ძვირფასი განძი [6]
- გილოცაავთ _ ყველამ ერთად მიულოცა წყვილს. - ერთმანეთს არ ულოცავთ? _ დოინჯშემორტყმული წარბაწევით ეკითხებოდა ანი. - ვულოცავთ ჰო _ გაუცინა თომამ და მსუბუქად შეეხო მეუღლეს ლოყაზე. - ძალიან კარგი _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა. - ღმერთმა დაგლოცოთ _ ღიმილით დალოცა მამაომ და ტაძრიდან გამოვიდნენ. - აბა ახლა უკვე ჯვარდაწერილებმა გადაიღეთ სურათები _ ისევ მოიმარჯვა ანიმ ფოტოაპარატი. თვითონ ურჩევდა როგორ გადაეღოთ _ ახლა მუცელზე მოხვიე ხელი, ახლა გადააწვინე, ახლა ლოყაზე აკოცე, ახლა თავზე _ აღარ ჩერდებოდა, არც დინას გადაღლილ სახეს ქცევდა ყურადღებას. მერე ბავშვთან ერთად გადაიღეს, მეჯვარეებთან, ალექსისთან.გულედანი კი უკვე ემოციებს დაეღალა, ემოციებს და ფიქრებს. ჯერ ისევ იმაზე ფიქრობდა რატომ დათანხმდა ზარანდია, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. სხვა გზა რომ აღარ დარჩა, უბრალოდ გაიღიმა და ანის აჰყვა. სულაც არ იყო ცუდი თამაში, ბოლოსდაბოლოს გათხოვდა, ფიქრებს ხომ არ გადაჰყვება, ეცდება შეირგოს „ბედნიერება“, მაგრამ გაურკვევლობის შეგრძნება მაინც არ ასვენებს. - წავედით ხომ? _ ღიმილით იკითხა ანდრომ. - წავედით _ დაეთანხმა ყველა და დაღმართზე დაეშვნენ. ერთი სული ჰქონდათ დინასაც და თომასაც ანდრო დაემარტოხელებინათ, რომ მისი საქციელის მიზეზი მოესმინათ. კილასონიამ კი ზუსტად იცის რატომ მოიქცა ასე. კარგად ხედავს მეგობრის თვალებში აკიაფებულ სხივს, ისიც იცის ზარანდია რომ არაფრისდიდებით სთხოვდა დინას ხელს, ამიტომ თვითონ გადაწყვიტა მოეგვარებინა. ზედმეტად კმაყოფილია საკუთარი გადაწყვეტილებით და სულაც არ დარდობს იმაზე, რომ დინას მისი მოკვლის სურვილი აქვს. მანქანაში მოთავსდნენ, საბა თომამ ჩაისვა კალთაში, ცალი ხელი დინას მოჰხვია და მიიხუტა. ამაოდ ცდილობდა გულედანი ქმრის სხეულთან დაშორებას, მჭიდროდ მოხვეული მკლავი არ აძლევდა ამის საშუალებას. ბოლოს, ზარანდიას დაბღვერილ სახეს რომ წააწყდა, დანებდა, აღარ ცქმუტავდა, უფრო მოხერხებულად მოთავსდა და სარკეში მომღიმარ ანის გაუღიმა. უკვე ცოლ-ქმარი არიან უფლის წინაშე. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა ორივესთვის, დიდი და რთული, რომელსაც არავინ იცის როგორ გაუმკლავდებიან . მითუმეტეს, მათი ოჯახი სულაც არ შექმნილა სიყვარულით. ეს რაღაც უფრო „საქმიან“ გარიგებაზე შემდგარი კავშირი იყო, რომელმაც ასეთი ოფიციალური სახე ანდროს კუპიდონობის გამო მიიღო. და რა იქნება ამის შემდეგ? როგორ გაგრძელდება ცხოვრება? როგორ მოექცევა თომა? - კითხვები არ ასვენებდა გულედანს. თავის მხრივ არც ზარანდია იყო მთლად დამშვიდებული. ისიც ხვდებოდა პასუხისმგებლობის სიმძიმეს. ჯვრისწერის გამო დინას წინაშე სხვა მოვალეობები და ვალდებულებები დაეკისრა. ანდრო მართალი აღმოჩნდა, გულედანი არ იყო მხოლოდ საბას აღმზრდელი, რამდენიმე დღეში იმაზე მეტი ადგილი დაიკავა თომას გულში, ვიდრე ვინმეს დაუკავებია ოდესმე. ეს გოგო თავისი კულულებით, ზღვისფერი თვალებით, ღვინისფერი ტუჩებით, მიმზიდველი სხეულით, აგიჟებდა თომას. თუმცა ემოციების გამოხატვა არ შეუძლია, იცის, საპირისპიროს მიიღებს პასუხად. ახლა, ამ წამს თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, ცალი ხელი საბასთვის აქვს მოხვეული, მეორეთი სასურველი სხეული ჰყავს მიხუტებული, იმდენად ახლოს რომ ყელთან მის სუნთქვას გრძნობს. ახლა მართლა უჩნდება განცაიდა, რომ ერთი ოჯახი არიან. თუმცა, სულაც არ აპირებს თავისი ემოციების გულედანისთვის გაზიარებას, ჯერ ადრეა. დარწმუნებით იმასაც ვერ იტყვის უყვარს თუ არა, ამიტომ არ ჩქარობს. ურჩევნია დარწმუნდეს თავის გრძნობებში და რაც მთავარია, დინას ნდობა და სიყვარული მოიპოვოს. სახლამდე მივიდნენ, მანქანა ეზოში შეიყვანეს, ანდრო პირველი გადახტა, ეზოში მოფუსფუსე ბებოს მივარდა, ხელში აიყვანა და დააბზრიალა. - ქორწილია, ქეიფია, გრიალი... _ მღეროდა და თან ბებიას ხელს არ უშვებდა. - დამსვი შე სასიკვდილე, გამაფრთხობინებ სულს რომ დაგივარდე _ ქოთქოთებდა ქალი. - ქორწილია ბებო, ქორწილი!!! - რა ქორწილი, ვისი ქორწილი? - დინა და თომა დაქორწინდნენ. - არ იყვნენ ისედაც ცოლ-ქმარი? _ გაიკვირვა ქალმა. - იყვნენ, მაგრამ ახლა ჯვარიც დავწერეთ _ ამაყად გაიჯგიმა ანდრო. - რა კარგია, გილოცავთ შვილებო, გამრავლდით, გაიხარეთ _ სათითაოდ ჩაიკრა გულში ორივე _ წამოდით ახლავე გავშლი სუფრას, როგორ გამახარეთ.. შენ როდის უნდა გეშველოს, შენ? _ ბუზღუნით მიუბრუნდა შვილიშვილს. - მეშველება ნაზიკო, მეშველება _ გაუცინა. სუფრა გაშალეს, წესისამებრ ნეფე-პატარძალი სუფრის თავში მოათავსეს და თვითონ აქეთ-იქიდან მიუსხდნენ. ძიძობა ანდრომ აიღო საკუთარ თავზე. წყვილის დალოცვა რომ დაიწყეს, უხერხულად შეიშმუშნა გულედანი. მხრებზე თომას ხელი რომ იგრძნო, ისევ დაუარა ჟრუანტელმა. ზარანდიამ შეიფერა დალოცვა, სამადლობელიც მშვიდად შესვა და ასევე მშვიდად შეახო მეუღლეს ტუჩები საფეთქელზე. იძულებით გაუღიმა დინამ. - აბა, აბა, ასე ვერ გამოძვრებით, ველით ტრადიციულ კოცნას _ გაიკრიჭა ანდრო და კიდევ ერთხელ გაუჩნდა გულედანს მისი მოკვლის სურვილი. - ანდრო კარგი რა _ ეცადა გადაეთქმევინებინა. - არავითარი წუწუნი, აბა კოც-ნა, კოც-ნა _ ყველა აიყოლია. ღიმილით გადახედა ზარანდიამ მეუღლეს ღვინისაგან ამღვრეული თვალებით, ნათლად კითხულობდა დინას თვალებში თხოვნას „არ გააკეთო“, თუმცა გათვალისწინებას სულაც არ აპირებდა. არა, ამ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მოიკლებს, ვინ იცის კიდევ როდის მიეცემა ამის შანსი. ცალი ხელი წელზე მოავლო, მეორე კისერზე და თავისკენ მიიზიდა, აღარ ანაღვლებდა გულედანის განწირული მზერა, მწყურვალივით დაეწაფა მის ღვინისფერ ტუჩებს და ალბათ, რომ არა მეგობრების შეძახილები, არც მოშორდებოდა. გემრიელად მოილოკა ტუჩები და გოგონას გაუღიმა. რომ თქვას გადასარევი იყოო, ტყუილი გამოუვა, აშკარად გამოცდილება აკლდა, თუმცა გემრიელი იყო, ტკბილიც, მწარეც, რაღაც პიკანტური. გულედანი? გულედანის გულმა ძგერა შეწყვიტა იმ წამებში, სუნთქვაც კი ვეღარ მოახერხა, კიდევ ცოტა ხანს რომ არ მოშორებოდა, ალბათ გაიგუდებოდა. ღვინის გემო ჰქონდა ზარანდიას ტუჩებს, სასმლის ბრალი იყო ალბათ. ამღვრეული თვალებით, აწითლებული ლოყებით ახედა „ქმარს“. გულისცემა ჯერ კიდევ ვერ დაირეგულირა. ჭიანჭველები ისევ დადიან მთელ სხეულში, ტუჩები ხომ ეწვის და ეწვის. სწრაფად გამოცალა წვენიანი ჭიქა და ღრმად ამოისუნთქა. მისი ქმედება შეუმჩნეველი არ დარჩენია ზარანდიას, კმაყოფილმა ჩაიცინა და ისევ შეუცურა წელზე ხელი. აპილპილებულმა ახედა დინამ, თუმცა კაცს რეაქცია არ ჰქონია. პირიქით, ოდნავ მოუჭირა თითები. კმაყოფილი ღიმილი აიკრა გულედანმა სახეზე, წელზე მოხვეულ ხელს თავისი ხელი დაადო, ზარანდიას სახეც ღიმილმა მოიცვა. რა იცოდა რას პირებდა მისი მეუღლე. ასე გაღიმებული ჩააფრინდა ფრჩხილებით მის ხელს და მხოლოდ მაშინ გაუშვა, ტკივილის გამომხატველი ბგერები რომ აღმოხდა თომას. - ჭკვიანად მოიქეცი _ ჩურჩულით შეუღრინა. - როგორც შენ იქცევი, მეც ისე ვიქცევი _ ნიშნისმოგებით უპასუხა და წელიდან ხელი მოაშორებინა. - რძალოო, იქნებ მოგვაქციო ჩვენც ყურადღება _ სიცილით დაუძახა ანდრომ. - გისმენ _ გაუღიმა. - მე და შენმა ვაჟმა არაჩვეულებრივად გავუგეთ ერთმანეთს. ამაღამაც ჩემთან დაიძინებს იმ პირობით, რომ დაიკოს ან ძამიკოს მალე უყიდით. - ანდრო _ შეუბღვირა დინამ და ისევ გაწითლდა. - ცუდი იდეა არაა _ უჩურჩულა თომამ. - ზედმეტი მოგდის _ მკაცრად მიმართა „მეუღლეს“ და შეუბღვირა. დანებების ნიშნად ღიმილით ოდნავ ასწია ხელები ზემოთ. - ახალდაქორწინებულ წყვილს მოსვენება სჭირდება _ ღიმილით განაცხადა ანიმ და წყვილს გადახედა. - ჰოდა წავედით _ ისევ მოჰხვია ზარანდიამ ხელი. - ადი შენ, მივეხმარები მე და ამოვალ _ რაც შეეძლო მშვიდად მიმართა გულედანმა. - არავითარ შემთხვევაში, პატარძალს როგორ აგალაგებინებ სუფრას, გაჰყევი ქმარს, მე მივხედავ ყველაფერს _ ღიმილით დაუცაცხანა ანიმ. სულ ძალით გაუშვეს დინა „ქმართან“ ერთად ოთახში. საბაც რომ ამ შეთქმულებს აჰყვა, აქამდე დედის გარეშე ერთი დღეც კი არ ჰქონდა გატარებული, ღამეზე ხომ ზედმეტია საუბარი. ახლა კი ნეტარი სახით რჩება ანდროსთან. კიბეებს მიუყვებოდნენ, წინა ღამის გახსენებაზე შეაჟრჟოლა გულედანს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ოთახში შეაბიჯა. სინათლის ანთება არც კი აცადა ზარანდიამ, გაშმაგებული მიეჭრა, წამის მეასედში მიწვდა ტუჩებზე და თავის მკლავებშო მოიქცია მისი სხეული. გაჩერებას არც აპირებდა, რომ არა დინას მუშტები მის ზურგზე. გაშლილი ხელით რომ ვერაფერი აგრძნობინა, მუშტები დაუშინა ცოლმა და როგორც იქნა მოიშორა. ამღვრეული თვალებით შეაჩერდა ქალს, ღრმად სუნთქავდა და მის რეაქციას ელოდა. - შენი თავი ვინ გგონია? _ ხმის კანკალით ამოთქვა. - შენი ქმარი _ ირონიულად აპრიხა ტუჩის ერთი კუთხე. - ჰოდა ცდები, ძალიან ცდები, აღარ შემეხო! _ გაბრაზებულმა გამოცრა და ლოგინზე ჩამოჯდა. - კარგი _ მხრები აიჩეჩა ზარანდიამ და აივანზე გავიდა ჰაერის ჩასასუნთქად. ქალმა დრო იხელთა, საღამურები გადაიცვა და დაწვა. პლედში ტოლმასავით გაეხია „ქმრის“ „შიშით“ და დაძინება სცადა, თუმცა თვალის ყოველ დახუჭვაზე ის „კადრები“ უტრიალებდა გონებაში. ნელ-ნელა გადაეშვა ძილ-ბურანში და კარების ხმაზე ისევ ჭყიტა თვალები. როგორც ჩანს ზარანდია შეეფხიზლებინა ჰაერზე სეირნოას. მოწესრიგდა და დაწვა. თითქოს ღამის სუსხი შეიტანა, მარცხენა მხარე გაეყინა გულედანს. კიდევ უფრო მჭიდროდ შემოიკრა პლედი და ზურგზე დაწვა. იგრძნო როგორ შეეხო თომაც გაყინული ხელი ჯერ ლოყაზე, შემდეგ ყელზე ჩაცოცდა, სიცივისგან ეკლებმა დააყარეს მთელ სხეულზე. თავის გადაქნევით ანიშნა მოშორებოდა, თუმცა აბა რას გააგებინებდა, ისევ გააგრძელა მის სახეზე ცოცვა. პლედის გადახდა რომ დაიწყო, აი იქ უკვე გადაირია გულედანი. ხელი დასტაცა თავის პლედს და ლოგინიდან წამოხტა. - კარგად მომისმინე! აღარ ვაპირებ „მთვრალი კაცის აკვიატებები“ ავიტანო! ერთ დღესაც ასე რომ მოგეპრიანოს და ცოლის მოვალეობის შესრულება მომთხოვო უნდა შევასრულო? _ ჩურჩულით ეჩხუბებოდა. - რა თქმა უნდა _ სრულიად სერიოზულად უპასუხა, თუმცა იმდენად სასაცილოდ გამოიყურებოდა პლედმოსხმული, გაბურძგნული თმებით, ჩურჩულით მყვირალი გოგონა, ზარანდიამ თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ხმით ახარხარდა. დინას გაბრაზებული გამომეტყველება გაოცებამ შეცვალა. როცა მიხვდა რომ მას დასცინოდა, ისევ გაბრაზდა. დოინჯით ელოდა „ქმრის“ დაწყნარებას, მაგრამ თომა არ წყნარდებოდა. რა უნდა ექნა? იქვე მდგარ ჭიქას ხელი დაავლო და პირდაპირ სახეში შეასხა გადაბჟირებულ მამაკაცს. ხარხარი წამიერად შეწყდა, შეცბუნებული იყო ზარანდია, ახლა დინამ ატეხა კისკისი, თუმცა სწრაფადვე დასერიოზულდა. როგორ არ დასერიოზულდებოდა, მისკენ მიმავალი „მეუღლე“ რომ შენიშნა. თვალები მაგრად დახუჭა რისხვის მოლოდინში თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა. ნელა გაახილა ცალი თვალი, საფრთხე რომ ვერ იგრძნო მეორეც მიაყოლა, მაგრამ რა? არც არაფერი, მშვიდი ღიმილით იდგა თომა და უყურებდა. იფიქრა, აღარაფერი მოხდებაო, გვერდი აუარა და ლოგნში შეწვა. პრინციპში არც არაფერი მომხდარა, თუ იმას არ ჩავთვლით რომ ზარანდია გვერდით მიუწვა და მიიკრა. როგორც კი ხმის ამოღება დააპირა, მაშინვე შეუბღვირა. - რა გირჩევნია, მთელი ვედრით გადაგიხადო სამაგიერო თუ მთელი ღამე ასე თბილად გეძინოს? - გადაბჟირებულ ბავშებს ასე აწყნარებენ _ ჩაილაპარაკა გულედანმა. - ჰოდა ცელქ ბავშებსაც ასე აწყნარებენ _ ნიშნისმოგებით გაუღიმა და ქალის ყელში ჩამალა ცხვირი. ცქმუტვას აზრი არ ჰქონდა, კიდევ უფრო ავიწროებდა მამაკაცი, გაჩუმება და დანებება ამჯობინა. ჰოდა ახლა მშვიდად წევს, გატრუნული, კაცის ყოველი ამოსუნთქვა ყელზე ელამუნება და ჟრუანტელს იწვევს, მისი ხელები რიტმულად დაცოცავენ დინას გვერდზე, შემდეგ მხრებზე, ყელზე, სახეზე, მერე თმებსაც სწვდება და ბოლოს ისევ ნეკნებს უბრუნდება. დროდადრო სპეციალურად სულ ოდნავ ეხება ქალის ყელს, სიამოვნებს მისი ტუჩების შეხებაზე რომ კრთება. ასე მონოტონური სუნთქვის, ცოცვისა და კოცნის რეჟიმში ჩაეძინათ მიხუტებულებს და რატომღაც, არც ერთს არ აწუხებდა სივიწროვე.. _______________ ესეც მეექვსე თავი შოკოლადებო.. მადლობა ჩემო თბილებო და ტკბილებო.. ბოდიში ამ თავის მოცულობისთვის.. იმედი მაქვს მაინც მოგეწონებათ, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებაას... პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.