შურისძიება-თავი მეოთხე
თავი მეოთხე ორ საათიანმა ცურვამ განმტვირთა და ის ემოციაც გააქრო, რაც გოგამ გამოიწვია ჩემში. როგორ გამიბედა? სექსი როგორ შემომთავაზა? მერე კი როგორ შემეხო? როგორ აძლევს თავს ამდენის უფლებას? საკუთარ თავზე ვიყავი გაბრაზებული, მე მივეცი მას ღრმად შეტოპვის საშუალება და მევე უნდა გამომესწორებინა შეცდომა. ისიც კი გავიფიქრე, რომ ბატონი კახასთვის ყველაფერი მეთქვა და მეთხოვა, რომ გოგა ვინმე სხვისთვის მიებარებინა, მაგრამ დავფიქრდი. ამით ხომ ის გაიმარჯვებდა, მე კი ცხოვრებაში პირველად, დამარცხებულ ვიქნებოდი. ამას ვერანაირად ვერ დავუშვებდი ! ვიღაც იდიოტს ჩემი გონების არევას, ჩემი თავმყოვარეობის შელახვასა და დამცირებას არ შევარჩენდი ! ვერ შევარჩენდი ! ცურვის მერე ნიკას მივწერე და ვუთხარი, რომ თავისუფალი ვიყავი. შეხვედრა დავთქვით, მართალია ზედმეტად გადაღლილი ვიყავი, მაგრამ არც სახლში ჯდომა მინდოდა. სახლში გავიარე, გამოვიცვალე და როცა ნიკამ მომწერა, ქვემოთ ჩავედი. ვთხოვე სადმე მშვიდ ადგილას წავეყვანე, ისიც უპრობლემოდ დამთანხმდა. მისმა მოფერებამ საერთოდ მომხსნა გოგასგან მოყენებული სტრესი. მაგრამ რა ვქნა, უნდა ვაღიარო, რომ იმის ნახევარიც არ მიგრძვნია, რაც გოგასთან. სისხლი ისე არ დუღდებოდა, სუნთქვა ისე არ ხშირდებოდა, გული ისე სწრაფად არ ფეთქავდა... სახლში არც ისე გვიან დავბრუნდი, მამა სამსახურში იყო და არც დედისგან მიმიღია საყვედური. გადავლება გადავწყვიტე და როგორც კი ცხელი წყალი სხეულს შეეხო, შვებისგან ამოვისუნთქე. თვალები დავხუჭე და სახე წყალს შევუშვირე, დაჭიმული სახის ნაკვთები დამიმშვიდდა, ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი გონება ყველანაირი აზრისგან გამეთავისუფლებინა. დიდი ხანია ასეთი სტრესი არ მიგრძვნია, შარშანაც კი, როცა ათ გამოცდამდე მქონდა ჩასაბარებელი, მაინც ვახერხებდი მშვიდად დარჩენას. გოგამ კი... მან უბრალოდ რამდეიმე წამში აწეწა ყველაფერი, აბურდა, არია... მას ნამდვილად ბევრის უფლება მივეცი, ახლოს მოვუშვი ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო. დანებებას არ ვაპირებდი, არ უნდა სცოდნოდა, რომ ასე მოქმედებდა ჩემზე. ერთადერთი იყო, რომელიც ჩემზე მაღლა იდგა, მართალია რამდენიმე წუთით, მაგრამ მაინც. მე ელენე ბურდული ვარ, არავინ, არავინ არ არის ჩემზე ძლიერი ! ვერავინ ვერ იქნება ისეთი, როგორიც მე ვარ ! არ აქვს მნიშვნელობა გოგო იქნება თუ ბიჭი, ყველა ჩემს ფეხებთანაა ! ცხელი წყალი საღად აზროვნებაშიც დამეხმარა, ყველაფერი დავალაგე და გადავწყვიტე, თუ რას გავაკეთებდი. ალბათ, გოგას ეგონა, რომ მას აღარც კი გავეკარებოდი, მაგრამ არა ! იმას ვერ მიიღებს, რაც უნდა, ისედაც საკმარისად დავუთმე... *** დღეს ხუთშაბათია. ცურვისგან თავისუფალი ვარ, მაგრამ სამაგიეროდ, გოგასთან მიწევს სამი საათიანი მეცადინეობა. როგორც კი ეს გავიაზრე, ამოვიოხრე და საწოლზე წამოვჯექი. გუშინდელი გამამხნევებელი სიტყვები რამდენჯერმე გავიმეორე გონებაში, მერე თავი დავიქნიე, თითქოს ჩემს თავს დავეთანხმე და წამოვდექი. სარკესთან მივედი, თავმოყვარეობის ასამაღლებლად იგივე სიტყვები სარკეში ვუთხარი საკუთარ თავს და სააბაზანოში შევედი. აქაც ვამხნევებდი თავს, საბოლოოდ გუშინ ღამით გამზადებულ კაბაში გამოვეწყვე, ჯინსის ქურთუკი მოვიცვი და კაბას შავი ფეხსაცმელები შევუხამე. თმებზე რამდენჯერმე დავისვი სავარცხელი და კიდევ ერთხელ შევათვალიერე თავი. -ყოჩაღ ელენე, მომწონხარ. მაშინ, როცა ჩემი სახელი წარმოვთქვი, გამახსენდა როგორ წარმოთქვამდა გოგა ჩემს სახელს. „ელენე“,- მისმა ხმამ გონებაში გაირბინა და ერთიანად დამზრზინა. თავი გავაქანე ფიქრების გასაფანტად და ნიკას ღიმილით გადავუხადე მადლობა მანქანის კარის გაღებისთვის. -არაჩვეულებრივად გამოიყურები,- შემაქო და ჩემსკენ გადმოიწია საკოცნელად, კოცნითვე ვუპასუხე. სანამ სკოლაში მივიდოდით, ორი ჭიქა „ლატე“ იყიდა, მისთვის და ჩემთვის. ყავა- აბაზანის შემდეგ, ყველაზე მეტად მამშვიდებს. -დღეს რამდენი გაკვეთილი გაქვს? მკითხა ღიმილით, არ მახსოვდა, ჩემი კარადა გამოვაღე და კარებზე მიმაგრებულ ცხრილს შევხედე. -რვა,- ვუპასუხე სახე მოღრეცილმა. -არაუშავს, ლამაზო,- გამამხნევა და ტუჩებზე ნაზი კოცნა დამიტოვა. როცა მოვშორდი და გავუღიმე, დერეფნის ბოლოდან საშინლად მწველი მზერა ვიგრძენი, რომელმაც სისხლი გამიყინა. სახე გამიფითრდა, როცა დავინახე როგორ გვიყურებდა გოგა. ყბა დაეღრიცა, თვალები აალებოდა და ზიზღით სავსე მზერით უყურებდა ნიკას. -ვის უყურებ?-ნიკამ თავი მიაბრუნა და ჩემი თვალების ტრაექტორიას მიჰყვა, -აჰ, ის?,- წარმოთქვა და ამოიხვნეშა. -ვინ?-ვკითხე სწრაფად. -გოგა. -იცნობ?-ამჯერად თავი შევიკავე შეკითხვის მიყრისგან, ღრმად ჩავისუნთქე. -კი, ჩემი ბიძაშვილია. -ვინ?-ემოციის დამალვა ვერ მოვახერხე, თვალები გამიფართოვდა. -ჰო, კახას ძმიშვილი,- გამიღიმა,- რამე მოხდა? -მას ვამზადებ.-შედარებით მშვიდად ვუპასუხე და გოგას მზერის ასარიდებლად კარადაში წიგნებს დავუწყე „ძებნა“. -აჰჰაჰ, გითანაგრძნობ, საზიზღარი ხასიათისაა. -ნამდვილად.-ღიმილით დავეთანხმე და არ ვიცი რატომ, მაგრამ ვაკოცე. თითქოს ვიცოდი რომ ეს გოგას გააღიზიანებდა. როცა მოვშორდი, დავინახე როგორ მოდიოდა გოგა ჩვენსკენ. სუნთქვა ამიჩქარდა, გამოსახულება ამერია და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ქვედა ყბა იატაკზე იყო, როცა მან უბრალოდ ჩაიარა. თან ისე, რომ ჩემთვის არც შემოუხედავს ! *ელენე, რას აკეთებ?!* საკუთარ თავს შემოვძახე. *ისევ იგივეს იმეორებ? ისევ უნდა მისცე მას შენზე ზეგავლენის უფლება? არა ! * საჭირო წიგნები ავიღე და ნიკასთან ერთად დავუყევი დერეფანს. -მეოთხე გაკვეთილზე შეგხვდები,- მაკოცა და კლასთან დამტოვა. გვანცას ველოდებოდი, ისტორიის გაკვეთილი ერთად გვიტარდებოდა. ზარი დაირეკა, ის კი, როგორც ყოველთვის, აგვიანებდა. მხოლოდ პირველ დღეს მოდიოდა ადრე. -მაპატიე დაგვიანებისთვის,- სირბილით მოდიოდა ჩემსკენ, შუა დერეფანში ყვიროდა. -ჩუმად, გვანც,- გამეცინა და გადავეხვიე, სწრაფად სუნთქავდა. -მოიცა, სულს მოვითქვამ და შევიდეთ,- გაიცინა და ხელი მკერდზე მიიბჯინა. -ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ დაიგვიანო, პირველ დღეს არ ვგულისხმობ,- საჩნებელი თითი წამოვწიე, როცა მივხვდი, რომ თავის გასამართლებელ მაგალითად სასწავლო წლის პირველი დღის მოყვანას აპირებდა. -დღეს საპატიო მიზეზი მაქვს,- მაინც არ ნებდებოდა. -აბა, გისმენ,- ოდნავ მხიარულად ვუთხარი. -გიორგისთან ვიყავი,- წარბები აათამაშა, მე კი გემრიელად გადავიკისკისე. -ყოველ ღამე გიორგისთან არ ხარ? -ჰო, შეიძლება ეგრეც ითქვას. შენ რას შვები, უკვე ივაჟკაცა ნიკამ?- წარბები აათამაშა და გასაღიზიანებლად მუჯლუგუნი მითავაზა. -არა, ჯერ-ჯერობით,- ვუთხარი ნიშნის მოგებით და როცა შევამჩნიე, რომ სუნთქვა დაურეგულირდა, კლასის კარები შევაღე. მასწავლებელს მოვუბოდიშე და საკუთარი ადგილი დავიკავე. დღე ჩვეულებრივად გაიწელა, მეოთხე გაკვეთილზე ნიკასთან ერთად ვიყავი და მასთან ერთადვე ჩავედი სასადილოში, ლანჩზე. ჩვენი ჩვეული მაგიდა დავიკავეთ ბავშვებთან ერთად, მესიამოვნა, როცა ნიკამ ხელი შიშველ მუხლზე დამადო. პირველი ელექტროშოკი მისგან, ეს კიდევ უფრო დამეხმარებოდა გოგასთან გამკლავებაში. -დღეს ინგლისურ ლიტერატურაზე არ ვიქნები,- გამაფრთხილა საბამ, როცა სასადილოდან გამოვდიოდით. -რატომ? -ადრე გავდივართ,- მის მაგივრად მიპასუხა ქეთიმ, გამეღიმა. -აბა, ლამაზო, მერვე გაკვეთილის შემდეგ შეგხვდები,- ნიკამ კიდევ ერთი კოცნა დამიტოვა ჯერ ტუჩებზე, შემდეგ ცხვირზე და მეხუთე გაკვეთილზე დასასწრებად წავიდა. ქიმიამ და ბიოლოგიამაც ჩვეულებრივად ჩაიარა. ფიზიკის დავალების გამო, კლასიდან გასვლა გვიან მომიწია. კინაღამ ადგილს მივაყენე, როცა კლასის კარებთან გაჩერებული, მუქ, ოდნავ მოტმასნილ ჯინსსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი ბიჭი დავინახე- გოგა. *არა, ელენე !* საკუთარი თავი გავამხნევე და ჩვეულებრივად გავაგრძელე გზა. რაც არ უნდა იყოს, უნდა ვაღიარო, რომ თეთრი ფერი საოცრად უხდება. გავშრი, როცა გოგა გვერდით მომიჯდა. -აქ,- უნდა მეთქვა საბა ჯდებათქო, მაგრამ გამაწყვეტინა: -საბა დღეს არ იქნება.-ქვედა ყბა ისევ იატაკს დაენარცხა, საიდან იცოდა? ეს ბიჭი მაკონტროლებდა? არაფერი მითქვამს, თვალი მასწავლებელს გავუსწორე და ღრმად ჩავისუნთქე. ჩემი დამცირების უფლებას კიდევ ერთხელ ვერ მივცემდი, სასწრაფოდ უნდა მოვგებოდი გონს. მის მზერას ვამჩნევდი, მაგრამ რა თქმა უნდა, არც ერთხელ არ გამიხედავს მისკენ. სახეზე ღიმილი შემეპარა, როცა ძალიან კარგმა აზრმა გამინათა გონება. ხელი კალამს ვკარი და იატაკზე გადავაგდე. ასაღებად ისე დავიხარე, რომ ღრმა დეკოლტე გოგასკენ ყოფილიყო მიმართული, ვიცოდი, უეჭველად შემომხედავდა. როცა კალამი ავიღე, სექსუალურად გადავიგდე თმა ყელის ერთ მხარეს და ასევე სექსუალურად გადავიდე ფეხი ფეხზე. -დღეს ნამდვილად კარგად გამოიყურები.-ჩემდა გასაოცრად, კონპლიმენტისგან თავი არ შეუკავებია და შინაგან „მე“-ს მადლობა გადავუხადე ასეთი კარგი აზრის მოწოდებისთვის. ვლოცულობდი, რომ გაკვეთილი რაც შეიძლებოდა ნელა დასრულებულიყო, ის, რაც ჩვენს შორის ხდებოდა, გაღიზიანებასთან ერთად, მახალისებდა კიდეც. არ ვიცი რატომ, მაგრამ მომწონდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ნიკა გულწრფელად მომწონდა, მაგრამ იმ გოგონების რიცხვს არ მივეკუტვნები, რომლებიც ერთ შეყვარებულს, ასე ვთქვათ „შეახმებიან“ და გართობაზე აიღებენ ხელს. ჰეი, 18 წლის ვსრულდები და ნიკა არც ჩემი ქმარია, არც ვინმე ისეთი, ვისთანაც მთელს ცხოვრებას გავატარებ... ასე, რომ... -წავედით?-მკითხა, როცა გაკვეთილი მორჩა. -სად?-გავიკვირვე, გაეღიმა. -არ მითხრა, რომ გუშინდელის გამო, აღარ მამეცადინებ. -აჰაჰაჰა,- გემრიელად გადავიხარხარე,- არა, რა თქმა უნდა. ჯერ შეყვარებულს ვნახავ და მერე.-სიტყვა „შეყვარებული“ ხაზგასმით წარმოვთქვი. არ დამვიწყებია რა რექაცია ჰქონდა გოგას ჩემსა და ნიკას კოცნაზე. მართალია არ შეიმჩნია, მაგრამ მაინც... დამაჟრიალა, როცა მისი ანთებული თვალები გამახსენდა, კანქვეშ სისხლის მოძრაობას ყელზე დაჭიმულ ძარღვებში ნათლად ვხედავდი... -როგორც გინდა,- მხრები აიჩეჩა და კლასი დატოვა. *** -დრო რამდენი გვაქვს? მკითხა ნიკამ, როცა ხელები კისერზე შემოვხვიე. -ნახევარი საათი,- გავუღიმე და ვეამბორე. -ძალიან კარგი, ცოტას მოგეფერები,- ნიშნის მოგებით გამიღიმა, ხელი ჩამჭიდა და საპირფარეშოებისკენ წამიყვანა. აი, უკვე მეორე ელექტროშოკი მისგან... როგორც კი კარები გადაკეტა, კედელს მიმანარცხა და ვნებიანად მაკოცა. ნიკას ეს მხარე არასოდეს მინახავს, ჩემთან ყოველთვის ნაზი, თბილი იყო, ახლა კი, გაგიჟებული, მოწყურებული ცხოველივით მიკოცნიდა ტუჩებს, ყელს... -ისე მინდა გაგსინჯო... ამ კაბას ჭკუიდან გადავყავარ,- ეს სიტყვები სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის, თვალები გამიფართოვდა და ღრმად ჩავისუნთქე. ამოვიხვნეშე, როცა ნიკამ ხელი ბარძაყებზე მომიჭირა. მოიცა, მან ხომ იცის რომ ქალიშვილი ვარ? თუმცა, მე მისთვის არაფერი მითქვამს... კისერი ამიწითლდა, ტუჩები დამისივდა და ეს, სულ რაღაც რამდენიმე წუთში. ასეთი აღგზნებული არასოდეს ვყოფილვარ, მზად ვიყავი აქვე დავნებებოდი. -ნიკა...- უნდა მეთქვა, რომ ქალწული ვიყავი. -მმმმ,- წამოიზმუვლა და მკერდის კოცნა გააგრძელა. -მე... მე არასოდეს მქონია სექსი,- ამ სიტყვების წარმოთქმა და მისი გაშეშება ერთდროულად მოხდა. -რა?-გაკვირვებულმა, დაბნეულმა შემომხედა. დასტურად თავი დავუქნიე. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, როცა მის წელზე მოხვეული ფეხი ჩამომაწევინა და ჩვენს შორის მყოფი მანძილი გაზარდა. -მართლა?-ხმაში დიდ, ძალიან დიდ გაოცებას ვატყობდი. -ჰ.. ჰო,- უკვე შეშინებულმა ვუპასუხე. გაეღიმა, თითქოს დიდი ლოდი მომხსნეს გულიდანო. -არ მეგონა, მაპატიე...-ღიმილით დამამშვიდა, ხელები სახეში მოიქცია და ახლა უკვე ნაზად მაკოცა. -იმედია ეს რაიმე ბზარს არ გააჩ.. -სუუ,- სიტყვა არ დამასრულებინა, კოცნით გამაჩერა,- როცა მოგინდება მაშინ, ოღონდ სკოლის ტუალეტში არა,- გაეცინა და მეც გავიცინე მასთან ერთად. კიდევ ერთხელ მაკოცა, შემდეგ კი ტუალეტიდან გამიყვანა. ღიმილით მიყურებდა. -რა?-ვკითხე, როცა თვალები აღარ მომაშორა. -არაფერი,- ჩაიცინა და თავი გააქნია. მივხვდი, რომ ეს ფაქტი ესიამოვნა. -აბა, წარმატებები, ლამაზო, მომწერე და მოგაკითხავ,- ძალიან თბილი კოცნით დამემშვიდობა, მე კი ღიმილით შევედი კლასში. -ნწ, ნწ, ნწ- გოგა ხელის ქნევით წამოვიდა ჩემსკენ,- ეს ძალიან, ძალიან ცუდი საქციელია, ელენე.-მითხრა ისევ იმ საძაგელი ღიმილით, რომელიც ასე მოქმედებდა ნერვებზე. -რა?-ვკითხე გაკვირვებულმა. -აგვიანებ?-მკითხა და სახიდან სიამაყე მაშინვე მოშორდა, როცა ყელზე სიწითლე დაინახა. ახლა მე გავიბღინძე, ჯინსის ქურთუკი ისე გავიხადე, რომ თმები უკან გადამყროდა და ლაქა უფრო კარგად გამოჩენილიყო. -მაპატიე, შეყვარებულთან ერთად ვიყავი,- კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სიტყვა „შეყვარებულს“. ახლა უკვე მეც ვიცოდი რა აღიზიანებდა მას- ნიკა. მით უმეტეს, თუ ნათესავები არიან. -ეგ არაფერი, ჩემთან სამი საათი იქნები.-ამ ბიჭის სწრაფი პასუხები მაოცებდა ! მაშინაც ახერხებდა ჩემს კბენას, როცა გაღიზიანებული იყო. მე მასთან გონებას ვკარგავდი, ის კი პირიქით, ყველანაირად ახერხებდა ჩემს მიწასთან გასწორებას. უხმოდ მივედი სკამთან, წიგნები ამოვალაგე და ქურთუკი ჩანთასთან ერთად მაგიდაზე დავდე. -აი,- მითხრა და ორი ფურცელი მომაწოდა. ერთზე ცხრილი ეწერა, მეორეზე დავალებები. -ყოჩაღ,- შევაქე ისე, როგორც პირველ კლასელ ბავშვებს აქებენ, ვიცოდი, გაღიზიანდებოდა. არც შევმცდარვარ, ნესტოები დაებერა და ხმამაღალი სუნთქვით მოაჩოჩა სკამი ჩემს გვერდით. -ბევრი არაფერი გქონია,- ლაპარაკისას ჩვენი თვალები არ კონტაქტობდნენ, არც მინდოდა შემეხედა. -ფიზიკა ჩააბარე?- ისევ ბავშვივით ვესაუბრებოდი. -კი,- უხეშად მიპასუხა. -კარგი ბიჭი ხარ, -ისევ ისე, მასაც უფრო დაეჭიმა ძარღვები. -დავიწყებთ თუ არა?- გაღიზიანდა, სწორედ ის, რაც მე მინდოდა. -კი, კი, ახლავე, ტელეფონს შევამოწმებ, მგონი ნიკამ მომწერა,- ვუთხარი და წამოვდექი ჩანთიდან ტელეფონის ამოსაღებად. თვალები გამიფართოვდა, როცა ისიც წამოდგა, წელზე ხელი მომხვია და მის სხეულს მიმაკრო. -აქ იმისთვის ხარ, რომ მასწავლო. ჩემთან უნდა იყო ! მხოლოდ ჩემთან !-ყურთან ახლოს მესაუბრებოდა და მისი ბრაზისგან გავარვარებული ჰაერი მთელს სხეულს მოედო. წამით ავკანკალდი, თითქოს ფეხებიც მომეკვეთა, მაგრამ არა ! -კარგი რა, გოგა,- მისგან თავი გავითავისუფლე და კაბა ჩამოვიწიე,- არ მომეწონა, გვეყო. -რა არ მოგეწონა?-გაკვირვებასთან ერთად, სახეზე გაღიზიანებაც გამოესახა. -გუშინ,- ხელით იმ კედელზე მივუთითე, რომელზეც გუშინ ვიყავი აკრული. მოგონებებმა ჟრუანტელი გამოიწვიეს, მაგრამ ეს გრძნობაც დავაიგნორე,- მეგონა გავერთობოდი და თავს კარგად ვიგრძნობდი, მაგრამ არა... ნიკასთან უკეთესად ვგრძნობ თავს. ამაყი ღიმილი, რომელიც მას ეკუთვნოდა, ახლა ჩემს სახეზე თამაშობდა, გაღიზიანება კი მის სხეულში მოგზაურობდა. ადგილები გავცვალეთ, სწორედ ის იყო, რაც მინდოდა. გაეღიმა, მაგრამ ვატყობდი, რომ სიმწრისგან. -გაგახსენებ, ე ლე ნე,- ჩემი სახელი დამარცვლით წარმოთქვა და გეფიცებით, მთელი ჩემი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ იქვე არ ჩავვარდნილიყავი მის მკლავებში და მეთქვა, რომ მისგან მონიჭებული სიამოვნება ჭიანჭველასაც არ უნდრიდა ნიკასთან ! *** ჩემდა გასაკვირად, გოგა მთელი ყურადღებით მისმენდა, განმარტებებსაც ზედმიწევნით იმეორებდა და არანაირ უხეშ კომენტარს არ აკეთებდა. გუშინდელი არც კი უხსენებია, არანაირი მინიშნება. მაბნევს... მისი ხასიათის უცაბედი, მოულოდნელი და მკვეთრი ცვლილება კიდევ უფრო რთულს ხდის მის გაკონტროლებას. ერთადერთია, ვისზეც არ ვიცი რას გააკეთებს, რას ფიქრობს ან საერთოდ, რა უნდა. -ნამდვილად გაიგე?-ვკითხე, როცა საკმაოდ რთული თემა ავუხსენი ქიმიაში, ხმა არ ამოუღია, უბრალოდ თავი დამიქნია. -შემდეგი? -მორჩა,- ცივად მიპასუხა და წიგნები ჩანთაში ჩაალაგა, საათს დავხედე. ნახევარი საათით ადრე მოვრჩით მეცადინეობას. შეეძლო ეს დრო მისდა სასიკეთოდ გამოეყენებინა, მაგრამ არა... ვგიჟდები, ისე იქცეოდა, თითქოს იცოდა როდის მივცემდი შეხების უფლებას და როდის არა. თითქოს იცოდა რას ვფიქრობდი, რას ვაპირებდი... ვერ ვხვდები როგორ ახერხებდა ამას მაშინ, როცა მე მის თვალებში ვერაფერს ვხედავდი, საერთოდ ვერაფერს ! -ნახვამდის ელენე. გაოგნებული დამტოვა ოთახში. მოკლე კაბასაც არ უმოქმედია... არადა გაკვეთილზე ხომ.. ჯანდაბა ! კიდევ ერთხელ გავები მის მახეში ! სწორედ ამას აკეთებს, უნდა რომ დამაბნიოს, უნდა, რომ ბევრი ვიფიქრო მასზე.. უნდა ჭკუიდან შემშალოს, უნდა, რომ მასზე ფიქრში გავათენო და დავაღამო ! ისიც ისევე გიჟდება ჩემზე, როგორც სხვები ! აი რატომ იქცევა ასე! მისი ქცევების მოტივის პოვნით გახარებულმა, გემრიელად გავიცინე, მაგრამ გულს მაინც არ ასვენებდა რაღაც... -სულელი ხარ ელენე, სულელი, ის სხვებს არ ჰგავს,- ჩავილაპარაკე და საკუთარ თავზე ნერვებმოშლილმა, უხეშად მოვიგდე ჩანთა მხარზე. ნიკას მივწერე და ვუთხარი, რომ თავისუფალი ვიყავი. დღევანდელის მერე, მისი ღიმილიც შეიცვალა, მისი ტონიც, მისი კოცნაც... უკეთესობისკენ რა თქმა უნდა. მის მანქანაში ვიჯექი და რადიოში გაჟღერებული მელოდიის რიტმს ფეხს ვაყოლებდი. შევამჩნიე როგორ გამომხედა და გაიცინა ნიკამ. -რა?-ვკითხე სიცილით. -არაფერი, ძალიან საყვარელი ხარ,- კონპლიმენტი გამიკეთა და მისი დიდი მტევანი ბარძაყზე მოათავსა. გამეღიმა, არ გავქანებულვარ. -დღეს დიდი წვეულება იქნება, ხომ წამოხვალ? - რა თქმა უნდა,-ღიმილით ვუპასუხე და მის ხელს ჩემი ხელი დავადე. მგზავრობის დანარჩენი ნაწილი ჩუმი იყო. -ათი საათისთვის გამოგივლი,- გამაფრთხილა ნიკამ და ტკბილი კოცნა დატოვა ტუჩებზე. -კარგი,- გავუღიმე და სახლისკენ დავიძარი, კარებთან რომ მივედი, უკან მივიხედე. რა თქმა უნდა, მელოდებოდა, სანამ სახლში არ შევიდოდი, არ წავიდოდა. ხელი მსუბუქად დავუქნიე და კარები შევაღე. -აბა, როგორ მიდის საქმეები?-კარებშივე მომეგება დედა, რომელსაც წინსაფარი ჰქონდა მოხვეული და მივხვდი, რომ ვახშამს ამზადებდა. -კარგად, მამა სახლშია? -კი, ბუხარი დაანთო და გაზეთს კითხულობს. გამეღიმა, ყოველთვის მიყვარდა ბუხარი. ბავშვობიდან შევეჩვიე მის სითბოს, შეშის ტკაცუნის ხმა იავნანასაც კი მერჩივნა. ფეხმორთხმული ვკალათდებოდი ხოლმე მის წინ და გატრუნული ვუსმენდი ბებიის ზღაპრებს. ბებია... მგონი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. მის გასვენებაში პირველად ვიტირე ყველას წინ. პირველად და უკანასკნელად. ყოველთვის იცოდა რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ თავი კარგფად მეგრძნო, მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ მასაც სიგიჟემდე ვუყვარდი. პატარა პრინცესას მეძახდა, არასოდეს მოუმართავს სახელით... -უკვე დაბრუნდი?-ფიქრებიდან მამის მშვიდმა, ოდნავ ჩახლეჩილმა ხმამ გამომიყვანა, თავი დავუქნიე და ბუხრის წინ, ხალიჩაზე მოვკალათდი. -როგორ მიდის საქმეები? ჭირვეული მოსწავლე ხომ არ გყავს?-მკითხა ხუმრობით, დარწმუნებული იყო, რომ მე ყველაფერს გავართმევდი თავს. მაგრამ ის ხომ გოგას არ იცნობდა... -ყველაფერი ძალიან კარგადაა მამა,- მოვატყუე. ვერ ვიტანდი, როცა მას ვატყუებდი, მაგრამ როგორ მეთქვა, რომ გუშინ, პირველ გაკვეთილზე კედელს აკრული ვტკბებოდი გოგას ალერსით... ჯანდაბა ! ისევ ეს საზიზღარი ჟრუანტელი, რომელიც არასდროს მტოვებს, როცა გოგაზე ვფიქრობ. ნეტავ დღეს წვეულებაზე იქნება? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის მთავარი გართობაა და ვიცი, ადრე თუ გვიან, გოგაც გაებმება ჩემს მახეში. ისიც ისე შემევედრება, როგორც სხვა ყველა ! არ მაინტერესებს ის, რომ ძალიან, ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე, მე ყველაზე მაღლა ვდგავარ ! მე ყველაფერს გავუმკლავდებოდი, ამ მართლაც, რომ ჭირვეულ გოგა კაცაძესაც ! -დღეს სადმე აპირებ წასვლას?-მკითხა დედამ ისე, თითქოს იცოდა, რომ წასვლის უფლება უნდა მეთხოვა. -ჰო, ქეთის მშობლები ქალაქგარეთ წავიდნენ ხოდა მე და გვანცას გვთხოვა ჩემთან დარჩითო. იმედია არანაირი პრობლემა არ იქნება, არა? ქეთის მშობლები მართლაც ქალაქგარეთ არიან, მაგრამ რა საკვირველია, მასთან დარჩენას არ ვაპირებ. ქეთიც და გვანცაც წვეულებაზე იქნებიან. -კარგი, ოღონდ უსწავლელი არ წახვიდეთ სკოლასი,- გამაფრთხილა მამამ. -არა, არა, გოგასთან ყველაფერი მოვითავე,- დავამშვიდე. წამოვდექი, შუბლზე ვაკოცე და ოთახსი ავედი მოსამზადებლად. *** *სად ხართ ამდენი ხანი? ყველა გკითხულობთ !* *ნიკას ველოდები, მალე მოვალთ.* გვანცას ბოლო მესიჯიც გავუშვი და ტელეფონი ხელში დავიკავე. შავი კაბა მეცვა, უმკლავებო. მართალია გრილოდა, მაგრამ არაფრის მოცმას არ ვაპირებდი. ეს ერთ-ერთი ხერხია იმისთვის, რომ ბიჭის ქურთუკით დაბრუნდე სახლში, მე კი ძალიან მიყვარს, როცა ჩემი შეყვარებულის სამოსი მაცვია. ნიკას რა თქმა უნდ, არ ვეტყვი, რომ მინდა მისი ტანსაცმელი მომცეს, ეს თვითონ უნდა შემომთავაზოს. *პატარავ, გარეთ ვარ * ნიკას ტექსტური შეტყობინების წაკითხვის შემდეგ, თავი კიდევ ერთხელ შევიმომწმე სარკეში. შავი ფანქრის სქელი ფენა, კიდევ უფრო კარგად მიჩენდა ცისფერ თვალებს, უფრო მომხიბვლელს მხდიდა. თავი ღიმილით შევიქე, დედას ვუთხარი, რომ მივდიოდი და გარეთ გავედი. ნიკა მანქანას იყო მიყრდნობილი და ჩემს დანახვაზე, ულამაზესი ღიმილით დაეფარა სახე. მომწონდა მისი ღიმილი, ქათქათა კბილები კიდევ უფრო უნათებდა ისედაც თეთრ სახეს. ლურჯი ქუდი, რომელიც ქერა თმებზე ჩამოეფხატა უფრო საყვარელს ხდიდა. -შენ არაჩვეულებრივი ხარ ! მისი კონპლიმენტები ღიმილის დაფარვის საშუალებას არ მაძლევდნენ, სულელივით ვიღიმოდი და უამრავ მადლობას ვუხდიდი. გზაში მისი ხელი ისევ ჩემს თეძოზე ისვენებდა, არ ვსაუბრობდით, მაგრამ მანქანაში საოცრად სასიამოვნო აურა სუფევდა. -წვეულებიდან ადრე წამოვიდეთ,- მითხრა ნიშნის მოგებით და მივხვდი სადაც მთავაზობდა წასვლას. თავი ღიმილით დავუქნიე და ხელი ხელში გავუყარე. დიდ სახლში, რომლიდანაც მუსიკა გამოდიოდა, ერთად შევედით, „ჩვენების“ მოძებნა არ გაგვჭირვებია, ქეთი უკვე იდგა მაგიდაზე და ცეკვავდა. -ასე დათრობა როდის მოასწრო?,- სიცილით ვკითხე გვანცას. -არ იცნობდე მაინც,- მანაც სიცილით მიპასუხა და სასმელით სავსე ლურჯი ჭიქა მომაწოდა. მესამე ჭიქის მერე, უკვე ვგრძნობდი როგორ იჟღინთებოდა ალკოჰოლი სხეულში. გამოსახულებაც იმჟღვრეოდა, მაგრამ მაშინვე დალაგდა, როცა მეხუთე ჭიქაც გამოვცალე და ნიკას ხელი ჩავჭიდე. -ვიცეკვოთ,- განვუმარტე, როცა მისი გაკვირვებული მზერა შევნისნე. არც ის იყო ფხიზელი, მაგრამ არც ისეთი მთვრალი, როგორიც მე. თუმცა არც მე ვიყავი მთვრალი, ასე ვთქვათ, შეზარხოშებული გახლდით. -ვგიჟდები ამ სიმღერაზეეე !!-გახარებულმა წამოვიყვირე, ნიკას კისერზე მოვხვიე ხელები და ცეკვის ნაცვლად, მის ტუჩებს დავეწაფე. არც ის იყო წინააღმდეგი, ხელი საჯდომზე მაგრად მომიჭირა და მის სხეულს მიმაკრო. -ისეთი ტკბილი ხარ...-წამოილუღლუღა და კვლავ დაეწაფა ტუჩებს, ჰორმონები კანს აწყდებოდნენ და თავისუფლებას ითხოვდნენ. ცოტაც და აქვე გავუხსნიდი ქამარს. -ნიკა,- სიბრაზისგან ძარღვები დამეჭიმა, როცა ვიღაცამ ჩვენი კოცნა გაწყვიტა. -იქ ვიღაც გეძახის,- უთხრა უცნობმა, თავხოტორა ბიჭმა და ხელით აივნისკენ ანიშნა. -ვინ?-ნიკაც გაღიზიანებული ჩანდა. -არ ვიცი, სასწრაფოდო,- თქვა და დაგვტოვა. -ბავშვებთან მიდი, ახლავე მოვალ,- ცოტა არ იყოს გავღიზიანდი, როცა ნიკამ ვიღაც უცნობის გამო დამტოვა, ესეც დაემატა გაგიჟებულ ჰორმონებს და საბოლოოდ, ბართან აღმოვჩნდი, სასმელით სავსე ჭიქით ხელში. -მერამდენეა? -მუცელში რაღაც აიხლართა, როცა ბოხი ხმა მომესმა. მიბრუნება არ მჭირდებოდა, ვიცოდი ვინც იყო. -არ ვიცი, არ დამითვლია,- ცივად ვუპასუხე. -სამაგიეროდ, მე დავთვალე. სანამ საცეკვაოდ გახვიდოდი ხუთი ჭიქა ბალის არაყი დალიე, ახლა მეოთხე ჭიქა ტეკილას სვამ და მინდა გითხრა, რომ დათვერი,- ბოლო სიტყვები მკაცრად წარმოთქვა. საოცარია, რამდენიმე საათის წინ, ისე მექცეოდა, თითქოს მართლაც მისი მასწავლებელი ვიყავი. ახლა კი, ისე მეთამაშება, როგორც დიდი ხნის მეგობარს. არაფერი მიპასუხია, დაბნეულობისგან სწრაფად ჩავცალე შემდეგი ჭიქაც და ისევ გავავსე. გამიკვირდა, როცა არ გამაჩერა. რატომღაც მეგონა, რომ მეტყოდა -„საკმარისია, ელ, გეყო.“ „ზედმეტია ელ, სერიოზულად დათვერი.“- თუმცა, მე ხომ დამავიწყდა ! ეს თვიიით, გოგა კაცაძეა ! მას სულ ფეხებზე არ ვკიდივარ? მინდა დავმთვრალვარ, მინდა არა.. და ჰო, ელს კიარა, ის ელენეს მეძახის. -ჰეი, ახლა კი მართლა დამშვიდება გჭირდება,- ჩემდა გასაოცრად გამაჩერა, როცა კიდევ ერთხელ ავავსე სასმისი. -შემეშვი რაა,- უხეშად ვუთხარი და ჭიქა პირთან მივიტანე, მაგრამ დალევა არ დამანება. -ვიღაც ცუდ ხასიათზეა...- გამაჯავრა, ხელი იდაყვში ჩამავლო და კარებისკენ წამიყვანა. -ჰეეეი, საით???-უკვე ვღიზიანდებოდი. -დამშვდდდი ელენე, ჰაერზე გასვლა არ გაწყენდა..-აღარ შევწინააღმდეგებივარ, მეც ვხვდებოდი, რომ ძარღვებსი სისხლის ნაცვლად, ალკოჰოლი ჩქეფდა. უკანა ეზოში გამიყვანა, აქ სიმღერების ხმაც ნაკლებად ისმოდა. გადაჭრილ ხეზე ჩამომსვა და როცა დარწმუნდა, რომ არსად გავიქცეოდი, ხელი გამიშვა. ახლაღა მოვახერხე აღმენიშნა მისი შავი ტანსაცმელი. ეს ფერი საოცრად სექსუალურს ხდიდა... შავი მაისური, შავი ტყავის ქურთუკი, შავი, ოდნავ მოტმასნილი შარვალი და ასევე შავი ბატინკები. როგორი კარგი იყო... -მაკვირდები?- ახლაც კი არ ეშვებოდა ჩემს გაჯავრებას... ამაყი ღიმილით მკითხა, როცა შეამჩნია, რომ სულელივით მივშტერებოდი. -გიხდება შავი ფერი...- ალკოჰოლმა ზედმეტად თამამიც გამხადა, მშვენიერია. გაეღიმა, თავი შეათვალიერა და მერე ჩემს კაბას შეხედა. -შენც არანაკლებ...-ეს პასუხი ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო ჩემთვის. მეგონა, რომ დამცინებდა, მეტყოდა, რომ მომწონდა და ათასი სისულელე.. აი კონპლიმენტს კი საერთოდ არ ველოდი მისგან. -გმადლობ...- ისევ ალკოჰოლი ალაპარაკდა. ჩვენს შორის სიჩუმე ჩამოწვა. უხერხული სიჩუმე, რომლიდანაც გამოსავალს უეჭველად ვიპოვიდი სხვა შემთხვევაში, სიმთვრალეშიც კი, ოღონდ გოგასთან ვერა... ის რაღაც... არ ვიცი. არაფერი ვიცი მასთან, ვიცი ის, რომ საკუთარ თავზე კონტროლს მიკარგავს, გონებას მიფანტავს და აზრებს მირევს. ეს სიჩუმე არც მას სიამოვნებდა, უკანა ჯიბიდან სგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი პირით დაიკავა და სანთებელას დაუწყო ძებნა. ტყავის ქურთუკის ჯიბეში იპოვა, მოუკიდა. ღმერთო, როგორ უხდებოდა. ისეტი სექსუალური იყო, ისეთი მიმზიდველი. ჰორმონები ისევ შეთამაშდნენ, გულმა სწრაფად დაიწყო ბეთქვა და საოცარმა შეგრძნებამ დაიწყო მოგზაურობა მუცლის ქვემოთ. -მეც მინდა,- ვუთხარი მოულოდნელად. -რა?- მასაც გაუკვირდა. -სიგარეტი,- ოჰ, ალკოჰოლი...რამდენიმე წამით მომაშტერდა, მერე გაეღიმა და სიგარეტის კოლოფი ამოიღო. -არა, ახალი არა,- გავაპროტესტე და გამოწვდილი სიგარეტი არ გამოვართვი. ღიმილი კიდევ უფრო გაეზარდა. ჩვენს შორის დისტანცია შეამცირა, ჩემს წინ ჩაიკეცა, წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელი ბარძაყზე დამადო და სიგარეტი მისი ხელით მომიტანა ტუჩთან. ..გოგა.. მისი სქელი ტუჩები სიგარეტს მოხვია და გეფიცებით, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ იმ სიგარეტის ადგილას მე ვყოფილიყავი... მოქაჩვისას მისი ტუჩები უნებურად შეეხო ჩემს თითებს და ამან საერთოდ დამაკარგვინა აზროვნების უნარი. სისხლი ადუღდა და მჩქეფარე ტალღებივით მოაწყდა კანს, მხედველობა ამემღვრა, თავი ამტკივდა და ვგრზნობდი, რომ ერთადერთი, რაც ამ ყველაფერს გააქრობდა, ის სქელი ტუჩები იყო. წამის მეასედში, დაუფიქრებლად გადავაგდე სიგარეტი, ხელები სახეზე მოვკიდე და მხეცივით დავეწაფე ამ ნანატრ, სანუკვარ, ჩემთვის ყველაზე ძვირფას, ყველაზე სასურველ ტუჩებს... არ გამკვირვებია, როცა კოცნით მიპასუხა, მაგრამ ვერ აღვწერ იმ სიამოვნებას, რაც იმ წუთას განვიცადე. არაფერი, არაფერი სჯობდა... მინდოდა რაღაც ბუნების საოცარი ძალით, მივწეპებოდით ერთმანეთს, მინდოდა სულ მეგრძნო ეს ღვთაებრივი ტუჩები... მინდოდა შიმშილი, წყურვილი, სიცივე, მონატრება, ყველაფერი მათ გაექარწ....ბინათ ! მინდოდა მისი თხელი ხელები, რომლებიც ახლა ყელზე მომხვია, არასოდეს მომშორებოდნენ. მინდოდა იმ გრძელ, ალვის რტოსავით ლამაზ, გამოთლილ თითებს ყოველთვის ეთამაშათ ჩემი თმებით... ღმერთო, როგორ ძალიან მიყვარდა, როგორ ძალიან. ..ელენე.. ის მივიღე, რაც მინდოდა. როგორც იქნა გავიგე მისი გემო... როგორც იქნა მაკოცა. ხელი მსუბუქად ვკარი, ამ გადაჭრილ მორზე ჯდომა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო. მწვანე ბალახზე ფრთხილად გაწვა და წელზე მოხვეული ხელებით, მეც მის ზემოდან დამიწვინა. ამ დროის განმავლობაში, არც ერთი წამით არ მოსწყვეტია ტუჩებს. უნდა ვაღიარო, ვერ დავმალავ იმას, რომ ამის მერე გამიჭირდება ნიკას კოცნა... იმიტომ არა, რომ შემრცხვება ან თვალებში ვეღარ შევხედავ, უბრალოდ წარმოუდგენელია ამ კოცნის, ამ დიდი, ტკბილი, ფუმფულა ტუჩების შემდეგ, ნიკას შევეხო... მისი კოცნა ხომ ასეთი ცეცხლოვანი არ არის, მის კოცნაში არ ჩქეფს ამდენი გრძნობა. არ ვიცი, არ ვიცი რა აქვს ამ ბიჭს ასეთი, მაგრამ არ მინდა მოვშორდე. მინდა სიცოცხლის ბოლო წამამდე ჩემს ტუჩებს დააკვდეს და არც ერთი წამით არ გაწყვიტოს კოცნა. შევიშმუშნე, როცა გოგამ სახეზე მომკიდა ხელები და სახე გამაწვინა. ვერ მივხვდი რატომ გააკეთა ეს, თვალებში ჩამაშტერდა და ისევ ვერ მოვახერხე ვერაფრის ამოკითხვა. ასეთი თვალები არსად შემხვედრია... თითქოს როგორი თბილი, მაგრამ მაინც, ზრზინვამდე გაყინული... როგორი ღრმა, მაგრამ როგორი ზედაპირული... გოგამ ახლა მე დამაწვინა ბალახზე და ის მოექცა ზემოდან ისე, რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი. ფიქრებიდან გამოსულიც არ ვიყავი, როცა მისი ცხელი ტუჩები კიდევ ერთხელ ვიგრძენი ჩემზე. ამჯერად კისერს მიკოცნიდა, მისი გავარვარებული ტუჩებითა და ენით ყელზე მოგზაურობდა და კინაღან ვიკივლე, როცა კაბის დეკოლტე უხეშად ჩაწია ხელით და მკერდს დააცხრა. -შენ.. შენ ისეთი ხარ...-საჭირო სიტყვების მოძებნა უჭირდა, მაგრამ მისი პირიდან ამოსული ერთი ბგერაც კი, რომელიც ჩემთან ერთად განცდილი სიამოვნებისგან იყო, ბევრად მერჩია ნიკას მილიონ კონპლიმენტს. მკერდის მერე ისევ ყელს დაუბრუნდა, მაგრამ ვერ მოვითმინე. თმებში ჩავავლე ხელი და სახე ტუჩებთან მოვატანინე. ჩემი ბაგეები მისას დავაწებე და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ის საოცრად ტკბილი გემო... არ ვიცი რატომ ან როგორ, მაგრამ რამდენიმე წუთში კოცნა გაწყვიტა და უსიტყვოდ წამოდგა... თავბრუ მეხვეოდა, გაბრუებული ვიყავი და გამოსახულების გარჩევა მიჭირდა, ოღონდ ამჯერად ამის მიზეზი ალკოჰოლი არ ყოფილა... გოგა, ამ ყველაფრის ერთადერთი მიზეზი, გოგა იყო. ვერც მივხვდი ისე წამოვჯექი მასთან ერთად ბალახზე... სუნთქვა ორივეს გვიჭირდა, გეფიცებით, მისი გულის ბაგა-ბუგს გვერდით ჯდომითაც ვგრძნობდი. -შეგცივდება,- ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ქურთუკი გაიხადა და მომახურა. -გმადლობ,- არაა, ასეთი თავაზიანი არასოდეს ვყოფილვარ. --- ვსიო ახლა უნდა დავიწყო მადლობების გადახდა. მადლობა deamedo-ს რადგან ისევ მომყვება თავისი ტკბილი კომენტარებითურთ. მადლობა ელეს, რომელმაც მართლაც რომ „ბანანივით გამაწითლდა“ და მადლობა ანის, ვეცდები იმედები არ გაგიცრუო. კიდევ ერთი მადლობა თათას, შეიძლება იფიქროს რა მადლობას მიხდისო რადგან ჩემი ბოლო კომენტარი ცოტა უხეშად დავასრულე, მაგრამ მინდა იცოდეს, რომ მადლობელი ვარ რადგან გამოეხმაურა მოთხრობას. შეიძლება სხვასაც ეცნო, მაგრამ უბრალოდ გვერდი აევლო და თავი არ შეეწუხებინა. მან კი კომენტარი დაწერა.. მართალია მისი წარმოდგენა მცდარი აღმოჩნდა მაგრამ ვინმეს, რომ „ეპლაგიატა“ აუცილებლად მომეწონებოდა მისი საქციელი. აბა ჰეთ.. წაიკითხეთ და შემიფასეთ. ზოგი გაიფიქრებს რა მკითხველზეა დახამებულიო მაგრამ სიმართლე გითხრათ უბრალოდ მიხარია როდესაც ვხვდები, რომ ვიღაცისთვის ვწერ და ჩემი ნაწერი ვინმესთვის რამეს ნიშნავს. არ აქვს მნიშვნოლობა ნახვებს.. უბრალოდ ერთმა მომხმარებელმაც, რომ შემიფასოს ესეც ბევრს ნიშნავს და „შემფასებელთა“ რიცხვი, რომ იზრდება საერთოდ ყველაზე ბედნიერი მგონია ჩემი თავი. მიყვარხართ ყველა და რავიი ველოდები თქვენს თბილ და ტკბილ კომენტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.