ნერვებზე მოთამაშე (5)
ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა იმას, რომ მამა გახდებოდა. ნინია კი მისი შვილების დედა. მისთვის რომ ეკითხათ, დედამიწაზე მასზე ბედნიერი, კაცი არ დადიოდა. მისი ეგონა დედამიწა თავიდან ბოლომდე, უკიდურესი პოლუსებიც კი მის საკუთრებად მიაჩნდა იმ წამს. არ იცოდა, ასეთი ბედნიერების განცდა თუ შეიძლებოდა ყველაზე მნიშვნელოვან როლს კისრულობდა მის ცხოვრებაში. სრულიად გაუაზრებლად,თუმცა მაინც ბედნიერი იყო, იმდენად რომ, ფრენა შეეძლო მაშინ. მისი თვალები უმანკო სითბოს გარდა ვერაფერს ასხივებდა. უყვარდა ცამდე და იმას იქით, უსასრულობის ბოლო წერტილამდე. დროგამოშვებით ეამბორებოდა შუბლზე მიძინებულ ცოლს და მუცელზე ხელს დაუსვამდა. თითქოს გრძნობდა მის შვილს, რომელიც მისი საყვარელი ქალის მუცელში, ჯერ კიდევ მუშტისოდენა, ფეხმორთხმით იჯდა, იწვა, ან ეძინა. ორ გამაყრუებელ გულის ცემას გრძნობდა ოთახში და არც ერთი არ იყო მისი, მისთვის საყვარელი ადამიანები, მის გარშემო, მის ცხვირწინ ფეთქავდნენ. ბედნიერების ზენიტში აფრენილს, არანაირი გარესამყარო არ ახსოვდა. მის აზროვნებაში ამოიკითხავდით მხოლოდ ოთხ სიტყვას ''დედა'', ''მამა'', ''შვილი'',''ოჯახი''.. ჯერ კიდევ არ სჯეროდა რომ ეს ბედნიერება მის თავს ხდებოდა. თუმცა მათ ეს დაიმსახურეს. ამდენი ტკივილის, ცრემლის, სისხლის შემდეგ ბედნიერება ნამდვილად ეკუთვნოდათ. ოჯახისათვის, მზითევში! -კიდევ არ მჯერა, ეს ბედნიერება.. კიდევ არ მჯერა!-ბლუყუნებდა გაშტერებული და ცოლის მუცელზე ხელს რიტმულა დაასვნებდა,-მამობის ხვედრი მეც მომეგება, ამას როგორ წარმოვიდგენდი? აქ ჩემი პატარა ზის? ჩვენი? ჩემი და ნინუსი? ალბათ სიზმარია.. ნეტა სიზმარი არ იყოს, ნეტა რეალობაში ვიყო,-წამდაუწუმ ახამხამებდა თვალებს, თითქოს სიბნელიდან, ლამაზი სიზმრიდან თავის დაღწევას ცდილობდა. -არ ხარ სიზმარში, ჩვენ მართლა ვარსებობთ, მამიკო,-ლოყაზე მოეფერა ცოლი, რომელიც, როგორც ჩანს საქმროს ფერებამ და სიტყვებმა გამოაღვიძა. -ნინუ, არაფერი არ გინდა? -რა უნდა მინდოდეს ანდრი? -აი რა ვიცი, ორსულებს ხომ უნდებათ ხოლმე რაღაც-რაღაცეები,-თავი მოიქექა და თვალები მოჭუტა. -ჯერ არ მიჩნდება არანაირი სურვილი მამიკო! სანამ დრო გაქვს დაიძინე! -გაბატონდა ეს მოცნოროზი ჩემზე უკვე!მამას ქალი! -რა იცი რომ გოგოა? ან გინდა რომ გოგო იყოს? -სქესს მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ გოგო მინდა.. მაინც.. -კაარგი,-ტუჩები გააწკლაპუნა და ცალი თვალი მოჭუტა ნინიამ,-რა დავარქვათ? -რაც შენ გინდა! -კარგი.. შენ ბებიას რა ერქვა? -მაკრინე. -ხო და მით უმეტეს! ძალიან ლამაზი სახელია, მაკრინე დავარქვათ თუ გოგო იქნება.. -მართლა?-თავი პატარა ბავშვივით წამოყო ანდრიამ და ცოლს მიაჩერდა. -ხო სულელო.. მართლა.. * * * გუშინ სახლში როგორ მიბრუტუნდნენ აზრზე არ არის ელენე. დილით საზიზღარმა თავის ტკივილმა გააღვიძა. ძლივს დაიხსნა მასში ახლართული ნუცისგან თავი და სააბაზანოში ფრუტუნით გავიდა. -დანარჩენები სად არიან ნეტა?-ჩაიბლუყუნა და სახეზე წყალი შეისხა. ოდნავ გამოფხიზლებული გავიდა მისაღებში და მარიამს იგივე კითხვა გაუმეორა. -მაკომ და ოდიმ განაცხადეს, გინდა თუ არა მშობლიურ ჟინვალს უნდა ჩავაკითხოთო! -კი მაგრამ..შენ არ დაგილებია? -არა, მე ანდრია და ნინია ვიყავით ფხიზლები მხოლოდ. შენ და ალექსანდე ძლივს მოგაშორეთ ერთმანეთს, ასე ამბობდით, ჯვარი უნდა დავიწეროთო.-სიცილით უყვებოდა დაქალს მისი სიმთვრალის ამბავს და ელენეს სახეზე, კიდევ უფრო იცინოდა. -მარი, ნუ მატყუებ! -არ გატყუებ, შენს თავს ვფიცავარ მართლა ასე იყო! -მეორედ როგორ დავლევ ამის მერე? იქნებ მართლა გავყვე იმ შეჩვენებულს ცოლად და ვაი ჩემი ბრალი მერე.. -ხო, ელუ, აღარ დალიო! ''ღმერთო, რა სირცხვილია, იმედია, გულბანს არაფერი ახსოვს, თორემ რა ამოვა მაგის ყბიდან? რა გათხოვება ამიტყდა მე კიდევ? სიმთვრალეში აშკარად ცუდი გემოვნება მაქვს.. (რას ვერჩი ალექსანდრეს მშვენიერი ბიჭია).. კიდევ კარგი, თავი რომ არ გავიუბედურე და იმ საზიზღარს არ მივთხოვდი, თორემარ მინდოდა გადარჩენა?'' გულში ფიქრობდა ბიჭიაშვილი და თავზე ხელს იჭერდა. საღამომდე დრო თავის ტკივილში გალია. ხან ალექსანდრეზე მოაწვებოდა აბურდული ფიქრები,ხან ქორწინებაზე. საღამოს ყველა მათთან შეიკრიბა. ყველა, ალექსანდრეს გარდა. გული დასწყდა ბიჭიაშვილს თითქოს, თითქოს კიარა, მართლა დაწყდა გული.. თანაც ძალიან. რას წარმოიდგენდა, ასე თუ დააკლდებოდა მის გულს გულბანის მჟავე 'სიფათი'. უსიამოვნოდ გაიღიმებდა აქა იქ. ნინია ხშირად ეკითხებოდა მიზეზს,თუმცა, ეს თავის ტკივილს და ნაბახუსევს იმიზეზებდა. დაძინების სურვილიც ყველაზე ადრე გამოთქვა და დასაწოლად გაემზადა. ავინიდან უცხო ხმაური მოესმა. გულზე ცივმა ოფლმა დაასხა. ხელის გულებიც დაეცვარა. შუბლიც. კანკალით მიუახლოვდა აივნის კარს და ფრთხილად გააღო. მერე კი გარეთ გავიდა და აივანს თვალი მოავლო. არავინ დახვდა. დამშვიდდა. უკან გაბრუნება დააპირა, თუმცა აზრი შეეცვალა და იქვე პატარა ჰამაკში ჩაწვა. ჰაერი სასიამოვნოდ უღუტუნებდა სახეზე და ბიჭიაშვილსაც ღიმილი ეგვრებოდა ბაგეზე. ისევ უსიამოვნო ხმაურმა მიიქცია მისი ყურადღება. სწრაფად დაჭყიტა თვალები და ელვის სისწრაფით წამოხტა ფეხზე. აივნის მოაჯირს მიაშტერდა, საიდანაც ალექსანდრე უმზერდა, ღიმილიანი სახით. მთვარის შუქზე არეკვლოდა მუქი ყავისფერი თვალები, ტუჩის ფორმაც განსაკუთრებულად იკვეთებოდა. -რა გინდა აქ? ამოღერღა როგორც იქნა ბიჭიაშვილმა. ისევ რაღაცის თქმას აპირებდა, ტუჩებზე სითბო რომ იგრძნო. გონება მთლიანად გამოეთიშა.. წუთი დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ გულბანი კოცნიდა. თვალების გახელას ფიზიკურად ვერ ახერხებდა. უნდოდა, წამწამები ერთმანეთისთვის მოეცილებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა. მუცელში პეპლები აუციმციმდა. ასეთი, არასდროს, არაფერი განუცდია. რაღაც ძალიან მძაფრი იგრძნო იმ წამს სულში. სისხლი მთლიანად აუდუღდა... თითქოს ადუღებულ წყალს ასხამდნენ პირში.. იმდენად ეწვოდა უკვე ტუჩები, ალექსანდრე რომ არ გაცილებოდა შეიძლება, ცეცლი წაკიდებოდა. -არ დამვიწყებიხარ.. ჩაილაპარაკა ჩახლეცილი ხმით გულბანმა და ცხვირზე ცხვირი გაუხახუნა.. ბიჭიაშვილი კი ბრაზისგან წამოწითლდა.. ---------- სამჯერ დავწერე ეს თავი და სამივეჯერ წამეშალა! ჭკუაზე აღარ ვარ! ამას კიდევ გუშინ მომხდარი ფაქტები ემატება და ისე საზიზღრად ვარ რომ... მადლობა ვინც კითხულობს! შაბათს ახლი თავი! ლავ იუუუუუუ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.