შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშგულში ნაპოვნი ანგელოზი [16 დასასრული]


4-03-2015, 00:00
ავტორი მარრიამი
ნანახია 6 519

ღელავდა? ეს ალბათ მსუბუქი ნათქვამია, გულის ფეთქვას გრძნობდა, სისხლის „შხუილს,“ დილიდან ასეთი განწყობით გაიღვიძა. დღეს ისევ ექიმთან აქვთ ვიზიტი პასუხების გასაგებად. თვითონაც არ იცის რას ელის, მაგრამ მოლოდინი დიდია. უხმაუროდ ადგა, არ უნდოდა ანდრონიკეს გაღვიძება, ხალათი შემოიცვა და სამზარეულოში გავიდა. ყავა მოიმზადა და მაგიდასთან მოთავსდა. ცალი ფეხი აიკეცა, თავი მუხლზე დადო და ყავის ფინჯანს გაუსწორა მზერა. ჯერ ისევ ვერ „მოინელა“ სახლიდან წამოსვლა, ცდილობს კიდეც ამაზე საუბარს, მაგრამ არღვლიანი მაინც თავისას გაიძახის და აჩუმებს. თუმცა ფაქტი ერთია, რაც აქ ცხოვრობენ თავს ბევრად უფრო მშვიდად გრძნობს, არც დაძაბულია. ამ ერთი კვირის მანძილზე მშობლები არ უნახავს, ტელეფონით ეკონტაქტება მაგრამ ჯერ არაფერი უთქვამს. მხოლოდ თეკომ იცის, მანაც კოსტასგან გაიგო და მაშინვე დაურეკა მარიამს, ცოფებს ყრიდა და ტელეფონიდან იმუქრებოდა. ამის გახსენებაზე ახლაც ვერ შეიკავა ღიმილი. სამზარეულოში ღიმილით შემოაბიჯა ანდრონიკემ, დილამშვიდობისა უსურვა, აკოცა და მაგიდას მიუჯდა.

- ყავა გაგიკეთო?
- კი დავლევ. _ ყავა გააკეთა და წინ დაუდგა. _ დღეს კოსტას და თეკოს უნდათ ამოსვლა, სახლის ნახვა.
- ვიცი, მითხრა თეკომ, ამოვლენ საღამოს.
- ექიმთან?
- ექიმთან სამ საათზე _ ღრმად ამოისუნთქა.
- კარგი..
- მანამდე გავამზადებ რამეს საღამოსთვის და წავიდეთ მერე. შენ გადიხარ სადმე?
- არა, დღეს სულ შენი ვარ _ გაუცინა.
- დღეს მე შენთვის არ მეცლება _ მარიამმაც გაუცინა და ყავის ფინჯანი ნიჟარაში ჩადო. _ აბა ვნახოთ რა გვაქვს _ თავისთვის ჩაილაპარაკა და მაცივარი გამოაღო. ყურადღებით შეათვალიერა და საჭირო ინგრედიენტები გამოალაგა. დაჭრა, შეწვა, მოხარშა, საღამოსთვის ყველაფერი მოამზადა.

შუადღე ისე მოვიდა, ვერც კი გაიგო. საათს რომ შეხედა, ორის ნახევარი იყო. სწრაფად მოემზადა და უკვე მომზადებულ მეუღლესთან ერთად სახლი დატოვა. საავადმყოფოსთან მიახლოებასთან ერთად ნერვიულობაც მატულობდა. ადგილზე მისულებმა მანქანა დააყენეს. არღვლიანმა თბილი მზერით გადახედა თვალებამღვრეულ მეუღლეს, მისი ხელი ნელა მიიტანა ტუჩებთან, ოდნავ შეეხო და გაუღიმა, ლოყაზე მიეფერა და შუბლზე აკოცა.

- ყველაფერი კარგად იქნება. _ ჩაიჩურჩულა და გადასასვლელად უბიძგა. მანქანიდან გადმოსულს წელზე ხელი მოჰხვია და ისე შეაბიჯეს. ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდნენ. კაბინეტში შესულმა ნერვიულად გაუღიმა ექიმს და დაჯდა.

- გამარჯობა. როგორ ხართ? _ გაუღიმა ექიმმა.
- ვნერვიულობთ _ ღიმილით უპასუხა ანდრონიკემ და აღელვებულ მეუღლეს გადახედა.
- დამშვიდდით, ყველაფერი კარგადაა _ სახე გაუნათდა მარიამს. _ საბედნიეროდ უნაყოფო არც ერთი არ ხართ. ახლა მარტივად, არასამედიცინო ენით რომ აგიხსნათ, გეტყვით რომ საშიში და სავალალო არაფერია. უბრალოდ მკურნალობაა საჭირო, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს. სამწუხაროდ დაზუსტებითი თარიღის თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ მთელ კურსს დაგინიშნავთ. ერთი სრული კურსის ჩატარების შემდეგ ისევ ჩაიტარებთ გამოკვლევებს და გავიგებთ რა გამოვა. _ ღიმილით უსმენდა მარიამი, საოცრად გააბედნიერა მოსმენილმა სიტყვებმა. _ ვერ გეტყვით რომ შეიძლება პირველივე კურსის შემდეგ შვილი გეყოლოთ, მაგრამ მკურნალობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
- მადლობა _ გაბრწინებული თვალებით უცქერდა მარიამი.
- მადლობა _ ღიმილით უთხრა ანდრონიკემაც _ მაინტერესებს რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის პროცესი?
- ეს კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული, შეიძლება ერთ თვეში მივიღოთ შედეგი, შეიძლება ერთ წელში, შეიძლება ორში, მაგრამ აუცილებლად იქნება.
- მადლობა _ ექიმს დანიშნულება გამოართვეს და საავადმყოფო დატოვეს.
- ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი კარგადაა _ ღიმილით უთხრა ცოლს და მიიხუტა.
- ჰო, მაგრამ ერთი ან ორი წელი ანდრონიკე, არ არის ცოტა დრო _ ნაღვლიანი მზერით ახედა.
- ერთი თვე რატომ ვერ დაიმახსოვრე? _ გაუცინა _ შეიძლება ერთ თვეშიც ჰქონდეს შედეგიო.
- არ ვიცი, მეშინია _ ნერვიული ღიმილით ახედა.
- კარგი, წავედით _ გაუღიმა და მანქანის კარები გაუღო.

მიუხედავად იმისა რომ დროის საკითხი აწუხებდა, მაინც დაუმშვიდდა გული. საზურგეს მიეყუდა და თვალები დახუჭა, თითქოს ისვენებსო. ექიმის სიტყვებმა იმედი გაუჩინა, იმედი იმის რომ ოდესმე თვითონაც იგრძნობდა ამ საოცარ განცდას, დედობის განცდას. თვალი გაახილა და მომღიმარ ანდრონიკეს გადახედა, ვერ გაეგო რატომ იღიმოდა.

- რამე ხდება და არ ვიცი? _ გაუცინა ქმარს.
- კი, რაღაც ხდება და არ იცი.
- ჰო და გამაგებინე.
- ორ წუთში გაიგებ.
- ველოდები _ გაუცინა და ზუსტად ორ წუთში მანქანაც გაჩერდა. _ არაა _ გაოცებულმა გადახედა ქმარს.
- კი, ეს ჩვენთვის ბედნიერება იქნება, ხომ გინდა?
- მინდა _ სახეგაბრწყინებული ჩაეხუტა არღვლიანს, მანქანიდან გადავიდნენ და თავშესაფარში შეაბიჯეს. უამრავი პატარა ირეოდა აქეთ-იქით. სვანმა დირექტორის კაბინეტისკენ წაიყვანა, დააკაკუნა, შევიდნენ და სიტუაცია აუხსნეს ქალბატონს.
- ძალიან გვიხარია როცა წყვილები ამ გადაწყვეტილებით მოდიან, როგორც ხედავთ საკმაოდ ბევრ პატარას აკლია მშობლის ზრუნვა. ბავშვის აყვანის საკითხი ასე მარტივი რომ არაა ალბათ მოგეხსენებათ, ყველაფერი ადვოკატთან უნდა მოგვარდეს სხვადასხვა საბუთების საფუძველზე.
- ეს ყველაფერი ვიცით, უბრალოდ იქნებ შეძლოთ რომ პატარა დღესვე მოგვაშვილოთ, სახლში წავიყვანოთ და დანარჩენს ყველაფერს მოვაგვარებთ.
- არ ვიცი რამდენად შესაძლებელია მოხერხდეს.
- მნიშვნელოვანი რომ არ იყოს არ გთხოვდით _ მუდარის ტონმა გაიჟღერა მარიამის ხმაში.
- იცით, თუ მოახერხებთ დღესვე წარმოგვიდგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ქორწინების მოწმობა, ადვოკატიც მოიყვანოთ, შეიძლება რაიმეს გაკეთება.
- კი, კი შევძლებთ. _ ტელეფონი ამოიღო და კოსტასთან დარეკა. _ კოსწიკ უნდა დამეხმარო, ადვოკატი მჭირდება სასწრაფოდ _ გათიშა და მარიამს გადახედა. _ ჩვენ წავალთ და საბუთებთან და ადვოკატთან ერთად დავბრუნდებით _ გაუღიმა დირექტორს.
- კარგი, გელოდებით.

სახლში დაბრუნდნენ, მთელი გზა აჟიტირებული იყო მარიამი, ემოციებს ვერ იოკებდა. კოსტა უკვე კარებთან ელოდა, მთელი სისწრაფით მოძებნა იმნაძემ საბუთები და კმაყოფილი მზერით გავიდა მისაღებში.

- გისმენთ ახლა, დაიწყეთ და ამიხსენით რა ხდება _ ინტერესით გადახედა კოსტამ.
- ბავშვი უნდა ავიყვანოთ _ მშვიდად უპასუხა არღვლიანმა.
- მოიცა, როგორ, რატომ? _ აშკარად დააბნია მეგობრის პასუხმა.
- როგორ და ჩვეულებრივ, რატომ და შვილი გვინდა _ გაუღიმა.
- არა, არ ველოდი, კარგია, მაგრამ მაინც ვფიქრობ ექიმთან რომ მისულიყავით _ ყოყმანით გადახედა წყვილს.
- ვიყავით უკვე კოსწიკ _ გაუღიმა მარიამმა.
- და?
- და იმკურნალებთ, ყველაფერი კარგად იქნებაო _ გაუღიმა ანდრონიკემ.
- აბა რატომღა აგყავთ? _ კიდევ უფრო დაიბნა ნაკაშიძე.
- იმიტომ რომ შვილი ახლავე გვინდა, თან აუცილებელი სულაც არაა მხოლოდ უშვილოებს აჰყავდეთ ბავშვი. _ მშვიდად გაუღიმა იმნაძემ.
- ყველაფერი გავიგე _ გაიცინა _ ძალიან მაგარი გოგო ხარ რძალო _ ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა _ შენც გაღიარებ სვანო.
- ოღონდ გეხვეწები რა თეკოს არაფერი უთხრა, საღამოს რომ მოხვალთ თვითონ ნახოს.
- კარგი, წავედით ხომ მაშინ?
- წავედით.

ბავშვთა სახლში დაბრუნდნენ. კოსტამ ყველაფერი მოაგვარა, წყვილი კი მოუთმენლად ელოდა როდის აჩვენებდნენ მათ პატარას.

- იცით ჩვენს ოჯახს ახალი წევრი შეემატა რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ძალიან პატარა და უმწეოა, რამდენიმე თვის, ბავშვი კარებთან დატოვეს, მხოლოდ ის ვიცით რომ ტასო ჰქვია, ახლა გაგაცნობთ მას, იმედი მაქვს ბედნიერები იქნებით ერთად და ჩვენს პატარას მზრუნველობას არ მოაკლებთ _ გაუღიმა ქალმა.
- ნამდვილად ასე იქნება _ ღიმილით გაჰყვა უკან მარიამი.

პატარა მართლაც ისეთი უმწეო იყო, დანახვისთანავე გულში სითბო ჩაეღვარა იმნაძეს. თვალებაციმციმებულმა აიყვანა პატარა ხელში და შუბლზე ნაზად შეახო ტუჩები. ის მისი შვილია, დღეიდან სულ ერთად იქნებიან, არ დაუშვებს ვინმემ ატკინოს, ავნოს მის პატარას. ოთახიდან გამოსულები ანდრონიკემ რომ დაინახა, იგრძნო როგორ შეუტოკდა შიგნით რაღაც. იმ წამს იგრძნო რომ ბედნიერი ადამიანი იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა ბიოლოგიურად მათი შვილი იქნებოდა თუ არა. ცოლს გაუღიმა, მათკენ წავიდა და მოეხვია.

- ბედნიერი ვარ _ მარიამის გასაგონად ჩაიჩურჩულა და ლოყაზე აკოცა.
- მეც, მადლობა _ გაუღიმა და მიეხუტა.
- ამ პატარას ყველაზე მაგარი ძია ჰყავს _ გაიცინა კოსტამ. _ სანამ შენ მას იცნობდი რძალო, სხვათაშორის დიდი ხანი დაჰყავი ოთახში, ძიამ ყველაფერი იყიდა რაც საჭიროა.
- მადლობა კოსწიკ _ გაუცინა მარიამმა.
- წავედით _ გაუღიმა არღვლიანმა და ცოლ-შვილი წინ გაატარა.
- მეც წავალ, სტუმრების დრო აღარ დაგრჩებათ თქვენ.
- როგორ არა, ცოტა ხნით მაინც ამოდით რა, მერე რა რომ დაგვიანდა _ გაუცინა იმნაძემ.
- კარგი, ვეტყვი თეკოს და ამოვალთ.
- გელოდებით.

მანქანებში დანაწილდნენ. სახლამდე მივიდნენ, ანდრონიკემ კარები გაუღო, გადმოსვლაში დაეხმარა, პატარას ჯერ ვერ კიდებდა ხელს, ნაყიდი ნივთები ამოიღო მანქანიდან და სახლში ავიდნენ. მძინარე პატარა თავიანთ ოთახში შეიყვანა, ლოგინზე დააწვინა, გარშემო ბალიშები შემოულაგა და მისაღებში დაბრუნდა. გაღიმებულ ანდრონიკეს მიუახლოვდა და ჩაეხუტა. ქმარმაც შემოჰხვია ხელები და თავზე აკოცა.

- ძალიან პატარაა _ ჩაიცინა არღვლიანმა.
- ჰო, ცოტათი მეშინია _ გაეღიმა მარიამსაც.
- ნუ გეშინია, ზუსტად ვიცი საუკეთესო დედა იქნები.
- იმედია, ანდრონიკე ჩვენებს როდის უნდა ვუთხრათ?
- როცა გინდა.
- ჩემს მშობლებს რაც შეიძლება მალე, დედაშენსაც ხვალვე ვუთხრათ.
- შენებს დავურეკავთ და ვეტყვით, დედაჩემს რაც შეეხება, ჯერ მე უნდა ველაპარაკო.
- კარგი. ტირის _ გაოცებული სახე მიიღო მარიამმა, სვანს გაეცინა.
- იტირებს აბა რას იზამს, თოჯინა კი არაა. _ იმნაძე მაშინვე ოთახში გაიქცა, მტირალი პატარას დანახვაზე გაეღიმა, კიდევ ერთხელ იგრძნო რომ მისია, სულ მისი. მიუახლოვდა, ფრთილად აიყვანა ხელში და დაარწია. უკვე კარგად გამოცდილი დედასავით დააძინა და ისევ ლოგინზე დააწვინა. მისაღებში გასვლისთანავე კარებზე კაკუნი გაიგონა, დაფეთებული გავარდა, ბავშვს არ გაეღვიძოსო და კარები გააღო.
- მარიამ _ ხმაურიანად შემოვიდა თეკო.
- ჩუ, ჩუ _ დაუცაცხანა.
- ძინავს ვინმეს? _ გაეცინა თეკოს.
- ძინავს, შემოდით და ჩუმად _ კოსტას თვალი ჩაუკრა და ტყემალაძე წინ გაატარა. მისაღებში მოკალათდნენ.
- გავშლი მე სუფრას, რაღაცები გავამზადე დღეს.
- მოგეხმარები.
- ჯერ ვიღაც უნდა გაგაცნო _ ეშმაკურად გაუღიმა თეკოს.
- ვინ? _ ინტერესით შეხედა თეკომ.
- წამომყევი _ ოთახისკენ წაიყვანა, კარები შეაღო და შეატარა. ბავშვის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა ტყემალაძეს.
- ეს ვინ არის? _ ხელით ანიშნა პატარასკენ.
- ეს ტასოა.
- რამე სახელი თავისთავად ერქმევა მარიამ, ზოგადად ვინ არის და აქ რა უნდა.
- ჩვენი შვილია.
- ჩემს გაგიჟებას ცდილობთ?
- თეკო კარგი რა, ხანდახან როგორ მიშლი ნერვებს. მაცადე და მოგიყვები სამზარეულოში, ბავშვი არ გამიღვიძო. _ სამზარეულოში გადაინაცვლეს და მარიამმა თხრობა განაგრძო, _ დღეს ვიყავით ექიმთან, მკურნალობა ყველაფერს მოაგვარებსო, მაგრამ დრო ვერ გვითხრეს, ერთი თვე, ერთი წელი ან შეიძლება მეტიც. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ეს პატარა დღეიდან ჩვენი შვილი იქნება, სანამ მეორე პატარა შემოემატება ჩვენს ოჯახს.
- არ ველოდი, არც ვიცი ახლა რა უნდა გითხრა.. ჰო.. გილოცავ ჩემო ლამაზო, გილოცავ _ მეგობარს ჩაეხუტა.
- მადლობა.

საღამო მშვიდად გაატარეს. ღამე შედარებით მშფოთვარე იყო, წყვილს ფაქტობრივად არ დაუძინია, მთელი გულისყური პატარისკენ ჰქონდათ. მეორე დღე კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. წარმოდგენაც არ ჰქონდა იმნაძეს მათი მშობლები როგორ მიიღებდნენ ამ ამბავს. დედასთან ხშირად უსაუბრია ამ საკითხზე, ასე თუ ისე მისი მოსაზრებაც იცის. მამასაც არ უნდა ჰქონდეს პრობლემები, შვილს ყოველთვის თავისუფალი არჩევნის საშუალებას აძლევდა და მით უმეტეს დაოჯახების შემდეგ. ქალბატონი დალის მოსალოდნელი რეაქცია კი ძალიან აშინებს. მაგრამ იმედი აქვს შვილიშვილი შეუცვლის დამოკიდებულებას. დილითვე დაურეკა მარიამმა თავის მშობლებს, ესაუბრა, მოკლედ აუხსნა ყველაფერი და დაპატიჟა. ანდრონიკეც ესაუბრა დედამისს, თუმცა დაწვრილებით არაფერი უთქვამს იმნაძესთვის, მხოლოდ ნერვიული ღიმილით და რამდენიმე სიტყვით „ყველაფერი კარგად იქნება“ შემოიფარგლა. მარიამი კი ზუსტად მიხვდა რომ არაფერი არ იყო კარგად და შესაძლოა არც ყოფილიყო.

......................................

უკვე ხუთი თვეა რაც ერთ ოჯახად ცხოვრობენ მარიამი, ანდრონიკე და პატარა ტასო. ბავშვი მათი სულის ნაწილად იქცა, მის გარეშე სიცოცხლე ვეღარ წარმოუდგენიათ. მეხუთე თვეა რაც მკურნალობენ, ერთი სრული კურსი უკვე ჩაიტარეს, მეორე დაიწყეს. კურსის გავლის პერიოდშიც იტარებენ გამოკვლევებს, ანალიზებს იღებენ. რამდენიმე დღის წინ ჩაიტარეს პროცედურა და დღეს პასუხების მისაღებად მიდიან. ტასოს ტყემალაძეს დაუტოვებენ ცოტა ხნით. ქალბატონი დალი ჯერ სანახავად არ მისულა, თუმცა ხანდახან ურეკავს და კითხულობს მათ ამბებს, ესეც უხარია იმნაძეს. ხედავს რომ ნელ-ნელა ლაგდება ურთიერთობები დედა-შვილს შორის და საოცრად ბედნიერია. კაბინეტის კარებზე დააკაკუნეს და შევიდნენ, ექიმს გაუღიმეს, მაგიდასთან მოკალათდნენ.

- როგორ ხართ? _ გაუღიმა ექიმმა.
- კარგად, თქვენ? _ ღიმილითვე უპასუხა ანდრონიკემ.
- ძალიან კარგად, მით უმეტეს მას შემდეგ რაც გავიგე რომ ასეთი ამბავი უნდა გახაროთ. _ მხიარული ღიმილი შეანათა ექიმმა _ გილოცავთ, მალე ახალი წევრი შეგემატებათ. _ მარიამის რეაქცია? უბრალოდ გაიყინა, სიტყვა ვერ თქვა, თვალები აუცრემლიანდა, სხეულში მეორე გულის ფეთქვა იგრძნო. როგორ ელოდა ამ სიტყვების მოსმენას და ეს დღეც დადგა. ანდრონიკე? ანდრონიკე მიმიკის გარეშე გამოხატავდა სიხარულს, შინაგად იყო ბედნიერი, საოცარი ემოციით სავსე, ეგონა ახლა რომ მოენდომებინა მთებსაც კი გადადგავდა. ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ საავადმყოფოდან, სახეზე ღიმილით, გულში ბედნიერებით.
- ანდრონიკე.
- გისმენ.
- ახლა რაღაცას გეტყვი და ხომ შემისრულებ? _ გაინაზა მარიამი.
- რასაც მეტყვი.
- დედაშენთან წავიდეთ.
- დარწმუნებული ხარ?
- კი, გუშინ დარეკა სხვათაშორის მოგვიკითხა, მინდა რომ ვუთხრათ.
- შენები?
- ჩემებს მივწერე უკვე _ გაიცინა.
- კარგი წავიდეთ.

ხუთი თვეა იმ სახლში აღარ ყოფილა, განსაკუთრებული მოლოდინით მიდის. სჯერა რომ ყველაფერი დალაგდება, აუცილებლად. ბედნიერმა აიარა კიბეები და მსუბუქად დააკაკუნა. ქალბატონმა დალიმ კარები რომ გააღო შეცბა, არ ელოდა შვილის და რძლის დანახვას. მარიამმა თბილად გაუღიმა.

- შეიძლება?
- მობრძანდით _ გამოცოცხლდა ქალი. სახლში შევიდნენ და დივანზე გვერდი-გვერდ მოკალათდნენ.
- როგორ ხართ? _ ისევ მარიამმა წამოიწყო საუბარი.
- არამიშავს, თქვენ როგორ ხართ?
- კარგად.
- ტასო ხომ კარგადაა?
- ტასოც კარგადაა, უბრალოდ ბებოზეა განაწყენებული რომ არ ინახულა _ ღიმილით უპასუხა.
- ვნახავ.
- აქ ახალი ამბის სათქმელად მოვედით _ ჩაერთო ანდრონიკეც.
- რა ამბის?
- კიდევ ერთი შვილიშვილი გეყოლებათ _ გაუღიმა მარიამმა.
- კიდევ აგყავთ ბავშვი? _ გაუკვირდა ქალს.
- არა, ბიოლოგიურადაც შენი შვილიშვილი იქნება _ მშვიდი ტონით მიუგო ანდრონიკემ.
- როგორ გამახარეთ _ გაუღიმა წყვილს. გულწრფელი ტონი იგრძნო იმნაძემ, არღვლიანმაც, ამდენი ხნის მანძილზე პირველად გაუღიმა დედას.
- ჩვენ წავალთ, ტასო თეკოსთან გვყავს დატოვებული _ წამოდგა მარიამი.
- კარგი.
- გელოდებით, ტასოს თქვენი გაცნობა უნდა, გვესტუმრეთ.
- აუცილებლად, ამ დღეებში.
- ძალიან კარგი _ გაუბედავად წაიწია წინ რომ გადაეკოცნა, მისდა გასაოცრად ქალმა არამარტო გადაკოცნა, ხელებიც შემოჰხვია. გაეღიმა, თვითონაც მორცხვად ჩაეხუტა და დაემშვიდობა.

.......................................

თვეები ნელ-ნელა მიჰყვებოდა ერთმანეთს.. სეზონს სეზონი ცვლიდა... მუცელი ეზრდებოდა.. ტანსაცმელი უპატარავდებოდა.. წონაშიც მოიმატა ცოტა, თუმცა წყვილს სულაც არ ადარდებდა ეს. ძველებურად თბილი თვალებით შესცქეროდა არღვლიანი ორსულ მეუღლეს, თავის მხრივ არც მარიამი აკლებდა სითბოს და სიყვარულს.. დიდი განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს რომ პატარასთვის ალექსანდრე დაერქმიათ. ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როცა წყვილი თბილი მზერით შესცქეროდა მოთამაშე ტასოს, მარიამმა მუცლის ტკივილი იგრძნო, უკვე დროც იყო. შეშინებულმა შეხედა ანდრონიკეს და ნერვიულად გაუღიმა.
- დაიწყო..


__________________________

ესეც დავასრულე ჩემო შოკოლადებო.. ახლა ისევ დიდი ბოლოსიტყვაობა გამოვა ალბათ, მაგრამ იმედია წაიკითხავთ... უუღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა რომ ასე მამხნევებდით თქვენი თბილი კომენტარებით მთელი ისტორიის განმავლობაში.. მადლობა რომ საყვედურების გარეშე იტანდით პატარა, ხანდახან ძალიან პატარა თავებს და მპატიობდით.. მადლობა რომ მავსებდით დადებითი ემოციით, პოზიტივით, მუტით, ენერგიით...
რაც შეეხება ისტორიას, კვლავ პოზიტიური დასასრული აქვს, სხვანაირად უბრალოდ ვერ დავასრულებ.. ცუდი ამბები რეალობაშიც გვეყოფა, ისტორიებშიც ეს რომ არ ვიკითხოთ.. იმედი მაქვს მოგეწონებათ დასასრული, ბოდიში შეცდომებისთვის, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას...
ჩემო შოკოლადებო მე თქვენ მიყვარხართ (მი სგაი მალატ)

პ.ს. ახალ ისტორიას რაც შეეხება, ხვალ ან ზეგ დაგიბრუნდებით..
პ.ს. ცოტათი დაგვიანებით ყველა დედას ვულოცავ დედის დღეს, ღმერთმა ბედნიერი დედები გამყოფოთ.. (ეს თავი თემატურადაც დაემთხვა)



№1  offline ადმინი ano23

გულმა მიგრძნო ასე რომ იქნებოდა winked ისიც გამიხარდა დედამთლიც რომ მოარჯულა იმნაძემ wink შენ კიდევ ის მაინც მოახერხე,რომ არღვლიანზე დადებითი წარმოდენა შემიქმენი wink კარგი ხარ მარიამ... მოუთმენლად ველი იმ ისტორიას ჩვენ რომ ვიცით love wink

 


№2  offline წევრი Mkitxveli

უფ,მშვენიერი დაგვირგვინება იყო, რაღაც საოცარი ,,ბედნიერი დასასრული''აქვს ხოლმე შენს ისტორიებს.
გამიხარდა რომ ბავშვი აიყვანეს, თუმცა არ ველოდი. ბიოლოგიური შვილი მაინც რომ ეყოლებოდათ,მაგაში კი დარწმუნ.ვიყავი .
საერთო ჯამში, ჩემი აზრით, კიდევ ერთი ძალიან მაგარი ისტორია გამოგივიდა.
მითქვამს მრავალჯერ,მაგრამ არ მომბეზრდება,არაჩვეულებრივი გოგო ხარ, შოკოლადიც,მარწყვიც,ნამცხვარიც და ყველაფერი ტკბილიც შენ ხარ.
მოუთმენლად დაველოდები შენს ახალ ისტორიას. მჯერა, რომ განსხვავებული იქნება,რაღაცნაირად. ვგულისხმობ იმას, რომ ეყოლება უფრო აქტიური პერსონაჟები და სიუჟეტიც თავისთავად.
მოკლედ, ( არადა, ძალიან გრძლად კი გამომივიდა) წარმატებებს გისურვებ!

 


№3  offline მოდერი ლილიანა

ვაი რა თბილი და ტკბილი დასასრული იყო მარ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline წევრი Unnamed

Ra kagi iyo... Sul gimilit wavikitxe :) zogadad momwons sheni istoriebi :) da velodebi shemdegss

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

Vaime ra magari xar. .. vicodi vicodi vicodi vicodi rom magrad, kargad daamtavtebdi... magram ese kargadac ar velodi... ici ra shesanishnavia roca ragaac aaraa adamianur grzobaze kitxulob da ise ganicdi titkos es yvelaferi shens tvalwin xdeba... shenc iseve ganicdi rogorc moqmedi personajebi...

Me sheni arc erti tavi ar chamigdia rom ar wamekitxa. Sul vkitxulobdi. Ganvicdidi. Vbrazobdi. Mixaroda. Vtirodi. Mtkioda. Monatreba mklavda... mec shens personakebtan ertad ganvicdidi...

Uzalianmagresi dasasruli uzalianmagresi istoriiis... guli mwydeba rom yovel tavze komentars ar gweedi.. ar vtovebdi. Ara ara ver... guli mwydeba rom damtavrda. Magram waswaulebi sheizleba realobashic agvixdes mtavaria gvjerodes.

Da chem dedikos vetyvi rom uazrod uzomod sigijemde miyvarxaaaaaars da sul maklia roca ver vxedav. Yvelas gilocavt chemo kargebo..

 


№6  offline წევრი nini07

ვაიმე მარიამ როგორ გამახარე ახლა შენ ვერც კი წარმოიდგენ! საოცრება გოგო ხარ <3 ყველაზე კეთილი, თბილი, ტკბილი! <3 არ გიცნობ, მაგრამ მაინც ვგიჟდები შენზე აი ისეთი კარგი ხარ!ველოდები შემდეგ ისტორიას სულმოუთქმელად. <3 <3 <3

 


№7  offline წევრი mbella

ძალიან კარგი გოგო ხარ შენ, ძალიან პოზიტიურ და ლამაზ ისტორიებს წერ, ყველაფერი მომწონს შენს ნაწერებში, იმედია ახალ ისტორიასაც მალე დაიწყებ :*** წარმატებები

 


№8  offline წევრი Sweetiko

კარგი ისტორია იყო,მაგრამ ე. ბოლოში რა მოსხიპე მოგდევდა ვინმე?;დ
მაინც კარგი გოგო ხარ და წარმატებები

 


№9  offline წევრი nuki-nuka

დასასრული იყო მიფუჩეჩებული.
მაგრამ მაინც ძლიან კარგი იყო - თბილი და ტკბილი... love

 


№10 სტუმარი Mia ♥

ძააან მომეწონა. იმნაძეს საღოლ დედამთილი რო მოარჯულა wink აი შენ კი ვაშვე მაგარი გოგო ხარ რა love ახალ ისტორიას ველი მოუთმენლად .... მაგარამ ის გამიკვირდა თეკოს და კოსწიკა როგრ დატოვე ასე wink მთლიანონაში არაჩვეულებრივი იყოო ♥♥ შენ შენი ისეტორებით მავსებბ ♥♥♥♥♥ ველი ახალ ისტორიაასს love
პს. რო ერს შოკოლადებოოოო ..... მე ალპელ გოლდი ვარ დაგასწარით tongue tongue ♥♥♥♥♥♥ (სიცილი)

 


№11 სტუმარი tetrishokoladi

Am tabs I code gaagrzeleb...aseti dasasruli at Ari's maincdamainc kargi...xoici rogor mainteresebs sabolood ra moxdeba..shenkide ert winadadebashi ginda chaatio yovelive es :((((((( velodebi tavis gagrdzelebas,gtxov gagvbedniere **

 


№12  offline მოდერი მარრიამი

მადლობააა შოკოლადებო ყველაას <3 ^_^ არც კი ვიცი რა ვთქვა ისეთი გახარებული ვარ ^_^ დასასრულს რაც შეეხება ტკბილებო, ყველას გაძლევთ საშუალებას თქვენებურად დაასრულოთ, როგორც გინდათ და რამდენი შვილითაც გინდათ :D <3 მადლობა რომ კითხულობდით და მამხნევებდით <3

 


№13  offline წევრი teo.22

რა კარგი იყოოო love

 


№14  offline მოდერი მარრიამი

teo.22
რა კარგი იყოოო love

მადლობა :*

 


№15  offline წევრი NataShka()()()

ეს იყო ერთერთი ჩემთვის საუკეთესო ისტორია მადლობა შენ ამისთვის ..ბედნიერი ვარ რომ ეს წავიკითხეე და გავიზიარეეე ანდრონიკეს და მარიამის ბედნიერება <3 :D :D წარმატებებდ გისურვებ და შენ ჩემი N3 ფავორიტი ადამიანიხარ ....<3 ველოდები ახალ ისტორიას ახალი ემოციებით <3
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№16 სტუმარი nini

სიტყვები არ მყოფნის კარგიი იყო ძაან ძაან ტკბილი <3

 


№17  offline წევრი dadeshqeliani

უბრალოდ სიტყვებს ვეღარ ვპოულობ არ ვიცი რა დავწერო მაგრამ რაღაც უნდა დავწერო თორე გავაფრენ.ეს ისტორია ძალიან ძალიან მიყვარს თან შენ რეალურს წერ არანაირი გადაჭარბების გარეშე fellow ეს ისტორია ძალიან ძალიან მიყვარს love

 


№18  offline მოდერი მარრიამი

NataShka()()()
ეს იყო ერთერთი ჩემთვის საუკეთესო ისტორია მადლობა შენ ამისთვის ..ბედნიერი ვარ რომ ეს წავიკითხეე და გავიზიარეეე ანდრონიკეს და მარიამის ბედნიერება <3 :D :D წარმატებებდ გისურვებ და შენ ჩემი N3 ფავორიტი ადამიანიხარ ....<3 ველოდები ახალ ისტორიას ახალი ემოციებით <3

nini
სიტყვები არ მყოფნის კარგიი იყო ძაან ძაან ტკბილი <3

dadeshqeliani
უბრალოდ სიტყვებს ვეღარ ვპოულობ არ ვიცი რა დავწერო მაგრამ რაღაც უნდა დავწერო თორე გავაფრენ.ეს ისტორია ძალიან ძალიან მიყვარს თან შენ რეალურს წერ არანაირი გადაჭარბების გარეშე fellow ეს ისტორია ძალიან ძალიან მიყვარს love

როგორ მაბედნიერებთ ვერც წარმოიდგენთ <3

 


№19 სტუმარი მაიკო-გიო

ძალიან საინტერესო ისტორიებს წერ...როცა მგონია,რომ ამ ისტორიას სხვა ვერ აჯობებს,მომდევნო ისტორია მახვედრებს რომ შევცდი...არაჩვეულებრივი გოგო ხარ მართლა....ყოჩაღ და მასე გააგრძელე... კარგი დასასრულები მიყვარს,კარგ განწყობაზე მაყენებს....მაგარი ხარ. <3

 


№20  offline მოდერი მარრიამი

მაიკო-გიო
ძალიან საინტერესო ისტორიებს წერ...როცა მგონია,რომ ამ ისტორიას სხვა ვერ აჯობებს,მომდევნო ისტორია მახვედრებს რომ შევცდი...არაჩვეულებრივი გოგო ხარ მართლა....ყოჩაღ და მასე გააგრძელე... კარგი დასასრულები მიყვარს,კარგ განწყობაზე მაყენებს....მაგარი ხარ. <3

უუღრმესი მადლობა <3 ძალიან გამახარეთ <3

 


№21  offline წევრი tamtu

Sitkvebi ar mkopnis ver gadmogcem chems emociebs. Dzalian magar istoriebs cer da dzalian shemakvare taviii. Umagresi xar chemo kargooo. Utbilesi da utkbilesi xar. Tkbili shokoladi xar ♡♥♡♥♡♥

 


№22  offline მოდერი მარრიამი

tamtu
Sitkvebi ar mkopnis ver gadmogcem chems emociebs. Dzalian magar istoriebs cer da dzalian shemakvare taviii. Umagresi xar chemo kargooo. Utbilesi da utkbilesi xar. Tkbili shokoladi xar ♡♥♡♥♡♥

მეც არ მყოფნის სიტყვები <3 მაბედნიერებთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent