შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 8


4-03-2015, 21:17
ავტორი northern light
ნანახია 3 619

-რა მოგივიდაა? კარგად ხარ? -შეშინებული მივვარდი და სისხლიან სახზე მოვკიდე ხელები
-ჩშშშ , კარგად ვარ უბრალოდ ცოტა ვიჩხუბე-გამიღიმა და სახლში შემომიყვანა
-რას ქვია ცოტა? შენს თავს შეხედე - ისევ გაფართოეუბული თვალებით ვუყურებდი, წარბიდან და ტუჩიდან სისხლი სდიოდა, ხელებიც სულ გადაყვლეფილი ჰქონდა . როგორ ამეწვა გული ასე რომ დავინახე
-კაი რა მალე გამივლის - დივანზე ჩამოჯდა და სალფეთქით სისხლის მოიწმინდა
-გაგიჟდი ეგრე ინფექცია შეგეჭრება , გაჩერდი და დაგიმუშავებ ჭრილობებს - კარადაში "აფთიაქის" ძებნა დავიწყე .როგორც კი მივაგენი შეშინებული მივვარდი და ყუთი გავხსენი. ხელები სულ მიკანკალებდა და ვერაფრით ვპოულობდი გასახსნელს . ხელებზე ხელი შემახო და მეც ჟრუანტელმა დამიარა თბილი ხელების შეხებისას
-მაშო , კარგად ვარ ! სულ კანკალებ დაწყნარდი - ჩურჩულით და საოცრად თბილი ხმით ჩაილაპარაკა . უბრალო მოძრაობით გახსნა ყუთი და მომაწოდა , მეც ბამბაზე სპირტი დავასხი და გუკასკენ შევტრიალდი
-ცოტა გეტკინება - სახე დავმანჭე და წარბზე ბამბა დავადე. აშკარად აეწვა რადგან სახე დამანჭა .მეც სული შევუბერე და ვცადე ცოტა ფრთხილად გამეწმინდა ჭრილობა . ტუჩზეც გადავედი, ფრთხილად ვუსვამდი ბამბას , მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა და გულს მიჩქარებდა . ცდილობდა თვალებში ჩაეხედა ჩემთვის მაგრამ მზერას ვერ ვუსწორებდი, ახლა რომ მისთვის შემეხედა სულ დავიბნეოდი
-მოვრჩი- ჩურჩულით ვუთხარი და სისხლიანი ბამბები მოვაგროვე რომ გადამეყარა . სამზარეულოში გავედი და ბამბები ნაგავში ჩავყარე
-გშია?-სამზარეულოდან გამოვედი და მისაღების კარს მივეყუდე
-არა არ მშია - გამიღიმა და ხელით მანიშნა ჩემს გვერდით დაჯექიო. მეც მივედი და ჩამოვჯექი
-მშვიდობაა? -ფრთხილად გავხედე და საზურგეს მივეყუდე
-ჯერჯერობით მშვიდობაა -ღრმად ამოისუნთქა და საზურგეს მიეყუდა-გაბნევ არა?-ხმადაბლა მკითხა და შემომხედა.მხრები ავიჩეჩე და მეც ღრმად ამოვისუნთქე
-არ ვიცი მაშო რა მჭირს , თითქოს მოგეკედლე, შენზე გავხდი დამოკიდებული, ვერ ვაკონტროლებ რას ვაკეთებ, იცი 2 წელია არაფერი გამხარებია , ახლა კი ამ ორ კვირაში სულ შემცვალე , შენ მიხარიხარ ....რამე ჯადოს მიკეთებ? -ბოლო სიტყვებზე გამიცინა მისი სიტყვებისგან გაბრუებულს
-მე... არ ვიცი... მართლა არ ვაკეთებ ჯადოებს - დაბნეულმა მეტი რომ ვერაფერი მოვიფიქრე სისულელე წამოვროშე და საყვარლად მომღიმარს გავხედე .
-რა სულელი ხარ მაშო -ცხვირზე ნაზად ჩამომკრა ხელი
-გეწყინა დემონი რომ დაგიძახე? - ქვევიდან ავხედე და ისევ მის თვალებს შევეჩეხე რომლებიც საოცრად მაბნევდნენ
-შენ გეწყინებოდა შენთვის დემონოთი რომ მომემართა -სრული სერიოზულობით მკითხა
-ალბად მეწყინებოდა -დასჯილი ბავშვივით დავხარე თავი და გავისუსე
-მე გავბრაზდი, დავიჯერო ეგრე გძულვარ რომ დემონს მადარებ? - მისმა სიტყვებმა შემაკრთო, ჰგონია რომ მძულს? რა სულელია, ნუთუ ვერ ხედავს როგორ მიყვარსდა რეები მემართება მისი დანახვისას.
-არა არ მძულხარ , საიდან მოიტანე? -გაკვირვებულმა ვკითხე .მანაც მხრები აიჩეჩა და გაჩუმდა , ეს სიჩუმე უკვე ნერვებს მიშლიდა
-შენც არ გიყვარს როცა ასე ჩუმად ხარ ხო? -ისევ ღიმილით გადმომხედა
-საშინელებაა როცა გონებაში ფიქრობ რაზე შეიძლება ილაპარაკო და არაფერი გაგონდება - მეც ღიმილით გავხედე
-რატომმარიდებ თვალს როცა გიყურებ? -ისევ დაასერიოზულა სახე
-მაბნეს შენი თვალები - "ოხ მაშო ეს რამ გათქმევინა? " საკუთარი თავი გავლანძღე და სახეზე საშინლად წამოვწითლდი.
-ძალიან კარგი- თვითკმაყოფილმა ჩაილაპარაკა და აწკრიალებული ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან. ეკრანიდან გუკა და აშკარად მარიამი მიმზერდნენ , რადგან გუკასნაირი თვალები არსად მინახავს, აი ამ გოგონას კი ზუსტად იგივენაირითვალები ჰქონდა და ალბათ ბევრ ბიწსაც დაატყვევებდა თავისი მზერით. ჩემს მზერას მიხვდა და გამიღიმა
-მარიამია-ნაზად დაუსვა ეკრანს ხელი და ისევ ჯიბეში ჩაიდო ტელეფონი
-მივხვდი , ზუსტად შენნაირი თვალები აქვს- მეც გავუღიმე და ღრმად ამოვისუნთქე - გენატრება? - ჩემს შეკითხვაზე თითქოს დაიბნა მაგრამ მალევე გადაურბინა სახეზე ღიმილმა
-მენატრება , თან ძალიან , მგონი მხოლოდ მას ესმოდა ჩემი მხოლოდ 1 წელი იყო ჩვენს შორის სხვაობა და როგორც ტყუპისცალი ისე ვიყავი, ვგრძნობდი რა სტკიოდა , რა უხაროდა, ისიც ასე იყო ყოველთვის ისცოდა რა მჭირდებოდა, ხშირად დამირეკავს მისთვის ასე როგორც ახლა შენ და მასაც შენნაირი რეაქცია ჰქონდა ხოლმე , ჩემი პატარა იყო, როცა გავიგე რომ ავარიაში მოყვა საავადმყოფოში გიჟივით მივვარდი მაგრამ მამჩემიც და ჩემი დაც უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ ...- ბოლო სიტყვები მწარედ ჩაილაპარაკა და თავი დახარა. არ ვიცი რატომ მაგრამ, საშინელი სურვილი მკლავდა ჩავხუტებოდი, ვეღარ მოვითმინე და ხელები მოვხვიე , სურვილმა დამძლია და მაგრად ჩავეხუტე, როგორც კი ხელები მოვხვიე ცოტა ხანს გაშეშდა მაგრამ მერე ისე მაგრად მომიჭირა ხელები რომ ძვლებმა ტკაცუნი დაიწყეს. ეს წუთები მაბედნიერებდა და მეც მაგრად ვხვევდი ხელებს, დიდხანს მქონდამის კისერში თავი ჩარგული ხოლო მას ჩემს თმებში. მისი ცხელი სუნთქვა თმას მიჩეჩავდა და გულს მიჩქარებდა . ფრთხილად გავუშვი ხელები და ისევ ჩემს ადგილას დავბრუნდი
-მგონი 100 წელი მომემატა - სიცილით ჩაილაპარაკა და ხელი მომხვია . მეც გავუცინე და თავი გულზე დავადე . არ მაინტერესებდა არავინ და არაფერი , მართალია მაბნევდა ეს ყველაფერი მაგრამ მაიინც საოცრად ბედნიეი ვიყავი, არ უთქვამს მიყვახარო და მსგავსი სიტყვები მაგამ მაგრძნობინა რომ მისთვის ბევრს ვნიშნავდი. მის სურნელში გაბრუებულს და დემონით გამთბარს ჩამეძინა , მის გულისცემაზე ჩამეძინა ...
დილით საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა , ზურგი საშინლად მტკიოდა და მჩხვლეტავ არსებებს აგზავნიდა მთელს სხეულში, მაგრამროგორც კი ჩემს წელზე მოხვეული დემონი დავინახე სულ დამავიწყდა ყველაფერი. დივნის სახელურზე მედო თავი და ნახევრად წამოწოლილი ვიყავი, გუკა კი მთელი ალით მეხვეოდა ზუგსა და წელზე. ლამაზად ჰქონდა თვალები დახუჭული და მშვიდად სუნთქავდა. არ ვიცი რა ეტაპზეა ჩვენი ურთიერთობა , არც ის ვიცი ვუყვარვარ თუ არა მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი- მე სიგიჯემდე მიყვარს! . როგორც კი გამახსენდა ახლა სად ვიყავი და სულ მალე შეიძლებოდა ლია გამოსულიყო მიკრო ინფაქტიმივიღე. სწრაფად ვცადე მისი მარწუხებიდან თავის დაძრომა მაგრამ ეს მძიმე ორმეტრიანი სხეული ვერაფრით მოვიშორე.
- გაიღვიძე რა - ლოყაზე შევახე ხელი დაოდნავ გამეღიმა მის რეაქციაზე. პატარა ლეკვივით გაინაბა ჩმი ხელის შეხებაზე და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
-ჰეი გაიღვიძე რა , ზურგი მტკივა- ისევ შევეხე ლოყაზე . ჯერ ცალი თვალი გაახილა და "მმმმ"ს ძახილით ისევ დახუჭა , მერე ორივე ერთად გაახილა და გამიღიმა
-დილამშვიდობისა - ძილისგან დაბოხებული ხმით მითხრა მაგრამ ხელებს მაინც არ მიშვებდა.
-გამიშვი რა - სახე დავმანჭე და ცალი ხელი გავაშვებინე
-ოოო კაი რა -ისევ მომეხვია და თვალები დახუჭა
-გამიშვიი ! -ცოტა ხმამაღლა ვუთხარი და ისევ გავიბრძოლე
-ოო კაი ხო - ხელები გამიშვა და მეც ფეხზე წამოვდექი, ვიგრძენი როგორ ამოძრავდა სისხლი და მეც გავიზმორე რომ ნორმალურად სიარული დამწყო. გუკამაც იგივე გაიმეორა ოღონდ როგორც დათვის ბელი "მმმმ" "აააჰ" ასეთ ხმებს გამოსცემდა .მის ხმაზე და აბურდულ თმაზე სიცილი ვერ შევიკავე და ხმამაღლა გავიცინე
-რა გაცინებს? -გაკვირვებულმა შემომხედა და კისერი გაატკაცუნა
-დათვის ბელივით ღმუიხარ და თმაც აჩეჩილი გაქ- ისე სადაცილოდ ამიწია წარბი უფრო გამეცინა და ახლა უკვე ავკისკისდი.
-ოო მაშო ნუ მაწითლებ თორემ შენნაირად ჭარხალს დავემსგავსები - ენა გამომიყო და თავის ოთახში წავიდა. ახურებულ ლოყებზე მოვიკიდე ხელები და შემოსასვლელში გავედი. სარკეში როგორც კი ჩავიხედე უაესად გავწითლდი, ისე ვიყავი აჭარხლებული რომ ვანათებდი. -ოხ გუკა რას მიკეთებ - ჩემთვის ჩავილაპარაკე და ჩემს ოთახში შევედი. დიდხანს არ ვყოფილვარ ოთახში, თავი მოვიწესრიგე, ტანსაცმელი გამოვიცვალე , ჩემი კულულები მხრებზე დავიყარე ,ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი.
-როგორ ხარ მაშო? - ლიამ გამიღიმა და წამოდიო სამზარეულოსკენ მანიშნა .მეც ჩანთა დივანზე მივაგდე და სამზარეულოში შევედი
-კარგად შენ? -მეც გავუღიმე და კეკე კალთაში ჩავისვი . მოწყენილი იყო და წარბებს არ ხსნიდა-კეკე ვინ გაგაბრაზა? - ჩემსკენ მოვიტრიალე და თმა გავუსწორე
-გუკამ გამაბრაზა , ასე მითხრა ღამე რომ გძინავს შენი თოჯინები ცოცხლდებიან და შენსკაბებს იცვამენო- ყურებამდე გაცინებულ გუკას შევხედე და მეც გამეცინა
-რა სულელია შენი ძმა , მაგან რა იცის თოჯინების -ვითომ გაბრაზებულმა გადავხედე გუკას და ისევ კეკეს შევხედე - მისმინე , შენს კაბებს კი არ იცვამენ , შენს ლამაზ თოჯინებს ჯადოსნური ჯოხები აქვთ და ყოველ ღამე შენს კარადას დარაჯობენ ბუა რომ არ მოვიდეს და არ წაიღოს , თან ჯადოსნურ ფხვნილს აყრიან და კაბებიც უფრო ლამაზი ხდება - მტელი ფანტაზია ჩავრტე და ჩემს შეთხზულ ზღაპარზე მეც გამეცინა . გუკა ახარხარებული იყო და ლიას მუჯლუგუნებს სასაცილო მოძრაობებით იცდენდა
-ეე ლიაა ეგრე დამალურჯებ - სიცილით თქვა და ფეხზე წამოხტა
-სილურჯეები და ჭრილობები არ გაკლია შენ და ხმას ნუ იღებ საერთოდ- აშკარად გაბრაზებული იყო გუკას სახეზე რომელიც ორგან იყო დაზიანებული და მკლავებზეც არ აკლდა სილურჯეები .
-მაშო შენ კიდე რა კუდს უბამ? არ უნდა მიგეხედა რო ეტკინებოდა მერე ისწავლიდა ჭკუას- მე მომიბრუნდა და ლამის მიწაში ჩავძვერი როცა ლიას საყვედურები მოვისმინე .
-ლია დაანებე მაგას თავი თორე ყველაფერზე ტირის და ახლაც იტირებს - ღიმილით უთხრა და მე გადმომხედა
-იცის რომ ვეხუმრები და ნუ მელაპარაკებითქო - ისევ ბრაზით გადაულაპარაკა და მე შემომხედა- არ უსმინო ამას - მეც თავი დავუქნიე და გავუღიმე . რა საყვარელია ეს ოჯახი, მართალია დიდად აკლიათ ის როი ადამიანი რომელიც დაკარგეს მაგრამ მაინც იმდენად საყვარლები არიან ავსებენ ერთმანეთს . მალევე წავედით მე და გუკა სკოლაში . გზაში ქვას ფეხი წამოვკარი და რომ არა გუკა ასფალტს ჩავეხუტებოდი
-მგონი მთვრალი ვარ - სიცილით ვთქვი და გვერდით ამოვუდექი .
-მთვრალი კი არა ხიფათიანი ხარ - მანაც გაიცინა ჩემს დაბნეულობაზე .
-გუშინ იმ პარაზიტს რა უნდოდა? -სულ მოულოდნელად ჩაილაპარაკა და მეც ღიმილი სახეზე შემაშრა
-არაფერი უბრალოდ გავისეირნოთო - უბრალოდ ჩავილაპარაკე და გუკას გავხედე რომელიც მუშტებს კრავდა
-კარგი - მუშტები ერთმანეთს მიარტყა და ჩანთა გაისწორა
-რა კარგი? -გაკვირვებულმა და ანერვიულებულმავკითხე
-მე მოვაგვარებ და დამიჯერე ახლოსაც აღარ მოვა შენთან
-გუკა კარგი რა , არაფერს მიშავებს რა გინდა? - ჩემს სიტყვებზე გაჩერდა და მერე ღიმილით ამომიდგა გვერდში
-კიდე თქვი - გაბადრული სახით ჩაილაპარაკა
-რა ვთქვა?
-ის რაც წეღან თქვი - ღიმილით დამხედა და გაჩერდა
-გუკა კარგ...
-ჰო ვსიო მეტი აღარ თქვა - ახლა გავაანალიზე რომ სახელით პირველად მივმართე და მეც გამეღიმა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე
-რა გჭირს?-ვითომ ვერაფერს მივხვდი ისე ვკითხე
-ხომ ხარ ჩემი მაშო? -შემაჩერა და მხრებზე მომავლო ხელები
-მე ... არ ვიცი... - მისი სიტყვებით დაბნეულმა ჩავილაპარაკე და თავი დავხარე
-ხოდა ამ წამიდან გეცოდინება რომ მხოლოდ ჩემი მაშო ხარ ! - საყვარლად ჩაილაპარაკა და ხელები მომხვია . უკვე ცუდად ვარ , ამდენი გუკა ვერა ეტევა ჩემს გულში , ჯერ ვნატრობდი მის ჩახუტებას ახლა კი ამ გაურკვეველ ვითარებაში, ჩემი სიხაულის მიზეზი ყოველდღე მეხუტება .
-მაბნევ თან ძალიან - რასაც ვფიქრობდი ის ჩავილაპარაკე და ისევ გზა გავაგრძელე
-მეკიდევ შენ მაბნევ - ისევ გამიღიმა და ფეხი ამიწყო - მისმინე მაშო ჩემი ბედნიერება ხარ ! და კარგად დაიმახსოვრე ეს ! - ისევ მკვეთრად წარმოთქვა სიტყვები და უკვე სკოლის კიბეებისკენ წავიდა. კლასამდემიმიყვანა და კიბეებზე დაეშვა, კი მაგრამ მისი კლასი აქვე არაა? ოხ გუკა გუკა.
-ელეე გოგო მიველე ცუდად ვარ - როგორც კი ელე დავინახე მისკენ წავედი და ჩავეხუტე
-ახლა არ მითხრა გიორგიმ სიყვარული ამიხსნაო -გაკვირვებულმა შემომხედა და თვალები დამიქაჩა
-ოოო რადროს გიორგიაა გუკა ჩემი მაშო ხარო - ხმადაბლა ჩავილაპარაკე და ელენეს გაბრწყინებულ თვალებს რომ წავაწყდი გამეცინა . ცოტა ხან გაშეშებული იყო მერე ხმამაღლა დაიკივლა და მეც პირზე ხელები ავაფარე
-რას აკეთებ გოგო გაგიჟდიი? -სიცილით ვუთხარი და კლასში შევათრიე
-ვაიმე გავგიჟდი გოგო, მიდი დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი ...- მეც ყველაფერი ღიმილით მოვუყევი და მასთან ერთად ბევრი ვიცინე ჩემს საქციელებზე . გეოგრაფიაზე ისევ ვლაპარაკობდით და გარეთ გაგვყარა მასწავლებელმა .
-ფუ რა დამპალი ქალია - ფანჯარასთან დავდექი და ელენს გადავხედე
-წუკი - სასაცილოდ გამოკვეტა თანხმოვნები და ორივეს გაგვეცინა .
-წამო ბუფეტში რა - კიბეებისკენ წავიყვანე და ბუფეტში ჩავედით. სიცარიელე იყო და ჩვენც თავისუფლად გავაგრძელეთ ლაპარაკი
-ანუ ერთად ხართ? -სიცილით მითხრა და მაგიდაზე ხელები დააწყო
-არ ვიცი , არ უთქვამს მიყვარხარო მაგრამ არ ვიცი არეული ვარ , ცუდად ვარ ... -თავზე მოვიკიდე ხელები ზარიც აწკიალდა . მალევე ჩამოვიდნენ ყველანი ბუფეტში და ახმაურდა აქაურობაც . გუკა ლუკასთან და აკოსთან ერთად შემოვიდა და ხელით მანიშნა მოდითო . მეც მაშინვე წამოვდექი და მისკენ წავედით
-მაშოო შე ძველო - სიცილით გადამკოცნა აკომ და მერე ლუკამაც
-ეს კარგ ხასიათზე და მართლა ჯადო გაუკეთე? -ხელით მანიშნა გუკაზე აკომ და საპასუხოდ გუკასგან მუშტი მიიღო მხარში
-რას მირტყავ შეჩ*** - როგორც კი თქვა ეგრევე მე და ელენეს გადმოგვხედა და პირზე აიფარა ხელები
-მაყაშვილი სიტყვები თორე მეორე მხარშიც მოგხვდება -გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა გუკამ
-ბოდიშით რა გოგოებო - გაგვიღიმა აკომ და ჰამბურგერის ჭამა დაიწყო
-აბა დღეს არსად გავიდეთ? კაი ამინდია და სანა ზამთარი დამდგარა გავიტასაოთ თბილისის ქუჩებში - წარბები აათამაშა ლუკამ და პორივე მაგრად გაგვაცინა
- გავიტასაოთ - მეც სიცილით ვუთხარი და წვენი მოვსვი .
-მოდი წავიდეთ კინოში და რამე მაგარ საშინელებას ვუყუროთ და გოგოები ვატიროთ - თვალები ბოროტულად მოჭუტა აკომ და მე და ელენეს გადმოგვხედა
-ელესი არ ვიცი მაგრამ აი ამ ქალბატონს ვერ ატირებ - თითი ჩემსკენ გამოიშვირა გუკამ და აკოს გახედა
-რატო ვითომ? -აკომაც ჩაიცინა და წინ გადმოიწია
-იმდრეს ვუყურეთ და ჩაბჟირდა იმდენი იცინა - ღიმილით გადმომხედა და მხარი გამკრა
-რა გაცინებდა გოგო? -ლუკამ თვალები დაქაჩა
-ოო სისულელეა შენ კი არ გგავარ მტირალა ბავშვო - ენა გამოვუყავი და ახარხარებულ ბიჭებს გავხედე
-ელენე შენი დაქალი დაიმსგავსა ჩემმა ძმაკაცმა და ფრთხილად იყავი შენც არ ჩაგითრიონ ...- ისევ გაიცინა ლუკამ და ელენეს თითი გამაფრთხილებლად დაუქნია...
-ანუ ამ საღამოს კინოში? -ელემაც ამოიღო ხმა და წინ გადმოიწია
-ხო 8 საათზე ვიკრიბებით .... მმმ აი იქ დიდი შადრევანი რომაა რა მანდედან ახლოსაა კინო - ლუკამ ხელებით მოხაზა სადრევანი და გაიცინა
-ვაი რა გეშველება შე საწყალო - თავის ქნევით ჩაილაპარაკა გუკამ და ჩემი წვენი მიისაკუთრა
-ეე ჩემიაა - წართმევა ვცადე მაგრამ უკვე გემრივლად სვამდა ჩემს ალუბლის წვენს
- მმ გემრიელია - სიცილით დადო მაგიდაზე ცარიელი კოლოფი და ცხვირზე მიჩქმიტა
-იტირეეე იტირე იტირეე - სასაცილოდ იქნევდა ხელებს აკო მანამდე სანამ ისევ გუკას ხელი არ მოხვდა -აუუ ბიჭო მოგკლავ შენ სულ დამალურჯე რაა - ნატკენ ადგილებს იზელდა აკო და გაბრაზებული უყურებდა წვენს . მე ხელები გადავაჯვარედინე და გულზე დავიკრიბე , წარბები შევკარი და აღარგამიცინია
-ბუტია - ზარის ხმასთან ერთად მითხრა გუკამ დალოყაზე მიჩქმიტა ....

ესეც მერვე თავიი <3 :D ახლა ძალიან მომაწვა მუზა და შემდეგი ტავებიც კი მოფიწრებული მაქვს :D ხვალაც დავდებ აუცილებლად <3 ძალიან მიხარია რომ მოგწონთ <3 ველოდები თქვენს შეფასებას... მეცხრე კლასში ვარ და გამოცდებისთვის ვემზადები ამიტომ ვერ ვასწრებ დიდი თავების წერას იმედია მაპატიებთ <3 <3



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

ოჰოჰო მომწონს..
ველი შემდგეს.

 


№2  offline წევრი eelleeniko

ძალიან ძალიან ძალიან მაგარიაააა wink უმაგრესია wink love

 


№3  offline წევრი tamooo

vaimee umagresiaa malee dadee

 


№4 სტუმარი ღამურა

ვაიმე რა კარგია, მალე დადე რაა ^_^

 


№5  offline წევრი ანა დევიძე

ვაიმეეეეეე.დავეციიიიიი.ძალიან ძალიან მაგარიაააააააააა.მუზები არ გღალატობენ შეენ.ძალიან მაგარი ხაააარ.მაგრამ მოვლენებს ზაან აჩქარებ.მეტი შწნიშვნა არ მაქ.გააგრძელეეე.

 


№6  offline წევრი northern light

ანა დევიძე
ვაიმეეეეეე.დავეციიიიიი.ძალიან ძალიან მაგარიაააააააააა.მუზები არ გღალატობენ შეენ.ძალიან მაგარი ხაააარ.მაგრამ მოვლენებს ზაან აჩქარებ.მეტი შწნიშვნა არ მაქ.გააგრძელეეე.
ვაიმე როგორ გამახარე ამ კომენტარით :D მე მეგონა ძაან გავწელე ყველაფერი და მოსაბეზრებელი გახდა :Dახლა ამოვისუნთქე და ყველაფერს ისე დავწერ როგორც ჩაფიქრებული მქონდა <3 ^_^ მიხარია აიი უზომოდ მიხარია რომ მოგწონთ <3

 


№7  offline წევრი ანა დევიძე

sofo saralidze
ანა დევიძე
ვაიმეეეეეე.დავეციიიიიი.ძალიან ძალიან მაგარიაააააააააა.მუზები არ გღალატობენ შეენ.ძალიან მაგარი ხაააარ.მაგრამ მოვლენებს ზაან აჩქარებ.მეტი შწნიშვნა არ მაქ.გააგრძელეეე.
ვაიმე როგორ გამახარე ამ კომენტარით :D მე მეგონა ძაან გავწელე ყველაფერი და მოსაბეზრებელი გახდა :Dახლა ამოვისუნთქე და ყველაფერს ისე დავწერ როგორც ჩაფიქრებული მქონდა <3 ^_^ მიხარია აიი უზომოდ მიხარია რომ მოგწონთ <3

მიდი მიდი.შენ იცი.ძალიან ძალიან მაგარიაა.და არ არი გაწელილი არაფერი.გააგრძელე.არა მგონია მარტო მე ვაბოდებდე ამ ძალიან მაგარ ისტორიაზე....ხო.და კიდე.კაია რომ არ გვალოდინებ ბევრს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent