აქ არ არსებობს შუალედი-ყველაფერი ან არაფერი{5}
ავტობუსში ვიჯექი და მუსიკებს უკანასკნელ ხმაზე ვუსმენდი, როცა ჩემმა ტელეფონმა მოძრაობა დაიწყო. ეს ის იყო. -გამარჯობა(ის) -გამარჯობა-ჩემს ხმაში სიყვარული იგრძნობოდა ისევე, როგორც მისსაში. -რაღაც მნიშვნელოვანი მინდა გითხრა(ის) -გისმენ(მე) -დღეს საღამოს რამდნიმე დღით მივფრინავ.სამსახურს ეხება. როგორ არ მინდა, მაგრამ რა ვქნა, მომენატრები, მარია-მარია განსაკუთრებული მუხტით წარმოთქვა. ამ სიტყვაში მისი მთელი სიყვარული და ვნება, ეს ყველაფერი ერთდროულად იგრძნობოდა. -მეც მომენატრები(მე) -მიხარია, რომ გამოგტეხე-ირონიულად მიპასუხა. -რომ ცახვალ დამირეკე(მე) -აუცილებლად. იცი რაშია უბედურება?(ის) -რაში?(მე) -იმაში, რომ მინდა მუდამ მესმოდეს შენი ხმა, მინდა მუდამ გხედავდე, მაგრამ არ შემიძლია და სწორედ ესაა უბედურება. მიყვარხარ, მარია(ის) -მეც მიყვარხარ(მე) -ამ სიტყვების ტელეფნით გადმოცემა უფრო ადვილი ყოფილა, არა?-მკითხა აღტაცებული ხმით. -დიახ-ვუპასუხე ამაყად. მე ამაყი ვიყავი, რადგან ის ვიპოვე. ის ერთადერთი. -დიახ, ჩემო გიჟო(ის) -ჩვენ ყველაზე, ყველაზე გიჟები ვართ მთელ სამყაროში(მე) -მაგიჟებ. სამწუხაროდ, უნდა გავთიშო(ის) -ხვალამდე(მე) -კარგად(ის) ტელეფონი გაითიშა და თითქოს გულსაც დაუკარგა ვიბრაციის უნარი. ისეთი დაბნეული ვიყავი, რომ ჩემს გაჩერებას გავცდი. დაბლა ჩამოვედი და ფეხით გავუყევი მოჭირხლურ გზას. ზამთარი იყო და თოვდა. თოვლის ფიფქები მხრებზე მეცემოდა, ყველგან მეცემოდა და მსიამოვნებდა. ადრე ამას ვერც კი ვამჩნევდი. ახლა კი ის რაღაც განსაკუთრებული იყო. ეს თოვლი აღარ იყო. ეს მეტი იყო. ალბათ, როცა შეყვარებული ხარ, მაშინ სამყარო სულ სხვაგვარად გეჩვენება და ესაა ამის მიზეზი. სახლში გვიან მივედი. დავალებები არ მქონდა. საერთოდ ეს ხომ სემესტრის ბოლო დღე იყო. ლეპტოპი გავხსენი, facebook-ში შევედი და გავშრი. ჩვენი სურათი ედო და დართული ჰქონდა:“ჩვენ ყველაზე გიჟები ვართ.“ დიდხან ვფიქრობდი რა დამეწერა. ვშლიდი და ვწერდი. ბოლოს დავწერე:“ყველაზე გიჟები ვართ, მთელ სამყაროში“. მეც მიკვირდა ჩემი საქციელი. სულ სხვა ვიყავი.ეს ჩაკეტილი გოგონა აღარ იყო, ეს იყო ჩამოყლიბებული პიროვნება, როგორც ალბერტი ამბობდა, ქალი და არა გოგო. ის მართალი იყო. ფსიქოლოგმა მე გარდამქნა და რომ არა ამდენი უბედურება მე არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც დღეს ვარ. ამ ფიქრებში ჩამეძინა. სიზმრებში მხოლოდ მას ვხედავდი. ვხედავდი, როგორ ეხებოდა მისი მეწამული ტუჩები ჩემსას. ეს აღმაფრენას მანიჭებდა. ძილშიც სასიამოვმო იყო ეს. დილას თვალებს არ ვახელდი. არ მინდოდა სიზმარი დასრულებულიყო. არ მინდოდა, რომ ეს დასრულებულიყო. წინასაახალწლო დღეები იყო, მაგრამ განწყობა არ მქონდა. სახლიდან არ გამოვდიოდი. არც არაფრის სურვილი მქონდა. მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და ვგრძნობდი, რა ძლიერი იყო ჩვენ შორის არსებული მიზიდულობის ძალა. მის გარეშე ცხოვრება არ წარმოედგინა. ეს რამდენიმე დღე საუკუნეებად მეჩვენებოდა. ვგრძნობდი, რომ მის გარეშე არაფერი ვიყავი და მხოლოდ ის იყო, რაც ცხოვრებას გამაგრძელებინებდა, რაც სიცოცხლისუნარიანობისკენ შემომაბრუნებდა. მივხვდი, სიყვარულის ძალას. ამ დღეებმა უფრო დამარწმუნა, რომ ეს ჭეშმარიტი სიყვარული იყო და ეს იყო რაღაც განსახვავებული და განსაკუთრებული, რაც აქამდე შემეგრძნო. რამდენიმე დღე ძლივს გავიდა. ახლა ველოდი იმედს, რომ მას ვნახავდი. ჩემგან განსხვავებით ნინის განწყობა ჰქონდა და მშვენიერ ხასიათზე ჩანდა. -გოგო, ნაძვის ხეს არ დგამ?(ის) -მერე დავდგამ(მე) -მერე როდის? დღეს 30-ა?(ის) -ის რომ ჩამოვა(მე) -დაგირეკა?(ის) -ზუსტად არ იცის როდის ჩამოვა. დღეს არ გვილაპარაკია. მითხრა, რომ დაკავებულია(მე) -შეიძლება, ახალ წლამდე არ ჩამოვიდეს. პესიმიზმში არ ჩამომართვა-ნინიმ მაცდურად გამიღიმა. -ნინი, გთხოვ, რომ გამიგო. მის გარეშე განწყობა ნულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ჩაგიშხამო. შენ წადი და გაერთე-ის მაინც და მაინც განწყობას არ იფუჭებდა. ნინი გონებით უფრო ფიქრობდა, ვიდრე გულით, რითაც ჩემგან რადიკალურად განსხვავდებოდა. იქნებ ამის გამო ვავსებდით ერთმანეთს. -იცოდე მე დაგიდგამ ნაძვის ხეს?(ის) -რაც არ უნდა გააკეთო, ხომ იცი, რომ ჩემს გულში ვერ შემოიტან ახალი წლის განწყობას? მის გარეშე არაფერ ახალს არ ექნება სათავე, რადგან თვითონ ისაა ყველაფრის სათავე, რადგან ის სიყვარულია და სიყვარული ბადებს ჩემს გულში ყოველივე დანარჩენს(მე) -მესმის შენი, მაგრამ ეს მეტისმეტად ზედაპირულად არ ჩამითვალო-ნინიმ მამიღიმა. ის ხომ შეყვარებული არასდროს ყოფილა და ვერ აცნობიერებდა ამ გრძნობის მნიშვნელობას. თეორია პრაქტიკის გარეშე ხომ უსაფუძვლოა. -მიყვარხარ-ძალით გავუღიმე, რადგან ვნახე, რომ მაინც ჩემ აზრზე მოვაქცია. ნინი მაინც სულ სხვა იყო საკუთარი საქმეები. მან მალე დამტოვა და დავრჩი მარტო საკუთარ თავთან. აზრები გულს მიღრნიდა. ის არ რეკავდა და არც მე დამირეკავს მისთვის. არაფრის სურვილი არ მქონდა. ნინი ოჯახს საახალწლო სამზადისში ეხმარებოდა და რადგან დახმარებაზე უარი ვუთხარი, სულ მარტო დავრჩი. საღამოს ნინიმ მომაკითხა, შეამოწმა ცოცხალი თუ ვიყავი. მისი ზარი კი არ მეღირსა. ამ უკანასკნელს ხომ შეეძლო ჩემს სახეზე ღიმილის მოგვრა. ძლივს დავიძინე. 31 დეკემბერი გათენდა. ეს ის დღეა, როცა ქუჩები გადატენილია და ყველა აფორიაქებული. ყველა ფიქრობს დამდეგზე და ემზადება, რომ მას ბედნიერად შეხვდეს. მეც მათ შორის ვიყავი, მაგრამ ჩემი ბედნიერება ის იყო და მხოლოდ მას ველოდი. რადგან მითხრა დაკავებული ვარო, მას შემდეგ აღარ დამირეკავს. იმედი მაინც მქონდა. უცბათ, სახე შემეცვალა, ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი, მაგრამ ეს ის არ იყო, ეს არ იყო ჩემი გულის ტკივილი, ეს ნინი იყო: -გოგო, არ გადაიფიქრე? რამე ახალია?(ის) -ძველებურად. როგორც ჩანს, ჩემი ახალი წელი ესაა. გაერთე. გილოცავ დამდეგს და კარგად, აღარ შეგაწუხებ(მე) -კარგი. მესმის შენი.მეც გილოცავ.-მიპასუხა მან და გაიფიქრა ყველაფერი ჩემზე არ დაგმოაფრქვიოსო. გავთიშე ტელეფონი. იმედი დამეკარგა. გიჟად ვიყავი ქცეული. ყველაზე მოსაწყენი მუსიკა, ეგრეთწოდებული სამგლოვიარო, როგორც ვეძახდი, უკანასკნელ ხმაზე ჩავრთე და ლოგინზე დავეგდე. ვინმე თუ გაიგებდა, გიჟი ვეგონებოდი, მაგრამ ვერც გაიგებდა, რადგან მათი ყოველივე ხმას მას აღემატებოდა. ქუჩა იძროდა. ფეიევერკები და ასაფეთქებლები, მუსიკები, მხიარული შეძახილები, სიცილ-ხარხარი, საუბარი და სხვა, უფრო ცუდად მხდიდა. თერთმეტი ხდებოდა. მას კვლავ არ ვახსოვდი. რას არ ვფიქრობდი. ყოველგვარი იმედი გადამეწურა. მაცივრიდან მისი მოტანილი ალკოჰოლური სასმელი გამოვიტანე. სმა არ მჩვეოდა, მაგრამ ახლა ეს იყო ერთადერთი წამალი. გამოვიტანე და სასმელს ხარბად დავეწაფე. მუსიკა და სასმელი ერთმანეთში გაზავებულიყო და თავს მაკარგვინებდა. ტელეფონი ვისროლე. მისი დანახვა აღარ მინდოდა და იმისდა მიუხედავად, რომ ეს “iphone5s” ერთ დროს დიდი ამბით ვიყიდე, ფეხით დავუმსხვრიე ეკრანი, ყოველგვარ საშინელებას ვეძახდი და ბოლოს სადღაც მოვისროლე. ბალიშებს ვისროდი, ყველაფერს. რაც კი ხელში მოხვდებოდა ვამსხვრევდი. ეს იყო ჩემი აზალი წელი. ყოველგვარი უბედურების სათავე. იმდენი დავლიე, რაც მთელი ცხოვრებაში ერთად არ დამელია, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი. ლიტრობით ვისხამდი სასმელს. თან ვკიოდი და საკუთარ თავს ვწყევლიდი, მას უკანასკნელი სიტყვებით ვამკობდი და ცხოვრებას ყველანაირად უკუვაგდებდი. ბოლოს ძირს ჩამეძინა ბოთლით ხელში. არც ძილში ვხედავდი სახარბილოს. დილას გამეღვიძა, უფრო სწორედ, კარზე ბრახუნის ხმას დამიფრთხო ძილი. თუმცა ამას ძილს ვერ დავარქმევდი და ვერც ჩემი მდგომარეობა შემოისაზღვრებოდა ნაბახუსევით. ეს უარესი იყო. შევამჩნიე, რომ ყველა ბოთლი დამეცალა. მივხვდი, რატომ სვამენ. არადა ადრე ეს უბრალოდ სისულელედ მიმაჩნდა, მაგრამ ახლა შემეძლო ალკოჰოლიკების გაგება. აქამდე არასდროს დავმთვრალვარ.ახლა კი თავი მისკდებოდა, მუცელი მტკიოდა, მთელი სხეულით უსუსურობას ვგრძნობდი. გვერდით დიდიი წითელი ვედრო მედგა და ვარწყევდი. ესეც მიძნელდებოდა, მუცელი ამოვარდნაზე მქონდა და მთელი საყლაპავი ჩამხეხოდა. ასე ცუდად თავი არასდროს მიგრძვნია, მაგრამ ეს მხოლოდ ამით რომ შემოფარგლულიყო დიდი ბედნიერება იქნებოდა, სულიერი მდგომარეობა ყოველივეს ჯობნიდა. გული მტკიოდა მონატრებისა და სიყვარულისგან.ჩიხში ვიყავი და რას არ ვფიქრობდი. ორი „მე“ ერთმანეთს ერკინებოდა. ერთი ალბერტს გასამართლებელს უძებდიდა, მეორე კი პირიქით-მისი მკაცრი მსაჯული იყო. კარის ხმა მომესმა,მაგრამ არ გამიღია. არავისთან საუბარი არ მინდოდა. ნინის დანახვაც არ მინდოდა, რადგან ახლა ვერავინ დამეხმარებოდა. -მარია, კარი გააღე-მომესმა ნინის კივილი. -რა გინდა?(მე) -გირეკავდი და არ იღებდი, შემეშინდა რამე ხომ არ...-გავაწყვეტინე: -არავისთან საუბარი არ მინდა-მოკლედ მოვუჭერი. -გთხოვ, მარია-მუდარის მაგვარი ხმა მიიღო ნინიმ. -არ შემიძლია. საკუთარ თავშიც ვერ გავრკვეულვარ(მე) -ხმაზე გეტყობა, რომ კარგად ვერ ხარ(ნინი) -ჩემ მდგომარეობას სიტყვებით ვერ ავღწერ და ამაშია უბედურება. ახლა კი წადი(მე) - გამიღე, თორემ..(ნინი) -არანაირი თორემ-მოკლედ ვუპასუხე. მანაც იცოდა ჩემი ხასიათი, რომ უკან არასდროს ვიწევდი და წავიდა. დამეძინა, მაგრამ ამანაც არ გასტანა დიდხანს თავის ტკივილმა ნახევარ საათში გამაღვიძა. თავბრუ მეხვეოდა. ბორჯომიც კი არ დამილევია, რადგან საკუთარი თავიც კი მძულდა და ჩემზე აღარც კი ვფიქრობდი. -მარია, შენც ხარ დამანაშავე, რომ მან სულ დაგივიწყა-ვეუბნებოდი საკუთარ თავს. რატომღაც ფესბუქზე მომინდა შესვლა. ტელეფონს თვალებით ვეძებდი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ის დავამტვრიე. ერთ წამს გული დამწყდა, მაგრამ არ მინანია. ლეპტოპი ავიღე.ის ხელუხლებლად გადამრჩენოდა.ალბათ,თვალში არ მომხვდა თორემ ისიც დამტვრებული მექნებოდა. ფეისბუქზე შევედი. არც კი ვიცოდი რა მინდოდა. ის კვლავ არ იყო შემოსული, როგორც ბოლო დღეებში ხდებოდა. მივხვდი, რომ თავს მარიდებდა. ლეპტოპი ჩავხურე და შხაპის მისაღებად შევედი. ტანსაცმელი ძირს დავყარე. თბილი წყალი მსიამოვნებდა. ოცი წუთში ხალათი მოვიცვი და სარკეში ჩავიხედე. თვალები სულ ჩამლურჯებოდა, სახეზე ფერი არ მედო და საკუთარ თავს არ ვგავდი.საკუთარი თავი უსუსურ გოგონას მაგონებდა საშინელებათა ფილმებიდან, მაგრამ განსხვავება არ იყო, ჩემი ცხოვრება დიდად არ განსხვავდებოდა საშნელებათა ფილმისდან. გამოვედი, არც კი ჩამიცვამს. მაცივრის კარი შევაღე. ბორჯომს ვეძებდი, მაგრამ ის არ იყო. სინამდვილეში კი ალკოჰოლურ ნებისმიერ სასმელს, მაგრამ აღარ დარჩენილიყო. უკმაყოფილოდ შევაღე საძინელბის კარი და საბანში შევძვერი. ცრემლები თვითონ მომდიოდა. მინდოდა შემეკავებინა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ან ვის ვუმალავდი ცრემლს, მას ხომ ჩემ გარდა ვერავინ ხედავდა.ალბათ,სწორედ საკუთარ თავს ვუმალავდი. იქნებ ძლიერი მეორე „მესი“ მეშინოდა,რომელიც ასე ძლიერად მასამართლებდა. ცოტა მოსულიერებულს ჩამეძინა. საღამომდე არ ავდმგარვარ. საათს რომ შევხედე რვა ხდებოდა. ტელეფონი დავამტვრიე, საკაბელო ტელეფონით კი არ ვსარგებლობდი, ამიტომ არავის შევუწუხებივარ. სახლს თვალები მოვალვლე და გული შემიწუხდა. ყველაფერი ჩემი მისალაგებელი იყო. ნინის ვერ შევაწუხებდი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ახალი წელი იყო. სახლის დალაგებას შევუდექი. ნამტვრევებით ნაგვის ყუთი ავავსე. საბოლოოდ, სამ საათში ყველაფერი დალაგებული იყო. თერთმეტ საათზე სული მოვითქვი. გადავხედე ჩემს ნამუშევარს და გული დამიწყნარდა. ჩაი დავისხი და ტელევიზორში საშინელებათა ფილმი გავუშვი. მაგრამ არ მეშინოდა. წინა თავს არ ჰქონდა კომეტარები და ახლა მაინც დაწერეთ თქვენი აზრი,ვინც კითხულობთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.