შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა ფერი{6}


7-03-2015, 00:41
ავტორი malaizia
ნანახია 2 229

მოკლე,ტანზე გამოყვანილ,თეთრ კაბაში გამოწყობილმა დაშნიანმა ყველას ყურადღება მიიქცია,ესეც ამაყად დაიძრა თავისი მეგობრებისკენ,თან ცდილობდა ოდნავ მაინც მოშორებოდა ავალიანის ხელს,რომელიც მარწუხივით ჰქონდა წელზე მოჭერილი. ცოტა ხანს თუ არ მოვცილდი გულის წასვლა გარანტირებული მაქვსო ჩაიბუტბუტა და მარიამთან ერთად წავიდა სასმლის ასაღებად.
-დინა,უკან არ მიიხედო,ჩაიჩურჩულა მარიამმა მის ყურთან
-რა ხდება? შეშნებული გაირინდა პასუხის მოლოდინში
-რა იყო რა სახე გაქვს ისეთი არაფერი დაწყნარდი,სიცილით გაკრა მხარი მარიამმა, - უბრალოდ აქ ვაკოა,ლელას გვერდზე დგას,ალბათ მას მოყვა.
-კარგი რა მარიამ ტყუილად გამიხეთქე გული,იყოს მერე რას მიშლის
-იმედია ვერც ვერაფერს დაგიშლის, ყოველშემთხვევაში მეტი არ მინდა გაბედოს,თორემ იმ ირონიით სავსე თვალებს ჩემი ხელებით დავთხრი და ხელში დავაჭერინებ
-რა სისასტიკეა მარუს,მეგობრის მუქარის ტონზე გულიანად გაეცინა დინას.

როდესაც დინას სახეს ხედავდა,ყოველთვის ითიშებოდა ავალიანი,არც ახლა ყოფილა გამონაკლისი,უკვე ხუთი წუთი იყო რაც მისთვის მზერა არ მოეშორებინა და ბიჭების ლაპარაკს ყურს არ უგდებდა
-დინასავით ლამაზები ვერ ვართ ძმაო, მაგრამ იქნებ ჩვენც მოგვაქციო ყურადღება, სიცილით გაკრა მხარი ლაშამ
დინას ხსენებაზე წამში გამოფხიზლდა გიგა და უხერხულად გაიღიმა
-დინა რა შუაშია ჩავფიქრდი უბრალოდ,თავის დაძვრენას შეეცადა ავალიანი
-ხო და ამ ფიქრის დროს ნახევარი საათია იქით იყურბი სადაც მარი და დინა არიან,სხვა რა უნდა ვიფიქროთ აბა,იმედია მარის არ უყურებ მაგ მზერით თორემ შენი მოკვლა მომიწევს ძმაო, არ მოეშვა ლაშა და გიგას დაბღვერილი სახეც დაიმსახურა
-რა გინდათ? ღიმილით შეხედა ეშმაკურად მომღიმარ ლაშას და ბექას და მიხვდა რომ სიმართლის თქმის დრო იყო მათთვის.
-დინა გიყვარს? პირდაპირ აჯახა ბექამ რომელსაც უკვე მოესწრო სერიოზული სახის მიღება.
ერთხანს ჩაფიქრდა ავალიანი,შემდეგ თავის პატარა სვანს გახედა და მტკიცად ამოთქვა- მიყვარს .
-ხოდა მაგის გაგება გვინდოდა ჩვენც მეტი კი არაფერი,წამში გამხიარულდნენ ისევ ბიჭები, სათითაოდ გადაეხვივნენ და თან სიცილით უქნევდნენ თითს, -იცოდე ჩვენ დინასთან არეფრი შეგეშალოსო.
მათ შემხედვარეს გიგასაც გაეცინა,თუმცა როცა ლაშას მრისხანე სახე დაინახა წამში დასერიოზულდა და მის მზერას გააყოლა თვალი, ვიღაც მამაკაცი შერჩა ხელში,რომელიც ლელას გვერდით იდგა,მაგრამ თვალს არ აშორებდა დაშნიანს. არასდროს ყოფილა უაზროდ ეჭვიანი,პირიქით სიამოვნებდა კიდეც როდესაც მის გვერძე მდგარ ქალს აღფრთოვანებით უყურებდნენ,მაგრამ ამ უცნობის ხარბი მზერა დინას მიმართ აგიჟებდა,ალბათ ეჭვინაობაც დინამ დამაწყებინაო გაიფიქრა და ბიჭებს ისეთი ხმით კითხა ის ახვ*** ვინ არისო,რომ თვითონაც შეკრთა.
-ერთი სირ** სუფთა,ჩვენი ჯგუფელი იყო უნივერსიტეტში,ცოტა ხნის წინ დინას სიყვარული აუხსნა, ზიზღით ამოთქვა ბექამ
-ვაჩვენებ მე მაგას სიყვარულს,ჩვენ ვერ გვიტანდა ვერასდროს,ყოველთვის შურდა ჩვენი მაგ ახვ*** დარწმუნებული ვარ დინა არ უყვარს,პროსტა გამოსაყენებლად უნდოდა რა ჩვენს პონტში,მაგრამ დინამ მოსვა ადილზე თავის დროზე.
ძარღვები დაეჭიმა გიგას,იმის გაფიქრებაც არ უნდა რომ მის დინაზე ვინმემ გონებაში მაინც გაივლოს რაიმე ცუდი ან საზიანო,რომ არა ,მის გვერდით დამდგარი დინა,რომელიც გაკვირვებული სახით უყურებდა, ალბათ მივარდებოდა და აქვე აახევდა იმ თვითკმაყოფილ იდიოტს სიფათს.
-რა ხდება? კარგად ხარ? ყურთან ახლოს გაისმა დაშნიანის ნაზი ხმა,რასაც მისი სუნთქვაც მოყვა და საბოლოოდ მოწყვიტა ავალიანმა მზერა ვაკოს და დინას ცნობისმოვარე სახეს შეხედა,წამში დამშვიდდა და სურვილი გაუჩნდა კოცნით მოეჭამა ეს საყვარლად გამობურცული მოწითალო ტუჩები.
-ყველაფერი კარგადაა, ოდნავ გაუღიმა გიგამ,უბრალოდ ეცადე დღეს გვერდიდან არ მომშორდე
-რატომ?იკითხა კიდევ უფრო დაბნეულმა დინამ,რომელსაც ვერ გაერკვია ავალიანის სიტყვები აბნევდა თუ მისი ასეთი სიახლოვე.
-ასეა საჭირო პატარავ,ჩუმად ჩაილაპარაკა გიგამ და საფეთქელთან სველი კოცნა დაუტოვა.
ალბათ დაეცემოდა რომ არ გიგას სწრაფი რეაქცია და მისი მჭიდროდ შემოხვეული ხელი წელზე.არ ელოდა გიგასგან მსგავს სიტყვებს და მითუმეტეს კოცნას,თანაც ასეთ თვილსა და ვნებიანს. საშინლად დაიძაბა და საერთოდ ვეღად იყურებოდა გიგასკენ. მაგრამ მაინც გრძნობდა მასზე მიბჯენილ თბლ მზერას,რომელიც ლოყას უწვავდა აწითლებდა ისედაც დამორცხვებულს.
ვაკოს თემას მეტად აღარ შეხებიან სიტყვიერად,თუმცა ბიჭები მაინც ხშირ-ხშირად ძვერავდნენ მის ქცევებს.
უკვე გიანი იყო,ყველა საკმაოდ შეზარხოშებული იმყოფებოდა დარბაზში,მხოლოდ გოგოები და გიგა არ სვამდნენ . დინას საათს დახედა და გაუხარდა როცა მიხვდა რომ უკვე წასვლის დრო იყო,ძალიან დაიღალა ცალკე ემოციებით,ცალკე კიდევ ამდენ ხანს ფეხზე დგომით,ახლო-მახლო მოათვალიერა მაგრამ ბიჭები ვერ დალანდა,არადა თითქმის ფეხზე მდგარს ჩამოეძიინა უკვე.
-ნინო ბიჭები სად არიან არ იცი? სახლში მინდა წასვლა და გავაფრთხილებ თორემ შემჭამენ ვიცი
-მოსაწევად გავიდნენ დინა
-კაი კარგად იყავით გოგოებო,იმათაც დავემშვიდობები და წავალ მეც თორემ ზეზეულად მეძინება,ჩაიცინა დინამ და სათითაოდ გადაკონა გოგოები.
გარეთ გასულმა ვერავინ დაინახა,ალბათ აივანზე იყვნენ გასულებიო გაიფიქრა და უკან შებრუნდა,შიშისაგან შეკივლა როცა მოულოდნეალად ვაკო დახვდა შემობურუნებულს.
-რა იყო დინა ჩემი როდის აქეთ გეშინია? ირონიული ღიმილით მიაჩერდა ვაკო.
-შენი რატომ უნდა მეშინოდეს ვაკო,უბრალოდ ჩემს უკან არ გელოდი არც შენ და არც არავის. როგორ ხარ?
-შენგან უარყოფილი ჩემო კარგო როგორ ვიქნები
-ვაკო არ გინდა მზგავსი ლაპარაკი,კარგად,შეეცადა გვერდი აევლო მისთვის თუმაცა მკლავზე მტკივნეულმა შეხებამ არ მისცა ამის საშუალება.
-რას აკეთებ,ოდნავ წმაოიყვირა დინამ და შეშინებული თვალები აქეთ-იქით მოატარა იქნებ ვინმე გამოვიდეს გარეთო.
-ვერსად ვერ წახვალ ლამაზო,შენ გგონია აქ შემთხვევით ვარ? მთელი საღამოა შენს დამარტოხელებას ვცდილობ,მაგრამ ის ნაბიჭვრ*** გვერდიდან არ გცილდებოდნენ,ახლა ჩემი ხარ და ვერავინ გიშველის,საზარლად გაეცინა და მანქაისკენ მიათრევდა დინას.
-რეებს ამბობ,ახლავე ხელი გამიშვი,გესმის ხელი გამიშვითქო, მიშველეთ,ვინმე დამეხმარეთ, უვე ყირილზე გადავიდა დინა.



იმედი მაქვს მოგეწონებათ სიყვარულით თქვენი მალაიზია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent