შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილების გამყიდველი (ნაწილი მერვე)


9-03-2015, 22:22
ავტორი Girlfromlondon
ნანახია 4 827

***
ისეთი „მოზუთხული“ იყო მარიამის წითელი კაბა ჩემ ტანზე რამის გული შემიწუხდა.
უკვე კარგა ხნის მოსულები ვიყავით,მე კიდე ერთ ადგილზე დაკვესებული ვაცეცებდი თვალებს.
-მარი საპირფარეშოში გავალ კაბას შევისწორებ-ვუთხარი გაგუდული ხმით
-რა შესწორება გინდა მშვენივრად გაქვს-მითხრა ლევანის თვალიერებაში გართულმა
-ვიგუდები მგონი მარი -ვთქვი სიცილით და სკამი ოდნავ გამოვწიე .
მოცეკვავე ხალხის გროვას გვერდი ღიმილით ავუარე უცბათ ვიღაცის მკერდზე ,რომ აღმოვჩნდი აკრული და ერთი კარგი ბზრიალი გამაკეთებინა .
თვალები კაკლისოდენა გამიხდა და მეც უნებურად ავყევი სიმღერას.
-რას შვრებით ბატონო გაბრიელ-ძლივს დავირეგულირე ხმა და წელზე მჭიდროდ შემოხვეული ხელის დაიგნორება ვცადე
-შენ რას შვრები ანასტასია ?
-მე ?-გავიკვირვე უცებ-რას ვშვრები მე ?
-მაგიჟებ -ჩამჩურჩულა დახშული ხმით და ცხვირი ლოყაზე გამიხახუნა
-თქვენ რა დალიეთ ? -დავაიგნორე მისი არაპროგნოზირებადი პასუხი
-თავს რატომ ისულელებ ?
-მე ვისულელებ ? რა მეტყობა ? ჯობს ადგილზე დავბრუნდე
-სიმღერა ჯერ არ დასრულებულა
-ზედმეტი მოგდით - ვუთხარი მაშინვე როცა უფრო მჭიდროდ მიმიკრო მკერდზე და სუნთქვა უკვე შეუძლებელი გახდა
-სპეციალურად აკეთებ ამ ყველაფერს ?
-რას ვაკეთებ სპეციალურად -გული მომივიდა მე
-მიზიდავ.-გამომიტყდა გულწფერად , ან რა გამოტყდომა უნდოდა .
ისეთი მოულოდნელი იყო მისი სიტყვები კინაღამ დავიხრჩვი.
-მე თქვენ ვნებების დასაკმაყოფილებლად არ გამოგადგებით -ვუთხარი ჩასისხლიანებული თვალებით და სასწრაფოთ დავტოვე იქაურობა.


***
„აი რა მოყვა შენ თამაშს ანასტასია“ -კიდევ ერთი ფრაზით გავლანძღე ჩემი ფრაზი უცბათ მხარზე შეხებამ,რომ შემაშინა.
თვალები სიხარულით ამიციმციმდა უკან მდგომი ჩემი ძველი კლასელი,რომ დავინახე .
-დათო შენ აქ საიდან -დავიწყე ღიმილით და ცალი ხელით მოვეხვია
-მეგონა ეგ მე უნდა მეკითხა -მითხრა სიცილით
-მე ბატონი გაბრიელის კომპანიაში ვმუშაობ და შენ ?
-მე ნატალიას საქმრო ვარ.თქვენი თანამშრომელი კომპანიის უფროსის შვილის
-რაააა? -წამოვიყვირე უცებ და ალბათ თვალებიც გამიფართოვდა.
ის და გაბრიელი ხომ ერთად .
ღმერთო რა უწესო ქალია .საქმრო ყავს და გაბრიელთან დაძვრება.
არადა როგორ უცინის ამ ბიჭს თვალები და რა იცის რას აკეთებენ ხოლმე ის და გაბრიელი კაბინეტში.
-გინდა გაგაცნო ? -მითხრა სიცილით
„არათქო“ მინდოდა მეთქვა ,მაგრამ ისე უცბათ წამათრია იქვე მდგარ ნატალიასკენ ,რო სიკვდილიც კი მომინდა.
არადა მე რატო . ნატალიას უნდა შერცხვენოდა ჩემი .
-ნატალია ძვირფასო -მხრებზე ხელი მოხვია დათომ
ღიმილით მოტრიალდა ქერა ჩვენკენ და დამიჯერეთ ის ღიმილი ტირილად თუ არ გადაექცეოდა არ მეგონა.
„აი რა პატარაა ეს თბილისი.ყველა ყველას იცნობს .ამიტომ სანამ რამეს გააკეთებ კარგად უნდა დაფიქრდე“
გავიფიქრე ჩემთვის და ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა.
-ძვირფასო გაიცანი ეს ტასოა,ჩემი ბავშვობის მეგობარი.
-სასიამოვნოა.-დაიწყო გაწელილად.-მე ნატალია , დათოს საცოლე
იმდენი შენ რა გითხარი რაც „სასიამოვნოა“ ჩემი გაცნობა და რაც არ მიცნობ.
მეც მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლე და დათოს კითხვაზე „როგორი გოგოაო?“ „კარგითქო“ ვუპასუხე და თან ცერა თითი ავწიე.
ნეტა მეხი არ დამეცეს ამ ტყუილისთვისთქო ვინატრე და „მოსიყვარულე“ წყვილს გავეცალე.

***
ისე მოვიწყინე იქ ყოფნით რამის გული შემიღონდა.
ისე გავიპარე გარეთ ვერც ვერავინ შემნიშნა.
ისე მომიჭირა ფეხსაცმელმა რამის ყვირილი დავიწყე.ცალკე ეს წითელი კაბა .ისე მიჭერს გეგონება სადმე გავიქცევი.
ფეხსაცმლიდან ოდნავ ამოვწიე ფეხები და კიბეებზე ჩამოვჯექი.
ეხლა რა კარგი იქნებოდა ჩემი რბილი საწოლი. ტკბილი ძილი ერთი-ორი დღე .
„ნუ ოცნებობ ტასოო“ -დამეჯაჯღუნა ალტერეგრო და მეც იძულებული გავხდი ფიქრები შორს გამეფანტა.
-გაცივდები
ეს ბიჭი გადამრევს.გამაფრთხილოს მაინც როდის იწყებს ლაპარაკს.
-მგონი ზედმეტი დალიეთ და ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობთ რაც არ უნდა ილაპარაკოთ .
-სექსუალური ,რომ ხარ არავის უთქვამს შენთვის ?-მკითხა სიცილით
-კი ბევრს -ჩავილაპარაკე ჯიბრით.-მაგრამ უფროსს არა
-ხოდა პირველი ვარ რა გინდა
-ქალბატონი ნატალიას საქმრო გავიცანი . უფრო სწორად საქმოს ვიცნობდი და ხელეხალი სტატუსით გამაცნო დათომ „ნატალია“-ჩავილაპარაკე ცინიკური გამომეტყველებით და ეჭვი მაქვს მიხვდა კიდევაც ჩემ ქმედებას.
-კარგი გოგოა ნატალია-ჩაილაპარაკა ღიმილით
-ალბათ ვნებებს კარგად გიცხრობთ,მაგრამ ჩემთან ასეთ რამეებზე ლაპარაკი არ გინდათ.
-მემუქრები ? -დამცინა ისევ
-თქვენ ჩემი უფროსი ხართ .ესეც ,რომ არა მე ბავშვი ვარ. თავხედი ბავშვი -ვუთხარი ღიმილით
-ბავშვი ,რომელიც მეთამაშება.-მიმიხვდა ჩანაფიქრს
-მე არ ვთამაშობ
-და ამ თამაშ-თამაშში თვითონ არ გაებას მახეში -შემახსენა ღიმილით
-მე არავის მახეში არ ვებნმევი. ეს თქვენ ცდილობთ რაღაცეები დამაბრალოთ. თან ამ საღამოს ზომაზე მეტს ლაპარაკობთ.
-ჩემ დიშვილს მაგონებ.ისე საყვარლად ტლიკინებ ვერ ვბრაზდები
ისევ შემადარა პატარა ბავშვს და მერე მიზიდავო მეუბნება.
ამას მემგონი მწყობრში რაღაც არ აქვს.
-ხო მართალიხართ .ბავშვი ვარ ბავშვი.და თქვენ აარამგონია პედოფილი იყოთ
-სასაცილო ხარ ანასტასია სასაცილო.შევიდეთ გაცივდები.
ხელის მოძრაობით მიბიძგა წამოდექიო . მეც წავყევი.
იმ საღამოს მეტხანს არც შევხვდედრილვარ გაბრიელს.
კი არადა მეტჯერ აღარ გვილაპარაკია. რაღა უნდა გველაპარაკა ისეთები მითხრა რამის იქვე გამიხეთქა გული.
იმდენი ვიწუწუნე „წავიდეთ , წავიდეთ-მეთქი“ ბოლოს მაინც დავიყოლიე მარიამი.
ლევანიმ მე წაგიყვანთო გამოიდო თავი.
როგორც იქნა ეს ბიჭიც მიხვდა რაღაცეებს.თვალი ჩავუკარი მარიამს და წინა სავარძლისკენ ვუბიძგე .
მე კიდევ წითელ კაბაში „გამოკვეხილი“ მოვთავსდი უკანა სავარძელზე .



***
სახლში მისულმა ფრთხილად გავიხადე მარიამის სანაქებო წითელი კაბა.
იქვე პატარა სავარძელზე მივკიდე და ფეხების ტყაპუნით შევედი აბაზანაში.
ისე გამიტყდა იქ ყოფნა ისიც კი ვიფიქრე „აქ ხომ არ დავრჩეთქო“.მაგრამ მერე სიცილით ვუარყავი ჩემი დებილობა მოსაზრება და ხალათშემოხვეული გამოვტანტალდი ოთახში.
ჩემი საყვარელი დათუნებიანი საღამური გადავიცვი და სარკეში ჩავიხედე.
ლოგინში უცბათ შევძვერი და ტელეფონი მოვიმარჯვე ხელშ.
„რა ქენით გოგო“-მივწერე მარიამს
„რა უნდა გვექნა“
„რა მე არ გითხრა გზაში ? ან ყავაზე არ დაპატიჟე?“
„რავიცი კარგად გამოიყურებიო.მერე კიდე რაღაცეები მკითხა :D“
„მეკრიჭე გოგო ეხლა.მითხარი ნორმალურად .ვრცელი პასუხი.ვანგა ვარ ,რომ მივხვდე „რაღაცეები“ რეებია ?“
„კარიგ ჰო მკითხა შეყვარებული თუ გყავსო“
„მარიამ ბოლომდე მომწერე რა ნაწყვეტ-ნაწყვეტ მწერ“-გავბრაზდი მე
„მეტი არაფერი თითქმის.მე ვუთხარი არათქო.მერე რაღაცნაირად შემომხედა.იცი როგორ ? აი საყვარლად ,რომ იცის ხოლმე.და ნომერიც ჩაიწერა“
„რაღა არაფერი გოგო ,მოსახდენი მომხდარა“-სიცილით გავაგზავნე ესემესი
„წავედი მე დავიძინებ და ვიფიქრებ ლევანჩოზე“
„მიდი ჰო მიდი“- მივწერე ღიმილით და ტელეფონი ისევ ტუმბოზე დავაბრუნე .

კარგად გემრიელად გადავეხვიე გადასაფარებელში და სველი თმები გვერდზე გადმოვიწიე კიდევ ,რომ დაიწრიპინა ტელეფონმა.
„ეს ხო იძინებდა ,რაღა უნდა“ ჩავილაპარაკე მობეზრებულად და ხელი ტუმბოზე გადავწიე.
ძლივს ვიპოვე ტელეფონი და ისევ საბანში ჩავძვერი.
ესემესი ჩქარა გავხსენი და თვალები გამიფართოვდა.
„ტკბილი ძილი ენატლიკინა ბავშვო“-ეწერა იქ .
„ეს ბიჭი მართლა გაგიჟდა“ -გავიფიქრე სიცილით და ტელეფონი ბალიშის ქვეშ ამოვდე.

გთხოვთ სიდიდეზე ნუ მომცემთ შენიშვნას.ვცდილობ,რომ ყოველდღე დავოდ და მოცულობაც გავზარდო.უბრალოდ ბევრი დრო არ მაქვს.
იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ



№1  offline წევრი Tako_Latibashvili

Bavshvi Naxe :D ♥
Dzalian Dzalian Magariaaa ♥
Yochag ♡

 


№2  offline წევრი Unnamed

Bavshvi :D eg bavshvi iqneba ro gaagijebs :D

 


№3  offline მოდერი ლილიანა

უფ კაია ძალიან
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline მოდერი MyLove

ჩემიი ტასიუსი :D
გაბრიელი ნახე რაა.
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline წევრი Annee

აუ რა კარგიაა ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent