ყველა ფერი {7}
ამაოდ ცდილობდა თავი დაეძვრინა მამაკაცის მარწუხებისგან,ვაკო მასზე გაცილებით ძლიერი იყო და დინასაც თანდათან იმედი ეწურებოდა. ბოლო ხმაზე ყვიროდა მიშველეთო,თუმცა ახლომახოს კაციშვილს ვერ დაინახავდით,თითქოს ყველა ერთად აორთქლდა ქუჩიდან.უწყვეტად მოსდიოდა ცრემლები და ახლა უკვე მუდარაზე იყო გადასული,მაგრამ ვაკო ხელს არაფრის დიდებით არ უშვებდა და კვლავ ავტოსადგომისკენ მიათრევდა. უკვე ყველა იმედი გადაწურული ქონდა როცა უკნიდან საშინელი ღრიალის ხმა მოესმა,იმის ძალაც აღარ ქონდა შერჩენილი რომ მიბრუნებულიყო,მხოლოდ მაშინ გაახილა თვალები როცა სიმსუბუქე იგრძნო და საყრდენგამოცლილი იქვე ჩაიკეცა. შიშით ამოიხედა და როცა მის წინ ჩამუხლულ ავალიანს მოკრა თვალი უფრო მწარედ ატირდა და კანკალი დაეწყო.ამაოდ ცდილობდა გიგა მის დამშვიდებას,დინა ვერაფრით წყნარდებოდა. თავის მკლავებშ მოიქცია გალეული სხეული და ყველგან კოცნიდა სადაც კი მიუწვდებოდა. -ჩუ დინა,ჩუ, დაწყნარდი,ყველაფერი რიგზეა,გთხოვ ნუღარ ტირი ვერაფერს დაგიშავებს,შემომხედე, აი ასე ყველაფერი მორჩა პატარავ,ჩუმად დააყოლა გონებაში დარქმეული სახელი და ნაზად შეახო ცხელი ბაგეები დინას შუბლს. -გიგა,შენ რომ არ მოსულიყავი .. -მაგაზე არ იფიქრო,ყველაფერი მორჩა,მე დაგიცავ,ყოველთვის დინა,არაფრის შეგეშინდეს,არავის შევარჩენ შენს ცრემლებს, ბუტბუტებდა ავალიანი და თან მთელი ძალით იკრავდა ისედაც ტკიპასავით აკრულ დაშნიანს. -რა ხდება აქ, მკაცრად იკითხეს იმ წუთას მორბენილმა ბიჭებმა ხან დინას აცრემლებულ სახეს უყურებდნენ,ხან იქვე უგონოდ მყოფ ვაკოს. -დინას მოსაძებნად გამოვედი და დავინახე რომ ეს ახვა** მის მოტაცებას ცდილობდა. -შენი დედა შევ***,შეიკურთხა ბექამ და წიხლი ამოარტყა იმ წუთას აზრზე მოსულ ვაკოს. -მე დინას წავიყვან სახლში,ამასთან მერე გავასწორებ ანგარიშს, ხელში აიტატა დინას სხეული,რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში წუთით არ მოშორებია გვერდიდან. მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსა და თავისი პიჯაკი მხრებზე მოახურა.სწრაფად მოუარა და მძღოლის ადგილას მოკალათდა თვითონ. სწრაფად დაძრა მანქანა და თხუტმეტ წუთში უკვე თავის სახლთან იყო.კვლავ ხელში აყვანილმა გადმოიყვანა უკვე ჩაძინებული სხეული და თავის საძინებელს მიაშურა.ერთი ხელის მოსმით გადააძრო კაბა და თავისი მაისური ჩააცვა. საგულდაგოლოდ ამოუკეცა საბანი და თვითონაც მის გვერდით მოთავსდა. უყურებდა ტირილისან შეცვლილ სახეს და ბრაზი თავიდან იპყრობდა,ახლა რომ მის გერდით ყოფილიყო ვაკო ალბათ ვერავინ გამოსწიწკნიდა ხელიდან,წეღანაც ეგ ბედი ელოდა იქ რომ დინა არ ყოფილიყო,თუმცა მაშინ მისთვის პრიორიტეტული შეშინებული გოგო იყო,რომელიც იმდენად იყო დაუძლურებული რომ ფეხზე დგომის თავიც აღარ ჰქონდა. მთელი ღამე თვალი არ მოუშორებია მისი სახისთვის,როდესაც ძალიან დაცხა პერნგი და მაისური გაიხადა,მაგრამ შარვალი კვლავ თავის ადგილას დატოვა.არ უნდოდა ახლადგაღვიძებულ დაშნიანს თავი უხერხულად ეგრძნო ან რამე სხვანაირად გაეგო. დინა მთელი ღამე ბორგავდა,მანამ არ დაწყნარდა სანამ თავი ავალიანის მკერდზე არ მოათავსა და მას არ ჩაებღაუჭა.მისი სიახლოვით დენდარტყმულმა გიგამ უფრო მაგრად მოხვია მკლავები მის სხეულს და კმაყოფილებისგან გაეღიმა.მხოლოდ მას შემდეგ მისცა თავს ძილის უფლება,როცა დაშნიანის მშვიდი გულისცემა იგრძნო. დილა უჩვეულოდ დაიწყო. ჯერაც არ იყო გამოფხიზლებული,მაგრამ მაინც გრძნობდა ვიღაცაზე მთელი სხეულით რომ იყო აკრული და ეს უკანასკნელიც მთელი ძალით უჭერდა ხელებს.როცა არსებული სიტუაცია გააანალიზა სასწრაფოდ ჭყიტა თვალები და ავალიანის დანახვისას ერთდროულად გადაუარა სიამოვნებისა და სიმშვიდის ღიმილმა. პირველად ჰქონდა შანსი რომ ასე ახლოდან შეესწავლა მისი სახის ნაკვთები.მძინარეც საშინლად სიმპათიურად ეჩვენა.მონაცვლეობით დაატარებდა თავის პატარა ხელებს მის სახეზე,ხან გამობურცულ,დიდ ტუჩებზე მოეფერა,ხანაც წამოზრდილ,საოცრად რბილ წვერზე,რომელიც გიგას ყოველთვის ერთ დონეზე ჰქონდა შენარჩუნებული და დაშნიანში აღფრთოვანებას იწვევდა,რადგანაც მას მუდამ მოსწონდა წვერებიანი ბიჭები. გულმა ვეღარ მოუთმინა და ფრთხილად შეახო თუჩები შუბლზე,შემდეგ ლოყაზე, როდესაც ტუჩებს გაუსწორა მზერა ერთიანად გაწილთლდა,უკან გაწია თავი,მაგრამ გიგას ხელების სწრაფი მოძრაობით კვლავ მისი სახის პირისპირ აღმოჩნდა და შეიგრძნო ასე სანატრელი ბაგეები,რომელიც ახლა მოწყურებულად და მომთხოვნად სწავლობდნენ დაშნიანის ტუჩებს.გოენბა დაებინდა,ეგონა მოწყდა ყვეაფერს და სამოთხეში გადაინაცვლა,თუმცა როცა გიგას ტუჩები მოშორდა კვლავ მოუწია დედამიწაზე დაშვება. ხმას ვერ იღებდა .იმდენად იყო გაოგნებული და ნასიამოვნები.მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როცა იგრძნო ნელნელა როგორ მოშორდა გიგას სხეული და ახლა ზევიდან დააცქერდა მის აწითლებულ ბაგეებსა და ლოყებს. -ეს..ეს რატომ გააკეთე,ძლივს მოიბრუნა ენა ორი სიტყვის სათქმელად -ყველაფერზე ვილაპარაკებთ პატარავ,ოღონდ ახლა არა,წამოხტი ეხლა რამე მოვამზადოთ,კარგი კვება გჭირდება,თვითონ სწაფად წამოდგა და კარადასთან მივიდა მაისურის ასარჩევად. ძლივს მოაშორა დინამ მის სხეულს თვალი და კვლავ აუწითლდა ლოყები. -აქ საიდან გავჩნდი სახლში რატომ არ წამიყვანე? კითხა თან საწოლის ალაგება დაიწყო -შენთან მარტო ვერ დაგტოვებდი შეშინებული იყავი,თანაც შენ გეძინა,მე კი შენს ჩანთაში ხომ არ დავიწყებდი არა ძრომიალს და გასაღების ძებნას ? ესმაკურად ჩაიცინა ავალიანმა. -და კაბა რატომ გამხადე?შეეცადა გაბრაზებული ხმა მიეღო,თუმცა აწითლებულმა ლოყებმა და დაბნეულობამ ამის საშუალება არ მისცა. -კაბა დასვრილი გქონდა და ჩემს ლოგინში მასე ვერ ჩაგაწვენდი, კვლავ ეშმაკურად იღიმოდა ავალიანი,თან ეტყობოდა კარგად ხალისობდა დინას დაბნეული სახის გამომეტყველებით. -მორჩი კითხვებს ახლა და წამოდი სამზარეულოში -მოიცა,კიდევ რაღაც მაქვს სათქმელი -გისმენ,შემოტრიალდა და თვალებში ჩააცქერდა -მადლობა, წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებო.. -ჩუუ,ერთი ნაბიჯით მასთან გაჩნდა ავალიანი და მკლავებში მოიქცია აცახცახებული სხეული. -მაგაზე აღარ იფიქრო,საერთოდ გააქრე ეგ ადამიანი შენი გონებიდან,ჩათვალე რომ ვეღარასდროს ნახავ,ყურში ეჩურჩულებოდა თან ეფერებოდა სანატრელ სხეულს. ერთად შეუდგნენ საუზმის მომზადებას,ავალიანი ბლინებს აცხობდა.დინა კი სალათას ჭრიდა. შეუძლია დაიფიცოს რომ ასე სასიამოვნოდ დილა არასდროს გაუტარებია,მშვიდად ისაუზეს,შემდეგ კი კვლავ ერთად მიალაგეს სამზარეულო. -ჩემი წასვლის დროა გიგა,ჩუმად თქვა დინამ და თავი ჩახარა -ჩემს შარვალს მოგცემ,ამოიცი და სახლში წაგიყვან,დაისვენე,საღამოს გამოგივლი,სალაპარაკო გვაქვს, თავი ააწევინა და შუბლზე კოცნის კვალი დაუტოვა.ორივეს გააჟრჟოლა,ორივემ იგრძნო სამუდამოდ მახეში იყვნენ გაბმულები და მათი „შველა“ უკვე შეუძლებელი იყო. ისიამოვნეთ,სიყვარულით თქვენი მალაიზია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.