შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ არ არსებობს შუალედი-ყველაფერი ან არაფერი{3}


26-02-2015, 20:19
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 798

-შენ მარინას შვილი ხარ?-მეკითხება უცნობი შუა ხნის ქალი და მაკვირდება.
-მარინა დედაჩემს ერქვა. თქვენ ვინ ხართ?(ის)
-დედაშენს კარგად ვიცნობდი(ის)
-ღმერთო, ახლაც კი ვერ ვიცილებ მასზე ფიქრებს. რა მოხდა მაშინ.ეს მტანჯავს(მე)
-იცი, რაღაცნაირად მას გავხარ(ის)
-არ ვიცი-გავუღიმე.
-გეტყობა, რომ მარტოობას განიცდი(ის)
-უნდა წავიდე. კარგად-ნაბიჯს ავუჩქარე. თითქოს სიტყვა მარტოოობამ შემაშინა.
ამაზე ვფიქრობდი და ეს აზრი არ მასვენებდა.
ერთ დღეს ფსიქოლოგთან წავედი.
-გამარჯობა-ოცდათხუთმეტიოდე წლის ქალმა მომმართა.
-გამარჯობათ. თქვენ ხართ ნანი?(მე)
-დიახ, მე ვიქნები თქვენი ფსიქოლოგი(ის)
-სასიამოვნოა(მე)
-მარტოობა ძნელია-მან თითქოს წარმოიინა ჩემი ცხოვრება.
-საიდან იცით?(მე)
-თქვენი შევსებული წავიკითხე-გამიღიმა მან.
-სულ დამავიწყდა(მე)
-მეც გამომიცდია მსგავსი რამ(ის)
-ჩემთვის ძალიან ძნელი გადასატანი იყო ბავშვთა სახლში და წამოსვლის შემდეგ სრულიად გაუცხოებას ვგრძნობ. ეს მსპობს. ზოგჯერ ყველაფერს ვისვრი და თავს ვკარგავ(მე)
-მესმის შენი. მართლა, მესმის(ის)
ერთ საათს ვსაუბრობდით, მაგრამ თითქოს ოდნავ მაინც გავთავისუფლდი მძიმე ტვირთისგან.
რვა წელი ბავშვთა სახლში როგორ გავატარე მიკვირდა. ცხოვრების თავიდან დაწყებას ვცდილობდი. აღარ მინდოდა ამდენი ტკივილი. ისეთი სიცოცხლე მინდოდა, როგორიც სრულფასოვან ადამიანს შეფერის.
თანდათან ვეშვებოდი და თავს ვანებებდი უშინაარსო წარმოდგენებს. წარმოდგენებს, რომლებიც ცხოვრებისთვის მაძლებინებდა.
პარკში ვსეირნობდი ხოლმე ყოველ საღმოს. სკამზე ჩამოვჯდებოდი და წიგნს ვკითხულობდი. შემოდგომის უკანასკნელი ფოთლებიც შორდებოდნენ ხეებს, როგორც ბარტყი ბუდეს.
დრო გადიოდა. ფსიქოლოგთან სიარულს ვაგრძელებდი.
-მე უკვე თითქმის სრულად ვფლობ შენს ფსიქოლოგიურ პორტრეტს(ის)
-თითქმის-მკაფიოდ წარმოვთქვი.
-დიახ, თითქმის(ის)
-საერთოდ ჩემს სრულ პორტრეტს თვითონაც კი ვერ ვფლობ(მე)
-შენ თითქოს სამყაროში გეშინია. გეშინია ასევე ადამინებისაც, რადგან გგონია, რომ მათში მხოლოდ ბნელი მხარეა(ის)
-მერე?(მე)
-ის უნდა განდევნო(ის)
-ეს ხომ შეუძლებელია(მე)
-შეუძლებელი არაფერია(ის)
-ღმერთო, ეს ყველაზე უაზრო დრაზაა-გამეღიმა.
-შესაძლოა ასეცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაზე კარგად შეეფერება სიტუაციას(ის)
-იმედს მაძლევთ(მე)
-დაწექით და თვალები დახუჭეთ(ის)
-დავემორჩილე.
-მოდუნდით და შეეცადეთ არაფერზე არ იფიქროთ(ის)
-კარგი(მე)
-შესანიშნავია. ახლა შეეცადეთ წარმოიდგინოთ თქვენთვის იდეალური სამყარო(ის)
-კარგით(მე)
-იქ, სადაც სიყვარული და სითბოა. იქ, სადაც ერთმანეთი არ ძულთ და სადაც არ არსებობს სივდილი. შეეცადეთ ადამიანები მხოლოდ ნათელი მხარით დაინახოთ(ის)
შევეცადე. ამას ხომ ყოველთვის ვაკეთებდი ჩემს ილუზიებში.
-შეგიძლიათ ადგეთ(ის)
ავდექი და ამის შემდეგ მასთან აღარ მივსულვარ, არც შევხმიანებივარ. მეშინოდა, მაგრამ რისი არ ვიცი.
ამ სამყაროში სიყვარულიც ფასიანია, ყველაფერი ფასიანი. ეს ყველაფერი მაგიჟებდა.
გამახსენდა ფსიქოლოგის რჩევა და წავედი იქ, სადაც ერთნაირი ადამიანები იკრიბებოდნენ და ერთმანეთშ უზიარებდნენ ტკივილს.
-გამარჯობათ, მარია მქვია(მე)
-გამარჯობათ-სხვებიც მომესალმნენ.
ვსაუბრობდი და მინდოდა ტკივილი დამეკარგა. თითქოს ამითი მას უკუვაგდებდი. რამდენიმე დღე დავდიოდი და ვგრძნობდი, რომ ერთ-ერთი მათგანი დიდად იყო დაინტერესებული ჩემი მოყოლილით. ის თვალს ვერ მაშორებდა, მაგრამ პირადად საუბარს ჯერ არ აპირებდა.
ერთ დღეს ის ჩემ წინ მოვიდა. 22-23 წლის ბიჭი იდგა ჩემ წინ. საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებოდა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
-იდუმალებით ხარ აღსავსე(ის)
-იდუმალება ეს ისაა, რაც მღუპავს(მე)
-მარია. თქვენ?(მე)
-ალბერტი-ტუჩი ზემოთ ასწია და თეთრი კბილები გამოაჩინა.
გავუღიმე.
-თქვენს შესახებ მეტი მომიყვით. იცით, მართლა მესმის თქვენი(ის)
-უხერხულად ვარ. შენობით ვისაუბროთ(მე)
-კარგი-გამიღიმა.
-თქვენ გაკოტრდით არა?(მე)
-დიახ. ზარალი ბიზნესის ნაწილია(ის)
დიდხანს ვსაუბრობდით. მასში იყო რაღაც განსხვავებული ის,რაც მიზიდავდა. სავიზიტო ბარათი მომცა.
სახლში მივედი თუ არა საძიებო სისტემა გადავქექე. ის ცნობილი ბიზნესმენი იყო, რომელმაც დიდი ზარალი განიცადა.მისი რუსი დედის ფოტოებითაც აჭრელებული იყო ინტერნეტი. გამიკვირდა, რომ ჩემით ასეთი დაინტერესება გამოხატა.
ის მეორე დღესაც მოვიდა. ეს შეხვედრები მეხმარებოდა და რაღაცნაირად მათავისუფლებდა.
-ერთად ხომ არ გვევახშმა?(ის)
-არ..-უნდა მეთქვა არ მცალიაო, მაგრამ მან გამაწყვეტინა.
-მე მოვითხოვ-ის ტუჩებს ვნებიანად ამოძრავებდა. მისი სიტყვები კი მატყვევებდა.
-რა გაეწყობა-თვალი გავუსწორე.
-არ მიღალატოთ. ექვსზე გამოგივლით-მან თვალი მაცდურად ჩამიკრა და მანქანისკენ გასწია, სადაც მძღოლი ელოდებოდა.
მე თვალს ვერ ვაცილებდი. ჩემი რაღაც ნაწილი ამას ნანობდა, ის ხომ ვიღაც უცხო პიროვნებას წარმოადგედა მისთვის, მაგრამ მეორე ნაწილი სიგიჟემდე იყო მოხიბლული. იქნებ, ფიქრობდა, რომ ეს საჭირო იყო ყურადღების გადასატანად. იქნებ, ცხოვრების უფლება უნდა მიმეცა საკუთარი თავისთვოს.იქნებ, მხოლოდ მეგობრები მაინც გავმხდარიყავით. მე ხომ ის, რასაც მეგობარი ჰქვია ძალიან მჭირდებოდა.
ვნერვიულობდი. ასე ვთქვათ, ეს იყო ჩემი პირველი პაემანი. მუხლს ზემოთ შავი სადა კაბა ჩავიცვი და საათს დავუწყე ყურება. ექვს წუთები აკლდა. დრო იწელებოდა.
კარზე ზარი გავიგე. სმოკინგში უფრო სიმპათიური მეჩვენა, მაგრამ ყველაზე მიმზიდველი მაინც მისი ბრწყინვალე თვალები იყო.
-ჩემთვის დიდი პატივია-მითხრა და ხელი გამომიწოდა.
მანქანაში ჩავსხედით. მისი მზერა არ მცილდებოდა. ის ჩემით შეპყრობილი იყო, როგორც მე. ჩემი გულის ცემა აჩქარებულიყო. ალბათ, მისიც.
-არ ვიცი ამხელა იდუმალება და ქალურობა როგორ უნდა ჩაეტიოს 16 წლის გოგოში-მისი თვალები ჩემს ტუჩებს უყურებდა.
-ას ეფიქრობ, ალბერტ?-მასთან თავისუფლად იყავი. მართალია, არც ისე დიდი ნაცნობობა გვაკავშირებდა, მხოლოდ ერთი კვირის, მაგრამ მასში მეც იგივეს ვხედავდი. ეს იყო რაღაც არაამქვეყნიური მამაკაცი. თავიდან ბიჭით კი მოვიხსენიე, სანამ მას უფრო ახლოს გავიცნობდი, მაგრამ ბიჭობიდან ის დიდი ხანია, რაც გამოსულიყო. ის უკვე დამოუკიდებელი ადამიანი იყო, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი ენახა. არ იყო მშობლების ფულებით განაებივრებული ბიჭი, რომელმაც არ იცის ის როგორ დახარჯოს. ეს სულ სხვა იყო. ალაბათ, სწორედეს იყო, რაც მასში მიზიდავდა.
ძვირადღირებულ რესტორანში მიმიყვანა.
-საჭირო არ იყო. შენც იცი, რომ ეს არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი(მე)
-ვიცი და ამიტომ მომწონხარ-შემომხედა და მისმა მზერამ კიდევ დამიპყრო.
დავსხედით. ყველაფერი ლამაზი იყო. ეს ისეთი რომანტიკული იყო, რაც მხოლოდ ფილმებში მენახა და რაზეც ზოგჯერ ვოცნებობდი ხოლმე.
-რას შეუკვეთვ?=მან მენიუ მომაწოდა.
-მადლობ(მე)
-მე ის მომიტანეთ, რაც ლედის უნდა-ხელი ხელზე დამადო.
უბრალოდ გავუღიმე.
-ღმერთო, რამდენი რამ გამოგივლია, მაგრამ ეს რომ არა არ იქნებოდი ისეთი, როგორიც ახლა ხარ(ის)
-როგორი შორსმჭვრეტელი ხარ(მე)
-მისმინე, ხვალ საღამოა ბიზნესმნები ვიკიბებით და პარტნიორობას ხომ არ გამიწევ(ის)
-ხვალ ბუნებისმეტყველების გაკვეთილი მაქვს(მე)
-ერთხელ გააცდინე-მისი თვალები უფრო მაცდური გახდა.
-მისმინე, ისედაც მიჭირს და გამოცდები მალე კარს მომადგება(მე)
-ჯერ რა დროს გამოცდებია. ნუ ეცდები, ჩემს მოტყუებას(ის)
-როგორი დამაჯერებელი ხარ(მე)
-ესე იგი ბუნებისმეტყველება არ გაინტერესებს(ის)
-არა(მე)
-რა სფერო გიზიდავს?(ის)
-ჟურნალისტიკა(მე)
-საინტერესოა. რას იტყვი ჩემს კომპანიაში შტაჟირების გავლაზე?(ის)
-შესანიშნავი იქნებოდა(მე)
-მარია, შენ გასაოცარი ხარ(ის)
არაფერი მიპასუხია,მაგრამ პასუხი სახეზე მეტყობოდა.
მარტო მას არ დავახლოებივარ. აქ ნინიც გავიცანი. ჩემზე ერთი წლით იყო უფროსი და ძალიან კარგად მიგებდა. მასთან წავედი. ამ დროის განმავლობაში მასთან ისე დავახლოვდი, რომ მასთან საუბრისას ისე ვიყავი, როგორც ჩიტი ცაში.
-როგორ ხარ?(ნინი)
-არამიშავს, შენ?(მე)
-აშკარად გატაცებულია შენით(ნინი)
-სისულელეა. რატომ უნდა იყოს ჩემით დაინტერესებული?!-ვთქვი, მაგრამ ვიცოდი რომ ასე იყო და ამას პასუხი არ ჰქონდა, არ ჰქონდა ახსნა. განა ყვეაფერს გამოეძებნება მიზეზი?!

მოკლედ,ვინც კითხულობთ არ დაგეზაროთ კომენტარის დაწერა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent