შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მეორე მე" VIII თავი


5-03-2015, 23:48
ავტორი CooLPlaYeR
ნანახია 2 112

უკან, როპდესაც ვბრუნდებოდი გზაში შემხვდა. არც დავბნეულვარ, არც ავღელვებულვარ. ჩვეულებრივად მივესალმე.
-როგორ ხარ?-მკითხა მან.
-ხუთ დღეში მივდივართ და გული მწყდება, რომ ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ.
-ასე მალე?-თვალები გაუფართოვდა.
-რაღა მალე ერთი თვე გავიდა, რაც აქ ვართ.
-მოიცა, ამეებს დავდებ და მოვალ.
სახლთან ახლოს ვიყავით. ჩანთები უცებ დადო და მოვიდა.
-წამო გინდა მთაზე ავიდეთ?
-დედა და მამა არ გამიფრთხილებია და ვერ წამოვალ.
-ჩემთან იყავი? ნინი სადაა?
-შენთან ნაკლებად, ნინო დეიდას ვესტუმრე. ნინის ეძინა და გადავწყვიტე დედაშენი მენახა.
-კაი, მაშინ დაურეკე ეხლა შენებს და წავიდეთ.
-კარგი.
კვლავ მივდივართ მე და ერეკლე ხელიხელჩაკიდებულები მთაზე და ვგრძნობ, რომ წარსულში ვარ. თითქმის არაფერი შეცვლილა.
-იცი, დედაშენმა ყველაფერი მომიყვა. არ მესმის რატომ არ გინდოდა ჩემთვის ამ ყველაფრის მოყოლა.
-თავიდან მეგონა ნაბი**არს დამიძახებდი და წახვიდოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყველაფერს ძალიან კარგად გაიგებდი, უბრალოდ დრო ვეღარ გამოვნახე.
-ნინი მართლა გიყვარს?
გაკვირვებული თვალებით შემომხედა.
-რა იყო თუ ვაწყენინებ საქმე შენთან მექნება?-მითხრა ხუმრობით.
-ხოოო, ბიჭოოო-ძალით გავაგრძელე ხუმრობა.
-მიყვარს. მაგრამ არა იმიტომ, რომ ლამაზია, არამედ იმიტომ, რომ უმაგრესი ხასიათები და შინაგანი სამყარო აქვს.
-ხო, აბა ჩემი მეგობარი ცუდი ხომ არ იქნება?!-ვუთხარი ღიმილით.
-აქ ნინიზე სალაპარაკოდ არ ამოვსულვართ. მოდი მიმღერე რამე.
-ეეე, კარგად ხარ?! რა მემღერება.. თან გიტარაც არ მაქვს.
-და ძალიან, რომ გთხოვო "განრისხებულო ანგელოზო"-და წკაპ ის ღიმილი. თავი მართლა წარსულში მეგონა.
-კარგი, ხოო გიმღერებ.
კვლავ მთაზე ვართ. ვმღერი, მაგრამ ვიცი, რომ მისი სიყვარული დანაშაულია. არც გიტარა მაქვს და არც ცივა, რომ ჟაკეტი მათხოვოს. ვგრძნობდი, რომ ჩემი სიმღერა მოსწონდა თუმცა ნინიზე ფიქრობდა. მიუხედავად ამისა მაინც ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს. მან მეგობრულად მიიღო.
ისევ გვიან დავბრუნდი სახლში, ისევ პირდაპირ ოთახში ავედი და საწოლზე დავვარდი. ნინისთვის არაფერი მქონდა სათქმელი. ისიც ჩუმად იყო. რამე რომ არ ეკითხა ეგრევე საწოლში შევვარდი.


დილით ფანჯრის გაღების ხმამ გამაღვიძა. ნინი უკვე ამდგარიყო და ჩაიც დაელია(ჭიქა იდო მაგიდაზე).
-არ გინდა გუშინდელ დღეზე რამე მომიყვე?
-და დილა მაგაზე ლაპარაკით, რომ არ დაგეწყო არ შეგეძლო? განსაკუთრებული არაფერი ნინო დეიდასთან ვიყავი.
-ძალიან მაინტერესებს მე რატომ მიბრაზდები? მე რომ მცოდნოდა რომ გიყვარდა საერთოდ ახლოსაც კი არ გავეკარებოდი. არაფერს მიყვები და დამსიზმრებოდა?
-სამაგიეროდ შეგიძლია დაშორდე, მაინც არ გიყვარს.
-რა აზრი აქვს, მას მაინც ძალიან ვუყვარვარ.
პასუხი არ მქონდა. მართლა არაფერ შუაში არ იყო.
-წავიდეთ საერთოდ დღესვე აქდან და დავივიწყოთ ეს სახლიც და საერთოდ ყველაფერი.
-მასზე არ ფიქრობ?
-ჩემზე??? ჩემზე ფიქრობთ საერთოდ ვინმე? წარმოიდგინე რა დღეში ვარ როცა ერთად გხედავთ.
-და მე რა გავაკეთო? მივიდე და ვუთხრა, იცი ლილეს ძალიან უყვარხარ და ერთმანეთს უნდა დავშორდეთ-თქო?!
-მე უკვე შემოგთავაზე წავიდეთ და ყველაფერი დავივიწყოთ.
-მერე იიის?
-ნინი!!!
ისე ხმამაღლა ვიყვირე მამა შემოვიდა ოთახში.
-რა მოხდა?
უცებ დავიბენი ვერაფერი მოვიფიქრე.ნინიმ იპოვა გამოსავალი.
-წასვლას ვაპირებ და ლილე გაბრაზდა მე რატომ მტოვებ მარტოსო.
-მართალია, დარჩი ოთხი დღეც და ერთად წავიდეთ.
-მე მგონია, რომ თუ უკვე წავალთ უკეთესი იქნება. ისედაც ვეღარ ვერთობით და მოვიწყინეთ. -მივახალე ჩქარა, რადგან სწორედ რომ სასარგებლო სიტუაცია იყო ჩემთვის. წასასვლელი მიზეზი მქონდა და თანაც საუბარი მე არ დამიწყია.
-კარგი, მაშინ საღამოს დავბრუნდეთ შინ-მითხრა მამამ, შუბლზე მაკოცა და გავიდა.
-რა გააკეთე?
-განსაკუთრებული არაფერი. ნინი ოთხი დღე არაფერს არ შეცვლის უკეთესობისაკენ რაც მალე წავალთ მით უკეთესი.
-ამ სიყვარულმა ეგოისტი და უგრძნობი გაგხადა-მითხრა ნინიმ და ოთახიდან გავიდა.
-იმიტომ, რომ ცალმხრივიაა!-მივაძახე ხმამაღლა. განა მე არ ვგრძნობდი, რომ შევიცვალე. ერეკლეზე ხომ საერთოდ აღარ ვფიქრობდი. ჩვენ თუ ესე მალე წავალთ ნინის ვეღარ ნახავს და ისიც ცუდად იქნება. და არ ჯობია ჩვენ ორიდან ერთი მაინც იყოს ბედნიერი?! არ მეგონა სიყვარული ესეთი ბრმა თუ იქნებოდა.
ავდექი, თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩამოვედი. ჩემს გარეშე საიზმეს არასდროს იწყებენ და ეხლაც მე მელოდებოდნენ. მივუსხედიტ სუფრას.
-ელენე დღეს უნდა წავიდეთ.-უთხრა მამამ დედას.
-რატომ? კიდე ოთხი დღე არ გვქონდა დარჩენილი?
-კი, მაგრამ ბავშვებმა მოიწყინეს თან ნინის ეჩქარება და..
-არა, ჩემს გამო ნუ აჩქარდებით. განსაკუთრებული არაფერია.
-კარგი რაა. დილით არ მეუბნებოდი სასწრაფოაო?! ეს შენი ოჯახიცაა და ნუ გრცხვენია. თან მარტო შენს გამო ხომ არ მივდივართ. არც მე აღარ მინდა აქ ყოფნა.
ნინიმ ნაძალადევად გამიღიმა.
-კარგი, ჩვენ წავალთ და ერეკლეს დავემშვიდობებით. -ვუთხარი დედას და მამას და ნინის ვანიშნე ამდგარიყო.
-ნინო დეიდა მოგვიკითხე და ჩვენს მაგივრად დაემშვუდობე. ვეღარ ვახერხებთ მის ნახვას. ხვალ მაინც წავსულიყავით-ჩაიბუტბუტა დედამ.
-აუცილებლად!-გავძახე დედას.
-რატომ ჩამაყენე უხერხულ მდგომარეობაში?
-ნინი, შენ თვითონ მითხარი, რომ ერეკლესთან მხოლოდ ერთობი. ასე ძალიან რატომ ღელავ?
-იმიტომ, რომ როგორც ადამიანი და მეგობარი მიყვარს.
-ხოდა, ეხა როგორც მეგობარი დაემშვიდობები და დაუტოვებ ნომერს და ეტყვი, რომ ხშირად დაგირეკავ-თქო.
-იცის ჩემი ნომერი.
-ხოდა მით უკეთესი.
-დებილი ხარ-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
როგორც იქნა ნამდვილი ნინი გამოჩნდა. ცოტა კიდევ რომ გაეგრძელებინა აღარ დავიჯერებდი, რომ ერეკლე მხოლოდ მეგობრულად უყვარდა.
-დილა მშვიდობის!-მივესალმეთ ერთად.
-დილა მშვიდობის. ხო კარგად ხართ ესე ადრე, რომ მომაკითხეთ?-იკითხა ერკლემ და მწვანე ვაშლი ჩაკბიჩა.
-არც ისე.
-რა მოხდა?
-დღეს მივდივართ.
ჩაკბეჩილი ვაშლი გადაცდა. ორი წუთი ვასულიერებდით. ცოტა ვინანე კიდეც ასე პირდაპირ, რომ მივახალე.
-ჯერ ადრე არაა? -იკითხა ნინო დეიდამ
-კი, მაგრამ მშობლებს რაღაც საქმე გამოუჩნდათ და ადრე მოგვიხდა წასვლა-დღეს თუ იუდას ჩემი ესმოდა უსათუოდ ბოლო ხმაზე იცინოდა იმდენჯერ მოვიტყუე.
-არ მინდა, რომ წახვიდეთ.-თქვა ერეკლემ და ნინი მიიხუტა.
-არც ჩვენ, მაგრამ რა ვქნათ... ხო მართლა დედამ და მამამ მოკითხვა დაგვაბარეს. თვითონ ვერ ახერხებენ მოსვლას. და თბილისშიც დაგპატიჟათ-და ნინო დეიდას ჩავეხუტე.
-გაგაცილებთ-თქვა ერეკლემ და ვაშლი იქვე დადო.
-აბა, კარგად ნინო დეიდა. იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ და გელოდებით თბილისში არ გემშვიდობებით.-ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვაკოცე. მართლა ძალიან მიყვარდა და მისი დატოვება იმაზე მეტად გამიჭირდა ვიდრე მეგონა. მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისიც და დასასრულიც.
გზაში, როცა მოვდიოდით ერეკლემ დაიწყო.
-რაღაც მინდა, რომ მოგიყვე ნიი. იცი, რომ ძალიან მიყვარხარ. მაგრამ, ისიც მინდა, რომ იცოდე, რომ გვერდით ისეთი მინდა მყავდეს ვისაც ვეყვარები ისეთი, როგორიც ვარ. ლილემ უკვე იცის, მაგრამ შენ მინდა მოგიყვე ისტორია თუ როგორ გავჩნდი. თუ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ რამე შეიცვლება მაშინ შენ ის არ ხარ ვისაც ვეძებ და თუ უფრო შეგიყვარდები ძალიან გამიხარდება. -და დაიწყო ისტორიის მოყოლა. ვიცოდი, რომ ამ ისტორიას ნინი სერიოზულად არ მიიღებდა. ყოველთვის, როდესაც ბავშვები ზოგადად ფილოსოფიაზე ან მსგავს თემებზე ვიწყებდით საუბარს ის ტელეფონს იღებდა და ინტერნეტში დაძვრებოდა. ეს ცუდად არ გაიგოთ. უბრალოდ ზედმეტად რეალისტია და არ უყვარს სხვა განზომილებებში "ფათური". ამბობს ხოლმე"თუ აფრიკაში მილიონობით ბავშვი შიმშილით იხოცებ მე ამაზე ფიქრი რას მომიტანსო?" რატომღაც მგონია, რომ მალე გაიზრდება და ყველაფრისადმი დამოკიდებულება შეეცვლება. ერეკლემ დაამთავრა ისტორია, მაგრამ ნინის არაფერი უთქვამს.
მივედით სახლში, ბარგი ჩავალაგეთ, ერეკლეს დავემშვიდობეთ და წამოვედით(არ გეგონოთ რომ მარტივი იყო ჩემთვის მისი დატოვა, თუმცა საჭიროდ არ მივიმჩნევ თქვენთვის იმ განცდების მოხვევას რაც მე გულს მტკენდა). მანქანაში ჩაჯდომისას ნინიმ მითხრა ის შენთვისააო გაჩენილიო. არაფერი მითქვამს. სიმღერა ჩაირთო და მე ისევ მე ვიყავი. ნინი კი ისევ ის ნინი!



___________________________

თანდათან დასასრულს ვუახლოვდებით!!!



№1 სტუმარი qristo_qristo

Arminda rom damtavrdes

 


№2 სტუმარი tiko

აუ რა ცუდი რააგაცეები ხდება რა არი ეს :D :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent