შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყოველ წამს გითმობ (9)


9-03-2015, 15:05
ავტორი kesoo
ნანახია 2 639

–ნუუც ჩამოდი რაა შენ სახლთან ვარ
–რა იყო, მოხდა რამეე?
–რო ჩამოხვალ გეტყვიი
–მათე მაშინებ უკვე
–მალე, მალე ჩაიცვი

–რა იყო მოხდა რამეე?
–მომენატრე –ხელები ძლიერად შემოხვია სასურველ სხეულს და ხარბად შეისუნთქა სასურველი სურნელი
–როგორ შემაშინე სულელო... მეც მომენატრე –ლოყაზე მიაწება ბაგეები
–მინდაა სანამ წავალ სულ შენს გვერდით ვიყო…
–კონტრაქტს მოაწერე უკვე ხელი?
–კი. სად წავიდეთ?
–სადაც გინდა
–რამდენიმე დღით ბათუმში რომ წავიდეთ წამოხვაალ?
–ახლაა?
–კი, ახლაა
–გაგჟდიი?
–ანუ არ გინდა?
–კი, მინდა, მაგრამ მერე სწავლა?
–რამდენიმე დღით. შუალედურები თუ არ გაქვს გააცდინე რა
–კარგი მაგრამ, მაისში ბათუმში რა გვინდა?
–კარგი, მაშინ სხვაგან წავიდეთ. შენ გაიქეცი ჩანთა ჩაალაგე და ერთ საათში გამოგივლი
ნახევარი საათი ყელგამოწეული დასდევდა ნუცა ლიაკოს ოთახიდან ოთახში და სასაცილო მიმიკე ბით სთხოვდა მათესთან ერთად გაეშვა. ბოლოს როგორც იქნა დაითანხმა და ერთ საათში უკვე ბათუმისკენ მიმავალ გზას ადგნენ.
სასტუმროში ცალ–ცალკე ოთახები აიღეს. მაისურაძე უდიდეს მოთმინებას და პატივისცემას გრძნობს მათესგან და ეს ძალიან ახარებს. მის ყოველ მოქმედებასა და სიტყვაში გრძნობს, როგორი დამოკიდებულებაც აქვს მამაკაცს მის მიმართ. იცის, რომ უყვარს და ზედმეტს არაფერს აკადრებს, სანამ ამის დრო არ მოვა. არ გავს იმ მამაკაცებს, რომლებიც მხოლოდ სექსზე ფიქრობენ, მითუმეტეს ახალ იდეალური შანსი აქვს ამისთვის, მაგრამ მაინც ნუცაზე ფიქრობს და არ უნდა რამე დააძალოს. იცის რომ ჯერ მზად აარაა ამისთვის და მოთმინბით ელოდება. ამაზე საუბარი ჯერ არც ქონიათ, არ უნდა ამით ნუცას დაკომპლექსება.
საღამოს ჩავიდნენ ბათუმში და დაღლილებმა სასტუმროს რესტორანში ივახშმეს. მაისის ბათუმის ნახვის სიამოვნება მომდევნო დღისთვის გადადეს და თავიანთ ოთახებში განაწილდნენ.
დილით კარზე კაკუნმა გააღვიძა მაისურაძე. სწრაფად შემოიცვა ხალათი და კარის გასაღებად გაიქცა . სასურველი სხეულის დანახვისას მიეწება მამაკაცს და ლოყაზე ხმაურიანი კოცნა დაუტოვა
–გეძინა აქამდე?
–რა იყო?
–ჩაიცვი და წავიდეთ რა
–სად?
–ეშმაკის ბორბალზე უეჭველი.
–მეშინია სიმაღლის
–ხოდა მითუმეტეს
–კარგიი, შეგიძლია გახვიდე და ჩავიცმევ
–თუ გინდა ეგრე წამოდი –გამომწვევად აათვალიერა ვარდისფერ ხალათში გამოწყობილი მაისურაძე და სიცილით გავიდა ოთახიდან
–ისე ღირსი კი ხარ , მართლა ასე რომ წამოვიდე
–10 წუთში გამოვალ
–და მინიმუმ ნახევარი საათი კართან მოგიწევს ლოდინი
ისე სწრაფად გავიდა „არდადეგები“ ვერც კი მიხვდნენ. რამდენიმე საათში ისევ თბილსიში უნდა დაბრუნბულიყვნენ. ორივეს ძალიან უჭირდათ უკან დაბრუნება. ძალიან განიცდიდნენ მათეს წასვლას, მაგრამ ერთმანთს არცერთი უტყდებოდნენ, გულისსიღრმეში კი ორივეს ძალიან ტკიოდა.
ახვლედიანმა სახლამდე მიაცილა ნუცა და კართან დატოვა. გახარებული მოეხვია მონატრებულ მშობლებს და ლიზას დანახვაზე სასწრაფოდ ოთახში გააქანა სალაპარაკო გვაქვს.
–რამ გაგაგიჟა გოგო?
–უნდა დამეხმარო რაა
–გისმენ
–მოკლედ, სანამ წავა მინდა რომ რამე სიურპრიზი გავუკეთო. ისეთი რაც ყველაზე მეტად გაეხარდება
–რო მოიტაცო?
–შენ ხო დამეხმარები?
–შენ რა მართლა მოგეწონა ეს იდეა?
–ლიზუ სერიოზულად იფიქრე რაა
–სახლში რო დაადგე ყვავილებით?
–კარგი შეგიძლია აღარ იფიქრო
–რატო?
–მოვიფიქრე უკვე –კმაყოფილმა გადახედა მეგობარს და კომპიუტერს მიუსხდნენ. ყველაფერი მოსასწრები აქვთ გეგმის განხორციელებამდე.
ჯერ გასვიანს არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ უკვე ძალიან რომ შეწუხდა კითხვებით ყველაფერი მოუყვა და კმაყოფილებით შემოკრა ტაში
–გენიოსი ხარ!
–მთავარია მოვასწროთ


______________________
ძალიან დიდი ბოდიშით დაგვიანებისთვის, მაგრამ ვერ მოვახერხე დაწერა. ვიცი, რომ ესეც ძალიან პატარა თავია, მაგრამ სულ არაფერს მაინც ვარჩიე დამედო, შემდეგში უფრო დიდ და საინტერესო თავს შემოგთავაზებთ love დიდი მადლობა ყველას love



№1 სტუმარი litrle girl

Eseigi,axla mogcem me rchevebs,gamovtvam pretenziebs da sawyenad ara,istoris gamosworebistviis...
1. Ecade momentebi gawelo,ert tavshi ise swrafad moxda movlenebi...
2. Aucileblad gazarde tavi,patarebis dadebas sjobs ar dado,da ert tavshi agwere 2dgis moqmedebebi...
3.banalurebi arrminda iyvnen ra,es banaluroba mklavs >_<
4.nu kide bevri rragaceebia,magram jer amatz izrune...
Rac sheexeba istorias,azri chade iseti,rom mkitxvelis intriga gamoiwvios,grznobebi ecade ziitadad nucasi iyos da gadmoeci vrclad
siyvarulit me

 


№2  offline წევრი kesoo

litrle girl
Eseigi,axla mogcem me rchevebs,gamovtvam pretenziebs da sawyenad ara,istoris gamosworebistviis...
1. Ecade momentebi gawelo,ert tavshi ise swrafad moxda movlenebi...
2. Aucileblad gazarde tavi,patarebis dadebas sjobs ar dado,da ert tavshi agwere 2dgis moqmedebebi...
3.banalurebi arrminda iyvnen ra,es banaluroba mklavs >_<
4.nu kide bevri rragaceebia,magram jer amatz izrune...
Rac sheexeba istorias,azri chade iseti,rom mkitxvelis intriga gamoiwvios,grznobebi ecade ziitadad nucasi iyos da gadmoeci vrclad
siyvarulit me

ძალიან დიდი მადლობა შენ love შევეცდები გავითვალისწინო love

 


№3 სტუმარი vaxo_123

მალე დადე რა შემდები თავიი

 


№4 სტუმარი mariami

love love ძალიან მომწონს.ველოდები შემდეგ თავს მთელისულით და გულით. ნიჭიერიხარ love

 


№5  offline წევრი Merri

აუუსადაა შემდეგი თავიი...რატო აღარ გააგრძელე..ამდენი ხალხი გელოდებით...გთხოვ არ მიაგდო...გააგრძელე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent