შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები სიყვარულს მეტყველებენ 7


2-03-2015, 00:44
ავტორი blackboss
ნანახია 3 950

მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ელენეზე ფიქრში. ბერდია ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო მისი შეცვლის მიზეზს. რატომ ეუხეშებოდა? როცა ჯერ კიდევ გუშინ მოელვარე თვალებით უყურებდა? ელენე იყო მისთვის ჰაერიც, წყალიც... ელენე იყო მისი მაცოცხლებელი ღერძი, რომლის გარეშეც უბრალოდ არავინ არაა. ამ უთქმელმა სიყვარულმა შეცვალა ჯერ კიდევ 3 წლის წინ, როცა პირველად შეხვდა. სწორედ მაშინ შეიცვალა. იმდენად შეიცვალა რომ მისი გულის მბრძანებლის დანახვისას თავისი სახელიც კი ავიწყდებოდა. ელენე იყო მისი ანგელოზი, მისი დედოფალი. როგორც მზეს ვერავინ შეადრის სანთელს, ან როგორც უკვდავების წყაროს ვერ შეედრება ონკანის წყალი, ისე ვერ შეედრებოდნენ ელენეს სხვა გოგოები. მის დაკარგვას უბრალოდ ვერ გადაიტანდა... მაგრამ რატომ კრავდა ელენე ხელს? ნუთუ ბერდიას სიყვარულით არ უძგერდა გული?

არა... არა ბერდია ამას ასე არ დატოვებდა!

როგორც იქნა გათენდა ელენე დემეტრეს მესიჯმა გააღვიძა
-დილამშვიდობისა დაბლა გელოდები
-დილამშვიდობის. ჩავიცვამ და ჩამოვალ.

ელენე წამოვარდა 5 წუთში მზად იყო. უცებ ამოიცვა მოტკეცილი შავი ჯინსი, შავი ფოსფორისძირებიანი ბოტასები და ,,კლეჩატი“ საროჭკა. ჩანთას დაავლო ხელი, ტელეფონი, ლეპტოპი და დაბლა ჩაქანდა. სპორტულ მანქანაზე დემეტრე იდგა და აბოლებდა.

,,სიგარეტიც როგორ უხდება“-გაიფიქრა კმაყოფილმა
,,არა, რა დროს დემეტრეა, ბერდიას უფრო უხდება“-ენა ამოიდგა მეორე მემ
,,შენ ისევ ცოცხალი ხარ? -_- „
სანამ ელენეს მეები 39864 მსოფლიო ომში ბრძოლობდნენ მანამ დემეტრემდეც მივიდა.

-კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა-გაუღიმა ელენეს
-დილამშვიდობისა-ტუჩის კუთხე ჩატეხა ელენემ- კი მაგრამ ასე ადრე რომ არ გვაქვს ლექციები. ჯერ წესივრად არც გათენებულა.-გაეცინა ელეს

დემეტრეს თვალებში ჭინკები აუთამაშდა
-ხო ვიცი უბრალოდ მანამდე ცოტას გავისეირნებთ-ახარა კმაყოფილმა
ელენესაც მოეწონა ეს აზრი და მანქანაში მისი ადგილილ დაიკავა.

ამ ყველაფერს ბერდია აივნიდან უყურებდა და სიმწრის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. სახეზე ალმური ასდიოდა. აი თვალებში ჩახედვას კი არ გირჩევდით... მისი ცისფერი თვალები ამღვრეულიყო. ბობოქარ ზღვას გავდა რომელიც ცოტაც და წალეკავდა ყველაფერს. მანქანა რომ დაიძრა მან სიგარეტი მოისროლა, კედელს მთელი ძალით მისცხო ხელი და სახლში შევიდა. არა, მისი გეგმა რაც შეიძლება მალე უნდა შეესრულებინა, თორემ ელენე ხელდან ეცლებოდა!


გზაში დემეტრე მისი ბავშვობის ისტორიებს უყვებოდა ელენეც სიცილისგან სახეს მანჭავდა და თან მუცელზე ხელებს იკიდებდა. გზა მხიარულად გაიარეს და საბოლოოდ მთაწმინდაზე ავიდნენ, საიდანაც მთელი თბილისი ხელის გულივით ჩანდა. მართლაც ძალიან ლამაზი იყო ძილბურანში მყოფი ქალაქი. დემეტრე და ელენე უბრალოდ ისხდნენ და გარემოს უყურებდნენ

-ძალიან ლამაზია დემეტრე. მომწონს ძალიან-სიამოვნებით უთხრა
-ხო აქ ხშირად ამოვდივარ ხოლმე -და სევდიანად გაიღიმა
ელენე დააკვირდა მის უნაკლო სახეს, კარგად თუ დააკვირდებოდით აუცილებლად დაინახავდით სევდის და დიდი ტკივილის კვალს მის სახეზე, რომელსაც არაჩვეულებრივად ნიღბავდა.

-იცი შენს წარსულზე მომიყევი, მაგრამ შენს აწმყოზე არ გილაპარაკია. ძალიან იდუმალი ბიჭი ხარ.- ჩაილაპარაკა ელენემ
დემეტრეს გაეღიმა და ელენეს შეხედა.

-ცხოვრებამ იმაზე დიდი განსაცდელი მომივლინა ვიდრე სხვებს. არ ვიცი დაბადებამდე რა შევცოდე ასეთი, მაგრამ ფაქტია, არ მაქვს იავარდებით მოფენილი ცხოვრება... როგორც აღნიშნე ჩემი ცხოვრების ბოლო პერიოდზე არაფერი მომიყოლია. ეს ალბათ იმიტომ, რომ არც არავისთვის მომიყოლია და არავისთვის გადამიშლია გული. და ამიტომაც მიჭირს-სიგარეტი გააბოლა და თმებზე ნერვულად გადაისვა ხელი.- 16 წლის ვიყავი დედამ რომ მიგვატოვა მე მამა და ჩემი პატარა ძმა. მამა გვარჩენდა მერე. ორმაგად მუშაობდა, ამის გამო მალევე შეერყა ჯანმრთელობა და 1 წელში გარდაიცვალა.-სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა.- ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. თუმცა ჩემი თავი დავივიწყე, რადგან ჩემი ძმა გასაზრდელი მყავდა. ფიზიკურად მიწევდა მუშაობა. ბევრგან ვმუშაობდი. ცოტა ფულს ჩემი ძმისთვის და ჩემთვის ვხარჯავდი, დანარჩენს კი ვაგროვებდი. ცოტა ხანში პატარა ფართი ვიქირავე და ჩემი პატარა ბიზნესი წამოვიწყე. თავიდან ნამდვილად მიჭირდა. ფული არ მყოფნიდა. თანამშრობლებიც შეთხელდნენ, თუმცა ეს დაახლოებით ნახევარი წელი გაგრძელდა. მერე ამოვიქაჩეთ და მეც ამოვისუნთქე. ამოვისუნთქე იმ მხრივ რომ ჩემი ძმა მშიერი არ დამრჩებოდა. თუმცა ბევრი პრობლემა მოუგვარებელი დამრჩა და ვერც ვერასდროს მოვაგვარებ. მაპატიე მეტს უბრალოდ ვეღარ მოგიყვები...-სევდიანად გაუღიმა და მისი უძირო თვალები შეანათა
ელენე პირღია უყურებდა. უბრალოდ ვერაფერს ეუბნებოდა. არ ელოდა ასეთ მწარე ისტორიას. ეგონა მამიკოს ფულებში მობანავე ბიჭი იყო. თუმცა შეცდა.

-კარგი არაფერი მითხრა ჩვენი წასვლის დროა ლექცია მალე დაიწყება. უბრალოდ ერთ რამეს დამპირდი კაი? უბრალოდ არასდროს დამივიწყო რაც არ უნდა მოხდეს და გახსოვდეს ეს ადგილი. უბრალოდ დამპირდი არავითადრი მაგრამ და კითხვები
-კარგი. გპირდები-თვალებგაფართოებულმა შეხედა.
რა უცნაური ბიჭია...

მანქანისკენ წავიდნენ. დემეტრემ შეძლო და ისევ გაამხიარულა ბევრი იცინეს გზაში და უნიმდეც მივიდნენ. დემემ აუდიტორიამდე მიაცილა და სტუდენტებში გაერია. ოოხ ეს გოგოგების დამშეული მზერა როგორ უწვავდა მთელ სხეულს. მაგრამ სიმპათიური მომცილებლების გამო უკვე მიჩვეული იყო. ელენე მთელი ლექციები ჩაფირებული იჯდა. არ ეგონა დემეტრე თუ ამდენ ტკივილს მალავდა მასში. მაინც რაა არა ცხოვრება... ზოგს უფრო მეტ განსაცდელს უგზავნის, ზოგს კი ნაკლებს. ზოგი იმ ცოტასაც ვერ ლახავს, ზოგი კი იმ ბევრს უმკლავდება. მთავარია პირველი განსაცდელის დროს გაძლიერდე, თორემ ცხოვრება წაგლეკავს და ფეხქვეშ გაგთელავს. პირველია რთული, თორემ მერე შეეგუები. ადამიანი ხომ ყველაფერს ეგუება დროთაგანმავლობაში. შეიძლება ცხოვრება რთულია, მაგრამ მასში მაინცაა ბედნიერების მარცვალი, რომელიც თავად უნდა გააღვივო.

ფიქრებში იყო ჩაძირული ელენე როცა ზარმა ამცნო ლექციების დასასრული. ეს დღეებია თათა, ლექსო, გიგა და სალომე არ დადიან. ბაკურიანში წავიდნენ. ელენესაც შესთავაზეს თუმცა ელენემ თავი გაიგიჟა არ წამოვალო... მაინც წყვილებში იყვნენ და არ უნდოდა ხელი შეეშალა მათი მყუდროებისთვის. ისინიც რომ ვეღარაფერს გახდნენ ელენეს ჯიუტ ხასიათთან, წავიდნენ ბაკურიანში.
ელენე ზლაზვნით წამოდგა და ეზოში გავიდა. ეზოში ბერდია ელოდებოდა, თუმცა ახლა მანქანით არ იყო. ელენეს დანახვისას გაეღიმა და ხელით ანიშნა მასთან მისულიყო. რაც არ უნდა ეთქვა ელენეს ბერდიასთვის მაინც ბავშვი იყო. ამდენი განსაცდელის მიუხედავად მაინც სათუთი სული შერჩა და არ გაბოროტებულა. უბრალოდ გაძლიერდა.
ელენეც ბერდიასთან მივიდა.
-გამარჯობა- მიესალმა ბერდო
-გაგიმარჯოს-გაუღიმა ელემ (თუმცა ამ ,,გულწრფელი“ ღიმილის უკან დიდი ტკივილი იმალებოდა)
-როგორ ხარ?-ლოყაზე უჩქმიტა ელეს
-რავი არამიშავს შენ?
-მეც მაგრად. კაროჩე ფეხით გავიაროთ და თან გზაში გეტყვი თუ წინააღმდეგი არ ხარ.
-არა არაა პრობლემა წმოდი
-მოკლედ ელე დღეს უნდა გაგაცნო ჩემი გოგო და იმედია მოიცლი საღამოს 7 საათისკენ
ელენეს გულში ბოლო სიმი გაუწყდა... გული უკვდებოდა, გული ეფერფლებოდა... და გონება კვე მეათიათასჯერ იმეორებდა ,,ჩემი გოგო“, მაგრამ ელენე რის ელენე იყო რომ არაფერი არ ეგრძნობინებინა ბერდიასთვის?!
-კარგი არაა პრობლემა ესეიგი 7 საათისკენ ხომ?! კიკიი მცალია
-შენ რას შვრები იმ ბიჭთან გუშინ ასე აღმაფრენით რომ ლაპარაკობდი?-ჰკითხა ირონიულად

ელენეს სიამოვნებისგან გაეღიმა
-დილით მთაწმინდაზე ვიყავით. გზაში ბევრი მაცინა. მამიკოს ფულებით გათამამებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა აქამდე, თუმცა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. ცხოვრებამ ძალიან დაჩაგრა. ბევრი მომიყვა მის შესახებ, თუმცა ვიგრძენი ბოლო და ყველაზე მტკივნეული რამ არ უთქვამს ჩემთვის. მეც უბრალოდ აღარ დავაძალე. გული უფრო ეტკინებოდა. მხიარულთან ერთად ძალიან სევდიანიც ყოფილა-ელენე არ ჩერდებოდა ბერდია კი უსმენდა
-რა ჰქვია? შეიძლება ვიცნობდე-უთხრა ბერდიამ
-დემეტრე არაბული-და ინტერესიანი მზერა მიაპყრო ბერდიას
ბერდიას მისი სახელის და გვარის გაგონებისას სიგარეტის კვამლი სასულეში გადასცდა და ხველა აუტყდა. სულ გაჭარხლდა და როგორც იქნა ბოლოს ამოისუნთქა
-რა იყო იცნობ?
-არაა არა არ ვიცნობ მე არანაირ დემეტრე არაბულს-აღელვებულმა მიაყარა
ელენე გრძნობდა რომ რაღაცას უმალავდა, თუმცა არაფერი უთქვამს. ბერდიაც აშკარად იცნობდა დემეტრეს, მაგრამ რატომ დაუმალა რომ ნაცნობები იყვნენ?
-კარგი. ისე მართლა კარგი ბიჭია
ბერდიამ მისი ნათქვაამი გაატარა, მაგრამ აშკარად არ ესიამოვნა ელენე ასე თბილად რომ საუბრობდა სხვა ბიჭზე. დანარჩენი გზა ჩუმად გაიარეს.
ისე ზოგჯერ სიჩუმე იმაზე მეტის მთქმელია ვიდრე უაზრო ლაპარაკი. ამდენი წყენის მიუხედავად, მათ შორის ის მაკავშირებელი ძაფები კიდევ არ გაწყვეტილა და ამ სიჩუმით ისევ თავიდან ჯიუტად იხლართებოდა ერთმანეთში.
როგორც იქნა მიაღწეს სახლს
-კაი აბა დროებით 7 საათი არ დაგავიწყდეს მე გამოგივლი და მინდა რომ განსაკუთრებულად გამოიყურებოდე.-თვალი ჩაუკრა ბერდიამ და სახლში შევიდა.
ელენე ჩაფიქრებული შევიდა სახლში ეგრევე საწოლზე გაიშოტა და უცებ დაეძინა დაღლილს. დიდი ხანი ეძინა. რომ გაიღვიძა უკვე 5 საათი იყო. უცებ წამოვარდა დაფეთებული შევარდა სააბაზანოში. ნახევარ საათში წყალი გადაივლო. მერე გამოვარდა მის გარდერობს გადახედა და ერთი ლურჯი კაბა მოხვდა თვალში. ძალიან ნაზი კაბა იყო და ელენესაც განსაკუთრებულად უყვარდა. რაღაცნაირად უხდებოდა. ახლა ფიქრის დრო არ იყო. უცებ გადაიცვა მსუბუქი მაკიაჟი შეუხამა კაბას. შავი მაღალქუსლიანები ჩაიცვა, კლაჩი აიღო, ტელეფონი და მზად იყო. ზუსტად ჩაეტია დროში. 7 ხდებოდა უკვე. კმაყოფილმა გაუღიმა საკუთარ ანარეკლს, თუმცა რომ გაახსენდა სად და რა მიზეზით მიდიოდა ღიმილი სახეზე შეახმა და ანთებული თვალები უმალ ჩაუქრა. ტელეფონი აცეკვდა და ეკრანზე ბერდიას ნომერი დაეწერა.
-გისმენ
-ჩამოდი გელოდები უკვე.
-კაი მოვდივარ
და გაუთიშა
კიბეები სწრაფად ჩაიარა, სახლი დაკეტა და იქვე მაქანაზე მიყუდებულ ბერდიას მიუბრუნდა, რომელიც თვალებგაფართოებული უყურებდა.
-რაიყო რამე მისვია?-გულუბრყვილოდ თქვა ელენემ
-არა რა გისვია ძალიან კარგად გამოიყურები- თბილად გაუღიმა ბერდიამ და და მანქანაში ადგილი დაიკავეს.

მანქანას ჯერ არ ძრავდა. ეტყობოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ძალიან უჭირდა. ელენემ ვეღარ მოითმინდა და ხელი ლოყაზე შეახო. ორივე შეკრთა. ორივეს სასიამოვნოდ დაუარა ჟრუანტელმა.
-ბერდია. გისმენ მითხარი რა გინდა- მალევე მოლბა ელენე
-ელენე მხოლოდ დამპირდი, რომ დღეს არაფერს არ იტყვი და მხოლოდ მე მომისმენ.
-კარგი გპირდები.
თუმცა არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს. მაინც დათანხმდა. ოდესღაც ხომ უნდა ილაპრაკოს და ინიციატივა გამოიჩინოს ამ ბიჭმა.
-კარგი წავიდეთ
გზა უჩვეულოდ გაიწელა. როგორც იქნა მივიდნენ. ისინი წყნეთში იყვნენ ბერდიას აგარაკზე, თანაც სრულიად მარტოები. ელენეს ის-ის იყო უნდა ეკითხა ის გოგო სად არისო რომ ბერდიამ ტუჩებზე თითი მიადო და ანიშნა გაჩუმდიო. ელენეც მის ნებას დაჰყვა. ბერდიამ პლედი გამოიტანა ელენეს მოახვია და გარეთ აივანზე დასხდნენ.
-ელე გახსოვს პირველად როდის შევხვდით?
ელენე დაიბნა
-ზაფხულში როცა ვწუწაობდი მაშინ დაგეჯახე შემთხვევით რატომ მკითხე?
-არა, ელე არა... მაშინ მეორეჯერ შევხვდით პირველად მანამ შევხვდით, 3 წლის წინ. წვიმიანი ამინდი იყო. თავსხმა წვიმაში მარტო შენ მიდიოდი. მინდოდა დაგხმარებოდი, მაგრამ გოგოებისგან სითბოს მიჩვეულს ცივი უარი მითხარი. სწორედ მაგით დამამახსოვრე თავი და პირველადაც სწორედ მაშინ შევხვდით ერთმანეთს.
ელენე აშკარად გაოგნებული უყურებდა, თუმცა დაპირებისამებრ ხმას არ იღებდა და ბერდიას ლაპარაკს აცდიდა
-გახსოვს სანდროს დაბადების დღე? სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შენ იყავი გოგონა წარსულიდან... მას შემდეგ შენი ადგილი ჩემს გულში უფროდაუფრო იზრდება. საერთოდ რომანტიკულობით და ლამაზი სიტყვების თამაშით არ გამოვირჩევი, ამიტომაც პირდაპირ გეტყვი... წამოდი იმ გოგოს გაგაცნობ, ჩემი გული ასე მალე რომ დაისაკუთრა.

ელენეს ეგონა ბერდიას საუბარი სულ სხვა რამისკენ მიჰყავდა. ეგონა იქით მიჰყავდა საუბარი რასაც მისი გული ასე ძალიან ელოდა... მან კი წამოდი იმ გოგოს გაგაცნობო...
ბედს შეგუებული ბერდიას გაჰყვა. რამდენიმე ოთახი გაიარეს.და ბოლოს ბერდიამ ერთი კარის წინ დატოვა. ჯერ მე შევალო. ბერდია შევიდა ოთახში შუქი აანთო და ელენეს ანიშნა შემოსულიყო. სანამ ელენე კარის ზღურბლს გადააბიჯებდა ნერვიულობისგან რამის გლი გაუსკდა. მაგრამ თავს შემოუძახა და ოთახში თამამად შევიდა. თუმცა რაღაც ალბათ რიგზე ვერ იყო.... ოთახის ოთხივე კედელი სარკით იყო დაფარული. ფაქტიურად ოთახი-სარკე იყო. უცნაური იყო რამის შეიშალა. ელოდებოდა სანდომიან გოგოს, რომელსაც ბერდია გააცნობდა ,,მის გოგოდ“ და რა დახვდა... უბრალო ოთახი-სარკე...
ბერდიას ისეთი სახით შეხედა ,,დროზე ამიხსენი რა ხდება, სანამ თავზე პასუხს ვაგებო“, ბერდიაც მიუხვდა ჩანაფიქრს და უბრალოდ გაიღიმა. ელენესკენ ნელი, მოზომილი ნაბიჯებით მიდიოდა. ელენე შინაგან ცახცახს ვერ იჩერებდა ცოტაც და გული წაუვიდოდა. ბერდიამ მას ხელი მოკიდა და ერთ-ერთი კედელი-სარკისკენ მიიყვანა და უკნიდან ამოუდგა.

-ელე, ხომ ხედავ შენი თავის ანარეკლს? აბა გამახსენე დღეს აქ რისთვის ვართ?
-იმისთვის... იმისთვის რომ... რომ შენთვის საყვარელი გოგო გაგეცნო ჩემთვის.-ძლივს ამოიბლუყუნა ელენემ
-ხო. მართალია. აღარ გავწელავ მოვლენებს ეგრევე გეტყვი. თავიდანვე ასე მქონდა ჩაფიქრებული. არ მინდოდა რომ ეს ბანალურად მეთქვა. ვიცი, ვიცი რომ ეს დღეებია ჩემს გამო გულმოკლული დადიხარ. მე შენ ძალიან გატკინე. მაგრამ ბედნიერებაც ხომ ტკივილის შემდეგ უფრო ტკბილია? ნუთუ ერთი წამით მაინც შეგპარვია იმაში რომ მე შენ არ მიყვარდი? მე შენ დანახვის წამიდან მიყვარხარ. იმდენად მიყვარხარ რომ ამ გრძნობამ მთელი ჩემი არსება მოიცვა და მე ახლა ეს სიყვარული მაცოცხლებს. დიახ! ის გოგო... ჩემი ანგელოზი და დედოფალი შენ ხარ. შენ ხარ ის, ვის გამოც მიღირს ცხოვრება. მე შენ მესამყაროები! მაგიჟებ! მიყვარხარ
შემდეგ უფრო მიახლოვდა გულაჩქარებულ მოცახცახე ელენეს და ყურში უჩურჩულა
-არაფერი არ მითხრა. შენი თვალები მაინც სიყვარულს მეტყველებენ.

ელენემ ვერ გაიაზრა რა მოხდა... ისევ ელოდეოდა ბერდია როდის გააცნობდა ,,თავის გოგოს“.
შემდეგ ბერდიამ ელენე თავისკენ შემოაბრუნდა და გულზე მჭიდროდ მიიკრა.

თითქოს ორი სხეული გაერთიანდაო ისე ეხუტებოდნენ ერთმანეთს. უბრალოდ ასეთი ჩახუტება ისტორიას არ ახსოვს. მთელი არსებით ეხუტებოდნენ ერთმანეთს და ფილტვებს ერთმანეთის სურნელით ივსებდნენ.
მათი შემყურე იტყოდით რა არის ბედნიერება. განა ტყუილად თქვა ბერდიამ? ტკივილის შემდეგ ბედნიერებაც უფრო ტკბილიაო... მართალიცაა... რომ არ იყოს ღამე ვერ შევიგრძნობდით დღეს. რომ არ იყოს სიბნელე ვერ გავიგებდით სინათლეს. სიმწარე რომ არ იყოს სიტკბოს ვერ გავუსინჯავდით გემოს. ორი უკიდურედობა ყოველთვის ავსებს ერთმანეთს.

არ ვიცი რამდენი ხანი იყვნენ ჩახუტებულები, მათთვის დრომ გამონაკლისი დაუშვა და გაჩერდა. სიყვარულმა გააჩერა, რომელიც მათში ღვივდებოდა. მაგარია არა? როცა იცი რომ ვინც მთელი არსებით გიყვარს მასაც იგივენაირად უყვარხარ... ალბათ ყვეელაზე მაგარი შეგრძნებაა.

ბერდია გამოერკვა. მოციმციმე თვალებით შეხედა ელენეს მოელვარე თვალებს და იქ ხედავდა მის სიყვარულს. რაღა საჭიროა სიტყვებით გაწელო დრო. როცა თვალები ჯიუტად გყიდიან და ამბობენ შენს სათქმელს.
მთელი ღამე ჩახუტებულები იყვნენ და ტკბებოდნენ ერთმანეთით.

ბერდიასთვის და ელენესთვის დღე იმაზე კარგად დაიწყო ვიდრე ამას რომელიმე მათგანი წარმოიდგენდა. წინა დღე როგორც დაასრულეს ისე დაიწეს ახალიც. თუმცა ვინ თქვა რომ ბედნიერება სამუდამოა...
არავინ, არავინ გაბედოს იმის თქმა რომ ცუდს კარგი არ მოსდევს და კარგს ცუდი...
მათი მყუდროება საზარლად დაარღვის ტელეფონის ზარმა...
---

ოპააააა <3 როგორ ხარ ცუნცულებო? აბაა თქვენი აზრით რა მოხდება? რა ცუდი რამ შეიძლება მოხდეს? თუმცა აქვე გაგიმხელთ რომ ცუდი ამბების სერია ჯერ მხოლოდ იწყება...
შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით გადახედვა ვერ მოვასწრი მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე დამედო თავი. ვეღარ ვითმენ უკვე ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დავდებდი. კიდევ მინდოდა გაგრძელება მაგრამ ცოტა დაგაინტრიგეთ ;დდდ
იმედია მოგეწონათ. კრიტიკა თამამად გამოხატეთ რომ შემდგომში გავითვალისწინო.
მოოოკლედ გამოხატეთ თქვენი აზრი როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მაინტერესებს როგორ ფიქრობთ <3 <3
მიყვარხართ ყველა ძალიან და უუუუუუდიდესი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ, ვისაც მოგწონთ და ვინც გვიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს <3 <3



№1  offline წევრი ucnobii

აიი ძააააააააააააან მაგარიაა საღოოოლ შეეეეეენ <33 უკვე შემიყვარდი ასეთ კარგ თავებს რომ დებ :დდ გააგრძელე რაც შეიძლება მალე თორემ ვეღარ ვითმეენ :დდ მოვლენების განვითარებას რაც შეეხება შეიძლება დემეტრე ჩადგეს მათ შორიის? არვიციიი ვერაფერს ვიტყვიი <3 მაგარი გოგო ხარ <33

 


№2 სტუმარი elee ♥♥

dzaan dzaan magariiaa :* :* erti suli maq axal tavss rodis dadeeb :* ♥♥♥

 


№3  offline წევრი blackboss

ucnobii
აიი ძააააააააააააან მაგარიაა საღოოოლ შეეეეეენ <33 უკვე შემიყვარდი ასეთ კარგ თავებს რომ დებ :დდ გააგრძელე რაც შეიძლება მალე თორემ ვეღარ ვითმეენ :დდ მოვლენების განვითარებას რაც შეეხება შეიძლება დემეტრე ჩადგეს მათ შორიის? არვიციიი ვერაფერს ვიტყვიი <3 მაგარი გოგო ხარ <33


vaimeee <3 guli gamitba <3 martla dzalian mixaria tu mogwons ♥ shennairi tbili adamianebi madzleven stimuls da weris survils madzleven ♥ dzzalian miyvarxar ♥
rac sheexeba demetres... is ar chadgeba berdias da elenes shoris ^^ magram wyvils sxva bevri problemis gadalaxva mouwevs ♥♥♥
xshirxxshirad davdeb xolne tavebs imitom rom mec vegar vitmen xolme :ddd
pirvel rigshi shennairi mkitxvelebis da mere sakuttari siamovnebis gamo gavagrdzeleb weras <3 rogorc ki davamtavreb am istorias axals shemogtavazebt ♡♡♥♥

elee ♥♥
dzaan dzaan magariiaa :* :* erti suli maq axal tavss rodis dadeeb :* ♥♥♥

diiidi madloba ♥♥♥ chemi tbilebi da sayvarlebi xart da ukve magrad shemiyvardit ♥ male ddavdeb ♡♡

 


№4  offline წევრი S.likuna

radross wkvitaaavv kai iko dzaan

 


№5 სტუმარი nini

მალე დადე მაინტერესებს love

 


№6  offline წევრი blackboss

S.likuna
radross wkvitaaavv kai iko dzaan

mixaria tu mogewona ^^ cota intrigaa :D ♥ samagierod shemdegi tavi didi da emociebit datvirtuli iqneba...

 


№7  offline წევრი blackboss

nini
მალე დადე მაინტერესებს love

გულით მიხარია თუ ცოტათი მაინც დაგაინტერესა <3 უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მახარებთ თქვენი ყურადღებით love შენზე დაკვირვებული ვარ ხშირად აკომენტარებ და ორმაგად გახარებული ვარ ერთგული მკითხველი თუ მყავს <3 მიხარიხარ უზომოდ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent