წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (8 თავი)
8 თავი წამოხტა. ანერვიულებული ფეხშიშველი გავიდა სამზარეულოში და ონკანიდან წყალი დალია. რაღაცას მიეყუდა და თვალები დახუჭა. ყოველ დღე კი არ ხედავდა გაგას სიზმარში. ორი დღის ჩამოსულია ნიუ-იორკში და უკვე ყველა საშინლად ენატრება! სულ ბარებშია ბოლო დონეზე ერთობა მაგრამ მაინც სულ სხვაა შენს გიჟებთან ერთად რომ ერთობი და ნუცამ ეს ძალიან კარგად იცის. საათს დახედა. გათენების 5 იყო. იფიქრა საქართველოში საღამოს 8 იქნებაო და სკაიპი ჩართო. არვ შემცდარა. გიორგი ხაზზე იყო და უცებვე დაურეკა. -ვა ნუცა! მოიცა მანდ ეხლა დილის 5 არ უნდა იყოს? - გაიკვირვა გიოგიმ. -გამეღვიძა. - გაიცინა ნუცამ და გარემო მოათვალიერა. გიოს გარდა არავინ ჩანდა არადა ხომ იცოდა რომ მთელი სასტავი იქ იქნებოდა! -ბავშვები სად არიან? - ჰკითხა გაკვირვებულმა. -რომელ ბავშვებზე ლაპარაკობ. - სიცილი აუტყდა გიორგის და კადრი გამოძრავდა. ნუცამ იფიქრა ალბათ ლეპტოპი აიღოო. ასეც იყო. გიორგი აივანზე მიქროდა სადაც ყველა იდიოტს ერთად მოეკრა თავი. ეწეოდნენ. -ღმერთო ლიკა გამოდი აქეთ! - დაიყვირა ნუცამ მაშინვე და ინატრა ნეტავ იქ ვიყო ბიჭებს რას ვუზამდი ორსულთან რომ ეწევიანო. -ვა, ნუც! - გაეცინა ლაშას. -ვაიმე გამოიყვანე ეგ შენი ცოლი მაგედან! - ყვირილი გააგრძელა ნუცამ. -კაი ნუცა დაწყნარდი. - გაიცინა ლიკამ და ბიჭებს მოშორდა. -რას შვები? - ჰკითხა დათამ და უეცრად კადრში გაგა გამოჩნდა სიგარეტით. უცებ გათიშა ნუცამ კამერა და მიაშტერდა... ამდენი ხანია ‘იცნობს’ ამ უჟმურ, ნერვების ჭიას და მხოლოდ ახლა მიხვდა თუ რამდენად სიმპატიური იყო ის. -ნუც აქ ხარ? - გაიგონა დათას ხმა. -ხო, ხო კამერას სჭირს რაღაც. რას შვებით აბა? ხო ხართ კარგად ჩემ გარეშე. - ბოლო სიტყვები ისეთი დიდი ნაღველით თქვა ბიჭებს ეგონებოდათ მალე ტირილს დაიწყებსო. -ჰო და კადრი შენზე რომ გადმოიტანო გიორგი არ გაწყენს. შენი ბიძაშვილის ნახვა ისეც მეყოფა. - წაკბინა და გაიღიმა. დაინახა როგორ გადააქნია გაგამ თავი და ჩაეცინა. -ნუც მიდი დაიძინე 5-ია ჯერ მანდ. -მერე გგონია ადვილია საქართველოს და ამერიკის დროზე ტრიალი? -ნუციკოო! - გაისმა ნიას წვრილი ხმა. -ნიაკოო! - არც ნუცამ დააკლო და სიცილი აუტყდა. -ვიცი მე შენი კამერის გაფუჭება. ჩართე დროზე დაგინახო! - იცოდა ნუცამ რომ ამას ვერ მოატყუებდა და კამერა ჩართო. -უიმე არ მოგიხდა ეს ნიუ-იორკის ჰაერი გოგო რას გავხარ! - შესჩივლა. -გინდა რო ფეხით ჩამოვიდეს ეხლა და თავი წაგაცალოს? - ხარხარი აუტყდა დათას. -აი, მიცნობს, დაუჯერე. - თვალი ჩაუკრა ნუცამ ნიას და იმასაც სიცილი აუტყდა. -კაი ვიხუმრე ხო. მალე ჩამოხვალ? -2 დღეა აქ ვარ, იქნებ დამაცადოთ? -გაცდით, გაცდით და 2 კვირის მერე რო აღარ მოგინდება ჩამოსვლა, მერე ნახავ როგორ ჩამოვალ ფეხით! ცოტა კიდევ ილაპარაკეს. შემდეგ კი ნუცას ძილი მოერია და მაშინვე ლოგინზე დაენარცხა. 2 კვირა ძალიან, ძალიან ნელა გავიდა. ენატრებოდა ნუცას თბილისი. თავის სახლი. მეგობრები. ყველაფერი! ისე უნდოდა თბილისში წასვლა, თინას ბაყაყობას და გაგას სიუჟმურესაც კი აიტანდა. დადგა 3 ივლისიც და ეღირსა ნუცას დაბრუნება. აეროპორტში გიჟების სრული შემადგენლობა იდგა ხელში დიდი ფორმატით: „ვე’ლ’ქამ ბექ ნუტსა!“ ამაზე ატეხილი ხარხარი უზარმაზარმა და უთბილესმა ჩახუტებამ დაარღვია. „არ აქვს მნიშვნელობა ლონდონი უფრო მაგარია, პარიზი თუ ნიუ-იორკი. თუ თბილისი შენი სახლია ეგაა შენი ერთიც, მეორეც და მესამეც.“ 10 ივლისს ნუცა ჩვეულად იჯდა სასამართლოში და ყველანაირად ცდილობდა კაცის დაცვას, რომელიც ლოთ ქალს მათ საერთო შვილს ართმევდა. სხვა შემთხვევაში სულ აქვს ხოლმე ტელეფონი გამორთული, მაგრამ ვერ გაუძლო გულმა და რადგან იცოდა, ლიკა დღე-დღეზე იმშობიარებდა, სულ ჩართულს ტოვებდა. უხერხული კი იყო მაგრამ მაინც უპასუხა უცხო ნომერს. რა იცი მაინც რა ხდებაო და ჩუმად ჰკითხა: -რა გინდა ან რომელი ხარ! -შენი დაქალი მშობიარობს! - გაიგონა გაგას ხმა და თვალები გაუფართოვდა. იქ რა ამბები დატრიალდა, დეტალებში რომ გიამბოთ, ეს მოთხრობა ნამდვილად არ მეყოფა და კიდევ უნდა დავწერო რამე მეტი. ამიტომ უბრალოდ გეტყვით, რომ „ჭუაზე არ მყოფი“ ბავშვის მომავალი ნათლია, ისეთი სისწრაფით გამოვარდა სასამართლოდან, სულ დაიკიდა მოსამართლეც და ხალხიც. საშინლად ცხელოდა და სული დაეხუთა სანამ მანქანით საავადმყოფოსთან მივიდა. ლიკას წივილი მთელს შენობაში ისმოდა ნუცა კი დაკარგული ბავშივით ეძებდა მეგობრებს. -ლიკა ჭავჭავაძე... - სწრაფად მივარდა შემოსასვლელში ექთანს. -მესამე სართულზეა. - გაიცინა გოგონამ და ნუცამაც მადლიერების ნიშნად გაუღიმა. ლიფტს არ დალოდებია. სულ კაკუნით აირბინა 3 სართული და გზაში ქუსლების გამომგონებელი ‘აქო’ და ‘ადიდა’. თუმცა როდესაც დერეფანში საკაცეზე ლიკუნა დაინახა რომელც განწურული ყვიროდა და წიოდა: ანა მომაშორეთო. ლაშა ხელზე ეფერებოდა და მის დამშვიდებას ცდილობდა, გაეცინა. დანარჩენები დერეფანში იყვნენ მიმოფანტულები და იცინოდნენ. -ნუცა მომითრიეთ რო ეს გაათრიოს! - დაიღიალა ლიკუნამ და ნუცაც ზუსტად მაშინ გაჩნდა მის წინ. -აქ ვარ ლიკ. - თქვა და სახიდან ოფლი მოსწმინდა. - დაწნარდი, გავათრევ იმას. -ნუც მტკივაა! - წაიტირა ლიკამ. -აუ გამაყუჩებელს არ უკეთებენ? - ჰკითხა ლაშას. -დაკავებულია ექიმიო... - ჩუმად უთხრა ნუცამ. -რას ნიშნავს დაკავებული ნორმალურები თუ არიან საერთოდ? - ხმას აუწია ნუცამ და ექთანს მთავარი ექიმის კაბინეტის ადგილი სთხოვა. -ნუცა არ აიღო ეხლა მთელი საავადმყოფო ხელში თორე მე მივახრჩობ იმ ექიმს! - სიმწრით დაიყვირა ლიკამ და ამ დროს გამოვიდა ექიმიც. ექთნებმა ლიკა პალატაში შეიყვანეს და 10 წუთის შემდეგ „გიჟების სასტავიც“ შიგნით შეუშვეს. -აუ ძალიან მეშინია. - ტირილი დაიწყო ლიკუნამ. მაშინვე მასთან მივიდა ნუცა და ჩაიხუტა. -რის გეშინია გოგო. აქ არ ვართ? ხელში ავიღებთ მთელს საავადმყოფოს. - გაიცინა ნუცამ. ასე ხან რას წამოიყვირებდა ლიკა ხან რას 2 საათის განმავლობაში. შემდეგ ექიმმა თქვა მშობიარობა დაეწყოო და ყველანი გარეთ გამოგვყარეს მარიამი კი საოპერაციოში გადაიყვანეს. რთული მშობიარობა ჰქონდა. დღის 4 საათზე დაწყებული მარიამის ყვირილი 12-ზეც არ იყო შეჩერებული. ლაშამ მოითხოვა მეც უნდა დავესწრო მშობიარობასო. რაღაცაზე ხელი მოაწერინეს და ისიც საოპერაციოში შეაგდეს. ნუცა და სხვები კი მოსაცდელში დარჩნენ იმის მოლოდინში თუ როდის დაიბადებოდა სასტავის „ყველაზე განებივრებული ბავშვი“ ექიმი რომ გამოვიდა პირველის 3 წუთი იყო. ყველა ერთად წამოიშალა მაგრამ ექიმმა თავი გააქნია. რამის კისერში წვდნენ ისე წელავდა სათქმელს. -არ დამთავრებულა მშობიარობა თუმცა მალე დამთავრდება. უბრალოდ ძალიან რთული მშობიარობა იყო და გილოცავთ. - ნუცამ ხტუნაობა დაიწყო და ნიას და ანას ერთად ჩაეხუტა. -ჩემი ნათლული იბადებაა! - ბედნიერი ხმით დაიყვირა. -კიდევ იტყვი მიწეპებულებზე რამეს? - წარბები აათამაშა დათამ. -დღეს არა დათ. მხოლოდ დღეს. - თვალი ჩაუკრა და ისევ გააგრძელა ღიმილი. დათა, გიორგი და გაგა მაღაზიაში ჩავიდნენ. შამპანურის გარეშე როგორ დავხვდეთ ჩვენი ორი მიწეპებულის შვილსო. შემდეგ გოგონებიც ჩაყვნენ ოღონდ ძალით ჩაყარეს. არ შეიძლება ამ დროს დერეფანში გაჩერებაო და ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა. ექიმის ნათქვამი სიყვა „მალე“ გახდა 2 საათი. ღამის 3 ხდებოდა ნუცას ტელეფონმა რომ დარეკა და ლაშას ნომერი რომ დაინახა უკვე ზეიმი დაიწყო და უპასუხა. მანაც არ აცადა არაფერი ისე ჩაჰყვირა: -დაიბადა!!! ჩემი ელენიკო დაიბადა! - ამას მოჰყვა შაპანურის გახნის ხმები და ერთმანეთის მილოცვა. უდიდესი ბედნიერება კიდევ უფრო გაიზარდა ლაშა რომ ჩამოვიდა და რომ თქვა: -აი გავგიჟდები ტო რა! დედას, მამას ხო უნდა გავდეს! ეს კიდე ნათლიამისს გავს! - ნუცამ თვალები გაადიდა. -რა? -წითელი თმები აქვს. - ამაზე ნუცამ ისევ ხტუნაობა დაიწყო და ლაშას ძალიან, ძალიან, ძალიან მაგრად ჩაეხუტა. -აი ყველაზე მაგარი ნათლულის ყველა მაგარი ნათლია ვიქნები! - დადო პირობა ნუცამ და გაირინდა. უბედნიერესი იყო და არც უარყოფდა რომ სიყვარული არსებობდა. სიყვარული ის იყო რამაც მარიამს და ლაშას პატარა წითელთავიანი აჩუქა. ცხოვრების ფრაზა „სიყვარული არ არსებობს, უბრალოდ ძლიერი მოწონება და ვნებაა“, შეიცვალა და ახლა გახდა, რომ სიყვარული არსებობს ოღონდ ნუცასთვის-არა. ამაზე ფიქრისას თვალში გაგას ღიმილიანი მზერა მოხვდა და თითქოს დაივიწყა თავისი „ცუდი“ მხარე. მანაც გაუღიმა. ძალით სულ არ უქნია. უბრალოდ იმდენად ბენდნიერი იყო სულ ეღიმებოდა და შეეძლო იმ ბიჭისთვისაც გაეღიმა, რომელიც ასე უშლიდა ნერვებს. გაგა გაკვირვებული და გაოცებული იყო. როგორ შეეძლო ადვოკატ გოგოს, რომელიც მასთან ასეთი უხეში და ‘მწარე’ იყო, ამავდროულად ასეთი საყვარელი და გულჩვილი ყოფილიყო? შეუძლებელი იყო მისი დანახვისას ღიმილის შეკავება. მისთვისაც კი... უღიმოდნენ... გაგა და ნუცა ერთმანეთს უღიმოდნენ... ----- ბოდიში დაგვიანებისთვის... იმედია მოგწონთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.