შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდოდა მეთქვა მიყვარხარ 5


12-03-2015, 16:48
ავტორი ucnobii
ნანახია 3 067

ღამის 10 საათი იყო, მე და ვერონიკა ვერ ვიძინებდით. ბევრი ვილაპარაკეთ და როგორც იქნა ჩაგვეძინა ოღონდ არ მახოვს როდის. დილით რომ გავიღვიძე თავში მაშინვე გამიელვა იმ აზრმა, რომ დღეს კვირა იყო და თვალები გავახილე. მე თვითონ წარმომედგინა ეხლა როგორი გაბრწყინებული სახე მექნებოდა, როცა თავში ერთი აზრი ამომიტივტივდა, რათქმაუნდა მძინარე ვერონიკას შეხედვის შემდეგ. ჩუმად გავიპარე სააბაზანოში და პატარა წყლით სავსე ვედროთი შემოვტანტალდი ოთახში, თან ჩემს თავს გულში ველაპარაკებოდი: "ნინი ახლა შენ საბედისწერო ნაბიჯს დგამ, თუმცა რამენაირად გამოიძვრენ თავს! შენ ძლიერი გოგო ხარ!". ერთი, ორი, სამი- ხმამაღლა დავითვალე და წყლის მთელი ნაკადი ვერონიკას ვუბოძე. იმის მოლოდინში, რომ გაცეცხლებული ვერონიკას წიკვინს, კივილს, და სხვადასხვა ემოციების კონცერტს უნდა მეყურა, თვალები მაგრად დავხუჭე, თუმცა წარმომიდგენია როგორ ვკვდებოდი სიცილით სახის გამომეტყველებით. რამდენიმე წამი ასე ვიდექი და ბოლოს ვიკადრე თვალების გახელა. ჩემს წინ გაწუწული და ამავ დროულად განრისხებული გოგო იდგა, რომელსაც ფერები ეცვლებოდა სახეზე სიბრაზისგან და ალბათ გონებაში გეგმებს აწყობდა ხერხი გამოეყენებინა თუ ხის საჭრელი, რუსულ ენაზე თუ რაღაც "დრუჟბა" ჩემს დასანაწევრებლად. მე კიდევ ეხლა რჩევის მიცემა მინდოდა, რითი უკეთესი იქნებოდა ჩემი წამება, მაგრამ უცებ მოვტვინე რომ ჯობდა თავის მართლება დამეწყო.
-ვერონიკა მაპატიე, ვიცი რომ გაგაბრაზე მაგრამ, მე ხომ შენი და ვარ, ხოდა მეპატიება, ვიფიქრე ვიხალისებ მეთქი... ხოო... დაა.... -ბოლოს სიტყვებს თავს ძვლივს ვაბავდი- ჯობია გავიქცე ხო? -ეჭვნარევი ხმით გავხედე ვერონიკას. მან თავი დამიკრა და ისე გამოვვარდით ოთახიდან და აქეთ-იქით დავრბოდით, უფრო სწორად მივქროდით, ოღონდ რაკეტასავით, ჩემთვის გავიფიქრე :"საქმეშიც რომ ასეთი სწრაფი ვიყო ავშენდები"-თქო.
კიდევ ბევრი ვირბინეთ, როცა დავიღალეთ სუნთქვა გახშირებულები მდივანზე ჩამოვჯექით და სიცილით ვიგუდებოდით. დიდი ხნის ყოყმანისა და თავის მართლების შემდეგ ჩემი დაიკო მაინც შევირიგე და უკვე მომზადებულებმა და გამოპრანჭულებმა გადავწყვიტეთ სასეირნოდ გავსულიყავით. დედასაც გადაუარა სიბრაზემ ოთახი რომ მოვუწუწეთ, არ შეგვაფერხა და უკვე ლამაზ ბილიკებს მივუყვებოდით.
-გრძნობებში გაერკვიე? -მოულოდნელად მკითხა ვერონიკამ.
-კი ვერო. ვერც წარმოიდგენ, როგორ მენატრება მისი თვალები და თვითონ ის. მიყვარს! ძალიან მიყვარს!არ ვიცი თუ შევძლებ მის გადაყვარებას. მითუმეტეს ამის სურვილიც არ მაქვს. ნეტავ ახლა აქ იყოს და შემეძლოს ძალიან მაგრად ჩავეხუტო.
-სასწაულების გჯერა?- სიცილ ნარევი ხმით მკითხა
-ნუთუ? - ვიცოდი რაც იგულისხმა მან
-მარცხნივ გაიხედე
მითითებული ადგილისკენ გავიხედე და ო, ღმერთო ჩემო. რას ხედავს ჩემი თვალები. გაგა მოაბიჯებს, ვიღაც გოგოსთან ერთად, თანაც ხელი-ხელ გადახვეულები. ცივმა ოფლმა დამასხა სახეზე, როცა დავინახე ჩვენკენ მოდის ის ორი
-ვაა ნინიი? როგორ ხარ? -გადამკოცნა ვაჟბატონმა.
-კარგად-ცივად ვუპასუხე, ისე რომ არც შემიხედავს, თანაც ვიგრძენი როგორ მომანათა მისი უძირო ლურჯი თვალები
-მეც კარგად. არიყო საჭირო მოკითხვა. მართლა ეს გაიცანი გვანცა არის. -გოგოს შევხედე თბილად გამიღიმა, გავიფიქრე ეს რას მეიაზვება თქო და კარატეს ჩატარება მომინდა მისთვის.
-აჰაჰ, სასიამოვნოა მე ნინი ვარ. -ნაგლური ღიმილი ვესროლე ორივეს
-ჩემთვისაც-ისევ გამიღიმა იმ წურბელამ.
ვერონიკას ხელი მოვკიდე და
-ჩვენ უნდა წავიდეთ -ნაძალადევად გავიღიმე და პასუხს არც დავლოდებივარ ჩქარი ნაბიჯებით დავიძარი სკამისკენ. ვგრძნობდი, როგორ მიწვავდა ზურგს გაგას მწველი მზერა, თუმცა არ ვიმჩნევდი და ეს უნდა ვაღიარო ძალიან კარგადაც გამომდიოდა. იქვე ჩამოვჯექით მე და ვერო, მათგან მოშორებით და მოფარებით.
-ნახე, ახალი გოგო.. ეს როგორ გაბედა. აუ იქნებ შეყვარებულია. ვაიმე გავხეთქავ იმ იდიოტს და იმ წურბელად ორივეს გამოვასალმებ სიცოცხლეს.
-რაამ გადაგრია გოგო, იქნებ ნათესავია. რაიცი? -ღიმილით გადმომხედა ვერომ
-იმედს რატომ მიცრუებს? -კითხვაზე კითხვით ვუპასუხე
-დაიოკე ნერვები-მშვიდად მითხრა
ცოტა რომ დავმშვიდდი სახლში წამოვედით. იმ იმედით რომ გაგა წასული არ იქნებოდა თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი თუმცა ისევ იმედი გამიცრუვდა და თავ ჩახრილმა გავაგრძელეთ გზა.
სახლში რომ მივედი დაღლილკივით ჩავესვენე სავარძელში. "მე ხომ ბედი არაფერში მაქვს რაა"-გავიფიქრე გონებაში და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი.
-გაგა-
ორი დღეა უკვე არ მინახავს და ვერ ვსუნთქვავ. ნინი ჟანგბადის მაგივრობას მიწევს. "ნეტავ ის რას გრძნობს ჩემს მიმართ?"- ეს კითხვა მოსვენებას არ მაძლევს. ჩემდა საბედნიეროდ ნინის ნომერიც ვიცოდი, თუმცა თავს ვიკავებდი მიწერისგან, მითუმეტეს დარეკვისგან. ყოველ შემთხვევაში ჩემს გრძნობებში უფრო გავერკვეოდი, და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ეს გოგო სიცოცხლეს მირჩევნია და მის გამო ყველაფერს გავაკეთებ. ამ ფიქრებში გართულმა ტელეფონის ხმა გავიგე, ჩემი საყვარელი გოგო მირეკავდა. ეს გვგანცა არის ჩემი ბიძაშვილი. ბათუმიდან ჩემთან ჩამოდიოდა, უნდა დავხვედრილიყავი და ამიტომ რეკავდა ალბათ.
-ხოო გვანცუ
-ნახევარ საათში დანიშნულების ადგილზე ვარ სიცოცხლე :დ
-ოხ ოხ რა აფერისტი მყავხარ შენ. მოვდივარ
-გაკოცეეე
მაშინვე წავედი მის დასახვედრად და აი ჩემი გოგოც გამოჩნდა ჰორიზონტზე
-გაგაააააა როგორ მომენატრე ბიჭოო
-მეც მომენატრეე ცხოვრებაა- და მაღლა ავიტაცე, მის კივილს ყურადღებასაც არ ვაქცევდი "დამსვი"-ო რომ წიკვინებდა.
ცოტახანში სახლშიც მივედით და ორ ჩემოდანს რომ მოვკარი თვალი, მაშინვე პირი დავაღე გვანცაზე ნერვების მოსაშლელად
-ამდენი ხნით ვინ აგიტანს შენ?-გაოცება დავიტყვე სახეზე
-ჩემი საყვარელი ბიძაშვილიი. არგიხდება ნაგლობა და ჩაიგდე ენა.
ცოტა ვიკინკლავეთ და ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვერონიკას მივწერე, თუ როდის შეძლებდნენ გარეთ გამოსვლას, უკვე ვეღარ ვითმენდი ისე მინდოდა ნინის ნახვა. პასუხმაც არ დააყოვნა და ყველაფერი რომ გავარკვიე კმაყოფილმა ჩავიხითხითე, ერთი აზრი რომ დამებადა ღატქმაუნდა ამაში გვანცა დამეხმარებოდა.
მოკლედ გვანცას ყველაფერი მოვუყევი ნინის შესახებ. ემოციებისგან შოკში ჩავარდა მგონი :დ ერთი სიტყვით ბაღში წავედით სადაც როგორც წესი ნინი და ვერონიკა უნდა მოსულიყვნენ და ძალიან გამიხარდა როცა თვალი ნაცნობ სილუეტებს მოვკარი და ხელი მაშინვე გვანცას გადავხვიე. მათთან მივედი და მონატრებულ სახეს და ღიმილს მივაშტერდი, თუმცა წარმოვიდგინე რა გამომეტყველება მენქნებოდა და მაშინვე გამოვფხიზლდი. გოგოებს გვანცა გავაცანი თუ არა, მაშინვე წავაწყდი ნინის განრისხებულ სახეს, არადა როგორ ცდილობდა მღელვარება დაემალა, თუმცა მე რას გამომაპარებდა, მის ასეთ საქციელზე შეუმჩნევლად ჩავიცინე და უკვე მიმავალ ნინის მივაბყარი თვალები. როგორ მინდოდა მივსულიყავი, შემომეტრიალებინა და მისთვის ჩემი გულის ნადები გამემხილა, თუმცა ჩემს შემთხვევაში ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა.




-ნინი-
კარგა ხნის ნებივრობის შემდეგ, ვიკადრე სააბაზანოდან გამოსვლა და მომზადება. ქვემოთ, რომ ჩავედი დედას სადილი ჰქონდა გაწყობილი და გამეცინა პირგამოტენილ ბესიკოს რომ შევხედე. როგორ მიყვარდა ეს ნერვების კიბო.
-დედი 1 კვირაში დაგითხოვენ საზაფხულო არდადეგები დაიწყება და რას იტყვი აქ დარჩები თუ ჩემთან და ბესოსთან ერთად ბათუმში წამოხვალ?-საუბარი წამოიწყო დედამ
-ვნახოთ დე გადავწყვიტავ-ვუთხარი და ჭამას შევუდექი.
ძალიან არ მინდოდა აქედან წასვლა, მაშინ სადღა ვნახავდი გაგას და ვინ გამიხანგრძლივებდა სიცოცხლეს? რათქმაუნდა გაგა!-ვუპასუხე ჩემს თავს.
სადილს რომ მოვრჩი ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე გავიშხლართე. კიდევ გაგაზე დავიწყე ფიქრი. წარმოვიდგინე, რომ მე და გაგა შეყვარებულები ვართ და ორივეს უზომოდ გვიყვარს ერთმანეთი, და ასე ვცხოვრობდით ტკბილად და ბედნიერად, როგორც ზღაპრებშია. ვატყობ, მე არ მიწერია ბედნიერება გაგასთან ერთად. ოხ, როგორ ვეჭვიანობ იმ წურბელაზე, ჰო სწორად მიხვდით გგვანცაზე. ნეტავ ვინ არის ის გოგო? მისი შეყვარებული? შეყვარებული რომ იყოს გაგა იტყოდა " გაიცანით ეს გვანცაა ჩემი შეყვარებული"-ო მაგრამ რადგან შეყვარებული არ უთქვამს ეს გაგას მარტოობაზე მიგვანიშნებს. მაგრამ ვერ მოვისვენებდი სანამ ამას თვით გაგა არ მეტყოდა, ან რა ვალდებული იყო ის ბიჭი ჩემთვის აეხსნა ვინ არის ის გოგო მისთვის. ისე ვლაპარაკობ თითქოს გაგა ჩემი ბიჭი იყოს. ამ ფიქრებში ჩამძინებია, რომ გავიღვიძე სახლში მარტო ვიყავი და მოწყენილმა გადავწყვიტე სოციალური ქსელი მომენახულებინა. როგორც ყოველთვის აქაც მოწყენილობაა და ახალი არაფერია. კომპიუტერი გამოვრთე და აწკრიალებულ მობილურს გავხედე და გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო როცა ეკრანზე :გაგა: დაეწერა. მეც ავდექი და მშვიდად ვუპასუხე
-გისმენთ
შენ ყველას ასე ებუტები?
-ყველას არა
-ოჰო, ესეიგი განსაკუთრებული ვარ
-ვისთვის როგორ
-და შენთვის?
-ჩვეულებრივი ბიჭი ხარ
-ვერ დავიჯერებ
-მოგიწევს
-მაგასაც ვნახავთ
და უცებ გამითიშა. რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? არა გადამრევს ეს ბიჭი თქო ვამბობ რაა






გამოუშვით აზრები :**




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent