შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (5 თავი)


6-03-2015, 21:38
ავტორი once upon
ნანახია 5 060

მეორე დილას თავის ტკივილით გაეღვიძა ნუცა გოცირიძეს. საათს რომ დახედა თვალები შუბლზე აუვიდა, უკვე 4 იყო. არადა ქორწილის მეორე დღეს ვერ გამოტოვებდა... გაახსენდა წუხანდელი საღამო და ხარხარი აუტყდა. როგორ კარგად მოწამლა ის ბაყაყი. საკუთარი თავი ისედაც უყვარდა, მაგრამ გუშინ, თინას დანახვისას კიდევ უფრო შეუყვარდა. წამოდგა და სარკეში ჩაიხედა.
-кашмар! - დაიყვირა და სასწრაფოდ გამოაღო სააბაზანოს კარი. ის ახსოვდა რომ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი დალია. თან იმდენი რომ წვიმაც კი დაიკიდა და წვიმაში ცეკვავდა ხან-ვისთან და ხან-ვისთან. მაგრამ, როდის მოებერტყა სახლში, როდის გაიხადა ის საშინელი კაბა და როდის ჩაიცვა პიჟამა საერთოდ არ ახსოვდა. ამ მიზეზით ტვინის ჭ....ტას არ აპირებდა, რომელიმე დაქალი ან დაქალის მიწეპებული ამოათრევდა ზემოთ. მაგრამ ის კარგად ახსოვდა, რომ ლიკუნას გარდა ყველა გალეშილი ეგდო და ლიკუნა ნამდვილად ვერ გაქაჩავდა ამდენს.
შხაპი მიიღო და რომ გამოვიდა უკვე ჰქონდა გამოტოვებული ზარები ნიასგან და ანასგან.
-გამარჯობა გიოს ცოლო! - ტკიბილი ხმით უთხრა როგორც კი გადაურეკა.
-გამარჯობა გალეშილო შინაბერა! - არც იმან დააკლო და წაკბინა.
-ჭკუაზე არ ვარ ნინოოო! -ბედნიერი ხმით ჩაყვირა ტელეფონს ნიამ.
-გაგანინოებ ეხლა! დედაჩემმა და მამაჩემმა მეტრიკაში ნინო რომ ჩაწერეს, იმ წამსვე ინანეს და ნუცა დამიძახეს. - გაეცინა და კარადა გამოაღო იმ იმედით რომ იქ გადანახულ კაბას იპოვიდა.
-შენ დროზე მოდი ისევ იმ რესტორანში და მომიყევი რა მოხდა გუშინ. - ამის შემდეგ ნიამ ტელეფონი გათიშ. ნუცა კი საგონებელში ჩავარდა. რა მოხდა წინა ღამით?
ამაზე ფიქრით და ტვინის ჭ....ტით გაიშრო და გაისწორა თმა. იმავე ფიქრებით გაიკეთა მსუბუქი მაკიაში და ჩაიცვა მუქი წითელი, მოკლე, გაშლილი კაბა. შემდეგ ისევ ამოიცვა მაღალქუსლიანები და გამაყუჩებელიც დალია საშინელი თავის ტკივილის გასაჩერებლად. ტელეფონს და მანქანის გასაღებს დასწვდა და სადარბაზოში გაკაკუნდა.
მანქანას მიაქროლებდა ნაწვიმარ გზაზე როდესაც ტელეფონმა დარეკა და დედამისის სახელის დანახვისას გაიფიქრა: გაახსენდა რომ შვილი ჰყავსო. შემდეგ ერთი ჩაისუნთქა, მომავალი საუბრისგან გამოწვეული უფრო ატკვივებული თავი რომ დაემშვიდებინა და უპასუხა.
-ხო მაკა. - უპასუხა უხეშად. კარგა ხანი იყო დედას არ ეძახდა.
-ნინო? - ამაზე უფრო აეშალა ნერვები. ვერ გააგებინა ამ ხალხს რომ ნუცა ერქვა და სულ არ აინტერესებდა მშობლების აზრი ამაზე. ნინო, ნინუცა და შესაბამისად ნუცა რამ გაყო და მაინც ნინო რომ არ დაუძახონ და არ აუშალონ ნერვები, არ შეიძლება.
-ნუცა უნდა გეთქვა? რა გინდა? - მიახალა და გზას გახედა.
-დაქალის დაოჯახებას გილოცავ, სიხარულო. სულ დაგვივიწყე. - თვალები გადაატრიალა.
-ამის გამო მაცდენ? სხვათაშორის ნიას ნომერი მშვენივრად იცი და შეგეძლო იმისთვის დაგერეკა. წავედი კლიენტი რეკავს. - მოიტყუა და ტელეფონი გათიშა.
მალე რესტორანსაც მიადგა რომელიც რამდენიმე საათის წინ დამხობილი ჰქონდა და შიგნითაც შევიდა. ნელი მუსიკის ხმა ისმოდა რომლებიც ნუცას ყურებს, ნამდვილად მოკლებულ სიამოვნებას ანიჭებდა. ამჯერად დარბაზში ისხდნენ და აქაც არ იყო ნაკლებად ლამაზი სანახაობა. უბრალოდ იმხელა იყო ეს დარბაზი, რამდენიმე სტადიონს დაიტევდა.
მეჯვარე მოსვლისას ყველას თვალში ეცა. მეჯვარე რომ არც ყოფილიყო, ისეთი ფერის კაბა ეცვა და ისეთ ფერის თმა ჰქონდა, უნდოდა თუ არა მაინც ყურადღების ცენტრში ექცეოდა. გიოს და ნიას მიუახლოვდა და ნაცნობები გადაკოცნა. წინა დღესთან შედარებით ცოტა ხალხი იყო, მაგრამ მაინც პირდაპირ ეჯდა ნუცას მთავარი ნერვების მწამლავი (თუმცა არც იმას გამორიცხავს რომ ეს პირიქითაა) თინა ამჯერად უფრო მაღალ „წკაპუნებზე“ დასკუპებულიყო და უაზროდ დიდი ცისფერი თვალებით უყურებდა ნუცას. უცნაური შეგრძნება დაეუფლა გოგონას, როდესაც გაგას მოჰკრა თვალი. ისეთი დაჟინებით უყურებდა, გეგონება მზერით კლავდა. ისევ...
-გოგო გუშინ რა მოხდა? - გვერდით დაუსკუპდა ანა ნუცას და ჩუმად ჩასჩურჩულა.
-რა მოხდა? არაფერი არ მახსოვს იმის გარდა რო ავიკელი მთელი დარბაზი ცეკვით! ისიც არ მახსოვს სახლში ვინ ამათრია! - გაბრაზებულმა დაიჩურჩულა ნუცამ და მზერა გაგას გაუსწორა.
-რანაირად გიყურებს, რა იყო. - გაიგონეს მარიამის ხმა რომელიც ნუცას მეორე მხრიდან მისჯდომოდა.
-ისეთი ბაყაყი შეყვარებული ჰყავს, ალბათ პირველად დაინახა ვინმე უკეთესი. - თვალები აატრიალა ნუცამ და თავი გააქნია თავიდან ცუდი აზრების გასაფანტად.
-ვის განიხილავთ? - წარბების თამაშით მიუახლოვდა ნია.
-შენს მაზლს. - თქვა მარიამმა.
-საწყალი ბიჭი, ვის ხელში ვარდება. - კისკისი დაიწყო ნიამ. - არა და, ნახე რა კაი ტიპია... ოო, გათხოვილი ვარ მე! თქვენ იდარდეთ! - თვალი ჩაუკრა ნიამ გოგონებს და მზერა ნუცაზე გადაიტანა.
-ღმერთო, ეხლა არ ჩამაგდო იმ ბაყაყის პირში თორე დანას დავითრევ და გამოვშიგნავ. კარგი ტიპია, არა ძააან კაი მარა რა, შეყვარებული ყავს ზეობა. პლიუს საშინლად უჟმურია. - ირონიულად თქვა ნუცამ და მაგიდიდან წამოდგა.
ძალიან ეშლებოდა ნერვები ნიაზე. ხომ იცოდა რომ ამ სისულელეებს ვერ იტანდა და ტყუილად რაღას ამბობდა? კუთხეში შეყუჟული სვამდა შამპანიურს როდესაც გაგა მიუახლოვდა. გაუკვირდა... ძალიან გაუკვირდა! ისიც კი გაიფიქრა ამან ხომ არ მიმათრია სახლშიო, მაგრამ მერე ის დიდთვალება ბაყაყი გაახსენდა და ეს აზრი მაშინვე გაფანტა.
-ბევრი არ დალიო. - მისცა რჩევა ძალიან, ძალიან სასიამოვნო ხმამ. ნუცას ჩაეცინა. ბიჭი ზუსტად გვერდით ედგა, იგივე პოზაში. მასაც ეჭირა ხელში შამპანიურის ჭიქა.
-რჩევა? - დამცინავად ჰკითხა და თვალი გაუსწორა.
-ჰო, თორემ გუშინ მთვრალი ისეთი იყავი... - ნუცას სახეზე ფერი დაეკარგა და რამის შამპანიური გადასცდა.
-როგორ მოახერხე შენს „პრინცესასთან“ ერთად ეგ? - წარბები შეჭმუხნა.
-რა მოვახერხე? - თავი დებილად გამოიყვანა გაგამ.
-მშვენივრად ხვდები. - თვალები გადაატრიალა.
-ძალიან მთვრალი იყავი, შენი მეგობრები კიდევ უარესად და გიორგიმ მთხოვა... - თავში ხელი შემოირტყა ნუცამ და შემდეგ გაეცინა.
-ბევრი ვიტლიკინე? - არაფერი უთქვამს... კითხვა გაიმეორა. ისევ სიჩუმე.
-მგონი ყრუ ხარ. - დაასკვნა ბოლოს და ბიჭიც წამოიწია.
-რაღაცას ამბობდი წვიმაზე და ჩემს შეყვარებულზე. - ძალიან არ შერცხვა საკუთარი საქციელის, მაგრამ მაინც იფიქრა ალბათ რამდენი ვლანძღეო.
-ყოველ შემთხვევაში, ახლა მოკლული რომ არ გყავარ, ესეიგი ისეთი არაფერი მითქვამს. -გაგას სახე გაუმკაცრდა.
-როგორ არა, თქვი. - თუმცა შემდეგ სიცილი აუტყდა. ალბათ გაახსენდა რაც ნუცამ თქვა და სიცილი ვერ შეიკავა. ნუცამ წარბ აწევით ახედა. რა ჯანდაბა სჭირსო.
-ძალიან სასაცილო რომ არ იყოს, მაგ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. - უცებ დაასერიოზულა სახე და ნუცა ისევ გაკვირვებული დატოვა. ‘მადლობის’ თქმაც ვერ მოასწრო ისე გაერიდა ბიჭი და დატოვა საშინლად გაკვივებული და გაოგნებული ნუცა.
-რა გაგისკისებდათ? - უცებ ამოუდგა გვერდით ლიკუნა
-ლიკა, თუ ვერ შეამჩნიე, ის იცინოდა და არა-მე.
-თან ისე გულიანად... რამე დააბრეხვე? - ნუცამ სწრაფად გააქნია თავი.
-გუშინ ბევრი მიტლიკინია და მაშინ სახლში რომ მივყავდი გამომილანძღია მაგის მზეთუნახავი. -მარიამის სახე რომ დაინახა უცებ დაამატა. - ვაიმე, ლიკუნა რა მოხდა არ დაგეწყოს ეხლა მშობიარობა თორე ჩემ თავს ვერ ვაპატიებ! - ამაზე სიცილი აუტყდა ლიკასაც და მათკენ მომავალ ანასაც.
-აბა, რა რას კისკისებდით შენ და გაგა? - ნუცამ პირი დააღო.
-ეგ თქვენი გაგა, არის უჟმური, უხასიათო, რაც მთავარია უგემოვნო და უტაქტო იდიოტი და მორჩა დავხურე მე ეგ თემა. - თქვა და უცებ მოშორდა გოგონებს.
იმ დღეს ბევრი აღარ დაულევია. ვეღარ გაუძლებდა კიდევ ვიღაცას რომ მიეთრია სახლში. ნერვები საშინლად ჰქონდა მოშლილი თუმცა ესეც სწრაფად მიავიწყდა ნიას და გიორგის შემყურეს.
ქორწილიანობა და ყველაფერი ამგვარი დასრულდა. ორშაბათიც დადგა და მტანჯველი სამუშაო კვირაც დაიწყო. სამასართლოში ტყუილად იკაკუნა ნუცამ ამდენი. მისი კლიენტი არ გაუმართლებიათ და გულში გაუხარდა კიდეც. დამნაშავე იყო ის კაცი და უნდა დასჯილიყო.
ნია და გიორგი თაფლობის 2 კვირაში წავიდნენ ეგვიპტეში და ახლა ‘სელფებს’ უგზავნიდნენ აქლემებთან ერთად.
ნუცას ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. იშვიათად ხედავდა მეგობრებს, თავს აკლავდა სამუშაოს და შაბათ-კვირის რაციონალურად გამოყენებას ცდილობდა ძილში.
4 ივნისს, გათენებისას, გემრილად ეძინა თავის უზარმაზარ საწოლში და სიზმარს ნახულობდა რომელიღაც მსახიობზე, რომელიც მისით იყო შებყრობილი, როდესაც თავში ეცა ყვირილი: „დაბადების დღეს გილოცავ ნუციკო“ და დარეტიანებულმა წამოყო თავი.

-----
იმედია მოგწონთ <3



№1  offline ახალბედა მწერალი once upon

tamta
Mgoni pirveli var... Dz kai iyoo... Nuca ra tipia.... Ho martla da rato AQ aseti cudi urtiertoba dedastan??

მადლობა ^_^ ნუცას დედაზე შემდეგ თავებში გაიგებ ^^

 


№2  offline წევრი Shore

Exla wavikitxeee pirvelaad yvela tavi da dzalian momewonaaaa warmatebebs gisurveeeb :-)

 


№3  offline ახალბედა მწერალი once upon

Shore
Exla wavikitxeee pirvelaad yvela tavi da dzalian momewonaaaa warmatebebs gisurveeeb :-)

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent