შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყოველ წამს გითმობ (6)


4-03-2015, 15:49
ავტორი kesoo
ნანახია 3 019

ერთი კვირაც მალე გავიდა და უკვე მათეს მეგობრის დაბადების დღეზე წასასვლელად ემზადებოდა ნუცა. რა თქმა უნდა ლიკუნაც დიდი მონდომებით იყო ამ სამზადისში ჩართული. ერთ საათში მათეს უნდა გამოეარა მაისურაძესთვის და ერთად მისულიყვნენ რესტორანში.
რატომღაც ძალიან აღფრთოვანებული არ იყო ნუცა ასე მალე მათესთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენისთვის. თან არც იცოდა რა სტატუსით წარადგენდა ახვლედიანი. ამაზე თვითონაც არ უსაბრიათ. მათი ურთიერთობისთვის სახელი არ დაურქმვიათ, თუმცა არცერთი ჩქარობდა რა აზრი ქონდა. ფაქტი იყო, რომ ორივე ერთმანეთთან ძალიან კარგად გრძნობდა თავს და ამ მოკლე დროში იმდენად დაახლოვდნენ და იმდენად გაუგეს ერთმანეთს ურთიერთობებისთვის სახელის დარქმევაზე და მსგავს „სისულელეზე“ ფიქრისთვის დრო არ ჰქონდათ.
ხო არის რაღაცეები, რისთვისაც სიტყვები ზედმეტიც კია.
საოცრად უხდებოდა კაბა. არაჩვეულებრივად ჩანდა მამაკაცის დახვეწილი გემოვნება და ზუსტად შეარჩია ნუცასთვისაც სასურველი, კონფორტული სამოსი. გრძელი თმა დაისწორა და უბრალოდ გაიშალა, სახეზე ოდნავ განსხვავებული, მაგრამ ჩვეულებრივი და სადა მაკიაჟი გაიკეთა და მზად იყო.
სადარბაზოსთან მოუთმნლად ელოდა ახვლედიანი ნუცას გამოჩენას. მისი დანახვისას სუნთქვა შეეკრა. თვალი ვერ მოწყვიტა და კომპლიმენტის თქმაც ცოტა დააგვიანდა
–ძალიან ლამაზი ხარ –უჩურჩულა რამდენიმე წუთიანი „გამოშტერების“ შემდეგ და მანქანაში მოთავსდა
–შენც ძალიან სიმპათიური ხარ –ღიმილით მიუგო გოგონამაც
რამდენიმე წუთში უკვე რესტორანში იყვნენ. ნუცამ შეეცადა ნერვიულობა დაეიგნორებინა და მათესთვის არაფერი ეთქვა. ღიმილით შევიდნენ და დაიწყო მათეს მეგობრების გაცნობა. იმდენი ხალხი იყო მათ სახელებს როგორ დაიმახსოვრებდა, მაგრამ მაინც ღიმილიანი სახით ესალმებოდა ყველას და“სასიამოვნოა“–ს გაიძახოდა.
არც ისე ცუდი გარემო აღმოჩნდა, როგორც მას ეგონა. მათეს რამდენიმე მეგობარს თვითონაც ძალიან დაუახლოვდა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა მათზე.
არც მათეს დაძბული მზერა გამოპარვია რესტორანში ახლად შემოსული, ძალიან სექსუალური ქალის მიმართულებით, საოცრად ლამაზი შავი, გრძელი, წელში გამოყვანილი კაბა ამშვენებდა. ყველას ღიმილით ესალმებოდა და იუბილარსაც ალბათ ძალიან კარგად იცნობდა, რადგან ადგილი სწორედ მის გვერდით დაიკავა. ახვლედიანმა მზერა ნუცაზე გადმოიტანა და უხერხულობიდან თავის ასარიდებლად საცეკვაოდ გაიწვია. ძალიან სასიამოვნო მელოდია ჟღერდა და ნელა და ერთდროულად ააყოლეს სხეული.
–შეენ მათეს ახალი ნაშა ხარ? –უკან მიტრიალებულ ნუცას მომღიმარი შავკაბიანი ქალი დახვდა, რომელიც წეღან ძალიან სექსუალური ეჩვენა.
–ბატონო?
–უკვე იწექით ერთაად? –ცინიკურად აათვალიერა გოგონა
–მგონი რაღაც გეშლებათ –ლუღლუღებდა დაბნეული ნუცა
–არ მეგონა ამ ბიჭს გემოვნება ნელ–ნელა თუ უქვითდებოდა –ცინიკური ღიმილი არც ახლა მოუშორებია სახიდან –გითხრა რომ მათეს მე ვუყვარვარ?
–ვიკა! –ზურგს უკან ახვლედიანის ბოხმა ხმამ დასჭექა. –აქ რას აკეთებ?
–ამ საცოდავ გოგოს ვუთხარი ის, რასაც შენ ვერასდროს აღიარებ –ამაყად წავიდა თავისი ადგილისკენ
მაისურაძე ისე მოწყდა ადგილს და ისეთი სისწრაფით გავარდა მათე ძლივს მოეგო გონს და უკან გაეკიდა.
კიბეებზე ჩამავალს მოუჭირა ხელში
–გამიშვი
–ნუცა გაჩერდი, სალაპარაკო მაქვს
–რა, უნდა მითხრა, როგორ კარგად ერთობოდი ჩემთან??? –აცრემლებული თვალები მიანათა სახეში. გაბრაზებულზეც კი დაუარა ჟრუანტელმა მისი თვალების დანახვისას
–რა სულელი ხარ გოგო, ვერ ხვდები რომ შენ ნერვებზე თამაშობს?
–არ მაინტერესებს –ცრემლი ჩაუდგა ხმაში –წამიყვანე რა სახლში
–კარგი წაგიყვან. მაგრამ ჯერ ვილაპარაკებთ. –რამდენიმე წამში უკვე მანქანა უაზრო მიმართულებით მიქროდა.
–ჩემთვის არავინ არ არის
–თვითონ ეგრე არ თვლის
–რა გატირებდა გოგო გაგიჟდი? –სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები მოწმინდა –სადაც შენ ხარ იქ რო ყველა ნოლია ეგ იცოდე რაა
–მითხრა შენგან მარტო საწოლში ჩათრევა უნდაო. მისი ახალი „ნაშა“ ხარო
–შენ ჩემგან ამას გრძნოობს? – თაფლისფერი თვალები კიდევ უფრო აემღვრა მაისურაძეს. –არ მინდა, რომ ვიღაც ს ბოდიალზე ტიროდე, გესმიის?
ნახევარ საათში ნუცას სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა. ამჯერადაც ლოყაზე ხმაურით აკოცა და ცოტა დამშვიდებული მანქანიდან გადავიდა.
მთელი ღამე ფიქრობდა იმ ქალის ნათქვამზე. მართალია უკვე ყველა მისი ნათქვამი სიტყვა უგულებელყო, მაგრამ მაინც აღიზიანებდა. ამის მიუხედავად მაინც უზომო ბედნიერებას გრძნობდა. ფაქტიურად დღეს სიყვარულში გამოუტყდა მამაკაცი. სიყვარულის ახსნა იყო აბა რა იყო „სადაც შენ ხარ იქ ყველა ქალი ნოლიაო“ და აბა რა უნდა ეფიქრა. კმაყოფილი იყო მისი საქციელით. მათესგან მართლა ვერ გრძნობდა იმას, რაც იმ „მაწაკა“ (ასე შეაქრვა :დ) ქალმა უთხრა. ტუჩებშიც კი არ უკოცნია მისთვის. არა, იმაზე ბვრად მეტს გრძნობდა მისგან ვიდრე უბრალოდ სურვილი, ვნება თუ ჟინი.
ცოტა ხნით სამზარეულოში დედასთან ისაუბრა, რა თქმა უნდა იმ „მაწაკაზე“ არაფერი უთქვამს, უკვე თვითონაც აღარ ახსოვდა.
შემდეგ თავის უთახს მიაშურა. ახვლედიანს ტკბილი ძილი უსურვა და თვითონაც მალევე გადაეშვა სიზმრების სამყაროში.
მორე დილით რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ნუცა ისე წავიდა უნივერსიტეტში ახვლედიანს არ დაურეკავს. არცერთი ლექციისთვის არ მოუსმენია უბრალოდ იჯდა კუთვნილ ადგილას და გამუდმებით ტელეფონს უყურებდა. უკვე სიბრაზეც კი შეეპარა შუადღე რომ გადავიდა და ახვლედიანი ისევ არ ჩანდა. ამაოდ ცდილობდა ლიზაც მის დამშვიდებას. გაბრაზებული გავარდა ლექციების დამთავრების შემდეგ აუდიტორიიდან. თუმცა მონატრებული ზარი რამდენიმე წამში განხორციელდა და უნივერსიტეტის კიბეებთან გაჩერდა.
–ხო კარგად ხარ? –აღშფოთება ვერ დამალა მაისურაძემ
–კი, კი კარგად ვარ, ვერ მოვახერხე დარეკვა. ახლა რაღაც თხოვნა მაქვს და შემისრულე კაი?
–კაი
–მოკლედ, უნივერსიტეტთან გიორგი იქნება მანქანით და მიდი და წამოგიყვანს. ლიზაც წამოიყვანე თუ გინდა
–რა ხდება შენ სად ხარ?
–ჩემთან მოგიყვანს
–კაიი, აი დავინახეე.
არც გიორგის უთქვამს რაიმე. გოგონები სწრაფად ჩასხდნენ მანქანაში და მთელი გზა არც ერთს ამოუღია ხმა.
გიორგიმ იმ სტადიონთან გააჩერა მანქანა, სადაც რამდენიმე დღის წინ თამაში ჰქონდა ახვლედიანს
–რა ხდება დღესაც თამაში გააქვთ? –ინტერესით იკითხა მაისურაძემ, თუმცა პასუხი ისევ არ მიიღო
–წავედით –მოკლედ მოუჭრა ფირცხალავამ და მანქანიდან გადავიდნენ.
შევეცდები ზუსტად აღვწერო რა სიტოაციაც დახვდა მაისურაძეს. მოედნის ცენტრში ახვლედიანი იდგა რაღაც „პარკებით“ ხელში. შესასვლელში მისი თანაგუნდელები და თითოეული მათგანი თითო ვარდით ხელში, რომელსაც ნუცას აძლევდნენ. ამ „დერეფნის“ გავლის შემდეგ დიდი ვარდების თაიგულით ხელში წავიდა მოედნის ცენტრში მდგომი მათესკენ. ლამაზად დააბიჩებდა „ბილიკზე“ დაყრილ ვარდის ფურცლებზე, რომელიც მათესთან მიდიოდა. ფონად ედო დიდ ეკრანზე მათი სურათები, რომელსაც თან ის სიმღერა ერთვოდა გუშინ ერთად რომ იცეკვეს. რას განიცდიდა? არაამქვეყნიურ გრძნობას. ვერ აგიღწერთ. ეს უკვე ბედნირებაზე მეტიც იყო. ერთად იყო მოულოდნელობა, ბედნიერება, აღფრთოვანება, სიყვარული, სიხარული, მადლიერება. ნელა მიუახლოვდა მის წინ ასვეტილ სხეულს, რომელიც მასზე არანაკლებად ნერვიულობდა.
–მოკლედ, –შეძლებისდაგვარად გამბედავად დაიწყო ახვლედიანმა –არ ვიცოდი რაიმე სისულელის და სიგიჟის ჩადენა თუ შემეძლო, მაგრამ. მაგრამ როგორც ხედავ ახლა შენს წინაშე სრულიად შეშლილი ადამიანი ვდგავარ. შეშლილი შენზე. ლაპარაკი არ მეხერხება და არ ვიცი ახლაც რას ვლუღლუღებ, მაგრამ იმედია გამიგებ იმას, რისი თქმაც მინდა. ისე მოულოდნელად გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში თვითონაც ვერ გავიაზრე. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინე ჩემზე, შენი ბავშვურობით და ქალურობით ერთდროულად. არასოდეს გამჩენია ადრე ვინმეზე აკიდების სურვილი, მაგრამ შენ. შენ კიდევ კარგი რომ გამოგყევი. ბევრი ლაპარაკიც არ მინდა, მაგრამ არ გამომდის მგონი –ბავშვივით დაბნეულად საუბრობდა ახვლედიანი. –მოკლედ, მინდა გითხრა რომ მიყვარხარ მინდა რო ჩემი გოგო გერქვას, მინდა რომ შენზე ვიზრუნო და ყველანაირად გაგიფერადო სამყარო, თუ ამას შენ მოისურვებ რა თქმა უნდა
რამდენიმე წამში ერთმანეთთან ძლიერად ჩახუტებულები იდგნენ და სტადიონს მათი მეგობრების მხიარული შეძახილები აცოცხლებდა.
არაფერი გაუგიათ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ბიჭები და ლიზა მათთან არ მივიდნენ და პირადად არ დაიწყეს მილოცვა უკვე შეყვარებულებისთვის. აცრემლიანებული თვალებით უხდიდა ყველას მადლობას ნუცა და ძლიერად ეკვროდა სასურველ სხეულს.


_____________
ამ თავზე განსაკუთრებით მაინტერესებს თქვენი აზრი love იმედია მეტყვიით wink wink



№1  offline წევრი vighaca

Dzalian momewona Kai tavi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent