შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 6


1-03-2015, 22:41
ავტორი northern light
ნანახია 3 580

ისევ საშინელი სიზმარი ვნახე და ყვირილით წამოვვარდი საწოლიდან . საბანს ისე ვიყავი ჩაბღაუჭებული ხელები მტკიოდა. ღრმად ვსუნთქავდი რომ გულის ცემა დამერეგულარებინა , ცოტა ხანში დავწყნარდი და ფეხზე წამოვდექი , ფანჯრის რფაზე მოვკალათდი და პლედში მაგრად გავეხვიე , ასეთ დროს დედას ოტახში გავდიოდი და შუაში ვწვებოდი, დედის ერთა ვარ და ვერ ვიტყვი ძალიან მანებივრებდნენ , მგონი ძალიან მკაცრადაც მზრდიდნენ რის გამოც მადლობას ვუხდი , არასდროს ვყოფილვარ თავხედი და განებივრებული ,ჭირვეული ბავშვი მაგრამ დამჯერიც არ ვიყავი მითუმეტეს როცა ლუკას ავიყოლიებდი და ათას სისულელეს ვაკეთებდით ერთად . ტელეფონის ეკრანს დავხედე და თვალები ცრემლით ამევსო, 25 ოქტომბერი . დღეს ჩემი ბიჭის დაბადების დღეა. არ ვიხსენიებ წარსულში რადგან ის სულ ჩემშია! ცხელმა სითხემდამისველა ლოყები და თვალთახედვა დამიბინდა. იქვე დადებულ ბალიშს ჩავეხუტე , ყველამოგონება ერთად ამომიტივტივდა გონებაში , მახსოვს 19 წლის რომ იყო გოგოსთვის სიყვარული უნდა აეხსნა , ისე ნერვიულობდა ... ბავშვობის სიყვარულისთვის თავისი გრძნობების შესახებ უნდა ეთქვა . თავის მანქანასთან ვიდექით და ის გოგო რომ წამოვიდა ჩვესკენ მე მანქანას ამოვეფარე . ჩუმად ვუყურებდი და ის გოგო რომ ჩაიხუტა და ხელში აიყვანა , მაინც და მაინც მაშინ ამოვყავი თავი და დამინახა . რამდენი ვიცინეთ მერე ლიკუნაც სულ ჩვენთან ერთად იყო მაგრამ ლუკას სიკვდილის შემდეგ გემანიაში წავიდა ... ვეღარ გაუძლო უმისობას ... ერთხელ ჩხუბი ჰქონდა და ერთ -ერთმა ძმაკაცმა დამირეკა , ჩხუბი აქ მარტოა და რამეს დაუშავებენო . მთელი უბნის ბიწები შევკრიბე და თავზე დავადექით . რო დამინახა თვალებიდან ლამის ნაპერწკლები გადმოყარა სიხარულისგან .... უკვე ხმამაღლა ვტიროდი და ფუმფულა ბალიშსაც ვასველებდი , მერე ცოტა ხმას დავუწიე , გამახსენდა რომ სახლში არ ვიყავი და უკვე სლუკუნი გავაგრძელე...როგორ მინდა ახლა აქ მქონდეს ჩემი როიალი , ხომ მივუჯდებოდი და დავიწყებდი დაკვრას, გადავიკარგებოდი მუსიკის ჰანგებში და წამიერად მაინც ვიგრძნობდი ბედნიერებას ... თუ გინდა რომ ბედნიერი იყო,მთელი არსებით უნდა მიეცე საყვარელ საქმეს.მაშინ დრო აღარ დაგრჩება იმის სარკვევად ბედნიერი ხარ თუ არა... მეც ასე ვარ როცა როიალზე ვუკრავ ბედნიერებაში ვიკარგები და ვივიწყებ ყველა ტკივილს ... საყვარელი მელოდიის ღიღინი დავიწყე და ლუკაზე ფიქრებში გართულს ფანჯრის რაფაზე ჩამეძინა ...
დილით ისევ თბილმა ოღონდ ამჯერად უფრო უხეშმა ხელებმა გამაღვიძეს ... ფრთხილად წამოვწიე გაშეშებული კისერი და წარბშეკრული დემონი რომ დავინახე გულში საოცარი სითბო ჩამეღვარა... თვითონ აშკარად გაბრაზებული იყო
-აქ აღარ დაიძინო , გაცივდები ისედაც გალურჯებული ხარ ვერ გრძნობ რომ გცივა? -გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა .
-ცუდი სიზმარი ვნახე და მერე ეტყობა აქ ჩამეძინა - ფეხზე წამოდგომა ვცადე მაგრამ ისე ვიყავი გაყინული და დაბუებული რომ ტკივილნარევი კვნესა აღმომხდა ... ისეთი შეშინებული მიყურებდა რომ არა საშინელი ტკივილი ალბად სიცილს ავტეხდი .
-რა მოგივიდა? კარგად ხარ? -წამოდგომაში დამეხმარა და საწოლზე გადამსვა . სიცივისგან და მისი სიახლოვისგან გაბრუებულს უკვე საგნები ორად მეჩვენებოდა . აქამდე რატომ ვერ ვგრძნობდი მის ასეთ გამაბრუებელ სურნელს? ან შეიძლება ვგრძნობდი და არ ვიმჩნევდი... უბრალო შავი მაისური ეცვა , რომელიც მის დაკუნთულ სხეულს ხაზს უსვამდა და მკრთალ შუქზე მაინც საოცრად მიმზიდველ სანახაობას ქმნიდა . მოკლედ შეჭრილი თმა საყვარლად აჩეჩვოდა და ძილისგან დასიებული თვალები რომლებშიც ორი შავი ირისი ბუდობდა ლამაზად მიმზერდნენ .
- უბრალოდ ყველაფერი მტკივა - ჩემს ნათქვამზე გაიცინა და ჩემს წინ დადგა .
-ეგ უბრალოდაა? -ისევ გამიცინა და პლედი მომახურა .ახლაღა მივხვდი რა ფორმაში ვიყავი და სახეზე ჭარხალივით წამოვწითლდი , მოკლე პიჟამას შორტი რომელიც საცვალს უფრო გავდა და ტანზე მომდგარი უბრალო მაისური . ოხ მაშო ჯანდაბა !
-ლია და კეკე სადარიან? ან შენ რატომ შემოგიშვეს აქ?-გაბრაზობულმა ავხედე და პლედი მთელს სიგრძეზე ავიფარე
-არ არიან , ადრე გავიდნენ , ლიას რაღაც საქმეები ქონდა მერე კეკე ბაღში უნდა წაიყვანოს . და შენ რატომ ტიროდი? -ცალი წარბი ამიწია და ისე დამხედა მაღლიდან. თავი ჩავღუნე და ვიგრძენი კიდევ ერთხელ როგორ გაიხსნა გლში უზარმაზარი ჭრილობა .
-გრძელი ამბავია ... სკოლის მერე შეგიძლია სასაფლაოზე წამიყვანო? - აცრემლებული თვალებით ავხედე და მისი საოცრად გაკვირვებული მზერა დავიჭირე.
-კი წაგიყვან . მაგრამ გზაში მომიყვები ! - გამაფრთხილა და კარისკენ წავიდა - მიდი ჩაიცვი და წავიდეთ თორემ დავაგვიანბთ . - ნაზად გამიღიმა და გავიდა. როგორ უხდება ღიმილი , ნეტავ ასე იშვიათად არ იღიმოდეს ...მეც წამოვდექი , ცხელმა შხაპმა ცოტა აზრზე მომიყვანა , მერე უბრალო ჯინსი , ნაცრისფერი ზედა და შავი ჯაკეტი ჩავიცვი. თმა არ გავიშრე , არასოდეს ვიშრობ და არც ახლა დავარღვიე უცვლელი კანონი. მერე დედამ დამირეკა , აინტერესებდა როგორ ვიყავი . როგორც ყოველთვის არ დავიწყებია ლუკას დაბადების დღე რომ იყო და ბევრი არ ინერვიულო გთხოვო. მეც ბებო მოვიკითხე და ათასი დარიგების მოსმენის შემდეგ დავკიდე ყურმილი. ოთახიდან, რომ გავედი დემონი უკვე კარებში იდგა და სახლსი გასაღებს აწვალებდა .
-შენ რა ეგრე მოდიხარ? -თვალები ისე დამიქაჩა მეგონა გადმოსცვივდებოდა .
-რამე მისვია? -ტანსაცმელზე დავიხედე და მერე ისევ გაკვირვებულმა ავხედე . ერთი ამოიოხრა , მერე ფრთხილად მომიახლოვდა და კაპიშონი გადმომაფარა, თავიდან ვერ მივხვდი რას აკეთებდა , მისმა სიახლოვემ და სურნელმა ისევ გამაბრუა , მაგრამ როცა თავზე ქუდი წამომაფარა გამეღიმა და თავის ქნევით ავხედე უჩვეულოდ მომღიმარს.
-პატარა ბავშვის სუნი გაქვს - სიცილით მიჩქმიტაცხვირზე და კარებისკენ წავიდა. მისი საქციელით დაბნეული გავყევი და გვერდში ამოვუდექი.
-მე მომწონს - მხრები ავიცეჩე და ჩემს სველ თამს ვუსუნე
-მე ვთქვი არ მომწონსთქო? პირიქით - ისევ გამიღიმა და ცალი ლოყა საყვარლად ჩაეჩუტა . ოხ როგორ მინდა ახლა ხელები მოვხვიო და მაგრად ვაკოცო იმ ლოყაზე ... თავი გავიქნიე და საკუთარი ფიქრების გააზრებაზე სახეზე წამოვწითლდი.
-გრძელი ისტორიის მოსამენად მგონი დრო გვაქვს . მისი გისმენ - ინტერესით სავსე თვალებით შემომხედა. მე ისევ საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულში და თვალები ცრემლებით ამევსო.
-სხვა დროს მოგიყვები კარგი? -ცრემლები მოვიწმინდე და ავხედე .
-არ იტირო და თუ გინდა სულ ნუ მომიყვები - საოცრად თბილი ხმით წარმოთქვა და ასევე თბილი თვალებით დამხედა . თავი დავუქნიე და ჩემსავით ატირებულ ცას ავხედე . სკოლამდე ჩუმად ვიყავით , მერე უბრალოდ გავუღიმე და კლასში შევედი . ელენე რომ დავინახე ღიმილით წავედი ჩემი მერხისკენ ,
-მაშოო მომენატრე გოგო - სიცილით მითხრადა მაგრად ჩამხუტა .
-რატო არ იყავიი? მარტო რომ დამტოვე - გაბუტულმა გავხედე და მის სახეზე მაინც გამეცინა .
-რავი გოგო ვერ ვიყავი კარგად . შენ რასშვრები აბა? -მე რას ვშვრებიი? , აბა რას შვრები მაშო? ამ კითხებს რა ვუპასუხო? მეც არ ვიცი რა მჭირს და როგორ ვარ . სხვას როგორ ვუპასუხო?
-რავი ელე , ჩემები სოფელში წავდნენ , მე კიდევ გუკას დედასთან დამტოვეს , ანუ გუკასთან მომიწევს ცხოვრება 1 კვირა, კიდევ დათო გამოვიდა ციხიდან- ბოლო სიტყვები ხმადაბლა ჩავილაპარაკე .
-მოიცა მოიცა თავიდან და დათო ვინაა? -გაკვირვებულმა შემომხედა და მოსასმენად მოემზადა. მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და აშკარად გაოცებულს გავხედე .
-ოუუუ შიიტ - სასაცილოდ ჩაილაპარაკა ინგლისური აქცენტით და მეც გამაცინა . -გოგო რავი ზოგი რაღაც მაგარია ზოგი საშინელებაა , დედა რეები ხდებაა. ხედავ შეენ?-ისევ გაოცებულმა შემომხედა .
-მეც არ ვიცი ელე რეები ხდება - თავის ქნევით ჩავილაპარაკე და მომავალ მასწავლებელს გავხედე . ძირითადად სულ ვლაპარაკობდით . მასწავლებლისთვის არც მომისმენია ისე გავიდა 3 გაკვეთილი. ელეს დედა ორსულადაა , თან ეს შტერი შეყვარებულია თავის მეზობელზე რომელსაც არც კი ცინობს და უამრავი წვრილმანი რომელზეც 3 გაკვეთილია გაუცერებლად ვლაპარაკოთ. აი ადამიანი რომელსაც ამდენი ხანია ვეძებ . მე ჩემი სერიოზულობით ვავსებ ის თავისი მხიარულებით და მაგრად მიყვარს უკვე ეს ადამიანი.
-წავიდეთ ბუფეტში? მშია დილით ვერ ვჭამე - ელეს გავხედე და ჩანთიდან ფული ამოვიღე. მანაც თავი დამიქნია და ბუფეტისკენ ავიღეთ გეზი . დემონიც შევამჩნიე თავის ძმაკაცებთან და უბრალოდ გავუღიმე , აი თვითონ კი მზერას არ მაშორებდა და ისე ელაპარაკებოდა ბიჭებს .
-მაშოო - ღიმილით წამოვიდა გიორგი ჩემსკენ და ჩამეხუტა . მე ცივად შევხვდი და უბრალოდ გადავკოცნე .
-როგორ ხარ აბა შე დაკარგულო? -ჩემს გვერდით დაჯდა და ხელი გადამხვია . ამ ქმედებაზე ნერვები მაგრად მომეშალა და უხეშად მოვიშორე მისი ხელი. თან დემონის შავი და მოელვარე თვალები მოქმედების უნარს მიკარგავდა რომლებიც გიორგის გამოჩენის შემდეგ დაჟინებით მიყურებდნენ .
-რა ცივი ხარ გოგო რაიყო? დაგიშავე რამე? -გაბრაზებულმა მკითხა
-ოო გიო რა უნდა დაგეშავებინა , მძიმე ხელი გაქვს რა - ღიმილით ვცადე სიტუაციის განმუხტვა და ალუბლის წვენი მოვსვი.
-აბა დღეს რას შვრებით? - მანაც მოსვა წვენი და ჯერ მე მერე ელენეს გახედა.
-მე არ მცალია საქმეები მაქვს - უბრალოდ ჩავილაპარაკე
-ეე კაი რა მეთქი საღამოს გავისეირნებდით - აბლითა ტუჩი წინ გამოწია და მერე ისევ გამიღიმა
-შენ და ელემ გაისეირნეთ - ისევ ელეს ვახედე რომელიც თვალებს მიჭყიტავდა და მოგკლავო ხელით მანიშნებდა .
-ე კაი რა შენც წამოდი
-კაი ვეცდები , თუ მოვახერხე გამოვალ - მეც გავუღიმე და ჩვენსკენ მომავა დემონს გავხედე . ერთხელ გადახედაგიორგის და მერე მე მომიტრიალდა .
-წამო ერთ წამს - ისევ გიოს გახედა და ზურგზე ხელი შემახო . მეც წამოვდექი და უკან გავყევი
-მშვიდობაა? - გაკვირვებულმა ავხედე
-ცოტა ხნით პარაზს მოგაშორებ და ბიჭებს გაგაცნობ - ისე თქვა არ შემოუხედავს . ბიჭებმა გამიღიმეს და მომესალმნენ . მეც იგივე გავაკეთე და დემონის გვერდით დავჯექი .
-მოკლედ ეს მაშოა მაისურთგამანადგურებელი , ეს ლუკაა - მწვანეთვალება , სავგვრემან ბიჭზე მიმითითა და მერე მეორეზე უფრო ღია კანიანსა მაგრამ ყავისფერ თვალებიანზე მიმანიშნა - ეს აკოა .
-სასიამოვნოა - სამივემ ერთად ჩავილაპარაკეთ და აწითლებულმა და გაბრაზებულმა გავხედე დემონს წეღანდელი საქციელის გამო .
-ნუ გაუბრაზდებით ჩვენ ვუთხარით გაგვაცანიო , ახლა ხო შენი ძიძაა და ჩვენც დამხმარეები ვართ . - სიცილით მითხრა აკომ და ლუკას მხარი გაჰკრა .
-მართლა ძიძა გამოდიხარ - მეც სიცილით გავხედე გაბრაზებულ დემონს და ისევ ბიჭებს მივუბრუნდი -ისე დედაჩემი კარ ანაზღაურებას უხდის და თქვენც გაგიყობთ , არადა არაა ღირსი , სულ მწარე სიტყვებს ამბობს და წეღანაც დაუკითხავად წამომიყვანა მეგობრებიდან , მოკლედ მკაცრია რა - ისევ სიცილით ვთქვი და ახარხარებულ ბიჭებს გავხედე . დემონი ხმას არ ირებდა . ხანდახან გამომხედავდა და იღიმოდა... მთელი დავენება ბიწებთან ერთად ვიჯექი , მერე ელენეც შემოგვიერთდა და მასაც გავაცანი სამივე . ბოლოს ზაის ხმამ დაგვშალა და ჩვენც კლასებისკენ წავედით .
-თურმე არ ყოფილა ცუდი ადამიანი - გაკვირვებულმა შემომხედა ელენემ და წარბები ამითამაშა .
-ოო ელე ჩემიც მეყოფა უფრო ნუ მირევ ტვინს - მეც სიცილით ვუთხარი და ინგლისურის წიგნები ამოვალაგე . სკოლის მერე გუკამ სახლამდე უხმოდ მიმაცილა . არ ვიცი რატომ მაგრამ ვერ იყო ხასიათზე .
-მიდი ჩაიცვი და წავიდეთ - ოთახში მიმავალს შემახსენა რომ სასაფლაოზე უნდა წავეყვანე .მეც მალევე გამოვიცვალე და ისევ ცარიელ მისღებში გამოვედი . ლია ისევ არ იყო სახლში და დემონის საშინელი ხასიათიც ჩემს ნერვებზე მოქმედებდა . სადარბაზოდან რომ გავედით გაჩერებისკენ წავედი მაგრამ გუკამ კაპიშონი დამიჭირა
-რას აკეთებ? -გაკვირვებულმა ვკითხე და მოვტრიალდი
-მანქანით წავალთ
-ვისი მანქანით? -გაკვირვებულმა ვკითხე და გარაჟში მდგარ BMW მარკის შავ მანქანას შევხედე .
-ოო მაშო რანაირ კითხვებს სვამ . ჩემია 18 წლის ვარ გოგო რაიყო? - ღიმილით მითხრა და მანქანის კარი გამიღო . მეც ჩავჯექი და გუკას სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მიკვირდა ამ მანქანის არსებობა. ალბად გუყკას მამა შეძლებული კაცი იყო .
-ხო მამაჩემის იყო და ახლა ჩემია , კომპანიის მმართველის ადგილიც ჩემია მაგრამ ჯერ ვერ შევძლებ ამიტომ ბიძაჩემი აკონტროლებს ყველაფერს - მხრების აჩეჩვით ჩაილაპარაკა და მანქანა დაქოქა
-მოიცა შენ რა აზრებს კითხულობ? -გაკვირვებულმა გავხედე და გავუღიმე
-სახეზე გეწერა რაც გაინტერესებდა - თვითონაც გამიღიმა და გზასგახედა . აღარც გზაში შეუწუხებია თავი ლაპარაკით რაც ჩემს ნერვებს ანადგურებდა . სასაფლაოს შესასვლელთან გაჩერა მანქანა და გამომხედა
-მეც გადმოვიდე? ხო კარგად ხარ?
-არა იყავი , მალე მოვალ . - ოდნავ გავუღიმე და ნაცნობი ადგილისკენ ავიღე გეზი. საფლავის ქვაზეც საოცრად ლამაზი იყო ჩემი ბიჭი . ისე საყვარლად მიღიმოდა. ფრთხილად მოვწმინდე სურათს მტვეი და მთელი ამ დღეების ნაგროვები ამოვხეთქე და ამოვხეთქე . ცრემლები ნიაღვრად მომდიოდა თვალებიდან და ვერვგრძნობდი დრო როგორ გადიოდა. სულ გადამავიწყდა ყველა და ყველაფერი . უბრალოპდ ვლაპარაკობდი და თითქოს ლუკას რჩევებს ვისმენდი . ვგრძნობდი რომ ის ჩემთან იყო . თბილი ხელის შეხება რომ ვიგრძენი მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ჩემს უკან მდგომ დემონს გავხედე .
-ცივა მაშო უკვე , 2 საათი გავიდა . ცოდო ხარ წამოდი რა - საოცრად დამთბარი ხმით მითხრა და თავისი მოსაცმელი მომახურა . უბრალოდ თავი დავუქნიე და აკანკალებული წამოვდექი ფეხზე . სიარული მიჭირდა და ისევ ნიანგის ცრემლებით ვტიროდი.
-მაშო გთხოვ კარგი რა . ან მომიყევი იქნებ გულზე მოგეშვას , ნურარ ტირიხარ რა , - ცრემლები მომწმინდა და სახეზე ჩამოშლილი თმა ნაზად გადამიწია. მე მისი საქციელით უფრო გუაჩუყებულმა ტირილს ვუმატე და ხელის გულებით მოვიწმინდე ცრემლები - მოდი ჩემთან - ხმადაბლა ჩაილაპარაკა და გულზე მიმიკრო ... ისე მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის რომ სუნთქვა შევიკავე და რამოდენიმეჯერ დავხუჭე თვალები ... მისი საოცარი სითბო მეც გადმომედო და სულში შეაღწია, მაგრად მოვხვიე ხელები და ის ოცნება ავიხდინე რომელზეც ეს ორი დღეა ვოცნებობ . დიდხანს ვიდექით ასე და მის ცხელ სუნთქვას კისერთან ვგრძნობდი , მის გულისცემასაც ვგრძნობდი რომელიც ჩემს გულიცემაზე ჩქარი იყო და სიხარულს იწვევდა ჩემში. ცრემლები გაჩერდა და ტირილიც შევწყვიტე .
-აი ასე , კარგი გოგო ხარ , წამოდი წავიდეთ თორემ ლია ინერვიულებს ...- მანქანამდე ხელმოხვეულმა მიმიყვანა და კარი გამიღო . გზაში ლუკაზე ვუყვებოდი მაგრამ ახლა უკვე ღმილით , აღარ ვტიროდი და ისიც თბილი თვალებით გამომხედავდა ხოლმე , ბევრი ვაცინე რადგან ბევრი ისტორია მოვუყევი რაც ლუკასთან მაკავშირებდა , გუკაც ავალაპარაკე , თვითონაც მიყვაბოდა რაღაცეებს მაგრამ შუა გზაში ტელეფონზე ვირაცამ დარეკა
-გისმენთ .... - არა მცალია ....- კი მაგრამ როდის? ....- მოვდივარ - ბოლო სიტყვა გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და საჭეს ხელი დაჰკრა .
-მშვიდობაა? -შეშინებულმა გავხედე
-მისმინე სახლამდე მიგიყვან და უნდა წავიდე , ლიას უთხარი რომ დამაგვიანდება - ისევ გზას გახედა და სიჩქარეს უმატა . უბრალოდ თავი დავუქნიე და ხმა აღარ ამომიღია . სახლში ასვლამდე მადლობა გადავუხადე და თუ ბოლოს არ ჩავთვლით დღევანდელი დღით კმაყოფილი ვიყავი .
-მაშოო სად ხართ ამდენ ხანს? გუკა სადაა? -ლია გადავკოცნე და კეკეს მაგრად ჩავეხუტე.
-სასაფლაოზე წამიყვანა დღეს ლუკას დაბადების დღეა, და მერე მითხრა დამაგვიანდებაო ლიამ არ ინევიულოსო - ერთიანად მივაყარ და სამზარეულოსკენ ავიღეთ სამივემ გეზი.
-საჭმელი მაინც ეჭამა გამაგიჟებს ეგ ბიჭი - თავის ქნევით ჩაილაპარაკა და მაგიდის გაშლა დაიწყო - მე კიდე თქვენ გელოდებოდით
-მაშოო მე იცი ახალი სიმღერა ვისწავლე - საყვარლად მითხრა კეკემ და სიმღერა დაიწყო. ამ ბავშვით საოცრად გაოცებული ვარ , ისეთი წკრიალა ხმა აქვს ბევრი ჩამოყალიბებული მომღერალი ვერ შეედრება . ბოლოს მეც და ლიამაც ტაშით დავაჯილდოვეთ და ორივემ ვაკოცეთ რიგრიგობით ფუმფულა ლოყებზე .
- მიხარია გუკამ რომ გაგიგო , თითქოს უფრო ხალისიანი გახდა ... - სიხარულით ჩაილაპარაკა ლიამ და გამიღიმა . წამოწითლებულმა უბრალოდ გავუღიმე და ჭამა გავაგრძელე. მერე დავალებები დავწერე და საათს რომ დავხედე გაკვირვებულმა დავაჭყიტე თვალები . 12 საათი სრულდებოდა და გუკა არ იყო ჯერ მოსული , მისაღებში გავედი და იქაც რომ სიცარიელე დამხვდა ისევ ოთახში დავბრუნდი . უკვე ვნერვიულობდი , ნეტავ არაფერი დაემართოს , თან მანქანითაა . დიდხანს ვიბოდიალე ოთახში , მერე ჩავწექი მაგრამ ვერაფრით დავიძინე . კარის ხმა რომ გავიგე გული დამიმშვიდდა . -მოვიდა - ღიმილით ჩავილაპარაკე და საბანი კარგად დავიფარე . აი ჩემს ოთახში რომ სინათლის სხივები შემოიჭრნენ და ფეხის ხმა გავიგე გული საშინლად ამიჩქარდა , თვალები მაგრად დავხუჭე და გავიტრუნე . ჩემს წინ ჩაიმუხლა, მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა .... ხოლო როცა თბილი თითები ვიგრძენი სახეზე მთელს ტანში მჩხვლეტავმა არსებებმა დაიწყეს სირბილი. ნაზად მეხებოდა ლოყაზე
-რა ლამაზი ხარ ჩემო ბედნიერებავ - ჩურჩულით ნათქვამმა თბილმა სიტყვებმა გადმოკვეთა ჰაერი და მისწვდა ჩემს ყურთასმენას .... მუცელში პეპლები დაფრინავდნენ და გულმა სალტოების კეთება დაიწყო . ცოტახანში ფეხზე წამოდგა და ოტახიდან ფრთხილად გავიდა ...


ესეც მეექვსე თავი <3 ვერ ვასწრებ გადახედვას და შეცდომები მაპატიეთ <3 ველოდები შეფასებას და მიხარია რომ მოგწონთ <3



№1  offline წევრი eelleeniko

ძალიან ძალია მაგარია ვერ ავგწერ იმდენად wink wink wink უმაგრესია wink

 


№2  offline წევრი BusaMariami

ვაიმეე ვაიმეე ვაიმეე რასაყვარელიააა!! მოუთმენლად ველი შემდეგ თავს!..
--------------------
მე ვჩურჩულებ რომ ამქვეყნად თავად სიყვარული მიყვარს!
გამეღიმა...ამ წამს ის ვთქვი რაც არასდროს არსად მითქვამს!..

 


№3  offline წევრი tamooo

vaimee umagresiaa malee dade raaa

 


№4 სტუმარი moxetiale

Aucileblad unda gaagrdzeko velodebit shemdeg tavs.. Dzalian kargiaa dzalian. :-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent