გარიჟრაჟის შემდეგ-თავი II დასასრული
დილით რომ გაეღვიძა, თავი ისევ გაბრუებული ჰქონდა. სიცხე აღარ ჰქონდა, მაგრამ ჯერ ისევ სუსტად იყო. შიშველ სხეულზე ზეწარი შემოიხვია და აცრემლებულმა გახედა კარში შემოსულ თიკას. „როგორ მინდა, რომ უბრალოდ გაქრეს ეს სისუსტე... ნეტავ შევძლო, რომ თვალები დავხუჭო და აღარაფერი მახსოვდეს...“ – გაიფიქრა და ღრმად ამოისუნთქა.
– გაიღვიძე, ჩემო გოგო? როგორ ხარ? – თბილად დაილაპარაკა თიკამ და ლანგარი იქვე დადო. – უკეთ ვარ, უკეთ... თქვენ რომ არ მყავდეთ, რა მეშველებოდა... – კიდევ უფრო შემოიხვია ზეწარი და თიკას ჩაეხუტა. – ზოგჯერ მგონია, რომ ისევ იქ ვარ, საკუჭნაოში, და ვეღარ ვსუნთქავ. – კარგი, ნუღარ ტირი, ჩემო ლამაზო. ყველაფერი კარგადაა და შენც კარგად უნდა იყო, ძალები უნდა მოიკრიბო — ხვალ გამოცდა გაქვს და თოკასაც ხომ უნდა უჩივლო. ახლა ესენი მიირთვი: ბლინებია, ტოსტი და დამამშვიდებელი ჩაი. შენს უფროსზე არ ინერვიულო, მოგვარებულია. ანა-მარიამ მშვიდად მიირთვა საუზმე და ჩაიც დააყოლა. მაინც სისუსტეს გრძნობდა ისევ, ამიტომ ადგომა გადაიფიქრა. დამამშვიდებელმა ჩაიმ იმოქმედა და ჩაეძინა. შუა დღის ორი ხდებოდა, რომ გაეღვიძა. კიდევ უფრო შემოიხვია ზეწარი და ლეპტოპი დაიდო მუხლებზე. გამოცდისთვის მშვიდად მეცადინეობდა. ლეამ პიცა შემოუტანა. – შეეშვი მაგას, ჭამე ცოტა. – აი, ცოტაც და შევისვენებ, – უპასუხა ანა-მარიამ და გაუღიმა. სპეციალურად არ ახსენებდნენ წინა დღის ინციდენტს. ანა-მარიამ კუჭი დაინაყრა და სასწრაფოდ მიუბრუნდა სამეცადინოებს. გოგოები სპეციალურად არ აწუხებდნენ. საღამოხანს მორჩა, ლეპტოპი გვერდით გადადო და დაღლილს ჩაეძინა. ღამის 10 საათზე გაეღვიძა და ზეწარშემოხვეულმა სასწრაფოდ მოირგო საცვლები და საზაფხულო კაბა. სამზარეულოში გავიდა. დასვრილი ჭურჭელი გარეცხა. – უკეთ ხარ? – ღიმილით მიუახლოვდა თიკა. – კი, რომ გამოვიძინე, უკეთ ვარ, – გაუღიმა თვითონაც. – ცოტა მაინც ამოვისუნთქე. გოგოებმა ყველაფერი მოუყვეს ანა-მარიას თათიას ვიზიტის შესახებ. ანა-მარიას ცრემლები წამოუვიდა; მადლიერი იყო, რომ თათიას შეახვედრა უფალმა, და ასევე მადლიერი იყო ელენესი. ორივეს დაურეკა და მადლობა გადაუხადა. – ელენე, მართლა არ ვიცი, რას ვიზამდი, რომ არ შემოსულიყავი... – აკანკალებული ხმით უთხრა ტელეფონში. – მაგაზე ნუღარ ფიქრობ, მთავარია, ახლა მშვიდად ხარ და ყველაფერი წინ გაქვს, – უპასუხა ელენემ. იმავე ღამით კი, საკუჭნაოდან გაქცეული და თავგატეხილი, დასისხლიანებული თოკა გრძელიძე პირდაპირ გიორგისთან და იმ ბიჭთან მივარდა. სისხლი შუბლზე ჩამოსდიოდა, პერანგი დასვრილი ჰქონდა და თვალებში სიშმაგე და პანიკა ერთად უელავდა. – შეხედე, რა მიქნეს! – დაიღრიალა თოკამ და კარები გააღო. – გესმის?! მაგ გოგომ ჯოხი ჩამარტყა, იმ ძუკნამ კიდევ... დამერხა, ბიჭო, მგონი ვიდეოებიც აქვთ! – რა ვიდეოები, თოკა, გაგიჟდი?! – წამოხტა გიორგი და შეშინებულმა დახედა დასისხლიანებულ მეგობარს. – სისხლი მოგდის, გაჩერდი, წამო, მოიწმინდე! – რა მოვიწმინდო, შე ჩემა, შენი აზრით, ციხეში ჩასმა მინდა?! – უღრიალა თოკამ იმ ბიჭს, ვინც წვეულებაზე ფხვნილი ჩაუყარა. – შენი ბრალია, სულ შენი! კარგად რომ ჩაგეყარა ან სხვაგან წაგვეყვანა, ახლა აქ არ ვიდგებოდით! – მე რა შუაში ვარ, თოკა?! შენ თვითონ არ მიბრძანე?! – შეშინდა ბიჭი და უკან დაიხია. – ახლა რა ვქნათ? თუ პოლიციაში მივიდნენ... – არსადაც არ მივლენ, მამაჩემი მოაგვარებს! – კბილებში გამოსცრა თოკამ, თუმცა თვითონაც კანკალებდა შიშისგან. „ნუთუ მართლა დამერხა... ნუთუ მართლა ყველაფერი დამთავრდა...“ – გაუელვა გონებაში. მეორე დილით, უკვე 10 ივლისი იყო, სასწრაფოდ წავიდნენ გამოცდაზე და ბოლო გამოცდაც მოითავეს. – დროა უკვე. ბარემ მივიდეთ პოლიციაში. სამხილები გვაქვს, მოწმეები გვყავს. სასწრაფოდ შეატყობინეს თათიას და ელენეს და კიდევ რამდენიმე კურსელ გოგოს, ვისაც ენდობოდნენ. ყველაფერი უთხრეს, სამხილებიც აჩვენეს და გამომძიებელმა სასწრაფოდ გასცა თოკა გრძელიძის, გიორგისა და იმ ბიჭის დაკავების ბრძანება. როცა სამივე აიყვანეს, თოკას მშობლები განყოფილებაში მიცვივდნენ. – რას ნიშნავს, ჩემი შვილი დააკავეთ?! – ყვიროდა თოკას მამა გამომძიებელთან. – იცით, ვინ ვარ?! ფულს გადაგიხდით, ოღონდ გაუშვით! – აქ ფული არაფერს წყვეტს, ბატონო, – მშვიდად, მაგრამ მკაცრად უპასუხა გამომძიებელმა. – მძიმე დანაშაულებია: ნარკოტიკული საშუალების ჩაყრა, ძალადობის მცდელობა და სხვა ეპიზოდებიც გამოიკვეთა. – ღმერთო ჩემო, რა დაგვემართა... – ქვითინებდა თოკას დედა და ხელებს იმტვრევდა. – ჩემო ერთადერთო შვილო, ასე როგორ გაგვანადგურე... თოკა გრძელიძეს 18 წელი მიუსაჯეს, ხოლო გიორგისა და იმ ბიჭს — თანამონაწილეობისა და დანაშაულის დაფარვისთვის შესაბამისი სასჯელები. აღმოჩნდა მისი საქმეების განხილვისას, რომ სხვა გოგონებთანაც ჰქონდა ძალადობის მცდელობები. მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, ისე რომ მამიკოს ფულები ვეღარ დაეხმარა თავის ერთადერთ შვილს. თოკას მშობლებმა კი სასწრაფოდ აიღეს ბილეთი და საზღვარგარეთ წავიდნენ სამუდამოდ, რომ სირცხვილსა და საზოგადოების რისხვას გაქცეოდნენ. ციხეში კი თოკასთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. როცა პატიმრებმა გაიგეს, რისთვის იყო ჩამჯდარი — რომ ქალს სასმელში ნარკოტიკი ჩაუყარა და ძალადობას აპირებდა — საკანში სასტიკად სცემეს. – აბა, „ვაჟკაცო“, გოგოებთან ხარ მაგარი?! – უღრიალა ერთ-ერთმა პატიმარმა, სანამ მუშტებს ურტყამდა. – გაჩერდით... გთხოვთ... – კვნესოდა თოკა იატაკზე დაგდებული, სახედასიებული და სისხლიანი, მაგრამ არავინ ინდობდა. – შენნაირებს აქ ადგილი არ აქვთ! – დააყოლა მეორემ და კიდევ ერთხელ მოუქნია. ტკივილისა და სიმწრისგან თოკა მიხვდა, რომ მისი „მეფობა“ და „უკარება“ გოგოების მორჩილების ჟინი ციხის კედლებში სამუდამოდ დასრულდა. – ესეც ასე. სამართალმა იზეიმა. ხეხოს ახლა ციხის იატაკები, – ბოროტი ღიმილით ჩაილაპარაკა ელენემ. – გოგოებო, მადლობა ყველაფრისთვის... – აცრემლებული ჩაეხუტა ყველას ანა-მარია. – თითქოს მძიმე ლოდი მომეხსნა გულიდან... – რის მადლობა, მთავარია, შენ იყო კარგად, – თბილად გაუღიმეს. ანა-მარია შვებით სუნთქავდა. მალევე დედამისიც გამოჩნდა, რომელიც ჩემოდნით მორბოდა და ატირებული ჩაეხუტა თავის შვილს. – ჩემო გოგო, ჩემო პატარა... – ტიროდა ქალი. – ეს რამდენი რამე გადაგიტანია, მოგიკვდეს დედაშენი. რატომ არ მითხარი, დეე... – მთელ სახეს უკოცნიდა შვილს და კანკალებდა. დედის სითბოზე ანა-მარიასაც მოერია ცრემლები და ორივე ტიროდა. ცოტა რომ დამშვიდნენ, თიკამ ამოიღო ხმა. – გუშინ სანამ გეძინა, მაშინ დავურეკეთ და ვუთხარით. ვიცოდი, შენ არ დაგვარეკინებდი, რადგან არ გინდოდა ენერვიულა. ამიტომ დრო ვიხელთეთ. – სოფელში გაიგეს ყველაფერი. მამაშენი გიჟს ჰგავს. აქ არ გაგაჩერებ, დეე, ჩემთან მიმყავხარ. – დეე, მე... ხომ იცი, აქ მხოლოდ შენს გამო ვჩერდებოდი და კიდევ ჩემი მეგობრების გამო. – ჩემო გოგო, თუ იქ უფრო უკეთ იგრძნობ თავს, წადი, – თბილად გაუღიმეს გოგონებმა. – ხშირად ჩამოვალთ ხოლმე და ვიდეოზარით ყოველდღე დაგირეკავთ, არ მოგასვენებთ, – გაუღიმეს აცრემლებულებმა და მოეფერნენ. – სწავლაზე რა უნდა ქნა? – იქაურ უნივერსიტეტში შეიტანს საბუთებს, – თბილად გაუღიმა დედამისმა. ანა-მარიამ მიიღო გადაწყვეტილება. ყველაფერი მოაგვარა, საბუთები გამოიტანა და სამსახურიდანაც წამოვიდა. აქ დასაკარგი არაფერი ჰქონდა: ოჯახის დანარჩენმა წევრებმა გარიყეს და მეგობრების გარდა აქ არაფერი იყო, რაც მას დააკავებდა. სოფელში როცა გაიგეს, მამამისმა და ძმამ ისეთი სიტყვები უთხრეს, გული გაუტეხეს. – ჩვენი სახელის შემარცხვენელი ხარ! – უყვიროდა მამა ტელეფონში ცივად და მკაცრად. – აქ აღარ დაბრუნდე, არ გვინდა შენი დანახვა! – მამა, გთხოვ, მომისმინე, მე არაფერი დამიშავებია... – ცრემლებით ევედრებოდა ანა-მარია, მაგრამ მამამისმა ყურმილი დაუკიდა. – აბა, რა გეგონა, ქალაქში რომ გაგიშვეს?! – დაამატა ძმამაც ზიზღით. – სირცხვილით თავი სად გამოვყოთ... მამიდა თინაც კი ცივად მოექცა: – ხომ გეუბნებოდი, კარგს არაფერს მოიტანდა-მეთქი... ჩემთანაც ნუღარ დარჩები, შენს დედასთან წადი. ასე მტკივნეულად გარიყეს, მაგრამ დედის სიყვარულმა და სიმტკიცემ გადაარჩინა. საფრანგეთში გაფრინდა და ახალი ცხოვრება დაიწყო. ერთ-ერთ თავისი უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტში შეიტანა საბუთები და უყოყმანოდ დასვეს მესამე კურსზე. პარალელურად დედა ამეცადინებდა ფრანგულ ენაში. ალღო აუღო და მუშაობაც დაიწყო ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში. გოგონებთან ჩვეულებრივი კონტაქტი ჰქონდა. სამი წელი გავიდა ამასობაში. უფრო დაიხვეწა, უფრო გაძლიერდა და მტკიცე ხასიათის გახდა. თაყვანისმცემლები ჰყავდა, მაგრამ ჯერ თავს იკავებდა ურთიერთობებისგან. „ახლა პირველ რიგში ჩემი თავი, ჩემი სიმშვიდე და მომავალია...“ – ფიქრობდა ხშირად. სწავლა დაამთავრა, სამსახურებრივად უფრო წინ წაიწია და მაგისტრატურის პირველ კურსს ხურავდა, როცა თიკამ დაურეკა გახარებულმა, საბამ ხელი მთხოვაო. ძალიან გაუხარდა მეგობრის ბედნიერება ანა-მარიას და გულით მიულოცა. ზაფხულში ქორწილი გვექნებაო. ანა-მარიამ ქორწილამდე სამი კვირით ადრე აიღო ბილეთი და მოულოდნელად დაადგა მონატრებულ მეგობრებს. – აუ, რატომ არ გვითხარი?! – ბედნიერებისგან ტიროდა თიკა. – ესე ხომ სიურპრიზი არ გამოვიდოდა, – დაილაპარაკა და გაბერილ ლეას მუცელზე ეფერებოდა. ლეა ერთი წლის წინ გაჰყვა საბას ძმაკაცს ცოლად. ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ და ძლივს გამოუტყდნენ ერთმანეთს. ზუსტად ვალენტინობაზე გაიპარნენ და ჯვარი დაიწერეს. ანა-მარიას არ დაავიწყდება, როცა ბეჭდიანი ხელი აუფრიალა ცხვირწინ ლეამ და „მომილოცე, გავთხოვდიო“ უთხრა. ანა-მარია ტიროდა და შეშინებული ლეა ძლივს ამშვიდებდა ატირებულ დაქალს ვიდეოზარით. – კარგი რა, ესე თუ გეწყინებოდა ჩემი გათხოვება, სულ არ გავთხოვდებოდი, – შეწუხებულმა დაილაპარაკა ლეამ. – ბედნიერების ცრემლებია, ჩემო გოგო, ბედნიერების, – ცრემლებს იწმენდდა ანა-მარია და იცინოდა. მეორედ მაშინ იტირა, როცა გაიგო, პატარას ელოდებოდნენ. – რას აპირებ ახლა? დარჩები თუ წახვალ ისევ? – იკითხა ლეამ. – არ ვიცი, შვებულებას და არდადეგებს აქ გავატარებ, მერე კი წავალ — მაგისტრატურა ხომ უნდა დავამთავრო, – დაილაპარაკა თბილად. – შენი ნებაა. დაამთავრებ თუ არა, ეგრევე წამოხვალ. გვენატრები ძალიან. – მეც ძალიან მენატრებოდით ხოლმე, – თბილად ჩაეხუტა გოგონებს. – თოკას ამბის მერე ყველაზე უკეთესი გამოსავალი წასვლა იყო, მითუმეტეს ნამდვილმა ოჯახის წევრებმა, აი ასე ჩვეულებრივად გამრიყეს. სოფელში დღემდე ოჯახის შემარცხვენელს მეძახიან, – ჩაილაპარაკა სევდიანად. – ერთადერთი დედაჩემი და თქვენ, ჩემი მეგობრები მყავხართ იმედად. – ანა-მარია, ცუდად არ გამიგო, მაგრამ მამაშენს და შენს ძმას რაღაც უცნაურად ჰყავხარ ათვალწუნებული. მგონი, ყველაფერი მამიდაშენის ბრალია — ის აქეზებს შენს წინააღმდეგ და შენს თავს აძულებს, – დაილაპარაკა თიკამ. – მაგის ეჭვი მეც მაქვს, უბრალოდ აღიარება არ მინდოდა. გიორგის, ჩემი ძმის, დედის სიკვდილის შემდეგ მამამ დედა რომ მოიყვანა ცოლად, თავიდანვე აითვალწუნა, სულ ლანძღავდა და იმდენს შვრებოდა თავისი ენით, სულ აჩხუბებდა. მერე მე დავიბადე და ის აგრესია და ბოღმა ჩემზე გადმოიტანა, – ამოიოხრა ანა-მარიამ. – საიდან ამდენი ბოღმა ამ ქალში მიკვირს, თან ძმისშვილი ხარ, უცხო ხომ არა. – არაფერი გაუჭირდეთ, კარგად იყვნენ და თუ არ უნდათ ჩემთან ურთიერთობა, ეგ მათი ნებაა და მე არ დავაძალებ. მათი კარგი სულ გამიხარდება და ცუდი — მეწყინება, – სევდიანად ლაპარაკობდა ანა-მარია. „მთავარია, მე ვისწავლე საკუთარი თავის დაცვა და სიმშვიდე...“ – დაამატა გულში და მეგობრებს თბილად გაუღიმა. *** რამდენიმე დღის შემდეგ კი თათიასაც შეხვდა. თათიამ სახლში დაპატიჟა, თბილი ჩაი და ნამცხვარი დაახვედრა. ანა-მარია რომ კარში შემოვიდა, თათია ისე შეხვდა, თითქოს უმცროს დას ან დიდი ხნის უნახავ ახლობელს ეგებებოდა. – მოდი, ჩემო ლამაზო, შემოდი! – თბილი ხმით უთხრა თათიამ და გულში ჩაიკრა. – როგორ მომენატრე! ისე გაიზარდე და ისე შეიცვალე, ერთი წამით დავიბენი კიდეც! – თათია... – აცრემლდა ანა-მარია, როცა მისი სითბო და სიმშვიდე იგრძნო. – შენი დანახვა დღემდე სხვაგვარად მოქმედებს ჩემზე. იმ გარიჟრაჟზე, ტყის პირას, სრულიად შიშველსა და გაყინულს, პირველად შენი ხმა და თბილი მზერა რომ მომესმა, მაშინ მივხვდი, რომ გადავრჩებოდი. – ნუ იხსენებ მაგ კოშმარს, საყვარელო, – მოეფერა თათია და სკამზე ჩამოსვა. – მაშინ დედაჩემის საავადმყოფოდან ვბრუნდებოდი, ღამენათევი, დაღლილი... მაგრამ როგორც კი შენ დაგინახე, მთელი დაღლილობა გადამავიწყდა. უფალმა გამომიგზავნა იმ გზაზე, რომ შენთვის დროზე მომესწრო. – მეც სულ ასე ვფიქრობ... – ჩაილაპარაკა ანა-მარიამ, ჩაი მოსვა და სითბომ სასიამოვნოდ დაუარა. – იცი, ყველაზე მეტად რა დამამახსოვრდა იმ დღიდან? ის, რომ არ განმსაჯე. არ გითქვამს, რატომ წახვედი წვეულებაზე ან რატომ დალიეო. პირიქით — მითხარი, რომ სასირცხვილო არაფერი მქონდა. მამაჩემისა და მამიდაჩემის სიტყვების შემდეგ ეგ სიტყვები ჩემთვის ჰაერივით იყო. – აბა, რა უნდა მეთქვა, ანა-მარია?! შენ ხომ მსხვერპლი იყავი, ბავშვი იყავი, ვისაც ბოროტად მოექცნენ! – მტკიცედ უთხრა თათიამ. – ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ საფრანგეთში წახვედი, სწავლა გააგრძელე და შენი თავი იპოვე. იქაური ცხოვრება როგორ მოგწონს? – ძალიან მომწონს, თავისუფლება და სიმშვიდეა. ოჯახის წევრებისგან გარიყვა მტკივნეული იყო, განსაკუთრებით მამისა და მამიდასგან, მაგრამ დედაჩემი რომ ჩემთანაა და თან გოგოები მყავს... ვეღარ მტკენენ ისე, როგორც ადრე. ვისწავლე, რომ ჩემი ღირსება და სიმშვიდე სხვის სიტყვებზე არ არის დამოკიდებული. – ეგ არის ყველაზე დიდი გამარჯვება, – გაუღიმა თათიამ და თვალებში თბილად ჩახედა. – როცა ადამიანი საკუთარ თავს პატივს სცემს და აღარ აძლევს სხვებს უფლებას, დათრგუნონ. ყოჩაღ, ანა-მარია, მართლა ძალიან მეამაყები. ანა-მარიამაც გაუღიმა — უკვე სრულიად სხვა, მშვიდი და გაძლიერებული ღიმილით. გრძნობდა, რომ წარსულის მძიმე ჩრდილები აღარ აბნელებდა მის გზას: წინ მეგობრების ქორწილი, მაგისტრატურის დასრულება და საკუთარი ხელით აშენებული მშვიდი მომავალი ელოდა. იმავე საღამოს, სანამ სტუმრობას დაასრულებდა, თათიამ ანა-მარიას დედამისიც გააცნო — სწორედ ის ქალი, ვისაც სამი წლის წინ, იმ ავბედით ღამეს, წნევის გამო საავადმყოფოში გადამოწმებაზე იყო დატოვებული და ვისგანაც მომავალი თათია აგარაკზე ბრუნდებოდა. მისაღებში შევიდნენ, სადაც სავარძელში თბილი მოსასხამით მოხვეული, მშვიდი და კეთილი სახის ქალი იჯდა და ჩაის მიირთმევდა. – დე, გაიცანი, ეს ანა-მარიაა, – თბილი ხმით თქვა თათიამ და ანა-მარიას მხარზე ხელი მსუბუქად დაადო. – ის გოგო, ვისზეც მოგიყევი... ვინც მაშინ, გარიჟრაჟზე ვიპოვე. – მოდი, შვილო, მოდი, აქ დაჯექი, – თბილად გაუღიმა ქალმა, ჭიქა მაგიდაზე დადო და ხელები გაუწოდა. – რამდენი ხანია, მინდოდა შენი ნახვა... თათია ხშირად მიყვებოდა, როგორ გაიზარდე და რამდენი სიმტკიცე გამოიჩინე. ანა-მარიას გული აუჩუყდა. მიუახლოვდა, ფრთხილად ჩამოჯდა მის გვერდით და ხელებში მოიქცია ქალის თბილი ხელები. – გამარჯობა... ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა, – ხმა აუკანკალდა ანა-მარიას, თუმცა თვალებში სითბო და მადლიერება ედგა. – ვიცი, რომ იმ ღამეს... თქვენს გამო იყო თათია საავადმყოფოში. მადლობა, რომ... რომ მაშინ ასე გაგიმართლათ და სახლში ბრუნდებოდა. – ეგ ყველაფერი ღვთის ნება იყო, შვილო, – მშვიდად და თბილად უთხრა ქალმა და თმაზე მოეფერა. – მეც მაშინ გადავრჩი, წნევა დამიწესრიგდა, და შენც დროზე მოგისწრო თათიამ. იმ დღის შემდეგ სულ შენზე ვლოცულობდი — რომ არ გატეხილიყავი, რომ გზა გეპოვა. – მართლა? – გაუკვირდა და თან ძალიან გაეხარდა ანა-მარიას. – რა თქმა უნდა, – გაიცინა ქალმა. – თათიას რომ მოუყვა ყველაფერი, მეც ისე შემტკივდა გული, თითქოს ჩემი შვილი ყოფილიყო. როცა გავიგე, რომ საფრანგეთში წახვედი და იქ ააწყვე ცხოვრება, ძალიან გამიხარდა. ღირსეული და ძლიერი გოგო ხარ. – დედაჩემიც სულ ასე მამხნევებდა... – ჩაილაპარაკა ანა-მარიამ და ოდნავ გაეღიმა. – თქვენი სითბო რომ მესმის, მაშინვე მახსენდება, როგორ გამიჭირდა თავიდან და რამდენი ადამიანი დამეხმარა ფეხზე დადგომაში. – ახლა კი უკვე დამდგარხარ და ისე ლამაზად ბრწყინავ, თვალს ვერ მოგაშორებ, – შეაქო ქალმა და თბილად გაუღიმა. – როცა ჩამოხვალ, აუცილებლად შემოგვიარე. აქ ყოველთვის გელიან. – აუცილებლად, – უპასუხა ანა-მარიამ და თათიას გახედა, რომელიც კმაყოფილი და ბედნიერი სახით უყურებდა მათ. – ხომ გითხარი, დედაჩემიც ისევე შეგიყვარებს, როგორც მე მიყვარხარ-მეთქი? – გაეცინა თათიას. – მართლა საოცარი დედა გყავს, თათია, – გაუღიმა ანა-მარიამ. – ახლა უკვე სრულად ვხვდები, საიდან გაქვს ამდენი სითბო და სიმშვიდე. საღამოს სიმშვიდეში, თბილი საუბრებითა და გულწრფელი სითბოთი გაჟღენთილ ოთახში, ანა-მარიამ კიდევ ერთხელ იგრძნო, რომ წარსულის მძიმე ტკივილს უკვე მყარად ეჭირა უკან და მის წინ ნამდვილი, ნათელი მომავალი იშლებოდა. საუბრის შუაგულში კარის გაღების ხმა და ნაბიჯების ხმაური გაისმა. მალე მისაღებში თათიას ძმა, ნიკოლოზი შემოვიდა — ოდნავ დაღლილი სახით, თუმცა თბილი გამოხედვით. სამი წლის წინ, აგარაკზე იმ მძიმე დღეს, ანა-მარიას მასთან შეხვედრისაც კი ეშინოდა და კარს უკან იმალებოდა, ახლა კი სრულიად სხვა გარემოში, დამშვიდებული და გაძლიერებული იჯდა. – გამარჯობა, ხალხო, – თქვა ნიკოლოზმა, მოსაცმელი გაიხადა და მზერა ანა-მარიასკენ გააპარა. – მოიცა... ეს ანა-მარიაა? თათიამ ღიმილით გადახედა ძმას და თავი დაუქნია: – ჰო, ნიკო, ეგ არის. სამი წლის წინ რომ აგარაკზე გავიცანი. ნიკოლოზი ანა-მარიასთან მივიდა, ცოტა ხნით შეყოვნდა და შემდეგ ხელი გაუწოდა. ანა-მარიაც ფეხზე წამოდგა, ოდნავ ღელავდა, მაგრამ მაინც თბილად და მტკიცედ ჩამოართვა ხელი. – გამარჯობა, ნიკოლოზ, – უთხრა ანა-მარიამ ღიმილით. – მაპატიე, რომ მაშინ, აგარაკზე, ასე გაგირბოდი... ძალიან დაბნეული და შეშინებული ვიყავი. – რას ამბობ, მაგაზე საბოდიშო რა გაქვს, – გაიცინა ნიკოლოზმა და მხარზე ოდნავ მოუტყაპუნა. – მე თვითონაც შემრცხვა, რომ უცებ დავადექი აგარაკს. თათიამ მითხრა, სტუმარი მყავსო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთ მძიმე სიტუაციაში იყავი. მერე კი, როცა ყველაფერი გავიგე, მივხვდი, რამხელა სიმამაცე გამოიჩინე. ანა-მარიას ლოყები ოდნავ შეეფაკლა, მაგრამ თვალებში სითბო ჩაუდგა. – მადლობა, ნიკოლოზ... ძალიან სასიამოვნოა შენი ხელახლა ნახვა. – ჩემთვისაც, – უპასუხა ნიკოლოზმა და სავარძელში ჩაეშვა. – თათიამ მითხრა, საფრანგეთში ხარ და მაგისტრატურას ამთავრებო. ყოჩაღ, მაგარი გოგო ხარ. ადვილი არ იქნებოდა მაგდენი რამის გადატანა და მაინც ფეხზე დადგომა. – დედაჩემი და ჩემი მეგობრები რომ არა, ალბათ გამიჭირდებოდა, – გულწრფელად აღიარა ანა-მარიამ. – და, რა თქმა უნდა, თათია... მან პირველივე წუთს ხელი გამომიწოდა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ნიკოლოზმა დას გადახედა და თბილად გაუღიმა: – ეგ ჩემი დაა, სულ ასეა — ვისაც შეუძლია, ყველას ეხმარება. შენ კი მართლა ძლიერი აღმოჩნდი, ანა-მარია. იმ ნაძირალასაც რომ მიეზღო თავისი, მაგაზეც გამიხარდა. მთელი საღამო ასე, მშვიდად და თბილად გაგრძელდა. ნიკოლოზი ხუმრობდა, დედა თბილი მზერით ადევნებდა თვალს, თათია კი კმაყოფილი იყო, რომ ანა-მარია ასე თავისუფლად და მშვიდად გრძნობდა თავს მათ სახლში. ანა-მარიასთვის ეს საღამო კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ წარსულის მძიმე ჩრდილები საბოლოოდ უკან დარჩა და მის წინ ნამდვილი, ნათელი მომავალი იშლებოდა. ციხის კედლებს მიღმა სამყარო ნელა გადიოდა, მაგრამ ამ სამი ადამიანისთვის დრო თითქოს ერთ წერტილში იყო გაყინული — სიმწრის, დანაკარგისა და საკუთარი შეცდომების სიმძიმეში. როცა საკნის პატარა ტელევიზორში ან ახალ ამბებში, ანდა სხვებისგან ყურმოკრული სიტყვებით გაიგეს, რომ ანა-მარია ისევ საქართველოში ჩამოვიდა — თანაც არა გატეხილი და დამალული, არამედ თავაწეული, წარმატებული და მეგობრების გარემოცვაში — სამივეს რეაქცია ერთდროულად დაძაბული, სიმწრით სავსე და შინაგანად დამანგრეველი აღმოჩნდა. თოკა გრძელიძე რკინის საწოლზე იჯდა, როცა ეს ამბავი გაიგო. სახეზე ისევ ეტყობოდა წარსულში მიღებული დარტყმებისა და ციხის მკაცრი რეალობის კვალი. თავდაპირველად თითქოს არც დაიჯერა, მერე კი ყბები დაეჭიმა და თვალებში ისევ ძველი, დაუოკებელი ბოღმა და გაღიზიანება გაუელვა. – საქართველოში ჩამოსულა... – ჩაილაპარაკა კბილებში, თითქოს სიტყვებსაც კი ეზიზღებოდა. – სამი წელი საფრანგეთში იყო, ახლა კი აქ დადის თავაწეული... თითქოს არაფერი მომხდარა! – რას ელოდი, თოკა? – მწარედ ჩაიცინა გიორგიმ, რომელიც კედელთან იდგა და სიგარეტის ნამწვს ათამაშებდა. – მაგ გოგოს გამო ვართ აქ ჩაკეტილები. შენმა ახირებამ და „უკარება“ გოგოს დამორჩილების ჟინმა დაგვღუპა ყველა. – მე დაგღუპეთ?! – წამოიხტა თოკა, თუმცა ჯაჭვებივით მძიმე სივრცე და ციხის წესები მალევე აიძულებდა, ადგილზე გაჩერებულიყო. – შენ არ იყავი, სულ გვერდით რომ მედექი?! შენ არ იყავი, მაგ წვეულებაზე რომ დამყვებოდი?! – მე არ მითქვამს, წამალი ჩაუყარე-მეთქი, – ცივად უპასუხა გიორგიმ, თუმცა თვალებში თვითონაც ბრაზი და უიმედობა უელავდა. – მამაჩემიც გავაწბილე, ცხოვრებაც დამენგრა, ის კიდევ... ის კიდევ ცხოვრობს, სწავლობს, მეგობრებთან ერთადაა... თითქოს ჩვენი დანგრეული ცხოვრების ფონზე მშვენივრად გრძნობს თავს. კუთხეში, მუხლებზე ხელებშემოხვეული იჯდა ის ბიჭი, ვისაც წვეულებაზე ფხვნილი ჰქონდა ჩაყრილი. სამი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ის იყო გატეხილი — მუდმივი სინანული, შიში და საკუთარი თავის წყევლა ღრღნიდა. – ნეტავ იმ დღეს ხელი არ გამენძრია... – ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ამოილუღლუღა ბიჭმა და თავი მუხლებში ჩარგო. – ასდოლარიანი კუპიურის გამო... ღმერთო, რა სისულელე ჩავიდინე... ჩემი ცხოვრებაც დავანგრიე და სხვასაც... – გაჩუმდი, შე ლაჩარო! – დაუღრინა თოკამ, თუმცა ხმაში ძველი თავდაჯერებულობის ნატამალიც აღარ ისმოდა; მხოლოდ უსუსური სიბრაზე და სიმწარე იყო. – შენ რომ ნორმალურად გაგეკეთებინა საქმე, ახლა აქ არ ვიქნებოდით! – შენი ბრალია, თოკა! – პირველად შეეპასუხა ბიჭი, თვალებამღვრეული და დაღლილი. – სულ შენი! შენ ვერ იტანდი უარს. გეგონა, ყველაფერი შენი ფულით და შენი სახელით მოგვარდებოდა... ჰოდა, აი, შედეგი: ჩვენ აქ ვლპებით, ის კი თავისუფალია, ბედნიერია, მეგობრებთან ერთად დადის... თოკა გაჩუმდა. პირველად — ან იქნებ მრავალი თვის შემდეგ კიდევ ერთხელ — ღრმად ჩაფიქრდა. გარეგნულად ისევ ცდილობდა, არ გატეხილიყო, არ ეჩვენებინა სისუსტე, მაგრამ შიგნით სიცარიელე და სიმწარე ედგა. მისი „უკარება“ მსხვერპლი, ვისი გატეხვაც ასე უნდოდა, საბოლოოდ აღმოჩნდა ის, ვინც ვერ გატყდა — პირიქით, გაძლიერდა, გადარჩა და დაბრუნდა, მაშინ როცა თოკას მთელი სამყარო ციხის კედლებში ჩაიკეტა. – არაფერი დამთავრებულა... – ჩაილაპარაკა თოკამ დაბალი, დაძაბული ხმით, თუმცა ამ სიტყვებში უკვე ძალა კი არა, უფრო საკუთარი თავის მოტყუების მცდელობა იგრძნობოდა. ციხის სიჩუმეში სამივე თავის ფიქრებში ჩაიძირა: თოკა — დაკარგული ძალაუფლებისა და ბოღმის, გიორგი — გაცრუებისა და სიმწრის, ის ბიჭი კი — სინანულისა და უსასრულო მოლოდინის. გარეთ კი, საქართველოში, ანა-მარია უკვე სრულიად სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა — იქ, სადაც მათი ჩრდილი ვეღარ სწვდებოდა. – ყველაფერი იმ ძუკნა ელენეს ბრალია,– ამბობდა თოკა. ის რომ არა, მარტო ეგენი რას გახდებოდნენ. თოკა გაჩუმდა. გარეგნულად ისევ ცდილობდა, არ გატეხილიყო, არ ეჩვენებინა სისუსტე, მაგრამ შიგნით სიცარიელე და სიმწარე ედგა — მთელი თავისი წარუმატებლობისა და სასჯელის სიმძიმეს კვლავ სხვებს აბრალებდა და შურისძიების ფიქრით ივსებოდა, განსაკუთრებით ელენეს მიმართ, ვისი ჩარევაც მისთვის ყველაზე მწარე წერტილი გამხდარიყო. სოფელში ჭორები ყოველთვის სწრაფად ვრცელდება, მაგრამ როცა გავრცელდა ხმა, რომ ანა-მარია — ის გოგო, ვისაც სამი წლის წინანდელი ამბის გამო ზურგი აქციეს და „შემარცხვენლად“ შერაცხეს — საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოვიდა, სოფლის ეზოებშიც და ჭიშკრებთანაც სულ სხვა ლაპარაკი დაიწყო. მამიდა თინას ეზოში სიჩუმე და დაძაბულობა ჩამოწვა, როცა მეზობლის ქალმა ჭიშკართან მოირბინა და სიახლე მიაწოდა. – თინა! გაიგე?! ანა-მარია ჩამოსულა თბილისში... საფრანგეთიდან ჩამოსულა, თან ამბობენ, ისე კარგად არის, თითქოს არაფერი მომხდარაო. – რა ჩამოსულა... – ჩაილაპარაკა თინამ ცივად, თუმცა თვალებში მაინც გაუელვა გაღიზიანებამ. – სამი წელი იქ იყო, ახლა კი ისევ გამოჩნდა... რა უნდა აქ, ვერ ვხვდები. ვის რაში სჭირდება. იმავე დღეს ამბავი მამამისამდე და ძმამდეც მივიდა. ეზოში იდგნენ, როცა ნაცნობმა შეატყობინა ანა-მარიას ჩამოსვლის ამბავი. მამამისის სახე უფრო გაქვავდა და გაუმკაცრდა. – ჩამოვიდა, არა? – ჩაილაპარაკა მძიმედ და სიბრაზით, თითქოს მისი სახელის ხსენებაც კი უმძიმდა. – მაგას აქ რა ესაქმება?! ჩვენთვის მაგის არსებობა დიდი ხანია დამთავრდა. – ხოდა, არ გაბედოს აქ გამოჩენა, – ცივად დაამატა ძმამაც და გვერდზე გაიხედა. – თავისი გზა აქვს, ჩვენ კი — ჩვენი. არ გვინდა მაგის სახელის გაგონებაც კი. სოფლის სხვა მცხოვრებლებს შორისაც აზრები გაიყო: ზოგი ისევ ძველი, დაუფიქრებელი განსჯით ლაპარაკობდა, ზოგი კი ჩუმად იმასაც ამჩნევდა, რომ გოგომ სამი წლის წინანდელი ტკივილის მიუხედავად, შეძლო სწავლა, მუშაობა და ფეხზე მყარად დადგომა. – აბა, რა ეგონათ, რომ დაიღუპებოდა? – ჩუმად თქვა ერთმა მეზობელმა, როცა ქუჩაში მიდიოდა. – მაგ ბავშვს რა დაუშავებია, მსხვერპლი იყო, მაგრამ აქაურებს ხომ ენა არ უჩერდებათ... სოფლის მკაცრი მზერებისა და უსამართლო ჩურჩულის მიუხედავად, ანა-მარია უკვე სხვაგან იყო — მეგობრების სითბოში, თათიასა და ელენეს გვერდით, იქ, სადაც აღარავის ემართლებოდა და სადაც საკუთარ ღირსებასა და სიმშვიდეს აღარავის ათელვინებდა. *** როცა თინასთან საუბარი დასრულდა და ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, ნოდარის სახეზე ის ცივი, გაქვავებული გამომეტყველება ნელ-ნელა შეირხა. გიორგიც ეზოში აღარ გასულა — ფანჯარასთან შეჩერდა და უხმოდ გაჰყურებდა სიბნელეს. ორივეს თითქოს რაღაც მძიმე, უხილავი ტვირთი დააწვა გულზე, რომელსაც წლების განმავლობაში სიამაყითა და სიჯიუტით ახშობდნენ, მაგრამ ანა-მარიას სახელის ხსენებამ ისევ ამოატივტივა. – იქნებ... მართლა არ იყო მაგის ბრალი? – ჩუმად, თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა ნოდარმა და ხელი შუბლზე გადაისვა. ხმაში აღარ ჟღერდა ის ძველი, შეუვალი სიმკაცრე; უფრო დაღლილობა და სინდისის მძიმე ქენჯნა იგრძნობოდა. – იმ კაცსაც ხომ 18 წელი მიუსაჯეს... სხვა გოგოებზეც ჰქონდა მცდელობებიო... – ჰო... მაშინ ისე ვიყავით გაბრაზებულები და შერცხვენილები, რომ არც მოვუსმინეთ, – თქვა გიორგიმ დაბალი, ოდნავ გატეხილი ხმით და ნელა მოაბრუნა თავი. სახეზე დაბნეულობა და უსიტყვო სინანული ეხატა. – თინა მამიდაც სულ იმას ჩაგვჩიჩინებდა, რომ ჩვენი სახელი შელახა... და ჩვენც ისე მოვექეცით, თითქოს დამნაშავე ყოფილიყო, არადა მსხვერპლი იყო. ნოდარმა ღრმად, მძიმედ ამოისუნთქა და სკამზე ჩაეშვა. თვალები დახუჭა და წამით წარმოიდგინა ანა-მარიას თვალები — ის შეშინებული, დაუცველი ბავშვი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა მამისა და ძმის დაცვა, მაგრამ სანაცვლოდ გარიყვა და ცივი უარი მიიღო. – სამი წელი... – ჩაილაპარაკა ნოდარმა და ყბები აუკანკალდა. – სამი წელი გავიდა და ერთხელაც არ ვკითხეთ, როგორ იყო, როგორ გაძლო... სინდისი არ მაძლევს მოსვენებას, გიორგი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილია... – მეც სულ მაწუხებს ეგ, მამა, – გამოტყდა გიორგი და მზერა იატაკზე გააჩერა. – როცა გავიგე, რომ საფრანგეთში ისწავლა, თავისი თავი თვითონ ააწყო და ახლა ისევ აქ ჩამოვიდა... ერთი მხრივ, გამიხარდა, რომ არ გატყდა, მეორე მხრივ კი... ძალიან მრცხვენია, როგორც მოვექეცით. – მეც მრცხვენია... – აღიარა ნოდარმა ხმადაბლა, თითქოს ამ სიტყვების თქმას დიდი ძალა დასჭირდა. – ზედმეტად მკაცრი და ბრმა ვიყავი. თინას სიტყვებმა თვალები ამიხვია. მაგრამ ახლა... ახლა უკვე გვიანია, ალბათ, ასე ადვილად ვერ გვაპატიებს. – ალბათ არც გვეტყვის არაფერს, – ჩაილაპარაკა გიორგიმ და მძიმედ ამოიოხრა. – თავისი ცხოვრება აქვს, თავისი სიმშვიდე იპოვა... ჩვენ კი სინდისის ქენჯნით უნდა ვიცხოვროთ იმის გამო, რაც დავაკელით. – მამა... – ამოიჩურჩულა გიორგიმ და ხმა გაუტყდა, როცა თიკას გაგზავნილ ვიდეოებს ჩახედა და ხელები ისევ აუკანკალდა. – ეს ვიდეოები ჩვენამდე არასდროს მოსულა... თინამ სულ სხვა რაღაცები ილაპარაკა... ნოდარი ნელა წამოდგა, ეკრანს დააცქერდა და მძიმედ, თითქმის ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა: – საკუთარ სისხლს და ხორცს... ჩვენ კიდევ... ჩვენ კიდევ როგორ მოვექეცით... თინამ მაშინ სულ სხვანაირად შემოგვიტრიალა ყველაფერი... – გახსოვს, რას გვეუბნებოდა?! – უცებ თვალები გაუფართოვდა გიორგის და წარსულის ფრაგმენტები ერთბაშად ამოუტივტივდა. – სულ იმას ამბობდა, თავისი ნებით წავიდა, ალბათ თვითონაც უნდოდა, ჩვენი სახელი შეარცხვინაო... და როგორ აძულებდა ანა-მარიას თავს! სულ უარყოფითად საუბრობდა მასზე, ყოველ სიტყვაში ეჭვსა და ზიზღს თესდა... – მართალი ხარ, გიორგი... – მძიმედ ამოიოხრა ნოდარმა და ხელი შუბლზე გადაისვა. – მეც სულ იმას ჩამჩიჩინებდა, რომ მკაცრად უნდა მოვქცეოდი, რომ არ უნდა დამეშვა თავისუფლება, რომ მამამისის სიტყვა უნდა გაეგო... და ყველაზე მთავარი... თურმე რას მეუბნებოდა სულ... – რას გეუბნებოდა, მამა? – დაძაბული მზერით შეხედა გიორგიმ. – სულ იმას ჩამჩიჩინებდა, რომ ანა-მარია თითქოს ჩემი ღვიძლი შვილი არ იყო... – ხმა ჩაუწყდა ნოდარს და თვალები გაუფართოვდა. – მაგას იმიტომ ამბობდა, რომ ვერ იტანდა შენს დედინაცვალს, ანა-მარიას დედას... თვითონ ხომ მარტო იყო, შინაბერა და ეგოისტი, და ვერ იტანდა, როცა მე და მაგას ერთმანეთი გვიყვარდა და როცა ცოლად შევირთე... მაგ ბოღმის გამო ჩამითესა ეჭვი გულში და დღემდე მქონდა ეჭვი, რომ ანა-მარია ჩემი ღვიძლი შვილი არ იყო... – ღმერთო... – ჩაილაპარაკა გიორგიმ დაბალი, შეძრწუნებული ხმით. – ანუ შენი სიცივე და გაუცხოება ანა-მარიას მიმართ მაგ ეჭვის გამო იყო?! თინამ სპეციალურად მოგიწამლა გული, რომ დედამისისადმი სიყვარული და ანა-მარიასადმი მამობრივი სითბო მოეკლა... ნოდარმა მწარედ, სინანულით გადააქნია თავი და ტელეფონი შეამოწმა, ძველი შეტყობინებები და ზარები გადაათვალიერა. – გიორგი... მოიცა... – ხმა ჩაუწყდა ნოდარს. – ჩემს ტელეფონშიც წაშლილია ყველაფერი! მაშინ, როცა თინა ჩვენთან იყო და ტელეფონი მაგიდაზე დავტოვე... მაგან წაშალა ჩემს ტელეფონშიც და მაგან დაბლოკა თიკა, რომ სიმართლემ ჩვენამდე არ მოეღწია! რომ არ დაგვენახა, რა მოხდა სინამდვილეში, და ბოლომდე ანა-მარიას წინააღმდეგ დავრჩენილიყავით! – ჩემს ტელეფონშიც იგივე იყო, მამა... – დაეთანხმა გიორგი დაბალი, დაძაბული ხმით. – სულ მაგ ქალის ხელი ერია ყველაფერში. თვითონ მართავდა ჩვენს გაბრაზებასაც, ამ სიძულვილსაც და იმ ეჭვსაც, რომელიც შენში ჩადო. ნოდარი სკამზე ჩაეშვა და სახე ხელებში ჩარგო. მძიმე სიჩუმის შემდეგ ნელა ასწია თავი — თვალები ჩასიებული და აცრემლებული ჰქონდა. – ტელეფონი მომეცი... – ჩაილაპარაკა ჩამწყდარი, აკანკალებული ხმით. გიორგიმ უსიტყვოდ მიაწოდა. ნოდარმა საფრანგეთში მყოფ ცოლს ვიდეოზარი ჩართო. ეკრანზე ქალის შეშფოთებული სახე გამოჩნდა: – ნოდარ? რა მოხდა? რატომ ტირი? კარგად ხარ? ანა-მარია როგორ არის? – მაპატიე... – ამოიკვნესა ნოდარმა და ცრემლები მოიწმინდა. – ღმერთო, როგორ გთხოვ, მაპატიე... ყველაფერი გავიგე... თიკამ ვიდეოები გამოგვიგზავნა და ყველაფერი დავინახეთ... – რა გაიგე, ნოდარ... რაზე ლაპარაკობ? – სუნთქვა შეეკრა ქალს, თვალები ცრემლებით აევსო. – იმაზე, რა დაემართა ჩვენს შვილს... – ატირდა ნოდარი ღიად, ბავშვივით დაუცველი და გატეხილი. – თურმე სპეციალურად ჩაუყარეს სასმელში... მსხვერპლი იყო, საწყალი ბავშვი... მე კიდევ... მე კიდევ როგორ მოვექეცი... თინას ვენდობოდი, მაგ შურიანმა და ეგოისტმა ქალმა სულ მოგვიწამლა გული... სულ იმას მეუბნებოდა, თითქოს ანა-მარია ჩემი ღვიძლი შვილი არ იყო... – ნოდარ... ამდენი წელი... ამდენი წელი მაგ ეჭვით ცხოვრობდი და მაგის გამო არ ენდობოდი არც მე და არც ჩვენს შვილს?! – ტიროდა ქალი გულისტკივილით. – რამდენჯერ გითხარი, რომ მხოლოდ შენი ვიყავი და ანა-მარია შენი სისხლი და ხორცი იყო... – ვიცი... ახლა ვიცი, რომ მატყუებდა... – ტიროდა ნოდარი და თავს ხელებით იჭერდა. – თინას ბოღმა და სიძულვილი ვერ დავინახე... ჩვენს ტელეფონებშიც თვითონ წაუშლია ყველაფერი და თიკაც თვითონ დაუბლოკავს, რომ სიმართლე არ გაგვეგო... ისე გავრიყეთ ბავშვი, ისე ვატკინეთ გული... ღმერთო, რა საშინლად მოვექეცით საკუთარ სისხლს და ხორცს... – ჩვენც ძალიან გვრცხვენია და გვტკივა, რაც გავაკეთეთ... – ჩაილაპარაკა გიორგიმ დაბალი ხმით, როცა ეკრანთან მივიდა. – თინა სულ აძულებდა ანა-მარიას თავს, ჩვენ კი ბრმებივით მივყვებოდით... – ნოდარ, შენ გგონია, ახლა ერთი „მაპატიე“-თ ყველაფერი წაიშლება? – ტიროდა ქალი ეკრანში, მაგრამ ხმაში სიძულვილი კი არა, ღრმა, მტკივნეული წყენა იგრძნობოდა. – იცი, რამდენჯერ ვუთხარი ანა-მარიას, რომ მამაშენს უყვარხარ, უბრალოდ ასეთი ხასიათი აქვს-მეთქი?! მე ვიცავდი შენს სახელს მის თვალში, შენ კიდევ... შენ კიდევ ეჭვით უყურებდი საკუთარ შვილს! – ვიცი... ვიცი, რომ უსამართლო ვიყავი... – ჩაილაპარაკა ნოდარმა და ცრემლები ხელისგულით მოიწმინდა. – მაშინ თინა რომ მოდიოდა და სულ ჩამჩიჩინებდა — ეს არ არის შენი სისხლი, დედამისისნაირად დაგტოვებს, სხვისი შვილიაო... მეც ბრიყვივით ვუჯერებდი. სულ მიკვირდა, რატომ ჰქონდა ანა-მარიას ისეთი მზერა, როცა შენ გიყურებდა, და თურმე იმიტომ, რომ დედა უყვარდა და ჩემი სიცივის ეშინოდა... – რა თქმა უნდა, ეშინოდა! – წამოიძახა ქალმა და ცრემლები მოიწმინდა. – ბავშვი იყო, ნოდარ! ცხრამეტი წლის გოგო! როცა წვეულებიდან იმ მდგომარეობაში აღმოჩნდა, იცი, რა დღეში იყო?! სირცხვილით იწვოდა, შენი ეშინოდა, გიორგის ეშინოდა, თინას ენის ეშინოდა... და იმის ნაცვლად, რომ გვერდში დადგომოდით, ზურგი აქციეთ! – მეც ძალიან მტკივა მაგის გახსენება... – ჩაილაპარაკა გიორგიმ დაბალი ხმით და ნელა დახარა თავი. – მაშინ მეც თინას სიტყვებს ავყევი. გვეუბნებოდა, ჩვენი სახელი შეარცხვინაო, თვითონ კი ყველაფერი წაშალა, რომ სიმართლე არ დაგვენახა. ახლა რომ ვუყურებ იმ ვიდეოებს... გული მეწვის, ანა-მარიას რა გადაუტანია და ჩვენ კიდევ რა ვუთხარით... – ახლა სად არის? ანა-მარია როგორ არის ახლა? თბილისში ჩამოსულა, ხომ? – ჰკითხა ხმაჩამწყდარმა ნოდარმა და ეკრანს მიუახლოვდა. – ჩამოვიდა... – ოდნავ შერბილდა ქალის ხმა, თუმცა სიფრთხილე მაინც ეტყობოდა. – მეგობრებთან არის, თათიასაც შეხვდა, ელენესაც... ძლიერი გახდა, ნოდარ. შენ გარეშე, ჩვენ გარეშე ისწავლა ფეხზე დგომა. მაგრამ... შენთან შეხვედრა ან ლაპარაკი ახლა ძალიან გაუჭირდება. იმდენი ტკივილი აქვს მიღებული... – არც ვაძალებ... – სწრაფად, თითქმის თავის მართლებით თქვა ნოდარმა. – არც ვაძალებ, უბრალოდ... უბრალოდ მინდა იცოდეს, რომ ძალიან ვნანობ. მინდა იცოდეს, რომ სიმართლე გავიგე და... და რომ სინდისი მჭამს. თუ ოდესმე მოისურვებს ჩემი დანახვა ან ჩემი ხმის გაგონება... აქ ვიქნები. არსად გავიქცევი. – მეც... მეც ძალიან მინდა, რომ როცა დრო მოვა, მაპატიოს. მართლა ძალიან ვატკინე გული, როგორც ძმამ, – თქვა გიორგიმ. – დრო სჭირდება, ნოდარ. სამი წელი პატარა დრო არ არის, და თინას სიტყვებმა ძალიან ღრმა იარები დატოვა. ჯერ საკუთარ თავს უნდა მოვუაროთ და ანა-მარიას სიმშვიდეს გავუფრთხილდეთ, – მძიმედ ამოიოხრა ქალმა. – გასაგებია... არ შევაწუხებ. უბრალოდ, სიმართლე ვიცით უკვე... და მეტი აღარასდროს მივცემთ თინას უფლებას, ჩვენს ოჯახში ბოღმა და ტყუილი შეიტანოს, – ჩაილაპარაკა ნოდარმა. ვიდეოზარის შემდეგ ნოდარი და გიორგი დიდხანს ვეღარ მოისვენეს და იმავე დღეს თბილისში წავიდნენ. თინას ბინის კარზე ზარის შემდეგ თინამ კარი გააღო და შეკრთა: – ნოდარ? გიორგი? რა მოხდა, რატომ მოხვედით ასე უცებ? – გაჩუმდი, თინა... ახლა აღარ გაგივა შენი ჩვეული ტყუილები და თავის მართლება, – დაიწყო ნოდარმა დაბალი, მჭრელი ხმით. – ვიდეოები ვნახეთ. ყველაფერი ვნახეთ, რაც ანა-მარიას დაემართა და რაც შენ დაგვიმალე. – რა ვიდეოები, ნოდარ? მაგ გოგოს მეგობრებმა მოგაწოდეს რაღაც და დაიჯერე? მე ხომ მხოლოდ თქვენი კარგი მინდოდა... – ეცადა თავი „მზრუნველ“ ნათესავად მოეჩვენებინა თინას. – რა გინდოდა, თინა?! – წინ გადადგა გიორგი. – ჩვენი ტელეფონებიდან შენ წაშალე ყველაფერი და თიკა შენ დაბლოკე! რომ არ გვენახა, რა მოხდა სინამდვილეში! – რაო, ახლა მე გამოვედი დამნაშავე?! მე გიცავდით, თქვენს სახელს ვუფრთხილდებოდი! – ხმა გაუმკაცრდა თინას. – ასეთი ეგოისტი და ბოროტი ქალი ხარ! მთელი ცხოვრება საკუთარ თავზე და საკუთარ ბოღმაზე ფიქრობდი! ვერ იტანდი ჩემს ცოლს, იმიტომ რომ გვიყვარდა ერთმანეთი, და მაგ შურის გამო ჩამითესე ეჭვი გულში, რომ ანა-მარია თითქოს ჩემი ღვიძლი შვილი არ იყო! შენ აძულებდი ყველას, შენ გვიწამლავდი გულს და ოჯახს გვიხლეჩდი! – პირდაპირ მიახალა სიმართლე ნოდარმა. – ჩვენ კიდევ შენს ენას ბრმებივით მივყვებოდით... დავბრმავდით, თინა! საკუთარ დასა და შვილს ზურგი ვაქციეთ, ვატკინეთ, გავრიყეთ, შენი ენისა და ეგოიზმის გამო! – მკაცრად ჩაერთო გიორგიც. – რას მელაპარაკებით... მე... მე უბრალოდ... – დაიბნა თინა. – აღარაფერი თქვა, თინა, – თქვა ნოდარმა. – აღარ გვჭირდება შენი „მზრუნველობა“ და შენი ტყუილები. საკმარისი ზიანი მიაყენე ჩვენს ოჯახს. საკუთარ სისხლს და ხორცს ისე მოგვაქცევინე თავი, რომ დღემდე სინდისი გვჭამს. თინასთან დაპირისპირების შემდეგ ნოდარი და გიორგი თიკას ბინაში მივიდნენ, სადაც ანა-მარია რჩებოდა. კარი თიკამ გააღო; ოთახიდან გამოსულმა ანა-მარიამ მამა და ძმა რომ დაინახა, გული შეეკუმშა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. – ანა-მარია... შვილო... მაპატიე... – ამოიკვნესა ნოდარმა და პირველივე ცრემლი ჩამოუგორდა. – ასეთი არაკაცური საქციელისთვის... მამა რომ გერქვა და ასე მოგექეცი... ღმერთო, როგორ ვნანობ... – ანა-მარია, გთხოვ, მაპატიე... – ტიროდა გიორგიც. – არაკაცურად მოგექეცით... მაშინ ისე ვიყავით დაბრმავებულები, ისე სულელურად... – არასდროს გვიჩვენებია შენთვის სითბო... არასდროს... გაიზარდე ისე, რომ მამისა და ძმის სითბო ვერ იგრძენი, პირიქით — სულ სიცივეს, სიმკაცრეს და გაუცხოებას ხედავდი ჩვენგან... – ტირილით გააგრძელა ნოდარმა. – ჰო, ანა-მარია... არც ერთხელ არ მოგეფერეთ, არც ერთხელ არ გაგრძნობინეთ, რომ ძმა მყავდი... თინას ენას ავყევით და საკუთარ დას ისეთი ტკივილი მივაყენეთ, რომ სიტყვებიც არ მყოფნის... – ცრემლებს იწმენდდა გიორგი. – არ გთხოვ, რომ დღესვე ყველაფერი დაივიწყო... უბრალოდ მინდოდა, ჩემი ცრემლებით და ჩემი სინანულით გენახა, რამხელა შეცდომა დავუშვით. საკუთარ სისხლს და ხორცს ასე არ უნდა მოქცეოდნენ... არასდროს გაგვითბილებია გული შენთვის და ახლა ყველაზე მეტად ეგ მტკივა... ანა-მარია ჩუმად იდგა, გული გამალებით უცემდა, ხმას ვერ იღებდა — წლების ტკივილი, გაუცხოება და ახლახან ნანახი ცრემლები ერთმანეთში ირეოდა; უნდოდა სიტყვის თქმა და ეშინოდა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა. – არ გთხოვთ, რომ მაშინვე გვაპატიო, შვილო... არ გვაქვს მაგის უფლება... მაგრამ... ოღონდ არ გაგვრიყო... გთხოვ, სულ ნუ წაგვშლი შენი ცხოვრებიდან... – ტიროდა ნოდარი. უცებ ნოდარმა მძიმედ ამოისუნთქა, კისერზე და საფეთქლებზე ხელი მიიჭირა, სახე გაუწითლდა და გაუფითრდა, სუნთქვა აუჩქარდა და წინ წაბარბაცდა. – მამა?! მამა, გამიხილე თვალი! მამა, რა გჭირს?! – შეშინებული ჩაიკეცა ანა-მარია და თიკასა და გიორგის დახმარებით დივანზე დააწვინა. – ოღონდ გადარჩეს... გთხოვ, ღმერთო, არაფერი დაემართოს... – წნევამ აუწია ძალიან! მამა, სუნთქე, აქ ვართ! – წამოიძახა გიორგიმ და მაჯაზე ხელი მოჰკიდა. – ალო, სასწრაფოა?! გთხოვთ, სასწრაფოდ გამოგზავნეთ ბრიგადა... ასაკოვან კაცს წნევამ საშინლად აუწია, ცუდად არის... – გამოიძახა სასწრაფო თიკამ. მალე მოსულმა ექიმებმა წნევის დამწევი ნემსი გაუკეთეს. – აი, ასე, ნელ-ნელა დაიწევს, – თქვა ექიმმა. – საავადმყოფოში გადაყვანა სჯობს, რომ დაკვირვების ქვეშ იყოთ. – არ მინდა საავადმყოფო... მადლობა, ბატონო ექიმო, უკვე ვგრძნობ, რომ მეშვება... საავადმყოფოში წასვლა არ მინდა, – სუსტად, მაგრამ ჯიუტად გააქნია თავი ნოდარმა. ბრიგადის წასვლის შემდეგ თიკა ნოდართან მივიდა: – დღეს არსად წახვალ, ნოდარი ბიძია. აქ დარჩი. ამ მდგომარეობაში და ასეთი ნერვიულობის შემდეგ სახლში ან გზაში წასვლა არ შეიძლება. – არ მინდა, შეგაწუხოთ, შვილო... ისედაც ბევრი თავსატეხი გაგიჩინეთ... – დაიბნა ნოდარი. – რას ამბობთ, ნოდარი ბიძია, – ჩაერთო გიორგიც და მზერა ანა-მარიასკენ გააპარა. – თუ დარჩები, მშვიდად იქნები, ჩვენც დავმშვიდდებით. ანა-მარია ჩუმად იჯდა, აღარც ეწინააღმდეგებოდა და აღარც ცივი მზერით უყურებდა მამას — პირველად იდგა მის წინაშე მამა არა როგორც მკაცრი მსაჯული, არამედ როგორც სუსტი, შეცდომებში ჩაფლული ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. საღამოს, როცა ოთახში სიმშვიდე ჩამოწვა, გიორგიმ ჩუმად ჰკითხა: – მამა... წყალი ხომ არ გინდა? – არა, შვილო... მადლობა... თავს ცოტა მძიმედ ვგრძნობ, მაგრამ მეშვება... – ჩაილაპარაკა ნოდარმა. – კარგია, დაისვენე, – უთხრა გიორგიმ თბილად. – ხომ ხედავ, თიკამ რა კარგად მიგვიღო... არც კი ვიცი, რას ვიზამდით, რომ არ გაეჩერებინე. – რამხელა გული აქვთ ამ ბავშვებს... ჩვენ კიდევ... ჩვენ კიდევ როგორ ვატკინეთ ანა-მარიას... – ამოისუნთქა ნოდარმა. – ვიცი, მამა... მეც სულ მაგაზე ვფიქრობ. წლების განმავლობაში როგორ ვერ შევამჩნიეთ, რამდენი რამე აიტანა... თინას სიტყვებს ავყევით და საკუთარ დას ისე ვექცეოდით, თითქოს უცხო იყო, – დაეთანხმა გიორგი. როცა ანა-მარიამ ჩაის ჭიქა მიუტანა და მაგიდაზე დადო, ნოდარმა ნელა გახედა შვილს: – ანა-მარია... არ გინდა, ნუღარ დაიძაბები... უბრალოდ იცოდე, რომ რაც ჩემს ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენი ნდობა დავიბრუნო... თუ ოდესმე შეძლებ... დილით ანა-მარია ადრე ადგა და ფანჯარასთან შეჩერდა. გიორგიმ რომ გაიღვიძა და დაინახა, ფრთხილად წამოდგა: – დილა მშვიდობის, ანა-მარია... როგორ გეძინა? – ცოტა... მაგრამ მშვიდად. შენ? მამა როგორ არის? – გაუღიმა ოდნავ ანა-მარიამ. – უკეთაა, დილას წნევაც გავუზომე, დარეგულირებული აქვს, – უპასუხა გიორგიმ და სამზარეულოსკენ გაიარა. – ანა-მარია... ვიცი, ძნელია, მაგრამ... მართლა მინდა, გითხრა, რომ ძალიან ვნანობ. წლების განმავლობაში ისე მოგექეცი, რომ ახლაც მრცხვენია, როცა მახსენდება. – გიორგი... ყველაზე მეტად ის მტკენდა, რომ... რომ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ოჯახი, მაშინ გამრიყეთ. თითქოს დამნაშავე ვიყავი იმაში, რაც ჩემი ნებით არ მომხდარა, – თქვა ანა-მარიამ დაბალი, მკაფიო ხმით. – ვიცი, დაიკო... თინა მამიდას ენას ავყევი, დაბრმავებული ვიყავი... ახლა კი, როცა ყველაფერი ვნახე და გავიგე, ვხვდები, რამხელა უსამართლობა იყო, – აუწყლიანდა თვალები გიორგის. ნოდარმაც გაიღვიძა, სავარძელზე ჩამოჯდა და ხმადაბლა თქვა: – დილა მშვიდობის... არ მინდოდა, ასე დიდხანს გამეგრძელებინა ძილი... – მამა... გუშინ ძალიან შემეშინდა, როცა წნევამ აგიწია... – დაიწყო ანა-მარიამ, ხმა ოდნავ აუკანკალდა. – შემეშინდაო... – გაიმეორა ჩუმად ნოდარმა. – ანა-მარია... შვილო... მეც ძალიან შემეშინდა, რომ სამუდამოდ დაგკარგე. არა მარტო მაშინ, როცა დაიკარგე, არამედ იმის შემდეგაც, როცა ჩემი სიჯიუტითა და ბრიყვული ეჭვებით წლების განმავლობაში გტკენდი გულს. – მამა... არასდროს მესმოდა, რატომ იყავი ასეთი ცივი ჩემ მიმართ. ახლა კი, როცა გავიგე, რასაც თინა გეუბნებოდა... გული მტკივა, რომ ამდენი წელი ტყუილსა და ბოღმაში ვიცხოვრეთ. – მეც მტკივა, შვილო... ძალიან მტკივა, – უპასუხა ნოდარმა და ხმა გაუტყდა. – იცი, რამდენი რამე დავკარგე იმის გამო, რომ ბრმად ვუჯერებდი? შენი ღიმილი, შენი ნდობა, ჩვენი ოჯახის სითბო... მაგრამ ახლა... ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა: თუ მოისურვებ, ნელ-ნელა, ჩუმად, ზედმეტი ზეწოლის გარეშე, იქნებ ერთ დღეს მაინც შევძლოთ ახალი ფურცლის დაწყება. – მეც მანდ ვარ, ანა-მარია. არც მე გაძალებ არაფერს — უბრალოდ მინდა იცოდე, რომ რაც უნდა მოხდეს, შენი ძმა ვარ და ყოველთვის გვერდით გეყოლები, თუ ამის უფლებას მომცემ, – დაამატა გიორგიმ. – დრო მჭირდება... მაგრამ... აღარ მინდა, ბოღმით ვატარო წარსული. ვცადოთ... ნელ-ნელა, – თქვა ანა-მარიამ წყნარად. მომდევნო კვირებში ნოდარმა და გიორგიმ თბილისში სამსახური მოძებნეს და პატარა ბინა იქირავეს. როცა მოეწყვნენ, ლეასა და თიკასთან ერთად დაელაპარაკნენ ანა-მარიას: – ანა-მარია, შვილო, ბინა ვიქირავეთ აქ, თბილისში. ორივემ მუშაობა დავიწყეთ. თუ მოისურვებ, ჩვენთან გადმოდი... არ გაძალებთ, უბრალოდ მინდა, ახლოს იყო და იცოდე, რომ აღარასდროს დაგტოვებ მარტო და დაუცველს. – ჰო, დაიკო, ოთახიც გამზადებულია. თან მეგობრებთანაც ახლოს იქნები და თუ რამე დაგჭირდება, მამაც აქ არის და მეც, – ღიმილით დაამატა გიორგიმ. – კარგი... გადმოვალ თქვენთან, – თქვა ანა-მარიამ წყნარად, თვალებში სითბოთი და შვებით. თიკასა და საბას ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ანა-მარია თათიასთან იყო სტუმრად. ყავა რომ გადაესხა და თეთრი ზედა და ბიუსჰალტერი დაესვარა, თათია შეშფოთებული წამოხტა: – ვაიმე! ხომ არ დაიწვი?! – არა, ნუ გეშინია, – სწრაფად უპასუხა ანა-მარიამ. – უბრალოდ, სულ დამესვარა... – მოდი, ასე ნუ იქნები, – უთხრა თათიამ და ძმის ოთახში შეუშვა. – აქ შედი, მე კარადაში მოვძებნი რამეს და ახლავე მოგიტან. ანა-მარიამ გაიხადა მაისურიც და ბიუსჰალტერიც, წელსზემოთ შიშველი ეძებდა რამეს, რასაც მოიხვევდა, როცა კარი გაიღო და გერმანიიდან ახლად ჩამოსული ლუკა — თათიას ძმა — შემოვიდა. ანა-მარია შოკში ჩავარდა, ბალიში აიღო და მკერდზე მიიფარა. – უკაცრავად... მე... არ ვიცოდი, აქ თუ ვინმე იყო... – ამოილუღლუღა ლუკამ, მზერა იატაკს მიაპყრო და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ანა-მარიას სახე ეწვოდა, ხმას ვერ იღებდა და ბალიშს ისე მაგრად უჭერდა ხელებს, თითქოს მთელი სამყაროსგან იმალებოდა. დერეფანში ფეხის ხმა გაისმა და კარში თათია გამოჩნდა მოსასხამითა და მაისურით: – ანა-მარია, აი, ვიპოვე რაღაცები, სანამ... ლუკა?! როდის ჩამოხვედი?! და აქ რას აკეთებ, ვერ ხედავ?! – თათია, გეფიცები, კარი ღია იყო ან არ ვიცოდი, ახლა შემოვედი ჩემოდნით, გერმანიიდან ახლახან ჩამოვედი! მაპატიე, გთხოვ, მართლა არ ვიცოდი! – წამოიძახა ლუკამ დაბნეულმა და სწრაფად მოტრიალდა გასასვლელად. თათია სწრაფად შევიდა ოთახში, კარი მიხურა და ანა-მარიას მოსასხამი და მაისური მიაწოდა: – ღმერთო, ანა-მარია, კარგად ხარ? მოიხვიე სწრაფად! არც ვიცოდი, ლუკა ასე უცებ თუ ჩამოვიდოდა, თორემ დავუძახებდი ან წინასწარ გავაფრთხილებდი... – კარგია... არაფერია, თათია, უბრალოდ... ძალიან მოულოდნელი იყო, – თქვა ანა-მარიამ აკანკალებული, დაბალი ხმით, როცა მოსასხამი გადაიცვა და უფრო მჭიდროდ შემოიხვია. *** რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ანა-მარიამ სუფთა ტანსაცმელი მოიწესრიგა და ცოტა სული მოითქვა, თათიამ ფრთხილად გაიყვანა სამზარეულოში. ლუკა უკვე იქ იდგა — ჩემოდანი კართან ეწყო, თვითონ კი მაგიდის კიდესთან იყო აყუდებული, სახეზე ჯერ კიდევ ეტყობოდა ის მოულოდნელი დაბნეულობა და უხერხულობა. – ანა-მარია... – ლუკამ მაშინვე დაიხია ოდნავ უკან და ხმა ჩუმად, მაგრამ გულწრფელად გაუტყდა. – კიდევ ერთხელ გთხოვ, მაპატიე... მართლა არ მინდოდა, ასე გამოსულიყო. გერმანიიდან ჩამოვედი, საერთოდ არ ვიცოდი, ოთახში ვინმე თუ იყო... – არაფერია, ლუკა... მართლა არაფერია, – თქვა ანა-მარიამ კარის ჩარჩოსთან, დაბალი, მაგრამ მშვიდი ხმით და ოდნავ გაუღიმა, თუმცა გული მაინც უჩქარდებოდა და ლოყებზე სუსტი სიმხურვალე გადაჰკრავდა. – შემთხვევით მოხდა. შენც არ იცოდი და მეც ვერ მოვასწარი. – მაინც ძალიან ცუდად გამომივიდა, – ჩაილაპარაკა ლუკამ, ხელი კეფაზე გადაისვა და მერე თათიას გახედა. – შენც მაპატიე, თათია, რომ ასეთი შესვლა გამომივიდა. ხომ იცი, რამხელა გზა გამოვიარე, თავში სულ სხვა რაღაცები მიტრიალებდა და კარზე არ დავაკაკუნე... – კარგი, ახლა ნუღარ გაწელავთ ამას, თორემ მეც შემრცხვება! – თქვა თათიამ მსუბუქი, გამამხნევებელი სითბოთი. – ჩამოდით, დავსხდეთ. ლუკა, შენც გზის მერე დაღლილი ხარ, და ანა-მარიასაც ცოტა სიმშვიდე სჭირდება. – მართლა ძალიან ვწუხვარ, ანა-მარია... – კიდევ ერთხელ თქვა ლუკამ დაბალი ხმით, სანამ სკამს გამოსწევდა და დაჯდებოდა. – იმედია, ამ უხერხულობის გამო ჩემზე ცუდი წარმოდგენა არ შეგექმნება. – ნუ სულელობ, – უპასუხა ანა-მარიამ, მაგიდას მიუჯდა და ხელები ფინჯანს შემოხვია. – ყველას შეიძლება მოუვიდეს მსგავსი გაუგებრობა. მთავარია, ახლა ყველაფერი რიგზეა. – ჰო, აი, ასე სჯობს, – დაეთანხმა თათია, ჩაიდანი დადგა და ორივეს შეხედა. – თან ქორწილის წინა დღეებში ისედაც ბევრი საფიქრალი და საქმე გვაქვს, ზედმეტი ნერვიულობა და უხერხულობა ნამდვილად არ გვჭირდება. თიკასა და საბას ქორწილამდე სულ სამი დღე იყო დარჩენილი. ლეა დიდი მუცლით იყო, ანა-მარიას კი ქორწილისთვის საგანგებოდ უნდოდა ტანსაცმლის არჩევა. – ანა-მარია, ნუ ნერვიულობ მაგაზე, – უთხრა თათიამ თბილად. – მოდი, ერთად ავარჩიოთ ტანსაცმელი, ისეთი, როგორიც გინდა და გიხდება! – ჰო, აბა, დღეს მთლიანად შენს არჩევანს ვუთმობთ დროს, – დაეთანხმა ელენეც ღიმილით. – მეც აქ ვარ, რაც უნდა იყოს, მუცლითაც გამოგყვებით, – გაეცინა ლეას და მუცელზე მოისვა ხელი. – მზად ხართ, ქალბატონებო? – იკითხა ლუკამ ღიმილით მანქანაში, როცა სარკიდან გადახედა მათ. – განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გატაროთ დღეს. – ოჰ, მადლობა, ლუკა, ნამდვილი ჯენტლმენი ხარ, – გაეცინა თათიას. – ლეას სიარულში და კომფორტში განსაკუთრებულად გაფრთხილდი, – დაამატა ანა-მარიამ მშვიდი ღიმილით. მაღაზიაში ანა-მარიამ გრძელი, ზურმუხტისფერი კაბა რომ მოიზომა და გამოვიდა, ლუკა გაშეშდა — იმდენად ლამაზი იყო გოგონა, რომ სიტყვაც კი დაავიწყდა. – უბრალოდ... – ჩაილაპარაკა ლუკამ დაბალი, დაბნეული ხმით და მზერა ძლივს მოწყვიტა ანა-მარიას. – ძალიან გიხდება... მართლა ძალიან. – მადლობა, ლუკა... – უპასუხა ანა-მარიამ მორიდებული ღიმილით და ლოყებზე მსუბუქი სიწითლე გადაუარა. – ჰეი, ლუკა, პირი არ დაგრჩეს ღია... და თვალებიც არ დაგვეთხაროს! – ჩაიცინა თათიამ, ძმას მსუბუქად მიკრა ხელი და თვალი ჩაუკრა. – თათია, ნუ სულელობ! – დაიბნა ლუკა, ოდნავ გაწითლდა და ხელი აიქნია, მაგრამ აღფრთოვანება თვალებიდან არ გამქრალა. ცოტა ხანში ლეას დიდხანს ფეხზე დგომა გაუჭირდა და ქმარმა სახლში წაიყვანა; ლუკას კი გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა. – მაპატიეთ, გოგოებო, საქმე გამომიჩნდა, – თქვა ლუკამ, ანა-მარიას თბილი მზერა შეავლო, თათიასა და ელენეს დაემშვიდობა და წავიდა. გოგოებმა გააგრძელეს შერჩევა: ელენემ შინდისფერი კაბა მოიზომა, თათიამ კი — შავი. მაშინვე მოვიდა გიორგი — ანა-მარიას ძმა — და ელენეს დანახვაზე ზუსტად ისე დაიბნა, როგორც ლუკა ანა-მარიაზე. – ვა... – ჩაილაპარაკა გიორგიმ ჩუმად, დაბნეული ხმით და თვალს ვერ აშორებდა ელენეს. – ძალიან... ძალიან გიხდება. თათიამ ეშმაკურად ჩაიცინა და ანა-მარიას იდაყვით მიკრა ხელი; ანა-მარიასაც ჩუმად გაეცინა. – აბა, ქალბატონებო, თუ დაასრულეთ, წავიდეთ, – თქვა გიორგიმ, როცა მაღაზიიდან გამოვიდნენ. – ოჰ, რა ყურადღებიანი ძმა გვყავს, – გაეცინა თათიას უკანა სავარძელზე. მთელი გზა გიორგის მზერა ელენესკენ გაურბოდა, ელენე ოდნავ იბნეოდა და ჩუმად იღიმოდა, ხოლო თათია და ანა-მარია თვალებით ანიშნებდნენ ერთმანეთს. – გიორგი, გზას უყურე, თორემ წინა მანქანას დავეჯახებით! – წამოიძახა თათიამ ნახევრად ხუმრობით, ნახევრად ეშმაკურად. – ვუყურებ, თათია, ვუყურებ, – სწრაფად, დაბნეულად უპასუხა გიორგიმ, მაგრამ ისევ გააპარა თვალი ელენესკენ. თათიამ ტელეფონი აიღო და თიკას ჩატში ეშმაკურად მიწერა: „გოგო, შენს ქორწილზე ჯერ არ დაწყებულა ყველაფერი და მგონი, მალე ანა-მარია და ელენეც გაგვითხოვდებიან...“ – რას ამბობ, თათია?! ვისზე, რა ხდება მანდ?! – მოვიდა თიკას გაოცებული და მხიარული პასუხი. – არაფერი, უბრალოდ თვალები დააკვირდი — ჩემი ძმა და ანა-მარიას ძმა რა დღეში არიან, ხომ ხვდები... დანარჩენს ქორწილში მოგიყვები! – ეშმაკური ღიმილით მიუწერა თათიამ. თიკასა და საბას ქორწილის დღეს ლუკა კიდევ უფრო დაბნეული უყურებდა ანა-მარიას, გიორგი კი — ელენეს. ქორწილმა მშვიდად ჩაიარა; უკვე იშლებოდნენ, როცა ლეას მუცელი ასტკივდა. – ვაიმე... – ამოიკვნესა ლეამ და დაჯდა. – მუცელი ამტკივდა... ძალიან ამტკივდა... – ლეა?! – შეშფოთდა თათია. – დაიწყო?! სამშობიაროში წაიყვანეს და რამდენიმე საათში პატარა დაიბადა. – დაიბადა! – თქვა ექიმმა თბილი ღიმილით, და ყველას შვებისა და სიხარულის ტალღამ გადაუარა. ორ დღეში ლეა და პატარა გამოწერეს. ლუკას უკვე აშკარად ეტყობოდა, რომ ანა-მარია მოსწონდა. როცა თათიამ ლუკას ანა-მარიას ამბავი მოუყვა, ლუკას თვალებში ცრემლები მოადგა. – რამდენიმე რამე გადაუტანია ამ გოგოს... – ჩაილაპარაკა ლუკამ ხმაჩამწყდარმა. – ამდენი ტკივილი, ამდენი სიცივე, და მაინც არ გატყდა... – ჰო, ლუკა... – ჩუმად თქვა თათიამ. – ძალიან ძლიერია, თუმცა შიგნით რამდენი რამე აქვს გადატანილი, მხოლოდ ჩვენ ვიცით. – იცი, რატომ მომხვდა ასე გულზე? – გამოტყდა ლუკა გატეხილი ხმით. – მეც... მეც ზუსტად ასეთი არაკაცის გამო დავკარგე საუკეთესო მეგობარი. იძალადა იმ არაკაცმა გოგოზე... და ისე განიცადა გოგონამ, ისეთი ტკივილი და სტრესი მიიღო, რომ ნერვიულობისგან დაიღუპა... – სწორედ მაგ ტრაგედიის მერე ვეღარ გავძელი აქ, – გააგრძელა ლუკამ აკანკალებული ხმით. – სწორედ მაგიტომ წავედი მთელი ხუთი წელი გერმანიაში... მეგონა, შორს წასვლით და ახალი გარემოთი ამ ტკივილს და ამ უსამართლობას გავექცეოდი, მაგრამ სინამდვილეში თან დამყვებოდა. და ახლა, როცა ანა-მარიას ამბავი გავიგე... კიდევ უფრო მძაფრად ვხვდები, რამხელა ძალა სჭირდება ადამიანს, რომ ასეთი რამის შემდეგ სიცოცხლე და სიმშვიდე შეინარჩუნოს. მომდევნო დღეებში, როცა თათია გავიდა, ანა-მარია მისაღებში ლუკასთან მივიდა და მაგიდის მეორე მხარეს ჩამოჯდა. – ლუკა... – ჩუმად დაიწყო ანა-მარიამ. – ბოლო დღეებში... უცნაური სიმშვიდეა, არა? ქორწილი, ლეას ბავშვი... თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. – ჰო... მართლაც უცნაურია, – თქვა ლუკამ დაბალი ხმით და უფრო ახლოს მიიწია. – განსაკუთრებით ჩემთვის. ხუთი წელი გერმანიაში ვიყავი, ყველაფერს მოწყვეტილი, და ახლა უცებ ერთ კვირაში ქორწილიც ვნახე, ახალი სიცოცხლეც და... შენც გაგიცანი. – ხუთი წელი დიდი დროა. რატომ წახვედი ასე დიდი ხნით? თათიამ მითხრა, რომ რაღაც მძიმე ამბავი გამოიარე... – ჰკითხა ანა-მარიამ ფრთხილი დაკვირვებით. – ჰო... მძიმე იყო. ძალიან მძიმე. საუკეთესო მეგობარი დავკარგე, – უპასუხა ლუკამ და პირდაპირ ჩახედა თვალებში. – ისეთი ადამიანი, ვისთანაც ყველაფერს ვუზიარებდი, ვინც ჩემი ოჯახის წევრივით იყო. ერთმა არაკაცმა იძალადა მასზე... და იმ ტკივილმა, იმ სირცხვილმა და ნერვიულობამ ისე გატეხა, რომ გული ვეღარ გაუძლო... დაიღუპა. – ღმერთო... რა საშინელებაა... ძალიან ვწუხვარ, ლუკა, – ჩაილაპარაკა ანა-მარიამ გულისტკივილით, თვალები აუწყლიანდა. – მეც... – ხმა გაუტყდა ლუკას. – მაშინ ვერც ვხვდებოდი, როგორ შემეძლო იქ დარჩენა, სადაც ყველა კუთხე იმ ტკივილს მახსენებდა და სადაც დამნაშავეები თავისუფლად სუნთქავდნენ. გერმანიაში წავედი, რომ დისტანცია დამეჭირა, გამეძლო... მაგრამ სიმართლე გითხრა, ტკივილი არსად მიდის, უბრალოდ სწავლობ, როგორ ატარო. – ზუსტად მაგას ვხვდები მეც, – თქვა ანა-მარიამ მტკიცე ხმით. – არ ქრება. უბრალოდ... აღარ გახრჩობს ყოველ წამს, როცა გარშემო ადამიანები გყავს, ვისაც ესმის და არ გსჯის. – თათიამ მომიყვა შენზეც... ანა-მარია, არ ვიცი, რამხელა ძალა გქონდა, რომ ამდენ რამეს გაუძელი, – თითქმის მოწიწებით თქვა ლუკამ. – წვეულება, მერე საკუთარ სახლში გაუცხოება, სიცივე... და მაინც არ გატყდი. თვითონ ააწყვე შენი თავი, შენი სიმშვიდე იპოვე. – ყოველთვის ძლიერი არ ვყოფილვარ, – გამოტყდა ანა-მარია გულწრფელად და ოდნავ გაიღიმა. – ბევრი ღამე გამითენებია შიშში, ბევრი დღე — წყენასა და სირცხვილში. უბრალოდ, როცა მივხვდი, რომ სხვისი ცოდვებისა და სხვისი სიცრუის გამო საკუთარი თავის დასჯა არ ღირს, ნელ-ნელა წამოვდექი. – ძალიან დასაფასებელია ეგ, – თქვა ლუკამ თბილად. – იცი, როცა პირველ დღეს იმ უხერხულ მომენტში შემოვედი ოთახში, მაშინვე შემრცხვა, მაგრამ მერე, როცა უფრო ახლოს დაგინახე... მერე მივხვდი, რომ შენში რაღაც განსაკუთრებული სიმტკიცე და სითბოა. – შენც ძალიან განსხვავებული ჩანხარ, ლუკა. არ ჰგავხარ იმ ადამიანებს, ვისაც მხოლოდ გარეგნული სიძლიერე აინტერესებს. გეტყობა, რომ გულთან ახლოს მიგაქვს სხვისი ტკივილიც, – ნდობით შეხედა ანა-მარიამ. – ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც ვიცი, რას ნიშნავს უსამართლობის წინაშე უძლურობა, – გაუღიმა ლუკამ თბილად. – ანა-მარია... არ მინდა, ზედმეტად ვიჩქარო, არც ზეწოლა მინდა, მაგრამ... ძალიან გამიხარდებოდა, თუ ხანდახან უბრალოდ ვისაუბრებდით, გავისეირნებდით... ისე, მშვიდად, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. – მშვიდად და ზეწოლის გარეშე... მომწონს ეგ. კარგი, ლუკა. ვცადოთ, – გულწრფელი ღიმილით უპასუხა ანა-მარიამ. ციხეში თოკა გრძელიძეს ფსიქიკური პრობლემები კიდევ უფრო გაუმძაფრდა და შურისძიების წყურვილი ელენეზე გადაიტანა. ერთ ღამეს გაიპარა, დანით მიადგა ელენეს და მანამდე ანა-მარიას ანონიმური მესიჯი მისწერა: „მალე შენი დაქალის გვამს მოგიტან.“ ანა-მარია დაპანიკდა, გიორგის ოთახში შევარდა, როცა ის აბაზანიდან საცვლის ამარა გამოდიოდა და თმას იმშრალებდა. – ანა-მარია, რა მოხდა?! რა სახე გაქვს?! – წამოიძახა გიორგიმ და პირსახოცი მხარზე მოიგდო. – ელენე... თოკა გრძელიძე გაიქცა, მესიჯი მომწერა... „მალე შენი დაქალის გვამს მოგიტანო“... – ამოიხავლა ანა-მარიამ, ცრემლები და პანიკა ერთად ახრჩობდა. – ელენესთან წავიდა, დარწმუნებული ვარ, ელენესთან წავიდა! გიორგიმ სწრაფად ჩაიცვა, პოლიციაში დარეკეს, მაგრამ დრო არ ითმენდა; რადგან გიორგი ნასვამი იყო, საჭესთან ანა-მარია დაჯდა და ღამის სამ საათზე ცარიელ ტრასაზე მთელი სისწრაფით გააქროლა მანქანა — თხუთმეტ წუთში ელენეს სახლთან იყვნენ. ბინაში ელენე დაბმული დახვდათ, წინ კი დანით თოკა იდგა. ანა-მარიას დანახვაზე თოკამ ცინიკურად გაიღიმა და ელენეს ხელზე დანა ჩამოუსვა; სისხლმა იფეთქა და ელენემ კივილი დაიწყო. – შე არაკაცო! ხელი აიღე! – იღრიალა გიორგიმ, მივარდა და ცემა დაუწყო. – ელენე, აქ ვარ, ნუ გეშინია, ელენე, შემომხედე! – ჩურჩულებდა ანა-მარია, როცა ელენე გაათავისუფლა, ჭრილობაზე ნაჭერი დაადო და სასწრაფოში დარეკა: – ალო, სასწრაფოა?! გოგონას ჭრილობა აქვს, სისხლი სდის... გთხოვთ, სასწრაფოდ გამოგზავნეთ ბრიგადა! მალე პოლიცია მოვიდა და თოკა წაიყვანა. შემდეგ სასწრაფო დახმარების ექიმებმა ჭრილობა დაამუშავეს და ელენე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ნაკერები დაადეს. – ღმერთო, რა გადაიტანა... შენ როგორ ხარ, ანა-მარია? რამხელა სტრესი იყო... – ამოიოხრა თათიამ მოსაცდელში. – მე კარგად ვარ, – თქვა ანა-მარიამ მტკიცე ხმით. – მთავარია, ელენე გადარჩა და გვერდით არის. – ყველაზე მეტად გამიხარდა, რომ დროულად მივედით. რომ დაგვგვიანებოდა... არც კი მინდა წარმოვიდგინო, – თქვა გიორგიმ. პალატაში შესულ ანა-მარიას ელენემ სუსტად გაუღიმა: – ცოტა... მაგრამ აიტანს კაცი. მადლობა, გიორგი... რომ ასე სწრაფად მოხვედით. – რას ამბობ, ელენე... მთავარია, ახლა მშვიდად იყო. დანარჩენზე ნუღარ იფიქრებ, – თბილად უთხრა გიორგიმ. იმავე ღამეს თოკა ფსიქიატრიულში გადასაყვანად მიჰყავდათ, როცა პოლიციელებს დაუსხლტა, გაიქცა, ტრასაზე მანქანას შეუვარდა და ადგილზევე დაიღუპა. – დაიღუპა... – ჩაილაპარაკა გიორგიმ დაბალი ხმით, როცა ეს ამბავი გაიგეს პალატაში. – მანქანას შევარდნია... – ღმერთო... რამხელა ბოღმით და სიგიჟით დაასრულა... – ამოიოხრა თათიამ. – აღარავის ვეღარ ატკენს... – თქვა ანა-მარიამ წყნარად, სიმძიმის გარეშე. – ახლა მთავარია, ელენე იყოს კარგად და მშვიდად. *** საავადმყოფოდან გამოწერის დღეს დილის ჰაერი განსაკუთრებულად სუფთა და მშვიდი ეჩვენებოდა ელენეს. მარცხენა ხელზე სტერილური სახვევი ჰქონდა შემოხვეული, ოდნავ დაღლილი და გაფითრებული იყო, მაგრამ თვალებში უკვე აღარ ედგა ის ველური შიში, რომელიც იმ ღამის დანისა და სისხლის შემდეგ აწუხებდა. შენობის კართან გიორგის მანქანა იდგა. ელენე რომ გამოვიდა, პირველი გიორგი მივიდა — ფრთხილად, ყურადღებით, მაგრამ ისე, რომ ზედმეტი სიმძიმე არ შეექმნა. – ფრთხილად, ელენე, აქეთ, – უთხრა გიორგიმ დაბალი, რბილი ხმით და მანქანის კარი გაუღო. – არ იჩქარო, ნელ-ნელა. – მადლობა, გიორგი... – ჩაილაპარაკა ელენემ ოდნავ მორიდებული, მაგრამ ძალიან თბილი ღიმილით. – მგონი, უკვე იმდენჯერ გადამარჩინეთ, რომ ვალში ვარ. – რა სისულელეა, ელენე, – გაეცინა გიორგის დაბნეულად, თუმცა თვალები თბილი და სერიოზული ჰქონდა. – არანაირი ვალი. მთავარია, კარგად იყო. სახლში რომ მივიდნენ, ელენეს ბინაში უკვე ელოდებოდნენ ანა-მარია, თათია და ლუკა. თათიას სუფთა თეთრეული და ჩაი ჰქონდა გამზადებული, ანა-მარია კი ისე ღელავდა, თითქოს თვითონ ყოფილიყო საავადმყოფოდან ახალგამოსული. – ელენე! – წამოხტა ანა-მარია და მეგობარს ფრთხილად, სისხლდენიანი ხელის გაფრთხილებით მოეხვია. – ღმერთო, როგორ გამიხარდა, რომ სახლში ხარ... – მეც ძალიან, – გაუღიმა ელენემ და თვალები აუწყლიანდა. – რომ არ მოსულიყავით იმ ღამეს... არც კი მინდა ვიფიქრო, რა მოხდებოდა. – მაგაზე აღარ იფიქრო, – ჩაერთო თათია მტკიცე, მაგრამ თბილი ტონით და ელენეს დივანზე ჩამოჯდომაში დაეხმარა. – თოკას ამბავიც დასრულდა, საფრთხე აღარ არსებობს. ახლა მხოლოდ შენს გამოჯანმრთელებასა და სიმშვიდეს უნდა მივხედოთ. ლუკა კართან ახლოს იდგა, ოდნავ მოშორებით, მაგრამ ძალიან ყურადღებით აკვირდებოდა ყველას — განსაკუთრებით ანა-მარიას, რომელსაც დაღლილობა და ემოციური დატვირთვა ეტყობოდა. – ელენე, თუ რამე დაგჭირდეს, აქ ვართ, – თქვა ლუკამ მშვიდი, გაწონასწორებული ხმით და მერე ანა-მარიას გახედა. – შენც კარგად ხარ, ანა-მარია? ძალიან მძიმე ღამე გქონდა. – მე კარგად ვარ, ლუკა, მადლობა... – უპასუხა ანა-მარიამ დაბალი, მაგრამ გულწრფელი ხმით, როცა ლუკას თბილი, მზრუნველი მზერა დაიჭირა. – უბრალოდ, შვება ვიგრძენი, როცა ელენე სახლში დაბრუნდა. გიორგი სამზარეულოს მხარეს გავიდა, წყალი და ჭიქა მოიტანა და ელენეს წინ მაგიდაზე დადო, თან ისევ ვერ აცილებდა თვალს, როცა ელენემ მადლიერებით შეხედა. – დაისვენე, ელენე, – უთხრა გიორგიმ დაბალი, ოდნავ დაბნეული ხმით. – დღეს არაფერზე ინერვიულო. ჩვენ აქ ვიქნებით, სანამ არ დარწმუნდებით, რომ მშვიდად ხარ. – მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველას... – თქვა ელენემ, ცრემლი მოიწმინდა და მისაღებში მსხდომებს მოავლო თვალი — ანა-მარიას, თათიას, ლუკას და გიორგის. – ამდენი ტკივილისა და შიშის მერე... პირველად ვგრძნობ, რომ მარტო აღარ ვარ. თათიამ გაუღიმა, ლუკამ თბილი, გამამხნევებელი მზერა შეავლო ანა-მარიას, გიორგი კი სავარძელში ჩამოჯდა ისე, რომ ელენეს გვერდით, მშვიდ და საიმედო მანძილზე ყოფილიყო. ოთახში ჩამოწოლილ სიმშვიდეში აღარ ისმოდა არც სირენების ხმა, არც წარსულის მუქარა — მხოლოდ ცოცხალი, ადამიანური სითბო, რომელიც ახალ დასაწყისს მოასწავებდა. *** რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ელენე უკვე მშვიდად იყო სახლში და საავადმყოფოსა და იმ საშინელი ღამის სტრესმა თანდათან უკან დაიხია, ანა-მარიამ საღამოს სუფთა ჰაერზე გასვლა გადაწყვიტა. ფიქრების დალაგება სჭირდებოდა — ყველაფერზე, რაც ბოლო კვირებში თავს დაატყდა: მამასთან და გიორგისთან აღდგენილ სითბოზე, თოკას ტრაგიკულ დასასრულზე, ელენეს გადარჩენასა და იმ ახალ, ფრთხილ სიმშვიდეზე, რომელიც პირველად იგრძნო საკუთარ თავში. პარკის წყნარ ბილიკზე მიდიოდა, როცა უკნიდან ნაცნობი, დაბალი და თბილი ხმა გაისმა: – ანა-მარია... არ მეგონა, აქ თუ შეგხვდებოდი. შემობრუნდა და ლუკა დაინახა — ხელში ორი ჭიქა ცხელი ყავა ეჭირა, სახეზე კი აღარ ჰქონდა ის პირველი, დაბნეული შოკი ან უხერხულობა; ახლა იქ მშვიდი, გაწონასწორებული და გულწრფელი სითბო იკითხებოდა. – ლუკა... – გაეღიმა ანა-მარიას, თუმცა სიურპრიზი აშკარად ეტყობოდა. – აქ რას აკეთებ? – უბრალოდ გავისეირნე... და თან ვიფიქრე, იქნებ შენც გამოსულიყავი, რომ ცოტა სული მოგეთქვა, – თქვა ლუკამ, მიუახლოვდა და ერთი ჭიქა გაუწოდა. – ვიცი, ძალიან მძიმე დღეები გქონდა. ელენეს ამბავი, ღამის პანიკა... არავინ იცის, რამხელა დაძაბულობა გადაიტანე. ანა-მარიამ ჭიქა გამოართვა, თითები თბილ კედელს შემოხვია და გვერდით, სკამზე ჩამოჯდა. ლუკაც მშვიდად, არც ძალიან ახლოს და არც შორს, ჩამოჯდა მის გვერდით. – მადლობა, ლუკა... – თქვა ანა-მარიამ დაბალი, მაგრამ სითბოთი სავსე ხმით. – მართლა ძალიან მძიმე ღამე იყო. ყველაზე მეტად ის შემეშინდა, რომ ვერ მივუსწრებდით. მაგრამ... რატომღაც მაშინვე ვიგრძენი, რომ უნდა წავსულიყავით. – იმიტომ, რომ შენში რაღაც განსაკუთრებული სიმტკიცეა, ანა-მარია, – უთხრა ლუკამ, გვერდულად შეხედა და თვალებში ისეთი გულწრფელი პატივისცემა ჩაუდგა, რომ ანა-მარიას ლოყებზე მსუბუქმა სიწითლემ გადაუარა. – როცა ყველა იბნევა და იკარგება, შენ მაინც ახერხებ, რომ არ გაჩერდე და სხვისი დახმარება იფიქრო. ანა-მარიამ ოდნავ გაიღიმა, მზერა ხეების კენწეროებს გააყოლა და ხმადაბლა გამოტყდა: – ყოველთვის ასე არ ვყოფილვარ, ლუკა. წლების განმავლობაში პატარა ხმაურზეც კი ვიკუმშებოდი, მეშინოდა, მრცხვენოდა... უბრალოდ, როცა მივხვდი, რომ ტკივილს ჩემი ცხოვრების დანგრევის უფლება არ უნდა მივცე, ნელ-ნელა შევიცვალე. ლუკამ ყავა მოსვა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და მშვიდი, გაწონასწორებული ხმით თქვა: – მესმის შენი. გერმანიაში რომ ვიყავი, ხუთი წელი სწორედ მაგას ვცდილობდი — გავქცეოდი იმას, რაც უკვე მოხდა და ვეღარ შევცვლიდი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ გაქცევა გამოსავალი არ არის. ადამიანი მაშინ იწყებს სუნთქვას, როცა ტკივილს იღებს, მაგრამ მის ტყვეობაში აღარ რჩება. ანა-მარიამ ნელა მოაბრუნა თავი და პირდაპირ ჩახედა თვალებში: – და ახლა? აქ რომ ჩამოხვედი... რას გრძნობ? ლუკამ ოდნავ შეყოვნდა, თითქოს სიტყვებს ფრთხილად არჩევდა, შემდეგ კი გულწრფელად, თბილი ღიმილით უპასუხა: – პირველად ხუთი წლის განმავლობაში ვგრძნობ, რომ აქ, ამ ქალაქში, შეიძლება რაღაც კარგი და ნათელიც დაიწყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ გხედავ... სიტყვები ჰაერში მსუბუქად, მაგრამ აშკარა სითბოთი გაიჟღინთა. ლუკას არც ზედმეტი სითამამე ჰქონდა და არც დაფარული ქვეტექსტი — უბრალოდ სიმართლეს ამბობდა, ისე, რომ ანა-მარიას სივრცესა და სიმშვიდეს პატივს სცემდა. ანა-მარიამ გული ოდნავ აუჩქარდა, მაგრამ შიში არ უგრძნია — პირიქით, პირველად მრავალი წლის განმავლობაში იგრძნო, რომ ვიღაც მას არა როგორც „ტკივილგამოვლილ გოგოს“ ან „მსხვერპლს“, არამედ როგორც მთლიან, ლამაზ და ძლიერ ადამიანს ხედავდა. – იცი, ლუკა... – თქვა ანა-მარიამ წყნარად, თუმცა ხმაში თბილი, ფრთხილი ღიმილი ერეოდა. – როცა პირველ დღეს იმ უხერხულ მომენტში შემოვედით ერთმანეთის თვალთახედვაში, სიმართლე გითხრა, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, რომ ოდესმე ასე მშვიდად და გულწრფელად ვისაუბრებდით. – მეც, – გაეცინა ლუკას ჩუმად, თბილად. – მაშინ იმხელა სირცხვილი და დაბნეულობა მქონდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთ საუბრამდე მივიდოდით. მაგრამ ახლა... ძალიან მიხარია, რომ აქ ვზივარ და გესაუბრები. ლუკამ ფრთხილად, თითქოს ნებართვას ითხოვდაო, ოდნავ მიუახლოვა ხელი ანა-მარიას ხელს, რომელიც სკამზე ეწყო — არ შეხებია მკვეთრად, უბრალოდ ახლოს დადო, თბილ და საიმედო მანძილზე. ანა-მარიას ხელი არ გაუწევია; პირიქით, ოდნავ შეატრიალა თითები, რათა ეს ფრთხილი, თბილი სიახლოვე მიეღო. – ანა-მარია... – ჩაილაპარაკა ლუკამ რბილად. – ზედმეტად არ ვიჩქარებ. არც ზეწოლას მოვახდენ. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ძალიან მომწონხარ... და ძალიან მინდა, რომ შენს გვერდით, მშვიდად, ნელ-ნელა ვიყო. ანა-მარიამ ღრმად ამოისუნთქა, თვალებში თბილი, ნათელი სხივი ჩაუდგა და გულწრფელი, მშვიდი ღიმილით უპასუხა: – მეც მომწონს ეს სიმშვიდე, ლუკა. ვცადოთ... ნელ-ნელა. საღამოს გრილ ჰაერში, პარკის სიმშვიდეში, ორ ადამიანს შორის ისეთი სიახლოვე დაიბადა, რომელსაც არც აჩქარება სჭირდებოდა და არც ხმაური — მხოლოდ დრო, ნდობა და ის თბილი, ფრთხილი სითბო, რომელიც ნელ-ნელა ავსებდა ანა-მარიას ახალ ცხოვრებას. პარკში ჩამოწოლილი იმ საღამოს შემდეგ დრო ნელ-ნელა, მაგრამ თბილად და სტაბილურად გავიდა. ლუკა და ანა-მარია შეყვარებულები გახდნენ — მათი ურთიერთობა არ ყოფილა ხმაურიანი ან მოულოდნელი აფეთქება; პირიქით, ნდობით, ფრთხილი სითბოთი და იმ იშვიათი გაგებით იყო ნაშენები, რომელსაც ორივე მხოლოდ წარსულის მძიმე გაკვეთილების შემდეგ სწავლობდა. როცა ამის შესახებ ნიკოლოზმა — თათიას უფროსმა ძმამ — გაიგო, ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო. ლუკას გვერდით, გერმანიაში გატარებული იმ მძიმე წლების შემდეგ, პირველად ხედავდა ძმას ასე მშვიდად და თბილად, ხოლო ანა-მარიას მიმართ გულწრფელი სიმპათია და პატივისცემა ჰქონდა. ერთ საღამოს, როცა ორივე მშვიდად იყო და მომავლის გეგმებზე საუბრობდნენ, ლუკამ ხელები ნაზად მოხვია ანა-მარიას და თხოვნით მიმართა: – ანა-მარია... გთხოვ, მე არ მივდივარ გერმანიაში და არც შენ წახვიდე... აქ დავრჩეთ, ერთად ვიყოთ. არ მინდა, ისევ დაშორებასა და მანძილზე ვიფიქროთ. ანა-მარიამ ცოტა ხნით იფიქრა, ლუკას თბილ, მთხოვნელ მზერას შეხედა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ მაგისტრატურის ერთი წელი საქართველოში გაევლო — აქ, თავისი ახლობლების, ოჯახისა და ლუკას გვერდით, ისე, რომ არც თავისი განვითარება დაეკარგა და არც ახლად ნაპოვნი სიმშვიდე დაერღვია. – კარგი, ლუკა... – გაუღიმა ანა-მარიამ თბილად. – მაგისტრატურის ერთ წელს აქ გავივლი. დადგა ზამთარიც — სუსხიანი, მაგრამ სითბოთი და სინათლით სავსე დღეები. ზუსტად ანა-მარიას დაბადების დღეზე, როცა გარშემო ყველაზე ახლობელი ადამიანები იყვნენ შეკრებილები, ლუკამ მოულოდნელად, მაგრამ ძალიან გულწრფელად და თბილად სთხოვა ხელი. ანა-მარიას თვალები სიხარულითა და მღელვარებით აევსო და ყოყმანის გარეშე დათანხმდა. მაგიდის ერთ მხარეს გიორგი და ელენე იყვნენ — უკვე ერთად, თბილი და დაახლოებული მზერებით; იქვე იყო ლეა თავისი რამდენიმე თვის პატარა ნუცასთან ერთად, რომელიც სითბოთი და სიხარულით ავსებდა გარემოს. მეორე მხარეს დიდი მუცლით იჯდა თიკა საბასთან ერთად, მათ გვერდით — თათია და თავისი აწ უკვე საქმრო, ხოლო იქვე — ნიკოლოზი და თავისი მეუღლე. ყველა ბედნიერი, მშვიდი და ერთმანეთზე გამთბარი იყო. მეორე მხარეს კი ნოდარი და ანა-მარიას დედა ისხდნენ — წლების წინანდელი ტკივილის, შეცდომებისა და გაუცხოების ნაცვლად ახლა უბედნიერესები, თვალებგაბრწყინებულები და სიამაყით სავსენი ახალგაზრდების ბედნიერებით, იმით, რომ ყველაფერი, რაც წლების წინ გატყდა, საბოლოოდ მთელდებოდა და ახალი, ნათელი ცხოვრება იწყებოდა. ღამის სიბნელე წავიდა და მხოლოდ ბედნიერებით და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული ,,გარიჟრაჟი" დარჩა. დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




