შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა ფერი {8}


11-03-2015, 01:35
ავტორი malaizia
ნანახია 2 276

სახლში მისულს მალევე დაეძინა,მართალია ისე ტკბილად და კომფორტულად ვეღარ იყო როგორც წინა ღამით,მაგრამ სანამ კარზე ზარის ხმა არ გაიგო მანამ მკვდარივით ეძინა.ბარბაცით წავიდა კარის გასაღებად,თან ხელით აბურუდულ თმებს ისწორებდა.
-ტელეფონის ჩართვა არ უნდა იცოდე გოგო?ასჯერ დაგირეკე ლამის გული გამისკდა,თქვა აშკარად ნანერვიულებმა გიგამ,რომელსაც სურდა მკაცრი ხმა ჰქონოდა,თუმცა კვლავ მის მაისურში გამოწყობილი,ახალგაღვიძებული დინას დანახვისას,რომლის ფეხებიც გამომწვევად უმზერდნენ,სითბო მაინც შეეპერა ხმაში.
-ალბათ დაჯდა,არ ვიცი,როგორც კი მომიყვანე დამეძინა მაშინვე, ძლივს გადააბა რამდენიმე სიტყვა,გონებაში კვლავ მისი ნათქვამი უტრიალებდა, ასჯერ დაგირეკე ლამის გამისკდაო,რატომ ნერვიულობს ჩემზე ასე,სახლში ხომ არ შემომივარდებოდა არა ის ნაძირალა,ესეიგი დღეს ჩემზე ფიქრობდა,იქნებ სხვა დროსაც ფიქრობს ხოლმე ჩემზე,რაღაც გუშინდელმა ამბავმა ზედმეტად ააღელვა,თანაც მთელი საღამო როგორი თვალებით უყურებდა,მერე საერთოდ ის კოცნა,სამყაროს რომ გამოთიშა, იქნებ მასაც მოვწონვარ? კვლავ გამოხტა ალტერეგო,“ რას ნიშნავს მასაც,ვითომ მოგწონს ხო?ყყურებამდე ხარ სულელო შეყვარებული შენს თავს მაინც გამოუტყდი“
„შენ მოკეტეო“ ერთი შეუძახა თავს და უკვე ოთახში შესულ გიგას,რომელიც გაკვირვებული უყურებდა,უხერხულად გაუღიმა.
-მოხდა რამე დინა? ეშმაკური ღიმილით აათვალიერა ქალი.
-არ..არა.. არაფერი,ჩავფიქრდი უბრალოდ რაღაცაზე,ყავას დალევ? ეცადა სხვა თემაზე გადაეტანა საუბრაი,თუმცა იმდენს კი ვერ ხვდება,რომ ავალიანი მის ფიქრებს გადაშლილი წიგნივით კითხულობს.
-არ მინდა,მოემზადე და ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო
-სად? გაოცებულმა შეხედა გიგას,რომელიც უკვე ვეღარ უძლებდა სურვილს შეეგრძნო საყვარელი ქალი და ნელნელა მისკენ ისწრაფვოდა.
-ხომ გითხარი დილას,ყველაფერზე ვილაპარაკებთქო,ხმადაბლა ამოიჩურჩულა უკვე თითქმის მასზე აკრულმა გიგამ,რომელსაც ხმა შეცვლილი ჰქონდა და ვნებიანი თვალებით დასცქეროდა აკანკალებულ დაშნიანს.
-გადი მოემზადე,თორემ კიდევ ცოტა ხანს რომ გიყურო ამ ფორმაში,დიდხანს მოგვიწევს აქ დარჩენა,ვნებიანად დაიჩურჩულა კვლავ მის ყურთან,თან სველი კოცნაც მიაყოლა ბიბილოზე და დინაც სასწრაფოდ მოწყდა ადგილს.
ავალიანი მისთვის ერთგვარ გამოცანად იქცა,ხან ყურადღებას არ აქცევდა,ხან პირიქით თბილი მზერით უყურებდა,ეს ორი დღე ხომ საერთჴდ პიკი იყო მისთვის,ავალიუანის ყურადღება,მისი ქცევები საშინლად აბნევდა დაშნიანს. ეშინოდა,ძალიან ეშინოდა მისი სიახლოვის,რადგანაც თვითონ გაგიჟებული იყო უკვე,მისი სიახლოვე კი ჭკუას საბოლოოდ აკარგვინებდა და გრძნობებს თავისუფლებას აძლევდა.არ უნდოდა გიგასთვის იგი სათამაშო ყოფილიყო,ან ქალი რომელიც უბრალოდ ვნებების ჩასაცხრობად სჭირდებოდა.მართალია გრძნობდა რომ მამაკაციც გრძნობების ალში იყო გახვეული,თუმცა რომელი გრძნობების არ იცოდა და სწორედ ეს აშინებდა. არაუშავს ცოტასაც მოვითმენ და და ყველაფერს ავახსნევინებო გაიფიქრა და სადად,მაგრამ როგორც ყოველთვის ლამაზად გამოწყობილმა გაიხურა თავისი ოთახის კარი.
-მე მზად ვარ,ზურგით მდგარი მამაკაცი შემობრუნდა მისი დანახვისას კიდევ ერთხელ განიცადა ნეტარება.
-წავედით,შეეცადა ცოტაც მოეთმინა და სათქმელი აქვე არ ეთქვა,ამიტომ მხოლოდ ამ სიტყვით შემოიფარგლა.
დიდხანს არ უვლიათ,მაგრამ თბილისს აშკარად გაცდნენ. მართალია დინას ბევრი კითხვა აწუხებდა,თუმცა ასი პროცენტით ენდობოდა ავალიანს,ამიტომაც კითხვებით არ შეუწუხებია.მანქანა ტყეში მდებარე სახლთან გაჩერდა,რომელიც საოცრად გავდა დინას ოცნებაში დახატულ სანატრელ ხის სახლს.
-მშვენიერია,ძლივს მოიბრუნა ენა ერთი სიტყვის სათქმელად.
ავალიანს გაეღიმა,წელზე ხელი მოხვია და სახლისკენ გაუძღვა. აღტაცება გაძლიერდა როცა სახლის ინტერიერს თვალი მოავლო,თითქოს მისი გემოვნებით ყოფილიყოს მოწყობილი,იმდენად ემთხვეოდა გონებაში წარმოდგენილ სახლს,ბუხარი,წიგნები,ხის სავარძლები,დაბალი განათება,საყვარელი თბილი ფერები,ძლივს გამოერკვა და უფრო მეტად აეკრო გიგას,რომელიც ღიმილით დასჩერებოდა სასიამოვნოდ გაოცებულ დაშნიანს.
ბუხარი ანთებული იყო,როგორც ჩანს დინასთან მისვლამდე მოესწრო ავალიანს სახლის მოწესრიგება,ბუხრის თავზე გვირილებით დაწნული გვირგვინი,ღვინის ბოთლი და ორი ჭიქა იდო,მისკენ დაიძრა გიგა,გვირგვინი ნელა მოათავსა დაშნიანის თავზე და შუბლზე კოცნის კცალი დაუტოვა.
დინა ჯერ კიდევ გაბრუებული იყო,ბუხართან ახლოს მდგარ სავარძელში მოთავსდა და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა,იმდენად სიამოვნებდა არსებული სიტუაცია.
ღვინო ჩამოასხა და ჭიქა გაუწოდა ყურებამდე გაღიმებულ დაშნიანს.
თვითონაც მასთან ახლოს მოთავსდა და დინასთვის საყვარელი ხმით დაიწყო საუბარი.
-შენი სადღეგრძელო იყოს დინა, ჭიქები ერთმანეთს მიადეს და სასმელი მოსვა ორივემ.
მცირე დუმილის შემდეგ კვლავ განაგრძო ავალიანმა.
-ახლა მე გამიმარჯოს,გაეღიმა საკუთარი სადღეგრძელოს თქმისას.
დინამ კვლავ მოსვა შავი ღვინო და უკვე იგრძნო რომ სასმელი რეაგირებას იწყებდა.
-ახლა კი,აქ ცოტა ხანს გაჩუმდა ავალიანი,შემდეგ თავი აწია და პირდაპირ თვალებში ჩახედა ინეტერესით მომზირალ დინას, ახლა ჩვენ გაგვიმარჯოს დინა,გაუბედავად დაასრულა წინადადება.
დინა შეკრთა, ზედმეტად სასიამოვნოდ მოხვდა მის ყურს სიტყვა „ჩვენ“,გაბრუებულმა მოსვა სასმელი ისე,რომ თვალები არ მოუშორებია სიყვარულის ობიექტისგან.
ჭიქა გვერდზე გადაო ავალიანმა და დინამაც ინსტიქურად მას მიბაძა,რაზეც გიგას ჩაეღიმა და სიყვარულით სავსე მზერა მიაპყრო სასურველს.
-დინა,დაგპირდი ყველაფერზე ვისაუბრებთქო თუმცა ბევრი ლაპარაკი არ მეხერხება,მხოლოდ ერთს გეტყვი და დანარჩენი უკვე შენზეა დამოკიდებული, მინდა „მე“ და „შენ“ არ არსებობდეს დინა, მინდა „ჩვენ“ ვიყოთ. აშკარად აკანკალებული ხმით საუბრობდა ავალიანი და თვალს არ აცილებდა აცრემლებულ დაშნიანს, რომელიც ცრემლებს ვერაფრით იკავებდა. საერთოდ არ უფიქრია იმაზე რომ, გიგას არ უთქმვამს სიტყვა მიყვარხარ,არც იმაზე რომ დაუფიქრებლად თანხმდებოდა მის წინადადებას,არც ქალურ თავმოყვარეპბაზე,რომელსაც პრინციპში ყოველთვის უარყოფდა, გაუბედავად ამოიჩურჩულა ორად ორი სიტყვა „მეც მინდა“ და გულში ჩაეკრა საყვარელ ადამიანს,რომელიც მისმა სიტყვებმა სასწაულად გააბედნიერა.ვერცერთი იჯერებდა ბოლომდე,რომ სანატრელს ეხვეოდა,ვერც იმას რომ თავისუფლად შეეძლოთ გრძნობები გაემხილათ,რომ უკვე ერთნი იყვნენ და ამის შემეგ ყველაფერი შეიცვლებოდა. უკან გაწია და ცრემლიანი სახე დაუკოცნა,თან გაუგებარ სიტყვებს ბუტბუტებდა და შემდეგ ისევ მთელი ძალით იკრავდა გულში.
-ჩემი ბედნიერება ხარ დინა,ჩემი გოგო,ჩემი სვანი გოგო,ჩემი, ჩურჩულებდა ავალიანი და ვერ შორდებოდა მის სხეულს რომელიც კალთაში ჩაესვა და სასწაულად ყავდა გულში ჩაკრული. კოცნით ამოუშრო ცრემლიანი თვალები,შემდეგ კი სანატრელ ტუჩებს მისწვდა და ორივემ ერთად შეიგრძნო თავბრუდამხვევი სიტკბოება ერთმანეთის ბაგეებისა. ოთახის სიჩუმეს მხოლოდ შეშის ტკაცა-ტკუცი და ორი შეყვარებული ადამიანის აჩქარებული გულის ხმა არღვევდა.


მადლობა ვინც კითხულობთ winked ისიამოვნეთ smile სიყვარულით თქვენი მალაიზია love



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria da kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent