შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი გამბიტი (ნაწილი 1)


გუშინ, 22:37
ავტორი scarcate
ნანახია 44

2015 წელი,თბილისის ცენტრალური საგამოძიებო ბიურო,განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა განყოფილება.





პარასკევი,დილის რვა საათი იყო,ჯერ კიდევ ეძინა ნამიან ქალაქს.ჩვეულებრივზე ნაკლებად მოძრაობდა ხალხი,ისევ შეუჩერებლად წვიმდა და არ ინდობდა სამსახურში ფეხით მიმავალ ადამიანებს,ასე რომ მიიჩქაროდნენ და ცდილობდნენ წვიმის წვეთებს გაქცეოდნენ. საბოლოოდ კი, ყველა,თავიდან ფეხებამდე სველი მიდიოდნენ დანიშნულების ადგილზე,ისე თითქოს უკვე მობეზრებული არ ჰქონოდათ დეკემბრის სუსხი.თბილისის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს შენობა გარედან არაფრით გამოირჩეოდა,ყველანაირად მომაბეზრებელი დიზაინით და დეტალებით იწონებდა თავს მისი კედლები და თავს აბეზრებდა,როგორც მის შენობაში მომუშავეს,ასევე ყველას ვინც იქ მოხვდებოდა.გაბრუებული,არეული თვალები შეეჩერებინა შენობის შიდა კედლებისთვის კორინთელს.მუქი ფანჯრები,არაფრით გამორჩეული თეთრი კედლები და სპილოს ძვლისფერი ლამინატი.მეორე სართულზე, სადაც ის ახლა იმყოფებოდა, დილა ჩვეულებრივზე მშვიდად იწყებოდა.იმის გათვალისწინებით,რომ სულ რამდენიმე თვეა კორინთელს დედა გარდაეცვალა უჩვეულოდ ჩუმად იჯდა დერეფანში,ვერ გაიაზრა,როდის დაიწყო ამ კედლებში მომუშავე ხალხზე დაკვირვება და მათი გონებაში დამუშავება.საქაღალდეებში მოქცეული,ფურცლების შრიალით შეაღო დერეფნის მთავარი კარები დიმიტრი გაბისონიამ,მაღალი სხეულით მოხდენილი მიხვრა-მოხვრით მოემართებოდა დასაკითხი ოთახისკენ.კარებთან მდგომი კოლეგიდან მისი ყურადღება იქვე,კუთხის დივანზე მჯდარმა სხეულმა მიიპყრო.მის დაკვირვებულ თვალებს რომ შეეჩეხა გოგონას ცივი არაფრის მთქმელი მზერა,სვლა შეანელა.თვალით კარგად შეათვალიერა კედელთან მიყუჟული კორინთელი.მოულოდნელი თანაგრძნობა გამოხატა თინეიჯერის მიმართ და თავი დახარა,მის გვერდით მდგარ თანაგუნდელს გადახედა და თვალებით ანიშნა ოთახში შეეყვანა გოგონა.ხელში მირა კორინთელის საქმე ეჭირა და დაკვირვებით სწავლობდა კიდევ ერთხელ.ეს მისი უკანასკნელი საქმე იყო,როგორც გამომძიებლის და ვალდებული იყო იგი წარმატებით გაეხსნა.
-კახაბერ,ლევანი სად არის?-გვერდით ამოუდგა თანაგუნდელს.
-ჯერ არ მოსულა.-მხრების ჩეჩვით უპასუხა და გოგონას წამოდგომაში დაეხმარა.უხეშად მოიცილა კორინთელმა მამაკაცის ხელი,ძირს დაგდებულ შავ ჩანთას ხელი წამოავლო და თავად შევიდა დასაკითხ კაბინეტში.თვალები გააყოლეს გოგონას მოძრაობას და მერე ერთმანეთს გადახედეს.
-რთული იქნება.-ამოიხვნეშა კახაბერმა და მხარზე დაკრა ხელი თანაგრძნობის ნიშნად დიმიტრის.-გამძლეობა დიმა.
-მივხედავ … შენ,ლევანი შემოიყვანე ჩემთან როცა მოვა.-დაუბარა და კარები შეაღო.
ნაცრისფერ ფერში იყო დასაკითხი ოთახი გამომწყვდეული,რაც უფრო შემზარავ და საშიშ შეხედულობას აძლევდა.დიდი მაგიდა შუაში იდგა და მის მოპირდაპირედ სულ ორი სკამი იყო.მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევდა სიჩუმეს.არ ჩქარობდა გაბისონია,რთული თინეიჯერი ჩანდა გოგონა და ცდილობდა თავიდანვე ცუდი შთაბეჭდილება არ დაეტოვებინა მისთვის,ბოლოს და ბოლოს აშკარად მისი ნდობის მოპოვება სჭირდებოდა.
-დიმიტრი გაბისონია,ამ საქმის მთავარი გამომძიებელი.-ხელი გაიწვდინა გოგონასკენ ჩამოსართმელად,ეს მხოლოდ კეთილდგანწყობის მოპოვებისთვის,თუმცა პასუხად მხოლოდ ცარიელი მზერა მოიღო.
-კარგი,გასაგებია … დაბრძანდი.
ჩუმი ოხვრით დაუქნია თავი და სკამზე დაიკავა ადგილი.კორინთელმა კიდევ ერთხელ ეჭვით შეათვალიერა და ამის შემდეგ ჩამოჯდა.აშკარა იყო და ამას არც მალავდა, გამომძიებლისა და ზოგადად სამართალ დამცავებისადმი უარყოფითად განწყობილი ჩანდა.ერჩივნა მომკვდარიყო ოღონდ მათთან შეხება არ ჰქონოდა,სძულდა და არ ენდობოდა მათ. დიმიტრიმ დახრილი თვალებით კარგად დააკვირდა გოგონას და საქაღალდე გადაფურცლა,იყო რაღაც მასში ამოუცნობი,თითქოს ყველას გამომცდელი თვალებით კითხულობდა და კარგად ამუშავებდა მათ.ხმის ჩაწერა დაიწყო….
-ლუნა კორინთელი … გარდაცვლილის ქალიშვილი,ასეა?-ამოიკითხა და მას ახედა.
-ასეა.
-რამდენი წლის ხარ,ლუნა?
-თვრამეტის.-მისი ასაკი ისედაც იცოდა,თუმცა მაინც ცუდად იგრძო თავი მისი მდგომარეობის გამო.
-ვწუხვარ,ემოციური საუბარი შეიძლება გამოვიდეს …
-გთხოვთ,ზედმეტი სენტიმენტების გარეშე. გააწყვეტინა უმცროსმა კორინთელმა.გაოცება ვერ დამალა გაბისონიამ,მაგრამ ეცადა მეტად აღარ შეემჩნია მძაფრი ემოციები და განაგრძო.
-როგორც ვიცი,უმამოდ იზრდებოდი … შენს ბიოლოგიურ მამაზე,რამდენი იცი?
-ჭირსაც წაუღია!-მოკლედ მოუჭრა.აგრესია ვერ დამალა კაცის ხსენებაზე.
-ვალდებული ვარ შეგამზადო ყველა არა სასიამოვნო კითხვისთვის.
მზერა მოსწყვიტა და საქმეს გადახედა.
-მინდა თავიდან ბოლომდე მომიყვე იმ დღის შესახებ.განსაკუთრებით მაინტერესებს პერიოდი საღამოს ექვსი საათიდან, დედათქვენის გარდაცვალების მომენტამდე … ამ დღეს სახლში იყავით მხოლოდ თქვენ და მირა.
-ასეა.-თავი დაუქნია მონოტონურად,თვალები დიმიტრიდან შავად შეფერილ კედლებზე გადაიტანა.ყოველ წამს აოცებდა ეს გოგო,ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს …
-დედათქვენთან კარგი ურთიერთობა გქონდათ?
-ასეთი კითხვა საერთოდ რატომ უნდა დაისვას?
-ფორმალობაა,დეტალებს ვაზუსტებ.
ყოყმანი დაეტყო,ლოყას შიგნიდან კბენდა და ლაპარაკის სურვილს ყოველ წამს კარგავდა.
-ნორმალური … რამდენადაც ეს შეგვეძლო. მხრების ჩეჩვით უპასუხა კითხვაზე ბოლოს.
სანამ მისი პასუხის გავრცობას მოასწრებდა დიმიტრი,ისევ გოგონამ განაგრძო.
-იცით რას ვფიქრობ … უკაცრავად,სახელი შემახსენეთ?-წამოიწია სკამიდან, გადაჯვარედინებული ხელები მაგიდაზე დააწყო და ამჯერად გაბისონიას მაჯის საათს დააცქერდა.
-ეს საათი საკმაოდ ძვირი უნდა ღირდეს … მონტრეა?
-დიმიტრი.-სკამზე გადაწვა და კალმის წვალება დაიწყო.
-დიახ მონტრეა.-გაბისონიას ეგონა რომ მორიგი თინეიჯერული გამოსვლისთვის ემზადებოდა.
-დიახ … იცით დიმიტრი,ეს საათი კლასიკური კოლექციიდანაა,სულ ალბათ ხუთი არსებობს მსფოლიოში და აქედან ერთ-ერთი თქვენ გიკეთიათ.-თვალს ადევნებდა მის მეტყველებას, გაკვირვებული რჩებოდა მისი უსწრაფესი მიმიკების ცვლილებებით და გამჭრიახი, დაკვირვებული გონებით.
-საოცარია,არა?საკუთარი ფინანსებით მის ყიდვას ვერ შეძლებდით, ვფიქრობ თქვენმა ერთ-ერთმა კლიენტმა საკმაოდ უხვად დაგასაჩუქრათ გახსნილი საქმის სანაცვლოდ.
-ასე არ არის …
-როგორ არა,მან ამ საჩუქრით თქვენგან პატივსცემა და მხარდაჭერა მოიპოვა,როგორც გამომძიებელს მინდა გითხრათ,ეს თქვენი მხრიდან საკმაოდ არაპროფესიონალური საქციელი იყო და ამან სამსახურშიც ბევრი პრობლემა შეგიქმნათ,მაგრამ საჩუქარზე უარი არ გითქვამთ პირიქით,ნაკლებად დარდობთ … თუმცა ტყუილად გიხარიათ,რომ არა ამ საათის სიყალბე და თქვენი გულუბყვრილობა ყურადღებას არ გავამახვილებდი საერთოდ, მაგრამ ვიღაცამ ძალიან გაგაცურათ და კიდევ, ჯობს მაინც შეაკეთოთ,როგორც ჩანს ორი წუთით უკან არის.-კედლის საათზე მიუთითა და სკამზე გადაწვა.ისეთი სახე ჰქონდა თითქოს კიდევ რამის თქმას აპირებდა,თუმცა თავი შეიკავა და ჭერს ახედა,ეცადა თვითკმაყოფილება არ გამოეხატა გამომძიებელის სახის შემყურეს. დიმიტრიმ მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი და სკამზე გასწორდა.ხვდებოდა მასთან საერთო ენის გამონახვა საკმაოდ გაუჭირდებოდა,მისი ნდობის მოპოვებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია,გოგონა ზედმეტად მოურჯულებელი და თავისებური იყო. ახლა მიხვდა ეს საქმე მას რატომ გადასცეს,არც ისე მარტივი იყო კორინთელთან თავის გაწონასწორება და საქმეზე ფიქრი,როდესაც იგი საკუთარ რენტგენში გატარებდა და თავიდან ბოლომდე გსწავლობდა,ეს ყველაფერი გონებას გირევდა და მეტყველების უნარს გაკარგვინებდა,რადგან ყველაფერი აბსოლუტურად სიმართლე იყო.ერთი სიტყვით პატარა თინეიჯერს სადავეები საკუთარ ხელებში მოექცია და დათმობას არ აპირებდა.
მის ანკესზე არ წამოეგო გაბისონია.გასწორდა, ფურცლები კვლავ ააშრიალა და განაგრძო.
-კარგი,ახლა თუ შეიძლება, ჩემი საათის ექსპერტიზა ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ და დედათქვენის საქმეს დავუბრუნდეთ.
-აშკარად გაღიზიანდით,თუმცა არ იმჩნევთ ზედმეტად ამაყი ხართ,მაგრამ კარგით … განვაგრძოთ,მაინტერესებს სადამდე მივალთ საბოლოოდ … კარგად იცით თქვენი თვალთმაქცობის არ მჯერა ეს ფაქტიც კი იმაზე მიუთითებს რომ არასანდო პიროვნება მიზის წინ და მთხოვს ისეთი დეტალები გავუზიარო, რომელიც იმ წყეულ დღეს უკავშირდება!როგორ ვენდო შენნაირს?
-ლუნა,უნდა ხვდებოდეთ რომ ეს რაღაც კონკურსი კი არა,დაკითხვაა და თქვენგან სრულიად სერიოზულობას მოვითხოვ, წინააღმდეგ შემთხვევაში მეცოდინება,რომ …
-რომ ეჭვს ჩემზე მიიტანთ და ამით საქმეს გაგიმარტივებთ? გააწყვეტინა ისევ საუბარი.
გაბისონია რამდენიმე წუთით ჩუმად შეჰყურებდა,მერე ერთმა აზრმა გაუელვა და ხმაურით დახურა საქაღალდე.
-კარგი,მაშინ ასე მოვიქცეთ.-ხმის ჩამწერი გამორთო,სკამზე გასწორდა და მაგიდაზე დააწყო ხელები,უფრო თავისუფლად მოეწყო მოასლოდნელი საუბრის დაწყებისთვის.
-ახლა ყურადღებით მომისმინე.არ ხარ ვალდებული გამოიცნო, რას ვფიქრობ.არც ჩემი ხასიათის შეფასებაა საჭირო.მე მაინტერესებს მხოლოდ ის, რაც იცი.
-რაც ვიცი ის არის რომ დედაჩემი გარდაიცვალა და ამ ინციდენტს თქვენმა უტვინო ხალხმა, ორი თვის წინ თვითმკვლელობის სახელი მიაკერეს და დახურეს.გავასაჩივრე,კვლავ გაიხსნა გამოძიება,მაგრამ სამხილების უქონლობის გამო,ისევ შუა გზაზე გაჩერდით!ახლა,ასე უეცრად მოდიხართ და საქმეს ხელმეორედ იძიებთ,ჭრილობაზე მარილს მაყრით … აღარ ვიცი,რა ვიგლოვო ხვდებით?!ეგეც არ იკმარეთ და ამ წამს ეჭვი შეიტანეთ ჩემს უდანაშაულობაში,თითქოს საკუთარ დედას გავიმეტებდი!მე ვეძებდი დამნაშავეს ყოველგვარი ხელჩასაჭიდის გარეშე,მე!მთელი სამი თვეა იმ არამზადას ენა გადმოგდებული დავსდევ და თქვენ ხელიც არ გაგინძრევიათ!კიდევ რა გაინტერესებთ,დიმიტრი?გინდათ თქვენს წინაშე ცრემლებად დავიღვარო, გთხოვოთ რომ დედაჩემის პოტენციური მკვლელი დაიჭიროთ,რომელიც ან არსებობს,ან არა და მართლმსაჯულება აღასრულოთ?ვერ ეღირსებით,რადგან არანაირი ხელჩასაჭიდი არ გაქვთ,უბრალოდ დაწანწალებთ ქუჩის ყველაზე ბნელ მხარეს და პასუხებს ეძებთ იქ სადაც არაფერი დაგხვდებათ.-ამ დროის განმავლობაში სახიდან სასტიკი გამომეტყველება არ შორდებოდა და შუბლზე ძარღვი მოუჩანდა ემოციების ხშირი ცვლილებისას.
-გზიდან გადადექით სანამ თავად მოგიშორებთ,რადგან მე ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებ.
-მე ეჭვი არ შემიტანია შენს უდანაშაულობაში ლუნა,პირდაპირ გეტყვი არსებობს საფუძვლიანი ეჭვი,რომ დედაშენი შესაძლოა, ვიმეორებ შესაძლოა მოეკლათ.ძველ მასალებს გავეცანი და რაღაც შეუსაბამობას წავაწყდი,საქმე საჭირო ხალხთან განვიხილე და ხელახლა გამოძიებას ვიწყებთ.
-არაპროფესიონალი ხართ დიმიტრი,ამას კიდევ ერთხელ მიმტკიცებთ.-თავის ქნევით წამოიწია და გასწორდა.
-საქმეს ჩემებურად მივხედავ, ძალიან ცდებით თუ გგონიათ რომ თქვენთან ვითანამშრომლებ!
-ნუ ჯიუტობ ლუნა,სათამაშოდ არ დამიბარებიხარ!ჩვენებები უნდა გადამოწმდეს და შენიდან დავიწყებ.
-არა!-გაკაპასდა ისევ.ყავისფერი თვალები ჩაუშავდა და სახე მოეღრიცა,უსიამოვნო შეგრძნებისგან.
-წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვმიტანილთან სიაში პირველი შენ იქნები.-ჯიქურ მიუგო და წამოწია,კვლავ ჩართო ხმის ჩამწერი.
-მართლა?და იქნებ აქვე მოტივიც მომახსენოთ?
ჯობია ფანტაზიამ არ გიღალატოთ თორემ შეურაწყოფილად ვიგრძნობ თავს რაიმე სისულელე რომ მობოდოთ.
-ლუნა,დედაშენს მის სიკვდილამდე ორი კვირით ადრე წარმოუდგენელი რაოდენობის თანხა ერიცხება მის ანგარიშზე … წარმოდგენა გაქვს საერთოდ რომ სერიოზული მოტივი არსებობს?
-საკმაოდ კარგი თეორია გაქვთ დიმიტრი, დრამატულია … თუმცა დამაჯარებელი,ვერც კი გავიაზრე უცბად მოწმიდან ეჭვიმიტანილად როგორ გადავიქეცი.ბატონო დიმიტირი სასწრაფოდ დამადეთ ბორკილები არ ვარ გასაშვები ადამიანი!-მაჯები გაუწოდა,მხრები აუცახცახდა კისკისისგან.ნამდვილი არანორმალურის შთაბეჭდილებას უტოვებდა კორინთელი გამომძიებელს.
-ამის შესახებ არ იცოდი?-კარგად დააკვირდა,მიხვდა ეს მისთვის ახალი ინფორმაცია იყო და ამის გაგებაზე შეკრთა.
-არა,რა თქმა უნდა.გგონიათ,დედაჩემის სიკვდილის შემდეგ მის ანგარიშებზე ძვრომას დავიწყებდი?-შეურაწყოფილად იგრძნო თავი. სულაც არ დაუმალავს გაღიზიანება დეტექტივისადმი.
-კარგი,ვის შეიძლება ამის შესახებ კიდევ სცოდნოდა?-ჩაეძია კიდევ უფრო.
-არ ვიცი,არც კი ვიცოდი დედაჩემის ანგარიშების შესახებ.-მხრები აიჩეჩა.
-ახლა მატყუებ და გინდა რომ მე ეს დავიჯერო … გგონია მას შემდეგ,რაც მაჯის საათზე მთელი რიგი გამოძიება ჩაატარე,ისიც უბრალოდ ერთი შეხედვით,ამის შემდეგ იმას დავიჯერებ რომ შენ ერთხელ მაინც არ მიგიტანია ეჭვი ვინმეზე?
-ასე ძალიან აღფრთოვანდით გამოცნობანას თამაშით ბატონო დიმიტრი?ნუ ღელავთ,მე უბრალოდ ეს სფერო მიზიდავს და კი ზუსტადაც რომ ასეა…არც კი ვიცი ადამიანი თუ არსებობს ვისაც მირა სძულდა.
-ლუნა,არსებობს ადამიანი,რომელსაც პირადი ინტერესები ჰქონდა დედათქვენისადმი ან ამ თანხისადმი,რომელზეც დედათქვენს წარმოდგენა არც კი ჰქონდა.
-და თქვენ რა იცით,რომ არ იცოდა?
-ის,რომ შენ ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიგიწვდება იმას ნიშნავს რომ არც დედაშენს ქონდა წარმოდგენა ვინ დარიცხა მის ანგარიშზე ერთი მილიონი ლარი.საკამოდ ახლო ურთიერთობა შეიძლება გქონოდათ,რაც იმაზე მიუთითებს რომ დედაშენს ამის შესახებ რომ სცოდნოდა აუცილებლად გეცოდონებოდა შენც,არამგონია ეს არ შეგემჩნია … ზედმეტად გონება მახვილი და ჭკვიანი ხარ დედაშენს შენთვის რაიმე დაემალა,ასე არ არის?
მისი სიტყვებით გამოტეხვას ეცადა,თუმცა გოგონას სახეზე წამით არ შეცვლილა გამომეტყველება.
-ზედმეტად ბევრს ვარაუდობთ ჩემზე,დიმიტრი.
-ვარაუდს კი არა ფაქტებს ვეყრდნობი,ლუნა.
მაგიდაზე გადაიწია.უკვე ნერვებზე მოქმედებდა უშედეგო საუბარი,წინ ვერანაირად ვერ წავიდა.
-ფაქტი ის არის რომ დედაჩემი გარდაიცვალა ვარაუდი კი ის რომ მე მდებ ნაწილობრივ ამაში ბრალს,მასულელებ?-წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა კორინთელს.ყელში ჰქონდა უკვე დეტექტივის უაზრო ბოდიალი.
-ნაწილობრივ არ არსებობს,ან გედება ბრალი დედაშენის სიკვდილში და ან არა.-სკამი გასწია ხმაურით და ფეხზე წამოდგა. ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული.
-ნუ მეთამაშები,ახლა ამის დრო არ არის,ჯობია ამ ოთახიდან გასვლის შემდეგ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე იფიქრო,რადგან ზედმეტად საფუძვლიანი და მყარი მოტივი გაქვს!
ცალი ხელი ჯიბეში ჩაეწყო,ცალით კი ემცოიურად დადიოდა და ლაპარაკს აყოლებდა.
-ეს თანხა,როგორც მემკვიდრეს შენ გადმოგეცემა მთელი რიგი პროცედურების შემდეგ…მიპასუხე!სად იყავი დედაშენის გარდაცვალების ღამეს?!
-დიმიტრი,ისევ განაგრძობთ ჩემგან რაღაცის გამოტყუებას.-ახედა ნერვიულად მოსიარულეს.თვალები მოეჭუტა და მის თითოეულ ნაბიჯს კარგად აკვირდებოდა, ტუჩზე ოდნავ ღიმილი დაჰკრავდა უფრო ნერვიული იყო,სიმწირის ღიმილიც შეიძლება ითქვას ვიდრე,გამარჯვების.
-იმიტომ რომ რაღაცას მალავ.-მიუახლოვდა და მაგიდაზე დააწყო ხელები,ზემოდან დააკვირდა გოგონას ქედმაღლურ გამოხედვას,ეს უკვე ნერვებს ბოლო წუთამდე უთხრიდა.
-მაგრამ ამის დრო და ადგილი ახლა არ არის და ამას უნდა ხვდებოდე,დედაშენი საეჭვო ვითარებაში კვდება…
-რატომ ჩაიხვიეთ ტყუილი დიმიტრი?ძალიან კარგად ხვდებით,რომ მინდოდეს თქვენი გასულელება ამას ისე ვიზამდი ეჭვს სულ არ შეიტანდით ჩემს სიმართლეში.
-მაშინ რაში გჭირდება ეს ფარსი?თუ მართლაც უდანაშაულო ხარ,რატომ გინდა შენი ამ ჩახლართული ლაპარაკით ეჭვი შენზე მივიტანოთ.
-თქვენ,უბრალოდ ერთი სულელი მაწანწალები ხართ,რომელსაც თავი დიდ გამოძიებლებად მოაქვთ … სინამდვილეში კი იცით ვინ ხართ,ან რას წარმოადგენთ ჩემთვის?
-სიამოვნებით მოვისმენდი რომ არა გადაუდებელი საქმე.-აჰყვა ირონიაში,ასე უფრო გაუმარტივდებოდა მასთან კომუნიკაცია. ერთხანს უყურა ლუნამ კაცის მომლოდინე მზერას,შემდეგ ჩანთას ხელი დაავლო და ფეხზე წამოდგა.
-მე არ მითქვამს რომ დაკითხვას მოვრჩით!
წინ გადაუდგა გოგონას.ცინიკურად უყურებდა მამაკაცს და უფრო მეტად სახალისო ვერსიად წარმოიდგენდა გონებაში მის თავს.
-სასაცილო ხართ დიმიტრი … მე მოვრჩი,არც თქვენთან ვაპირებ თანამშრომლობას და არც თქვენი ფარსის მოსმენას.დარწმუნებული ვარ გამოძიება ზუსტად რამდენიმე კვირაში შეწყდება მტკიცებულებების არ არსებობის გამო,თქვენ კი უფლებას არ მოგცემთ დედაჩემზე გლოვა ჩემი თავის გამოგლოვით შეიცვალოს.ამ საქმეს მე მიხედავ პირადად!
გზიდან მოიშორა და კარების სახელურს წაეტანა,თუმცა გაღება დაასწრეს.
-მეძახდი?-კარებში ჩადგა ლევანი,გაკვირვება ვერ დამალა ოთახში მყოფი აურზაურის შემხედვარეს,უფრო ზუსტად კი საშინელი ატმოსფერო ტრიალებდა მთელს კაბინეტში.
ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის დაპირისპირებას შეესწრო იმ წამებში ლევან ონიანი.
-ლევან.-თითქოს მაშველად გამოეცხადა თანაგუნდელი გაბისონიას.ლევანმა ჯერ დიმიტრის შეხედა, შემდეგ ოთახში მყოფ გოგონას.რამდენიმე წამით გაურკვევლად დააკვირდა მათ, თითქოს ვერ გაეგო, ზუსტად რა ხდებოდა.იცოდა დაკითხვაზე ჰყავდა დიმიტრის მოწმე,მაგრამ მთლად ასეც სცენასაც არ მოელოდა.
-მშვიდობაა?-იკითხა დაბნეულმა.
-კი.-მოკლედ უპასუხა დიმიტრიმ.-შემოდი შენი დახმარება დამჭირდება.
-მემგონი ჩემი აქ ყოფნა უკვე აღარ არის საჭირო.-კარებისკენ წაიწია ისევ ლუნა.
-შენ მგონი კარგად ვერ გაგიგია.-დიმიტრი კარს მიუახლოვდა და გზა გადაუღობა.
-დაკითხვა არ დასრულებულა!
-მე დავასრულე უკვე.
-ამას შენ არ წყვეტ!-წკიპზე იყო უკვე გამომძიებელის ნერვები და სადაცაა უმტყუვნებდა.
-არ მაინტერესებს.
-უნდა დაგაინტერესოს,წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაკავებ.-მკაცრად წარმოთქვა დიმიტრიმ და წინ გადაეღობა,აიძულა უკან დამჯდარიყო.
რამდენიმე წამით ჩუმად შეჰყურებდა ონიანი ამ სცენას,შემდეგ გოგონაზე გადაიტანა ყურადღება, უკნიდან უყურებდა და აზრი ვერ გამოჰქონდა საიდან ჰქონდა ამხელა გამბედაობა გამომძიებელს შეწინააღმდეგებოდა,სრულიად გასხვაფერდა ატმოსფერო.სახეზე არც შიში,არც გაოცება და არც მორჩილების სურვილი არ ესახა.დაძაბული იდგა დიმიტრის წინ და ღრმად სუნთქავდა მოწოლილი ემოციების ფონზე.
-დამაკავებთ?-ტუჩის კუთხეში ირონიულმა ღიმილმა გაუელვა.-ესაა სულ რაც შეგიძლია?
-ნუ მაიძულებ!-დაბალ ხმაზე შეღრინა კორინთელს.
-თქვენს ადგილას მე არ ვიტყოდი იმას, რისი შესრულებაც არ შემიძლია.-ლევანმა გოგონას სიტყვებზე წარბები შეკრა და დიმიტრის გადახედა.
-დიმიტრი...
-ორი წუთით, ლევან!
-უბრალოდ ვამბობ, რომ ჯერ არ გვაქვს სამხილები...
-ვიცი.-გააწყვეტინა დიმიტრიმ.
ლუნამ ორივეს გადახედა და შემდეგ ისევ დიმიტრის მიუბრუნდა.
-ეს არის თქვენი გენიალური აზრი?-ჩაეცინა კორინთელს.
-რა?-გაოცდა ლევანი.
-თავიდანვე გინდოდათ ჩემი შეშინება!სამხილებიც კი არ გაქვს დიმიტრი ისე მდებ ბრალს შენს ცრუ ჰიპოთეზებზე დაყრდნობით…ვინ დაგიჯერებს შენ მითხარი,ჰა?დამამცირებლად გაუმეორა ისევ და მხარზე მიაჭირა მტკივნეულად საჩვენებელი თითი.
-ეგ არაფერ შუაშია ამ ყველაფერთან!
-კი არის.-მხარი გაკრა კიდევ ერთხელ და გვერდის ავლით სცადა კარების გაღება.იდაყვში ჩაავლო კაცმა და კბილებში გამოსცრა.
-ლუნა, საკმარისია.-ცეცხლს აფრქვევდა უფროსი გამომძიებელი თვალებიდან.
-არა, არ არის საკმარისი!ორი თვეა დედა დამეღუპა და ორი თვის მანძილზე თვალით არ მინახავს არც ერთი თქვენგანი.ახლა მოდიხართ და მიწყვიტავთ რა გავაკეთო,დაპატიმრებით მაშინებთ და მოითხოვთ უკან დავიხიო?გზიდან გამეცალეთ დიმიტრი,თორემ გარწმუნებთ თავს შეგაძულებთ რასაც ვიზამ!-ხელი უხეშად მოიცილა და უკან დაიხია.
-მე არ ვცდილობ შენს შეშინებას.
-აბა რას აკეთებთ?
დიმიტრიმ პასუხი ვერ გასცა.
ლევანი ნელა მიუახლოვდა მაგიდას.
-ლუნა,დამიჯერე,არავინ ცდილობს...
-თქვენი სახელი ლევანია,ასეა?
-დიახ.
-ძალიან კარგი. მაშინ, ლევან, ერთ რამეს გკითხავთ და თქვენგან გულწრფელობას მოვითხოვ,წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ფეხს აღარ დავადგამ,სულ რომ სახლის კარგი ჩამომიღოთ.-ლევანმა თავი დაუქნია. მოსალოდნელი საფრთხე იმაზე ახლოს იყო ვიდრე ამას დიმიტრი,ან ლევანი იფიქრებდა. სუნთქვა შეეკრა დიმიტრი გაბისონიას,ეს გოგონა რაღაც სხვა ფენომენი იყო,მისნაირი აქამდე ჯერ რომ არ უნხავს და შეხვედრია.
-გისმენთ.-გულზე დაიბჯინა ხელები და მომლოდინედ ჩამოდგა გოგონას წინ.
-თქვენც ფიქრობთ, რომ მე მოვკალი დედაჩემი?-წამოაყრანტალა კორინთელმა მაშინვე.ერთხანს მას უყურა ლევანმა,მერე დიმიტრის გადახედა.
ეს ერთი წამიც საკმარისი აღმოჩნდა კორინთელისთვის.
-გასაგებია.-თავი დააქნია ისე თითქოს უკვე მიეღო გადაწყვეტილება.
-არა,მე არაფერი არ მითქვამს.-დაფრთხა მაშინთვე ონიანი.
-თავიდანვე არ იყო საჭირო.-კარებისკენ დაიძრა ისევ,მაგრამ მანამ ჩაებღაუჯა კარის სახელურს დიმიტრი.
-არავინ გავა ამ ოთახიდან, სანამ მე არ ვიტყვი!ლუნა რამდენიმე წამით მას უყურა,შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და კიდევ ერთხელ შეათვალიერა გამომძიებელი.
-ხავსს ეჭიდებით დიმიტრი,ხავსს … უნდა გრცხვენოდეთ ამდენად საბრალო რომ ხართ.
-აშკარად არ გაქვს წარმოდგენა შენ ახლა ვის წინაშე დგახარ!
-ვინ ჯანდაბაც არ უნდა იყო,ერთ რჩევას მოგცემ … ვერასდროს გახვალ ფინიშზე თუ მუდამ უნდა იცოდვილო,ტექნიკა შეცვალე და იქნებ რამე გამოვიდეს შემდეგში.-პატარა თინეიჯერის დარიგებამ იმდენად განარისხა თვალთ დაებინდა,რომ არა ლევანი ალბათ სიბრაზეს ვერ შეიკავებდა.განზე გადგა და კარები გააღო.
-ახლა გიშვებ,მაგრამ იცოდე,როგორც კი რაიმე პატარა შეგეშლება აქ დაგაბრუნებ და ამაზე პირადად მე ვიზრუნებ.-კბილებში გამოსცრა და თავად გავარდა პირველი ოთახიდან.
-ფრთხილად ბატონო დიმიტრი,სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ.-დააწია სიტყვა კაცს გახალისებულმა და შემდეგ ოთახში დარჩენილ გამომძიებელს მოუბრუნდა. გაოგნებული უყურებდა მას ლევანი.
-თქვენი მეწყვილე დიდად არ მოგწონთ არა?
დამკვირვებლური მზერა ახლა მას მოავლო.
-ნუ გეშინიათ,იმდენად არ მადარდებთ რომ გაგთქვათ … უბრალოდ არ იჩქაროთ გამოტეხვა,მის ადგილს აუცილებლად თქვენ დაიკავებთ,მაგრამ გიღირთ ვიღაცის გამონაცვლით სიარული?-არ დააკლო ირონია და უფრო მეტად გახალისდა,როცა კაცის გაფართოვებული თვალები დაინახა.
-თქვენნაირი მამაკაცები რატომ მძულს იცით?იმიტომ რომ ზედმეტად მშიშარა და არაფრის მაქნისები ხართ,როცა მეწყვილის გშურთ,ეს ხომ გესმით,არა?-სიცილით მოიხურა კარები კორინთელმა და დერეფანს გაუყვა ნელი ნაბიჯებით.
-ნამდვილი შეშლილია.-ჩუმად ჩაილაპარაკა ონიანმა და რამდენიმე წამით გაოგნებული ისევ კარს მიშტერებოდა, რომლის მიღმაც ლუნა კორინთელის ნაბიჯების ხმა ნელ-ნელა ქრებოდა.ნელა მიუბრუნდა მაგიდას,მისი მზერა უნებურად საქაღალდეზე გადავიდა.
ხელი წამოავლო და კარგად დააკვირდა მირა კორინთელის საქმეს.პირველივე გვერდზე გარდაცვალების შესახებ დასკვნის ქვეშ,ეწერა რომ გარდაცვალების გარემოებები არ იძლეოდა სხვა პირის ჩარევის გამორიცხვის საშუალებას.







2022 წელი,თბილისი.
გაბისონიების საცხოვრებელი ბინა.



ამ დღეს თბილისის ცა ისევ შავად შეღებილიყო. მარტისთვის დამახასიათებელმა სუსხიანმა ამინდმა მომაბეზრებელი,ცივი წვიმა დაუშვა უბედურებით მოცულ ქალაქში.
გლოვას მოეცვა ქალაქის დიდი ნაწილი. გლოვობდა ყველა,დიდი თუ პატარა …
გლოვობდნენ სულის შეკვრამდე.
მანქანების აუარებელი რიგი იდგა გაბისონიების სახლის წინ.შავებში შემოსილიყვნენ ადამიანები,ხელებს შავი ან წითელი, სისხლისფერი ვარდები უმშვენებდათ.უყვარდა ერთ დროს თამარ გაბისონიას წითელი ვარდები, სიყვარულით მორთმეული ბედნიერებას ანიჭებდა და იქამდე უვლიდა მათ,სანამ საბოლოოდ არ ამოწურავდნენ თავიანთ თავს, თუმცა ახლა ბედნიერება მწუხარებით შეცვლილიყო,ღიმილის მაგივრად კი ცივი, უსულო გამოსახულება აეკრა სახეზე.
დიდი,კერძო სახლის ჰოლი გადავსებული იყო ადამიანებით,სასტუმრო ოთახში ესვენა მიცვალებული და მის გვერდით,კუთხეში მდგარიყო გაქვავებული დიმიტრი გაბისონია.
პირველ რიგში კაცი,რომელმაც დაკარგა ცოლი … ქალი,რომელიც მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი,საწყისი წერტილი იყო.
მკვდრის ფერი ედო კაცს სახეზე,რომელსაც ფეხქვეშ გამოეცალა საყრდენი ... კაცს, რომლისთვისაც სამყარო,ნაცრისფერ ფერად იქცა,მისთვის აზრი დაეკარგა ამგვარ არსებობასაც.არ იმჩნევდა,ჯერ კიდევ ცდილობდა არ შეემჩნია,მაგრამ ეშინოდა … ეშინოდა მომავლის,ბურუსით მოცული მომავლის,რომელიც მისი თანამგზავრის დაკარგვის შემდეგ უნდა განევლო.მასთან მიდიოდნენ,უსამძიმრებდნენ და დიდი მწუხარებით ართმევდნენ ხელს,თუმცა ირგვლივ ვერაფერს ხედავდა.
მისი მზერა მხოლოდ ცოლის სახეს ეცემოდა და ნატრობდა მის მაგივრად თავად ყოფილიყო იმ მდგომარეობაში.საკუთარი ფიქრების გაცნობიერებისას ხელები მოემუშტა,ახლა სრულიად მარტო იდგა რეალობის წინაშე.თავი ჩახარა და ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი, ფიქრებს წაერთვათ მისთვის საღი აზროვნება და სიმართლე რომ ეთქვა ასეც ერჩივნა.
-ვიზიარებ შენს მწუხარებას.-მხარზე დაუტყაპუნა ხელი მთავარმა გამომძიებელმა ლევან ონიანმა და მართალი,მწუხარებით სავსე თვალებით შეანათა კაცს.
-ის … არაჩვეულებრივი იყო,ჩვენი თამრო.
მძიმედ ჩაიხრიალა და თვალები დახარა,როცა დიმიტრიმ ამოხედა.
-მადლობა.-დაჰიპნოზებულივით გაიმეორა,ვერც იაზრებდა მის წინ ვინ იდგა,უბრალოდ ხელი ჩამოართვა და თავი ჩახარა.
-შემოდი … შემოიყვანე ისინიც.-ხელით ანიშნა კარებში მდგარ ბიჭს ლევანმა და თავისკენ უხმო.მათგან უფროსმა მეწყვილეებს გადახედა, თავი დაუქნია მათ და მძიმე ნაბიჯებით შევიდა სახლში,უკან შემოჰყვა მას მთელი გუნდი. რამდენიმემ დიდი, უშველებელი სისხლისფერი ვარდების თაიგული შემოიტანა.
წვიმისგან დასველებული ქუდი მოიხსნეს, დიმიტრის ხელი ჩამოართვეს და მდუმარედ უსამძიმრეს ყოფილ თანამშრომელს მეუღლის დაკარგვა.
გულში გაჰკრა მძიმედ დიმიტრი გაბისონიას, ეტკინა ხმამაღლა გაჟღერებული მწარე რეალობა და თავი ვეღარ შეიმაგრა.ყველაზე უფროსი,ისაია დადვანი წაიწია მის დასახმარებლად,არ დაანახა სხვებს კაცის სისუსტე,ძლიერი ხელით დაიჭირა და გვერდით ამოუდგა,მოეხვია დიმიტრის და რამდენიმე სიტყით ჩუმად გაამხნევა.მოვიდა თითქოს გაბისონია გონს,ბიჭს ახედა და ჩაწითლებული თვალებით გადაუხადა უთქმელად მადლობა.
აშკარად გამოირჩეოდა სხვებისგან დეტექტივი ისაია.
-გმადლობთ.-სხვებს გადახედა დიმიტრიმ,თავი ჩახარა და მხარზე მოხვია ხელი დადვანს.
-მადლობა,ისო.-იწყინა ისაიამ კაცის მადლობა, მტკივნეული თვალებით ამოხედა დიმიტრიმ ყოფილ მეწყვილეს.
-მადლობა გვერდში დგომისთვის…
-დიმიტრი … ახლა ამის დრო არ არის,ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვიქნებით,გინდა თუ არა ეს შენ … შენი მადლობა ჩემმა ყურებმა
აღარ გაიგონონ.-მტკიცე იყო დეტექტივი, ბოლოს და ბოლოს მათ შორის უხილავი კავშირი არ აძლევდა არცეთს უფლებას ერთმანეთი გასაჭირში მიეტოვებინათ.
-წამოდი,ცოტახნით ჰაერზე გადმოდი,ფერი არ გადევს.-არ შეწინააღმდეგებია კაცი,იმ ოთახში მის გარდაცვლილ ცოლთან ერთად ყოფნა სულს უკრავდა და ვეღარ სუნთქავდა.დადვანის დახმარებით გავიდა გარეთ,სახლთან ახლოს კიბეებზე ჩამოჯდა და თავი ჩახარა.ასეთი იყო დაცემული გაბისონია,თამროს სიკვდილმა დააჩოქა და აზრი წაართვა მისთვის ცხოვრებას. წინ ჩამოუდგა დადვანი,ერთხანს უყურა მერე ვერ შეძლო ერთადგილზე გაჩერება და წინ და უკან სიარულს მოჰყვა.გაუკიდა სიგარეტს, ნერვების თუ აფორიაქებული გონების დასამშვიდებლად.
-ნიკო არ გამოჩენილა,დიმიტრი?
წამოიწყო ყველასგან ჩუმად,არ უნდოდა ყველას მოესმინა მათი საუბარი,განსაკუთრებით ონიანს. მიუხვდა დიმიტრი მიზანს,საუბარი სურდა და ამიტომ გამოიყვანა განცალკევებით.
-არა.-თავი გააქნია ნანერვიულებმა.ჩუმად შეიკურთხა დადვანმა.
-არ ვაპატიებ დედამისის უპატივცემულობას.
ხმა გაებზარა,ბრაზი იკითხებოდა მის ტონში. თითქოს ნელ-ნელა გონს მოდიოდა.
-ამჯერად აღარ…
-ლევანს არ მინდოდა გაეგო … ხომ იცი,ნიკოს საქმე მაგას აბარია,ძებნაშია დიმიტრი.
რას აპირებს?ასე უნდა იმალებოდეს?დააქცია ოჯახი,დაგაკარგვინა სამსახური და პატივი არ სცა არც დედამისს ბოლო გზაზე,ან რას მოვიდოდა დაადებდა ლევანი ბორკილებს,ისე რომ არ შენთან არც მოერიდებოდა!-კბილებში გამოსცრა კაცს ღჭრიალით.
-არც კი ვიცი,სად არის … საშინელ სიტუაციაშია.-ამოიოხრა კაცმა და ამოაყოლა მთელი სული.
-მე აღარ დავეხმარები,თავისი ჩასვრილი თვითონ გამოასწოროს.
-რომელ გამოსწორებაზეა საუბარი, დიმიტრი!რა სიგიჟეებს ჩადის არ გესმის?სერიოზული ეჭვმიტანილია,სამხილები არ არსებობს მაგას რომ უშველოს ისეთი,ვიღაცამ მაგრად გაუჩალიჩა,ყველა და ყველაფერი მაგის ბრალეულობას ამტკიცებს,თორემ მე და შენ რომ ვიცით უდანაშაულოა რას უშველის?
დაბალ ხმაზე საუბრობდა და ნერვიულად დადიოდა.
-არ ისმის ახალი არაფერი?წინ მიდის გამოძიება?ნამდვილი დამნაშავე ვინც არის არხეინად დადის ქალაქში და ჩემი შვილი იმალება.
-არ ვიცი,ლევანი რას ჩალიჩობს,მაგრამ ჯობია თუ იმალება კარგად მაინც დაიმალოს,თორემ ამ ხელებით მე მაგას ბორკილებს არ დავადებ ეგ კარგად იცი!-ხელები გაშალა,ისე თითქოს მართლა რამეს უმტკიცებდა.უკანკალებდა ნერვებისგან,თვითონაც რომ შეამჩნია მომუშტა ძლიერად ხელები.
-ინანებს დედამისის ბოლო გზაზე არ გაცილებას … ინანებს დაკარგულ დროს,ინანებს ყველაფერს და მენანება მაგისთვის ისო,მენანება გესმის?
-ვცდილობ,რაც შეიძლება ჩუმად,ხმა მივაწვდინო,არ მინდა ლევანმა დაწვას … იმას მართლა ვეღარ დაუსხლტება ხელიდან. გაჩუმდა ორივე,მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა.დიმიტრი ისევ თავჩახრილი იჯდა, ხელები მუხლებზე დაეწყო და თითებს ნერვიულად აყოლებდა ერთმანეთს.
-თუ იპოვე...-ხმა გაუწყდა კაცს და რამდენიმე წამით გაჩუმდა.-არ მიიყვანო ლევანთან.
შეჩერდა დადვანი,ნელა მიუბრუნდა ყოფილ მეწყვილეს და თვალებში ჩააცქერდა, აგრძნობინა ზღვარს რომ სცდებოდა.
-რას მთხოვ?
-რაც გაიგე,ისაია.
-დიმიტრი...
-გთხოვ, ისო.-მუდარა გაურია ხმაში,შერცხვა კიდეც მისი ასეთი თავის.თვალები ვეღარ გაუსწორა დადვანმა,მზერა აარიდა კაცს.
-მე პოლიციელი ვარ.-ყბა დასჭიმვოდა,სიგარეტი მოისროლა და მოუბრუნდა.
-ვერ დავაკავებ … ვერ შევძლებ მაგას,მაგრამ მისი მიყვანა აუცილებელი იქნება.
-ვიცი.
-და თუ ვიპოვე, ვალდებული ვიქნები...
-არ გთხოვ, კანონი დაარღვიო.-შეაწყვეტინა დიმიტრიმ.
-უბრალოდ... მანამდე მომიყვანე. ერთხელ მაინც მინდა დაველაპარაკო,ამ ერთხელ ისო … ვიცი,ბოლოც იქნება.-გაჩუმებული შეჰყურებდა დიმიტრის …კაცს,რომელიც ერთ დროს ქვეყანას აზანზარებდა,ახლა კი მის სიტყვებში ისეთი სასოწარკვეთა იკითხებოდა,რომ თავადაც გაუჭირდა წინააღმდეგობის გაწევა.
-შენც იცი, რომ ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს.
-ყველაზე ცუდი უკვე მოხდა.-ხმა გაუტყდა.
-თამრო აღარ მყავს, ისო … დანარჩენი რაღა უნდა დავკარგო?-ამოიხრიალა და სახეზე ხელები აიფარა,აუცახცახდა მხრები.
-დიმიტრი .. შედი სახლში,დანარჩენს მე მივხედავ,ახლა თამროს გვერდით უნდა იყო.
ვერ უყურა მეწყვილეს ასეთ მდგომარეობაში, მხარზე დაჰკრა ხელი და გზას გაუდგა.თავი გადააქნია გაბისონიამ მძიმე ფიქრების გასაქრობად და დაჰიპნოზებულივით წამოდგა ფეხზე.კარებში იდგა უკვე,აჩქარებული ნაბიჯებით რომ გამოვიდა ლევანი და მისი რამდენიმე ბიჭი სახლიდან.ტელეფონზე გაცხარებით საუბრობდა და ნაპერწკლებს ყრიდა,დიმიტრი რომ დაინახა კარებში შედგა.
-დიმა,ბოდიში … გადაუდებელი საქმეა.-მაშინვე გამოფხიზლდა თითქოს,თვალები სწრაფად ააფახულა და დანარჩენებეს გადახედა.გულზე მოეშვა,ნიკო რომ არ უხსენებია და არც დაინტერესებულა მეტით ისე დაუქნია თავი და ხრიალით ამოთქვა არაუშავსო.მხარზე დაჰკრა ხელი ონიანმა და ბიჭები წინ გაატარა,სანამ გავიდოდა კაცისკენ შემობრუნდა.
-დიმა,მე … ვწუხვარ ყველაფრისთვის.
ამ სიტყვებით თქვა ბევრი რამ მთავარმა გამომძიებელმა,ონიანმა.კვლავ არ მიუტანია მისი სიტყვები ახლოს გაბისონიას,არ შეეძლო ფიქრი და გააზრება,როცა ასეთი სიტუაცია ჰქონდა და ამიტომ.თავი დაუქნია კვლავ და შებრუნდა სახლში.გეზი აიღო სასტუმრო ოთახისკენ,სადაც ისევ ძალიან ბევრი ხალხი დასტრიალებდა თავს მის ცოლს.უნდოდა ყველა გაეყარა ოთახიდან,საშინელ დისკომფორტს უქმნიდა ყველა,რაც გლოვის საშვალებას არ აძლევდა თავისუფლად, მაგრამ ვერ შეძლო. კედელს მიეყუდა ძალა გამოცდილი, ნელ-ნელა ჩასრიალდა, იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს და თავი ჩახარა.ვინ იცის კიდევ რაზე ფიქრობდა იმ მომენტში დიმიტრი გაბისონია, რომლისთვისაც დედამიწამ ბრუნვა 17 მარტს შეწყვიტა.







ნუცუბიძის ქუჩა.
დანაშაულის ადგილი.
17:56



საღამოს ექვსი საათი იყო ონიანი
შემთხვევის ადგილზე რომ მივიდა.ხელი ჩამოართვა მოჩვენებითი ღიმილით პოლიციელებს და ქედმაღლური სახით ჩამოშორდა მათ.არ მოსწონდა არცეთ მათგანს ონიანი და არც ონიანს ეხატებოდა დიდად გულზე ისინი,თუმცა ამას დიდად ყურადღებას არცეთი მხარე არ აქცევდა.კერძო სახლის კარებში რომ შედგა ფეხი მაშინ გაიგო ლევანმა სიგნალის ხმა.სწრაფად გააჩერა მერსედესის მძღოლმა მანქანა პარკინგზე და გადმოვიდა იქიდან დადვანიც.სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ლევანისკენ,გზად პოლიციელებს მიესალმა და მიაშურა დანაშაულის ადგილს.
-დაგაგვიანდა.-მიაძახა უკმაყოფილოდ ლევანმა და მოახლოვებულ ისაიას დაასწრო პირველი შესვლა სახლში. მისო უაზრო ბურტყუნისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია დადვანს,უკან მიჰყვა მეწყვილეს.მისაღებშივე იდგა ორი პოლიციელი, ერთი მოშორებით, ფანჯარასთან იდგა,როგორც ჩანს არ შეეძლო ცხედრისთვის ყურება და ცხვირზე ხელს იფარებდა,ერთიც ლევანს ესაუბრებოდა.ყურადღებით მოავლო თვალი სახლს,დიდი განსაკუთრებული არაფერი იყო,ორ ოთახიანი ჩვეულებრივ მოწყობოლი სახლს არაფერი ემჩნეოდა.კარგად დააკვირდა მის უჩვეულო სისუფთავეს და წესრიგს,არ იყო არც ჩხუბის და არც ქურდობის კვალი.უცნაურიც იყო და გამოძიებისთვის ერთი შეხედვით მარტივიც ჩანდა ასეთი სისუფთავე.
-სად არის ცხედარი?-ფანჯრისკენ მიბრუნებულს ჰკითხა,ფერი არ ჰქონდა სახეზე,ხელით ნაჩვენები საძინებლისკენ დაიძრა.კარებშივე შეჩერდა დადვანი.იატაკზე უსულოდ ეგდო მამაკაცი,თავისივე სისხლის გუბეში.ზემოდან დაჰყურებდა დადვანი დაკვირვებული თვალებით.
-როგორც ჩანს აუღელვებლად მუშაობდა მკვლელი.-გვერდით ამოუდგა ონიანიც და სხვა პოლიციელიც.მონდომებით უყურებდნენ გვამს და ათვალიერებდნენ.დაიხარა გვამთან ისაია და სუფთად გამოჭრილ ყელს დააკვდა მისი მზერა.რაც ყველაზე მეტად უკვირდა დეტექტივს ის იყო რომ გვამს თვალებიც აღარ ჰქონდა.ზიზღით აეპრიხა ტუჩის კუთხე.
-ვინაობა დადგენილია?-ახედა დადვანმა პოლიციელს.
-ზაზა ფერაძე,არ აღენიშნება ძალადობის კვალი,პირდაპირ აქვს გამოჭრილი ყელი და დათხრილი თვალები …
-სახლში ყველაფერი წესრიგშია,როგორც ჩანს შეკამათებაც არ მოსვლიათ მსხვერპლი რომ გაძალიანებოდა.დამნაშავე მისი ნაცნობი ან ახლობელი შეიძლება იყოს.-დაკვირვებულად მოავლო თვალი ისაიამ გარშემო ოთახს.ფეხზე წამოდგა და თითების ტკაცუნით,ჩაფიქრებული დაიძრა კარებისკენ.
-რას ფიქრობ ლევან,სხვა გუნდი ვერ მიხედავს ამ საქმეს?-უკან მოიხედა გასვლის წინ დეტექტივმა,თვალები მობეზრებულმა აატრიალა უკვე რომ შეეტყო ონიანს ყალყზე ჰქონდა თმები დადვანის საქციელისგან.
-ეს საქმე ჩვენ გადმოგვცეს ისაია,არ გაქვს უფლება განასხვაო ისინი და შენ გადაწყვიტო აიღებ თუ არა მათ.-ადგილზე შედგა და მეწყვილეს გადახედა,აშკარა ბრაზი ეწერა სახეზე.
-გასაგებია,მაგრამ ვერ ხედავ რომ კიდევ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს ეს რომ მათ არ გადავცეთ.
პოლიციელისკენ გააქნია თავი.უკვე ცოფებს ყრიდა ონიანი,ნაბიჯი გადაგა დეტექტივისკენ და კბილებში გამოსცრა.
-ეს საქმე ჩვენია,უფროსი კი აქ მე ვარ და მე გადავწყვეტ ამას გასაგებია?უკან დაბრუნდი და გამოძიებაში ჩაერთე თუ არ გინდა ზემოთ მოვახსენო შენი პრიკაზი ყველას!
ტუჩის კუთხე ზიზღით აეპრიხა დადვანს, თვალების ტრიალით მობრუნდა და გვამთან ერთად შეიკეტა ოთახში.მის უჩვეულო საქციელს მისჩერებოდა დანარჩენი და ცდილობდნენ არ შეემჩნიათ ორი წამის წინ ჩამოვარდილი უხერხულობა.
-გარშემო ყველა კამერის ჩანაწერები ამოიღეთ უნდა გავიგოთ ვინ ესტუმრა ფერაძეს წუხელ ღამით … ჩემი ბიჭები მეზობლებს დაკითხავენ, გამაგებინეთ რაიმე სიახლე თუ იქნება.-დაიბარა უკვე გვარიანად ნერვებ მოშლილმა ონიანმა და გავარდა სახლიდან.
-ეს ყველაფერი პირად შურისძიებას უფრო ჰგავს … ასე არ ფიქრობ?-ჩაილაპარაკა პოლიციელმა და მეწყვილეს გახედა,ფანჯრის რაფას რომ ჩამოყრდნობოდა გაფითრებული.
-ეი … კარგად ხარ?-გაკვირვებულს გაექცა წარბები ზემოთ.პირზე ხელი აეფარა ახალბედას და სადაცაა აღებინებდა.
-შენ … არ ფიქრობ რომ რაღაც ძალიან ყარს?
ძლივს ამოილაპარაკა და სანამ სპეციპიკური სუნი კიდევ უფრო ცუდად გახდიდა გარეთ გავარდა.მობეზრებულმა გახედა უფროსმა პოლიციელმა ახლა კიბეებზე აყუდებულ მეწყვილეს,მძიმედ ამოისუნთქა და თავი გადააქნია.იმ ოთახისკენ დაიძრა დადვანი რომ შეიკეტა წუთის წინ.სახელური დასწია და დაუკვირვებლად შევიდა შიგნით.კინაღამ ფეხებში აებლანდა კაცის სხეული და წაიქცა. დადვანი გვამთან დახრილიყო და მის გაწევას ცდილობდა.
-რას აკეთებთ?არ შეეხოთ!-გამაფრთხილებლად დაუყვავა დეტექტივს.ყური არ უთხოვია მისი სიტყვებისთვის დადვანს,ფერაძის სხეული გვერდით გააჩოჩა და იმ სისხლის გუბეს დააკვირდა წამის წინ მსხვერპლი რომ იწვა.
-ამას ხედავ?-მიუთითა მასზე და ხელთათმანებიანი ხელით დაიწყო იატაკის მოსინჯვა.მაშინვე იგრძნო ისაიამ ხელში მყარი საგანი და მისკენ მოქაჩა.პირი გაოცებისგან კინაღამ დააღო პოლიციელმა საიდუმლო სარდაფს რომ ახადა თავი ისაიამ.
-ეს … ეს …საშინლად ყარს!-ცხვირზე აიფარა ხელი და უკან დახევა სცადა,მაგრამ მოულოდნელად ფეხი გამოსდო პარკეტს და უკან გადავარდა.შეშინებულმა და ნანახით ერთიანად დათრგუნულმა თავი ვერ შეიკავა და იქვე აღებინა.სახლი ზედ სარდაფზევე იყო დაშენებული,შიგნით კი მტერს არ უსურვებდა უფროსი პოლიციელი ენახა,ის რაც თავად იხილა.შიგნით ჩასვლაც კი არ იყო საჭირო,ზედაპირზე ისედაც ყველაფერი კარგად მოჩანდა.






თბილისი.
ცენტრალური საგამოძიებო ბიურო.
22:22




შფოთვას და გაურკვევლობას მოეცვა განყოფილება.ახალმა ამბავმა ყველა დაზაფრა და შეაშინა.იშვიათი კი არა,პირველი იყო მათთან მსგავსი შემთხვევა.თვით დადვანსაც კი არ ამოუღია მთელი დღე ხმა,თავჩაღუნული კითხულობდა საქმის მასალებს.კოპებშეკრულს ვერავინ ეკარებოდა მანამ სანამ ონიანმა არ მიაკითხა პირადად.მისი კაბინეტის კარებზე დააკაკუნა და პასუხის მიღებამდე შეეჭრა სამუშაო ოთახში.
-გავგიჟდები,არა ნამდვილად გავგიჟდები!ვიღაც ფსიქოპატს უდიდესი ლაბორატორია მოუწყვია ფერაძის სახლში და ვაი რომ ეს არ არის რაიმე ჩვეულებრივი,მაგ გიჟს გაურკვეველ სითხეში მოუთავსებია ადამიანის კიდურები ... ვცდები დადვანო?იქნებ ყურთ მაკლია და დღევნადელი დღე უბრალოდ დიდი კოშმარია?!-ხელებს ჰაერში იქნევდა ნერვებისგან გაწითლებული ონიანი,გაგიჟებულს დორბლი სდიოდა პირიდან.
-ეს რა პარადოქსია ისაია … საქმე რა სახის ფსიქოპატთან გვაქვს?-აღშფოთებას ვერ მალავდა,წინ და უკან დადიოდა თითების ტკაცუნით.
-როდის იქნება ექსპერტიზის პასუხი?
-ჯერჯერობით არ ვიცით … უამარავი საქმეა.-სახეზე ჩამოისვა ხელი გვარიანად დაღლილმა, მთელი დღე იყო საბუთებში იჯდა და ყველა ძველ ქეისს ყურადღებით კითხულობდა,იქნებ რამე გამომრჩაო,ცდილობდა მათში ეპოვა პასუხი.არ გამორიცხავდა,რომელიმე სერიული მკვლელის ნახელავი ყოფილიყო.
-რას ვაპირებთ?ფერაძე მკვდარია,მისი დაკითხვა კი შეუძლებელი,კითხვებზე ვიღაცამ ხომ უნდა გაგვცეს პასუხი?ახლა კი არავინ არსებობს ვისაც ეს შეუძლია!
ღრიალამდე ცოტა აკლდა.მოწყვეტით ჩაეშვა დადვანის წინ სავარძელში და თავზე ხელები წაიფარა.
-დაკითხეთ მეზობლები?რამე ახალი ხომ არ ისმის?არ ყავს მაგ უცნაურ კაცს ნათესავი მაინც?
-მეზობლების თქმით წინა წელს უყიდია ზაზას კერძო სახლი,სულ არავინ იცოდა რას წარმოადგენდა ან ვინ იყო,ყველა იმას გაიძახის რომ უბრალოდ არავის აწუხებდა.-მხრები აიჩეჩა და მზერა ონიანს გაუსწორა.
-არც კი ვიცი,რამდენ წელს ითვლის ეს ლაბორატია … მეეჭვება ფერაძის ნახელავი ყოფილიყოს.
-რაიმე ინფორმაცია გაქვს მაგ კაცზე?
-კი,თუმცა არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია, ერთი ჩვეულებრივი კაცია,მაგრამ საკმაოდ გავლენიანი.-მასზე მოძიებული ინფორმაცია გაუწოდა კაცს.
-წლების წინ ჰქონდა პატარა უბნის აფთიაქი, საკმაოდ კარგად ამუშავებდა,მაგრამ ბანკმა წაართვა და ტაქსზე დაჯდა.
-ანუ ერთ-ერთი ეჭვმიტანილია… გამორიცხულია სიკვდილის დღემდე არ სცოდნოდა ამ სარდაფის შესახებ.-წარბებს შორის ღრმა ნაოჭი გაუჩნდა ონიანს.
-რომელი სახსრებით იყიდა ამხელა სახლი საბურთალოზე?
-მართალა უცნაურია … საკმაოდ იაფად შეიძინა. სიჩუმე ჩამოვარდა წამით კაბინეტში.მერე ონიანი წამოდგა ისევ ფეხზე და საქმის მასალები ისევ მაგიდაზე დაუდო დეტექტივს.
-სახლის ძველი მეპატრონე იპოვე და დაკითხე!იპოვე მისი ნათესავებიც ვინც არ უნდა იყოს ისაია,მიწიდან ამოთხარე და ყველა დაკითხე … ყველაფერი შეაგროვე,მოგვიანებით გავეცნობი!
თქვა ბოლოს და კაბინეტიდან გავიდა. გაბრუებულმა ასწია თავი,კარებზე გაუშეშდა არეული მზერა,ორი წამის წინ ლევანი რომ გავიდა იქ იყურებოდა და ფიქრობდა.გრძნობდა ახალი ამბავი ჰქონდა გამომძიებელს ნიკოს საქმეზე და ახლაც ეს იყო წასვლის მიზეზი.აღარ იცოდა ისაიამ ნათლულისთვის რა მოეხერხებინა და როგორ დახმარებოდა,მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა რომ ჰქონოდა ბიჭს, იცოდა აუცილებლად მიაკითხავდა ნათლიამისს, მაგრამ არ ჩანდა და ეს უფრო ზაფრავდა ერთიანად.ვერც გაიაზრა,როგორ გაება ასე მახეში.განსხვავებული ბავშვი იყო,არავის არაფერს არ ავნებდა და მით უმეტეს არც თვითონ გაითხრიდა მიწას.ხვდებოდა რაღაც სხვა ხდებოდა აქ,მაგრამ წვდომა არ ჰქონდა მის საქმეზე და ხელებ შეკრული იყო.ხმაურიანად ამოიხვნეშა ფიქრებში წასულმა და გონს მოეგო,ფურცლები წამოკრიფა და საქაღალდეში ჩაუშვა.წამოდგა კაბინეტს თვალი მოავლო და დატოვა.სანამ ეს ამბავი გასკდებოდა და მედია აიტაცებდა მანამ უნდა მოეხრხებინა და მოეგროვებინა საჭირო მასალები.საგამოძიებო ბიუროს პარკინგზე საკუთარი მანქანისკენ დაიძრა.კარები გააღო საქაღალდე წინა სავარძელზე მიაგდო, თავად კი საჭესთან მოთავსდა.ძრავა ჩართო,მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.ორივე ხელი საჭეს ჩააფრინდა და დაძაბული მიეყრდნო საზურგეს.
თვალწინ ისევ ის საშინელი კადრები ედგა და მოსვენებას არ აძლევდა.






24 მარტი,თბილისი.
ფსიქიატრიული ექსპერტორიუმი.
13:06





„ყველა დამნაშავე ფსიქიკური აშლილობის მქონე არ არის და ყველა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი დამნაშავე არ არის…”




მთავარი ფსიქიატრის კაბინეტი სიჩუმეს აეტაცა.ფანჯრიდან შემოსული სინათლე მუქ ფარდებს შორის იფანტებოდა და კაბინეტს აბნელებდა,ისევ პაციენტის სურვილისამებრ.
ეტყობოდა სამუშაო ოთახის დიზაინზე მფლობელს ბევრი არ უდარდია,ჩვეულებრივი ნაცრისფერი კედლები და ხის მაგიდა სკამები ამშვენებდა სივრცეს,მხოლოდ ძალიან კომფორტული მდივანი და სავარძელი მოეთავსებინათ კაბინეტის ცენტრში,სადაც უთვალავ პაციენტს ჰქონია მოდუნების ფუფუნება.თუნდაც ცოტახნით,იმ ადამიანის წინაშე,რომელსაც მათი ბნელი ფიქრების მოსმენა ევალებოდა.ახლაც,მორიგ დაბრკოლებას შეჭიდულ პაციენტს არეულ ფიქრებთან ცოტახნით დარჩენის საშვალებას აძლევს,რახან მას ამის სურვილი ჰქონდა და ითხოვა დრო განმარტოვებისთვის.კუთხეში მდგარ ყავის აპარატს აშურებს თეთრ ხალათიანი სპეციალისტი.მშვიდად და მოხდენილად დაფრიალებდა,ზედა უჯრა გამოაღო და თხელი,ლურჯი ფინჯანი გადმოიღო. ყველაფერი იმდენად ზუსტად ეწყო თავის ადგილას,რომ ეტყობოდა, ამ პატარა რიტუალს ხშირად ასრულებდა.პერანგის სახელოები მშვიდად აიკაპიწა და მუქი მვწანე ჩაის ქილა გადმოიღო.როგორც კი თავი ახადა ამოვარდა და ჰაერში გაიბნა ჩაის სურნელი. ფინჯანში ჩაყარა მწვანე სურნელოვანი ფოთლები და ორთქლავარდნილი ჩაიდნიდან ცხელი წყალი დაასხა.მოძრაობდა აუჩქარებლად, თითქმის მექანიკური სიზუსტით.ფარდებს შორის დარჩენილ ვიწრო ღრიჭოდან სინათლის სხივი ჩაის ფინჯანს ეცემოდა.მუქი,ქარვისფერი სითხე ფაიფურის თეთრ ზედაპირზე ლამაზად ირეკლავდა სხივს.აუჩქარებლად მოიქცია ფინჯნები ხელში და ზურგში მოხრილი, მოკუნტული სხეულისკენ დაიძრა.მისი კუთვნილი ჩაი მოშორებით დაუდგა,თავად კი ფანჯრის რაფასთან მიაჩოჩა სავარძელი და ადგილი დაიკავა.
-ყველაზე საშიში ადამიანი ის არ არის ვინც საკუთარ თავს ებრძვის,არამედ ის, ვინც საკუთარ სისასტიკეს ნორმად მიიჩნევს … დაბალ ხმაზე დაილაპარაკა ბოლოს,როცა შეამჩნია რომ ბოლოს განხილული თემის შემდეგ პაციენტი ფიქრებში დაკარგულიყო და აზრი ვეღარ გამოჰქონდა.
-ეს ხომ გესმის,არა?-სათვალეებს შორის ამოხედეს მწვანე თვალებმა და დააკვირდა თავზე ხელებ შემოჭდობილს.რეაქცია არ ჰქონია კაცს,თავჩაქინდრული იჯდა თითქოს ვერც გაიგო თეთრ ხალათიანის ნათქვამი.ნელ-ნელა მოუდუნდა სხეული,მოეშვა და თავი ჩაქინდრა. მშვიდად უყურებდა საკუთარ თავთან მებრძოლს და ჩაის ცხელ სითხეს უშვებდა ყელში სასიამოვნოდ.
-სულიერ ტანჯვას განვიცდი … ცდებით თუ გგონიათ რომ რამით დამეხმარება თქვენი უაზრო ბლუყუნი!-აგრესიულად დაიდუდუნა მალევე და ჩაშავებული თვალებით ამოხედა სპეციალისტს.საკუთარი მტევანიდან მზერა კაცზე გადაიტანა,ნელა აათვალიერა ფეხიდან თმის ღერამდე და ერთხანს უყურა,მშვიდად გაექცა ღიმილი ტუჩის კუთხეში.ზუსტად იცოდა ის წერტილი რაც პაციენტისთვის მძიმე თემას წარმოადგენდა და ზუსტად იცოდა ისიც,რომელ წერტილს უნდა შეხებოდა, რომ კაცის ნაშენები თავდაცვა შეერყია,მაგრამ არ სჭირდებოდა.
-ისევ შურისძიება გწყურია?-წამოიწია, იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს და კარგად დააკვირდა.
-ერთადერთი მიზანია რაც მაცოცხლებს!
-არ გაწყობს ეგ.-თავი გადააქნია და ნელა წამოიმართა.ამოხედა კაცმა,წარბებს შორის ღრმა ნაოჭი დაემჩნა გაკვირვებისგან.
-არ დაპირდე საკუთარ თავს იმას რასაც ვერ შეუსრულებ.-დადუმდა პატიმარი … თავი ჩაქინდრა და კვლავ ფიქრებში ჩაიძირა.ყოველ ჯერზე როცა ცდილობდა რაღაც შეეცვალა საპირისპიროს უმტკიცებდა სამყარო … რომ არ ყოფილიყო შემწყნარებლური და არ მიეცა არავისთვის უფლება გაეთელა მისი პიროვნება … არ იყო გიჟი!რატომ უმეორებდნენ მუდამ ერთსა და იმავეს,ხომ ნამდვილად არაფერი არ სჭირდა და აბრალებდნენ.ვერ შეძლო,ვერ გაიგო ფსიქიატრის სიტყვები,ვერ ჩასწვდა აზრს და დაეკარგა ისევ.საერთოდ ამ კაბინეტში ყოფნის მიზეზს ვერ პოულობდა,რა ესაქმებოდა აქ?მართლა თვლიდნენ რომ გიჟი იყო?
-სასაცილოა რომ გგონიათ თუ რამდენიმე ჭკვიანური სიტყვას იტყვით,უკვე გონების გასაღები გიჭირავთ ხელში … სინამდვილეში იცით რისი ფასი გაქვთ?-ირონიულად ჩაიცინა. წამოიწია,თავი გვერდით გადახარა და რამდენიმე წამით უყურა ფსიქიატრს.
დააკვირდა მის გადაფლეთილ მაჯებს გოგონა და ინსტიქტურად დაიძაბა,თითქოს ისევ პირველად ხედავდა,მის მომუშტულ ხელებსაც და მხრებს,მუდამ თავდასხმისთვის მზადყოფნაში მყოფს.
-ამას არა როგორც ფსიქიატრი,როგორც მეგობარს ისე გირჩევ.-დაბალ ხმაზე დაიწყო,სცადა და უფრო ახლოს მიუახლოვდა, ჩამოდგა და ხალათის ჯიბეში ჩაიწყო ხელები. ერთხანს მოიცადა სანამ მისგან რამეს მოისმენდა.პასუხი რომ ვეღარ მიიღო ცოტახანში განაგრძო.
-სიტყვებს ტყუილად არ ვისვრი გრემიო … შურისძიება, რომელსაც ასე გამეტებით ეჭიდები,შენს ტკივილს ვერ გააქრობს.ამას შენც ხვდები.
-და რას მთავაზობთ?როცა საკანში დაბრუნება მომიწევს ავდგე და ყველა შესაძლო თბილ მოგონებაზე ვიფიქრო და უეცრად გავხდე კეთილი?-აგრესიულად დაილაპარაკა და წამოიმართა ფეხზე.ძალიან მაღალი და მხარბეჭიანი კაცის შეხედულება ჰქონდა.
-სასჯელს რომ მოვიხდი მერე გგონიათ რამე დამაკავებს? სიცოცხლეს გავუმწარებ ყველას ვინც ასე მომექცა!
-ნუ ეცდები სხვისი ვალდებულების საკუთარ მხრებზე აკიდებას,გრემიო.-თავი გააქნია უარყოფის ნიშნად,დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა დამაჯერებლად.
-თუ კანონი ვერაფერს აკეთებს?-კბილებში გამოსცრა ზიზღისგან.ვერ წარმოედგინა რომ ცხოვრების ნახევარს ციხეში ატარებდა დანაშაულის გრძნობით,რომელიც მას არ ეკუთვნოდა,მხოლოდ იმიტომ რომ სიგიჟე მიაწერეს და მკვლელის იარლიყი ააკრეს აი, ამიტომ.ამას თვითონ ამბობდა და ასე სჯეროდა, სხვაგვარად ვერ იჯერებდა და არც ახსოვდა ადამიანი მოეკლას,მით უმეტეს უახლოვესი მეგობარი,მაგრამ ტვინი ბლოკავს იმ მოგონებებს რომელიც გვნებს,ამიტომ ზუსტად ვერც გოგონა ხვდებოდა,უბრალოდ თავს აჯერებდა იმას რომ უდანაშაულო იყო,თუ კარგი მანიპულირების ნიჭით იყო დაჯილდოვებული.
-კანონის უუნარობას შენს სისასტიკეს ვერ დააბრალებ.-გადაუჭრა მოკლედ.
-მე … აღარ მინდა თქვენი მოსმენა.
-კარგი … შემდეგი სეანსისთვის დავალებას მოგცემ.-მოტრიალდა და საწერი მაგიდიდან პატარა ფერადი ფურცელი აიღო.-მინდა რომ შემდეგისთვის სიმშვიდის წერტილი იპოვო,გრემიო …






1 აპრილი,თბილისი.
ისაია დადვანის სახლი.
19:32





უკვე საკმაოდ დიდი დრო გასულიყო მას შემდეგ რაც,დადვანს თავი არ აუწევია სამუშაო მაგიდიდან.მრავალმნიშვნელოვნად ჩაჰკირკიტებდა საქმის მასალებს და აზრი ვერ გამოჰქონდა.ათასი კითხვა უტრიალებდა ერთდროულად თავში და მაინც,არცერთზე არ ჰქონდა პასუხი.რომელი ფსიქოპატის ინიციატივა იყო ლაბორატორიის გაშენება სახლის სარდაფში?ვინ გამორჩა პოლიციას თვალთახედვიდან?დიდი აურზაური ატყდება ეს ამბავი თუ პრესამდე მივა … მერე საქმეს ნამდვილად მთელი ქვეყნის მაშტაბით გამოიძიებენ და წიხლის კვირთ ისვრიან განყოფილებიდან ყველას.სათვალეები მოიხსნა და ატკივებული თვალები დაიზილა, სახეზე ჰქონდა აფარებული ხელები და ფიქრს მაინც ვერ სწყვედა.უდანაშაულო ადამიანების წინ გრძნობდა თავს ვალდებულად ყველაფერი გაეგო და მიწიდან ამოეთხარა ის შეშლილი, ვინც ნამდვილი სასაკლაო მოაწყო.ჯერ უნდა გაეგო სამსხვერპლოს რა ნიშნით არჩევდა, მაგრამ მანამ სანამ ექსპერტიზის ცნობა არ მიუვა მსხვერპლთა ვინაობას ვერ დაადგენს, ამიტომ არის ხელფეხ შეკრული.კაბინეტში შეყუჟულს კარებზე კაკუნმა გამოაფხიზლა.უკვე საკმაო დრო გავიდა,რაც ოთახში ჩაკეტილიყო და მუშაობდა.ოჯახის წევრებიც არ გახსენებია გადატვირთულს, ცოლსაც კი გვერდი აურია შინ დაბრუნებლმა და მაშინთვე კაბინეტში განმარტოვდა.ჩუმად შეიკურთხა,თავი ასწია და ზლაზვნით წამოდგა ფეხზე,ისედაც აპირებდა უკვე გასვლას საქმეზე,მაგრამ ნამდვილად შეაგვიანდებოდა. სინათლე ჩააქრო და კარები რომ გამოაღო, როგორც ელოდა ზღურბლზე შემდგარ მეუღლეს წააწყდა.
-ახლა ვაპირებდი მომეკითხე,ისე ჩაიკეტე ამ შენს ოთახში რომ არც გაგახსენდი … და როგორც ჩანს ისევ მიდიხარ.-გაბრაზებულმა და თან ნაწყენმა უთხრა ქმარს ხელზე გადაკიდებული პიჯაკი რომ დალანდა და უკან გატრიალდა.უკან მიჰყვა ცოლს და მის ნაბიჯებს აუწყო ფეხი,გზა და გზა რომ ალაგებდა ისედაც დალაგებულ ნივთებს.
-ანისა …-დაბალ ხმაზე მიმართა და ეცადა ქალის ყურადღება მიექცია.
-ანის…-პასუხი მაინც არ გასცა ლოლაძემ და მათ საძინებელში შევიდა,მისთვის კარების დაკეტვას აპირებდა, იდაყვში რომ მოკიდა ხელი და მსუბუქად დაექაჩა.გაფიცხებულმა სცადა გაბრძოლება, მაგრამ ვერაფერს გახდა და გაბრაზებული მწვანე,თვალებით ამოხედა.
-რა გინდა?ახლა გაგახსენდა ცოლი?
-ანისია … გთხოვ,არ გინდა ასეთი საქციელი.
კვლავ სცადა თავის დაღწევა,მაგრამ უფრო მჭიდროდ მიიკრა დადვანმა და ზემოდან დახედა აფართხალებულს.
-რატომ არ მისმენ?
-როგორი საქციელი არ მინდა?საკუთარი ცოლისთვის რომ არ გცალია და ამას ვაპროტესტებ ეგ არ შეიძლება,ისაია?!-აიმაღლა ხმა და გააკვირვა დადვანიც,ხმამაღლა საუბარი რომ არ სჩვევია და ახლა თითქმის უყვიროდა, ის გაუკვირდა კაცს.
-რა გჭირს?რამე მოხდა?-გაოცებულმა იკითხა, წარბებს შორის ღრმა ნაოჭით უყურებდა ქალის სახეს და ცდილობდა გაერკვია ასე რა ანერვიულებდა.
-არაფერი,თავი დამანებე ძალიან გთხოვ!-კვლავ გაიბრძოლა,მაგრამ უშედეგოდ.დადვანმა ხელი მოხვია და სხეულზე აიკრა ცოლი.
-ნუ გგონია რომ…
-რომ?რა რომ?-დაბალ ხმაზე დაილაპარაკა ყურთან ახლოს,ბიბილოზე ტუჩებით შეეხო და აკოცა.თვალები მიენაბა ქალს,ნასიამოვნებს ჩაეღიმა ისაიას და თავი კისერში ჩამალა.ანისას
სუნთქვას უგდებდა ყურს და უმშვიდებდა სულს.
მისი ზედმეტად წარბის შეხვრაც არ ახსოვს და ნერვიულობას რომ ვერ აიტანდა ძვირფასი მეუღლის სახეზე იცოდა.
-ჩახლართული და სიგიჟე ქეისი მაქვს ანის …
არც კი ვიცი,რამდენი ადამიანის სიცოცხლე ავიკიდე მხრებზე და ვალდებული ვარ მათ წინაშე სამართლიანობა აღვადგინო.-დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა და ქალის ტკბილ,ვანილის სურნელს ისუნთქვადა.დახედა მასზე მოქცეულ ქმარს,ანისამ.ხელს არ უშვებდა და მჭიდროდ იკრავდა სხეულზე,ხელით მოეფერა თმაზე და იქვე აკოცა სანუგეშებლად,იცოდა მისთვისაც რთული იყო.
-ვახშამზე გავიდეთ … არ გინდა?-თავი წამოწია ქალის ალერსით დამშვიდებულმა და დაწყნარებული თვალებით შეხედა.
თავი გააქნია და უფრო მეტად აეკრა.
-შენთან მინდა,ისაია … არ მინდა არაფერი.
თხელი მკლავები მოხვია კაცს წელზე და თვალები გაუსწორა.მაცდური იყო და კარგად იცოდა რასაც უკეთებდა დადვანს.ჩაეცინა ცდუნებას რომ ვერ გაუძლო და ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული.
-რას აკეთებ?დაგაგვიანდება.
-საქმე მოიცდის … ჩამეხუტე ანის.






გაგრძელება იქნება…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent