აქ არ არსებობს შუალედი-ყველაფერი ან არაფერი{8}
შევკრთი. მან შენიშნა ჩემი დაბნეულობა. -არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ის არ კვდება, ნაშთს მუდამ ტოვებს...-ვუპასუხე დუმილის შემდეგ. -განაგრძე-მან ინტერესით შემომხედა. -რობერტ სტენბერგს ეთანხმები იმაში, რომ სიყვარული გამოხატვის გარეშე კვდება?-ვკითხე და შევხედე. ისიც დაბნეული ჩანდა. -არა-მოკლედ მომიჭრა და შემომხედა, თითქოს, ჩემგან განაჩენს მოელოდა. -არც მე. სიყვარულის თუ გწამს და ფიზიკურად ვერ გრძნობ, მაინც შეიგრძნობ,სხვანაირად, მაგრამ მაინც შეიგრძნობ. იმის თქმა მინდოდა, რომ შეიძლება მას ვერ ხედავდე, ის არ იყოს შენთან და მაინც შეიგრძნობდე(მე) -„სიყვარული სულგრძელია,სიყვარული ქველმოქმედია,არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს,გაუქმდება,ენები იყოს,შეწყდება,ცოდნა იყოს გაუქმდება.“-მან ზეპირად მიპასუხა კორინთელთა მუხლი. -ცხოვრებაში შუალედი არ არსებობს. სიყვარული ცხოვრებაა და ამიტომ სიყვარულშიც არ არსებობს შუალედი!-გავაგრძელე და მისი უფრო გამჭოლი მზერა ვიგრძენი. ჩვენ დიდხანს ვსაუბრობდით. ერთმანეთს ცხოვრების ისტორიას ვუყვებოდით. მას თურმე ერთი ძმა ჰყოლია, რომელიც ავარიაში დაეღუპა. მშობლები კი სოფელში ცხოვრობდნენ. ჩემს შესახებ რომ ვუყვებოდი, შევამჩნიე როგორ მოადგა თვალზე ცრემლი და ძლივს იკავებდა. ხელი ჩემ ხელს მოკიდა და თანაგრძნობით სავსე თვალებით შემომედა: -ვწუხვარ. საათს დახედა და თერთმეტი ხდებოდა. -თუ არ გეჩქარება, საუბარი გავაგრძელოთ(ის) -რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ(მე) -სიყვარულზე რას მეტყვი?(ის) -მომატყუეს..წინა წლის 5 იანვარს ყველაფერი გავიგე...(მე) -განაგრძე(ის) -მეფიცებოდა, რომ ვუყვარდი და თურმე რიგითი მექალთანე იყო. მე კი მიყვარდა და სიყვარულის ნაშთი კვლავ დარჩა..მან გული დამისერა...-ხმა ამიკანკალდა. -ვწუხვარ, მაგრამ ყველა ასეთი არ არის(ის) -ეს ბანალური სიტყვებია-გამეღიმა. -ცხოვრებაში ბევრი რამაა გაცვეთილი, მაგრამ ნამდვილი. მეც მიყვარდა, მაგრამ რაღაც წვრილმანი მიზეზების გამო დავშორდით(ის) -ასე ხდება ხოლმე(მე) -რაღაცას გეტყვი, ოღონდ უნდა დამპირდე, რომ გამიგებ?(ის) -გპირდები-თვალი თვალში გავუყარე. -ჭეშმარიტი სიყავრული თუ არსებოს ის სულ სხვანაირია. თვალებში გიყურებ და ისე გეუბნები, რომ არც ერთი ჩვენგანის გრძნობა არ იყო ჭეშმარტი. ნამდვილი სიყვარული საერთოდ არ ქრება. ის მუდმივია და მისი დავიწყება და სხვისი შეყვარება შეუძლებელია. არაფერი მიპასუხია. მან განაგრძო: -ამით ვაპროტესტებ შენს ნათქვამს იმის შესახებ, რომ სიყვარული კვალს ტოვებს, ნამდვილი სიყვარული პირიქით ძლიერდება და გაღვივებულ ცეცხლს ქმნის(ის) -უბრალოდ ამ გრძნობას მილიონში ერთი თუ განიცდის. ასეთ ზებუნებრივ გრძნობას. მე მხედველობაში რიგითი სიყვარული მქონდა(მე) -მესმის. სამყაროში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. მათგან თითქმის ყველა ქმნის ოჯახს, მაგრამ განა მათ ჭეშმარიტად უყვართ ერთმანეთი?(ის) -ეს რიტორიკული კითხვაა(მე) -მიხარია, რომ მიგებ. იცი, მიკვირს კიდეც, რადგან შენნაირად ჯერ არავის გაუგია ჩემთვის(ის) -მართლა?(მე) -დიახ, მხედველობაში ქალთა სქესის წარმომადგენლები მყავს-დაამატა ცოტა ხნის მერე. -არ მეგონა თუ..-მან შემაწყვეტინა: -მე შენ პირველივე დანახვისთანავე ამოგიცანი. არაფერი მიპასუხია. ჩუმად ვისხედით და ცას ვუყურებდით. ის დროდადრო თვალს გამოაპარებდა ხოლმე ჩემი ხელებისკენ, რომლებიც კანკალებდნენ. -12 საათს გადაცდა. მიგაცილებ(ის) უჩუმრად გავუდექით გზას. სახლთან რომ მივედით ხელი ხელზე ძლიერად მომიჭირა და თვალებში შემომზედა. -ხვალაც შევხვდებით, ჰო?-მკითხა, მაგრამ ამაზე პასუხი თვითნაც ჰქოდა, ამიტომ ჩემს პასუხს არ დალოდებია, ისე წავიდა. სახლში ავედი. სააბაზანოში შევედი და ცივი წყალი პირზე შევისხი. მერე გამოვედი, მაგრამ საძინებელში არ შევსულვარ. არ მეძინებოდა. ლეპტოპიი ჩავრთე და მისი წიგნების ძებნა დავიწყე. მაღაზიის მისამართი ამოვწერე. მეორე დღეს ათ საათზე სახლიდან გამოვედი. ავტობუსით მაღაზიაში წავედი და მისი ყველა წიგნი შევიძინე. მეორე დღეს კვლავ შევხვდით. ეს შეხვედრები, თითქოს, რაღაც იდუმალებით იყო მოცული. მისთვის არ მითქვამს, რომ მის სხვა წიგნებსაც ვკითხულობდი. ბოლოს, როცა ყველას დავასრულებდი, მხოლოდ მაშინ მინდოდა გამემხილა, რადგან შუალედი არ არსებობს. დავფიქრდი და გავაანალიზე,რომ ჩემს ცხოვრებაში შუალედი არც არასდროს არსებობდა-არაფერი ან ყველაფერი ეს იყო ჩემი ცხოვრების დევიზი. რაშიც შევტოპავდი, ვეღარ ვჩერდებოდი. ჩემთვის სიტყვა „ცოტა“ არ არსებობდა,არ არსებობს და არც იარსებებს, სანამ ცოცხალი ვარ და არ მას შემდეგ. რობერტი ყველასგან განსხვავებული იყო. ჩვენი შეხვედრები გრძელდებოდა. მუდამ ერთასა და იმავე დროს. ერთსა და იმავე ადგილას. ეს ყველაფერი იდუმალებით იყო მოცულიდა ამის შესახებ ჩვენ გარდა არავინ იცოდა. ის მე მცვლიდა. სამყაროს და ცხოვრებას სხვა თვალით მანახებდა. მან მრავალი რამ მასწავლა. დეკემბერის პირველი რიცხვები იყო. თოვდა. ჩვენ ისევ იმავე ადგილას ვიყავით. ახლაც მახსოვს მისი დათოვლილი თმები. წითელი ცხვირი ჰქონდა და ნათელი თვალებით მიყურებდა. -შენი წიგნების კითხვა დღეს დავასრულე?(მე) -მართლა?!-მისი სახე აენთო. -დიახ(მე) თვალებში დიდ ხანს მიყურა. მერე კი მითხრა: -მადლობ. მე ამით ბედნიერი ვარ. არაფერი მიპასუხია.მხოლოდ მას ვუყურებდი და ვუღიმოდი. ეს იყო ნამდვილი ღიმილი. ისეთი ღიმილი, როგორიც ცხოვრებაში არავისთვის მეჩუქნა. ისიც მიღიმოდა. -ლიტერატურული საღამოა და ხომ არ წამოხვიდოდი. რადგან ყველა წიგნი გაქვს წაკითხული, ვიფიქრე..-გავაწყვეტინე: -ჩემთვვის დიდი პატივი იქნება. საღამოს ერთდ წავედით.მისი წიგნების სამყაროში ყოფნა ძალიან სასიამოვნო იყო. ის,მართლა, გასაოცარი ადამიანი იყო. ეს იყო ნამდვილი სიყვარული! ჭეშმარიტი სიყვარული, მართლაც, სულ სხვა ყოფილა!ალბერტი აღარც არსებობდა ან სად ჰქონდა ადგილი იმ გულს, რომელიც ცეცხლისგან ფეთქავდა?!! სიყვარულს მხოლოდ თეორიით ვერ გაიგებ,პრაქტიკა სულ სხვაა. ახლა მჯერა, რომ ის არსებობს, რადგან შეყვარებული ვარ. სიყვარული ბუნების უმაღლესი პოეზიაა. ის, მართლაც, ცხოვრების გვირგვინია და ყველაფერს მოიცავს.მჯერა, რომ უსიყვარულოდ ბალახიც კი არ იბიბინებდა. დილას გარეთ გავედი მაღაზიაში სურსათი უნდა მეყიდა. კარებთან ფურცელი შევნიშნე. „შეხვედრამ დროა სხვაგან გადაინაცვლოს. შვიდზე გამოგივლი. რობერტი“ გამეღიმა. როგორ მინდოდა მასთან ყოფნა.ეს ხომ ბედნიერებაა. თვითონ მასშია ის, რაც მაბედნიერებს. ტანსაცმლის მაღაზიაში გავედი. ოღონდ მარტო. ნინიმ ხომ ჩვენი შეხვედრების შესახებ არაფერი იცოდა. ჩემ სახეზე ღიმილი კი უკვირდა, მაგრამ მიზეზს არ ვეუბნებოდი. უფრო სწორედ, ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგადაა.ეს, ალბათ, სულელური მიზეზი იყო,მაგრამ ისე სიმართლეს მაინც ვერ მათქმევინებდა. მუქი შინდისფერი კაბა ვიყიდე. სალონში შევიარე და 6-ისთვის უკვე მზად ვიყავი. სარკეში ჩავიხედე და ის წარმოვიდგინე ჩემ გვერდით. შინდისფერი კაბის ყიდვის მიზეზი ის იყო, რომ, როგორც წავიკითხე, ის მისი საყვარელი ფერი იყო. 7-ის ნახევარზე მოვიდა. ალბათ, მეტ ხანს ვეღარ მოითმინა. -ულამაზესი ხარ. ამ კაბაში ანგელოზს გავხარ(ის) -მადლობ-გავუღიმე და თვალებში შევხედე. -წავიდეთ?(ის) -რა თქმა უნდა(მე) რაღაც რესტორანში წავედით. გარშემო სიმშვიდე იყო და ყველაფერი შესანიშნავად მეჩვენა. -მოგწონს? ჩემი საყვარელი ადგილია(ის) -აქამდე არ ვიცოდი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ გასაოცარი ადგილია(მე) ვახშავი შევუკვეთეთეთ. წითელი ღვინო განსაკუთრებული ატრიბუტი იყო. -მარია-ის აღელვებული ჩანდა. -რობერტ-თვალი თვალში გავუყარე, -წიგნი დავასრულე. მინდა, რომ პირველად შენ წაიკითხო. ოღონდ ახლა არა -მან ჩემი ხელი აიღო. -რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია(მე) საღამოს დიდ ხანს ვისაუბრეთ. წამოსვვლისა სსახლამდე მომაცილა და კარებთან ყურში ჩამჩურჩულა: -ვიცი, რომ წავალ, მაშინვე მომენატრები. არ აქვს მნიშვნელობა ორი წამი იქნება გასული, თუ 2 წუთი. უფრო ახლოს მოიწია და განაგრძო: -მომენატრეტი ყველაზე მეტად, რადგან მე ჯერ სიტყვა:მიყვარხარ არავისთვის არ მითქვამს. ჩემი თითოეული ნაწილი კრთოდა. გავშეშდი და მხოლოდ მას ვყურებდი.ის ახლოს მოიწია. ნელა მიუახლოვა ტუჩი ჩემ ტუჩს, შეახო და მაკოცა. მისი ტუჩები ღვთაებრივი იყო. ეს სულ სხვა გრძნობა იყო.ეს იყო ჭეშმარიტი კოცნა. ყველაფერზე და ყველაზე ძლიერი. -მართალია, ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ის საქმით უფრო გამოიხატება, ვიდნე სიტყვებით, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ მიყვარხარ!-ხელი ხელზე მომკიდა და თვალებში შემომხედა. მისგან უსაზღვრო სიყვარული მოდიოდა. ძლივს ამოვისუნთქე და აკანკალებული ხმით ვუპასუხე: -ჭეშმარიტებას მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული შობს. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჭეშმარიტი ადამიანი ვარ, რადგან მიყვარხარ, რობერტ(მე) -მარია, მართალი ხარ. მხოლოდ შეყვარებულს შეუძლია თავს ადამიანი უწოდოს. ჩვენ ადამინები ვართ იმიტომ, რომ ერთმანეთს შევხვდით და ერთ სულად ვიქეცით.მიყვარხარ, მარია. ეს მიყვარხარ არის ჭეშმარიტი. ეს ისეთი მიყვარხარაა, რომელსაც მხოლოდ მილიონში ერთი ამბობს და შეიძლება მილიონშიც არა,მარია-ტუჩები კიდევ ერთხელ შეახო ჩემსას და მაკოცა. შემდეგ შეტრიალდა, გამიღიმა და წავიდა. ხელში მისი წიგნი მეკავა და დიდ ხანს ვიდექი გაშეშებული. სახლში ავედი. დივანზე დავეშვი და მაშინვე წიგნის კითხვა დავიწყე. ისეთი ემოციური იყო. მთავრი გმირი მე მგავდა. არა,მასში ჩემი სამყარო იყო გაცოცხლებული. როგორ შესძლებია. რობერტს ყოველივე ამის გადმოცემა?! ეს გასაოცარი იყო. ვკითხულობდიი და მეუფლებოდა გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ ავწერ. აკანკალებული ვკითხულობდი. სანამ არ დავასრულე, ვერ ამოვისუნთქე. დილის ექვს საათზე დავასრულე ვითხვა. ციოდა, მაგრამ მე მცხელოდა. ვკანკალებდი და საკუთარ თავს არ ვგავდი. ის უფრო მიყვარდებოდა. ჩემს გულში დიდ ხანძარს დაედო ადგილი. არა, ეს ცეცხლი სულ სხვა იყო.ეს იყო სიყვარულის ცეცხლი, რომელსაც ვერავინ ჩააქრობდა. წიგნს მემიძღვნიდა. მიწერილი ჰქონდა: „წიგნი ეძღვნება ქალს, რომლის სახეც მუდამ თვალწინ მიდგას, მესმის მისი მომაჯადოებელი ხმა,ვცხოვრობ მისი ფიქრითა და მისი მგრძნობელობით.“ ამ წარწერას საათობით ვუყურე. შემიყვარდა მისი წიგნი ისევე, როგორც ის. ის მე მიყვარდა ისე,როგორც არავინ არასდროს შემიყვარდება. არ დამიძინია ან როგორ შემეძლო დაძინება,როცა ვგრძნობდი ამხელა სიყვარულს?! ამხელას ვამბობ, რადგან ის იმხელაა, რომ ვერსად დაეტევა და მისი ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია. სიყვარულიც ხომ შუძლებლის შეძლებაა. გიყვარდეს ადამიანი ეს, მართლაც, შეუძლებელია. მე კი შეუძლებელი შევძელი! სიყვარული ერთადერთია, რაც ადამიანს ღირსებას მოაპოვებინებს! დილას კვლავ გაუნძრევლად ვიჯექი, რადგან მას გავეშეშებინე და არ მაძლევდა ნებას, რომ ავმდგარიყავი. ფანჯარას მივშტერებოდი. თითქოს, რაღაცას ან ვიღაცას ვეძებდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.