შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილების გამყიდველი (ნაწილი მეოთხე)


4-03-2015, 15:48
ავტორი Girlfromlondon
ნანახია 4 973

***
ვიდექი და სუნთქვას ვერ ვარეგულირებდი.ხელები ერთმანეთზე ნერვულად მქონდა ჩაჭიდული და ვნატრობდი დროზე გაღებულიყო ლიფტის კარი..
მესმონა გაბრიელის ლაპარაკი „ანასტასია , ტასოო“..
მაგრამ შიშისგან გათიშული გონება გონზე ვერ მომყავდა.
ჰაერი როგორც კი ვიგრძენი პირი ღრმად გავაღე და ერთიანად შევისრუტე.
„გადავრჩითქო“ ესღა გავიფიქრე და სიმწრისგან დაჭერილი თვალები ერთმანეთს დავაშორე.
უფროსის გათეთრებულ სახეზე სიცილიც კი მომინდა,მაგრამ მალევე მივხვდი ამის დრო ,რომ არ იყო.
-რატომ არ მითხარი კლაუსტროფობია,რომ გჭირდა?-მკაცრი მეჩვენა უფროსის ხმა
მე ისევ ღრმად ვსუნთქავდი და კედელს აყუდებული შევსცქეროდი გაბრიელს.
-წამოდი სახლში შევიდეთ-მითხრა შედარებით უფრო მშვიდი ხმით და უპასუხოდ,რომ დავტოვე არ შეიმჩნია.
სახლში შესულმა პატარა ბავშვივით დივანზე ჩამომსვა და აქ დამელოდეო მიბრძანა.
მალე წყლით ხელში დაბრუნდა და ხელში შემაჩეჩა.
ნელა მოვსვი წყალი და ვიგრძენი ,რომ ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი.
აი რატომ ვირჩევ ყოველთვის კიბეებით ასვლას.
-რატომ არ თქვი?-დამისვა იგივე კითხვა
-მე გითხარით კიბეებით ავალთქო -გავახსენე ცოტა ხნის წინ მომხდარი
-შენ მითხარი კიბეებით ავალო და არა დახურული სივრცის შიში მაქვსო
-დიდი ხანია ცუდათ არ გავმხდარვარ.მეგონა შევძლებდი,მაგრამ პანიკაში ჩავვარდი
-მეორედ შეგიძლია უბრალდო თქვა-გამაფრთხილა გაბრიელმა
-გასაგებია.საბუთები მომეცით და წავალ ,უკეთ ვარ.
-დამელოდე -მითხრა ისევ მკაცრად და რომელიღაცა ოთახში გაუჩინარდა.
არც მქონდა გაქცევის თავი.ისე გამომიცცხადა „დამელოდეო“ გეგონება გავრბოდი.
კომფორტულ დივანზე მიყუდებული ვიჯექი და ვიხსენებდი პირველად როდის აღმოვაჩინე ჩემი „შიში“
-მოვედი-გამომიყვანა ფიქრებიდან უფროსის ხმამ და სწრაფად წამოვდექი დივნიდან.
კარებთან მივედი და საბუთების გამოსართმელად ხელი გავუწოდე.
ხელგაწვდენილი ვიდექი ,მაგრამ შენც არ მომიკვდე ვის ახსენდება საბუთები,რომ უნდა მომცეს ?
ცალ ხელში საბუთები ეჭირა ,მეორეთი კი ქურთუკს იცმევდა.
მეც ,რომ დავიღალე ასე დგომით ხელი დაბლა ჩამოვწიე.
-გადი -მანიშნა ხელის მოძრაობით და კარები ფართოთ გამოწია
-კი ,მაგრამ საბუთები ?-ვერ გავერკვიე მე
-მეც მოვდივარ-მითხრა და ხელით მიბიძგა გსასვლელისკენ
-არაა საჭირო , თქვენ ხომ არ გეცალათ
-რომ მოვდივარ ესეიგი მცალია
ამ მომენტში ისეთი ცივი მეჩვენა გაბრიელის ხმა ტანში ერთიანად შემამცივნა.
რომ შევნიშნე ჩემ მსგავსად კიბეებზე მოდიოდა მისკენ შევბრუნდი და როგორც ყოველთვის ენა პირში ვერ გავაჩერე.
-შეგიძლიათ ლიფტით ჩახვიდეთ.არაა საჭირო ჩემ გამო მერვე სართულიდან ფეხით ...-დამთავრებული არ მქონდა წინადადება,რომ შემაწყვეტინა
-ტასო!
„ტასოო“ .. პირველად დამიძახა ასე „შინაურულად“
ისეთი სხვანაირი მეჩვენა მისი ნათქვამი ტასო,რომ სხეულზე „ჭიანჭველების სირბილი“ ვიგრძენი.
არ ვიცი რისი ბრალი იყო.
ან მართლა სხვანაირი იყო მისი ნათქვამი „ტასო“.
ან კიდევ ჯერ კიდევ პანიკაში ვიყავი.ლიფტში მომხდარის გამო.

***
გზაში ისევ ჩუმად ვისხედით..თითქოს „ტრადიციად“ დავიჩემეთ..
მაინც ვერ გავიგე .ხომ შემეძლო ტაქსით წამოვსულიყავი,მაგრამ არაო დაიჩემა.
„ალბათ შეეშინდა ცუდად არ გავმხდარიყავი ისევ, მეტი არაფერი.თანამშრომელი ვარ ბოლო-ბოლო“ გავამართლე უფროსის ქმედება.
„ნეტა სხვა ,რომ ყოფილიყო ჩემ ადგილას ასე მოიქცეოდა?“არ ვჩერდებოდი მე და ათას კითხვას ვუსვამდი საკთარ თავს.
ბოლოს როცა მივხვდი რაზე ვფიქრობდი მაშინვე შემოვუძეხე ჩემ თავს „აბა ტასო მოკეტე ეხლათქო“.
სამსახურში დაბრუნებული ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯექი და კვლავ მუშაობა გავაგრძელე .
ისე გამეპარა დრო თანუს ,რომ არ მოეწერა „გარეთ გელოდებიო“ დავრჩებოდი ალბათ იქ .
საათს დავხედე და რომ მივხვდი სამუშაო დრო ამოწურული იყო სიხარულით გავემართე გსასვლელისკენ..

***
იმ დღეს თანუს ვთხოვე ჩემთან დარჩითქო.
თავიდან კი იუარა და დამიწყო მიზეზების მოძებნა ,მაგრამ მე რისი ტასო სამხარაძე ვიყავი,რომ ვერ დამეთანხმებინა .
ხოდა გადაწყდა.იმ საღამოს ტასო ჩემთან დარჩა.
საწოლში ვიწექით ერთმანეთზე გადახლართულები და ვუყვებოდი დღევანდელ „თავგადასავალს“
თანუ სიცილით იგუდებოდა მე კიდე ერთი-ორ წიხლს ვუთავაზებდი ხოლმე ფერდში.
ისიც დაისერიოზულებდა სახეს და ნატკენ ადგილს ხელით იზელდა.
გვიანი იყო დაძინება ,რომ გადავწყვიტეთ.
გადავწყვიტეთ რა, იძულებულები გავხდით ჩემი სამსახურის გადამკიდე.


***
მეორე დილით თანუს წიოკმა გამაღვიძა „ჰაიდა სამსახურშიო“
მეც წინა დღესავით ზანტად არა ,მაგრამ მაინც ნელა წამოვდექი საწოლიდან.
როგორც ყოველთვის დილის პროცედურა ჩავიტარე და დროზე ადრე გამოვედი სახლიდან.
გასაღები თანუს დავუტოვე და დავუბარე სახლიდან ,რომ გავიდოდა ფეხის საწმენდის ქვეშ დაეტოვებინა გასაღები.

***
სამსახურში მისულმა უფროსის მანქანა დავლანდე.
„ეს აქ რჩება თუ ასე ადრიანად რა მოეჩქარებათქო“ გავიფიქრე.
ფეხის კაკუნით ავიარე კიბეები და ჩემი ადგილისკენ ღიმილით წავედი.
სკამზე კომფორტულად მოვთავსდი და გამორთული კომპიუტერი ჩავრთე.
ინტერესი კი მკლავდა შევიხედო იქაა თუ არათქო ,მაგრამ ბოლო დროს ჩემი უფროსთან „შესვლები“,რომ გავიხსენე მაშინვე გადავიფიქრე.
სკამზე კომფორტულად გადავწექი და ერთი გემრიელად დავამთქნარე.
თვალების დახუჭვაც დავაპირე კარები ხმაურით ,რომ გაიღო და მეც შეშინებული ფეხზე წამოვარდი.
ჩემი ფეხზე წამოვარდნა ისეთი სისწრაფით მოხდა ,რომ ფეხი მთელი ძალით „მიმერტყა“ მაგიდაზე და სიმწრისგან რამის ცრემლები გადმომცვივდა.
სიცილი ,რომ გავიგე სახე ამელეწა და ჩემ წინ მდგომებს შევხედე.
აი თურმე ამ დილაუთენია აქ რა ნდომებია.
სახლი არ აქვთ კაცო ? თუ ამ მაგიდაზე უფრო კომფორტულად „შვრებიან“?
დეკოლტის სწორებით იყო დაკავებული ქერა ნატალია , უფროსი კი ცინიკური სახით შემომყურებდა.
-ანასტასია გახსოვს გუშინ ,რომ საბუთები გამოგატანე ?
-დიახ.სამშენებლო კომპანიასთან ,რომ უნდა გაგეფორმებინათ ხელშეკრულება
-გავაფორმეთ უკვე-მითხრა ღიმილით გაბრიელმა
-გააფორმეთ ? -სიხარულით თვალები გადმომცვივდა.-ასე მალე როგორ? -დავინტერესდი მე
-ყველაფერზე შევთანხმდით.მე გაბრიელს სრულიად ვენდობი.-გამომწვევად ჩაილაპარაკა ქერამ.მერე გაბრიელს მიუბრუნდა და ტუჩებზე ისე აკოცა რამის იქვე ცუდათ გავხდი. „კარგად საყვარელოო“ დაემშვიდობა და კურტუმის ქნევით წავიდა გასასვლელისკენ.
ესეიგი რა გამოდის. სამშენებლო კომპანია და ნატალია.კი არადა ნატალია და გაბრიელი ერთად და მერე ხელშეკრულება.
-წვეულებას გავმართავთ .ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით
-რა საჭიროა ისედაც ხომ იცოდით ხელშეკრულება ,რომ გაფორმდებოდა და „ქალბატონი“ ნატალია გენდობოდათ ?-ენა ვერ დავატიე პირში.
-გრზელ ენიანი ბავშვები არ მომწონს-ჩაილაპარაკა ცინიკურად და კაბინეტში შევიდა.
რაო რაოო ? ბავშვიო ჩემზე თქვა ..
მე ხო რას ამბობ დორბლები მცვივა ..
რა ტუტუცია ღმერთო ჩემო,რა ტუტუცი.
„იმ დღეს კარგად დააკვესა თვალები ჩემ მკერდზე „ გამახსენდა მეორე შეხვედრა და სკამზე ნელა დავჯექი .
„გაჩვენებ მე როგორი ბავშვია ტასო სამხარაძე“ -ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა და მტრული მზერა შევავლე უფროსის კაბინეტის მიხურულ კარს ...



***
სამსახურის საათები ,რომ დამიმთავრადა უნივერსიტეტში წავედი და რამოდენიმე ლექციას დავესწარი .
გადაღლილობამ მაინც იმოქმედა და ბოლომდე ვერ დავრჩი უნივერსიტეტში .ამიტომ დროზე ადრე დავბრუნდი სახლში.
ცხელი აბაზანა მივიღე და ოთახში პირსახოც შემოხვეული გამოვბოტტდი.
სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე და გაბრიელის სიტყვები გამახსენდა „..ბავშვიო“
ვანახებ მაგას ვინაა ბავშვი ჩავილაპარაკე ჯიბრით და ცალფეხაწეული დავბზრიალდი.
გუშნ ტასომ ჯოკერში ბელას ნამცხვარი „მიკი“ წააგო და დღეს უნდა მოეტანა ჩემთვის .
მეც ხელებგაშლილი გადავწექი საწოლზე და კარზე ზარს დაველოდე.
არც დააყოვნა და სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე.
პირსახოცი მკერდთან მჭიდროდ შემოვიხვიე და კარისკენ წავედი.
თმიდან ისევ ჩამომდიოდა წყლის წვეთები და უსიამოვნოდ მეცემოდა მხარზე .
„ეხლვეთქო“ დავიყვირე და ზევით ავიგორგალავე თმა
კარის სახელური ღიმილით ჩამოვწიე და ჩემ ნამცხვარს დაველოდე ხველება ,რომ ამიტყდა და მკერდზე ხელი მაგრად მივიჭირე.
არანაკლებ გაოგნებული სახე ქონდა ჩემ წინ მდგომ უფროსს.
არ ვიცი ჩემმა გაოგნებამ იმოქმედა თუ ჩემი ასეთ დანახვაში ყოფნამ .
მაგრამ ფაქტი ერთი იყო გაოცებული სახე უცბაათ ღიმილმა შეუცვალა.
მე კიდე ასე კარებზე მიყუდებული ვიდექი და ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყავი რა უნდოდა ჩემი სახლის კარებთან გაბრიელ არღვლიანს.


პირველრიგში მინდა უღრმესი მადლობა მოგიხადოთ. თქვენი კომენტარები მე ძალიან ძალიან მახარებს !
რაც შეეხება ამ თავს.ვიცი დიდი არაა ,მაგრამ ყველანაირად ვცდილობ თავების მოცულობა გავზარდო.
იმასაც ვცდილობ ,რომ სისტემატიურად დავდო.
ველოდები თქვენს შეფასებას <3



№1  offline მოდერი MyLove

პირველი ვარ!!
:D ახლა წავიკითხავ და იმედია რომ მოვრჩები არც ერთი შენიშვნა არ მექნება, თორემ მოგკლავ! wink პირველად მხოლოდ იმიტომ მიყვარდა ეს გოგო გვირილები რომ გაყიდა ახლა კიდე მთლიანად ისტორიაზე მაბოდებს!
ძალიან მაგრად მომწონს.. ყოველ სიტყვას რომ ვკითხულობ გული მიფანცქალებს!
მიხარია რომ არ აგვიანებ ხოლმე და თავის დროზე დებ!!
თავების სიდიდეზე წუწუნს არ დაგიწყებ,, ისედაც მომწონს მოცულობა, მით უმეტეს ყოველდღე რომ დებ/////
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2  offline წევრი londoner

გაბრიელ აღვირახსნილი არღვლიანი:დდდ კარგი იყო ჩემო მშვენებავ:დ გავაბოტეზე ჩავბჟირდი (ვიცი, რომ არ იყო სასაცილო, მაგრამ მე უცნაური ვარ:დ)

 


№3  offline მოდერი MyLove

ეხლა წავიკითხე და რა დროს გაწყვიტე! ლამისაა ნერწყვები ვყლაპო გაბრიელის მაგივრად wink უიმეე... ზუსტადაც, აჩვენოს ვინ არის ტასო! აი ეგრე უნდა მაგას იმ ნატალიას თუ არ აჯობებს მაგასაც ნახავს..ვოტ! ეხლა ჩვენი ანასტასია მაგრად გამოეწყოს და იმან ყაროს დორბლები!... ვოტ!:D
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4  offline წევრი Unnamed

Auuu... Ra momentebze amtavreb xolme? :D exa kide ra moitmens xvalamde :D

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ვაა,რაა უცებ მიეცა შანსი "ბავშვს":))). კარგი გოგო ხარ.

 


№6  offline წევრი teona))

Udzalianmagrerisiaa sulmoutmenlad veli shemdegs warmatebebi chemokargo

 


№7  offline მოდერი ლილიანა

რა მაგარი გოგო ხარ ყოჩაღ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent