შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ არ არსებობს შუალედი-ყველაფერი ან არაფერი{7}


2-03-2015, 18:45
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 131

მე მას ასე ვერასდროს დავინახავ, რადგან ყველგან და ყოველთვის იარსებებს, ყველაფერი და ან არაფერი, რადგან ამ სამყაროში არ არსებობს შუალედი. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეაა.
ადამიანის ნდობა ძნელია. ძნელია იპოვო ის, ვისა საკუთარ ცხოვრებას მიანდობ, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ მათ ვინც, უკვე ვიპოვეთ...
სახლში დაღლილი დავბრუნდი ქართულის მასწავლებლიდან. დივანზე დავეშვი. ცოტა ხანში ავდექი და სამზარეულოში გავედი. ჩაი დავლიე. საათს დავხედე და ექვსი ხდებოდა. პარკში გავედი სასეირნოდ.
შემოდგომა იწურებოდა. ცივი ქარი ქროდა. ოდნავ შემცივდა, მაგრამ გზა განვაგრძე. ცა მოწმენდი იყო. პარკში თითოოროლა ადამიანი თუ იყო. გარშემო სიმშვიდეს დაესადგურა.
ცარიელ სკამზე ჩამოვჯექი და უბრალოდ ფიქრს მივეცი.
გარშემო არავინ იყო. მხოლოდ ერთი შევნიშნე. ახალგაზრდა მამაკაცი აქეთ-იქით დადიოდა, თან ხელში რაღაც წიგნაკის მსგავსი ეჭირა და დროდადრო ჩახედავდა ხოლმე. აღელვება ეტყობოდა. თითქოს რაღაც თავსატეხი ჰქონდა და ვერ გადაეწყვიტა. მეუცნაურა. გარეგნობითაც ურიგოდ არ გამოიყურებოდა. მაღალი, სპორტული აღნაგობის ტანი ჰქონდა. შავგვრემანი სახე, სწორი ცხვირი და შავი წვერი კიდევ უფრო გრძელს ხდიდა ისედაც გრძელს სახეს. ნერვიულობისგან პირს ამოძრავებდა და დროდადრო უჩანდა თეთრი კბილები. მისი პროფესიის ამოცნობა გამიჭირდა. სიმართლე, რომ ვთქვათ დამაინტერესა, მაგრამ ჩემი საქციელი უტაქტოდ ჩავთვალე და ჩანთიდან წიგნი ამოვიღე. მას ფურცვლა დავუწყე, მაგრამ მხოლოდ უაზროდ, რადგან აფორიაქებული ვჩანდი.
მგონი მანაც გამოიხედა რამდენჯერმე ჩემკენ და ჩაფიქრდა. ჩავთვალე, რომ უცხოსთვის თვალთვალი ზედმეტი იყო.ამ დროს ნინიმ დამირეკა:
-სად ხარ?(ის)
-პარკში(მე)
-იცი დღეს მორგვში ვიყავი პირველად-ნინის აღტაცებით აღსავსე ხმა ჰქონდა.
-მართლა?-ვითომ ინტერესით ვკითხე, არადა სულ სხვა რამეზე მქონდა გადატანილიი ყურადრება.
-ჰო, მარია(ის)
-კარგი, გოგო, სამეცადინო მაქვს და(მე)
-კარგი(ის)
ტელეფონი გავთიშე. საათს დავხედე და 9 ხდებოდა. დაკვირვები ობიექტი არსად წასულიყო. გამახსენდა, რომ ხვალისთვის ბევრი მქონდა სამეცადინო და სახლისკენ წავედი. უცნობის მზერა ვიგრძენი. როგორც ჩანდა, ის თვალებით გამომედევნა.
ვეფხისტყაოსანს ვიმეორებდი და იმ ადგილას ვიყავი, პირველად რომ ხვდება ნესტანი პირისპირ ტარიელს. მემძიმა ეს ადგილი, მაგრამ მიზეზი ვერ ვიპოვე. ვკითხულობდი და ვცდილობდი კონცენტრაცია მასზე მომეხდინა, მაგრამ რატომღაც იმ უცხო მამაკაცზე ფიქრებისთვის თავი ვერ დამეღწია.
-გეყოფა. ასეთი ინტერესი სისულელეა-გავუჯავრდი საკუთარ თავს.
პირველ საათხე მეცადინეობას მოვრჩი და ლოგინზე დავეშვი.
მეორე დღეს საღამოს მოუთმენლად ველოდი. ისევ ექვს საათზე გავედი პარკში ისევ იმავე ადგილას. უცნობი ჯერ არ მოსულიყო და გულში რაღაც ვიგრძენი. ვიგრძენი, რომ რაღაც მძიმედ დამაწვა.
ათი წუთი აფორიაქებული ვიჯექი. მალე ისიც გამოჩნდა. დაბნეულობა ეტყობოდა. მე რომ დამინახა თვალები გაუნათდა, თუ მე მომეჩვენა, არ ვიცი.
მასზე ვფიქრობდი და თითქოს მეც, როგორც ის, ამოცანის გადაჭრაც ვცდილობდი. საათს რომ დავხედე 8 ხდებოდა.
რაღაც წიგნის ფირცვლა დავიწყე და თვითონაც არ ვიცოდი რა მემართებოდა. ასეთი რამ ხომ ჯერ არავის დანახვისას არ დამმართნია.
-გოგონა-გვერდიდან ხმა მომესმა.
გაკვირვებულმა გვერდით გავიხედე. ის იყო. სახეზე ფერი არ ედო.
-შეიძლება ჩამოვჯდე(ის)
-დიახ-აკანკალებული ხმით ვუპასუხე.
-რამდენი ხანია ჩემი ნაწარმოების პერსონაჟს ვეძებ და ახლა ვიპოვე. უფრო სწორედ გუშინ...(ის)
-რას გულისხმობთ?(მე)
-მოდი თქვენობით ნუ ვისაუბრებთ-მან მკაცრი გამომეტყველება უკუაგდო.
-კარგი, მაგრამ...-დაბნეულობა შემეტყო.
-დიახ, მე მწერალი ვარ. ალბათ, შეამჩნია გუშინ, რომ ბოლთას ვცემდი. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ პერსონაჟი ვერ მეპოვნა. ახლა კი ახალი ნაწარმოების საძირკველი უკვე არსებოს(ის)
-საინტერესოა. არ მეგონა, თუ...(მე)
-შენში ის რაღაც დავინახე, რასაც ვეძებდი(ის)
-რა ეძებდი?(მე)
-არ ვიცი. სიტყვებით ძნელია ამის აღწერა(ის)
-მიხარია-გავუღიმე.
-იმედიაყოველივე ამას უტაქტობაშიარ ჩაომართმევ-მამაკაცმა გამიღიმა.მისი თვალები მხოლოდ ჩემკენ იყო მომართული.მისი მზერა მწვავდა.
-იქნებ შენი სახელი ვიცოდე(ის)
-მარია, შენ?(მე)
-რობერტი. ისე ვწერ თორემ პროფესიით იურისტი ვარ. მაგისტრატურას ვამთავრებ. შენზე რა შემიძლია გავიგო?(ის)
-აბიტურიენტი ვარ და ჟურნალისტიკაზე ვაბარებ. გამიხარდებოდა, თუ თქვენს რომელიმე ნაწარმოებს წავიკითხავდი(მე)
-სიამოვნებით. ძალიან გამიხარდებოდა-მან წიგნი მომაწოდა და გამიღიმა.
-მადლობა.ახალს როცა მორჩები...(მე)
-რა თქმა უნდა, წაგაკითხებ. დიდი მადლობა, შენ რომ არ გამოჩენილიყავი, არ ვიცი,რას გავაწყობდი...(ის)
-არაფრის. ძალიან მიხარია-ემოციები ვერ დავმალე.
-ალბათ, ხვალ შევხვდებით(ის)
-დიახ(მე)
მან თვალი თვალში გამიყარა და წავიდა. მე თვალს ვაყოლებდი. მისმა წიგნმა ძალიან დამაინტერესა. ერთი სული მქონდა როდის წავიკითხავდი. გადავშალე და მაშინვე მის სამყაროში შევედი.
67 გვერდი და დასარული უეცრად დაიწერა. ვერ მივხვდი, რომ დავამთავრე. საათს დავხედე და 10 ხდებოდა. სახლში უდა წავსულიყავი, მაგრამ თითქოს რაღაც მაკავებდა. ბოლო გვერდს მივჩერებოდი. თითქოს უკმაყოფილო ვიყავი იმით,რომ დასრულდა ის.
მხოლოდ მისი სახელი ვიცოდი, მაგრამ მას უკვე ვიცნობდი, რადგანამ წიგნით ის უკვე ჩემთვის ნაცნობი გახდა. არა,ნაცობი არა-ნაცნობზე მეტი.
11 საათზე სახლისკენ ავიღე გეზი. ცას ვუყურებდი და მთვარე შევნიშნე.ის მთელ არემარეს ანათებდა. ლამაზი საღამო იყო. ეს იყო მშვიდი და ბედნიერებით აღსავსე, როგორიც მხოლოდ იშვიათად არის ხოლმე. იქნებ სულაც არ იყო ასე და მხოლოდ მე მეჩვენებოდა, რომელიც უცნობი მამაკაცის სამყაროთი შეპყრობილი ვიყავი. ვიმეორებ, რომ ის მართლაც სიმაპათიურად გამოიყურებოდა, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ იყო. თვითონაც მიჭირდა ამის გაცნობიერება, რომ ასეთი საინტერესო ადამიანი შესაძლოა არსებობდეს და ასე გიფორიაქებდეს სულს.
ეს მართლაც გასაოცარია!
სიზმრებშიც მხოლოდ მის სამყაროს ვხედავდი. ეს ჩემთვის აღმაფრენა იყო და კიდევ უფრო მეტი...
დილას თავს სულ სხვაგვარად ვგრძნობდი. ამდენი ხანი ასე კარგად არ მიძინია. დიდი ენერგიით აღსავსე ავდექი და ფანჯარა გამოვაღე. ჰაერი ჰარბად შევისუნთქე, სააბაზანოში გავედი, შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი, ვისაუზმე და დივანზე დავჯექი. რობერტის წიგნს მივაშტერდი.
ტელეფონის ზარმა ფიქრები გამიბნია:
-ოქტომბრის ბოლოა და ბინის ქირა დღეს რომ გადმოგცეთ, გცალიათ?-მდგმურმა დამირეკა. ოროთახნახევრიანი ბინა გაქირავებული მქონდა. ის ბინა იყო, რომელშიც დედა გათხოვებამდე ცხოვრობდა.
-დიახ-უღიმღამოდ ვუპასუხე.
-კარგით. 2 საათზე რას იტყვით?
-კარგით(მე)
სამეცადინოდ დავჯექი. ორის ნახევარზე ავდექი და მდგმურებთან გავეშურე, შემდეგ კაფეში ვისადილე და ნინისთან გავიარე.
-მომენატრე-მან ფინია ძაღლივით შემომხედა, თითქოს საუკუნეა არ ვენახე.
-მეც(მე)
-რაღაც უკეთეს ხასიათზე ჩანხარ-მან გაკვირვება ვერ დამალა(ის)
-მართლა?-ვითომ გამიკვირდა, არადა მასზე უკეთ ვიცოდი, რომ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი.
-აშკარად-ნინი ისე გაიცინა, რომ თითქმის ყველა კბილი გამოაჩინა.
-რა ხდება ახალი?-საუბარი სხვა თემაზე გადავატანინე.
-სამედიცინო მართლაც საინტერესოა, განსაკუთრებიც ქირურგია(ის)
-შენ ხომ მომავალი ქირურგი ხარ-გავუღიმე.
ცოტა ხანს ერთად გავატარეთ დრო. ნინი უნივერსიტეტის ამბებს მიყვებოდა და სამედიცინო გამოცდილებას აღტაცებით მიზიარებდა. მეც ინტერესით ვუსმენდი.
6-ის ნახევარზე ავჩქარდი.
-სახლში უნდა წავიდე(მე)
-დარჩი რა(ნინი)
-უნარებში ბევრი მაქვს სამეცადინო. ხვალ დილით ვარ მასწავლებელთან წასასვლელი და(მე)
-კარგი, ხვალამდე(ნინი)
გამოვემშვიდობე და ფეხით გავუყევი პარკისკენ მიმავალ გზას.
ისევ იმავე ადგილას მივედი. ის იქ იჯდა და მელოდებოდა.
-გამარჯობა(რობერტი)
-გამარჯობა(მე)
-წაიკითხე(ის)
-აღტაცებული ვარ. აქამდე როგორ არ ვიცოდი-ემოციები ვერ დავმალე, მაგრამ არ იყო საჭირო. ადამიანი ხომ ემოციაა და მათ გარეშე ის აღარა ის ვინც იყო. ასე რომ, არაა საჭირო იმის დამალვა,რასაც გრძნობ, მაგრამ, რაც მართალია, სამწუხაროდ, ხშირად ვმალავთ რეალურ გრძობებს.
-მიხარია, რომ წაიკითე(ის)
-რას გრძნობ, როცა წერ?-უეცრად ვკითხე და თვალებში ჩავხედე.
-ეს გასაოცარია. სულ სხვაგან ვარ და ბედნიერი ვარ. ეს ერთ-ერთი საშუალებაა იმისა, რომ იცხოვრო სხვაგან, სადაც არ იქნება ის, რაც არ მოგწონს. ასე საკუთარ თავს ვპოულობ. მაგრამ ამის სიტყვებით გადმოცემა ძნელია(ის)
პასუხად მხოლოდ გავუღიმე.
-სამყარო საოცრადაა მოწყობილი(ის)
-დიახ-მივხვდი, რისი თქმაც უნდოდა. საოცრადაა მოწყობილი, რადგან ჩვენ ერთმანეთს შეგვახვედრა და მე გავიგე მის შესახებ და წავიკითხე წიგნი, რომელმას ის გამაცნო და ,რამაც ბედნიერება მომგვარა იმ წამებში, როცა მას ვკითხულობდი.
მან გამიღიმა. წიგნი მივაწოდე, მან კი იუარა:
-არაა, საჭირო. გქონდეს(ის)
-მადლობ. სახლში უნდა წავიდე და ხვალამდე(მე)
-მიგაცილებ-მითხრა და გვერდით გამომყვდა. ჩუმად მივდიოდით. სახლს როცა მისუახლოვდით, ჩუმი ხმით მითხრა:
-სამყარო საოცარია, რადგან შენ შეგქმნა-ამას ისეთი ხმით ამბობდა,რომ ცრემლი მომადგა.
ეს თქვა და წავიდა. უკან იხედებოდა ხოლმე და მაკვირდებოდა. თითქოს, ჩემი სახის შესწავლა უნდოდა.
სადარბაზოსთან ვიდექი. შავი თმა ქარს აეფორიაქებინა, როგორც რობერს ჩემი გული, და ის სახეში მეწებებოდა.
ეს, მართლაც, სხვა იყო.
რობერტი სულ სხვა რამის მატარებელი იყო. ის რაღაც ამოუხსნელი ამოცანა იყო. ის იყო რაღაც, რაც ადამიანს გადარევდა და პირველ შეხვედრაზეც შეცვლიდა. ის იყო, რაც ამ სამყაროში იშვიათია. ვხვდებოდი, რომ მისნაირები მილიონში ერთნიც კი არ იბადებიან.
სახლში ავედი. ფანჯარა გავაღე და ცას შევხედე. ვარსკვლავები მიმოფანტულიყვნენ...
მეორე საღამოსაც შევხვდით. ნოემბრის დასაწყისი იყო და ციოდა. თხელი მაიკისა და მოსაცმელის გარდა არაფერი მეცმა. მან მაშინვე შენიშნა, რომ ვრთოდი და თავისი ქურთუკი მომახურა.მისგან ულევი სითბო მოდიოდა. ასეთი შეგრძნება პირველად დამეუფლა.
-რა არის შენთვის სიყვარული?-მკითხა და გამიკვირდა საიდან დაებადა ამის კითხვის სურვილი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent