შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტისო პირველი (IV თავი)


დღეს, 02:58
ავტორი tasusuna
ნანახია 0

-დღეს ქიმიით ვიწყებთ.-დილის რუტინას არ ჩამორჩა სირბილით ფეხაჩქარებული მარიკო.
სად გარბოდა?!
-მეც მაქვს ცხრილი მარიამ!-მთელი ღამის უძილობისგან დაღლილობა ხასიათში ისე გადაზრდოდა,ვერც გაიაზრა.
გაათენებინა არა ფიქრდა,არამედ ზმანებამ.
დახუჭულსა თუ გახელილი თვალის წინ რომ წარმოუდგებოდა ხოლმე,ყოველწამს.
გონება საერთოდ ვერ მოადუნა რომ დაესვენა.
სულ მას ხედავდა..
მუქი თუ ღია თვალით..
ღიმილით თუ მის გარეშე.
სკოლაში თუ, სკოლის გარეთ.
და ეს სულაც არ მოსწონდა.
დილის გარდამტეხ წამს
ისიც კი იფიქრა,რომ აშინებდა ეს მსგომარეობა.
მისი ფორიაქი და მოუავენრობა.
თითქოს გადაეწყვიტა კიდეც დისტანცია,
ჩანთას რომ ალაგებდა,
სწორედ ეს გაიფიქრა,
მაგრამ,
როგრც კი დერეფანში გაიარა და ტისო გამოვიდა პარალელი კლასიდან,პირველი,
თითქოს იქ დაიმსხვრა ყველა მისი დაგეგმვები.
-ანიკო!-ისეთი სიხარულით შესძახა,მთელმა სკოლამ
მათკენ მოიხედა.
ყველა ეკალმა დააყარა კანზე.
მისი ანიკო..
ორად წამში მოუახლოვდა,
სიკვდილამდე უნდოდა ეკოცნა იმ შეფაკლულ ღაწვებზე,
მაგრამ,ხომ დაუდო მის თავს ზავი,
ადრეაო და ვერ გადავიდა ისევ ამ სიტყვებს ტისო..
მოერიდა და თან შერცხვა რაღაცნაირად ათასი თვალის,მხოლოდ ანის რომ უყურებდა.
ხომ არაფერი ადარდებდა,
მაგრამ,ანიმ რომ დახარა თავი ამდენი ერთიანი მზერისგან,
მოერიდა რაღაცნაირად და მეტი აღარ ქნა.
უკან დაიხია მიახლოებულზე,ერთი ნაბიჯით.
დარცხვენილი თვალები ისევ ქარვისფერი ჰქონდა..
ღია,კამკამა თაფლისფერი..
გაუღიმა მხოლოდ პირველმა.
ის პირვანდელი აღფრთოვანება სულში გამოიკეტა და თავი დაუკრა,
ძალიანბევრი სიტყვებისნაცვლად და ,რატომღაც,ხოშტარიამ იმწამს ყველა უთქმელი ბგერა გაიგო..
მზერით მადლიერებაც კი გაუგზავნა,თუმცა, ისიც იგრძნო, ტისოს როგორ უნდოდა მისი დანახვით გამოწვეული აღფრთოვანების გამოვლინება..
აღარ გაჩერებულა.
ზარიც დაირეკა,
გაკვეთილზე რომ შევიდნენ,
ჩავლილზე კლასელების ჩუმი გადალაპარაკება მოესმა და გული აუჩქარდა.
რატომღაც ძალიან ეტკინა,
რომ იქ დაიწყეს საუბარუ,
სადაც არც არაფერი უყო დაწყებული..
დაითრგუნა.
მის ნაჭუჭში გამოიკეტა.
ხმაც არ გაუღია მთელი გაკვეთილი,
მარიამის მცდელობისდა მიუხედავად.
არც მეორე და მესამე გაკვეთილის შესვენებებზე გავიდა გარეთ.
მერხიდანაც არ ამდგარა და მარიამიც მიაჯაჭვა ოთახს.
-სული მეხუთება უკვე ანი, უნდა გავნიავდე!-დიდ დასვენებაზე დაბმულივით წამოხტა და გავარდა გარეთ მაინც,ვეღარ მოითმინა.
კი იჯდა ორი წუთით ცარიელ კლასში,
მაგრამ,
უცებ სუნთქვა რომ გაუჭირდა,
იგრძნო ოთახში ტისო რომ შემოვიდა,პირველი.
კარიც მოიხურა..
-“სალამი თანამგრძნობ თვალებს”-შემოაბიჯა პოეტურად მსახიობობისთვის დაბადებულმა.
ხომ აღარ უყურებდა ათასი თვალი,
აგრამ,
დილინდელმა ისე გამოამწყვდია ტისო ჩარჩოში,
ისევ მოერიდა.
მის წინ დაჯდა მხოლოდ,
ერთი ნაბიჯის მოშორებით,
პირისპირ.
ხელები ძლიერად მოუჭირა ერთმანეთს,მისკენ რომარ წაეღო.
-სალამი ჩემს ღამის ფიქრებს!-რომარ ელოდა,ისეთი მზერით ამოანათა ანიმ..
ჩაეცინა პირველს , რომ გაუხსენა ის პირვწლი გაბედული სიტყვები.
-ეს თვალებიც ჩემი ბრალია ანიკო?-ისე გამოხედა,ისეთი რბილი მზერით,
კანზე იგრძნო თითქოს მისი არ შეხებაც..
-ოღონდ ნუ გაგაგიჟებს მაგაზე ფიქრი.-წარბი კი აუწია და გაურია სიცილიც,მაგრამ,ტისომ იქაც დაიჭირა მის უკან ამოფარებული ჩუმი სირბილე.
-ფიქრები კიარა თვალები მაგიჟებს მე ანი!
-ჯანდაბა,ისევ განაიარაღა.
ღრმად ამოიოხრა ხოშტარიამ.
ჩამოიფერთხა მხრებიდან გამბედაობა და გაცარიელდა.
კაკამა წყალივით გამჭირვალე გახდა..
-ტისო..-აღარ დაუყოლებია რამე.
რატომ სულ აჩერებდა,
რატომ გამოსდიოდა ყოველჯერზე ასე?
გაეღიმა პირველს.
ხელი მისკენ გაიწვდინა,
მაგრამ,
რომ დაფრთხა ანი და კარიაკენ გააქცია თვალი,
ისევ შესწორდა.
-აღარ შემოვალ ქართულზე მაშინ..-გულჩამწყდარმა ამოილაპარაკა და გაშორდა.
ისე გამოიკეტა ,
ისე რომ ვეღარ გაიხსნა..
ან ეს რა იყო და ან დილანდელი.
ან საერთოდ დაწყწბა და პირვწლუვე დღე.
გაბრაზდა თითქოს და უფრო მეტად მის თავზე,ისე რომ ჩაიციკლა,სხვაზე რომვეღარ ფიქროვდა.
მარი რომ დაბრუნდა და კლასი შეივსო,
ანი მაინც ტისოს გრძნობდა ჰაერში .
-აქ იყო ხომ?-ჩუმად გადაულაპარაკა ქართულზე..
ხომ მთეკი გულით ელოდა რომ მაინც მოვიდოდა და გული უსაშველოდ დაწყდა,რომარ შემოაღო კარი..
კითხვით და გაკვირვებით გახედა ანიმ.
-თვალებში ერთდროულად იმხელა სევდა და გაბრაზება გაქვს,მარტო მას რომ შეუძლია გამოუწვიოს.-მოკლედ აუხსნა და უფრო არია.
კიდევ მეტი აბნეული ფიქრები გაუჩნდა მზერაში.
-ტასომ ესეც კი იწინასწარმეტყველა , შენი ორჭოფობა და გარემოების წნეხი.
მაგრამ,ასე ერთბაშად და მომენტალურად არა.
-თანაგრძნობით სავსე მზერა გაუცვალა და გაუღიმა.
-ასე ნუ დაისტერესი ანი,
ამხელა მნიშვნელობასაც ნუ ანიჭებ ,
დინებას რომ მიყვე და არ ჩაეჭიდო ჯებირებს საწინააღმდეგო მხარეს,
იქნებ იმდენად მსუბუქი გახდეს ცურვა,
ჰორიზონტსაც გასცდე , ა?!-ღრმა ფიქრებში გასროლილი აღარც უყურებდა ანის და მიხვდა,
ისევ იქ რომ დაცურავდა,
მის ირეალირ რომანტიზმში.
ჰომ მისებურად თქვა,მაგრამ,მაინც რამხელა აზრი დაატანა.
-ხანდახან მგონია,რომ ტასო შენ ხარ და ფსევდონიმს ეფარები.-ამდენი ხანი რომ ჩუმად გულში ატარებდა,ის გაუმხილა და მის სახეს დააკვირდა.
გაეღიმა მარის,
იმდენად გულწრფელად,რომ წამით დაიჯერა კიდეც ანიმ მისი სიტყვები,
მაგრამ,როგორც კი თვალები გაახილა და იქ აბრწყინებული ეშმაკები დაუნახა ,გაქრა ყველა აზრი.
-ჯერ მესამედღეა და უკვე როგორ დაგეტყო გამოშტერებააა!
-მესამე?!-მხოლოდ ეს გაიგო ხოშტარიამ.
ჩაიციკლა ისევ რიცხვებზე და ორად ორ დღეზე.
გაკვეთილებიც ისე დამთავრდა,
ორ დღეზე და ორ მწვანე თვალზე ფიქრობდა ბოლომდე.
მეორედან გასასვლელამდე ეძებდა მის თვალებს გაფაციხებით,
მაგრამ,
რომ ვეღარ დაინახა ვერსად და აღარც ჰაერი აღარ იყო მძიმე,
მიხვდა,მარტო რომ იყო..
ჩუმ ნაბიჯებში დაფარა სახლამდე გზა.
კარებიც კი იმდენად უხმაუროდ შეაღო,
ცარიელ კედლებსაც გაუჭირდა მისი მოსვლის აღქმა.
ლოგინზე სახით მოწყვეტით დავარდა და ყელიდან მოულოდნელად ამომსკდარი ყვირილი ბალიშში ჩაახშო.
დაიცალა ემოციებისგან.
ერთიანად და ამოისუნთქა.
ლარივით მოჭიმული სხეული მოუდუნდა და მოემჩვარა.
იგრძნო მთელი დღის დაღლა..
და მთელი დღის დანაკლისი.
ორ დღიანმა უძილობამ თითქოს ახლა დარია ხელი და ისე ჩაეძინა,
ისე მოწყეტით და ღრმად,
რომ ერთი ზმანებაც კი აღარ უნახავს..
გონება მთლიანად გათიშულიყო და გაღვიძებულზე ისე იგრძნო თავი,
თითქოს ორი სრული დღე ეძინა..
სახლი ისევ ცარიელი იყო,
ჩვეულებისამწბრ.
ტელეფონს ომ დახედა და იქ არაფერი იყო,
გული უმოწყალოდ ჩაწყდა..
ვერც გაიაზრა,ისე დაენისლა თვალები.
ვრრც ის გაიაზრა,
როგორ გადააბიჯა დილანდელსაც,
სირცხვილსაც,
იმ უკან დახევებსაც და საერთოდ,
ყველაფერს.
-“ხალხს მოვშორდები, მაგრამ ღამეებს
სად დავემალო, სად წავუვიდე?“
სანამ უარყოფდა,მანამ გაგზავნა.
მღელვარებისგან გული ამოუჯდა და ტელეფონი სულ გათიშა,
პასუხი რომ აერიდებინა..
იქამდე მომართა გონება სწავლისკწნ,
სანამ სახლი უმისოდ ახმაურდა და არავის შემოუხედავს,იმის შესამოწმებლად,იყო თუარა სახლში..
დაიცალა.
დაიღალა და,
შინაგანი ბრძოლისგან ქანცგალეულმა ჩართო ტელეფონი..
წამში ჰქონია ტისოს ნაპასუხები და თან როგორ..
-„მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო..”
გაეღიმა.
გულში ისე შემოუძვრა ეს ჩუმი აღფრთოვანება,
გაიბადრა ერთიანად.
აივნის კრები ჩუმად გამოიკეტა და სკამზე ჩამოჯდა.
ვარსკვლავიანი იყო ცა.
მოჭიქურებული.
-საიდუმლოს გამიმხელ კი?!-თალები ცასავით აუკაშკაშდა და მოუთმენლად დაელოდა პასუხს.
-გამხელას წინ რა უდგას,მე იმის უფრო მეშინია,გამხელამ რომ
დაგაფრთხოს და მერე ვეღარ დაგიჭირო.-წერილშიც კი იგრძნო როგორ გამოხედავდა ქვევიდან და გაუღიმებდა მაცდურად.
-იქნებ სულ არ გავრბივარ ტისო?-საიდან ამხელა გამბედაობა..
თვალები ძლიწრად დახუჭა და წამუთ ინანა საერთოდ,
რამ ააკრებინა ეს სიტყვები?
თითქოს დილას არიყო,
რომ გაიქცა და ვეღარ დაიჭირა პირველმა..
ვეღარ კიარა,
მის ნებას რომ მიუშვა და ადროვა..
-დილის მერე ასე მგონია ახლაც დარბიხარ და ისე მწერ.-ძლივს დამშვიდდა,იმდენი იცინა პირველის გულუბრყვილობაზე.
ხომ რამდენად შეეძლო დაებნია და სიტყვებით ეთამაშა,
მაგრამ,
თუ ანისგან იგივეს მიიღებდა,
უპოვნელად იბნეოდა.
ეს რომ იგრძნო ხოშტარიამ,
მხრებში ისე გაიმართა,
თითქოს უყურებდა ტისო.
აღარც წინანდელი ახსოვდა.
აღარც აქამდელი.
აღარც გაფრთხილება და აღარც,თხოვნები.
თითქოს ღამემ
იცოდა და მხოლოდ ორმა სულმა.
როდის აირია ასე?
როდის გადააწყდა ორაზროვნებს?
თითქოს მართლა დილას არიყო,
რომ შემოატყდა ეს , ამწამს აშრიალებული ფრთები ბუმბულ-ბუმბულ?!
მაგრამ,
აღარც ეს ღამიაწული სილაღე ეთმობოდა..
მხოლოდ,
ის უნდოდა,
მხოლოდ ეს ყოფილიყო მათი..
-ტისო..-სულ სხვაგან გადაერთო ისევ..
სულ
სზვაგან წაიყვანა ფიქრებმა..
-ქვევით ჩამო და ისე მითხარი..-პირველმაც ზუატად იცოდა,
სათქმელი რომ ქონდა დღეს ღამე და,
იქვე გაჩნდა.
თან არ ენახა მთელი დღე და წლის უნახავივით აკლდა.
რაღაც წამს ანიმ იგრძნო,
ეს რომ გარდამტეხი იყო
და შეჩერდა ზღურბლთან..
სამზარეულოდან გამოსულ ხმაურში არც კი ისმოდა მისი გაპარვა და სწრაფი ნაბიჯები.
არც ამომსკდარი გულის ჩქარი ფეთქვა.
სამაგიეროდ,
ქუჩას აყრუებდა ორი გულის ცემა..
ორი სულის,ერთი ელვარება..
-ანიკო!-ცას მიაწვდენდა ეგონატისოს ეს აღტაცება.
დილანდელივით სიხარული მოდებოდა მის ხმას და ანის ახლა აღარ შეშინებია უცხო მზერების..
ეს მოეწონა.
ეს თავისუფლება,
ღამეს რომ
ახლდა.
გაეღიმა.
მიაკენ არც კი გადაუდგამს ნაბიჯი,
მაინც იგრძნო თბილი სიახლოვე.
მოერიდა ამ გრძნობის.
უხერხულად აიწურა.
სასიამოვნოდ გააჟრჟოლა ტისოს..
დისტანცია იყო და თან არ.
სუნთქვას გრძნობდა მისას კანთან და თან,
მთელი ქალაქი დაეტეოდა ორ სხეულს
შორის..
გაეღიმა.
დაუფარავად.
მოეხსნა გულზე ყველა დარდიც პირველს.
-რაო აბა,ხოშტარია, “მე და ღამე”?! -ის ძველებური ქარიზმა დაუბრუნდა მის ხმას და ტანს,
ანის რომ რელსებიდან აგდებდა.
გაეცინა და თან გაბრაზდა ,
მაგრამ,
ვერც ამ სიანცეს უპასუხა სიავით.
-“მე და ღამე”!-იყო მტკიცე პასუხი.
მოეშვა ტისო.
მოჭიმული სხეული მოულბა.
-არ გადამიფიქრო ანი..-სულ წამით ჩაუქრა მზერა პირველს და ანის ეგონა,
ღამის ფერი გაუხდა მწვანე ირისები..
-რომ გადაგიფიქრო ტისო?!-გამოცადა ქალურად..
არა,
ბავშვურად..
-“ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია”
წაიღიღინა ისევ ტისო პირველმა.
როგორ შეეძლო ასე თამაში,
ასე ხატოვნად და თან ასე სიშმაგით.
როდის გაიცნო და როდის გაითავისა?
ხასიათით და ყველა მიიმიკით?
ძლიერად გააქნია თავი,
ფიქრების განსადევნად.
ცამეტი ტყვია.
ცამეტი რიგი.
გაბრაზებით ამოხედა,
მერქნისფერი თვალებით.
-არ მეცინება ტისო!-გაბუტული ტუჩები ერთმანეთს დააწყო და მზერა აარიდა.
ახლოს მოუნდა ყოლოდა კაფანდარა სხეული და გამოეკრა მკლავებში,
მაგრამ,
ხომ
იცოდა?
ხომ “მე და ღამე” ,
მაგრამ,
ხომ ადრე იყო.
უსაშველოდ ადრე..
-არადა,სიცილი ყველაზე მეტად გიხდება !
გაებადრა თვალები.
გაუციმციმდა,
სულ ქარვისფრად აელვარდა.
-შემოხვალ
ხვალ ქართულზე?!-უკან მოარულს ჩუმად დაადევნა.
ეღიმებოდა.
თავს ვერ იკავებდა.
ტუჩებს ვერ მოუყარა საერთოდ თავი.
-თუ მეტყვი რომ გინდა,კი!-აუციმციმდა ცასავით მოკაშკაშე ვარსკვლავები
პირველს თვალებში და უფრო გაუმწვანდა ის თვალები.
-ტისო,გთხოვ..
-დამორცვებულმა ვეღარ ამოხედა თვალებში და პირველს და ღამეს დაუტოვა მისებური თხოვნები..
უკან ხომ ვერ დაიხევდა,
უფრო მეტად,
მას ხომ ვერ გადავიდოდა?!
პირველმაც შეატოვა უთქმელი და ნათქვამი ბნელს და
პირველუ ღამე შემოაძარცვა განვლილ დღეს.
___
ვაიმე , მე ვეღარ ვსუნთქავ მღელვარებით
თქვენი არ ვიცი ;დდ
მომიყევით,მოლოდინებზე და შეფასებებზე
მე, გელით
თქვენი:ანასტასია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent