შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გულის ქურდი ხარ 15


7-03-2015, 20:26
ავტორი cinderella12
ნანახია 3 756

არ ვიცოდი რამდენი დრო გავიდა,მაგრამ რეალობაში დაბრუნება ნამდვილად არ მინდოდა.დაჩის სხეულზე აკრულს აღარაფერი მაინტერესებდა.თვალებდახუჭული ვერაფერს ვხედავდი,მაგრამ მას გულით ვგრძნობდი.მისი ძლიერი ხელები მთლიანად ფარავდნენ ჩემს სიფრიფანა ტანს და მეც მთლიანად მასში ჩაძირული ყოველი წუთით,წამით ვტკბებოდი.“დაჩისეული“სურნელი ჩემს სასიცოცხლო წყაროდ იქცა,მისი ბაგეებიდან წარმოთქმული ჩემი სახელი კი თავს უბედნიერესად მაგრძნობინებდა.ვერ ვფიქრობდი იმაზე ,თუ რა მელოდა წინ ან მე, ან მას,მაგრამ ერთი რამ ფაქტი იყო:მხოლოდ დაჩის შეეძლო არითმიის გამოწვევა,მხოლოდ დაჩის შეეძლო ჩემი სულის აფორიაქება,მხოლოდ დაჩის შეეძლო ეგრძნობინებინა ,რომ ცოცხალი ვარ.მხოლოდ დაჩის,მხოლოდ მას!

ჩემი სამოთხიდან ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.საშინლად არ მინდოდა დაჩის მოვშორებულიყავი,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და მობეზრებული სახით ტელეფონი ჯიბიდან ამოვაძვრინე.
-სოფი ,სად ხარ ამდენ ხანს? სამ დღეში მიფრინავ და ნორმალურად მომზადებულიც არ ხარ-ანერვიულებულმა ჩამყვირა მეორე მხრიდან დედამ და ძლივს გამოკეთებული ხასიათიც ერთ წამში გამიფუჭა.ჩემი გამომეტყველების ცვლილება დაჩის არ გამოპარვია და წარბაწეულმა ეჭვნარევი მზერით გამომხედა.არ მინდოდა რამე შემემჩნია ,ამიტომ უდარდელი ღიმილი ავიწეპე სახეზე და რაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე.
-დამშვიდდი დედა,მალე მოვალ-ხმა ბრაზით მქქონდა სავსე და მისი ბუზღუნის მოსმენაც აღარ შემეძლო.სწრაფად გავთიშე ტეელფონი და უკან ჯიბეშივე ჩავაბრუნე.
-რამე ხდება?-მკითხა დაჩიმ და დაკვირვებით შემათვალიერა.
-კი-გაბუსულმა ვუპასუხე და მისი ინტერესიანი სახის ცქერით გავერთე.
-რა?-დაძაბულმა მკითხა და მის ასეთ რეაქციაზე ნაღვლიანად გამეღიმა.
-შენ რომ მოგშორდი ,შემცივდა-პატარა ბავშვივით მისკენ გავიშვირე ორივე ხელი და ჩემი მიმართულებით დავუქნიე-კეთილი ინებე და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღე!
-რა გინდა რომ გავაკეთო პატარა ქალბატონო?-ეშმაკურად აათაამაშა წარბები და მზაკვრული მზერით მომიახლოვდა.
-ჩემს ნათქვამს სულ არასწორად რატომ იგებ-წამოვიყვირე გაწითლებულმა-უნდა გამათბო მხოლოდ,მეტი არაფერი!
-მეტს არაფერს ვაპირებდი,რა ფანტაზიები გაწუხებთ დღევანდელ თაობას-თავის ქნევით გაიცინა და ქვემოდან საყვარლად ამომხედა.
-რატომ მაიძულებ შემრცხვეს?რატომ მაწითლებ ხოლმე?-ავბუზღუნდი და აპილპილებული სახის დამალვის მიზნით ჩავეხუტე და მის მაისურში ჩავიმალე.-და მე სხვა რამეზე არც მიფიქრია !
-იმიტომ, რომ წითელი ძალიან საყვარელი ხარ-ყურში ტკბილად ჩამჩურჩულა და ხელები მაგრად მომხვია.
-ნერვებს მიშლი-ჩუმად ჩავილააპარაკე.
-სოფი, არ წახვალ,ჰო?-ისევ ძველი შეკითხვა დამისვა ,რამაც კიდევ ერთხელ მწარედ შემაჯახა რეალობას.
-იცი დედა რისთვის მიშვებს ამერიკაში?-ვკითხე და თავი მოვაშორე მის გულმკერდს, რომ პირდაპირ შემეხედა.
-სწავლის გამო არ მიდიხარ?-გაკვირვებულმა მკითხა.
-არა,მეგობრების გამო,უფრო კონკრეტულად კი დედას უნდა საქმრო მიშოვოს-მობეზრებულად ჩავილაპარაკე და დაჩის სახის ცვლილებებს ხალისით დავაკვირდი.
-რა?-ეს სიტყვა წარმოთქვა მხოლოდ ბრაზისგან აცახცახებულმა .
-ჰო ,ასეა-დავადასტურე კიდევ ერთხელ და მოთმინებით დავუწყე ლოდინი მის პასუხს.
-ჰმ,ჯერ ჩემი შეყვარებულიც არ ხარ და გამოდის ,რომ პრიდაპირ ხელი უნდა გთხოვო?-გვერდული ღიმილით ჩაილაპარაკა და კეფაზე ხელი უხერხულად მოისვა.
-მაგიტო არ მითქვამს-ოდნავ გაღიზიანებულად მივმართე და ისევ მის მაისურში ჩავიმალე.
-ვიცი-გაეცინა-როდის მოვიდე შენთან ,ოფიციალურად რომ წარმადგინო?-სრული სერიოზულობით წარმოთქვა და ამაყად გაიჯგიმა.
-რა მოუთმენელი ხარ,ნუთუ არ ნერვიულობ?-ეჭვის თვალით შევათვალიერე და წარბები ავწკიპე.
-რატომ უნდა ვინერვიულო?-თითქოს უდარდელად მიპასუხა, რამაც გამაღიზიანა.
-წამო მაშინ, ახლავე-მზაკვრული ღიმილით ავხედე და საყვარლად გავუცინე ,როცა მისი აჩქარებული გულისცემა ვიგრძენი.
-ახ..ახლა?..-დაბნეულად იკითხა და მზერა ამარიდა.
-როგორ არა,არ ნერვიულობ-ირონიულად ვთქვი-შენ შეიძლება მომატყუო, მაგრამ ეს სულ გაგცემს ხოლმე-გადავიკისკისე და ხელის გული გულმკერდზე მივადე.
-კარგი, კარგი-დანებების ნიშნად ხელები აწია.-ხვალ მოვემზადები და ზეგ მოვალ.
-ზეგ?-ცოტა შევფიქრიანდი-შენს მოსვლამდე დედას და მამას ვერაფერს ვეტყვი ,ამიტომ ისინი გასამგზავრებლად მომამზადებენ.ზეგ უნდა გავფრინდე წესით.ამიტომ ჯობია არ დააგვიანო ,თორემ ქვეყნიდან მაგდებენ ხომ უყურებ-ჩავიცინე და მისი გულის დარტყმების თვლა დავიწყე.
-დამიჯერე,არ დავაგვიანებ.-დარწმუნებულმა გამომიცხადა და ჰაერში ამწია.
-დამსვი,გაგივარდები-ფართხალი დავიწყე იმის შიშით ,რომ წუთიწუთზე მიწაზე აღმოვჩჩნდებოდი.
-თუ ეგრე ფართხალს გააგრძელებ ,მართლა გამივარდები-ხმამაღლა იცინოდა და მის სახეს შევხედე თუ არა, ყველაფერი დამავიწყდა.
-როგორ მიყვარხარ დაჩიიი-გაუცნობიერებლად წარმოვთქვი და მხოლოდ მაშინ გავაანალიზე ჩემი სიტყვები ,როცა სახე მოულოდნელად დაუსერიოზულდა და ეგრევე ძირს დამსვა-რამე მოხდა?-ცოტა არ იყოს აღელვებულა ვიკითხე.
-სოფი,ეგეთი უეცარი შემოტევები შოკში მაგდებენ ხოლმე, ამიტომ ან უნდა გამაფრთხილო, ან უნდა შემაპარო მაინც.ხომ უყურებ ,მართლა კინაღამ გამივარდი წეღან.არ შეიძლება ეგრე-თავის ქნევით მელაპარაკებოდა და იმდენად ბავშვური და საყვარელი მეჩვენა იმ მომენტში, რომ ინსტინქტურად მისკენ წავედი ,ფეხისწვერებზე ავიწიე და ტუჩებზე ფრთხილად შევეხე.
-ბოლოს მომიღებ რა-ამოილაპარაკა როცა მოვშრდი და ისევ მისკენ მიმწია.ამჯერად თვითონ მაკოცა და მთელი გრძნობით.



ბედნიერი ვიყავი.დაჩი მყავდა და ახლა ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო,მაგრამ ერთი საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩებოდა.დაჩიმ ხომ არ იცოდა ანუკას დონორი რომ მე ვიყავი.ვიცოდი არ მოეწონებოდა ეს რომ დავუმალე ,მაგრამ მე ჩემი პრინციპების მიხედვით ვიმოქმედე, ამიტომ თავს დამნაშავედ ნამდვილად არ ვგრძნობდი.თუმცა მართლა არ ვიცოდი ამ თემაზე ლაპარაკი როგორ წამომეწყო, ან საერთოდ მეთქვა თუ არა.კიდევ ერთი საათი ვილაპარაკეთ მე და დაჩიმ და მერე მოწყენილი სახლში წავედი.არ მინდოდა მოვშრებოდი, მაგრამ ის დღეც დადგებოდა, როცა მის ცხოვრებას სამუდამოდ „მივეწეპებოდი“.სახლში მისულმა დანის მოკლედ გავანდე ყველაფერი და მართალია გაუხარდა,თუმცა ნაწყენიც კი დარჩა, რომ ჩემთან ერთად ვერ დაბრუნდებოდა უკან.ასევე გავაფრთხილე, რომ ჯერ მშობლებისთვის არაფერი ეთქვა,რადგან ისინი ასე თუ ისე ტრადიციებს პატვის სცემდენენ და სანამ დაჩის ოფიცილაურად არ წარვადგენდი,მანამ ჩემი მომავალი გამგზავრების საკითხებს მოაგვარებდნენ. გამგზავრების, რომელიც საბოლოო ჯამში არ შედგებოდა.
ხასიათი გამომიკეთდა და ელემენტარულ რაღაცეებზეც კი ვიცინოდი.მაკუნამ გამომიარა და ჯერ ვყოყმანობდი ყველაფერი მეთქვა თუ არა,მაგრამ როცა მოვუყევი და მისი რეაქციები შევაფასე უკვე საბოლოოდ დავასკვენი ,რომ მას ფსიქიატრი ჭირდებოდა.ჯერ კივილი დაიწყო,მერე ისტერიული სიცილი,ბოლოს რამდენიმე ცრემლიც გადმოყარა და საბოლოო ჯამში გაბრაზებული ,ფეხის ბაკუნით ამესვეტა წინ.
-კარგი,მესმის რატომ იკივლე,მოულოდნელობა იყო.ისიც ვიცი, რომ ჩემი ბედნიერების გამო იცინოდი.ცრემლებიც შემიძლია გავიგო,იტირე იმიტომ ,რომ გიხარია აღარ მივდივარ და შენთან ვრჩები, მაგრამ აი მომკალი და არ მესმის, რატომ ბრაზობ.-ისეთი სახით ვკითხე,რომ აშკარად წაიკითხავდით ჩემს გამომეტყველებაზე ჩემს წინ მდგომს, რომ ნორმალურად არ ვთვლიდი .
-ანუკაზე როდის უნდა უთხრა დაჩის?-ბრაზიანად მკითა და ახლა მეც დავსერიოზულდი.
-ვფიქრობ ბექა ეტყვის,რაც ჩემთვისაც უკეთესია და მისთვისაც-რამოდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ დავასკვენი-ხომ იცი ,მე საერთოდ არ მინდოდა გამჟღავნებულიყო,მაგრამ რადგან ასე მოხდა, ჯობია მეგობარმა უთხრას.
-და რატომ უნდა უთხრას ეს ბექამ? არ ჯობია შენგან გაიგოს?-გაიკვირვა მაკუნამ.
-ჩემგან რომ გაიგოს ,გამიბრაზდება და ახსნას არ დამაცდის,ბექას კი დაჩის კონტროლი ასე თუ ისე შეუძლია-მხრების აჩეჩვით ვუპასუხე და საწოლზე გავიშხლართე.
-მართალი ხარ ხომ იცი-შეფიქრიანებულმა დამიდასტურა და გვერდით მომიწვა.
-მე შუაში-დაიძახა ოთახში მოულოდნელად შემოსულმა დაჩიმ და ისე ,რომ ჩვენი თანხმობა არც მოუსმენია, მაკუნა გვერდზე გადაააგდო და მისი ადგილი დაიკავვა.
-შენ ჩემი ხელის გემო დაგავიწყდა?გაეთრიეე-დაიღრინა ჩემმა ქაჯმა და დანის თავზე ბალიშიანად დაახტა.
-ვსიო,მე აქ არაფერი მესაქმება-სიცილით ჩავილაპარაკე და ჯერ უკან დავიხიე, შემდეეგ კი როცა დავინახე ჩემი სუნამოს უკვე დაცარიელებულ ფლაკონს დაავლო ხელი მაკუნამ, ოთახიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვვარდი და კარიც მაგრად გამოვიხურე.
-ისევ დაიწყეს?-ღიმილით მკითხა დედამ,რომელიც როგორც ჩანს მამას კაბინეტისკენ მიდიოდა.
-აჰა-მეც ღიმილით დავუდასტურე და გეზი სამზარეულოსკენ ავიღე.




888


-რა კარგ ხასიათზე ხარ,მოხდა რამე?-ვკითხე მომღიმარ დაჩის და მის წინ სავარძელში ჩამოვჯექი.
-მაინცდამაინც რამე უნდა მომხდარიყო, რომ გამეცინოს?-წარბი აწია და ისე გამომხედა, თითქოს მართლა არაფერი მომხდარიყო.
-სოფი ნახე ?-აჰა,მიზანში მოვარტყი,ეგრევე სახე შეეცვალა.
-ნუ ,ხო რა-მზერა ამარიდა და გაეცინა.
-ანუ შერიგდით?-უკვე დრო იყო მისთვის სიმართლის ბოლო ნაწილიც მეთქვა.
-ჰო-ბედნიერმა გამიღიმა და გამიხარდა ასეთს რომ ვხედავდი.
-ესე იგი დროა უკანასკნელი ამბავიც გაგანდო და მერე შეგიძლიათ თავისუფლები იყოთ-აღტაცებულმა ხმამაღლა წარმოვთქვი და სასწრაფოდ ადგილიდან წამოვდექი.
-რა მბავი?-გაკვირვებულმა მკითხა მასთან მიახლოვებულს და მეც მის წინ სკამი მივაჩოჩე და იქ ჩამოვჯექი.
-ანუ სოფის არ უთქვამს,მესმის მისი,კიდევ გაუუბრაზდებოდი.ასე რომ, მე გეტყვი და იცოდე შენებური გაჭედვები არ დაიწყო რა-ხელის აწევით გავაფრთხილე და მის პასუხს დაველოდე.
-კარგი ჰო-დანებდა და დამელოდა როდის დავიწყებდი ლაპარაკს.
-ანუკას ეხება-სწრაფად ვთქვი და მზერა შევავლე-ხომ იცი, რომ დონორი ბოლო წამს გამოუჩნდა და მხოლოდ ასე შევძელით მისი ჯანმრთელობის საფრთხიდან გამოხსნა.
-კი როგორ არა,მაგას რა დამავიწყებს,რამდენი ვინერვიულე მაშინ-ნაღვლიანად ამოიხვნეშა და ახლა უფრო ყურადღებით დამიწყო ყურება.
-გახსოვს, ანუკა რომ უნივერსიტეტში მივიყვანე და სოფი იცნო?მაშინ შენ არაფრის ახსნა არ დაგიწყია, პირდაპირ გაიყვანე სოფი გვერდით მე კი ანუკას ნათქვამი ბოლომდე მოვისმინე.
-და რა თქვა?-შევატყვე, რომ უკვე ყველფერს ხვდებოდა ,მაგრამ დაჯერება უჭირდა.
-ანუკამ სოფის ფერია უწოდა.ის კი ხომ იცი ,ასე არავის მიმართავს თუ რამე მიზეზი არ აქვს.მიზეზი კი ისაა ,რომ სოფიმ ანუკა გადაარჩინა.ის იყო დონორი.ერთი კვირა რომ არ ჩანდა, საავადმყოფოში იწვა იმავე სართულზე,სადაც ანუკა. გამოწერიდან წინა დღეს კი ბავშვთან შევიდა და მოინახულა.მის მერე აღარ უნახიათ ერთმანეთი, სოფიმ კი ქეთას თხოვა ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ.-აქ შევჩერდი.დრო მინდოდა მისთვის მიმეცა, რომ ყველაფერი გადაეხარშა,თუმცა ბევრად მეტი დაჭირდა, ვიდრე მეგონა.
-მე...რატომ არ მითხარი...ან მან რატომ არ მითხრა..კი მაგრამ ეს როგორ....
-სოფიმ ანალიზები რომ გაიკეთა, დაადგინეს, რომ მისი სისხლი ნებისმიერს შეიძლება გადაესხას და მანაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე თანხმობა გაანაცხადა დონორობაზე.
-რატომ..რატომ არ მითხარი?-მხოლოდ ამას იმეორებდა ჩახვეულივით.
-მაშინ თქვენ მწარედ იიკამათეთ.მინდოდა მეთქვა, მაგრამ სოფიმ არ მომცა უფლება.მითხრა ჩემამდე სიყვარულმა უნდა მოიყვანოს და არა მადლიერების გრძნობამო.გესმის რა გოგო ჩაგიგდია ხელში-ბოლოს ხუმრობით დავამთავრე და მეგობრულად მხარზე ხელი დავკარი.
-ჩემი სოფი,ჩემი ანგელოზი-თბილი ხმით ჩაილაპარაკა და მეც საბოლოოდ დავმშვიდდი, რომ ბრაზიანობა და ჯიუტობა აღარ დაიწყო.
-ნახე ხვალ სოფი და უთხარი რომ ყველაფერი მოგიყევი.ვიცი, რომ ინერვიულებს შენს რეაქციაზე.ალბათ არც იცის, რომ მოგიყევი-ვურჩიე და ცოტა ხანში წამოვედი.



888


-გამო ცოტა ხნით,შენი ნახვა მინდა-ტელეფონზე დაჩიდან შეტყობინება მომივიდა და მეც გახარებულმა ფართხაფურთხით ძლივს ჩავიცვი ტანსაცმელი.
-სად მიდიხარ ასე ადრე ?-თავი წამოყო ჯერ ისევ მძინარე მაკუნამ და შემათვალიერა.
-ჩემი პრინცი მიხმობს-სარკასტულად ვუპასუხე და თვალი ჩავუკარი.
-ხვალ უნდა მოვიდეს ხო მშობლების გასაცნობად?
-ჰო.
-არ შეეძლო ბიჭს ერთი დღით მოთმენა -ჩაიბუზღუნა ღიმილით და ისევ ფუმფულა ბალიშს დაუბრუნდა.გამეღიმა მის ქცევებზე,ხანდახან ისეთი საყვარელი იყო..


ლამის ხტუნვა-ხტუნვით გამოვედი სახლიდან და იმ სკვერისკენ წავედი ,სადაც წინა დღით ვნახეთ ერთმანეთი.მისი ნახვის მოლოდინში გული ამიჩქარდა და რომ დავინახე უკვე ტანზე ეკლებმა დამაყარა.
-ჩემი პრინცესა-დაიძახა შემმნიშნა თუ არა და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა.
მე არაფერი მითქვამს ,უბრალოდ ჩავეხუტე და ჩემი საყვარელი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე.
-რამე მოხდა ასე ადრე რომ დამიძახე?-ცოტა ავნერვიულდი.
-ანუკას ფერია-თბილად წარმოთქვა ეს ორი სიტყვა და ცოტა ხნით თვალებში ჩამაშტერდა.მიღიმოდა და მეგონა მასთან ერთად მთელი სამყარო იცინისთქო.თბილ თაფლისფერ თვალებში ჩემს ანარეკლს ვხედავდი და მეც ბედნიერებისთვის მეტი არაფერი მინდოდა.მივხვდი,ამ ორი სიტყვით უკვე მივხვდი, რომ ბექამ წინა დღით ყველაფერი მოუყვა და მისი მადლიერი ვიყავი რომ ამის გაკეთება მე არ მომიწია.თუმცა ველოდი, რომ დაჩი ცოტათი მაინც გამინაწყენდებოდა.
-არ ბრაზობ?-შეპარვით ვკითხე და მონდომებით მივაჩერდი სახეზე ,რათა არცერთი მისი მიმიკა ,ან ემოცია არ გამომპარვოდა მხედველობიდან.
-სოფი, ამხელა რაღაც გააკეთე და მეკითხები ვბრაზობ თუ არა? ვბრაზობ კი არა, ბედნიერ ვარ რომ შენნაირი ანგელოზი მყავს გვერდით-ბოლო სიტყვები დაიყვირა და ხელში აწეული დამაბზრიალა.
-მორჩა საიდუმმლოებები-შვებით ამოვისუნთქე ,როცა მიწაზე დამსვა და ეს სიტყვებიც სუნთქვას ამოვაყოლე.
-შეიძლება შენი მორჩა,მაგრამ მე მაქვს ერთი პატარა საიდუმლო, რომელსაც ხვალ აუცილებლად გაგანდობ-ყურში ხმადაბლა ჩამჩურჩულა და იმწამსვე თვალები ინტერესით ამენთო.
-აუ ახლა მითხარიიი-პატარა ბავშვივით ჩამოვეკონწიალე ,მაგრამ ჩემზე არანაკლები სიჯიუტის გამო, პასუხი ვერ მივიღე.
-ჯობია სახლში დაბრუნდე,კარგა ხანია რაც გარეთ ხარ-გამიღიმა და თმებზე მომეფერა.
-ხვალ სამ საათზე ჩემთან უნდა იყო,ოთხზე ფრენაა.მართლა არ დააგვიანო რა ,თორემ ჩემი მშობლები ნათქვამს ყოველთვის ასრულებენ და ახლაც ყოყმანის გარეშე გამაძევებენ საქართველოდან.-კატეგორიული ტონით გამოვუცხადე,ლოყაზე ვაკოცე და სიცილით გავემართე სახლისკენ.

ნამდვილად არ ვიცოდი, რას მომიტანდა მომდევნო დღე, თუმცა დედას დაჩი უკვე ნანახი ყავდა ,ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო.წესით უნდა ყოფილიყო...უნდა ყოფილიყო....მაგრამ ......



-ყველა ჩემოდანი გამოიტანე?-აჩქარებით იკითხა დედამ და მამასთან ერთად სახლის კარი გამოიკეტა.ეზოში ვიდექი და ანერვიულებული საათს დავყურებდი.ოთხის თხუთმეტი წუთი იყო და დაჩი არ ჩანდა, მაკუნა კი ბექას ვერ უკავშირდებოდა.დასევდიანებულ დანი ჩემს წინ იდგა და უკვე არ იცოდა მშობლების შესაყოვნებლად რა მოეფიქრებინა.მე კი...მე ნელნელა იმედები მეწურებოდა ,მაგრამ არ მინდოდა იმის დაჯერება , რომ დაჩიმ არაფრად ჩამაგდო და დამტოვა.ასეთი ფიქრები არ შემაწუხებდნენ არავითარ შემთხვევაში ,რომ არა მისი ტელეფონი.როცა დააგვიანა და დავურეკე, ყურმილი იმ მარიამმა აიღო და მითხრა დაჩის არ ცალია ვერ დაგელაპარაკებაო.ვიცი, რომ სიტუაცია აბსურდული იყო, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა სინამდვილეში და არ მინდოდა იმის დაჯერება ,რასაც რეალობა მკარნახობდა.არც ვიცოდი მარიამი თუ ჩამოსული იყო და ეს დაჩისაც არ უთქვამს.იმედი იმის ,რომ ბოლოში ჰეფიენდი მელოდა, თანდათან მცირდებოდა და გაქრა მაშინ ,როცა ოთხის ნახევარზე მანქანაში ჩამსვეს და აეროპორტისკენ აიღეს გეზი.აცრემლებული მაკუნა გვერდით მეჯდა,ჩემი ხელი ეჭირა და ამაოდ ცდილობდა ბექას დაკავშირებოდა,დაჩის მობილურს კი უკვე აღარც პასუხობდნენ.

-ჭკვიანად იყავი დედი და იცოდე ყველაფერი ზუსტად ისე შეასრულე , როგორც მე გითხარი, კარგი?-შუბლზე მაკოცა ნინომ და ახლა მამა მომიახლოვდა.
-მალე ჩამოგაკითხავთ მე და დედა, ასე რომ არ მოიწყინო სოფი-გამიღიმა გიორგიმ და გადამეხვია.
-სოფი...-მხოლოდ ეს ამოისლუკუნა მაკუნამ ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო.
-გეხვეწები გაჩერდი, თორემ ასე უფრო გამიჭირდება-ჩამწყდარი ხმით ჩავჩურჩულე ყურში და უფრო მაგრად მოვუჭირე ხელები.
-წავედით?-ახლა დანი მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა.
-სხვა გზა მაქვს?-ნაღვლიანად გავუღიმე და ხელი ჩავკიდე.


მალე თვითმფრინავში ვიჯექით.თვალები ჩამიქრა და თითქოს რამოდენიმე სააათში დავპატარავდი.სავარძელზე მოკუნტული ფანჯარაში უიმედოდ ვიყურებოდი ,როცა მიწა ნელნელა ჩემს თვალთახედვას დაშორდა....თვითმფრინავმა აფრენა დაიწყო....




ესეც დაგვიანებული თავი,მგონი არც ისე პატარა გამოვიდა.აი შინაარსი კი უკვე თქვენ შეაფასეთ....



№1 სტუმარი anka

Au pristadzaan magari xar ra imdenad ro erti suli maq rodis wavikitxav shemdegs da gtxov male dade ra gtxov ♥

 


№2  offline წევრი Unnamed

Yvelafers yavisi mizezi aqvs. Dachis saqcielsac eqneba mizezi... :( agar daagviano ra

 


№3  offline წევრი † mariami †

au magaria momdevno tavs ukve moumenlad velodebi male dade

 


№4  offline წევრი grifini

იქ დახვდება :3 ვიცი ვიცი ვიცი დაჩი იქ დახვდება ^_^ !

 


№5  offline წევრი marryami

auuuu kargiiyooo :-*

 


№6  offline წევრი eelleeniko

იმედია დაჩი რამე კარგას გააკეთებს ამის მერე და შერიგდებიან , მაგარია მალე დადე რა wink love

 


№7  offline წევრი lamazmani

აუ სად შეწყვიტე რა სულმოუთქმელად ველოდები ახალ თავს და აგარ დააგვიანო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent