოგოებთანაც წარმოვიდგინოთ გარკვეული სცენები... - არსებობს გოგოები, რომლებიც შენი მეგობრები არ არიან - მაშინ ნუ ირჩევ მას მეგობრად... - და თქვენ რას მეუბნებით, რომ სექსის წარმოდგენა არ შეიძლება? - მე გეუბნებით იმას, რომ პატივი უნდა სცეთ მეგობარს და მასთან სექსუალური მისწრაფებები არ უნდა გაგიჩნდეთ, თუ, რა თქმა უნდა, მას მეგობარს უწოდებთ. მართლა თუ ფიქრობთ, რა მოუხერხოთ ჩვენს ტვინს ან ქვეცნობიერს? მისი მართვა უნდა ისწავლოთ, ფიქრების მართვა უნდა ისწავლოთ. ფიქრების მართვა მარტო ურთიერთობებში არ გამოგადგებათ, ეს ცხოვრებაში, ყოველ დეტალში გამოგადგებათ... ურთიერთობების შესწავლა საჭიროა: მეგობარი - მეგობარია, საყვარელი - საყვარელია, ცოლი - ცოლი და ა.შ... ყველა ჩაფიქრდა, თითქოს ისეთი რაღაც ვთქვი, აქამდე რომ არ იცოდნენ... - კარგით, რა არის თქვენი ფიქრები, რომლებიც საზოგადოებაში თქვენთვის ტაბუდადებულია? - ალბათ, ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი - სექსი... - სექსი დღესდღეობით ისე მკაფიოდ, როგორც ადრე, ტაბუდადებული არ არის და მაინც, რა გაინტერესებთ, თქვენ როგორც ამბობთ, ცხოვრების მამოძრავებელ ძალაზე? - მაგალითად, რა წესები უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ დაცული სექსი გვქონდეს? - დაცული, ანუ ჯანსაღი სექსი. როგორც იცით, არსებობს დამცავების გარკვეული საშუალებები, მედიკამენტები და ა.შ... მაგრამ მაინც, გამეცით პასუხი -ყველაზე ხშირად პირველადი სექსუალური კავშირი რა ასაკში შეიძლება განხორციელდეს? - 16, 15, 17, 14... - ისმოდა რიცხვები... - ბიჭებზე - 17 წლისას, ხოლო გოგოებზე კი - 18 წლისას, თუ ჯანსაღ სექსზე ვსაუბრობთ, მაგრამ ვიცი, რომ უფრო ადრეც იღებთ იმას, რაც გინდათ... - და მაინც, სექსი ჯანმრთელობაა... - ბავშვებო, ასაკიც და წესებიც აქვს - შეიძლება სექსმა ჯანმრთელობის პრობლემებიც გამოიწვიოს... - რა წესებზე გაქვთ საუბარი? - მაგალითად, იმაზე, რომ სექსში ჰიგიენაც მნიშვნელოვანია... კარგით, დღევანდელი თემა სექსი არ იყო. დღევანდელი თემა არც ისე ტაბუდადებული თემაა, მაგრამ მაინც, არის რაღაც საკითხები, რომლებიც ტაბუდადებულია... მაგალითად, როგორ მიუდგეთ ამა თუ იმ ურთიერთობას? - მაგალითად, შეყვარებულთან ურთიერთობას? უცებ ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ გავიგე კითხვა გოგონასი... - თანამედროვეობაში ყველას შეყვარებულად მოიხსენიებთ? - არის გარკვეული აზრი ამ საკითხებზე... - არსებობს თავისუფალი ურთიერთობები, ამას არ ვგულისხმობ. აი, თქვენს ასაკში, ვის ეძახით შეყვარებულს და რატომ? - მე პირადად, შეყვარებული რაღაც სხვა განზომილებაში მყავს წარმოდგინელი. შეიძლება ბავშვურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე შეყვარებულს არასოდეს ვუწოდებ იმას, ვინც არ მიყვარს, ვისთანაც უბრალოდ გართობის მეტს არაფერს ვეძებ. - ჩემთვის შეყვარებული სიყვარულთან ასოცირდება. - ჩემთვის - ურთიერთობასთან, რომელიც გასაოცარია თავისი ჰარმონიულობით და სტიქიებით... - ზუსტად ასეთ პასუხებს ველოდი. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც შეყვარებულს იმ ერთჯერადი ურთიერთობის გამო უწოდებენ. მოდით, ახლა გავმიჯნოთ: ერთჯერადი ურთიერთობა არის გართობის და იმ ჟინის დასაკმაყოფილებელი, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ამის გამო არავინ უნდა მოვატყუოთ. შეგვიძლია პირდაპირ ვუთხრათ, რა ურთიერთობა გვინდა მასთან და რა მხრივ გვიზიდავს ის... თანამედროვეობაში კი, ყველაზე დიდი პროცენტულობით, თავისუფალი ურთიერთობებია ყველაზე ხშირი. ამაზე რას ფიქრობთ? - თავისუფალი ურთიერთობა ჩვეულებრივი მოვლენაა ახლა და გარკვეულწილად მომწონს კიდეც, მაგრამ არის რაღაცები, რაც, პირადად ჩემთვის, არაა მოსაწონი... - მე პირადად გარკვეულად შემიძლია ვთქვა, რომ ახლაც მაქვს თავისუფალი ურთიერთობა... - მოიცათ, თავისუფალი ურთიერთობა როგორ გესმით? - როდესაც ვალდებულებებისა და ფარატინა ფურცლის გარეშე ცხოვრობ... - თავისუფალ ურთიერთობებში მხოლოდ სექსი არსებობს? - ჟინი, რომელსაც აკმაყოფილებ... - თუ ადამიანის მიმართ არაფერს გრძნობთ, მასთან მრავალჯერადად სექსი გექნებათ? დაფიქდნენ და მკაფიოდ, ხაზგასმით მიპასუხეს: - აი, მაგალითად, მე მასთან მხოლოდ სარეცელი მაკავშირებს... - ეგ მხოლოდ იმ ჟინის დაკმაყოფილებაა, რაც ყველას გვაქვს და ეგ არის უბრალოდ მოთხოვნილების დაკმაყოფილება - მხოლოდ სექსისთვის აკითხავ და მორჩა, იმის იქით მასთან არაფერი გაქვს. -ამას ვამბობ: გამიჯნული უნდა გქონდეთ ურთიერთობები. თავისუფალი ურთიერთობა არის სხვადასხვაგვარი, მაგრამ ყველას ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს - ერთად ცხოვრება. ძალიან საინტერესოა ბავშვებთან მუშაობა და საუბარი. მაგალითად, დამამთავრებელ კლასებში უფრო გახსნილები არიან, კონტაქტში ადვილად შემოდიან და მათთვის სასარგებლო ინფორმაციას იღებენ ამ ლექციებიდან. არსებობს სხვადასხვა ეტაპი ბავშვების ცხოვრებაში და ამ ეტაპების მიხედვით უნდა მივუდგეთ და მათ იმ გარკვეულ თემებზე ვესაუბროთ, რაც მათ ასაკში უნდა იცოდნენ, რომ გარკვეული შეცდომები, რომლებიც იმ ტაბუდადებულ თემებს მოჰყვება, არ დაუშვან… შეცდომები, რომელთა მნიშვნელობაც უნდა გავიაზროთ „ყველაზე მძიმე სწორედ საკუთარი სულის ყრუ ბღავილია -როცა გარეგნული, უშიშარი ნიღბის მიღმა, გამოფიტული სინდისი შიგნიდან გღრღნის და ერთადერთ ხსნად უსუსური, ბავშვური უმწეობა გრჩება.“ ფაქტობრივად ძილის რეჟიმი მხოლოდ 2-4 საათი მქონდა... ცენტრში მომიწია პარასკევს დარჩენა... თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ საგიჟეთი მქონდა თავში. იმდენი საქმე მქონდა, მართლა არ ვიცი, როგორ შეიძლება მომესწრო. ვიჯექი ცენტრში და მე-9 კლასელებისთვის იმ თემას ვარჩევდი, რაც ამ ასაკის ბავშვებისთვის საინტერესო და ამავდროულად ამ ასაკისთვის საჭირო იყო... ჩემი მობილური აწკრიალდა. -გისმენთ. -მერიემ, სად ხარ? -გარი, ცენტრში... გამითიშა. ხომ ვამბობ, ეს ბიჭი არც ისე ნორმალურია, თავს როგორც მაჩვენებს... თხუთმეტი წუთიც არ დასჭირვებია, ჩემი კაბინეტის კარი რომ შემოაღო... -გამარჯობა, მერიემ... ჩემს სავარძელში ჩაეშვა, თითქოს ყველაფრისგან დაღლილი, გამოფიტული და შეწუხებული... -ყველაფერი ნელ-ნელა თავზე მენგრევა, თითქოს ყველაფერმა ჩემთვის მოიცალა და ყველა ცოდვისთვის ერთად ვაგებ პასუხს. არ შემიძლია ხმამაღლა საუბარი, გესმის? იმ ყველაფრის თქმა, რაც გავაკეთე... საკუთარი მე მოვკალი, დავასამარე. ეს კი ისეთი მძიმეა, რომ თითქმის ყოველდღე სული მტკივა, ბღავილი მინდა და ყველაფრის გარეთ გამოშვება, რაც მაწუხებს, მაგრამ ეს არ შემიძლია. ზუსტად ვიცი, უარესად მეტკინება, მარტო მე არა... გაჩერდა, თითქოს ბოლო სიტყვები სუნთქვას ამოაყოლა. გაჩუმდა და ერთ წერტილს მიშტერდებოდა. ვერაფრით ვიგებდი, რა სჭირდა ამ ბიჭს. საქმე რაფლეზიასთან მქონდა და ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი. ჯერ სულის ბღავილი შეაწუხებდა და მერე დაიწყებოდა საშინელი, გაუსაძლისი დღეები. ეს სინდისის ბღავილს უფრო ჰგავს -შიგნიდან რაღაც გერჩის, გტკენს, გინდა რომ ამოძირკვო, მოჰკიდო ხელი და ამოიგლიჯო, გაგიჟებს, ჭკუიდან გშლის, მაგრამ არაფრის გაკეთება, ვერაფრის გაკეთება შეგიძლია... -გარი, ეს რაფლეზიის ის ეტაპია, როცა საკუთარი ორგანიზმი გერჩის, როცა საკუთარი სული ბღავის, განდომებს... ამას შენ თვითონ უნდა მოერიო. ვიცი, რთულია, ძალიან რთულია, ისეთი რთულია, ზოგჯერ გაუსაძლისიც ხდება, მაგრამ ამას უნდა გაუძლო. მაშინ შენ არ გესმოდა, რას აკეთებდი, მაშინ შენ ამ ყველაფერს ვერ წარმოიდგენდი, მაშინ შენს მომავალზე არაფერი იცოდი. გარი, ეს შეიძლება სიკვდილის ტოლფასი აღმოჩნდეს, მაგრამ საკუთარ სულს შენ თვითონ უნდა უშველო, უმკურნალო. თუნდაც იმ ცოდვებისთვის რამე უნდა გააკეთო- პირველ რიგში, ბოდიშის მოხდა უნდა ისწავლო, რაც ნამდვილად არ იცი. ბოდიში არის საკუთარი შეცდომის დანახვა და არა თავის დახრა სხვების წინაშე... -შეგიძლია დამალევინო? -დალევა გამოსავალი არ არის... დივანზე ვიჯექი, ჩემთან მოვიდა, თავი კალთაში ჩამიდო, ფეხები მოკეცა, ემბრიონის ფორმა მიიღო. თმებში ხელი შეუცურე... -გარი, ამ ცხოვრებაში ყველაფერი რთულია. ყველაზე რთული პატიოსანი წესებით თამაში არის. ცოდვებს ყველა ვუშვებთ, მაგრამ ეს ცოდვები მხოლოდ ჩვენია. ამ ცოდვების გამო ერთხელ აუცილებლად მოგვეკითხება, მაგრამ არსებობს ცოდვები, რომლებიც იმდენად მძიმეა ჩვენი სულისთვის, რომ ვერ ვუძლებთ... -ოდესმე საკუთარი თავისთვის გიკითხავს: ვინ ხარ? -კი, ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს, ვინ ვარ და რა მინდა... -იცი, მე ისიც კი არ ვიცი, ვინ ვარ, ამაზე პასუხი არ მაქვს. ვინ ვარ? დაკარგული ვარ, სადღაც ჩაკარგული და ამოსვლას ვლამობ, მაგრამ ვერა და ვერ ამოვედი. თითქმის 8 წელზე მეტია საკუთარ თავს ვეძებ და ვერა და ვერ ვნახე. გარეგნულად სულ არ მეტყობა, მე რომ ყოველდღე ვკვდები და ყოველდღე ცოცხალ-მკვდარი მივაბიჯებ. ისიც არ ვიცი, გარი გრეი ვინ არის? მეც კი არ ვიცი, ვინ ვარ? საკუთარი ცხოვრებაც როდის შევქმენი ასეთი ყალბი, არ ვიცი... მხოლოდ კითხვები მაქვს, პასუხები კი არა... მერიემ, უსუსური ვარ, თითქოს პატარა ბავშვი ვარ, რომელსაც ეშინია... -გარი, უნდა მოერიო საკუთარ თავს. მოდი, ახლა დაიძინე, ხვალ ახალი დღე გათენდება და ყველაფერი ნელ-ნელა კარგად იქნება... თმაზე ვეფერებოდი და შევცქეროდი კაცს, რომელიც ჩემთვის ძვირფასი იყო, კაცს, რომელიც შემიყვარდა, კაცს, რომელიც მეგონა, რომ უშიშარი იყო. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს შევაძლებინებდი და ისეთივე იქნებოდა, როგორიც მას სურდა. ეძინა, მშვიდად სუნთქავდა და მისი სუნთქვა მამშვიდებდა. მე-9 კლასის თემაც გარიმ მაპოვნინა... „შეცდომები, რომელთა მნიშვნელობაც უნდა გავიაზროთ“... დილით შევცქეროდი, მძინარეც როგორი კარგი და სასურველი იყო. თვალები გაახილა, შემომხედა, გამიღიმა. გავუღიმე... – ნუ მიყურებ ეგრე. – როგორ? – თითქოს გინდივარ... – თითქოს? ჰმ... – მაკოცებ? – ნეტავ ვის ვინ უნდა? დავიწიე დივნისკენ... ხელი მომკიდა და ტუჩებთან ამოილაპარაკა: – მე შენ სულ მინდიხარ და მენატრები... მაკოცა მთელი არსებით, მისკენ მიმიზიდა, მასზე დავეცი, ვკოცნიდი მთელი ემოციით და ვნებით... – ამის დედაც... – ვიცი, ხომ ვიცი... – რა იცი, ქალბატონო, რა? – ერექცია გაქვს... – ეგ რა შუაშია... – აბა? – მგონი მიყვარდები, ასე ჩემზე ვერც ერთი ქალი ვერ მოქმედებს... – ჰმ... წამოვჯექი... – ეგრე ნუ მიყურებ-მეთქი. ტუჩზე ვიკბინე... და ბიძგიც განვახორციელე... – მიწვევ? – არა, უბრალოდ მეც მაქვს გარკვეული მოთხოვნილებები... კეფაზე მომკიდა ხელი და მისკენ მიმიზიდა... – მინდა, რომ ჩემი იყო... გამეტებით მაკოცა, თითქოს ჩემს თავს ვინმე ართმევდაო... გარის კალთაში ვიჯექი, მიხუტებული... – დღეს როგორ ხარ? – შენთან კარგად ვარ, თითქოს თავისუფლად ვსუნთქავ და სიმშვიდეს ვგრძნობ... მთელი არსებით ჩავეხუტე. დიახ, მეც საოცრად მშვიდად ვგრძნობდი თავს მასთან და ასე მინდოდა მუდამ გაგრძელებულიყო... - შეიძლება ყოველ ღამე შენთან მოვიდე, რომ დილით ასეთი მშვიდი ვიყო... თავი ავწიე და გავუღიმე: - მოდი, არავინ გიშლის... - რომც დამიშალო, რა? - არაფერი, მაინც მოხვალ... - მოდი, გაკოცო... მისი კოცნა ყველაფერს მირჩევნოდა, თავისუფლებას მანიჭებდა... ჩვეულებრივად ვაგრძელებდი სამუშაო გრაფიკს. ყოველ ღამე არა, მაგრამ დღეგამოშვებით ღამით მომადგებოდა ხოლმე კარებთან. პატარა ბავშვივით იყო - მოვიდოდა, კალთაზე დამადებდა თავს და ასე გვეძინა მთელი ღამე… შენ ჩემი სრულყოფილება ხარ „ყველაზე უცნაურ დღესაც კი შეუძლია მოიტანოს სიმშვიდე, თუკი ქაოსის დასასრულს საყვარელი ადამიანის კალთაში აღმოჩნდები. იქ, სადაც კვნესა ოთახს იპყრობს, ტუჩებიდან მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება წყდება: შენ ჩემი სრულყოფილება ხარ.“ უცნაური დღე იყო, უცნაურად დაიწყო და უცნაურად განვითარდა ყველაფერი... დილით ძალიან უცნაურმა ზარმა გამაღვიძა, თითქოს ანონიმურს ჰგავდა და ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო... მითხრეს, რომ სამსახურში მისვლისთანავე ჩემი ნახვა ერთ-ერთ ბიზნესმენს სურდა, რომლის სახელიც არაფერს მეუბნებოდა. უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს ახსნას ვერ ვუძებნიდი. ცენტრში მივედი, მაგრამ არავინ მოსულა და აღარავის დაურეკავს. შუადღისას დიდი წითელი ვარდების თაიგული მივიღე და ეს ძალიან უცნაური იყო -გარის არ ახასიათებდა მსგავსი საქციელი, არც მე მხიბლავდა ეს ყველაფერი. ჩემი ხასიათი იცოდა გარიმ და აქედან გამომდინარე, არაფერს აკეთებდა ისეთს, რაც სიამოვნებას არ მანიჭებდა. არც ბარათი იდო ამ თაიგულში და არც რამე მინიშნება, თუ ადრესატი ვინ შეიძლება ყოფილიყო. ჩემს კაბინეტში ადგილი არ გამოინახა და ამიტომაც ჩემს ასისტენტს ვაჩუქე. მანქანაში ვიჯექი, გარიმ რომ დამირეკა და მითხრა, შენთან მოვდივარო. მეც მაშინვე სახლისკენ ავიღე გეზი. უკვე სახლში დამხვდა. კარების გაღება და ჩემი კარებთან აყუდება ერთი იყო. მეძგერა ისე, თითქოს მტაცებელი ყოფილიყო და მე მისი მსხვერპლი. -მომენატრე... ბიძგები განვახორციელე. ვგრძნობდი, როგორ ვსველდებოდი. -ამის დედაც, ნუ აკეთებ ეგრე. -როგორ? -მაკოცე. ვკოცნიდი. ცალი ხელი მისი შარვლის უბესთან მქონდა. ხელი გამაწევინა და თავისი ასო ჩემს სასქესო არეს მიაბჯინა. არ დამიყოვნებია და ბიძგი განვახორციელე. სამოსი ისევ ადგილზე იყო. -მაკოცე. ენას მის პირში ვასრიალებდი, ბიძგებს ისევ ვაძლევდი. პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო -ნელა და აუღელვებლად მიხსნიდა, თან ტუჩებში მკოცნიდა. მისი ენა ჩემს პირში ცეცხლოვნად სრიალებდა. კისერში მაკოცა, თან პერანგისგან გამათავისუფლა. მიმიხუტა და თან ბიძგები გაძლიერდა. სავარძელში ჩაჯდა, მე ზემოდან გადავაჯექი. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. ორივე ხელი ჩემს საჯდომზე ეკიდა და ბიძგების განხორციელებაში, თითქოს, მეხმარებოდა. მაისური გადავაძრე. მაკოცა ლავიწზე და თან აზღუდი გამიხსნა. აზღუდისგანაც გამათავისუფლა და მკერდზე დაჟინებით მაკვირდებოდა. მე რომ ძლიერი ბიძგით გამოვაფხიზლე, ღრმად ამოისუნთქა და შემომხედა. -მინდა, რომ ისე შევეხო ამ საოცრებებს, რომ მთელი სიამოვნება შეიგრძნო. თვალები დავხუჭე და ბიძგი უნებლიეთ განვახორციელე. -მერიემ, მაგიჟებ. ენას ასრიალებდა მკერდზე, თან ბიძგებს ვაძლევდი. თავი უკან გადავიწიე. ერთი ხელით თმებს მიჭერდა, მეორეს ზურგზე ნაზად მისრიალებდა. კვნესას ნელ-ნელა ვუმატებდი, სრულიად სველი ვიყავი. ამომხედა, ოდნავ უკან დამხია. თვალებში მიყურებდა, ხელს კი ჩემი შარვლის უბისკენ მიასრიალებდა და აი, ისიც... ჩემმა კვნესამ მთელი ოთახი მოიცვა. დიახ, ძალიან მსიამოვნებდა თუნდაც შარვლის გარედან იმის განცდა, რასაც ხელით აკეთებდა -მხოლოდ მიჭერდა და თან ცდილობდა, ამით დიდი სიამოვნება მიმეღო. ვიღებდი კიდეც. -შენ ჩემი სრულყოფილება ხარ, მერიემ. სათქმელი დამიგროვდა „ყველაზე რთული იმ დეპრესიიდან თავის დაღწევაა, რომელიც შენი არ არის. ხანდახან წლები გადის, ჩვენ კი მაინც წარსულში ჩარჩენილ ბავშვებად ვრჩებით, სანამ სხვის ტკივილში საკუთარ გაბზარულ გულს არ დავინახავთ.“ ცენტრში ვიყავი, ვსქროლავდი. ერთ-ერთი გვერდის სტატიის სათაურმა მიიპყრო ჩემი ყურადღება: „უცნაურია, სათქმელი დამიგროვდა“. კითხვა დავიწყე… „უცნაურია, სათქმელი დამიგროვდა. დაგპირდი, აღარ მოვალ-მეთქი, დაგპირდი, ფიქრსაც არ გავივლი შენზე-მეთქი, უამრავ რამეს დაგპირდი იმისთვის, რომ არ მეტანჯა... ახლა არ ვიცი სად ვარ, რომელ ეტაპზე, მაგრამ გეტყვი, რომ აღარ ვარ ფსკერზე. ვგრძნობ, რომ ისევ მეძებ, ისევ გენატრები. შენ ხომ ამაყი ხარ, გარშემო ხომ ყველას ატყუებ, ნიღაბს ამოფარებული მოსიარულე დეპრესია ხარ. სულის ბღავილი აღარ გაწუხებს, იმიტომ, რომ ამ მდგომარეობას შეეჩვიე. ღამ-ღამობით აღარ გეღვიძება, ჩემზე ფიქრები არ გაფრთხობს, იცი რატომ? იმიტომ, რომ ამ მდგომარეობასაც შეეჩვიე. სიგარეტს ისევ არ ეწევი, მაგრამ გასინჯე ის, რამაც ცხოვრება აგირია. ამბობენ, სიყვარულიც ნარკოტიკიაო, თუ ერთხელ დაეწაფები, შეიძლება მასში ჩარჩეო. შენ სიყვარულის ნარკოტიკშიც ჩარჩი და იმ ნარკოტიკშიც, რომელმაც ცხოვრება აგირია... უცნაურია, არა? დღემდე რომ შენზე მაქვს ფიქრები. მეც მეუცნაურება, რომ ამდენი იმედგაცრუების მერე ისევ შენზე ვფიქრობ და ეს ყოველივე ფურცელზე გადმომაქვს. ერთ ნაბიჭვრად იქეცი, თითქოს არაფერი, საზოგადოების მყარი ნაწილი გახდი. აღარ მიყვარხარ-მეთქი, ვერ გეტყვი, რადგან ტყუილი არ მახასიათებს. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი შენამდე, არაფერი რომ არ ადარდებდა გარშემო. ერთი ფერადი გოგონა ვიყავი, პოზიტივს ვასხივებდი და ცხოვრების ყველა დეტალით ვტკბებოდი. მერე ყველაფერი შეიცვალა, შენ გაგიცანი და ჩემი გულიც გაჩუქე. მერე იმედგაცრუებები მოჰყვა ამ ყველაფერს და ბოლოს გული გამებზარა. გაბზარულს ვერასოდეს აღადგენენ. ახლა ერთი უცნაური გოგონა ვარ -წარსულს არ მივტირი და არც მისგან ვთავისუფლდები, რადგან ჩემი ნაწილი ხარ, ჩემი დიდი ნაწილი ხარ.“ კითხვა დავასრულე და ჩემი თავი გამახსენდა, წლების წინანდელი მარია დარჩია, წარსულში ჩარჩენილი რომ იყო. სიმართლე გითხრათ, ახლაც წარსულშია მარია დარჩია ჩარჩენილი, მარია დარჩია არ გაზრდილა. ამ გოგოს დახმარება მომინდა, ამიტომაც გადავწყვიტე მომეძებნა. გვერდს მივწერე და პასუხიც მალე მივიღე გოგონას საკონტაქტოც მქონდა. -გისმენთ. -გამარჯობა, ნინი, მე მერიემი ვარ. თქვენი ჩანახატი წავიკითხე და ძალიან მინდა თქვენი გაცნობა, თითქმის იგივე პრობლემის წინაშე ვიყავი მეც. -თქვენ ცნობილი ფსიქოლოგი ხართ? -მოდი, უბრალოდ მერიემ... მოდით ცენტრში, ვისაუბროთ... -აუცილებლად, მეც მინდოდა თქვენთან დაკავშირება... შევთანხმდით დღეზე და საათზე. რამდენიმე დღის მერე ნინიც ჩემს კაბინეტში იყო. წავიკითხე შენი ჩანახატი და სტუდენტობის პერიოდი დამიდგა თვალწინ. მომიყევი, რა გადაიტანე? -სკოლის პერიოდი იყო, მე-12 კლასში ვიყავი, ახალი მოსწავლე რომ შემოგვემატა. სწავლაში ვიყავი ჩაფლული და დიდი ინტერესი არ მქონდა ახალი მოსწავლის, რომელზეც უკვე ჩემი კლასელი გოგოები გიჟდებოდნენ. გვერდით მომიჯინეს და უჟმურივით მოქცევა არ დამიწყია, გავეცანი, მაგრამ ყურადღებას თითქმის არ ვაქცევდი. მუდამ რაღაცას მეკითხებოდა, რომ ჩემი ყურადღება მიექცია. მაგრამ ერთ დილას მხოლოდ მე და ის ვიყავით კლასში -რატომღაც კლასელები არ მოვიდნენ. ისედაც ათასში ერთხელ მოდიოდნენ, მაგრამ ხუთნი მაინც ვიყავით ხოლმე. მოკლედ, იმ დღეს მე და ის აღმოვჩნდით ერთ ოთახში, ერთ მაგიდასთან. იმ დღეს დაიწყო ჩვენი ნაპერწკლის გაღვივება. იმ დღის მერე ხშირად ვსეირნობდით ერთად, საღამოობით კი ლისზე ავდიოდით. ერთი თვის თავზე საღამოს ლისზე ავედით. აქამდე ორივე ვხვდებოდით, რომ ეს მეგობრობაზე მეტი იყო, მაგრამ იმ დღეს ყველაფერი შეიცვალა. გვერდიგვერდ ვიჯექით, ვსაუბრობდით, უცებ ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ძალიან ნელა ვიზიდავდით ერთმანეთს, ბოლოს კი ჩვენმა ტუჩებმა ერთმანეთის ტუჩებზე გაიკვალა გზა. პირველი კოცნა იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. აქედან დაიწყო ის ამბავი, რომელიც წელიწად-ნახევარი გრძელდებოდა. ჩემი 18 წლის იუბილეზე საოცარი საჩუქრით დამასაჩუქრა. ბანკეტის დღეს მეწყვილეები ვიყავით, ყველამ იცოდა, რომ ნინი და ნოა შეყვარებულები იყვნენ. მოკლედ, როგორც ყველამ, იმ ღამეს ჩვენც დავლიეთ. თავი ვერც მე და ვერც მან ვერ გავაკონტროლეთ და პირველი ღამე რესტორნის სასტუმროს ნომერში გვქონდა. ეს ის ღამე იყო, როცა ნოამ ჩემში შემოაღწია და ჩემი მთელი ცხოვრება შეცვალა. მის მერე ხშირად ვწვებოდით ერთად. ურთიერთობის დაწყებიდან წელიწად-ნახევარში დავშორდით. ის ამერიკაში წავიდა, მე კი მისი წასვლიდან ერთ თვეში გავიგე, რომ ერთი გულის მაგივრად ორი გული ცემდა ჩემს ორგანიზმში. დიახ, ორსულად ვიყავი. მე ახლა ჩემი და ნოას სიყვარულის ნაყოფს ვზრდი, ის უკვე სამი წლისაა. მის გაზრდაში ჩემი ძმა მეხმარება. -ნოამ იცის, რომ... -ნოა მის მერე აღარ მინახავს. წავიდა და წავიდა... -არ გიცდია მოგეძებნა? -იცი, ვინც მტოვებს, მტოვებს და მორჩა. მის დაბრუნებას არ შევეცდები... -შვილი, რომელიც გაერთიანებთ... სრული უფლება აქვს გაიგოს... -ისე მიმატოვა, არც უფიქრია, რისი გადატანა მომიწევდა. არც ის უფიქრია, მისი წასვლის მერე რა მოხდებოდა. არაფერი. ისე წავიდა, თითქოს ჩვენს სიყვარულს არასოდეს უარსებია. -მესმის შენი, თან ძალიან კარგად. მინდა, რომ დაგეხმარო, თუ ნებას მომცემ. -ძალიან მინდა. უკვე წლებია დეპრესიაში ვარ და ვცდილობ, ჩემი შვილის დახმარებით გამოვიდე. ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ -არა... -ყველაზე მეტად იცი, რა დაგეხმარება ამ დეპრესიიდან გამოსასვლელად?- მისმენდა, თითქოს ჩემგან ჯადოსნური სიტყვების მოსმენა უნდოდა, რომელიც ყველაფერს შეუცვლიდა, -ნოა უნდა მოძებნო და გააცნო მისი შვილი. დამიჯერე, ეს ყველაფერი გაქრება და თავს დააღწევ დეპრესიას, რომელიც შენი არ არის. -არ შემიძლია... -თქვენი სიყვარულის ნაყოფის გამო უნდა შეძლო... არაფერი უთქვამს, ვგრძნობდი, როგორ უჭირდა საუბარი... -კარგი, ნინი. მოდი, რამდენიმე სეანსი ჩავატაროთ. ვეცადოთ, შენი სულიერი სამყარო ამ დეპრესიიდან და სიბნელიდან გამოვიყვანოთ. ამ გოგოში ჩემს თავს ვხედავდი... დრო გადიოდა, თითქოს ძალა მეცლებოდა. უკვე დასვენების დრო იყო. გადატვირთული დღეების, თვეების შემდეგ დრო იყო, სადმე წყნარი ადგილისკენ გამეწია. ამჯერად გურია ვარჩიე, ჩემი მშობლების კერა - იქ ხომ ყველაფერი ჩემს ბავშვობას მახსენებდა. თან დედასთან დიდი ხანია კარგად არ მიჭორავია. დავისვენებდი, თან გემრიელობებიც არ მომაკლდებოდა. მოულოდნელი ნიღაბი „ჰამაკი, ლურჯი ცა და ბავშვობის ნაცნობი მიწა... თითქოს ყველაფერი გონს მოსაყვანად გეპატიჟება, მაგრამ ტელეფონის ყოველი ზარი ახალი ქარიშხლის მომასწავებელია. ქარიშხლისა, რომელსაც კონკრეტული სახელი და გვარი აქვს.“ ასე დავადექი გურიის გზას, მივუყვებოდი გურიის ულამაზეს გზას, ნელა და მშვიდად ვატარებდი მანქანას, თან გარშემო ვიყურებოდი, მიყვარდა აცანა და მისი ბუნება. არავინ იცოდა, რომ მივდიოდი, მამამ მისი ბიზნესი ბოლომდე ჩემს სიძეს გადააბარა, თვითონ კი გურიაში „გადაცხოვრდა“. ასე ცხოვრობდნენ დედა და მამა გურიაში, მორჩა მამას რომანები. უკვე სახლს ვუახლოვდებოდი, ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, არც დამიხედია, ისე ვუპასუხე. -გისმენთ. -მერიემ, სად ხარ? -გარი, გურიაში... -და რატომ? -ცოტა ხანი უნდა დავისვენო, თან მშობლებთან ჩამოვედი... -როდის დაბრუნდები? -ერთ კვირაში, რამე მოხდა? -უბრალოდ მომენატრე. -შეგიძლია მესტუმრო გურიაში. -მართლა? -მართლა, როცა გინდა ჩამოდი, ლოკაციას ჩაგიგდებ. -კარგი. -გელოდები. ჩემი მანქანა ჩემი სახლის რკინის ჭიშკართან შევაჩერე. არ დააყოვნეს და ჭიშკარი გამიღეს. ეს მამაჩემი გამაგიჟებს, რად უნდა დაცვა. -დედააა, დეეეე... -გავკიოდი, მე ხომ ასე მახასიათებდა, მთელ აცანას უნდა გაეგო ჩემი ჩასვლა. -ჩემმა შვილმა დამდო პატივი და სახლის კარს მოაგნოო... -დედაჩემი და მისი ირონია, მიყვარდა მისი ირონიითაც. -დეეე როგორ ხარ? -კარგად დეე, შენ როგორ ხარ? -ოოო, მის აღმატებულება ჩემი უმცროსი ქალიშვილი... -კაიი მააა, შენ რაღა გჭირს, მოდით ჩაგეხუტოთ. -მაა, რად გინდა დაცვა? -მაა, ვერ უყურებ რამხელა ვილა, რამხელა ეზო და რამდენი ძვირფასი ნივთია სახლში... -კარგი რა გამაგიჟებთ რა, ჩიტიც ვერ შემოფრინდება. -დეე, მომიყევი რა ხდება ახალი? -ახალი ისა, რომ ჩემი მეგობარი ჩამოვა და არ დამიწყოთ აქ კოშკების აგება... -ვინ შენი მეგობარი? -გარი გრეი... -მოიცა, ეს... -ხომ ჩვენი სიძის ძმაკაცია. -დე, რამე ხდება? – მომიჩოჩდა. -არა დედა, კოშკებს ნუ ააწყობთ ახლა. -კარგი დე, კარგი. არ შეჭამ რამეს? -აი შენი გემრიელობისთვის ჩამოვედი. -ჰოდა, მიდი მოწესრიგდი და მოდი გაჭმევ. მოვწესრიგდი, სამზარეულოში შევედი. მამაჩემმა ამდენი ქონების შემოკრება როდის მოასწრო არ ვიცი, ამხელა ვილა როდის აიშენა და ზოგადად ასე როდის გამდიდრდა არ ვიცი, აზრზე ვერ მოვდივარ, მაგრამ მე ხომ 18 წლის შემდეგ, აცანაში ათასში ერთხელ ჩამოვდიოდი და ისიც ერთი ღამით. სახლი სამსართულიანი ისედაც გვქონდა, კი, ეს ჩემი ბავშვობის სახლი იყო, მაგრამ ისე გააკეთა, ჩემი ბავშვობის კერას არაფერი შეარჩინა. მდიდრული ვილა იყო მისი აუზით და ულამაზესი ეზოთი. ნივთები კიდევ ისეთი ლამაზი და ძვირფასი, ზოგი ეგვიპტიდან, ზოგი აფრიკიდან, ზოგი სამხრეთ ამერიკიდან და ზოგი საიდან არავინ არ იცის. მგონი სადაც მიდიოდა, ყველა ქვეყნიდან ძვირფასი ნივთები გამოზიდა. მე ვგავარ მამაჩემს? არა, მე უბრალო ადამიანი ვარ, ბინა ჩემი ხელფასით ვიყიდე, ყველაფერი ჩემი ხელფასით გავაკეთე, მაშინ, როცა სტუდენტი ვიყავი. ჩემი ბინა არ არის მდიდრული, ჩვეულებრივი ბინა ჩემი ხელით და ჩემი დიზაინით შევქმენი. კი, რა თქმა უნდა, რემონტისთვის მუშები მყავდა, მაგრამ ელიავაზეც მე დავრბოდი, ვცდილობდი მაქსიმალურად მიმეღო მონაწილეობა, ასეთი ვარ, მუშის ფორმა მეც მეცვა და მთელი ელიავა საღებავმოსვრილი ტანსაცმლით შემოვიარე. აგარაკიც ასე მოვაწყე, მაშინ, როცა უკვე გამართული ვიყავი ფინანსურად, ყველაფერში მე ვიღებდი მაქსიმალურად მონაწილეობას. -დედა, შენმა ქმარმა ამდენი ქონების შემოკრება როდის მოასწრო? -ზოგჯერ სახლში უნდა ჩამოხვიდე ხოლმე. -ნაწყენმა მითხრა. ახლა ვიცოდი, ყველაზე მეტად დედაჩემთან საუბარი მომიყვანდა გონს. -დე, მომიყევი როგორ ხართ? -რავიცი, როგორც ხედავ კარგად. მამაშენმა ამდენი წლის მანძილზე მიწაზე მუშაობა ისწავლა, ნელ-ნელა მიწებს ყიდულობს და ზოგან ვენახი გააშენა, ზოგან ყანა დათესა. სახლი ბავშვების გარეშე დაცარიელებულია, შენი და ხშირად არის ხოლმე აქეთ, შენ კიდევ წლები არ ჩამოდიხარ. ადრე შენი დის მონატრებით ვცხოვრობდით, ახლა შენი. ალბათ ორივე შვილი ერთად არ ამოხვალთ ჩვენთან. ბავშვები ხშირად არიან, თვეები რჩებიან ჩვენთან, ახლა თბილისში არიან, ველოდებით ალბათ ერთ-ორ კვირაში ჩამოვლენ, იქნება შენც დახვედროდი აქ? -არ ვიცი დე მართლა, უბრალოდ გადავიწვი ძალიან და ვიფიქრე აცანაში ავალ-მეთქი. ძალიან დავიღალე, მაგრამ ხომ გესმის, ჩემიც არა -ხან პროექტები, ხან ლექციები, ხან სეანსები, ხან პრაქტიკები, ხან რა და ხან რა... -მესმის. -მამა როგორ არის? -რავი კარგად, თითქმის თბილისში არასდროს არ არის. -ჩხუბობთ ხოლმე? -არა, ჩვენ წლებია რა გვიჩხუბია, ალბათ მის მერე რაც... -რაც დაბრუნდა არა. -ხომ ვიცოდი იმ ამბავის შესახებ არაფერი იცოდა. -კარგია, დე, არცერთი ქალი არ ღირს ნერვების საშლელად. მამას შენ უყვარხარ, ვიღაცის ლოგინში აუცილებლად შეძვრებოდა, მაგრამ ბოლოს ყოველთვის იქ ბრუნდებიან, სადაც სიყვარული ეგულებათ და მამაც შენთან დაბრუნდა. -კარგი დავანებოთ ამ წარსულს თავი. გარიზე მომიყევი? -გარისთან უბრალოდ ვმეგობრობ, მეტი არაფერი. -კარგი დე. გემრიელობებიც მივირთვი და ეზოსკენ გადავინაცვლე, ჰამაკში ჩავწექი და ცაში ყურება დავიწყე. ვფიქრობდი ყველაფერზე. ვფიქრობდი გარიზე. ვფიქრობდი მარია დარჩიაზე. ვფიქრობდი წარსულზე. ამ ფიქრისგან ჩემი ტელეფონის ხმამ გამომიყვანა, შეტყობინება იყო უცხო ნომრიდან. მესიჯი გავხსენი. „როგორ მოგეწონათ წითელი ვარდები? მაპატიე, რომ შეხვედრაზე ვერ მოვედი.“ საერთოდ არაფერს მეუბნებოდა ვიღაც ბრეგვაძე, რატომ უნდა გამომეჩინა ინტერესი, რადგან ბიზნესმენია და ბევრი ფული აქვს? არა, ფული ჩემთვის არაფერია. ტელეფონი გვერდით გადავდე და ისევ ფიქრს დავუბრუნდი, ჩამძინებია. ისევ ტელეფონის ხმა მაღვიძებს. -გისმენთ. -ჩემი წითური რას შვრება? -ჩემო ჟღალო, ჩამძინებია, შენ რას შვრები? -ზეგ შენთან ვიქნები. -გელოდები. -მომენატრე. -მეც. ხომ ძალიან უბრალო დიალოგია, მაგრამ ისიც მაბედნიერებდა, ღიმილს მთელი დღე ვერ ვიშორებდი სახეზე და დაღლილობაც ჩემს პოზიტივს არ მინელებდა. ჰამაკში ვიწექი და გარიზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი კაცზე, რომელიც ჩემი ბედნიერების ყველაზე დიდი ნათელი წერტილი იყო. იქნებ ჩემი მომავალიც მასთან დამეკავშირებინა. ფიქრი ისევ ტელეფონის ხმამ გამაწყვეტინა. „დღეს ცენტრში ვიყავი თქვენთან და არ დამხვდით, სად ხართ?“ უცნობი ბრეგვაძე, დიდად არ მადარდებდა ვინ იყო და ჩემს ასავალ-დასავალს რატომ კითხულობდა, ვერ ვიტან ძალიან ინტერესიან უცნობ კაცებს. არაფერი მიპასუხია. საღამოს მწვანე ბალახზე ვიწექი, თვალები დახუჭული მქონდა, ძალიან მომწონდა ეს გარემო, თან მამშვიდებდა. სიმშვიდე ისევ ტელეფონის ხმამ დამირღვია. -გისმენთ. – მერიემ, როგორ ხარ? -ნინ, კარგად, შენ როგორ ხარ? -უკეთესად, ვგრძნობ, რომ რაღაც ჩემს სულიერ სამყაროში შეიცვალა. -კიდევ უფრო უნდა შეცვალოს, ისე რომ თავისუფლად სუნთქვა შეგეძლოს და დატკბე. -მადლობა, რომ არსებობ. -ხომ იცი, მადლობა საჭირო არ არის, მადლობას მე შენს ღიმილში ვხედავ. ნინ, ერთ კვირაში ისევ განვაახლოთ სეანსები? -კი, გელოდები მთელი სულით, შენ გარეშე აღარ შემიძლია. -დამირეკე როცა მოგინდება. -კარგი, მერიემ. როგორ მაბედნიერებდა ის, რომ ადამიანებს სიმშვიდე ისევ უბრუნდებოდა. საღამოს ყველა აივანზე ვიჯექით. -მაა, მომიყევი რა არის შენთან ახალი? -პირადზე თუ მეკითხები, არაფერი. -დაბერდი, ხომ ხედავ. -ნუ ღელავ მამა, ჯერ 28 წლის ვარ. -გავიგე ვიღაც თაყვანისმცემელი გყოლია. -ვინ თაყვანისმცემელი? -ბიზნესმენი ბრეგვაძე. -ვინ არის ვაფშე? -საკმაოდ პერსპექტიული ბიზნესმენია. -აჰა გასაგებია, ანუ შენ შეაგულიანე და ჯერ იდუმალი ბიზნესმენივით გამოჩნდა, ვიღაც ასისტენტს დაარეკია და მერე წითელი ვარდები გამომიგზავნა, ბოლოს კი შეტყობინებების წერა დამიწყო. ახლა კი კარგად მომისმინე, ვიღაც ბრეგვაძე არ მჭირდება, მე კაცები მომწონს და არა კაცმაცუნები, ასისტენტის მეშვეობით რომ აგვარებენ შეხვედრებს. არ მჭირდება მაჭანკლობა, გესმის? -აბა იმ სტუდენტური პერიოდის სიყვარულს უნდა გადაყვე? -მამა, არავინ გეკითხება მე რას გადავყვები, ჩემი ცხოვრება მაქვს, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, არ გაქვს უფლება ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო. არ მინდა ჯერ უაზრო თავის ტკივილები, ბევრი საქმე მაქვს, არ მჭირდება კაცმაცუნები, ნამდვილი კაცი მჭირდება გვერდით. -შენ რა იცი როგორია ნოა? -ვინ? -ნოა ბრეგვაძე. აი ახლა კი ნამდვილად გამოვშტერდები... რა ნოა ბრეგვაძე, სახელზე ყურადღება არ მიმიქცევია აქამდე, რაღაც უზუსტობას ჰქონდა კავშირი ან უბრალოდ სულ სხვა ნოა ბრეგვაძე იყო. -შვილო, აქ ვართ. -მომიყევით ნოა ბრეგვაძეზე. -რა მოგიყვე, კარგი ოჯახის შვილია, სასურველი სასიძო, ოღონდ საქართველოში არ მოღვაწეობს, ამერიკაში მანქანების ბიზნესში არის, კიდევ აქვს პატარ-პატარა ბიზნესები. სკოლის დასრულების შემდეგ პირველად წელს დაბრუნდა საქართველოში, რამდენიმე თვის წინ. -იცი რომ ჩემზე პატარაა? -მერე რა? -არაფერი, მამა არაფერი. -იცნობ? -მხოლოდ ის ვიცი, რომ კარგი არაფერი მოხდება თუ ვნახე. -რატომ? -იმიტომ, რომ კაცმაცუნებს ვერ ვიტან. -ეს რას ნიშნავს? -იმას, რომ სიყვარულს ვინც ვერ აფასებს, იმას ჩემს გვერდით არაფერი ესაქმება. -რა იცი ნოაზე? -იმაზე ბევრი, ვიდრე უნდა ვიცოდე. -ანუ? - ანუ ის, რომ გადაეცი თვალით არ დამენახოს. ეზოში ჩავედი, ასე წყობიდან ბოლოს როდის გამოვედი არ ვიცი, რამ იმოქმედა ვერაფრით მივხვდი, ასე წყობიდან რატომ გამოვედი, მაგრამ ერთი ის ვიცოდი, რომ ნოა ბრეგვაძეზე უნდა მომეყოლა იმისთვის, ვისთვისაც საინტერესო იყო. მომდევნო დღეს იმაზე ვფიქრობდი, როგორ მეთქვა ეს, როგორ მომეყოლა ნოაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


