შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა ფერი {5}


6-03-2015, 01:07
ავტორი malaizia
ნანახია 2 223

სიხარულით წამოხტა ფეხზე დაშნიანი,დიდხანს არჩია რა უნდა ჩაეცვა,სახუმარო საქმე ხომ არაა ნახევარი დღის გატარება გიგასთან მარტოს მოუწევს,ცოტა ნერვიულობს კიდეც,არ უნდა ყველა ემოცია გამოეხატოს რასაც განიცდის მის მიმართ,მაგრამ რა ქნას მისთვის პირველია ასეთი აღტკინება და ემოციების მართვასაც ახლა სწავლობს,იმედი აქვს დღეს მაინც შეძლებს გიგასთან დააგებულად ლაპარაკს და ყველა სიტყვაზე არ გაწითლდება. თავის დაზღვევის მიზნით მაკიაჟის გაკეთებაც გადაწყვიტა,ცოტათი მაინც დამაზღვევსო გაიფიქრა.არჩევანი მთლიან,მოკლე,მწვანე კაბაზე შეაჩერა,რომელიც საოცრად წარმოაჩენდა მისი სხეულის ნაკვთებს,კმაყოფილებით შეათვალიერა საკუთარი თავი.თმა ცხენის კუდად ლამაზად შეიკრა და ქუსლების კაკუნით გაემართა სამსახურისკენ.
ლამის ბუდიდან ამოუცვივდა თვალები,როდესაც სადარბაზოს წინ გიგას მანქანა შენიშნა.შემფასებლური მზერით უყურებდა ავალიანი,რომელსაც თავისდაუნებურად ღიმილი გამოესახა დინას დანახვისას. მანქანიდან გადმოვიდა და უფრო ახლოდან შეათვალიერა.
-აქ რა გინდა გიგა? შეეკითხა დაშნიანი,მას შემდეგ რაც აღელვება შედარებით ჩაიცხრო.
-შენი სახლის გამოვლა მიწევდა და ვიფიქრე ბარემ მე გაგიყვანდი,თანაც ერთად უნდა ვნახოთ იმნაძე და მარტოს რატომ უნდა გევლო,სწრაფად უპასუხა დაზეპირებული ტექსტი ავალიანმა და მანქანის კარი გაუღო .
-მადლობა,დაბნეულად ჩაილაპარაკა დინამ და სწრაფად ჩასკუპდა მანქანაში.
-კარგად გამოიყურები,ხუთწუთიანი დუმილი გიგამ დაარღვია
- მადლობა,უფრო დაიბნა დაშნიანი და ღმერთს თხოვა ოღონდ ახლა არ გავწითლდეო,თუმცა გიგას ჩაცინება რომ შეამჩნია და მისკენ გამოპარებული მზერა,მიხვდა რომ მისი თხოვნა უკვე დაგვინაებული იყო.
-ყოველთვის ასე წითლდები დინა? ცდილობდა ღიმილი შეეკავებინა მაგრამ არ გამოსდიოდა აშკარად, - თუ მხოლოდ ჩემს შემთხვევაში?
დინა გაშრა,არ ელოდა მისგან ამ კითხვას,თან რა თავდეჯერებულია,მხოლოდ ჩემს შემთხვევაშიო.
-შენ არაფერ შუაში ხარ, ასე ხშირად მომდის, უკმეხად გასცა პასუხი და ყელი მოიღერა,რამაც ავალიანის კიდევ ერთი ჩაცინება გამოიწვია.
მთელი დღის განმავლობაში დინა ვერ ისვენებდა,გიგას გვერდით ასე ახლოს,საბოლოოდ მიხვდა რომ გიჟდებოდა ავალიანზე,არ უნდოდა ასე ყოფილიყო,ძალიან ეშინოდა თავისი გრძნობების,ეშინია რომ უპასუხოდ დატოვებენ და გული ეტკინება ,თუმცა თავს შემოუძახა,რა იცი იქნებ მასაც მოეწონო დროთა განმავლობაში ჯერ ახლა არ გაიცანიო?!
მთელი დღის განმავლობაში ნორმალურად არ დაულაპარაკიათ,დინა სულ გაურბოდა მასთან საუბრას და მაშინვე იმნაძეს მიუტრიეალდებოდა რაიმე საკითხის დასაზუსტებლად,გააბრაზა გიგას შეკითხვამ და ამას არც მალავს, ავალიანი კი როგორც ჩანს მისი ემოციებით საკმაოდ გახალისებულია.
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ის შეიცვალა რომ გიგა მათი სამეგობროს სრულუფლებიანი წევრი გახდა,ყველასთან ისეთი ურთიერთობა ჰქონდა, როგორც სამეგობორს სხვა წევრებს, რა თქმა უნდა დინას გარდა.იგი ყველანაირად ცდილობდა გიგასგან თავი შორს დაეჭირა,ვერ ეგუებოდა მას როგორც მეგობარს ,ის კი არ იცოდა რომ გიგას მასთან დაკავშირებით სულ სხვა ეგგმები ჰქონდა,რომელიც ნამდვილად არ იყო მეგობრული ხასიათის. მოკლედ ახლა ის დროა ზუსტად რომ ავალიანს მივუბრუნდეთ. როდესაც პირველად შემოვიდნენ ლელას კაბინეტში გოგოები,მაშინვე შეამჩნია დაშნიანი,მის მოუხერხებლობაზე გულში გაეცინა კიდეც,თუმცა ემოციებს კარგად აკონტროლებდა ყოველთვის და არც ახლა გაჭირვებია ეს, მაგრამ როდესაც დინამ თავი აწია და თვალებში შეხედა,ისიც გამოეთიშა წამოერად სამყაროს,მას შემდეგ აკვირდება მის თითოეულ მოძრაობას,სახის მიმიკას,ქცევას,მთლიანად სწავლობს დინას და მის ემოციებს რომელიც ავალიანისთვის გადაშლილი წიგნივითაა. თავიდან იფიქრა ეფექტური გოგოა და ამიტომაც მიიქცია ყურადღებაო.მაგრამ ეს თეორია ორი დღის შემდეგ ჯანდაბაშჳ მოისროლა და მიხვდა დინა მისთვის უფრო მეტი იყო,ვიდრე „ ეფექტური „ გოგო .
რაც უფრო დიდი დრო გადიოდა მათი გაცნობიდან,უფრო მეტად აოცებდა მისი ხასიათებით, დინა საოცრად მხიარული,გულუბრყვილო გოგო იყო,ის განსხვავდებოდა ყველასგან, სუფთა იყო მისი თვალები,უბოროტო.მოსწონდა მისი აზრები, დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ,განსაკუთრებით მოსწონდა სიცილის დროს ჩაჩხვლეტილი ლოყა,მოსწონდა მისი სიმორცხვეც და აწითლებული ლოყები,რომლის ავტორიც ყოველთვის თავადვე იყო. ერთი თვის შემდეგ მიხვდა,რომ დინამ გამოჭირა,მისით იყო შეპყრობილი, არ ქონდა არანაირი სურვილი სხვა გოგოსთან ურთიერთობის, ყველგან მისი სახე და სუფთა თვალები ელანდებოდა, არ ეხერხებოდა ლაპარაკი გრძნობებზე , მაგრამ დინასთვის ალბათ ამასაც გააკეთებდა,მითუმეტეს დარწმუნებულია რომ ისიც ზუსტად ისევე გიჟდება გიგაზე,როგორც თვითონ.
ლელამ თანამშრომლებისთვის კორპორატიული საღამოს მოწყობა გადაწყვიტა მათი სააგენტოს ათწლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად.
გიგა დინას კორპუსის წინ იდგა და სულმოუთქმელად ელოდა მის გამოჩენას. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა დაშნიანმა, სასწაული იყო,ნამდვილი სასწაული,მხოლოდ ეს სიტყვა უტრიალებდა გიგას თავში,რომელიც გაშტერებული იყურებოდა დინასკენ და მგონი თვალსაც კი არ ახამხამებდა. არანაკლებ მდგომარეობაში იყო დინაც, ჯერ ერთი რომ გიგას გამოჩენა იყო მისთვის შოკი და მერე კლასიკურ სამოსში მისმა ნახვამ გამოადებილა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ძლივს გამოერკვა გიგა და მანქანის კარები გაუხსნა.
-იმედია მეწყვილობაზე უარს არ მეტყვით მშვენიერო ქალბატონო, თვალისმომჭრელად გაუღიმა ავალიანმა
- იმედს არ დაგწყვიტავთ რადგან უკვე აქ ხართ, არც მან დააკლო ღიმილი სიტყვებს.
-ულამაზესი ხარ დინა, საკმაოდ დიდხნიანი დუმილი დაარღვია ავალიანმა შეცვლილი ხმით.
-მადლობა,ძლივს ამოილაპარაკა მზსგავსი სიტყვების შემდეგ დინამ,არც მისი შეცვლილი ხმა გამოპარვია და არც მისი თვალები,რომლებიც თითქოს გიგას სიტყვებს იმეორებდნენ.




ბოდიში პატარა თავისთვის მაგრამ მგონი სულ არარაობას ჯობდა smile სიყვარულით თქვენი მალაიზია love




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent