შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (10 თავი)


12-03-2015, 20:11
ავტორი once upon
ნანახია 4 879

აუფეთქა ცალ-ცალკე ყვლას ტელეფონი.
„დამპლებო“; „საზიზღრებო“; „მოკვდით“; „მძულხართ“; „განანებთ ხო იცით“; „თავზე დასადომი ადგილი რო არ გქონოდათ მაინც უნდა დაგესვით“; „ზეობები ხართ მეგობრები კი არა“; „მადლობა“
მოხსენების დამთავრებისთანავე გაიგონა მის გვერდით მომავალი მანქანიდან გიორგის ხმა და შემდეგ მისი დებილი თავიც გამოჩნდა. მიიხედა ფანჯარაში და რას ხედავს! ენას უყობს ვაჟბტონი!
-უარესს დაგმართებ ჯერ სად ხარ! - ფანჯრიდან თავი გადაწია და ხმა მაღლადაუყვირა. მის ყვირილზე თინას გაეღვიძა ბუზღუნით და ნუცას შესჩივლა.
-ხომ არ დაგაძინებენ რა...
-უკაცრავად, იავნანას ვერ გიმღერებ. - ცინიურანდნუცამ და პატარა ხელჩანთიდან ყურსასმენები ამოიღო. შემდეგ ძალიან ხმა მაღლა ჩართო სიღერა და ლანა დელ რეის ჰანგებში ჩაიძირა.
მიუხედავად იმისა რომ მუსიკა ძალიან, ძალიან ხმა მაღლა ჰქონდა ჩართული, მაინც მშვენივრად გაიგო როგორ უთხრა თინამ გაგას: უთხარი, ჩაუწიოსო. იმან კიდევ თვალები გაადიდა მე რატომო? 15 წუთი თავიდან და თავიდან უსმენდა Nathional Anthem“-ს და ესეც მობეზრდა. თავში შესანიშნავმა იდეამ დაკრა და უჟმურ შეყვარებულებს შეხედა. ყურსასემენები გამოიძრო და თინას მიუბრუნდა.
-კარგი, სერიოზულად. რამდენიმე საათი უნდა ვიჯდეთ აქ და რაღაცას მივხვდი. - მის ხმაზე გაგამ მოიხედა და წარბი აწია მან კი მწერით ჰკითხა: რა გინდაო.
-მიხვდი? ტვინი გქონია? - ჩაეცინა თინას.
-რათქმაუნდა შენ კი არ გგავარ. - მაინც წამოსცდა და დაიმანჭა.
-რა გინდოდა? - კი უნდა ეთქვა, არა ეხუმრა. მეგობრობა ვცადოთო მაგრამ...
-გადავიფიქრე. - გაიღრიჭა და ისევ მიბრუნდა. ფანჯარას გახედა და დაინახა რომ საშინლად სწრაფად ენაცვლებოდნენ ხეები ერთმანეთს და მიხვდა რომ მანქანა კი არ მიდიოდა, მიქროდა. ხელი მოუჭირა მანქანის ღვედს და სხვა რამეზე სცადა ყურადღების გადატანა. ფიქრობდა უბერავს ეს ბიჭიო. ასე სწრაფად ტარება როგორ შეიძლებაო? „მძინარე მზეთუნახავს“ ისევ მიეძინა. მან კი როდესაც ყელში ამოუვიდა ასეთი სისწრაგით სიარული გაგას უყვირა:
-შენ თუ თავს იკლავ კი არ გიშლი მე რაღას მკლავ! - გაგამ გაიკვირვა და უემოციოდ შეხედა.
-რა?
-დებილი ხარ თუ თავს იდებილებ? ცოტა შეანელე! - ნელ-ნელა სიჩქარის ისარმა უკან დაიხია და ნუცამ ღრმად ამოისუნთქა.
-რა იყო ესე გეშინია? - დამცინავად ჰკითხა გაგამ.
-მერწმუნე შენი დასაცინი არ მჭირს არაფერი.
-მერე როდის დაგცინე? - გაუკვირვა. - გირჩევნია რო ისევ ისე მოვიქცე თითქოს არ არსებობ? არაა პრობლემა. - ისე ტქვა გაგამ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
-არც მე გამიჭირდება ეგ. - გაიღიმა ნუცამ და მიაშტერდა. იდეალური პროფილი ჰქონდა. სწორი, ოდნავ აპრეხილი ცხვირი, დიდი წითელი ტუჩები... არა ამ ქვეყნიურად მაგარი ფერის თვალები! და არა ამ ქვეყნიურად ბანძი შეყვარებული.
-მომაშტერდი. - ჩაეცინა.
-შენ არა, უბრალოდ ფანჯრიდან ვიყურებოდი და უნებურად ხვდები თვალში. - გაიცინა ნუცამ თავის სისულელეზე.
სიჩუმე... მხოლოდ მანქანის ძრავის ხმა არღვევდა ამ საოცარ სიჩუმეს და როგორც ჩანს ნუცასავით გაგასაც მოსწყინდა. მანქანის სიდენიაზე დაგდებული მეხსიერების ბარათი აიღო და მაგნიტოფონს შეუერთდა. ნუცა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ნელა და სასიამოვნოდ რომ დაიწყო „National anthem”
-ოო, გაგა მოაკეტინე რა! - დაუყვირა აზრზე მოსულმა თინამ. ნუცამ წარბი აწია და ისე გახედა გაგას.
-აუ ვერ დავიძინებ ესე! - ამბობდა მაგრამ გაგას არ ესმოდა.
-ჩემით გამოვრთავ ეხლა თუ არ მოაკეტინებ! უიმე, შენ ხო ვერაფერში გამოყენებს ადამიანი. დამეხმარე. - ახლა ნუცასაც მიუბრუნდა.
-ხომ იცი როგორი დიდი სიამოვნებით. მაგრამ თავადაც ვგიჟდები ამ სიმღერაზე ამიტომ.. - ცინიკურად გაუღიმა ნუცამ და თვალები დახუჭა.
ჩაეძინა...
თუმცა სიმღერა არ შემწყდარა.
-მძინარე მზეთუნახავო, გაიღვიძე თორე გიორგი და ლაშა რამეს მოგიგონებენ და სადმე მიგაგდებენ. - გაიგონა ნიას ხმა როდესაც ჯერ კიდევ სიზმრებში იყო და თვალები უცებ ჭყიტა. ისევ მანქანაში იყო თუმცა ამჯერად მარტო და უსაყვარლეს სახლთან რომელთანაც უამრავი მოგონება აკავშირებდა.
-იმ მახინჯს რომ გავეღვიძებინე შევჭამდი? - ბუზღუნით გადმოვიდა მანქანიდან.
-გააჩნია მახინჯში ვის გულისხმობ. - კისკისი აუტყდა ნიას და მეგობარი სახლში შეაგდო.
იმხელა იყო ნუცუბიძეების სახლი თავისუფლად დაეტოდა ყველა ცალ-ცალკე ოთახში და კიდევაც დარჩებოდა ადგილი.
-გიორგი. - ღიმილით მიუახლოვდა ნუცა გიოს.
-უნდა გავიქცე ეხლა? - თქვა და „სტარტზე დადგა“
-არა, არა. მაგრამ რამე ისეთს რომ მოვიფიქრებ ხომ იცი!
-უკვე ვნანობ მძღოლის ადგილი რომ არ დაგითმე!
-ყველაზე უაზრო 4 საათისთვის გამწირე!
-დავიჯერო თინას ნერვების მოშლით არ იხალისე?
-რა უნდა მეხალისა მძინარე ურჩხულივით მთელი გზა ყვინთავდა!
-მერე გაგა ხომ გეჯდა გვერდით? - გაგას ხსენებაზე სულ მთლად დაიძაბა და დიდი ძალისხმევა დასჭირდა რომ გიორგი ადგილზე არ მიეხრჩო.
თავის ოთახში იყო ნუცა. ჯერ იდევ 14 წლიდან დადიოდა ამ სახლში თითქმის ყოველ ზაფხულს და საკუთარი ოთახიც მიიღო ნინა ბებიასგან. ლოგინზე ეგდო გაშოტილი და ფიქრობდა რა ოინი მოეფიქრებინა გიორგისთვის როდესაც ოთახში ანა და ლიკა შემოვარდნენ.
-მდინარეზე მიდიან ბავშვები. ხო მოდიხარ? - აბა მდინარეს გამაზავდა ნუცა? ა რ ა ვ ი თ ა რ შ ე მ თ ხ ვ ე ვ ა შ ი ! უცებ ჩაიცვა საცურაო კოსტუმი ზემოდან კი შორტი და მაისური. სანამ დაბლა ჩავიდოდა გვერდით ოთახში შეიჭყიტა და საწოლზე გაშოტილი გაგა დაინახა. დენდარტყმულივით მოშორთა კარს და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
ახლოს იყო მდინარე სადაც მთელი სოფლის ახალგაზრდობა იკრიბებოდა. ნუცამ იფიქრა, კარგი ტანი მაქვს რამეში გამოვიყეენო და როგორც კი მდინარესთან მივიდნენ მაშინვე გაიძრო შორტი და მაისური. არავის არ დალოდებია ისე ჩახტა მდინარეში და მალე სრულიად დასველდა.
მწველი მზერა იგრძნო...
ისევ!
მწველი ან-მკვლელი.
ზუსტად ის მზერა!
სულ თავიდან რომ დასდევდა და ფიქრობდა რა ვერ მოვიშორე ამის მკვლელი თვალები თავიდანო..
ერთი განსხვავება იყო ახლანდელ და წინანდელ მზერას შორის.
ერთი და დიდი..
დიდი და გადამწყვეტი!
აი, ის მზერა რაღაცას თვალს რომ დაადგამ და რომ მოგკლან არ მოაშორებ!
არ-არა.
ვერ.
-----------------------
მადლობა რომ კითხულობთ და იმედია მოგწონთ ♥



№1  offline წევრი Unnamed

Kaia gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent