შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (9 თავი)


11-03-2015, 21:37
ავტორი once upon
ნანახია 4 866

„რა პატარაა“
„ვაიმე რა ლამაზია“
„ციცქნა!“
გაგიჟდა ყველა ბავშვის ხილვისას. ისეთი პატარა და საყვარელი იყო, შუეძლებელი იყო ვინმეს არ შეყვარებოდა. ლიკა და ლაშა ყველაზე მეტად, თუმცა სხვებიც არანაკლებ ბედნიერები იყვნენ ამ პატარა არსების დაბადებით. გიორგიმ ნიას შესჩივლა: მეც მინდა ესეთიო და ნუცამ წაკბინა: მაგასაც წითელი თმები თუ ექნება კი ბატონოო.
ერთი ამბავი იყო ლიკუნა და პატარა ელენიკო რომ გამოწერეს საავადმყოფოდან.
საწყალ ახალშობილს პატარა ლოყები სულ აუწითლეს იმდენი კოცნეს. ცომის უსაყვარლეს ბურთს გავდა რომელიც დანახვისასვე თითქოს ყვიროდა: მოდი მაკოცეო.
ცოტა რთული იყო მეგობრებისთვის სრულიად გადამწვარი და უძილო ლიკას და ლაშას ნახვა მაგრამ ფიქრობდნენ აბა ბავშვი რომ უნდოდათ სათამაშო ხომ არ ეგონათო და დასცინოდნენ.
ექვსი იყო დილის. ნუცას როგორც ყოველთვის გემრიელად გაშოტილს ეძინა და როგორც ყოველთვის ახლაც გამოაცალა ვიღაცამ სიზმრების სამყაროს. ტელეფონის ხმაზე ზოზინით წამოყო თავი და ტელეფონის აღების პერიოდში რაღაცეები ძირსაც დააგდო. ჩვეულად არ დაუხედავს ვინ იყო ისე უპასუხა:
-ჯანდაბა რა გინდა.
-ნუცა გეხვეწები მიშველე! - ტირილით ამბობდა ლიკა.
-რა მოხდა? - დაფეთებულმა წამოიყვირა ნუცამ და ლოგინიდან წამოდგა. ხელი სტაცა შორტს და ჩაცმა დაიწყო.
-სიცხე აქვს ელენიკოს მაღალი და ვერ ვაჩერებთ ისე ტირის.
-მოვდივარ. - თქვა და უცებ ჩაიცვა ზედაც. ისე ძალიან იყო ანერვიულებული სულ დაავიწყდა ძილი რომ უნდოდა. ახლოს ცხოვრობდნენ ლიკა და ლაშა მისგან და 10 წუთში უკვე ხელში ეჭირა ელენიკო რომელიც ხმამაღლა ღრიალებდა.
-ნუ ტირიხარ რა... ელე ნუ ტირიხარ რა. - ისე ცდილობდა ბავშვის დამშვიდებას გეგონება რამეს გაიგებს და გაჩუმდებაო.
ელენე საავადმყოფოში წაიყვანეს. ძალიან, ძალიან, ძალიან ნერვიულობდა ლიკუნა. უაზროდ ტიროდა და ცდილობდა ბავშვი დაეწყნარებნა.
ექიმმა თქვა უბრალოდ გაცივდა და სიცხე აქვს. ისეთი არაფერიაო და ყველა დაწყნარდა.
ჩვეულებვრივად გრძელდებოდა ცხოვრება.
ცხელოდა. მუშაობდნენ. ბავშვს ზრდიდნენ. ბაყაყს იშინაურებდნენ და ასე..
სამსახურში, თავის კაბინეტში იჯდა ნუცა და ფეხები ჰქონდა მაგიდაზე შემოლაგებული. მისი უფროსი შვებულებაში გავიდა და ჭკუაზე არ იყო. იმხობდა 22 სართულიან შენობას. ფეისბუქზე იყო შესული და უაზროდ ათვალიერებდა თაიმლაინს. რამდენიმე სიბრძნე კი დაპოსტა მაგრამ ხალხის რეაქცია 0. არავინ იყო ხაზზე მისი გიჟებიდან და უწევდა ძველ კლასელებთან მესიჯობა რაც ართ თუ ისე სასიამოვნო იყო მისთვის. როდესაც გიორგი ნუცუბიძის მწვანე აციმციმდა, მაშინვე ეცა ნუცა და მიწერა

დათანხმდა, ჰო..
აბა რა ეკეთებინა გაგანია ზაფხულში ფირმაში სადაც მარტო კონდიციონერი ვარგოდა? კი არ დაიჭერდა პოლიცია ვინმე ლამაზ ბიჭს და მერე იმას კაი გოგო კი არ დასჭირდებოდა ადვოკატად. იყო უსაქმოდ, უუფროსოდ, მაგიდაზე ფეხებ აწყობილი და ფიქრობდა რა მოხდებოდა რაჭაში...
სამსახურიდან პირდაპირ წავიდა გიოსთან და ნიასთან ტაქსით. მანქანა გაუფუჭდა პროფილაქტიკაში ჰყავდა, აკეთებდნენ.
-ნუციკოო! - ღიმილით შეხვდა ნია დაქალს და კარი გაუღო.
-ნიაკოო! - წაიმღერა ნუცამაც და სახლში შევიდა. ისეთი სიჩუმე იყო დაეჭვდა, ესენი ხომ ნამდვილად ჩემი მეოგბრები არიანო. წარბ აწევით შევიდა მისაღებში და ჰკითხა:
-მოიცადე ელენიკოს სძინავს ხო? - ცოტა ხმამაღლა მოუვიდა და ლიკამ თვალები დაუბრიალა.
-აჰა, გასაგებია. - ჩუმად გაიცინა ნუცამ და დივანზე ანას და დათას შუაში ჩახტა.
-გოგო სძნავს! - ახლა შეტევაზე მეორე მშობელიც წამოვიდა.
-კარგით, რა იყო. - თავი გააქნია ნუცამ და გაიღიმა. - ბოდიში თუ რამეა მე დავაძინებ. - თვალები საყვარლად დაუხამხამა ლიკუნას და ისიც უცებ მოლბა.
-როდის მივდივართ? - იკითხა ისევ მან.
-ანუ მოდიხარ? - ჩუმად თქვა ნიამ.
-ჩემს გარეშე როგორ უნდა გაძლოთ...
-რამენაირად გავძლებთ. - წაკბინა ახალ მოსულმა თინამ და ნუცამ მკვლელი მზერით გახედა გიორგის და ნიას.
-ესეც...? - დაიწყო თუმცა გიორგიმ თავი დაუქნია და სიტყვა გაუწყდა. ახლა უკვე ნამდვილად აღარ უნდოდა იქ წასვლა.
-მგონი ვიღაცამ გადაიფიქრა. - გაიცინა გაგამ.
-რა გადავიფიქრე? - უცებ ესროლა მზერა ნუცამ და მანაც წარბი აწია.
-დიდი სიამოვნებით წამოვალ და ვიზრუნებ იმაზე რომ შენს უსაყვარლეს შეყვარებულს ნერვები არ დაუწყნარდეს. - ცინიკურად გაუღიმა და წამოდგა რადგან ტელეფონზე მესიჯი მიუვიდა დედამისისგან: „სახლში ვარ შენთან სად ხარ?“
-გამაგებინეთ მერე ყველაფერი წავედი. - თქვა და უცებ წამოდგა. უკვე კარებთან იყო ნია რომ მიეწია.
-რამე გეწყინა და მაგიტომ მიდიხარ? - ნუცა ჩაფიქრდა. პრინციპში მართალი იყო ნია. სასწაული უნდა მომხდარიყო რომ მეგობრები დედამისის გამო მიეტოვებინა და ახლა ზუსტად ეს შემთხვევა იყო.
-არა დედაჩემია სახლში და ეწყინება თუ...
-მას სულ სწყინს ნუცა! რა გეწყინა? - ხმას აუწია ნიამ.
-არ მწყენია რა. წავედი. - ისე თქვა ნიასთვის არც შეუხედავს და სახლიდან გავიდა.
იხსენებდა დროს როდესაც არც გაგა არსებობდა და არც თინა. რა კარგი იყო ამერიკაში რომ ეყარნენ. ათასში ერთხელ ურეკავდნენ გიორგის და ჯერ იმაზე ეშლებოდა ნუცას ნერვები. ეხლა საერთოდ, დაგვირგვინდა ყველაფერი მათი ჩამოთვლით და მეგობრების არევით. მაგრამ მეგობრების არევით? არა. ყველასთან მშვენიერი უერთიერთობა ჰქონდათ თინას და გაგას. მართალია თინა გოგონებს არ მოსწონდათ მაგრამ ნუცასავით ხმამაღლა ამას არავინ გამოხატავდა და არც არავინ ლანძღავდა. გაგა... ეს ბიჭი მგონი ნუცას იმის გამო უფრო უშლიდა ნერვებს თინა რომ ედგა გვერდით. მართალია მასაც არ ალდა მწარე ენა თუმცა ყველასგან განსხვავებული იყო. სერიოზულად, არ ენახა ნუცას ასეთი სერიოზული და „დასტოინი“ ტიპი როგორიც გაგა იყო. როდესაც ყველა ხარხარებდა და სიცილისგან იატაკზე ხოხავდა, მას შეეძლო წარბშეკრული მჯდარიყო და სულ ერთ წამითაც არ შეჰპარვოდა სახეზე ღიმილი. თუმცა საქმე სულ სხვა რამეში იყო. ნუცა ფიქრობდა რომ მეგობრების წრეში მის ადგილს ისინი ანაცვლებდნენ და ამისთვის ორივე ძალიან სძულდა. ჰო, სძულდა. ან შეიძლება არ სძულდა... თავად არ იცის და აბა, მე რა ვთქვა.
სახლში რომ მივიდა და კარები გააღო, მის დივანზე გამოწკეპილი სა’ლ’ი (თავის თავს ეძახდა ასე) და გვერდით მისკუპებული მაკა რომ დაინახა, ნერვები უფრო აეშალა.
-გამარჯობა, საყვარელო. - ღიმილით უთხრა დედამისმა. ქუსლიანები შემოსასვლელშივე გაიხადა და ფეხშიშველი შევიდა მისაღებში.
-გამარჯობა. - უემოციოდ უთხრა და სალომეს მოპირდაპირე მხარეს ჩაესვენა.
-როგორ გაიზარდე დე, მომენატრე.
-გავიზარდე აი ცას ვწვდები. - ნუცამ თვალები აატრიალა.
-ყავა გინდათ? - მოვალეობის მოხდის მიზნით ჰკითხა და ოცნებებოდა ნეტავ თქვან არაო.
-მე გავაკეთებ დე. დაისვენე შენ. - გაკვირვებისგან პირი დააღო ნუცამ და თავი დაუქნია.
-მადლობა მაკა. - მაინც არ დაუძახა „დედა“ ფეხები დივანზე აკეცა და სალომეს ყურებას ისევ ტელეფონის ყურება არჩია. ჩანთიდან ამოაძვრინა თავისი ‘შავი ანგელოზი’ და მესიჯები გახსნა. 2 მესიჯი ჰქონდა. ერთი მარიამისგან და ერთ ანასგან. ჯერ მარისი გახსნა და წაიკითხა:

მანაც უცებ უპასუხა: სალომე მიზის აქ და რაც შეიძლება მალე მოდით და მოიგონეთ რო სადმე მიმათრევთო.
სანამ ისინი მოვიდოდნენ მაკამ ყავა გააკეთა და სალომემ უაზროდ ლაპარაკი დაიწყო იმაზე თუ როგორ გაშორდა მისი დაქალი ქმარს და ახლა მეორეს მიყვება ცოლად. ნუცამ თავი გააქნია და გაიფიქრა: ამ საწყალ გოგოს ტვინი იმისთვის აქვს მგონი რომ წონა მოუმატოდო.
კიდევ მოასწრო ვიღაც ლამაზ ბიჭზე საუბარი რომელსაც ძალიან მოსწონდა მაგრამ პირველ ნაბიჯს მე ხომ არ გადავდგამო. კიდევ აპირებდა იმაზე თქმას თუ რა ლამაზი იყო ნუცა და როგორ ტყუილად არ პოულობდა მეორე ნახევარს როდესაც კარზე მაშველი ზარი გაისმა და ნუცაც უცებ მივარდა მას გასაღებად.
-გა-და-მა-რჩი-ნეთ! - ჩუმად უთხრა და გოგონებს რიგ-რიგობით ჩაეხუტა. ისინი ხმაურით შემოვიდნენ სახლში და სალომე და მაკა ‘თბილად’ მოიკითხეს შემდეგ ნუცას შეხედეს გაფართოებული თვალებით და ანამ უთხრა:
-დღეს ხომ უნდა გვენახა ლიკუნას პატარა? ძალიან ეწყინება თუ არ წავალთ!
-აუ, როგორ დამავიწყდა... - წუხილით გააქნია თავი ნუცამ. - მაგრამ ხომ ვერ დაგტოვებთ. - ახლა სალომეს და მაკას შეხედა.
-არა, არა საყვარელო წავალთ ჩვენ. ლიკას გოგო ჰყავს თუ ბიჭი? - იკითხა მაკამ და წამოდგა.
-გოგო ყავს. ნათლიასავით წითელი თმები აქვს. - გაეღიმა ნუცას და დედამისს დაემშვიდობა. შემდეგ სალომეც გადაკოცნა და კარები ჩაკეტა.
-ღმერთო ეს გოგო არის თინაზე უარესი! - წამოიძახა მაშინვე თუმცა მერე შეასწორა. - არა, არ არის. - გაიცინა და გოგონები სახლში შეიყვანა.
-ნუცა არ მითხრა ეხლა არ მოვდივარო რაჭაშიო რა.. - თქვა ანამ და მაცივრიდან კოკა-კოლა გამოიღო.
-ჩემი ხელთ მიგკლავ! - დაემუქრა მარი და მან ჭიქები გადმოიღო კარადიდან.
-სახლიდან ხო არ წავიდე? - წარბები შეჭმუხნა ნუცამ.
-თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლშიო და. - გაიცინა ანამ. - და მოდიხარ?
-რათქმაუნდა! ნერვების ესეთ მტერს მოვაკლებ გოგო მაგ ბაყაყს და მაგის უჟმურს? მელოდონ!
-უიმე, გაგასგან რაღა გინდა. - გაიცინა მარიმ და ანას მიუჯდა გვერდით.
-ისეთი უგემოვნო ტიპია რო... - ხელები გაშალა ნუცამ და სიცილი დაიწყო.
მისწერა გიორიმ ნუცას ღამით...
10-ზე რომ გაიღვიძა, სანამ შვებულების საკითხები მოაგვარა და ჩანთაში ტანსაცმელი ჩაყარა, 12-იც შესრულდა თან ისე რომ აგვიანებდა და სულ სირბილით ჩაიცვა თეთრი შორტები, კეტები და შავი ბრეტელებიანი ზედა. მერე, სანამ ტაქსი დაიჭირა კი აუფეთქდა ტელეფონი ზარებით და მესიჯებით. გიოს სადარბაზოსთან 3 მანქანა და ნაცნობი ხალხი რომ დაინახა უცებ გადმოვიდა და ბოდიში მოიხადა.
-ხომ დაიგვიანე? ეხა იჯექი და დაიტანჯე! არაა ჩვენ მანქანებში ადგილი და გაგას მანქანით მიდიხარ. - ჩასჩურჩულა ყურში გიორგიმ და ნუცამ ღრმად ჩაეისუნთქა რომ არ ეყვირა.
-აგაღადავებ ახლავე რომ წამოვა სილა! - ძლივს მოკრებილი სიმშვიდით უთხრა და იგრძნო როგორ დაეჭიმა ძარღვები.
-არ ვღადაობ! - გაოცდა გიორგი და თავის მანქანისკენ წავიდა.
-ნუ გეშინია, არ შეგჭამ. - ჩაეცინა გაგას. ნუცა უკანა კარებს მიუახლოვდა როდესაც ისევ გაგას მკაცრი ხმა გაიგონა: - წინ დაჯექი. - სულ ორი წამი უყურა თვალებში რომ გაერკვია რა ხდებოდა. შემდეგ თავს ძალა დაატანა და მანქანის კარი გააღო. გვერდით დაუჯდა. ბიჭმა კი მანქანა დაძრა.
იცოდა...
იცოდა ნუცამ რომ საშინელი რამდენიმე საათი ელოდა და მთელი გულით წყევლიდა გიორგის. თავის გაფუჭებულ მანქანასაც. ყველაფერს. საშინლად იყო დაძაბული და ვერც ხვდებოდა ბოლომდე, რატომ. იმიტომ რომ უკან ყველაზე დიდი გველი ეჯდა გველთა შორის თუ იმიტომ რომ გვერდით ის ეჯდა ვისთან სიახლოვასაც თვეების განმავლობაში გაურბოდა? რატომ?
----

ამის შემდეგ მოდის ძალიან კარგი თავები, იმედია მოგწონთ.



№1  offline წევრი Unnamed

Momwons kii :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent