შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 7


3-03-2015, 22:43
ავტორი northern light
ნანახია 3 310

დემონი რომ ოთახიდან გავიდა და კარი მოხურა ჯერ კიდევ არ ვსუნთქავდი , მომესმა? თუ დამესიზმრა? უამრავი კითხვები მიტრიალებდა თავში და შიგნიდან მახრჩობდა. როგორც იქნა ჰაერი ჩავისუნთქე და ფილტვებში წვა ვიგრძენი, მისი სიტები ექოდ ჩამესმოდა და გულს საშინლად მიჩქარებდა "რა ლამაზი ხარ ჩემო ბედნიერებავ " როგორ გამათბო ამ სიტყვებმა , თითქოს ხელახლა დავიბადე, ღიმილს სახიდან ვერ ვიშორებდი და მისის თვალების წარმოდგენისას ალა შიშის მაგივრად სიხარული მეუფლებოდა...

-მაშოო ადექი დავაგვიანებთ - დილით დემონის ხმამ გამაღვიძა , ოთახში არ იყო მაგრამ კარე მთელი ძალით აკაკუნებდა ...
-მღვიძავს ნუ ჩამოიღე კარები - ძლივს ამოვიხავლე ძილისგან ჩახლეჩილი ხმით
-თუ მალე ადგები არ ჩამოვიღებ - ერთხელ კიდევ მოაკაკუნა და მისი ხმაც შეწყდა . ისევ მეღიმებოდა მის წუხანდლ საქციელზე და მისი თითების ნაკვალევს ისევ ვგრძნობდი ჩემს ლოყაზე . პიჟამათი გავედი აბანოში და სარკეში რომ ჩავიხედე საკუთარი თავი ვერ ვიცანი , სარკიდან უცნაურად მომღიმარი და ღაწვებ შეფაკლული მაშო მიყურებდა რომლის თვალებშიც თითქოს მზის სხივები თამაშობდნენ და აბრჭყვიალებდნენ . თავი მოვიწესრიგე და თმა როგორც ყოველთვის არ გავიშრე . გუშინდელი მისი საქციელის გახსენებაზე და მის თვალებზე როდესაც ჩემი სველი თმა დაინახა ისევ ღიმილმა გამიპო ბაგე .
-მორჩა მაშო სახე "დაალაგე" და ისე გადი , წუხელშენ გეძინა !- საკუთარი თავი გავაფრთხილე და სააბაზანოდან გავედი , ტანსაცმელი იქვე შევიტანე და ჩავიცვი რადგან უცხო ოჯახია და პირსახოცით ვერ ვივლი ოთახიდან ოთახში...
-დილამშვიდობისა- თბილად მივესალმე სამზარეულოს მაგიდასთან შემომჯდარ პატარა ოჯახს და მეც იქვე სკამზე დავჯექი
-დილამშვიდობისა მაშო , აბა როგორია ჩვენთან ? - სიცილით მკითხა ლიამ და ჭიქაში წვენი ჩამომსხა
- მშვენიერია თქვენთან - მეც გავუღიმე და კეკს ცხვირზე წავეთამაშე. დემონი ჩუმად იყო , რომ შევედი უბრალოდ გამიღიმა და მას მერე აღარ შემოუხედავს . ტელეფონის ეკრანს უყურებდა და მგონი საერთოდ არ ესმოდა ჩვენი ლაპარაკის .
-გუკა ჭამე და მერე ემესიჯე მაგ ვიღაცას - თავში წამოარტყა ლიამ გუკას და წარბი აუწია
-თან ვჭამ ,თან ვმესიჯობ - ხელებით აუხსნა დემონმა და ისევ ტელეფონს დახედა. ჩვენც ბევრი აღარ გვილაპარაკია უბრალოდ ვჭამეთ და ბედნიერი დღე ვუსურვეთ ერთმანეთს .
-დღეს აშკარად კარგ ხასიათზე ხარ - ღიმილით დამხედა გუკამ . უკვე სკოლის გზავ ვადექით და მზეც ლამაზად მინათებდა სახე, როგორ მიყვარს ასეთი ამინდი , ცაზე რომ ღრუბლებია და მზეც ხანდახან მათ ეფარება და იმალება , მერე უცებ გამოანათებს და თავის თბილ სხივებს ჩაგახუტებს რომ გაგათბოს...
- ძალიან კარგ ხასიათზე ვარ - მეც ღიმილით გავხედე და მზეზე განათებულ მის თვალებს რომ წავაწყდი სუნთქვა შემეკრა .
-მიზეზი რომ მითხრა შეიძლება? -ისევ ლამაზად გამიღიმა და საყვარლად ჩაეჩუტა მარჯვენა ლოყა
-ბევრი მიზეზის გამო , თან მზიანი ამინდია - მხრები ავიჩეჩე და მზეს გავხედე .
-გიყვარს მზე ? -მანა მზეს ახედა
-ძალიან- ღრმად ამოვისუნთქე და აწრიალებული ტელეფონის ძებნა დავიწყე . ეკრანს რომ დავხედე უცხო ნომერი იყო .
-გიმენთ - ინტერესით ვიკითხე და გიორგის ხმის გაგონებაზე მოვიღუშე
-მაშო გიო ვარ , შენ სახლთან ვარ გელოდებოდი , არ მოდიხარ დღეს? - მოწყენილი ხმით მითხრა
-ააა გიოო ისაა , - თავი მოვიფხანე და აშკარად გაბრაზებულ გუკას ავხედე . - ეს დღეები სახლში არ ვარ , თან სკოლასთან ვარ უკვე , აქ გნახავ
-კაი მოვდივარ , არ შეხვიდე უჩემოდ 2 წუთში მანდ ვარ - ტელეფონი გათიშა და მეც დემონს შევხედე რომელიც ისევ დემონის თვალებით იყურებოდ .
-პარაზიტი - ზიზღით ამოილაპარაკა და ყბები ერთმანეთ მაგრად დააჭირა .
-რამე დაგიშავა? -გაკვირვებულმა ვკითხე და სკოლის კიბეებთან გავჩერდი .
-ჯერ არა მაგრამ უკვე მიშავებს - თავი გაიქნია და კიბეებზე ავიდა - არ მოდიხარ ? -უკან შემოტრიალდა და გაკვირვებულმა შემომხედა .
-დამელოდეო და ტეხავს - სახე დავმანჭე და გზას გავხედე . გიო ჯერ არ ჩანდა
-კაი მეც დაგელოდებით - კისერი გაატკაცუნა და ჩემს გვერდით დადგა
-მეღადავები? წადი შენ დააგვიანებ - გაკვირვება ვერ დავმალე
-მაშო ვერ ხვდები რომ იმ პარაზიტს შენგან მეგობრობაზე მეტი უნდა? -გაბრაზებულმა ჩამხედა თვალებში და მეც ტანში გამცრა როცა მის გაბრაზებულ მზერას წავაწყდი
-ზედმეტები მოგდის , არაფერიც არ უნდა უბრალოდ მთხოვა დამელოდეო რაარი ამაში ცუდი? - მეც გავბრაზდი და გაბრაზებულმა ავხედე
-ხოდა მე შენ გელოდები - მხრები აიცეჩა და კიბის სახელურს მიეყრდნო
-დემო...- მინდოდა მეთქვა დემონო წადი კლასში და დამაცადე ადამიანს წესიერად დაველაპარაკოთქო მაგრამ რო მოვტვინე რას ვამბობდი უცებ გავჩერდი .
-რა დემო? დაასრულე აბა რას ამბობდი - მხარში მომკიდა ხელი და თავისკენ მიმატრიალა
-არაფერს უბრალოდ წამომცდა - ყალბი ღიმილი ავიკარი და ვინატრე მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე
-მაშო ნუ მაბრაზებ , დაიწყე და დაასრულე - უარესად ბრაზმორეული ხმით მითხრა და ჩვენსკენ მომავალ გიორგის ზიზღით გახედა .
-დემონო წადი კლასში და დამაცადე ადამიანს წესიერად დაველაპარაკო - მომაბეზრებლად ჩავილაპარაკე და დაბლიდან დასჯილი ბავშვივით გავხედე . მხრიდან ხელი ცივად გამიშვა , აშკარად ძალიან გავაბრაზე, მისი თვალები ჯერ არასოდეს მინახავს . უბრალოდ შეტრიალდა და კიბეებზე სწრაფად ავიდა
-მაშოო სად დამეკარგე გოგო, მგონი სწორად მივაგენი შენს კორპუსს ერთი საათია გელოდები - ღიმილით მითხრა და დემონსი თვალების ბურუსიდან გამომიყვანა
-ჩემები არ არიან და მეც დროებით ახლობელთან ვარ - ოდნავ გავუღიმე და მასთან ერთად წავედი კიბეებზე
-ისა რაღაც მინდოდა მეთქვა - თავი მოიფხანა და მორიდებით გამომხედა - საღამოს გავისეირნოთ?-მომაყარა და სუნთქვა შეიკრა
-კი , ელესაც ვეტყვი და გავისეირნოთ - უკვე ჩემს კლასთან ვიდექი და ერთი სული მქონდა ამ მართლა პარაზიტს გავქცეოდი
-არ ელე არა მარტო მედა შენ - თითქოს ეწყინაო ისე ჩაილაპარაკა
-გიო პაემანს მინიშნავ? - ხმამაღლა გავიცინე და ისე შევხედე
-ეგრე გამოდის რა - მანაც გაიცინა და ღრმად ამოისუნთქა
- რავი თუ მოვახერხებ გავისეირნოთ - ზარის ხმასთან ერთად ვთქვი და კლასში შევვარდი . ელენეს გაკვირვებული მზერა რომ დავიჭირე გამეღიმა
-ვაიმე ელე მიშველე მგონი მომკლავს დემონი - თავი ხელებში ცავრგე და თვალები დავხუჭე
- ვინაა გოგო დემონი? -მანაც გაკვირვებულმა მკითხა და სახე თავისკენ შემატრიალებინა
-ვინ და გუკა , გულში ეგრე მოვიხსენიებდი და წეღან წამომცდა , ისეთი თვაკებით შემომხედა მგონი მოკვლას მიპირებს - სწრაფად მივაყარე და მისი წუხანდელი სიტყვები რომ გამახსენდა დავრწმუნდი იმაში რომ გუკაში ორი ადამიანი სახლობს , 1) გუკა რომელიც თბილი და საყვარელია , და 2) გუკა რომელიც საშინელი დემონია და შეუძლია უბრალო გამოხედვით მოგკლას .
-რამხელა ენა გაქ გოგო , არ მოგკლავს მაგრამ არც დაგაკლებს - გაიცინა და კარებს გახედა- გიორგის რაღა უნდოდა?
-პაემანზე დამპატიჟა - "სულერთია" ტონით ჩავილაპარაკე და გაკვირვებულ ელენეს გავხედე
-ვაა მარა შენ რო გუკა გიყვარს - მისი პირიდან ეს სიტყები რომ გავიგე სუნთქვა შემეკრა, "მიყვარს" მე გუკა მიყვარს , რა სისულელეა .... მაგრამ არა , ზუსტადაც რომ მიყვარს , სიგიჟემდე , ყველაზე მეტად მიყვარს , აი რისი აღიარების მეშინოდა ეს დღეები , ეს შავთვალა დემონი სიგიჟემდე მიყვარს და ვერ ვხვდები როდის მოვასწარი ასე შეყვარება
-ჰეი გოგო აქ ხარ? მსიმინე რაუთხარი გიოს?
-ვნახოთ მოვიფიქრებთქო - ისევ გუკას თვალებს , საქციელებს და ყველაფერს გადავხედ რაც მასთან ეს 2 კვირაა მაკავშირებს , მთელი 3 გაკვეთილი ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან , დებილივით ვიღიმოდი , ხანდახან ელენე მანიშნებდა გამოფხიზლდიო და მეც მასწავლებელს ვითომ ვუმენდი. მესამე გაკვეთილის მერე ბუფეტში ჩავედით. იქ იყო და როგორც კი შევედი მაშინვე დამწვა მისმა განრისხებულმა თვალებმა . მალევე მომაშორა მზერა და ბიჭებს მიუბრუნდა . გიომ ხლი დამიქნია და ჩვენსკენ წამოვიდა
-აბა რას შვრებით გოგოებო? - თვალი საზიზღრად ჩაგვიკრა და ჩემს გვერდით დაჯდა
-ერთ წუთს , მოვალახლავე - ელეს გავხედე და მანაც თავი დამიქნია . ფეხზე წამოვდექი და დემონის მაგიდისკენ წავედი , ლუკამ და აკომ მაშინვე გამიღიმეს
-ვაა მაშოო როგორ ხარ გოგო? -ღიმილით გადავკოცნე ლუკა და აკო
-რავი აბა , მგონი ძიძა გავაბრაზე და ...- დაბლიდან გავხედე გუკას რომელიც ზედაც არ მიყურებდა
-აუ გოგო მაგიტოა გაბრაზებული? დაგვჭამა დილიდან რაა - სიცილით თქვა აკომ და ჩამიწია დაჯექიო
-რა უქენი ასეთი რო ხმას აღარ იღებს - ახლა ლუკამ გახედა გუკას და მერე მეშემომხედა
-რავი ცოტა ვიცელქედა გბრაზდა , ვეტყვი დედაჩემს და ფულს დაუმატებს - მეც გავიცინე და ისევ გუკას შევხედე
-მაშო მემგონი გელოდებიან , ადექი და წადი მიდი თორემ ეჭვიანობს შენი პრინცი - ირონიულად მითხრა გუკამ და ისევ განზე გაიხდა .მისმა სიტყვებმა საშინლად გამაბრაზა, არა არ გამაბრაზა თითქოს მეწყინა მისი ასეთი დამცინავი ტონი და თვალები ამიცრემლიანდა
-რა მწარე ხარ შენ ტოო , რაიყო ბიჭო რასშეაშინე ბავშვი? -ხელი მომხვია აკომ და გაბრაზებულმა გახედა გუკას
-მე დემონი ვარ და არცაა გასაკვირი რომ შეშინდა - ისევ ცალყბად ჩაიღიმა . მეც გავბრაზდი და ფეხზე წამოვდექი
-კაი ბიჭებო მერე გნახავთ - ოდნავ გავუღიმე და ბუფეტიდან გავედი. ტირილი მინდოდა მაგრამ, ვერ ვტიროდი , როგორ შეუძლია ასეთი ორპირი იყოს? . მთელი გაკვეთილები გარეთ აღარ გავსულვარ , გაბრაზებული ვიჯექი სკამზე და ფიქრებით ისევ გუკასთან ვიყავი. რა საშინელი შეუძლია იყოს ხანდახან . და როგორ მეწყინა მისი სიტყვები . წავალ გიოსთან ერთად სასეირნოთ და მერე ვნახოთ რას იზამს ! პატარა ბავშვივით ვაზროვნებდი რომელიც სამაგიეროს გადახდას სულელურად ცდილობს იმ ბავშვისთვის რომელმაც სათამაშო წაართვა . გაკვეთილების მერე კართან მიცდიდა , მაინც გამიხარდა მისი დანახვა , მაინც გული ამიჩქარდა როპ დავინახე და ოდნავ გავუღიმე . სახეზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია , არც გამიღიმაუბრალოდ შეტრიალდა და წავიდა . მეც უხმოდ მივყვებოდი, უაზროდ ურტყავდა ფეხს ქვებს და ზედაც არ მიყურებდა .
-ბუტია - ჩემთვის ჩავილაპარაკე და წინ წასულს დავეწიე. უბანში რომ მივედით კორპუსთან დათო დავლანდე და თვალები ამიცემლიანდა .
