შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ ახალგაზრდები ვართ


დღეს, 00:47
ავტორი C’ est la vie
ნანახია 0

მიყვარს დილის რიჟრაჟი, მიყვარს მზის ამოსვლის ყურება, მიღვარს სიმშვიდე, ნაზი მელოდია რომ სწვდება ჩემს ყურს და გულზე გავლით თითქოს სამოთხეს მიქმნის.
დილის 5 ზე უკვე ეღვიძა, ცოტახანი თავის ოთახში იჯდა და უსმენდა მელოდიას, რომელიც ძველმა და მივიწყებულმა მეგობარმა შექმნა მისთვის, გამოსამშვიდობებელი მელოდია, ასე ეძახდა მილე. განიცდიდა ? სიმართელ თუ გინდათ, არა, აღარ განიცდიდა რადგან ფიქრობდა რომ ცხოვრებაში ის ადამიანები რომელებიც წასასვლელები არიან უნდა წავიდნენ, წავიდნენ და შენ ცხოვრებას დამჩნიონ კავალი, დადებითი, დადებითი და არა უარყოფითი კვალი. ასე წავიდა ისიც, ყველაფერი უთხრა რაც აწუხებდა შუბლზე აკოცა და გაქრა მისი ცხოვრებიდან. არ გეგონოთ რომ ვერ ხვდებოდა გოგო, გულის სიღრმეში, მისი ეს პატარა სიმართლე ყოველთვის იცოდა მილემ, მაგრამ იმდენად ეძვირფასებოდა ეს მეგობარი არ უნდოდა დაკარგვა და შესაბამისად არ იმჩნევდა. ცდილობდა ამ ფაქტს გაქცეოდა, ეფიქრა რომ ეს დროებითი იყო და ბიჭს მალევე გადაუვლიდა, თუმცა ასე არ მოხდა. 4 წელი დასჭირდა რომ 17 წლის მილესთვის გულის ნადები გაემხილა და ეთქვა რამდენად ცუდად იყო საქმე, რომ მისი გული მილეს ბოლომდე დაპყრობილი ჰქონდა და უბრალოდ აღარ შეეძლო ასე ყოფნა, განა მარტივია უყურო გოგოს თვალებში რომელზეც ოცნებობ და იქ შენ თავს ვერ ხედავდე. ზუსტად 1 წელი იყო გასული რაც ბიჭმა ყველაფერი უთხრა შუბლზე აკოცა და მისი ცხოვრებიდან გაქრა. რთული უყო ეყურებინა როგორ ეკეკლუცებოდა მილე ბიჭებს და თავი კარგად ეგრძნო, არაფერი შეემჩნია და საჭიროების გამთხვევაში გაღიმებოდა კიდეც. ახსენდებოდა გოგოს მასთან მეგობრობის ტკბილი 7 წელი და ეღიმებოდა. თავზე შემოათენდა, საათი უკვე ცხრას უჩვენებდა, ნელა წამოდგა და აბაზანისკენ გაეშურა, წყალი გადაივლო და ჩაცმა დაიწყო.
მილეზე ეშმაკი გოგო იშვიათად არსებობს ალბათ. მეგობრებმა ხშირად იცოდნენ მისთვის ამ სიტყვების თქმა “ ეშმაკი ხარ, უბრალოდ პრადას არ ატარებ”-ო, მართლაც ასე იყო, ყოველთვის ყველაფერს ხვდებოდა ერთი შეხედვით, ზოგჯერ თქმაც არ სჭირებოდა ისე იცოდა ყველაფერი. იცოდა სადაც კი მოხვდებოდა და ბიჭებიც თუ იყვნენ ყოველთვის იქნებოდა ვიღაც ვინც მოიხიბლებოდა მისით, უყვარდა როცა აწვალებდა მასზე შეყვარებულ ბიჭებს, არ გეგონოთ თავში ჰქონდა ავარდნილი, ან ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარდა, უბრალოდ სიამოვნებდა ის ფაქტი რომ მარტივად შეეძლო ბიჭებისთვის თავბრუს დახვევა და თავგზის არევა. ლამაზი იყო მილე, ვიღაცისთვის შეიძლება არაფერი განსაკუთრებული მაგრამ მართლაც განსაკუთრებული ეშხი ჰქონდა, მუქი შავი თმა, ლამაზი შავი თვალები და მასზედ უხვად დაფენილი შავი წამწამები, პატარა ლამაზი ცხვირი და საშუალო ზომის და ლამაზი ფორმის ტუჩები. ვიღაცისთვის ასეთ მიმზიდველს შეიძლება ხასიათიც ხდიდა, ყოველთვის თავდაჯერებული, მხრებში გამართული და თავ აწეული დააბიჯებდა. ახლაც გაემზადა ჩაიცვა მოხდენილი მაღალწელიანი ჯინსის ქვედაბოლო, მოკლე ზედა, თხელი პერანგი და ჩუმად დატოვა სახლი სადაც თავისი ძმა და ძმის ძმაკაცები ეგულებოდა მძინარე.
მიაბიჯებდა ქუჩაში და ყველას მზერას იჭერდა, სასიამოვნო განცდა ჰქონდა პატარა ეშმაკ მილეს, მასზე მიშტერებულ თვალებს რომ აიგნორებდა და ვითომც არაფერი ისე აგრძელებდა გზას, არავის თვლიდა თავისი მზერის ღირსად, შუადღემდე ხან სად შეიარა, ხან სად, იშოპინგა, სურსათითაც დაიტვირთა და ტაქსით სახლისკენ დაიძრა.
-მილე სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი? 1 საათზე მეტია დაკავშირებას ვცდილობ- სახლში არ იყო შესული, ძმის მკაცრ მზერას რომ გადააწყდა.
-და რატომ გინდოდა დაკავშირებდა ? - წარბის აწევით მიმართა ძმას და მიახვედრა რომ გუშინდელზე კიდევ გაბრაზებული იყო.
-მილე გეყოს ახლა, ვინერვიულე სახლში რომ არ დამხვდი- ტონი დაურბილდა უფროს მაისურაძეს
-სასეირნოდ გავედი, მერე ტანსაცმლის ყიდვა მინდოდა, ბარემ სურსათიც ამოვიყოლე, მეეჭვება რამე მოგეპოვებოდეთ სახლში-ეჭვის თვალით გადახედა მოშორებით მდგარ ბიჭებს- და ახლა აქ ვარ
-უბრალოდ დაგებარებინა
-ყველა გასვლაზე ვერ შეგითანხმდები ძმაო ჩემო, ახლა კი მაპატიეთ უნდა დავისვენო- თვალი მოვლო ყველას და ოთახში გაუჩინარდა. არ იყო მილე უჟმური გოგო უბრალოდ სამაგიეროს უხდიდა ძმას წინა დღისით მომხდარის გამო. გამოიცვალა, თავის გოგოებს მიწერა და ანცად კიბეებზე ჩაირბინა ლაპარაკი დამზარეულოდან ესმოდა და მანაც იქითკენ გასწია, შევიდა თუ არა აჩი და ვატო მაშინვე გაჩუმდნენ
-რას განიხილავდით ბიჭებო?
-უბრალოდ …-ვატომ დაიწყო ლაპარაკი და აჩის გადახედა დამეხმარე თვალებით - უბრალოდ გვშია - წამწამები ააფახუნა ვატომ, მივხვდი ლაპარაკი საითაც უნდა წასულიყო და თვალები ეჭვით დავაწვრილე
-ჰმმ… ჩამოდექით ორი აყლაყუდა და არ იცით არც ერთმა საჭმლის კეთება, ამიტომ ელოდებით ვინმეს ვინც საჭმელს გააკეთებს და დაგაპურებთ ხო ასეა?
-ნუუუ რაღაც მსგავსი, დილიდან დავიღალეთ ჩვენც, სახლი ნახე როგორ ბრწყინავს - ჯერ საწყალი სახე მიიღო აჩიმ შემდეგ გაიკრიჭა
-არჩილ თქვენ თუ გგონიათ აქ დიასახლისად მოვედი ძაან ცდებით
-აუუ გთხოვვვვვ, ვიცით რომ საჭმელში სპეცი ხარ , მილეეეეე - სასაცილოდ გაწელა ჩემი სახელი.
-ჯანდაბას თქვენი თავებიი, მეგონა 1 მეყოლებოდა მოსავლელი და 5 დამხვდით-თეატრალურად შემოვირტყი თავში ხელი. - მომერიდეთ და არავინ შემაწყვეტინოთ კეთება - ნახევარ საათში მზად მექნება
-იესსსს , ხო გითხარი ასეთი ალქაჯიც არ იქნება თქო
-ბოდიშიიი?!!! - ხელში ხის მოსარევი ავიღე და მიახლოვება დავიწყე, ვატო უცებ მიხვდა რაც წამოროშა და დაფრთხაა
-არა , არა არასწორად გაიგე, მინდოდა მეთქვა რომ სუუუუიპერი ხარ - უცებ გადმომწვდა ლოყაზე მაკოცა და მოტყდა სამზარეულოდან, იგივე გაიმეორა აჩიმაც.
-არანორმალურები - გამეცინა და საჭმლის კეთებას შევუდექი, ნახევარ საათში უკვე მზად მქონდა საჭმელი, ბიჭებმაც გააწყვეს სუფრა
-მოდი მილე - სკამზე ხელი დაატყაპუნა მიშომ
-ბოდიშით მიხეილ და ბიჭებო , უნდა წავიდე დაქალები ვნახო, არ დამელოდოთ, გემრიელად მიირთვით - ყველას სათითაოდ ვაკოცე და ოთახში შევედი, ვემზადებოდი გარეთ გასასვლელად რა დროსაც ჩემ ოთახის კარზე დააკაკუნეს
-გისმენთ - კარი კოსტამ შემოხსნა - მობრძანდი დიდო კონსტანტინე
-მილე საუბარი მინდოდა
-მოდი დაჯექი - საწოლზე მივუთითე
-მისმინე , მიშოსაც ვეუბნებოდი, ახლა რაც შენ დაბრუნდი არაა სწორი ჩვენი კიდევ ამ სახლში ყოფნა, ვგრძნობ რომ არაკომფორტულად ხარ და მეც უხერხულობას განვიცდი, ბიჭებიც მეთანხმებიან, ამ დღეებში ვიპოვით რამეს სა გადავალთ - მე გამომივიდა ბიჭებთან არასწორად, ვხვდებოდი ამას და ნერვები მეშლებოდა
-ხიდა არასწორად გრძნობ - წარბები მაღლა აზიდა - ახლა კარგად მომისმინე ვაჟბატონო, არსადაც არ წახვალთ - თითი ცხვირწინ ავუფრიალე - აქ იქნებით და ეს არც განიხილება, უბრალოდ სანამ უნივერსიტეტს დავიწყებ მინდა ჩემი გოგოები ვნახო და ამიტომ ვერ დავრჩი სადილად , მერე უნი რომ დაიწყება ჩემ გოგოებსაც მოვიყვან ხოლმე და ყველა კარგად გავერთობით ერთად , გასაგებია?!
-მაგრამ…
-აპ აპ არავითარი მაგრამ, ახლა ვარ ცოტა უხერხულად სანამ გაგიცნობთ ყველას და მერე დამიჯერე შეიძლება მართლა მოგინდეთ აქედან წასვლა, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ცოტა გიჟი ვარ და შეიძლება ღამის 4 ზე დაგადგეთ სიმღერებით ოთახში - ახარხარდა ბიჭი კოსტა
-კარგიი, მიხარია თუ მასეა, თუ რამე დაგჭირდება აქ ვართ, ოთხივე შენ სამსახურში გვიგულე, ბიჭებსაც ვესაუბრე და ისენიც უხერხულად არიან
-ხოდა რომ ჩახვალ ყველას ყური აუწიე - ცხვირი ავიბზუე
-მილ, შორ პერსპექტივაში ვხედავ რომ ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიქნებით, იმათ აკიათ და არ ვიცი როგორ გაუძლებ
-გამიძლონ აქეთ - წარბი ავზიდე დემონსტრაციულად
-კარგი, კარგი, ახლა დაგტოვებ - ჩამეხუტა და დამტოვა მარტო, სიმართლე გითხრათ რაღაცნაირ სითბოს ვგრძნობდი თითოეულ მათგანში, მეც ვხვდებოდი რომ შემეძლო მათი იმედი მქონიდა და ეს მახარებდა, დაბლიდან ყიჟინა მომესმა, აშკარად უთხრა კოსტამ ჩემი ნათქვამი.
-ჯანდაბა ასე დავაგვიანებ- წამოვხტი და მომზადება განვაგრძე , 15 წუთში უკვე ტაქსით მივემართებოდი ჩვენი საყვარელი კაფისკენ, ღმერთო ჩემო ისე მომნატრებია აქაურობა, კარი შევაღე თუ არა თვალში მომხვდა ჩემი ოთხეული, დეა დადიანი ლილე ყიფიანი, მართა შენგელია, ქეთო ჟორდანია. ჩემი ქალები, ჩემი მუდამ სასურველები. მათკენ გავიქეცი
-ააააააა - აყვირდა წამში მართა და წამოხტა ჩასახუტებლად, ასე ვიდექით ოთხი ადამიანი ერთმანეთს ვეხუტებოდით და იყო ბევრიი ცრემლი და სიცილი
-როგორ მიხარია რომ დაგვიბრუნდი მილლლ - ცრემლებს ღვურდა ჩემი დეაც
-მეც, ისე მომენატრეთ, აბა მოყევით რა ხდებოდა ჩემს არ ყოფნაში.
-მოკლედდ - დაიწყო ლილემ და ყველა ცალცალკე ვყვებოდით ჩვენ აბებს, ვიცინოდით, ხანაც ვტიროდით , ვყვებოდით ყველაფერს, ზოგი გვქონდა ონლაინ ნაჭორავები, ზოგიც არა და შემოგვაღამდა კიდეც, დავიშალეთ და ყველაამ ვიცოდით რომ ეს საღამო კიდევ უამრავჯერ გამეორდებოდა შემდეგშიც, სახლთან სანამ მივედი მანამდე ჩამოვხტი ტაქსიდან და ფეხით დავადექი გზას.
-ლევან უკვე ძალიან ბევრჯერ გითხარი , არ ვაპირებ დაბრუნებას, აწიი ცალკე ვცხოვრობ და შეეგუონ როგორმე - ყვიროდა ჩემ უკან მომვავალი მამაკაცი, რომელმაც მალევე ყვირილს გინებაც გაურია, თავი შევატრიალე რომ ეგრძნო რამდენს აშავებდა , თითქოს უცებ მოვიდა გონს, კმაყოფილმა შევატრიალე თავი და გავაგრძელე გზა
-კარგი დავასრულოთ ეს საუბარი ლევან, რომ გნახავ თუ რამე მერე ვილაპარაკოთ, გოგონა, გოგონააა - აშკარად მე მეძახდა
-გისმენთ ?! - წარბებ შეკრული ჩავჩერებოდი თვალებში
-ბოდიში წეღანდელისთვის , არ დამინახავს წინ თუ ვინმე მიდიოდა ისე ვიღავი აჭრილი - თმას წაეთამაშა და თავი დახარა
-არაუშავს, აშკარად არასასიამოვნო საუბარი გქონდა - თავი დაუკარი იმის ნიშნად რომ ვღებულობდი მის ბოდიშს
-ნამდვილად - გვერდით ამომიდგა და თითქოს მანიშნა გზა გააგრძელეო
-მაშ, მოვგვარდით ნახვამდის - გავუღიმე ზრდილობის ნიშნად და გზის გაგრძელებას ვაპირებდი
-მოიცაა … შეენ მილე არ ხარ? - ეჭვისთვალით შემომხედა უცნობმა
-ჰმმ … და შენ ვინ ხარ? - მეც ასებე შევხედე
-ვაახ რა საინტერესოა, შენი ათასობით სურათი მაქვს ნანახი და რეალურად ახლა მივხვდი რატო უყვარდი თავდავიწყებით იმ სულელს - შემათვალიერა და გაეცინა
-ვინ ხარ ? - რაღაც ეს ღიმილი “კეთილ” ღიმილს არ ჰგავდა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent