შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 5


28-02-2015, 15:29
ავტორი northern light
ნანახია 3 401

-მამა პატარა ხომ არ ვარ? ბარემ დაცვა დამიყენეთ სახლთან . ბუების აღარ მეშინია რომ 1 კვირასახლში ვერ გავჩერდე მარტო. თან გაგაც აქაა . დიდია უკვე რა ის ადამიანი , ბოლოსდაბოლოს შენი ძმისშვილია და არ ენდობი? მომხედავს ის , დავურეკავ ხოლმე და გამომომივლის და წამიყვანს სადაც ვეტყვი, ისე კიდე ელენე და გიოც მეყოფიან მცველებად-გამწარებული ვყრდი ცოფებს რომ რამენაირად მამაჩემი დამერწმუნებინა ჩემს სიმართლეში .
-არაა მაშოო ! არადა მორჩა გააკეთებ ისე როგორც დედაშენი გეტყვის. ჩვენ ჩავალთ ბებიასთან საქმებია , მოსავალი უფუჭდება მივეხმარებით დაჩამოვალთ შენ კიდე ლია დეიდასთან უნდა დარჩე. ის არაკაცი გამოუშვეს გესმის? და გახსოვს შარშან რა მოხდა ? მგონი არ უნდა გჭირდებოდეს ჩემი შეხსენება . მიდი აიღე ცოტა ტანსაცმელი მალე მოვა ლია დეიდა და გაყვები. არ იკბინება ის ქალი ! -ისევ თავისას გაიძახოდა და ჩემს ნერვულ სისტემას სპობდა . მგონი აღარ ვარ ისეთი პატარა დედაჩემის დაქალთან რომ მიწევდეს დარჩენა . რა უბედურებაა ამ დასაწვავ თბილისში არავინაა ნათესავი . ვინ იქნება? მამაჩემის ძმა საზღვარგარეთაა მხოლოდ გაგაა აქ და ისიც ჩემი ტოლია , მასთანროგორ დამტოვებენ . აუ მაშო რა მოხდებოდა დიდი ძმა რომ გყოლოდა? ლუკას მშობლებიც სოფელში წავიდნენ.... ღმერთო რა დაგიშავე? რატომ მირევ ცხოვრებას ეს ორი კვირაა? მგონი ისეთი არაფერი დამიშავებია.
გაბუსხული წავედი ოთახისკენ და რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი უბრალო ჩანთაში ჩავყარე . პატარა რომ ვიყო ვიტირებდი მაგრამ ახლა ვეღარ ვიტირებ . შემოდგომა და ჭირი უფ... გულში ვილანძღებოდი და თან შავ ქუდს ვეძებდი . როგორც იქნა ვიპოვე და თავზე ჩამოვიფხატე. გარეთ დაბღვერილი გავედი და როგორც კი ლია დეიდას წყლიანი მწვანე თვალები დავინახე მაშინვე მომილბა გული. ნაზად გავუღიმე და მოვიკითხე
-მაშო სახლში მხეცები არ მყავს. ერთი კვირა დამიჯერე ნიავსაც არ მოგაკარებ - ისევ გამიღიმა და გასასვლელისკენ წავიდა.
-მაშო მისმინე ..
-ვიცი დედაა ვიციიი მეასედ მიმეორებ დილის აქეთ უკვე ტვინი ამტკივდა . ჭკვიანად მოვიქცევი და არ გავაბრაზებ ლია დეიდას , კიდე გარეთ არ ვიხეტიალებ , ბლაა ბლა ბლა . ბებო ჩამიკოცნეთ - ორივეს ვაკოცე ლოყაზე და ია დეიდას გავყევი .
-მაშო დედაშენმა მითხრა კარგად კერავს და თანაც კარგად უკრავსო . -ღიმილით შმომხედა და ხელკავი გამომდო
-რავიცი ვახერხებ რაღაცეებს -მეც ღიმილით ვუთხარი და ჩანთა გავისწორე.
-ჩემი გოგოც მივიყვანე გუშინ , მანაც იცის რაღაცეები იმედია გამოვა რამე - ისეთი თბილი ხმით თქვა რომ წარმოვიდგინე რა კარგი იქნებოდა მისი შვილი .
-რამდენი შვილი გყავთ? -ღიმილით შევხედე.
-ახლა 2 -ხმაში სევდა გაუკრთა და მეც შეშფოთებულმა გავხედე.-2 წელია უფროსი გოგო და მეუღლე დავკარგე ...-ახლა მივხვდი რატომ აქვს ამ ქალს ასეთი სევდიანი თვალები.... თურმე რამხელა ტკივილს ატარებს გულით ...
-ვწუხვარ არ ვიცოდი - დარცხვენილმა ჩავილაპარაკე და თავი დავხარე
-არაუშავს ცემო გოგოვ - ფართოდ გამიღიმა და სხვა ქუჩისკენ გადაუხვია -სი მოვედით , მეცხრე სართულზე ვცხოვრობ , ერთი კვირა მოგიწევს ლიფტით სიარული .-ლიფტის ღილაკს ხელი დააჭირა და ჩანთიდან გასაღები ამოიღო . უხმოდ მივყვებოდი უკან და ველოდებოდი როდის შემიყვანდა სახლში , მინდოდა მისი შვილების გაცნობაც , არ მაწყენდა ახალი მეგობარი...
-აი ჩემო გოგოვ , კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ოჯახში- სახლში შემიძღვა და მეც ლამაზად მოწყობილ სახლს მოვავლე მზერა . ისეთი კარგი აურა იყო , არ ვიცი რატომაგრამ საშინლად დავწყნარდი, სახლში ზუსტად ისეთი სურნელი ტრიალებდა როგორც ჩემს სოფელში , დიდ მინდორზე რომელსაც უამრავი ყვავილი ამსვენებდა .... ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და კმაყოფილმაგავიღიმე .
-წამო მისაღებში და თავისუფლად , ქირის გადახდა მოგიწევს , უნდა დმეხმარო რაღაცეების შეკერვაში -ხუმრობით მითხრა და მეც გამეღიმა , რა კარგია ეს ადამიანი , მიხარია რომ სახლშიარ დამტოვეს და აქ გამომიშვეს , აქ ხომ ასეთი კარგ... ფიქრები შუაზე გამიწყდა როცა ნაცრისფერ მაისურს მოვკარი თვალი რომელსაც დიდი წითელი ლაქა ქონდა , არ მეგონა გული თუ არ გასკდებოდა , ოონდ ეს არა და სხვა რაც გინდათ
-ჩემი ბიჭისაა , ძალიან უყვარდა ეგ მაისური ერთი კვირის წინ ვიღაცამ წვენი გადაასხა და გამწარებული მოვარდა სახლში - ღიმილით ჩაილაპარაკა და მაისურს ხელი დასტაცა - ვერ მივაჩვიე რომ თავისი ნივთები აქეთ იქით არ უნდა ყაროს .... ვის ახსოვდა ნივთები და ლია დეიდა , გული მიფრთხიალებდა იის წარმოდგენაზე რომ მომავალი ერთი კვირა დემონის სამყოფელში მომიწევდა ცხოვრება ... რა შარში ხამ მაშოოო...კარები დემონმა შემოაღო და როგორც კი დამინახა ელდა ეცა , მერე ისევ უკან გაბრუნდა და ხელახლა შემოვიდა კარებში ,
-არააა- ორივემ ერთდროულად წამოვიძახეთ და ერთმანეთს შევხედეთ
-რაიყო იცნობთ ერთმანეთს?-გაკვირვებული იყურებოდა ლია და თვალებს აქეთ იქით აცეცებდა
-ესაა ქეთოს შვილი? -თითი გამოიშვირა ჩემსკენ და შაკარად დედამისს შეხედა
-კი მაშო ქეთოს შვილია და რა ხდება აქ? -დაეჭვებით გამოგვხედა ორივეს და მაისური ისევ თავის ადგილას დადო .
-რადა ეგ მაისური ამ ქალბატონმა გამიუბედურა - ზიზღით გადმომხედა და მზერა ჩემზე შეაჩერა
-რაიყო გუკა უბრალო მაისურია -მხრები აიჩეჩა და გაბრაზებულმა გახედა დემონს
-უბრალო არაა , მარიამის ნაჩუქარია და შენ - ახლა მე მომიბრუნდა - გირჩევნია ფეხებში არ მომედო ეს ერთი კვირა .- ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს ასეთი ხეპრე შვილი ყავდეს , თუმცა საოცრად სიმპატიური ... დივანზე დაჯდა და ტე;ლევიზორის პულტს დაუწყო წვალება .
-წამოდი შვილო ოთახს განახებ თორემ ეს ვირი შეგაშინებს , გუკა კიდევ ერთხელ დაელაპარაკები მაშოს ასე და ხმას აღარ გაგცემ - გუკას მკაცრად გადახედა და ნახად მომხვია ხელი წელზე
-კეკეც თქვენი შვილია? -ჩემს ბედზე გაბრაზებულმა ვკითხე და ლიას გავხედე
-ხო ჩემო კარგო საიდან იცნობ? -გაკვირვება ვერ დამალა და ოთახის კარი გამიღო . უბრალო ოთახი იყო , პატარა ერთი საწოლი და უბრალო კარადა იდგა , სამაგიეროდ დიდი ფანჯარა ქონდა რომლის რაფაზეც კარგად მოვთავსდებოდი . მომეწონა ჩემი ერთ ვირიანი სამფლობელო და კმაყოფილმა გადავხედე ლიას .
-მეც ლამარა მასწავლებელი მასწავლის გავუღიმე და ჩანთა საწოლზე დავდე - მშვენიერი ოთახია - კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი მყუდრო ყავისფერ კედლებს .
-ხო ადრე ბავშვების სამეცადინო ოთახი იყო ახლა კიდევ უბრალო ოთახია , გუკა თავის სამფლობელოდან ისვიათად გამოდის კეკე კიდევ ჩემთანაა - ისევ გამიღიმა და კარისკენ წავიდა . -მიდი მოეწყვე და გამოდი ვჭამოთ , ჯერ ისევ დილაა და არ გექნება ნაჭამი-კარი გაიხურა და მეც ჩემს გაურკვეველ ფიქრებთან მარტო დამტოვა . ერთი კვირა აქ უნდა ვიყო ,ერთი კვირა დემონის თვალებს უნდა ვუყურო და ეერთი კვირაა უნდა ვეცადო ენას კბილი დავაირო რომ არაფერი დამიშავოს. სულ ესაა მგონი . ქუდი მოვიხადე და აფორიაქებული გავედი ოთახიდან .
-მაშოოო - კეკე ჩემსკენ გამოიქცა და ხელები გაშალა , მეც აღარ დავაყოვნე და მაგრად ჩავიხუტე პატარა ანგელოზი გულში . აი თურმე რატომ მეცნობოდა მისი თვალები , სულ ლია დეიდას გავს ,ალბად დემონს მამამისის თვალები აქვს თორემ არამგონია ლიას გავდეს . მისაღებში კეკესთან ერთად გავედი . დემონი ისევ ტელევიზორს უყურებდა და აშკარა სულ არ აინტერესებდა გარშემო რა ხდებოდა .
-მაშო შენ მართლა ჩვენთან უნდა დარჩე?-გახარებულმა მკითხა და სამზარეულოში ჩემს გვედრით მოკალათდა.
-კი უნდა დავრჩე - მეც გახარებულმა ვუთხარი რადგან ამ სახლში 2 ადამიანია ომელიც უკვე ძაან მიყვარს ხოლო ერთი დემონი . იმედია დამიცავს ეს ორი დემონისგან .
-გუკა არ მეთამაშება და შენ ხომ მეთამაშებიხოლმე ? -მოწყენილმა ჩაილაპარაკა და ხელები მაგიდაზე დააწყო...
-კი აბა რას ვიზამ - მეც გავიკვირვე თიტქოს ეგ როგორ მკითხეო და ლიას მოწოდებული თეფშები მაგიდაზე დავაწყვე .
-გუკააა მოდიი -ლიამ ხმამაღლა გასძახა დემონს და ისიც მალევე შემოვიდა ოთახში .ეგრევე მე შემომხედა და თვალის მოუშორებლად დაჯდა სკამზე . ასე ხომ დავიხრჩობი? ორ ლუკმას ვერ გადავყლაპავ , მისი მზერა მწვავს ცხოვრებას მისპობს , რა დავაშავე ასეთი?
-გემრიელად მიირთვით - ღიმილით დამხედა ლიამდა თვითონაცმაგიდას მოუჯდა . ხმას არავინ იღებდა რაც ძალიან მომწონდა .აი დეონის მწველიმზერა კი უკვე აუტანელი იყო . რამდენჯერმე შევხედე და მიხვდა რომ უნდა გაეხედა მაგრამ მაინც მაშტერდებოდა. ჭამის შედეგ გუკა თავის ოთახში ჩაიკეტა , ლია სადღაც წავიდა მე კიდევ კეკეს თმა გავუკეთე და თონიჯებით ვეთამაშე .ესეც ლამაზი კვირა დღე მაშო მეტი რაღა გინდა? ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ჩემს ბედს ვწყევლიდი . გულის სიღრმეში მიხაროდა კიდეც ასე რომ ხდებოდა. მომწონდა დემონის სიახლოვე და მისი შავი თვალებიც საოცრად მომწონდა .
-ლიამ ბალიშები გამომატანა . - ბოხმა ბარიტონმა რომ დაარღვია სიმყუდროვე და ჩემამდე მოაღწია , ისე შემეშინდა რომ რამის რაფიდან გადმოვვარდი .
-შენ დაკაკუნება არ გასწავლეს? -გაბრაზებულმა შევხედე დემონს რომელიც ჩემს მოკლე პიჟამაში გამოწყობილ სხეულს ხარბად ათვალიერებდა .
-როგორც ხედავ არ უსწავლებიათ . - ბალიშები საწოლზე დაყარა და ოთახიდან გავიდა . ასე ნერვები მომესპობა . რა უზრდელია ... და თან როგორ მრცხვენია ასეთ ფორმაში რომ მნახა. ლია ჩემს აზრბს კითხუობს , როგორ მიყვარს ბალიშები , თან ასეთი ფუმფულები როგორიც ესენია , ყველა საწოლზე მიმოვფანტე და საბანში გავეხვიე , უკვე საკმაოდ ცივა თან მე ისეთი მცივანა ვარ , შეიძლება ზაფხულში გავიყინო .... ამ ფიქრებში გართულს და დღევანდელი ემოციებით დატვირთულს ჩამეძინა . ... დილით მზის სხივებს არ გავუღვიზებივარ , არც მაღვიძარას , კეკეს თბილმა ხელებმა გამაღვიძეს , მეც ღიმილით გადავხედე და ცხვირზე ვაკოცე
-დედიკომ თქვა ადგესო დააგვიანდებაო - წკრიალა ხმით დაილაპარაკა და საბანი გადამხადა
-კაი პატარავ ვდგები , - ფართოდ გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი . გარეთ წვიმდა ამიტომ ყველაზე თბილი ჟაკეტი რაც მქონდა ისე ჩავიცვი , კიდევ კარგი წამოვიღე თორემ ხომგავიყინებოდი . აბაზანაში არავინ იყო , მოვწესრიგდი და მისაღებში გავედი , გუკა რარაცას გამწარებული ეძებდა , ერთი სემომხედა და ისევ უჯრებში დაიწყო ქექიალი .
-დილამშვიდობისა - მივესალმე ლიას და სკოლის ჩანთ ავიღე . რა საშინელებაა მთელი წიგნები ამ ჩანთაში მიდევს , მომიწევს ამოვალაგო თორემ ერთი კვირა ასე ვერ ვათრევ.
-დილამშვიდობისა მაშო -ღიმილით მოვიდა ლია და ლოყაზე მაკოცა .-მიდი ზედმეტი წიგნები ამოალაგე და აი იქ თაროზე დააწყვე . -თაროზე მიმითით და ისევ სამზარეულოში გაბრუნდა . მეც თაროსკენ წავედი და წიგნების ამოლაგება დავიწყე .
-გამოიწიე - უხეშად გამკრა ხელი დემონმა და აქეთ გამომწია , მისი შეხება როგორც კ ვიგრძენი თითქოს დენმა დამარტყა და ტანში ჟრუანტელმა დაიარა , ესუკვე საგანგაშოა , რატომ მემართება ასე?
-ეი მეტკინა -გაბრაზებულმაშევხედე და ახლა მე გავწიე .
-გითხარი გაიწიეთქო -ისევ გამაგდო და ჩემს ადგილას დადგა
-ჯერ წიგნებს დავაწყობ და მერე გავიწევი -გაბრაზებულმა ვუთხარი და ისევ მხარზე მივაწექი . ადგილიდან ვერ დავძარი . -ახ გაიწიე - გაბაზებულმა გავუშვი ხელი და ახლა მხრით მივაწექი
-მისმინე მაგ ჭიდაობას გირჩევნია დამითმო ადგილი - თვალი ჩამიკრა და თაროზე ხელების ფათური დაიწყო
-უხეში - ჩემთვის ჩავილაპარაკე და წიგნები კარგად დავიჭირე
-სიტყვები ! - გამაფრთხილებლად ამიწია თითი და იქაურობას გაეცალა .გულში გავაჯავრე და წიგნები თაროზე ლამაზად დავაწყვე . მერე სამზარეულოში ცოტა შევჭამეთ და დემონთან ერთად გავედი სახლიდან . ყურადღებას არ ვაქცევდი , მე კიბეებით დავეშვი ის კიდევ ლიფტს დაელოდა , რამოდნიმე ნაბიჯით გავასწარი სადარბაზოდან და იქვე გავქვავდი ცემსკენ მომავალი დათო რომ დავლანდე .
-აბა ფისოო საით გაგიწევია? -ირონიული ღიმილით მომიახლოვდა და მეც რამდენიმე ნაბიჯით უკან წავედი
-დათო თავი დამანებე - აკანკალებულმა ამოვილაპარაკე და დათოს შიშით გავხედე .
-ხომ გაიგე რაც გითხრა? -გაბრაზებული დემონის ხმა რომ გავიგე გულზე მომეშვა და ოდნავ დავწყნარდი
-შენ ვინ ხარ ვაბშე? - ზიზღით აათვალიერა გუკა და მხარზე ხელი მომიჭირა . ტკივილისგან ერთი ამოვიკვნესე და ნიანგის ცრემლები გადმოვყარე .
-ან გაუშვებ ან არადა გაიგებ ვინც ვარ ! - დემონმაც ზიზღით ამოილაპარაკა და კიდევ უფრო მიუახლოვდა დათოს , მანაც ხელი გამიშვა და საყელო გაისწორა .
-ამჯერად ასე იყოს , სხვა დროს ვერსად გამექცევი - ჰაეროვანი კოცნა გამოიგზავნა და წავიდა .
-ესაა ის ახვარი? ვიღაც დათო? -ჩემს წინ დადგა და ატირებული რომ დამინახა სახეზეფერი ეცვალა . -კარგი ნუ ტრიხარ რა ... - ხვეწნით ამოილაპარაკა და მხარზე ხელი მომკიდა . მეც ცრემლები შევიმშრალე და გაკვირვებულმა ავხედე .
-მომეცი შენი ტელეფონი ერთ წამს - მისმ ნათქვამმა გამაკვირვა მაგრამ ტელეფონი მაინც გავუწოდე , ეკრანს რამდენჯერმე შეახო ხელი და ტელეფონი უკან დამიბრუნა - მისმინე , შეიძლება ცუდად გექცევი , ვერ მიტან და ასე შემდეგ მაგრამ იცოდე თუ სადმე გადაეყრები მაშინვე მომწერე ან დაირეკე , უბრალოდ ზარი გამოუშვი , ვიცი რაც მოხდა და რატომაც გეშინია ამ ტიპის ასე , ქეთომ თქვა დედაჩემთან და მეც შემთხვევით გავიგე . და სანამ მე ცოცხალი ვარ ვერაფერსდაგიშავებს !- ბოლო სიტყვები მკვეთრად წარმოთქვა და გაკვირვებისგან ენაგადაყლაპულს შემომხედა . -წავედით დავაგვიანეთ და ნუღარ ტირიხარ - ხელით მიბიძგა და მეც უკან გავყევი . სკოლამდე ვსრუკუნებდი და ცრემლებს ვიწმენდდი , აღარ მინდოდა მეტია მაგრამ არ ვიცი რატომ , ალბათ დმონის ნათქვამი სიტყვების მერე უარესად მინდოდა ტირილი , თუ ვერ მიტანს და ასე მექცევა , ჩემზე რატომ ნერვიულობს? უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მიჩნდებოდა და სულ უფრო და უფრო ზრდიდა დემონის ადგილს ჩემს გულში . ელენე არ იყო სკოლაში რამაც კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დამაყენა , გეოგრაფიის მასწავლებელმაც ჩემს ნერვებზე ითამაშა , დემონიც აღარ დამინახავს რადგან კლასიდან არ გავსულვარ , კლასიდან რა საერთოდ ერხიდანაც არ ავმდგარვარ. ბოლო გაკვეთილს უკვე ძილ ბურანში მყოფი ვუსმენდი და ზარის დარეკვას სულოუთქმენლად ველოდი . კარებთან დემონი დამხვდა , მაგრამ არც გაუღიმია და არც არეფრი უთქვამს , სახლამდე ხმას არ იღებდა , ეზო კარგად მოათვალიერა რაც არ გამომრჩენია მაგრამ არაფერი მითქვამს . სახლში მისულებს როგორც ყოველთვის ლია ღიმილით შემოგვეგება , კეკე ბაღშიიყო , და საღამომდე ვერ ვნახავდი .
-აბა მაშო რა ქენი დღეს? -თეფში წინ დამიდგა ლიამ და ჩემს გვერდით დაჯდა . დემონიც მაგიდასთან იჯდა მაგრამ ხმას არ იღებდა . როგორ შეუძლია ამდენ ხანს ჩუმად იყოს ვერ ვხვდები .
-რავი არაფერი , ერთადერთი ადამიანი ვისაც ვიცნობდი არ იყო , ერთ ბიჭსაც ვიცნობ მაგრამ ისიც არ გამოჩენილა , საშინელი დღე იყო.... -უხალისოდ ამოვილაპარაკე და ჩაი მოვსვი .
-კაი ბიჭია? -ღიმილით მკითხა ლიამ და თვითონაც ყავა მოსვა . დემონმა მე შემომხედა ალბად აინტერესებდა რას ვიტყოდი .მეც გავიღიმე და ღიმილით დავიწყე
-კი ძაან საყვარელი და ზრდილობიანია , სიმპატიურიცაა მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს - ღიმილით ჩავილაპარაკე და წარბებშეკრულ დემონს გადავხედე .
-რა ნაკლი? -გაკვირვებულმა შემომხედა და ფინჯანი მაგიდაზე დადგა .
-ქერაა - მხრები ავიჩეჩე და ნამცხვრის ჭამა დავიწყე რომელიც საოცრად გემრიელად გამოიყურებოდა .
-არ მოგწონს ქერა ბიჭები? -სიცილით მკითხა და თვითონაც ნამცხვრის ჭამა დაიწყო . უჩვეულოდ მომღიმარ დემონს გავხედე რომელიც ისე საყვარელი იყო რომ მინდოდა მაგრად მომეხვია ხელები კისერზე .
-მომწონს რა არ დამცინოთ ლია დეიდა , რო ვუყუებ ასე მგონია ყველა სიტყვას მატყუებენ , ქერა და წითური ხალხი ყოველთვის უნდობლობას იწვევნ ჩემში - გუკა უკვე პირგახეული იჯდა . გაკვირვებული ვუყურებდით მეც და ლიაც .
-რა გაცინებს? -წარბები შევკარი და ისე გავხედე
-იცი ლია რამდენი წლისაა დეიდას რომ ეძახი? -ისევ გაიცინა და ხელები მაგიდაზე დააწყო. ლიამახ გაიცინა და მე შემომხედა. უარის ნიშნად თავი გავაქნიე დაგუკას გავხედე - 34 ლისაა და ნუ დამიბერე დედიკო -ისევ გაიცინა და ფეხზე წამოდგა . იმ დღეს აღარაფერი მომხდარასაინტერესო , მე ვიმეცადინე და მერე ცოტა ხანს ლიასთან ერთად ვკერავდი , კეკე გუკამ მოიყვანა ბაღიდან , მერე კეკესაც ვეთამაშე და საღამოს საკმაოდ დაღლილი დავჯექი დივანზე ლიასთან ერთად .
-უფ შეკვეთები დავამთავრე , ესეც ასე ჩემო მაშო , შენც დაგღალე .- დაღლილმა გამიღიმა და ჩვენსკენ მომავალ გუკას გახედა .
-რამეს ვუყუროთ? -დისკებს გადაავო გუკამ თვალი და ელევიზორთან მივიდა .
-მე მეძინება დე უნდა დავიძინო თან კეკეც მარტოა ოთახში და არ შეეშინდეს - ფეხზე წამოდგა ლია და ოთახიდან გავიდა .
-შენ უყურებ? -მზერა ჩემზე გადმოიტანა და ინტერესით შემომხედა. თავი დავუქნიე და დივანზე კარგად მოვკალათდი .
-ხომ არ გეშინია? ცოტა საშიში ფილმია და იმედია გული არ გაგისკდება - ცინიკური ღიმილით გადმომხედა და ჩემს გვერდით დაჯდა .
-არა რისი უნდა მეშინოდეს - მეც გავიცინე და ეკრანს შევხედე .
-რავიცი ვნახოთ - მხრები აიჩეჩა და საზურგეს მიეყუდა .
-ჩაი გინდა? -გადავხედე და ფეხზე წამოვდექი .
-კი მინდა - შემოუხედავად მითხრა და დაწყება გადაახვია . მეც მალევე დავბრუნდი სამზარეულოდან და ჩით სავსე ფინჯანი გავუწოდე. მადლობაო ხმადაბლა მითხრა და იქვე მიდებული პლედი გადმომაწოდა . მეც გავშალე და ორივე კარგად მოვკალათდით . დაიწყო , მაგრამ ისეთი დებილობა იყო , სულ სისხლი , რაღაც არაამქვეყნიური არსებები და უაზრობები , უბრალო პატარა ბიჭმაპირიდან ცეცხლი გამოაფრქვია და მეც სიცილი ამიტყდა , მთელი ოცი წუთი ვცდილობდი თავი შემეკავებინა და სიცილი არ ამეტეხა მაგრამ აი ამ სსულელეზე მაგრად ავხარხარდი. გიჟივით მიყურებდა გუკა და ჩემს რეაქციაზე ეცინებოდა .
-რა გაცინებს? -ღიმილით მკითხა გაოგნებულმადა შემომხედა .
-რა სისულელეა , როდის იყო ბავშვებიპირიდან ცეცხლს აფრქვევდნენ და ზომბებს წვავდნენ - ისევ გამეცინა და თვალებიდან წამოსული ცრემლები მოვიწმინდე .
-გიჟი ხარ - თავის ქნევით ჩაილაპარაკა და ისევ ტელევიზორს გახედა . ჩემთვის ეს ერთი ნაპერწკალი იყო საჭირო რო მერე მთელი საათნახევარი სიცილი აღარშემიწყვეტია . ბოლოს ფილმიც დამთავრდა და გასუსულ დემონს გადავხედე რომელიც ჩემს სიცილს შეეცვია და რეაქცია აღარ ჰქონდა .... შევხედე და საამო ღიმილმა გამიპო ბაგე , პატარა ბავშვივით ეძინა , თავი დივნის სახელურზე ედო და ამხელა ორმეტრიან ადამიანს პატარა ბავშვივით მოკუნტულს ეძინა . ცოტა ხანს ვუყურებდი როგორ აცმაცუნებდა ტუჩებს ძილში და მის გულიცემას ვითვლიდი , მერე გამახსენდა ომ უკვე ძაან გვიანი იყო თან საკმაოდ ციოდა და უნდა გამეღვიძებინა. ლოყაზე ხელი ფრთხილად შევახე და ხმადაბლა დავუძახე
-ჰეი , გაცივდები გაიღვიძე- ნაზად ჩავილაპარაკე და ღიმილით შევხედე . ნელა გაახილა თავისი დიდრონი შავი თვალები და მანაც გამიღიმა . მეფეხზე წამოვდექი და პლედი ლამაზად დავკეცე .
-ტკბილი ძილი- მხოლოდ ეს ორი სიტყვა ითხრა ძილისგან დაბოხებული ხმით და ოთახისკენ წავიდა. მეც ოტახისკენ წავედი და საოცრად გამთბარს , დემონით გამთბარს ჩამეძინა ...

რაღაც ძაან პასიურობთ :( ეს თავი გუშინვე დავწერე და ამიტომ ვდებ ასე მალე <3 იმედია რამე პრობლემა არ გამომიჩნდება და მოვახერხება დადებას <3 შემიფასეთ ...რომ არაფერს წერთ ასე მგონია არ მოგწონთ



№1  offline წევრი anni-gio2001

Me momwons tan didi tavi iyo esa da

 


№2 სტუმარი unknown

Au dzaan magari motxrobaa <3 rogor minda eseni ertad iyvneen ^_^ didi imedebit velodebi shemdeg tavs <3 ^__^

 


№3  offline წევრი BusaMariami

რა ღუნღულა თავი იყოო love მეც გავთბი და ველოდები შემდეგ თავს request
--------------------
მე ვჩურჩულებ რომ ამქვეყნად თავად სიყვარული მიყვარს!
გამეღიმა...ამ წამს ის ვთქვი რაც არასდროს არსად მითქვამს!..

 


№4  offline წევრი ucnobii

Vaime dzaan magari sayvarlobaa male gaagrdzele raa gtxoov dzaan damainteresaa <3

 


№5  offline წევრი tamooo

maagariaa dxaalian hgelodebii magrad momwons

 


№6  offline წევრი eelleeniko

ძალიან ძალიან მაგარია wink

 


№7 სტუმარი moxetiale

Dzalian kargia aucileblad gaagrdzele dzalian nomwoons.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent