შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული თვით რაფლეზია"(+18)


14-11-2026, 13:45
ავტორი Foxy meryem
ნანახია 63

ბედნიერების ნაპერწკალი

„ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვხვდებით მხოლოდ მას, ვინც ჩვენს ქვეცნობიერში უკვე არსებობს.“(ფროიდი)

მესამე დღეს კი ჩემი გარი ჩამოვიდა, ჩემი ბედნიერების ნაპერწკალი. საღამო იყო, ოთახში ვიყავი ასული, მუსიკას ვუსმენდი, ჩემი ტელეფონი რომ აწრიალდა.
-გარი.
- არ შემხვდები?
- ჩამოხვედი?
- უკვე შენს ჭიშკართან ვარ.
ტელეფონი გავთიშე თუ არა, ქვემოთ დავეშვი. უკვე მანქანა შემოყვანილი ჰყავდა და მანქანიდან გადმოდიოდა. მივირბინე და ძლიერად ჩავეხუტე, გარშემო არავინ მადარდებდა, მთავარი იყო მისი სურნელი ჩამესუნთქა.
- მომენატრე.
- მეც, გარი.
სახლისკენ გავეშურეთ.
-მშობლებს რა უთხარი ჩემზე?
- მეგობარი-მეთქი.
-ხო, აბა.
გამიღიმა, მისი ღიმილი ყველას და ყველაფერს მერჩივნა.
დეეე...
-გოგო, ნუ კივი ასე!
-აქ შეჩვეულები არიან ჩემს კივილს, გარი.
-ხო, დეე?
-დეე, გარი მოვიდა.
-როგორ ხართ?
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-არამიშავს, ბოდიში, რომ შეგაწუხეთ.
-რა შეგვაწუხე, ისედაც არავინაა ამხელა ვილაში, როცა გავიგეთ მოდიოდი, ძალიან გაგვიხარდა.
-გარი, შენი ძმაკაცის ვილა ჩათვალე. ახლა მამაჩემიც მოვა, მოიცა. -და კივილი დავიწყე, გიჟი ვარ, ახლა რა მეტყობა მე ფსიქოლოგი ქალის. -მაააააააააააა...
-შვილოო, რა გაკივლებს, გამიგიჟე ხალხი!
პატარა ბავშვივით დავიწყე სიცილი.
-ბატონო გარი.
-როგორ ბრძანდებით?
-არამიშავს, შენ როგორ ხარ?
-კარგად, მადლობთ.
-ასეთ გიჟთან როგორ მეგობრობ?
-ეეე, რას მკადრებ, მაა, ამხელა ფსიქოლოგ ქალს?
-ოხ, შვილო, შვილო. მიდი, გარი, მოწესრიგდი და კარგი ღვინო მაქვს ჩემი დაწურული, ზუსტად 4 წლის დაძველებით და კარგად მოვილხინოთ დღეს.
-არა, მე ჩემი სიძე ვიგულისხმე, მაგრამ აი თურმე ნამდვილი ძმაკაცი ვინ ყოფილა.
-შვილო, მიდი, აჩვენე მისი ოთახი.
-წამო, გარი, დაგაბინავებ.
უსიტყვოდ გამომყვა. ავუყევით ჯერ მეორე სართულის კიბეებს, მერე მესამე სართულის.
-აი, ეს არის შენი ოთახი, მოწესრიგდი.
-და შენი ოთახი?
-ზუსტად შენი ოთახის წინა ჩემი ოთახი.
-კარგია.
-წავედი აბა, გელოდები.
-საით?
ხელი მომიკიდა და ოთახში შემაცუნცულა.
-მოდი, გაკოცებ და ისე გაგიშვებ.
მიმიხუტა, ბაგები გავხსენით ერთმანეთის ბაგებისთვის და ის არაამქვეყნიური შეგრძნება მეუფლებოდა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. კოცნა, სიყვარულის კოცნა.
-ახლა წადი.
შევხედე და ჩავედი დედასთან სამზარეულოში. ვეხმარებოდი სუფრის გაწყობაში. ის საღამო კარგად მოვილხინეთ, მამაჩემთან საერთო ენა გამოძებნა და ეს ძალიან გამიხარდა.
მეორე დღეს გვიან გავიღვიძეთ. შევჭამეთ თუ არა, გასასეირნებლად წავედით.
-იცი, მომენატრე. -ხელი ჩემს ხელს შეახო, შემომხედა და გამიმეორა: -მომენატრე.
-მეც.
ჩავეხუტე ისე, რომ სუნთქვა შემეკრა. ვგრძნობდი, მასში როგორ ვიძირებოდი. გული მხოლოდ კარგს მიგრძნობდა, როცა მასთან ვიყავი. ცხოვრება ფერადი მეჩვენებოდა და სიცოცხლის ძალას მაძლევდა. სიყვარული ხომ თვით შეგრძნებებია, რომელიც ჩვენში მაშინ იღვიძებს, როცა შეყვარებულები ვართ.
-იცი, შენთან ერთად რომ ვარ, მშვიდად ვარ, ვგრძნობ, რომ ვარსებობ, ვგრძნობ, რომ მეც შეიძლება მყავდეს ისეთი ადამიანი, ვისაც ჩემს შესახებ მოვუყვები და ამას თავისი ინტერესებისთვის არ გამოიყენებს. ზოგადად, ნიღაბს ამოფარებული ვარ იმისთვის, რომ ჩემი წარსულის გამო არ ჩამძირონ, იმისთვის, რომ არ გაიგონ, რა ნაგავი ვიყავი.
-მე ისეთს გიღებ, როგორიც ხარ და არასოდეს გამოვიყენებ იმას, რაც შენზე ვიცი, ჩემი ინტერესებისთვის, ის აი აქ რჩება. -მისი ხელი ავიღე და გულთან მივიტანე. -ნახე, ეს ამის იქით არ მიდის, აქ ინახება და რჩება სამუდამოდ.
შემომხედა და ჩამიხუტა ისე, რომ მის გულისცემას ვგრძნობდი.
-ჩემს ცხოვრებას სიცოცხლის აზრს აძლევ. -მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
ნელ-ნელა ვიჯერებდი, რომ სიყვარული არსებობდა და ეს ის იყო, რაც მე ნამდვილად მჭირდებოდა, მე ეს მამაკაცი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ბედნიერება ორივეს განგვეცადა.
-დღეს ვიმწვადაოთ.
-კარგი.
გამიღიმა, მისი ღიმილი ის იყო, რაც მთელი დღის განწყობას მიქმნიდა. სახლში დავბრუნდით.
-დეეე, მოვედით.
-დეე, რა კაია, რომ მოხვედით. მე და მამა თბილისში მივდივართ.
-შენ თბილისში როდის დადიოდი?
-თაიამ დარეკა, ბავშვები წაიყვანეთო და დღეს ვერ მოვასწრებთ, ამიტომ თბილისში დავრჩებით.
-ხომ, რაღაც მითხრა ჩემმა სიძემ, სადღაც მივდივართო.
-ხომ, სულ დამავიწყდა, საფრანგეთში მიფრინავენ.
-ხო, აი გარი მართალია, რაღაც შეხვედრა გვაქვსო.
-ხოდა წავედით ახლა.
-მააა, თუ გინდა მზარეულს დავურეკავ და მოვა?
-თქვენ მგონი მიდიოდით, ხომ?
-კარგი ხო, კარგი.
-კარგად იყავით, ბედნიერი მგზავრობა, რომ ჩახვალთ დამირეკეთ.
-კარგი დეე.
გარის გავუღიმე.
-მწვადი და წითელი ღვინო? -თვალი ჩავუკარი.
-უარს არ ვიტყოდი. -ეშმაკურად ჩაიცინა.
სამზარეულოში ორივე ვფუსფუსებდით, როგორც გვახასიათებდა, თან ერთმანეთს ვაწვალებდით.
-იცი, ზოგჯერ მგონია, რომ მთელი ცხოვრება გიცნობ.
-გრძნობა გვეუფლება ხოლმე უბრალოდ, თორემ სადმე რომ შევხვედროდით ერთმანეთს, ჩემს დავიწყებას შეძლებდი, გარი?
-არასოდეს, ტკბილო.
-„ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვხვდებით მხოლოდ მას, ვინც ჩვენს ქვეცნობიერში უკვე არსებობს“ -ზიგმუნდ ფროიდი.
ვიმწვადეთ, წითელი ღვინოც დავაგემოვნეთ მამას მარანიდან. საღამოს ჰამაკში ვიწექით ორივე. მის მკერდზე მედო თავი, ის თმებზე მეთამაშებოდა.
-იცი, ასე ჩვეულებრივად მინდა ცხოვრება. ზოგჯერ იმას ვფიქრობ, რომ ყველაფერი მივატოვო და აქ, გურიაში გადმოვიდე, მაგრამ არ შემიძლია ჩემი სამყაროს გარეშე. ის მე შევქმენი, მას მე ჩავბერე სული, მე გავაკეთე თითოეული დეტალი. აქ, სიმშვიდეში ნამდვილად ვიცხოვრებდი ოჯახით, მაგრამ ოცნება ოჯახზე წლების წინ გავატანე ქარს, რომელიც არასდროს ბრუნდება.
-ოჯახი, საოცრად ლამაზი სიტყვა.
-მხოლოდ სიტყვა არა, ოჯახი ერთი დიდი საყრდენია, სიყვარულია.
-ოჯახზე წლების წინ ვფიქრობდი, მის მერე ჩემში ჩაქრა ის გრძნობა, რომ ოდესმე ოჯახი მეყოლება, ცოლი, შვილები...
-მხოლოდ ერთხელ მქონდა ის გრძნობა, რომ ოჯახი შემექმნა, მაგრამ მე თვითონ გავუშვი ეს გრძნობა, არ ვიბრძოლე მისთვის, უბრალოდ ასე ჩვეულებრივ გავუშვი. ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს, ხომ გაგიგია, არა.
-რატომ ფსიქოლოგია?
-თავიდანვე ასე მინდოდა, მერე რაღაცებმა შემიშალა ხელი, ბოლოს კი ჩემმა მდგომარეობამ მიმიყვანა ფსიქოლოგობამდე.
-რა მდგომარეობამ?
-წლების წინ ღრმა ეგზისტენციალურ დეპრესიაში მყოფი მივედი ფსიქოლოგთან, დიდი დრო დამჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად. გამოვედი და ჩემი დიდი მიზანი ავისრულე.
-ფსიქოლოგი გახდი. ვერ დავიჯერებ, რომ შენ...
-მე მაშინ საკუთარი თავი დაკარგული მქონდა, საკუთარი მე კი არც კი ვიცი სად იყო. ფსიქოლოგია ისეთია, რაღაც დოზით მაინც რჩება ჩვენში, ესა თუ ის ფსიქოისტორიები.
-ანუ?
-არის მომენტები, როცა დეპრესია თავს იჩენს, უბრალოდ ნებას არ ვაძლევ ჩემში ისევ დეპრესიით გაიჟღინთოს მთელი ორგანიზმი.
-მე კიდევ არ შემიძლია დეპრესიის კონტროლი.
-კონტროლი არავის შეუძლია. -თავი ავწიე, გავუღიმე.
-ხვალ ბავშვებიც ჩამოვლენ, არა?
-კი.
-გინდა სადმე წავიდეთ ყველა ერთად?
-სად?
-სიღნაღში.
-წავიდეთ. შენ მივლინებები არ გაქვს?
-როგორც გაიგე, შენი სიძე და და წავიდნენ, არა.
-მოიცა, ეგ როგორ?
-ანუ, შენმა სიძემ გაგითვალა ყველაფერი.
-გამითვალა?
-ანუ ჩაგიტარა, პატარავ.
იცინოდა, თითქოს მახეში გავები.
-ანუ ახლა აქ რომ ხარ, ჩემი სიძის დაგეგმილია?
-მთლად ეგრე არა.
-აბა როგორ არის?
-მოკლედ, იქ მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ შენმა სიძემ დაიწუწუნა -მე და თაიას სამოგზაუროდ გვინდა წასვლაო და ჩემს მაგივრად გავუშვი. ერთი დღეც არ გრძელდება მოლაპარაკება, მერე კი დაისვენებენ. ხოდა მერე მე მითხრა, შენ და ჩემმა მშვენიერმა იქნებ სადმე წაბოდიალდეთო, ხოდა აქ ვარ აგერ, გურიაში წამობოდიალებული.
სიცილი რომ დავიწყე, ვერ ვჩერდებოდი, მუცელი ამტკივდა სიცილისგან. ცრემლებამდე გიცინიათ? აი მე კი... როგორც იქნა მოვითქვი სული და...
-წამობოდიალდი ასე, ხო...
-ხომ, ვერ მიყურებ თუ? -ისე სასაცილოდ და საყვარლად ამბობდა. თავი დავუქნიე.
-კი, ნამდვილად.
ვუყურებდი და ზუსტად ვიცოდი, რომ ვიპოვე ჩემი ცხოვრების მამაკაცი. იმ ღამეს რა დაგვაძინებდა, ამიტომ კოცონი დავანთეთ და საუბრის ღამე მოვიწყეთ, ენა არცერთს გაგვიჩერებია.
-ჩემს სიძეს ესაუბრეთ?
-არა, მისით მირტყამდა რაღაცებს საუბრის დროს.
-ჭკვიანი სიძე მყავს.
-ნერვების მომშლელი უფრო.
-ნუ, ეგეც შეიძლება ითქვას.
-ითქვასო? ამას წინათ რესტორანში ვზივართ. იყურება აქეთ-იქეთ და მეუბნება: ბიჭო, ნახე რა გოგოები მოძრაობენო, რომ მიზიხარ აქ უცოლოდ, კაცი დაბერდი, კაი, ცოლი არ გინდა -არ გინდა, შვილი არ გინდა -არ გინდა, მარა არც მომვლელი არ გინდაო? რომ დაბერდებიო, ვინ მოგივლის, ვნახავო. ეს არის შენი სიძე...
-მართალია, რას ერჩი. -სიცილი წამსკდა.
-შენ რაღა გაცინებს?
-დაბერდებიო რომ გითხრა, ახლა ვითომ ახალგაზრდა ხარ? -სიცილს ვერ ვიკავებდი.
-შენ რაღაც ძაან მეტლიკინები მე...
ისეთი სახით შემომხედა, სიცილის შეკავება ვერ შევძელი...
-მერიემ, მიწვევ.
-კარგი ხო, კარგი.
-მოდი ჩემთან.
მივედი მასთან, მიმიხუტა, პლედი დავიფარეთ.
-სასწაულად მენატრები ხოლმე.
-ხოლმე?
-ხო, როცა შენთან არ ვარ.
-რაფლეზიაზე რა ხდება?
-არაფერი, მგონი ისე მძაფრად აღარ მაქვს.
-კარგია, ბოლომდე ვერ განიკურნები, მაგრამ იშვიათად შეგაწუხებს.
-შენი დამსახურებით.
-შენი თავის რწმენით, გარი.
ჩამეხუტა.
მეორე დღეს შუადღისას ჩემი სასწაულები ჩამოვიდნენ. საღამოს სუფრას ყველანი ერთად მივუჯექით. გარიმ ჩვენი სიღნაღის თემა გააცნო ყველას. მეორე დღისთვის წასვლა გადაწყდა ორი დღით. რა მალე დაარწმუნა ჩემები. ვიცოდი, რომ სიღნაღში ჩემებთან და გარისთან ერთად კარგ დროს გავატარებდით. მთავარი იყო ჩემს სასწაულებს ცოტა ხანი დეიდასთან გაეტარებინათ დრო, უკმაყოფილო რომ იყვნენ ხოლმე.
-მე შენზე გაბრაზებული ვარ.
-რატო, დეი?
-არ მოდიხარ ჩვენთან და აღარ ატარებ ჩვენთან დროს.
-ბოდიში, დეი, დამნაშავე ვარ.
-ბოდიში მიუღებელია. -თავი აწია ზემოთ და მარჯვენა წარბი ზევით აზიდა, სუფთა თაია იყო.
-კაი, დეი, ახლა სიღნაღში ავანაზღაურებ, მერე გპირდები, მე და შენ ბათუმში წავალთ ცოტა ხნით.
-გარი არ წამოვა?
გვერდზე გავიხედე დენდარტყმულივით, მერე ისევ წინ გავიხედე.
-არა, რა გარი, მე და შენ-მეთქი.
-ააააა, კაი, მაშინ არ მინდა.
-ახლა მე საკუთარმა დისშვილმა უარი მითხრა?
-კიიი, უარით გაგისტუმრა.
ალმაცერად გავხედე გარის და ის ღიმილიანი სახით შემომცქეროდა.
-იცოდე, ქალბატონო, მეორედ აღარ გეტყვი.
-ჩემი პასუხიც მიიღე -გარი წამოვა და წამოვალ მეც.
-ჯერ ეს ერთი, გარი კი არა, ბაბუად გეკუთვნის მგონი.
ჩემს სიტყვებზე გამეცინა.
-რა თქვა ახლა დეიდაშენმა?
-ბაბუად გეკუთვნისო.
-სულ გამოშტერდა, ნუ მიაქცევ ყურადღებას.
-არა, ისე რომ დაუკვირდე, მართლა ეგრეა.
-ბიძად ვეკუთვნი, მაგრამ არ დამაბერებენ შენსავით.
-ააააა, ახლა ქალბატონო გარის შეეკარი, ხო?
-დიახაც.
-თხაა.
-მესმის.
-საკუთარი დისშვილი ამიმხედრე, ხო?
-მე არაფერ შუაში ვარ.
-არა, გეკადრება.
-წამოდი, ქალბატონო, ხვალისთვის მოგამზადო.
მოკლედ, ყველანი ხვალისთვის მოემზადნენ და აივანზე მოვთავსდით წვენებით.
-დისშვილო, რისი წვენი გინდა?
-ფორთოხლის.
-გარი, შენ?
-მეც.
ხო, ისევ სამეული ვიყავით. დედა დაქალთან იყო გადასული, მამა და ჩემი მეორე სასწაული სადღაც წავიდნენ.
-აი, აიღეთ თქვენი ფორთოხლის წვენი. დეი, მოყევი აბა, სკოლაში როგორ მიდის საქმე.
-ძალიან კარგად.
-სწავლაში ვის ჰგავს ნეტავი.
-დედას და დეიდას.
-არ იცის თუ...
-მოიცა, მამას?
-მამა ბიზნესმენია, მე არ მინდა ბიზნესმენობა.
-ჰკითხე აბა, რა უნდა გამოხვიდე-თქო.
-რა უნდა გამოხვიდე?
-თავიდან მსახიობობა მინდოდა, ახლა ფსიქოლოგობა მინდა.
-აააა, ანუ დეიდას კვალს მიჰყვები.
-კი ბატონო, მართალია დედას ასლი ბრძანდება ქალბატონი, მაგრამ დეიდასიც აქვს რაღაც-რაღაცები. ხომ, დეი?
-კი.
-გინდათ რამე ფილმს ვუყუროთ ან სულაც ანიმაციას?
-კიი, ანიმაციას ვუყუროთ.
-რომელს, დეი?
-ზოოტოპიას.
-ვუყუროთ.
ჩავრთეთ, მოვიმარაგეთ ბატიბუტი, შოკოლადები და ბევრი ტკბილეულობა. ჩავუჯექით ზოოტოპიას. მეც მიყვარს ანიმაცია. სწორად შერჩეული ანიმაცია ძალიან კარგია. ზოოტოპია კი გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი, ასევე გვასწავლის, რომ მიზანდასახულობა, შრომა და მიზნისკენ სწრაფვა აუცილებლად არის საწყისი ყველაფრის იმის, თუ როგორ გავხდეთ წარმატებულები. ბავშვებს უნდა მივცეთ უფლება ანიმაციის ბოლოს შევაჯამოთ -ანიმაციამ რა გვასწავლა და რა მოუტანა მას სასიკეთო, რა ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები და ა.შ. ასე ბავშვები უკეთ ისწავლიან კარგისა და ცუდის განსხვავებას, უკეთ გამოიტანენ აზრს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ზოოტოპიამ კი მეც მასწავლა რაღაც-რაღაცები, ჩვენ ხომ სიკვდილამდე ვსწავლობთ. ბავშვებს ხშირად უსმინეთ, მათაც აქვთ სწორი მსჯელობა, თან არ დაგავიწყდეთ, თანამედროვეები არიან და ჩვენზე უკეთ ერკვევიან რაღაცებში. ბავშვებს ხშირად მოუსმინეთ, ისწავლეთ მათგან რაღაცები, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ.
ვიჯექი და ვუცქერდი გარის და ჩემს სასწაულს, როგორი საყვარლები იყვნენ. დასრულდა ჩვენი ანიმაციაც.
-დეი, მეგობრობა ხომ ძალიან ძლიერი ფენომენია, ნამდვილი მეგობრობა კი ძალიან იშვიათობაა. მეგობრები ხომ სანთლით უნდა ვეძებოთ -უღალატო და კარგი მეგობრები. შენგან ვიცი, რომ უამრავი მეგობარი არ არის საჭირო, მეგობარი რამდენიმე გყავდეს და კარგები, ჯობს ვიდრე უამრავი მეგობარი და გამოუსადეგარი, მოღალატეები.
-მართალი ხარ, დეი, მეგობარი გაჭირვებაში უნდა გამოსცადო. გაჭირვება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მისგან ფული გვჭირდება ან რამე მატერიალური, ჩვენ მისგან სულიერი მხარდაჭერა გვჭირდება, გვჭირდება, რომ გვერდით გვედგნენ, გვჭირდება ჩვენთან იყვნენ ცუდ პერიოდებში. ისინი ჩვენი საყრდენები უნდა იყვნენ, როგორც ჩვენ მათთვის. მეგობრობა კი ნამდვილად რთული და ძალიან ძლიერი ფენომენია, ისინი ჩვენ გვჭირდება, როგორც მათ ჩვენ.
-დეი, შენ ხომ რამდენიმე მეგობარი გყავს?
-კი, დეი. უამრავი ბავშვობაში მყავდა, მაშინ, როცა გარჩევა არ ვიცოდი კარგისა და ცუდის. სტუდენტობის პერიოდში იყო რაღაც მაგდაგვარი, მაგრამ ახლა ადამიანების ამოცნობა უკეთ გამომდის, მათი სულიერი სამყაროს დანახვა. გახსოვდეს, ადამიანები მათი თვისებებით და სულიერი სამყაროთი უნდა შევაფასოთ და არა ვიზუალით.
-ვიზუალი შეიძლება ძალიან კარგი ჰქონდეს, მაგრამ სულიერი სამყარო ბინძური.
-ზუსტად ეგ არის, დეი, ადამიანები ვიზუალით არასოდეს არ უნდა შევაფასოთ.
-თან ხშირად ნიღბებსაც ირგებენ.
-ცხოვრება ერთი დიდი თეატრია.
-მთავარი როლი უნდა ითამაშო ნიღბის გარეშე.
-რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, გარი.
-მართალი ხარ, დეი, შეუძლებელი არაფერია, მთავარია მიზნისკენ ისწრაფო.
-დეი, ცხოვრებაში უამრავი ადამიანი შეგვხვდება ნიღბით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნიღაბს იმიტომ ატარებენ, რომ აღარ ატკინონ, მისი ლამაზი სულიერი სამყაროს გამო -ისინი ადრე ბევრს ენდობოდნენ, მაგრამ გულნატკენები რჩებოდნენ. შემდეგ მიდიან აზრამდე, რომ ნიღბით იცხოვრონ და სულ სხვა ადამიანი გააცნონ საზოგადოებას. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნიღაბს იმიტომ ატარებენ, რომ თავისი ბინძური სულიერი სამყარო დაამალონ.
-პრინცესა, ცხოვრება ძალიან რთულია, იმდენად, რომ ადამიანების გარჩევასაც ნიჭი სჭირდება.



წვიმის სიმფონია სიღნაღში

„ზოგიერთი ადამიანი გრძნობს წვიმას, სხვები უბრალოდ სველდებიან.“ (ბობ მარლი)


მეორე დილით გავუყევით სიღნაღის გზას. მამამ ჩართო Pink Floyd-ი, Pink Floyd-ს The Beatles-ი მოჰყვა. მამა გვამოგზაურებდა მის ახალგაზრდობაში. მეც ვგიჟდები იმ დროინდელ ჯგუფებზე, სასწაულია მათი მოსმენა, განწყობას მიმაღლებს. ვგრძნობ, რომ თუ მოვინდომეთ, გავაფერადებთ გარშემო ყველაფერს. და ჩაირთო ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა - Let it be. სიმშვიდეს მგვრიდა, სასწაულია. ხმა ავაყოლე, ჯერ გარიმ მომცა ბანი, მერე მამამ, მერე დედამ და ბოლოს სასწაულმაც ამოიღო ხმა, სასწაული ხმის ტემბრი რომ ჰქონდა. ისე ჩავედით სიღნაღში, დროის კონტროლი დავკარგეთ.
- და აი, ჩვენ სიყვარულის ქალაქში ვართ, -თქვა მამამ.
სასწაული და საოცარი გარემო დაგვხვდა. მართლაც კარგი სასტუმრო დაუჯავშნია გარის. ჩვენი ოთახებიც გვერდი-გვერდ აღმოჩნდა. კარგად გაუთვლია, არა? ეშმაკურად ჩამიცინა, როცა სასტუმროს ადმინისტრატორმა გვითხრა, ჩვენი ოთახები რომ გვერდი-გვერდ იყო.
საღამო იყო, სასწაულები ბებიასთან და ბაბუასთან ერთად გასასეირნებლად წავიდნენ. მე რაღაც საქმე მქონდა და ცოტა ხნით ლეპტოპს მივუჯექი. როცა საქმეს ვამთავრებდი, კარზე კაკუნი გავიგე. კარი გავაღე და გარი დავინახე.
-რამე მოხდა?
-არა, უბრალოდ ვიფიქრე, ამდენი მუშაობისგან გადაიღლებოდი.
-ვამთავრებ, შეგვიძლია სადმე გავიდეთ.
გავედით, ვსეირნობდით...
-რაფლეზიის რა ეტაპზე ხარ?
-სიმართლე გითხრა, ამ დღეებში საერთოდ არ შევუწუხებივარ.
-ეგ კარგია.
-ხო.
-ძალიან გეტყობა.
-რა?
-სამწუხარო ისაა, რომ გეტყობა, მაგრამ არ გინდა გეტყობოდეს. რას ვიზამთ, ადამიანები ვართ.
-რა მინდა შემატყონ და რა არა, მაგას მე ვსაზღვრავ, -გამიღიმა.
-ადამიანებმა მიმიკების და რეფლექსების გაკონტროლება არ ვიცით, გარი, -მეც გავუღიმე.
-ადამიანებმა კი, -სიცილი დაიწყო.
-რა გაცინებს, ან რას გულისხმობ?
-არაფერს, მერიემ, დაივიწყე.
ისევ რაღაც ხდებოდა ამ ბიჭში, ისევ იდუმალი იყო ჩემთვის, არა მარტო ჩემთვის.
საოცრად კარგი იყო სიღნაღში. საღამოს სეირნობის დროს გაგვიწვიმდა.
-ხავალ დილით ამ ქალაქს დავტოვებთ.
-მერე რა, სხვა ქალაქი, სხვა ქვეყანა და უამრავი თავგადასავალი ერთად, მერიემ.
-კარგად ჟღერს, -ეშმაკურად გავუღიმე.
ამ დროს წვიმამ დაცხო. ხელები გავშალე და დავტრიალდი.
-გოგო, გიჟი ხარ, დასველდები, წამოდი.
ხელი გავუწოდე.
-გარი, ოდესმე გიცეკვია წვიმაში, წვიმის წვეთების თანხლებით?
-გიჟი ხარ, წამოდი, გაცივდები.
-მოდი ერთად შევიგრძნოთ მისი სტიქია.
ხელი მოვკიდე და წვიმის წვეთების ჰარმონიას შევერწყმენით. კოკისპირულად წვიმდა, ჩვენ წვიმის წვეთების ხმა როგორც სიმფონია, ისე ჩაგვესმოდა. ვცეკვავდით და ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით. ეს წუთები საუკუნედ მინდოდა გაწელილიყო. ასე ახლოს მის სულთან არასოდეს ვყოფილვარ. მის თვალებში ვკითხულობდი სიყვარულს. ვგრძნობდი, როგორ მიახლოვდებოდა ყურთან მისი სველი ტუჩები, ჩუმად ამოილაპარაკა:
-გაცივდები, პატარა, წავიდეთ.
-მინდა ეს წუთები საუკუნედ გაიწელოს.
თვალებში მიყურებდა, თავის სველ ტუჩებს ნელ-ნელა უახლოვებდა ჩემს ცხელ ტუჩებს. მე ვგრძნობდი, გული როგორ მიძგერდა. ასეთი რომანტიკული არასოდეს ვყოფილვარ. როდის ვეზიარე რომანტიზმს? ეს ყველაფერი კი გარის დამსახურება იყო. ძალიან ნელა შეეხო მისი ბაგე ჩემს ბაგეს, თითქოს ფილმის პერსონაჟები ვიყავით. ვიდექით კოკისპირულ წვიმაში და ერთმანეთს ვკოცნიდით. ჩემი საყვარელი ფილმის ყველაზე ცნობილი სცენა დამიდგა თვალწინ -ნოა და ელი კოკისპირულ წვიმაში როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს. ბავშვობის ოცნებაც ამას ჰქვია, არა? რომელიც ზუსტად იმ წუთებში ახდა. მე ელი ვიყავი, გარი კი -ნოა. როგორც ნოას და ელის სიყვარული, ისეთი იყო ამ წამს ჩემი და გარის სიყვარული. რაღაცით კი ამ ფილმის სცენარს ჰგავდა ჩვენი ისტორია.
სასტუმროში ორივე გაწუწულები მივედით.
-გიჟი ხარ, ელი, გიჟი.
გავხედე და ყველაფერს მივხვდი.
-ნოა, თქვენც გიჟი ბრძანდებით.
მოვწესრიგდით, პიცა გამოვიძახეთ და დიახ, „უბნის წიგნაკს“ ჩავუჯექით. გარეთ ისევ კოკისპირულად წვიმდა, ჩვენ კი, ტელევიზორის წინ დივანზე მოკალათებულები, ერთმანეთის გვერდით ვიჯექით პლედში გახვეულები. პიცას და კოლას მივირთმევდით და იმ ფილმს ვუყურებდით, რომელიც ორივეს ძალიან გვიყვარდა. ჩენი სიღნაღური დღეებიც დასამახსოვრებელი და გასაოცარი აღმოჩნდა.
გურიაში დავბრუნდით ისევ. მეორე დღესვე თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით მე და გარი. საღამოს ვივახშმეთ თუ არა, დასაძინებლად წავედით. გამთენიისას ჩემი ოთახის კარის ხმამ გამაღვიძა, გარი იყო. ნამძინარევი ხმით ვკითხე:
-რამე მოხდა, გარი?
მომიახლოვდა, გადასაფარებელი გადამაძრო, ჩემს თითქმის შიშველ ფეხებს აკვირდებოდა. ეშმაკურად ჩაეღიმა, დაიხარა და სველი კოცნა დამიტოვა ლავიწზე. ჟრუანტელმა მთელ სხეულში დამიარა, თვალები დავხუჭე.
– გარი, არ გინდა, -ჩუმად ვთქვი, თითქოს სიტყვებსაც ვერ გამოვთქვამდი.
-მენატრები.
-ხომ, მაგრამ...
წინადადების დამთავრება არ მაცადა, რომ ტუჩებში მაკოცა. მისთვის, მხოლოდ მისთვის ვხსნიდი ბაგეებს, იმისთვის, რომ მისი ფრანგული კოცნა შემეგრძნო მთელი არსებით. ხელები მომხვია. მისი მოხვევა მაგრძნობინებდა, რომ ცოცხალი ვიყავი და ვარსებობდი.
-უბრალოდ, ზედმეტი კითხვების გარეშე, მაკოცე, -ჩუმად და აუღელვებლად მეუბნებოდა, თან საჩვენებელ თითს ჩემს ტუჩთან ასრიალებდა.
ჩახუტებულებს ჩაგვეძინა. დილით ერთმანეთის გვერდით გაღვიძება ყველაზე დიდი ბედნიერება იყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე თამამად ჩემს სიყვარულზე მას შემდეგ არ მიფიქრია, რაც „ის“ წავიდა, რაც მე წავედი მისგან, მაგრამ ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გარი ჩემი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. დიახ, ჩემთვის სიყვარული იყო, არის და იქნება მთავარი მამოძრავებელი ძალა. წლების შემდეგ მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, ჩემი სიყვარულით და მე მყავს მეორე ნახევარი, რომელთანაც ერთად მთელ ცხოვრებას დიდი სიამოვნებით გავატარებდი. ალბათ თქვენც ხვდებით, რომ გარისთვისაც ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი სექსი აღარ არის, ამას მალე თვითონაც მიხვდება.
-დილამშვიდობისა, პრინცესა.
გავუღიმე და ვაკოცე.
-მიდი, ადექი, მოემზადე, აწი დროა დედაქალაქის გზას დავადგეთ.
-რაო, ფსიქოლოგო, პაციენტები გყავთ?
-არამარტო პაციენტები.
-ამ საღამოს ვახშამს დამახვედრებ?
-კი. ნახე, უკვე შემომისახლდნენ.
-მოდი, გაკოცო.
ვაკოცე, დიახ, მისი კოცნა ჰაერივით მჭირდებოდა.
ჩემი ოთახიდან ისე გაიპარა, ვითომ პატარა ბავშვი ყოფილიყოს. მოვემზადეთ, დავემშვიდობეთ ყველას და გავუდექით დედაქალაქის გზას, სამწუხაროდ, ჩვენ-ჩვენი მანქანებით. ვინ გაცდიდა მშვიდად ყოფნას, როცა გარი უკან მომყვებოდა და ტელეფონზე მირეკავდა.
-გისმენ.
-აუუუ, პატარა, ცოტა სიჩქარეს მოუმატე, კუს სიჩქარით რომ მოძრაობ.
-უკაცრავად?
-ოცით მივდივართ, პატარა, -მოწყენილი ხმით მითხრა, ხო, თავს მაცოდებდა.
-90-ით მივდივარ, გარი, ჩვეულებრივად.
-ხო, დასახლებული პუნქტი რადგან არის, ხო.
-კი ბატონო.
-დღეს როგორ გაიპარე ოთახიდან, -სიცილით ვუთხარი.
-ჩვეულებრივ, -ბუზღუნით მითხრა.
-კაი, რა გაბუზღუნებს.
-არაფერი.
-მისმინე, სეანსზე არ მობრძანდები?
-ჯერ შეხვედრა მაქვს, საღამოს სახლში მოვალ.
-კარგი, ხვალ იყოს სეანსი, -გაბრაზებულმა ვუთხარი.
მთელი გზა მელაპარაკებოდა, ენა არ გაუჩერებია, დამიგეგმა ჩემს გარეშე რაღაცები. როგორც იქნა, თბილისში ჩავედით.
-ტკბილო, ცენტრში უნდა მივიდე, ხომ იცი.
-კი, მე შეხვედრა მაქვს, საღამოს სახლში გნახავ, პრინცესა.
-კარგი.


ბინდი თვალებზე


„როცა ვიღაც გჭირდება, აუცილებლად გამოჩნდება შენს ცხოვრებაში და დაგეხმარება სირთულეების გადალახვაში, დაგეხმარება საკუთარი „მე“-ს პოვნაში.“

ცენტრისკენ ავიღე გეზი, სასწრაფოდ ნინის უნდა დავლაპარაკებოდი, ამიტომ გზიდან დავურეკე, შევატყობინე რომ ჩამოვედი და ცენტრში მოსულიყო. ცენტრში მისულს, ჩემს მაგიდასთან ტკბილეული და ყვავილები დამხვდა. ზუსტად ვიცოდი ვისგანაც იყო და ჩემს ასისტენტს გადავეცი:
-ადგილი მოუძებნე ან არ ვიცი, უბრალოდ წაიღე.
-მერიემ, როგორ ხარ?
-კარგად, ნინ, შენ?
-სულში სიმშვიდეა, ისევ ვიღიმი დაუღალავად და რაც მთავარია, ნიღბები არ არსებობს.
-მე შენ დაგპირდი, რომ დაგეხმარებოდი და ამას ნელ-ნელა ვასრულებ.
-მადლობა, რომ გამოჩნდი.
-იცი, როცა ვიღაც გჭირდება, აუცილებლად გამოჩნდება შენს ცხოვრებაში და დაგეხმარება სირთულეების გადალახვაში, დაგეხმარება საკუთარი „მე“-ს პოვნაში.
ბევრი ვისაუბრეთ, სეანსიც სრულყოფილად ჩავატარეთ. სიტყვებს ვარჩევდი, როგორ მეთქვა მისთვის, რომ ნოა ბრეგვაძე „ისაა, რაც არსებობდა“.
-მინდა ნოაზე მესაუბრო, როგორი იყო ის?
-ყველაზე ნათელი წერტილი იყო, ვინც ჩემს ცხოვრებას სიფერადეს მატებდა. ნოა ყველაზე თბილი, ყველაზე ტკბილი, ყველაზე მშვიდი, ის ადამიანი იყო, რომლის გვერდითაც ნებისმიერი ქალი თავს დედოფლად იგრძნობდა. მაგრამ მერე ყველაფერი აირია, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ამ ყველაფერს პირიქით ვფიქრობდი, მაგრამ გულის სიღრმეში მუდამ მქონდა იმედი, რომ დაბრუნდებოდა, რომ მოვიდოდა და პატიებას მთხოვდა.
-ის აუცილებლად მოვა შენთან და პატიებას გთხოვს.
-რაც დამრჩა და ამის დიდი მადლობელი ვარ, ჩვენი სიყვარულის ნაყოფია.
-ნინ, მინდა რაღაც მოგიყვე, უბრალოდ მართლა არ ვიცი როგორ გითხრა, რომ არ გეტკინოს.
-რამე მოხდა?
-სანამ შვებულებაში გავიდოდი, უცნაური ზარი მივიღე. მითხრეს, რომ ცენტრში ცნობილ ბიზნესმენს უნდოდა მოსვლა, რომლის გვარი არაფერს მეუბნებოდა, თითქოს არსად გამეგოს, უბრალოდ დიდი ყურადღება არ მიმინიჭებია ამ ყველაფრისთვის. ისე მოხდა, რომ ამ ბიზნესმენისგან ყვავილები მივიღე და ბოდიში იმის ნიშნად, რომ ვერ მოხერხა მოსვლა. ამაზეც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ასისტენტს ვაჩუქე ეს ყვავილები. მერე გურიაში რაღაც მომწერა. უკვე საკმაოდ უცნაურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, სიმართლე რომ გითხრა, გვარიც დავიწყებული მქონდა. საღამოს მამასთან ერთად ვიჯექით, როცა სასაუბროს მოაყოლა ის, რამაც ძალიან ჩამაფიქრა. არ ვიცი შენამდე როგორ მოვიტანო ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა გითხრა, რომ შენი ნოა ბრეგვაძე საქართველოშია და ის არ არის ისეთი, სავარაუდოდ, როგორსაც შენ აღმიწერ. მაპატიე, ეს უნდა მეთქვა, მე არ მჩვევია დამალვები. ნოა ჩემთვის რიგითი ადამიანია, რომელიც ჩემს თვალში კარგა ხნის წინ დაპატარავდა.
ჩუმად იჯდა, ეტყობოდა, რომ ჯერ ვერ გაიაზრა, რაც ვუთხარი.
-ნინ, კარგად ხარ?
ჩაფიქრებულმა თავი დამიქნია.
-წყალი დალიე, ნინ.
წყალი დალია.
-სულ ვფიქრობდი, რომ დაბრუნებულიყო, როგორ შევხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ახლა თითქოს ბინდი გადამეფარა თვალებზე.
-მაპატიე, უბრალოდ უნდა მეთქვა.
-მადლობა, რომ არსებობ.
ჩამეხუტა, პატარა ბავშვს ჰგავდა. შინაგანად ჯერაც პატარა იყო. ის ჯერაც ბავშვი იყო, როცა დედა გახდა, მაგრამ ყველაზე ძლიერი ბავშვი იყო მაშინ, რადგან შეეძლო დედა გამხდარიყო.
დამშვიდდა და წავიდა. ნინის წასვლის შემდეგ საქმებს შევუდექი და მე-11 კლასის თემაც შევარჩიე -„სიყვარული“. აქტიური თემაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის სინამდვილეში სიყვარულის ფენომენი.




ოქროს შუალედი

„ვცდილობ სწორად მოვიქცე, ვცდილობ ვიცხოვრო ისე, რომ ჩემი სული ბღავილს არ მთხოვდეს. ვცდილობ ბოდიშის მოხდაც ვისწავლო, ვცდილობ პატიება ვისწავლო.“

საღამოს, სრულიად დაღლილი, სახლისკენ გზას დავადექი. პროდუქტები ჩემს სახლთან ახლოს, მაღაზიაში შევიძინე. სახლში მისულს მოვწესრიგდი და სპაგეტის კეთებას შევუდექი. ზარიც გაისმა, გავაღე კარი.
-მობრძანდით, ბატონო გარი.
შემოვიდა და ლოყაზე მაკოცა.
-მიდით, მოწესრიგდით და მობრძანდით სამზარეულოში.
-კარგით, ქალბატონო მერიემ.
ვივახშმეთ, დასაძინებლად წავედით. ერთ საწოლში, გვერდი-გვერდ ჩახუტებულებს, მალევე ჩაგვეძინა. დილით ჩემზე ადრე გაეღვიძა. თვალები რომ გავახილე, მიყურებდა, თითქოს ჩემს ყოველ ნაკვთს სწავლობდა.
-დილამშვიდობისა, გარი, - გავიღიმე.
დილა კოცნით დაიწყო. მერე გამიღიმა.
-მიდი ახლა, ადექი, მოემზადე. მე ჯერ შეხვედრა მაქვს და მერე ცენტრში, სეანსზე შემოგიერთდები.
მალევე მოვემზადეთ და ჩვენ-ჩვენ გზებზე წავედით. ცენტრში მუდმივად გარიზე ვფიქრობდი. არაფერს ვეკითხებოდი, ოქროს შუალედს ვიცავდი -ასე მეგონა მაინც. როცა არ ვეკითხებოდი, მასზე არ ვეკითხებოდი, ვინ იყო და რას მალავდა. უბრალოდ, ვცდილობდი დინებას მივყოლოდი, ვცდილობდი გარი ჩემამდე თვითონ მოსულიყო და მოეყოლა ყველაფერი.
შუადღის სამი საათი იყო, ჩემი კაბინეტის კარი რომ შემოაღო გარიმ.
-მოდი, დაჯექი.
-უკეთესად ვარ, თითქოს რაფლეზიაც აღარ მაწუხებს. თითქოს ყველაფერი მის ადგილს უბრუნდება. ვცდილობ სწორად მოვიქცე, ვცდილობ ვიცხოვრო ისე, რომ ჩემი სული ბღავილს არ მთხოვდეს. ვცდილობ ბოდიშის მოხდაც ვისწავლო, ვცდილობ პატიება ვისწავლო.
-და მაინც, ახლა რა არის შენი ცხოვრებისეული მამოძრავებელი ძალა?
-რთული კითხვაა საკმაოდ.
-რატომ, პასუხი ჯერაც არ გაქვს?
ალბათ გახსოვს, პირველ სეანსზე მან რა მიპასუხა. ჩაფიქრდა და საუბარი დაიწყო.
-მუდამ ვიბრძვი იმისთვის, რომ პატივისცემა მოვიპოვო. განვმარტავ: ყოველთვის ვიცოდე ბევრი რამ, კარიერაში სულ წარმატებული ვიყო და მივაღწიო იმაზე მეტს, ვიდრე ვარ -ეს არის ჩემთვის მთავარი.
-და მაინც, ცხოვრება მარტო კარიერაა?
-არა, რა თქმა უნდა.
-კი, გარკვეული ეტაპები არსებობს, მაგრამ ეტაპი მუდმივად არ უნდა გაგრძელდეს.
-არ ვაპირებ ისევ კარიერის გამო დავთმო ის, რაც ჩემთვის ძვირფასია.
ამ სიტყვებს ველოდებოდი. დიახ, ის ნელ-ნელა ხვდებოდა იმას, რომ კარიერა არ იყო მარტო ცხოვრებაში მთავარი. სიმართლე რომ ვთქვათ, მეც იგივე გავაკეთე კარიერა ვამჯობინე ბედნიერებას, მაგრამ მე მეტად არ შემიძლია, ის ჩემზე მანიპულირებდა ბოლო პერიოდში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent