წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (7 თავი)
ნუცა გოცირიძე ვენდისში შევიდა და იმ მაგიდისკენ წავიდა, რომლის ადგილიც ქეთამ უთხრა და სკამზე ჩამოჯდა. გაგა არ იყო მოსული. გაიფიქრა თავის ლამაზი პრინცესა არ უშვებსო. იმდენი ხანია ამ კაფეში დადის, მიმტანები უკვე სახეზე სცნობენ. ახლაც მიუახლოვდა მიმტანი ნატა ღიმილით. -გამარჯობა ნუც. რას ინებებ? - ნუცას გაეღიმა და უთხრა: -ცივი ყავა ბევრი ყინულით. თავი მისკდება და მალე უფრო უარესად გამისკდება! - გადაუშალა გული გოგონას და ისიც სიცილით წავიდა სამზარეულოსკენ. 5 წუთში ცივი ყავით ხელში დაბრუნდა და უცებ გამოსტაცა ხელიდან ნუცამ. გაგა არ ჩანდა. ნუცამ იფიქრა ეხლა ნიას დავურეკავ და იმის ნომერს გამოვართმევ კარგად რომ გამოვლანძღოო და ამასობაში მეორე ყავაც შეუკვეთა. ნიასაც დაურეკა და უცებვე ახალა: -შენი უხეში და უჟმური მაზლის ნომერი ნომერი მინდა. -ჰა? რად გინდა გაგას ნომერი? -უნდა ვუთხრა თუ როგორ ძალიან მიყვარს! - გამეწარებულმა უთხრა და გაგა დაინახა. -ჩემზე ლაპარაკობ არა? - ისევ „უჟმურობის ზენიტში“ სახე მიიღო და წინ დაუჯდა. -აბა ასე ტკბილად სხვაზე ვიზე უნდა მესაუბრა. - იგივე სახით უთხრა ნუცამ და ნიას გაუთიშა. -შენ ხარ ის ადვოკატი? - წარბის აწევით ჰკითხა და მიმტანი მოიხმო. -მე ვარ და რა სულელური საქმეა! ამას ხელს არ მოვკიდებ. - თქვა და ნატას გახედა რომელმაც გაგას მისცა მენიუ. -და მგონი უნდა შეგახსენოთ, ბატონო ნუცუბიძე რომ აქ საქმეზე ვართ და არა თქვენი ბიძაშვილის ქორწილში. შეგიძლიათ სხვა დროს ხეთქოთ! - მკაცრად თქვა ნუცამ. გაგამ მიმტანს რაღაც ჩასჩურჩულა და შემდეგ ნუცას მიუბრუნდა. -ჰო, მოკლედ გინდათ თუ არა მაინც მოჰკიდებთ. - ცინიკურად გაუღიმა. -რომელმა ჭკვიანმა გითხრა ეგ? შენმა ბაყაყმა? ისე ბაყაყის მოშინაურება არაა კაი საქციელი. ალბათ რთული მოსავლელია. - მაინც ვერ გაძლო ისე თინასთვის რომ არ წაეკბინა. თავიდან გაგას სახეზე ძალიან, ძალიან პატარა ღიმილმა გადაურბინა თუმცა სახე ისევ გაამკაცრა. -ჭირვეულ ბავშვზე უარესი მოსავლელი ნამდვილად არაა. - ნუცა ძალიან გაბრაზდა! ეს ბიჭი ნორმალური თუაო გაიფიქრა და საბუთებში ჩაყო თავი. -რომ დაგაჯარიმეს იმ ჯარიმას გადახდა უნდოდა. - ცინიკურად გაიღიმა გოგონამ. -ამერიკაში ამგვარი სისულელეები არაა! -მაგიტო კვდებიან მიყოლებით მაგ შენს ამერიკაში ავტოავარიების შედეგად. სხვათაშორის საქართველოში ხარ. -მე დავიქირავე ადვოკატი რომელიც დროს ჩემი ნერვების მოშლაში კი არა ჩემს დაცვაში დახარჯავდა. -ჩემს ადგილას სხვა ამ საბუთებს სახეში მოგაყრიდა და გეტყოდა ბანკის მისამართი ხომ არ გასწავლო ჯარიმა რომ გადაიხადოო. -ჩემს ადგილას სხვას კარგა ხნის ნაცემი ეყოლებოდი მაგ გამოხტომების გამო მიუხედავად იმისა რომ გოგო ხარ. - გაგა ნუცას მწარე ენას არ ჩამორჩენია. ძალიან ეშლებოდა ნერვები ნუციკოს და თან უკვირდა, ვიღაც ბაყაყის მომვლელს ნერვებს აშლევინებდა? -მგონი ჩემს მაგივრად როგორც მოიქცეოდნენ ისე უნდა მოგექცე. - გაიღიმა ნუცამ. ყავა მოწრუპა და საბუთები წინ დაუყარა. შემდეგ წამოდგა, ჩანთა გადაიკიდა, ტელეფონი აიღო და ღიმილით გაერიდა გაგას. -დაბადების დღეს გილოცავ ჭირვეულო ბავშვო. - ჩაიდუდუნა გაგამ. ეგონა ვერ გაიგონებდა ნუცა მაგრამ მშვენიერი სმენა ჰქონდა. -უმშვენიერესი სმენა მაქვს, იდიოტო. - არც მიბრუნებულა ისე უთხრა და კაფედან გამოვიდა. არ დავიწყებ იმაზე საუბარს თუ როგორი მოშლილი ჰქონდა ნერვები. წყევლიდა გაგას. გაგას ბაყაყს. იმ პოლიციელს ვინც დააჯარიმა. თავის დაბადების დღეს. ყველას და ყველაფერს! გადაწყვეტილი ჰქონდა მოვტყდები და სამსახურში აღარ ავალო და ამის ასრულებასაც აპირებდა როდესაც ნიამ დაურეკა. -ჰო ნია. - უპასუხა უხეშად. -რა მოგივიდა? გაგას ნომერი რად გინდოდა? ან მერე რას გამითიშე? ნორმალური ხარ ნუცა? - შეუტია ნიამ. ნუცამ გაიფიქრა ესღა მაკლდაო და თვალები გადაატრიალა. -მეზარება მოყოლა. -რა? - დაიყვირა დაქალმა. -კარგი. ესეიგი ადვოკატი სჭირდებოდა რაღაც სისულელეზე. ადვოკატი კი არა ჩემი ნერვების მოშლა სჭირდებოდა. ჰო და დაიგვიანა და უფრო უარესად მომიშალა ნერვები. ეხლა ისე ვარ შეიძლება შემომელანძღოს ყველა და ყველაფერი. მერე დაგირეკავ. - უთხრა და პასუხს არც დალოდებია ისე გათიშა. ქეთასგან მოუვიდა მესიჯი: „samsaxurshi amodi droze! Arc ifiqro datydoma!” შემდეგ გულში ისიც გამოლანძღა და სამსახურში აბრუნდა. -გაგა ნუცუბიძისთვის უარი გითქვამს? - გაკვირვებით ჰკითხა უფროსმა იმ წამს, რა წამსაც ნუცა მის კაბინეტში შევიდა. -მაპატიეთ, საქმეების ნაკლებობას ნამდვილად არ გავნიცდი. ისევე როგორც ზრდილობიანი კლიენტების. ამ ფირმაში არის უამრავი ადვოკატი და ნებისმიერს შეუძლია რომ მაგ კაცს ჯარიმა გადაახდევინოს. - უფროსს ხარხარი აუტყდა და ნუცას უთხრა შეგიძლია სახლში წახვიდე, მაინც დაბადების დღე გაქვსო. სახლში სულ სირბილით წავიდა. 4 საათი იყო და იფიქრა სანამ მამა მოვა დავიძინებო და ასეც მოიქცა. თუმცა ვინ აცდიდა დაძინებას? 15 წუთის ჩათვლემილი არ ჰქონდა, დათას ზარმა რომ გააღვიძა. -ნუციკოო! - ჩაჰყვირა ყურმილში და ძილის სურვილი სულ გაუქრო ნუცას. -ნორმალური თუ ხარ? - არც გოცირიძემ დააკლო და უფრო ხმამაღლა უყვირა. -სულ როგორ უნდა გეძინოს შენ? - სიცილით ჰკითხა ბიჭმა. -ეგრე. რა მოხდა? - იკითხა და ლოგინში წამოჯდა. -ექვსისთვის მარისთან იყავი. - თქვა დათამ და გათიშვას აპირებდა მაგრამ ნუცას ყვირილმა გააწყვეტინა. -არ გათიშო! ვერ მოვალ. მამაჩემი უნდა ვნახო და ბოდიში რა.. თუ მალე გამომიშვა ამოვალ. ისე ვერა. -ოჰ! მაინც და მაინც შენს დაბადების დღეზე უნდათ შეხვედრა? - მკაცრ ხმაში სიცილი შეეპარა. -ზუსტად ჩემი დაბადების დღე რომაა მაგიტომ უნდათ. - კისკისი აუტყდა ნუცასაც. -კარგი, აბა დაიძინე მიდი. -რაღას დავიძინებ! გამაღვიძე უკვე! - შესჩივლა. -არაფერი მოგივა, თავიდან დაიძინებ. პაკააა. - ბოლო სიტყვა გაწელა და ნუცას უფრო აუტყდა ხარხარი. -კარგად. - ტელეფონი გათიშა და მამამისს გადაურეკა. იმან უთხრა ჩვენს სახლში მიგიყვან და ცოტა წესიერად ჩაიცვიო. ნუცას წესიერად ჩაცმა ნამდვილად არ ეშლებოდა. ისეთი გარეგნობა ჰქონდა ყველაფერი უხდებოდა და გიჟდებოდა ლამაზად ჩაცმაზე. შავი მოკლე კაბა, მოკლემკლავიანი ლურჯი მაისური და სანდლები ამოიცვა. გრძელი თმა ჩაიწნა და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა. 16 წლის იყო მისი მშობლები რომ დაშორდნენ. უკვე ‘დიდი გოგო’ იყო და ბევრი არ უდარდია. თავიდან დედამისთან რჩებოდა მაგრამ მალე მაკა ვიღაც მილიონერზე გათხოვდა რომელსაც ტიპიური ქართველი ძერსკი ეჯდა სახლში და იქ ვერ გაძლო. მამამისთან რომ წავიდა, იქ მართლა დაინახა რა იყო ოჯახი. შესანიშნავი ცოლი ჰყავდა გოგას. სულ თავზე ევლებოდა და ლამაზ თვალებშიც ეტყობოდა რომ ნუცა ძალიან უყვარდა. 2 წელი მათთან ბედნიერად ცხოვრობდა და დედამისთან ურთიერთობა უფრო და უფრო ურთულდებოდა. ამ გართულებებმა პიკს მაშინ მიაღწიეს, როდესაც შორენას და გოგას პატარა ბიჭი, ნიკა ეყოლათ და ნუცამ დედა უფრო მიივიწყა. 18-ის რომ გახდა, საკუთარი სახლი მოითხოვა და მამამისმა საყვარელ ქალიშვილს ეს სურვილიც აუსრულა. ახლა, გოგა და ნუცა სახლში მიდიან. გოგონას თავის ძმა დიდი ხანია არ უნახავს და ძალიან ენატრება. -დაბადების დღეს გილოცავ დაიკო! - კარის გაღებისთანავე მიეხუტა ნიკუშა ნუცას თავზე კლოუნის ქუდი ჩამოაფხატა. -როგორ მომენატრე! - უთხრა ნუცამ და ბიჭი ხელში აათამაშა. 6 წლის ბავშვის კვალობაზე საკმაოდ მძიმე იყო და იმ წამსვე დასვა. -გამარჯობა შორე. - ღიმილით ჩაეხუტა ნუცა დედინაცვალსაც. -გილოცავ, საყვარელო. -ხომ იცით როგორ ვერ ვიტან. - გაიცინა და დივანზე წამოგორდა. ნიკა კი ზემოდან დაახტა. -იცი მე შეყვარებული მყავს! - დაიწყო მოყოლა ნიკამ. - იმასაც ნუცა ჰქვია და ძალიან, ძალიან საყვარელია, მერე გაგაცნობო. ნუცამაც უთხრა, აბა როგორ არ უნდა გამაცნო, საქმეებს ჩაიგიწყობთო და ამაზე ნახევარი საათი ხარხარებდნენ გოგა და შორენა. -ნუციკო... - დაიწყო მამამისმა და წამოდგა. - ვიცი რო ვერ იტან საჩუქრებს... თან ესეთებს. -აუ, მამა არ გინდა რა... - დაიწყო ჭირვეულობა ნუცამ. -არდადეგები იწყება. შვებულებას აიღებ და წახვალ ნიუ-იორკში. 2 კვირით მეტით არა. - თავიდან კი გაბრაზდა მაგრამ ნიუ-იორკის იდეა ისე ძალიან მოეწონა რომ მაშინვე ჩაეხუტა მამამისს. ძალიან გვიანი არ იყო გოგამ მანქანა მარიამის კორპუსის წინ რომ გააჩერა. ქალიშვილი გადაკოცნა და უთხრა, ფრთხილადო. ჭკუაზე არ იყვნენ მარისთან. კარგად გალეშილები და ‘ხოდზე’ მყოფები დახვდნენ ნუცას. როცა თქვა ნიუ-იორკში მივდივარო, უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა თუმცა მერე მან ატეხა ხარხარი. დაწყნარდით, 2 კვირითო და ყველა მოეშვა. ... სიბნელე, სიჩუმე. ოთახში მხოლოდ მთვარის შუქი აღწევს. ცივა... გამხდარ, ჟღალთმიან გოგონას თითქოს რაღაც აკავებსო. ვერც ყვირის, ვერც მოძრაობს. პანიკაშია. ფეხის ნაბიჯების ხმა ესმის და იმასაც ვერ ახერხებს რომ მობრუნდეს, რათა დაინახოს ვინ მოდის. თუმცა მალე ბიჭი ზუსტად მის პირდაპირ დგას და მთვარის შუქიც ზუსტად სახეზე ეცემა. კარგად ჩანს მისი ყველასგან გამორჩეული ოკეანისფერი თვალები. თვალები რომლებიც ისევ მკვლელი მზერით უყურებენ. აი ისე, როგორც პირველი დანახვისას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.