ყვავილების გამყიდველი (ნაწილი მეშვიდე)
*** საერთოდ ასეთი რაღაცეები არ მაშინებს ,მაგრამ ისე ახლოს აღმოვჩნდი მანქანასთან გული რამის იქვე გამისკდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ჩემ სახეზე ურცხვად მოთარეშე წვიმის წვეთები ხელის მოძრაობით მოვიწმინდე. თვალი იქვე მდგარ ,უფრო სწორად უკვე დაძროლ ტაქსს დანანებით გავაყოლე . გზის გაგრძელებასაც ვაპირებდი მანქანიდან გაბრიელი ,რომ გადმოვიდა. თვალები კაკლისოდენა გამიხდა და უნებურად გამეფიქრა „რამის უფროსის მსხვერპლი გავხდითქო.“ -ანასტასია კინაღამ გაგიტანე -მომესმა დაგუდული ხმა -კინაღამ -ხაზი გავუსვი მომხდარს და გზაზე გადასვლა დავაპირე -წამოდი გაიგყვან-ხელის მოძრაობით მანიშნა -არა გმადლობთ -ავუწიე ხმას და ვანიშნე გზა გააგრძელეთთქო -ანასტასია დაჯექი -შეურია როგორც ყოველთვის თავისი სიმკაცრე და უკან მომლოდინე მანქანებს შევხედე . ჩემთვის საზარელი ამინდი ,რომ არ ყოფილიყო თუ დავთანხმებოდი. უბრალდო წვიმას ყველაზე მეტად ვერ ვიტან ამიტომაც სირბილით წავედი მანქანისკენ და წინა კარები უცბათ გამოვაღე. უკვე მესამედ ვზივარ ამ მანქანაში .საკვირველი პირდაპირ. გაბრიელიც კარგად გემრიელად დასველებულა.აბა რა ეგონა რო იდგა და „დაჯექი დაჯექიო“ რო გაიძახოდა. სახეზეხელისგულები გადავისვი.მერე ფრთხილად ჩამოვიბერტყე მხრებზე შერჩენილი წვიმის წვეთები. -წვიმა არ გიყვარს -მითხრა ღიმილით უფროსმა -არ მიყვარს რომელია , ვერ ვიტან -რატომ ,რა დაგიშავა -უაზროა და იმიტომ.-ჩავილაპარაკე ჯიუტად და კარგად დასველებული თმები მუჭაში მოვიქციე -გაცივდები „ძაან იცი შენთქო „ გავიფიქრე მარა მარტო ღიმილით ვუპასუხე უფროსის სიტყვებს. ჯერ კიდევ კარგად მახსოვს დღევანდელი და ნათქვამი „სექსუალური ბავშვი ხარო“. -გახსოვს ,რომ გითხარი წვეულება გავმართოთქო ? -დიახ , სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება ,რომ გააფორმეთ -ხო მაგაზე ვამბობ. მარიამი დაიხმარე და თქვენ გავალებთ მაგ წვეულების ორგანიზება -კი მაგრამ როდითვის ? -27სთვის მზად უნდა იყოს ყველაფერი. -მეხუმრებით?-აღშფოთება ვერ დავმალე მე -ნატალიას შეუთანხმდი და ის დაგაკვალიანებს „ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის“ გავიფიქრე ჩემთვის და სხვა გზა ,რომ არ იყო მივხვდი . „კარგითთქო“ ჩუმად ჩავილაპარაკე და დასველებულ ქუჩებს გავხედე. სახლში მიყვანისთვის უღრმესი მადლობა გადავუხადე და „საჭირო არ იყოთქო“ ბოლოს დავამატე. ირონიულად გამიღიმა და მანქანა დიდი სიჩქარით გააქანა . *** მთელი ერთი კვირა გადარბენებზე ვიყავით . გადარბენებზე კი არა სახლში მისვლისთანავე ვიძინებდი. ტანსაცმლის გამოცვლაც კი მეზარებოდა.მერე დილით ისევ სამსახურში გავრბოდი და ასე . ჩემ ბებოსაც ვესტუმრე რამოდენიმეჯერ. ორი ყვავილი გავუყიდე და ბედნიერი გადავეხვიე. დიდს ხომ არაფერს ვაკეთებდი ,მაგრამ ჩემი საქციელი მასაც ახარებდა და მეც უბედნიერესად მაქცევდა. მე და მარიამი მთელი ერთი კვირა აქეთ-იქით დავრბოდით. ჯერ ადგილი მოვძებნეთ , მერე შევუთანხმდით . გაფურმებასაც ხომ თავისი დრო უნდა. მერე შეთანხმება ნატალიასთან რა როგორ უნდოდა. ისეთი უგემოვნო აღმოჩნდა რამის ყბა ჩამომივარდა. მე და მარიამი ვკვდებოდით სიცილით ისეთ რაღაცეებს გვავალებდა. მერე იტყვიან უგემოვნო ორგანიზატორები იყვნენო. საბოლოო ჯამში რააღაც ერთობლივ გადაწყვეტილებამდე მივედით და დავითანხმეთ ქერა რაღაც პატარ-პატარა დეტალებზე. ვერ გეტყვით მარტო ჩემი გემოვნებით ,რომ მომეწყო ასეთი გამოვდოდათქო ,მაგრამ ცუდი ნამდვილად არ იყო. თან თუ გავითვალისწინებდით ნატალიას „ბანძ“ გემოვნებას და ამასთან ერთად დებილური ფერების შეხამებას. *** 27 -ში გაბრიელი გამოგვეცხადა მე და მარიამს დღეს ადრე გიშვებთ და წვეულებაზე გელოდებითო. ისეთი მობეზრებული სახით შევხედე ეჭვი მაქვს ჩემს „ამ სახეში“ ნამდვილი რეაქცია ამოიცნო. მარიამმა ძალით გამომათრია ოფისიდან და ფეხით დავუყებით ქუჩას. -ხომ წამოხვალ ტასიკო -არ წამოვალ ,დაღლილი ვარ.ორი კვირაა აქეთ-იქით დავრბივართ და იმ უხასიათო და უგემოვნო ქალს ვიტანთ-ვთქვი გულში ნადები. -კარგი რა . მეც დიდად არ მინდა ,მარა ცოტა ხნით წავიდეთ და წამოვიდეთ .რამდენიხანია სახლიდან არ გავსულვარ-დამეწუწუნა „ღიმილა“ -არვიცი მარი , თმა გასაკეთებელი .ფრჩხილებს შეხედე რა დღეში მაქვს-გავაგრძელე ისევ მე -კარგი რა .ყველაფერს მოვასწრებთ . კაბა გაქვს? -ჩემ დაქალს თანუს აქვს კაბები წაღეული-გამახსენდა ორი დღის წინ მომხდარი.-ქორწილში მიდის და უნდა აერჩიე რომელი ჩაეცვა.ხოდა ესეც კიდევ ერთი პრობლემა. -ეგ არაფერი . მე გათხოვებ . ჩემი ტანის ხარ ზუსტად -კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ჩემი ტანის მოხაზულობას დააკვირდა. -კარგი რა მარი -აქედან მოდი ჩემთან წავიდეთ პირდაპირ .ჩემები სახლში არ არიან .ჯერ კაბებს მოვირგებთ და მერე კიდე სალონში წავალთ. -არ გეზაება ? -ავღშფოთდი მე -არა . რატო უნდა მეზარებოდეს. თან იქ ლევანიც იქნება და .-გაამხილა წამოსვლის მიზეზი -და გინდა კარგად გამოიყურებოდე -დავამთავრე სიცილით მარის წინადადება. -მარტო წასვლაც არ მინდა -აბუზღუნდა მარი.-ამიტომ შენ უეჭველად წამოხვალ ჩემთან ერთად -კარგი ჰო კარგი -დავნებდი მე -აი მეგობარიც ამას ქვია -ჩაილაპარაკა სიცილით და ხელები მაგრად მომხვია. *** -ამ კაბას ვერ ჩავიცმევ -ხელები გავასავსავე სარკის წინ მდგომმა და ჩემს ზურგს უკან მდგარ მარიამს შევხედე -როგორ ვერა ,ჩაიცმევ. ძალაინ გიხდება-მითხრა ღიმილით -ძლივს დავდივარ მარი .ისეთი ვიწროა რო რავიცი რა -ავბოზღუნდი მე -ასეთი მოდელია გოგო . ნახე როგორ გიხდება.და თან მკერდთანაც ძაან მაგრად გაქვს -რა მაქვს მაგრად , ასე მგონია რამისაა გაიხევათქო -რა გახევს გოგო , მეც ეგრე მადგას .კარგი რა -თან წითელი ფერი დიდად არ მიხდება -გიხდება ტასიკო გიხდება-მითხრა ღიმილით და ჩემი შავი ფეხსაცმელი მომაწოდა -მალე წამოვალთ იცოდე -გავაფრთხილე უკვე მეათასჯერ -ხოხო მალე წამოვალთ . -გამომძახა სააბაზანოდან „როდისღა მოასწრო შესვლათქო „ გავიფიქრე და სიცილით ავათვალიერე ჩემი ანარეკლი სარკეში . „არა რა კარგი გოგო კი ვარ“ შევაქე ჩემი თავი და შავ კაბაში გამოწყობილ მარიამს გაოცებლი თვალებით შევხედე -როგორი ვარ ? -ვაიმე მარი.როგორ გიხდება-აღფრთოვანება ვრ დავმალე მე -ხოო?-მკითხა ღიმილით და ხელისგულები ჩამოისვა კაბაზე -ლევანს გადარევ გეფიცები- ჩავილაპარაკე სიცილით და პატარა ჩანთა ავიღე. -კარგი კარგი . წამოდი თორე დაგვაგვიანდება-მანიშნა სიცილით მარიამმა და სალონში დაყენებული კულულები უკან გადაიყარა . *** „ამდენი უცხო ხალხი ერთად სად შეიკრიბათქო“ გავიფიქრე გაკვირვებულმა ჩემ წინ მოსიარულეებს ,რომ შევხედე. მე და მარიამი კაკუნით წავედით ჩვენი ადგილისკენ. სანამ ადგილს დავიკავებდით გაბრიელი დავლანდეთ. ორივემ ღიმილით დავუქნიეთ ხელი უფროსს. ისე ამათვალ-ჩამათვალიერა რამის ნერწყვი გადამცდა. ბოლოს ჩემ მკერდზე ,რომ დააკვესა თვალები ეგ უკვე შოკი იყო . „ნახე რას გიზავს ეს პატარა სექსუალური ბავშვითქო“ ჩავიფრუტუნე ჩუმად და ჩემთვის განკუთვნილ ადგილზე მოვთავსდი. ესეც მეშვიდე თავი .იმედია მოგეწონებათ.ველოდები თქვენ შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.