-იქაა - ხმადაბლა ამოვილაპარაკე და გუკას მაჯაზე ხელი მოვკიდე .
-მაშო , ხომ გითხარი რომ სანამ ცოცხალი ვარ ვერაფერს დაგიშავებს? ცრემლები არ დამანახო თორემ მართლა სერიოზულად ვიჩხუბებთ ! - გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა და ხელი ჩამკიდა . მისი ხელები სულ თბილია, ახლაცსასიამოვნო სითბომ დამიარა მისი შეხებისასა მაგრად მოვუჭირე ხელი . სადარბაზოში ისე შევედი მის ამაზრზენ მზერას ვგრძნობდი, მაგრამ არ განძრეულა უბრალოდ იდგა და გვიყურებდა , გუკაც თავლებში უყურებდა და ისე მივყავდი ხელჩაკიდებული . როგორც კი ლიფტში შევედით ხელი მაგრად მოვუჭირე და თვალებიდან მაინც გადმომცვივდა ცრემლები
-მაშო მაშო , ნუ ტირიხარ , რა გატირებს? აქ არ ვარ? ხო გითხარი არა არაფერს დაგიშავებსთქო - ცრემლები მომწმინდა და გულზე მიმიკრო. მეც მისი საქციელით გახარებული მივეხუტე და ცრემლები მოვიწმინდე
-ანუ აღარ ხარ გაბრაზებული? -ისე ვკითხე რომ არ მოვშორებულვა , ისიც ხელებს არ მიშვებდა
-არა ისევ გაბრაზებული ვარ - წყნარად ჩაილაპარაკა და ხელები გამიშვა . რა ჯიუტია ეს ადამიანი , თავისი ბრალია დემონის შთაბეჭდილება რომ დატოვა ჩემში, არა მეც მეწყინებოდა ვინმეს ჩემთვის დემონი რომ ეწოდებინა მაგრამ რაღაზე ჩამეხუტა თუ გაბრაზებული იყო? ოხ გუკა როგორ მაბნევ შენი საქციელებით . საშინელება იყო დღის მეორე ნახევარი, სახლში რომ მივედით ცოტა ხანში გუკა გავარდა მანქანით, ვირაცამ დაურეკა და ისევ დაიბარა დამაგვიანდებაო , ლია მაღაზიაში წავიდა შეკვეთები მაქვსო და კეკეც თან წაიყვანა , სულ მარტო დავრჩი სახლში და სულ მარტო დავრჩი ჩემს აბურდულ ფიქრებთან...ვაპირებდი გუკას ოთახში შესვლას მაგრამ გადავიფიქრე , უბრალოდ მისი დივანზე მიგდებული მოსაცმელი ავიღე და ხარბად დავსუნე რომ ცოტახანს გამყოლოდა მისი სურნელი. დედასაც ველაპარაკე , და გადავხედე დღეებს რომლებიც დემონთან უნდა ვცხოვრო ,3 დღეღა დარჩა ... რა ცოტაა , ალბათ საშინლად მომენატრება მისი ხმა დილით ,როგორშეიცვალა ჩემი ცხოვრება 2 კვირაში, ყველაფერი თავდაყირა დადგა და ყვეაფერი ერთმანეთში აირია , ჩემ თავს აღარ ვგავარ და ვერ ვხვდები რეები მემართება .გიორგიმაც დამირეკა 9 საათისკენმაგრამ არ წავედი, მოვიმიზზე სამეცადინო მაქვსთქო და არ გავედი, არ მინდა ეგონოს რომ მეც მაქვს მის მიმართ სიპატიები.
სამეცადინო ბევრი მქონდა ამიტომ დიდხან ვიჯექი ოთახში და ვმეცადინეობდი , უკვე 10 საათი იყო გარეთ რომ გავედი და კეკე შემომეგება
-მაშოო დედიკომ კაბა შემიკერაა - მეც შევაქე და უამრავი კომპლიმენტი ვუთხარი ლამაზ ვარდისფერკაბიან ფერიას ... ლიასაც ვეჭორავე ცოტა მაგრამ მაინც გუკაზე ვფიქრობდი, სადაა ამდენ ხანს? . უკვე ვიწექი და ვცდილობდი არ ჩამძინებოდა მაგრამ ამინც ჩამეძინა. ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა და მეც მოწუტული თვალებით დავხედე ანთებულ ტელეფონს "გძინავს ? " გუკას ნომერი იყო და მეც გახარებუმა დავაბრუნე პასუხი "უკვე აღარ "
"ცოტა ხანს არ დაიძინო , კარზე რომ დავაკაკუნო ლია გაიღვიძებს და დამიწყებს რაღაცეებს , მოგწერ და კარი გამიღე გასაღები მანდ დამრჩა" .
"კარგი" . უზომოდ გახარებულმა დავდე ტელეფონი და წამოვდექი, შარვალი ამოვიცვი და თხელი ჟაკეტი მოვიცვი . ცოტა ხანში ისევ მოვიდა მესიჯი
"მოვედი , კარი გამიღე ოღონდ დამპირდი რომ ყვირილს არ დაიწყებ " . საშინლად ავფორიაქდი ეს მესიჯი რომ წავიკითხე და მაშინვე კარებისკენ გავიქეცი. ფრთხილად გავაღე და მაშინვე პირზე ავიფარე ხელები ყვირილი რომ არ დამეწყო ...


ბოდიშით რომ დავაგვიანე , მუზასთან პრობლემები მქონდა :D შემოვირიგე მუზა მაგრამ ახლა მეტის დაწერას ვეღარ ვასწრებ. მეც ნერვები მომეშალა ცუდ მომენტზე გავწყვიტე <3 ხვალ ავტვირთავ აუცილებლად გპირდებით<3 მიხარია , ძალიან მიხარია რომ მოგწონთ <3 აი მიყვარხართ ყველამაგრად<3 ველოდები თქვენს შეფასებას და ბოდიშით შეცდომები ბევრია ალბად , გადახედვას ვეღარ ვასწრებ



№1 სტუმარი moxetiale

Rogor dzalian momwons... Cud momentze ki gawyvite magraam araushavs gagrdzelebas davelodebi.. Warmatebebi dzalian kargia da ase ganagrdze...

 


№2  offline წევრი ucnobii

ვაიმე რადროს გაწყვიტე გოგო? :D D გააგრძელე რაც შეიძლება მალეე თორემ ვეღარ ვითმეენ <33 დძააან საყვარელია ეს ჯერ არ შემდგარი წყვილი <33 როგორ მომწონს <3

 


№3  offline წევრი ანა დევიძე

ძალიან ძალიან მაგარიააააა

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

მმმ..მომწონს
სათაურმა მაგრად დამაინტრიგა

 


№5  offline წევრი ანა დევიძე

drunkinlove
მმმ..მომწონს
სათაურმა მაგრად დამაინტრიგა

თავიდან წაიკითხე პირველი თავი და ნახავ რა მაგარია.უმაგრესიაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent