ნერვებზე მოთამაშე (4)
-რაო?რა ჩაიბურტყუნე?!-მიუბრუნდა ბიჭს ბიჭიაშვილი და წარბები შეკრა. -რა უნდა მეთქვა ელენ? -ელენ-ს რატომ მეძახი?! -იმიტომ რომ ასე მომწონს. -ამისგან ხომ წესიერ პასუხს ვერ მიიღებ რა! -ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ ელიმ და ფანჯარაში გაიხედა. -რაო გოგიტომ, გავქრი შენი ცხოვრებიდანო?-სიჩუმე გულბანის ცინიკურმა ტონმა გაკვეთა. -გოგიტოს, წამოსვლა არ უნდოდა.. -არ თქვა რომ მაგ ა*ვარს ეხვეწებოდით, წამოსულიყო!-გაფითრებულმა მიაბრუნა სახე გოგონასკენ. -წინ იყურე, თუ შეიძლება! იქნებ მიმახეთქო რომელიმე ხეს და დაიდო ჩემი ვალი!-თვალები დააბრიალა ელენემ და ბიჭს გზისკენ მიუთითა. -გუშინ კი არ დამიწყია მანქანის ტარება გოგო!!-შეუტია გულბანმაც. -გოგოს სახელი აქვს ალექსანდრე!-ბრაზისგან სახეზე წამოწითლდა. ყველაზე მეტად იმას ვერ იტანს, "გოგო"-თი რომ მიმართავენ, შეიძლება, ხმა არ გასცეს უახლოესი შვიდი დღე. -გავბრაზდით ქალბატონო?-ისევ ირონია გაურია ხმაში გულბანმა. -შენ რატომ უნდა გაგიბრაზდე?! -რა ვიცი, აბა აბუზღუნდი და.. -არ ავბუზღუნდი! -აი, ახლაც ბუზღუნებ! -ღმერთო ჩემო, მომაცილეთ ეს ვირი!-თვალები გადაატრიალა ბიჭიაშვილმა და თავზე ხელისგულები მიიჭირა. -თავი არ გამაწეწინო შენ!-გამოსცრა გულბანს და საჭეს ჩააფრინდა. ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ მიადგნენ ერთ-ერთ რესტორანს, სწრაფად გადმოვარდა მანქანიდან და შენობაში შესულ წყვილს უკან დაედევნა. დანარჩენებიც უკან გაყვნენ. არ ყოფილა ეს ტრადიციული სადღეგრძელოები, უბრალოდ ბედნიერებას და სიყვარულს ადღეგრძელებდნენ. -ერთი ლამაზი სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ,-ფეხზე წამოიზლაზნა ალექსანდრე და მოკრძალებული ზომის ჭიქა თლილ ხელებში შორის მოქიცია. -ეს და ლამაზი სადღეგრძელო, ახლოს არიან ერთმანეთთან!-ჩაიბურტყუნა ელენემ და ალექსანდრეს გამჭოლ მზერას თვალი აარიდა. -ყველამ ყველაფერი ვადღეგრძელეთ, გარდა ისეთი სიყვარულისა, როგორიც ჩვენს ანდრიასა და ნინიას აბადიათ, თქვენნაირი სიყვარული მართლა ათასში ერთია! ანდრი, მაგრად გაგიმართლა, ნინიასნაირ გოგოს რომ შეხვდი, ყველა მისნაირი არ არის, მართლაც, სანთლით საძებნელია შენნაირი რძალი, ნინ.. ბევრ გოგოს ვიცნობ, ერთი განსაკუთრებით მხიარულია, მას იმდენად დიდი სინათლე შემოაქვს ჩემს სიცოცხლეში, ვიდრე, ოდესმე მზეს შემოუტანია, ის ჩემი სიხარულია, ჩემი გულის განუყოფელი ნაწილი, ის რასაც მას ვაჩუქებ, სხვისთვის ვერასოდეს გავიმეტებ.. ვაი, რომ ამ გულს არ ესმის, ვინ უნდა შეიყვაროს, ის იმას ირჩევს, ვინც სინამდვილეში მასში იყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაიბადა. ის ჯერ კიდევ მაშინ ჩაისახა ჩემში, როდესაც მე პირველად ამოვისუნთქე, როდესაც ჩემმა გულმა, პირველად გაიღო სისხლი სხეულის თითოეული ორგანოსთვის. მე როცა მოტიტინე ლამაზმანს უკან დავდევდი და თმას ვაწიწკნიდი, ის ჩემს გულს დარაჯობდა.. ახლა ამხელა კაცი ვდგავარ თქვენს წინ და ფაქტიურად სიყვარულს ვუხსნი ჩემს ერთადერთ საარსებო წყაროს, რომელიც ყველაზე ნათელი გამოსხივებაა ჩემს ყველაზე ბნელ, ბინდ-ბუნდით მოცულ ცხოვრებაში. ის ამას ვერ ამჩნევს, მე არ ვაძლევ უფლებას, შეამჩნიოს ჩემი გრძნობები, ის ამას ვერ გაიაზრებს! მაგრამ, დრო ყველაფრის მკურნალია და მის სუსტ გონებასაც მოევლება.. ახლა კი იმ სიყვარულის სადღეგრძელო მინდა შევსვა ჩემთვის ჯერ ცალ მხრივი რომაა, თქვენთვის, ანდრია, ნინ, სასიცოცხლო წყარო!-ყველა გაყუსული უსმენდა მთელი გრძნობით წარმოთქმულ სიტყვებს, ბიჭიაშვილს, რატომღაც უსიამოვნოდ გაჰყკა გულში ალექსანდრეს სიყვარულის ამბავმა. -შენ ძმაო, დამწვარხარ სიყვარულით და ვერ გაგიგია!-ჩაიცინა ლექსომ. -მე კი ვიცი, ეგ ხუნტრუცა არსება ვინცაა, მაგრამ.. უახლოეს მომავალში მოვკვდები, ეგ თუ გავამხილე!-ჩაიხითხითა საბამ და ხაჭაპურის ერთი ნაჭერი მთლიანად გადაყლაპა. -საჭმლის მშთანთქველი ფაბრიკა ხარ შენს ძმობას ვფიცავვარ!!-ღიმილით დაჰკრა მხარზე ხელი საბას ანდრიამ. -ახლა მე მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო, ორი წუთით,-ფეხზე ყოველგვარი ჭიქის და სასმლის გარეშე წამოდგა ნინია. -ნინუ, რამე მოხდა?-ანდრიაც წამოიზლაზნა ფეხზე. -დაჯექი, გასვიანო, სიურპრიზი მაქვს შენთვის!-მხარზე ხელი შეახო ლომთაძემ და ისევ უკან დააბრუნა. პატარა, მოკრძალებულ სცენაზე ავიდა და ორ გოგონას ღიმილით მიესალმა, ერთ-ერთს ფანდური გამოართვა და მიკროფონში კიდევ ერთხელ გააჟღერა მისი სასიამოვნო ხმა. -ვიცი, არც ერთმა არ იცის ჩემი ფანდურისტობის ამბავი,-ჩუმად ჩაიცინა და ამღვრეულ თვალებში ჩააჩერდა ანდრიას,-ჩუმად დავძვრებოდი ხოლმე, მას შემდეგ, რაც ანდრია თბილისში წამოვიდა, ნუ.. არ მინდა მაგის გახსენება, მოკლედ შემიფასეთ ნამღერი.-ისევ გაიღიმა და ფანდურის სიმებს ხელი ჩამოკრა. "გაზაფხულის წვიმა მინდა, მე აპრილის თქეში, გვირილის და მზის შეხვედრა ატმის სამყოფელში.." ანდრიას გამალებული გულის ცემა ალბათ მთელს დარბაზს ესმოდა. ეს გოგო ჭკუიდან შლიდა, მისი ამოუწურავი შესაძლებლობები ყოველ დღე აკვირვებს. სულ ახალ-ახალი მასტერ კლასებით აკვირვებს გასვიანს ნინია. ყველაზე მდიდარია, იმიტომ რომ ნინუ ჰყავს გვერდით ანდრიას, მის გარეშე ალბათ იქნებოდა, როგორც ადამიანი ჩონჩხის გარეშე. არ გავა დღე, მისი კოცნის გარეშე არ წავიდეს სამსახურში. არ გავა დღე, მას რომ არ დაურეკოს ყოველ ერთ საათში. არ გავა დღე, თბილი სიტყვები რომ არ უთხრას. არ გავა დღე, მის გარეშე ერთი ჩასუნთქვა გააკეთოს. როგორც იქნა მორჩა სიმღერას ნინია, თორემ ლამისაა გული გაუსკდებოდა ანდრიას. იმდენ სიამოვნებას გვრიდა ამ გოგოს ხმის ყოველი იოგა, წამში მილიონჯერ რომ ჩაესმოდა, შეიძლება მისულიყო და იქვე ჩაეკრა გულში. იქვე დაეკოცნა თბილი ტუჩები. -ეს ყველაფერი არ არის!-თითი გამაფრთხილებლად დააქნია და ფანდური მესაკუთრეს დაუბრუნა. -დროზე რძალო თორემ, დაემართა ინფაქტი გასვიანს!-მხიარულად გასძახა მუმლაძემ ლოყებაწითლებულს. -პატარა რომ ვიყავი, თოჯინებით არასოდეს ვთამაშობდი, პირიქით, სულ მანქანები და სათამაშო იარაღი მიტაცებდა. რომ წამოვიზარდე, ჩემს თაობასთან სრულ კონტრასტს ვქმნიდი, მე არ მიყვარდა პარფიუმერია და ა.შ. ახლა რატომ ვახსენე თოჯინები... ჩემო საქმროვ, ცხრა თვის შემდეგ, შენი დახმარება დამჭირდება, ერთი თოჯინა უნდა გავზარდოთ, ხოლო, მანამდე, ცხრა თვის განმავლობაში, ჩემს დაკრულზე ცეკვა მოგიწევს! ხომ გვიყიდი შოკოლადებს მამიკო?-ხმა დააწვრილა მუცელზე ხელი დაისვა. ყველა გაშტერებული უყურებდა ანდრიას. ყველა მის რეაქციას ელოდა. ის კი იჯდა და გაურკვევლობაში მყოფი მისჩერებოდა ნინიას მუცელს. მერე თვალს მომდგარი ცრემლი უკან გადაისროლა და ბარბაცით მივიდა თავდახრილ ნინიასთან. -ნინუ..ჩემი ნინუ.. ჩემს ნინუში ჩემი პატარა ანგელოზი ზის?! ჩემი პატარა პრინცესა ზის? ყველაზე, ყველაზე ლამაზი არსება მალე ჩემთან იქნება? მე მამას...მამას დამიძახებს და შენ.. შენ დედიკოს?-დაჰიპნოზებულივით ჩურჩულებდა და დიდ ტორებს მუცელზე დაასვენებდა. აცრემლებბულ თვალებში ჩახედა ცოლს და მისი სახე ხელებში მოიქცია,-შენ ხარ ჩემი, ჩემი არსებობის წყარო ნინუ.. შენს გარდა არავინ და არაფერი მინდა, მიყვარხარ,-ამოიხრიალა და თბილად შეახო ტუჩებზე აკანკალებული ბაგეები. დარბაზში ატყდა აურ-ზაური, წივილ-კივილი, ყველა ერთმანეთს ეხვეოდა, ყველა ერთმანეთს კოცნიდა. -ნათლია გავხდები, ტო!! ავოე! ყველაზე მაგარი ნათლია ვიქნები მე!-ბოლო ხმაზე ღრიალებდა საბა და მუშტებს კრავდა. მრავალი კითხვა დააყარეს სუფრასთან დაბრუნებულს. ისიც დარცხვენილი ეუბნებოდა პასუხს. დაღლილი გავიდა ელენე ვერანდაზე. ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და თვალდახუჭულმა გაუღიმა სივრცეს. გვერდით შეუმჩნევლად დაუდგა ალექსანდრე.. დიდხანს უყურა გოგონას, მერე სიგარეტს მოუკიდა და მანაც იმ სივრცეს გახედა, რომელსაც ელი უღიმოდა. -ელენ..-თქვა ჩუმად. -ხო,-გასცა მშვიდად პასუხი, ისე რომ თვალი არ გაუხელია -ვინმე გიყვარს?! ეს კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო ბიჭიაშვილისთვის, რომ თვალები დაჭყიტა. -რატ..რატომ მკითხე?! -მიპასუხე!-კატეგორიული გაუხდა ტონი გულბანს. -კი, მიყვარს,-ხელები გადააჯვარედინა და ჯიქურ ჩააჩერდა ირონიულად მომღიმარ თვალებში. -ჰო?!-ნელ-ნელა მიუახლოვდა გოგონას და სახეზე ღიმილმოფენილი აესვეტა წინ. ახლოს. იმდენად ახლოს, რომ ერთმანეთის სუნთქვას გრზნობდნენ. -და, რა ჰქვია შენს სიყვარულს?! -რა საჭიროა სახელი?მთავარია, რომ მიყვარს! -გიყვარს?! -აჰამ, ძალიან! ისე, როგორც შენ გიყვარს, ვიღაც გოგო,-წამში ამხილა თავი ბიჭიაშვილმა. ამხილა. ზუსტადაც ამხილა. მართლაც რომ არ ესიამოვნა, ალექსანდრეს სიტყვები სხვას რომ ეკუთვნოდა. ეგოისტი და მესაკუთრეა საშინლად, ახლაც, საშინლად გაბრაზდა, გულბანმა მისი გრძნობების ამბავი რომ კითხა. რა, არ აქვს უფლება უყვარდეს?! გულბანს თუ უყვარს ასე მოწიწებით ვინმე, არ შეიძლება მასაც უყვარდეს? საერთოდ, თვითონ რატომ ყოფს ამ გოგოს საქმეში ცხვირს?! ვინც უყვარს, უყვარდეს ის! შეეშვას ბიჭიაშვილს და მის გრძნობებს. -ყველაზე უნიჭო მატყუარა ხარ,-ღიმილით შეახო ფრთხილად ღაწვზე გავარვარებული ტუჩები ბიჭიაშვილს და ვერანდა დატოვა. ასევე ვერანდაზე, გაშტერებული ბიჭიაშვილი'ც დატოვა! --------------------- --------------------- --------------------- --------------------- --------------------- --------------------- --------------------- ------------ეს პაწაწუნა თავი დავდე დღეს მაპატიეთ რაა!! გუშინ დენი წავიდა და ბედი ჩვენი ტელეფონი 100%მდე მქონდა დატენილი, თორემ ამასაც ვერ დაბწერდი! როგორც დანარჩენები არც ამ ისტორიას ვაქცევ ბრაზილიურ ტელენოველად, არც შვილებს გავატაცებინებ,აარც ქალებთან შევუსწრებ არც ერთს. ეს ისტორია, მინიმუმ 10 თავი იქნება! მერე კი სიურპრიზი მაქ თქვენთვიიის :დდ სიყვარულით ლუციუსი! პ.ს შემდეგი თავი იქნება ხუთშაბათს და ვეცდები, კი არა და დიდ თავს დავდებ!!! კიდევ ერთხელ მიყვარხართ!!! :დდ ჰო, თუ ვინმეს რამე პრობლემა გაქვთ, დამამატეთ ფეისბუქზე_ ლუცი'ფერი ყველა კითხვაზე გაქცემთ პასუხს, რაც გაინტერესებთ!!! ლავ იუუუუუუ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.